შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (16 თავი)


18-03-2018, 01:00
ავტორი Stranger things
ნანახია 1 877

წამში ავდექი ფეხზე და ალექსს მოვეხიე.
-მადლობა,მადლობა...-დავიჩურჩულე და საჩუქარს კიდევ ერთხელ შევხედე. ძვირფას მომწვანო კოლოფში ერთმანეთის მიყოლებით ეწყო ფერად-ფერადი ფანქრები.
-ეს შენ...ახალი კოლექცია!ახალი კაბები!აი რა გვჭირდება ახლა...
-ვიცი,ვიცი ალექს,მაგრამ...კარგად რომ ვერ დავხატო?!იქნებ წინა კოლექცია უკეთესი იყოს და ჩვენი კომპანია ჩაიძიროს!-მოვშორდი.
-არა მარიამ,ახლა უმოქმედოდ ვერ ვიქნებით, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ...
-არ ვიცი ალექს,არაფერი ვიცი...
-სამაგიეროდ მე ვიცი...შენ ყველაფერს შეძლებ!-გამიღიმა და გავიდა.
ცოტა ხანი ვიჯექი და საჩუქარს დავყურებდი,ძალინ ძვირფასი ფანქრები იყო,ლამაზი,წვრილი,ამდენი ფერი ერთად არსად მენახა,ერთმანეთზე იყო სართულებად დადებული. ფურცელი ავიღე და ხატვას შევუდექი....ბოლოს ვეღარ მოვისვენე გავედი და მიკას კაბინეტისაკენ წავედი.
-მერი...-ამომხედა საბუთებიდან.
-მკია,მისმინე...ვიცი რა სულელი და საშინელი ადამიანი ვარ, გიყვირე და ცუდად მოგექეცი,როდესაც ლონდონში ჩამოვედი არავინ მყავდა,შემდეგ შენ შეგხვდი, ერთდროულად იყავი ჩემი მეგობარი,და,ყოველთვის მხარს მიჭერდი,მე კი დღეს გიყვირე და გაწყენინე...-მიკა წამოდგა და მაგრად ჩამეხუტა.
-ჩემი პატარა გოგო...დევიდს არ შევარჩენ შენს ცრემლებს...
-ამჯერად მას მე დავუპირისპირდები.-ვთქვი მკაცრად.
-რას აპირებ?
-ახალ კოლექციას დავხატავ,ყველაფერს გავაკეთებ,იმისთვის რომ მისი კომპანია ჩაიძიროს.
-ახლა ჩემი გოგო ხარ...-მითხრა და ისევ ჩამეხუტა.
მე ჩემს კაბინეტში დავბრუნდი,ალექსის ნაჩუქარი ფანქრები ავიღე და სახლში წავედი. წვენი დავლიე,შხაპი მივიღე, წყალმა თითქოს გამომაფხიზლა და ისევ ხატვას შევუდექი...
-ჯანდაბა...-ვთქვი ერთი საათის შემდეგ და კიდევ ერთი ფურცელი მოვისროლე იატაკზე.აივანზე გავედი და მოაჯირზე ჩამოვჯექი. ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა.
-გამარჯობა.-ალექსის ხმა გაისმა.
-გამარჯობა.
-საქმეები როგორ მიდის?-მკიყხა დაღლილი ხმით.
-საშინლად...არაფერი გამომდის.რა დაღლილი ხმა გაქვს, ყველაფერი კარგადაა?
-კი,უბრალოდ დამღლელი დღე იყო სამსახურში.
-ჯანდაბა...-ახლა გამახსენდა რომ არ უნდა წამოვსულიყავი, ალბათ რამდენი საქმე დავუტოვე.-ბევრი საქმე იყო?ბოდიში, სულ გადამავიწყდა.
-არა, არა არაფერია.
-ალექს,მართლა დიდი ბოდიში...
-მარიამ...კარგი რაა...უკვე გითხარი,ეგ არაფერი...ახლა თუ ერთ სურვისლს შემისრულებ სულ დავივიწყებ...
-რა სურვილს?-დამაინტერესა.
-....-ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა.
-ალექს კარგი რაა,რა სურვილი?
-მოდი...ჩემთან მოდი...
-შენს სახლში?
-ხო...გთხოვ მერი...
-მისამართი მომწერე...-არ ვიცი ეს რატომ ვთქვი,მაგრამ იმ წუთას მართლაც ძალინ მჭირდებოდა ალექსი.სწრაფად ჩავიცვი, მანქანაში ჩავჯექი და ალექსის სახლისაკენ ავიღე გეზი....
-შემოდი...-მითრა და სახლში შემიშვა,უცნაური მეჩვენა,თვალები ჰქონდა ამღვრეული.
-ლამაზად არის მოწყობილი.-სახლს თალი მოვავლე და ძალიან მომეწონა.
-ახალია.ჩაის დალევ?
-კი მადლობა.-სამზარეულოში შემიყვანა,მე იქვე ჩამოვჯექი და ვუყურებდი როგორ ამზადებდა ჩაის.
-მოიცადე...-ვუთხარი და ახლოს მივედი.-მე მოვამზადებ...მიდი შენ დაისვენე...
-კარგი...-სახეზე უცნაური ფერი ედო.შუბლზე დავადე ხელი.
-ალექს...ღმერთო!როგორი ცხელი ხარ!-შემეშინდა.-სიცხე გაქვს?!
-არა.
-ხო,სიცხე გაქვს,წამოდი გაიზომე.-მისაღემში დივანზე დავაწვინე.- თერმომეტრი სად არის?
მან ხელით კარადაზე მანიშნა,უჯრიდან თერმომეტრი ავიღე და გავუწოდე.
-გაიზომე და მითხარი.-თან პლედი გადავაფარე.
ათი წუთის შემდეგ გამოვართვი და წამოვიკივლე...
-ალექს!მაღალი სიცხე გაქვს!
-არაფერია,კარგად ვარ.-ხმაზეც ეტყობოდა,რომ მატყუებდა.
-მოიცა არ ადგე,წვნიანს მოგიმზადებ.
-არა მერი,მართლა არ მინდა,ბევრი საქმე გაქვს,წადი იუშავე.
-ალექს მეხუმრები?!
-არა.
-რომელი წვინანი გიყვარს?-მის პროტესჭტს არ მივაქციე ყურადღება.
-არ არის საჭირო...
-კარგი ქათმის ბულიონს მოგიმზადებ.-მის პროტესტს ყურადღება არ მივაქციე,სამზარეულოში შევედი და მზადება დავიწყე.
-ალექს...-მალე წვნიანი დავუდგი წინ.
-მადლობა,როგორ იწვალე...
-ისედაც ჩემი ბრალია,ძალიან გადაიღალე და სიცხემ აგიწია...-თავი ჩავღუნე.
-არა მერი,არა შენ გამო არა...-ალექსმა ხელი მომკიდა და ჩამეხუტა.
-აბა რა მეგონა ამდენი საქმე რომ დაგიტოვე.-ძალიან ვდარდობდი.
-ახლა ხომ ჩემთან ხარ...-წამით ვიგრძენი როგორი ცხელი იყო.
-ვფიქრობ სიცხემ აგიწია,აფთქაქში წავალ წამლებს გიყიდი.
-არ არის საჭირო,ახლა მაინც დამიჯერე.
-კარგი.-ვუთხარი ორ წუთიანი დუმილის შემდეგ და გვერდით მივუჯექი.-ძალიან გთხოვ წვნიანი მიირთვი...მართლა გემრიელია, მე ყინულს მოვიტან.
ყინული მოვიტანე და შუბლზე დავადე.
-უკეთ ხარ?
-არ ვიცი...-ახლა უფრო დასუსტებული იყო.
-მორჩა ალექს წამალი უნდა დალიო.
-არა მერი...
-აბა რა გავაკეთო?
-ჩემთან მოდი რაა...-მთხოვა მისუსტებული ხმით.
გვერდით მივუწექი და ჩავეხუტე,დიდ ხანს ვიწექით ასე . მე სახეზე ვეფერებოდი,ის კი თმაზე მეთამაშებოდა,შუბლი ძალიან ცხელი ჰქონდა.
-ასე ვერ გავუძლებ,წამალი უნდა დალიო...ჩემი ხათრით...-წამალი გავუწოდე,გამომართვა და დალია.-ახლა დაიძინე,იმედია სიცხე მალე დაგიწევს.
-არ წახიდე....-ამოიბუტბუტა ნახევრად მძინარემ.
-არ წავალ...
არ ვიც რა დრო გავიდა,მაგრამ მალე თვალები დამეხუჭა და მეც დამეძინა.

*********************
აბა როგორ მოგწონთ ახალი თავი?ძალიან ხომ არ ვწელავ ისტორიას?უბრალოდ მინდა დიდი ხანი ვწერო მერიზე და ალექსზე.თქვენ რას იტყვით? :* ვიცი,რომ ძალიან გაინტერესებთ ვინ არის მერი,ამიტომაც შემდეგ თავებში ახალი პერსონაჟების გაიცნობთ მისი წარსულიდან.აბა მზად ხართ გაიგოთ საიდუმლო? ♥♥♥თუ ჯერ ადრეა?



№1  offline წევრი Stranger things

ლიდია
მე ძალიან მომწონს ეს ისტორია, გააგრძელე წერა და ნელ-ნელა უფრო და უფრო დაიხვეწები❤️❤️

მადლობა♥♥♥

 


№2 სტუმარი სტუმარი ნათია

ზალიან კარგია მაგრამ ცოტა დიდები დადე კარგი აწი გაწელე მაგრამ დიდები დადე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent