შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (17 თავი)


19-03-2018, 00:06
ავტორი Stranger things
ნანახია 2 046

დილით თვალი მომჭრა მზის ხხივებმა,გადაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ ძლიერ მკლავები მეხვეოდნენ და ვერ შევძელი, თავზარდაცემულმა წამოვიკივლე,ამან ჩემი გვერდით მწოლი დააფრთხო და მე იატაკზე გავიშხლართე.
—ალექს!-იმ წამს ამომიტივტივდა თავში წინა საღამო, ალექსი,სიცხე„არ წახვიდე..." „არ წავალ...", ძლიერი ხელები და ალექსის სურნელი.
-მერი...აქ რა გინდა?-აშკარად გაოცებული იყო.
-არ გახსოვს?
-რაღაცეები... რომ მოხვედი,შემდეგ სიცხემ ამიწია და აღარაფერი მახსოვს.
-ააა....მე...შენ მთხოვე,რომ დავრჩენილიყავი ,ასე ვერ დაგტოვებდი და ბოლოს ჩაგვეძინა.-ალექსი ცოტა ხანი მიყურებდა,შემდეგ კი სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებს?!-გავუბრაზდი.
-არაფერია...
-რა გაცინებს?!-გავუმეორე.
-უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი თუ სეთი იყავი.
-ასეთი...როგორი?
-მერი,ჩემთან ერთად გაიღვიძე ახლა კი იატაკზე ხარ გაშხლართული.-ახლა გამახსენდა სად ვიყავი და გაბრაზებული წამოვხტი ფეხზე.-ბულიონიც მომიმზადე?-სიცილს არ წყვეტდა.
-ნერვებს მიშლი,საერთოდ ჯობდა სიცხიანი დამეტოვებინე. -ჩანთა ავიღე და წამოსვლას ვაპირებდი,როდესაც მისი ხელი შემომეხვია და მომაბრუნა.
-კარგი ხო...მაპატიე,დიდუ მადლობა,რომ სიცხიანი არ დამტოვე.- სახე უფრო სერიოზული ჰქონდა.
-არაფერს.-კარი გამოვაღე და წასვლას ვაპირებდი.
-კარგი რაა არ წახვიდე...გამიკვირდა უბრალოდ...ნახევარი საათით მაინც დარჩი...ასეთი ღამის შემდეგ როგორ გარბიხარ.-ხმაში კიდევ შეეპარა სიცილი.
-ოოჰ...შენ არ ხარ ნორმალური, წავედი მე.
-კარგი რა...ვიხუმრე.
-მივდივარ.
-მარიამ...გთხოვ.-ხმა დაუსერიოზულდა.-წამოდი ერთად ვისაუზმოთ.
სიტყვის თქმა ვეღარ მოვასწარი,რადგან ხელი ჩამკიდა და სამზარეულოში შემიყვანა.
-რა მოვამზადო?
-არაფერი.
-ნუ ბრაზდები,უბრალოდ ვიხუმრე.
-არ მეცინება.
წამოვდექი და შუბლზე ხელი დავადე,თითქოს შეკრთა და უცნაურად შემომხედა.
-სიცხე აღარ გაქვს.-სწრაფად ვთქვი და ისევ ჩემი ადგილი დავიაკვე.
-მადლობა.-საოცრად გამიღიმა.
-არაფერს...-ცოტა ხანი ვუყურებდი,როგორ ცდილობდა რაღაცის მომზადებას,აშკარდ არ გამოსდიოდა.
-გამოდი მე მოვამზადებ.-ახლოს მივედი და დანა გამოვართვი.
-კარგი...მაშინ მე დემეტრესთან დავრეკავ.
მისაღებში გავიდა,მე საუზმის კეთება დავიწყე და მისი საუბარი გავიგე.
-კარგად შენ?...როგორაა?...სახლში...ახლა არ შემიძლია...ოოოჰჰ, როგორ იცი ხოლმე...ხო ისაა...არა მგონია...კარგი ხო ვთხოვ...რძალო!... არაფერი...მართლა...კარგი ვეტყვი...კარგი,შეხვედრამდე.
სამზარეულოში დაბრუნდა,ჭურჭელი გადმოიღო და მაგიდაზე დააწყო,ორ წუთში ყველაფერი მზად იყო.
-საოცრებაა.-მითხრა და კიდევ ერთხელ ჩაკბიჩა ბლინები.
-გემრიელად მიირთვი.
-ჩემი რძალი იყო.დემეტრეს უნდა შენი გაცნობა.
-ჩემი?-გამიკვირდა.
-ხო შენზე ვუთხარი ქართველი გავიცანი-თქო და იმან მეც მინდა გაცნობაო.
-კარგი,როდის წავიდეთ?
-მართლა?!-გაუხარდა.-არ ვიცი,ჯერ აქ ვიყოთ,შემდე კი წავიდეთ.
-აქ რა გავაკეთო?
-მოვწესრიგდეთ და ვიმუშაოთ.
-კარგი.
საუზმობა დავამთავრეთ,მე ზევით ავედი,შხაპი მივიღე და პირსახოცით გამოვედი.
-ალექს!-გავძახე.
-გისმენ.
-შეგიძლია მანქანიდან ტანსაცმელი წამომიღო.
-კი...მოიცა.
ორი წუთის შემდეგ კარი გააღო და ტანსაცმელით შემოვიდა,რომელიც მუდამ მედო მანქანაში ყოველი შემთხვევისთვის ჯერ უცნაურად შემომხედა,ხელი კისერში შეიცურა და თითქოს დაიბნა.
-მადლობა.-ვუთხარი და გამოვართვი.
-აა...არაფერს..მე...მეორე აბაზანაში შევალ.-მითხრა და გავიდა.
ჩავიცვი და გავედი,სწორედ იმ დროს გამოვიდა ისიც , წელს ზემოთ შეიშველი.
-ალექს..შენ..ის...-დავიბენი,ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი,მინდოდა მოვფერებოდი„არა,მერი,არ მიხვიდე,არ შეხედო!"
-მე...წავალ ჩავიცვამ და მოვალ.-წავიდა და გადამარჩინა.
მე ქვევით ჩავედი,მალე ისც ჩამოვიდა და გვერდით მომიჯდა.
-ახლა რა გავაკეთოთ?
-შენ დახატავ და მე გიყურებ.-მითხრა და ფანქრები მომაწოდა.
-კარგი.
ხატვა დავიწყე,ის უფრო ახლოს მოიწია და მისი სურნელი ვიგრძენი,თითებმა თავისით დაიწყეს მოძრაობა და რამდენიმე წუთში ჩემი ნახატით კმაყოფილმა წამოვიძახე.
-ისაა!...ულამაზესია!
-შენს შესახებ ბევრი მსმენია,მაგრამ წარმოდგენებს გადააჭარბე.- ალექსი აღბრთოვანებული უყურებდა ნამუშევარს.
კაბა გრძელი იყო,ცისფერი,მარჯვნივ ყვავილებით გაფორმებული.რამდენიმე საათი ვხატავდი და თითოეული წინაზე უკეთესი იყო,ბოლოს ცოტა დავიღალე.
-დავიღალე,წამოდი ახლა დემეტრე მოვინახულოთ.
ალექსი ფეხზე წამოდგა და მეც მას მივყევი,მანქანაში ჩავსხედით,როგორც ყოველთვის,ის წინ მე უკან.
-გაუხარდება.-მითხრა და გაეღიმა.
-შენ რა იცი,იქნებ არ მოვეწონო?
-კარგი რაა,შენ ვის არ მოეწონები.
-დალაგებულ ადამიანს.-ახლა მე გამეცინა.
-ანუ მე დაულაგებელი ვარ?
-გააჩნია...მოგწონვარ?-ვცდილობდი ხუმრობაში გამეტარებინა.
-ძალიან.-ალექსს სახე დაუსერიოზულდა.
-მაშინ შენ გაცხადებ დაულაგებლების მეფედ!-გამოვაცხადე და სიცილი აგვიტყდა.
საავადმყოფოს შენობას მივადექით,მან კარგი გამიღო და ერთად შევედით დემეტრეს პალატაში.
-ალექს!-შეჰყვირა ბიჭმა ქართულად რომელიც ძალიან სიმპატიური იყო და თან საიდანღაც მეცნობოდა, შავი თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა.
-როგორ ხარ?
-შენს გარეშე ვდნები.-გაიცინა ბიჭმა.-ოჰ,ეს ვინ მომიყვანე?-ახლა ყურადღება ჩემზე გადმოიტანა.
-გაიცანი,ეს მარიამია.
-ოოო,თქვენ ის მარიამი იქნებით,რომელზეც ამდენი მსმენია....დემეტრე-ბიჭი გადმოიხარა ხელზე მაკოცა და სასაცილოდ აათამაშა წარბები.-მეცნობით,მაგრამ აღარ მახსოვს საიდან.
-მართლა?! მეც ეგ ვიფიქრე,როგორც კი დაგინახეთ.
-აქამდე მინახავხართ?
-აღარ მახსოვს.
-ოჰ, დაჯექი დაჯექი,მომიყევი.
-რა მოგიყვეთ?
-ხომ არ გაბრაზებს ალექსი.-თქვა და ალექს გადახედა.
-არა...რას ბრძანებთ.
-აქ საიდან მოხვდი?რამდენია ხანია,რაც აქ ცხოვრობ?რატომ წამოხვედი საქართველოდან?-მომაყარა კითხვები.
-რძალი სად მყავს?-ალექსი ჩაგვეჭრა,რომელმაც იცოდა,როგორ არ მიყვარდა კითხვები.
-წყალს დალევს და მოვა.-ამ დროს ოთახის კარი გაიღო.
-ელე!-შეჰყვირა ალექსმა.
მე შემოვბრუნდი და თითქოს იმ წამს ყველაფერი გაქრა. ის შავი თვალები მიმზერდნენ,რომლის გარეშეც უკვე ხუთი წელი ვცოცხლობდი,ის შავი თვალები,რომელიც ასე მაკლდა და მენატრებოდა,რომლებსაც სამუდამო სიყვარული შევფიცე,ჩემი სიზმრების მუდმივი თანამგზავრი... ჩემი თვალები,ყველაზე ძვირფასი რამ დედამიწის ზურგზე,გავიყინე ხმას ვეღარ ვიღებდი,თვალწინ ჩამიქროლა წარსულის მოგონებებმა,სულის საშინელი ტკივილი ვიგრძენი,თითქოს ჭრილობები გამეხსნა და სისხლისგან ვიცლებოდი,ვერ ვინძრეოდი,ჩავიკეცებოდი,რომ არა ხელები,რომლებიც მეხვეოდნენ.
-მარაიმ...არ მჯერა,ნუთუ ეს შენ ხარ?!აქ რა გინდა?!როგორ მომენატრე ჩემო ლამაზო... ჩემო ლამაზო რძალო...



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

საინტერესოდ წერ თან ბანალურიც არ არის მაგრამ გვიან დებ ხოლმე და დამავიწყდა კიდევაც წინა თავები

 


№2  offline წევრი Stranger things

სტუმარი მაკო
საინტერესოდ წერ თან ბანალურიც არ არის მაგრამ გვიან დებ ხოლმე და დამავიწყდა კიდევაც წინა თავები

მადლობა♥♥♥სიახლის დამატება ნება დართულია 24 საათში ერთხელ და მეც ყოველთვის ვდებ.(ერთხელ ვერ დავდე მხოლოდ საიტზე არსებული პრობლემის გამო) heart_eyes

 


№3  offline წევრი Stranger things

meocnebe avadmyopi
იმან ბოლოს რძალოო მარიამს უთხრა?ელენემ?
ძაან კაი თავი იყო

კი მარიამს უთხრა.ოფიციალურად წარმოგიდგენთ მარამის (ყოფილ) kissing_heart „მულს".♥♥♥

 


№4 სტუმარი ანუკა ♡

anuu mariamss qmari gardaecvala tu sheyvarebuli??? ai savibeni :ddddddd dzaan kaiaaa velodebi shemdegs

 


№5  offline წევრი Stranger things

ანუკა ♡
anuu mariamss qmari gardaecvala tu sheyvarebuli??? ai savibeni :ddddddd dzaan kaiaaa velodebi shemdegs

იქნებ არ არის გარდაცვლილი kissing_heart მადლობა,როგორც კი შევძლებ დავდებ შემდეგ თავს♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent