შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაიჭირე წამი (სრულად)


24-03-2018, 23:57
ავტორი Mariam Turabelidze
ნანახია 8 965

ძილბურანში წასულს მესმის ვიბრაციის ხმა და თვალების გახელა ფიქრადაც არ მომდის, ისე დამიმძიმდა ქუთუთოები, რომ ტელეფონის მოძებნის შანსი ნოლამდე დავიყიყვანე, მაშინ, როცა ვიბრაცია შეწყდა და გულში რამოდენიმეჯერ მოვასწარი ვიღაც სულიერის გალანძღვა, ახლა უკვე ნაბიჯები მიკაკუნებს თავში, კარის ჭრაჭუნი ნერვებს მაგლეჯს და დედაჩემის ხმა ჩამესმის:

-თაია, ნათლიაშენმა ინებოს პასუხის გაცემაო.

-ჰმმ..- ჩემი გურკვეველი ბგერების თავადაც არ მესმის.

-თაი გელოდება ადამიანი- ცდილობს ნაზად გამაღვიძოს, მაგრამ მე ხომ ვიცი რა ნერვებად უჯდება შენარჩუნებული სიმშვიდე- დედიკო!!

-ჰმმ..- ისევ გაურკვეველ გბერებს ვისვრი, მეტი დამაჯერებლობისთვის თავსაც ვიშველიებ და ზემოდან ქვემოთ ზანტად ვამოძრავებ.

-თაიააა- ხმას უწევს ნინა და მეც სწრაფად ვჭყეტ თვალებს, თავისი თავით კმაყოფილი მეკრიჭება და ტელეფონს ხელში მაჩეჩებს.

-მმმ..-ვზუზუნებ საცოდავად და გონებაში დიმიტრის გამწარების გეგმას ვადგენ.

-ნათლია გენაცვალოს, ხვალ რაჭაში მიმყავხარ, გაემზადე- მეაფერისტება და ის-ისაა პირს გასალანძღად ვაღებ, რომ წამსვე საწყის პოზიციას ვიბრუნებ, როცა ჩამესმის თუ როგორ მიყიდის იმდენ შოკოლადს, რამდენსაც მოვისურვებ.

-არ მინდა მე რაჭაში დიმიტრი, სახლი მინდა, ძილიც, შოკოლადებს ისე თუ მომიტან კარგი ბიჭი იქნები- ვიცი, როგორ უხარია, როცა ბიჭს ვადარებ და წარმოვიდგინე რამხელაზე დაკიჭა კბილები.

-ბანკეტი ვიდაც გადავუღე ის ჯგუფი მიდის, წამოდი და გაერთობი- ბოლო იმედს ეჭიდება.

-არამეთქი- ზოგჯერ როგორი კატეგორიული ვარ, ჩემი თავის მიკვირს.

-კარგი ნათლი- მეთანხმება ისიც და მესმის ჩახითხითების ხმა.

-იცოდე არ გამაღვიძოთ, მაინც არ წამოვალ, ჩუმად შემოდი, შოკოლადები კარადაზე დამილაგე და როგორც შემოიპარები, ისე გაიპარე- სხაპასხუპით ვაყრი და გათიშვის ღილაკს სწრაფად ვაჭერ ხელს.

პატარა ბავშვივით ვიწყებ წუწუნს, ნინას თვალებს ვუბრიალებ, მეორე მხარეს ვტრიალდები და ჩემს ბალიშს საგულდაგულოდ ვეხუტები. ზოგადად ძალიან შეურაცხადი ვარ, როდესაც მაღვძებენ, მაგრამ დღეს ალბათ ყველა გავაკვირვე. ხელით მობილურს ვეძებ და ცალ თვალს ანთებულ ეკრანს ვავლებ, ესეც ასე, თორმეტს გადასცდა, ანუ დღეს სასწაული მოხდება და ჩემს თავსაც გავაოცებ. არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვიფიქრე საკუთარი თავის გაოცებასა და ზოგადსაკაცობრიო თემებზე, მაგრამ საბოლოოდ დამიმძიმდა ქუთუთოები და გადავეშვი სიზმრების სამყაროში, არა, ვის ვატყუებ? 16 წლის მანძილზე სამად სამი სიზმარი მაქვს ნანახი და ისინიც ზედმიწევნით მახსოვს. ასაკზე გამახსენდა, 2 თვეში დიდი გოგო ვიქნები და მეტი ... (გავითიშე).

დილით რომ დიმიტრის ხმა ჩამესმის, მაშინ ვხვდები რის გამო შეიძლება აწამო ადამიანი. ხმა რაც უფრო ახლოს მოდის, მით უფრო მიჩნდება სურვილი ის უთო ვესროლო ნინამ რომ 2 დღის წინ იყიდა და უკვე მოასწრო ჩემი საყვარელი შარვლის დაწვა.

-თაი ადექი და ჩაიცვი- არასასურველი სიტყვები ყურის ბარაბნებს ჩხვლეტს.

-არ მინდა მე რაჭაში- ვბურდღუნებ თვალებდახუჭული.

-1, 2 და..

-ვდგეეებიი!!- ვკივი ბოლო ხმაზე, თვალებს ვპრაწავ და პირდაპირ აბანოში მივრბივარ. რაკეტის სიჩქარით დავქრივარ ოთახებში და 20 წუთში მზად ვარ, ესეც ახალი რეკორდი.

-თაია, ჩაგილაგე ტანსაცმელი- როგორც კი სამზარეულოში შევდივარ ეგრევე მეუბნება ნინა; ნინაზე გემოვნებიანი ქალი არ მეგულება, ამიტომ პრეტენზია არც გამომითქვამს.

-ოჰ, დიმიტრის რომ კითხო დიეტაზეა- მაგიდას ვავლებ თვალს და გონებაში გადავთვალე რამდენ კალორიას აიკიდებდა ნათლიაჩემი.

-ლიკას არ უთხრა რა- კნუტის თვალებით მიყურებს და შოკოლადებს სახეში მაყრის

-ნწ, ნწ, ცოლთან საიდუმლოებები ცუდი ჩვევაა- ენას ვუყოფ და ნინას გაკეთებულ ნამცხვარს მადიანად შევექცევი.

ზუსტად 30 წუთი ვუსმენ, როგორ ჭორაობენ ქალბატონი დედა და ბატონი ნათლია, არაა მაინც როგორ არ ელევათ სალაპარაკო თემა?! ლამის შოკში ჩავვარდი, როცა დიმიტრიმ ღმერთმა უწყის მერემდენე ნაჭერ ნამცხვარს დაუწყო განადგურება. ჩხუბის, ყვირილისა და წუწუნის შემდეგ, საბოლოოდ ვაღირსეთ სახლის დატოვება.

-ჭკვიანად იყავი- ნინა საგულდაგულოდ აფრთხილებს დიმიტრის.

-მე თუ ეს?- თითს ჩემსკენ იშვერს შეურაცყოფილი დიმიტრი.

-შენ, შენ.. მაგას არ ჭირდება, აქეთ მარიგებს ხოლმე ჭკუას- იკრიჭება ნინა და თვალებით გვეუბნება მაღირსეთ და მომშორდითო.

ჩემს საყვარელ პიპიში (ასე ვუძახი პატარაობიდან მანქანებს და მათთვის სახელის შეცვლა აზრადაც არ მომდის) ვჯდები და სიმღერების მოსმენის სურვილით აღვსილი ყველა ღილაკს ვაწვალებ. დიმიტრის ნერვების დაწყვეტის შემდეგ, როგორც იქნა მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს, სადაც ვხედავ ახალგაზრდების ჯგუფს და თეთრ სამარშრუტო ტაქსს. დიმიტრი მანქანიდან გადადის და ახალგაზრდებისკენ მიიწევს. სკოლა თუ ახლა დაამთავრეს გამოდის 1-2 წლით დიდრბი არიან. გონებაში კიდევ ვანგარიშობ რამდენ ხანში დავამთავრებ სკოლას, ჩავაბარებ უნივერსიტეტსში და როგორ გამიმწარებენ ცხოვრების 4 წელს ლექტორები. ისევ ჩემს წინ უძრავად მდგომ სამარშრუტო ტაქსს მივშტერებივარ და ვგრძნობ როგორ მეყინება სუნთქვა, როცა იქედა ჩამონავალ ადამიანს ვლანდავ.

ვხედავ ადამიანს, რომელიც შენელებული კადრებივით მოძრაობს და ჩემს ტვინში არასასიამოვნო რეფლექსებს გზავნის, საკუთარი თითების თამაში ჩემთვისაც აუტანელი გახდა(ასე ვიცი, როცა ვნერვიულობ, მინდა თითები საერთოდ დავმალო ხოლმე).ვიგრძენი გულმა როგორ გამოტოვა რამდენიმე დარტყმა და ერთიანი ძალებით დაიწყო ხმაური. ჟრუანტელმა, რომელმაც თხემიდან ტერფამდე ჩამოიარა, ლამის ჭკუიდან გადამიყვანა და როცა რამოდენიმეჯერ განმეორდა, უკვე აუტანელი გახდა ყველაფერი. ეს იყო წამი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემში გრძნობები. ამ წამის გამო საკუთარ თავს წლებია ვეჩხუბები, ვუხსნი და რაღაც მომენტში ვპატიობ კიდეც. გულის სიღრმეში თავიდანვე ვხვდებოდი, რომ ეს ჩემს ცხოვრებაზე შავ-თეთრ გავლენას მოახდენდა. ვიცოდი, რომ ბევრ გამოცდილებას მივიღებდი ცხოვრებისგან, მაგრამ საფასურს აუცილებლად გადავიხდიდი. ეს გავდა იმ აკრძალული წამის დაჭერას, რომელიც (თითქოს) ჩემს ცხოვრებაში არ უნდა მომხდარიყო.


როცა მინდოდა რაიმე არ დამმახსოვრებოდა ვცდილობდი თვალები მაგრად დამეხუჭა და ის მომენტები ამომეშალა ჩემი მესიერებიდან, მაგრამ ზოგჯერ არ გამომდიოდა. ახლაც თვალები მგრად დავაჭირე ერთმანეთს და ვცადე ეს მომენტი სამუდამოდ წამეშალა გონებიდან. ვიგრძენი თვალები როგორ ამეწვა და ქუთუთოევი უფრო მაგრად დავაჭირე ერთმანეთს. არ შეიძლებოდა სრულიად უცხო ადამიანს ერთ წამში ავეფორიაქებინე, ამას ვერ დავუშვებდი. ჩემს ისედაც არეულ ცხოვრებას ამ წამს ვერ შევალევდი. ვერ მოვახერხე.. არსებობს მომენტები, რომლებსაც ვერასდროს წაშლი, ისინი სამუდამოს რჩებიან ჩვენს მეხსიერებაში.

-თაი, თუ გინდა მათთან ერთად წავიდეთ და მანქანას დავტოვებ აქ- დიმიტრის ხმა ჩამესმის და თვალებს ზანტად ვახელ.

-არა - ჩუმად ვპასუხობ და ღვედს თავიდან ვიკრავ.

-ტირი? - მეკითხება ის და თვალებ გაფართოებული მაკვირდება- რატომ გაქვს ცრემლიანი თვალები?

-არა, რა ვტირი, თვალში რაღაც ჩამივარდა- ისე ვეუბნები, თითქოს ტირილი უდიდესი ცოდვაა.

-კარგი, ჩავთვალოთ, რომ დავიჯერე- თვალს მიკრავს და მანქანას ძრავს.

რაჭის შესახებ განაგონი მქონდა ულამაზესიაო, ხოდა მეც მევიაზე ამ სილამაზეს, გზაში რამდენიმე ადგილად ვთხოვე დიმიტრის გაეჩერებინა და შესაბამისად უფრო გვიან მოგვიწია დანიშნულების ადგილამდე ჩასვლა. დათა (როგორც შემდეგ გავარკვიე ასე ერქვა ჩემს “წამს”) რატომღაც არსად ჩანდა. ისედაც გაბრუებული ნიკორწმინდის სილამაზემ უარესად გამაბრუა და მორცხვი ბავშვივით ჩამოვჯექი მდივნის კუთხეში. არ ვიცოდი აქ რას ვაკეთებდი ან რატომ დავთანხმდი დიმიტრის წამოსვლაზე. ვფიქრობ, ბედისწერას ვერასდოს შეცვლის ადამიანი. რა იქნებოდა რომ არ წამოვსულიყავი? ალბათ უფრო მშვიდად ვიქნებოდი და ადამიანის ისევ ნახვით გამოწვეული შიშის შეგრძნებაც არასდროს მექნებოდა.

მეგონა აქედან გაქცევა გამოსავალი იქნებოდა, ნინას მივწერე არ მინდა აქ ხვალ ჩამოვალ-მეთქი, გადაირია ნუ იკეტები საკუთარ თავში გაერთეო, ძახილის ნიშნები და ბევრი გაბრაზების ემოციებიც მოაყოლა. აბა რას ველოდი?? ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა და უკან როდის დავბრუნდებოდი. დიმიტრი ძლივს დავითანხმე და გულ დამშვიდებულმა გადავწყვიტე, რომ ერთი ღამე როგორმე გავძლებდი. ნანკას (დათას კლასელი) ასე თუ ისე ვიცნობდი და შესაბამისად საერთო ენის გამონახვა არ გამჭირვებია. საღამოს ყველამ გადაწყვიტა გასეირნება, დიმიტრიმ ლამის ძაფი ჩამაბა და ძალით წამიყვანა. ეს საღამო ალბათ ბევრ რამედ ღირდა, შემდგომი ოთხი წლის მანძილზე მსგავსი ცა და ამდენი ვარსკვლავი აღარსად მინახავს. ვუყურებდი გოგო-ბიჭებს და ვხვდებოდი რამხელა სიყვარული აკავშირებდათ ერთმანეთთან, მიხაროდა მათი ბედნიერი სახეები, მაგრამ გული მწყდებოდა, რომ მე არავინ მყავდა ისეთი, ვინთანაც მსგავსად მაინც შევძლებდი ღიმილს.

რვა წლის შემდეგ ნინას გარდა აღარავინ მყოლია. რვა წლის რომ ვიყავი და მამა საზღვარგარეთ რომ წავიდა მის მერე აღარც გამოჩენილა, ნინამ ერთ წელში გადაწყვიტა, რომ ჯობდა ცხოვრება ახლიდან დაგვეწყო, რადგან წარსულმა ძალიან დიდი დაღი დაასვა, როგორც მის, ასევე ჩემს ცხოვრებას. როგორც უკვე აღვნიშნე არსებობს მომენტები, რომლებსაც ვერასდროს წაშლი, ისინი სამუდამოდ დარჩებიან ჩვენს მეხსიერებაში. ბავშვოვამ იმდენი “დასამახსოვრებელი” მომენტი დამიტოვა, რომლიც გაქრობასაც მთელი ჩემი ცხოვრებაა ვცდილობ. მის შემდეგ ყოველთვის ვცდლობდი აღარაფერი დამემახსოვრებინა, რადგან ასეთი მომენტები ყოველთვის შავი იყო და არასდროს ფერადი, ისინი დიდ გავლენას ახდენდნენ ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში. მართალია, როცა ამბობენ “ტკივილი გვაძლიერებსო”; ძლიერი ადამიანები უბედურები არიან.

დიმიტრიმ მწვადების შეწვის დროაო, ჩაგვავლო ხელი და სახლში წაგვიყვანა. მახსოვს დათას პირველი სიტყვები: “რა ლამაზი სახელი გქონიაო”. მაგიდასთან ჩამწკრივებულებს გვერდით რომ მომიჯდა და გამიღიმა მაშინ გავაცნობიერე საიდან იწყებდა სამყარო არაებობას. წყალს მომიტან-მეთქი?- ჩუმად გადავუჩურჩულე და დავინახე როგორ თვალებ გაბრწყინებულმა დამიქნია თავი, ეს იყო და ეს, მის მერე მთელი საღამო ვცდილობდი თავი ამერიდებინა.

გამთენიისას ისე გამოვიპარე არავის დავმშვიდობებივარ, იმ პერიოდიდან შემომრჩა რამოდენიმე მეგობარი, რომლებიც დღემდე ჩემს გვერდით არიან.

-თაი, რა გჭირს - საჭესთან მჯდომი დიმიტრი კითხვის ნიშნის მზერით მიყურებს.

-ვერ გამოვიძინე კარგად და ხომ იცი რა ხასიათიც მაქვს ამ დროს? - ვპასუბობ და თბალებს ვუელამებ, ვერ იტანს, როცა ასე ვაკეთებ

-თუ არ გინდა ავილეწოთ, აღარ დამენახო - მიცინის და მეჭყანება.

-კარგი - ვიბუტები და ფანჯრიდან მთების თვალიერებით ვირთობ თავს.

-ბუსია - მეუბნება და ვგრძნობ, როგორ ეღიმება, მაგრამ თავს მისკენ აღარ ვარტიალებ.

სახლში მისული ჩემს ბალიშს ვეხუტები, სხვაგან ვერასდროს ვიძინებ კომფორტულად, ამიტომ ნინას შეტყობინება გავუგზავნე სახლში ვარ და ვიძინებ-თქო და თვალები მივლულე. საღამოს რომგავიღვიძე და ტელეფონს ხელი ჩავავლე თვალები გამიფართოვდა, როცა შეტობინება დავინახე:

“რატომ გაიპარე?” - დათა.

რა იქნებოდა ახლა? შეტყობინება ამოვშალე და გადავწყვიტე, რომ ყველაფერს დავტოვებდი წარსულში და მომავალს ისე გავაგრძელებდი, თითქოს არც არაფერი ყოფილა. იმდენად შევშფოთდი დათას დანახვით, არ მინდოდა მსგავსი რამ ისევ მეგრძნო, ვიცოდი ეს ადამიანი ჩემში რადიკალურად განსხვავებულ პიროვნებებს გააღვიძებდა. მეგონა, რომ ამ ეტაპზე ცხოვრება რთული იყო და მეტი სირთულე აღარც არსებობდა, მაგრამ მაშინ არც ვიცოდი მომავალი რას მიმზადებდა.

მთელი კვირის განმავლობაში კვირა ერთადერთი დღეა, როცა ნინა სახლშია და მთელი დღეები ისედაც დალაგებული სახლის ლაგებაშია გართული. ერთი საათი მესმოდა ზუზუნი იმის შენახებ, რომ ყოველი დაბადების დღე უნდა აღვნიშნო, ეს როგორი გოგო ვარ, რატომ არ მიყვარს საკუთარი დღის აღნიშვნა და მსგავსი ისედაც ათასჯერ მოსმენილი ფრაზები. ნინას ზუზუნი ჩემმა ტელეფონის ხმამ შეცვალა.

-“დ ა თ ა” - ნინამ ჩემს მობილურს დახედა და შეტყობინების ავტორის ვინაობა დამარცვლით ამოიკითხა - ვინ არის დათა?

-არავინ - ვთქვი და შეტყობინება ისე ამოვშალე თითქოს არც არასდროს უარსებია.

-ასე იოლად ვერ გამოძვრები - თვალები დამიბრიალა ნინამ - გისმენ!!

-არმინდა - გავიბუსე და საზამთროს ნაჭერი პირში ჩავიტენე -მმ რა კაქიაა..

დილით დათას შეტყობინება დამხვდა:

“გილოცავ” - დათა.

მადლობათქო მივწერე და ტელეფონი გადავდე. მთელი დღე იმდენი ვიბუზღუნე არ მინდა თქვენი რესტორნები და კაფეებითქო ბოლოს ნინა დაიღალა და გამებუტა რაც გინდა ის ქენიო. ერთ კვირაში ძლივს შემოვირიგე და ვუთხარი თვრამეტი წელო როგორც შენ გინდა ისე აღვნიშნოთთქო, თვალები გაუბრწყინდა და თავი დამიქნია.

სექტემბრიდან დაიწყო ჩემი წამება, როგორც მოგეხსენებათ აბიტურიენტობა საკუთარი თავისა და სურვილების უგულებელყოფას ნიშნავს. მეც, როგორც ყველა აბიტურიენტი, ფარ-ხმალს ვყრიდი და საკუთარ ბედს ვეგუებოდი. იქედან გამომდინარე, რომ კერძო სკოლაში ვსწავლობდი და ხუთ საათამდე იქ ვრჩებოდი, აზროვნების უნარი თითქმის აღარ მქონდა, ამას ემატებოდა ისიც, რომ მათემატიკაში კერძო მასწავლებელთან ვემზადებოდი და დაღამებულში მიწევდა ჩემს მონატრებულ სახლში დაბრუნება. დათა თოთქმის ყოველ მეორე დღეს მწერდა, აინტერესებდა როგორ ვიყავი და თუ ვნახავდი. ხშირად მის შეტყობინებებს არ ვპასუხობდი, საკუთარ თავს ვაჯერებდი, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო და მალე აუცილებლად გაივლიდა.

ოქტომბრის ბოლოს ასეთი თბილი საღამო პირველად მახსოვს, ისეთ ხასიათზე გავიღვიძე ვიცოდი მთელი დღე კარგი რამეები მელოდა. სამხარეულოში ნინა რომ დამხვდა გამიკვირდა.

-როგორ მოხდა სახლში ხარ? - ვუთხარი და მაგრად ჩავკოცნე.

-ცოტა ნაზად, ქაჯო - მითხრა და ცხვირი ამიბზუა.

-ოჰ, რა ხასიათზე ვართო? - ვუთხარი და დავეჭყანე.

-გაგვიანდება სკოლაში - მითხრა და თმები მომქაჩა.

-გოგოო -ვკივი და მაგიდის მეორე მხრიდავ ვემუქდები დაგიჭერ და არ ვიცი რას გიზამთქო.

როცა მუქარას, სირბილსა და ერთმანეთის გაწეწვას მოვრჩით, თმები საწყის პოზიციას დავუბრუნე და ცხოვრებაში პირველად წავედი სკოლაში უბედნიერესი სახით. ისევ ყოველდღიური, რუტინული რვა საათი სკოლაში და ხუთ საათზე ვიგრძენი არნახული თავისუფლება. ორ საათი ბიბლიოთეკაში გავატარე და შვიდზე უკვე მათემატიკის გაკვეთილზე ვიჯექი და ქალბატონი ნაზის გამომეტყველებას შევცქეროდი. ორ საათიანი წამების შემდეგ, როგორც იქნა მიხვდა, რომ მეც ადამიანი ვარ და შეიძლება ტვინის უჯრედები გადამეწვას. “თავისუფალი ხარო” ისე სასიამოვნოდ მოესმა ჩემს ყურებს რეკორდული დროით ჩავალაგე ჩანთა, “ნახვამდისთქო” უცებ მივაყარე და სახლის კარები სწრაფად გამოვიხურე.

კიბეები ჩავირბინე და ოქტომბრის სიოს კბილებ დაკრეჭილი შევხვდი. ისეთი თბილი საღამო იყო ვიფიქრე ფეხით გავივლითქო. ორმოცდაათი მეტრიც არ მქონდა გავლილი საშინელი ჩხუბის ხმა რომ გავიგე, შემდეგ გინება და საბოლოოს იარაღის ხმაზე შევკრთი და ინსტიქტურად იქეთ დავიძარი საიდანაც ეს ხმა მოდიოდა. ძირს მიგდებულ ბიჭს ორმა ახალგაზრდამ ერთელ კიდევ ამრეზად დახედა და როგორც კი დამლანდეს, ეგრევე გაეცალნენ იქაურობას. არემარეს მხოლოდ მთვარე და ორად ორი მბჟუტავი ლამპიონი ანათებდა, ფეხებაკანკალებული მივუახლოვდი ბიჭს, ძლივს შევამჩნიე სიახლი და ბიჭის ტკივილისგან დამანჭული საზე.

-წადი, სწრაფად - ამოილუღლუღა და თვალები მინაბა.

-არა, არც გაბედო თვალების დახუჭვა-უცებ შევკივლე და ბიჭთან ჩავიმუხლე.

-წადი - ამოილუღლუღა ისევ.

ყურადღება აღარ მიმიქცევია, მობილური სწრაფად ამოვიღე და 112-ში დავეეკე. მალე მოვალთო “დამაიმედეს” და როგორც კი კოორდინატები ვუკარნახე, სწაფადვე გამითიშეს. მოსაცმელი მოვიძვრე და ჭრილობაზე დავაჭირე. ვხედავდი როგორ ეხუჭებოდა თვალები და მეც ვცდილობდი გამომეფხიზლებინა.

-არ გაბედო თვალების დახუჭვა, გესმის? - ხმააკანკალებული ვუყურებდი როგორ იღიმოდა და რომ არა ასეთი სიტუაცია, ხმამაღლა გადავიხარხარებდი.

-შენი თეთრი კაბა.. - ერთხელ ჩამიღიმა და თვალებდახუჭულმა ტკივილისგან ამოიგმინა.

-არ გაბედომეთქი ვის ვეუბნები? ნურც საუბრობ!! წარმოიდგინე როგორ ინერვიულებენ შენზე მშობლები!! კარგად უნდა იყო!! შენი მეგობრები? ნათესავები?- გაუჩერებლივ ვუსვამდი შეკითხვებს და თვალების დახუჭვის უფლებას არ ვაძლევდი. და ან ძმა გყავს-მეთქი ვკითხე და პასუხად თავის დაკვრა მივიღე.

-მეც უნდა მყოლოდა ძმა, ჩემზე დიდი, დაახლოებით შენი ტოლა უნდა იყოს, მაგრამ ახლა ის ჩემი ანგელოზია. ჩემს ანგელოზს გათხოვებ ოღონდ დამპირდი რომ დამიბრუნებ!

-გპირდები - ტუჩებზე დაკვირვებით მივხვდი, როგორ მომცა პირობა.

ხელები ჩემი ანგელოზის კულონისკენ წავღე, მოვიხსენი და ფრთხილად შევაბი კისერზე. გაეღიმა.. თვალებ მილულულისთვის ისევ ყვირილს ვაპირებდი, როცა სასწრაფოს ხმა გავიგე. ფრთხილად დააწვინეს საკაცეზე ისე, რომ ჩემთვის ხელი არ გაუშვია. ჩუმად ამოილუღლუღა “დათას დაურეკეო”. ჯერ ისედაც შოკში მყოფმა, უარესი შოკი მივიღე და საავადმყოფოში მისულმა ხელის კანკალით მოვძებნე მობილური.

-თაია? - ალბათ არ მელოდა, მაგრამ როგორც კი ზარი შევიდა ეგრევე მიპასუხა. - რა ხდება?

-დათა.. შენი მეგობარი.. საავადმყოფოშია - ძლივს ამოვთქვი და მის მოლოდინში გავირინდე.

-ვინ? - სწრფადვე მიპასუხა.

-არ ვიცი - ხმისკანკალით დავუბრუნე პასუხი.

-მოვდივარ მისამართი მომწერე. - სწრაფად მომაყარა და კარგად გავიგე როგორ გადაულაპარაკა ვიღაცას.

საოპერაციოსთან ჩამოვჯექი და ახლა დავაკვირდი ჩემს ხელებსა და კაბას, სულ მთლად სისხლიანი და ხელებ აკანკალებული ვიჯექი, ფეხის თამაშს ვერ ვწყვეტდი. ეს რა იყო?როგორ შეიძლება ყველაფერს მე შევესწრო? მგონი არ ვარ კარგად, აშკარად ვერ ვარ. ათი წუთიც არ იყო გასული დერეფანში დათა და ბიჭები რომ შემოლაგდნენ. როგორც კი შემამჩნია სახეზე ფერები გადაუვიდა, ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა. ხმა ძლივს ამოიღო.

-კარგად ხარ? აშკარად არ ხარ! არ გინდა ექიმს გაესინჯო? - ჩემს ფეხებთან ჩაიმუხლა და ფრთხილად ამომხედა.

-არა - თავი გავაქიე და თავით საოპერაციოსკენ ვანიშნე - ნუ გეშინია, კარგად იქნება.

-შეგეშინდა ხო? - მკითხა და თავიდან ფეხებამდე დამიწყო დაკვირვება -რამე ხომ არ გტკივა?

-არა, კარგად ვარ, უბრალოდ ცოტა შემაშინა შენმა ძმაკაცმა.

-გამოძვრება, პირველად არ ხდება - თვალებ დახუჭულმა ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი და ისევ მე შემომხედა - მართლა არ გინდა ექიმს გაესინჯო?

უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და როგორც შემეძლო ისე გავუღიმე. სანამ ვსაუბრობსით ბიჭებმა მისაღებში საბუთების საქმე მოაგვარეს. დათამ მკითხა რა მოხდაო და ყველაფერი ზედმიწევნით მოვუყევი. სისხლიან თითებზე მაკოცა და ჩუმად ჩაიჩურჩულა “მადლობაო”. ისე დამიარა ჟრუანტელმა, კინაღამ აზროვნების უნარი დავკარგე. ექიმი გამოვიდა საოპერაციოდან და იკითხა ნიკა ამირეჯიბთან ვინ ხართო?

-ჩვენ, ხომ ყველაფერი კარგადა ექიმო? - ფეხზე წამოდგა დათა

-პაციენტმა ბევრი რაოდენობით სისხლი დაკარგა, გადასხმა საჭიროა, მესამე დადებითი, რაც შეიძლება სწრაფად - თქვა და ბიჭებს დააკვირდა.

-მე მაქვს -ფეხზე წამოვდექი, როცა დანარჩენებისგან ხმა ვერ გავიგე.

-თქვენ ის გოგონა ხართ, რომელმაც დაგვირეკა? - გამიღიმა ექიმმა.

-დიახ - თავის დაკვრით დავეთანხმე.

-თქვენ რომ არა.. - აღარ დაასრულა და თავით მანიშნა გავყოლოდი.

-თაი, არ ხარ ვალდებული - უკან ამედევნა დათა - ვიპოვით ვინმეს.

-მინდა, რომ ეს გავაკეთო - მადლიერი თვალებით შემხედა და კალატის კარები გამიღო.



პროცესურების შემდეგ ვაკვირდებოდი ბიჭები როგორ ნერვიულობდნენ, დათა ყოველ 5 წუთში მეკითხებოდა ჩემი მდგომარეობის შესახებ. მობილურმა დამირეკა და ეკრანზე ნინას გაღიმებული სურათი გამოჩნდა. გავუთიშე, “მალე მოვალთქო” მივწერე და მობილური ჩანთაში დავაბრუნე.

-თაია, სახლში გაგიყვან, ცოდვა ხარ. გამოიცვალე და დაისვენე, თან დედაც ნერვიულობს ალბათ - გადმომხედა დათამ.

-ვერ გავჩერდები სახლში..

-როგორც კი ექიმი რამეს გვეტყვის, ეგრევე გაგაგებინებ -ნაზად გამიღიმა და თავით გასასვლელისკენ მანიშნა.

-იყოს, ტაქსით წავალ, ამ მდგომარეობაში საჭესთან ვერ დაჯდები.

-შენი აზრით ტაქსით გაგიშვებ? წამო - მითხრა და გასასვლელისკენ მიბიძგა.

სახლამდე ისე მიმიყვანა ხმა არცერთს ამოგვიღია, არც მისამართი უკითხავს, სადარბაზოსთან გამიჩერა და მოვედითო ჩუმად დაიჩურჩულა.

-მადლობა - ვუთხარი და გავუღიმე.

-მადლობას მე უნდა გეუბნებოდე თაი, შენ რომ არა არ ვიცი რა მოხდებოდა - თავი საზურგეს მიაყრდნო და თვალები დახუჭა, მერე ჩემი ხელი აიღო, თითებზე დამაკვირდა და ტუჩებთან მიიტანა. - მადლობა ყველაფრისთვის. ადი სახლში, მოგწერ როგორც კი რაიმეს გავიგებთ.

-კარგი - თავი დავუქნიე და მანქანიდან გადმოვედი.

სახლში რომ შევედი მერე გავიაზრე ყველაფერი, ნინამ ჩემს დანახვაზე იმხელა ხმაზე შეიცხადა ლამის გული გამისკდა.

-თაი რას გავხარ, რა მოხდა? კარგად ხარ? სისხლი მოგდის? ექიმთან წავიეთ? - თვალებ გაფართოებული მისვამდა ათას მსგავს კითხვას.

-კარგად ვარ ნი, არაა ჩემი. გადავივლებ და მოგიყვები ყველაფერს. -ვუთხარი და კედელს მივეყრდენი რომ არ წავქცეულიყავი

-თაი..

-კინაღამ მოკვდა დე, იცი რამდენი სიახლი მოდიოდა? შემეშინდა - ვუთხარი და ვიგრძენი რა ფასად დამიჯდა დღევანდელი ჩაყლაპული ცრემლები.

-კაი, არ ინერვიულო დე. გადაივლე, განოიცვალე და დაისვენე, ხვალ მომიყევი - მითხრა და შუბლზე მაკოცა.

აბანოს სარკის წინ პირსახოც შემოხვეული ვიდექი და საკუთარ ანარეკლს ვუყურებდი, მერე იქვე დაგდებული, სისხლიანი კაბისკენ ვაპარებდი თვალს და არ მჯეროდა არაფრის, რაც 2საათის წინ მოხდა. თვალები მაგრად დავხუჭე და ვცადე გონებიდან ამომეგდო ეს მომენტი, მაგრამ ამაოდ, როგორც ყოველთვის, არც ახლა მშველის.

ექვსი წლის რომ ვიყავი, მახსოვს, შუა ღამითკარების ხმაურმა როგორ გაგვაღვიძა მე და დედა, ნინამ არ გამოხვიდეო გამაფრთხილა და ითახის კარები გაიხურა. ვერ მოვისვენე ოთახში და ჩუმად გავიპარე, მისაღებში დანახულო სურათი დაღემდე არ ამომდის თვალებიდან. მამა სულ სისხლიანი იწვა მდივანზე, შეწუხებული სახით, თბალებ მიბნედილი. მაშინ მსგავსი რამ ტელევიზორშიც არ მქონდა ნანახი, აქ დაიბადა ჩემი შიში სისხლისა და ჩხუბის მიმართ.

საღამურებს ვიცვამ და ჩემს ფუმფულა ბალიშს ვეხუტები. ტელეფონის ხმა მესმის და მეც სწრაფად ვპასუხობ:

-როგორაა? რა თქვეს ექიმებმა? - პასუხის მოლოდინში წამი საუკუნედ მეჩვენება.

-ყველაფერი კარგადაა თაი, კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის - მითხრა და გავიგე როგორ მშვიდადაც ამოისუნთქა.

-ვიცოდი - გამეღიმა და ნინას ბედნიერმა ავხედე.

-დაიძინე თაია, ძილინებისა..

იმ ღამეს თეთრად გადავათენე, როგორც კი თვალების დახუჭვას გადავწყვეტდი, ეგრევე სისხლი მელანდებოდა და მოსვენებას არმაძლევდა. დილით ნიკას რაღაცეები ვუყიდე და საავადმყოფოში წავედი, მისაღებში მითხრეს პალატის ნომერი. ღრმად ჩავისუნთქე და ნელა დავაკაკუნე.

-მობრძანდით - გავიგე შიგნიდან და კარები შევაღე.

-თაიააა - ისე გაუხარდა ბიჭს ჩემი დანახვა, თითქოს საუკუნის ძმები ვყოფილიყავით.

-როგორ გრძნობ თავს? -ნაზად გავუღიმე და შეხვეულ მუცელზე მივუყითე.

-ვარ რა, როგორ გამიხარდა, რომ მოდი ვერც წარმოიდგენ - მითხრა დახელით სკამზე მიმითითა - დაჯექი, რას დამდგარხარ.

-უნდა წავიდე მალე, მასწავლებელთან მეჩქარება.

-არ მეგონა თუ მოხვიდოდი, შენი კულონი დათას მივეცი, ვუთხარი დავპირდი და უკან უნდა დავუბრუნოთქო - მითხრა და თვალები გაუბრწყინდა - მადლობა თაია ყველაფრისთვის, ბოლო ბოლო შენი სისხლი ჩქეფს ჩემს ძართვებში, რომც არ გინდოდეს დღეიდან ძმად გეკუთვნი.

-რამდენს ლაპარაკობს ეს ბიჭი, რომ კითხო ცუდადაა - დათას ხმა გავიგე და ჟრუანტელის ტალღამ რამოდენიმეჯერ დამიარა - როგორ ხარ თაი?

-კარგად დათა, მადლობ, შენ?

-ვართ რა.. მოდი დაჯექი მოუყევი ამ ვაჟბატონს გუშინ რა დღეში ჩაგაგდო - მითხრა და თვალი ჩამიკრა.

-არაუშავს, არაფერია, მთავარია ახლა კარგადაა. უნდა წავიდე ახლა და შემოგივლი ისევ ხვალ - ნიკამ თავი დამიკრა, “მადლობაო” ისევ მითხრა და გულწრფელად გამიღიმა.

პალატის კარი გამოვიხურე და ნაბიჯს ავუჩქარე, ეს ბიჭი ცუდად მხდიდა, რას მიკეთებს?! თითებს დავხედე, წამით გავჩერდი და თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს.

-ჯანდაბა, დამავიწყდეს რა, დამავიწყდეს.

-რისი დავიწყება გინდა თაი? - დათას ხმა ვიგრძენი დათვალები გავახილე.

-ყველაფრის დათა.. - ვუთხარი და თავიჩავხარე.

-თაია, ცუდად ხარ? - მკითხა და მხარზე ხელო ჩამომადო. ჯანდაბა, ამ ბიჭს ჩემთან მოალოვება უნდა ავუკრძალო, შეხება მითუმეტეს.

-მშვენივრად ვარ დათა, მეჩქარება..

-გაგიყვან !!

-ფეხით მირჩევნია დათა, მადლობა.

-რატომ ჯიუტობ თაი? დაჯექი - თავით მანიშნა მანქანისკენ.

-დათა.. მინდა რომ ფეხით გავიარო, მარტომ - ვუთხარი და თვალებში ჩავხედე.

-კარგი, როგორც გინდა, არ გაძალებ - მითხრა და გზა განმითავისუფლა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და დათას სიტყვებმა ადგილზე გამაქვავა. - თაი, გუშინს შემდეგ, შენ ხარ ჩემი ანგელოზი.

ეს არის მომენტი, რომელიც არასდროს გაქრება, რა ძლიერაც არ უნდა მოვინდომო. დათა ჩემსკენ დაიძრა და ანგელოზის კულონი ყელზე გამიკეთა. ისევ ისე დასწვდა ჩემს თითებს, თითქოს მისი საკუთრება ყოფილიყოს, ნაზად აკოცა და შემდეგ თავის ადგილას დააბრუნდა. ნერვები მეშლებოდა საკუთარ თავზე, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა რომ არ შემეძლო. მინდოდა მეყვირა, რომ თითი არ დაეკარებინა, მაგრამ იმდენად ვმუნჯდებოდი, პირის დაღებაც არ შემეძლო.

მთელი ნოემბერი იმდენად გადატვირთული ვიყავი, რომ დათას შეტყობინებებისთვის პასუხის გაცემის არც დრო მქონდა და არც სურვილი. აინტერესებდა, როგორ ვიყავი, მთხოვდა, რომ შევხვედროდი. არ მესმოდა, რაში ჭირდებოდა შეტყობინებების გამოგზავნა, როცა შეეძლო ნებისმიერ დროს ვენახე, ჩემი სახლის მისამართიც კი იცოდა. ეს ბიჭი ჩემში ერთად უამრავ გრძნობას იწვევდა: მონატრება, გაღიზიანება, გაურკვევლობა..

დეკებრის დასაწყისში ნანკამ (დათოს კლასელი) დამირეკა, ვალენტინოს კაბა მათხოვე, სოციალურ ქსელში ვნახე და მომეწონაო. რა მეთქვა? კარგი, ერთ საათში გამოვდივარ და ჩემს წინ რომ კაფეა მანდ შეგხვდებითქო. ერთ საათში შევაღე კაფის კარი და თვალებით ნანკას დავუწყე ძებნა, როგორც კი ძებნის ობიექტი აღმოვაჩინე, ღიმილით მივუახლოვდი და წინ დავუჯექი.

-როგორ ხარ თაია? - გამიღიმა და ახლად მოგანილი ატმის წვენი მოსვა.

-არამიშავს ნანკა, გადადბენებზე, ცოტა დაღლილი, შენ? - მზერა გავუსწორე.

-მეც ეგრე რა, რა ხდება ახალი? -მკითხა და დიდი ინტერესით დამაკვირდა.

ვიცი ახალში დათას გულისხმობდა, ამიტომ მხრების ახეჩვით ვუპასუხე. დათას ვწერო მითხრა და თვალი ჩამიკრა, ზუზუნის ხმა გაისმა და მის ტელეფოზე დათას სურათი გამოჩნდა, არ ვიცი მან რა უთხრა, ნანკამ მხოლოდ “კარგიო” და მობილური გაუთიშა. მედე კიდევ ათას თემებზე ვისაუბრეთ და ის-ის იყო წამოსვლას ვაპირებდით, რომ კაფის კარი დათამ შემოაღო, თვალებით მოგვძებნა და როგორც კი დაგვინახა ღიმილით მოგვიახლოვდა. არ ველოდი დათას აქ ნახვას, მეგონა საერთოდ აღარც გამოჩნდებოდა. გვერდით რომ მომიჯდა და მკითხა რას შვებიო კინაღამ წვენი გადამცდა და მის თვალწინ დავიხრჩვი. ნანკამ მობილური ამოიღო და სურათი გადაგვიღო, ბევრი ვიწუწუნე წაშალეთქო, მაგრამ ვერცერთს გავაგებინე ვერაფერი. ესეც ჩვენი პირველი სურათი (15.12.2015).


***

თხუთმეტი დეკემბრის შემდეგ, ჩემს მობილურზე დათას შეტყობინებებმა იმატა, ისევე როგორც ჩემმა პასუხებმა. არ მესმოდა რატომ მიბიძგებდა ყველაფერი მისკენ, როცა საკუთარ თავს ყოველ წუთს ვუკრძალავდი მასზე ფიქრს. არარეალურია ეს ყველაფერი, არ მინდა ერთმანეთზე დაწყობილი ფიქრები და საქციელები ერთ დღესაც სამუდამოდ გაუჩინარდეს.

ყველაფერს ველოდი, მაგრამ დეკემბრის ბოლოს ჩემს მობილურზე დატოვებულ მსგავს შეტყობინებას ნამდვილად არა:

“მიყვარხარ” - დათა.

გრძნობები იმდენად ამერია, ვერ ვარკვევდი გავბრაზდი, მეწყინა თუ უბრალოდ გამიხარდა. არ მესმოდა მისი, თითქოს ჩემთან უნდოდა, თანაც გამირბოდა. არ ვიცოდი რატომ მომწერა, როცა შეეძლო პირისპირ მდგომს ეთქვა და ჩემი რეაქციებით დამტკბარიყო. მეც მიყვარდა, გაგიჟებით მიყვარდა, არ ვიცი, როდის მოვასწარი მისი შეყვარება. ალბათ უკვე დიდი ხანია, იქნებ პირველი დანახვისთანავეც კი. აი ასე, უბრალოდ შემიყვარდა დათა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში უიშვიათესად ჩნდებოდა და მისი ცხოვრების ყველაზე მცირე, შეუმჩნეველ დროს ჩემს გვერდით ატარებდა.

2015 წლის ბოლო და 2016 წლის პირველ დღეს არსად ჩანდა და ვიგრძენი, რომ ის უმნიშვნელო მონაწერიც კი საოცრად დამაკლდა, რაც ყოველდღიურად მამშვიდებდა. დაგავათენე 31 დეკემბერი და იმ იმედით დავიძინე, რომ ახალი წლის მოლოცვის გარეშე არ გაჩერდებოდა, სამწუხაროდ, გაღვიძებულს იმედები გამიცრუვდა, ასე გაგრძელდა მომდევნო დღემდე. ესეც პირველი ახალი წელი დათას გარეშე (01.01.2016).


***

დათას მანქანის მინებზე აბსტრაქტულ ფიგურებს ვხატავ, მინებზე წვიმის წკაპუნი სასიამოვნო მელოდიას ქმნის. ახლაც მახსოვს ჩემი პირველი “მიყვარხარ” და დათას სიხარულისგან გაბრწყინებული თბალები. თავიდანვე აშკარა იყო, რომ ჩვენი ურთიერთობა არანორმალურობას უფრო გავდა, ვიდე სიყვარულს. არ შეიძლება ადამიანი ისე შეგიყვარდეს, რომ თავადაც ვერ მოხვიდე აზრე. ადრე არაფრის მეშინოდა, რადგან დასაკარგი არაფერი მქონდა, ახლა კი მეშინია, რომ ყველაფერს დავკარგავ. ჩემი დანახვისას დათას გაბრწყინებული თვალები მთელ სამყაროს მერჩივნა. მეგონა, რომ მასზე წრფელი სიყვარული არავის შეეძლო და მჯეროდა, ერთ დღესაც დაინახავდა იმ გრძნობებს, ჩემში რომ ვეღარ ვატევდი და ჭკუიდან მჭრიდა. ეს ჩარჩოებ გაცდენილი სიყვრული ავადმყოფობას უფრო გავდა და მგონი მე სერიოზულად ვიყავი ავად.


***

როცა ადამიანი გენატრება და თავად გტოვებს, თვალები უნდა დახუჭო (როგორც ყოველთვის) და ჯანდაბაში გაუშვა! ადამიანები, რომლებიც ყველაზე ძალიან გტკენენ გულს, ყველაძე მეტად გენატრებიან. ალბათ ყველაზე დიდი მონატრება მამაჩემს უკავშირდება. 7წლიანი ციხე და ერთადერთი ზარი.. ძლივს დავიწყებული და ისევ თავიდან დაწყებული გრძნობები. ადამიანი, რომელიც ბავშვობას გართმევს, რატომ ხდება მონატრების ობიექტი?

დათა რომ დაიჭირეს მეგონა ჩემი სულის ნაწილი წამართვეს. არ ვიცოდი რა უფრო მტკიოდა, ის, რომ დათა გვედით აღარ მყავდა თუ ის, რომ მისი საქციელი გულს ათას ნაწილად მიყოფდა. (მარტი, 2016წ.)

მაშინ როცა ჩუპაჩუპსების მჯეროდა, ფოჩიანი კანფეტები ყველაფერს მერჩივნა და სამყაროს ვარდისფერ ფერებში ვუყურებდი, თითქოს დედამიწა სწრაფად დატრიალდა და თითქმის 30 წლით გავიზარდე. არ არსებობდა ადამიანი დედამიწაზე რომელიც დათას თვალებით შემხედავდა. არ უნდა სცოდნოდა, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო, იქნებ ეფიქრა, რომ მივაყოვებდი, შეშინებოდა და ჩემს გვერდით დარჩენილიყო. 17 წლის ბავშვს მჭირდებოდა ადამიანი გვერდით, რომელიც ყოველ დღეს გამილამაზებდა და მეტყოდა, რომ უსასრულოდ ვუყვარდი. როგორ უნდა მეცხოვდა 365დღე დათას გარეშე, როცა ყოველ წუთს მენატრებოდა?! ალბათ ერთი გამოცდა ყველა სიყვარულმა უნდა გაიაროს. ეს იყო ცხოვრების ის გამოცდა, რომელიც საკმაოდ ძვირი დამიჯდა.


***

1 წელი დათას გარეშე...
(გადათენებული ღამეები, იმედი, რომ მომდევნო დღეს მაინც შეძლებ მის დანახვას. ზარები, რომლის შემდეგ განუწყვეტლივ ტირი და სიყვარული, რომელიც უფრო მეტად გტანჯავს, ვიდრე გაბედნიერებს).
(ადამინები, რომლებიც მოსვენებას არ გაძლევენ).

ალბათ ამ ერთი წლის მანძილზე შევქმენი ის პიროვნება, რომელიც შენში მინდოდა ყოფილიყო (უდიდესი შეცდომა N1).

***

18 წლის თაია.. პირველი დაბადების დღე დათას გარეშე. (08.11.2016)

***

მეორე ახალი წელი დათას გარეშე.
(31.12.2016); (01.01.2017)

***

მამა, რომელიც გიბრუნდება ..(თებერვალი, 2017წ.)
არ ვიცოდი ეს ცრემლები სიყალბე იყო თუ სინანული, მაგრამ მინდოდა ცოტა მაინც ტკენოდა წარსული, აწმყო და ის მომავალი, რომელის დასალაგებლად წლები არ მეყოფოდა.

დათა !! (მჭირდები).


***

ხედავ ადამიანს, რომელიც განუწყვეტლივ გენატრება, შეგიძლია ხელები ძლიერ მოხვიო და აღარასოდეს გაუშვა. სულ რაღაც ერთი მეტრი გაშორებს, მაგრამ ნაბიჯს ვერ დგამ, ვერ ესაუბრები, ვერ ეხები. გრძნობ, რომ იქ ვერ სუნთავ, სადაც ის სუნთქავს. ისევ თავიდან იწყება...
ვხედავ ადამიანს, რომელიც შენელებული კადრებივით მოძრაობს და ჩემს ტვინში არასასიამოვნო რეფლექსებს გზავნის, საკუთარი თითების თამაში ჩემთვისაც აუტანელი გახდა(ასე ვიცი, როცა ვნერვიულობ, მინდა თითები საერთოდ დავმალო ხოლმე). ვიგრძენი გულმა როგორ გამოტოვა რამდენიმე დარტყმა და ერთიანი ძალებით დაიწყო ხმაური. ჟრუანტელმა, რომელმაც თხემიდან ტერფამდე ჩამოიარა, ლამის ჭკუიდან გადამიყვანა და როცა რამოდენიმეჯერ განმეორდა, უკვე აუტანელი გახდა ყველაფერი. ეს იყო წამი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემში გრძნობები. ამ წამის გამო საკუთარ თავს წლებია ვეჩხუბები, ვუხსნი და რაღაც მომენტში ვპატიობ კიდეც. გულის სიღრმეში თავიდანვე ვხვდებოდი, რომ ეს ჩემს ცხოვრებაზე შავ-თეთრ გავლენას მოახდენდა. ვიცოდი, რომ ბევრ გამოცდილებას მივიღებდი ცხოვრებისგან, მაგრამ საფასურს აუცილებლად გადავიხდიდი. ეს გავდა იმ აკრძალული წამის დაჭერას, რომელიც (თითქოს) ჩემს ცხოვრებაში არ უნდა მომხდარიყო. რა ნელა გასულა ერთი წელი შენს გარეშე. შენ დამიბრუნდი ... (24 მარტი, 2017)

მაშინაც მეგონა, რომ დათას სიყვარული საზღვრებს სცდებოდა (მე მხოლოდ მეგონა). ვფიქრობდი, რომ ჩვენი არასტანდარტული სიყვარული ნათელი და სამუდამო იყო (მე მხოლოდ ვფიქრობდი).
როცა ვინმეს დანაშაულს პატიობ, უდიდესი დამნაშავე თავად შენ ხარ. თუ გინდა, რომ ადამიანდებმა ისეთი დაგინახოს, როგორიც ხარ და ერთ დღეს ეს ჩანაფიქრი აგიხდება, ნუ დაელოდები მათგან სიკეთეს. ისინი იმდენად პრიმიტიულები არიან, რომ უყვართ, როცა საქმე უიოლდებათ. თუ ეტვი, რომ ატმის ყვავილებს ვერ იტან, ატმის ხეს ეზოში დაგირგავენ, რომ წელიწადის რომელიმე დროს მაინც გაგამწარონ. მათ სინამდვილეში არ ესმით რამხელა განმარტება დევს სიტვა მარტივში.


***

პირველი დაბადების დღე დათასთან ერთად (08.11.2017)

***
ადამიანები იცვლებიან ..

***
სიყვარული, რომელიც წარსულის ხათრით არსებობს, მომავალს გვინადგურებს.
აღარ მესმოდა რა ხდებოდა დათას თავს. არც ორი თვის შემდეგ, არც სამი..
იმედგაცრუება ..
ტყუილი ..
ღალატი ..

ოთხი, ხუთი, ექვსი ..

***

ალბათ ორი სახის სიყვარული არსებობს. სიყვარული, რომელიც გვაბედნიერებს და სიყვარული, რომელიც გვასწავლის.

***
პირველი ახალი წელი დათასთან ერთად (01.01.2018).

***
იმედგაცრუება ..
ტყუილი ..
ღალატი ..

რვა, ცხრა ..

***
რაღაცის განმეორება (შეცდომა N2) შესაძლებლობაა, რომ დასასრული შევცვალოთ.
დასასრული ყოველთვის ერთმანეთს ჰგავს !!

ათი, თერთმეტი, თორმეტი ..

***
მსურდა, რომ ძალიან მაგრად მტკენოდა, იმედი მქონდა მერე მაინც ჩამოინგრეოდა ის ილუზია, რაც წლების მანძილზე შევაკოწიწე.

***
მისი ცხოვრებიდან სამუდამოდ გავქრი (მარტი 2018წ.)

***
დათა ??

მესმოდა მისი გულისცემა, მკერდი ადიოდა და სწრაფად უბრუნდებოდა პირვანსელ პოზიციას. ისე სწრაფად მოძრაობდა, რომ თითქმის არ არსებობდა ადამიანი დედამიწაზე, რომელიც მის მოძრაობას ვერ შეამჩნევდა. ნესტიან ქუჩებში მძიმედ აბიჯებდა მიწას და ორი თითით ჩაებღუჯა ახლად ანთებული სიგარეტი. ისევ მარჯვნივ აუხვია.. მერამდენე ჩიხია აღარც ახსოვს, სათვალავი აერია და მაინც, ნაცნობ ადგილს მოუახლოვდა. ნეტავ გესმოდეთ, რა მტკივნეულია მისი ფიქრები, ყველაფრისგან პოულობდა გამოსავალს, დღეს კი, თითქოს ღმერთმა მიატოვა, განდეგილივით მარტო დაიარება და მხოლოდ წვიმის წვეთების ხმა ესმის, ვინმესთან ლაპარაკი თავადაც არ სურს. ერთადერთი რამ, რასაც ეხება სიგარეტია, ალბათ ყველაზე იოლი მასთან ერთად ცხოვრებაა. ზოგჯერ ესეც ბეზრება ხოლმე, შორს მოისვრის და შემდეგ მანძილს მათ შორის ნაბიჯებით ითვლის, სიგარეტს ფეხით სრესს და ხელი შარვლისკენ მიაქვს, სადაც მუდმივად უდევს შავი, თითქოს ძველი, აქა-იქ გაქლექილი იარაღი, რომელსაც ჯიბიდან იღებს და უსასრულობას უმიზნებს, ღრმად ისუნთქავს ამ ქუჩის სურნელს, ცალ თვალს ხუჭავს, სამიზნეს კარგად ათვალიერებს და ხედავს ლანდს, რომელიც სამუდამოს აჩერებს წამს, ისევ რუტინულად მეორდება..ისევ არ ვაძლევ უფლებას სამუდამოდ წამშალოს და ისიც, როგორც ყოველთვის, არც ახლა ისვრის, იარაღს უკან აბრუნებს და ისევ სიგარეტის კოლოფს ეძებს ჯიბეებში.
დგება მომენტი, როცა ჩერდება წამი და გინდა ამ წამით სამუდამოდ იცხოვრო. დანამულ ქუჩებში წვიმის სურნელი გაბრუებს და ხვდები, რომ ეს მონატრების სურნელია. საშინელებაა, როცა აცნობიერებ ამ სურნელის ტკივილს, რომელიც ახლახანს დაიწყო და წინ კიდევ ბევრი გზა აქვს გასავლელი. როცა მონატრება სისხლში გაქვს გამჯდარი და ძარღვებში დაგიდის, გაუსაძლისია მისი სხეულიდან განდევნა. აცნობიერებ, რომ ხშირად მოგიწევს მარტო დარჩენა და თითქოს მის მოლოდინში ყოფნა ჭკუიდან გშლის. მერე ცდილობ შეჩერებული წამით იცხოვრო.. და მაინც, სად გაჩერდა წამი? არსებობს მომენტები, რომლებსაც ვერასდროს წაშლი, ისინი სამუდამოს რჩებიან ჩვენს გონებაში.
მეც მასთან ერთად ვსუნთქავ, განვიცდი, მისი თვალებით ვხედავ სამყაროს, ის მწამს, რაც მას სწამს. აჩრდილივით, სულივით ჩამოვუჯდები ხოლმე გვერდით და თავს მხარზე ჩამოვადებ. არ ვტყდები, რომ სიგარეტის კვამლით ვიხრჩვი, რადგან ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის სიგარეტი. თქვენ არასდროს არაფერს პატიობთ, მე-კი. ახლაც ჩუმად ვარ, მთვარის რკალებს თითებით ვხაზავ და მჯერა, რომ გვერდით მჯდომი დამინახავს. ნელა ვსუნთქავ, ისიც ირინდება და მოუსვენრად აქანავებს ფეხებს.. გეფიცებით, გრძნობს, რომ მასთან ვარ.
რა მოხდება, რომ შეწყვიტოს სუნთქვა? თუნდაც წამიერად? მე დავბრუნდები უსასრულობიდან დედამიწაზე, ჩემი სული კი ისევ უკუნით ღამეში, მის გვერდით, მხარზე თავჩამოდებული დარჩება და ვეღარაფერს იგრძნობს, გარდა სინანულისა, რომ აჩრდილის ნაცვლად, ცხადად არ მოევლინა მის წინ, ორიოდე ლამპიონით განათებულ ქუჩაში და ტკივილი ოდნავაც არ შეუმსუბუქა.


***
ზედმეტად რეალურია ეს მოგონებები წარსულზე .. მადლობა, რომ მატკინე.

***
ახლა კი, მშვიდობაში მოიხმარეთ ყველა სიტყვა, რაც თქვენთვის მითქვამს..



№1  offline წევრი TrustYourSoul

ხუმრობ არა?
რა გააკეთე.
ასე რანაირად მატკინე.
ჩემ სულში ხელების ფათურის უფლება არ გქონდა და მაინც აფათურე.
თაი..
ვტირი შენ გამო!
დათა...
უარესად ვტირი.
ადრე რაღაც მონაკვეთი რომ დადე წესიერად არც დავუფიქრდი,თურმე რა ხდებოდა.:( ❤️
წერის რაღაცნაირი მანერა გაქვს.
ჩამთრევი....და მაინც.რა გააკეთე?

 


№2  offline მოდერი zia-maria

არ ველოდი ასეთ დასასრულს.მტკივნეული იყო ეს ყველაფერი,თაი და დათა ასე არ უნდა გაცივებულიყო მათი გრძნობები.

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Sentimetebis cvima, da siyvarulis pragmatuli epilogii, arachveulebrivad cer, mdidari leqsika gaqvs, da sityvebsac ise alageb, grmad midis adamianta gulebshi, yochagg, imedia gagvanebivreb istoriebit, carmatebebiii

 


№4  offline წევრი Mariam Turabelidze

zia-maria
არ ველოდი ასეთ დასასრულს.მტკივნეული იყო ეს ყველაფერი,თაი და დათა ასე არ უნდა გაცივებულიყო მათი გრძნობები.


ისტორია რეალურია (ჩემია). არ ვიცი, როგორ დასრულდება ჩემი გრძნობები.. ჯერ ხომ ისევ მარტია?!

Qeti qimucadze
Sentimetebis cvima, da siyvarulis pragmatuli epilogii, arachveulebrivad cer, mdidari leqsika gaqvs, da sityvebsac ise alageb, grmad midis adamianta gulebshi, yochagg, imedia gagvanebivreb istoriebit, carmatebebiii


ძალიან დიდი მადლობა❤️

წარსული კვდება...
ხუმრობ არა?
რა გააკეთე.
ასე რანაირად მატკინე.
ჩემ სულში ხელების ფათურის უფლება არ გქონდა და მაინც აფათურე.
თაი..
ვტირი შენ გამო!
დათა...
უარესად ვტირი.
ადრე რაღაც მონაკვეთი რომ დადე წესიერად არც დავუფიქრდი,თურმე რა ხდებოდა.:( ❤️
წერის რაღაცნაირი მანერა გაქვს.
ჩამთრევი....და მაინც.რა გააკეთე?


“ ჩემ სულში ხელების ფათურის უფლება არ გქონდა და მაინც აფათურე. და მაინც.რა გააკეთე?“ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent