რაც ზაფხულში ხდება , ზაფხულშივე რჩება..(ნაწილი 7)
იმ დღეს გარეთ გასვლა არ მინდოდა , თავს სუსტად ვგრძნობდი და ფიზიკურზე მეტად სულიერად ვიყავი განადგურებული..რამდენჯერაც ჩამთვლიმაკოშმარებში გადავეშვი.. ვიხრჩობოდი , მე კი არ ვსვავდი წყალს , წყალი სვავდა ჩემს სულს და სხეულს.. ყვირილით ვიღვიძებდი და ისტერიულო ტირილი მეწყებოდა.. მერე მახსენდებოდა ლუკა, მახსენდებოდა როგორ გადამარჩინა , როგორ მიჭერდა თავის ძლიერ ხელებს და გულზე მიხუტებდა.. ისეთი რეალური იყო ეს მოგონება, რომ მისი სუნთქვა მესმოდა , მის შეხებას ვგრძნობდი და უსასრულოდ მინდოდა მის ხელებში მომწყვდევა..საკუთარ თავთან დავმარცხდი, სიამაყის . იმედგაცრუების კედელი თავზე ჩამომენგრა და საკუთარმა გულმა გონებასთან აღიარა, რომ მიყვარდა.. ლუკა ჩემს გულში შემოვიდა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა.. ელენე მოვიდა, ოთახში შემოვარდა და ჩამეხუტა.. - რა გჭირს ელე მშვიდობაა? - იცი როგორ შემეშინდა გუშინ ? იმის წარმოდგენაც კი ცუდად მხდის და გახსენება, რაც გუშინ ვიგრძენი და განვიცადე.. უცებ გაჩუმდა და ცრემლები გადმოყარა.. - კაი ელე ნუხარ სულელუკა. მე კარგად ვარ ხომ ხედავ აარა?! და არსად წასვლას არ ვაპირებ ქალბატონო, ნუ მანამდე მაინც სანამ დათიზე არ მომიყვები ყველაფერს.. - არვიიცი რა გითხრა მალაქია.. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ მეც ვერ ვააანალიზებ ჯერ.. აი ხომ გახსოვს სიმართლე და მოქმედებას რომ ვთამაშობდით და მკითხა შეყვარებულზე, მაშინ დაიწყო ყველაფერი.. სიყვარული ამიხსნა და მეც მივხვდი, რომ მის მიმართ ამდენიხანი გულგრილი არ ვყოფილვარ და ბედნიერება ცხვირწინ მქონია.. ბოლო ფრაზამ დამაფიქრდა და ბედნიერებაზე ლუკა გამახსენა, ფიქრებში წავედი, მაგრამ ვინ მაცადა.. -მალაქია რამეს მიმალავ? -არა რას უნდა გიმალავდე ?! - ბექაზე რას ფიქრობ ბიჭი იწვის ისე მოსწონხარ, იქნებ გეცადათ .. - კარგი რა ელე.. მე და ბექა სულ სხვა ტიპაჟები ვართ.. ზედმეტად ცხვირაწეულია და ფიქრობს რომ ყველაფერს მიიღებს რაც უნდა.. - უი გუშინ ნინი და ლუკა ჩხუბობდნენ , როცა შენ დაგაწვინა შუბლზე გაკოცა, გარეთ ნინი ელოდებოდა . როგორც ჩანს არმოეწონა ასე რომ ღელავდა შენზე.. ისე მეც არ მომეწონებოდა დათი რომ ასე ზრუნავდეს თავის ყოფილ სიყვარულზე.. -ადამიანმა გადამარჩინა წყალში ხომ არ დამტოვებდა? ! - დაგტოვებდა? ისეთი უყვირა ნინის გავშეშდით და მერე ისე მორბოდა ძლივს დავეწიეთ.. ელე დიდხანს მეხვეწა, რომ გარეთ გავსულიყავი, მაგრამ არ დავთანხმდი.. მეერე ბავშვებმაც დამირეკეს, თუმცა არ მქონდა არც სურვილი და არც ხასიათი გარეთ გასვლის.. ჩემს თავში დიდი აურზაური იყო.. აქეთ ბექა, იქით ნინი და ლუკა , რომელიც ყოველწამს უფრო ღრმად იდგამდა ფესვებს ჩემს გულში.. ბოლოს სმს მომივიდა, ლუკა იყო : - გთხოვ გამოდი, რომ ვერ გხედავ სული მეხუთება და გული ფეთქვას წყვეტს.. მინდა ჩემი თვალით ვნახო რომ უკეთ ხარ..რომ არ დაგკარგე და არ დავმარცხდი. ავფორიაქდი და მუცელში ის ნაცნობი პეპლები ვიგრძენი.. წამოვხტი პატაარა ბავშვივით , მისი საყვარელი კაბა ჩავიცვი და გარეთ გავედი.. ფეხი უნდა გამედგა კარიდან, ლუკა ფეხზე იდგა. კარი გავაღე და თვალები მისკენ გავაპარე, როცა ნინიმ მოირბინა , ლუკას ჩაეხუტა და მის ტუჩებს დააცხრა..ის შეიგრძნობდა მას, ის იყო მასთან და ის ეკვროდა მის თბილ სხეულს და აარა მე.. ეს წამიც ისე გაიწელა, როგორც გუშინდელი წყალში ჩავარდნის წამი, ოღონდ ახლა უკვე ჩემმა გრძნობამ მომიმწყვდია მკლავებში.. ჩემი სიამაყე შემომეხვა გარს და ხარხარებდა, დამცინოდა . ჩემს სიყვარულს და მე ერთად გვთელავდა.. შენელებულად ვხედავდი როგორ ეხებოდა მისი ტუჩები სხვის ტუჩებს... ელე წამოხტა -მალაქია?! შენ გამოხვედი? რამ წამოგიარა, რამდენი გეხვეწე და ვერ გაგანძრიე.. ლუუკამ ნინი გააჩერა და გვერდზე გაწია, მის სხეულს მოშორდა , ტუჩებს და მისი თვალები ჩემსკენ მოაპყრო... -არ გაბედო მალაქია და არ გახედო.. არ აჩვენო ის ტკივილი, რომელიც შენს თვალებშია .. ძალას ვატანდი თავს.. - მალაქია თავს როგორ გრძნობ? მკითხა ლუკამ სპეციალუად რომ გამეხედა. -გმადლობთ უკეთ.. ძლივს ამოვღერღე ეს ორი სიტყვა.. უკანასკნელი შემორჩენილი ძალის ნარჩენები მოვიკრიფე და თავი ვაიძულე რომ პასუხი გახედვის გარეშე გამეცა. ბექა მოვიდა და ჩამეხუტა -ვაა მალაქია გამოხვედი ?! როგორ ხარ ჩემო დაბდურა გოგოვ.. - კარგად ბექა , გავიჭყლიტე - აი ერთად, რომ ვიქნებით შენ მერე ნახე გაჭ....ტვა.. თვალი ჩამიკრა და გვერდზე მომიჯდა.. - შემომხედე გთხოვ . ასე ნუ მომექცევი მალაქია.. მომწერა ლუკამ . უსირცხვილო. როგორ ბედავს.. ან მე ვუყვარდე ან ის ... მე სიყვარულს მიხსნის და იმას კოცნის.. გონება და გული ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ.. პასუხი არ მივწერე.. ცას ავხედე , მაგრამ არც ვარსკვლავები ჩანდნენ.. მონაცრისფრო, მოღუშული ცა იყო.. მე მგავდა..ჩემი ტკივილის მოზიარე იყო... ლუკას ტელეფონზე დაურეკეს და სადღაც გავარდა.. შემეშინდა.. არ ვიცოდი რახდებოდა , რამე ხომ არ უჭირრდა. მინდოდა მიმეწერა და მეკითხა.. გამეგო როგორ იყო, მაგრამ მისი და ნინის კოცნა თვალიდან არ ამომდიოდა... -არ ინერვიულო გულო.. საქმე გამომიჩნდა. ყველაფერი კარგადაა , მიყვარხარ და მალე ყველაფერი დალაგდება <3 შენი ლუკა... ჩემს გულში იჯდა?! .. სულაც არ ვნერვიულობ.. , მაგრამ ეს უკვე ახლა, როცა გავიგე, რომ კარგადაა.. ვის ვატყუებდი.. ცოტახნით კიდევ ვილაპარაკეთ ბავშვებმა.. დათი და ელე სიყვარულით დნებოდნენ.. რეზი და ნიკა როგორც ყოველთვის ყველაფერზე კამათობდნენ და ბექა აქა-იქ მკითხავდა თითოოროლა კითხვას, თან ვხედავდი როგორ ემესიჯებოდა ათას გოგოს ფბ-ში.. მოვწონვარ არა? ოხ ქალთა გულთა მპყრობელი..ბაბნიკი.. თავისთავზე შეყვარებული ნარცისი.. - იცი რამდენი გოგო დამთანხმდებოდა შენს ადგილას რომ იყოს? ! ნიშნისმოგებით მითხა ბექამ.. - ჰოდა ამოირჩიე და შენი თვითკმაყოფილება აღამაღლე.. - ჯერ შენს სიამაყეს დავამდაბლებ.. - უნდა შევიდე.. ვუთხარი ბავშვებს და წამოვდექი, როცა ბექაც წამოდგა , ხელი მომკიდა, მომატრიალა და უეცრად მაკოცა.. ისე დაეწაფა ჩემს ტუჩებს , როგორც მწყურვალი წყალს... ამ დროს მანქანა გაჩერდა და ლუკა გადმოვიდა.. ბექა მოვიშორე და დღეს პირველად შევხედე ლუკას.. გააფთრებულ მხეცს ჰგავდა, ერთიანად ცახცახებდა და მუშტს უჭერდა.. - ბარი ბარში ვართ .. გავიფიქრე და ვიგრძენი, რომ ჩემი სიამაყის კედელი ისევ აღიმართა.. სახლში შევედი, ვიბანავე და დავწექი.. ყურსასმენები მოვიმარჯვე და სიმღერას ბოლო ხმაზე ავუწიე.. თვალები დავხუჭე და ვცადე აღარაფერზე მეფიქრა, როცა ტელეფონი განათდა - ფანჯარა გააღე . - უცებ წამოვხტი, ფანჯარას მივვარდი.. მიახლოებისას სიბნელეშო უფრო მკვეთრად ჩანდა ჩრდილი .. - შენ?! შენ აქ რა გინდა? ! -ჩუუუ.. მომადო თითები ტუჩზე, ნელ-ნელა ჩემსკენ წამოიწია , სახეზე მის სუნთქვას ვგრძნობდი.. სველ თმაში შეაცურა ხელი და უფრო ახლოს მიმიზიდა.. ----------------------------- აბა გამიზიარეთ თქვენი აზრი ... ვეცდები არ გალოდინოთ .. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.