შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფროდიტას ბრალია(სრულად)


21-03-2018, 15:37
ავტორი blue witch
ნანახია 4 238

მეზიზღება ბანალური ისტორიები, ბანალური დასაწყისითა და ბანალური დასასრულით.
ალბათ ამიტომ დაიწყო ჩემი ამბავი (პ)არანორმალურად(დიახ, არ მოგესმათ, (პ) ა რ ა ნ ო რ მ ა ლ უ რ ა დ).
**********************************************************************************************************************************
საშინლად ცხელი, ჩახუთული ივლისის დღე იდგა.
მთელი თბილისი იწვოდა, ბუღი ჩამომდგარიყო და უჰაერობსაგან ერთი ფოთოლიც კი არ იძვროდა.
ხალხი ჭიანჭველებივით ირეოდა, ყველა ჩქარობდა საქმის დროულად დამთავრებას და სახლში წასვლას.
ერთ პატარა, კოპწია სახლში დიასახლის დიდი ამბავი გაეჩაღებინა, ხან ქურას დასტრიალებდა, ხან სალათს ჭრიდა, ხან თავის ქალიშვილს უყვიროდა:
-როდის უნდა ისწავლო ნორმალურად მოქცევა ნინე?! როდის?!-გადარეულივით აბრიალებდა თვალებს, თან ბრაზმორეული იქნევდა ერბოკვერცხიან ტაფას.
-კარგი რა დედა! მთელი ქვეყანა იწვება, რა დროს საოჯახო ვახშამია?! ანთებული გაზქურაღა გვინდა?! ბარემ აბრიალებული ჩირაღდანი მომიშვირე, რომ საახალწლო ქათამივით შევიწვა! დავიხრუკე! და თურმე მე ვარ არანნორმალური!-ხორბლისფერ მკლავებს უმისამართოდ შლიდა ნინე.
-შენი ხმა არ გავიგო!-გრგვინავდა დედა.-ვის გაუგია ოცი წლის გოგომ ბისკვიტი ვერ მომაზადოს?!
-დღეს არ გამომივიდა, თორემ ისე ძალიან კარგ ნამცხვრებს ვაცხობ!-არ შეეპუა ნინე.
-კარგი, ჯანდაბას, მაგრამ იატაკის ჯოხი ფეხებში გამომდოს და წამაქციოს?!-არც დედა ნებდებოდა.
-სხვათაშორის, იატაკს ვწმენდდი მაგ დროს! რა ჩემი ბრალია თუ შენ ცეცხლმოკიდებული რაკეტასავით დაქრიხარ ზევით-ქვევით?!-თვალები გადმოკარკლა გოგონამ.
-კისერს, რომ წამამტვრევინებ მერე იჭიკჭიკე შე ჩერჩეტო ბატო შენა!-ისევ ჯავრობდა ქალი.-ერთხელ მაინცგააკეთე საქმე ისე, რომ ვინმე ან რამე არ დააზიანო, დალეწო და დაასახიჩრო!
-შენ ჩემი არაფერი მოგწონს ქეთევან!-ლოყები აუწითლდა ნინეს.
-მოიქეცი წესიერდ და მომეწონება.
-ოო, წავედი რა!-სპილენძისფერი თმა გადაიქნია ნინემ.
-სად წახვედი?! დამაცადე რას გიზამ!-ცოცხი მოუღერა ქეთევანმა.
-რა გინდა დედა?! რა ხელებში შემიკალი!-ტუჩები გადმოაბრუნა გოგონამ.
-ახლა კალათს გაგატან, ჩვენ ერთ შორეულ ნათესავს უნდა მიუტანო, მისამართს დაგიწერ, აქვე ახლოშია.-ფაცხაფუცხით მოიხსნა წინსაფარი და რეაქტიულივით გავარდა დერეფანში.
-რა საჭიროა?!-სწორი, ბერძნული ცხვირი აიბზუა ნინემ.
-ახლახანს ჩამოვიდა საქართველოში და გაუხარდება მოსაკითხს თუ მიუტან, თან სულ პატარა ახსოვხარ და ამხელა ქალს, რომ დაგინახავს ეგეც ესიამოვნება.-გაზეპირებულივით ჩამოურაკრაკა ქეთომ.
-ჰო, თუ ვიღაც გაბერილ გომბეშოს ერთი კალათი სასუნავი არ მივუტანე დედამიწას აპოკალიფსი დაემუქრება.- ისევ აბუზღუნდა.
-კარგი გოგო.-თავში მსუბუქად წამოარტყა დედამ.-ისე როდის მოგწყინდება ეს ფერი?! დავიღალე, ვერ გცნობ!
-ოო, დედააა! მომეცი ეგ ნამცხვარი და დამაცადე გმირობის ჩადენა! -ხელიდან გამოჰგლიჯა კალათი, მერე რამდენიმე კულული ხელში მოიქცია და დაისისინა.-რით ვერ შეჩვიე ადამიანო თავლი, დავბერდი წითურ თმებში!
-ქალი არა ის ხარ! იმ ოჯახს, რომ მიადგები ხმა არ ამოიღო, ჩათვალონ, რომ ნორმალური შვილი ავღზარდე.
-კარგი, კარგი, ნუ მგესლავ, მომეკიდა ობი წავედი!-თვალები გადაატრიალა ნინემ. კარის ზღურბლთან მისული მობრუნდა და იჭვნარევად იკითხა.-რა ოჯახი?
- რა ოჯახი და იმ ქალს ქმარ-შვილი ჰყავს!
-მე ერთი გადაყრუებული შინაბერა მეგონა.-მხრები აიჩეჩა ნიემ და დროულად მოკურცხლა, რადგან, ერთი ნაბიჯით გაასწრო ქეთევანის ნასროლ აქანდაზს, რომელიც კარს მოხვდა. ხის კარის სხვადასხვა მხარეს, ორივე მათგანს ცალ-ცალკე აუტყდა სიცილი.
**************************************************************************************************************************************
ქუჩაში ჩარიგებულ ხეთა მწკრივში ბურტყუნით მიიკვლევდა გზას გამხდარი, ლამაზსახიანი და ეშხიანი გოგონა. მზეზე ბრინჯაოსფრად უპრიალებდა თმები და ოქროსფერი გადაჰკრავდა წინ ჩამოყრილ დალალებზე. მკლავები დიდი, მოწნული კალათისათვის შემოეხვია და მთელი მონდომებით ილანძღებოდა.
-ვის რა ჭირად უნდა ნამცვხარი ამ პაპანაქებაში დედაჩემო?! ნაყინი მაინც იყოს, მაგრამ ისე ცხელა სანამ კაცი დანიშნულების ადგილას მიიტანს მანამდე გადნება! რა უბედურებაა, ძაღლს არ გააგდებენ ქუჩაში, დედაჩემმა კიდევ ორმოც გრადუსში გამომიშვა ვიღაც სულელი ნათესავის მოსანახულებლად! მამა მოვიდეს აუცილებლად მოვუყვები! არა, ის ქალბატონი აქეთ უნდა მოდიოდეს, საჩუქრებიც მას უნდა მოჰქონდეს! ეს კიდე ცოტა მსუბუქი მაინც იყოს, ან ახლო მანძილია დავიჯერო?! -შეუჩერებლად აგრძელებდა ნინე დუდღუნა მონოლოგს. ხან რას გადასწვდებოდა ენით და ხან რას. მოკლე, ღია ცისფერი შიფონის სარაფანი ეცვა და ამავე ფერის კედები. წითური თმა სახეზე ჩამოჰყროდა თუმცა ხელს ვერაფრით ვერ მოიშველიებდა და ამიტომ ცდილობდა სულის შებერვით გაესწორებინა. ბოლოს უშედეგო მცდელობები მოსწყინდა და ძელსკამზე ჩამოჯდა.
-გავიხვითქე!-შხამიანი ობობასავით დაახეთქა სანოვაგით გატენილი კალათა. გაბუჩქული თმა ყურებზე გადაიწია და პატარა უჩინარა სამაგრებით ალაგ-ალაგ ჩაიმაგრა.
-ასე! ძლივს არ დავისვენე! ღმერთო როგორ ცხელა! ჩემი ცოდვით ქვა სკდება და დედაჩემს ვერ შევაგნებინე ვერაფერი!-კალათაში მოაფათურა ხელი და ფურცელი გამოაძრო, ზედ მისამართი წაეჯღაბნათ.
-აჰა,-ჩაილაპარაკა თავისთვის.-უკვე თვალებში გამოსახულება მიმრავლდება, ვერც ვარჩევ რა წერია.-ისევ მექანიკური საფრთხობელასავით აიქნია ხელები.
ისევ დასწვდა კალათს და გზა განაგრძო, მალე ვიწრო შუკაში შეუხვია და ორ პატარა სახლს მუშტარივით შეავლო თვალი.
-ჰო, ერთხელაც დავხედავ ფურცელს, შემთხვევით სხვასთან არ შევიდე.-ჩაფიქრებულმა განაცხადა, კალათა ძირს დადო, უხერხულად ჩაიმუხლა და ფსკერზე დაუწყო უხეშ ქაღალდს ძებნა.
ამ დროს სახლში ფარდა გადაიწია და ერთი პიროვნება ინტერესით მიაჩერდა მის წინ არსებულ სანახაობას თავისი ფანჯრიდან.
-ჯანდაბა!-ამოიბლუყუნა ნინემ.-სად წავიდა?! აქ არ იყო?!-კიდევ ერთხელ მისწი მოსწია სასუსნავები და უეცრად ხელს ალუბლის ტორტის მსუყე ნაჭერიც ამოაყოლა, რომელიც სრული ფიასკოთი დაეთხლაპა ნაცრისფერ ასფალტს.
-ღმერთოო!-დაიკივლა ნინემ, მერე პირზე ხელი აიფარა და დაამატა.-რა მაყვირებს!
უკვე იმედი გადაეწურა და დაასკვნა ღომ აზრი არ ჰქონდა დაკარგული ფურცლის ძებნას, რადგან სამძებრო სამუშაოები შეიძლება ბევრად უფრო ფატალური შედეგით დასრულებულიყო და ასფალტზე ალუბლებისა და თეთრი კრემის ნაცვლად მთელი კალათის საკუთრება დარჩენილიყო გართხმული.
- კარგი, მოდი გამორიცხვის მეთოდით ვიმსჯელოთ, დეტექტიური აზროვნება ჩავრთოთ და ისე შევხედოთ სიტუაციას, კონკრეტულად კი ამ ორ სახლს.-ღრმად ჩაისუნთქა და დაიძაბა.
პირველს ჭიშკარი, დარაბები და კარი ჩაკეტილი ჰქონდა, ბაღი მოუვლელი, გაზონი კი გასკრეჭი იყო. ამ სახლს საერთოდ არ ეტყობოდა ახალმოსახლეების არსებობის ნიშანწყალი. მეორეს ჭიშკარიც და ფანჯრებიც ღია ჰქონდა, კარი კი სანახევროდ შეეღოთ.
ნინესაც ბევრი აღარ უყოყმანია, ამ პაპანაქებაში სანამ დავდნი მანამდე უნდა ვიმოქმედოო და გაბედულად შეაჭრა ეზოში.
მარდად დააბრახუნა კარზე.
მეპატრონესაც არ დაუყოვნებია უცებ გააღო.
-აბაა, გამარჯობა, გადმოსვლას გილოცავთ ესეც პატრა საჩუქარი!-კიდევ აპირებდა გაგრძელებას, თუმცა სიტყვები პირზევე შეაცივდა და გაშრა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კარის ზღურბლზე ისეთი ბიჭი იდგა ფილმებში ან მოდური ჭურნალის გარეკანზე თუ ნახავდით მისთანას. მუქი კარამელისფერი ქოჩორი და ისეთი ლურჯი თვალები ჰქონდა ენას პირში ვერ მოაბრუნებდით.
კო, თანაც შავ სპორტულ შარვალში გამოწყობილი და წელს წევით შიშველი იყო.
ბიჭმა ხარბად აათვალიერა ნინეს გარუჯული ფეხები, მაღალი კისერი და ლავიწის ძვლები, ბოლოს კი დაბურცულ, პატარა ტუჩებს, მომწვანო თვალებსა და ალისფრად ალანძულ თმას შეავლო თვალი.
-რით შემიძლია გემსახუროთ?-ხმაც თვალებივით მომაჯადოვებელი ჰქონდა.
-ისა...-ბრინჯივით დაიბნა ნინე.-მაისური არ გაქვთ?-დაახეთქა უეცრად.-ეგ კიარადა,-ჭარხლისფერი დაედო სახეზე.-მინდოდა მეთქვა, რომ , იმას ვგულისხმობდი, რომ მე უბრალოდ-დაუფიქრებლად გაუშვა კალათს ხელი.-არა, ვაი!-შეჰკივლა, თუმცა ბიჭმა მოასწორო და ხელის სტაცა დასაცემად განწრულ საგანს.-მადლობა, მე დედაჩემმმა გამომგზვნა და...
-დამშვიდდით!-წყნარად უთხრა ბიჭმა თან იქედნურად შესცინა.-შემობრძანდით და ისე ვისაუბროთ კარგი?!
ნინემ უხმოდ დაუქნია თავი.
-რა სიკვდილი გემართება?-დაიჩურჩულა, ღრმად ჩაისუნთქა და მშვიდად მოკალათდა სავარძელში
-მე დიმიტრი ვარ. დიმიტრი მენაბდე.
-მე ნინე, ნინე ლიპარტელიანი.
-გასაგებია.
-თქვენი მშობლები სად არიან? დედამ გამომატანა ეს კალათი, მითხრა, რომ ახლახანს ჩამოხვედით საქართველოში. დედათქვენი ჩვენი ნათესავია.
დიმიტრის წამით დაბნეულობა გამოეხატა სახეზე, თუმცა თავი გააქნია, თითქოს გონს მოეგოო და ღიმილით თქვა:
-აჰაა, გასულები არიან პროდუქტბის საყიდლად. ვიცნობ ლიპარტელიანებს. სისხლით ნათესავები არ ვართ, მაგრამ მოგეხენება ახლო მეგობრობა ძალიან ძლიერი კავშირია.-დარწმუნებით საუბრობდა დიმიტრი.
-ჰა, აჰ, კი ნამდვილად.-გონს ვერ მოდიოდა ნინე, თან ცდილობდა თვალი არ გაჰქცეოდა.
-რამეს არ მიირთმევ ნინე?
-არა, სახლში მეჩქარება დიმიტრი, მაინც გმადლობთ!-დენდარტყმულივით წამოხტა ადგილიდან.
-დიტო დამიძახე, თქვენობით ნუ მომართავ, ოცი წლის ვარ ორმოცის კი არა.-ჩაიხითხითა დიტომ.
-ვაა! რა კარგია მეც!-ატაცებით წამოძახა ნინემ.-უი, წავედი.-ლამის ჩორთით გაიქცა კარისაკენ.
-შეხვედრამდე ნინე, გაგაცილებ.-უკან დაედევნა დიტო.
-არაა არა არის საჭირო.-ხელი გაშალა გოგომ და პირდაპირ ცხვირში სთხლიშა ბიჭს.-ვაიმე, ბოდიში, დიდი ბოდიში!-წამოიწიკვინა.
-არაუშავს.
-ნახვამდის.-უკან უკან წავიდა ნინე და ახლა საფეხურ გამოედო, დიმიტრი მოხერხებულად სწვდა მკლავში.
-კარგად ხარ?!
-კი, კი.-სირბილით გაიქცა ჭიშკრისაკენ.
-ეს რაები იბოდიალე გოგო!-წყევლა-კრულვით იკლებდა საკუთარ თავს.-შე მართლა ჩერჩეტო ბატო შენა. რაები წამოროშე, ან საერთოდ რა ყველაფერი ერთნაირად გეტაკა! მართალია დედა, ადამიანებს ახლო არ უნდა გავეკარო, თორემ ჩემი უიღბლობა ატომურ, მასობრივ გამანადგურებელ იარაღს უდრის!
ნინემ პირჯვარი გადაიწერა და სახლისაკენ მოუსვა, იმის შიშით კიდევ რამე სისულელე არ ჩავიდინოო.

აფროდიტას ბრალია(თავი მეორე)
-დედაა!-ხმამაღლა დაიჭყივლა სახლში ასათიანის პაციენტივით შევარდნილმა ნინემ.
-რა გაღრიალებს შვილო!-ბლინების ჯამით გამოვარდა ქეთო.
-რატომ არ მითხარი ასეთი კანფეტი შვილი თუ ჰყავდათ იმ ჩვენს შტერ ნათესავებს?!-ქაქანით ჩამოჯდა სამზარეულოს სკამზე.
-რა კანფეტი?!-თვალები გადმოკარკლა დედამ.
-რადა...-გოგომ ერთი ღრმად ჩაისუნთქა და მერე მთელი ისტორია დეტალურად მოჰყვა.-მოკლედ, აი ასე იყო, შეშინებული გამოვვარდი.
-ვაი შე დებილო შენა!-თავში ჩაუტყაპუნა ქეთევანმა.-ყველგან და ყოველთვის ასეთი დაბდურა უნდა იყო?!
-ჰო, ეგ ნამდვილად შტერულად გამომივიდა.-ფილოსოფიურად განაცხადა ნინემ, თან შეღებილი წარბები უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა.
-ოფ, სხვა ყველაფერი ხომ იცოცხლე, აინშტაინი, რომ დაგიდგება ისე შეასრულე.-დასცინა ქეთომ.
-კარგი რა დედა! დავიბენი, რა ჩემი ბრალია!-აბუზღუნდა ნინე.
-რამ აგახუნტრუცა ამხელა ქალი?!
-სიმპატიური ბიჭი იყო, თან ლურჯთვალა და ქერა.-შეესიტყვა ნინე.
-კარგი, კარგი! არ გამოვა შენგან შვილო არაფერი! მოდი, სუფრა მაინც გამაწყობინე!-სიცილით წამოდგა ქთევანი.
-შენ ხო არდაასვენებ ადამიანს დედა!-ჩაიბურტყუნა გოგონამ და ბაღში გასატან თეფშს დასწვდა.
-ფრთხილად, არაფერი დაამსხვრიო! სხვათაშორის ჩვენთან მოდიან და შეიძლება ეგ ბიჭიც გვესტუმროს.-დაადევნა დედამ.
-ჰა?! რა?!-დაფაცურდა ნინე, ფეხი აუსრიალდა და კარის წირთხლს აარტყა თავი.-ვაიმე!-დაიგმინა გამწარებულმა.
-ნელა, ნინეე, ნელაა!-ხელები აიქნია.-დაწყნარდი და ნუ ტინკიცებ! ჩვენი ნათესავია გაიგე?! შორეულიც ნათესავია!
-დიტოც მოვა?!-სხვა თეფშებს დაეჭიდა გოგო თან ჩუმად დაამატა.-რანაირი ნათესავია დედაჩემო?! ბუზის ბეჰემოთად გადაქცევა ქვია მაგას!
-ვინ დიტო? მე მახსოვს ლალის ბიჭს გიორგი ჰქვია.-გაუკვირდა ქეთოს.
-არა, ზუსტად მახსოვს დიმიტრი ერქვა, დიმიტრი...
-ჰო, ალბათ უმცროსს ჰქვია დიმიტრი, წადი ეხლა დროზე გაიტანე ესენი ბაღში და მერე გავემზადოთ.-შეაწყვეტინა დედამ. ნინესაც აღარ გაუგრძელებია ტლიკინი გიჟივით გადაირბინა კორიდორი, ერთი სული ჰქონდა კერძებით დაზვინულს, ჭურჭელი საღ-სალამათი მიეტანა ადგილზე.
**************************************************************************************************************************************
-კი მაგრამ რა სიკვდილი ჩავიცვა?!-გარდერობის კარი მიაჯახუნა ნინემ.
ცისფრად შეღებილ, თეთრი ავეჯით გაწობილ ოთახში იდგნენ. ნინეს ძალიან უყვარდა აქაურობა. მას შემდეგ რაც ნიტა წავიდა, მარტო ძილსაც მიეჩვია და სხვა კუთხით შეხედა თავის ოთახს. ერთ კედელზე მიწყობილი სათამაშოები მისი ბავშვობის გადმონაშთს წარმოადგენდა.
თუმცა, ახლა ისეთ ხასიათზე იყო, ვერაფერი ვერ უკეთებდა გუნებას.
-საწყალო, ერთი აქლემის საპალნე ტანსაცმელი გაქვს მეტი კი არა შე საცოდავო!-ვითომ დანანებით მიუგო ქეთევანმა.
-მგონი, რომ დავბერდები წიგნს დავწერ, სათაურით:“რა უნდა ჩავიჯაჯოთ მაშინ, როდესაც საოჯახო შეკრებას ვაწყობთ.“ -საკიდები მისწი-მოსწია გოგომ, რამდენიმე მათგანი დალეწა კიდეც.
-დამაცადე, დამაცადე რა! შენ ხომ ვერაფერს ვერ გააკეთებ შენით!-წუწუნით მიუახლოვდა დედა ნინეს, ტანსაცმელში ხელი მოაფათურა და ერთ-ერთი ვარდისფერი მატერია გამოძრო.-აბა, ამაზე რას იტყვი?!
-რა უჭირს,-ტუჩი მოიკვნიტა ნინემ. კაბა მუხლებამდე სიგრძის იყო, ღია ვარდისფერი, ნუშის ყვავილისფერი უფრო ეთქმოდა, მკერდზე მჭიდროდ მომდგარი და საკმაოდ მსხვილი სამხრეებით.-აუუ, დედაა არ მინდა!
-ნინე, ეხლა დროზე ჩაიცვი და გაემზადე თორემ სულ ერთია, ცემაში ამოგხდი სულს!-თვალები გადმოკარკლა, მუშტი მოუღერა და კბილები დაკრიჭა ქეთომ.
-მოვიდეს ვალერი!-ტუჩები გადმოაბრუნა გოგომ.-დაიცადე ვუთხრა!-მუქარით შეღებილი შეკრა წარბები.
-მამაშენის გათამამებული ხარ შენ!-ქოთქოთით გავიდა ოთახიდან.
-რას მელაპარაკები!-მანჭვა-გრეხით წარმოსთქვა ნინემ და შებრუნებულ დედას ენა გამოუყო.
-ნუ იჯღანები! სარკეში გხედავ!
-ოოო,-ჯვაროსნების დროშასავით აიქნია კაბა და თმიდან სარჭების გამოძრობას შეუდგა.
************************************************************************************************************************************
-მამი, ფერიას გავხარ ნინეჩკა!-გულში ჩაიკრა ვალერიმ საყვარელი შვილი.-ვინმე ხომ არ გაბრაზებს?!-გრძელ, ჟღალ კულულებზე ჩამოუსვა ხელი.
-კი, მაბრაზებს,-თვალებ მოჭუტა ნინემ.
-ვინ?
-დედა!-კბილებს შორის გამოსცრა გოგონამ.
-ჩამშვებო!-გამოსძახეს სამზარეულოდან.
-მოვაგვარებ, არ ინერვიულო!-შეთქმულივით უჩურჩულაკაცმა.
-ჰა ეხლა, მოვიდნენ სტუმრები, დასხედით!-ისევ ქეთოს ხმა იყო.
ნინე მამას ბაღში გაუძღვა და ადგილი ბიძა-ბიცოლას შორის დაიკავა. მისი მეორე ბიძა აქ არ იყო, სამაგიეროდ ბიცოლა და ბიძაშილლი თათია მოსულიყვენენ. სუფრასტან ადგილს იკავებდა ნინეს გაუთხოვარი მამიდაც და ახალგაზრდა ქერათმიანი დეიდაც.
ოჯახს ყველაზე მეტად ლუკა და ნიტა აკლდნენ, ნინეს უმცროსი და-ძმა. ლუკა ცალკე ცხოვრობდა, ნიტა კი იშვიათად მოდიოდა სახლში, რაც ერთი მხრივ კარგი იყო, რადგან მონატრებულზე ძველი წყენა ავიწყდებოდათ და ერთად შეკრებულები აღარ ჩხუბობდნენ, მაგრამ საკმარისია ორ კვირაზე მეტი ერთჭერქვეშ გაეტარებინათ, სასაცილო კინკლაობა ისტერიკულ ჩხუბში გადასდიოდათ ხოლმე. ამიტომაც, დისტანციას ინარჩუნებდნენ.
მალე სუფრასთან სხვებიც გამოჩდნენ, მათ დანახვისას გაოცებულმა დედამ სალათიანი ჯამი კინაღამ ძირს დაანარცხა.
-ლალი! როგორ მომენატრეთ! არ მეგონა თუ მოხვიდოდით!-გახარებული გადაეხვია ფაშფაშა ქალსა და მაღალ მამაკაცს.-მიდი, დასხედით!-ხელით იხმო სუფრისაკენ.
ქეთო ჯერ ისევ აქეთ-იქით დარბოდა, როცა ბიძიას სამსახურიდან დაურეკეს და ბოდიშის მოხდით დატოვა იქაურობა, ბიცოლასაც აღარ სურდა დარჩენა და ქმარს გაჰყვა. ქეთევანი უკვე დაჯდომას აპირებდა. მაგრამ ახლა თათიას მოუწია სუფრის დატოვება, მისი შეყვარებული მსუბუქ ავარიაში მოყოლილიყო.
-ნინე, მალე გნახავ. ქეთო ბიცოლა არ გამიბრაზდე კარგი?! რომ არ მივიდე ცუდად გამოდის, უბრალო ნაკაწრი მაქვსო, თუმცა მაინც უნდა ვინახულო, ზრდილობის ამბავია ბოლობოლო, დედას კიდე მერე მარტო მოუწევს წამოსვლა.-მხრების აიჩეჩა თათიამ.
-მე წამოვიყვანდი შვილო.-შეურაცხოფილი სახე მიიღო ვალერიმ.
-არა, არა, მეც გავყვები საავადმყოფოში მაინტერესებს რა ხდება.-ხელები გაასავსავა ბიცოლამ.
-კარგით, მაშინ რა გაეწყობა.-მოიწყინა ქეთომ.
ნინემ თვალები გაადატრიალა და გომბეშოსავით გაიბერა ბოღმისაგან.
თათიაც წავიდა.
ცოტაც და შხამინი კობრასავით დაიწყებდა გესლის ფრქვევას.
თან გული სწყდებოდა დიმიტრი, რომ არ მოვიდა.
სანამ ქეთევანი საუბარს წამოიწყებდა, მანამდე წამოდგა დეიდა სკამიდან, დას მოუბოდიშა, სასწრაფო საქმე გამომიჩნდაო და მამიდასაც აღარ დაუხანებია, ბარემ მეც გამიყოლეო და რუზრუზით ჩაეზიარა ტაქსის სავარძლის გაყოფაში.
-ეს რა გამოვიდა?!-ლამის მაგიდა ააყირავა ქეთევანმა.-რა უზრდელობაა, ყველა წავიდა!-თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ქალი.
ნინემ იფიქრა, იქნებ ამათაც „დაგაზონო“ მაგრამ ნურას უკაცრავად, ჯერ-ჯერობით ლალისა და სოსოს არანაირი გადაუდებელი საქმე არ ჰონდათ.
-ბოდიშს გიხდი ლალი.
-კარგი რა ქეთო, რა სალაპარაკოა?!
-მოგეწონა ნამცხვრები?!-ღიმილით შეეკითხა დედა.
ნინემ „ღმერთო შენ მიშველე“-ს გამომეტყველება აიკრა თვალებზე.
-რა ნამცხვრები?!-გაუკვირდა ლალის.
ნინეს სხეული მომართული ზამბარასავით დაეჭიმა.
-ჩემ გოგოს, ნინეს გამოვატანე დღეს თქვენთან.-მკაცრად წამოძახა ქეთევანმა, თან ქალიშვილს გამანადგურებელი მზერა მიაპყრო.
-ჰო, მე მოგიტანეთ-მტკიცედ განაცხადა გოგონამ.-ალბათ თქვენ შვილს არ უთქვია.-დასძინა წყნარად.
-ჩემ შვილს?!-კიდევ უფრო გადმოეკარკლა თვალები ლალის.
-ჰო, დიმიტრი გავიცანი, თქვენი ვაჟი.-დარწმუნებით თქვა ნინემ.
-შვილო, გენაცვალე, მე ერთადერთი ბიჭი მყავს გიორგი და ისიც სფრანგეთშია.
-რა?-ლუკმა გადასცდა ნინეს, თვალები აუცრემლიანდა და კინაღამ დაიხრჩო.-მე ისიც კი მითხრა ლიპარტელიანებს ვიცნობო, დედა და მამა პროდუქტებზე არიან გასულებიო. მაღალი ბიჭი იყო, ქერა თმა და ლურჯი თვალები ჰქონდა. დარწმუნებული ხართ, რომ დიმიტი მენაბდე თქვენ შვილს არ ჰქვია?!-საცოდავად დაიკრუსუნა გოგომ.
ქეთომ კი უკვე საჩხუბრად დაატკაცუნა თითები.
-რა მენაბდე?! ჩემი მეუღლე ქავთარაძეა, მე ლიპარტელიანი ვარ.
-როგორც სჩანს სახლი შეეშალა.-კბილებს შორის გამოსცრა დედამ.
-დედა გეფიცები, იმ ადგილას სულ ორი სახლი იყო, ერთს საერთოდ არ ეტყობოდა სიცოცხლის კვალი.-ხელების ქნევას მოჰყვა ნინე, ამ დროს შემთხვევით ჩანგალი გაიქნია და კატლეტწამოცმული რკინა პირდაპირ სახეში სთხლიშა სოსოს.
-ვაიმე, მაპატიეთ ძალიან გთხოვთ არ მინდოდა!-გიჟივით წამოვარდა სკამიდა, სუფრას ვერცხლის სამაჯური გამოსდო და ყველაფერი ძირს გადმოათრია, პლიუს ფეხი აუცდა და ლიწინით ჩაიჩხრიკა ჩამსხვრეულ სკამებს შორის.
-დიდი ბოდიში! მე მართლა...-ატირებამდე მისულიყო გოგონა.
-არაუშავს ნინე, არაუშავს.-თბილად უთხრა ლალიმ.
-ბატონო სოსო, ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ, არ მინდოდა შემთხვევით მომივიდა.
-არაუშავს, უარესიც დამმართნია.-ძლივს მოეგო გონს კაცი.
-ვაიმე, მართლა ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ბოდიში!-ქუჩაში გაგდებული კნუტივით იბუზებოდა ნინე.
-კარგი შვილო, ვის არ მოსვლია.-სიცილით წამოაყენა ვალერიმ გოგო, სპილენძისფერი თმა ჩამოუფერთხა და სწორ ცხვირზე დაჰკრა თითი.
-ლალი, სოსო, სახლში შედით, დესერტს გამოვიტან, ამხელა მაგიდასთან ჯდომას რა აზრი აქვს.-შეძლებისდაგვარად მშვიდად საუბრობდა ქეთევანი, მხოლოდ ნინემ იცოდა რამხელა გავარვარებულ მაგმას იტეევდა ეს თბილი ტონი და რომ წუთი-წუთში გააქტიურდებოდა საშინელი ნაღმი.
ლალის და სოსო შესვლისთანავე აფეთქდა ქეთევანი:
-ვის არ მოსვლია?! სერიოზულად ვალერ?!-აგუზგუზებულ ღუმელს დაემსგავსა ქალი.-ერთი მითხარი კიდევ რამდენ ადამიანს იცნობ ისეთს, დაბნეულმა კატლეტიანი ჩანგალი გაჰკრას, კაცს ცხვირში გაარტყას, შეშფოთებული წამოხტეს, სუფრა ერთი პატარა სამაჯურით მოაზვავოს, ფეხი წამოჰკრას და სკამები დალეწოს?! მე ასეთი ლენჩი მხოლოდ ერთი მახსენდება და იმასაც ჩემი შვილი ნინე წარმოადგენს!
-კარგი, დაწყნარდი.-ხითხითს ძლისვ იკავებდა კაცი.
-როდემდე და სადამდე ნინე?! სულ ასეთი სიულელეები როგორ უნდა გემართებოდეს?! შარიდან შარში დახტიხარ!
-მე მინდა?!-დაიყვირა ნინემ.-თავისით ვეხვევი ამ ალიაქოთში.
-შევიდეთ ეხლა, სირხვილია იმ ხალხთან ქალბატონებო!-დაიბუბუნა მამამ.
***********************************************************************************************************************************
-მოკლედ, თურმე ამათ ბოლო წამს შეუცვლიათ გადაწყვეტილება და სახლი აღარ უყიდიათ, რადგან ძალინ ძვირად აფასებდნენ და იმ კაცსაც უთქვამს მაშინ იცოდეთ, ჩემს ძმიშვილზე ვაფორმებ და გაყიდულად ჩათვალეთო. ჰოდა ალბათ ის ყეყეჩია იმ მეპატრონეს ძმიშვილი. დედას კი მოუწია ჩემთვი ბოდიშის მოხდა, პრინციპში რაც მაგან ცოფები ყარა! უუუჰჰ, მტრისას!-ემოციურად დაასრულა ნინემ, ცივი ყავა მოწრუპა, მზის სათვალე მოიხსნა და მარის გაუსწორა თვალი.
მარიამი ნინეს საუკეთესო მეგობარი იყო, ისედაც ქერა თმას კიდევ უფრო თეთრ ტონში იღებავდა, იდეალური დაჭორფლილი ცხვირი, არც თუ ისე გრძელი, თუმცა სწორი ფეხები, დიდი ტუჩები და ცისფერი თვალები ჰქონდა.
თეთრი ორნამენტებიანი მოკლე კაბა ეცვა და გამომცდელად უყურებდა ნინეს.
-მოკლედ, შენ პრობლემები არ დაგელია რა!
-აჰა, გამომიჩნდა კიდევ ერთი ჭკუის დამრიგებელი, შეიგნეთ, რომ არ მინდა გენაცვალე!-ლამის ლარნაკი გაუქანა თავში.
-ოო, არ გინდა ნუ გინდა.-ხელით დაინიავა მარიმ.-როგორ ცხელა რა უბდურებაა!
-კოლექტიველ ზაქს დავემსგავსე.- ნინემ გადამდნარ ნაყინს შეავლო თვალი.
-ეგ როგორ გავიგო?
-სიცხისაგან გალექებული ვარ.
-ისე სიმპატიური ბიჭი მაინც იყო?!-თვალები გაუბრწყინდა მარის.
-მოდი ფეისბუქზე ვნახოთ!-დიდებულმა იდეამ გაუცისკროვნა სახე ნინეს.
-კარგი.-სასწრაფოდ დაეთანხმა დაქალს მარი და წამში აკრიფა მითითებული სახელი, არც შედეგს არ დაუყოვნებია:
-ეს არის!-შეჰკივლა გოგომ.-ესაა ის დამპალი!
-ვააიმე , შემშლოდა მისამართი არ ვარ წინააღმდეგი.
-ნუ ხარ ხამი!-შეუღრინა ნინემ.
-შენ კიდევ დებილი!-ენა გამოუყო მარიამმა.
***************************************************************************************************************************************
კვერცხის გულისფერი მზე ამოიწვერა ჰორიზონტზე.
დიტოს გაეღვიძა, ბუზღუნით გატანტალდა სამზარეულოში და ერთი ნაჭერი ნამცვხარი შეჭამა.
რა საყავრელი, მეტიჩარა და ლამაზი გოგონა იყო ნინე.
ჰო, ნინეს რა დაავიწყებდა, სახლში შტორმივით შემოიჭრა, დაიბნა მაგრამ არ შეიმჩნია.
რა სულელურად მოვატყუეო გაიფიქრა დიმიტრიმ. ვინ იცის რა უხერხულ სიტუაციში აღმოჩნდებოდა.
ლეპტოპის კლავიატურას ტყვიამფრქვევივით დაუშინა თითები დ მალე ნინეს ლამაზი ფოტოები აღმოაჩინა.
გაეცინა.
წესით ახლოს უნდა ეცხოვრა ამ თავწითელა გოგონას. ბიჭს ძალიან გაუკვირდა, როცა აღმოაჩინდა, რომ ნინე ბუნებრივად ყავისფერთმიანი იყო, ძველ ფოტოებში წითურობის არაფერი ეტყობოდა, არადა წითელი ფერი ნამდვილად ძალიან უხდებოდა.
ღიმილით დახურა ლეპტპი და დედამისისგან დატოვებული პროდუქტების მარაგიდან ამოკლებული საჭმლის საყიდლად მაღაზიაში წასვლა გადაწყვიტა.
***************************************************************************************************************************************
აბზეკილი ცხვირით დაათრევდა ნინე პროდუქტების ურიკას, დედას დაწერილ სიას უკირკიტებდა და ყურადღებით არჩევდა, ემანდ რამე არ გამომრჩესო.
-დღესაც, რომ რამე გააფუჭო გვამი ხარ ნინე! დედაც ასეთი უნდა! ისევ ამ პაპანაქებაში მიშვებს გარეთ, კაი მუშა ვირი ვარ ნუ იტყვი. ჯერ ვიღაც კრეტინთან მიმაგზავნა, ახლა გატენილი პარკები უნდა ვათრიო სახლამდე! მაგას, რომ დასჭირდეს საჰარაშიც გამიშვებს! რა ბედნიერებაა, რომ კონდინციონერი არსებობს, თუმცა ქუჩაში კონდინციონერს ვინ დაგიყენებს?-თავისთვის ილანძღებოდა გოგო, თან ურიკა უსრიალებდ და უკვე მესამედ გადაურჩა მოზვავებას ან თაროებთან შეჯახებას..
დიმიტრი ნინეს მონოლოგს უსმენდა და უხმო ხარხარისაგან უკვე სმენადახშულს ჰაერიც აღარ ჰყოფნიდა.
-ჯანდაბა! რა ვერ ვაბრუნებ!-ბრაზით მიაწვა ნინე ურიკას და ამ დროს პროდუქტების თაროს შეასკდა, რამდენიმე თუნუქის ქილა იატაკზე გაიფანტა, ძირს გადმოცვივდა ურიკაში მოთავსებული საჭმლის ნახევარიც და ძირსვე აღმოჩნდა თავად ნინეც.
-რით გემსახუროთ?-დაშაქრული ხმით უთხრა დიტომ.
-არ შეწუხდეთ ჩმითაც გავართ...-უეცრად გოგოს ხელი ჰაერში გაუშეშდა.
-შენ?-შეჰყვირა და დიმირის ზედ შეახტა, მკერდზე მუშტები დაუშინა, გამეტებით უყვიროდა.
-მატყუარავ, რატომ მომატყუე, წესიერად ახსნა არ შეგეძლო?!
-დაწყნარდი?! დაიხეთქე ფილტვები?! -გაიცინა ბიჭმა.
-უსინდისო!-წარბები შეკრა ნინემ.
-ბოდიშის მოხდის მინით ჩემთან გეპატიჟები ცივ ნაყინზე და ყველაფერს აგიხსნი.
-კი აბა, ბარემ მომიცადე, პირდაპირ ჩემოდნით წამოვალ!-სარკასტულად შესცინა გოგომ.-აფერისტო!ცრუპენტელავ! უკვე მოფიქრებული გაქვს ვეფხისტყაოსანი თუ გზადაგზა შეთხზავ?!
-შენ რა ენამწარე ყოფილხარ!-გაუკვირდა დიტოს.
-ეხლავე ვითხოვ ახსნას!-ფეხი დააბაკუნა ნინემ.
-არავითარ შემთხვევაში!
-კარგად დაგიგეგმავს!
-ან მესტუმრები, ან არა, შენი გასაწყვეტია-მხრები აიჩეჩა ბიჭმა და სიცილით დატოვა მაღაზია.
ნინე კი დარჩა ადგილზე, ბაყაყივით გამწვანებული .
**************************************************************************************************************************************


აფროდიტას ბრალია(თავი მესამე)
ისევ ისე ცხელოდა. ჰაერში მტვრის ბუღი იდგა. ქეთევანი ვარდის ბუჩქებს დასტრიალებდა, სასხლავი მაკრატლით ხელში, სახეზე კი ერთიანდ აწითლებულიყო. ნინე მაგიდასთან ბეჰემოთივით დაგორგლებული იჯდა, ხელში „სიამაყე და ცრურწმენა“ ეკავა, ფურცლებს უაზროდ მიშტერებოდა, მეორე ხელში დაჭერილი ჭიქიდან ცივი ლიმნის წვენი წვეთ-წვეთად ეღვრებოდა შორტებზე და მის წითურ თმაზე ათამაშებული, მზის ოქროსფერი სხივები უცნაურ ათინათს ქმნიდა.
-ნინე!-დაუძახა დედამ. ფიქრებში წასული ნინე შეხტა, ჭიქა ხელიდან გაუცურდა და ზრიალით დაიმსხვრა ფილაქანზე.
-ჯანდაბა! ყველაფერი მე უნდა დამემართოს!-აბუზღუნდა გოგონა, თვალები დააკვესა და უხალისოდ შედუგა ნამსხვრევების წამოკრეფას.
-დაანებე თავი, მე მივხედავ!-გასძახა უკვე ცოცხითა და აქანდაზით შეიარაღებულმა ქეთომ.-დაანებე-მეთქი! ხელს გაიჭრი! ნუ ხარ ასეთი ხისთავიანი რეგვენი!-ჭექა-ქუხილივით დაიღრიალა მან.
-ფუ!-წამოიწრუსუნა ნინემ, მინის ნატეხი კანში შესობოდა და წითელი სითხე იღვრებოდა მოლეკულური ქსოვილიდან.
-ხომ გითხარი! თუმცა როდის იყო მე მიჯერებდი!-დაუცაცხანა დედამ, ნამსხვრევებს ცოცხით დაესხა თავს და მალე სრულიად აღგავა პირისაგან მიწისა, მოხვეტილი ნატეხები ურნაში ჩაუძახა და კვლავ ვარდების ხვლას მიჰყო ხელი.
ნინე ისევ წიგნს მიუბრუნდა, მაგრამ თავში ერთი სიტყვაც არ შესდიოდა, საოცრად იყო გამოჩერჩეტებული.
-შვილო!-ისევ დაიყვირა ქეთომ, ნინესაც ისევ გაუვარდა ხელიდან წიგნი.
-რა გაყვირებს დედა!-არწივივით დააბრიალა თვალები.
-ნინე, გენაცვალე, ხომ არ დაისიცხე?! რა გაშეტრებული ხარ გოგო?!
-დამანებე თავი, ჩემი საფიქრალიც მეყოფა!-ხელი აიქნია.
-რა საფიქრალი?! აა, გამახსენდა ისევ დიტოზე ფიქრობ?!-ნახევრად ირონიულად შეეკითხა ქეთევანი.
-ჰო, მაინტერესებს საიდან მოაწყდა მის ტვინს ასეთი სიშტერე, თუმცა სახლში მისვლა ზედმეტად არაეთიკური და ცოტა პათეტიკური მეჩვენება.-დაეთანხმა ნინე.
-საერთოდ რატომ გაინტერესებს?! დიდი ამბავი, ერთი კალათა ნამცხვარი არ შეარჩინო!-გდაიხარხარა ქალმა.
-მადლობა დედა! სულიერი თანადგომა ვიგრძენი, უდიდესი დახმარება გამიწიე!-სარკასტულად ჩაიბურტყუნა გოგომ.
-ნუ იგესლები! ადექი და მიაკითხე მაშინ! აქ მე ნუ მშხამავ და თავსაც ნუ იწამლავ! კითხე რა მოხდა, რატომ მომატყუე თქო!-ისე დარწმუნებით თქვა ქეთომ, თითქოს ნინე ორი წლისაა და უხსნის, რომ ბაჭიას თუ შეეკითხნენ რამდენი წლისაა, ის აუცილებლად ორ ყურს ასწევს, რადგან ჭკვიანია, არ იბნევა და მისი ასაკიც ორთან ასოცირდება.(პრინციპში, ბაჭიას მხოლოდ ამ ხერხის გამოყენება შეუძლია).
-რა საოცარი ფილოსოფიაა! ღრმა და საინტერესო!
-ნუ გველობ!
-წესიერი რამე მირჩიე!-შესჩივლა ნინემ.
-მე ჩემი გითხარი, ახლა შენზეა ყველაფერი დამოკიდებული, ოცი წლის ვირმა კი უნდა იცოდე როდის რა თქვა, ადრე ვუნდერკინდობას გაბრალებდნენ და საკმაოდ ჭკვიანი იყავი შენ ასაკთან შედარებით, ეგ ტვინი ოტა გაანძრიე და ფუნქციონირებადი გახადე, თორემ დაგიობდა!-მკაცრად გამოუცხადა დედამ და კვლავ ყვავილებს მიუბრუნდა, ოღონდ ბაღის მეორე მხარეს, ქალიშვილის წუწუნისაგან მაქსიმალურად შორს და მინიმალურად ახლოს.
*************************************************************************************************************************************
ნინე ორჭოფობდა, თუმცა მაინც მხნედ მიაშრა დიმიტრის სახლისაკენ მიმავალ გზას. ბოლობოლო გადაწყვიტა, რომ საგონებელში ჩავარდნას გარისკვა სჯბდა, არ ეგონა რისკი უფრო უნენა ვირე ის, რომ საერთოდ არაფერი გააკეთა, ნინეს მთელი ცხოვრება დასტანჯავდა ფიქრი „რა მოხდებოდა თუ...“, ამის გაძლებას კი პრობლემის მარტივად, ერთი ხელის მოსმით გადაჭრა ერჩივნა.
კარზე მსუბუქად დააკაკუნა, მიმიკა დააყენა და ეცადა ყოყმანი არცერთ დეტალში არ შეტყობოდა, საკუთარ თვს შეუძახა, ყველაფერი აკონტროლე, არ მოდუნდე და საცოდავად არ გამოჩნდეო.
კარი მალევე გაიღო, დიმიტრის როგორც ყოველთვის მაისური არ ეცვა და თმები ისე გასჩეჩოდა, გეგონება ახლახანს გამოაგდეს საქათმიდანო, ამ ჰიპოთეზას თავში გაჩხერილი თეთრი ბუმბულებიც ადასტურებდა.
-ნინე?!-თვალები საცერისოდენა გაუხდა დიმიტრის.-ისა... მე ... არ გელოდი.. უბრალოდ სახლი არეულია... და .. მოიცა... ამმ-ბრინჯივით დებნა სათითაო სიტყვა.
-ნაყინზე ხომ დამპატიჟე?! გეგონა არ მოვიდოდი?! შენ როგორ გაწყენინებდი, ახსნა-განმარტებას ვითხოვ, რადგან ჩემ ნათესავებთან სულელ, უჭკუო დოყლაპიად გამოვჩნდი და ეს ჭეშმარიტად შენი დამსახურებაა?! ნამდვილი კოშმარი იყო! იამაყე ამ ღირსშესანიშნავი მიღწევით!-ცინიკურად აბრიცა ტუჩები, თან ძალიან ნელა, მომხიბვლელი მანერით ლაპარაკობდა, ბოლოს კი დრამატულად დაჭყიტა თვალები.
-კარგი! შემოდი, ან დამელოდე, ნაყინს მანდ მოვიტან!-სასაცილოდ საუბრობდა დიტო, თმებს აჩქარებით ისწორებდა და სახეზე მართლაც კოშმარული გამომეტყველება ეფინა.
-არა, არა, შემოვალ, გამატარე!-კატის კნუტივით გასწია ნინემ დიტო, გაბადრულმა შეაჭრა სახლში, მისაღებში ტორნადოსავით შევარდა და დიტოს ღელვის მიზეზიც დაინახა:მაღალი, გრძელფეხება, მუქი შოკოლადისფერი რუჯითა და კუპრივით შავი თმით.
-ეს ვინაა?!-აიმირიზა გრძელფეხება.-ხომ მითხარი შეყვარებუი არ მყავსო!
ნინე წამით დაიბნა, მერე მომწვანო თვალები დაუწვრილდა, შხამიანი კობრასავით წამოიმართა, გესლიანად ჩაიღიმა და აბოლოკებულ(ანუ აწითლებულ) დიტოს თვალი გასუწორა.
-ის, ჩემი, ის, არ, ის,
-მე არ ვარ მისი შეყვარებული!- სიცილით თქვა ნინემ.-ღმერთმა დამიფაროს!-თან პირავრი გადაიწერა, ძლივს იკავებდა თავს იატაკზე ხარხარით არ გართხმულიყო და გვარიანად, რომ არ ეყროყინა. ისე იცინებბდა მეზობლებს სპილოების ჯოგი ეგონებოდათ, მთელ ოთახს გორვით მოივლიდა.

-აბა ვინ ხარ?! არც და არ მყავსო!-ნინემ ლამის ზარდახშა გაუქანა თავში, ეს გრძელფხება ლამაზმანი ისე იქცეოდა, თითქოს სრულიად შიშველი ნინესთვის მიესწრო და არა პირიქით!
-მე მღვდელმა გამომგზავნა!
-რა მღვდელმა?!-გაუკვირდა გოგოს.
-ეს იმის მოწაფეა და დამაბარა დაბრუნდეს მონასტერში, თორემ ჩემი მორჩილი ვეღარ იქნებაო!-წამში შეთითხნა ტყუილი და მისმა მეორე მემ ტაში შემოჰკრა. საწყალ დიმიტრის მუქი აგურისფერი დაედო ღაწვებზე, გასაცოდავებულმა შეხედა შავთმიანს და ენა ვეღარ მოაბრუნა პირში.
-რაო? ეს მართალია?!
-კი, კი, ამისმა მშობლებმა მიაბარეს მღვდელს, იქნებ ცოტა გამოსწორდესო, მაგრამ ისევ გარყვნილებისა და ცოდვის გზას ადგას, არ გადანაშაულებთ, თუმცა ძალიან კი ეხმარებით ამ სქმეში!-დანანებით წამოიძახა ნნემ, ისევ დრამატულად გადაიწერა პირჯვარი და ტუჩზე იკბინა. თუ არ გაიცინებდა მსიი იყო ოქროს გლობუსი, ნობელის პრემია, ოსკარი, პალმის რტო და კიდევ ათასი რამ!
-შე საზიზღარო!-დაუწივლა გრძელფეხებამ, გაიწია, სილა უნდა ეტკიცა, თუმცა ნინემ შეაჩერა.
-არ შეწუხდეთ, მე თვითონ!-და პირდაპირ ყბაში ალეწა დიმიტრის.
-ვერ ხარ გოგო!
-აი ეს თქვენია,-გამოყვანილი შინდისფერი კაბა გადაუგდო ნინემ, შავთმიანს არც უყოყმანია, ისე შემოიძრო ზეწარი და კაბა პირდპირ გადაიცვა, სახლიდან გიჟივით გავარდა.
კარის გაჯახნება და ნინეს ორად მოკეცვა, გადაგორება და ხარხარი ერთი იყო.
-არა ხარ ნორმალური! რა მღვდელი, რის მღვდელი, რაები ელაპარაკე!-აზრზე ვერ მოდიოდა დიტო.
-წარმოდგენა არ მაქვს, მომაფიქრდა!
-სამაგიეროს გადასახდელად მოხვედი!
-არა! ნამდვილად არა! უბრალოდ სიტუაციამ მოიტანა!-მტკიცედ უთხრა გოგომ, მერე ისევ აყირავდა.-აუუ, ალბათ მეტჯერ ვეღარა ნახავ! არაუშავს, იშოვი სხვას!
-მართლა რა მაგარი რამე მოიფიქრე ისე!-სიცილი აყტყდა დიტოსაც.
ცოტა ხანიში ორივე პირქვე ეგდო და ფილტვების დახეთქვამდე ხაოდნენ.
-ჰო, კარგი გვეყო!-ცრემლი მოიწმინდა ნინემმ.
-კარგი, ანყინი ვჭამოთ!-სიცილით წამოიზლაზნა დიტო და სამზარეულოს მიაშურა.
***************************************************************************************************************************************
-რა სასწაული ვინმე ხარ! ნინე, სხვა გოგო ისტერიკებს გამართავდა, ან გარყვნილს, უსირცხვიოს, უზრდელს დამიძახებდა, შენ კიდევ აქეთ ჩამაგდე უხერხულ სიტუაციაში.
-ის უფრო გამიკვირდებოდა ეგ გოგო ჩაცმული და ეკონომიურ მდგომარეობაზე აჭიკჭიკებული, რომ დამხვედროდა!-ნაყინი გადასანსლა ნინემ.-ან საერთოდ კაცი, რომ ყოფილიყო!
-სადაც მღვდელმა გამოგგზავნა, იქ ეგეც იქნებოდა კაცი.
-მე არ დამვიწყებია!-შეუღრინა გოგომ.
-აა, ჰო.-ჩაახველა დიტომ.-მოკლედ, მართლა ველოდი სტუმრას, ოღონდ ბებიაჩემის ძმიშვილს და ნაკლებად საყვარელს. უცებ შენ გამოჩნდი, პირადპირ შტორმივით შემომივარდი სახლში და ისეთი თავდაჯერებული იყავი ეჭვი შემეპარა, მართლა ჩემი ნათესავი ხომ არაა მეთქი. მერე კი მივხდვი , რომ უბრალოდ რაღაც აგერია, თუმცა ძალიან ლამაზი და საყვარელი იყავი, მე კი გოგოებს ადვილად ვხიბლავ, თან წითელქუდა თუ არა წითელთავა მაინც იყავი და გადავწყვიტე დარჩენას შევთავაზებ, იქნებ თავბრუ დავახვიო-მეთქი, მაგრამ შენ წახვედი და მეც მივხვდი, რომ ჩემი გოგოების სიაში არ ან ვერ ჩაგწერდი, ამიტომ ფეისბუქზე არაფერი მომიწერია და არც შენი მოძებნა გადამიწყვეტია, ვიცოდი გაბრაზებული იქნებოდი და ბოდიშიც ზედმეტად შტერული მეჩვენებოდა. არ ვიცოდი რა მეთქვა.
-ამიტომ მითხარი ახლა სიმართლე, რომ ჩემ „შებმას“ აპირებდი?!-ცალი წარბი აძგიბა ნინემ.
-ჰო.
-და ამას ისევ აგრძელებ!-რისხვით შესძახა.
-არა, გეფიცები, სულ სხვანაირად მივუდექი ჩვენ ურთიერთობას, დამეგობრება მაინც არ შეიძლება?!
-ნუ მიყურებ წიხლამორტყმული ლეკვივით!
-ნინე, ბოდიში მოგიხადე სხვა რა ვქნა?!
-ჯანდაბას მიღებულია.
-რითი ხარ დაინტერესბულ?!-დააბრეხვა უეცრად დიტომ.-მე სპორტი მიტაცებს, ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ცურვა, ბიზნესის მართვას ვსწავლობ, შენ?!
-მე ისტორია და ხელოვნება მიყვარს, ფეხბურთს ვთამაშობ, კალათბურთში მკვდარი ვარ, (ფეხბურთშიც მაგრამ არ ვიმჩნევ), ფრენბურთს ვერ ვიტან, ცურვა წესიერდ არ ვიცი, საერთაშორისო ურთიერთობებზე ვსწავლობ. სოციოლოგია, დიპლომატია, ფსიქოლოგია და სხვა...-მხრები აიჩეჩა ნინემ.
- საყვარელი მხატვარი გყავს?-ჩაეძია დმიტრი.
-აბსტრაქციონიზმი, ფოვიზმი და იმპრესიონიზმი ძალიან მიყვარს, რენესანსის ეპოქა მომწონს, რაფალეი შემოქმედება, ვან გოგზე ვგიჟდები, პიკასოც კარგია, კანდინსკისაც არა უშავს. უფრო ვან გოგს ვანიჭებ უპირატესობას.-ჩაფიქრებით თქვა გოგომ.
-საყვარელი ფერი?
-დაკითხვაზე ვარ?-გაეცინა ნინეს.
-ბლიც ინტერვიუ.-ჩაეღიმა დიტოსაც.
-მწვანე და ლურჯი.
-ჩემიც.
-ოოჰ, კარგი ერთი.
-საჭმელი?!
-არ მიყვარს საჭმელი, ისეთი არაფერი არსებობს რისი ჭამაც განსაკუთრებულ ბედნიერებას მანიჭებს.
-გამაოცე.
-რას ვიზამთ.-ჩაიხითხითა გოგომ.-ახლა კი უნდა წავიდე დიტო, მაპატიე, თუმცა სახლი იხმობს, არაეთიკურია სე დაუპატიჟებლად მოსვლა.
-რატომ, მე დაგპატიჟე, კიდევაც გეპატიჟები.-შეფუცხუნდა დიმიტრი.
-არა, არა!
-ნინე, მინდა კიდევ გნახო.
-პაემანს მინიშნავ?!
-დაახლოებით.-იქედნურად ჩაიცინა დიტომ.
-დიმიტრი, ამ წუთას გაგიცანი, ცოტა დავმეგობრდით კიდეც, კარგი ბიჭი ხარ, მატყუარა, სახლში გოგოსთან ერთად „გამეჩითე“, ის გოგო გავაშტერე, კარგად ხუმრობდ, ასე რომ...-გაიცინა ნინემ.
-ანუ შემხვდები.
-ასე რომ არა!-ტაში შემოჰკრა გოგომ.
-რატომ?
-ღირსი ხარ!
ნინემ სპილენძისფერი დალალები მაოსახამივით მოიქნია, უკან ადევნებულ დიტოს სიფათში სთქვიფა და ახლა დიტო დატოვა ბაყაყივით გამწვანებული.
აფროდიტას ბრალია(თავი მეოთხე)
უკვე აგვისტომაც მოაკაკუნა. თავიდან ისევ საშინლად ჩამოცხა, მაგრამ მალევე აგრილდა, თითქოს აგვისტომ ივლისის მხურვალება ჯერ მთლიანად ერთად მოაქცია, მერე კი საერთოდ შეისრუტაო. ნინე დაბოღმილი შესცქეროდა ლეპტოპის ეკრანზე ცხადად აღბეჭდილ ლედი მარიამის „რომაულ არდადეგებს“. სამხუხაროდ, ქეთევანმა ნინეს საზღვარგარეთ, შორეულ იტალიაში წასვლა სასტიკად აუკრძალა და განუცხადა, რომ მარიამისაგან განსხვავებით, მისი ნდობა არ შეიძლებოდა(ეს მხოლოდ თავდაპირველად).
ასე დარჩა ნინე სრულიად მარტო, მარიამი კი საჭმლითა და ბუმბულებიანი ჩუსტებით დაწყებული, ფეხსაცმელებითა და სასტუმროს პირსახოცებით დამთავრებულ ყველაფერს ფოტოს უღებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყოველ ათ წუთში ერთხელ აკეთებდა სოციალურ ქსელში ფოტოს პუბლიკაციას, რომელსაც თან ურთავდა ვრცელ ტექსტს იტალიის ღირსშესანიშნაოებებზე და საკუთარ ემოციურ ფონზე. შესაბამისად, იტალიური ვოიაჟის მესამე დღეს მარიამის აღმაფრენა დაახლოებით ასიდან ოთხმოცდაათს უტოლდებოდა(მას ხომ ჯერ არ ენახა რამდენიმე მუზეუმი და მილანში სტუმრობასაც გეგმავდა), სამაგიეროდ ნინეს შური ურტყავდა ასიდან ასოცდაათს,(მას კი იტალიას ვინ ჩივის, ურეკსაც არავინ ანახებდა ცალი თვალით).
-რატომ უნდა ნახოს მარიამმა იტალია, როცა ხელოვნებისა ისევე გაეგება როგორც ბაბუაჩემ თენგიზას , ხოლო საოცარი ნამუშევრის დანახვისას მისი ემოციური დიაპაზონი, უგრძნობი კოვზის ემოციურ დიაპაზონს უტოლდება!-ცოფებს ყრიდა გოგონა.
-ნინე, მოდი აქ და სუფრის გაშლაში მომეხმარე!-ოთახში თავი შემოყო ქეთომ.
-ერთადერთი, რაშიც მოგეხმარები საკუთარი კუბოს დადგმა იქნება!-კბილებს შორის გამოსცრა ნინემ.
-რატომ?
-ერთი ამას შეხედე!-გაანჩხლებულმა ნინემ სულისშემძვრელი ხმა ამოუშვა, თვალებიდან მწვანე ნაპერწკლები გაყარა, ლეპტოპი ასოთხმოცი გრადუსით შემოატრიალა და ლამის სახეში მიათხლიშა ქეთოს.-ხედავ?!-დრამატულად გადმოკარკლა თვალები.
-სხვათაშორის, ჯერ-ჯერობით ოკულისტის დახმარებას არ ვსაჭიროებ ლიპარტელიანი!-მკაცრად შესძახა ქალმა.
-მე კი ვსაჭიროებ დედა!-ელექტროენერგიის ტრანსფორმატორივით აბრიალებდა თვალის კაკლებს ნინე.-ორივე თვალი ბუდიდან უნდა ამოვითხარო, რომ აღარაფერი დავინახო, საერთოდაც ფსიქოლოგთან უნდა მივიდე, თორემ უკვე ჭკუიდან ვიშლები და მალე მომიწევს ფსიქიატრიულში გაფითქინებული ხალათით შრიალი!
-დაწყნარდი!
-ძალიან კარგად მომექეცი დედა! იტალიაში არ გამიშვი! იტალიაში! ი ტ ა ლ ი ა შ ი! ჩემი ოცნების ქვეყანაში! იტ-ალ-ი-ა-ში! იიიიიიიიტტტტტტტტტტალლლლლლლლლიაააშიიიი!-ყველანაირი ტონალობით გამოთქვამდა ნინე.
-შეიგნე, რომ ის ფულიი მართლა მჭირდებოდა ნინე!სხვანაირად არ გთხოვდი!
-ჯანდაბა, ყველამ თავი დამანებეთ!
კივილი მორთო და შერეკილივით გავარდა სახლიდან.
***************************************************************************************************************************************
ნინემ თავი დამნაშავედ იგრძნო, ზედმეტად უხეშად გამოუვიდა, თუმცა მთელი ცხოვრება,რომ ფულს აგროვებ, შენს საუკეთესო მეგობართან ერთად დაგეგმავ საოცნებო ქვეყნის მონახულებას, ის-ისაა ბარგის ჩალაგებაზე უნდა იფიქრო როცა დედა მთელ ფულ მოგთხოვს , თანაც თანაც კითხვის პასუხად „ვერ გეტყვი“-ს მოგიგებს რთულია სხვანაირად მოიქცე. ჰო, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მეგობარი ყოველი წამის აღბეჭდით ტკბება და უცხვად გიტრიალებს ყველაფერს ცხვირწინ.
პრინციპში, ნინეს მარისიც ესმოდა. როგორია იტალიაში იყო და არ აღფრთოვანდე, ბუნებრივია განცდების სხვებისთვის გაზიარების სურვილი გიპყრობს და გავიწყდება, რომ არაკორექტულია მარტოდ დარჩენილ მეგობარს შეახსენო თუ რაოდენ ბევრი დაკარგა საქართველოში დარჩენით.
-ვაი, შენ პატრონს უბედურს! ჩამოეთრევი და ვნახოთ! იტალიაც უკან დაგრჩება და ტაშკენტიც! მე შენ გასწავლი ჭკუას! აუცილებელია ყველაფრის ასე საქვეყნოდ გამოჭენება?! თან დაურთავს იმხელა პუბლიცისტურ ნაშრომებს! შენც არ მყავდე ილია და გოეთე! ენას პირში ვერ აბუნებს და ახლა მოუნდა ფილოსოფოსობა!უბედურო, ტარაკნებს გაყლაპებ! მიწაში ჩაგდებ და ისევ ამოგიღებ! ცოცხლად გაგატყავებ და სარზე წამოგაცვამ! ჩამოდი, ჩამოდი! აქ არის შენი სულთამხუთავი!-იქადნებოდა ნინე.
მტვრიან ქუჩებს მიაპობდა და უსახლკაროსავით დაეხეტებოდა.
******************************************************************************************************************************

ბოლოს, თმაგაჩეჩილმა გოგონამ აღმოაჩინა, რომ ფეხებს თავისით მოეყვანა დიტოს სახლთან. ნინე სასწრაფოდ ბუჩქებს ამოეფარა და გულშეწუხებულმა ჩაიბურტყუნა:
-მგონი მთლად საღ გონებაზე ვერა ვარ! რა სიკვდილი მინდოდა აქ?! მყესები უნდა გადავიჭრა ვერსად ვეღარ წავალ!
უეცრად, დიტოს სახლის კარი გაიღო და იქიდან უშველებელი გერმანული ნაგაზი გამოვარდა, თუმცა ნინე ზედმეტად იყო საკუთარი ბრიფინგითა და ორატორული ნიჭის ფრქვევით დაკავებული იმისთვის, რომ საავდროდ კბილებდაკრეჭილი ძაღლი შეეჩნია, თანაც ბუჩქები მთლიანად ფარავდა და მხედველობაშიც ხელს უშლიდა.
სამწუხაროდ, ნაგაზმა ნინეს სუნი იყნოსა, ერთი დაიყეფა დასუნსულის გასწია ბუჩქებისაკენ. ყეფამ ბოლოსდაბოლოს გამოაფხიზლა გამოშტერებული გოგონა, წკმუტუნის მსგავსი ხმა ამოუშვა, ტუჩზე იკბინა და კიდევ უფრო ღრმად დურთა თავი აფოფრილ მწვანე ფოთლებს შორის. მალე გოგონა უცნობი გაბარდული მცენარი შუაში მოექცა და ხშირმა საფარველმა სრულიად გადაფარა მისი სხეული ორივე მხრიდან, ამიტომ ნინეს შეეძლო მთელი დღე ბუჩქებში დარჩენილიყო ისე, რომ დიმიტრის ან ცოფიან ცხოველს კი არა, ძეხორციელსაც ვერ შეემჩნია.
ნაგაზი კიდევ აპირებდა კვალს გაჰყოლოდა, , მაგრამ პატრონა დაუძახა და ბრაზით ჩატენა ტაქსში. ნინეს ბრაზით მოეჭუტა თვალები მაღალი, გრძელფეხება და ქერა გოგონას დანახვსას, რომელიც დიტოს ტუჩების მოჭმით დაემშვიდობა. აქედან კარგად არ ჩანდა, თუმცა სავარაუდოდ ქერას ძალიან თეთრი კანი და ბუნებრივად ღია ფერის თმები უნდა ჰქონოდა. ნინეს შეშურდა(უფრო თეთრი კანი რომ ჰქონოდა კიდევ უფრო ლამაზ წითურად იგრძნობდა თავს), თანაც ქერას აწკეპილ ცხირსაც მოჰკრა თვალი და ლამის კვამლი გამოუშვა ყურებიდან.
არადა, კაცმა, რომ თქვას რა იყო სწორ, ბერძნულ ცხვირში ცუდი?!
დიმიტრი ისევ სახლში შებრუნდა. ნინემ აღმოაჩინა, რომ ბუჩქის კვლების დიამეტრი ძალინ ფართო იყო, ამიტომ თავისუფლად გაბობღდა დიტოს საძინებლის ფანჯრისაკენ, რომლიდანაც თითქმის ყველაფერი ცხადად და მკაფიოდ ჩანდა, მაღალი ბუჩქები სრულიად იზოლირებულს ხდიდა სახლს ქუჩასა და გარე სამყაროსაგან, რაც ერგვარ მისტიურ და ცოტა ზღაპრულ ელფერს აძლევდა. არადა დიტოს სანერვიულო არც ჰქონდა, რას იფიქრებდა, თუ მისი თვალთვალი ასე იოლად იქნებოდა შესაძლებელი(ხუმრობა ხომ არაა ამხელა ვაარჯი მქონე ბუჩქში შეძრომა მოგაფიქრდეს?!).
დაახლოებით ნახევარ საათში(არ მოგესმათ, ნინე ნახევარი საათი იჯდა სამალავში), კარებს წითური, შორტებიანი გოგონა მოადგა, სწორზე სწორი, გრძელზე გრძელი და თეთრზე თეთრი ფეხები ჰქონდა(„ეტყობა ფეხები სპეციალური კრიტერიუმია იმ ვირისტვინით გაბებღვილისათვის!“გაიფიქრა გოგომ).
ის წითური ზედმეტად აქტიური აღმოჩნდა, კარი წესიერად გაღებულიც არ ჰქონდა ისე ეცა დიმტრის. ოთახში შესვლისთანავე მაისური ლამის შემოიგლიჯა, ნინე ბრაზით შეკრა წარბები და ისევ მეორე მხარეს გაცოცდა, ფეხი გამოყო და გამოსვლას აპირებდა როცა თმები გაბარდულ ტოტში გაეხლართა და სიმწრისაგან უნებურად ხმამაღლა წამოიკივლა. არადა, იმ წუთს ბატონი დიტო ფანჯრის დასახურად მიიჩქაროდა და ეს ხმა რათქმაუნდა გაიგო. ნინემ პირზე ხელი აიფარა და ბიღმის გადმოსანთხევად იქვე დაგდებული მოზრდილი კენჭი გაისროლა, კენჭი კი კარს მოხვდა და გამაყრუებლად დაიჭახუნა.
-ერთი წუთი მოიცადე და მოვალ ლენა.-წყნარად უთხრა დიმიტრიმ ცეცხლისთავას.
გულგახეთქილმა გოგონამ თმები მთელი ძალით მოქაჩა, ტოტი მოგლიჯა და ბალახზე მოადინა ბანგვანი. ოთახში გამაგრებულმა წითელთმიანმა ყვირილი მორთო.
-იქ ვიღაცაა!
დიმიტრი გარეთ გამოვარდა და ძირს გათხლაშული ნინე შეამჩნია. გოგონამ ერთადერთი რაც მოიფიქრა თავის მომკვდარუნება იყო, ვითომ გული წაუვიდა.
-ნინე?!-ბუდიდან გადმოუცვივდა დიტოს თვალები.-ნინე! ნინე, ნინე რა გჭირს?!
დომიტრიმ ხელი სასწრაფოდ დასტაცა და სახლის კარი ლამის წიხლით შეგლიჯა.
-ეს ვინღაა?!
-ლენა, წადი თუ შეიძლება.-მშვიდად უთხრა დიმიტრიმ, თან ნინე დივანზე დააწვინა.
-მაგდებ?! ამ ძუნძგლიანის გულისთვის?!-გაწელა სიტყვები ლენამ. შეურაცხყოფილი სახე მიიღო და შორტი შეისწორა.
სანამ ნინე ფიცხლად წამოვარდებოდა ფეხზე, მანამდე მიუჯახუნა დიტომ ლენას კარი ცხვირწინ.
-რა ჯანდაბა გიყო ნინე?!
ამაზე პასუხი არცერთს არ ჰქონდა.
-რა ხდება?!-„გამოიღვიძა“ გოგომ.
-გული წგივიდა. საერთოდ რა გინდოდა ჩემ ბუჩქებში?!-გაბრაზდა ბიჭი.
-რა გოგო გაუშვი ბიჭო ხელიდან.-ჩაიხითხითა ნინემ და თავში ხელი წამირტყა რა წამოვროშეო.
-მითვალთვალებდი?!
-ძაღლს ვემალებოდი.-თავი იმართლა.
-ძაღლის პატრონი დიდი ხანია გავუშვი.
-თმები გამეხლართა და ვეღარ გამოვძვერი.
-აჰაა. რამეს დალევ?!
-წავედი.-წამში წამოხტა და ისე გაიქცა დიტომ სიტყვაც ვერ დააწია.
-ეს ვინ არის ღმერთო?_გაოცდა ბიჭი.
***************************************************************************************************************************************
ქუჩაში გოგო მიდიოდა. გრძელი, წითური თმა ჰქონდა. დიმიტრი წამში მოეგო გონს, გოგოს დაეწია და შესძახა:
-ნინე!
-უკაცრავად?!-წითური შემობრუნდა და ხელში სულ სხვა სერჩა.
-ბოდიში, შემეშალეთ.-გაწითლდა დიტო.
-არაუშავს.-ზურგი აქცია წითურმა.
-ოხ ნინე! უკვე ყველგან მელანდები! რა ხარ ასეთი?! სულ მეშინია კატასტროფით არ დამაცხრე თავს!
ჩაიბუზღუნა დიტომ.

***************************************************************************************************************************************




აფროდიტას ბრალია(თავი მეხუთე)
დარაბებს მიღმა, ნახევრად ჩაბნელებული ოთახში, საშინლად ცხარე, „100 გრადუსი ცელსიუსით“ ანუ ოჯახური, დაძაბული, მძაფრსიუჟეტიანი კამათი გამართულიყო წაბლისფერთმიან, ლურჟთვალა ქალსა და მის კარამელისფერ ქერა ქოჩრიან ვაჟიშვილს შორის. ბიჭს მაისური არ ეცვა, სავარძელში ჩასვენებულიყო და საოცრად გაბეზრებულის სახით უყურებდა დედამისს.
-სერიოზულად გეუბნები დიმიტრი! მამასენი არ ხუმრობს!_თითი გამაფრთხილებლად დაუქნია დედამ.
-დედა!
-დედა არ უნდა მაგას! ერთადერთი შვილი კი ხარ მაგრამ მშრალზე დაგტოვებს, უყარე მერე კაკლები!-ცხვირი აიბზუა მან.
-ანასტასია მენაბდე, გაფრთხილებ:გუბაზ მენაბდის წიკების შესახებ კიდევ ერთ სესიას გამიმართავ და გაეროში გიჩივლებ!-სავარძლიდან წამოხტა დიმიტრი.
-რა შუაშია გაერო შე დებილო ამიხსენი?!-დასცინა ანასტასიამ.
-რა და ვიტყვი, რომ გეი ვარ და მავიწროებთ! კეთილი ნების ელჩს შევეცოდები.-განაცხადა დიტომ.
-ჰო, იმდენი გოგო მოგყავს სახლში შენს არატრადიციულ ორიენტაციაში ეჭვს შეიტანენ.-მშვიდად უთხრა ქალმა, მერე ისევ გაცეცხლა და დაამატა:-სწორედ მაგიტომაა მამაშენი, რომ დაჟინებით მოითხოვს ცოლი შეირთო!-დასჭექა ანასტასიამ.
-არ მინდა ცოლი! არა! არ მინდა!-წამოიყვირა დიმიტრიმ.
-მამაშენი გაგიჟებასაა! ჯერ ჩვენთან მოგყავდა გოგოები, ახლა ბიძაშენმა სახლი გადმოგიფორმა და აქაც არ ეშვები ამ შტერულ გართობას!
-თქვენ რა იცით დედა?! მეზობლებს კამერები მიამაგრეთ?! აქ სადმე სახლში დაამონთაჟეთ ვიდეოთვალი?! ეფბიაის აგენტი მომიჩინეთ?! რანაირად იგებთ ჩემს პირად ცხოვრებაზე ყველაფერს დეტალურად?!-ჭკუიდან გადავიდა ბიჭი.
-ასეთ რაღაცეებს ვერ დამალავ დიმიტრი! მალე მთელი თბილისი ამაზე ილაპარაკებს! მამშენი ცნობილი იურისტია! საადვოკატო ფირმა აქვს რომელსაც შენ უნდა უხელმძღვანელო! თუ დაგავიწყდა გეტყვი, რომ სწორედ ამ მიზეზით სწვალობ ბიზნესის მართვას და ეს შენი ბავშვობის ოცნება?! მსუბუქი ყოფაქცევის ქალების გამო უნდა გაიფუჭო შენი მომავალი?! მამა ამ ყველაფერს წლების განმავლობაში გიკოწიწებდა შენ კი ზედ თავზე ანგრევ!-ცრემლები მოეძალა ანასტასიას.
-დედა არ მინდა ცოლი! არ ვარ ამ უღლისათვის მზად! მირჩევნია წყნარად და მშვიდად ვიცხოვრო! მამაჩემი რატომ მაძალებს ცოლის შერთვას?! რა გინდათ ბოლობოლო?!!!
-მამაშენი ახლა გაცოფფებულია! სამსახურში იგვიანებ, უნივერსიტეტში ლექციებსაც აცდენდი, მთელ ფულს შტერ ქალებში ხარჯავ, სახლში კი ლამის საათბის მიხედვით დაიბარო! ასე თუ გააგრძელებ მექალთანე კი არა ცხოველი გერქმევა შვილო! უბრალოდ მამრობითი სქესი ტახი, ან მოზვერი!
-ჯანდაბაა!დედა საპირფარეშოში ავალ დ ცივ წყალს შევისხამ, თორემ ასათიანში გავხდები „გასაქცუნებელი“!-კიბეზე აბრაგუნდა ბიჭი.
-მამაშენს შენი გადამკიდე სჭირდება უკვე „გაქცუნება“!-დაუსისინა დედამ.
ქალი დაღლილი დაენარცხა დივანს, სასწრაფოდ მეუღლეს უნდა გასაუბრებოდა.
-ალო, გუბაზ! ამ დებილს ვერაფერი შევასმინე, შხამინი ხვლიკივითაა! ერთს ვეტყვი ათასს უკან მიბრუნებს! სად ვაპოვნინოთ ნამდვილი სიყვარული და მთელი ცხოვრების მეგზური ა?!
ყურმილში მამაკაცის დაძაბული ხმა გაისმა.
-ოხ ანასტასია! ქათამივით წავაწყვეტდი კისერს! მაგრამ ჩემი შვილია ეგ უბედური და რა ვქნა?!
-იქნებ კონტრაქტით ქორწინება შევთავაზო?-იჭვნეულად ჩაილაპარაკა დედამ.
-ეგ როგორ?!
-რა და ვიპოვი კარგ გოგოს, ვეტყვი რომ მხოლო ექვსი თვით იყვნენ ცოლ-ქმარი და უბრალო ფორმალური ქორწინება გააფაორმონ. სანაცვლოდ შენ ფირმას გადაუფორმებ.
-ეგ მე რა ხეირს მაძლევს ანასტასია?!!
-დიმიტრის ვეტყვი ვითომ შენ ეს არ იცი და მისი ნამდვილი შეყვარებული გგონია, იმ გოგოსაც თანხას გადავუხდი, ერთგავრი სამსახური იქნება.-აღფრთოვანდა ქალი.
-მერე მე რა ხეირი-მეთქი?!!!
-რა ჩერჩეტი ხარ! შეუყვარდება ის გოგო ექვს თვეში და აღარ დაშორდებიან !
- რა დარწმუნებული ხარ?!
-მომენდე, ისეთ გოგოს ავურჩევ ვინც თვითონვე ხიბლავს.
-ეგეთი გოგო არ არსებობს შექალო! თუ არსებობ მხოლოდ ერთი ღამის ფარგლებშია მოხიბლული.
-დამაცადე! ისე მოიქეცი როგორც მე ვიტყვი!
-კარგი.
ანასტასიამ ყურმილი გათიშა და დიმიტრისთან კიდევ ერთი გრძელი საუბრისათვის მოემზადა.
*************************************************************************************************************************

-სამსახური უნდა იპოვო ნინე!-ხმამაღლა დაიყვირა ქეთომ.
-არ გამომდის დედა!-ყვირილითვე უპასუხე ნინემ.
-ეცადე და გამოგივა!-ვულკანივით ამოიფრქვა ქეთევანი.-მამაშენს კინაღამ საქმე ჩაუვარდა, უამრავი ვალი აქვს! იტალია, დამოუკიდებლად ცხოვრება და მოგზაურობა თუ გინდა მაშინ ცოტა უნდა გაისარჯო ნინე! აიიჰ! გგონია ყველაფერი ასე იოლად მოდის?! ახალგაზრდა, ლამაზი და ჭკვიანი ხარ! შენთვის ყველა კარი ღიაა! გამოიყენე ეს შანსი ნინე, გამოიყენე!
-რა შანსი დედა?!-ხორბლისფერი მკლავები გაშალა ნინემ.-რა შანსი?! ციდან ცვივა ვაკანსიები?! ოცი წლის ვარ, გამოუცდელი და დაბნეული! -ხელისგულები ერთმანეს შემოჰკრა გოგომ.-დამთავრდა! აქ წყდება ჩემი აღწერა და ყველაფერი სრულდება ფრაზით : „მოვიფიქრებთ და თუ აგიყვანთ დაგირეკავთ.“ გაიგე?!-სხაპასხუპით მიაყარა ნინემ დედას. მწვანე ცეცხლი დაენთო თვალებში, შეღებილი წარბები რისხვით შეკრა, სპილენძისფრად აუევარდა მხრებზე ჩამოშლილი წითური დალალები.
-რა მოხდება ჩვენ, რომ არ გყავდეთ?! ნიტამ და ლუკამ გზა გაანეს, არადა შენზე უმცროსები არიან, შენც უნდა მიაღწიო რამეს ნინე. დროა უკვე დრო.-გადაქანცული ქალი სკამზე ჩამოჯდა. გოგონამ პირველად იგრძნო ქეთევანი მხრებზე აკიდეული ტვირთის სიმძიმე და დედა შეეცოდა. ზედმეტად ჭირვეულობდა, უფრო შემართებით უნდა ეცადა და წარუმატებლობის შემთხვევაში არ დანებებოდა.
-კაი დე,-მოეხვია დედას.-რამეს ვიზამ არ ინერვიულო, თუნდაც დამლაგებლად ვიმუშავებ. ხომ იცი, მე არ დავიკარგები!
-ჰო, შენნაირ პატარა ჭინკას რა დაკარგავს!-ჩაიცინა ქეთომ.
-აააიჰ! დედა ეს რა ლაპარაკია?!-თვალები გადმოკარკლა ნინემ.-როგორ შეიძლება ასეთ სენტიმენტალურ წუთებს, რომ აფუჭებ!
-კარგი, ნუ ქოთქოთებ თავი ამატკიე!-სკამიდან წამოფრინდა ქეთო.
-ყოჩაღ დედა! გამაოგნე! ყოჩააღ!-ტუჩის კუთხებიი ძირს დაუშვა გოგონამ.
-ნუ იმანჭები! მაიმუნს გავხარ პატარა ალქაჯო!-ლოყები დაუჩქმიტა და თმები აუჩეჩა დედამ შვილს.
-აი! ისევ ბრავო! ისე ხომ არ ვგავარ გაბუჩქულ კაქტუსს, მიდ აბა დამიმატე! მართლა ალქაჯს დამამსგავსე, ასე სამსახურში კი არა ჯოჯოხეთშიც არ შემიშვებენ!-ისევ ხელების ქნევას მოჰყვა გოგო.
-ოო, წავედი ნინე!-თვალები გადაატრიალა ქეთევანმა.
-შენ კი არა მე წავედი! სამსახური უნდა ვიპოვო!-არტისტულად შესძახა ნინემ და ჩორთით გავარდა დერეფანში.
-ღმერთო, ამას რამე უშველე რა!-ცოცხი გაიქნია დედამ.
***************************************************************************************************************************
ნინეს ამდენი ფიქრისაგან უკვე თავი სტკიოდა, მაგრამ მაინც ვერაფრით მოიფიქრა რისი გაკეთება შეიძლებოდა.
ნინე მართლა ძალიან ჭკვიანი გოგონა იყო, ცოთა დაბდურა თუმცა პუნქტუალური, შემოქმედებითი, მხიარული და დიპლომატიურად საუბარიც მშვენივრად ეხერხებოდა. თან გარეგნობა ხელს უწყობდა.
სამწუხაროდ, ჯერ არასრული განათლებით ვერსად დაიკვეხნიდა, არადა სამსახური ძალიან სჭირდებოდა, უკვე მართლა იყო მუშაობის დაწყებია და კარიერის აწყობი დრო.
-ჯანდაბა!!!-ამოიგმინა.-სად სიკვდილში წავიდე?! ვის რა ჯანდაბად ვუნდივარ?!
ბოლოს, გადაწყვიტა ისევ თავის ფეხებს მინდობოდა და ქუჩაში გაჭრილიყო სასეირნოდ, სუფთა ჰაერი გონებას გაუხსნიდა და გზადაგზა განცხადებებსაც შეავლებდა თვალს.
ღრმად ჩაისუნთქა, შავი კლასიკური შარვალი მაღალძირიან, შავ კედებზე ჩაიცვა, ზემოდან ნაცრისფერი, წარწერებიანი, გრძელმკლავინი მაისური გადაიცვა(საღამოობით გრილოდა ხოლმე) და „საქმეს“ მიაშურა.
ვინ იცის, ამჯერად სადღა მიიყვანდნენ თავისი დაკაწრულ-დაკბენილი ფეხები?!
*********************************************************************************
ანასტასიამ როგორც იქნა დაითანხმა დიმიტრი. ახლა მხოლოდ სარძლოს პოვნაღა დარჩა.
-აბა, მითხარი ვის იცნობ ისეთს კარგი გოგო, რომ იყოს და მასთან მხიარულად გრძნობდე თავს.-ხელები გაშალა მან.
-ნათიას, მარიშკას, სალის, ანას...
-ის ვისთანაც არ წოლილხარ!
-ნინეს.- სილუეტის ფანჯრიდან დანახვაზე დაუფიქრებლად წამოსცდა დიმიტრის.-არაა, მაგას არ ვიცნობ უბრალოდ... ვხედავ... ისა...
-ვინა ნინე?!-თვალები გაუბრწყინდა დედას.
-ნინე!-წამოიძახა დიმიტრიმ. კვლავ ფანჯარას მიაშტერდა.
-ჰო ნინე!-კვერი დაუკრა ანასტასიამ.
-არა არა დედა! ნინე!-კარი გამოაღო დიმიტრიმ და ქუჩაში ტაატით მოსეირნე ნინეს ჟღალლ თმებს ჰკიდა თვალი.
-დიმიტრი?!-გაოცებით იკითხა გოგომ.
-ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამიხარდა შენი ნახვა!-აღფრთოვანებით გადაეხვია გოგოს.
-რა?! აა! ჰა!-თვალები დაჭყიტა ნინემ. თან დიმიტრის ჩასძახა.-ნახევრად შიშველი მეხუტები რა სიკვდილი და ოხრობა გეტაკა ყველა ნეკნი, რომ გადამიმტვრიე?!
-დედაჩემი საცოლეს ეძებს ჩემთვის, სასწრაფოდ უნდა გაგიყვანო პერიმეტრიდან, თანაც მეც უნდა მოვშორდე თორემ ტვინი ყველა უჯრედიი მიკვდება. ვითომ ჩემთან შესახვედრად მოხვედი.
-და დედაშენს ვინ ვეგონები?!-ბრზაით ჩასჩურჩულა.
-ვინ და ვინც. სამაგიეროდ ჩემი ცოლობისაგან უსაფრთხო და დაცული იქნები.
-დედაშენი მაინც ვერ დამარწმუნებს.
-ცდები, მას იშვიათი ნიჭი აქვს.
სანამ კიდევ რამეს იტყოდნენ ანასტასია თავზე დაადგათ. დიალოგი მეტისმეტად სწრაფ რეჟიმში გაიმართა და ქალს არაფერი შეუმჩევია.
-დეეე, ნინე უნდა მოსულიყო და გავალთ ჩვენ კაი?!-გაიღრიჭა დიტო, ნინეს დასწვადა და ლამის გვეძე გაათრია.
-მოიცა, ეს რა ლამაზი გოგოა, დამაცადე გავიცნო. მოდი აქ შვილო!-ახლა ანასტასიამ გაქაჩა ნინე.
-დედა ჩვენ საქმე გვაქვს!-კბილებს შორის გამოსცრა დიტომ.
-ეგ საქმეები მოიცდის. თანაც შენთან ჩაცმულ გოგოს პირველად ვხედავ და დამაცადე.
-ისაა, ქალბატონო, საერთოდ მე სახლში მივდიოდი.-სუნთქვაშეეკრა ნინეს.
-სახელი გვარი და სად სწავლობ შვილო?
-ნინე ლიპარტელიანი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტიდან.
-გასაოცარია!-ტაში შემოჰკრა ქალმა. შემდეგ შემხტარი და დამფრთხალი ნინე დაატრიალა.-იდეალურია!-ისევ შეხტა გოგო.
-რა ხდება?!
-დიტოს ცოლი სჭირდება, ექვსი თვით! ხელს კონთრაქტს მოაწერ, ფიქტიურად იქნებით ცოლ-ქმარი და მერე გაცილდებით!-ჩამოურაკრაკა.
-არ მაწყობს! არ მინდა!-ხელები აიქნია და ადგილიდან წამოვაარდა ნინე.
-არაა გინდა!-იესვ დივანზე დაახეთქა ქალმა.
-მე სამსახური მინდა და არა გათხოვება ქალბატონო!
-ამაშიც გადაიგხდით ხელფასს!
-გასაყიდ ჯორს ვგევარ?!-დაიყვირა ნინემ.
-არა ნინე! ძალიან კარგ სარძლოს გევხარ! გადამარჩინე თორემ მამამისი მეც გამშორდება, ამასაც ქუჩაში გააგდებს და ჩვენი ოჯახი დაინგრევა.-თავი მოისაწყლა ანასტასიამ.
-რა მყიფე ყოფილა ოჯახი რომელიც სისულელის გამო ინგრევა!-ამაყად თქვა გოგომ.
-ასეთი გულცივი ნუ იქნები შვილო!
-არავარ თქვენი შვილი! ან საერთოდ რატომ მე?!
-შენ წესიერი გოგო ჩანხარ! დიტოს მოსწონხარ!
-დედა!
-ენა ჩაიგდე! ხმა გაიწყვიტე თრემ ენას ამოგადღლიზავ და საჯიჯგნად ღორებს მივუგდებ დიმიტრი!
-ქალბატონო!
-ნინე! დამთანხმდი!
-არ მინდა სახლში მივდივარ!-კატეგორიულად განაცხადა.
-მოგყვები! ამაზე შენს მშობლებს დაველაპარაკები!
-რას ლაპარაკობთ?! დეაჩემი დამკლავს! გამატყავებს!
-დაწყნარდი და გამიძეხი!-ხელით ანიშნა ქალმა გოგოს გასასვლელისაკენ.
დიმიტრიმ საწყლად აიქნია ხეები თავს ხევით ძალა არ მაქვსო და დაიღმიჭა.
ცოტა ხანში ნინე უკვე სახლშ მიდიოდა და თავი სულელურ მახეში ეგონა. ასეთ ბანალურ და იდიოტურ სიტუაციაში ჯერ არ ყოფილა. მსგავსი იდიოტობები ნეტავ კიდევ როდის ხდებოდა?!
*გარიგებით თუ გამათხოვეს მერე მექნება საქმე საცინლად! ეს ქალი მანიაკია და სახლში მიმყავს, დედა მომკლავს!“ გაუელვა თავში.
*******************************************************************************************************************************
ნინეს ოთახის კარი დედამ შეაღო.
-აბა! უთხარი, რომ მსგავსი დებილობა ჯერ არ მოგისმენია და გაუშვი არა?!-საწოლიდან წამოფრინდა ნინე.
-მე ძალიან მომეწონა ეს იდეა! მამაშენსაც დავურეკე და მითხრა ჩემ ფერია დაეკითხეთო!
-„მეღადავები“?-პირი დააღო გოგომ.
-არა! ექვსი თვე არაფერია! ფიქტიური ქორწინებაა! ცალ-ცალკე დაიძინებთ! გევალება სახსი ელემენტარული წესრიგი დაიცვა და სააგენტოს საქმეებში დაეხმარო. კარგი მეგობრობა გევალებათ სხვა არაფერი. მამაშენსა და ბიძაშენს ახლა უჭირთ ნინე! ფული სჭირდებათ1 ამ ქალის ქმარი ცნობილი კაცია დაგვეხმარება! თანხა ძალინ კოლოსალური იყო თუმცა თუ დათანხმდები იმის მინიმუმს აიღებ.
-დედა „შაყირობ“?! რომელი საუკუნეა?! ან რა ბანალურობაა?! კაი რა!
-ფსკერიდან ამოგვათრვს ეგ ბანალურობა!
-სამაგიეროდ ვიყიდები! განათხოვარი ვიქნები და უბედურის იარლიყს ამაკრავენ! ჩემი პრესტიჟი და სტასტუსი?!-დაიბუზღუნა გოგომ.
-ნინე არაფერს არ გაძალებ! დიმიტრი არ მოგწონს?!
-ეს სარფიანი გარიგებაა და მეტი არაფერი!
-გადაწყვეტილება შენეა ჩემო ლამაზო.
-ოოოფფფფჰჰჰჰ!
*****************************************************************************************************************************
აეროპორტში გრილოდა. უეცრად ბრბოში ერთი ყვითელი თავი გამოიკვეთა და გიჟივით გამოიქცა წითელი თმის გორგალისაკენ.
-ნინეეე! როგორ მომენატრე! უამრავი საჩუქარი ჩამოგიტანე!-ხარხარებდა მარიამი.
-წამოდი დროზე რაღაც უნდა მოგიყვე!-ტაქსისაკენ გაათრია ნინემ მარი.
******************************************************************************************************************************
-აი, ასე იყო. არ ვიცი რა ვქნა, თან თითქოს მინდა, თან უპრინციპოდ გამომდის.
-კაი რა!-ნინეს ოთახში ისხდნენ.-მაგარ ქორწილს გადიხდი, კარგად იქეიფებ, იცეკვებ გაერთობი! მეტი რა გინდა ნინე?! ჰო, რაღაც პონტში პროვინციულად ულზე დახარბებაა მაგრამ მამაშენს უჭირს. შანსი გაქვს!
-ალბათ.
****************************************************************************************************************************
კვირა საღამო იყო. ლიპარტელიანები მისაღებში შეკრებილიყვნენ.
-მოკლედ...-ამოიქშინა ნინემ.-რაღაც გადავწყვიტე...
ოთახში არსებული ჰაერიც კი დაამძიმა მოსალოდნელი პასუხის მოსმენისაგან გამოწვეულმა და დძაბულობამ.
-ზედმეტად ბევრი პრობლემა მექმნება ამ ნაბიჯის გადადგმისა. ყველაფერ ძვირფას და საკუთარ „მეს“ ფეხქვეშ გავთელავ. არ შემიძლია...
ქეთევანმა ამოიხრა, სიმწრით გაიცინა, თუმცა მაინც ცრემლა აუჭყვიალა თვალები.
-ჯანდაბა!-ჩაიბურტყუნა ნინემ.
აფროდიტას ბრალია(თავი მეექვსე)
-არა! არა! არა!!-ფრჩხილებს იკვნეტდა ნინე.-დაუჯერებელია! წარმოგიდგენია?! დედაშენიც და დეაჩემიც, ორივე ერთნაირად გაგიჟდა!-დიმიტრის სახლში იყვნენ. ბიჭი დივანზე გართხმულიყო, თავად ნინე კი ფეთიანივით სცემდა ბოლთას და გაურკვეველი სიტყვების კაკანით იყო გატაცებული.
-ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს საიდან მოაფიქრდათ!-დაოცებას ვერ მალავდა დიტოც.
-კიდევ კარგი არ დავთანხმდი! ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! მსგავსი სისულელე როგორ წარმოიდგინეს?! მე და შენ ცოლ-ქმარი? ჯერ მე ცოლი და შენ ქმარი, მერე მე შენი ცოლი და შენ ჩემი ქმარი, ახლა ჩვენ ერთმანეთის ცოლ-ქმარი!-ციებცხელებიანივით შეჰყვირა და ხელები ერთმანეთს შემოკრა გოგონამ. დიტოს ცოტა არ იყო შეეშინდა, ჭკუიდან არ გადავიდეს და ყელი არ გამომღადროსო.
-დამშვიდდი ნინე.-შეშფოთებით თქვა დიმიტრიმ.
-ეს ხომ ერთმანეთისაგან ძალიან შორს მყოფი ცნებებია?!-თავისას არ იშლიდა ნინე, არც უსმენდა დიტოს ისე მიერეკებოდა სათქმელს.
-რაც მთავარია არაფერი მომხდარა! დაწყნარდი ახლა!-მხრებში ხელი ჩაავლო ბიჭმა.
-ჯერ-ჯერობით არაფერი მომხდარა, მაგრამ მერე?!-არ ჩუმდებოდა გოგო.
-რაც არ ყოფილა იმაზე ნერვიულობით თავს ნუ მოიკლავ.
-ეს რას ნიშნავს?!
-თუ არ გაჩერდებიან საერთოდ გადაგმალავ, ქვეყნიდან გაგიყვან.-დაუფიქებლად წამოაყრანტალა დიტომ.
-ჰააჰ! ბრავო! ყოჩაღ! ზევს გტყორცნა ეს იდეა?! პირდაპირ თავში გთქვიფა ხო?!-სარკასტულად დასცინა ნინემ.
-რა იყო?! თუ სხვა გზას არ დაგვიტოვებენ უკან არაფერზე დავიხევ!
-ექვთვიანი ქორწინების სანაცვლოდ ფულის აღება უნამუსობა მგონია და შენს მიერ უცხოეთში გადამალვაზე დაგთანხმდები?! რა ჭკვიანი ხარ დიმიტრი! მაოცებ პირდაპირ!-მთელი მიმიკათა კალეიდოსკოპი გადაეშალა სახეზე გოგონას.
-აბა რა ვქნათ?! არ მინდა შენი ცოლად მოყვანა!-წამებულივით შესძახა ბიჭმა.
ნინემ გამანადგურებელი მზერა მიაპყრო. დაახლოებით:“ეხლა კედელზე შემოგალეწებ“ ქვეტექსტს, რომ შეიცავდა აი ისეთი.
-რას მელაპარაკები?! ცხელი რძე არ გინდა?! მე ხომ რას ამბობ, თვალი მიფრიალებს დიმიტრის ცოლი გავხდე, რაღა მომკლავს-მეთქი!
-არა, შენ არაფერ შუაში ხარ ნინე, უბრალოდ მინდა ოჯახი ქორწინებით შევქმნა და არა კონტრაქტებით! თანაც მაშინ, როცა ამითვის მორალურად მზად ვიქნები!-საწყლად თქვა მან.
-მეც ასევე, თუმცა ხომ ხედავ, რამდენი სისულელე ხდება ამ ქვეყნად, თავი „გარიგებაში“ მგონია.
წამში სახლის კარი გაიღო და იატაკის ფილებზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის რაკუნი გაისმა. დიტომ დაუფიქრებლად სტაცა ნინეს ხელი, წინ „წაიგდო“ და უბოდიშოდ შეტენა საკუჭნაოში.
-რას აკეთებ არანორმალურო, ტვინი საერთოდ აღარ გაქვს?!-აწიკვინდა ნინე.
-დამაცადე, სავარაუდოდ დედაჩემი მოვიდა თავის კრუელათა საბჭოთი და მოდი ნუღარ დავენახვებით ერთად, ისედაც საფრთხეში ვართ.
-დიმიტრიიი!-ხმამაღლა დაუძახა ანასტასიამ.
-დიმიტრიი!
-ეეე, -ჩაიდუდღუნა ნინემ.-მოიცა, ეს ხომ...
-ვიცი, დედაშენი ხმაა მოკეტე!-აღარ დაამთავრებინა დიმიტრიმ.
-აქ მოგვაკითხეს, გამიშვი და ქეთოს მოვკლავ, უეჭველად მოვკლავ!-ასხმარტალდა გოგო.
-მოკეტე და ნუ ფართხალებ წყლიდან ამოგდებული ქორჭილასავით!-პირზე ხელი ააფარა ბიჭმა.-დაიცადე მოვუსმინოთ!
-ჰოო, კარგი, ოღონდ ეგ ძუნძგლიანი თითი გაწიე!-შეუღრინა ნინემ.
-ანუ მარტო ვართ?!-მზაკვრულად ჩაილაპარაკა ანასტასიამ.
-მგონი კი.-დაეთანხმა ქეთევანი.
-რანაირად ლაპარაკობენ, საყვარლები ხომ არ არიან ესენი?!-გაოცდა ნინე.
-სულ გააფრინე ხო?! გაჩუმდი ერთი წამით!
-დაუჯერებელია, რა ადვილად მოტყუვდა ორივე!-ჩაიქირქილა ანასტასიამ.
-აბა, თან ნინე ლამის ისტერიკებში ჩამივარდა!-თავის კანტურით მიუგო ქეთომ.
-არადა, რა ქორწილი, რის ქორწილი! როგორ დაიჯერეს, რომ მსგავს სისულელეს რეალობად ვაქცევდი! დებილურ სერიალში ხომ არ ვართ! უბრალოდ დარწმუნებული ვიყავი, რომ ნუგზრთან საუბრისას დიტო მისმენდა და ამიტომ მაქსიმალურად დამაჯერებელი ვიყავი, ჩემ ქმარს კი რომ არ მოგატყუო დიდად არ აინტერესებ მაგისი ყეყეჩი შვილი რას იზმას, დაოჯახდება თუ ჩამოახრჩობენ! ისეთებს აკეთებდა, რომ უკვე ხელი ჰქონდა აღებული მაგის საქმეებზე.-სხაპასხუპით არაკრაკებდა ქალი.
ნინეს და დიმიტრის ლამი თვალები გადმოსვივდათ. ვიწრო, ჩაბნელებულ საკუჭნაოში, ერთმანეთზე „გადაფსკვნილები“, მიჯრით იდგნენ, თითქოს ვიღაცას მისხალ-მისხალ ჩაუყებნებიაო მწკრივში. ყურების ნახევარი გარეთ დაეტოვებინათ და ყბაჩამოვარდნილები იცქირებოდნენ ღრიჭოდან.
სნამა ნინე სულისშემძვრელად დაიკივლებდა, მანამდე მოასწრო დიტო მისთვისისევ პირზე ხელიშ დაფარება და საშინელი, „მდუმარე“ ისტერიკის ჩახშობა.
-აა.... ვა... და..მ,მმ..-მოგუდულ ბგერებს გამოსცემდა გოგონა.
-მაგრამ ნინე რატომთა შემიშინე! სახლმდე რისთვის გამოჰყევი ადამიანო?!-კვლავ გაეცინა ქეთევანს.
-ლიპარტელიანიო, გვარი, რომ გავიგე შენ და ოთარი გამახსენდით, სახელიც მეცნო, მაგრამ თმის ფერმა დამაეჭვა და მეთქი წავალ, იქნებ სტუდენტობის დაქალს შვეხვდე-მეთქი!-მხრებზე ხელი ჩამოადო ანასტასიამ.
-ეს, რომ გაგვიგონ მოგვკლავენ! პირადად მე ნინე გამატყავებს და სანდლებს შეიკერავს!
-თამაშიდან ნელ-ნელა უნდა გამოვიდეთ, ისე, რომ ვერ მიხვდნენ.
-ნუ გეშინია, ვიზამთ რამეს!-თავი დაუქნია ქეთომ.
-გამიშვი! უნდა მოვკლა!-დაიღრიალა განთავისუფლებულმა ნინემ. დიმიტრის თავი დააღწია, კარში გასხლტა და შურდულივით გაიჭრა მისაღებში.
-დედაა!-ატომური, მასობრივი გამანადგურებელი იარაღის ხმა ქონდა გოგოს.
-ნინე!-ჭიქა ხელიდან გაუცურდა ქალს.
-რაღაცაზე უნდა დაგელაპარაკოთ! კერძოდ კი იმაზე, რომ...
-დაქორწინება ხვალვე გვინდა!-დაასრულა აქოშინებულმა დიმიტრიმ.
-რას...-წამოიწყო ნინემ, თუმცა ბიჭმა აღარ აცადა, მხრებში დასწვდა მკლავები დაუჭირა და აკოცა.
ამჯერად ანასტასიასაც გაუვარდა ჭიქა.
-ძალიან გვიყვარს ერთმანეთი ვერ მოვიცდით!
-შენ ხომ არ გააფრინე?!-დასჭყივლა გოგომ.
-აი ხო ხედავთ! დედა, ხვალვე მხოლოდ ოჯახები დასწრონ ცერემონიას!
-რაა?!-ერთდროულად შესძახეს დედებმა.
სწორედ ამ დროს მოასწრო დიმიტრიმ ნინესათვის თვალი ჩაკვრა.
-რაც გაიგონეთ. ჩვენც ვიცით რა ცუდად ხუმრობთ! არადა გვეგონა სიმართლეს ამბობდით! ნინე მართლა მიყვარს.-მკაცრად მოუჭრათ ბიჭმა. გოგოსაც ენა ჩაუვარდა. დიმიტრის აღარ უყოყმანია, სულ თრევით გაიყვანა გოგო დერეფანში.
-დამაცადე! არ იწივლო, რაღაც უნდა გითხრა!
რა ილაპარაკეს დერეფანში უცნობია, მაგრამ ნინე დამშვიდებული გამოვიდა სახლიდნ. სახეზე კი ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა.
****************************************************************************************************************************
პ.ს მაპატიეთ თავის სიმცირისათვის, მაგრამ აქ სოპეციალურად გავწყვიტე. შემდეგ თავში საოცრება გელოდებათ!ეს იმისთვისაა, რომ მეხუთე თავის გაუგებრობა და ბანალურობა აღმოვფხვრათ. მიყვარხართ. იმედია მკითხველს არ ვკარგავ და კომენტაებში საკუთარ აზრს გამიზიარებთ, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია!



აფროდიტას ბრალია(თავი მეშვიდე, პირველი ნაწილის დასასრული)
-მგონი ძალინ დიდ შეცდომას ვუშვებთ დიმიტრი.-შეწუხებული სახით თქვა ნინემ.
-შეიძლება ცოტა ვერ ვართ, მაგრამ ის რაც მათ გაგვიკეთეს დაუსჯელი არ დარჩება, ეს დაუშვებელია ნინე!-ამოიოხრა დიტომ.
-კარგი, თუმცა როგორ უნდა გენდო, როცა შენს გეგმას წესიერად არ მეუბნები!-ხელები გაშალა გოგომ.-ქორწილის ჩაშლას როგორ აპირებ დიმიტრი? ყველაფერს ბუნდოვნად მიხსნი! ქარაგმებით მელაპარაკები!
-ნინე! დაწყნარდი, რომ გითხრა ბოლო წამს გადაიფიქრებ!
-ასეთი რა საშინელების ჩადენას აპირებ, რომ არ შეგიძლია გამანდო, მშიშარა გგონივარ?!-წამოენთო ნინე.
-ნუ აპილპილდი! არაფერ ცუდს არ ვაკეთებ! უბრალოდ შენი ემოციურობა უკანა პლანზე გადასწიე და ცივი გონებით მიუდექი საქმეს!-თვალები გადაატრიალა დიმიტრიმ.
-არ შემიძლია!-კატეგორიულად გამოაცხადა გოგონამ.
-ჰოდა სწორედ მაგიტომ ვერაფერს გაიგებ! უბრალოდ მომენდე, დინებას მიჰყევი და ნახავ რაც მოხდება.-დარწმუნებით უთხრა ბიჭმა.
-რომ არ გამოვიდეს?!-თვალები გადმოკარკლა ნინემ.-რომ ვერ ჩაშალო და მართლა მოგვიწიოს დაოჯახება?!
-მაშინ ვეცდები კარგი ქმარი ვიყო!-გაეცინა დიტოს.
ნინემ „თავი რამეს ხომ არ ხეთქე? „ თვალებით შეხედა.
-შნე ხომ არ გინდა პირდაპირ ყბაში მოგდო?! გგონია რადგან გოგო ვარ არ შემიძლია სიფათში გლეწო და ამიტომ მბრძანებლობ?!-ყბა მოექცა ნინეს.
-ჯანდაბა! სერიოზულად ნუ იღებ ყველაფერს! ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გამოპრანჭვა, თაიგულის დაკავება და ჩემ ბაღში მოსვლა გევალება.
-შევრცხვებით!-ფრჩხილი წაიკვნიტა.-მარიამი ტყავს გამაცლის, კატოკით გადამივლის!
-არ შევრცხვებით, ამ ჩაშლილ ქორწინებაზე მამაჩემს, მამაშენს, დედაშენსა და დედაჩემს ეცოდინებათ. კიდევ რეგისტრატორს, რომელსაც სავარაუდოდ ვეღარასოდეს შევხვდებით. მარიამი კი ნამდვილ, ბედნიერ ქორწილში დაპატიჟე, გჭირდება ამ თეტრალურ წარმოდგენაში მისი გარევა და ტყუილად აცუნდრუკება?!
-მაგრამ, მამაშენი რას იფიქრებს?! რა კლოუნადას ვაწყობთ!-ისევ ანერვიულდა გოგო.
-მამაჩემი მართლა ასეთი ტირანი კი არ არის როგორადაც დედაჩემი ნათლავს. სახლიდან გამომაბრძანა, მაგრამ იმიტომ არა, რომ ვერ მიტანდა, არამედ იმ გოგოების ხილვა არ სურდა და ბიძაჩემს დახმარება სთხოვა. მას არ უნდა პრესთიჟი შეელახოს და ჩემს სახელზეც ზრუნავს. დედაჩემმა გადაამლაშა.-კვლავ თვალების ტრიალი დაიწყო დიმიტრიმ.
-კიდევ კარგი, თორემ მიკვირდა ის კაცი თვითონ ამ ჩერჩეტისხელა არ ყოფილა თუ ქალები არ მოსწონს მეთქი!
-ნინე!-შეჰყვირა ბიჭმა.
-კარგი ჰო! ვიხუმრე რა იყო?! ბოდიში!-ცხვირი აიბზუა ნინემ.
-შენები რას შვრებიან?! თანხის მხრივ პრობლემები აქვთ?!-ცხვირი ღრმააზროვნად მოიფხანა დიტომ.
-არა. მამამ ეგ პრობლემა უკვე მოაგვარა, დედაჩემიც აზვიადებდა.
-არ გეწყინოს, მაგრამ ორივეს მშობელი დედები გიჟები არიან!
-რა უნდა მეწყინოს?! თვალები ამომწვარი კი არ მაქვს ან ყურები ქვიშით ამოვსებული?!
-ისე რა გინდა, ერთი დღით გადავწიეთ ქორწილი. მომზადება მაინც დაგვჭირდა.
-ისეთი გახარებული ვარ ლამის ბედნიერებისაგან კბილები ჩავიმსხვრიო. მაინც, ღიმილით პირი, რომ არ გამეხეს და ტუჩების მოკუმვის მიზეზი მქონდეს.-კბილები დაკრიჭა ნინემ. მერე კი დაამატა.-თუმცა მაინც არ მესმის, ამის ასახსნელად ტუალეტში რატომ შემომიყვანე?!
-იმიტომ, რომ აქედან ხმა არ გადის, სხვაგან გულგახეთქილი ანასტასია და ქეთევანი დაგვდევენ!-ამოიგმინა.
-ნუ ყვირი, ყრუ კი არა ვარ!-დაიღრინა.- შენი აზრით რამეს ხვდებიან?!
-ვერა, რომ ხვდებოდნენ არ ინერვიულებდნენ და სიცილ-სიცილით აქეთ გადაგვიყვანდნენ ჭკუიდან!
-ჰო, ეგ მართალია, ვერ შეგედავები, ამსეთ საკითხებში ბადალი არ ჰყავთ.-უცებ სახეზე შეშფოთება გამოეხატა:-მოიცა, თუ აქედან ხმა არ გადის, ვინ იცის რას ფიქრობენ?! რა სიკვდილი უნდა გვინდოდეს ტუალეტში?!
-სამაგიეროდ ფანჯარაა ნინე და სიმშვიდეა, ესეიგი მაგ ფანჯარაში მაგათ სილუეტებს ვხედავ და დარწმუნებული ვარ ჩვენ მშვიდ საუბარს თვალს ადევნებენ, თორემ აქამდე მიწაში ჩაგვდებდნენ და გვამის ამოთხრასაც მოასწრებდნენ ხელმეორედ დასაძიძგნად.-მშვიდად მიუგო დიმიტრიმ.-აი, ახლა წავიდენ.
-მგონი ჯობია გავიდეთ.
-აჰამ.
ჯერ დიმიტრი გასხლტა კარში, შემდგე კი ნინე მიჰყვა და ქეთოს ზედ შეასკდა.
-დედა! გამიხეთქე თავი!
-რას აკეთებდით ?!
-ვსაუბრობდით.
-ტუალეტში?!-წარბი აძგიბა ქეთომ.
-შენ რას აკეთებდი?!
-საქმე მქონდა.
-ტუალეტის კართან?!-ნიშნისმოგებით უთხრა ნინემ.
*********************************************************************************************************************************
კვირა დილა მზიანი გათენდა. ნინე ძლისვ წამოზლაზნა საწოლიდან დ ფანჯარაში გაიჭყიტა. „დღეს ვთხოვდები“, გაიფიქრა მან. თავი ისე გააქნია თთქოს ამ აზრის გონებიდან გამოფერთხვა სურდა.
დიმიტრის გამოგზავნილი კაბა სრული საშინელება აღმოჩნდა. მართალია მაქმანები, ორნამენტები, შიფონის თხელი ქსოვილიდა მარგალიტები ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთეს, სამაგიეროდ ამ ოთხ(ხუთ)კაციანი ქორწილისათვის შეუფერებელი იყო და საშინელი კორსეტი ჰქონდა. ნინე დიდი გაჭირვებით გაეკვეხა კაბაში. რაღათქმაუნდა მას შემდეგ რაც დედამ მაკიაჟით (მისი სიტყვების ციტირებაა) გაგლისა და შეარემონტა.
-რა ლამაზად გამოიყურები შვილო, მაგრამ ძალიან ჩქარობთ!
-კი მზეთუნახავს ვგავარ პირდაპირ, უბრალოდ მკერდის დეკოლტეში ჩატენვა, რომ არ დამჭირვებოდა უფრო უკეთესი იქნებოდა.-თემის შესაცვლელად აჯუჯღუნდა გოგონა.
-ნუ ჭიჭყინებ!-ცხვირზე თითი წაჰკრა ქალმა.
-ფრთხილად, ტონალურით შებათქაშებული ლოყა არ ჩამომგლიჯო!-ენა გამოუყო გოგომ.
მალე საათის ისრები საბედისწერო დროს მიუახლოვდ, ნინემ დაიგმინა და დიმიტრისთან გაეშურა, რათა მისთვის ხელკავი გამოედო და იმ ბუჩქების გავლით, მენაბდეს სახლის ბაღში შესულიყო. იქ სადაც რეგისტრატორი ელოდა.
„დიმიტრის გეგმამ რომ არ გაჭრას?!“
გული გადუქანდა მას.
„რომ არ გამოვიდეს.“
პასუხივით გაიჟღერა მის თავში.
*********************************************************************************************************************************
-დროზე განახორციელე ეგ შენი წყეული გეგმა თორემ იმ პატარა აუზში ჩაგახრჩობ და მკვდარს მაგ პეპელა-ჰალსტუხზე დაგკიდებ ფეხებით, მერე კი შენი მოთრეული დამპალი კაბის კორსეტს ჩამოგაცმევ თავზე, რომ გარდაცვლილს ძარღვები დაგისკდეს და გალურჯდე!-დაუსისინა ნინემ დიმიტრის.
-ცოტაც მოიცადე...
-უკვე თითქმის დავფარეთ გზა იდიოტო!
-ნუ იგესლები! შხამში არ ჩაიხრჩო!-შესცინა ბიჭმა.
-მე არ მეხუმრება!
-კარგი გაიმეორე რასაც გეტყვი:დედა, ჩვენც შესანიშნავად გამოგვდის ტყუილი, ყველას სასიამოვნო დღეს გისურვებთ!“
ნინემ თუთიყუშივით გაიმეორა სიტყვები.
-ახლა კი სამ თვლაზე ხმამაღლა ჩემთან ერთად თქვი.
-რა?!
-მიდი!
-კაიი!
-ერთი, ორი სამი! მიდი!
-დედა, ჩვენც შესანიშნავად გამოგვდის ტყუილი, ყველას სასიამოვნო დღეს გისურვებთ!-ერტხმად დაიძახა ნეფე-პატარძალმა.
წამით ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა ჭრიჭინას ჭრიჭინი ისმოდა.
რეგიტრატოს ყბა ქვეყნნის ეკონომიკური მდგომარობასავით მოენგრა.
ნამდვილად ისტორიაში ჩასადღაბნ ფაქტს შეესწრო.
-ახლა კი გაიქეცი!-შეუძახ დიმიტრიმ და ნინეც ადგილს მოსწყდა. ორივე აწყვეტილი მიქროდა და ქუჩისაკენ ჰქონდათ გეზი აღებული.
სანამ პირდაღებული მშობლები გაკიდებას მოასწრებდნენ, მანამ ისროლა ნინემ ყვავლების თაიგული მხარუკუღმა. თან მიაძახთ:
-ადამიანის გაცურება ასე უნდა! გვიყურეთ და სიწავლეთ!
დიმიტრი ახითხითდა და უცერემონიოდ შეტენა ნინე წინასწარ გამზადებულ ტაქსში.
-სწრაფად! სადაც გითხარით იქ წაგვიყვანეთ!
-არა, გაქცეული პატარძალი, სიძე, მეჯვარეებიც კი მინახავს, მაგრამ საკუთარი ქორწილიდან გამოქცეული ნეფე-დედოფალი არასოდეს შემხვედრია!-გაოცდა მძღოლი.
-ჩვენ უნიკლაური შემთხვევა ვართ! ძალიან გთხოვთ დაუჩქარეთ!-შეხვეწა ნინე.
ცოტა ხანში, რამდენიმე ჩიხიდან გამომძვრალი მძღოლი უკვე ღია ტრასაზე მიქროდა და ოთხასოცდამეათე ისტორია ყვებოდა.
*****************************************************************************************************************************
ის, რაც მალვაში მყოფ ხიზნებს შეემთხვათ, მოგვიანებით მოგითხრობთ. სამაგიეროდ ვიცით, რომ მშობლებმა ლამის მუხლებზე შემდგრებმა შესთხოვეს დაბრუნება. ეს ამბავი მიწყნარდა და მალე თითქოს ყველას გადაავიწყდა.
ანუ უფრო სწორად, თითქმის ყველას.
*********************************************************************************************************************************
-დიმიტრი, იმედია ხვდები, რომ ჩვენი გზები გაიყოფა.
-ეგ რას ნიშნავს ნინე?!
-მე გერმანიაში წავალ.
-რატომ?!
-აღარ მინდა აქ ვიყო.
-მე გამირბიხარ?!
-არა, შენ ვერ გაგექცევი, შენ ხომ მხოლოდ...
-მხოლო რა?!
-მხლოდ ნაცნობი ხარ.
-არც მეგობარი?!
-ჯერ არა. არამგონია ოდესმე გახდე.
*********************************************************************************************************************************
3 თვის შემდეგ:
-ნინე?!-შესძახა დიმიტრიმ.
-დიმიტრი?!-გამოიქცა ნინე.
-არ წახვედი?!-გაუკვირდა ბიჭს.
-არა, სამაგიეროდ შენ წახვედი.-ხმაში წყენა გაერია გოგოს.
-ჰო, მე შენგან გავიქეცი.
-რატომ?!
-იმიტომ, რომ ივლისის ერთ დღეს, საშინლად ცხელ და დახრუკულ დღეს ჩემს ცხოვრებაში, ჩემს სახლშ შემოიჭერი კატასრტრროფავ, შემოიჭრი პირდაპირი და გადატანითი მნითვნელობით. ქარიშხალი დაატრიალე და თავდაყირა დამიყენე. მერე სუპერმარკეტში გამლანძღე ჩემი ტყუილისათვის, მერე ისევ უბოდიშოდ შემოეხეტე, კარები ჩამომიღე და მღვდლის მოწაფედ გამომაცხადე. დედაჩემმს კინაღამ ვემსხვერპლეთ, ლამის ვიქორწინთ, ერთად გავიქეცით და მერე მომისროლე.
-დიტო, მე...
-დამასრულებინე! ის რასაც შენ ქმნი ნინე, ის რასაც შენ ქმნი მჭირდება. შენი შეცდომებით გამოწვეულ ნგრევაას დიდი მშენებლობა მოყვება. თითქოს ყველაფერს აფუჭებ, არადა ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლი. ნეგატივით პოზიტივი მოგაქვს, დასასრულს დასაწყისად გარდაქმნი. შეგიძლია შენი წამოსროლილი სისულელით ლაპარაკის ხასიეთზე მომიყვანო, თუ ფეხი დაგიცდება საშუალებას მაძლევ დაგიჭირო, თუ ისტერკაში ხარ ამით შენი კოცნით გაჩუმებისაკენ მიბიძგებ.
-მოიცადე, დიმიტრი...
-დამაცადე! მიყვარს როცა ფილოსოფოსებ, საუბარს არ მაცდი და სიტყვაში მეჩრები, როცა შენს მსოფლმხედველობას თავზე მახვევ და რაიმეს მიმტკიცებ. თითქოს სიცოცხლის ხალისს მინბრუნებ, თითქოს ნგრევა მოგაქვს, ყველა პრინციპს თავზე ამასხვრევ და ამით ახალ, დიდებულ შენობას აგებ. ძალიან ძალიან მომწონხარ ნინე! მინდა, რომ შენი პასუხით დასასრული გააგრძელო და დასაწყისი მომცე. ან იმედგაცრუების ან ბედნიერების. მინდა დასაწყისად იქცე!-ემოციურად დაასრულა დიტომ.
-ეს შენით მოიფიქრე თუ?!-გაეხუმრა ნინე.-მართლა დიდი მადლობა მაგრამ მე არ გეტყვი!
-რა?!-ფერი წაუვიდა დიტოს?!-რას არ მეტყვი?!
-უნდა გამოიცნო.-თავმომწონედ შესძახა გოგო.-მოვლენები ერთმანეთს დაუკავშირე და მიხვდები რამეს ვგრძნობ თუ არა.
-სულ გაგიჟდი!
-რა ჩემი ბრალია თუ კარი შემეშალა?!-გაეცინა ნინეს.
-აბა ვისი ბრალია?!-ტუჩის კუთხეში გაუკრთა ღმილი დიტოსაც, თითქოს პასუხი ფსკერიდან ამოუტივტივდაო.
-ჰმმ..-ჩაფიქრდა გოგო.-ეს ყველაფერ აფროდიტას ბრალია!-ეშმაკურად გაიცინა კვლავ.
-ეგ ჩემი პასუხია, მაშინ გითხარი როცა..
-როცა... გაიხსენე!
-ოჰ, ნინე! რათქმაუნდა, აფროდიტა, რომ არა ვის მოეწონებოდი შენ! თავწითელა გიჟო!
-რათქმაუნდა, აფროდიატა, რომ არა როგორ შეძლებდი ასეთი მაღალფარდოვანი სიტყვებით აზრის ჩამოყალიბებას?!-ვალში არ დარჩა ნინე.
-ისევ ციანიდივით შხამიანი ხარ!
-ისევ შემომთავაზებ შენი მოწამვლა თუ მენდომება ენა მოვიჭრა და წყალში ჩაგიგდო?!-მოაგონდა გოგოს.
-ალბათ.-წარბები ასწია დიტომ. მოგონებების მორევი დატრიალდა და ერთი წუთით ორივე ჩანთქა.
-წავედი, და სამ დღეს გაძლევ საფიქრელად!
-ერთი წუთით!-დიმიტრი მკლავში სწვდა და აკოცა. ამბორი ხანმოკლე მაგრამ მწველი გამოდგა, ნინეს კი ლოყები აუჭრხლდა.
-ახლა უფრო უკეთსად ვიფიქრებ!-მზაკვრული ღიმილი გადაეფინა დიმიტრის.
ნინემ სიცილით დატოვა იქაურობა.
**********************************************************************************************************************
შეიძლება ნინე და დიმიტრი ხუმრობნდენ, მაგრამ ამ სამყაროში არაფერი ხდება უმიზეზოდ. ქვეყნად მართლა არსებობს რეალობა, სისასტიკე, მეცნიერება და მცირე დოზით მაგიაც. სასწაულებისა და ჯადოსნობის დაჯერება არდაჯერება ჩვენს სურვილებს ემყარება. თვალს დავიბრმავებთ, ყურს დავიყრუებთ და გვერდს ავუვლით, თუმცა მაინც წინ შეგვეჩეხება, ახსნას მოვუძებნით დამთხვევებს და არავითარ შემთხვევაში არ ვირწმუნებთ იმას რაც ჩხვირწინ გვაქვს.
ჯადოქრობას.
ოღონდ იცოდეთ, როცა ორი ადამიანის ურთიერთობა ასე პარანორმალურად, კატასტროფულად, რომანტიულად და კომიკურად ვითარდება, მაშინ ყველაფერი მეცნიერების, დამთხვევების, უიღბლობისა და მოუხერხებლობის კი არა აფროდიტას ბრალია.
ამ ისტორია კი გიყვებით უცნობი, თუმცა ძალიან ნაცნობი ვინმე.
ყველას გისურვებთ იმას, რაც სინამდვილეში აფროდიტას ბრალია.
*****************************************************************************************************************აფროდიტას ბრალია (ნაწილი მეორე, სრულად)
ეს არის გაგრძელება იმ ამბავისა, რომელიც ზაფხულის ერთ გადახრუკულ დღეს დაიწყო (პ)არანორმალურად. დიახ, არ მოგესმათ, (პ) ა რ ა ნ ო რ მ ა ლ უ რ ა დ!
***************************************************************************************************************************
ნინე სავარძელზე გაწოლილიყო და ნაძვისფერი თვალებით თეთრ ჭერს შესცქეროდა.
დიმიტრის დაბრუნებამ მთლიანად აურია თავგზა. მისთვის მიცემულ პირობას პირნათლად ასრულებდა და დაბარებულივით ფიქრობდა ამ ყველაფერზე გამუდმებით.
შეიძლება ზაფხულში ძალიან კი იწელებოდა, თუმცა მათ შორის მართლაც გაჩნდა რაღაც კავშირი, ისეთი, რომლის გაწყვეტა ან დაიგნორება წარმოუდგენლად რთულ დილემას მიეკუთვნებოდა. არ არსებობდა გამოსავალი იმ ჩიხიდან, რომელშიც ნინეს გონება აღმოჩნდა. დიმიტრი ჯერ კიდევ კარის ზღურბლზე გადაბიჯებისას გახდა მისი ინტერესის ობიექტი, არსებულმა მოვლენებმა უბრალოდ გაამძაფრა მათი გრძნობები და ბოლოს ისე აღმოჩნდა, თითქოს დიმიტრის სახლში შევარდნამ უცნაურ ჯაჭვურ რეაქციას დაუდო სათავე. ეს ნაპერწკალს ჰგავდა. გაღვივდა, გახელდა, აალდა და ბოლოს ისეთი კოცონი ააბრიალა, რომ მისი გაუვნებელყოფა წარმოუდგენელი გახდა და ამ კოცონმა თავისი მხურვალებით თავად მათზეც უარყოფითად იმოქმედა.
ნინე ისე შეშინდა საერთოდ ჩამოშორდა დიმიტრის.
კიდევ კარგი, ბიჭს მაინც ეყო საკმარისი ჭკუა.
გადაწყვეტილება კი მაინც გოგონას უნდა მიეღო.
*********************************************************************************************************************************კიდევ კარგი, საქმეში ისევ აფროდიტა ჩაერია.
*********************************************************************************
3 თვის წინ:
22 აგვისტო; ნინესა და დიმიტრის ქორწილის დღე; შუადღის ორი საათი:
-მგონი გადავრჩით.-შვებით ამოისუნთქა დიმიტრიმ.
ტაქსი უკვე გაშლილ ტრასაზე მიქროდა, ირგვლივ მხოლოდ მწვანე ველ-მინდვრები ჩანდა, ცა ლილაქვასფერ საღებავში გახსნილი რძისფერი იყო და გუმბათივით ჩამომხობოდათ თავზე, რაც ერთგვარ კლაუსტოფობიას იწვევდა ჯერ კიდევ სიმწრით აქოშინებული ნეფე-პატარძლისათვის. მზე აცხუნებდა, მისი სხივები ბრინჯაოსფერ ათინათად ტყდებოდა ნინეს ჩიტის ბუდესავით დაკოსებულ ვარცხნილობაზე და მხრებზე ჰარმონიულად ეფინებოდა ოქროსფრად აციმციმებული თმის სვეტი. დიმიტრის პერანგის მოღეღილი საყელოდან გაწითლებული კისერი მოუჩანდა, სმოკინგიც შეეხსნა და მუქ კარამელისფერ ქოჩორზე მონოტონურად ისვამდა ხელს.
-იმედია არ გამოგვყვნენ.-ეჭვისთვალით გაიჭყიტა ნინემ ფანჯარაში.
-არა მგონია.-ხელი ჩაიქნია დიომ.-მეტი საქმე არ აქვთ ჩვენ გვსდიონ. ალბათ ფიქრობენ, რომ მალე გადაგვივლის. მათ ხომ ისედაც იციან ჩვენი ამბავი, საერთოდაც საკუთარმა ოჯახებმა, ჩვენივე მშობლებმა გვიბიძგეს ამ კლოუნადის მოწყობისაკენ, დაგენიძლავები ახლა მამები მაგრად ხარხარებენ, დედები კი ალბათ ცოფებს ყრიან.-მხიარულად შესძახა ბიჭმა და ხელ-ფეხი გაშალა, რბილ სავარძელზე კომფორტულად მოეწყო და ჰორიზონტზე გადაჭიმულ ვრცელ სანახაობას მიაპყრო მზერა.
-ეგ არ გამახსენო.-ცხენივით დაიფრუტუნა გოგონამ და თვალები გველივით გაუმწვანდა.
მათი საუბრის მოსმენისას, თვალწინ ორი პროტესტანტი დაგიდგებოდათ.
სინამდვილეში, არცერთს არ ჰყავდა უჟმური მშობლები. სიტუაციის მთელი დიდებულებაც მშობლების ტყუილში მდგომარეობდა. სახლიდან გამობუნძულებული საცოდავი დიმიტრი, დედამისის, ანასტასიას ღრმა რწმენით, სრული რეგვენი იყო,მისი მიდრეკილება ქალებისადმი დიმიტრის მამრობითი სქესის მოზვერად აქცევდა. სასოწარკვეთილი ანასტასია შვილს ათასნაირად ემუქრებოდა. დიმიტრის ბიძამ სახლი გადაუფორმა და მდგომარეობაც მაშინ გამწვავდა, როდესაც დიმიტრიმ ახალ სახლშიც ძველ ჩვეულებას მიჰყო ხელი. ანატასიამ გადაწყვიტა შვილი დაეშინებინა და სპეციალურად დიმიტრის გასაგონად გაესაუბრა მამამისს ბიჭის კონტრაქტით დაქორწინებაზე.
ფაქტია, ტასო ყველაფერს აზვიადებდა. გუბაზს რათქმაუნდა ძალიან უყვარდა შვილი და არც ოჯახის დანგრევას არ აპირებდა დიმიტრის ქარაფშუტული გატაცებების გამო.
სწორედ მაშინ გამოჩნდა ნინე როცა დედა-შვილი ცხარედ განიხილავდნენ ამ თემებს საბჭოს სხდომაზე. ნინე და დიტო კარგი ნაცნობები იყვნენ, ტასომ კი გოგონას მკლავში ჩაავლო და სახლში წაათრია.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ანასტასია და ქეთევანი, ანუ ნინეს დედა დიდი ხნის მეგობრები ყოფილან, სტუდენტობის მერე იშვიათად ნახულობდნენ ერთმანეთს და ანასტასიასაც ნინეს სახელი და გვარი ეცნო, უბრალოდ ბუნებრივად შავგვრემანი ნინე ვერაფრით ვეღარ ამოიცნო იმ თავწითელა გოგონაში.
თურმე სანამ ნინე ოთახში ეგდო და აზრზე ვერ მოდიოდა, ანასტასია და ქეთო „დაქალოჩკურად“ ჭორაობდნენ.
ეს სასტიკი, ვითომ გარიგიბის ხუმრობა იმით დამთავრდა, რომ, საკუჭნაოში შეტენილმა წყვილმა მშობლების საუბარი მოისმინა, არაადეკვატური ნინეს შეკავება დიტომ კოცნით შეძლო და თვალის ჩაკვრით ანიშნა გეგმაზე.
ქალები ხახამშრალები დარჩნენ, შვილებმა ქორწილი მოითხოვეს და ცერემონიამ მხოლოდ ორ-ორი წევრის, სიძის, პატარძლისა და რეგისტრატორის თვალწინ ჩაიხრიგინა, უფრო სწორად, ტაქსით გაიხრიგინა. გამწარებულმა ნეფე დედოფალმა შეჰყვირეს, მოკურცხლეს და თავპირისმტვრევით გაეცალნენ იქაურობას.
* * *
-აქედან თვითონ წავალთ.-მშვიდად უთხრა დიმიტრიმ მძღოლს და ხელში მსხვილი კუპიურა შეაჩეჩა.
-მშვიდობით იარეთ, დიდი მადლობა კომპანიისათვის.-ხელი დაუქნია ნინემ და მანქანიდან გადმოეკვეტა.
-ბედნიერებას გისურვებთ შვილო!-ხელი დაუქნიათ ტაქსისტმა და საბურავების ბღუილ-წუილით გაქრა.
-ფეხით უნდა ვიაროთ?-იჭვნარევად შეათვალიერა ნინემ ფერდობზე შეფენილი ტყე და შორეთში გადაჭიმულ იისფერ მთაგრეხილსაც ჰკიდა ნაძვისფრად ალანძული თვალები.
-ნუ გეშინია, მალე მივალთ.-კარგი ძმაკაცივით დაუტყაპუნა დიტომ მხარზე ხელი და წინ გაუძღვა.
-მოთენთილი ხომ არ ხარ შენ?!-დაიჭიხვინა გოგომ.
უნებურად, ნინემ გრძელ, მარგალიტებით, მაქმანებით და არშიებით შემკულ შლეიფს შეავლო თვალი, მერე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც გაახსენდა და ლამის იქვე ჩაიკეცა. ამ კაბით უნდა გაევლო ტოტებით, ფოთლებით, ლოდებითა და წვრილ-წვრილი კენჭებით დაფარულ ტყეში.
უეჭველად ცხვირ-პირს ჩაილეწავდა!
მთლიანად დასისხლიანდებოდა!
-იარე ნინე! აქ ვერ დავაღამებ, ტყეში ტურებიც არიან და სხვა მხეცებიც!-შეუღრინა დიმიტრიმ.
-სიცოცხლე აქ, ამ ბარდებში უნდა დავამთავრო ყელგამოღადრულმა! წარმოგიდგენია?!
-ფეხს აუჩქარებ და სიცოცხლესაც გაიხანგრძლივებ!
-ამ წყეული კაბით უფრო ჩქარა ვერ ვივლი! ღირსი ხარ შენ თვითონ ჩამოგაცვა ეს კორსეტი თავზე! უეჭველად სასუნთქი გზების შევიწროებით გარდაიცვლები! ისეთი ვიწროა შიგნეული დამეჭეჭყა, ყველა ნაწლავი ერთმანეთში მაქვს გადახლართული და თუ არ მოკეტავ აქეთ გამოგღადრი ყელს, შემდეგ კი შენს თავს მგლებს მივუგდებ დასაძიძგნად!-რისხვით შეჰყვირა გოგომ, შხამიანი კობრასავით გადაიზნიქა და ბრაზით მოიქნია მოსასხამივით აფრიალებული ალისფერი დალალები.
-მშიდად ოეე!
-სად ვართ ისე?
-კახეთში.
-რა გვინდა კახეთში?
-ჩემმმა წინაპრებმა წლების წინ იყიდეს სახლი აქ. უფრო სწორად, მიწა იყიდეს და სახლი ააშენეს. მეღვინეობას მისდევდნენ, ნახევარი ბავშვობა აქ გავატარე, მაღალმთიანი სოფელია და ნამდვილად საოცარი გარემო. ბიძაჩემის შესახებ უკვე გაგიგია, მან დედა ინფარქტისაგან იხსნა და თავისი თბილისური ბინა მიბოძა. აქაურ სახლში თვითონ ცხოვრობდა, ახლა უცხოეთშია და სახლი ცარიელია. მოკლედ, ბიძაჩემი ისევ მევენახეობითაა დაკავებული, მამამ ადვოკატობა არჩია, თუმცა ბიზნესში წილი მაინც აქვს, შემდგომში მას მე და ჩემს ბიძაშვილს გადმოგვცემენ.-ღიმილით მოავლო დიტომ ტყეს თვალი.
ნინე პირველად ჩაიჩხრიკა.
* * *
-კარგია აქ?-შეეკითხა ნინე და ნატკენი ლავიწი დაიზილა.
-საოცარი.-მოკლედ მოუჭრა დიტომ.
-მგონი ბევრი მეგობარი გყავს.
-სოფელში სულ სხვანაირადაა ნინე. აქაურები თითქოს უხილავი ჯაჭვით არიან დაკავშირებულნი. სოფელი დამოუკიდებელ მექანიზმს ჰგავს, ხალხი ნამდვილია და განსხვავებული. კიბატონო, აქაც ბევრი უხიაგია, თუმცა მინახვს როგორ მძაფრად აღიქვამენ ერთმანეთის ტრაგედიას, რა უცნაურად ეპყრობიან ძველ სიწმინდეებს. სოფლელები უფრო ჭკვიანურად იქცევიან, თანაც აქ ტექნოლოგიებეის ერამ ვერ ჩაანაცვლა ადამიანების ერა.-მელანქოლიურად თქვა დიმიტრიმ. მწვანე საბურველში გამღწეულ მზის უკანასკნელ სხივებს ნინეს თვალები რაღაც არამიწიერი ოქრქოსფერი ციალით გაენათებინა და თავდ გოგონას მომწვანო თვალებიც ხის ზურმუხტისფერ ფოთლებზე ათამაშებული მზის ცეკვას მოგაგონებდათ.
-მესმის.-ტუჩის კუთხე მოწონებით ასწია ნინემ.
-ოღონდ საკმაოდ განვითარებული სოფელია. არაფერი აკლია, ელექტროენერგია, ინტერნეტი, წყალი!-ხტუნვა-ხტუნვით შემოუარა დიმიტრიმ უზარმაზარ ფესვებგაჩაჩხულ ხეს, რომელიც ლოდებს შორის გაჩხერილიყო და გზა ჩაეხერგა.
-კარგია.
ნინე წამში ამოყრავდა, ლოდებზე ასრიალდა, გამოშვერილ ფესვს გადაევლო, ლამის ყირაზე გადავიდა და უშნოდ გამოწეულ ტოტებს შორის გაიჭედა.
-შეწყვიტე!-კბილები გააღრწიალა ნინემ.
დიმიტრი ორად მოკეცილი, ოთხზე ხოხავდა და ამდენი სიცილისაგან კისრის ძარღვები დასკდომაზე ჰქონდა.
როგორც იქნა, დიდი ბუზღუნისა და დავიდარაბის, შეხლა-შემოხლისა და გაწევ-გამოწევის, დაკა-დაკისა და მუშტი-კრივის ფასად დიმიტრიმ ნინე ხიდან გამოათრია .
ძალიან ეცადა, თუმცა მჭიდროდ მომდგარი კორსეტისა და ღრმა დეკოლტის შემყურემ მაინც მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
-იდიოტო!სპეციალურად აარჩიე ეს ჯოჯოხეთის ცეცხლში შესახრუკი კაბა?!-ერთიანად წამოწითლდა ნინე.
-არ მესმის რას ამბობ, დროზე წავიდეთ რა!
გზა უხმოდ გააგრძელეს, ტყე საგრძნობლად შეთხელდა, ბოლოს მეჩხერ ტოტებში დიდი, მოაჯირებიანი, ხის, ქვისა და აგურის სახლი დალანდა.
-ეს...-ნინეს სიტყვები პირზე შაქარყინულივით შეაშრა და ენის წვერზე ჩამოდნა.
ოვალურ ფერდობზე ულამაზესი სახლი აღმართულიყო. ბაღში სურნელოვანი ყვავილები ყვაოდა. ჩამავალი მზე დასავლეთით ეკიდა, სისხლისფრად აჭრელებულიოყო ჰორიზონტი და ნუშისყვავილისფერი ღრუბელბი დაცურავდნენ მუქ მელნისფერ, მგლისფერ შეპარულ ცაზე. სახლის უკან, უზარმაზარ სივრცეზე გაეშენებინათ მსხმოიარე ვენახები. ვაზის რა სახეობა გინდოდა, სულო და გულო, აქ მოჩანდა ადრეულა, უკვე ქარვისფრად დაბრაწულ-დამკრახული, მძიმე, ტკბილ-ტკბილი მტევნები, ფუტკრები ზუზუნით რომ ეტანებოდნენ და საუცხოო ცოლიკაურს აგემოვნებდნენ. აქვე იყო გვიანდელიც, ჯერ ციანიდივით შხამიან მწვანედ შეფერილი, მაინც მიმზიდველი, მოცვისფერი, გრაფიტივით მუქი გიშრისფერი ყურძენი. რიგებს ბოლო არ უჩანდა, გახურებულ მდელოზე, მზის გულზე ნაირფარდ ელავდა და მსუბუქი სიო ზღვასავით მღელვარედ აშრიალებდა ვაზის ზურმუხტისფერ, ლალისფერშეპარულ ფოთლებს.
ნინე ენით აუწერელმა სურვილმა შეიპრო მწკრივებს შორის დაეარა და ეს საუცხოო სურნელი უფრო მძაფრად შეეგრძნო, ამ შთამბეჭდავ გამოსახულებას ხელით შეხებოდა, ქარდაკრულ ფერდობზე მონაბერი ნიავი ალისფრად ალანძულ თმას უწეწავდა და ბუნების მაგიით ტკბებოდა.
დიმიტრიმ წამით შეხედა ნინეს...და ეს წამიც საკმარისი აღმოჩნდა.
თვალწარმტაცი ვენახის ფნზე, თეთრ კაბაში გამოწყობილი, ოქროსფერ-ქარვისფრად გასხივოსნებული ნინე ძალიან ლამაზი იყო. დიმტრის თვალში ნამდვილად სასწაულს ჰგავდა. მზე სახეზე ელამუნებოდა, კანში მწიფე მტევნები დასკდომოდა, ერთიანად ოქროსფრად ელვარებდა.
აფროდიტას მაგიით მონუსხული დიმიტრი.
თავზე შარავანდივით მორგებული მზე.
* * *
სახლის შესასვლელშივე პატარა ბიჭი გამოეგებათ.
ახლოდან მათი ასაკისას ჰგავდა და დიმიტრისავთ ლურჯი, ცოცხალი, ცელქი თვალებით იყურებოდა.
-სალამი რძალო!-ბიჭმა არც აცია, არც აცხელა, ისე გადაეხვია ნინეს.
-მე ვარ გიორგი მენაბდე, ამ გადარეულის ძმა და ბიძაშვილი, შენი ძმა და მონა-მორჩილი დღეიდან!-გაიკრიჭა გიორგი და ორივე კარგად შეათვალიერა.
კოსტუმ დაფხრეწილი სიძე და თმაში ტოტებგახლართული პატარძალი მტვრიანი, ამოგანგლული, ნათრევი კაბით.
-არრრრაჩვეულებრივები ხართ!-დაიყვირა გიორგიმ და სახლში ჩორთით შევარდა.
* * *
მალე ნინე მიხვდა, რომ გიორგის სახით უსაზღვროდ პოზიტიურ, უსაშველოდ კეთილ და მაგარ ადამიანს შეხვდა.
კახური, უგემრიელესი სუფრა საგანგებოდ გაეშალათ.
-ბებოს დამსხაურებაა!-გიომ სკამი შესთავაზა ნინეს და თვითონ წინ დაუსკუპდა, დიმიტრიმ ნინეს გვერდით დაიკავა ადგილი.
-ბებია გყავს?!
-არა, მეზობელია, ჩვენი სახლი სოფლის განაპირასაა, ყველაზე ახლოს ცხოვრობს და ამოდის ხოლმე, ცისია ბებო ჰქვია.
-გასაგებია.
-მომიყევი დიმიტრი ახლა, ცისიას ორი საათი ვატყუებდი ცოლი მომყავს-მეთქი!
დიტომ ღიმილით მოუყვა მთელი ამბავი და გიორგის საცერისოდენა თვალები დააგნორა.
-მაინც რძალოს დაგიძახებ თვითმარქვია რძალო!-თითი დაუქნია გოგოს.
სამში ქეიფი გაგიგონიათ?
მაშინ სამში ქეიფი გაჩაღდა.
**************************************************************************************************************************
3 თვის შემდეგ:
დღევანდელი დღე:
ნინე უეცრად გამოერკვა, თავი გადააქნია და თვალები ჭყიტა.
ჩასძინებოდა.
-ძილში იდორბლებოდი.-დასცინა მარიმ.
-შენ როდისღა მოეთრიე?-გაოცდა გოგო და საათს შეხედა, გვარიანად შებინდებულიყო.
ათი წუთია აქ ვარ და გიყურებ როგორ ყრი დორბლებს.
-არ ვიდორბლები, რა საზიზღრობა მარიამ!-გაცხარდა ნინე.
-წყნარად! კონსპექტი მოგიტანე.-მარიმ ტკცანუთ გახსნა საკეტი და ჩანთიდან ფურცლების დასტა ამოაძვრინა.
-რაუბედურებაა!
-ვიცი, ვიცი! აბა კარგად გაერთეთ, ჩაუჯექი შენ კონსპექტებს!-თვალი ჩაუკრა დაქალმა და ფეხზე წამოდგა.
-უკვე მიდიხარ?!
-პაემანი მაქვს.
-ისევ პიცა უნდა შეუკვეთო მარტომ?
-დამპალო!
*****************************************************************************************************************************
გრაფიტისფერ ღრუბლებს შორის ვერცხლისფერი მთვარე ამოცურდა.
დიმიტრიმ მთვარეს მუშტრის თვალით დაუწყო ცქერა. სავსე მთვარე.
მათი მთვარე.
რთული გახლდათ ნინეს ფიქრების ამოცნობა.
ამას კიდევ რა უჭირდა, ამოცნობას კიდევ შეძლებდა კაცი, მთავარი დაზუსტება იყო.
მათ სისწორეში დარწმუნება.
მთელი დღე, მთელი დღე ვერ ამოიგდო თავიდან ნინე.
მთელი დღე კიარა მთელი თვე.
სამი უსაშველოდ გრძელი თვე.
ახლა კი ნახა, სხვანაირი, უფრო განსხვავებულად ლამაზი მოეჩვენა.
იჩქარეს მგონი.
ფიქრები კრაზანებივით მწარედ ჩხვლეტდნენ.
მთვარე ვერცხლისფრად დაჰნათოდა.
ალბათ ნინეც უყურებდა მთვარეს.
მასაც იგი მთვარის შუქი ეფინა.
*********************************************************************************************************************************
3 თვის წინ; ისევ ნინესა და დიმიტრის ქორწილის დღე;22 აგვისტო(თითქმის 23);საღამოს თერთმეტი საათი და თხუთმეტი წუთი.
-ნინე, გაჩერდი გთხოვ!-თვალები ებლიტებოდა დიტოს. ენა ებმოდა მაგრამ თავს ვერ აპატიებდა ბლუყუნით მაინც არ ეთქვა სათქმელი.
უკვე რამდენი ხანი გასულიყო რაც სვამდნენ. თავიდან ნინე უარზე იყო, სიმთვრალე ცუდად ახსოვდა და ინაზებოდა კიდეც, ბოლოს კი ისე გაუტია, მაგდაზე იდგა და ძმობის სადღეგრძელოს ამბობდა. მან და გიორგიმ გადაწყვიტეს ფიცვერცხლი ეჭამათ. კიდევ კარგი ვერც ვერცხლი იშოვეს, ვერც რძე და არც თავი არ ჰქონდათ აქეთ იქით ბღლარძუნის.
დიმიტრი თავიდან კარგად იტანდა ღვინოს, შემდგომ მასაც მოეკიდა და ახლა სამივე ისეთი გაგლეჯილი მთვრალი ბრძანდებოდა საკუთარ სახელშიც კი ეპარებოდათ ეჭვი.
-ნწუ!-ტუჩების წკლაპუნით შესძახა ნინემ და ფიალა გამოცალა.
-არხოტოო სამშობლოოო....-კვალავ წამოიწყო გიომ.
-ოეე, დავიშალეთ, ძილის დრო გაქვს ნინეჩკა.-ძლივს წამოდგა ფეხზე დიმიტრი.
ნინე სახიდან თმას ბავშუვრი გამომტყველებით იყრიდა, სახეზე კი წყალში კარგად გაზავებული ღვინისფერი ედო.
-ა...აა...აა.რრ.ა.რ.აარ მინდა!-ძლივს ამოილაპარაკა გოგონამ.
-გათხლეშილი მთვრალი პატარძალი!-წამოიწუწუნა დიტომ და გოგოს დაეჯაჯგურა.
-ძმობის სადღეგრძელო შევსვათ გიო!
-იყო ეგ!
-სიყვარულის!
-ეგეც.
-ვააა.-კახელი თამადასავით აძგიბა ნინემ წარბები.
-ვიშლებით, ვიძინებთ!-ლამის აკივლდა დიტო.
ნინე დიდი გაჭირვებით წამოდგა და დიტოს დაეყრდნო, ცალკერძ დიტო მონგრეული ღობის საყრდენივით ყანყალებდა და ქარაშოტში მოყოლილი ხესავით იზნიქებოდა.
-არხოტოოო სამშობლოო...-აწივლდა გიორგი.
-ჯიხვ-არწივების ბინაოო!-აჰყვა ნინე.
-ჩაიწყვიტეთ ხმა!-დასჭყივლა გალურჯებულმა დიმიტრიმ.
-გული მერევა...-ამოიკრუსუნა ნინემ და ფანჯარას ეცა.-უი, გადამიარა!-სიცილი აუტყდა.
-მე მერევა სამგიეროდ!-გაწმვაბნებული დიმიტრი დაიხარა და ისევ გასწორდა.-მეც გადამიარა.
-მე არაფერი მჭირს!-ნიშნისმოგებით თქვა გიომ.
ნინე იატაკზე ჩაიკეცა და ახარხარდა.
გიორგიმ დოქი დაიცალა თავზე.
ცივმა წყალმა გამოაფხიზლა და საღად აზროვნების უნარი დაუბრუნა, ტვინს სისხლმა ჟანგბადი მიაწოდა.
მსგავსი სიტუაცი მისთვის ნაცნობი იყო.
-ლოთებოო, ჩემი მისახედი ხართ! ადგა ახლა სიძე, ადგა პატარძალიც!
* * *
მხოლოდ ნინე იყო ისევ ისე მთვრალი.
ღვინისა და ახლადგმოხდილი არაყის არევა ცუდი გადაწყვეტიელბაა და არახელსაყრელი კომბინაცია.
თუ არ გინდა საკუთარი თავის ყველაზე ჩამოუყალიბებელი, უცნაური და გიჟი წარმომადგენელი იყო.
ხველით კინაღამ დაიხრჩო.
ბაღში გაიპარა.
ძელსკამზე ჩამოჯდა და მარმარილოს სვეტს მიაშტერდა. სურნელოვანი ვარდების თაღის ქვეშ იჯდა.
-ნინე, აქ რა გინდა?!-გაოცდა დიმიტრი.-წამოდი, წვიმას იწყებს.
-დაჯექი.-გაუღიმა ნინემ. ალკოჰოლმა მის გარეგნობას მეტი ქარიზიმა შესძინა, ღიმილს იდუმალება, ხმას სინაზე და თვალებს მომნუსხველი ეშმაკურობა.
უბრალდ ნინე იყო ასეთი, ყველა ნიღაბჩამოფხრეწილი ნინე:იდუმალი, ქარიზმატული, მომნუსხველი და განსხვავებული.
სასმელი კი არ გვცვლის, არამედ ჩვენ ყველაზე დაფარულ მხარეს გამოიტანს ხოლმე სააშკარაოზე.
დიტომ მასთან ჭიდაობა შეწყვიტა და ნინეს სურვილს დაემორჩილა.
-ძალიან ლამაზია აქ...მთვარე...მთვარე..-გოგომ მძიმედ ამოიხვნეშა, სიტყვებს არჩევდა, ღვინო გონებას უბინდავდა და სწრაფად აზროვნებაში უშლიდა ხელს.
-მთვარე ლამაზია, მართალი ხარ.-დიმიტრი თმის გადაწევა სურდა, თუმცა ვერ გაბედა.-ნინე, თმა გაისწორე.
გოგომ ხელით გასწია კულულები უკან.
-აქ ლამაზია, შენთან...კახეთში და მმწონს ვენახი...ღვინოც გემრიელია, წარმოიდგინე რა კარგი იქნებოდა სულ, რომ აქ ვცხოვრობდე...ბუნების წიაღში..ძალიან მინდა დავრჩე..და.ო! ბაღიც საოცრად მშვენიერია!-სიხარულით წამოიყვირა გოგონამ და ყვავილების კვლებს გახედა.
-იქნებ ძილის დროა?-გაუცინა დიმიტრიმ.
-მოსაწყენი ხარ!-რაც უფრო ბევრს ტლიკინებდა, მით უფრო ეშლებოდა ლაპარაკის საღერღელი და წინადაადებებსაც უკეთ აბამდა ერთმანეთზე.-მე აქ ვფილოსოფოსობ, ბრძნულ აზრებს ვაფრქვევ და მაძინებ! ფუ!
-იმიტომ, რომ პირველი საათია!
-ჯერ თორმეტიც არ იქნება!
-ნინე, გვიანია, გამოძინება გჭირდება.
-ემოციური დღე მქონდა.
-ნამდვილად.
-ჭრელო პეპელა, გაფრინდი ნელა...-თავისთვის ღიღინებდა ნინე.
-ნინე, მემგონი მომწონხარ!-დაიყვირა დიმიტრიმ და პირზე ისე იატაცა ხელი, თითქოს რაღაც საშინელება ეთქვას.
-ჰაჰ.-ჩაიცინა ნინემ. უეცრად ძალიან უცნაურად აკისკისდა.-ვაი,-სულს ძლივს ითქვამდა.-მგონი მეც მომწონხარ. სულ აფროდიტას ბრალია!-თავზე დაიკაკუნა.-ტვინს მირევს!
თავი მისკენ შეატრიალა.
-უნდა გაკოცო ნინე.-გააფრთხილა ბიჭმა.-მე არაფერ შუაში ვარ, აფროდიტა შემომიჩნდა.
-რამე ბანალური მითხარი.-გაიხუმრა გოგომ.
-რა?
-მოულოდნელობის ეფექტი ჯობია ისე. აფროიტას ნახლაფორთალი მოულოდნელობა.
-პირდაპირ, რომ გებრდღვნა ის ჯობია?
-მითხარი ახლა, როომ არ გავაკეთო მერე ვინანებ-თქო! ან რამე შტერობა...
დადუმდა.
დიმიტრიმ აკოცა, ჯერ ნაზად მერე მომთხოვნად.
მუქ ღრუბლებში გამოანათა მთვარემ.
-მოულოდნელობის ეფექტი ახსენე.-გაუღიმა ნინეს.
-ველოდებოდი.-ენა გამოუყო დიტოს.
წვიმა წამოვიდა, მათი საუბრის განმავლობაში თუ წვრილად ცრიდა ახლა დაუშვა და მთვარეც მიიმალა.
-ვისხდეთ რა.
-ვილუმპებით.
-გავილუმპოთ.
ცივმა წვეთებმა უფრო გამოაფხიზლა დიტო, ნინე პირიქით გაბრუებული იყო, მლოცველივით აღაპყრო ხელები და სახე მიუშვირა.
*******************************************************************************************************************************
3 თვის შემდეგ; დღევანდელი დღე.
ვუყვარვარ.
თვალბი უნათდება.
არ ვუყვარვარ.
იღუშება.
ვუყვარვარ.
იმედის სხივი.
არ ვუყვარვარ.
წყენა.
ვუყვარვარ.
სიცოცხლე.
არ ვუყვარვარ.
ბრაზი.
************************************************************************************************************************
-ლიპარტელიანი ნინე, დამდებთ პატივს და გამცემთ პასუხს?!-თვალებიდან ცეცხლს ყრიდა ლექტორი.
-მაპათიეთ პატივცემულო, არ გისმენდით.-წამოჭარხლდა.
ლექტორმა კითხვა გაიმეორა და ნინემაც უპასუხა.
უნივერსიტეტიდან შეშინებული გამოვარდა და სახე ჩამოიხოკა.
წვიმდა.
ჯ ა ნ დ ა ბ ა !
***********************************************************************************************************************
3 თვის წინ;23 აგვისტო;ღამის პირველი საათი და ორმოცი წუთი.
-დარჩი რა ჩემთან?!-შეევედრა ნინე დიტოს.
-არა.-საბანი ამოუკეცა დარეტიანებულმა დიტომ
-კარგი.-აბუზღუნდა.
ნინე წამოიწია და თვითონ აკოცა.
-აი, ეს იყო მოულოდნელი! შენი კოცნა კი არა!-დაეჯღანა დიტოს.
ამას გაღვიძებული მაგრად იანანებდა.
-თუ ოდესმე ვინმეს მოწმვლას მოისურვებ ენა მოიჭერი და წყალში ჩააგდე!
-გავითვალისწინებ.
* * *
-ლამის წითელ წიგნში შეგვიტანეს! ინტერპოლი გვეძებდა! დღეს ვბრუნდებით გიო, ბოდიში მოგვიხადეს და ტვინს მიგასხმევინებთო დაიქადნეს.
-გზამშვიდობისა დიმიტრი.
-შეხვედრამდე გიო!
*********************************************************************************************************************************
3 თვის შემდეგ;დღევანდელი დღე;
-ნინეეე!-დაიღრიალა დმიტრიმ.
-ნინეეე! გამღე კარი!-მთელი ძალით დაუბრახუნა.
-რა გაყვირებს ადამიანო? იცი რომელი საათია?! რას მაწიოკებ, რა სიკვდილი გეტკიცა?!-ხალათით გამოვარდა ნინე.-ქეთომ რაამბავია, ნატოში შევედითო?!
-შენ მე არ მოგწონვარ ნინე!-ყვირილს განაგრძობდა დიტო.-ოდნავადაც არ მოგწონვარ.
-ჰა..მოიცა..და. ისა..რა?-ვერ გამოერკვა ნინე.
-შენ მე გიყვარვარ ნინე! გიყვარვარ!!-გაცინა დიტოს და გოგონას მაჯში სწვდა.-არც გაბედო ქარიყლაპიასავთ პირის დაფჩენა და კალმახივით ფართხალი!-დაემუქრა და მის გადმობრუნებულ ტუჩებს დაეწაფა.
-მოულოდნელობის ეფექტი გახსოვს ხომ?!
-გაღიარებ!-სილა სტკიცა დიმიტრის.
-რა?
-ერთხელ მაინც ხომ უნდა გამერტყა?!-მხრები აიჩეჩა ნინემ.-რომანტიკა ასე რატომ ჩაკალი?! დავყრუვდი ისე ყვიროდი! სიყვარული აიხსენი პრაქტიკულად!
-მეც მიყვარხარ, მთავარი ესაა!
-იქნებ მე არ მიყვარხარ?-ეშმაკურად აუციმციმდა ნინეს თვალები.
-გთხოვ, აღარ მაქვს გამოცანების თავი.
-ჯანდაბას! ეს მაინც აფროდიტას ბრალია!
-აფროდიტას ბრალია. მთელი ჩვენი ისტორია, აფროდიტას ბრალია!
-უი ეგ მაიმუნი ეგა!
************************************************************************************************************************
აი, ასე.
დასრულდა.
ან დაიწყო.
უფრო დაიწყო.
დასრულდა აფროდიტას მაქინაციები.
აქედან თავად გააგრძელონ.
მგონი მთლად ყველაფერი არა, თუმცა ბევრი რამ მართლაც მისი ბრალი იყო.
იმის ზემოთ, რომ ვახსენეთ!
ისევ გისურვებთ იმას რაც სინმადვილეში აფროდიტას ბრალია.
*******************************************************************************************************************************
THE END
პ/ს ეს ჩემი ძველი ისტორიაა, რომელიც სრულად დავდე. გამორჩეულად მიყვარს და სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება, როგორც მახსოვს მკითხველის სი,პათიიითაც სარგებლობდა. მოკლედ, გამიხარდება თუ ვინმე წაიკითხავთ. არ დამირედაქტირებია, მინდა რომ შევხედავ ეტყობოდეს როფის მაქვს დაწერილი. ისიამოვნეთ და უმორჩილესად გთხოვთ, გაიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Es istoria adre cavikitxee, pirveli nacili. Ise vixalise da visianovneee, pozitivit savseaaaa, yochaggg, zalian magariaaa

 


№2  offline წევრი blue witch

Qeti qimucadze
Es istoria adre cavikitxee, pirveli nacili. Ise vixalise da visianovneee, pozitivit savseaaaa, yochaggg, zalian magariaaa

ძალიან დიდი მადლობა❤️მიხარია თუ მოგეწონათ

 


№3 სტუმარი სტუმარი bibi

მე რომ ძალიან მიყვარს ისეთია <3 არანაირი ბინძური ინტრიგები, ცხოვრების ნგრევა, თავის შეცოდება,ისტერიკები,მიყვარხარ უშენოდ არ შემიძლიები, გულში ჩამივარდი გულით გატარებ და ესეთი იდიოტობები :დ სრული პოზიტივი,განსხვავებული სიუჟეტები, ბღლარძუნ-ყრანტალ-ყროყინი :დ მიყვარს ამ ენაზე ნაწერის კითხვა :დ მოკლედ ბევრი რომ არ ვიბოდიალო უძალიანკარგესი ხარ. ულევ მუზას გისურვებ რომ წერო და წერო და ჩვენი უღიმღამო უაზრო ცხოვრება რამდენიმე წუთიან-საათიანი ღიმილით,წარმოსახვებით და პოზიტივით გააფერადო. წარმატებები <3

 


№4  offline წევრი blue witch

სტუმარი bibi
მე რომ ძალიან მიყვარს ისეთია <3 არანაირი ბინძური ინტრიგები, ცხოვრების ნგრევა, თავის შეცოდება,ისტერიკები,მიყვარხარ უშენოდ არ შემიძლიები, გულში ჩამივარდი გულით გატარებ და ესეთი იდიოტობები :დ სრული პოზიტივი,განსხვავებული სიუჟეტები, ბღლარძუნ-ყრანტალ-ყროყინი :დ მიყვარს ამ ენაზე ნაწერის კითხვა :დ მოკლედ ბევრი რომ არ ვიბოდიალო უძალიანკარგესი ხარ. ულევ მუზას გისურვებ რომ წერო და წერო და ჩვენი უღიმღამო უაზრო ცხოვრება რამდენიმე წუთიან-საათიანი ღიმილით,წარმოსახვებით და პოზიტივით გააფერადო. წარმატებები <3

ძაალიან დიდი მადლობა ასეთი ტკიბილი შეფასებისათვის! <3 მეც მირჩევნია ისტორია ლაღი იყოს და არა რაღაც ფანტასტიკაში გადავარდნილი დრამა. ერთადერთი დრამა დავწერე და იქაც გავურიე ეს მაიმუნური შტრიხები, ძალიან ბევრგან ვერ ჩავაკვეხე მაგრამ მაინც გავიჭაჭე. აფროდიტას გარდაც მაქვს სასაცილო ისტორიები და შეგიძლია გდახედო.ისეთი კომენტარი დამიწერე შემიყვარდი, გემდალობლებით მე და ჩემი ძუნძგლიანი, კუდამოძუებული მუზა <3

 


№5 სტუმარი სტუმარი bibi

ყველა არა მაგრამ სხვა შედვრებიც მქონია წაკითხული შენი მოთხრობებიდან.. იშვიათია ესეთი ხალისით ვინმე წერდეს და მე მომეწონოს გრამატიკულად და აზრობრივად გამართული.. ხან თავად ავტორის მიერ გამოყენებულ კუთხურ სიტყვებს ვაწყდები და გული მიცრუვდება... ვიჩივლე კიდეც და როგორ გეკადრება,ისეთი ინტერესით ვკითხულობდი მაგისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევიაო იყო პასუხი... რა ვქნა მე არ შემიძლია :/ ჰოდა ადრეც მომწონებიხარ თურმე <3 თავიდან ბოლომდე გემრიელი ნუგბარი ხარ შენი მოთხრობებითურთ და აუცილებლად დავაგემოვნებ დანარჩენებსაც.. ტკბილო და თბილო <3

 


№6  offline წევრი triniti

Vaime ra kargi iyo vixalise .

 


№7  offline წევრი blue witch

სტუმარი bibi
ყველა არა მაგრამ სხვა შედვრებიც მქონია წაკითხული შენი მოთხრობებიდან.. იშვიათია ესეთი ხალისით ვინმე წერდეს და მე მომეწონოს გრამატიკულად და აზრობრივად გამართული.. ხან თავად ავტორის მიერ გამოყენებულ კუთხურ სიტყვებს ვაწყდები და გული მიცრუვდება... ვიჩივლე კიდეც და როგორ გეკადრება,ისეთი ინტერესით ვკითხულობდი მაგისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევიაო იყო პასუხი... რა ვქნა მე არ შემიძლია :/ ჰოდა ადრეც მომწონებიხარ თურმე <3 თავიდან ბოლომდე გემრიელი ნუგბარი ხარ შენი მოთხრობებითურთ და აუცილებლად დავაგემოვნებ დანარჩენებსაც.. ტკბილო და თბილო <3

უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო, ლამის ვიხტუნაო შენს კომენტარზე. ჩემებს მგონი ჰგონიათ, რომ დისოციაციური აშლილობა მაქვს და გადმოკარკლული თვალებით მომჩერებიან. თან სერიალს უყურებენ და ლამის სახლიდან გამისროლონ, რომ ვკაკანებ გახარებული. ბედნიერი ვარ თუ მოგწონს ჩემი ნაწერები და რამდენიმე წუთს უფრო პოზიტიურად განახებს. უსაზღვროდ მადლობელი დაგრები თუ სხვა ნაწერებიც მოგეწონება და დროის დაკარგვად გიღირს. <3 ძალიან, ძალიან, ძალიან, დიდი მადლობა ჩემო თაფლივით ტკბილო კიდევ ერთხელ, <3

triniti
Vaime ra kargi iyo vixalise .

მიხარია <3 უღრმესი მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent