შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული სიყვარული ( თავი 9 )


4-04-2018, 23:18
ავტორი Elena)
ნანახია 2 524

ბოლოს მაინც გავუწიე წინააღმდეგობა საკუთარ თავს, ჩემს თავმოყვარეობას. პალატაში ჯერ ლიზი და გიო შევიდნენ, მე კართან დავდექი.
- რას შვები ბიჭო ეე, საწყალო.
დაიწყო გიომ და ლუკას გაუცინა, მაგრამ ის აშკარად არ იყო გაცინების ხასიათზე.
- საწყალი შენ ხარ თუ კაია, ნუ უშლი ნერვებს.
შეუბღვირა ლიზიმ.
თავს ძალა დავატანე და პალატაში შევედი. ლიზიმ და გიომ გამომხედეს და სწრაფი ნაბიჯით დატოვეს ოთახი.
ლუკას რამდენიმე დალურჯებები ჰქონდა, ხელი კი თაბაშირში ესვა.მასთან ახლოს მივედი. ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა და გაეღიმა.
- მოხვედი.
- მოვედი.
ჩავიჩურჩულე და ძლივს შეკავებული ცრემლი თვალიდან მოვიწმინდე.
- ჰო.
- ვწუხვარ ამის გამო, რა დაგემართა?
- დაივიწყე, ეს აქამდე უნდა გამეკეთებინა, ნამდვილად ღირდა.
გაიღიმა,როგორც შეეძლო.
- ნუ ამბობ მაგას.
- მენატრებოდი.
ამბობს სერიოზული გამომეტყველებით.
- ლუკა, არ გინდა გთხოვ,აქ ამისთვის არ ჩამოვსულვარ.
ვთქვი, თუმცა სინამდვილეში გამაბედნიერა, მისმა ნათქვამმა,რადგან მას ჯერ კიდევ ვუყვარდი, ამას ვგრძნობდი.
- მაშინ, რის გამო ჩამოხვედი?
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
- მოგიწევს.
- არ უნდა მოვსულიყავი, სჯობს წავიდე.
გასასვლელისკენ დავაპირე წასვლა, თუმცა ლუკამ არ დამაცადა, უცბად ხელი დამიჭირა, მისი ხელის შეხებაზე, გულში სითბო ჩამეღვარა, არანორმალური მონატრება ვიგრძენი და მივხვდი, მისგან შორს ყოფნით, ჩემი გრძნობები კი არ ქრებოდა, პირიქით, უფრო მეტად იზრდებოდა და ჭკუიდან გადავყავდი. ამაზე უკვე თავი ვეღარ შევიკავე და ცრემლები წამსკდა, თვალები ლუკასაც ცრემლიანი ჰქონდა, ხელით ახლოს მიმწია, აღარ შევწინააღმდეგებივარ, იქვე ჩამოვჯექი და თავი გულზე დავადე, მთელი სიმწარით ავტირდი და გავანთავისუფლე ყველა ჩემი ტკივილი.თმაზე მეფერებოდა, რაზეც კიდევ უფრო ვუმატებდი ტირილს, უფრო სწორად, ამას ტირილი კი არა ქვითინი ერქვა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი ასე, მაგრამ, ჰქონდა კი ამას რაიმე მნიშვნელობა?
მობილურზე მამაჩემის ზარი შემოდის, რაც მაიძულებს თავი ავწიო და ლუკას სხეულს მოვშორდე.
- ჰო.
ვპასუხობ დაბალი ხმით, ისე, რომ თავადაც ძლივს მესმის.
- სად ხარ?
- საავადმყოფოში.
- არ წამოსულხარ ჯერ?
- არა, წამოვალ ცოტახანში.
ამას ვამბობ და ლუკასკენ ვიხედები, რომლის სახის გამომეტყველებაც, აშკარა ცვალებადობას განიცდის.
- გამოგივლი გინდა?
- ჰო, კარგი, მისამართს მოგწერ.
ტელეფონს ვთიშავ, მამას ვწერ და ტელეფონს ჯიბეში ვინახავ.მზერა ლუკასკენ გადამაქვს, თუმცა მისთვის თვალებში ჩახედვას, ვერ ვახერხებ, ვერ ვბედავ.
- მიდიხარ ?
- ჰო, უნდა წავიდე.
ვამბობ და ბოლომდე ვიმშრალებ სახეს.მზერა იატაკზე გადამაქვს.
- კიდევ მოხვალ?
მეკითხება დაბალი ხმით, თუმცა დამაჯერებლად. ჰაერს ვისუნთქავ და ჩემში ვიგროვებ, წამით სუნთქვას ვწყვეტ.
- ჰო, არ ვიცი, ალბათ.
- ესეიგი, მოხვალ.
გამიღიმა, მე რომ მიყვარდა, ზუსტად ისე.
აღარაფერი მითქვამს ,გამოვბრუნდი და პალატა დავტოვე. მოსაცდელში გიო და ლიზი ისხდნენ, მათკენ წავედი.
- რა ხდება აბა?
გაიცინა ლიზიმ.
- არაფერი, უნდა წავიდე ახლა, თქვენ აქ იქნებით, ჰო?
- კი,კი.
მიპასუხა გიომ.
- კაი მაშინ, შეგეხმიანებით.
გასასვლელისკენ წავედი, მამა ახალი მოსული იყო. მისკენ გავიქეცი და მთელი ძალით მოვხვიე ხელები, ისე მენატრებოდა, ძლივს მოვშორდი.
- ჩემი პატარა.
მითხრა თბილად და შუბლზე მაკოცა.გავუღიმე, მანქანაში მის გვერდით ჩავჯექი და უსაფრთხოების ღვედი შევიკარი.
- როგორ არის?
წამოიწყო საუბარი.
- არ ვიცი, უკეთესად, მგონი. შენ, საიდან იცი?
- მამამისისგან, გაგიჟებული იყო კაცი.
- ავარიაში როგორ მოყვა?
- გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდაო და ხეს შეასკდა, მე ასე გავიგე.
აღარაფერს ვამბობ, მზერა ფანჯრისკენ გადამაქვს და ვათვალიერებ ქუჩებს, ხალხს. ნეტავ,ვინმემ თუ შეამჩნია ჩემი წასვლა? ან, ვის უნდა შეემჩნია.
- მის გამო დაბრუნდი, ხომ ასეა?
მეკითხება მამა.
ერთს ღრმად ვისუნთქავ და თითქოს, ამ ჩასუნთქვით ვამბობ ყველაფერს.
სასაცილოა, არა? სიყვარულმა გამაგდო აქედან და მანვე უკან დამაბრუნა.
მთელს გზას ისე გავდივართ, ხმას არ ვიღებ. სახლში შესვლისთანავე, მის დათვალიერებას ვიწყებ, თითქოს არც არასდროს მენახოს აქაურობა, მერე ჩემს ოთახში ავრბივარ, საწოლზე ვემხობი და აქ გატარებულ დღეებს ვიხსენებ. სახლში სრული სიცარიელეა და აშკარად, არც ისე მოწესრიგებულია.გული მეკუმშება, როცა ვიაზრებ, მე საკუთარი სახლი დავტოვე, მე მეგობრები დავტოვე, მე მამაჩემი დავტოვე.
კვლავ ქვემოთ ჩავდივარ, მამას ნაძალადევად ვუღიმი, სავარძელზე ვჯდები.
- ყავას ხომ დალევ?
მეკითხება და ქურთუკისგან თავისუფლდება.
- კი, მე გავაკეთებ.
- კაი, მიდი.
ვდგები და სამზარეულოსკენ მივდივარ.
- რას შვებოდი აბა? რა ხდება სამსახურში.
- რავიცი ელენე, მთელი დღე სამსახური, მერე ძილი. სჯობს, შენ მითხრა რას შვებოდი.
- მე, ბებიას ვეხმარებოდი ხოლმე რაღაცეებში, სკოლაში დავდიოდი, წიგნებს ვკითხულობდი. გარეთაც გავდიოდი ხოლმე, რამდენიმე ბავშვი გავიცანი, მათ კარგად გავუგე.
- ესეიგი, გიგულავია რა.
გაიცინა მამამ.
- ჰო, ეგრე გამოდის.
მეც სიცილით ვუპასუხე.
ყავა რომ გაკეთდა, მამას დავუძახე, სამზარეულოში დავჯექით, თან ყავას ვსვავდით, თან ვსაუბრობდით, ათას რამეზე. იმ დღეს, ლუკას სანახავად არ მივსულვარ, შემეძლო, თუმცა აღარ მივსულვარ. მამას მონატრება, რომ მოვიკალი. ჩემს ოთახში ავედი და ცხელი შხაპი მივიღე, მერე აბაზანაში ჩავწექი, სიმღერები ჩავრთე და თვალები დავხუჭე. ჩემს თავს გასაქანი მივეცი, მეფიქრა ყველაფერზე.
სააბაზანოდან, რომ გამოვედი, უკვე დაბნელებული იყო, ტანზე პირსახოცი შემოვიხვიე და კარადა გამოვაღე, აქ, ბევრი არაფერი მქონდა, რადგან, დღეს გასვლას არსად ვაპირებდი, საცვლების ზემოთ ,მხოლოდ ხალათი შემოვიცვი, თმა ფენით გავიშრე. ტელეფონი ავიღე და 12 გამოტოვებული ზარი დამხვდა ლიზისგან. ცოტა ავღელდი, მაშინვე გადავურეკე, ლიზიმ მიპასუხა.
- სად ხარ გოგო.
- ახლა ვნახე დანარეკები, რა ხდება, მშვიდობა გაქვს?
- კი, მეგონა გამოხვიდოდი ისევ და მაგიტო დაგირეკე. სად ხარ?
- ჰოო, სახლში ვარ.
- რატომ არ მოხვედი?
- აუ, რავი ლიზი. დავიღალე, მაგაზე უნდა მელაპარაკო ეხლა?
- ისე გკითხე, არ დამარტყა.
- კაიი, წავედი,ხვალ დაგირეკავ.
- კაი.
გავბრაზდი, მაგრამ, არ ვიცი რატომ. ტელეფონი საწოლზე დავაგდე და ქვემოთ ჩავედი, მამა არსად არ იყო, ესეიგი, კაბინეტში იქნებოდა, მეც პირდაპირ მისკენ წავედი. კარზე ფრთხილად დავაკაკუნე.
- მოდი ელე.
- ეე, საიდან იცოდი, რომ მე ვიყავი?
ვუთხარი სიცილით.
- კარგ ხასიათზე ხარ?
- უფ, არც ისე, სხვათაშორის, ნერვები მაქვს მოშლილი.
- რატო?
- ისეთი არაფერი, ხელი ხომ არ შეგიშალე?
- არა,არა. რაღაც პატარა საქმე მქონდა, ვამთავრებ უკვე.
- კაი, მაშინ, ფილმს მოვძებნი.
- არა, ჯობია დაისვენო დღეს, ხვალ ვუყუროთ, რასაც გინდა. და გთხოვ, არ ჩართო დღეს არაფერი, ისედაც გადაიღალე და დაასვენე შენი თავი, კაი?
- ჰო, კაი.
ვუთხარი და ცხვირი ავიბზუე.
- მიდი ეხლა, ეგ არ გიშველის. ძილინებისა.
- ხვალ სამსახურში მიდიხარ?
- კი,მივდივარ.
- ოოო, აბა როდისღა გნახო.
- ჩემი ნახვა თუ გინდოდა, რას მიდიოდი სამი თვით სახლიდან? ასე, რომ სხვა დროსაც მნახავ.
- გასაგებია. ძილინებისა.
ვუთხარი მცირე პაუზის შემდეგ და კაბინეტი დავტოვე. გულში რაღაც ჩამწყდა. კიბეებს ავუყევი, თუმცა,ბოლომდე ასვლა ვერ მოვახერხე, ერთ-ერთ საფეხურზე ჩავიკეცე, თავი ცივ მოაჯირს მივადე და მთელი ტკივილით ავტირდი, მეგონა გული ამომივარდებოდა, გაჩერებას ვეღარ ვახერხებდი, თუმცა, არც ვცდილობდი, ასე ტკივილი უფრო ქრებოდა, თანაც, მამა ჯერ არ აპირებდა გამოსვლას კაბინეტიდან, ეს ვიცოდი, ვიცოდი, რომ არც ის იყო კარგ დღეში.ვიცოდი, რომ მასაც სტკიოდა, რომ მას ვერ გავამტყუნებდი, ის ხომ მამა იყო, მე კი შვილი, საშინელი შვილი. უკვე ხმით ვტიროდი, კარის ხმაზე შევკრთი და ხელების დახმარებით, ჩუმად ავედი ოთახში. კარი ჩავკეტე, კართან ჩავიმუხლე და თავი მუხლებში ჩავრგე. არ ვიცი, რამდენ ხანს მეღვიძა, ან, რამდენ ხანს მეძინა. ოთახში შემოსულმა მზის სხივმა თვალების გახელა მაიძულა, სწრაფად წამოვდექი და ტელეფონს დავუწყე ძებნა, არც ერთი გამოტოვებული ზარი. ცხრა საათი ხდებოდა, ტირილისგან გული იმდენად მქონდა დაღლილი, არაფრის თავი არ მქონდა და საწოლზე გადავინაცვლე, წამოვწექი და ფანჯრის საპირისპირო მხარეს გადავბრუნდი.
გადაღლილობისგან, ვერც გავიგე, როდის ჩამთვლიმა, საკმაოდ დიდ ხანს მეძინა, გაღვიძებისთანავე, გვერდი ვიცვალე და ცალი თვალით, მზეს შევხედე, რომელიც მარჯანიშვილის გზებზე არსებული თოვლის დადნობას ცდილობდა, და გამოსდიოდა კიდეც. საწოლში, ათასნაირი ტრიალის შემდეგ, ვერც ერთ მხარეს ვერ მოვისვენე და წამოდგომა გადავწყვიტე. ფანჯარასთან მივედი და არემარეს გავხედე, დილით,თურმე წვიმაც მოუსწრია, ამიტომ, ქუჩებს თოვლჭყაპი ამშვენებდა.სარკესთან მივედი და ჩემი თავი შევათვალიერე, თვალები სულ დასიებული მქონდა.ვიცოდი, რომ არასწორი ვიყავი, ნერვიულობას აღარ ვაპირებდი, ერთი დღისთვის უკვე საკმარისი იყო. მამასთან ვიკამათე, თუ შეიძლება, რომ ასე ითქვას. ლიზის არც კი დაურეკავს, მივხვდი, რომ ასე ყველას და ყველაფერს დავკარგავდი. ხალათი სწრაფად გავიხადე, კარადიდან შავი, თბილი სპორტული შარვალი და წითელი ფართო ზედა გამოვიღე. როგორც ჩანს, ღამე საშინლად შემცივდა, ხერხემლის ტკივილი ვიგრძენი. ახლა გაციების დრო არ იყო, უჯრიდან წინდებიც ამოვიღე და თბილად გამოვეწყვე. ტელეფონს და ყურსასმენებს დავავლე ხელი და ქვემოთ ჩავედი, მამა რათქმაუნდა სახლში არ იყო, სახლში ცენტრალური გათბობა იყო, სიცივე არ იგრძნობოდა, თუმცა, სავარძელი ერთ-ერთ გამათბობელთან მივწიე და კომფორტულად მოვთავსდი. ყურსასმენები გავიკეთე და სიმღერა ჩავრთე: >> You don't own me.
თითქმის, ყველა წიგნი სვანეთში მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე ტელეფონში წამეკითხა რამე და მეტზე აღარაფერზე მეფიქრა, თუმცა, არ გამომივიდა. 4love.ge-ზე შევედი, თუმცა, ყველა ისტორიაში, ლუკას და ჩემს თავს ვხედავდი, ამიტომ ბოლოს ესეც გადავიფიქრე და ცხოვრებისეულად დავფიქრდი, რა გამეკეთებინა.ლუკასთან ვერ წავიდოდი, ვიცი, ეს სწყინდა, თუმცა, ჩემივე დანგრეულ ურთიერთობას, თავიდან ვერ ავაწყობდი. ვერც კი გავიგე, ისე დამაღამდა, კარის ხმა გავიგე და მაშინვე წამოვფრინდი, მამა იყო.
- ჰეი.
გავუღიმე ნაძალადევად.
- სახლში ხარ ?
- ჰო,რავი, აბა სად უნდა ვიყო?
- მეგონა,ლუკას ნახავდი.
- მეგონა, ის არ მოგწონდა.
- ასეც არის.
მანაც ნაძალადევი ღიმილი მაჩუქა და ქურთუკი გაიხადა. ტელევიზორის წინ მოთავსდა, თუმცა სასურველი არხი ვერ აარჩია, ამოისუნთქა და მთელი ძალით, თავი დივანს მიაყრდნო. მე კი,მის გვერდით ჩამოვჯექი და თავი მის მხარს ჩამოვადე, არაფერი უთქვამს.
- მაპატიე.
წამოვიწყე ცოტა ხნის შემდეგ და ხმაში ცრემლი შემეპარა.
- არ გინდა ახლა, არაფერი გაქვს საბოდიში, მგონი, ზედმეტად ჩავერიე, ეს შენი ცხოვრებაა, მგონი, მე უნდა გთხოვო პატიება.
- კარგი, რა. ეგრე ნუ მელაპარაკები,გთხოვ.
- როგორ?
- როგორ და თითქოს არ გაინტერესებ.
- ესეიგი, მე არ მაინტერესებ?
- ხო, რა ვიცი.
- მე არ დამიტოვებიხარ თვეების მანძილზე, თინეიჯერული სიყვარულის გამო.
- მაგის გამო არც წავსულვარ.
- აბა, რის გამო?
- უბრალოდ... კარგი, მნიშვნელობა არ აქვს.
ამოვღერღე, მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ.
- აი, ხედავ?
- რას ვხედავ?
შევუბღვირე.
- არაფერს მიყვები, აბა, რა ვიფიქრო?
- აუუ, კაი რა.
- ან, რანაირად ლაპარაკობ, სად ისწავლე, ეგეთი ლაპარაკი, ან, მე როდიდან მელაპარაკები ასე. ელენე, მე გაგზარდე. ის სიყვარული, რომელიც დედაშენის მიმართ მქონდა, ის სიყვარული, რომელიც მისთვის უნდა გადამეცა, ეს ყველაფერი შენ მოგეცი. მითხარი, ვინმე გყავს, ჩემზე ახლო ადამიანი? ვინმე გყავს, ვისაც გაუზიარებ, შენს ტკივილს? შენი აზრით,ჩემზე ახლობელი, ვინმე გყავს? ვერ ვხვდები, რატომ არაფერს მეუბნები.
- მერამდენედ ამბობ უკვე მაგას? რა იყო, მაყვედრებ, შენ რომ გამზარდე, თუ რას ამბობ მაგით? წაგეყვანე მაშინ ბებიასთან, უარს არ იტყოდა ჩემს გაზრდაზე და ყოველ წამს მაინც არ გამიმეორებდა მაგას.
ვთქვი მაღალი ტონით და თან ხელებს ვიქნევდი აქეთ-იქით.
- ეგ რა შუაშია გოგო?
მანაც აუწია ტონს.
- თავშია. ხოდა ნუღა ინერვიულებ, ისევ წავალ.
ვთქვი და ხელებ გადაჯვარედინებული, ზემოთ ასასვლელ კიბეებს ავუყევი, სწრაფი ნაბიჯით.
- ელენე, მოდი აქ.
მამას ხმა დამეწია, თუმცა აღარ შევჩერებულვარ, ოთახის კარი გადავკეტე,აღარ მიმიქცევია ყურადღება მამას ხმისთვის და კარზე კაკუნისთვის, რომელიც საათობით გაგრძელდა.საწოლთან ჩავიმუხლე, ვფიქრობდი, ყველაფერზე ვფიქრობდი, იმის მიუხედავად, რომ ეს არ მინდოდა, ფიქრი არაფერზე მინდოდა. ნაწყენი ვიყავი, მამა მართალი იყო, თუმცა მაინც ზედმეტები მოუვიდა,მაგრამ, მგონი მეც ზედმეტები მომივიდა.ძველი დრო გამახსენდა, ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი საუბრები, მე,მამა, დედა. ჩვენ სამი.დედას ,არ მოეწონებოდა ეს მდგომარეობა. ფანჯარა გამოვაღე, სიცივის გამო, მთელი სახე მომეყინა,თუმცა სიცივეს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. სუნთქვა ღრმად დავიწყე. გადავწყვიტე, ქვემოთ ჩავსულიყავი, ტელეფონზე საათს დავხედე,უკვე 12 ხდებოდა, კიბეებზე სწრაფად, თუმცა უხმოდ ჩავედი, მამას ოთახის კარი შევაღე,იქ არ იყო. თავიდან შიშმა ამიტანა, თუმცა, შემდეგ მივხვდი, სადაც იქნებოდა. მისი კაბინეტისკენ წავედი და კარი ფრთხილად შევაღე, არ შევმცდარვარ, იქ იყო.სავარძელზე იჯდა, გამეღიმა, მისკენ წავედი და უკნიდან მივეხუტე.
- მაპატიე რა, ეგ არ უნდა მეთქვა. მიყვარხარ, გპირდები, აღარ წავალ,არასდროს, ბოდიში რა.
მამა ფეხზე დგება და სწრაფად მიხუტებს, ცრემლები მერევა.
- ჩემი სულელი გოგო.
მეუბნება ღიმილით და თავზე ხელს მისვამს.
- ხო იცი, როგორც მიყვარხარ?
ვეუბნები ეშმაკურად.
- შენც ხო იცი?
- ჰო.
თითქმის,მთელი ღამე არ გვიძინია, მაღაზიიდან ნამცხვარი, სასუსნავები და ჩიფსები ამოვიტანეთ. დივანზე მოვკალათდით, ბევრ საშინელებათა ფილმს ვუყურეთ, ბევრიც ვილაპარაკეთ, ბოლოს კიდევ ერთხელ მოვუბოდიშეთ ერთმანეთს და გამთენიისას, დაძინება გადავწყვიტეთ.
ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ გამეღვიძა, საათი უკვე ორს აჩვენებდა, ცოტა ხნით კიდევ დავტკბი საწოლში ყოფნით და მერე ავდექი, ტრადიციულად, როგორც ყოველთვის, შხაპი მივიღე, ტანსაცმელი ავარჩიე, საჭმელი შევჭამე.
ბებომ დამირეკა.
- ხო ბებიკო. როგორ ხარ?
- კარგად,კარგად. შენ,როგორ ხარ?
- რავიცი, მეც კარგად.
- აღარ აპირებ ხო ესეიგი ჩამოსვლას?
- როგორ არა ბებო,როგორც მოვიცლი,ჩამოვალ. ტანსაცმელიც მანდ მაქვს თან.
- ოხ,ოხ. ვინ არის ერთი, ვის გამო გაიქეცი მანდ.
თქვა და სიცილი დაიწყო.
- არავის, ბებო, უნდა წავიდე ეხლა, შეგეხმიანები,ხო?
- კაი,აბა,არ დაიკარგო.
ტელეფონი გავთიშე. წამით ჩემს ცხოვრებაზე ჩავფიქრდი, უცნაური, ჩახლართული- ეს ორი სიტყვა საკმარისად აღწერს მთელს ჩემ ცხოვრებას. მართლაც,უცნაურია,არა?
აქედან იმ ბიჭის გამო წავედი, რომელიც მიყვარდა, ამავე მიზეზით დავბრუნდი უკან, თუმცა ერთი განსხვავებით, ახლა ჩვენ ერთმანეთისთვის არავინ ვიყავით, და წარმოდგენაც არ მქონდა, საერთოდ, რას აკეთებდა და როგორ იყო იმ წამს.
ერთი ღრმად ჩავისუნთქე და ქურთუკს დავავლე ხელი, ბათინკები უცბად ჩავიცვი და სახლი სწრაფი მოძრაობით დავტოვე. თოვდა, ისევ თოვდა, მთელი გამეტებით, გზაში უმიზეზოდ მეღიმებოდა, რის გამო? არც მე ვიცი.
მხოლოდ ის ვიცოდი, სადაც მივდიოდი.
მეტროთი დიდუბეში გავდივარ, მალევე ვაგნებ იმ საავამდყოფოს, სადაც ლუკა წევს და მისი პალატისკენ მივაბიჯებ.
გარეთ ნაცნობი არავინ დგას, მეგონა შიგნით იქნებოდა ვინმე,თუმცა შევცდი, პალატაში მხოლოდ ნახევრად შიშველი ლუკა დამხვდა. შევათვალიერე, მერე კი თვალები მის ნავარჯიშებ,გამოყვანილ სხეულზე შევაჩერე და მას მივაშტერდი. არ ვიცი, ასე რამდენ ხანს ვიდექი, ფიქრებიდან ლუკას ხმას გამოვყავარ.
- ელენე?
ხმა ნელ-ნელა აღწევს ჩემამდე, რაზეც სწრაფი რეაქცია მაქვს და მაშინვე თვალს ვაშორებ.
- ოუ, ბოდიში, კარი ღია იყო და.
მზერა მისი სახისკენ გადამაქვს, ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება.მაშინღა ვამჩნევ, რომ ხელში შავი ზედა უჭირავს და მის ჩაცმას ცდილობს, თუმცა აშკარად არ გამოსდის.
- შემიძლია დაგეხმარო, დღეს გწერენ უკვე?
ვეუბნები დაბალი ხმით და სერიოზულ სახეს ვიღებ.
- კი. არ არის საჭირო.
მპასუხობს ჩემზე უფრო სერიოზული ტონით, რაზეც, ნერვები მეშლება.
- როგორ არა, საჭიროა. შენით ვერ იცვამ, ხო ხედავ.
ვეუბნები და პასუხს აღარ ველოდები, ვუახლოვდები. ზედას ვართმევ.სახეზე აშკარა გაკვირვება ეხატება და მგონი ამის დამალვას არც ცდილობს.
- დებილო, უკუღმაა.
- ბოდიში, რომ ვერ გადმოვაბრუნე.
მეუბნება სასაცილო სახით და ხელს,რომელიც თაბაშირში აქვს ჩასმული, ზემოთ წევს.
- კარგი,ჰო.
ვეუბნები ღიმილით.
- მოდი,ჩაიცვი.
ვეუბნები და მისი სახისკენ გადამაქვს მზერა, თუმცა,ჩაცმა აშკარად არ აინტერესებს, ჩემს ტუჩებს მიშტერებია, ნელ-ნელა სახეს ქვემოთ წევს და მიახლოვდება, მის სუნთქვას ვგრძნობ, მის სურნელს ვისუნთქავ, არ ვიცი,რატომ ან რისთვის, თითის წვერებზე ვიწევი და ვცდილობ დავაჩქარო,მისი ტუჩების შეხება.
- მადლობა.
მეუბნება ღიმილით, ჩემს კისერთან იხრება და მაიკას მართმევს.
ვეღარაფერს ვახერხებ, ვეღარაფერს ვამბობ. ან, რა უნდა ვთქვა? საშინლად შერცხვენილად ვგრძნობ თავს. ნაძალადევად ვიღიმი და თავა ქვემოთ ვხრი.
- ეი,არ დამეხმარები?
მეკითხება.
- ჰო,ჰო, რათქმაუნდა.
ჩაცმაში ვეხმარები, საავადმყოფოს ერთად ვტოვებთ.
- ლიზი და გიო სად არიან?
- ცოტა ხნის წინ წავიდნენ.
- რატომ?
- რა რატომ, აქ მითენებდნენ რამის,
ძალით გავაგდე ორივე.
ამბობს ღიმილით, მე კი,მისი ღიმილის იქით ვერაფერს ვხედავ.
გზასთან გადის.
- რას აკეთებ?
- ტაქსს გავაჩერებ.
- არა,იყოს.
- რა იყოს, ასე წავიდე სახლში?
კვლავ ხელზე მიმანიშნებს.
- მინდოდა მეთქვა, მე წავალ.
- ნუ ბოდიალობ რა.
- ჰო,კაი.
- ჩემთან გამოხვალ? გვრიტებსაც დავურეკოთ.
- არა, ვერა.
- რატო?
- რავი.
ირონიულად იცინის.
- რა გაცინებს?
ვეკითხები ხელებ გადაჯვარედინებული.
- არაფერი ისეთი,შენზე მეცინება.
- უკაცრავად? და რა მჭირს დასაცინი.
- გეშინია.
- ვერ მივხვდი.
- სიყვარულის გეშინია, ბრძოლის გეშინია,ელენე. არ იცი,რა გინდა. გონება სულ არეული გაქვს.
- აუ, არ მინდა ლაპარაკი.
ვამბობ და პასუხს აღარ ველოდები, იქაურობას ვცილდები.
ლუკა ტაქსს აჩერებს და მე მედევნება, ხელს მკლავში მავლებს და მანქანისკენ მივყავარ.
- რა გინდა.
ვეუბნები გაბრაზებული ტონით.თუმცა ის არაფერს ამბობს. მაიძულებს მანქანაში ჩავჯდე, ის წინ თავსდება. მთელი გზა გაბუსხული სახით ვიყურები.
- აქ გააჩერეთ.
ამბობს ლუკა, როცა ჩემს სახლს ვუახლოვდებით. გულის სიღრმეში, ეს სულაც არ მიხარია.
- მადლობთ.
ვამბობ და მანქანიდან გადმოვდივარ.
სახლში რომ შევედი, ექვსი საათი იყო დაწყებული და რათქმაუნდა, მამა შინ არ იყო. ქურთუკს ვიხდი,სამზარეულოში შევდივარ, უკან ცხელი ყავით ვბრუნდები და ტელევიზორის წინ,დივანზე ვთავსდები. ერთი ხელით ყავას ვსვამ, მეორეთი-ტელეფონს ვიღებ და სოციალურ ქსელში შევდივარ.მაშინვე ლუკა ონიანს ვძებნი,რომლის სახელიც, ფეისბუქზე მწვანედ ციმციმებს. შემოსულია,ჰმ, ნეტა ვის წერს? მხოლოდ ეს ფიქრი მიტრიალებს, რაც,ნერვებს მიშლის.რამდენიმე წუთი ველოდები,თუმცა როდესაც საიტიდან არ გადის, სერიოზულ გეგმას ვიმუშავებ.
ჰმ,ესეიგი, დავრეკავ და ლიზიზე ვკითხავ, სად არის, ვეტყვი არ მპასუხობსთქო. - ვალაგებ აზრს გონებაში.
ნომერს ვკრეფ, ზარი გადის.... არ მპასუხობს. კიდევ ვრეკავ,კიდევ.... არაფერი. ყავას მაგიდაზე ვტოვებ, სწრაფად ვიცვამ და სახლიდან გავდივარ, გზაში ტელეფონს დავყურებ, თუმცა, დაკავშირებას აღარ ვცდილობ.
რამდენიმე წუთში იმ სახლის კარს ვადგები, სადაც ონიანი ცხოვრობს. ზარს ვრეკავ, თუმცა,ვერ ველოდები და კარზე კაკუნს ვიწყებ, ნელ-ნელა ბრახუნში გადადის. კარი იღება და ლუკას სახეს ვაწყდები, რომელიც კითხვისნიშნიანი თვალებით მიმზერს,უკითხავად შევდივარ სახლში და მას ხელს ვკრავ, უკან იხევს. კარს ვკეტავ.
- რას აკეთებდი?
ვეკითხები. არაფერს მპასუხობს,მხოლოდ იღიმის.
- რა გაცინებს, სად იყავითქო? სად გაქვს ტელეფონი,იცი,რამდენი ხანია ვრეკავ?
ვეუბნები და ტონს შესამჩნევად ვუწევ.ის კი უფრო შესამჩნევად იღიმის.
მის ღიმილზე გაბრაზებას ვეღარ ვახერხებ და მეც მეღიმება.
- ესეიგი, ასეა?
ვეკითხები და ქურთუკს ვიხდი.
- რას გულისხმობ?
- ფიქრობ, რომ მე მეშინია სიყვარულის?რომ,ჩემი გონებაა არეული? ასეა,ლუკა? იმ ყველაფრის მერე, რაც გადავიტანე. ფიქრობ,რომ მე არ შემიძლია ბრძოლა? ცდები, არაფრის მეშინია და ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი,ვიცი სადაც ვდგავარ და ვიცი, რაც მინდა,გასაგებია? მხოლოდ შენ ხარ ჩემთვის, სხვა არაფერი მადარდებს.
ვამბობ თავდაჯერებულად და მას ვუახლოვდები. ორივე ხელს კისერზე ვხვევ, ცხვირებით ერთმანეთს ვეხებით, მის სუნთქვას ვგრძნობ, მის ცხელ, გახშირებულ სუნთქვას, რომელიც უფრო და უფრო ხშირდება. ვგრძნობ, როგორ ცდილობს თავის შეკავებას, როგორ ებრძვის საკუთარ თავს. სითამამეს მე ვმატებ და ხელები მისი ზედისკენ მიმაქვს,ზემოთ ვწევ. ლუკა გაგიჟებით მიყურებს ხან თვალებში,ხან ტუჩებზე. მაიკას ფრთხილად,ჩემი დახმარებით იხდის, ხელებს წელზე მხვევს, მე კი გაყინულ ხელებს მის შიშველ, გახურებულ სხეულზე დავათამაშებ. ხელები თეძოებისკენ მოაქვს და წამში ხელში მიტაცებს. მის სხეულს ვეკრობი და ვცდილობ რაც შეიძლება მეტი სურნელი ჩავისუნთქო, მისი სურნელი. ოთახში ავდივართ, საწოლზე ფრთხილად მაწვენს, ზედას სწრაფი მოძრაობით ვიხდი და ზემოდან ვექცევი. მისი ტუჩები ჩემსას ეხება, რაც შეიძლება ნაზად მკოცნის,მისი ხელები ნელა დასრიალებენ ჩემს წელზე, უნებურად ვიკლაკნები და ჟრუანტელი მივლის, მის ტუჩებს ჩემსაზე ვგრძნობ.არანორმალური სიამოვნება, რასაც მონატრება ჰქვია. მე მას ვგრძნობდი,ჩვენ ერთმანეთს ვგრძნობდით. მთელი სხეული დამითბა, არ მინდოდა,ეს წამები დამთავრებულიყო,არასდროს.
ჩემს ტუჩებს წამიერად მოწყდა.
- მაგიჟებ.
მითხრა და ჩვენი ტუჩები კვლავ შეერწყა ერთმანეთს. მის მკლავებში გავეხვიე, და კიდევ ერთხელ შევიგრძენი ეს სითბო,მისი სითბო. საყვარელი მამაკაცის მკლავებში ყოფნა, განა,არსებობს რაიმე, ამაზე თბილი? ახლა უკვე, აღარაფერი მადარდებდა, ამის გარდა. ჩემთვის ,მხოლოდ ის არსებობდა.მე და ის.ჩვენ.
ეს სიყვარულია, რომელიც პირველივე შეხვედრისას გაჩნდა,"სიძულვილის" სახით. ეს სიყვარულია, რომელიც არსებობს ფეისბუქსა და სხვა ქსელებში ატვირთული ფოტოების გარეშე, ბრბოს გარეშე, თუმცა მაინც არსებობს. ეს სიყვარულია, რომელსაც არ სჭირდება მრავალწლიანი ისტორია,გრძნობის დასამტკიცებლად,ერთმანეთის გასაგიჟებლად. ეს სიყვარულია, ყველაზე უცნაური, სახიფათო, თუმცა, ყველაზე ნამდვილი.
ჰო, და ალბათ, იმ დროს, იმ მომენტში, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, ქვეყნად არავინ...
---
ბოდიშით, ვერ მოვახერხე აქამდე დადება. თუ კითხულობთ, გავაგრძელებ შემდეგს.



№1  offline წევრი ანუკი ^^

gaagrdzelee aba ra

 


№2  offline წევრი teengirllove

dzlivs..male dade shemdegi

 


№3  offline წევრი blondeangel631

მალე დადე შემდეგს ვეოდები ძალიან კარგი იყო ისე გიგაც გამოაჩინე კიდე არ დაიკარგოს ცოტა გააბრაზოს ლუკა არაფერი მოუვა heart_eyes heart_eyes

 


№4  offline წევრი Kalina

რაღაც ძაან ცანცარებს ეს გოგო.
ან სვანეთში გავარდნა რა იყო,
ანდა მერე ჩამოსვლა რაღა იყო,
არ მიყვარს არაპროგნოზირებადი ხალხი(მიუხედავად იმისა, რომ მეც არაპროგნოზირებადი ვარ)
ლუკა არის ბიჭი, რომელიც მართლა დაიტანჯა(არა სიყვარულით, არამედ ამ გოგოს დებილური საქციელებით).
რეალურად, ერთადერთი დაბრკოლება ელენეს მამა იყო, რომელიც ნორმალურად დალაპარაკების შემთხვევაში ეგრევე დაიკერებოდა.
რავი, ვერ გავუგე ამ პერსონაჟებს.
თითქოს, არის ყველაფერი მაგრამ
არა ისე, როგორც საჭიროა.


მაგრამ შეიძლება ასეცაა საჭირო.
წარმატებები :)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№5  offline წევრი aanastasiaaa

საოცრებაა ❤

 


№6 სტუმარი 123

სადხარ ამდენ ხანს?

 


№7 სტუმარი bla bla bla

აღარ დებ????

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინი

ცოტა მალე დადე რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent