აკრძალული სიყვარული ( თავი 6 )
ხმის გაგონებისთანავე, ლუკას ვშორდები და მაშინღა ვიაზრებ მომხდარს.ხელებით უკან ვწევ და ღრმად ვიწყებ სუნთქვას. ხელს შუბლზე ვიდებ, საოცრად ცხელი ვარ. წამით ლუკასკენ ვაპარებ თვალს, მერე კი სარკისკენ მივრბივარ.მთლიანად აწითლებული ვარ. ვინ წარმოიდგენდა? ონიანი, ასე ახლოს, თუმცა ამავდროულად ასე შორს. - ელენე, ზემოთ ხარ? ხმა ისევ მეორდება. მამა კიბეებზე ამოდის მხოლოდ ლუკასთვის თვალის გასწორებას ვახერხებ, რომელიც, ასევე თვალს არ მაშორებს. კარს ვაღებ, ოთახიდან გავდივარ და მამას ვპასუხობ. - ჰეიი, აქ ვარ. უკვე დაბრუნდი? - ხო, საყვარელო, მაპატიე, რომ შენი დატოვება მომიხდა.ახლა, მთელი დღე შენს განკარგულებაში ვარ. მეუბნება მამა და ხელს მხვევს. - მაკდონალდსზე რას იტყვი? საოცრად გადავიღალე და ახლა ბურგერებზე უარს არ ვიტყოდი. მამას კვლავ არაფერს ვპასუხობ. - ელენე, კარგად ხარ? - ჰო მა, არაფერია. იცი, კარგი იდეაა მაგრა, ლუკაა ჩემთან და.... ვამბობ და ლუკაც გამოდის ოთახიდან. - ბატონო ზურა, გამარჯობა. ლუკა მამაჩემს ხელს ართმევს, შემდეგ კი მამას მზერა მხოლოდ ჩემზე ხდება მოპყრობილი. - ააა,კარგი, პრობლემა არ არის, შეუძლია მასაც წამოვიდეს. ამბობს მამა, თუმცა ვხვდები რომ ბევრი სალაპარაკო გვიგროვდება და ამისგან თავს ვერაფრით დავიძვრენ. თვალს არ მაშორებს, რაც თავს დამნაშავედ მაგრძნობინებს. ლუკას თვალებიც ჩემსკენ იწყებს ცქერას, თითქოს ჩემგან პასუხს ელოდება. მეც საპასუხოდ თავს ვუქნევ, ის კი მიღიმის. თუმცა, მამაჩემს კი ნამდვილად არ ეღიმება. - კარგი ელენე, ქურთუკები აიღე და ჩვენც ჩამოვალთ. მკაცრი ხმით მეუბნება მამა. მათი მარტო დატოვება არ მინდა, თუმცა სხვა გზა არც მაქვს. ზურას თავის დაქნევით ვპასუხობ და ქვემოთ ჩავდივარ. თავში ათასნაირი აზრი მიტრიალებს, ერთადერთი, რაც შემიძლია, მხოლოდ ისაა, რომ დაველოდო. თუმცა, მე ხომ დალოდება არ შემიძლია, როგორც კი მამა კარს ხურავს, კართან ვდგები და მათი საუბრის მოსმენას ვიწყებ. - ლუკა, შვილო, არ მეტყვი რა ხდება? - რას გულისხმობთ? - შენი და ჩემი შვილის ურთიერთობა, ამას ახლა რა სახე აქვს? - იცით, მე და ელენე... - ლუკა, ძალიან კარგად ვიცი, ვინც ხარ და რა ადამიანიც ხარ. შენხელა მეც ვიყავი, მე არ ვარ თინეიჯერი 16 წლის გოგონა, რომელსაც რასაც გინდა, იმას მოატყუებ. არ მინდა ელენესთან რაიმე ურთიერთობა გქონდეს, რაღაც სხვა ტიპაჟი ხარ. მთელი ცხოვრებაა, ვცდილობ ელენე შენნაირებისგან შორს იყოს, ალა კი ვერ დავუშვებ, რომ მას ერთ-ერთი მათგანი შეუყვარდეს, ვერ დავუშვებ, რომ მან თქვენს მომავალზე დაიწყოს ფიქრი და ორ დღეში დაემსხვრას მთელი ოცნებები. ის ჩემთვის შვილზე ბევრად მეტია, იმედია ხვდები, რასაც ვგულისხმობ. მამაშენს ვიცნობ ლუკა, და ის კარგი ადამიანია. თუმცა ვერ მოგცემ იმის უფლებას, რომ ჩემს ქალიშვილს რაიმე ავნო, გეფიცები, მას რომ რამე აწყენინო... - ყველაფერი გასაგებია, ბატონო ზურა. მესმის, მაგრამ, დამიჯერეთ, მთელი სამყარო რომ წინ დამიდგეს, ელენეს ვერასოდეს ვავნებ. მას გულს არასდროს ვატკენ. თქვენი ქალიშვილი, არაჩვეულებრივი ადამიანია. ის ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა, და მინდა ამის გჯეროდეთ. - იმედია მართლაც ასეა, კარგი, ჩავიდეთ. საბოლოო სიტყვების მოსმენის შემდეგ, კმაყოფილი კიბეზე უხმოდ ჩავრბივარ. ლუკა და მამაც მალე ჩამოდიან. ქურთუკებს ვიცვამთ, და გარეთ გავდივართ. ღმერთო ჩემო, რა საყვარელია. მარჯანიშვილზე, მაკდონალდსში ვჯდებით. საშინლად ბევრი ხალხია, მე კი ხალხმრავლობას ვერ ვიტან, თუმცა საბედნიეროდ ლუკა მყავს და მას ვუყურებ. მამა კი ჩვენ გვიყურებს. ჭამას როგორც ვამთავრებთ,5 საათზე უკვე ვდგებით და იქიდან გამოვდივართ. მთელი გზა მომხდარზე ვფიქრობ და მეღიმება. ის ჩემი შეყვარებულია, ის ჩემი პირველი შეყვარებულია. ღმერთო ჩემო, მე თვით ლუკა ონიანს ვუყვარვარ, ამის დაჯერებაც კი ძნელია. თვალებს ვხუჭავ, მახსენდება როგორ მიტოვებს მთელს კისერზე სველ კოცნებს და ამაზე თვალებს ვხუჭავ. ღრმად სუნთქვას ვიწყებ და მაქსიმალურად მეტ ჰაერს ვისუნთქავ. ცოტახანში თვალებს ბედნიერი სახით ვახელ და ვხედავ ზურას და ლუკას, რომლებიც მე მომჩერებიან. - ელენე, რა გჭირს, ცუდად ხარ? - ჰო, ჰო. კი არა და , არა. არაფერი. თვალებს ვასვენებ უბრალოდ. ლუკა პირზე ხელს იფარებს და სიცილის შეკავებას ცდილობს. სავარაუდოდ, ხვდება რაზეც ვფიქრობდი, ნუ, ის ხომ ასეთი გამმოცდილია, რათქმაუნდა. ამის გახსენებაზე ნერვები მეშლება. - იდიოტი. ვეუბნები ლუკას. თვალებს ვჭუტავ და თავის აქეთ-იქით ქნევას ვიწყებ. გზას უხმოდ ვაგრძელებთ, ყველანაირი საუბრის გარეშე. ცოტახანში, სიჩუმეს მამა არღვევს. - ლუკა, მგონი შენს სახლს გამოვცდით, ასე არაა? - კი, არ არის პრობლემა, ელენეს მივაცილებ და.... - უკაცრავად? მე აქ ვერ მხედავ? მგონი არ არის საჭირო,შეგიძლია სახლში შეხვიდე. - მამა, უხეშობა რა საჭიროა? მეც ვერევი საუბარში. - კარგით, ნახვამდის. ამბობს ლუკა სიტუაციის განსამუხტად. მამაჩემს ხელს ართმევს. მე კი ღიმილით მემშვიდობება და სახლისკენ მიდის.მას ვუყურებ, ისიც ჩერდება, უკან ბრუნდება და თვალს მიკრავს. მეც ღიმილით ვპასუხობ. მიხარია, რომ ჩემზე განაწყენებული არ არის. - მამა. ვამბობ მაღალი ტონით, როცა ლუკა თვალს ეფარება. - მამა. ვიმეორებ. - მგონი, რაღაც უნდა ამიხსნა. - ელენე, მგონი შენ უფრო მეტი რამ გაქვს ასახსნელი, ამაზე სახლში ვისაუბრებთ. ნერვები საშინლად მაქვს მოშლილი. როგორც კი სახლში შევდივართ, მამას დაჯდომასაც არ ვაცდი, ხელებს ვაჯვარედინებ და მის წინ სერიოზული სახით ვდგები. მამა ყურადღებას არ მაქცევს, დივანზე ჯდება და თვალებს ხუჭავს. მაიგნორებს, რაც კიდევ უფრო მაღიზიანებს. - ბრავო. ვამბობ თითქმის ყვირილით. - აღარ ვიცი მადლობა რითი გადაგიხადო. - დამშვიდდი ელენე, მადლობას ბოლოს ნამდვილად გადამიხდი. - ვაუ, როგორი თავდაჯერებული ხარ. - ელენე, რის მიღწევას ცდილობ? - არა მამა, საკითხავი ის არის,შენ თვითონ რის მიღწევას ცდილობ. - კარგი, ვცდილობ ლუკას ჩამოგაშორო. - ეს ხუმრობაა? - არა ელენე, ონიანი შენი შესაფერისი მამაკაცი არ არის. არ მინდა, ეს მთელი ცხოვრება ინანო. - მაპატიე? ჩემი შესაფერისი არ არის? და ეს შენ საერთოდ საიდან იცი? მას ნორმალურად არც კი იცნობ, მამა, ლუკა კარგი ადამიანია, ის არასდროს, არასდროს... - არასდროს გაწყენინებს? გთხოვ გაჩერდი, ამ საუბრით არაფერი შეიცვლება. მგონი, უკვე ყველაფერი გასაგებად გითხარი. მამა ჟურნალს იღებს და მის კითხვას იწყებს. მას ასეთს პირველად ვხედავ, ის ჩემთვის მკაცრი მამა არასდროს ყოფილა. დღევანდელამდე... თანაც ყველაფერს ისე მშვიდად ამბობს. მე კი ყვირილის ზღვარზე ვარ და ყოველი სიტყვის შემდეგ, ტონს უწრო ვუწევ. - როდის მერე ხარ ასეთი? - ზუსტად იმის მერე, რაც ეს ბიჭი გაჩნდა შენს ცხოვრებაში. - ღმერთო ჩემო, მამა... ლუკა... - ელენე,გითხარი უკვე. მაგ სახელის გაგონება აღარ მინდა, ყველაფერი განსაზღვრულია, მაგ ბიჭს შენი ცხოვრებიდან თუ არ ამოშლი, მაშინ ამას მე გავაკეთებ. - რას ამბობ? რას ამბობ. ვერ ვხვდები, რა გემართება. მიუხედავად დიდი მცდელობისა, თავის შეკავებას ვეღარ ვახერხებ და ცრემლებს უფლებას ვაძლებ, ჩემს სახეზე იბატონონ. - ელენე, არ გინდა გთხოვ. - შემეშვი. - ელენე. მამას აღარ ვუსმენ, ჩემს ოთახში ავრბივარ. მამაჩემს ვერ ვცნობ,ვეღარ ვცნობ. ისეთი შეგრძნება მრჩება, თითქოს ჩემთვის სრულიად უცნობ, უცხო პიროვნებას ვესაუბრე. ვწვები,თავს ბალიშში ვრგავ. რაც უფრო მეტად ვცდილობ გაჩერებას, მით მეტად ვუმატებ ტირილს. ოთახში მამა შემოდის. - დაწყნარდი ელენე, ადექი, ვისაუბროთ. - არ მინდა. - ნუღა ტირი რა, გთხოვ. - გადი,ზურა. " ზურა" მამაჩემს სახელით პირველად მივმართავ და მერეღა ვიაზრებ, რას განიცდის ამის მერე. თუმცა ეს მას არ აჩერებს, ჩემს საწოლზე,თავთან ჯდება და მაიძულებს გადმოვტრიალდე. - მოდი ჩემთან. მეუბნება და გულზე მიკრავს. ვმშვიდდები. - ელენე, უნდა გესმოდეს, ონიანი ვერ გაგაბედნიერებს. - არა, ვფიქრობ შენ უნდა გესმოდეს. მე დედას გარეშე გავიზარდე, ამის მერე კი თუ შენსა და ლიზის გარდა, თავი ვინმესთან ბედნიერად ვიგრძენი, ეს სწორედ ლუკაა, მინდა ჩემი გჯეროდეს. მაგრამ ეს არ არის მთავარი მამა, ამის გამო არ ვბრაზობ და არც ამ მიზეზით მიტირია. თითქოს ჩემთვის სულ გაუცხოვდი, რაც დღეს ვნახე.. არ ვიცი. რით დავიმსახურე? რომ ასეთ უნდობლობას იჩენ ჩემს მიმართ? - შენი მჯერა ელენე, მე მას არ ვენდობი. ასეა, შენ დედაშენის გარეშე გაიზარდე. შენ მე მიზიარებდი, ყველა იმ განცდას,მომენტს, ყველაფერს რაც დედაშენისთვის უნდა გაგეზიარებინა. შენ ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ხარ ელენე, შენს გარდა არავინ მყავს. უნდა გესმოდეს, როგორ მიყვარხარ და ამის მერე რთულია შენი თავი მისნაირ ბიჭს ვანდო. ამიტომ ნუ ფიქრობ, რომ არ გენდობი, რადგან ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ვენდობი. - მაგრამ, ლუკა ცუდი ადამიანი არ არის მამა, ისეთი არ არის, როგორიც შენ გგონია. ის შეიცვალა, ყველაფერი შეიცვალა. უბრალოდ ის რომ მოგესმინა, რაც მან მითხრა... მე მას ვენდობი მამა, და მინდა შენც ენდობოდე. - კარგი გვეყოფა, ეს საუბარი დასრულდა. მაპატიე მა, ხო? - ხო ,რავიცი, მოვიფიქრებ. - ქვემოთ ჩავალ, რამეს მოვამზადებ, ხო გშია? - ხოო, აი მაგაზე უკვე თანახმა ვარ. მამა თმას მიჩეჩავს და ოთახიდან გადის, ტელეფონს ვიღებ, მინდა ლიზისთან დავრეკო.შეტყობინება მხვდება, ლუკასგანაა. - რას შვები პატარავ? - რავი არაფერს,შენ? ხო მიხვედი სახლში? - კი, მივედი. მენატრები <3 - მეც მენატრები <3 რას აკეთებდი? - რავი, რამე კინოს ვეძებ რო ვუყურო. მამაც არ არის, მარტო ვარ და ძაან მოვიწყინე. - ჰოო. - ჰო, გთხოვდი გამოსვლას, თუმცა, არ მინდა იმ თინეიჯერების რიცხვში შევიდე, რომელსაც შეყვარებულის განრისხებული მამა კლავს.. - უხეშო. თუ ეს დაპატიჟება იყო, მაშინ ჩათვალე რომ დაგთანხმდი. გამოვდივარ. - სერიოზულად? - ჰო, რა იყო, არ წამოვიდე? - ჰო,ჰო, როგორ არა. მისამართს მოგწერ. სულელივით მეღიმება, არ მინდა დრო გამოცვლაზე დავკარგო, ამიტომ ჩემი ჩაცმულობა მაკმაყოფილებს, საწოლიდან ვდგები და სარკეში ჩემი თავის შეთვალიერებას ვიწყებ. აწეწილ თმას ვივრცხნი, წითელ პომადას ვიღებ, რომელიც დედამ წლების წინ მიყიდა და არასდროს წამისვამს.ბოლოს სუნამოს ვისხავ და ქვემოთ ჩავდივარ. მამა სამზარეულოდან გამოდის. - სადმე მიდიხარ? - ხო, ლუკა უნდა ვნახო, ხო გამიშვებ?ცოტახნით, გთხოოვ რა მა.მიყვარხარ. ვეუბნები და თვალებს სწრაფად ვახამხამებ. - მაგრამ ამ დროს? რა საჭიროა. ხვალ ვერ ნახავდი? და საჭმელი? - მამა გთხოოვ რა , არ დავაგვიანებ,გპირდები. რომ მოვალ მერე შევჭამ. - ხოო კარგი, მალე მოდი მაშინ,ხო? - თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ, ისე გავჩნდები სახლში. აი ნახავ. - ელენე, ვახამხამებ თვალებს უკვე და წადი სანამ არ გადავიფიქრე. - ყველაზე საუკეთესო მამა ხარ. ვეუბნები და ლოყებს ვუკოცნი.სახლს სწრაფად ვტოვებ და ტელეფონს ვიღებ მისამართის სანახავად.ფიქრებში გართული, ვერც ვიგებ, ისე მალე მივდივარ დანიშნულების ადგილას.მისამართის შესამოწმებლად, კვლავ ტელეფონს ვიღებ. როცა ვრწმუნდები ამის სისწორეში,კარზე ვაკაკუნებ. ლუკაც არ აყოვნებს და მალევე აღებს. - ღმერთო ჩემო, ულამაზესი ხარ. - რა მალე გააღე კარი ონიანო, ვინმეს ხომ არ ელოდებოდი? - ჰო, მხოლოდ შენ. სახლში შევდივარ, ლუკა კარს კეტავს. კარს იქით კი, ჩვენს გარდა, აღარაფერი არსებობს. ხელს ვკიდებ და ზემოთ ავყავარ, სავარაუდოდ, მის ოთახში.იქაურობა უზარმაზარია. ოთახში შევდივართ, იქაურობა მყუდროა. საწოლზე ვჯდები. ლუკა ნოუთბუქს იღებს და ისიც ჩემს გვერდით ჯდება. - ხოო,აბა, რა ფილმი ჩავრთოთ? მეკითხება ლუკა, ჯერ არ მინდა ვუთხრა,რომ ფილმებს მხოლოდ სატანებზე და ეგზორციზმზე ვუყურებ, ჩვენ ხომ ჯერ რამდენიმე საათია, რაც ერთად ვართ. - შენ აარჩიე. - ქალბატონებს ვანდობ. - ქალბატონს? ლუკა, დამიჯერე, არ გვინდა, თორემ პირველივე დღეს დამშორდები. - ოუ, რა მკაცრი განაცხადია, კარგი მაშინ, იქნებბ ეს ჩავრთოთ? დრამაა, სასიყვარულო. - დრამა? თან სასიყვარულო? ღმერთო, უბრალოდ მომეცი კომპიუტერი. ჟანრს ვირჩევ >> საშინელება. ვცდილობ რამე ახალი ფილმი მოვნახო, ისეთი რაც ნანახი არ მექნება, თუმცა როცა ასეთს ვერაფერს ვნახულობ, წყევლის მეორე ნაწილით ვკმაყოფილდები. - მეღადავები? - კარგი ჰო, შეგიძლია შენ ჩართო. - არა. ნუუ რათქმაუნდა ეს ფილმი მთლად პირველი პაემნისათვის არ არის, თუმცა, პირველი გოგო ხარ, რომელთან ერთადაც ამას გავაკეთებ. განსაკუთრებული ხარ. ამბობს სიცილით და ხელს მხვევს.ერთმანეთს ვუყურებთ, მისი მზერა ჩემს ტუჩებზე გადმოაქვს, რაზეც ვიბნევი. - ამმ, მოდი უბრალოდ ჩავრთოთ ფილმი. - ჰოო, ჰო რათქმაუნდა. ლუკა სადღაც გაიქცა, და ოთახში ჩიფსებითა და პოპკორნით ხელში დაბრუნდა. - ვაა, სად მოასწარი. - წეღან გავედი მაღაზიაში, სანამ მოხვიდოდი. - რა საყვარელი ხარ. ვეუბნები და თავს მხარზე ვადებ. კომფორტულად ვთავსდებით და ფილმს ვრთავთ. ფილმი ბევრჯერ მქონდა ნანახი, თუმცა მაინც კარგი საყურებელი იყო, განსაკუთრებით, ლუკას გვერდით. ყურება როგორც დავასრულეთ, წასვლა გადავწყვიტე, არ მინდოდა, მამას ენერვიულა, ჩხუბი ერთი დღისთვის უკვე საკმარისი იყო. - კარგი, უნდა წავიდე. ფეხზე ავდექი, თუმცა ლუკამ ხელი დამიჭირა და უკან დამაბრუნა, ნუ, თუ შეიძლება ასე ითქვას, რადგან ამჯერად საწოლის ნაცვლად, მის მუხლებზე აღმოვჩნდი. - არ წახვიდე რა. - გვიანია უკვე. - მხოლოდ ცოტა ხნით. ადგომა ვცადე, თუმცა ლუკამ კვლავ ადგილზე დამაბრუნა, რის გამოც ჩემი სხეული მალე გადავიდა აგზნებულ მდგომარეობაში. - ჰო კარგი, სულ ცოტა ხნით, და ახლა რა გავაკეთოთ? - რავიცი, რაც შენ გინდა, მე პირადად რამდენიმე იდეა მაქვს. - კარგი, აბა რა იდეა? - მმმ, მაგალითად, რას იტყვი თუ თუჩსაცხს მოგაშორებ? ამის თქმა და ჩემი გულის აჩქარება ერთი იყო. თვალებში შევხედე, მისი თვალები კი მხოლოდ ჩემს ტუჩებს უყურებდნენ. ბაგეები გაპობილი ჰქონდა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. ორივე ხელი წელზე მომხვია. ახლა უკვე მეც მხოლოდ მის ტუჩებს ვუყურებდი. ცხვირებით ერთმანეთს ვეხებოდით, მის სუნთქვას ვგრძნობდი. უფრო ახლოს მიმიზიდა, ჩვენი ბაგეები ერთმანეთს შეერწყა. მის ტუჩებს ჩემსაზე ვგრძნობდი და ახლა უკვე არაფერი მადარდებდა,ამის გარდა. მინდოდა ეს მომენტი არასდროს დასრულებულიყო,ის ჩემთვის პირველი იყო და მინდოდა უკანასკნელიც ის ყოფილიყო. ტელეფონი რეკავს, ზარის გაგონებაზე სწრაფი რეაქცია მაქვს და უმალვე ვწყდები ლუკას. ტელეფონს ვპასუხობ, მამაა. - სად ხარ? - მოვდივარ მა, 10 წუთში მანდ ვარ. ვთიშავ და ლუკასკენ ვიყურები. ის ღრმად სუნთქავს და თავს ხელებში რგავს. რაზეც მეცინება. - სულ ასეთ მომენტში რატო იცის ხოლმე? საპასუხოდ კვლავ ვიცინი და ლოყებს ვუკოცნი. *** სახლისკენ მივდივართ, ხელი-ხელ ჩაკიდებულები, ვსაუბრობთ,ათასნაირ სისულელეზე,ყველაფერზე უაზროდ გვეცინება. მთელი ხალხის ყურადღება ჩვენსკენ არის მომართული, თუმცა ეს არ მადარდებს. აღარაფერი მადარდებს. ჰო, ალბათ სწორად ასეთები არიან შეყვარებული ადამიანები. რამდენიმე წუთში უკვე ჩემს სახლთან ვართ. მეხუტება. მის გულისცემას ვგრძნობ. მის სურნელს ღრმად ვისუნთქავ.თითქოს მისი სუნის დამახსოვრებას ვცდილობ, ან ჩემს ფილტვებში მარაგის სანახით ვინახავ , რომ მთელი ცხოვრება მეყოს. ჰო, მინდა მის სურნელს მთელი ცხოვრება ვგრძნობდე. განშორება არ მინდა, თუმცა მაინც მიწევს. - ხვალამდე. ვემშვიდობები და სახლში შემოვდივარ. კარებში მამა მხვდება. - მეგონა თქვი, რომ მალე მოხვიდოდი. - და რა ახლა, გვიანია? 10 საათია ჯერ. - და შენ ეგ დრო ადრე გგონია? - მამაა, მეგონა ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. ის ბავშვი აღარ ვარ, რომელსაც გაზრდა სჭირდება. ვიცი, ჩემი სიტყვებით გული ტკივა, თუმცა მეც მტკივა გული მისი უნდობლობით.პასუხს აღარ მიბრუნებს.ოთახში ავდივარ, პიჟამოებს ვიცვამ და საწოლში ვწვები. ტელეფონს ვიღებ და ლიზის ნომერს ვკრეფ, ცოტა ხნის შემდეგ მპასუხობს. - გისმენთ? - მე რომ არ დაგირეკო, შენ არ კადულობ მოკითხვას ხო? და რას მისმენ"თ" უკვე თქვენობითაც მელაპარაკები? - ვაიმე, ელენე შენ ხარ? არ დავაკვირდი ნომერს, ბოდიში სიხარულოო, ვეღარ მოვახერხე შეხმიანება. ხო იცი როგორც მიყვარხარ? - კაი ხოო, აფერისტო, რას შვები? - რავი გოგო, ბორჯომში ვარ. - მანდ რა გინდა? - გიოს აქვს სახლი აქ და ერთი დღით წამოვედით. - აუ რა კაია. მარა ჩემთვის არ უნდა გეთქვა? - უცბად გადავწყვიტეთ ჩვენც. - ჰოო კარგი, გიო მომიკითხე. ტელეფონში მათი საუბრის ხმა ისმის და მალე გიო მპასუხობს. - აბა, რას შვება ჩვენი გოგო? - რავი გიო, თქვენ რას შვებით ? - რავიი, ნერვებს მიშლის ეს გადარეული. ' ბიჭო გცემ იცოდე თუ მოვედი მანდ' ისმის ლიზის ღრიალი, რაზეც ორივე სიცილით ვკვდებით. - გამძლეობას გისურვებ მაგის ხელში. - გაიხარე დაო. - როდის აპირებთ დაბრუნებას? - დაგაკლდით ხო? ხვალ ჩამოვალთ, საღამოსთვის მანდ ვიქნებით უკვე ალბათ. - ეე სკოლა? მე მარტო მტოვებთ? - გაჩუმდი შენ, ლუკა რისთვის გყავს მანდ. - ჰოო, ლუკა... - კარგი ახლა ნუ დაიწყებ, ვიცით რომ ერთად ხართ. - ხოო რავიცი, კაი გიო ლიზი დამალაპარაკე? ..... - ხო ელენე. - გოგო, დარეკა თქვენთან იმ დებილმა? - რავიცი, რავიცი, სპიკერზეა ტელეფონი რო იცოდე. გიო ბოლო ხმაზე იცინის. - ოოო იდიოტები ხართ რა. წავედი მე, სკოლა მაქ ხვალ. თბილისში რო იქნებით დამირეკე. - კაი გკოცნი. ტელეფონს ვთიშავ, ჩემზე და ლუკაზე ვფიქრობ,ჩვენზე. ჰო, ჩვენზე, მეგონა, ეს არასდროს მოხდებოდა,თუმცა მოხდა, მე და ლუკა " ჩვენ " გავხდით. ჩვენი კოცნა მახსენდება, თითს ტუჩებზე ვიტარებ და თვალებს ვხუჭავვ, ჩვენი ჩახუტება მახსენდება, მისი სურნელი მახსენდება, მისი შეხება... ამ ფიქრებში ჩაფლულს, ვერც ვიგებ, როგორ მერევა ძილი. *** დილით ტელეფონის ხმა მაღვიძებს, ვფიქრობ მაღვიძარა რეკავს და ტელეფონს ზედიზედ ხუთჯერ ვთიშავ, სანამ არ ვხვდები რომ მაღვიძარაზე ეს სიმღერა არ მიყენია. ცალ თვალს ვახელ, რომ ტელეფონის ეკრანს დავხედო. ლუკა რეკავს. - ხო ლუკა. - დილამშვიდობის პატარავ, გაგაღვიძე? - ჰოო, არაუშავს სიხარულო. - მოდიხარ დღეს ხო? - ხო,ხო. - კაი მაშინ, მე მეორეზე მოვალ. დროებით, გკოცნი. - კაი, მეც. ტელეფონს ვთიშავ და კვლავ ძილს ვიბრუნებ, თუმცა რამდენიმე წუთში მაღვიძარა რეკავს და მეც კვლავ გაღვიძება მიწევს. ცოტა დრო მჭირდება გამოსაფხიზლებლად, მერე ტელეფონს დავყურებ და გონზე ვეგები. ლუკასთან ვრეკავ, ზარი გადის, თუმცა არ მპასუხობს. ვდგები, სააბაზანოში შევდივარ, ხელ-პირს ვიბან და კბილებს ვიხეხავ. კარადასთან მივდივარ და ტანსაცმლის არჩევას ვიწყებ,საბოლოოდ კი ხაკისფერ ზედას, შავ შარვალს და შავ ბოტასს ვირჩევ. თმას ზემოთ ვიწევ,უჯრიდან ხორცისფერ ტუჩსაცხს ვიღებ და მკრთალად ვისვამ. სარკეში ჩემი თავის შეთვალიერებას ვიწყებ და მომწონს ის გამოსახულება, რომელსაც ვუყურებ.ჩანთაში ვალაგებ, დრო ცოტა მაქვს.ტყავის კურტკას ვიცვამ,ჩემს შავ ტყავის ჩანთას ვიღებ და ქვემოთ ჩავდივარ.რათქმაუნდა მამა არ მხვდება, სახლიდან გავდივარ, გასაღებით ვკეტავ. გზაში კვლავ ვცდილობ ლუკასთან შეხმიანებას, თუმცა უშედეგოდ. ნერვიულობას ვიწყებ. სკოლაში რომ შევდივარ, უკვე ცხრაა საათია,ჩემს კლასში ავდივარ, რომელიც მეორე სართულზეა.დერეფანი მოსწავლეებით არის სავსე, ყველა მათგანი მე მიყურებს. კუთხეში ბიჭები არიან შეჯგუფებულები, რომლებიც, დიდი ვარაუდით,ჩემზე საუბრობენ.ერთ-ერთი მათგანი, ჩემსკენ ხელს იშვერს.რასაც დანარჩენების სიცილი მოჰყვება. მათ სიყვარულს არც ვარ შეჩვეული,თუმცა არც დაცინვას. და წარმოდგენა არ მაქვს რა ჯანდაბა ხდება.კლასში შევდივარ, ვცდილობ ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციო,იქნებ სულ სხვა რამეზე საუბრობენ?ქიმიის გაკვეთილია. ცხოვრებაში პირველად, ვერ ვახერხებ გაკვეთილზე ვკონცენტრირდე.ზარამდე ცოტა დროა დარჩენილი,ჩემს უკან მჯდომი თანაკლასელები კვლავ საუბრობენ, რამდენჯერმე ჩემს სახელს ვიგებ.არ მინდა ვიფიქრო რა ხდება, ამაზე ფიქრისაც კი მეშინია.თვალებს მაგრად ვხუჭავ, მინდა აქედან სამაუდამოდ გავქრე. ზარი ირეკება. ზუსტად ის ხდება, რაც ყველაზე მეტად არ მინდა, თუმცა ყველაზე მოსალოდნელი იყო. რამდენიმე კლასელი მოდის და ჩემს წინ დგება. ერთ-ერთი მათგანი გოგონა, ჩემსკენ იხრება, თავს უკან ვწევ. - რა გინდა? ვეკითხები რაც შეიძლება გაბედულად, თუმცა ვგრძნობ, და ალბათ ყველამ იგრძნო სინამდვილეში ჩემი აკანკალებული ხმა. - ღმერთო ჩემო, არადა როგორ პატიოსან გოგოდ ასაღებდი საკუთარ თავს, ვინ წარმოიდგენდა. - რას ამბობ? რას გულისხმობ. - ონიანმა მართლაც გაგ*იმა? ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ, ყელში რაღაც ბურთივით მეჩხირება, რაც არ მაძლევს რამის თქმის საშუალებას, სუნთქვის საშუალებას... მგონია ვიხრჩობი.ცრემლები ჩემს თვალებში გროვდება, და ასე იმდენ ხანს ვიჩერებ, რამდენ ხანსაც შემიძლია. ფეხზე ვდგები, მაშინვე თავბრუსხვევას ვგრძნობ, ვცდილობ არ დავეცე, ამას ყურადღებას არ ვაქცევ. კარს ვაღებ და კლასიდან გავდივარ, არა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, გავრბივარ. გასვლისთანავე ვიღაცას ვეჩეხები,ეს ქურთუკი, ეს სხეული...ონიანი. მინდა თვალი გავუსწორო,არ გამომდის. თუმცა ამას თვითონ აკეთებს,ნიკაპზე ხელს მკიდებს და თავს მაღლა მაწევვინებს, მის თვალებს ვხედავ.ზღვისფერ თვალებს. სახე დალურჯებული აქვს, მინდა ვკითხო რა ჭირს, მაგრამ თავს ამ დონემდე ვეღარ ვიმცირებ. გარშემო ვიყურები, ყველას თვალები ჩვენსკენ არის მომართული, ყველა რაღაცას საუბრობს.ლუკას თვალს ვუსწორებ, მის თვალებში ღრმად ვიხედები. უფლებას ვაძლევ, უფლებას ვაძლევ ამიხსნას... ამას თვალებით ვეუბნები და ვიცი ამას გრძნობს.თვალს მაშორებს და თავს ქვემოთ ხრის.არაფერს ამბობს, სიტყვასაც არ ამბობს.დალოდებას აღარ ვაპირებ, მას ვშორდები და ქვემოთ ჩავდივარ.თუმცა ონიანი მეწევა, ხელს მიჭერს, მისი ძლიერი ხელების შეხებას ვგრძნობ. ველოდები, მის ნებისმიერ სიტყვას ველოდები, რამის ახსნას ველოდები. მაგრამ სულ ტყუილად. - არაკაცი ხარ. მხოლოდ ამასღა ვამბობ და მისგან ხელებს ვითავისუფლებ. არა, არამხოლოდ ხელებს, ჩემს თავს ვითავისუფლებ მისგან. ცხოვრება გამუდმებით გვეთამაშება, ხშირად სხვისი წესებით გვიწევს თამაში,ამის გამო საკუთარ თავსაც ვკარგავთ.ჰო, ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა,ჩემთვის ეს რთული აღმოჩნდა, ყველაფერი რთული აღმოჩნდა. ჩემი ისტორია არასწორი ადგილიდან, არასწორ ადამიანთან ერთად დაიწყო. თუმცა ახლა ყველაფერს ახლიდან დავიწყებ, სწორი ადგილიდან. იმედია მოგეწონებათ <3 გავაგრძელო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.