მარცხის ზღვარზე (1)
*** ტოლბუხინზე სულ სამადსამი კორპუსი იყო ჩამწკრივებული ერთ სიგრძეზე, ერთნაირი აგებულების, ერთნაირი ზომისა და ფორმის. გაერთიანებული კალიდორული სისტემა, ყველა სხვა ბინისაგან გამოყოფდა ამ სამეულს და თავისებურ ხიბლს სძენდა. განსხვავებით კი მხოლოდ მობინადრეებით განსხვავდებოდა. დუბლიკატ შენობებს ერთმანეგისგან მხოლოდ შუა კორპუსის ეზოში მდებარე საკურას ხე გამოჰყოფდა დანარჩენი ორისგან . ხე იმდენად ლამაზი იყო, რომ აივნიდან მომზირალი თვალები, საათობით შტერდენოდნენ მასზე. მის ბაგისფერ ყვავილებში ჩაკარგული თვალები კი თითქოს მასში ეძებდა შვებას და პოულობდნენ კიდეც დროის შემდეგ სულიერ თავისუფლებას. ევას ოთახი სულ კუთხეში იყო, ბინის ბოლოს და ბოლო სართულზე, კუთხეში. ყველაფერს ერჩივნა მისი რამდენიმე კვადრატი მანამ სანამ ჰაერი არ დამძიმდა და სუნთქვა არ გაჭირდა შიგნით.. ხოდა ისიც ადგა და წავიდა. გაერიდა უჰაერობას, მაგრამ სხვა ჰაერი დამააკლდა და მერე ალბათ ვერ გადაიტანა. *** 2018 დილა ადრიანად ლიკამ დამირეკა ხუციშვილმა, ერეკლე ჩამოვიდაო. არც შესავალი, არც მოფრთხილება, არც მინიშნება, ასე უბრალოდ მითხრა და მერე მობილურის მეორე მხრიდან ჩამყვირა, შენი სენტიმენტები არ გამაგონო თორემ რომ მანერვიულო ბავშვს ორი თვით ადრე გავაჩენ და ლაშა არ გაცოცხლებსო.. შემეშინდა. ლაშა მართლა არ მაცოცხლებდა, მაგრამ უფრო ერეკლეს ჩამოსვლამ შემაშინა. გული საგულედან ამოვარდნას ლამბობდა ისეთ დღეში ჩამაგდო ერთმა ზარმა. საწოლზე ემბრიონის ფორმაში ვიწექი და არაფრით ვაჯერებდი თავს ერეკლეს დაბრუნებას. არ მინდოდა თვალი გამესწორებინა რეალობისთვის, რომელშიც ერეკლე ისევ იყო. ვერ ვიჯერებდი ან არ ვიჯერებდი.. ჭორებმა დაშლილ ექვსეულზე მთელი ქალაქი მოიცვა. ხალხსაც თითქოს მათი დაშლა აკლდა სრული იდილიისთვის, ისე დაიწყეს განხილვა და გამოძიება დაშორების მიზეზების. ძლიერი სამეგობროს დარღვევის სხვა და სხვა ვარიანტები ჰქონდა ყველას, უცნობს და ნაცნობს. ზოგი ამბობდა, ერეკლემ ევას უსიყვარულობა ვერ აპატიაო. გაიგონებდით იმასაც, რომ თვითონ ერეკლე იყო ზედმეტად იდიალური, ევას კი იდიალიზმი არ უყვარდა. იმათმა დაშორებამ სამეგობროზეც იმოქმედა, ამიტომ ჰოპ და ერთ დღეს აღარ იყო ექვსეულის ჯაჭვი ქალაქში, ასე, ერთ დღეს იყო და მეორე დღეს გაქრა.. თუ მის უბანში იკითხავდით მათი უბედურების მიზეზს, საყვედურებს ევას შესახებ ბევრი გეტყოდათ : - ეს რანაირი გოგოა კაცო, ბიჭი ტყავიდან ამოძვრა მის გამო, მთელი ტოლბუხინი აგვაწიოკა ევას სიყვარულისთვის და ერთი მიყვარხარ დაამადლაო. წყენით ამბობდა ხოლმე ტოლბუხინის ასახვევში მცხოვრები თამარა ბებო, მაგარამ მან საერთოდ რა იცოდა ევას სიყვარულის ? მან რა იცოდა ევას გრძნობების.. *** ტოლბუხინის მოპირდაპირე ქუჩა ქალაქის მარჯვენა დასახლებას მიეკუთვნებოდა. დასახლების დასაწყისში დიდი თეთრი სახლი იდგა, პომპეზური აგებულების, ქედმაღალი და უტყვი. სახლის მთავარ ოთახში გამომძიებლის უმკაცრესი მოთხოვნის გამო სამი უკვე ჩამოყალიბებული მამაკაცი და სიფრიფანა გოგონა ისხდნენ. ოთახში მყოფებისგან სასიცოცხლო მაჩვენებელს არცერთი არ აკმაყოფილებდა. მათი სუნთქვაც კი არ ისმოდა, გოგონას თვალებზე აკიაფებული ჯერ კიდევ ახალი ცრემლები მიანიშნებდნენ მათ სულიერ მდგომარეობაზე. ოთხივე გამომძიებელს ელოდა, ლოდინში კი წამი საუკუნეს მსგხვსი ხდებოდა. რაღაც ახალი უნდა გაეგოთ, რაღაცას ახსნა უნდა ჰქონოდა, რომ არ გაგიჟებულიყნენ.მათგან ერთერთის უსიცოცხლო თვალებს და ნამიან წამწამებს განსაკუთრებით ეტყობოდა მოხდარის სირთულე, პერანგის ღილს გამუდმებით აწვალებდა, თითქოს ამ მცირედით შვების მოპოვებას ცდილობდა, თუმცა მისი სული ისე იყო აწიოკებული ვერაფერი ამშვიდებდა. .ერთ დროს ამავე სახლის კედლებიდან ექვსი ერთმანეთზე გაგიჟებული ადამიანის სიცილ-კისკისი იმხელა ტემპითა და დიაპაზონით გამოდიოდა, რომ ხშირად ხდებოდნენ მეზობლების თავის ტკივილის მთავარი მიზეზი. მცირეოდენი წაკამათება და უფრო მცირე გაბრაზება ხშირი იყო სამეგობროს შორის, რაც სახლზეც ყოველთვის ისახებოდა, მაგრამ როგორც ახლა, ისე არასდროს ყოფილა უტყვი თეთრი კედლები. ავისმომასწავლებელი ამინდიც, სრულ სისასტიკის ელფერს სძენდა ყველაფერს. იმ დღეს ქალაქის მთავარ საავადმყოფოში ოცი წლის ახალგაზრდა მიიყვანეს, კრიტიკული იყო მისი მდგომარეობა, უფრო კრტიკული იყო სულიერი, ვიდრე ფიზიკური. ერთობ მკაცრ სახეს არაფერი ეტყობოდა დაძაბულობის, საშინელი სიმშვიდე ჰქონდა სახეზე გამოხატული გოგონას, რაც კარგს არ მოასწავლებდა, ერთი შეხედვით გეგონებოდა სულიერმა და ფიზიკურმა სხეულებმა უკვე ერთმანეთი დატოვესო, მაგრამ ორგანიზმის რაღაც ნაწილი მაინც არ ნებდებოდა. იბრძოდა.. იმ ძალებსაც იყენებდა, რომელიც წესით ამ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონოდა, ექიმების მთელი გუნდი დავდაუღალავად შრომობდა, რომ ახალგაზრდა გოგონა ქვეყნიერებისთვის დაებრუნებინათ, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო უჭირდათ. პულსის წნევისა და სუნთქვის მაჩვენებლები კატასტროფულად დაბალ აქტივობას აჩვენებდნენ, თუმცა ექიმი არაფრით ეშვებოდა, არ ანებებდა წასვლას გოგონას, არ აძლევდა უფლებას წამით მინც დანებებულიყო, ახალგაზრდა ექიმი მიუხედავად მწირე გამოცდილებისა მთელი მისი მონდოებით იბრძოდა ევას გადასარჩენად. წამდაუწუმ ჩურჩულებდა ერთიდაიგივე ფრაზას და გოგონას მოძლიერებისკენ მოუწოდებდა... თვრამეტ საათიანი შეუსვენებელი ოპერაციის შემდეგ ექიმმა ჩამქრალი თვალები მიანათა თითქმის უსულო სხეულს. ესიკვდილებოდა ახლა გარეთ გასვლა და სამეგობროსთვის იმის თქმა, რომ ევას გადარენა მხოლოდ მის ორგანიზმზე იყო დამოკიდებული. პლატაში მხოლოდ ორნი იყვნენ, ბავშვობის მეგობრები.. ოთხი გარეთ ელოდა, გამოსვლამდე კიდევ ერთხელ მოიქცია ლაშამ გოგონას ხელი თავისაში ისე მკაცრად დასჩურულა თითქოს აუცილებლად გაიგებდა ევა მის საუბარს, შეეშინდებოდა და სწრაფად გამოკეთდებოდა - არ გაქვს უფლება, გესმის ? არ გაქვს! ყველა გელოდებით. ლიკუნა დღედღეზე ბავშვს ელოდება, იცოდე ცოლი არ მინერვიულო ევა, თითი დაუქნია და როცა გაანალიზა თავისი საქციელი მწარედ გაეცინა მის უაზრო ქმედებაზე. უკვე ვეღარ იაზრებდა რას აკეთებდა.. მეგობრის ამგვარ ყოფას ვერაფრით ეგუებოდა,ვერც სული და ვერც გონება. გასავლელად ემზადებოდა, მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა. კართან მისულმა ღრმად ამოისუნთქა და გასვლა რომ არ გადაეფიქრებია საჩქაროდ გავიდა დერეფანში. ადგილზე გაქვავდა სამეგობროსა და ევას ოჯახისწევრების სახეებს რომ წაწყდა. უფრო ანერვიულდა მის დანახვაზე, რომ ერთად წამოიშალნენ და კითხვებიი დააყარეს. - ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო, დანარჩენი ოცდაოთხი საათი გადამწყვეტია. ვწუხვარ, მაგრამ ყველაფერ მასზეა დამოკიდებული, ჩვენი ევა ძლიერი გოგოა, მჯერა დაბრუნდება თავისი მისიის შესასრულებლად. ბოლო სიტყვებისას ლაშამ დერეფნის კედელთან ჩამუხლულ ერეკლეს დააჩერდა და ანიშნა, რომ ევას მისია თვითონ იყო. ოდნავ მოძრავი თვალებიც ჩაუქრა, როდესაც ძმაკაცის მდგომარეობა აღიქვა. ნაწილებალდ დაშლილი გიგანი უსიცოცხლოდ უმზერდა დედამიწას. ყველაზე მეტად ახლა მას უჭირდა. ორი წლით განშორებულ სხეულთან უფრო დაშორებას ვეღარ იტანდა ერეკლე და ეს სულს ნაწლ-ნაწილ უფლეთდა. იმ წუთს ემოციები იმდენად ჰქონდა მოზღვავებული, ტრიალ მინდორზე ან სადმე უღრან ტყეში რომ მდგარიყო ბოლო ხმაზე, არაადამიანურად იღრიალებდა, სულს გაითავისუფლებდა, ემოციებს გამოყრიდა გარეთ, მაგრამ საავადმყოფოს დერეფანში მყოფს, მხოლოდ ღრმად სუნთქვა და დროდადრო გულის ტკივილისგან მკვეთრი ღმუილი შეეძო. ლაშამ შეძლებისდაგვარად ყველას აუხსნა, რომ მათი მოთქმით და ვაებით ვერაფერი შეიცვლებოდა. ზოგი სახლში გაუშვა ზოგიც კაფეტერიაში წასახემსებლად და ცოტა მოსაძლიერბლად. მხოლად ევას მამას ვერ მოუხერხა ვერაფერი, უძრავ ფიტულს გავდა კაცი, დანაოჭებული სახე უფრო მეტად მოღრეცოდა და უინტერესოდ დასჩერებოდა იატაკს. ლაშა ოდნავ მიუახლოვდა და გამხნევების ნიშნად მხარზე ხელი მაგრად მოუჭირა. კაცმაც შეძლებისდაგვარად გაუღიმა და იმედიანი მზერა მიაპყრო შვილის ბავშვობის მეგობარს. ახლა ღერთი ლაშა იყო მისთვის. მას ჰქონდა თავისი შვილის სიცოცხლე ჩაბარებული.. ლაშამაც შეუმჩნევლად დაურა თავი და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას, ვერ უძლებდა მამაკაცის მზერას, ერთიანად ანგრევდა მისი იმედიანი თვალები. ეშინოდა, რომ იმედს ვერ გაუმართლებდა. თავისთვისაც ეშინოდა, ევასთვისაც, მამამისისთვისაც და ირგვლივ ყველასთვის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.