შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი ვენები. XIII დღე. ნაწილი II


22-03-2018, 23:24
ავტორი ლურჯი ანა
ნანახია 1 720

25 სექტემბერი
დღე XIII

იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგო, რომელიც თავის ღმერთს განუდგა და ამ სამართლიანმა ღმერთმაც მკაცრად დასაჯა. დასაჯა განა ამპარტავნების, მრისხანების, ან მრუშობის გამო, არა, შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა აქ არაფერ შუაში იყო. დასაჯა ნეტარებაში გადავარდნის გამო და ერთი-მეორეს მიყოლებით დიდზე დიდი განსასჯელი მიუვლინა. ერთადერთი ნათელი წერტილი მის ცხოვრებაში ე.წ. თბილისელი პრინცი სხვა გოგოსთან გაამიჯნურა. ნერვიულობის ნიადაგზე სწავლას მოუკლო, აგრესიული გახდა გარეშემომყოფების მიმართ. შესძულდა ადამიანთა მოდგმა და თავის თავში ჩაიკეტა. ამას დაემატა ისიც რომ ოჯახმა მისი მძიმე დაავადების შესახებ შეიტყო. ახლო ნათესავების მიერ ჩატარებულმა კონსილიუმა ცალსახად ცხადჰყო რომ კლდის წვერზე მდგარ გოგონას დაუყოვნებლივ სჭირდებოდა მკურნალობა და მისი წამებაც დაიწყო.
- შენზე მიყვები? - ვეკითხები კარებთან ატუზული და ოფლი ღვარად ჩამომდის სახეზე.
- არა, ბებიაშენის ახალგაზრდობას გაცნობ. - მპასუხობს ის აგდებით. სიგარეტის კვამლში სახე აღარ უჩანს.
- კი მაგრამ, შენ ხომ მოკვდი... - ვჩურჩულებ შეძრული და ვერაფერს ვუხერხებ კანკალს.
- სული ეშმაკს მივაბარე, მაგრამ შენს გულში მაინც ცოცხალი ვარ, თუ რა პასუხი გაგცე მაგ შტერულ კითხვაზე? - მეკითხება ის და ლოგინიდან დგება. შავამდე მისული მუქი ლურჯი კაბა იდეალურად აჩენს მის ღვთაებრივ ფიგურას და დატყვევებული შევცქერი ლიზას სილამაზეს. გული მეწურება მისი შემყურე... რის გამო დაიღუპა თავი? არადა, რქებიღა აკლია და ჯოჯოხეთის დედოფალს, ლილითს გავს. - ჩემი ნუ გეშინია, სულელო. რომც მინდოდეს, მაინც ვერაფერს დაგიშავებ. - მეუბნება ის და სიგარეტის კოლოფს მაწვდის. ვიცი რომ არ უნდა გამოვართვა და გავიქცე, მაგრამ მოჯადოებულივით ვუახლოვდები. აცახცახებული თითებით ვინსტონის ღერი მიმაქვს ტუჩებთან და რა წამს პირველ ნაპასს დავარტყამ, მაშინვე სიმშვიდე მეუფლება.
- ჰეროინის გადაჭარბებული დოზით მოკვდი და მათ დაგტოვეს, ხომ ასეა? - ვეკითხები ლიზას და ლოგინზე ვჯდები, მერამდენედ ვემზადები უჩვეულო ამბების მოსასმენად.
- ჰეროინი... - ჩურჩულებს ის და სახეზე მზაკვრული ღიმილი ეფინება - მაგრად გისწორდება ეგ ვერსია, არა? - თვალები ულურჯდება, ირისიც კი ულურჯდება და მაიძულებს საიდუმლო ტბაში თავით გადავეშვა. ვიპოვო დამხრჩვალი სიმართლე და მისი ჩონჩხი მაინც გამოვათრიო მზის სხივებით გამთბარი ზღვის პირას. ასეა, ტბა ბოროტია, ის ძვლებიანად ხრავს ყველაფერს და სამუდამოდ იტოვებს თავისთან. ზღვა კი... კეთილია. დედა მიწისთვის შვილის ცხედარი მაინც ემეტება. - შენ იცი რომ ის ჰეროინს არ მოუკლავს, თავს რატომ იშტერებ?!
- ვინ ის? - დუმილი რამდენიმე წამი გრძელდება, მე კი გაქვავებული, უსიტყვოდ შევცქერი ლიზას და ვერ ვხვდები, რა თამაში წამოიწყო.
- მე. - მპასუხობს ის და აჩქარებული პულსიც მირეგულირდება - დღეს მესამე პირში ვისაუბრებ საკუთარ თავზე. რატომღაც, ასეთ განწყობაზე ვარ. მკვლელს თუ ეძებ, წარმატებებს გისურვებ დაბურულ ტყეში. თუმცა, მისი პოვნა შეუძლებელია.
- რატომ არის შეუძლებელი, ვინ არის ასეთი? - ვეკითხები მოუთმენლად და გული ისევ მიჩქარდება. შევცდი, ლიზა დაბადების დღეზე არ მომკვდარა. არც შემთხვევით მომკვდარა...
- მკვლელი ეშმაკზე ერთი დღით ადრე დაიბადა. - მპასუხობს ღიმილით და სევდიან ისტორიას მიყვება...
- და რადგან უარი განაცხადა სარეაბილიტაციო ცენტრში დაწოლაზე, იგი კონტროლის ქვეშ მოექცა. კონტროლი იმდენად სასტიკი იყო რომ ალკატრასის ციხის ბინადრებსაც კი არ მოელანდებოდათ. ან იქნებ არც მასეთი მძიმე იყო, მაგრამ მას ასე ეჩვენებოდა. რას გაიგებ, მას შემდეგ ხომ ბევრი რამ მოხდა, დიდი დრო გავიდა. როგორც უკვე ვთქვი, მას მკურნალობა დაენიშნა: ცხოვრება ნარკოტიკის გარეშე. სამსახურიდან პირდაპირ სახლში უნდა მისულიყო მკაცრად განსაზღვრულ დროში. ვერც იქიდან გაძვრებოდა, რადგან კეთილისმყოფებმა ცხრილი შეადგინეს თუ ვინ როდის დაურეკავდა და მოცლილობის ჟამს სამსახურში სტუმრობითაც გაანებივრებდნენ სუიციდზე შეყვარებულ გოგონას. მეგობრები? კი, რა თქმა უნდა, შეეძლო ენახა. მხოლოდ ის მეგობრები, რომლებიც საპატიო ადგილს იკავებდნენ კონსილიუმის მსვლელობისას. საყვარელი, კეთილი, გაბო.ებული მეგობრები... როგორია? იქნებ არც იყვნენ გაბო.ებულნი და ამას მხოლოდ მისი დაავადებული გონება ფიქრობდა? რას გაიგებ, კაცია და გუნებაო, ნათქვამია. დიდი პიონერივით ყოველ დილით გადიოდა სამსახურში და მხოლოდ მაშინ გრძნობდა შვებას, როდესაც უცხო ხალხს ხვდებოდა. შორს, შორს კეთილი ნაცნობებისგან. სამსახური-სახლი-სუიცი.ზეოცნება, სამსახური-სახლი-სუიცი.ზეოცნება... გართობა? მას ხომ აუკრძალეს იმ მეგობრების ნახვა, რომლებიც მომხმარებლები იყვნენ და უინტერესო ჯიშთან ურთიერთობისას მხოლოდ კივილი და გაქცევის სურვილი უჩნდებოდა. ერთადერთი, რასაც ვერ გაუკონტროლებდნენ ეს ოცნება იყო, რისთვისაც მადლობას წირავდა სწორად იმ ღმერთს, რომელმაც მიატოვა და მისი ტანჯული სული მგლებს მიუგდო საჯიჯგნად. თუ გგონია, სუიციდის ხსენებაზე ისევ ბრჭყვიალა ჭაღებს ასცქეროდა დორბლმომდგარი, ცდები. მან გარკვეული დრო მისცა საკუთარ თავს დასაფიქრებლად. ჯოჯოხეთური ტანჯვა-წამება ცოდვილ სულს გაასუფთავებდა და შემდეგ...
უსასოობისა და უიმედობის ოთხი თვე იწურებოდა, როდესაც სიზმრებით გატანჯულს გამოეღვიძა. ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გამხდარიყო, ახალი არაფერი. უბრალოდ სიზმარი იმდენად ცხადი იყო რომ ლოგინში ფეთიანივით წამოხტა და კოჭის მაღლა მფეთქავ ვენას ალერსით გადაუსვა საჩვენებელი თითი. უკვე მესამედ ხდებოდა ისე რომ გამოღვიძებულს ამფეტამინის გემო ჰქონდა და გული ისე უცემდა, როგორც პრიხოდის დროს. წამოწვა, თვალებზე ხელები აიფარა და სცადა შავ უსასრულობაში პატარა ნათებებს გაჰყოლოდა, გასულიყო. თითქმის მიაღწია ერთ-ერთის ვიწრო გვირაბს, როდესაც ტელეფონის ზარის ხმა გაისმა და უსასრულობამ ცხვირწინ მიუკეტა კარი. ისე ამოიგმინა, როგორც დაჭრილმა ნადირმა და ტკივილისგან გადარეულმა დახედა ეკრანს. ის რეკავდა. ეკრანს აკანკალებული თითი გადაუსვა და რკინის შეხებამ ყურზე ისე აღაგზნო , თითქოს მისი ტუჩები ეხებოდა ყელზე. საკმარისი იყო მისი ერთი სიტყვა რომ მთელ სამყაროს მუჭში მოიქცევდა და ფეხებთან დაუდებდა საშობაო საჩუქრად. მხოლოდ ერთი სიტყვა და თვით მთავარანგელოზი დასწერდათ ჯვარს სადმე. ღმერთი და ეშმაკი, მათ საპატივსაცემოდ შერიგებულნი, ჟასმინის კვირტების წვიმას მოუვლენდნენ დედამიწას დიდებული ქორწინების აღსანიშნავად. ჰმ... მაგრამ არა. ის ატყობინებდა რომ შემთხვევით გამოეშვა ზარი. მთელი ვნებათა ღელვა ერთ სიტყვაში ჩაატია, „კაი“ და ტელეფონი ისე სწრაფად გათიშა, თითქოს ეშინოდა თავის დამცირების მორევში არ გადავარდნილიყო, რომელიც ერთბაშ სიკვდილს უქადდა. საპირფარეშოში მიმავალს კარგ გუნებაზე მყოფი ბებიის სიტყვები დაეწია, „დილა მშვიდობისაო“. გავკარი ასეთ მშვიდობიან დილას, გაეპასუხა გულში და სახეზე მწარე ღიმილი გამოესახა.
- ყავა დაგიდგა ლიზიკო?
- კაი. - უპასუხა ყალბი ღიმილით და თავი შხაპს შეაფარა. ცხელი წყლის ქვეშ სამი, ოთხი წუთი იდგა გაუნძრევლად და ცდილობდა ის კადრები წაეშალა გონებიდან, რომელიც იმ მოთამაშე ნაბიჭვარს ახსენებდა. ცამეტი დამპალი ვარდი, მშიერი სადარბაზო, ყაყაჩოების მინდორი და ვახშამი ოთხისთვის. უფრო ახლო წარსულს ეკუთვნოდა ნორმალური გარეგნობის არანორმალურად მდიდარი, ჯანმრთელი ნათია თავისი მუცლით, რომელიც მალე გაიბერებოდა და თუ ქორწილს არ დააჩქარებდნენ, მსმელი კაცივით გადმოგდებული ღიპის შეფუთვა მოუწევდა ქალწულისთვის განკუთვნილ თეთრ კაბაში. ფიქრისთვის დრო იმაზე მეტი ჰქონდა, ვიდრე საჭირო იყო და ბოლო პერიოდში ერთ უცნაურ დასკვნამდე მივიდა. ორი უკიდეგანო სიყვარული ებრძოდა მის არსებაში ერთმანეთს. ის, ჩვეულებრივი მოკვდავი, თავდაპირველად პრინცი რომ ეგონა და ნეტარების მტვერი. ბრძოლაში ჩაბმულების ანგარიშით არასოდეს ინტერესდებოდა, არასოდეს იმახსოვრებდა, თითქოს დედა იყო, რომლის შვილებიც ერთმანეთს წაჰკიდებოდნენ და მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა რომელი გაიმარჯვებდა. ორივეზე ერთნაირად შესტკიოდა გული. ერთნაირად? ხანდახან უძილობისგან გატანჯული მთვარეს ეკითხებოდა და ცრემლები უსველებდა ტკივილით აღვსილ სახეს. მთვარეს ელაპარაკებოდა, აბა სხვა ვისთვის გაემხილა უსაზღვროდ ნაღვლიანი სიმართლე? სიმართლე კი ის იყო რომ თუ არჩევნის უფლება ჰქონდა, უპირატესობას ფხვნილზე ოცნებას ანიჭებდა და არა მეორეს. ორივე კლავდა, ორივეს აძლევდა ამის უფლებას, მაგრამ კმარა! თავს აღარავის დაამცირებინებდა. მზად იყო, ამაყად ეტანჯა. ორი სიყვარული... ერთის დავიწყებას მეორეზე ოცნებით ცდილობდა. აპოლონის კარიკატურაზე ფიქრი საშინელ ტკივილს აყენებდა, ამიტომაც იძულებული იყო „მიუღწეველი ოცნებების ტბაში“ ჩაეხრჩო. აღმაფრენის გადაყვარება კი დაცარიელებულ სამყაროში ეულად ყოფნას უდრიდა, რასაც ვერ გადაიტანდა. თიხისგან გამოძერწილმა უღალატა, თიხის ხელებით შექმნილს კი არასოდეს მიუტოვებია. ის მუდამ მასთან იყო და ვნებიანი მებადურივით იხმობდა. ერთგულად უცდიდა მაშინაც კი, როდესაც ყველამ ზურგი აქცია.
მაგ დღეს იყო? თუ მაგის შემდეგ, არ ახსოვდა, სანათესაო ვახშმის დასასრულს სასიამოვნოდ დანაყრებულებმა თავი რომ შეიქციეს საუბრით. იმდენ ხანს ჰქონდა „მე კარგად ვარ და ვიღიმის“ ნიღაბი აფარებული რომ საღამოს მიწურულს საპნით მოუწია სახის ჩამორეცხვა, შესისხლხორცებული გიმმასა რომ როგორმე მოეცილებინა კანის დაავადების თავიდან ასაცილებლად. მაგ ვახშამზე იყო, ტელევიზორიდან რომ მოისმინეს ერთ-ერთ ცნობილ, ყველასთვის საყვარელ პიროვნებაზე, რამდენიმე წელს რომ აძლევდნენ სუბოტექსის შეძენა-შენახვისთვის. არასოდეს დაავიწყდება ავისმომასწავებლად ჩამოწოლილი დუმილი. დაძაბულობისგან ჰაერიც კი გამკვრივდა. შეთქმულებივით გადახედეს ერთმანეთს და ვაი უშველებელს მოჰყვნენ, ბედნიერები რომ სხვა ჩააყუდეს და მათი გოგონა სახლში იჯდა თავლაფდასხმას გადარჩენილი. წარმოდგენისაც კი რცხვენოდა იმ წუთებში რამდენი ნათესავი აწუხებდა ღმერთს მომაბეზრებელი მადლობით. „ნეტავ, როგორ ეუბნებიან?“, ფიქრობდა ჩაის ჭიქის ძირს მიშტერებული, „მადლობას გწირავთ, შემოქმედო, რათა ჩვენი უღირსი შვილი აღარ იჩხირავს სატანისა ფხვნილსა. მან განაგდო მტვერი ეშმაკისა ჩლიქიდან წათლილი, რამეთუ...“
- ამას უყურე. - ფიქრი ბებიის დამ შეაწყვეტინა, რომელსაც სახეზე დაუფარავი შეშფოთება ეხატა. მის გვერდით გადმომჯდარიყო და ჩურჩულით თხოვდა ტელეფონში ჩართული ვიდეოს შეფასებას. ყველას წამოეზარდა ყურები, მაგრამ ვერაფერს იტყვი, კარგად თამაშობდნენ, ვითომ არც კი შეუმჩნევიათ ორის ჩურჩული. ვიდეოში, ჰმ, ვიდეო ქუჩაში იყო გადაღებული. უცხო ეროვნების გოგონა ტროტუარზე იჯდა და ხელებს უხილავ მტერს უქნევდა. მისი შემხედვარე, იფიქრებდი, გააფთრებული იგერიოებსო ბასრნისკარტა, მშიერ ფრინველს. შეშლილ, ალაპლაპებულ სახეს სხარტად ამოძრავებდა და თავისთვის ბუტბუტებდა.
- რა ჭირს? ფსიქიატრიულიდან გამოექცათ? - იკითხა ყალბი ინტერესით, ვითომ ვერ მიხვდა, რას ეუბნებოდნენ ვიდეოს ჩვენებით და სისხლის ჩხრიალის ხმამ ყურები დაუბუჟა.
- არა, - უპასუხა ბებიის დამ ინტიმური ჩურჩულით და ნანახით შეძრწუნებულმა მრავალმნიშვნელოვნად გააგრძელა - ის აქვს მიღებული. ხედავ, რა საშინელ დღეშია? გაგიჟდა!..
- „ერთი შეხედვით ვერ მივხვდი და კიდევ კაი, გამაგებინე,“ გაეპასუხა გულში და შური იგრძნო ვიდეოში გადაღებული გოგონას მიმართ “რას არ მივცემდი, ოღონდ მე ვიყო შენ ადგილზე“. - საწყალი. - ჩაილაპარაკა დამწუხრებული ხმით. ეს სიტყვა ხომ ძალიან გაახარებდა ასაკიან, ჯანმრთელ ქალს.
- ხედავ, რას ხარ გადარჩენილი, საყვარელო?
- „აბა კაცო, აბა, ნუ იტყვი!“
- ...კიდევ კარგი რომ მსგავსი რამ შენ არ შეგმთხვევია, დროულად გადაგარჩინეთ...
- „ცდები, ძვირფასო. მაგაზე უარესადაც არაერთხელ ვყოფილვარ“.
- აუცილებელია კანონების გამკაცრება. აი მაგალითად, თურქეთში...
ო... როგორ სძულდა მსგავსი დისკუსიები. იმდენი კი ესმოდა რომ შეპასუხება უარესი იქნებოდა და ამიტომაც მსგავს შემთხვევებში, პირში წყალს იგუბებდა, მაგრამ მათ, ჯანსაღტვინიანებს რატომ არ ესმოდათ რომ ასეთი საუბრებით მხოლოდ და მხოლოდ გულს უწვრილებდნენ და ჭრილობაზე მარილს აყრიდნენ? რატომ ვერ ხვდებოდნენ რომ გოგონა ცდილობდა გამოსწორებულიყო, ისინი კი ყოველ სისხამ დღეს ახსენებდნენ უპატიებელ ცოდვებს და უბიძგებდნენ ისევ გადაშვებულიყო თავდავიწყების მორევში, რატომ ვერ ხვდებოდნენ?!
- აშკარად, შივა მფარველობს. - ჩაილაპარაკა ცხარედ მოსაუბრეების ჩასახშობად და ნეტარებით დააკვირდა მათ დაბნეულ სახეებს.
- შივა... - უცხო ქვეყნიდან დაბრუნებული ათეისტი ბებია გამალებით ფიქრობდა, საიდან ეცნობოდა ეს სიტყვა და უცებ გონება გაუნათდა. - ასე ფიქრობ? - დაეკითხა იმედმიცემული. მას ხომ ღრმად სწამდა ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობების. იქნებ, ამ მკურნალობის ჟამს უცხო რელიგიით დაინტერესებამ შედეგი გამოიღოსო, ფიქრობდა.
- დიახ, შენი სიტყვებიდან გამომდინარე. თურქეთში ხელს აჭრიანო ნარკოტიკის გამო და უცებ გამიელვა, საქართველოშიც ეგ კანონი რომ მოქმედებდეს, რამდენი ხნის წინ დავკარგავდი-მეთქი კიდურებს.
უხერხული დუმილი გაღიზიანებულმა ბიძაშვილმა დაარღვია
- დაგვცინის ეს იდიოტი.
ჩაგონებ-დარიგების სადღეგრძელო მამამისმა ჩაშალა, რომელსაც კარგად ესმოდა თავისი პირმშოს ტანჯვა და ცხარე დისკუსია ახალი ანეგდოტით ჩაანაცვლა. მადლიერება იმდენად დიდი იყო რომ გოგონას ცრემლი მოადგა თვალზე და მაგიდიდან დაცლილი ჩაის ჭურჭლის ალაგებას შეუდგა. ცრემლებით უარეს ყურადღებას მიიქცევდა, რასაც არაფრის დიდებით არ დაუშვებდა და მათ გაერიდა. ჭურჭლის რეცხვის დროს, მაშინ როდესაც ერთი და იგივე გასაპნილ ჭიქას მესამედ ავლებდა თბილ წყალს და მეოთხედ იწყებდა აქაფებული ღრუბლით ხეხვას, შეწუხებული სინდისი გალიიდან გამოღწეული მხეცივით ეძგერა და ხორცები გამოაგლიჯა. იმ უბრალო ნიუანსმა, მამამისმა თემა რომ შეცვალა, იმდენად გაუთბო გული რომ პირველად მთელი სიფხიზლის პერიოდში, სინდისის ქენჯნა იგრძნო „კეთილისმყოფების“ მიმართ. არა, ცუდი არცერთი არ იყო. ზედმეტი სიყვარულით ტანჯავდნენ გოგონას. სხვადასხვა ენაზე საუბრობდნენ, როგორც ბაბილონის ხალხი და ამიტომ არ ესმოდათ ერთმანეთის. ურთიერთგაუგებრობა, აი რა იყო გადაულახავი პრობლემის თავი და თავი, ურთიერთგაუგებრობა...
იყო ისეთი დღეებიც, როდესაც სახლში ყოფნით სულშეხუთული მეგობრების მოსაწყენ შეხვედრას უერთდებოდა. ისმენდა და თან არც ისმენდა, რომელმა ფილმმა მიიღო ოსკარი, ვინ ვის დაშორდა, ვის ვინ მოეწონა, ლილოში 55 ლარიანი მაისური რუსთაველის ბუტიკში 107 ლარად რომ ნახა განცვიფრებულმა სალომემ.
- ფასების დამახსოვრება მაინც არ გეზარება? - რამე ხომ უნდა ეთქვა და რამაც ნამდვილად გააოცა, ის იკითხა. მეგობრებს ახალი აღებული ჰქონდათ ხელფასი და სელფების გადაღების, შემდეგ კი პროფილის სურათის შეცვლის ხათრით ჩილიმი შეეკვეთათ.
- რომელს ინებებთ? - მოწიწებით დაეკითხა შავებში გამოწკეპილი მიმტანი სწორად მას და ჩილიმზე მიუთითა - გვაქვს ვარდის, ფორთოხლის, ყურძნის...
- სულერთია. ის მაინც არ გექნებათ, რაც მინდა. - უპასუხა ღიმილით და მანამდე ტკბებოდა მეგობრების უხერხული გამომეტყველებით, სანამ მსუბუქად შეურაწყოფილი მიმტანი დაბეჯითებით უმტკიცებდა რომ უამრავი არომატი მოიძებნდებოდა თბილისის საუკეთესო ჩილიმბარში და უბრალოდ ეთქვა, რომელი ესიამოვნებოდა. - კენკრა იყოს, ლურჯი მაინც დაჰკრავს. - გადაწყვიტა ბოლოს დაბნეული მიმტანი რომ შეეცოდა და მეგობრებსაც დაძაბულობა მოუხსნა.
- გაიგეთ, ლუკას მამა რომ გარდაიცვალა? - წამოსცდა ერთ-ერთს, რომელსაც ენაზე კბილის დაჭერა დავიწყებოდა და რადგან ჩათრევას ჩაყოლა არჩია, ჯიქურ შეხედა გზას აცდენილ მეგობარს.
- ძალიან მეწყინა. - უპასუხა ფიქრებიდან გამოსულმა და სანამ კიდევ რამეს დაამატებდა მიხვდა, ყველა რატომ გაჩუმდა.
- რაღაც თეთრი ფხვნილი გაუკეთებია და გულმა დაარტყა. - დუმილი გაკვეთა ერთ-ერთის სიტყვებმა - გეროინი, ხო? - და შეპარვით გადახედა ბროწეულის წვენს დაწაფებულ მეგობარს, რომელმაც გულში შეუსწორა, „გეროინი არა, გერაინი, ფისო. ქართულად ჰეროინს უწოდებენ“.
- არა. - ამოოხვრით გაეპასუხა მესამე და მისი სიტყვები განაჩენივით გაისმა - ამფეტამინიო, ასე ამბობენ.
და რადგან თევზი ანკესს არ წამოეგო, მძიმე ამბის მაუწყებელმა ჯიქურ მიმართა უდარდელსახიანს
- არაფერს იტყვი?
- რასთან დაკავშირებით?
- რაზეც ვსვაუბრობთ.
- ლილოს ბაზრობასა და რუსთაველის ბუტიკების ფასების სხვაობაზე?
- თავს ნუ იშტერებ, დეგენერატო. - გაღიზიანება ღიმილით გადაფარა და დელიკატურად, ვითომ სხვათაშორის განუმარტა - ლუკას მამაზე.
- ა... კომპეტენტური ვერ ვიქნები, საყვარელო. ეგ პარტია არ გამისინჯავს.
- ვეღარ ვცნობ... - ჩაილაპარაკა ერთმა წუხილით.
- სულ გაგიჟდა. - დაამატა მეორემ.
- ვაიმე, დაჟე, დანანებით რომ ამბობს, არ გამისინჯავსო... - აღმოხდა მესამეს. მეოთხეს კი სიცილი აუტყდა და სანამ ლიზაზე გამწარებული მეგობრები მასზე იყრიდნენ ჯავრს, უადგილო სიცილი სახიდან მოისხიპა. ჯერ კიდევ თვალებ გაბრწყინებულმა მეგობარს სიცილით მიმართა.
- ყველაზე საწყენი იცი რა არის? საკმაოდ ინტელექტუალური, ნაკითხი, უზარმაზარი პერსპექტივის მქონე ულამაზესი გოგო ხარ, შენ კი...
- თავს რის გამო იღუპავ. - დაასრულა მეგობრის დაწყებული წინადადება გაზუთხული ფრაზით და გარშემო ისე მიმოიხედა, თითქოს გასაქცევ კარს ეძებდა.
- აზრი არა აქვს ამასთან ლაპარაკს. ეგოისტი, შეუგნებელი ძროხაა. - ღვარძლიანად ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა და თვალები დემონსტრაციულად აატრიალა.
- ძროხას სარგებლობა მაინც მოაქვს და მე რომ არც ვიწველები? - ყალბი წუხილით აღმოხდა და სკამიდან წამოიზლაზნა - დიდი მადლობა, სასიამოვნო საღამოსთვის. უნდა დაგტოვოთ, ხვალ დილით ვარ ასადგომი და ჯერ კიდევ არ დამისრულებია სურათების დამუშავება.
- ხვალ ხომ კვირაა?
- მითუმეტეს. უფრო ბევრი საქმე მქონია. ორშაბათისთვის ორი ჩვენების სურათები მაქვს გასაკეთებელი. ზოგს ცხვირი აქვს დასაპატარავებელი, ზოგს წელი, ზოგს ზედმეტი ქონები, თქვენ ეს არ გესწავლებათ, მეგობრებო...
- ნუ იკბინები მის საქართველოვ და ჭკუით იყავი. არ მინდა მანამდე ჩაძაღლდე, სანამ პირველი შვილი შემეძინება. რა დააშავა, ჯერ არ დაბადებულმა ბავშვმა, ისეთი რომ ნარკომანი ნათლია ჰყავდეს, არ ვიცი, მაგრამ რა ვქნა, მაინც მიყვარს ეს ინტელექტუალური . - იუმორით გაჯერებულმა სიტყვებმა ყველას ღიმილი მოჰგვარა.
- კიდევ მე ვარ ? ტრაწიანი თხასავით წამდაუწუმ პაემნებზე რომ დარბიხარ.
- ნეტავ ყოფილიყავი, იმის შიში მაინც არ გვექნებოდა რომ ერთხელაც დაგვირეკავდნენ და გვეტყოდნენ, წამალში გაიპარაო...
ლიზამ ისე ხმამაღლა გადაიხარხარა, ახლო-მახლო მაგიდებიდან ინტერესით გამოხედეს. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც ფხიზლიანობის ჟამს გულწრფელად გაეცინა. უცებ გაუელვა რომ ისევ ისე უყვარდა ბავშვობის მეგობრები, როგორც ადრე. მაგრამ არა, კმარა ფუჭი იმედები. ისინი ვერასოდეს ჩასწვდებოდნენ ლიზას ტკივილს, ვეღარასოდეს გადაუშლიდა გულს, ვერ იქნებოდა გულახდილი. მათ შორის უზარმაზარი კლდე აღმართულიყო. შორიდან ეყვარებოდა ის მეგობრები, არც ისე შორეულ წარსულში ერთმანეთის ტანსაცმელში გამოპრანჭულნი რომ ეკეკლუცებოდნენ ბიჭებს. ერთად რომ მეცადინეობდნენ, მთელ დღეს ერთად რომ ატარებდნენ და მაინც არ ჰყოფნიდათ დრო. ძილის წინ ასობით წერილს რომ წერდნენ ერთმანეთს და დილასაც მესიჯობით იწყებდნენ. უერთმანეთოდ ცხოვრება რომ ვერ წარმოედგინათ და დანის წვერით გადაჭრილი თითებით ეფიცებოდნენ სამუდამო მეგობრობას.
სანამ დამშვიდობების აუცილებელი პროცედურა სრულდებოდა, მიმტანი წამოადგათ და ნაყინის ჩამოლაგება დაიწყო. ლურჯი ნაყინის...
- ჩვენ არ შეგვიკვეთავს. - რბილად უთხრა სალომემ, დაშვებულ შეცდომაზე რომ არ ენერვიულა დაბნეულ მიმტანს და ერთ-ერთს წამოავლო ხელი უკან დასაბრუნებლად.
- ვიცი, ჩვენმა სტუმარმა დაგპატიჟათ. - მრავალმნიშვნელოვანი ღიმილით უპასუხა მიმტანმა და თავისი საქმე გააგრძელა.
- ვინ? - დაინტრიგდნენ გოგოები და მაგიდებს შეპარვით გადახედეს.
- მითხრა რომ ვინაობის გამხელა საჭირო არ იყო და ადრესატი თვითონვე მიხვდებოდა.
ლიზა გულგრილად უყურებდა თეთრი ნაყინის ბურთულებს, რომლებზეც ლურჯი ფერის ტკბილი ფხვნილი მოეფრქვიათ.
- შენ გამოგიგზავნეს, უძღებო დაო. ცოტა ხანი დაეგდე და ჭამე, იქნებ კიდევ რამე გამოიმეტონ. - გადაუჩურჩულა სალომემ წასვლისთვის გამზადებულ დაქალს და უფასო ნაყინს დააცხრა.
- რა იცი, რომ მე გამომიგზავნეს? - შეეკამათა ლიზა და პასუხმა ღიმილი მოჰგვარა.
- დღეს მხოლოდ შენ მოძრაობ შიშველი ბარკლებით და რავი... ეტყობა, ვიღაცას მადა აღეძრა შენი ფორმების შემყურე. ეჰ, ერთი ჩემსავით გიცნობდეს, რა უჟმურიცა ხარ და ფულს აღარ დაგახარჯავდა ტყუილად.
- იქნებ, შენმა მოშიშვლებულმა მკერდმა მიიქცია ვინმეს ყურადღება?
- ეკაიფე ბებიაშენს. გასუქებულ ბიჭს უფრო დიდი ძუძუები აქვს, ვიდრე მე.
- ხოდა, შენც ის კრემი გამოიწერე, ფეისბუქში დიდი პოპულარობით რომ სარგებლობს, იქნებ ბედმა გაგიღიმოს და პამელა ანდერსონი დაჩრდილო...
- წადი შენი...
- ნაღდია სალო, ჩემმა თანამშრომელმა გამოიწერა.
სანამ გამხიარულებული მეგობრები დარჩენას აიძულებდნენ, დრო იხელთა და სასწრაფოდ გამოეცალა. მხოლოდ მაშინ, იმ წამს გაუხარდა სალომეს ხმის მოსმენა, როდესაც ლევანის თვალებს გადაეყარა.
- შეგიძლია დამილინკო? - კრიტიკულ მომენტში სალომემ შეუძლებელი შეძლო და გულიანად გააცინა. რა იცოდა, რამხელა დახმარება გაუწია დაქალს იმ მძიმე წუთებში. ლიზა შვებით შებრუნდა მეგობრების მაგიდისკენ და სიცილით დაუქნია თავი. შემდეგ ხელი აუწია დასამშვიდობებლად და გასასვლელისკენ გაემართა. ერთხელაც არ გაუხედავს იქ, სადაც მათე, ნათია და კიდევ ორი გოგო ვახშმობდნენ.
- ნივიჟუ რომ გოიმობაა, არ გასწავლეს? - გაისმა საძულველი ხმა და ათრთოლებული ლიზაც შეჩერდა.
„გოიმი ებრაული სიტყვაა და ქართულად ურწმუნოს ნიშნავს“, რატომ გაახსენდა ოდესღაც გაგონილი, არ იცოდა, მაგრამ ჩაეცინა. ზანტად მიბრუნდა მისკენ. თითქოს რაც უფრო ნელა მიბრუნდებოდა, მით უფრო გაფერმკრთალდებოდა გამოსახულება. მაგრამ არა, ის უძრავად იდგა. ნადირობიდან დაბრუნებულ ღმერთ-კაცს გავდა, რომელსაც ფეხებთან დაეგდო ახალი ნანადირევი და ამაყად შეჰყურებდა უკვე დაგემოვნებულ ნადავლს.
რთულია, მიუწვდომელი ოცნებისთვის თვალის გასწორება. კიდევ უფრო რთული, როდესაც ეს ოცნება შენთან ასე ახლოსაა და არ შეგიძლია შეეხო.
- ვიფიქრე რომ ვერ შემამჩნიე და აღარ დაგირღვიე მყუდროება. - მტკნარი სიცრუე. ბარშივე დაინახეს ერთმანეთი. თანაც, გამოსვლამდე მიუსწრო ნაყინმა.
- უნიჭოდ იტყუები, ფისო, რაც არ გეკადრება გამოსწორების გზაზე დამდგარს.
- კაი, ლევან, წავედი. გამიხარდა შენი ნახვა. - სანამ ზურგს შეაქცევდა, ბიჭმა მოასწრო, ხელი ჩაავლო და მოატრიალა. იმ ჟაკეტზე, რომელზეც ლევანის ხელი შეეხო, ამაოდ ეცდება საყვარელი მამაკაცის სურნელის პოვნას. იმედგაცრუებისგან გადარეული, მონატრებისგან დაღლილი, მაკრატლით დააცხრება და ნაკუწებად აქცევს უდანაშაულო ტანისამოსს, ოღონდ ეს მხოლოდ მეორე დღეს მოხდება.
- მისმინე... - უთხრა ლევანმა, მაგრამ სათქმელი საიდუმლოდ დარჩა, რადგან კარი გაიღო და ლიზასთვის საძულველი საზოგადოებაც გამოლაგდა.
- პრივეტ, მოგეწონა ნაყინი? - მხიარულად დაეკითხა ნათია, აქაოდა, ეგ ამბავი მეც ვიცი, ტყუილად გამოგესხა ფრთებიო და ლევანს ჩაეხუტა.
- საღამო მშვიდობისა. კი, ძალიან გემრიელი იყო, დიდი მადლობა. - მათე იძულებით გადაკოცნა და აწკრიალებული ტელეფონი მოიმარჯვა. სალომე იყო, ატყობინებდა რომ შარფი დარჩენოდა ბარში.
- არადა, არც კი გაუსინჯავს. რა მატყუარა გოგოა შენი ყოფილი. - შენიშნა ნათიამ და ლიზა კრიტიკულად შეათვალიერა.
- ნაყინი დიდად არ მიყვარს, მაგრამ ფერი ისეთი შთამბეჭდავი ჰქონდა რომ კინაღამ ხუთივეს ჩამოვუარე და გადავლოკე. - მეტოქეს დიდსულოვნად მისცა გასამხიარულებლად საბაბი და თვალი კარისკენ გააპარა. ერთი სული ჰქონდა შარფი მიეღო და უკან მოუხედავად გაქცეულიყო იქიდან.
- ანუ, ლურჯის ლოკვა გევასება? თუ როგორ გავიგოთ? - დაინტერესდა ერთ-ერთი ენამოსწრებული, მაღალქუსლიანებზე რომ წამომართულიყო და ცხენივით მიაჭენებდა.
- ლოკვა იმდენად არა, რამდენადაც გაკეთება. - უპასუხა სრული სიმართლე და მათ კისკისზე ირონიულად ჩაეღიმა.
- მაგის გაკეთება მეც მიყვარს. - ჩაილაპარაკა ლევანმა გოგონების გასაგონად და ისეთი რამ უთხრა, რაც არ უნდა ეთქვა - ნაყინს ზრდილობის გამოც არ გაეკარე, და... შენ რაც გიყვარს, ისიც მაქვს.
- ვაფასებ გულუხვობას, მაგრამ როგორც იტყვიან, გავეშვი. – „გთხოვ სალი, მალე გამოდი, გთხოვ“
- ხო? რაღაც არა მგონია. - ჩაეღიმა ლევანს და ჯიბისკენ წაიღო ხელი.
- ასეა, ასე. დრო გადის, ადამიანები იცვლებიან... - თვალები აშიშვლებდა და მის აზრებს კითხულობდა. ოხ, ეს დაუნდობელი თვალები, რომელსაც ვერ მოატყუებდა.
- იცვლებიან? არა. უფრო, ახალ ხერხებს იგონებენ სხვების თვალების ასახვევად... – „წყეულო !“ დაუკივლა გულში და სალომეს გამოჩენამ შვება მოჰგვარა.
- ბატი ხარ, ბატი. შენი ნივთების შეგროვებაში როდემდე უნდა ვიყო, შეგიძლია მიპასუხო?
- ყველას გარკვეული მისია გვაკისრია ამ ცხოვრებაში. შენ, მაგალითად, დაქალის ჯანმრთელობაზე ზრუნავ.
- ეკაიფე ბებიაშენს! რა დამიშავა იმ ქალმა, მარა მაინც.
- იმასაც ვეკაიფები ხოლმე შიგადაშიგ. სიტყვიერად მაინც ვიკაიფო...
- ვაიმე ლიზა, შენი შეუგნებელი კარგიც მოვ..ან! - ისტერიკულად გადაიხარხარა. მისი შემხედვარე სალი, დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო, მეგობარი აღარაფერს ეკარებაო, ეჭვი შეეარებოდა მის სიფხიზლეში. არადა, სასაცილო იყო, ლიზას წინ ორი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანი იდგა და ორივე ერთი და იგივე თემაზე, ერთი და იგივე სიტყვებით აგინებდა.
- ცნობისთვის, ჩემი კარგი შენ ხარ. კაი, წავედი. მოგწერ ამ დღეებში.
- ტაქსებში რო არ ყარო ფული, ერთი წუთით დადექი გზაზე და ვინმე გაგიყოლებს მაგ ფეხების წყალობით. რამეში ხომ მაინც უნდა გამოიყენო სხეული...
- ჰმ, რა მწარე მეგრელი ხარ, ვინც არ გიცნობს, მაგრამ მაინც მიყვარხარ...
- ლიზა, საით მიდიხარ? ჩვენც გავდივართ უკვე და გაგაყოლებთ. – „რატომ არ მოკვდებით ყველა ერთ დღეს?“ გაეპასუხა ტკივილისგან გატანჯული და უკანასკნელი ძალები მოიკრიბა სიმშვიდის შესანარჩუნებლად.
- დიდი მადლობა, მათე. საჭირო არაა, აქვე მივდივარ ფეხით.
- ფეხით სად მიდიხარ? - ჩასაფრებული მდევარივით ეცა დაეჭვებული მეგობარი და ლიზამაც კინაღამ იღრიალა. სალომემ მზერა მათეზე გადაიტანა და გამომეტყველება შეეცვალა. - გამარჯობა, მე სალი ვარ...
მათე, ოჰ, როგორი სიმპათიური ბიჭი, რომელი გოგო გაუძლებდა მისი ლურჯი თვალების მცხუნვარებას? და რადგან სიამოვნებით დააკვირდებოდა მეგობრის უმნიშვნელო ტანჯვას და მათეს გაწბილებას, რომლის უკანაც ყოვლისმპყრობელი ლევანი იდგა, მან თქვა:
- სალი, ძვირფასო, შენ მათეს და ლევანს არ იცნობ, რადგან მეც ახლო წარსულში გავიცანი. ეს ის ბიჭები არიან, რომლებთან ერთადაც... - პაუზა განგებ გააკეთა, ვითომ კინაღამ წამოსცდა „რომლებთან ერთადაც ვკაიფობდიო“ და ენის ბორძიკით განაგრძო - რომლებიც... რომლებთანაც მეგობრობა მაკავშირებს. - ოჰ, რაოდენ დიდი შეიქმნა მწუხარება სალომესი... ბოლოს, გაიფიქრა, უკეთესიც გამოჩნდებაო და თავის დაკვრით შეაქცია ლამაზთვალებიან ბიჭს ზურგი.
- როდის გამომივლი? ნუგო და ვასო ჩამოვიდნენ და ყოველ დღე გკითხულობენ, როდის მოვაო.
- ამ დღეებში, აუცილებლად. ბიჭები მომიკითხე. - ლიზამ კიდევ ერთხელ აკოცა მეგობარს და ტაქსის გასაჩერებლად გასწია, დაავიწყდა მათეს რომ უთხრა, ფეხით მივდივარო, ან უბრალოდ არ აღელვებდა მისი აზრი ტყუილთან დაკავშირებით და მოახლოებულ ტრანსპორტს ხელი დაუქნია.
- გელოდები, მაგრამ იცოდე, ბიჭებს რომ რამე სთხოვო, მაგ დიდ ტუჩებს სულ ცომის გასაბრტყელებლით დაგიფუშავ. - კეთილი, ეშმაკუნა სალომე. მართალია, მათე მოეწონა, მაგრამ მაინც ხმამაღლა დააფიქსირა თავისი აზრი რომ მზად იყო, ნარკომანიასთან ყველა ხელსაწყოთი ებრძოლა. - ნუგოც გავაფრთხილე რომ არ გაბედოს შემოთავაზება და შენც გაფრთხილებ!
- კაი, გოგო, ღადაობ? რა უნდა გალში კარგ მოსაწევს?! - გამოსძახა ქუჩიდან და მანქანაში სიცილით ჩაჯდა. მათკენ არ გაუხედავს. ისედაც იცოდა რომ თვალებით ხრავდნენ. მხოლოდ მაშინ გაიხედა უკან, როდესაც დარწმუნდა რომ აღარ გამოჩნდებოდა და დანესტიანებული ნიღაბი ჩამოიხსნა. ატირდა. არც ადევნებული ჰამერი შეუნიშნავს და არც ტელეფონის ზარისთვის უპასუხია. მხოლოდ მაშინ მიხვდება მათეს ნომრიდან რომ ურეკავდნენ, როდესაც ლოგინში დაწვება და ორ სიტყვიან მესიჯს გახსნის. უძილობისგან გატანჯული, სიძულვილისგან დაღლილი იმ იმედით დალევს ექიმის დანიშნულებისამებრ გამოწერილი ძილის წამლის გაორმაგებულ დოზას რომ აღარასოდეს გაეღვიძოს ან უსიზმროდ დაეძინოს. დაეძინოს მკვდარივით, ისე რომ აღარც ამაზრზენი პრინცი ახსოვდეს და აღარც ამფეტამინი.
ამფეტამინი - ბედნიერებასთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხაზი, რომელიც იმ საღამოს ხელიდან გაუშვა.
და ისევ დაიწყო... სამსახური-სახლი-სუიციდზე ოცნება. გაგრძელდა მანამდე, სანამ დათქმული დრო არ ამოიწურა და შივაც აცეკვდა. ნიშანი მისცა. ნიშანი ახალი ცხოვრების დაწყების. ნიშანი მოქმედებისა და ახალი სამყაროს შექმნის.
. . .
- შემდეგ რა მოხდა? - ვეკითხები დაინტრიგებული და უკვე დაუკითხავად ვიღებ მისი კოლოფიდან სიგარეტს.
- ო... დიდი ამბები დატრიალდა. - მპასუხობს კმაყოფილებით აღსავსე ხმით და მზერა სივრცეში უშეშდება. მისი თვალები... შამანების ქვაბს რომ გავს, ჩემთვის უცხო წარსული თუხთუხებს, ამაოდ ვცდილობ შიგთავის გარჩევას.
- მომიყევი, გთხოვ...
- სხვა დროს იყოს, უნდა წახვიდე, თუ გინდა რომ ის გადაარჩინო. - მპასუხობს ლიზა და მას უკვე კარგებთან ვხედავ, წასასვლელად მიბიძგებს.
- ვინ უნდა გადავარჩინო? - ვეკითხები შეშფოთებული, მაგრამ ის ქრება და მე უკვე საძინებელში ვარ.
. . .
აცახცახებულ ხელს ბალიშის ქვეშ ვაპარებ, სიგარეტის კოლოფი გამომაქვს და ამღვრეული გონების დალაგებას ვიწყებ. ლიზა ვიღაცამ მოკლა, რომლის პოვნაც შეუძლებელია. რატომ არის შეუძლებელი? იქნებ იმიტომ რომ მკვლელი ლევანია? ის არაფრის დიდებით არ დაუშვებს რომ ადამიანი, რომელიც უყვარს გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს. ამიტომაც აფარებს ხელს. „ეშმაკზე ადრე დაიბადა“, ღმერთო ჩემო! ამას გადატანითი მნიშვნელობით ამბობს. რამდენჯერ შეადარა საყვარელი მამაკაცი ლუციფერს? ბევრჯერ! შეიძლება, ლევანის მიტანილმა ნარკოტიკმა მოუღო ბოლო. მას არ უნდოდა ლიზას სიკვდილი, მაგრამ იმდენი ვაჟკაცობაც აღარ ეყო პოლიციას ჩაბარებოდა. „თუ გინდა რომ გადაარჩინო“, ვინ უნდა გადავრჩინო? ცუდი დამთხვევა იყო, ლადო და ევგენი ნათესავები არ აღმოჩნდნენ. იმ დაწყევლილ სახლში სხვამ...
დენდარტყმულივით ვიჭრები ფეხზე. ტანსაცმელს ვიცვლი, დღიურს ვიღებ და სარკეში ჩაუხედავად, ხელ-პირ დაუბანელი, აწეწილი თმებით გავრბივარ სახლიდან. რატომ არის მკვლელი მოუხელთებელი? იქნებ იმიტომ რომ ის ლეგენდარული ბატონი ფოქსია? როგორ გინდა ჩაავლო იდუმალ ბარიგას? ეს მართლაც შეუძლებელი ჩანს, ამიტომაც მთავარი ეჭვმიტანილი იქნება ის, რომელმაც სახლის გასაღები მისცა... ფიქრს თავში მოხვედრილი კარები მაწყვეტინებს. ტკივილისგან ცრემლები მომდის და ცხვირიდან თქრიალით ჩამომდის სისხლი, მაგრამ არც ეს მიშლის ხელს ენა გავაჩერო. ბოდიშებად დაღვრილ ნათიას სახლისკენ მივყავარ და სანამ სველი საფენებით მევლება თავს, გაცხარებული ვუყვები სიზმარს.
- ბოლოს კი მითხრა, უნდა გადაარჩინოო. გთხოვ, ნათი, მითხარი რომ ბიძაშენი ჩამობრძანდა სვანეთიდან და შეგვიძლია მისი ნახვა. ხო მართლა, კამი სადაა? - ნათიას ხელში უშეშდება სველი, სისხლიანი ნაჭერი და თვალებში შიში უდგება.
- ჩემი სიკვდილი! - წამოიკივლებს ჭირისუფალივით და მოწყვეტით ჯდება სკამზე.
- კამალია სად არის? - ვეკითხები მეორედ და პასუხის მოლოდინში პირი მიშრება.
- ალლაჰ გადმოგვხედე! ეს რა დღეში ვართ...
- ნათი, შემომხედე, შემომხედე! ახლა ღრმად ჩაისუნთქე... ამოისუნთქე... - ქუჩაში დაკარგული ბავშვივით, აწყლიანებული თვალებით შემომცქერის და მორჩილად ასრულებს ჩემს მითითებებს - აი, მასე, ყოჩაღ! ახლა მითხარი, სად არის კამალია? ნუ ტირი! თავი ხელში აიყვანე, პანაშვიდის დრო არ გვაქვს.
- მარნეულში წავიდა მედიკოსთან ერთად, ქიმიური საშუალებების საყიდლად რომ ის ალაჰისგან დავიწყებული სახლი დაალაგონ. - მპასუხობს ნათია და მის სახეზე ვხედავ, როგორ ცდილობს ქავითინის შეკავებას.
- დიდებულია! - ისე მხნედ ვამბობ, თითქოს მართლა ასე იყოს საქმე და მეგობრის იმედიანი თვალების შემყურე, საშინლად მეწვება გული - ჩვენ კი ისე ვიზამთ რომ მედიკო და კამი მანამდე ვერ წავიდნენ კორახაშვილების მამულში, სანამ შენს დამთხვეულ ბიძას არ გავესაუბრებით.
ჯერ გეგმა არ მაქვს. გეგმა?! წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვაპირებ იმის გაკეთებას, რაც მეგობარს შევპირდი. მაგრამ ნათია რომ აღარ მოსთქვამს და თავს დამჯერი ბავშვივით მიქნევს, ეგ უკვე მიღწევაა. ერთადერთი რაც ვიცი, ვუგოს უნდა დავურეკოთ და კამი გავაფრთხილოთ. დასაწყისისთვის, ამასაც არაუშავრს.
. . .
12 წუთია რაც ვუგოს ველოდებით. ნათია აქა-იქ კიდევ ვიშვიშებს. ყოველ მეორე წინადადებაში თავის ღმერთს თხოვს დახმარებას და ყოველ მესამე წინადადებაში მეკითხება, როგორ მაქვს ცხვირი. „გადასარევად, უკვე დამიამდა“, ვამშვიდებ ღიმილით, მაგრამ ისევ მტკივა და იმედი მაქვს, არ ჩამილურჯდება. ყურადღების გადასატანად და დროის გასაყვანად დღიურს ვავსებ. ვიცი, რაც გაინტერესებს, რატომ წამოვათრიე დღიური კამისთან? მართალია, პირადულია, მაგრამ ისეთი ამბები ხდება რომ უკვე მეცხრე პლანზე გადაინაცვლა პირადულმა. მინდა, კამიმ დაკვირვებით წაიკითხოს სიზმრები. ის ჩემზე გაცილებით ჭკვიანია, ძაღლის ყნოსვა აქვს. შეიძლება რაღაც ისეთს მიაგნოს, რაც მე მხედველობიდან გამომრჩა და ვერ შევამჩნიე. ვუგო ძალიან დაკავებულია და რთული იქნება ხორცის მაღაზიაში შემცვლელის დატოვება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემი ზარის შემდეგ თავპირისმტვრევით გამოიქცეოდა. საქმე ხომ ოჯახს ეხება. „თუ გინდა რომ ის გადაარჩინო“, ოჰ, ლიზა, ლიზა, რატომ მირთულებ ცხოვრებას? რატომ არ მოეშვები თამაშს და რატომ არ მეტყვი სათქმელს გამოცანების გარეშე? ეს გოგო იმ ფსიქოპათს გავს, რომელიც ახალ-ახალ თავშესაქცევს იგონებს. ხალხს ტანჯავს, თვითონ კი ერთობა.
- რატომ ფეხი არ მომტყდა და ენა დამიმიწდა იმ ჯოჯოების სახლში რომ წაგიყვანეთ?! - ცხელი ყავა მაგიდაზე დამიდგა და შოკოლადის ნატეხი ძალით ჩამჩარა პირში.
- მოეშვი ამ თვითგვემას. ისე ამბობ, თითქოს რომ არ წავსულიყავით, რამე შეიცვლებოდა.
- ზუსტადაც რომ! ალაჰის საწყენი საქმე რომ განვიზრახე, მაგიტომაც დავიწყევლეთ. ყურანში გასაგებად წერია...
- ნათი, მისმინე! - მკაცრად შევაწყვეტინე, ოდნავადაც არ მაინტერესებდა, რა ეწერა ალაჰის მოყვარულების წმინდა წიგნში - ჩვენ თუ არა, მედიკოს მაინც მოუწევდა კარების გაღება, ამას ვერ ავცდებოდით. შეიძლება უკეთესიცაა ასე რომ ხდება. თუ ბიძაშენი გარეულია, მაშინ შანსი გვაქვს რომ... - მესიჯის ხმამ სიტყვა გამაწყვეტინა. ნათია მობილურს ეცა და ხმამაღლა წაიკითხა, კამალია იყო.
- „ზარს რომ გამოგიშვბეთ, მედიკოს დაურეკეთ ვუგოს ფარული ნომრიდან. ანი, უთხარი რომ ბანკიდან ურეკავ. დავალიანებაა თქვენს ბარათზე და სასწრაფოდ, დღესვე მობრძანდით რომ გავანულოთო. ვიცი, კარგად გაართმევ თავს. ნუ აწუწუნდები, მე ვერ დავრეკავ, ხმაზე მიცნობსო. მეტი გზა არ გვაქვს“. - ნათიამ კითხვა დაამთავრა და თანაგრძნობით ამომხედა.
- ეგ ხომ არ გაგიჟდა? - აღმომხდა გადარეულს და თავი ხელებში ჩავრგე. - თან ბანკიო, რა ბანკი, გოგო? დღეს შაბათია... - საპასუხოდ მესიჯმაც არ დააყოვნა.
- „ბებოს გარდაცვალების შესახებაც ვიფიქრე...“ - ნათიამ თავისივე წაკითხულზე თვალები დააჭყიტა და გამწარებულმა შემომხედა - ერთი ამას უყურე, გიჟი განა სხვანაირია? „მაგრამ ეს რომ უთხრა, შეიძლება გულმა დაარტყას“ დიდება ალაჰს მაგდენს მაინც რომ ფიქრობ! - ტელეფონს ჩასძახა გააფთრებულმა, თითქოს კამალიას გააგონებდა და კითხვა გააგრძელა - „ამიტომაც ბანკი გადავწყვიტე. შაბათს პირველამდე მუშაობენ“. რა მივწერო ამ არანორმალურს? ბებოს გარდაცვალებაო, ეგ როგორ ამოუშვა პირიდან მაგ არაადამიანმა? - ნათიას რისხვის ფონზე ისევ მობილურის ხმა გაისმა. ამჯერად, ვუგო რეკავდა.
. . .
სანამ კამალიას ველოდებოდით, სახლში შევირბინე. ათი დაწყებულიყო, მაგრამ მიხოს დასვენების დღე აქვს და ჯერ კიდევ ეძინათ. მაცივარზე წერილი მივაკარი: „სტადიონზე მივდივართ სავარჯიშოდ. შენმა ხაჭაპურებმა მომასუქა!!! შემდეგ კამისთან შევივლი. თუ რამე, დამირეკე“, და ვუგოს მანქანაში დავბრუნდი. აღარ დავწერ მედიკოსთან დიალოგს. ამის შემდეგ, არ ვიცი, შიშით როგორ გამოველაპარაკო. ვაითუ, მიცნოს? საწყალს მაშინ დავურეკე, როდესაც მარშუტკა სოფელში შემოვიდა. ასე განგებ მოვიქეცით დრო რომ მოგვეგო. ერთი სიტყვით, კამალიამ ყველაფერი გათვალა. მარტო ნახევარი საათი მარნეულში გასამგზავრებელ ტრანსპორტს უნდა ელოდოს. დრო თავზე საყრელად გვაქვს. სანამ ლეგენდარული ბიძის სახლს მივუახლოვდებოდით, ყველა ვარიანტი განვიხილეთ.
- მე გუშინვე გამკრა იმ აზრმა რომ ლიზა მაგ დღეს არ მომკვდარა. - აღიარა კამალიამ და ნათიას რისხვა დაიტეხა თავს.
- შენ ამ ბოლო დროს სულ ხელიდან წახვედი, ჯერ იყო და ბებოს გარდაცვალებაო, ახლა გუშინვე მივხვდიო. ქალო, შენ ვერა ხარ შენ მატორზე, რას მიედ-მოედები, თუ გუშინვე მიხვდი, რა ეშმაკებმა დაგამუნჯეს და დაგიმიწეს ეგ ენა, რა ვქნა?!
- მოკეტე! შენი ნერვები არ მაქვს! - კბილებში გამოსცრა კამალიამ და დაწყებული აზრი გააგრძელა - ანი, გაიხსენე, ბიჭები ახსენებენ წვეულებას თუ ძმაკაცის დაბადების დღეს, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებში იყო. იმ საბედისწერო დღიდან ორი თვით ადრე.
- აუ! - აღმომხდა საკუთარი თავის სიშტერით აღშფოთებულს.
- ...შენი სიზმარი დაახლოევებით ერთი წლის წინანდელი ამბავია. დღეს სექტემბერია... აქედან გამომდინარე, ლიზა ნოემბრში ვერ მოკვდებოდა.
- რატომ? - იკითხა ნათიამ. მშვენივრად იცოდა, უბრალოდ კამალიასთან უნდოდა კამათი.
- იმიტომ რომ ჩვენ რაც ვნახეთ, ერთი წლის გვამს არ გავდა.
- ოჰო, ისე ამბობ, გეგონება, დამკრძალავ ბიუროში მუშაობდე და ოტიდო იცოდე, რა დროს რანაირად გამოიყურება ცხედარი...
- და კიდევ, ერთი თვის წინ, ის იქ არ იყო!
- რა მემართება? რამ გამომათაყვანა, შეგიძლია ამიხსნა? - კამალიამ თანაგრძნობით მომიჭირა ხელი და ჩემი დამშვიდება სცადა.
- საყვარელო, შენ თავს იმდენი რამ ხდება, საერთოდ როგორ ახერხებ რომ არ გადავარდე, მიკვირს. ჩემი ბრალია, გუშინვე უნდა მეთქვა ეჭვების შესახებ, მაგრამ იმდენად მინდოდა მასე ყოფილიყო რომ... მეთქი, იქნებ სექტემბერი შეცდომით გაიგო... მოკლედ, ლიზა გვეღადავება. ძვლებს გვიყრის სახრავად. ოღონდ იცი როგორ? გზაჯვარედინზე გვიგდებს სიმართლის მარცვალს და თვალს გვადევნებს რომელ გზას დავადგებით. - გამაოცა მისმა სიტყვებმა, მეც ანალოგიურად ვფიქრობდი.
- ჩვენ მცდარ შესახვევს ვირჩევთ, იმიტომ რომ ის გზა გვაწყობს...
- და არ დაგავიწყდეს რომ მან ეს იცის, ანი. ზუსტად იცის რას გავაკეთებთ და ამიტომაც, მშვენივრად გამოსდის თამაში. ამიტომაცაა ყოველთვის ჩვენზე წინ. უკვე მგონია რომ მკვლელიც არ არსებობს და მხოლოდ იმიტომ დაგვაეჭვა...
- შური იძიოს თავიდანვე რომ არ გამოვიძახეთ პოლიცია. - დავასრულე მწარე ღიმილით. ეგ საუკეთესო ვარიანტი იყო, და ისევ მცდარი გზის სუნი მეცა, სანამ ხმამაღლა ვიტყოდი, კამიმ დამასწრო.
- მაგრამ ვაითუ, მასე მარტივადაც არ იყოს საქმე?
- შეილება ვთქვა? - იკითხა ვუგომ და სარკიდან გამოგვხედა. ყოველ შეხვედრაზე უფრო მეტი სიმპათიით ვიმსჭვალებოდი ამ ბიჭის მიმართ. უზომოდ კეთილი, ზრდილობიანი და საყვარელი. - სანამ მორგში არ წაიღებენ, მანამდე ტყუილად ლაპარაკობთ, ამისგან მოკვდა, იმისგან მოკვდა, ესაა მკვლელი, ისაა მკვლელი. ტყუ-ი-ლად! მერე კიდე, რაც არ უნდა იყვეს, ტრუპი იმ სახლშია და გინდა ესე, გინდა ისე, მაინც ჩვენ ვართ შარში ყველანაირად. – რა უნდა მეთქვა? გავჩუმდი, 100%-ით მართალი იყო. - ჩვენი მიზანია გავიგოთ, რა მიჰქარა იმ ჩემიცოდვითსავსემ და მერე პოლიციამ მიხედოს მაგ საქმეს.
- ალლაჰ გადმოგვხედე! ეს რა დღეში ვართ...
- კარგი, ქალო, ნუ გააწყალე გული წამდაუწუმ ალაჰის ხსენებით. ვინაა ეს? სიკვდილის მაუწყებელი ყვავივით სულ თავზე დაგვჩხავის... - სამართლიანად დაუტია ვუგომ და მანქანაც გააჩერა.
ჩვენ დანახვაზე გაურკვეველმა ჯიშის ძაღლმა ყეფა დაიწყო და სირბილით გამოიქცა, მაგრამ როგორცვე ვუგო გამოჩნდა ეზოში, მაშინვე ჩაწყნარდა. მივდიოდი და თან ფეხები უკან მრჩებოდა. ნათიამ ნერვიულად ჩამკიდა ხელი და ერთად შევაბიჯეთ ჩაბნელებულ ოთახში. ცხვირი ამიწვა ალკოჰოლის მძიმე სუნმა. ცოცხალ „ლეგენდას“ დივანზე ეძინა და მშვიდად ფშვინავდა. კამისკენ გავაპარე მზერა, მის სახეზე პირველად შევნიშნე ამხელა სიძულვილი და ზიზღი. მიიხედ-მოიხედა და მაგიდისკენ წავიდა. მაშინვე მივხვდი რის გაკეთებასაც აპირებდა და დავიძაბე. მეორე წამს დაფეთებული წამოვარდა გალუმპული ბიძა დივნიდან და კამიმაც დაცლილი სურა ძირს დადგა. ოთხეულის ყვირილი, ჭყივილი, გინება, ღრიანცელი მანამდე გაგრძელდა, სანამ არ ჩავერიე.
- გაჩუმდით! - ახლა ვფიქრობ რომ ზედმეტის უფლება მივეცი საკუთარ თავს სხის სახლში, მაგრამ რომ არ მეღრიალა, კარგა ხანი გაიწელებოდა არაფრის მომცემი საყვედურები და თავის მართლება. ოთხეულის გაოცებული სახე რომ მომაჩერდა, მაშინ კი დავიბენი და კინაღამ დამავიწყდა სათქმელი. - ჩვენ გვინდა რომ დაგეხმაროთ, აქ საჩხუბრად არ მოვსულვართ. რაც მოხდა, მოხდა. იმას აღარაფერი ეშველება, მაგრამ იქნებ შენ მაინც გადაგარჩინოთ...
- ეს ვიღაა? - ჩაილაპარაკა გაოცებულმა და ნათესავებს კითხვის გამომხატველი, დასიებული, ჩაწითლებული თვალები მოავლო.
- ვინა და ანგელოზი! შე სამიწევ, შენა, ალაჰმა გამოგიგზავნა შენი წარწყმედილი სულის გადასარჩენად. ღირსი კი ხარ სიკვდილის მათრახი გადაგიჭირო, მარა მაინც ჩემი ხარ და არ მემეტები დასამარხად. - ვინ იტყოდა ამ გენიალურ სიტყვებს? - დროზე დაყაჭე სიმართლე, სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა.
- აუ ჩემი, - აღმოხდა ზურაბს და დივანზე ჩამოჯდა - ნეტავ ვერ მეპოვა ეგ ჩემისთვრამეტიანი, ამხელა ხათაბალაში ხო არ გავყოფდი თავს? რა მინდოდა, რას შემოვეხეტე, ვგდებულიყავი ჩემთვინ...
- სად არის გასაღები? - საუკუნის კითხვა დასვა ვუგომ და სიმწრისგან სახე აუჭარხლდა.
- რისთვინ გინდათ გასაღები? აუ ჩემი, თავი მასკდება...
- ჩვენი ცოდვით, ნეტავ, სულ რატომ არ გიხმება ეგ უტვინო ბაშკა? - მიაწყევლა ნათიამ.
- შენი ჩასვრილი რომ მოვწმინდოთ, იმისთვის. - გამოსცრა კამალიამ და თვალები დახუჭა. არ ვიცი, როგორ ახერხებდა სიმშვიდის შენარჩუნებას.
- რავი მე, ჟილეტის ჯიბეში ეგდება.
- სიგნალიზაციას რა უყავი? კოდი რატომ შეცვალე? მაგან რაღა დაგიშავა შე სატანისტო, შენა...
- რა კოდი შევცვალე, ქალო, შენ ხო არ გაჟრიალებს? - ხმას აუწია ბიჭმა და ვუგომაც მუშტი აღმართა. საშინელება იყო. თავი საგიჟეთში მეგონა. კამი ზურაბს იჭერდა, ნათია ვუგოს. არც კი ვიცი, როდის აღმოვჩნდი შუაში. სიჩქარეს რა ვუთხარი, მანდილი ვერ ვიპოვე ასაფრიალებლად.
- მისმინე, ზურაბ...
- ზურა მქვია. - შემისწორა უხეშად და შემათვალიერა.
- უკაცრავად, ზურა. ძვირფას დროს ვკარგავთ. მედიკო წუთი-წუთზე გასაღების ძებნას დაიწყებს, აღმოაჩენს რომ დაკარგა და იმედია, ხვდები მაგას რაც მოჰყვება. ასე რომ, უფლება მოგვეცი დაგეხმაროთ.
- კარგი, გენაცვალე. - ჩაილაპარაკა მოჭკვავებულმა და ისევ დივანზე დაჯდა.
- კიდევ ერთხელ გიმეორებ, რაც მოხდა, მოხდა, წარსულს ვერ შევცვლით. აღარ გვინდა ეს ფუჭი საყვედურები და თავის მართლება, რატომ შეცვალე სიგნალიზაციის კოდი? მაგით უარეს მდგომარეობაში რომ ჩაიგდე თავი, ვერ ხვდები?
- მამის სულს გეფიცებით, მე არ შემიცვლია. არც ვიცი ეგ როგორ კეთდება, ღმერთი, რჯული... - ამოიღაღადა ზურამ და თავისი სიტყვების დასამტკიცებლად ყელზე ჩამოკიდებულ ხის ჯვარს ეამბორა. კამის გავხედე და მივხვდი, „ლეგენდა“ არ ტყუოდა.
- როდის აპირებდი თქმას, ჰა? როდის?
- ხო დაგიზვანოკე, მიშველეთქო, შენ კიდე ძაღლად არ ჩამაგდე. - ნიშნის მოგებით უთხრა ზურამ, თითქოს მართლაც ვუგოს ბრალი იყო ყველაფერი და თავი ხელებში ჩარგო. დუმილი ჩამოვარდა. ვიცოდი, ოთხივეს ერთი და იგივე კითხვა გვიტრიალებდა, მაგრამ ვერც ერთი ვერ ვბედავდით იმ საზარელი წინადადების ხმამაღლა გაჟღერებას. - ამ დღეებში მაყუთს ველოდები ერთი საქმიდან... აუ ჩემი დედა...
- ბებიაჩემს თავი დაანებე თორე, იქნება ამ დოქით გაგიხეთქო ეგ უსინდისო თავი. - პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ნათიას აგრესია მალამოსავით მედებოდა გულზე. გიჟურმა იდეამ გამიელვა, ნეტავ, მართლა დაავლოს ხელი სურას და თავზე გადაამტვრიოს-მეთქი. (ეს ცუდის ნიშანი არ არის! კამის და ვუგოსაც ესიამოვნებოდათ)
- მივქარე, მივქარე, მარა არ არსებობს რო იმ საქმიდან მაყუთი არ მოიჭრას...
- მთვრალია ამის კარგი... - იმის მიუხედავად რომ დაუძლეველი სურვილი მქონდა წიხლი ჩამეზილა სიფათში, მაინც მივიღე მონაწილეობა გაშველებაში.
- ზურა, როგორც მივხვდი, ფულით გაქცევას აპირებ, არა? - მგონი, მართლა ის დრო იყო გაქცეულიყო. ძებნილი ნათესავები უმჯობესი იქნებოდა, ვიდრე...
- სად გაქცევას? - ისეთი გაოცებული თვალები მომანათა, ეს ბიჭი ან მთვრალი იყო, ან მართლა ვერ იყო დალაგებული.
- ვაიმე დედა... - ამოიხვნეშა ნათიამ. ისიც კი შეძრული იყო ბიძამისის სიჩლუნგით.
- ფული რისთვის გჭირდება? - დავეკითხე რბილად, მაგრამ კამის მოთმინება დაეკარგა და მის ყვირილში პასუხი გაუცემელი დარჩა.
- სად არის გასაღები? ამომივიდა ყელში შენი უსინდისობა. რაკი ასე დაგვიკიდე, მაშინ ჩვენგანაც იგივეს ელოდე. სულ ფეხებზე უკვე ყველაფერი. სიცოცხლე გაგვიმწარა და თვითონ დროსტარებაზეა გადასული.
- რა გინდა ქალო? ხომ გითხარი, ცოტა დრო მომეცით და დავაბრუნებ მაგ დედა მო... ტელევიზორს! ეე, არ შეჭამეს ტვინი?!
არ ვიცი, ბუნებაში თუ მოიძებნება იმ გრძნობის სახელი, რომელიც მისი აღიარების მოსმენაზე დაგვეუფლა. გავქვავდით... ალბათ, ეს სიტყვა ყველაზე მეტად შეეფერება. ზურა ბიძიას გვერდით მივუჯექი და სიგარეტს მოვუკიდე. არც ის დამვიწყებია, მისთვისაც შემეთავაზებინა. მეც ნაბახუსევივით ვგრძნობდი თავს. თავი მისკდებოდა.
. . .
- ე, როგორ იფიქრეთ რო ვინმეს მოვკლავდი? - ნაწყენი ბავშვის თვალებით მიაჩერდა ვუგოს და თავი გააქნია დანანების ნიშნად.
- კიდევ ვინ იცის რომ ევგენის სახლიდან გამოტანილი ტელევიზორი დაალომბარდე? - კითხვა შეუბრუნა კამალიამ.
- არავინ. - გადაჭრით უთხრა ზურამ და ვუგომაც დაძრა მანქანა. რამდენიმე წუთი დუმილში გავატარეთ. თავი ისე მტკიოდა რომ ვეღარაფერზე ვფიქრობდი. მხოლოდ ის მინდოდა რომ ლოგინში შევგორებულიყავი და ღრმა ძილით, უსიზმრო ძილით დამეძინა.
- ეგ ბენტერა ეგა, როგორ გაბედა სხვისი საკუთრების დალომბარდება. როგორ გაბედა?! ერთი გამოვიხსნათ ეგ ტელევიზორი, დავაბრუნოთ სახლში და მგონი, გვეშველა. - ჩაილაპარაკა დაღლილი ხმით ნათიამ და იმის ძალაც აღარ ეყო, ალაჰი ეხსენებინა.
- რა გვეშველა, ნათი, ერთ კარებს ვაღებთ და ორი დაკეტილი გვხვდება. - უპასუხა კამალიამ. ვეთანხმებოდი, მაგრამ არაღარაფერი ვთქვი. აღარ მინდოდა უარესად დამემძიმებინა მეგობრები. - იმის გაფიქრებაც კი მზარავს თუ რას უნდა ველოდოთ მომავალში. - რამდენიმე წუთი ისევ დუმილში გავატარეთ. თავი მანქანის სავარძელზე დავდე და ტკივილს ყური დავუგდე. ცოტა მიშველა, მოვითენთე. ვიფიქრე, წავუძინებ-მეთქი, მაგრამ ვინ გაცალა, უცებ კამალია ისე შეინძრა, თითქოს დენმა დაარტყაო და გული გამიხეთქა. - ანი!
- რა ხდება? - შევყვირეთ სამხმად.
- კოდი მიკარნახე. - დღიური მოვიმარჯვე და სანამ იმ გვერდს მივაგნებდი, სადაც ლიზას პირველი გამოჩენა მქონდა ჩაწერილი, მანამდე ამომიტივტივდა ციფრები.
- 4646283362.
- მასე არა, ნელა მიკარნახე. - მითხრა კამალიამ. ვუგოს მთელი ყურადღება ჩვენკენ ჰქონდა მომართული, ნათია ლამის გადმომხტარიყო. - ახლა პირიქით, უკუღმა და ნელა...
- რა?
- ანი, ნუ დაიბენი, უკუღმა ჩამოთვალე ციფრები, ორიდან დაიწყე.
- 2633826464. რას აკეთებ, არ გვეტყვი?
- ინიმატეფმა... - ამოილუღლუღა კამალიამ და აცახცახებული ხელი შუბლზე მოისვა.
- ეგ რაღაა? ამოიღე ხმა, ნუ დამუნჯდი... - მოთმინების ფიალა აევსო ნათიას.
- ამფეტამინი. თავიდანვე მცდარ გზას დავადექით...
- ინიტმა თუ რაც წეღან თქვი, ამფეტამინის სახეობაა? - არ ცხრებოდა ნათია. კამალია კი თითქოს არც გვისმენდა, თავის ფიქრებში იყო წასული, მზერა ერთი წერტილისთვის გაეშტერებინა და გიჟივით თავისთვის საუბრობდა. მგონი, საერთო ვეღარ გვამჩნევდა.
- ...თავიდანვე შეცდომა დავუშვით, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი დამპალი ბიძა გადამერჩინა. ახლა უკვე ვიცი, ზურა არაფერ შუაშია, ჩვენი გასაღები არაფერ შუაშია. ევგენის სახლზე კიდევ ვიღაცას მიუწვდება ხელი. და ის ვიღაც ლიზას სასტავიდანაა. ან ლიზას ახლო მეგობარი იყო, სხვა შემთხვევაში, მაგ პაროლს...
- კამი, ნორმალურად აგვიხსენი, ვერაფერი ვერ გავიგეთ. - ვთხოვე გადარეულ მეგობარს, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ გვაქცევდა ყურადღებას.
- ...არ დააყენებდნენ. ის, ვინც თავს უფლებას აძლევს სხვისი სახლის სიგნალიზაციის კოდი შეცვალოს, მასპინძლის ახლობელია და იქ ისე გრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში. ის, ვინც ეს გააკეთა, ან ლიზას გულის მოსაგებად ჩაიდინა, ან თვითონაც ძალიან უყვარს ამფეტამინი... ღმერთო... თვითონ ლიზაა ევგენის ახლობელი... - აღმოხდა კამალიას და სახე ხელებში ჩარგო.
- ბიძაშვილო, გავიგეთ რო გამომძიებელ-ექსპერტი ხარ, ახლა გადმოგვითარგმნე, რას მიედ-მოედები, ლიზა როგორ იქნება ევგენის ახლობელი, კაცი თავისთვის...
- ჯერ კიდევ ვერ მიხვდით? - გაოცებულმა ამოგვხედა კამალიამ - შენ რაღამ გამოგაშტერა? - მომიბრუნდა გაოცებულ-გაბრაზებული. დამეფიცება, კი გავიგე, მაგრამ ვერაფერს მივხვდი. - ამ-ფე-ტა-მი-ნი... ინ-იმ-ატ-ეფ-მა...
- უკუღმა... - ვუპასუხე ოროსანი ბავშვივით, მიჩურინის ვაშლი გამახსენდა რატომღაც. კამიმ შემატყო, ჯერ კიდევ ტყემალზე რომ ვიჯექი და მობილური მომაჩეჩა.
- ან, ძაან მარტივია, ციფრები აკრიფე, ოღონდ უკუღმა და ასოები წაიკითხე. შეხედე, 2ა6მ3ფ3ე8ტ2ა6მ4ი6ნ4ი ეს ლიზას სტილია, გესმის? იმ ალქაჯის სტილია ყველაფრის თავდაყირა დაყენება. პაროლად საყვარელი ნარკოტიკის სახელი დააყენა, ხომ შეეძლო ნორმალურად დაეწერა, მაგრამ არა! ხომ უნდა გაგვირთულოს... ანი, კარგად ხარ? - რა თქმა უნდა, არ ვიყავი კარგად. ერთი შემზარავი წინადადება მიტრიალებდა თავში და ლამის იყო კეფა აეხადა გამოსაძრომად.
- კი. - ამოვილუღლუღე ათრთოლებული ხმით და გაღიმება ვცადე, მერე მივხვდი, ღიმილი უადგილო იყო, მაგრამ კონტოლი დამეკარგა. ჩემი წარსული იმაზე ბნელი ჩანდა, ვიდრე წინა დღეს მეგონა.
- ინატმეფა თუ რა სიკვდილიც თქვი, ეგაა კოდი და ნიშნავს ამფეტამინს? - იკითხა ინტრიგისგან სულშეხუთულმა ნათიამ.
- ნიშნავს კი არა, ეგ არის. აიღე ტელეფონი, აკრიფე კოდი და გაიგებ. - ნათიამ მოწიწებით აიღო ჩემი დღიური და ტელეფონში ჩაძვრა - მან ერთი რამ ვერ გათვალა, რომ გასაღები სხვასაც ჰქონდა, ანუ ჩვენ. დარწმუნებული ვარ რომ ლიზას ნახელავია. თავს დავდებ!
- მან თქვა რომ... კოდი მე შევცვალე. - ამოვილუღლუღე გაჭირვებით. ცრემლები ვეღარ შევიკავე.
- ანი, საყვარელო... - კამიმ თავისი გამხდარი ხელები შემომხვია.
- გააჩერე მანქანა, ბავშვი ტირის, ვერა ხედავ? - გადაულაპარაკა აღელვებულმა ნათიამ ვუგოს და მთელი კორპუსით მოტრიალდა ჩვენკენ.
- მან მითხრა რომ კვირებია გველოდება... მაშინ ყურადღება... არ...
- ვაიმე, კაი რა, ანი, ნუ ტირი, თორე მეც მეტირება... - მთხოვა ნათიამ და კუნწულა ცრემლები მაჯებით მოიწმინდა - გადადი ბიჭო, წყალი მაინც იყიდე, ვერა ხედავ რა დღეში ვართ? - საცოდავი ვუგო, რაც არ უნდა გაეკეთებინა, ნათიასგან მაინც საყვედურებს ისმენდა. ძრავა უსიტყვოდ, მორჩილად აამუშავა და სიგარეტს მოუკიდა. ვინ იცის, ფიქრობდა, ეს ვინ გადავიკიდე, რა შარში გამაყოფინეს თავიო. - ანი, ერთი იცოდე, რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩვენ არ მიგატოვებთ. სიმართლე გითხრა, სულ არ მაღელვებს თუ რამე შეცდომა დაუშვი. მერე რაა, ხან ესე იქნება, ხან ისე... ადამიანები ვართ. მთავარია, მოვინანიოთ და ალაჰი... შენი იესოც გვაპატიებს.
- პაპაჩემი ბებიჩემის ყოფილმა ქმარმა მოკლა. - ვუგოს სიტყვებმა იმდენად გამაოგნა, ტირილიც კი შევწყვიტე.
- მართალია, მაგრამ ეგ ახლა რა შუაშია? - ხმა ამოიღო კამალიამ და ბიძაშვილს წყრომით შეხედა. - ანი, მესმის რა მდგომარეობაშიც ხარ, მაგრამ მინდა იცოდე რომ მეც ანალოგიურად ვგრძნობ თავს. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ? რა მნიშვნელობა აქვს შენ იყავი იმ დღეს ლიზასთან ერთად თუ მე, ტკივილი მაინც საერთოა, ხომ ასეა?
- კი, მასეა, ზუსტად მასეა! - მონდომებით უპასუხა ნათიამ - ამოიღე ბიჭო ხმა, შენც ხო მასე ფიქრობ?
- ხო, საერთო ტკივილია. - თუთიყუშივით გაიმეორა ვუგომ.
- ახლა მინდა კარგად დაფიქრდე, ოდესმე თქვენი ურთიერთობის შესახებ რამე ხომ არ უხსენებია ლიზას? შეიძლება, გაკვრით... და იმ დროს ყურადღება არ მიაქციე.
- არა. - ვუპასუხე გულახდილად და ისევ გული ამომიჯდა.
- რა ვიყიდო? - იკითხა ვუგომ.
- რაც გინდა, ოღონდ თავი დაგვანებე. - მოუჭრა ნათიამ და ისეთი რამ თქვა, გამაოცა - იცი რა ვქნათ? ჩამოთვალე ყველა სახელი, რაც კი იმ... მკვდარზე ცუდს არ ამბობენო, მარა მაინც ვიტყვი, იმ მანიაკმა ახსენა, ჩავიწეროთ და ძებნა დავიწყოთ. უნდა გავიგოთ როგორმე, ლიზას იცნობდი თუ არა და იმ დღეს ევგენის სახლში იყავი თუ არა.
- ოჰო, გონება გაგეხსნა, ხო იცი?
- ნათია მართალია. - ცრემლები მოვიწმინდე. ტკივილს გაევლო და ტირილის შემდეგ უკეთესად ვგრძნობდი თავს. - ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ჩვენ იქ ერთად მივედით, მაგრამ ლიზას რატომღაც მხოლოდ მე ვხედავ სიზმარში. შეიძლება ფიქრობთ, რომ რამეს გიმალავთ...
- რა სისულელეა! - ლამის დამკივლა ნათიამ - განა კამალია ხარ საიდუმლოებები გქონდეს და რომ მოძველდება მერე ამბობდე. მე მჯერა შენი. - კამიმ ყურადღება არ მიაქცია ნაკბენს და მანიშნა გააგრძელეო.
- თუ რამეს ვმალავ, ესეიგი თვითონაც არ ვიცი, არ მახსოვს. პირველ სიზმარში ის ამბობს... ნათი, დღიური მომაწოდე. „გელოდებოდი, მეუბნება ხმაჩახლეჩილი...“
- სტოპ! - დაიძახა კამალიამ - მოდი, ყველა დეტალს დავაკვირდეთ, „ხმაჩახლეჩილი“, ამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ ყელი გიშრება და ხმას კარგავ, ხომ ასეა? - თავი მონდომებით დავუქნიე. ბოლოს წინა სიზმარში გავიგე მაგის შესახებ.
- შეიძლება ტირილისგანაც ჩაგეხლიჩოს, ან ნერვიულობისგან, ან ყვირილისგან. - მოსაზრება გამოთქვა ნათიამ. ამ გოგოს ვეღარ ვცნობდი.
- ეგეც მართალია. „ აქ, ამ ჯოჯოხეთურ ოთახში თქვენგან მიტოვებული წუთებს ვითვლი რომ გაგახსენდები...“
- ანუ ზუსტად იმ ოთახში გარდაიცვალა. „თქვენგან მიტოვებული“, ესეიგი, სამი ადამიანი მაინც იყო იმ დღეს ევგენის სახლში. გააგრძელე.
- „დღეს?! გუშინ სად იყავი? გუშინწინ სად იყავი? კვირებია ველოდები...“ ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენ არ გვგულისხმობს, ანუ ჩვენ სამს... ჩემზე და ჩვენთვის ჯერ უცნობ პიროვნებებზე ამბობს. არადა, მაშინ მეგონა რომ ჩვენზე ამბობდა... რა სულელი ვიყავი...
- ჩვენც მასე გვეგონა. - მომიჭრა ნათიამ - ეგ არაფერი, მთავარია რომ ახლა ვიცით.
- „არავის ვადანაშაულებ, გესმის? არ ვეძებ დამნაშავეს. ერთადერთი, რაც მინდა, სიმშვიდეა“.
- ეგ უკვე კარგია. ესეიგი, არავის მოუკლავს. უბრალოდ, სასტავთან ერთად... ანი, ძალიან მნიშვნელოვანია მიპასუხო, ვიცი რომ საშინელ რაღაცას გთხოვ, მაგრამ...
- გისმენ. - ყველაფრისთვის მზად ვიყავი.
- გვამი და ლიზა...
- კი, ორივეს გრძელი თმა აქვს. ანუ... - ჟრუანტელმა დამიარა ლიზას გვამის გახსენებაზე და მგონი ოფლმაც დამასხა. - ეგაა.
- ლიზა, ლევანი, მათე, ლადო, სანდრო, ლიკუნა, ლიზას ნათესავები...
- კამი, გაინტერესებს, რომელს ამოვიცნობ სურათი რომ დამიდო, ხომ ასეა? - თავი მონდომებით დამიქნია. ვუგო დაბრუნდა და ენერგეტიკული სასმელი ჩამოგვირიგა, არც შოკოლადის ყიდვა დავიწყებია. - ძალიან უცნაურია, მაგრამ აქამდე არ დავფიქრებულვარ მაგაზე. ლიზა მხოლოდ იმის სახეს მაჩვენებს, ვინც უნდა რომ დავინახო...
- ეგ როგორ?
- არ ვიცი... ლევანი რომ გაიცნო ეგ სიზმარი გახსოვთ? მაგ ღამეს არავინ დამინახავს. უბრალოდ მიყვებოდა.
- ოპა... ანუ არ გაჩვენა იმ დაქალის სახე, რომელსაც მენტი საყვარელი ჰყავს.
- არა, აუ... კამი, ვითომ ის გოგო მე ვარ? - გული ყელში ამომივარდა.
- ეს სულ გაგიჟდა, - გადაულაპარაკა გამხიარულებულმა კამალიამ ნათიას - გოგო, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ რას მეუბნები? შენ ხუთი ზომა მკერდი გაქვს? - არასოდეს გამხარებია ჩემი პატარა მკერდი ასე ძალიან. მადლობა ღმერთს!!! ლიზას ვითომ დაქალი, რომელსაც იურისტი შეყვარებული ჰყავდა და წამალს იკეთებდა, მე არ ვყოფილვარ. - კარგი, ვის იცნობ სურათი რომ დაგიდო?
- ლევანი, ლადო, მათე, სანდრო, ლიკუნა, თემური, ელისბარი, ნოე. და ნათია.
- დაიცადე, ბოლო სიზმრიდან მხოლოდ ნათიას სახე? ლიზას დაქალები, ნათესავები...
- მხოლოდ ნათია. - დავფიქრდი, ნათია სულ რამდენიმე წამით დავინახე... მაგრამ ის მახსოვდა. რატომ არ მაჩვენებდა მეგობრებს? რატომ ვერ ვხედავდი ლიზას ნათესავებს? იქნებ იმიტომ რომ მათ კავშირში არ ჰქონდათ მის სიკვდილთან?
- იქნებ ლევანის ახალმა შეყვარებულმა მოკლა ეჭვიანობის ნიადაგზე? - ნათიამ ისევ „ეს გზა გვაწყობს და ამას გავყვეთ“ აირჩია.
- დაიწყეს ისევ. - ჩაიდუდღუნა ვუგომ.
- დროს ნუღარ ვკარგავთ. - დავარღვიე დუმილი. - დავაბრუნოთ ტელევიზორი და მაშინვე დავრეკოთ პოლიციაში. უფრო სწორად, გეგმის მიხედვით. მედიკოს გაჰყვები სახლის დასალაგებლად...
- ანი... - შემაწყვეტინა კამიმ და სახიდან მზრუნველად გადამიწია ჩამოშლილი თმა.
- არავითარ შემთხვევაში, იქ რომც ვყოფილიყავი... ბებიაჩემი როგორც იტყოდა, საფლავებიდან რომ წამოდგნენ წინაპრები და მტკიცება დამიწყონ, შენ მოკალიო, მაინც ვერ დამარწმუნებენ. ვიცი, ვგრძნობ რომ მე მაგას ვერ ვიზამდი. ამის დედაც! ყველაფერს დავიჯერებ, მაგის გარდა. და თუ მაინც, იქ ვიყავი, დავინახე რაც მოხდა და... არაფერი მოვიმოქმედე, მაშინ ჩავჯდები ციხეში და წიგნებს მაინც წავიკითხავ... თქვენ კიდე... სიგარეტს შემომიგზავნით ხოლმე. - ვუგოს ენერგეტიკული სასმელი გადასცდა და ნათია გაწუწა. კარგი მიზეზი იყო სიცილისთვის. სიცილი ისევ ტირილით შემეცვალა.
- დღეს ვუგო ლეპტოპს მათხოვებს და საქმეს შევუდგები. მე და ნათია ერთობლივი ძალებით შევეცდებით ევგენის ინტერნეტ მეგობრების შესწავლას...
- დღეს თუ არა, ხვალ ისედაც გვეცოდინება ლიზას გვარი. - შევაწყვეტინე რბილად და ცივი ენერგეტიკულის რკინის ქილა გახურებულ სახეზე მივიდე. - დიდი ალბათობით, ტელევიზორიდან გავიგებთ...
- ანი, უკეთესი ხომ არ იქნებოდა ცოტაც რომ მოგვეცადა? იქნებ რამე გაგახსენდეს...
- არა, ნათი. საკმარისია.
- სადაც ამდენი ვიცადეთ... - თითქმის ამოიჩურჩულა ვუგომ.
- არა, დღესვე უნდა დავამთავროთ. ლიზას გამოცანები უყვარს, შეიძლება უბრალოდ გვეთამაშება. მესამე სიზმარში დაგავიწყდათ რა მითხრა? „არა, ანი, ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით“. - ნათიამ შვებით ამოისუნთქა. ის აღარ მითქვამს მეორე სიზმარში რომ მითხრა, შენი ბრალიაო.
- დარწმუნებული ხარ რომ დღეს...
- ისე როგორც არასდროს. და კიდევ, კამი, ბექა უნდა მაპოვნინო. - ერთი თვალის შევლება საკმარისი იყო იმისთვის რომ მივხვედრილიყავი, კამის მანამდე გადაეწყვიტა ეგ საქმე, სანამ ვეტყოდი.
- დედაშენმა დაურეკა სოფოს, სოფომ დაგირეკა შენ. როგორცვე მოსაწევმა და ბექამ გაიჟღერა, მაშინვე გადაურეკა სოფომ მაშოს. მაშომ კი მეორე დღესვე ჩამოგაკითხა. მაშოს რომც არ ეთქვა, ჩვენ უკვე ვიცოდით რომ იმ დღეს ავარია არ მომხდარა, ვუგოს ძმაკაცმა გაარკვია. დილით მინდოდა მეთქვა, მაგრამ გეძინა. შემდეგ უკვე მაშომ დამირეკა და მთხოვა რომ... მოკლედ, ჩათვალა რომ ზედმეტი მოწმეების გარეშე უფრო მშვიდად გაგიმხელდა სიმართლეს. უფრო დიდი საიდუმლო რომ არსებობდეს, მაშინ უკეთესად შენიღბავდნენ ტყუილს... მათ კი პირდაპირ გითხრეს სიმართლე. სხვათაშორის, ერთი წამითაც კი არ მეპარება ეჭვი. მაგრამ ჩვენ ბექა გვჭირდება იმისთვის რომ გვითხრას, იცნობდი თუ არა ლიზას. - კამის სიტყვები რასაც ჰქვია, შევისრუტე.
- თუ გინდა, მეც გამოგყვებით ტელევიზორის დასაბრუნებლად...
- არა. - გადაჭრით მითხრა ნათიამ - შენ უნდა დაიძინო. - ჩემი გაოცებული სახის დანახვაზე, განმიმარტა - შენი სიზმრები გვჭირდება ანი, იმისთვის რომ მალე შევიტყოთ სიმართლე, დღისითაც უნდა დაიძინო ხოლმე.
- 22 წლის მანძილზე პირველად თქვა რაღაც ჭკვიანური. - ჩაილაპარაკა ვუგომ და ლომბარდთანაც მივედით.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime ramagari gagrzelebaaa. Saocrad momcons es nacilii. Male dade raaa gtxovvv. Yochagggg

 


№2  offline წევრი Timea25

როგორ გამიხარდააა❤
უფრო და უფრო ჩაიხლართა სიტუაცია.
მომწონს,ძალიან მომწონს❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაუუ აქ რეები ხდება. თურე რამდენი მინიშნება ყოფილა პირველ ნაწილში, ეხლა ვხვდები:დ თან რა საინტერესო ადგილას შეწყდა, ერთი სული მაქვს როდის დაიდება ახალი თავი. კამი ნამდვილი შერლოკია, ასეთი ლოგიკური აზროვნება იშვიათობაა, მოხიბლული ვარ ამ გოგოს გამჭრიახობით. წავალ ახლა და ახალი თავის დადებამდე პაოლოს მოთხრობებს ვესტუმრები, გულის გადასაყოლებლად:დ

 


№4  offline წევრი An_Gel

ისე ნერვები მეშლება ახლა, წინა თავზე რომ ვერაფრით მოვახერხე კომენტარის დატოვება. მოკლედ, მინდა გითხრა, რომ პირველი ნაწილის ბოლოს ცოტა გავბრაზდი. ისე უცებ "მოჭერი" დასასრული, დამაბნიე. საერთოდ ვერ მივხვდი, რატომ გადაწყვიტა ანიმ ასე უცებ, რომ ლიზა ჰეროინის გადამეტებული დოზით მოკვდა და ბიძა არაფერ შუაში იყო და მერე მაშოს გამოჩენამ და დასასრულმა საერთოდ ამრია.
მიხარია, რომ ასე უცებ დაბრუნდი. თანაც ისეთი თავი იყო, ინტერესით ლამის ფრჩხილების დაჭმა დავიწყე :დ მიხარია, რომ ჩემი ეჭვი გამართლდა და ლიზა ისე "ბანალურად" არ მომკვდარა, როგორც დოზის გადამეტებით შეიძლებოდა მომხდარიყო.
ინფორმაციულად ყველაზე დატვირთული თავი იყო, მგონი. და ისეთ ინტერესში ვარ ახლა, ერთი სული მაქვს ახალი თავი წავიკითხო. ნეტავ მალე გაახსენდებოდეს ანის განვლილი ხუთი წელი. და კიდევ იმდენი ინტრიგაა მასთან დაკავშირებით თუნდაც ის "ცისფერი ბიჭუნები" ან მიმი რომ დამდურებული ყავს. ან ბექა ვინ არის და რამდენად კარგი ადამიანი იყო. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, თუ ავარია არ მომხდარა, რა მოწიეს ამისთანა, რომ კომიდან გამოსვლის შემდეგ ხუთი წელი არ ახსოვს? ეს ცოტა არიყოს მიკვირს.
ლიზას რაც შეეხება... ოხ, ლიზა! იმდენად მენანება ასეთი დასასრულისთვის, იმდენად, რომ ნერვები მეშლება! ყველაფერი ქონდა ადამიანს, აბსოლიტურად ყველაფერი, რომ ყოფილიყო უბედნიერესი და მართლა ვერ ვხვდები, ასეთ ჭკვიან და განათლებულ ადამიანს, ასე ავადმყოფურად როგორ უყვარდა რაიმე სახის წამალი. იცნობენ თუ არა ეგ და ანი ერთმანეთს და რა ურთიერთობა ქონდათ, ყველაზე მეტად მაინტერესებს და კიდევ - რა თამაშს თამაშობს ლიზა?!
ისე ანისთან დაკავშირებით ერთი ეჭვი მაქვს. იმ "დაჯგუფების" წევრი ხომ არ იყო-მეთქი, რომელიც წამალს ასაღებს ან რაღაც ამდაგვარი ვიფიქრე. არ ვიცი, მოკლედ... ძალიან არეული ვარ.
ველოდები ახალ თავს, ანა. ყველა თავის შემდეგ მიორმაგებ ინტერესს.

 


№5 სტუმარი სტუმარი Amelie

ორი დღეა გაუჩერებლად ვკითხულობ და ჩემი საყვარელი სასიამოვნო წიგნის კითხვისას აღძრული გრძნობა მეუფლება . ძალიან ლამაზი , მხატვრული ენა გაქვს და ვგიჟდები შენს შედარებებზე. საინტერესოა იმითაც , რომ ისეთ კარს უღებ მკითხველს მათთვის , რომ იშვიათად იღება . ველოდები სულმოუთქმელად და კიდევ ერთხელ მინდა გითხრა , ძალიან საინტერესო წერის მანერა და სიუჟეტური განვითარება გაქვს.

ვგულშემატკივრობ შენს მწერლობას ❤️ ძალიან მაგრად გამოგდის ეს ყველაფერი.

 


№6  offline წევრი ლურჯი ანა

ძალიან დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო მკითხველებო <3 <3 <3 ამელი <3 ანა <3 ქეთი <3 ჩიკო <3 25 <3 იმედი მაქვს რომ შემდეგი თავებიც მოგეწონებათ :) ისე მახარებს თქვენი კომენტარები, ვერც კი წარმოიდგენთ...
ანა :))))))) ცოტაც მოითმინე და ძალიან მალე გაიგებ მაგ ყველაფერს <3 <3

 


№7  offline წევრი NniNna

აუუ ანაზე იმედია ბევრი ისტორია იქნება რო გავშიფრო ეს გოგო თორე ხან ვინ მგონია ხან ვინ ???? გელოდები სულმოუთქმელად..და ასე მალე თუ გააგრძელებდი არ მეგონა..კიდევკარგი შემოვედი..გული მისკდება კამის აღმოჩენებზე..კოდების გაშიფვრაზე..კიდევ იმ აადამიანების ამოცნობაზე ვინც სავარაუდო ეჭვმიტანილია და აღარ ვიცი..მალე დადე თორე გამძვრა სული..უკვე..ძაან კარგად წერ და თან მართლა კარგად გამოგდის ჩახვეული ინტრიგების გადმოცემა..ყოჩაღ და გელოდები<3

 


№8  offline წევრი moodchanger

რა ხდება აან ?????? ტვინი ვეღარაფერზე ფიქრობს მხოლოდ ეს პერსონაჟები მიტრიალებენ თავში smile ძალიან მაგარი ხარ <3
--------------------
mood

 


№9  offline წევრი ლურჯი ანა

ანა გელაშვილი <3 ახლა მივხვდი რას მეკითხები... "წინაპრების სისხლით მორწყულ მიწაზე ამოსული ყვავილის წვენი" უნდა ამეხსნა რასაც გულისხმობს, მეგონა მიხვდებოდით, მაგრამ მართალი ხარ, რატომ უნდა იცოდეს ნორმალურმა ადამიანმა ეგ რას ნიშნავს ))))) ყაყაჩო... ყაყაჩოს რძე... ჰეროინი :) თან ლიზამ ასეთი სიტყვებით დაამთავრა ისტორიის მოყოლა, "გავხდები შენი დედოფალი", როგორ გითხრა... ის იდიოტური მოსაზრებაც ხომ არსებობს რომ ჰეროინის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს თავი მეფე ჰგონია. :)
ნინა<3 მუდჩეინჯერ <3 დიდი მადლობა <3 <3 მიყვარხართ <3 დღეს დავდებ ახალ თავს... მეშინია რომ ეს თავი ყველაზე მძიმე წასაკითხი იქნება... და იმედია, გაუძლებთ და იმედია, ძალიან მოსაბეზრებელი არ მოგეჩვენებათ.

 


№10  offline წევრი NniNna

აი ვიცოდი რო ესეცც მომხმარებელი იქნებოდა რაა..მაგრამ არ მინდოდა დაჯერება და უბრალოდ სიზმრების და ლიზას გვამის გამო ვაკავშირებდი მარააა..ეჰჰ..სად ვყოფილვარ..როგორ გითხრა ახლა ერთ თავს ვერ გავუძლებ მარტო მეტიც მინდა კიდევთქო..თან თუ მძიმე წასაკითხა ვაიჰ..ვემზადები აქედანვე რა მოითმენს ახალის შემდეგ,შემდეგ ახალზე))))<3

და ჰოო..ეგ ყაყაჩო რომ იქნებოდა მეც მივხვდი))

უბრალოდ თავიდან აქ ვერ დავაკავშირე და ამ ახსნილით უკვე მივხვდი ბოლომდე))

 


№11  offline წევრი Timea25

მოუთმენლად გელი ანა,ლურჯი ანა ❤

 


№12  offline წევრი Tushma19

ნუ საოცრება რო ხარ გითხარი უკვე ხოო?
უუმაგრესი ისტორიაა
ნომერ პირველი რაც კი წამიკითხავს ამ საიტზე
და ნერვები მეშლება რომ ძალიან ხოტა მკითხველი ყავს
შენი ფანივარ<3

 


№13  offline წევრი Timea25

Tushma19
ნუ საოცრება რო ხარ გითხარი უკვე ხოო?
უუმაგრესი ისტორიაა
ნომერ პირველი რაც კი წამიკითხავს ამ საიტზე
და ნერვები მეშლება რომ ძალიან ხოტა მკითხველი ყავს
შენი ფანივარ<3

როგორ მიხარია სხცასაც რომ ჩემნაირად მოწონს ეს ისტორია.
იმედია ანა მალე დაგვიბრუნდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent