შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელენა(თავი 2)


18-04-2018, 01:27
ავტორი kusuna77
ნანახია 1 051

თავი 2

ზარი დაირეკა და საშუალება მომცა ისეთი ჯოჯოხეთიდან გამოვსულიყავი როგორიც ინგლისურის გაკვეთილია. მას შემდეგ რაც ბიჭმა ყურში მიჩურჩულა და კლასი დატოვა, კლასის უკანა მხარეს წავედი და ცარიელ მერხზე დავჯექი, ბიჭების გასწვრივ. მისტერ ფრანკს იმ შემთხვევის შემდეგ ჩემთვის ხმაც არ გაუცია, არც მე მინდოდა მისი საუბრის მოსმენა. დრო ნელა გადიოდა. მთელი ამ დროის განმავლობაში თვალები საათზე მქონდა მიბყრობილი. ციფერბლატზე ისრები ნელა მოძრაობდნენ და დრო საშინლად იწელებოდა.
კორიდორებში არანაირი პროგრესი არ იგრძნობოდა. იგი სავსე იყო ხალხით რომელსაც საკუთარი თავის მეტი არავინ ადარდებდა. ზოგი წიგნებში თავჩაღუნული დადიოდა და ხან ვის ასკდებოდა ხან - ვის.
ძლივს გავიკვლიე გზა მოსწავლეების ჯგროში. მათ მწველ მზერას ვგრძნობდი როდესაც გვერდით ჩავუვლიდი. მათი ჩაცინების ხმა ჩემს ყურებში ექოდ ისმოდა, ყველა ახალ გოგოზე ჭორაობდა და ეს მოსაბეზრებელი იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა იმას თუ რამდენი ადამიანი მაშტერდებოდა კორიდოში, მათ ამას ვერ დავუშლიდი. ამის ძალა არ შემწევდა. ჩემი კარადა გამოვაღე და იმ რვეულების, ფაილებისა და წიგნების გამოღება დავიწყე რომლებიც საშინაო დავალების გაკეთებაში დამჭირდებოდა.
საკეტი დავკეტე და გეზი ოფისისკენ ავიღე. თავაზიანმა რეგისტრატორომა მითხრა რომ დღის ბოლოს მივსულიყავი რომ ხვალინდელი ცხრილი მენახა. რომ მცოდნოდა ხვალაც მომიწევდა იმ საშინელ ინგლისურის გაკვეთილზე დასწრება თუ არა. მძიმე კარი ჩემსკენ გამოვქაჩე და ოფისში შევედი. შესვლისას თვალებში სხვადასხვა ფერის ყვავილები მომხვდა.
რეგისტრატორი, მისს აბლი მის მაგიდასთან იჯდა, დაჟინებით მისჩერებოდა კომპიუტერის ეკრანს. შუახნის იყო, მისი ყავისფერი თმა კოსად შეეკრა. როდესაც ჩემს უკან კარი ხმაურიანად დაიხურა ჩემსკენ გამოიხედა.
''ოჰ ელენა'' გაიღიმა. '' როგორი იყო შენ პირველი დღე?''
მხრები ავიჩეჩე და მისკენ წავედი. მესმოდა როგორ უყვიროდა დირექტორი გვერძე ოთახში ვიღაცას. მთელ ოთახიშ სიჩუმე იყო ამ სიჩუმეს კი მხოლოდ კორიდორში მიმავალი სტუდენტების ხმები და კარებების დაკეტვისა და გაღების ხმები არღვევდა.
'' კარგი, დირექტორი ტეილორი ახლა სხვა სტუდენტთანაა მაგრამ მალე დაამთავრებს. ასე რომ თუ აქ დაჯდები და დაელოდები როდესაც მორჩება შეგეძლება მასთან შეხვიდე"
თავი დავუქნიე და ის გავაკეთე რაც მითხრა. სკოლის ლურჯ სკამში ჩავესვი. სკამი მოუხერხებელი იყო მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, აქ უნდა ვმჯდარიყავი. არაფერი მინდოდა გარდა სახლში წასვლისა და მთელი წელი ძილისა. ჩანთა მხრიდან მოვიშორე და ჩემს გვერდით მდებარე სკამზე ჩამოვდე, წინა ელვა შესაკრავი გავუხსენი.
''ალექსანდრე, რამდენჯერ უნდა ჩაგიტარო ერთი და იგივე ლექცია! საერთოდ როდის უნდა მომისმინო!'' დირექტორის ხმა ოფისში შემოიჭრა.
მაღლა ავიხედე, ოფისიდან დირექტორის კაბინეტის კარი მოსჩანდა, კარს კი პატარა ფანჯარა ჰქონდა. ბიჭი რომელიც გავკვეთილზე დამეხმარა ახლა აქ ზის და დირექტორის ყვირილს უსმენს.
ბიჭის მკრთალი სახე მერხს დაჰყურებდა, ხელებს კი რითმულად უკაკუნებდა სკამის სახელურს. სკამზე კიარ იჯდა იწვა. საზურგეს ნახევრად მიჰყრდნობოდა და ფეხები მერხის ქვეშ თავისუფლად გაეშხლართა. ჟაკეტი აღარ ეცვა, მხოლოდ თეთრი მოკლემკლავიანი მაისური ეცვა. ტავისუფლად ვხედავდი ტატუებს მის მკლავებზე. ისინი შავები იყვნენ და მის მკრთალ კანზე მკვეთრად ჩანდნენ. ''საერთოდ მისმენ ალექსანდრე?!'' დირექტორმა დაიყვირა და ხელი მაგიდას დასცხო, ზუსტად ისე როგორც რამოდენიმე ხნის წინ გააკეთა მისტერ ფრანკმა.
ბიჭმა, რომლის სახელიც როგორც მივხვდი ალექსანდრე იყო, მხრები აიჩეჩა და კაცს ახედა რომელიც მის წინ იდგა. ჩანთიდან ჩემი მათემატიკის წიგნი ამოვიღე თუმცა ყურადღება დირექტორისა და ალექსანდრესკენ მქონდა მიპყრობილი. წიგნი გვერდზე გადავდე, ყურადღებას არ ვაქცევდი სად დავდე წიგნი ყვავილის ვაზას მიედო და ყვავილი იატაკზე დავარდა, სულ დაიმსხვრა.
სწრაფად წამოვდექი და ხელები პირზე ავიფარე. მაღლა როდესაც ავიხედე დავინახე რომ ორივე, დირექტორიც და ალექსანდრეც მე მომშტერებოდნენ. ვიგრძენი როგორ ამიხურდა სახე. ალექსანდრეს სახეზე იდიოტური ღიმილი ჰქონდა გადაკრული. დირექტორმა ტეილორმა კი ამოიხრა და ისევ მას მიუბრუნდა.
წამებში მის აბლი ჩემს გვერდით აღმოჩნდა ცოცხით ხელში.
''ამაზე არ იდარდო ძვირფასო," გამიღიმა და გატეხილი ვაზის ნაწილები მოგავა. '' შეიძლება ეს ყველა ჩვენგანს დაემართოს.''
გავუღიმე და თავი დავუქნიე. მის აბლი ნელა წამოდგა და ნატეხები ნაგვის ურნაში ჩაყარა. როგორცკი თვალთახედვის არიდან გაქრა ამოვიოხრე.
ყველაზე მაგარი დღე მქონდა. ისევ მესმოდა როგორ უყვიროდა დირექტორი ალექსანდრეს მაგრამ მათთვის აღარ შემიხედავს.
ჩემს ადგილას დავჯექი და მათემატიკის წიგნი ავიღე, ვეცადე ფოკუსირება მთლიანად წიგნზე მომხედინა. ჩემდა საბედნიეროდ ძველ სკოლაში ამ მასალის ნაწილი გავლილი მქონდა და ძალიან ძნელი არ ყოფილა. რამოდენიმე ხნის შემდეგ თავი ვეღარ შევიკავე და ისევ მათ მივაშტერდი.
ალექსანდრე ისევ იმავე პოზაში იჯდა მაგრამ ახლა მისი ხელები მერხზე ეწყო. დირექტორს მიშტერებოდა მაგრამ თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ მისი გონება სადღაც სხვაგან დაქროდა. მის ხელს დავხედე.
ხელზე პატარა ტატუ ჰქონდა.
როგორც ჩანს მიხვდა რომ მე მას მივშტერებოდი და ხელი გაანძრია. რამოდენიმე წამში გავაანალიზე რასაც აკეტებდა. რაღაცას იწერდა.
-ყვირილს ოდესმე მორჩება? მომწყინდა.
თავი ვერ შევიკავე. გავიღიმე. მაგრამ ეს ღიმილი ისევე მალე გაქრა როგორც გაჩნდა.
ისევ წიგნს დავხედე, მაგრამ შიგადაშიგ თავს ვერ ვიკავებდი და ალექსანდრესაც ვუყურებდი ხოლმე. მიმიკებით დირექტორს აჯავრებდა.
''კარგი ალექსანდრე,'' ჩაილაპარაკა დირექტორმა რამოდენიმე ხნიანი სიჩუმის შემდეგ, ''აღარ მინდა ჩემს ოფისში მეორედ გნახო.''
ალექსანდრე სწრაფად წამოდგა მერხიდან და ხელი დირექტორს გაუწოდა.
''სასიამოვნო იყო სერ. და ძალიან კარგად იცით რომ გინდათ დავბრუნდე.''
მან ჩაიცინა როდესაც დირექტორმა ხელი ჩამოართვა.
''ვითომ რატომ?'' ჰკითხა დირექტორმა და ღრმად ამოიოხრა ალექსანდრემ ისევ ჩაიცინა და ხელი გვერდით გასწია, წიგნი და ჟაკეტი აიღო.
''იმიტომ რომ აქ რომ არ მოვიდე ძალიან მოგენეტრებით.''
დირექტორმა ხელი თავზე გადაისვა შემდეგ კი კარისკენ მიანიშნა.
''კარგი ალექსანდრე, გთხოვ, უბრალოდ წადი.''
ალექსანდრემ გაიღიმა და ერთი ჩქარი მოძრაობით გამოვიდა კაბინეტიდან. ჩემთვის ჩუმად ვიდექი იმ იმედით რომ ბიჭი ვერ შემამჩნევდა და უპრობლემოდ შევიდოდი დირექტორის კაბინეტში.
თუმცა მისი მწვანე თვალები მე მომანათა. ჟაკეტი რომელიც ხელში ეჭირა ახლა მხარზე ჰქონდა გადადებული.
''ოჰ, ელენაც აქ ყოფილა. '' თქვა და გაიღიმა თითქოს არ იცოდა რომ აქ ვიყავი, ''სასიამოვნოა შენი აქ ნახვა.''
სწრაფად მოვაშორე ჰარის თვალი. ახლა ის ნამდვილად არ იყო ის ვისი ხილვაც მსურდა.
''ალექსანდრე თავი დაანებე,'' თქვა დირექტორმა. მხოლოდ ახლა შევნიშე რომ კარებში იდგა. ''ინგლისურის გაკვეთილზე უკვე საკმარისად შეარცხვინე. და უკეთესიც იქნება თუ მასთან უერთიერთობას თავს აარიდებ.''
ალექსანდრემ ჩაიცინა და მხრები აიჩეჩა.
''ჯერ მეუბნებით რომ თავაზიანი ვიყო, ახლა კი არ გინდათ რომ ჩვენს ახალ სტუდენტთან თავაზიანობა გამოვიჩინო!''
ალექსანდრეს შევხედე და შევნიშნე რო ის მე მომშტერებოდა, თუმცა ახლა ცალი თვალი დახუჭა, თვალი ჩამიკრა. ხელები უფრო მაგრად მოვხვიე ჩემს ჩანთას და მკერდზე მივიკარი.
დირექტორმა მისი კომენტარი დააიგნორა და კარამელისფერი თვალებით მე მომაჩერდა.
'' შემოდი ელენა, გთხოვ, აპატიე ალექსანდრეს მისი უხეში საქციელი. ''
გავიღიმე და გეზი კაბინეტისკენ ავიღე. ალექსანდრე რამოდენიმე ნაბიჯით გვერდით გაიწია, იმხელა სივრცე დატოვა რომ შიგნით შესვლა შემძლებოდა.
'' კარგად გართობას გისურვებ პრინცესა,'' დაიჩურჩულა როდესაც გვერიდთ ჩავუარე.
ღრმად ავმოსუნთქე. მისი ზედმეტსახელები უკვე მაღიზიანებდა, ჯერ ძვირფასო ახლა პრინცესა. ბიჭის სახელი ჯერ ახლა გავიგე, ისიც პატარა შემთხვევის დახმარებით, ის კი მე უკვე ზედმეტსახელებს მარქმევს.
''მოკეტე'' გავიფიქრე და ზურგი ვაქციე.
მან კი გაიღიმა და თავი გააქნია. ოფისის კარი გამოაღო და გავიდა. მთელი გზა მას ვუყურებდი, როგორ მოქნილად მოძრაობდა.
ფიქრებიდან ბოხმა ხმამ გამომაფხიზლა.
''აბა ელენა, როგორი იყო შენი პირველი დღე ჰორტონის საშუალო სკოლაში?''



№1  offline წევრი teengirllove

კარგი იყო ,მომწონს ძალიან..ოღონდ ერთი კითხვა მაქვს ,ეს გოგო მუნჯია თუ შეგნებულად არ ლაპარაკობს? heart_eyes

 


№2  offline წევრი talia

Martlac saocreba xar

 


№3  offline წევრი nathali lifhonava

teengirllove
კარგი იყო ,მომწონს ძალიან..ოღონდ ერთი კითხვა მაქვს ,ეს გოგო მუნჯია თუ შეგნებულად არ ლაპარაკობს? heart_eyes

ზუსტად ეგ მაინტერესებსმეც ;დდდ
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent