არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (სრულად)
თავი 1 სოფელში დავიბადე და გავიზარდე,სწავლა თბილისში დავიწყე და მუშაობაც იქვე გავაგრძელე,შემდეგ იყო რაღაც,რისი დავიწყებაც მინდოდა,ამიტომაც ლონდონში გავემგზავრე,პატარაობიდანვე მინდოდა იქ სწავლა,მაგრამ მშობლებმა ნება არ მომცეს...იმ ამბის შემდეგ კი ხმა არ ამოუღიათ,მეტიც ხელი შემიწყვეს,რომ წავსულიყავი. საქართველოში არც არაფერი მაკავებდა. ლონდონში ბინა ვიქირავე და გადავწყვიტე ახალი ცხოვრება დამეწყო,სამსახურიც ვიპოვე და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერი გავხდი, მეგობრებიც გავიჩინე, რომლებიც მუდამ მხარში მედგნენ,სამყაროს გავემიჯნე,აღარც კარგი იყო ჩემს გარშემო და აღარც ცუდი,ვიყავით მე და ტანჯვა, სიცარიელე, ვერაფერს ვივიწყებდი, ღამე მეღვიძებოდა და დილამდე ვტიროდი, კედლებს ვიშენებდი გარშემო და არავის ვიკარებდი. მეგობრებსაც არაფერს ვუყვებოდი. ერთ დღესაც ადრე გამეღვიძა,სამსახურში წასვლას ვაპირებდი, როდესაც სახლიდან გამოვედი და ჩემი მანქანისკენ წავედი, დამუხრუჭების ხმა გავიგე და მალე ტკივილი ვიგრძენი. მანქანიდან 25-26 წლის ბიჭი გადმოხტა და წამოდგომაში მომეხმარა. -ძალიან დიდი ბოდიში,არ მინდოდა,ხომ კარგად ხართ?- დაბნეული ჩანდა და ლამაზ თვალებს აცეცებდა,თითქოს ჩალურჯებას ან დაზიანებას ეძებდა. -შესანიშნავად!პირდაპირ დავფრინავ!იდიოტო!-ვუთხარი,ხელი გამოვგლიჯე და ჩემი მანქანისაკენ წავედი. -მოიცა,ლამაზო მე წაგიყვან.-მომაძახა. -მადლობთ,იყოს ყელამდე პატივცემაში ვარ ისედაც.-ვუთხარი და მყარი ნაბიჯებით წავედი წინ. ვერ ვხედავდი,მაგრამ ვგრძნობდი,რომ იღიმოდა. მეორე დღეს საუკეთესო მეგობარმა გამაღვიძა. -ადექი,მორჩა.-თვალები,რომ გავახილე უკვე გათენებულიყო, გვერძე მიკა მეჯდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა მანჯღრევდა. -დამაცადე რა,დღეს კვირაა და ვისვენებ.-გამოვუცხადე. -მერი!ვინ დამპირდა ხვალ მთელი დღე შენთან ვიქნებიო!-ბუზღუნებდა.(მარიამი მერქვა,მაგრამ ინგლისელებს უჭირდათ წარმთქმა,ამიტომაც მერის მეძახდნენ).- კარგი რა პრობლემაა,შენი გარდერობიდან იმ წითელ კაბას ავიღებ და ჩავიცვამ. საწოლიდან გადმოვხტი და მიკას დავახტი. -არ გაბედო, სხვა ჩაიცვი!-ორივე დაბლა გავგორდით და სიცილი აგვიტყდა. ნახევარი საათის შემდეგ ორივე კაფეში ვისხედით და ის ყავას,მე კი წვენს ვსვამდი.(ყავა არ მიყვარდა). -რას უყურებ?-მკითხა მიკამ. ახლაღა შევამჩნიე,რომ გაშტერებული ვიყავი. -მმმ,არაფერს. -მითხარი! -მმმ,აი...-გარეთ გავიხედე და სიმპატიური ბიჭი დავინახე, რომელიც მანქანიდან გადმოდიოდა.-...იმ ბიჭს. -გამარჯობა ლამაზო...-მიკამ წარბები აათამაშა ბიჭის დანახვაზე. მე კი გამეცინა და წვენი მოვსვი.თან,ბიჭს დავაკვირდი,შორიდან კარგად არ ჩანდა,მაგრამ მართლა ლამაზი იყო,შავი მოკლე თმით,მაღალი,თვალებს სათვალეები უფარავდა.ვიცანი, ის ბიჭი იყო წინა დღეს რომ ლამის სიცოცხლეს გამომასალმა. კარი გახსნა და შიგნით შემოვიდა,ჩვენს გვერდით მაგიდასთან დაჯდა და მიმტანს ხელით ანიშნა „ერთიო",ალბათ აქაურობის ხშირი სტუმარი იყო,რადგან მიმტანმა თავი დაუკრა და ერთი ყავა მოუტანა,მაგრამ ბიჭი გამოიწია,მიმტანმა კი სკამზე ფეხი წამოჰკრა, და ყავა მე გადამესხა.საშინელი ტკივილი ვიგრძენი,კბილები დავაჭირე ერთმანეთს,რომ არ მეკივლა. -უკაცრავად, დიდი ბოდიში...არ ვიცი რა დამემართა...-გოგონა დაბნეული იყო და ხელასახოცებს მაყრიდა და ცდილობდა ყავა გაეწმინდა ჩემი მაისურიდან. -არა,არა,არა,რას აკეთებთ!-ბიჭი ადგა და ხელში ამიყვანა ისე,რომ ჭრილობებზე არ მეხებოდა. -დამსვი!-ვუკიოდი. სამზარეულოში შემიყვანა,იატაკზე დამსვა, ონკანი მოუშვა და ცივი წყალი შემასხურა.მესიამოვნა და ტკივილო ოდნავ შემისუსტდა.ბიჭი დაიხარა და თაფლისფერი თვალები შემომანათა. -თავს როგორ გრძნობ?-მკითხა და ამ დროს სამზარეულოში მიკა შემოვარდა.-შენ?... -გული გამისკდა,დაშავდი? -არა,არა უბრალოდ მეწვის.-ვთქვი მე. -სახლში რომ მიხვალ მალამო წაისვი და შეიხვიე.-მითხრა ბიჭმა. -გაჩუმდი!ყველაფერი ისედაც შენი ბრალია.-ვუთხარი მე. -შენ ეხვევი ასეთ სიტუაციებში და მე მაბრალებ!-მითხრა „გაბრაზებულმა"-მაპატიე მგრამ შენი ბრალიცაა. -ყოჩაღ!ახლა ყველაფერს მე მაბრალებს!-გავბრაზდი,რა უფლება ჰქონდა,რომ ჯერ ლამის მომკლა,შემდეგ ყავა გადამასხა,ბოლოს ხელში ამიყვანა და გამწუწა,ახლა კი მე მაბრალებდა ყველაფერს. -აბა ყველაფერი ჩემი ბრალია?-შემდეგ გაეცინა.-ალექსი.- მითხრა და ხელი გამომიწოდა. -მერი.-ვუთხარი და ხელი არ ჩამოვართვი. -სასიამოვნოა მერი, შენი გაცნობა.-მითხრა,მეკი წარბები ავწიე და მიკასკენ გავიხედე. -გამარჯობა მე მიკა ვარ.-უცებ შუაში ჩაგვიხტა.ბიჭს აქაც გაეცინა და მასაც ჩამოართვა ხელი,ლამაზი ღიმილი ჰქონდა,ლოყებთან ჩაღრმავებული ადგილები უჩნდებოდა. -ჩემი მანქანა აქვეა,სადაც გინდათ იქ წაგიყვანთ. -კარგი.-დასთანხმდა მიკა.-ჩემთან წავიდეთ, მაგრამ გთხოვ ალექს შენც წამოდი,თორემ შეიძლება ჭრილობა დავუზიანო,შენ კი კარგად გაართვი თავი. -არა!ეს ისე ატარებს რამეს შეასკდება და დაგვხოცავს. დამიჯერე ვიცი. -არაფერიც,წამოდი,წამოდი ნუ ჯიუტობ.-მითხრა და ხელი გამომიწოდა. -ჩემითაც ავდგები არ მჭირდება ძიძა.-ვუთხარი და გარეთ გავედი. თხუთმეტ წუთში მიკას სახლში ვიყავით,მე კანი მეწვოდა.მიკამ დოლბანდები,მალამო და მაკრატელი მოიტანა. -მე ყავას გავაკეთებ.-თქვა და სამზარეულოში გავიდა. -კარგი,მიდი გაიხადე ზედა.-მითხრა ალექსმა.მე წარბაწეულმა შევხედე გამომეტყველებით„შენ ხომ არ გადაირიე."მან კი ისეთი სახით შემომხედა,ეტყობოდა,რომ არ ხუმრობდა. -არა! -კარგი,მაშინ დაიტანჯე ტკივილით.-მითხრა და დივანის საზურგეს მიეყუდა. ცოტა ხანს გავჯიუტდი,მაგრამ ბოლოს გახდა დავიწყე და სიმწრისაგან წამოვიკივლე.ალექსი მობრუნდა და მომეხმარა,გაცხელებულ კანზე მისი ცივი თითების შეხება მსიამოვნებდა. მალამო გახსნა და თითით დამწვარ ადგილას წამისვა,მის ყოველ შეხებაზე ტანში ჟრუანტელი მივლიდა და ვერ ვხვდებოდი რატომ, ცოტა ხნის წინ ეს ბიჭი მაღიზიანებდა. დოლბანდი გახსნა და ზედ ნაზად შემომახვია, ცოტა ხანი თავის ნახელავს უყურებდა. რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ამ დროს მიკა შემოვიდა ყავით ხელში და თითქოს გამოფხიზლდა. -მე უნდა წავიდე.-თქვა ალექსმა და მე შემომხედა,შემდეგ ადგა და გასასვლელისაკენ წავიდა. თავი 2 ის დღე მიკასთან გავატარე,ფილმს ვუყურეთ და მიკას ჩაეძინა, მე კი სახლში წასვლა დამეზარა და მის საწოლში ჩავწექი, თან იმ დღეს დატრიალებულ ამბებზე ვფიქრობდი და მეღიმებოდა, ბოლოს კი ჩამეძინა. -ოოო,შე უზურპატორო.-ახალ გაღვიძებულს მიკას ხმა ჩამესმა.-მე იქ საწყლად დამტოვე და შენ აქ წამოსკუპდი?!-თქვა და თან ზედ წყალი დამასხა.შემცივდა და წამოვიკივლე. -მიკა!-დავუყვირე, საწოლიდან გადმოვხტი და გავეკიდე.ბოლოს ორივე იატაკზე ვიწექით და ვიცინოდით. -რა იყო ქალბატონი,გუშინ ალექსმა რომ წყალი შეგასხურა ლამის ხელებში ჩაადნი და ჩემი შესხურებული არ მოგეწონა?-სიცილით მკითხა მიკამ და ამაზე ახლი საბრძოლო რაუნდი დაიწყო.მანამდე ვიჩხუბეთ ბალიშებით,სადამ მიკას ტელეფონის ხმა არ გავიგეთ და ორწუთიანი შესვენება ავიღეთ. -მიდი,ხო უპასუხე.-ვუთხარი და კიდევ ერთხელ ვუთავაზე ბალიში. -ოჰ...-წამოიძახა და ტელეფონს უპასუხა.-გამარჯობა...კარგად შენ?....ხო ისიც აქაა...მგონი აღარ სტკივა...დღეს კარგად იქნევდა და სახვევიც მოუხსნია...კარგი გადავცემ...კარგად. -ვინ იყო?-ვკითე ისე,რომ თითქოს არ მაინტერესებდა. -შენი რომეო.-წარმოთქვა და ხელი გაშალა ჩემი მიმართულებით. -ალექსი? -უყურეთ,როგორ უცებ მიხვდა.-დაიწყო სიცილი. -არა,უბრალოდ ხელზე რომ გკითხა მივხვდი-ვუთხარი და მერე გავიაზრე „შენი რომეო" რომ დაუძახა და ბალიში ვუთავაზე მკლავში. ერთი წამოიკივლა და ახლა თვითონ მომვარდა. ბოლოს გავიაზრეთ,რომ სამსახურში გვაგვიანდებოდა, ორივე მიკას კაბებში გამოვეწყეთ და სამსახურში წავედით.როგორც კი შიგნით შევედი ენმა(ჩემი ასისტენტი) წვენი მომაწოდა და განრიგის გაცნობას შეუდგა: -9 საათზე თათბირზე გელოდებიან,11-ის ნახევარზე მოდელებთან გაქვთ გასაუბრება, 12-ზე თქვენი ახალი პარტნიორი მოვა, ერთმანეთს გაიცნობთ და გადაღებებზე წახვალთ....-ენი აგრძელებდა მე კი ნერვების მოთოკვას ვცდილობდი,რაც ჩემი ძველი პარტნოირი წავიდა, მთელი საქმეები მე დამაწვა კისერზე და ახლა ვიმედოვნებდი, რომ ახალი პარტნიორი ცოტას მაინც გადაიბარებდა. -12-მდე 10 წუთიანი შესვენება ჩამისვი.-ვუთხარი და კაბინეტში შევედი. თათბირმა მალე ჩაიარა და ახლა მოდელებთან მქონდა გასაუბრება.ეს ჩემთვის ყველაზე საძულველი საქმე იყო,რადგან ვერ ვიტანდი იმ გრძელფეხება ინდაურების გამოხტომებს, ნუ მართალია ყველა ასეთი არ იყო,მაგრამ უმეტესობა გახლდათ. ოთახში შესვლის თანავე სიჩუმე ჩამოვარდა,მოდელებს გავესაუბრე. ზოგი ისეთი იყო,ერთი სული მქონდა როდის გავექცეოდი.აი მაგალითად: -გამარჯობა. -გამარჯობა. -მომიყევით თქვენს შესახებ,რატომ გადაწყვიტეთ,რომ ჩვენი კომპანიის სახე გამხდარიყავით?-ვეკითხებოდი სერიოზული ტონით,ისინი კიდე რაღაც გაუგონარს მპასუხობდნენ. -აუ რავი,ძააან მინდოდა მოდელი ვყოფილიყავი ბავშობიდან და ეხა ავდექი და მოვედი და ოცნებას ხო ამისრულებ და ამიყვან? -ჯერ თუ შეიძლება თქვენობით მელაპარაკეთ და მეორე ეგ საღეჭი რეზინი გამოაგდეთ პირიდან არაფერი მესმის. -აუუუ,გთხოვ.... -კარგი,მოვიფიქრებთ და დაგიკავშირდებით. გვედრით ლაპარაკს მოვკარი ყური და დამაინტერესა: -რომ ამიყვანოს მოვკვდები,წარმოიდგინე იმას გავიცნობ. -ხი,შენც გაიგე?კომპანიის ახალი პარტნიორია! -აუუუ,რა ტკბილია,თუ ამან ამიყვანს გეფიცები დავითრევ. -იოცნებე,ორი წელია მარტოა და ვერავინ ხვდება მიზეზს. -ხოოო,ქალაქში ყველაზე სიმპატიური და მდიდარი კაცი ისე დადის, რომ შეყვარებული არ ჰყავს, მეტი რაღა უნდა გაგიკვირდეს ადამიანს. -ამას წინად ვნახე კლუბში იყო და მეგობრებთან ერთად ერთობოდა,ისეთი საყვარელი იყო ვერ მოვითმინე და მივედი. -მერე?-აშკარად დააინტერესა მეორეს. -არაფერი,რამდენჯერმე გამიღიმა, ბარმენს ჩემთვის სასმელი დაასხმევინა და გამერიდა. მომბეზრდა იმათი მოსმენა და ახლა სხვა მოდელზე გადავედი. -გამარჯობა. -გამარჯობა. -რამ გადაგაწყვეტინათ ჩვენი კომპანიის სახე გამხდარიყავით? -მიყვარს ჩემი საქმე და მინდა უფრო მაღალ საფეხურზე გადავინაცვლო.-გოგონა ლამაზი იყო გრძელი ქერა თმითა და ცისფერი თვალებით. -კარგი და რითი დაამახსოვრებთ თავს ჩვენს მომხმარებლებს? -მმმ,ვეცდები ჩემი თავი ბოლომდე წარმოვაჩინო და თქვენს ტანსაცმელს მოვერგო,ის კი მე მომერგოს. -კარგი,მოვიფიქრებთ და დაგიკავშირდებით. ერთი საათის შემდეგ სასადილოში დავჯექი და წიგნს ვკითხულობდი,როდესაც მიკა შემოვიდა და გვერდით სკამზე დაჯდა. -როდის მოდის ახალი პარტნიორი? საათს დავხედე. -20 წუთში აქ იქნება. -მერე?-მკითხა გაკვირვებულმა. -რა მერე? -იმ ბიჭზე ისეთი ამბები დადის და შენ კიდე ამით აპირებ მასთან შეხვედრას?-მითხრა და კაბაზე დამხედა. -კარგი რაა...არ გეზარება.... -არა,არა მართლა ისეთი ამბები დადის აღარაფერი გამიკვირდება ამბობენ ძაან სიმპატიურია და საყვარელიო. -მაგას ვინ ამბობენ ის მოდელები? -ხო,მაგრამ ამას წინად მეც წავიკითხე და წერდენენ,რომ ისევ უცოლოა და რაც შეყვარებული ჰყავსო, გოგოების ცვენაა მაგაზე. -ბლა,ბლა,ბლა... -მორჩა ადექი და წადი დაგაგვიანდება.-მიხრა და ფეხზე წამომაგდო. მე ამაყად წავედი ჩემი კაბინეტისკენ და გზაში ენის შევხვდი. -ქალბატონო მერი,თქვენი ახალი პარტნიორი თავის კაბინეტში გელოდებათ. -გადაეცით ჩემთან შემოვიდეს.-ვთქვი და ჩემი კაბინეტისაკენ წავედი.თან ვფიქრობდი,რომ ახლავე უნდა გაეგო ახალ პარტნიორს,რომ გაურკვევლობის შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა ჩემი იქნებოდა. შიგნით რომ შევედი,დივანზე მჯდარი მომღიმარი ალექსი დავინახე და გამიკვირდა. -გამარჯობა ლამაზო,ვიცოდი რომ ჩემთან არ შემოხვიდოდი და მე გეახლე.-მითხრა,წამოდგა და ხელი გამომიწოდა.-სასიამოვნოა შენი გაცნობა პარტნიორო. თავი 3 -შენ აქ საიდან გაჩნდი?-ვკითხე გაოცებულმა. -მიდი,მიდი გადაღებებზე გვეჩქარება.-მითხრა მან. -ერთი წუთით,ჯერ მიპასუხე. -ქალბატონო მერი,მეგონა სერიოზული ქალბატონი ბრძანდებოდით თქვენ კი პატარა გოგოსავით იბუტებით.-მითხრა და გაიღიმა. -არა რას ბრძანებთ,უბრალოდ თქვენი გაცნობა მინდოდა.-ვუთხარი და სკამზე ჩამოვჯექი. -ალექსანდერ ჰარდი.-გამეცნო.-იურისტი, ჩემი პროფესიით ძირითადად არ მიმუშავია,შემდეგ დიზაინი შევისწავლე და გადავწყვიტე მუშაობა დამეწყო,აქამდე ბევრგან მიმუშავია,მაგრამ ცოტა ხნის წინ თქვენი კომპანიის აქციები შევისყიდე. -საინტერესოა,რატომ? -პირადი მიზეზების გამო-მითხრა და ჩაეღიმა.-თქვენზე რას მეტყვით? -მერი მარშალი, ეს ჩემი კომპანიაა და აქ მე ვსვამ კითხვებს.ახლა კი თუ შეიძლება გამომყევით,გადაღებებზე ვაგვიანებთ. წამოდგა და კარი გამიღო,რომ გავსულიყავი,როდესაც გავდიოდი პირი ჩემს ყურებთან მოიტანა და მითხრა: -ახლა ვერსად გამექცევი ლამაზო. უცნაური შეგრძნება დამეუფლა, მის შეხებაზე. ვერაფერი ვთქვი,მან კი კისერზე ცხვირი მომადო. -მმმმ.... ცოტა ხანი გავბრუვდი,მაგრამ მალევე მოვედი გონზე და წინ წავედი.გარეთ ჩემი მანქანა შევნიშნე და იქით გადავდგი ნაბიჯი. -მოიცა, სად გეჩქარება მე წაგიყვან.-მკლავით დამიჭირა ალექსმა. -ხო და მერე საავადმყოფოში მომიწევს შენი გაძლება დამტვრეულები რომ ვიქნებით.არა მადლობა.-ვუთხარი და ხელი გამოვტაცე. -გამარჯობა ქალბატონო მერი.-მომესალმა მძღოლი. -წავედით.-ვუთხარი და უკანა სავარძელზე მოვთავსდი.თან ტელეფონში ჩავიხედე,მინდოდა დღევანდელი განრიგი გადამემოწმებინა.მანქანა დაიძრა და წავედით. -ახლა მთელი გზა ეგ უნდა გეჭიროს.-ალექსის ხმა მომესმა. -ჩემი მძღოლი სად არის? -სახლში გავუშვი.-მითხრა თავმოწონებით. -კარგი,ახლა შენ მოგიწევს მთელი დღე ჩემი ტარება. -არ ვარ წინააღმდეგი. -საერთოდ იცი სად არის გადაღებები? -კი, ტბასთან. მე ისევ ტელეფონში ჩავიხედე. -მიდი წინ გადმოძვერი.-მითხრა და წინა სავარძელზე მიმანიშნა. -არა. ტბასთან რომ მივედით,არ დავაცადე კარის გაღება ისე გადმოვხტი მანქანიდან. -კარგი,მოემზადეთ და ორ წუთში ვიწყებთ.-დავუყვირე გადამღებ ჯგუფს.-ჩემი მოდელი სადაა? -ქალბატონო მერი,ტბაში ჩავარდა და ტირის.-მიპასუხა ენიმ -რაა?ამხელა გოგო ტბაში როგორ ჩავარდა?ახლა სად არის? -იცვლის. ტრაილერისაკენ წავედი,სადაც „მტირალა" იჯდა, დანარჩენები კი ამშვიდებდნენ. -მორჩა გეყოთ!მე იმიტომ გიხდით,რომ საქმე აკეთოთ და არა მტირალა მოდელები დაამშვიდოთ.და, შენ?რა გატირებს?ადექი და მოწესრიგდი. ყველა წამოდგა და მის მოწესრიგებას ეცადა, მაგრამ ვინ დაგაცადა? ისტერიკაში ჩავარდა და უარესად ატირდა. -მორჩა,გადაღებებიდან მოხსნილი ხარ,აიღე შენი ნივთები და წადი. მოვბრუნდი, ალექს გვერდი ავუარე და ტრაილერიდან გავედი. -გაგიჟდი?-გამომეკიდა ალექსი.-ახლა ახალი მოდელი როგორ ვიპოვოთ? -ენი,მოდელების სია მომეცი,რომლებსაც დღეს გავესაუბრე.- ვუთხარი და სია გამოვართვი. ის მოდელი ვიპოვე რომელსაც ვეძებდი და დავურეკე. -გამარჯობა ანდრია,თქვენ აყვანილი ხართ,2 საათში ტბასთან იყავით,კორდინატებს გამოგიგზავნით. -...კაარგი... -მორჩა,მოვაგვარე შეგიძლიათ გაისეირნოთ,მაგრამ ერთ საათში დაბრუნდით.-ვუთხარი ყველას და ტბისკენ წავედი. ბოლოს სკამზე ჩამოვჯექი და ხედს ვუყურებდი,თან ვიხსენებდი რატომ წამოვედი და რატომ გავხდი ასეთი.თვალებზე ცრემლები მომადგა მაგრამ შევიკავე,რადგან ალექსის ხმა გავიგე. -რაზე ფიქრობ? -შენ რატომ დამყვები უკან?წადი სხვა საქმე არ გაქვს?!-ვკითხე გაბრაზებულმა. -არა.ერთმა ქალბატონმა მოდელი გააგდო და ახლა ნახევარი საათი უნდა ველოდო ახალს. -კარგად მოქცეულა,ალბად ღირსი იყო ეგ შენი მოდელი. -რა დაგიშავა იმ საწყალმა?-მკითხა და გვერდით ჩამომიჯდა. -რომელი ზრდასრული ქალი ვარდება ტბაში და შემდეგ ტირის?ეგ ვერ დაწყნარდებოდა და სწრაფად ვიმოქმედე. -მაინც არ მიპასუხე,რაზე ფიქრობდი. -შენი საქმე არაა.-ვუთხარი და წამოვედი. ანდრეა მალე მოვიდა და გადაღებებიც დავიწყეთ.ძალიან ლამაზი იყო და ნიჭიერიც. -მომწონს ეს გოგო. -მართლაც. ნიჭიერია.-მიპასუხა ალექსმა. -ერთი წუთით...წვიმა იწყება?-ვთქვი და ამ დროს თავსხმა წვიმა წამოვიდა.-ჩქარა,ჩქარა,ხვალ გავაგრძელებთ,ახლა კი სასტუმროში წავიდეთ. -ალექს...ჩქარა.-ვუთხარი და მანქანისაკენ გავიქეცი.-რომ ჩავჯექი ენის დავურეკე.-ენი,კამერები ხომ არ დასველდა? -არა ქალბატონო მერი,ყველაფერი კარგადაა. -კარგია.ბუღალტერთან გადარეკე,ბიუჯეტი გამოგვიყოს და სასტუმროს ხარჯები დაფარეთ. -დიახ,ახლავე.-ყურმილი დავკიდე და ალექსს მივუბრუნდი.-პრობლემა ხომ არაა ერთი ღამე სასტუმროში რომ გავატაროთ?გცალია? -ერთად?-მკითხა და ეშმაკურად გამიღიმა. -ხო. ისე შემომხედა თითქოს ამ წამს ცუდი სიტყვა მეთქვას. -არა გამოშტერებულო!ვერ წავალთ,ამ გადაღებებისთვის ერთი კვირაა ვემზადებით.დღეს სასტუმროში დავრჩებით მე ცალკე შენ ცალკე(დავუკონკრეტე) და ხვალ გავაგრძელებთ გადაღებას. სასტუმროში ყველა მოვთავსდით(მთლიანი სასტუმრო ჩვენ დავიკავეთ).მე ჩემს ოთახში შევედი და მოვათვალიერე,ლამაზი ოთახი იყო,როგორც კომპანიის დირექტორს კარგი ოთახი მერგო. მიკას დავურეკე. -მიკა,მე წავედი და არ მეძებო,როგორც კი გადაიღებს დავბრუნდები. -კიდე მიდიხარ?ვერ გავიგე რა მოგწონს ამაში. -კარგად.-გავუთიშე. ქურთუკი ავიღე და სასტუმროდან გავედი. ****************** ალექსი ****************** სასტუმროში შესვლის თანავე ჩემს ნომერში ავედი,მერი თავისაში შევიდა და ვერ მოვასწარი მეთქვა,რომ შარფი მანქანაში დარჩა, ცოტა ხნის შემდეგ მის კარზე დავაკაკუნე,მაგრამ არავინ მიპასუხა. ვიფიქრე მიკასთან იქნებოდა და ახლა მასთან მივედი. -ალექს?-არ ელოდა ჩემს ნახვას. -მერი აქ არის?შარფი დარჩა და მიმდოდა მიმეცა. -ააამმმ...გასულია,მე მომეცი და გადავცემ. -გასული?ამ წვიმაში?მანქანაც აქ არს. -ოჰ,იცი...უყვარს წვიმაში გარეთ სიარული....ერთი საათის წინ წავიდა.არ ვიცი ახლა სადაა. -კარგი,კარგად.-ვუთხარი,წამოვედი,მანქანაში ჩავჯექი და ტბისკენ ავიღე გეზი. იქ დამხვდა იჯდა და თითქოს არაფერი აწუხებსო ისე გაჰყურებდა ხედს. -...ეჰ,როდის გავიდა ამდენი დრო.თითქოს გუშინ იყო...-თავისთვის ლაპარაკობდა. გვერდით მივუჯექი და ქოლგა გადავაფარე, თავიდან თითქოს შეეშინდა და არ მელოდა,შემდეგ კი რომ დამინახა ისევ წინ გაიხედა. -აქ რას აკეთებ ასეთ ამინდში?-ვკითხე მე. -ოოო....-თქვა და წამოდგა.-მეგონა ჩუმად იქნებოდი. -კარგი დაჯექი,ჩუმად ვარ.-ხელები ავწიე და ვანიშნე დამჯდარიყო, ცოტა ხანი მიყურა,თითქოს დარწმუნებას ცდილობსო და ბოლოს დაჯდა. წვიმამ რომ გადაიღო,მანქანისკენ წავიდა და მეც უკან გავყევი, მივდიოდით და ხმას არ ვიღებდით. -მოკლედ,რაღაც საბუთებია,რომლებსაც მინდა,რომ გადახედოთ...- ისე დაიწყო საქმეზე ლაპარაკი,თითოქს ცოტა ხნის წინ წვიმაში კი არა თათბირზე ვმსხდარიყავით. -ერთი წუთით...რომ მოვედი რაზე ლაპარაკობდი? -გაიგე?-მკითხა და თავი დახარა. -მხოლოდ ნაწყვეტი დროის გასვლაზე. -შეგიძლია დაივიწყო?-მკითხა და გვერდით გაიხედა. -ხომ იცი,რომ თუ გინდა შეგიძლია მელაპარაკო. -ოოოჰ...შენ?ორი დღის გაცნობილს?რომელმაც რამის მომკლა? არა მადლობა.-გაბრაზდა.-იცი რაა...გამიჩერე ფეხით წამოვალ- თქვა და ღვედი მოიხსნა. -ნუ სულელობ,შეიკარი ღვედი. -გამიჩერე! მანქან გავაჩერე, ის კი გადავიდა და წინ წავიდა.მე ფანჯარას ჩავუწიე და თან გვერდით მივდიოდი. -ვფიქრობ ეს მანქანა უფრო სწრაფია ვიდრე მე.-თქვა,ისე რომ არც შემოუხედავს. -ჯიუტო.-მივაძახე,მანქანიდან გადავედი,მხარზე გადავიკიდე და ისე ჩავსვი,მის კივილს კი ყურადღება არ მივაქციე.-ასე მოგიხდება. სასტუმრომდე ჩუმად იჯდა,როდესაც მანქანა გაჩერდა სწრაფად გადავიდა კარი ხმაურით დაკეტა და თავისი ნომრისაკენ წავიდა თავი 4 ********** მერი ********** მეორე დღეს გადაღებები გავაგრძელეთ. ალექსს გოგოები შემოეხვივნენ და ეტიკტიკებოდნენ. ეტყობოდა,რომ ერთი სული ჰქონდა როდის გამოექცეოდათ.მალე მისგან შეტყობინებაც მივიღე. „მიშველე!" -ბატონო ალექს!-დავუძახე, რომ მეხსნა. -დიახ ქალბატონო მერი?! -ერთი წუთით თუ შეიძლება, საქმე მაქვს თქვენთან. -დიახ, რა თქმა უნდა.-ჩემკენ წამოვიდა. -არაფრის.-ვუთხარი სხვათაშორისად. -ღმერთო ამ მოდელებმა რამდენი ლაპარაკი იციან.აღარ შემიძლია. -ოჰ,მოგეასლმები კლუბში. -მაგ კლუბში მარტო შენ ხარ? -კი. -მაშინ მინდა.-მითხრა და გამიღიმა.ვცადე ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. -ანდრეაზე რას იტყვი?-ვკითხე მე. -კარგი და ლამაზია,იცის თავისი საქმე. -გეთანხმები,ვფიქრობ რომ კარგი იქნება ის გახდეს კომპანიის სახე. -გეთანხმები. -ძალიან კარგი, მაშინ როგორც კი დავბრუნდებით კონტრაქტი დავდოთ. -მერი,მერი,რომ იცოდე რა ლამაზი ხარ...-ეტყობოდა,რომ არ მისმენდა. -უკაცრავად?-ვკითხე დაბნეულმა. -არაფერი.-მიპასუხა და ამოიოხრა.-ცოტა ხანს აქ ვიქნები, თორემ შეიძლება ისინი კიდევ მოვიდნენ. -შენ არ შეგეშინდეს მე დავაფრთხობ.-ვუთხარი და ერთად დავიწყეთ სიცილი. -დავასრულეთ ქალბატონო მერი.-მითხრა ფოტოგრაფმა. -კარგი, სურათები გამომიგზავნე.-ვუთხარი და ტბისკენ წავედი. ხედმა დამატყვევა,მაგრამ დობრუნებას ვაპირებდი ,როდესაც ალექსი ამომიდგა გვერდით. -ლამაზია არა? -მკვლელია.-ვუთხარი დაუფიქრებლად,მას კი გაეცინა. -ზამთარი აქ გასაოცარი იქნება. გავიყინე...ვეღარაფერი ვთქვი საიდან იცოდა?! -გაფითრდი,ხომ კარგად ხარ.-ხელი მომკიდა,შეეშინდა რა დავცემულიაყავი. -არა!ზამთარში არაფერია გასაოცარი- ვუთხარი მკაცრად. -რაა?როგორ შეიძლება ზამთარი არ გიყვარდეს,თეთრი ფიფქები... -რა გინდა?!-დავუყვირე,ისე მელაპარაკებოდა თითქოს ყველაფერი იცოდა. -რაა?ვერ ვხვდები რამ გაგაღიზიანა?ჩენ ხომ კარგად ვიყავით.. -საიდან მოიგონე?!ან ეს საიდან იცი?-ვაგრძელებდი. -რა? შევხედე და მივხვდი რომ დაბნეული იყო და ვერაფეეს ხვდებოდა, მას ხომ ვერც ეცოდინებოდა, შორს ვიყავი, ძალიან შორს,რომ ვინმეს რამე სცოდნოდა. -არაფერი,დაივიწყე. -არა, მითხარი.-მკლავში ხელი ძლიერად მომკიდა. -შემეშვი.-ვუყვირე უკან გავიწიე. -კარგი,ერთ დღესაც ყველაფერს თვითონ მომიყვები. -იოცნებე.-ვუთხარი და წამოვედი. საღამოს ჩემს სახლში ვიყავი და მშვიდად მივირთმევდი წვენს, ტელეფონის ხმა გავიგე და წინასწარ ვიცოდი ვინც იქნებოდა. -როგორ ბრძანდებით ქალბატონო დირექტორო?-გაისმა ტელეფონში მიკას ხალისიანი ხმა. -ნუ მაიმუნობ. -კარგი,მიდი ჩემთან გამოდი და რამე ფილმს ვუყუროთ. -შენ გამოდი. -არა,თან შარფი უნდა დაგიბრუნო ალექსმა რომ დაგიტოვა. -მერე მაგიტომ არ მოდიხარ?ერთი შარფი გამძიმებს? - ოოოოჰ,მეზარება. -კარგი ხო მოვდივარ. მიკამ პოპკორნი დამახვედრა,ფილმიც უკვე შერჩეული ჰქონდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მკითხა: -როგორი ბიჭია ალექსი? -რა ვიცი, ჩვეულებრივი.-ვუპასუხე სხვათაშორისად. -აჰა,მოგწონს? -რააა?!არა!საიდან მოიტანე? -უბრალოდ ვისაც ვკითხე,ყველა ირწმუნება,რომ ყველაზე სიმპატიური ბიჭია.შენ კი არ აღიარებ. -ხო სიმპატიურია,მაგრამ უკეთესებიც მინახავს.-სინამდვილეში მხოლოდ ერთი ადამიანი იყო ჩემთვის „უკეთესი." -ვინ? -იყო ვიღაც.-ვთქვი და მაშინვე მომაწვა ცრემლები. -ვიღაც?!მე რატო არ ვიცოდი არაფერი?! -ის აქ ჩამოსვლამდე იყო. -მაჩვენე!-წამოიძახა ბედნიერმა. -არა! -კარგი.-თქვა „გაბუტულმა" და ფილმის ყურება გააგრძელა. ყურადღება გამეფანტა და ფილმის ბოლომდე ისე ვიჯექი,რომ არაფერი მომისმენია. -ოჰჰჰჰ....-მიკამ ცრემლები მოიწმინდა. -რა გატირებს გოგო?-ვკითხე გაკვირვებულმა და თან შევეცადე ის მომენტი გამეხსენებინა, რაზეც იტირა. -უბრალოდ ის ბიჭი შემეცოდა.-მითხრა და ისევ ატირდა. -მოიცა ყავას დაგისხამ,არ მოკვდე ტირილით.-გამეცინა და სამზარეულოსაკენ წავედი. -რატო...მოკდააა....დაან...საკვალელი იკოო.... -ნუ ტირი არაფერი მესმის. -მოკდააა.... -კაი მოდი,რა გულჩვილი ხარ.-ვუთხარი და ჩავეხუტე,მალე ჩაეძინა. ერთი დღისთვის ეს უკვე ზედმეტი იყო. -უნდა წავიდე.-ყურში ჩავჩურჩულე და სახლიდან გარეთ გავვარდი. თებერვალი იდგა და ციოდა. სახლამდე დიიდ მანძილი არ იყო და ფეხით გავლა გადავწყვიტე. სახლათან უკვე ახლოს ვიყავი, როდესაც ძლიერმა ხელმა დამიჭირა. მე როგორც ნასწავლი მქონდა,უკნიდან მოვუარე ხელი მოვუგრიხე და ფეხი ჩავარტყი ძლიერად, ის დაეცა. -მერი?! -ალექს?-სიბნელეში ალექსი დავინახე.-აქ რას აკეთებ?შემეძლო გამეთიშე.ასე დაჭერა არ შეიძლება. -რაა?საიდან იცი ეს ილეთები?არ ველოდი!-თქვა და წამოდგა. -კარგი მასწავლებელი მყავდა.და, რა მითხარი რა მინდაო? -ააა,ეს სურათები დღევანდელი გადაღებებიდანაა,რამდენიმე მომეწონა და ვიფიქრე მოგცემდი. სურათები გამოვართვი და სახლისაკენ წავედი. -მოიცა!არ შემიპატიჟებ? -ნწ! -კარგი,ხვალამდე ქალბატონო მერი. -ხვალამდე ბატონო ალექს. -მერი!ეს ოფიციალურობა.-ჩემსკენ წამოვიდა ხელი მომხვია და კისერთან ნაზად მაკოცა.-ეს კი შენ ლამაზო.ძილინებისა. მანქანა დაძრა და წავიდა.მე კი გამოშტერებული ვიდექი და კიდევ ვგრძნობდი მის ტუჩებს ჩემს კანზე. თავი 5 დილით სწრაფად წამოვხტი ფეხზე,სააბაზანოში შევვარდი და შემდეგ ერთი საათი დავკარგე კაბის არჩევაში,ადრე ასე არ ვიყავი,კარგი ტანსაცმელი მქონდა და არჩევაც არ მიჭირდა, ახლა კი ერთს ჩავიცვამდი არ მომწონდა,შემდეგ მეორეს,მესამეს და ასე მოვიზომე მეშვიდე კაბა,ისიც უნდა გამეხადა,როდესაც საათს შევხედე და გავიაზრე სამსახურში რომ მაგვიანდებოდა, ჩემ თავს გავუბრაზდი და დავსაჯე,რადგან მივხვდი ასე რატომ ვემზადებოდი, თითქოს პირველ პაემანზე მივდიოდი. სახლიდან გამოვედი და მანქანისაკენ გავეშურე,როდესაც შავი მანქანა გაჩერდა გვერდით. -რა იყო ჩემი მძღოლობა მოგეწონა? -ვიფიქრე, თუ პარტნიორად არ გამოვდგები მძღოლად მაინც ამიყვანს—თქო. -იოცნებე,ახლა ისე მჭირდება კომპანიის საქმეებში დახმარება, რომ შენც კი აგიტან. მანქანას მოვურე და უკანა სავარძელზე დავჯექი. -მანდ რა გინდა?-მკითხა გაკვირვებულმა. -მაინტერესებს მაინც თუ ვერ აგიტან მძღოლად გამოდგები თუ არა. -ნუ მაიმუნობ,გადმოდი წინ. -ნწ. -რა „ნწ" რატო არ გადმოდიხარ? -არ იმსახურებ და იმიტომ. -ოჰ კარგი,გვერდით ჯდომასაც დამსახურება უნდა? -აბა შენ რა გეგონა?გუშინ მაკოცებდი და დღეს ხელებში ჩაგიდნებოდი? -არა ვიფიქრე, შოკოლადები მოგინდებოდა წინ რომ მაქვს. -არა მადლობა. -კარგი მე შევჭამ-თქვა და მანქანა დაძრა. დრო ვიხელთე და მიკას დავურეკე. -მიკა,როგორ ხარ? -კარგად,გუშინ დამეძინა და წახვედი ხო. -აღარ შეგაწუხე. -ვიფიქრე დარჩებოდი, არ გავაღვიძებ—თქო და ბლინები მოგიმზადე შენ კი ჩემს ოთახში არ დამხვდი. -ოოოოჰ,საწყალო და შემდეგ საცოდავად ჭამე ის ბლინები არაა?-ვეუბნებოდი და თან მეცინებოდა. -აბა რა მექნა,ისეთი გემრიელი იყო. -ისე რა გჭირს შენ?ჯერ ორი საათი ფილმზე ტიროდი,მერე „არ გამაღვიძე",ბლინები მომიმზადე...ვინ ხარ და სად არის ჩემი მეგობარი? -ნუ დამცინი. -კარგი ხო,სემი როგორ არის? -კარგად.-რაღაც უკმეხად თქვა. -თქვენ ორს შორის ყველაფერი კარგადაა? -არა.გუშინ ვიჩხუბეთ და აღარ გამოჩენილა. -აჰა,გასაგებია. -რა არის გასაგები? -დალევა გჭირდება. -რას მთავაზობ?-მკითხა გახალისებულმა. -დღეს,მე და შენ ჩვენს კლუბში.გაწყობს? -მიყვარხარ ხო იცი? -მეც.კარგი წავედი.საღამომდე. -მოვედით.-მომესმა ალექსისს ხმა. სულ დამავიწყდა სად ვიყავი.მანქნაიდან გადავედი და კომპანიისკენ წავედი. -ეჰ დაიწყო...-მომესმა ალექსის ხმა, თავიდან ვერ მივხვდი რას გულისხმობდა,მანამ სანამ გოგოები არ შემოეხვივნენ.მე გამეცინა და გეზი კაბინეტისაკენ ავიღე. ორი საათი ქნებოდა გასული ალექსი რომ შემოვიდა, თან ხელში რაღაც საბუთები ეჭირა,არაფერი უთქვამს ისე დაჯდა მაგიდასთან და მუშაობა დაიწყო. -რას აკეთებ?-ვკითხე გაკვირვებულმა. -რას უნდა ვაკეთებდე, ვმუშაობ. -აქ? -ხო,ვიფიქრე ვიმუშავებ—თქო და ხან ერთ მოდელი შემოვარდა ხან მეორე. სიცილი დავიწყე და ვეღარ გავჩერდი. -რა გაცინებს?შენ რომ ასე გესეოდნენ თანამშრომლები მეც უნდა დამეცინა? -კაი ხოო...-ვცდილობდი სიცილი შემეკავებინა. შემდეგ საქმეზე ვილაპარაკეთ და ბოლოს დაღლილ დაქანცულებმა დავხურეთ საქაღალდეები. -დავიღალე.რომელი საათია? -რვა ხდება.წამოდი ქვევით ჩავიდეთ და რამე ვჭამოთ. -არა,მეზარება აქ მოგვიტანს ენი.-დავურეკე და ვთხოვე რამე გემრიელი მოეტანა.15 წუთში უკვე იქ იყო. -ინებეთ ქლბატონო მერი.-მითხრა და მე და ალექსს სალათები დაგვიწყო წინ. -მადლობა ენი.საუკეთესო ხარ.-ალექსმა გაუღიმა და ენი ლოყებაწითლებული გავიდა გარეთ. -რა გინდოდა,ეს თანამშრომლები რომ გადამირიე?!-ვუთხარი სიცილით. -რა ჩემი ბრალია?! -ახლა წარმომიდგენია წვეულებაზე რა მოხდება-ვთქვი და თავი გავაქნიე. -რა წვეულება? -ვალენტინობა მოდის. -ააა,ეგ სულ გადამავიწყდა.მეც ვარ დაპატიჟებული? -კი,როგორც კომპანიის თანამმართველი. -შენ მიდიხარ? -არ ვიც, საერთოდ ასეთ წვეულებებზე არ დავდივარ,მაგრამ თუ იქ ისეთი სტუმრებიც იქნებიან, ვისთანაც მოლაპარაკებებს ვფიქრობ აუცილებლად წამოვალ. -ოჰ,ოდესმე გართობაზე ფიქრობ? -გართობა არ მიყვარს დიდად,თუ მიკასთან ერთად არ ვარ ,რა თქმა უნდა. -თუ დაასრულე წავიდეთ.მეჩქარება ჩემი ბავშობის მეგობარი ჩამოვიდა და დღეს კლუბში ვაპირებთ წასვლას. -არა არა,მე მიკა წამიყვანს.-ვუთხარი,დავემშვიდობე და მიკასთან წავედი. -აბა,გამოიცვლი ასე წამოხვალ?-მკითხა მიკამ. -რას მთავაზობ? -ორი კაბა მაქვს ერთი ჩემთვის მეორე შენთვის. ორივემ მოვირგეთ კაბები მისი წითელი,ხოლო ჩემი ოქროსფერი იყო და კლუბში წავედით.შესვლისთანავე ვიგრძენი ალკოჰოლისა და სიგარეტის მძფრი სურნელი,რომელიც მუდამ მომწონდა. ბართან მივედი. -რამე ძლიერი დაგვისხით მე და ჩემს მეგობარს. ორი ჭიქის შემდეგ ვიგრძენი,რომ ნელ-ნელა ვთვრებოდი,მაგრამ მიკას სასმელზე მოუნდა გულის გადაყოლება და უარი ვერ ვუთხარი. -წამო ვიცეკვოთ.-ხელი მომკიდა და ხალხში შემათრია. ალკოჰოლმა მოქმედება დაიწყო და მუსიკას ავყევი.უეცრად უკნიდან ვიღაცის მოახლოება ვიგრძენი და ძლიერი ხელი შემომეხვია მუცელზე,დაიხარა და ყურში ჩამჩურჩულა: -ასე იმიტომ ცეკვავ რომ გამაგიჟო?-შევბრუნდი და ალექს კისერზე ჩამოვეკიდე. -არ ვიცოდი აქ რომ იყავი. -არც მე ვიცოდი,მეგობართან ერთად ვიყავი,რომ დაგინახე, ვიფიქრე მეჩვენება—თქო. -ხშირად გეჩვენები?-ვკითხე კეკლუცად და გავუღიმე. გაეცინა და კისერზე მაკოცა. -ასე ნუ აკეთებ.-ვთქვი და ოხვრა ამოვაყოლე. -როგორ ასე?-მიკიხა და ახლა მეორე მხარეს მაკოცა.-გაიცინა თვალებში ჩამხედა და მითხრა.-მთვრალი უფრო საყვარელი ხარ. -ოჰ,წამოდი კიდევ დავლიოთ. -არა ლამაზო, სახში წასვლის დროა.მიკა აქაა? -კი,მაგრამ სახლში არ მინდა.ჯერ ადრეა. ხელი ჩამავლო და გასასვლელისაკენ წამიყვანა,თვითონ კი მიკას მოსაყვანად წავიდა. -აქ დამელოდე.არსად წახვიდე. გასასვლელთან ვიღაც ბიჭები იდგნენ. -გამარჯობა ლამაზო,მარტო ხარ?-მკითხა ერთ-ერთმა.ხმა არ გავეცი. -მართლა რა ლამაზი ხარ.-მითხრა და ხელი მომხვია. -გამიშვი.-ვუთხარი და იქით გავიწიე. -რატო?-მითხრა და ხელების ფათური დამიწყო. მე თავდაცვის მექანიზმი ჩავრთე და ბიჭი დაბლა დავაგდე,ზედ ფეხით შევდექი. -აღარ გაბედო ჩემთან მოკარება. ამ დროს ალექსიც მოვიდა და ბიჭი რომ დაინახა სიცილი დაიწყო. -არა,მაინც გათქმევინებ სად ისწავლე ასე ჩხუბი. მანქანაში ჩავსხედით და ალექსმა ორივე სახლებისაკენ წაგვიყვანა. თავი 6 ალექსმა მანქნა მიკას სახლთან გააჩერა. -კარგად მიკა.გინდა გამოგყვე? -არა მადლობა კარგად ვარ.ნახვამდის ალექს. -ცოტა ხანში ვიფიქრებ, რომ მანდ რამეს მალავ.-მითხრა და უკანა სავარძელზე მჯდომს გადმომხედა.- -კლუბში არ დამტოვე და მიდი ახლა დროზე მაინც მიმიყვანე სახლში. -რა დაუნახავი ხარ,ნწ,ნწ,ნწ.-თავს აქნევდა და ეცინებოდა. -მეეე....-ძალიან მთვრალი ვიყავი და სიტყვების წარმოთქმა მიჭირდა.-მე ვხედავ ყველაფერს...ეს მანქანაა...ეს სავარძელია...ეს ჩემი სამაჯურია...-თვალი მოვავლე იქაურობას. -ოჰ მერი,მერი რა გჭირს ასეთი,რომ გადამრიე და ვეღარ გშორდები...-ჩურჩულებდა თავისთვის,მაგრამ მე მაინც მესმოდა. -თაფლი მაცხია. -ფუ,ვერ ვიტან თაფლს.-მითხრა და სახე დამანჭა. -მოეშვი მაგ სახეს უკნიდანაც კი ვხედავ როგორ მანჭავ...ისე უფრო ლამაზი ხარ...-არ მინდოდა ეს მეთქვა,მაგრამ სიტყვები თავისით ფრინდებოდნენ პირიდან. ხუთ წუთში უკვე ჩემს სახლთან ვიდექით. -მერი...-ალექსის ხმა დახშულად მესმოდა.შემდეგ ვიღაცამ ხელში ამიყვანა და წამიყვანა.თავი მის გულზე მედო და მესმოდა, როგორი აჩქარებული იყო გულის ცემა.თან ისეთი საოცარი სურნელი ჰქონდა. ალექსის სურნელი... -გასაღები ჩანთაშია? მე თავი დავუქნიე,მან სწრაფი მოძრაობით გახსნა კარი და სხლში შემიყვანა.შემდეგ დამაწვინა და ფეხზე გამხადა,პლედი რომ დამაფარა მივხვდი წასვლას აპირებდა და ხელზე მოვკიდე. -დარჩები? -მთვრალი ხარ ლამაზო,ვერ ხვდები რას მეუბნები. -კი მაგრამ, ისეთი კარგი სურნელი გაქვს. მე თვალდახუჭული წამოვიწიე და ჩავეხუტე.ისიც ჩემს ნება-სურვილს დაჰყვა, გვერდით მომიწვა და ჩამეხუტა. -ხშირად უნდა დაგათრო ხოლმე. -აღარასდროს დავთვრები,რადგან ვიცი,რომ ხვალ ამას ვინანებ.- ვუთხარი და ,კიდევ უფრო ღრმად ჩავეფლე მის მაისურში. -მაგიჟებ.-თქვა და თან ამოიოხრა. -აბა გეგონა მარტო შენ აგიჟებდი ხალხს?-ვუთხარი და კისერზე ვაკოცე.ისე ვაკოცე რომ,გავიგონე როგორ აუჩქარდა სუნთქვა და გულმა სწრაფად დაიწყო ცემა. -უნდა წავიდე... -არა,დარჩი ჩემთან...აქ დაიძინე... -მორჩა უნდა გამოგაფხიზლო.-მითხრა და ადგა. -არა. -აბა დაიძინებ? -ნწ. -კარგი,მაშინ გამოგაფხიზლებ.-ისევ ამიყვანა,მესიამოვნა მაგრამ წამოვიკივლე,რადგან წყლის შეხება ვიგრძენი. -რაა?!-აბაზანაში ვიწექი,ის კი წყალს მასხამდა. -გამოფხიზლდი? -ამომიყვანე აქედან! ხელში აყვანას აპირებდა,როდესაც ჩემკენ მოვქაჩე და ახლა ორივე გაწუწულები ვიყავით.ბოლოს ვინებეთ და ამოვედით,მე ყავა დავლიე,ტანასცმელი გამოვიცვალე და ცოტა გამოვფიზლდი. -მაპატიე,ძალიან მთვრალი ვიყავი.-ვუთხარი და შერცხვენილმა ჩავხარე თავი. -არაუშავს,არაფერი გაგიკეთებია ისეთი,რის გამოც შეიძლება შეგრცხვეს. -მადლობა ალექს ყველაფრისთვის.-ვუთხარი და ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე. -არაუშავს.კარგი,თუ უკეთ ხარ მე წავალ. -ასე?-ვკითხე და სველ ტანსაცმელზე ვანიშნე. -სხვა გზა არ მაქვს. -მე მოგცემ რამეს. -კაბას?-გაეცინა. -არა.ერთი ხელი ტანსაცმელი ყველთვის მაქვს,ყველა ზომა.რა იცი იქნებ სტუმარი მყავს. -კარგი,მაშინ. სასტუმრო ოთახში წავიყვანე და ტანსაცმლის ძებნას შევუდექი. -ამას ჩავიცვამ.-ჩემი ყუთი გახსნა და კაცის მაისური ამოიღო. -არა! ეს არა!-ვუთხარი და მაისური წავართვი.ახლოს მივიტანე და მაშინვე მეცა მასზე შერჩენილი სურნელი,ცრემლებს არ მივეცი გზა. -მერი?რა გჭირს?ფერი დაკარგე.-მითხრა და ხელი შემაშველა. -არაფერია,შენი ტანსაცმელი იქ დევს.მიდი ჩაიცვი მე კი გავალ. გარეთ გამოვედი და ხელებში ჩაბღუჯულ მაისურს დავაკვირდი. ახლოს მივიტანე და კიდევ ერთხელ შევიგრძენი მისი სურნელი. -დაგპირდი... მაისურს ნაზად ვაკოცე,დავკეცე და ისევ ყუთში მოვათავსე. ხუთ წუთში ალექსიც გამოვიდა ოთახიდან. -დიდი მადლობა. -ალექს?-ძალიან მინდოდა რაღაც, მაგრამ მერიდებოდა თქმა. -გისმენ. -მმმ...დღეს აქ დარჩი.-ამოვთქვი. -რა? -ხო...ვფიქრობ ცოტა მთვრალი ხარ და საჭესთან დაჯდომა საშიშია, თანაც შუაღამეა.-ვცადე ნათქვამი გამომესწორებინა. -არ ვიცი...არ მინდა შენი შეწუხება... -ოჰ,არა.ვერ გაგიშვებ. -კარგი. -გეძინება? -არა,შენ? -ნწ. -არ გინდა რამეს ვუყუროთ? -რას? -შენ აირჩიე.-მითხრა და დივანზე მოთავსდა. -კარგი. -ტელევიზორთან მივედი, ჩემს კომპიუტერს შევუერთე, შემდეგ კი ფილმი ჩავრთე და ალექსს მივუჯექი გვერდით. -რა ფილმია? -„ჯუმანჯი“. -რაა?-ისე შემომხედა,თვალებით მეუბნებოდა „კიდე მთვრალი ხარო?" -ვიხუმრე. „კოკო". -მულტფილმია? -კი. გაეცინა და ძველი მეგობარივით მომხვია ხელი. -რა საყვარელი ხარ. მულტფილმის ბოლოს უკვე ღრმად მეძინა. ალექსმა იფიქრა არ გავაღვიძებო და უბრალოდ პლედი დამაფარა,რომ გამეღვიძა,ჩემს საწოლში გადავინაცვლე. ორი საათი ან მეტი ვწრიალებდი და არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, რომ ახლა მას გვერდით ოთახში ეძინა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე ავდექი, მის ოთახში შევედი და ვცდილობდი არ მეხმაურა.ისე საყვარლად ეძინა ვეღარ გავუძელი და მძინარეს კისერზე ნაზად ვაკოცე,მისი სურნელი შევიგრძენი და გამაჟრჟოლა.მას კი ისევ ისე მშვიდად და აუღელვებლად ეძინა.იმ წამს მივხვდი, რომ არ იყო ჩემი საქმე კარგად.სასწრაფოდ გამავვარდი ოთახიდან და საწოლში დავბრუნდი. -ძალა აღარ მყოფნის...დაგპირდი...არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს... ნუთუ ეს ბიჭი მომწონს?-ვჩურჩულებდი და ჩემი სიტყვები სიბნელეში იკარგებოდა თავი 7 ჭექა-ქუხილმა გამომაღვიძა,წყლის დასალევად გავედი,დიდ ხანს ვიყურებოდი ფანჯარაში,ბოლოს არ ვიცი რამ გადამაწყვეტინა, გაუაზრებლად ავკრიფე ნაცნობი ნომერი და დაველოდე. -გისმენთ.-დიდი ხანი გავიდა,მაგრამ ხმა ისევ ისეთი ჰქონდა. -გამარჯობა. -მარიამ?!-წამში გამოცოცხლდა. -გაგაღვიძე? -ღმერთო,რამდენი ხანია შენი ხმა აღარ გამიგია...არ მჯერა, როგორ ხარ?სად ხარ? -კარგად. ლონდონში ვარ. -ლონდონში?! -ხო,აქ ვმუშაობ. -მეც ლონდონში ვარ... -რაა?ღმერთო... -ხო მე და ჩემი შეყვარებული აქ ვისვენებთ. -შეყვარებული? -კი ერთი წელია ერთად ვართ...დაქორწინებას ვაპირებთ... -გილოცავ...-ცოტაც და ვიტირებდი. -აუცილებლად უნდა შევხვდეთ...მომენატრე.... -მეც,მაგრამ ჯერ არ შემიძლია...შენი თვალები...ისე ჰგავს... -მე აქ კიდევ ორი კვირით ვრჩები და თუ გადაიფიქრებ... -ვნახოთ...იმ ამბის შემდეგ...ვცდილობ უბრალოდ დავივიწყო... ხმა გესმის?გარეთ ჭექა-ქუხილია...მტკივა...ვეღარ ვუძლებ ...მენატრება...-ცრემლები ახლა სულ არ მეკითხებოდნენ და თავისით იკვლევდნენ გზას ჩემს სახეზე. -ვიცი ჩემო კარგო...მეც მენატრება...-ახლა უკვე ისიც ტიროდა. -ელენე... -გისმენ. -რას აპირებ?...ერთ თვეში ხომ იცი... -ვიცი... -მაპატიე არ შემიძლია..კარგად...-გავუთიშე. აივანზე გავედი და სახელურზე ჩამოჯდომას ვაპირებდი,ერთი ფეხი უკვე გარეთ მქონდა, როდესაც ძლიერმა ხელმა დამიჭირა. -მერი...არა...რას აკეთებ?-ალექსი შეშინებული მიჭერდა. -რას ვაკეთებ?! -ახლა...თავს იკლავდი?! -არა,არა ალექს...ასეთი ჩვევა მაქვს... -რომ გადავარდე?!გადაირიე?! -დამშვიდდი...შეგიძლია გამიშვა...-მან ნელა გამიშვა ხელი,მაგრამ თითქოს ყოველ წამს მზად იყო დავეჭირე... აივნის სახელურზე დავჯექი,ზედ მაწვიმდა,მაგრამ არ მაინტერესებდა მიჩვეული ვიყავი. -გიჟი ხარ...-მითხრა და იქვე სკამზე ჩამოჯდა. -ვერ იძინებ?-ვკითხე,ისე რომ არ შემიხედავს. -წყლის დასალევად გამოვედი,რომ დაგინახე...მეგონა გადახტებოდი. -გაგიჟდი?!თვითმკვლელი გგონივარ? -აბა რა უნდა მეფიქრა?! -კაი მაპატიე...თავიდან მიკასაც ასეთი რეაქცია ჰქონდა. -დიდი ხანია ეს ჩვევა გაქვს? -...ოთხი წელია... -არ გცივა?წამო შევიდეთ...-ხელი მომკიდა,რომ გადმოსვლაში დამხმარებოდა.მის შეხებაზე თითქოს მკლავი ამეწვა,მაგრამ ამ რეაქციას ყურადღება არ მივაქციე. მისაღებ ოთახში დავსხედით. *************** ალექსი *************** მერი სულ სველი იყო,ბოლოს უბრალოდ პირსახოცი აიღო, შემოიხვია და ისე დაჯდა ჩემს გვერდით. -შენზე მომიყევი.-მითხრა უეცრად. -ჩემზე?! -ხო,რამის მოსმენა მინდა... -ალექსანდერ ჰარდი.-დავიწყე მოყოლა.-იურისტი, ჩემი პროფესიით ძირითადად არ მიმუშავია,შემდეგ დიზაინი შევისწავლე და გადავწყვიტე მუშაობა დამეწყო,აქამდე ბევრგან მიმუშავია,მაგრამ ცოტა ხნის წინ თქვენი კომპანიის აქციები შევისყიდე და.... -ეგ არა. -აბა? -რამე მომიყევი შენზე... -ჩემზე გიყვები... -ეგ ვიც, რასაც მიყვები...მინდა რამე ახალი მოვისმინო...ბავშვობა, პირველი სიყვარული...საუკეთესო მეგობარი...რამე რაც გარეთ ჭექა-ქუხილს დამავიწყებს... -ჭექ-ქუხილის გეშინია?-ვკითხე და გამეციანა. -ნუ დამცინი და საერთოდ ახლა შენზე ვლაპარაკობდით. ეს გოგო მხოლოდ რამდენიმე დღის ნაცნობი იყო, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მთელი სიცოცხლე მასთან მქონდა გატარებული და იმ წამს ძალიან მომინდა მომეყოლა... -კარგი...ეს ისტორია არავისთვის მომიყოლია... -გისმენ. -როდესაც კოლეჯში ვსწავლობდი,ერთი გოგო იყო...ისეთი ლამაზი...ნაზი და მომხიბვლელი ...მინდოდა მთელი სიცოცხლე მასთან გამეტარებინა...მისი სიცილი და თვალები...- ცოტა ხნით გავჩუმდი და ყველაფერი გავიხსენე.-...მსოფლიოში ყველაზე ლამაზი თვალები ჰქონდა... -შეგიყვარდა? -სიგიჟემდე...-უცებ მივხვდი,რომ არ ღირდა მასთან ამ თემაზე საუბარი,არ მინდოდა ჩემი ისტორიით დამემძიმებინა,თან ვხვდებოდი, რომ მას საკუთარი დარდი გააჩნდა და ვარჩიე ეს ისტორია სხვა დროს მომეყოლა. -და,შემდეგ? -არაფერი...უბრალოდ ყველაფერი ისე არ განვითარდა,როგორც მე ვგეგმავდი. ცოტა ხანი ორივე ჩუმად ვიყავით,დუმილი მან დაარღვია. -მეძინება... -კარგი,მიდი დაიძინე... ის თავის ოთახისკენ წავიდა,მე ცოტა ხანი ისევ ისე ვიჯექი და წარსულს ვიხსენებდი,ავდექი და ჩემი ოთახისაკენ წასვლას ვაპირებდი,როდესაც უკან მოვბრუნდი და დაუფიქრებლად გავაღე მერის ოთახის კარი.ისეთი ლამაზი იყო,ანგელოზივით ეძინა... მე კი ვიცოდი რომ ის მალე შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას. თავი 8 დილით რომ გავიღვიძე თავი მისკდებოდა და ფეხზეც ძლივს წამოვდექი,გუშინდელი ღამიდან რამდენიმე დეტალი მახსოვდა და ისიც ბუნდოვნად. ოთახიდან გამოვედი და აბაზანისკენ წავედი თვალების ფშვნეტით,როდესაც რაღაც მკვრივს დავეჯახე და წელზე ხელები შემომეხვია. -ალექს?!-ჩემ წინ ალექსი იდგა,ნახევრად შიშველი იყო და თმაზე წყლის წვეთები უბზინავდა,მშვიდად იდგა და მეხვეოდა.-რას აკეთებ?! -ლამაზო თუ ჩემთან ჩახუტება გინდოდა აქამდე გეთქვა. იმ წამს თითქოს ყველაფერი გამახსენდა,ჩემი სიმთვრალე ,წვიმა, ჭექა-ქუხილი,ელენე,ალექსის ხელები,სურნელი,ოჰ....რა კარგი სურნელი ჰქონდა იმ წამს.თითები ჩემს წელს ააყოლა და კისერზე მომეფერა,წამით მომადო ცხვირი ლოყაზე და გაიტრუნა.მეც თვალები დავხუჭე და რამდენიმე წუთი ასე ვიდექით. ნელ-ნელა მომშორდა და გამიღიმა. -ის...ხო...მე უნდა...-სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე და თავი ჩავხარე, რადგან არ მინდოდა ჩემი წითელი ლოყები დაენახა. ალექსმა უბრალოდ ტუჩის კუთხე ჩატეხა...ოჰ რა საყვარლად ჩატეხა...„რეებზე ფიქრობ?" გავუბრაზდი საკუთარ თავს. -სახლში უნდა წავიდე და მოვწესრიგდე.-მითხრა და თვალები შემომანათა. -ხო,რა თქმა უნდა,რამე ხომ არ გინდა? -არა,მადლობა ყველაფრისთვის. -შენ მადლობა. აბაზანიდან რომ გამოვედი,უკვე წასული იყო.სწრაფად ჩავიცვი და სამსახურში წავედი. რთული დღე იყო,უამრავი საქმე მქონდა,მაგრამ აზრებს თავს ვერ ვუყრიდეი,ალექსზე ვფქრობდი,გუშინდელ ღამეზე,იმაზე რომ ელენეს დავურეკე და ზუსტად არ მახსოვდა რა მითხრა. კარზე დააკაკუნეს და ენიმ შემოყო თავი. -ქალბატონო მერი,ორ წუთში თათბირი გეწყებათ. -კარგი ენი მოვდივარ.-ვთქვი და წამოვდექი,კარის გაღებას ვაპირებდი,როოდესაც ალექსი შემოვიდა და ჩვენი სახეები იმდენად ახლოს აღმოჩნა,რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი სახეზე თვალებში ვუყურებდი და ვერ ვინძრეოდი. -ალექს... -მმმ.... -ალექს...ჩვენ... -ხო მერი, ჩვენ... -ჩვენ...გარეთ...თათბირი ალექსმა ხელი წელზე მომხვია და სწრაფად შემომატრიალა, წამში უკვე კედელთან ვიყავი აკრული,მისი სახე კი ჩემს კისერში იყო ჩარგული. -მერი,მერი...შენ... გული ისე მიცემდა,რომ მეგონა ამომვარდებოდა. ალექსი სწრაფად მომშორდა და ისე გაიმართა თითქოს წინა წამს არ მეხუტებოდა: -ქალბატონო მერი,მალე თათბირი იწყება და გელოდებით.-ოთახიდან გავიდა და მეც უკან მივყევი. თათბირი ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბოლოს დაღლილ -დაქნცული წავედი ჩემი კაბინეტისკენ. -მორჩა...გართობა დამთავრდა,შენ არ გცალია ასეთებისთვის, დიდი გოგო ხარ, რა დროს შენი საყვარულობანაა...-ჩემს თავს ველაპარაკებოდი და არც ერთი სიტყვის არ მჯეროდა. მუშაობას შევყევი და როგორც ყოველთვის ყველაზე ბოლოს გავედი სამსახურიდან. -ქალბატონო მერი.-მიკა სიცილ-კისკისით მოვიდა და ხელზე მომეხვია. -მიკა?!ამ დროს აქ რას აკეთებ? -შენ გელოდებოდი.წამო დავლოთ. -არა,არა არავითარ შემთხვევაში.არა,მართლა სიცოცხლეში აღარ დავლევ. -რატომ გუშინ ისე დათვერი რომ ვეღარ მოითმინე და რომეოს კისერზე ჩამოეკიდე? საიდან მიხვდა? -რააა?არააა!რეებს ბოდავ!-ვცადე დამერწმუნებინა. -ერთი წუთით ქალბატონო.ახლა გაწითლდი? -მიკა!გეყო!ხომ მიცნობ?! -უი ხოო,ეგ რამ დამავიწყა,ოთხი წელია აქ ხარ და ისიც კი არ გითქვამს რომ ვინმე მოგწონს. -ხო და ახლა საოცრება მოხდება და სასწაულებრივად მომეწონება ალექსი? -ოჰ ღმერთო, შენში უკვე ეჭვი მეპარება,დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა ვინმე კარგი გოგო გაგაცნო? -მიკააა!-შევძახე და ხელი გამოვტაცე. -ხოო კარგი.რა გადაწყვიტე მიდოხარ ვალენტინობის წვეულებაზე?-უცებ შეცვალა თემა. -არ ვიცი,არა მგონია. -აუუუ,გეხვეწები წამოდი რაა... მიკა მთელი გზა მეხვეწებოდა,რომ წავსულიყავი,მე კი ვაიგნორებდი და ეს უფრო ამწარებდა. -დღეს შენთან ვრჩები და იცოდე... -კარგი დარჩი.ვახშამს შენ მოამზადებ და იცოდე....-გავაჯავრე. სახლში რომ შევედი და მიკა რომ სასტუმრო ოთახისკენ გაემართა,მაშინ გამახსენდა,რომ წინა ღამით იქ ალექსი იყო და შეიძლება რამე დარჩენოდა. -მიკა!-შევყვირე და სასწრაფოდ ჩავხტი მასა და კარს შორის.-მოიცა. -რა ხდება? -არაფერი,მიდი ყავა გამიკეთე. -ყავა?შენ და ყავა? -ხო მიდი უცებ მომინდა. -კარგი...-გაკვირვებული მიყურებდა,მაგრამ მაინც შეტრიალდა და სამზარეულოში შევიდა,მე დრო ვიხელთე და სასტუმრო ოთახში შევძვერი. ყველაფერი მოწესრიგებული იყო და გასვლას ვაპირებდი, როდესაც საწოლზე პატარა ბარათი დავინახე.გავხსენი და კითხვა დავიწყე. „ძილინებისა ლამაზო,ტკბილი სიზმრები" გამეღიმა და მივხვდი რომ ალექსი დატოვებდა, ბარათი ჯიბეში ჩავიდე და მიკასთან გავედი.ცოტა ხანი ვილაპარაკეთ,ფილმს ვუყურეთ,ბოლოს ჩემს საძინებელში გადავინაცვლეთ და კიდევ რამდენიმე საათი ვლაპარაკობდით,ბოლოს ჩახუტებულებს დაგვეძინა. არ ვიცი რა დრო იყო გასული,როდესაც ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა.დავხედე,მაგრამ ნომერი ვერ ვიცანი, შეტყობინება რომ წავიკითხე თითქოს გულმა მიგრძნო ვინც იყო. „გძინავს?" „უკვე აღარ" „ორი წუთით შეგიძლია გამოხვიდე" „სად?" „კართან ვარ...გთხოვ ორი წუთით მხოლოდ" წამოვხტი და თან ვცდილობდი არ მეხმაურა არ მინდოდა მიკა გამეღვიძებინა,კართან მივირბინე და რომ დავინახე, თითქოს წამში გაქრა ყველაფერი, მხოლოდ ის და მე ვარსებობდით. -ვიცი ღამეა და აქ არ უნდა ვიყო,მაგრამ რამდენიმე დღით ქალაქიდან გასვლა მიწევს და მინდოდა უბრალოდ მენახე.-ნაზად მომეფერა ლოყაზე. -ალექს მე... -არაფერი თქვა,უბრალოდ ცოტა ხანი ვიყოთ ასე და ორ წუთში წავალ. ისე საყვარლად იდაგა,ვერ მოვითმინე ახლოს მივედი და ლოყა ლოყაზე მივადე,თან მისი სასიამოვნო სურნელი შევიგრძენი,ალქსმა ნაზად მომხვია ხელი წელზე, მეორეთი კი თმაზე მეფერებოდა. -მერი...მერი...მაგიჟებ და ჭკუიდან გადაგყავარ. არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექით გაუნძრევლად,იმ წამს აღარც სიცივე მახსოვდა და აღარც ის,რომ ეს ასე არ უნდა ყოფილიყო. -ვეღარ ვიგებ რა გინდა.-ყურთან მისი ჩურჩული მომესმა. -არაფერი ალექს,უბრალოდ ყველაფერი. კისერზე მაკოცა და უფრო ძლიერად ჩამეხუტა. -უნდა წავიდე... ვუყურებდი როგორ უჩინარდებოდა სიბნელეში და ჩემს თავს ვეღარ ვცნობდო,ნუთუ მე ვიყავი. თავი 9 როგორც ყოველთვის აივანის მოაჯირზე ვიყავი მოკალათებული, ფეხებს ჰაერში ვიქნევდი და სულაც არ მეშინოდა,რომ გადავვარდებოდი,ვფიქრობდი და შიგდაშიგ ხმამაღლა ვლაპარაკობდი. -არა...მორჩა,გეყო,დღეიდან აღანაირი ალექსი...მორჩა. საბოლოოდ გადავწყვიტე,რომ მისთვის თავი უნდა ამერიდებინა. -გყშინდელი ღამე უბრალოდ ერთი სისუსტის გამოვლინება იყო,სინამდვილეში არაფერს გრძნობ...გეყოს...ალექსი მორჩა. კიდევ დიდხანს ვიჯექი ასე,ნელ-ნელა თენდებოდა გაშმოსვლას ვაპირებდი,როდესაც მიკა გამოვიდა და ხელები ჩემს გვერდით ჩამოაყრდნო. -ისევ არ გეძინა? -ნწ. -ვერ ვხვდები რანაირი ხარ.ეს ჩვევები და უძილო ღამეები. საერთოდ რამდენი ხნის წინ გეძინა სამ საათზე მეტი. -არ ვიცი...კარგი რაა გეყოს ხო იცი,რომ უკვე შევეჩვიე და სხვაგვარად არ შემიძლია. -გეხვეწები გადმოდი არ გადავარდე,ხო იცი რომ მეშინია როცა ასე დამჯდარს გხედავ. გადმოვხტი, ჩემს ოთახში შევედი,სწრაფად გამოვიცვალე და სამსახურში წავედი,უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ არაფერი მოხდებოდა,ალექსისგან თავს შორს დავიჭერდი და ჩვეულ რიტმში გავაგრძელებდი ცხოვრებას. -გამარჯობა ქალბატონო მერი,ბატონი ალექსი სამი დღით შევებულებაშია და ქალაქგარეთ ისვენებს.-ენი ფეხსაცმელების კაკუნით მომდევდა და ცდილობდა ყველაფერი მოეხსენებინა, სანამ კაბინეტში შევიდოდი. -დიახ ენი ვიცი,ბატონმა ალექსმა გუშინ ყველაფერი მომახსენა. -დღევანდელი თქვენი განრიგი.—მითხრა და ბლოკნოტი მომაწოდა. კაბინეტში შევედი და რომ გავთავისუფლდი კაფეტერიას მივაშურე,რადგან საშინლად მომინდა წვენი. -აუუ ნეტა როდის ჩამოვა.-მესმოდა გვერდით მაგიდასთან მჯდომი გოგოების ხმა -არ ვიცი,გუშინ კლუბში იყო და შემდეგ უეცრად წავიდა. -რატო რა მოხდა. -არ ვიცი,მთელი საღამო გაღიმებული დადიოდა და ეტყობოდა რომ რაღაცაზე ფიქრობდა. -მე უფრო მგონია,რომ რაღაცაზე კი არა ვიღაცაზე.-ჩაიცინა ქერამ. -არაა...ამდენი ხანია აქაა და ჯერ ერთი შეყვარებულიც არ ჰყოლია, მითუმეტეს იმ ამბის შემდეგ. -აუ ხოოო,როგორ მეცოდება,რამდენი რამის გადატანა მოუწია. -ხო და თან საზოგადოებაში არაფერს იმჩნევს.-მაინტერესებდა რას გულისხმობდნენ,მაგრამ მეტის მოსმენა ვეღარ შევძელი რადგან ადგნენ და გავიდნენ, მე კი ჩემს კაბინეტში დავბრუნდი. სამი დღე სწრაფად გავიდა,სამსახურიდან პირდაპირ სახლში წავედი. მალე მიაკც შემომიერთდა და ფილმის ყურება დავიწყეთ. -მიკა... -მმმმ...-ეკრანს თვალს არ აცილებდა. -მისმინე -გისმენ. -გუშინ ალექსი იყო მოსული. -რაა?-ახლა მართლაც დააინტერესა და მთლიანი სხეულით შემობრუნდა. მე ყველაფერი მოკლედ მოვუყევი ჩვენი გაცნობიდან დაწყებული, სამი დღის წინანდელი ღამით დამთავრებული. -ანუ დაგემშვიდობა? -ხო...არ ვიცი რა იყო... -რა რა იყო!ბიჭმა გითხრა მომენატრებიო. -მასე არ უთქვამს. -ხო კარგი,გაგრძნობინა. -არ ვიცი რა გავაკეთო, არც ის ვიცი რა მინდა. -არა მე კი გეტყოდი რაც გინდა მაგრამ... -რა? -რას ვერ ხვდები სიყვარული,რომანტიკა,დრამა გინდა გოგო შენ... -არა, არა...ხომ იცი...არა...არა -რა?რა ვიცი? -ის... -მერი,ოთხი წელი გავიდა -მეშინია.-ვუთხარი და ჩავეხუტე. -ვიცი...ვიცი,რომ დრო გჭირდება,მაგრამ ყოველთვის შეგიძლია მომიყვე. -არ შემიძლია... -კარგი,კარგი არაუშავს.უბრალოდ კარგია, რომ ის მაინც ვიცი ასე სიყვარულის გამო რომ ხარ. -მაპატიე,ვიცი რომ ის ისტორია დიდი ხნის წინ უნდა მომეყოლა, მაგრამ არ შემიძლია...-ახლა უკვე ცხარე ცრემლით ვტიროდი.- აღარ შემიძლია... ცოტა ხანი ერთმანეთს ვეხუტებოთ,მე ვტიროდი ის კი თმაზე მეფერებოდა. -ადექი.-მითხრა და ფეხზე წამოხტა. -რა? -მიმყავხარ. -სად?-ვლუღლუღებდი და თან ცრემლებს ვიწმენდდი. -იქ სადაც გიყვარს ყოფნა. მხოლოდ ერთი ადგილი მომდიოდა თავში და რა თქმა უნდა, მიკამაც ნახევარ საათში სწორედ იქ მიმიყვანა. თვალი მოვავლე სავარჯიშო დარბაზის შეთეთრებულ კედლებს, ჰაერში ოფლის და სადეზიმფექციო ხსნარის სურნელი იგძნობოდა,ეს ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილი იყო ხშირად მოვდიოდი და ვვარჯიშობდი. მიკა ძირითადად იჯდა და მიყურებდა. -მიდი გამოიცვალე და დაიწყე.-მითხრა და იქვე ჩამოჯდა. -შენ? -რა მე?აქ იმიტომ ვარ რომ გეჭორავო.-ისე შეიცხადა თითქოს იმ წამს მსოფლიოში ყველაზე სულელური რამ მეთქვას. სიცილით წავედი გასახდელისკენ,სწრაფად გამოვიცვალე და დარბაზში დავბრუნდი.მიკა ვიღაც ბიჭს ესაუბრებოდა, ვერ ვხედავდი, სახე არ უჩანდა,ამიტომაც გავიარე და სარბენი ბილიკით დავიწყე,შემდეგ რგოლზე ჩამოვეკიდე,მოვდუნდი და მესიამოვნა. -გამარჯობა.-უცხოს ხმა მომესმა და აშკარად მე მელაპარაკებოდა. -გამარჯობა...გიცნობთ? -არა...უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ კარგად გამოგდის მაგ რგოლზე ტრიალი. -მჰჰ.... -მე ოლივერი ვარ. -კარგი.-ახლა არ მქონდა დრო ბიჭებთან ფლირტაობისთვის. -შემიძლია რამდენიმე მოძრაობა მეც გაჩვენო. -არა მადლობა. -მოდი აქ.-მითხრა,ხელები შემომხვია და იატაკზე ჩამომსვა. -ხელები გასწიე.-ვუთხარი მკაცრად. -რა იყო ლამაზო,ნუ უხეშობ. -გამიშვი_მეთქი.-მან კიდევ უფრო შემომხვია ხელები. გავბრაზდი და ბიჭს ძლიერად დავარტყი ნერვში,რამაც ცოტა ხანი პარალიზებული გახადა და ახლა მეორე მხრიდან შევუტიე,წამებში ის იატაკზე იყო გაშხლართული,მე მისი ხელი მეჭირა და ხერხემალზე ფეხს ვაჭერდი,ადგომას ცდილობდა,მაგრამ უშედეგოდ,უეცრად ტაშის დაკვრის ხმა მომესმა და რომ ავიხედე,გაღიმებული ალექსი მომხვდა თვალში. -აი ამას ჰქვია ჩხუბი.-მაშინვე ვიგრძენი, რომ მომნატრებოდა და მიხაროდა,რომ ვხედავდი.ის თვალებაციმციმებული მიღიმოდა და არც მე ვაკლებდი თვალისმომჭრელ ღიმილს. თავი 10 -ალექს?!მმმ.ბატონო ალექს აქ რას აკეთებთ? -ვქარგავ!რას უნდა ვაკეთებდე სპორტულ დარბაზში?! -მეგონა ქალაქგარეთ იყავით. -დღეს ჩამოვედი. -კარგად დაისვენეთ? -მეგობართან და მის საცოლესთან ერთად ვიყავი,ცხენებით ვისეირნეთ და ღვინის მრავალი სახეობა დავაგემოვნეთ. -აუუუ...მომენატრა ჯირითი. -ჯირითობთ კიდეც?-გაეცინა. -კი, რა თქმა უნდა და ძალიანაც მიყვარს. იატაკზე გაწოლილმა ბიჭმა წამოიკვნესა. -უი,დამავიწყდი.-პირზე ხელი დემონსტრაციულად მივიფარე. ფეხი ავიღე,ბიჭი კი წამოდგა და წამში გამეცალა,მე რგოლისკენ წავედი და პირვანდელ ფორმას დავუბრუნდი. -ხანდახან მგონია,რომ ეს ასე რამეს მოიტეხავს.-მიკა გამოჩნდა,რომელმაც ჩემს დანახვაზე თავის ქნევა დაიწყო. -მე კი მეგონა უკვე შევეჩვიე—მეთქი და ყოველ ჯერზე ახალი რაღაცეები მოსდის თავში. -აბა! არ თქვა,ორი წლის წინ ხიდის კიდეზე იჯდა...ისე იცი რომ მოაჯირებზე ჯდომა უყვარს?-ჰკითხა მიკამ ალექსს. -კი,რომ დავინახე გული გამისკდა. -შენ მე მკითხე!...ხო და იმ ხიდიდან წყალში ჩავარდა და ხელი მოსტყდა. -რაა? -ხო და შემდეგ ისე იძახდა არაფერია გადავიტანო თითქოს იმ წამს უბრალოდ ეკალი შეერჭო თითში. -შემდეგ?-ალექსი აშკარად დაინტერესებული ჩანდა,მე ამოვიგმანე და ჩარევა ვცადე. -კარგი გეყოთ,ხელი ვის არ მოუტეხავს. -ხო აბა რაა,ხშირია შენნაირი ჩვევების მქონე ხალხი.-მიკამ თვალები გადაატრიალა. -მორჩა—თქო.-რგოლიდან ჩამოვხტი. გასახდელში შევედი რომ გამომეცვალა,კარის გაღების ხქმა რომ გავიგე,ვიფიქრე რომ მიკა იქნებოდა,ამიტომაც ისე დავიწყე ჩხუბი არც კი შევბრუნებულვარ. -რეებს ყვები გოგო,ან საერთოდ რამ გადაგაწ...-წელზე ძლიერი ხელები შემომეხვია და ყურში ჩამჩურჩულა. -მომენატრე... იმ წამს ვეღარაფერზე ვრეაგირებდი,ალექსი კი იგა და მეხვეოდა. წამში მოვედი გონს და თავს შევუძახე.„მარიამ!მოშორდი,ეუხეშე, რამე უთხარი". -ხელები.-ხელებზე დავარტყი. -მერი... -ვიცვლი ბატონო ალექს და თუ შეიძლება გაბრძანდით.- შემოვბრუნდი. უცნაურად შემომხედა. -რა დავაშავე? -შენი აზრით?!აბა მომენატრე და ხელის შემოხვევები რა იყო? -თავიდან ვიწყებთ? -რას? -კარგი როგორც გნებავთ,ქალბატონო მერი.-ალექსი ოთახიდან გავიდა. გაბრაზებული იყო აშკარად,რადგან როცა გავედი წასული დამხვდა. -რა უთხარი გოგო ასეთი?-მომვარდა მიკა. -ვის? -რა ვის!ალექსს!გიჟივით გამოვარდა და წავიდა. -ვუთხარი,რომ ზედმეტები მოსდიოდა. -და რა გააკეთა ასეთი? -მითხრა მომენატრეო. -მერე?მორთე ისტერიკა?ბავშვივით იქცევი! -მეე?არაფერიც!მე უკვე გადავწყვიტე,რომ არაფერი არ მოხდება, მე უფროსი ვარ ის კი ჩემი პარტნიორია,მეტი არაფერი. -ნეტა შენი სიტყვების თავად მაინც გჯეროდეს. -დიახაც მჯერა. -კარგი გვეყო,წამო რა ჩემთან დარჩი.-მთხოვა მან. -წამო. ის ღამე მიკას სახლში გავატარე,ჯერ ფილმს ვუყურეთ, შემდეგ ორი საათი ვისაუბრეთ გაუთავებლად,ბოლოს ორივეს ჩაგვეძინა.მეორე საღამოს მიკას დავემშვიდობე და სახლში წავედი,მისაღებში დივანზე მჯდარი ალექსი დავინახე,სახე ხელებში ჩაერგო თავიდან შევშფოთდი,შემდეგ მივედი და სიბნელეში გვერდით მივუჯექი. -მერი...-თვალცრემლიანმა შემომხედა და მომეკრო. -ალექს?!რა გჭირს?!ცუდად ხარ? -მე არა...ჩემი მეგობარი საავადმყოფოშია...ავარიაში მოყვა და მძიმედაა.-ალექსი ხმამაღლა მოთქვამდა. -ალექს,ალექს შემომხედე.მიყურე,ყველაფერი კარგად იქნება.-სახე ხელებით დავუჭირე და ვაიძულე,რომ შემოეხედა. -არ ვიცი,ყველაფერი ცუდადაა,გუშინ დარბაზიდან რომ გამოვედი დამირეკეს და შემატყობინეს,რომ საავადმყოფოში იყო და სასწრაფოდ უნდა მივსულიყავი. -ოჰ ალექს. -მაპატიე...მაპატიე აქ არ უნდა მოვსულიყავი,წავალ.-თითქოს იმ წამს გონზე მოეგო და ადგომა სცადა,მაგრამ დავიჭირე და არ გავუშვი. -არა,ალექს. არ წახვიდე იყავი,კარგია რომ ჩემთან მოხვედი. -არა მერი,შენ არ გესმის,მე აქ არ უნდა ვიყო.ასეთს არ უნდამხედავდე. -მაგრამ აქ ხარ და ახლა უკვე აღარ გეკითხები,რჩები,მორჩა და გათავდა დღეს აქ დაიძინე. ალექსი მოწესრიგდა,შხაპი მიიღო და გამოიცვალა,მე ჩაი მოვამზადე, წყნარად დავსხედით დივანზე,ფეხები ავიკეცე და კომფორტულად მოვკალათდი. -მომიყევი. -რაზე? -შენს მეგობარზე,როგორ გაიცანით ერთმანეთი? -ჩვენი მამები მეგობრობდნენ და პატარაობიდან ვიცნობდი, ყოველ ზაფხულს მივდიოდი მასთან,ახლა თვითონ ჩამოვიდა და თან თავის საცოლეც ჩამოიყვანა. ალექსი ხშირად დგებოდა და საავადმყოფოში რეკავდა. -გამარჯობა,როგორაა?...არ ვიცი...შენ როგორ ხარ...წადი სახლში და ახლა მე მოვალ...არ რა პრობლემა...კარგი,როგორც გინდა,კარგი, კარგად. ძირითადად ასეთი საუბრები იმართებოდა მასა და მისი მეგობრის საცოლეს შორის. -როგორაა?-ვკითხე მე. -ისევ ისე. -კარგი და ახლა რა ვქნათ? -რა ვიცი შენ მითხარი. -მოდი რამე წავიკითხოთ.-შევთავაზე უცებ. -ერთად? -კი. -კარგი. წიგნი გადმოვიღე და მას ვთხოვე წაეკითხა,გაუკვირდა,როდესაც მისი ხელი ავიღე და შემოვიხვიე. გავინაბე და მის ხმას ვუსმენდი, არ ვიცი რამდენ ხანს ვისხედით ასე, ბოლოს უკვე ორივეს ღრმად ჩაგვეძინა. თავი 11 დილით მზის სხივებმა გამაღვიძა,დივანზე ვიწექი ალექსი ჩემს გვერდით არ იყო ამიტომაც მისი ძებნა დავიწყე, ბოლოს აივანზე ვიპოვე მოაჯირზე იყო მიყრდნობილი და სიგარეტს ეწეოდა. -არ ვიცოდი თუ ეწეოდი.-ვუთხარი და აივანს გადავევლე. -ღმერთო...-წამოიძახა ალექსამა და შეშინებულმა მომკიდა ხელი,შემდეგ კი თითქოს გამოერკვა და ნელა წაიღო უკან.- მაპატიე დამავიწყდა.-შემდეგ სიგარეტს დახედა და მითხრა.-არ ვეწევი. -შენი მეგობარი როგორაა? -კარგად. -როდის აპირებ წასვლას და მონახულებას? -არ ვიცი,ჯერ სამსახურში უნდა წავიდეთ და ვიფიქრე შესვენებაზე გავუვლიდი. -ხომ იცი,რომ წამოსვლა საჭირო არაა. -ვიცი,მაგრამ ახლა მაინც არ იქნება გამოფხიზლებული,მე კი საავადმყოფოებს ვერ ვიტან.თან ისე დგომა და ლოდინი უარესია. -ჯამრთელობის მდგომარეობა როგორია? -სტაბილურად.გუშინ რომ ჩაგეძინა საავადმყოფოდან დამირეკეს და წასვლა მომიწია,ვნახე, ჯერ არ გაუღვიძია,მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. -კარგი,მოვწესრიგდები და წავიდეთ.—აივნის მოაჯირიდან მარტივი მოძრაობით შევხტი სახლში. -არ გეშინია?-მკითხა უეცრად. -იმის რომ გადავვარდები? -არა...სიკვდილის.-უკან მივბრუნდი, გვერდით დავუდექი და ხელბით მოაჯირს დავეყრდენი. -არა. -ასე უბრალოდ? -ხო ასე უბრალოდ. -უცებ რომ გადავარდე? -არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი. -აქამდე გადავარდნილხარ? -ხო,მიკამ ხომ მოგიყვა. -კი,მაგრამ სხვა დროსაც,როდესაც უფრო სერიოზული რაღაც მოგსვლია? -კი. -მომიყვები? -არა.-ვუთხარი და აბაზანაში შევედი,იქიდან გამოსული თეთრი ხალათით წავედი საძინებლისაკენ,თმას პირსახოცით ვიშრობდი,როდესაც ალექსის ხმა გავიგე. -მერი...ღმერთო,ეს ის დამწვარია?-შეშინებული მომვარდა და გადაწეული ხალათი მკლავზე უფრო გადამიწია.-ეს მაშინ ყავა რომ გადმოგესხა იქიდან გაქვს? -არა...შეეშვი და ეგ ის დამწვარი არაა.-ვუთხარი და მოვშორდი. -მივხვდი...ყავით ასეთ დამწვრობას ვერ მიიღებდი.საიდან გაქვს? -შენი საქმე არაა!-დავუღრიალე და ოთახიდან გავვარდი. -რატომ გარბიხარ?! -შენი საქმე არაა—თქო. -მითხარი მერი!-ალექსმა ხელი მომკიდა და თავისკენ შემომაბრუნა. -რა გითხრა ალექს?!-დავიწყე ყვირილი,თავს ვეღარ ვაკონტროლებდი.-მითხარი რა გითხრა?!გინდა რომ ორი კვირის ნაცნობს ყველაფერი მოგიყვე და ჩემი ყველაზე ბნელი კარი გაგიღო?!ჰა?!რა გინდა!რა?!რას მთხოვ?!ისედაც ბევრი იცი უკვე! ადამიანებს არ ვენდობი!ასეთი ვარ და ვერაფერი გამომასწორებს! მსოფლიოში ყველაზე გიჟ ადამიანს გადაეყარე და გინდოდა ეს გაგეგო?!კარგი,მიდი და თუ გაუძლებ გაჩვენებ!-მაისური ავიწიე და ჩემი პირველი ღრმა ჭრილობის ნაიარევი ვაჩვენე.-აქ კანი სამი წლის წინ გამეხია,როდესაც მესამე სარტულიდან გადავვარდი და ხის ტოტს დავეჯახე.-ახლა წელისკენ გავაქანე ხელები.-აი ეს რამდენიმე თვის წინანდელია.- თან იმ ჭრილობაზე ვანიშნებდი,რომელიც სულ რაღაც ორი ან სამი თვის წინანდელი იყო და საშინლად გამოიყურებოდა.მეორე მხარს ვაპირებდი მაისურის აწევას,როდესაც ძლიერი ხელების მოხვევა ვიგრძენი და ალექსის მკლავებში ჩამიკარგე. მოვიკეცე და ისიც გამომყვა,ახლა უკვე იატაკზე ვისხედით მე კი ალექსის მკლავებში ვტიროდი.-ბოდიში...მაპატიე,არ მინდოდა...არ ვიცი რა დამემართა. -ჩუუ...ლამაზო,არაფერი დაგიშავებია.-ალექსი თმზე მეფერებოდა და ცდილობდა,დავემშვიდებინე.-ჩუ... არ ვიცი,რამდენ ხანს ვისხედით ასე,დროის შეგრძნება დავკარგე აღარაფერი მახსოვდა. -ვერ ვიგებ მერი,ვერაფერს ვიგებ.თუ ამხელა ტკივილს გაყენებს ამას რატომ აკეთებ? -ალექს,შენ არ გესმის და ვერ გაიგებ...მე...მე მიყვარს,როდესაც ჩემს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მხოლოდ ის აივნის მოაჯირია. -გადარეული ხარ...ვერ გიგებ...მაგრამ ვეცდები გაგიგო. -ახლა რა ხედება?-ვკითხე ისე,რომ თავი არ ამიღია. -წარმოდგენა არ მაქვს...არანაირი ლოგიკური ვარაუდი.-ის ჩემი თმის ფერებას განაგრძობდა. კიდევ დიდ ხანს ვისხედით ასე. -სამსახურში უნდა წავიდეთ.-ვთქვი მე და წამოვდექი. -დარწმუნებული ხარ? -სრულებით. -კარგი,მე ქვევით დაგელოდები. გავემზადე და ქვევით ჩავჯექი,ალექსი მანქანასთან მელოდა,რომ მივუახლოვდო კარი გამიღო.მე მის ამ ჟესტს ყურადღება არ მივაქციე და უკანა სავარძლისაკენ წავედი. -კიდევ?-მკითხა მან -რა?-თავი ისე მოვაჩვენე რომ თითქოს ვერაფერი გავიგე.მან მანქანას მოუარა და მძღოლის ადგილი დაიკავა. -ერთ დღესაც დავიმსახურებ ქალბატონო მერი და თქვენ მანდ კი არა წინ იჯდებით ჩემს გვერდით.-მითხრა და სათვალე გაიკეთა. მთელი გზა ისე გავიარეთ,რომ არც ერთს არ ამოგვიღია ხმა. მანქნა კომპანიასთან გააჩერა და ორივე გადავედით.ჩემს მძღოლს ანიშნა, რომ მანქანა წაეღო.მე ლიფტში შევედი და ისიც უკან მომყვა,დავინახე როგორი მოწყენილი სახით იდგა,ვერ მოვითმინე და ლოყაზე მოვეფერე. -არ ინერვიულო...კარგად იქნება... მან ჩემს ხელს თავი დაადო.მე სწრაფად წავიღე ხელი უკან და ვეცადე საქმეზე გადამეტანა ყურადღება. -ორ კვირაში დიდი ჩვენება იმართება და რა თქმა უნდა,ჩვენი კომპანიაც იღებს მონაწილეობას.... -მერი...კარგად ხარ?-ალექსმა დარდიანი თვალებით გამომხედა. -ბატონო ალექს,თუ შეიძლება საქმეზე კონცენტრირდით და დაივიწყეთ დილით მომხდარი. -კი მაგრამ... -ბატონო ალექს,აქ მე პროფესიონალიზმს მოვითხოვ და თუ შეიძლება ისე ნუ იზავთ,რომ იმედები გამიცრუოთ. -კარგი,აქლბატონო მერი.-ხმაში წყენა ემჩნეოდა. -როგრორც ვამბობდი,ეს იქნება წლის ერთ-ერთი საუკე...-წინადადება მიკამ გამაწყვეტინა,რომელც უეცრად გაჩნდა. -მერი!გთხოვ მერი,არ გინდა გეხვეწები ხომ შეიძლება იქ...-ამ დროს ალექსი შეამჩნია და წამში დადუმდა. -რა ხდება?-იკითხა ალექსმა. -არაფერი! -უბრალოდ ხომ იცი... ქალური საკითხები.-თქვა მიკამ. -კარგი,მაშინ მე ხელს აღარ შეგიშლით.მოგვიანებით ვისაუბროთ ქალბატონო მერი.-თქვა ალექსმა და დაგვტოვა. -რაოოო?რა ქალბატონო მერიო?გადაირია დილიდან?-გაუკვირდა მიკას -არა,მე ვუთხარი,რომ ასე უნდა მომმართოს. -გეფიცები რაა შენზე გადარეული არავინ მინახავს.ბიჭის მოსწონხარ შენ კიდე ქალბატონი დამიძახეო! -მიკა გეყო! -კარგი,ამ საკითხს შემდეგ მივიბრუნდებით.-თქვა მიკამ. -ახლა რაა? -რა და გეხვეწები რაა,გთხოვ არ მიიღო მონაწილეობა იმ დაწყევლილ რბოლაში,იცი რა საშიშია,უცებ ვინმე რომ დაგეჯახოს...ჩემზე არ ფიქრობ? -მიკაა!თავიდან იწყებ? -ხო გთხოვ რაა გეხვეწები არ გინდა. -მიკა ტყუილად მეხვეწები,მაინც ვერ გადამაფიქრებინებ. -რატომ ხარ ასეთი მაზოხისტი?რატომ ილტვი ასე სიკვდილისაკენ მაინც ვერ გავიგე.-არ ცხრებოდა. -მიკა! -კარგი ხოო,მაშინ მეც მოვდივარ. -არა.-ვუთხარი მკაცრად. -რატო? -იმიტომ რომ, სუსტი ხარ.იქ შენნაირების ადგილი არაა. -კარგი. -კარგი?ასე უცებ დამთანხმდი?—გამიკვირდა. -მე ვიგულისხმე, კარგი მაშინ სხვასაც წამოვიყვან—თქო. -მიკა! -რა იყო?ვინმე ძლიერს ვიპოვი და წამოვიყვან. -გიჟი ხარ. -ვიცი,მაგრამ ეგ არაფერია იმსთან შედარებით,რის გაკეთებასაც დღეს აპირებ. -გეყო მიკა!პირველად ხომ არ ვაკეთებ?!მორჩა, საქმე მაქვს და ისე რომ იცოდე არსადაც არ მოდიხარ. -მორჩა მიკა...გეყოს მიკა...მოვდივარ_მეთქი-მითხრა და კაბინეტიდან სწრაფად გავიდა.მალე ჩემმა ტელეფონმა დარეკა. -როგორ არის ჩემი გოგო?-ტელეფონში ჯონათანის ხმა გაისმა. -რამ შეგაწუხა?-ვკითხე მკაცრად. -კარგი რა პატარა,დღეს შენ გაიმარჯვებ და წამო რა ჩვენს ბარში ავღნიშნოთ.მე,შენ და ჩვენი ბიჭები. -და,რომ ვერ გავიმარჯვო. -არა პატარა,არც კი გაბედო წაგებაზე ფიქრი,აქ ყველა შენზე დებს ფსონს. -ვერ გავიგე რისთვის მირეკავ. -მეგობარმა რომ მოგიკითხოს არ შეიძლება? -ჯონათან!მე ვიცი შენი ოინები თქვი რა გინდა... -ხო იცი შენზე როგორ ვგიჟდები,შენ რომ არა... -ნუ მეპირფერები და საქმეზე გადადი.-გავაწყვეტინე. -კარგი,მოკლედ დღეს ფსონი შენზე ძალიან მაღალია,აქ არიან ისეთი ადამიანები,რომლებსაც შეუძლიათ უფრო მარტივად გაგამარჯვებინონ,მიკლე გზები,ჩანაცვლება...ხომ გესმის პატარა... -არა. -რა? -არა.ვერ გაიგე?არა. -ჯერ დაფიქრდი კარგი შემოთავა... -გეყო.საქმეები მაქვს,საღამოს შევხვდებით. -მერი,იცოდე ბევრს კარგავ. გავუთიშე და საქმე გავაგრძელე. თავი 12 ************** ალექსი ************** ისევ დილანდელზე ვფიქრობდი და მექანიკურად ვმოძრაობდი, კაფეში ჩავედი ყავის დასალევად და დასასვენებლად,მაგრამ ვინ გაცადა?ნიკო (კომპანიის ერთ-ერთი მოდელი) მოვიდა და დაიწყო რაღაც უაზრობებზე ლაპარაკი. -ალექს,როგორ ხარ?-მომესალმა. -კარგად შენ? -კარგად....კარგად გამოიყურები. -გმადლობ...შენც მშვენივრად გამოიყურები.-„დაიწყო " გავიფიქრე და მოვემზადე უაზრო ისტორიისათვის. -აუუ იცი რა უნდა მოგიყვე?! გუშინდელი დღე დაქალთან ერთად გავატარე,ფილმებს ვუყყრებდით და სელფებს ვიღებდით.-არც ნიკომ დააყოვნა ჩემი წამება. -მმმმ.... -მოიცა შენ მთავარი არ იცი შეყვარებულს დაშორდა და....-ის თავის მეგობარსა და მის შეყვარებულზე მიყვებოდა რაღაცას, მაგრამ საერთოდ ვერ ვუსმენდი,რადგან იმ წამს მერი შემოვიდა როგორც ყოველთვის,თავისი საყვარელი წვენი შეუკვეთა და ისე მიუჯდა მაგიდას ჩემსკენ არც გამოუხედავს. ანდრეა დავინახე, რომელმაც გვერძე გაგვიარა. -გამარჯობა ანდრეა როგორ ხარ?-გამიხარდა მისი დანახვა. -ალექს!კარგას შენ? -კარგად. -როგორ გაატარე შვებულება? -კარგად,მშვენივრად. -ოჰ მიხარია,მომიყევი...წამოდი გარეთ გავიდეთ...სუფთა ჰაერზე. -აუუუ,ალექსსს....-დაიწყო ნიკომ და ხელები შემომხვია.-ჯერ არ დამისრულებიააა.... -შემდეგში მომიყევი კარგი?-ვუთხარი ანდრეას ხელი ჩავკიდე და გავედი.გზაში მერის თვალებს წავაწყდი,ჯერ ჩემი და ანდრეას ჩაკიდულ ხელებს შეხედა,შემდეგ მე შემომხედა და მათში წამში ცეცხლი დავინახე.წინ მიიხედა,თითქოს ორი წამის წინ ასეთი თვალებით არ მიყურებდა და მშვიდად განაგრძო წვენის დაგემოვნება. -დაიწყე...-თვალებში შემომციცინა ანდრეამ. -რა?-დაბნეული ვიყავი. -როგორ გაატარე შვებულება. -ააა...მეგობართან და მის საცოლესთან ერთად ვიყავი ქალაქგარეთ. -შემდეგ? -მაპატიე უნდა წავიდე საქმეები მაქვს. -ოჰ...კარგი.-მითხრა და დამშვიდობების ნიშნად გადამეხვია. წასვლას ვაპირებდი,როდესაც ფეხსაცმლის ხმა გაისმა დერეფანში და მერი გამოვიდა. -უ...უკაცრავად.-„მკვლელი" თვალებით შემომხედა და სწრაფად გაგვშორდა. -რაო?-გაშტერდა ანდრეა. -არაფერი...არ მიქციო ყურადღება.-ვუთხარი და მერის გავეკიდე. -მერი...-დავუძახე და ისიც წამში შემოტრიალდა. -დიახ ბატონო ალექს რამე გნებავთ?-მკითხა სერიოზული სახით,მაგრამ მის თვალებში სწორედ ის ცეცხლი დავინახე,რაც რამდენიმე წუთის წინ. -შენ არასწორად გაიგე...ჩვენ უბრალოდ...-დავიწყე ახსნა. -არაფრის ახსნა არ არის საჭირო ბატონო ალექს. -კი მაგრამ... -თქვენ ზრდასრული ადამიანები ხართ, არაფერს არ უნდა მიხსნიდეთ... -მერი...ისე არ იყო როგორც იფიქრე... -გეყო!ალექს გეყო!მე რატომ მიხსნი?!შეყვარებული ვარ?მეგობარი?-გაბრაზდა. -მერი...მე... -თუ სხვა საქმე არ გაქვს წავალ.- მიბრუნდა და დერეფანს გაუყვა. -სიმართლე გითხრა მაქვს.-დავეწიე და შემოვაბრუნე. -გისმენ. -ვერ გავიგე...ვერაფერი გავიგე...დილით ის ნაიარევები...შენ... ჩვენ...ვერაფერს ვიგებ...ერთ წუთს აქ ხარ,მეორე წუთს მიდიხარ...ვერ გიგებ...ამოუცნობი ხარ.-ვუთხარი, სახე ახლოს მივუტანე,ცხვირი ლოყაზე დავადე და მისი სუნი შევიგრძენი. -გეყო...გეყო ისე მოქცევა თითქოს მე ყველაფერი ვიცოდე და გიმალავდე,ოთხი წელია...გესმის?ოთხი წელი რაც ვართ მარტო მე და მიკა და ამ დროს ჩნდები შენ...შენი აზრით მე მესმის რამე?!- სწრაფად წავიდა,ისე რომ სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარი. ახლა მხოლოდ ერთი ადამიანი თუ მიშველიდა,დერეფანი გავიარე და მიკას ოთახისკენ ავიღე გეზი. -მიკა...-დავაკაკუნე და შევედი. -ალექს?!რა მოხდა?! -შენი აზრით? -გადამრევთ რაა...ახლა რაო? -რა და...მე და ანდრეა დაგვინახა ჩახუტებულები და უეჭველი სხვა რაღაც იფიქრა,გავეკიდე მინდოდა ყველაფერი დამელაგებინა და იმან უარესად ამრია. -რაა?აბა რა უნდა ეფიქრა?გეჩხუბა? -ოჰ...არა,ხო იცნობ„ბატონო ალექსო" და დაიწყო თქვენობით ლაპარაკი. -დაანებე,დღეს რთული დღეა და ნერვებზეა მოშლილი. -რატო რა ხდება. მიკას სახე გაუნათდა და ფეხზე წამოხტა. -ალექს... -ხო... -რაღაც უნდა გთხოვო. ********** მერი ********** სასწრაფოდ მოვშორდი ალექსს და კაბინეტში წავედი.არ ვიცი რა დამემართა,როდესაც ის და ანდრეა ერთად დავინახე,დიდი ხანია ეს გრძნობა არ გამჩენია.დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე. -არა...არა მერი,გეყო დღეს არა...არაფერს უნდა მისცე უფლება ყურადღება გადაგატანინოს. ჩემი ნივთები ავიღე და კომპანიიდან გამოვედი,იქიდან პირდაპირ სახლში წავედი გამოვიცვალე,მოტოციკლი გამოვიყვანე და ვერც კი გავაცნობირე როგორ აღვმოვჩნდი სტარტის ხაზთან. -შეჯიბრება თხუთმეტ წუთში დაიწყება-გამოაცხადა ვიღაცამ. -ჯონათან. -ლამაზი მოტოციკლია. -ვიცი.რა გინდა? -დილანდელ შემოთავაზებაზე იფიქრე? -არა. -მერი... -არ მცალია...-ვთქვი და სათვალე გავიკეთე. -კარგი,როგორც გინდა,მაგრამ იცოდე,რომ ბევრს კარგავ.-მიხრა და წავიდა. გარემო მოვათვალიერე და უეცრად მიკა დავინახე. -მიკა?! -მოვედი... -რა მოხვედი,დროზე ადექი და წადი აქედან. -არა,არა გეყო!თუ არ დამემორჩილები,იმის უფლება მაინც მაქვს,რომ გიყურო. -მიკა,ამას შენთვის ვამბობ,აქ საშიშია. -არ ვარ მარტო. -ვინ არის შენთან ერთად? -იცოდე არ დაპანიკდე. -მიკა?! -ალექსი წამოვიყვანე. -რა ქენი?! -ხო რა იყო. -მიკა!ხომ გითხარი არავის უთხრა—თქო. -აბა რა მექნა,მითხარი იქ საშიშიაო და ვინმე ხომ უნდა წამომეყვანა. -მერე რაღა ალექსი წამოიყვანე.ან სადაა? -იცვამს. -რას შვრება. -იცვამს.მერი,მისმინე...უფრო მშვიდად ვიქნები,თუ შენს უკან იჯდება. -არა...გამორიცხულია...შანსი არაა...ვერ დამეხმარება,პირიქით... -კარგი რაა,დავიღალე უკვე. -არა—მეთქი მიკა...ა რ ა! -ღმერთო რა ჯიუტი ხარ. -კარგი,წავედი მე და უთხარი მაგ ვაჟბატონს კარგად მოგხედოს, თორემ თუ რამე დაგემართა ჩემი ხელით დავახრჩობ.-გამეცინა. -ხო აბა რაა... იქვე მდგომ მანქანაზე ჩამოვჯექი და წანში ალექსიც მომიჯდა გვერდით. -ახლა რაა?-დავიწყე მე. -არ მაინტერესებს რა გინდა და რა არა,მოგყვები. -ხოო?მე კი ის არ მინტერესებს შენ რა გინდა...ან საერთოდ აქ რას აკეთებ, წაბრძანდი შენს ანდრეასთან დარწმუნებული ვარ უკეთესი საქმე გექნება, ვიდრე აქ ჩემთან ერთად ჯდომაა. -შეწყვიტე მერი!ხომ გითხარი,რომ არაფერია ჩვენს შორის და საერთოდაც,აქ იმისთვის არ ვარ,რომ ვიჩხუბოთ. -კარგი,მაშინ არ ვიჩხუბოთ. -არ ვიცოდი მოტოციკლს თუ ატარებდი.-სწრაფად შეცვალა თემა.- დიდი ხანია რაც რბოლებში იღებ მონაწილეობას? -კი. -რა არის მერი რა ლაკონური პასუხებია. -აბა რა გითხრა?მე მერი მარშალი უკვე ხუთი წელია მოტოციკლს ვატარებ და ოთხი წელია ვიღებ რბოლებში მონაწილეობას.ასე კარგია? -კიდე გაბრაზებული ხარ? -რაზე? -იცი რაზეც გეკითხები. -რბოლა იწყება უნდა წავიდე.-ვთქვი და მოტოციკლისკენ წავედი. -წარმატებები. -მადლობა.რომ მორჩება პირდაპირ ვაპირებ წასვლას,მიკა მანქანაში ჩასვი და სახლში მიიყვნე. -კარგი...ფრთხილად იყავი.-ალექსმა ლოყაზე მაკოცა და ისე სწრაფად წავიდა,რომ ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი თავი 13 *************** ალექსი *************** ხმაური შეწყდა და იქვე დროშით ხელში გოგონაც გამოჩნდა. -სამი...ორი...ერთი.-დროშამ ჰაერში აიფრიალა და მოტოციკლები ადგილს მოსწყდნენ.-ხალხის ხმამამ ნელ-ნელა იფეთქა და მე და მიკაც წინ გავიჭერით, თითქმის აღარ ჩანდნენ, მხოლოდ და მხოლოდ პატარა წერტილებიღა იყო,რომლებიც მალე მთლიანად გაქრნენ თვალათა ხედვიდან.მიკა მანქანასთან მივიდა და ჩამოჯდა. -ღმერთო...მეშინია....-ჩურჩულებდა. -ნუ გეშინია...დაწყნარდი,ყველაფერი კარგად იქნება.-ვაწყნარებდი,მაგრამ მეც საშინლად ვნერვიულობდი. -მეგონა ცოტა ხნით მაინც დაივიწყებდა და ნორმალურად დაიწყებდა ცხოვრებას. -რას დაივიწყებდა? -ამას...-მითხრა და თვალი მოავლო გარემოს.-...პირველად რომ გავიგე მისი ამ გატაცების შესახებ,ყურებს არ დავუჯერე. -რატომ?-ჩავაცივდი. -ალექს...ის ასეთი არ იყო...არ არის...ამ დროს მასში სხვა ადამიანი იღვიძებს და თვალები უცნაურად ენთება...არ გითხრა მიკა წაიყვანეო? -საიდან მიხვდი? -არასდროს რჩება...რბოლას იგებს და მერე მთელი დღით იკარგება. -სად მიდის?-დამაინტერესა. -არავინ იცის...არც მე. -არავის არ უყვება არაფერს? -ნწ...იცი მის შესახებ მეც კი რამდენად ცოტა ვიცი?! -მისი თვალები...თითქოს მთელი სამყაროს ცოდვებს იტევს.-ამოვიოხრე. -ხო...ყოველთვის ვიცოდი,რომ ბევრი გადაიტანა...შეიძლება ამაზე შენთან არ უნდა ვსაუბრობდე,მაგრამ ვხვდები,რომ შენც ისევე განაღვლებს მისი ბედი,როგორც მე. -წარსული? -წარსული...რომელზეც არადროს ყვება...მხოლოდ ერთხელ მითხრა რაღაც...ღამე მასთან დავრჩი,როდესაც მისმა ყვირილმა გამომაღვიძა,ძალიან შემეშინდა და ვკიხე თუ რა სჭირდა...მან კი იცი რა მიპასუხა?! „თოვლი მოდისო". -რა?ეს რატომ გითხრა?! -თოვლს არ ეხება,როდესაც თოვს სამსახურში არ მოდის და თუ მაინც გადაუდებელი საქმე აქვს,ისე იქცევა,რომ ერთი ფიფქიც კი არ შეეხოს.... -ეშინია? -არა...არ ვიცი...არაფერს ვეკითხები,ასე ურჩევნია. -შენი აზრით ესეც მის წარსულს ეხება? -კი.-ძალიან თავდაჯერებულად მიპასუხა. -თქვენ როგორ გაიცანი ერთმანეთი?-ვცადე თემა შემეცვალა. -ხიდზე იჯდა.-წარსულის გახსენებამ ღიმილი მოჰგვარა სახეზე. -მოიცა გამოვიცნობ...მოაჯირზე იჯდა და შენ გეგონა,რომ გადახტებოდა. -ზუსტად.მივედი და იმაზე დავუწყე ლაპარაკი რა კარგია სიცოცხლე და რა საცოდავი იქნებოდა ქვეყანა მის გარეშე თუ თავს მოილავდა.-გაეცინა.-მან კი ისეთი სახით შემომხედა,თითქოს უკანასკნელი დებილი ვყოფილიყავი და მისი ჩვევის შესახებ მომიყვა. -შემდეგ? -შემდეგ,ერთად დავიწყეთ მუშაობა,დავმეგობრდით,მან კი თავის ნიჭის წყალობით,სწრაფად მიაღწია მწვერვალებს,ამ ამბის შემდეგ ერთად მოვდივართ უკვე ოთი წელია. -მე ბავშვობის მეგობრები მეგონეთ. -არა,ის აქედან არაა... -აბა საიდანაა?-კითხვაზე პასუხი ვეღარ გამცა,რადგან ჩვენსკენ მომავალი მოტოციკლები დავლანდეთ და მერის წითელი თმაც შევნიშნე,დიდ სიჩქარით გადმოკვეთა ფინიშის ხაზი და ჩაფხუტი მოიძრო,რამდენიმე წამში მეორე და მესამე ადგილოსნებიც მოვინენ,მერის სახეს დვაკვირდი,არანაირი ცვლილება არ ემჩნეოდა,ერთი გამომხედა,მანიშნა მიკა სახლში წაიყვანეო და ადგილს მოსწყდა. -აი ხომ ვამბობდი...-ამოიოხრა მიკამ. მიკა სახლში მივიყვანე,მე კი ქუჩაში ხეტიალი დავიწყე, ვფიქრობდი მერიზე,მის უცნაურ ჩვევებზე,ერთი შეხედვით ვერაფერს მიხვდებოდა ადამიანი,სულ ჩვეულებრივი გოგოს შიგნით რა იმალებოდა...მე ხომ უკვე რამდენიმე კვირაა რაც ვიცნობ მაგრამ მაინც ვერაფერი გავარკვიე მის შესახებ...ბარი დავინახე და შიგნით შევედი.ერთი ჭიქა დავლიე...შემდეგ მეორე...მესამე...მეოთხე..........მეშვიდე.....სათვალავი ამერია,თვალებში დამიბნელდა და ახლა მხოლოდ ერთი სურვილი მამოძრავებდა,მერი უნდა მენახა....ვერც მივხვდი,ისე აღმოვჩნდი მის სახლთან,კარზე დავაკაკუნე...რამდენიმე წუთის შემდეგ თვალების ფშვნეტით გააღო. -გამარჯობა...-ალბად დაძინებას აპირებდა, ყვავილებიანი კომბინიზონი ეცვა...თმა დაეწნა...იმ წამს მსოფლიოში მასზე ლამაზი არავინ და არაფერი არსებობდა...ალბად შენიშნა,რომ უცნაურად ვუყურებდი და ლოყები აუწითლდა... -ვიცი...მაპატიე,საშინლად გამოვიყურები...უბრალოდ დაძინებას ვაპირებდი და...-მის ნათქვამზე გამეცინა. -...ულამაზესი ხარ. ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო,ისე ჩავეხუტე,თავი მის კისერში ჩავრგე. -ალექს...-მაგრად მომხვია ხელები. -კარგად ხარ...ვნერვიულობდი... -არაფერია...კარგად ვარ...- -გილოცავ ლამაზო...გაიმარჯვე....-ჩავიცინე. -მთვრალი ხარ? -კი... -ანუ ხვალ აღარ გემახსოვრება?-ეშმაკურად ჩაიღიმა. -რა? -ეს...-მითხრა და კისერში მაკოცა,მე ამ შეხებამ უცნაური გრძნობა მომგვარა,რაღც სიმსუბუქის...საოცარი... -წამოდი ჩაი დავლოთ...-მითხრა ხელი ჩამკიდა და სამზარეულოსაკენ წამიყვანა. ჩაი დავლიეთ,მომიყვა,როგორი იყო რბოლა,დივანზე ვისხედი,ფეხები აკეცილი ჰქონდა და მშვიდად სვამდა ჩაის. -შენი მეგობარი როგორაა?-მკითხა მან. -კარგად...მდგომარეობა სტაბილურია. -გამოიღვიძა? -ჯერ არა.-მის გახსენებაზე ავნერვიულდი. -არ ინერვიულო...ყველაფერი კარგად იქნება...-მითხრა და მომეხუტა.-რომელ საავადმყოფოშია? მე საავადმოყოფოს მისამართი ვუთხარი. -ოჰ მართლა?!იქ ჩემი მეგობარი მუშაობს!...ერთი წუთით,-ხელით მანიშნა და ვიღაცასთან დარეკა. -გამარჯობა...კარგად შენ?....მადლობა...შენი დახმარება მჭირდება...არა მე კარგად ვარ ...მეგობარი არის ცუდად...სახელი?-ტელეფონი მოიშორა და სახელი მკითხა. -დემეტრე...დემეტრე ახალაძე.-სახე შეეცვალა და ენის ბორძიკით გაიმეორა იგივე სახელი,შემდეგ გათიშა და მე მომიბრუნდა. -რა თქვი? -რა? -შენი მეგობარი საიდანაა?-გამაკვირვა ამ კითხვამ. -ქართველია. -მართლა? -კი.რატომ მეკითხები? -გვარი მეცნო...იმიტომ რომ მეც ქართველი ვარ.-მიპასუხა მან. თავი 14 ********** მერი ********** -ერთი წუთით! შენ?!-ალექსანდრემ ქართულად მკითხა. -გაიმეორე...-გამეღიმა. -რა? -ღმერთო რა კარგია,ქართულად ლაპარაკი!სად ისწავლე? -დემეტრემ მასწავლა. -მოდი დიდ ხანს ვილაპარაკოთ კარგი?-ისე მომწონდა მშობლიურ ენაზე ლაპარაკი,რომ ყოველ წამს სულელივით ვიცინოდი. -ვერასდროს ვიფიქრებდი. -რას? -იმას,რომ ქართველი ხარ. -ვითომ რატომ?-„გავუბრაზდი". -აბა რა ვიცი...აზრადაც არ მომსვლია.ყველაფერს ვიფიქრებდი და ამას არა. -არც მე.ისე ქართულად სწორად საუბრობ. -მადლობა.ყოველ ზაფხულს საქართველოში ვატარებდი და სხვანაირად როგორ გინდა? -მომიყევი...-აჟიტირებული ვიყავი. -არა. -რა?რატომ?! -სულ მე ვლაპარაკობ და იმიტომ. -აბა რა ვქნა დავიწყო და აღარ გავჩუმდე?-ამის წარმოდგენაზე გამეცინა. -არა.მეთამაშე.-თვალები გაუნათდა. -რა ვქნა? -მეთამაშე. -რა გეთამაშო? -რა კითხვასაც დამისვამ ყველაფერზე შენც გასცემ პასუხს. -ოოო...ახლა, რომ ყველაფერი არ გაგეფუჭებინა არ გამოვიდიდა?!- ვთქვი და ადგომა დავაპირე. -კარგი,მაშინ სამ კითხვაზე მიპასუხე.-მითხრა და დამიჭირა. -მიდი.-ამოვიოხრე. -რა გქვია სინამდვილეში? -მარამ მარშალი. -ეგ ქართული გვარია? -ძე-დაუმატე. -რატომ წამოხვედი ლონდონში? -....იქ დარჩენა აღარ შემეძლო. -რატომ? -ეგ მეოთხე კითხვაა.-გავაპროტესტე. -მეორეა. -1.რა მქვია,2.რატომ წამოხვედი... -მესამე? -3.„ეგ ქართული გვარია"?-გავუმეორე მისი კითხვა და გამეცინა. -მერი!...სიტყვებით თამაშობ? -ახლა ჩემი ჯერია. -ოოო...კარგი. -მომიყევი შენზე და დემეტრეზე,საქართველოზე...რამდნი ხანია არ ყოფილხარ? -მე და დემეტრე,როგორც გითხარი ბავშობის მეგობრები ვართ, თბილისში ცხოვრობს,დიდი ხანია არ ვყოფილვარ.ერთი ან ორი წელი. -მე ოთხი...-ამოვიოხრე. -მერე რატომ არ მიდიხარ?-მკითხა სევდიანი ხმით. -არ მინდა...-გავხალისდი.-მიდი გააგრძელე... -რა? -დემეტრეზე მომიყევი. -კარგი...მოკლედ,წლებია ერთი გოგო უყვარს და ძლივს დაითანხმა ცოლობაზე,ახლა ქორწინდებიან და ბედნიერები არიან. -ძლივს რატომ დაითანხმა?-დამაინტერესა. -გოგო მასზე რვა წლით პატარაა,პირველად რომ დაინახა თხუთმეტი წლის იყო და ძალიან შეუყვარდა,ყვავილებს უგზავნიდა,ტკბილეულს,გოგო ძალინ მორცხვია და არასდროს ხვდებოდა,თან დიდი ძმა ყავდა და ის მუდამ მას დასტრიალებდა. დემეტრეს არ აკარებდა...ბოლოს რომ ჩავედი,გამომიცხადა შეხვედრაზე დამთანხმდაო,რამდენიმე კვირის შემდეგ უკვე ერთად იყვნენ,ახლა კი დმადგნენ და მეუბნებიან ვქორწინდებითო...შემდეგ კი ის... -ავარია....არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება.-გავუღიმე. -ახლა უნდა წავიდე.-მიხრა და წამოდგა. -თუ გინდა დარჩი.სტუმრების ოთახი თავისუფალია. -არა,წავალ მადლობა,რომ გამახალისე. -გეხვეწები რაა,ინგლისურად აღარ ამოიღო ხმა.-ვთხოვე მე. -კარგი....-გაეღიმა წამოდაგა და კარებისაკენ წავიდა.-ძილინებისა მარიამ. -დიდ ხანია ჩემი სახელი აღარ გამიგია,კსრგად წარმოთვამ. მოვეხვიე და გავაცილე,მე აივანზე გავედი და მოაირზე დავჯექი,დავინახე როგორ ჩაჯდა მანქნაში და წავიდა. დიდ ხანი ვიჯექი გაუნძრევლად და ვფიქრობდი...„რა გჭირს მარისმ?!რა თინეიჯერივით იქცევი!ჯანდაბა!მასთან რომ ვარ ყველაფერი მავიწყდება!...არა!შეეშვი!" სახლში შევედი და მალე დამეძინა. დილით ტელეფონის ზრმა გამაღვიძა. -მმმ.....-თავი არ წამომიწევია ისე ვუპასუხე. -მარიამ.-ალექსანდრეს ხმა გავიგე და უნებურად გამეღიმა. -რამ შეგაწუხათ ასე დილაადრინ ბატონო ალექს? -დარბიხარ? -რა? -წამოდი ერთად ვირბინოთ.-შემომთავაზა მან. -არაა... -წამო რა... -არა,უკეთესი აზრი მაქ,ჩემი სახლისკენ გამოიქეცი,სირბილშიც ჩაგეთვლება და თან წვენს დაგალევინებ. -მეპატიჟები?-გაეცინა. -ესე გამოდის. -კარგი,უკვე აქ ვარ. -რაა?!-სასწრაფოდ წამოვხტი საწოლიდან. -შემომიშვებ? -არა...უფროსწორად კი,უბრალოდ ჩავიცვამ და... -კაი მიდი გელეოდები. ტანსაცმელი ჩავიცვი და კარები გავაღე. -გამარჯობა.-მომესალმა და გამიღიმა.-დაპირებულ წვენს ვითხოვ. სამზარეულოსაკენ წავედი და წვენი დავასხი.თვალი შევავლე,ისეთი საოცარი იყო ამ ნაცრისფერ ზედაში... -საოცარი ხარ...-წამომცდა. -რა?-გამომხედა,აშკარად ვერ გაიგო. -ფუ,შენი....-გვერძე გავიხედე.-არაფერი,კიდე დაგისხა-თქო? -არა,მადლობა,სამსახურში წავიდეთ. -კაი,მიდი ჩაიცვი. -ტანსაცმელი მანქანაში მაქვს.-ქვევით ჩავიდა,ტანსაცმელი ამოიტანა და ჩაიცვა. -წავედით?-ერთად ჩავედით, მან როგორც ყოველთვის კარი გამიღო,მაგრამ მე ახლაც უკან მოვთავსდი. -კიდე არ ვიმსახურებ?-გაეცინა და მანქნა დაძრა. -ხომ იცი რატომაც.-ვუთხარი და მიზეზის გახსენებაზე გამეღიმა. -არა. -დაფიქრდი და რომ გაიხსენებ,მერე ვილაპარაკოთ.-ვუთხარი და ტელეფონს დავხედე.მიკასგან იყო სამი გამოტოვებული ზარი,სწრაფად გადავურეკე. -მერი?!-ჩამყვირა ტელეფონში. -მიკა,ყველაფერი კარგადაა? -არა. -რა მოხდა?-უკვე ნერვიულობას ვიწყებდი. -საშინელება,სწრაფად მოდი კომპანიაში.-მითხრა და ტელეფონი გათიშა. -ალექს?!-შევძახე ანერვიულებულმა. -რა მოხდა?-თვითონაც აღელადა. -სწრაფად იარე თუ შეიძლება. -კარგი.-მითხრა და სიჩქარეს მოუმატა. თავი 15 კომპანიას მივუახლოვდით,მანქნა არ იყო გაჩერებული,ისე გადმოვხტი და მიკას კაბინეტისკენ ავიღე გეზი. -რა ხდება?-ოთახში დაუკაკუნებლად შევედი და წინ დავუჯექი. -მერი...გეხვეწები არ ინერვიულო...-სახეზე ფერი აღარ ედო. -მიკა!ამოღერღე!-ცეცხლს ვგავდი. -დევიდმა...მან ჩვენი კოლექცია მიითვისა.-თქვა და თავი ჩახარა. იმ წამს ერთდროულად შემიმიტია სიბრაზემ...ზიზღმა...ავფეთქდი. -რას ნიშნავს მიითვისა?!რას!რას ქვია მიითვისა?!საიდან იცი?...მიკა ამიხსენი!ჩქარა!-ვყიროდი და მაგიდას ხელებს ვურტყამდი. -მე...არ ვიცი,დილით გავიგე...მერი გეხვეწები დამშვიდდი, მოვაგვარებთ,ადვოკატს დავურეკავ, გეხვეწები არ ინერვიულო... -რა არ ვინერვიულო?!საერთოდ გესმის ახლა რას მეუბნები?! კოლექცია ორ კვირაში უნდა იყოს მზად!ახლა რა ვუთხრა უცხოელ ინვესტორებს?!-გამოვვარდი და ჩემი კაბინეტისაკენ წავედი. -მერი,რა მოხდა?-ალექსი გზაში შემხვდა,მე ყურადღება არ მივაქციე და უთქმელად გავიარე. კაბინეტში შესულმა, რაც ხელთ მომხვდა ყველაფერი დავლეწე,გაცეცხლებული დავვარდი დივანზე და სახე ხელებში ჩავრგე. ცოტა ხნის შემდეგ კარი გაიღო და ალექსი შემოვიდა. -მერი....-მითხრა და ჩემს ფეხებთან დაიხარა. -დიახ ბატონო ალექს. -მარიამ...კარგი რაა.... -გისმენთ ბატონო ალექს. -გავიგე რაც მოხდა... -დიახ...სასწრაფოდ უნდა ვუჩივლოთ,არც მეტი არც ნაკლები ერთი საათი გაქვთ,რომ ჩემს მაგიდაზე მტკიცებულებები გაჩნდეს იმისა,რომ კოლექცია ჩემია... -მერი...მკერავები,მუშები,ყველა მოისყიდა...-თქვა მან. ეს უკვე ბოლო წვეთი აღმოჩნდა,ტელეფონი ავიღე და გამწარებულმა დავურეკე დევიდას. -დიახ ქალბატონო მერი.-გაისმა ტელეფონში დამცინავი ხმა. -შე ბებერო იდიოტო...-ჩავყვირე ტელეფონში.-როგორ გაბედე?! -შეამჩნიეთ უკვე ცვლილებები? -ინანებ...არ შეგარჩენ... -მეგონა თქვენი ახალი პარტნიორით იყავით დაკავებული და კიდევ რამდენიმე დღე ვერ მიხვდებოდით... -კოლექცია დააბრუნე და ხელს არ გახლებ...-ჩემი ხმა გველის სისინს უფრო ჰგავდა. -არა,არა ჩემო ახლაგაზრდა ქალბატონო. -იცოდე ჩაგძირავ...-დავემუქრე. -მაშინ ხელს აღარ შეგიშლი,სასიამოვნო დღეს გისურვებ.-მითხრა და გამითიშა. -იდიოტი...-დავიღრიალე და ტელეფონი კედეს მივანარცხე. -რა გითხრა? -არ აპირებს დაბრუნებას. -რა უნდა ვქნათ?-ძალიან მშვიდი ჩანდა. -აქ მხოლოდ მე ვაზროვნებ?!-არ ვიცი,რატომ მაგრამ საშინლად მომინდა ახლა ჯავრი მასზე მეყარა.—მიდი...რას მიყურებ იმუშავე! მტკიცებულებები მჭირდება! -მარიამ...დამშვიდდი.... -ბატონო ალექს,რამე გაუგებრად ვთქვი? -გეყოფა მერი,ჯავრს ჩემზე ნუ იყრი! -რა მეყოფა,ისედაც დროა ყველაფერი მორჩეს,ვერ უყურებ?! ორი დღეა ამ დაწყევლილ ტვინში არაფერი მიტრიალებს შენს გარდა!- თითით თავზე მივანიშნე.-რაღაც გამომრჩა და ახლა ხედავ სად ვართ?!-ვყვიროდი ბოლო ხმზე.-მორჩა...გვეყო...! -რა მრჩა?!-ახლა უკვე ალექსიც გაბრაზდა.-მარიამ...გეკითხები, რა მორჩა?! გამგებინე,რა უნდა დამთავრებულიყო?რა?!რა უნდა დამთავრებულიყო,როცა არაფერი დაწყებულა?!რატომ მკრავ მუდმივად ხელს?!-კარი გაიჯახუნა და გავარდა. -ჯანდაბა..ჯანდაბა...ჯანდაბა...ეს რა გავაკეთე?!-ცრემლები ვეღარ შევიკავე და ავტირდი. ორი წუთი არ იყო გასული,რომ ალექსი შემოვარდა და მაგრად ჩამეხუტა... -ალექს...მე...მაპატიე არ მინდოდა...-ვსლუკუნებდი მის მკლავებში. -ყველაფერი კარგადაა,ყველაფერი კარგადაა...მე მაპატიე,არ უნდა მეყვირა...არ იტირო რაა...-მითხრა და კისერში მაკოცა.-გეხვეწები ნუ ტირი... -რა უნდა ვქნათ?ყველაფერი წყალში ჩაიყარა,თვეებია ამ კოლექციაზე ვმუშაობ... -ყველაფერს გავუმკლავდებით,გპირდები,ასე მარტივად ვერ მომიშორებ...ახლა მე ვარ შენს გვერდით...გპირდები,ყველაფერს მოვაგვარებთ...-თმაზე მეფერებოდა და მამშვიდებდა. -დიდი ბოდიში ყველაფრისთვის,შენ როგორ გაგიბრაზდი...-ვლუღლუღებდი მე. -წამოდი,შენი საყვარელი წვენი დავლოთ.-ხელი მომკიდა და კაფეში წამიყვანა.მალე ორი ჭიქით დაბრუნდა და გვერდით მომიჯდა.მე თავი მხარზე თავი დავადე და არ მაინტერესებდა,რომ ახლა ყველა ჩვენ გვიყურებდა. -უკეთესად ხარ?-მკითხა ალექსმა. -კი,მადლობა,ბოდიში შეგაშინე... -მორჩი რაა ამ ბოდიშების მოხდას. -აბა რა გავაკეთო? -არაფერი,უბრალოდ გაიღიმე...-ისეთი სახით შემომხედა,რომ ძალიანც რომ მდომებოდა ღიმისლს ვერ შევიკავებდი.-ასე ჯობია... -დემეტრე როგორაა?-ვკითხე ქართულად. -კარგად,დღეს გამოიღვიძა.-მიპასუხა გახალისებულმა. -ღმერთო,რა კარგია!-მისი ბედნიერება მეც გადმომედო.-თავს როგორ გრძნობს? -ერთი სული აქვს,როდის ადგება და ცოლს როდის მოიყვანს.- გაეცინა. -ვეღარ ითმენს? -ვერა,ისეთი აჟიტირებულია,ამ წამს რომ უთხრა ხელი უნდა მოაწეროო, იტყვის აბა სადო. -ბედნიერია,თავისი ცხოვრების სიყვარული იპოვა. -მის გამო ძალინ მიხარია. -ბოლოს რა ქნა,გოგოს ოჯახი დაითანხმა? -კი,ყველაფერი მოაგვარა. -აუცილებლად უნდა გამაცნო ის და თავის საცოლე. -აუცილებლად.-მითხრა და გამიღიმა. ცოტა ხანი ჩუმად ვისხედით და წვენს ვსვამდით. -მორჩი?-მკითხა ალექსმა და მეც თავი დავუქნიე.-მაშინ წამოდი,რაღაც უნდა გაჩვენო. -რა უნდა მაჩვენო? -შენთვის საჩუქარი მაქვს. -ჩემთვის?! -ხო,წამოდი შენს კაბინეტშია, ზევით ავედით და მაგიდაზე ყუთი შევნიშნე,მის სანახავდ დავიხარე და გამეღიმა,როდესაც საჩუქარი დავინახე... თავი 15 წამში ავდექი ფეხზე და ალექსს მოვეხიე. -მადლობა,მადლობა...-დავიჩურჩულე და საჩუქარს კიდევ ერთხელ შევხედე. ძვირფას მომწვანო კოლოფში ერთმანეთის მიყოლებით ეწყო ფერად-ფერადი ფანქრები. -ეს შენ...ახალი კოლექცია!ახალი კაბები!აი რა გვჭირდება ახლა... -ვიცი,ვიცი ალექს,მაგრამ...კარგად რომ ვერ დავხატო?!იქნებ წინა კოლექცია უკეთესი იყოს და ჩვენი კომპანია ჩაიძიროს!-მოვშორდი. -არა მარიამ,ახლა უმოქმედოდ ვერ ვიქნებით, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ... -არ ვიცი ალექს,არაფერი ვიცი... -სამაგიეროდ მე ვიცი...შენ ყველაფერს შეძლებ!-გამიღიმა და გავიდა. ცოტა ხანი ვიჯექი და საჩუქარს დავყურებდი,ძალინ ძვირფასი ფანქრები იყო,ლამაზი,წვრილი,ამდენი ფერი ერთად არსად მენახა,ერთმანეთზე იყო სართულებად დადებული. ფურცელი ავიღე და ხატვას შევუდექი....ბოლოს ვეღარ მოვისვენე გავედი და მიკას კაბინეტისაკენ წავედი. -მერი...-ამომხედა საბუთებიდან. -მკია,მისმინე...ვიცი რა სულელი და საშინელი ადამიანი ვარ, გიყვირე და ცუდად მოგექეცი,როდესაც ლონდონში ჩამოვედი არავინ მყავდა,შემდეგ შენ შეგხვდი, ერთდროულად იყავი ჩემი მეგობარი,და,ყოველთვის მხარს მიჭერდი,მე კი დღეს გიყვირე და გაწყენინე...-მიკა წამოდგა და მაგრად ჩამეხუტა. -ჩემი პატარა გოგო...დევიდს არ შევარჩენ შენს ცრემლებს... -ამჯერად მას მე დავუპირისპირდები.-ვთქვი მკაცრად. -რას აპირებ? -ახალ კოლექციას დავხატავ,ყველაფერს გავაკეთებ,იმისთვის რომ მისი კომპანია ჩაიძიროს. -ახლა ჩემი გოგო ხარ...-მითხრა და ისევ ჩამეხუტა. მე ჩემს კაბინეტში დავბრუნდი,ალექსის ნაჩუქარი ფანქრები ავიღე და სახლში წავედი. წვენი დავლიე,შხაპი მივიღე, წყალმა თითქოს გამომაფხიზლა და ისევ ხატვას შევუდექი... -ჯანდაბა...-ვთქვი ერთი საათის შემდეგ და კიდევ ერთი ფურცელი მოვისროლე იატაკზე.აივანზე გავედი და მოაჯირზე ჩამოვჯექი. ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა. -გამარჯობა.-ალექსის ხმა გაისმა. -გამარჯობა. -საქმეები როგორ მიდის?-მკიყხა დაღლილი ხმით. -საშინლად...არაფერი გამომდის.რა დაღლილი ხმა გაქვს, ყველაფერი კარგადაა? -კი,უბრალოდ დამღლელი დღე იყო სამსახურში. -ჯანდაბა...-ახლა გამახსენდა რომ არ უნდა წამოვსულიყავი, ალბათ რამდენი საქმე დავუტოვე.-ბევრი საქმე იყო?ბოდიში, სულ გადამავიწყდა. -არა, არა არაფერია. -ალექს,მართლა დიდი ბოდიში... -მარიამ...კარგი რაა...უკვე გითხარი,ეგ არაფერი...ახლა თუ ერთ სურვისლს შემისრულებ სულ დავივიწყებ... -რა სურვილს?-დამაინტერესა. -....-ჩუმად იყო და ხმას არ იღებდა. -ალექს კარგი რაა,რა სურვილი? -მოდი...ჩემთან მოდი... -შენს სახლში? -ხო...გთხოვ მერი... -მისამართი მომწერე...-არ ვიცი ეს რატომ ვთქვი,მაგრამ იმ წუთას მართლაც ძალინ მჭირდებოდა ალექსი.სწრაფად ჩავიცვი, მანქანაში ჩავჯექი და ალექსის სახლისაკენ ავიღე გეზი.... -შემოდი...-მითრა და სახლში შემიშვა,უცნაური მეჩვენა,თვალები ჰქონდა ამღვრეული. -ლამაზად არის მოწყობილი.-სახლს თალი მოვავლე და ძალიან მომეწონა. -ახალია.ჩაის დალევ? -კი მადლობა.-სამზარეულოში შემიყვანა,მე იქვე ჩამოვჯექი და ვუყურებდი როგორ ამზადებდა ჩაის. -მოიცადე...-ვუთხარი და ახლოს მივედი.-მე მოვამზადებ...მიდი შენ დაისვენე... -კარგი...-სახეზე უცნაური ფერი ედო.შუბლზე დავადე ხელი. -ალექს...ღმერთო!როგორი ცხელი ხარ!-შემეშინდა.-სიცხე გაქვს?! -არა. -ხო,სიცხე გაქვს,წამოდი გაიზომე.-მისაღემში დივანზე დავაწვინე.- თერმომეტრი სად არის? მან ხელით კარადაზე მანიშნა,უჯრიდან თერმომეტრი ავიღე და გავუწოდე. -გაიზომე და მითხარი.-თან პლედი გადავაფარე. ათი წუთის შემდეგ გამოვართვი და წამოვიკივლე... -ალექს!მაღალი სიცხე გაქვს! -არაფერია,კარგად ვარ.-ხმაზეც ეტყობოდა,რომ მატყუებდა. -მოიცა არ ადგე,წვნიანს მოგიმზადებ. -არა მერი,მართლა არ მინდა,ბევრი საქმე გაქვს,წადი იუშავე. -ალექს მეხუმრები?! -არა. -რომელი წვინანი გიყვარს?-მის პროტესჭტს არ მივაქციე ყურადღება. -არ არის საჭირო... -კარგი ქათმის ბულიონს მოგიმზადებ.-მის პროტესტს ყურადღება არ მივაქციე,სამზარეულოში შევედი და მზადება დავიწყე. -ალექს...-მალე წვნიანი დავუდგი წინ. -მადლობა,როგორ იწვალე... -ისედაც ჩემი ბრალია,ძალიან გადაიღალე და სიცხემ აგიწია...-თავი ჩავღუნე. -არა მერი,არა შენ გამო არა...-ალექსმა ხელი მომკიდა და ჩამეხუტა. -აბა რა მეგონა ამდენი საქმე რომ დაგიტოვე.-ძალიან ვდარდობდი. -ახლა ხომ ჩემთან ხარ...-წამით ვიგრძენი როგორი ცხელი იყო. -ვფიქრობ სიცხემ აგიწია,აფთქაქში წავალ წამლებს გიყიდი. -არ არის საჭირო,ახლა მაინც დამიჯერე. -კარგი.-ვუთხარი ორ წუთიანი დუმილის შემდეგ და გვერდით მივუჯექი.-ძალიან გთხოვ წვნიანი მიირთვი...მართლა გემრიელია, მე ყინულს მოვიტან. ყინული მოვიტანე და შუბლზე დავადე. -უკეთ ხარ? -არ ვიცი...-ახლა უფრო დასუსტებული იყო. -მორჩა ალექს წამალი უნდა დალიო. -არა მერი... -აბა რა გავაკეთო? -ჩემთან მოდი რაა...-მთხოვა მისუსტებული ხმით. გვერდით მივუწექი და ჩავეხუტე,დიდ ხანს ვიწექით ასე . მე სახეზე ვეფერებოდი,ის კი თმაზე მეთამაშებოდა,შუბლი ძალიან ცხელი ჰქონდა. -ასე ვერ გავუძლებ,წამალი უნდა დალიო...ჩემი ხათრით...-წამალი გავუწოდე,გამომართვა და დალია.-ახლა დაიძინე,იმედია სიცხე მალე დაგიწევს. -არ წახიდე....-ამოიბუტბუტა ნახევრად მძინარემ. -არ წავალ... არ ვიც რა დრო გავიდა,მაგრამ მალე თვალები დამეხუჭა და მეც დამეძინა. თავი 17 დილით თვალი მომჭრა მზის ხხივებმა,გადაბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ ძლიერ მკლავები მეხვეოდნენ და ვერ შევძელი, თავზარდაცემულმა წამოვიკივლე,ამან ჩემი გვერდით მწოლი დააფრთხო და მე იატაკზე გავიშხლართე. —ალექს!-იმ წამს ამომიტივტივდა თავში წინა საღამო, ალექსი,სიცხე„არ წახვიდე..." „არ წავალ...", ძლიერი ხელები და ალექსის სურნელი. -მერი...აქ რა გინდა?-აშკარად გაოცებული იყო. -არ გახსოვს? -რაღაცეები... რომ მოხვედი,შემდეგ სიცხემ ამიწია და აღარაფერი მახსოვს. -ააა....მე...შენ მთხოვე,რომ დავრჩენილიყავი ,ასე ვერ დაგტოვებდი და ბოლოს ჩაგვეძინა.-ალექსი ცოტა ხანი მიყურებდა,შემდეგ კი სიცილი აუტყდა. -რა გაცინებს?!-გავუბრაზდი. -არაფერია... -რა გაცინებს?!-გავუმეორე. -უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი თუ სეთი იყავი. -ასეთი...როგორი? -მერი,ჩემთან ერთად გაიღვიძე ახლა კი იატაკზე ხარ გაშხლართული.-ახლა გამახსენდა სად ვიყავი და გაბრაზებული წამოვხტი ფეხზე.-ბულიონიც მომიმზადე?-სიცილს არ წყვეტდა. -ნერვებს მიშლი,საერთოდ ჯობდა სიცხიანი დამეტოვებინე. -ჩანთა ავიღე და წამოსვლას ვაპირებდი,როდესაც მისი ხელი შემომეხვია და მომაბრუნა. -კარგი ხო...მაპატიე,დიდუ მადლობა,რომ სიცხიანი არ დამტოვე.- სახე უფრო სერიოზული ჰქონდა. -არაფერს.-კარი გამოვაღე და წასვლას ვაპირებდი. -კარგი რაა არ წახვიდე...გამიკვირდა უბრალოდ...ნახევარი საათით მაინც დარჩი...ასეთი ღამის შემდეგ როგორ გარბიხარ.-ხმაში კიდევ შეეპარა სიცილი. -ოოჰ...შენ არ ხარ ნორმალური, წავედი მე. -კარგი რა...ვიხუმრე. -მივდივარ. -მარიამ...გთხოვ.-ხმა დაუსერიოზულდა.-წამოდი ერთად ვისაუზმოთ. სიტყვის თქმა ვეღარ მოვასწარი,რადგან ხელი ჩამკიდა და სამზარეულოში შემიყვანა. -რა მოვამზადო? -არაფერი. -ნუ ბრაზდები,უბრალოდ ვიხუმრე. -არ მეცინება. წამოვდექი და შუბლზე ხელი დავადე,თითქოს შეკრთა და უცნაურად შემომხედა. -სიცხე აღარ გაქვს.-სწრაფად ვთქვი და ისევ ჩემი ადგილი დავიაკვე. -მადლობა.-საოცრად გამიღიმა. -არაფერს...-ცოტა ხანი ვუყურებდი,როგორ ცდილობდა რაღაცის მომზადებას,აშკარდ არ გამოსდიოდა. -გამოდი მე მოვამზადებ.-ახლოს მივედი და დანა გამოვართვი. -კარგი...მაშინ მე დემეტრესთან დავრეკავ. მისაღებში გავიდა,მე საუზმის კეთება დავიწყე და მისი საუბარი გავიგე. -კარგად შენ?...როგორაა?...სახლში...ახლა არ შემიძლია...ოოოჰჰ, როგორ იცი ხოლმე...ხო ისაა...არა მგონია...კარგი ხო ვთხოვ...რძალო!... არაფერი...მართლა...კარგი ვეტყვი...კარგი,შეხვედრამდე. სამზარეულოში დაბრუნდა,ჭურჭელი გადმოიღო და მაგიდაზე დააწყო,ორ წუთში ყველაფერი მზად იყო. -საოცრებაა.-მითხრა და კიდევ ერთხელ ჩაკბიჩა ბლინები. -გემრიელად მიირთვი. -ჩემი რძალი იყო.დემეტრეს უნდა შენი გაცნობა. -ჩემი?-გამიკვირდა. -ხო შენზე ვუთხარი ქართველი გავიცანი-თქო და იმან მეც მინდა გაცნობაო. -კარგი,როდის წავიდეთ? -მართლა?!-გაუხარდა.-არ ვიცი,ჯერ აქ ვიყოთ,შემდე კი წავიდეთ. -აქ რა გავაკეთო? -მოვწესრიგდეთ და ვიმუშაოთ. -კარგი. საუზმობა დავამთავრეთ,მე ზევით ავედი,შხაპი მივიღე და პირსახოცით გამოვედი. -ალექს!-გავძახე. -გისმენ. -შეგიძლია მანქანიდან ტანსაცმელი წამომიღო. -კი...მოიცა. ორი წუთის შემდეგ კარი გააღო და ტანსაცმელით შემოვიდა,რომელიც მუდამ მედო მანქანაში ყოველი შემთხვევისთვის ჯერ უცნაურად შემომხედა,ხელი კისერში შეიცურა და თითქოს დაიბნა. -მადლობა.-ვუთხარი და გამოვართვი. -აა...არაფერს..მე...მეორე აბაზანაში შევალ.-მითხრა და გავიდა. ჩავიცვი და გავედი,სწორედ იმ დროს გამოვიდა ისიც , წელს ზემოთ შეიშველი. -ალექს..შენ..ის...-დავიბენი,ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი,მინდოდა მოვფერებოდი„არა,მერი,არ მიხვიდე,არ შეხედო!" -მე...წავალ ჩავიცვამ და მოვალ.-წავიდა და გადამარჩინა. მე ქვევით ჩავედი,მალე ისც ჩამოვიდა და გვერდით მომიჯდა. -ახლა რა გავაკეთოთ? -შენ დახატავ და მე გიყურებ.-მითხრა და ფანქრები მომაწოდა. -კარგი. ხატვა დავიწყე,ის უფრო ახლოს მოიწია და მისი სურნელი ვიგრძენი,თითებმა თავისით დაიწყეს მოძრაობა და რამდენიმე წუთში ჩემი ნახატით კმაყოფილმა წამოვიძახე. -ისაა!...ულამაზესია! -შენს შესახებ ბევრი მსმენია,მაგრამ წარმოდგენებს გადააჭარბე.- ალექსი აღბრთოვანებული უყურებდა ნამუშევარს. კაბა გრძელი იყო,ცისფერი,მარჯვნივ ყვავილებით გაფორმებული.რამდენიმე საათი ვხატავდი და თითოეული წინაზე უკეთესი იყო,ბოლოს ცოტა დავიღალე. -დავიღალე,წამოდი ახლა დემეტრე მოვინახულოთ. ალექსი ფეხზე წამოდგა და მეც მას მივყევი,მანქანაში ჩავსხედით,როგორც ყოველთვის,ის წინ მე უკან. -გაუხარდება.-მითხრა და გაეღიმა. -შენ რა იცი,იქნებ არ მოვეწონო? -კარგი რაა,შენ ვის არ მოეწონები. -დალაგებულ ადამიანს.-ახლა მე გამეცინა. -ანუ მე დაულაგებელი ვარ? -გააჩნია...მოგწონვარ?-ვცდილობდი ხუმრობაში გამეტარებინა. -ძალიან.-ალექსს სახე დაუსერიოზულდა. -მაშინ შენ გაცხადებ დაულაგებლების მეფედ!-გამოვაცხადე და სიცილი აგვიტყდა. საავადმყოფოს შენობას მივადექით,მან კარგი გამიღო და ერთად შევედით დემეტრეს პალატაში. -ალექს!-შეჰყვირა ბიჭმა ქართულად რომელიც ძალიან სიმპატიური იყო და თან საიდანღაც მეცნობოდა, შავი თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა. -როგორ ხარ? -შენს გარეშე ვდნები.-გაიცინა ბიჭმა.-ოჰ,ეს ვინ მომიყვანე?-ახლა ყურადღება ჩემზე გადმოიტანა. -გაიცანი,ეს მარიამია. -ოოო,თქვენ ის მარიამი იქნებით,რომელზეც ამდენი მსმენია....დემეტრე-ბიჭი გადმოიხარა ხელზე მაკოცა და სასაცილოდ აათამაშა წარბები.-მეცნობით,მაგრამ აღარ მახსოვს საიდან. -მართლა?! მეც ეგ ვიფიქრე,როგორც კი დაგინახეთ. -აქამდე მინახავხართ? -აღარ მახსოვს. -ოჰ, დაჯექი დაჯექი,მომიყევი. -რა მოგიყვეთ? -ხომ არ გაბრაზებს ალექსი.-თქვა და ალექს გადახედა. -არა...რას ბრძანებთ. -აქ საიდან მოხვდი?რამდენია ხანია,რაც აქ ცხოვრობ?რატომ წამოხვედი საქართველოდან?-მომაყარა კითხვები. -რძალი სად მყავს?-ალექსი ჩაგვეჭრა,რომელმაც იცოდა,როგორ არ მიყვარდა კითხვები. -წყალს დალევს და მოვა.-ამ დროს ოთახის კარი გაიღო. -ელე!-შეჰყვირა ალექსმა. მე შემოვბრუნდი და თითქოს იმ წამს ყველაფერი გაქრა. ის შავი თვალები მიმზერდნენ,რომლის გარეშეც უკვე ხუთი წელი ვცოცხლობდი,ის შავი თვალები,რომელიც ასე მაკლდა და მენატრებოდა,რომლებსაც სამუდამო სიყვარული შევფიცე,ჩემი სიზმრების მუდმივი თანამგზავრი... ჩემი თვალები,ყველაზე ძვირფასი რამ დედამიწის ზურგზე,გავიყინე ხმას ვეღარ ვიღებდი,თვალწინ ჩამიქროლა წარსულის მოგონებებმა,სულის საშინელი ტკივილი ვიგრძენი,თითქოს ჭრილობები გამეხსნა და სისხლისგან ვიცლებოდი,ვერ ვინძრეოდი,ჩავიკეცებოდი,რომ არა ხელები,რომლებიც მეხვეოდნენ. -მარაიმ...არ მჯერა,ნუთუ ეს შენ ხარ?!აქ რა გინდა?!როგორ მომენატრე ჩემო ლამაზო... ჩემო ლამაზო რძალო... თავი 18 -მარიამ...მარიამ კარგად ხარ?-გავითიშე და ყურში მხოლოდ ეს ჩამესმოდა.-ღმერთო როგორ მომენატრე. უკან გამოვიწიე და კიდევ ერთხელ წავაწყდი მის კუნაპეტივით შავ თვალებს...მაგრამ წამში გავიაზრე,რომ ისინი არ იყვენენ,ძალიან ჰგავდნენ, მაგრამ არა... -ელენე...-დავიჩურჩულე და მონატრებულს კიდევ უფრო ძლიერად შემოვხვიე ხელები. -რამდენი ხანი გავიდა...ვიცი,რომ გიჭირდა,მაგრამ მე როგორ დამივიწყე? -შენი თვალები....-ამოვიკნავლე. -ვიცი,ვიცი ჩემო ლამაზო,მეც....-ელენე ჩემთან ერთად ტიროდა და ძლიერად მიკრავდა გულში. ორი წუთის შემდეგ ერთმანეთს მოვშორდით და გაოცებულ ბიჭებს შევხედეთ. -თქვენ...ერთმანეთს იცნობთ?-ალექსი გამოერკვა პირველი. -საიდან?-ახლა დემეტრე ჩაერთო. -მარამ,წამოდი დაჯექი...-ფეხები მიკანკალებდა, ცოტაც და წავიქცეოდი. -არ აგვიხსნით?-ალექსს ხმაში ბრაზი შეეპარა. -ერთი წუთით...შენ ის მარამი ხარ?-დემეტრემ ალბათ ყველაფერი იცოდა და ნელ-ნელა ხვდებოდა.-აი თურმე რატომ მეცნობოდი... -მე ის მარამი ვარ...-ჩავილაპარაკე დანანებით და თავბრუს ხვევა ვიგრძენი. -მერი ცუდად ხარ?-ალექსმა ხელი შემაშველა. -შეგიძლია წყალი ამომიტანო? -კი,ახლავე. ************** ალექსი ************** ქვევით ჩავედი,წყალი ვიყიდე და პალატასთან მისულმა ხმები გავიგე: -ალექსმა არაფერი იცის?-დემეტრეს ხმა იყო. -არა.-მერის ხმა ისეთი უცნაური იყო,ჩამწყდარი და სევდიანი. -არ აპირებ უთხრა? -არ ვიცი...კი...უბრალოდ...მეშიანია... -რისი გეშინია? -მეშინია,რომ გაიქცევა... -უნდა იცოდეს...მარიამ,უნდა უთხრა. -ვეტყვი... —როდის? -მალე. -კარგი,სჯობს შენ უთხრა მე და ელენე კი,არაფერს ვიტყვით. -მადლობა. -მარამ... -ბატონო... -მე შენ გაფასებ,მართალია არ გიცნობ,მაგრამ ბევრი მსმენია და ალექსაც ვიცნობ...ნუ გეშინია,ის არ წავა... -მადლობა... -მართლა...შენ ძლიერი ქალი ხარ... კარი გავაღე და შევედი,მერის წყალი მივაწოდე,მანაც მოსვა და შემდეგ სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. -ერთმანეთს საიდან იცნობთ?-სიჩუმე მე დავარღვიე. -მარამი ჩემი რძალია.-მიპასუხა ელენემ. -რძალი? -ხო...ძმის ცოლი...-ეს ბოლო წვეთი იყო,მერი დაქორწინებულია? -რა?! -ჯანდაბა!-მერი პალატიდან გავარდა,გავეკიდე,მაგრამ გაქრა და ვეღარ ვიპოვე. -რა რძალი?!ელენე ამიხსენი...-ისევ პალატაში შევვარდი,აღარ ვიცოდი რა გსმეკეთებინა,ყველაფერი ისე არია,რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი.-მარამი გათხოვილია და ახლა ვიგებ?! -არ შემიძლია ალექს,მე ვერაფერს გეტყვი,მან თვითონ უნდა აგიხსნას...-ელენეს თვალებიდან ცრემლები სცვიოდა, დემეტრე ძლიერად ეხუტებოდა და მე კი მანიშნებდა მერი მოძებნეო. გარეთ გამოვედი,მერის დავურეკე,მაგრამ გამორთული ჰქონდა შემდეგ კი სასწრაფოდ ვიპოვე მიკას ნომერი : -ოჰ,რა პატივია ბატონო ალექს. -მიკა,მერი შენთანაა?-არც კი მივესალმე. -არა...მე მეგონა შენთან იყო?რამე მოხდა?! -არ ვიცი როგორ გითხრა... -ალექს! -იცი ელენე ვინაა? -ღმერთო...არ მითხრა...ნახა? -კი. -ჯანდაბა... -რამე იცი? -დღეს მძიმე დღე იქნება.-ხმაში ტკივილი ერეოდა. -რატომ? -ნახავ...ახლა სად ხარ? -შენ? -მასთან მიდი სახლში... -ახლა? -ახლა არა,დაახლოებით ღამის პირველ საათზე გამოჩნედება. -შენ არ წამოხვალ?-გამიკვირდა. -არა...არა მგონია შემომიშვას...შენ შეიძლება...მიხედე კარგი? -მიკა...არ ვიცი რა ვქნა. -ვერაფერს იზამ...უბრალოდ დაელოდე...-მივხვდი,რომ ტიროდა და მობილური გამითიშა. -ჯანდაბა...მერი სად ხარ?-მანქანაში ჩავჯდექი და მის სახლში წავედი.კარები გავაღე და ნანახით გაკვირვებული დავრჩი,ყველა ვაზა, სუვენირი,სარკე,წიგნი,ყველაფერი ძირს ეყარა.მინების ნამტვრევებში გავიარე და დივანზე დავჯექი.„ნუთუ ეს შენ გააკეთე?"თავს ხელებში ჩავდე და ვცდილობდი დღევანდელი დღე გადამეხარშა,მაგრამ მხოლოდ ერთი სიტყვა მიტივტივებდა გონებაში და ყველა სხვა ფიქრს სჯობნიდა...„გათხოვიალია".... ღამის ორი საათი იყო ,როდესაც კარი გაიღო და ნაბიჯების ხმა მოისმა... -მერი შენ ხარ? -წადი...- თქვა დასუსტებული ხმით.სიბნელეში ვერაფერი დავინახე... -სად იყავი? -სხვაგან. -მერი...ნუ მექცევი ასე!იცი როგორ ვნერვიულობდი?! -წადი ალექს... -რატომ?-შევეკითხე,ის კი ხმას არ იღებდა. -არ მინდა ასეთი მნახო...-ვხვდებოდი,რომ ტიროდა,შუქი ავანთე და ნანახით თავზარდაცემული დავრჩი. -ჯანდაბა...მერი სისხლი მოგდის!-მივვარდი,სახე მთლიანად დალურჯებული ჰქონდა,ჭრილობებიდან კი სისხლი სდიოდა. -წადი ალექს...-ისევ იმეორებდა. დოლბანდები და სპირტი ვიპოვე,ახლოს დავუჯექი და ჭრილობების დამუშავება დავიწყე,ის წარბსაც არ ხრიდა და ჩუმად იჯდა. -ხმა ამოიღე...-უკვე ვბრაზდებოდი. -რა გითხრა? -სად იყავი? -ვიჩხუბე.-მშვიდად მიპასუხა. -რა ქენი?! -ბრძოლა წესების გარეშე. -რა?! -ალექს!თავს ნუ ისულელებ! -იქ რა გინდოდა?გაგიჟდი?!-საშინლად გაბრაზებული ვიყავი. -მინდოდა...-ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან. -რა მერი?!რა გინდოდა?! -ტკივილი.-თქვა და თვალები დახუჭა. -გიჟი ხარ,გიჟი!-წამოვხტი. -ვიცი. -მერე?!ასეთი რა მოხდა?! -არ მეტკინა. -ხუმრობ?!სტეიკს ჰგავხარ. -არ მეტკინა.-გაიმეორა. -ჯანდაბა!მერი არ მისმენ?! -მაპატიე...-თქვა და ძლიერად ჩამეხუტა.მე წამში დამავიწყდა გაბრაზება და ხელები მოვხვიე. -წამოდი...დაისვენე.-ხელში ავიყვანე და ფრთხილად დავაწვინე საწოლზე. -არ წახვიდე...-ჩაიჩურჩულა და ძლიერად მომხვია ხელები. მეც გვერდით მივუწექი და ჩალურჯებულ სახეზე ნაზად დავუწყე ფერება. -ჩემო ლამაზო...-ჩავჩურჩულე ყურში, მას კი გაეცინა. -ასეთ სტეიკივით ქალს,მხოლოდ შენ თუ ეტყოდი მაგ სიტყვებს. -მერი... -გისმენ...-ის ცხვირს ჩემს კისერში დააცოცებდა. -დაქორწინებული ხარ? თავი 19 -...-ხმას არ იღებდა,ამაზე უფრო გავბრაზდი და გვერდით გავიწიე -მერი,დაქორწინებული ხარ?-გავუმეორე კითხვა. -ვიყავი.-მის ბაგეებს მხოლოდ ეს სიტყვა მოსწყდა და ისიც ძლივს გასაგონად,უეცრად მისი თვალებიდან ცრემლები წამოვიდა. -მომიყვები?-ვთხოვე წყნარად და ისევ ჩავეხუტე, ქალი, რომელსაც ასეთი ჩალურჯებების შემდეგ ხმაც კი არ ამოუღია ორ სიტყვიანი კითხვის გამო ტიროდა. -არ მინდა... -გთხოვ...მინდა ვიცოდე. -არ შემიძლია... -რატომ?- -გაიქცევი... -არ გავიქცევი,უბრალოდ მომიყევი. -არა. -ნაწილი მაინც.რამდენიც გინდა იმდენი მომიყევი. -ა რ ა. -კარგი,მაშინ მე გეტყვი რაც ვიცი და შენ უბრალოდ დამეთანხმე ან უარყავი,კარგი? -კარგი.-თქვა დიდ ხნიანი დუმილის შემდეგ. -შენ ელენეს ძმის ცოლი ხარ. -ვიყავი.-გამისწორა ჩუმად. -კარგი,მის ძმას არ ვიცნობ,მაგრამ როგორც მახსოვს ანდრე ჰქვია. -ანდრე...-ამოიოხრა ჩუმად,ეს სახელი ისე თქვა,თითქოს განძია და უფრთხილდებაო. -გიყვარდა? -სიგიჟემდე...სიკვდილამდე...დაუსრულებლად...ყოველგვარი მიზეზის გარეშე...სულით. -გიყვარს?-მის პასუხს გულაჩქარებული ველოდი. -სიგიჟემდე...სიკვდილამდე...დაუსრულებლად...ყოველგვარი მიზეზის გარეშე...სულით.-დაიჩურჩულა იმავე სიტყვები. -თქვენი დაშორება ვისი ბრალი იყო? -ჩემი.-ჩაიბუტბუტა და ცრემლები გადმოსცვივდა. -მის გამო იტანჯები ასე?-თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად. -ხედავ?!მაინც მალაპარაკებ!-წამოიძახა სიცილით. -მერი? -გისმენ. -მას უყვარდი? -კი. -რატომ გამოგიშვა? -სხვა გზა არ ჰქონდა. -გთხოვ...ცოტა მომიყევი.-ვთხოვე ჩურჩულით,მან ამოიოხრა და დაიწო. -19 წლის ვიყავი, როდესაც გავიცანი.ჩემმა დაქალებმა ნინიმ და ლიზამ აიტეხეს, ძალიან გავსუქდით და ვარჯიში გვინდაო.მე როგორც ყველაზე მოუხერხებელი მსოფლიოში,მხოლოდ საყურებლად წავყევი. -შენ და მოუხერხებელი?-გავაწყვეტინე. -ჰო ალექს,სწორ ხაზზე ვერ დავდიდი გამართულად....ნუ მაწყვეტინებ...ისედაც მიჭირს. -კარგი,მაპატიე გააგრძელებ? -მოკლედ...სპორტულ დარბაზში მივედით და ნინიმ თავი გამოიდო, რამე საბრძოლო ხელოვნება უნდა ვისწავლოო.-გაეცინა-მე და ლიზამ დავცინეთ,მაგრამ,როდესაც მწვრთნელი დავინახეთ,მაშინვე მიუხვდით ნინას ეშმაკობას. საბრძოლო ხელოვნებაში კი არა „როგორ დავკეროთ მწვრთნელში" გაიწაფა. ერთხელ ის მწვრთნელი ავად გახდა და გვითხრეს სხვა შეცვლისო. ნინიმ „ჩემი ბიჭი" არაა და ისე არ მინდაო,ლიზამ კუნთები მტკივა და ვერ ვივარჯიშებო.ამ დროს ანდრეა შემოვიდა თქვენი მწვრთნელი დღეს მე ვიქნებიო და უნდა გენახა, როგორ წამოფრინდა ორივე. როდესაც გამოსაცვლელად გავიდნენ,მხოლოდ მე და ის დავრჩით,კომონიკაბელური არ იყო, მეც ძალიან მორცხვი ვიავი,მაგრამ მითხრა შენც გამოიცვალეო, მე გავჯიუტდი,არაფერი ვიცი-თქო,მან კი უბრალოდ ჩაიღიმა და კიდევ ერთხელ მითხრა,რომ გამომეცვალა.მეც ბუზღუნ-ბუზღუნით წავედი და უკან სპორტული ფორმით დავბრუნდი,შემდეგ ნელ-ნელა დავახლოვდით,თავიდან თითქოს კარგი ნაცნობები ვიყავით,შემდეგ მეგობრები....ბოლოს კი მითხრა,რომ ვუყვარდი და რამდენიმე თვეში ხელი მთხოვა.სიგიჟემდე ვიყავი შეყვარებული და წამითაც არ დავფიქრებულვარ...დავქორწინდით.-ამ დროს ხმაში სევდა შეეპარა და ისევ წამოუვიდა ცრემლები.-ბოლოს...-სახე შეეცვალა.-ბოლოს კი...ისე არაფერი გამოვიდა,როგორც გვინდოდა და მე ლონდონში წამოვედი.-ახლა უკვე ტიროდა. ფეხზე წამოდგა და აივანზე გაიქცა.მეც უკან გავყევი,ის მოაჯირზე იდგი...არ იჯდა,იდგა და ხედს გაჰყურებდა. -მერი...ჩამოდი გთხოვ.-ვუთხარი,მაგრამ არ შევხებივარ,შემეშინდა,რომ გადავარდებოდა. -ნუ გეშინია... -მერი...გთხოვ...ის ამის ღირსი არ არის.-წამში შემოტრიალდა,თვალებში ცეცხლი აუბრიალდა და უცნაური სახით შემომხედა. -ეგ აღარ გაიმეორო.-გამოსცრა კბილებში. -მაპატიე...-მივხვიდი,რომ ეს არ უნდა მეთქვა. -ის ყველაფერს იმსახურებს.-მითხრა და თავი გულზე მომადო.- ცოტა ხანი ასე ვიყოთ რაა... დიდ ხანს ვიდექით ასე,გაუნძრევლად. -შენ ყველაზე არანორმალური,საყვარელი,სევდიანი და ლამაზი ქალი ხარ ვინც კი ოდესმე მინახავს.-ვუთხარი და მოვეფერე.- სინამდვილეში ვინ ხარ მარამ მარშალ? -გინდა ნახო?-ამომხედა და თვალებში ჭინკები აუთამაშდა. -მინდა...—მის შემოთავაზებაზე გამეღიმა. -კარგი...ბარემ ბოლომდე გავგიჟდები.-თქვა და კედელზე ხელები მიაყრდნო.-ჯერ,გამოჩნდი და ნერვები მიშალე, შემდეგ თავი მომანატრე,გამაგიჟე და ჭკუიდან გადამიყვანე,ჩემი ისტორია მომაყოლინე და ახლა ვაპირებ ის მერი გაჩვენო,რომელსაც ამდენი ხანია ყველას ვუმალავ.რას მიკეთებ?-გამიღიმა და თავი უფრო ახლოს მოიტანა. უეცრად დენდარტყმულივით გადახტა უკან, აივანს გადაევლო და ისევ მოაჯირზე დაჯდა.ტელეფონი ამოიღო და ვიღაცას დაურეკა. -გამარჯობა ენი...მე ვარ...კი...კარგი...უბრალოდ მინდოდა მეთხოვა,რომ ხვალ ჩემი და ალექსის შეხვედრები გადადო...კარგი,მადლობა...შეხვედრამდე.-ტელეფონი გათიშა და მე შემომხედა. -ეს რა იყო?-ვკითხე და ისე მოაჯირს მივეყუდე. -ხვალ ჩემი ხარ...-დაიჩურჩულა და მხარზე დამადო თავი. თავი 20 ასე გადიოდა წამები,წუთები ალბათ საათებიც,ის კი ჩემი მხრიდან თავს არ იღებდა,უბრალოდ ხედს გაჰყურებდა და ფიქრებით შორს იყო წასული. -არ მესმის...-დავიწყე მე,არაფერი მესმოდა. -ჯერ არა...ჯერ არა ალექს...დრო მჭირდება...-თავი ასწია და თვალებში შემომხედა-უბრალოდ არ მინდა ასე მალე წახვიდე...-ამ სიტყვებმა გამაბრაზა,ნუთუ მართლა ეგონა,რომ წავიდოდი,მაგრამ მალე ბრაზი ბედნიერებამ შეცვალ,მისი ბოლო სიტყვების გამო. -არ წავალ...გეფიცები,არსად წავალ. -ტყუილად ნუ იფიცებ...ეს ჯერ დასაწყისია... -ოდესმე ბოლომდე მომიყვები? -კი...აუცილებლად,მაგრამ ახლა არა. -კარგი.-დავთანხმდი,რადგან ვიცოდი,რამდენად რთული იყო მისთვის ეს ყველაფერი. -კარგი. -აბა,რა ქენი მოიგე?-ვეცადე თემა შემცვალა. -მოვიგე.-მიპასუხა და ბოროტულად გაეღიმა. -ასეც ვფიქრობდი...შენ როგორი ნაცემი ხარ და წარმომიდგენია,ის როგორი იქნება. -არაა...ის კარგადაა,ერთი ნაკაწრიც კი არ აქვს.-მიპასუხა მშვიდად. -რაა?ვერ მივხვდი... -არ მიყვარს ადამიანების ცემა,მოგება მიყვარს და....ტკივილი. -ანუ არ სცემ? -არა,სწრაფი მოძრაობებით ვთიშავ,მინიმალური დაზიანებებით. -ანუ გამარჯვება მოგწონს? -კი..იმ დროს ვხვდები,რომ სიკვდილსა და სიცოცხლის საზღვარზე ვარ. -ესეც ანდრემ გასწავლა? -კი. -ახლა,რომ შეგეძლოს დროის უკან დაბრუნება,რას შეცვლიდი? -ამინდს...-ისევ ცრემლები წამოუვიდა.ამ პასუხმა მთლად დამაბნია. -გთხოვ ნუ ტირი...-ვუთხარი და ჩავეხუტე.-არ მიფიქრია... -არა...ყველაფერი კარგადაა.-მითხრა და ისევ გამშორდა. -ყველაზე დიდი სიგიჟე რა გაგიკეთებია? -მაგას რა დაითვლის.-გაეცინა. -მაგალითად? -ერთხელ მოტოციკლეტიანდ გადავხტი ხიდიან. -გიჟი ხარ...-დავასკვენი კიდევ ერთხელ. -გეთანხმები.-თქვა და გაეცინა-მე ის ისტორია მოგიყევი,რომელიც არავისთვის მომიყოლია და ახლა ვაპირებ ჩემი თავი გაგაცნო...გიჟი ვარ აბა რა?! -მართლა არავისთვის მოგიყოლია? -ნწ.-უარის ნიშნად თავი გააქნია. -მე რატომ?-ისე ვკითხე გააზრებაც ვერ მოვასწარი. -შენ თვითონ იცი პასუხი....გიჟი ვარ.-ისევ გაეცინა.-და შენ უარესს მიშვრები. -მე?-მისი სიტყვების დაზუსტება მინდოდა. -ვითომ არ იცოდა... -მერი,შეწყვიტე...-გამოვცერი კბილებში. -რატომ?-აშკარად გაკვირვებული იყო. -იმიტომ,რომ ახლა ვკვდები ისე მინდა გაკოცო,შენ კი ცეცხლზე ნავთს ასხამ. -მე მეგონა ცეცხლთან თამაში მოგწონდა.-ისევ აგრძელებდა. -შენ თვითონ მთხოვე.-ვუთხარი და საკოცნელად გავიწიე,მაგრამ ერთი ჩაიხითხითა და ხელებიდან დამისხლტა. -უკეთ სცადე. -ხოო...?!უკეთესი ვარიანტი გაქვს? -კი...-კიდევ გაეცინა.-მიდი ჩაი გამიკეთე. -ოჰ,ქალბატონო მარამ...დაგიჭერ ერთხელაც და ვეღარ გამექცევი.-ვთქვი ჩემთვის და სახლში შევყევი. -ხვალ რას ვაპირებთ?-ვკითხე სხვათაშორისად. -ღმერთო ალექს,რა მოუთმენელი ხარ...ხვალ გაიგებ. -ანუ,პაემანზე მივდივართ? -არა. -კარგი და ყვავილები გიყიდო?-გავაგრძელე ისევ. -ყვავილები უყიდე ანდრეას,მაინც ძაან საყვარლად შემოგციცინებს თვალებში. -ეჭვიანობ?-ამის გაფიქრებაზეც კი მეღიმებოდა. -ოჰ,იოცნებე...უბრალოდ ის გოგო მეცოდება. -კითხვაზე მაინც არ მიპასუხე. -რომელზე? -რომელზეც გინდა. -ყურის ექიმთან მიმყავხარ.—თქვა მთელი სერიოზულობით. -რაა? -აბა რა ვერ გაიგე?! „არა" არ იცი რას ნიშნავს ქართულად?!კარგი აგიხსნი,როდესაც ერთი პირი მეორეს სთხოვს რაღაცას ამ მეორე პირს კი ეს რაღაც არ მოსწონს ის უარყოფს და აბმბობს არას. -მადლობა ქართულის გაკვეთილისათვის.ახლა სხვა რამე განმიმარტე. -გისმენ... -რას მიკეთებ? -მე?!-უცოდველ სახეს იღებს.-არაფერს. -კარგი,მაშინ ახლა მე ჩაგიტარებ ლექციებს. -არა!ლექციები არ მინდა.-სახე შეეცვალა და იქვე დივანზე დაეშვა. -ცუდად ხარ?—წამში გამიქრა თამაშის სურვილი. -არა.უბრალოდ დავიღალე...შეგიძლია ჩამეხუტო? -მოდი ჩემთან.-ახლოს მივედი, მან კი ხელებს ძლიერად შემომხია. -მადლობა...მადლობა ალექს,რომ ამ სიტუაციაშიც კი ჩემს გვერდით ხარ...მითუმეტეს,რომ არც კი მიცნობ. -მე შენ ყველაზე კარგად გიცნობ.დაგავიწყდა,რომ მხოლოდ მე ვიცი ლონდონში შენი ისტორია?-დავუჩურჩულე და კისერში ვაკოცე,მას კი როგორც ყოველთვის გააჟრჟოლა. -ალექს...-ჩუმად წარმოთქვა ჩემი სახელი და ყველა გრძნოვა მასში ჩაატია. -მარიამ...-მეც ასე მოვიქეცი,არ ვიცოდი იმ წამს რა ხდებოდა,მე ქალთან ვიყავი,რომელსაც ვეხუტებოდი და ვცდილობდი მისი ტკივილი მე წამეღო. -უნდა წახვიდე?-მკითხა მოწყენილმა. -კი.-ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე.-ორ საათში დავბრუნდბი. -კარგი,შეხვედრამდე. -ყვავილები წამოვიღო?-ვკითხე კართან მისულმა. -პაემანი არაა.-თქვა და კარი დახურა. ქუჩაში გავედი,ღამის ექვსი საათი იყო,ყველას ეძინა. მანქანაში ჩავჯექი და თან მობილურზე სასურველი ნომერი ავკრიფე... ვხვდებოდი,რომ ცუდად ვიქცეოდი,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა,თუ მინდოდა,რომ დავხმარებოდი,მაშენ უნდა გამეგო,სად არის ანდრე და რა მოხდა ოთხი წლის წინ. -გისმენთ.-ფინს ხმაზე ეტყობოდა,რომ გავაღვიძე. -მაპატიე,უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. -ალექს!შენ ხარ?!არა რა ბოდიში!...მითხარი რა გჭირდება. -მარამ მარშალზე მჭირდება იმფორმაცია. -კარგი...სამ საათში გადმოგიგზავნი. -კარგი,მადლობა. თავი 21 სახლში მივედი,შხაპი მივიღე და მოვწესრიგდი,უკვე შვიდი საათი ხდებოდა,ვიფიქრე დავიძინებდი,მაგრამ მოტოციკლის ხმა გავიგონე და ეზოში გასულს მერი დავინახე. -აბა,დროზე დაჯექი და წავედით.-სახე გაბრწყინებული მიყურებდა. -მოიცადე,ჯერ ყვავილები არ მიყიდია. -კიდევ კარგი,გადარჩი.-ჩაიცინა. -საერთოდ არ გძინებია?-გამებრაზა,რადგან იმის გარდა,რომ სახე ჩალურჯებებით ჰქონდა დაფარული,თვალებიც ჩასისხლიანებოდა. -არა. -ოჰ მერი.-ვთქვი და უკან მოვუჯექი.-სად მიგყავარ? -უკვე გითხარი. -ყურის ექიმთან? -კი.-მიპასუხა სერიოზულად. მოტოციკლი დაძრა და გზას გაუყვა,როდესაც საავადმყოფოსაკენ აიღო გეზი,აი მაშინ ნელ-ნელა გავიაზრე,რომ არ ხუმრობდა. -მართლა ყურის ექიმთან მიგყავარ? -არა.-გაეცინა.-დემეტრე მოვინახულოთ. -ჯერ მხოლოდ რვის ნახევარია.-შევეკამათე,რადგან მინდოდა პირდაპირ მთავარზე გადასულიყო. -ელენეს ეღვიძება. -შენ საიდან იცი? -დამიჯერე...ელენეს ყველაზე კარგად ვიცნობ,ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. -საუკეთესო მეგობარზე გამხსენდა,მიკას დაურეკე. -დამშვიდდი,ვნახე და დღეს საქმეებს ის მიხედავს. -ანუ არანაირი ისტერიკა? -ნუ,კარგი ხოო...ჯერ იკივლა რას გავხარო,შემდეგ იტირა, მეჩხუბა, მეფერა,ბოლოს კიდევ იტირა და მითხრა ერთი დღით დაისვენე ყველადერს მე მივხედავო. მივედით,მან მოტოციკლი გააჩერა და ორივე დემეტრეს პალატისაკენ გავეშურეთ. -ელენე.-ჩაილაპარაკა ჩამწყდარი ხმით და ელენეს მოეხვია. -მარიამ. -როგორაა?-ვკითხე და მეც მოვეხიე. -კარგად,სძინავს.ვერ გადაეჩვიე დილა უთენია გაღვიძებას?-ახლა მერის მიუბრუნდა. -შენ როგორ ხარ?-არ უპასუხია. -დავმშვიდდი,მიხარია,რომ კარგადაა...მართალა.-თქვა და ჩანთიდან ორი კონვერტი ამოიღო.-ეს თქვენ. გავხსენი და ქორწილის მოსაწვევი დავინახე. -ძალიან მიხარია.-აღბრთოვანდა მერი და ელენეს გადაეხვია. -მეც გამიხარდება,თუ ჩამოხვალ...ვიცი,რომ დიდი ხანია არ ყოფილხარ და არც გაგამტყუნებ თუ...-დაიბნა. -სიამოვნებით ჩამოვალ,შენს ქორწილს ნამდვილად არ გამოვტოვებთ?ასე არაა?-ახლა მე შემომხედა. -კი,კი აუცილებლად ჩამოვალთ. -კარგი...ახლა უნდა წავიდეთ და კიდევ შემოგივლით.-ელენეს დავემშვიდობეთ და წავედით. -სად მიგყავარ?ახლა მაინც მეტყვი? -ნწ.-თავი გააქნია. -უკვე მგონია,რომ მიტაცებ.-გამეცინა. -თუ კითხვების დასმას არ შეწყვეტ...დავფიქრდები.-მითხრა და მასაც გაეღიმა. მოტოციკლი ჩემთვის უკე კარგად ნაცნობ სავარჯიშო დარბაზთან გააჩერა. -როგორც გეტყობა ვარჯიშობ.-მითხრა და ამათვალიერა,შემდეგ დაბნეულმა სწრაფადვე გსიხედა წინ. -შენც. -კარგი,მოდი გამოვიცვალოთ და დავიწყოთ კარგი?თუ გინდა,რომ გამიცნო,უნდა იცოდე,რომ ვარჯიშს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. -რომელი სპორტი მოგწონს?-ვკითხე მე. -ძიუდო. -არ მიკვირს.-გამეცინა.-ჭიდაობ? -კი.-ჩაიღიმა თვითკმაყოფილმა.-შენ? მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. -კარგი,ერთხელ აუცილებლად უნდა შევეჯიბროთ.-შემომთავაზა მან. -როცა გინდა და სადაც გინდა. -ეს გამოწვევაა ბატონო ალექს? -თუ გინდათ ასე ჩათვალეთ. -მაშინ მიღებულია.-მითხრა და გასახდელისაკენ წავიდა. მეც გამოვიცვალე,როდესაც დავბრუნდი,ის უკვე ვარჯიშობდა. მე აზიდვების კეთება დავიწყე და წამით გავაპარე მისკენ მზერა, აშკარა დაინტერესებით მათვალიერებდა და კმაყოფილი იღიმოდა, მე მის გამომეტყველებაზე გამეცინა. -ნუ იცინი.-მიხვდა,რომ შევხედე. -კარგი.-ვუთხარი და ისევ გამეცინა. მან წარბები შეკრა და იმ რგოლზე ზუსტად იგივე პოზიციაში ჩამოეკიდა,როგორც რამდენიმე დღის წინ,ისე დახვეწილად და გრაციოზულად მოძრაობდა,რომ ახლა მე ვეღარ მოვწყვიტე თვალი მან კი უბრალოდ ჩაიღიმა. -ხედავთ?ასეთ დროს თავის კონტროლი ძნელია.-წაიმღერა მან. ორი საათი ვვარჯიშობდით,შემდეგ გამოვიცვალეთ და სპორტული დარბაზიდან გამოვედით. მარიამმა მოტოციკლი დიდი შენობის კართან გააჩერა,რომელიც როგორც ჩანს ადრე საწყობი იყო. შიგნით შესვლის თანავე გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა. -მაგარია.-აღმომხდა,კედლები საღებავებით იყო მოხატული, აქა-იქ სახატავი დაზგები და ტილოები ეწყო,სხვადასხვა ფერის და ფორმის საღებავის ქილები ლამაზად იყო ჩამწკრივებული.-შენია? -ჩემია.მიყვარს დროის აქ გატარება მამშვიდებს, შენ დაათვალიერე, მე კი ცოტა ხანი დავხატავ კარგი? -კარგი.-ვუთხარი და მისი ნახატების თვალიერება დავიწყე, ერთმანეთზე დაუდევრად ეწყო ულამაზესი პორტრეტები, ლონდონის ხედები,აქა-იქ საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილებიც იყო,თითოეული საოცრად იყო შესრულებული, იქვე კუთხეში საგულადგულოდ იყო დამალული რამდენიმე პორტრეტი, მივედი და დავაკვირდი.წამებში ვიცანი მარამის ყოფილი ქმარი ანდრე. -ეგენი არა.-მომაძახა და პორტრეტები ისევ ჩამალა. -ანდრეა? -ანდრეა... -გენატრება? -ალექს,გთხოვ არ მინდა ამაზე საუბარი...-თვალებში მწუხარება ედგა. -მომეწონა,ლამაზად ხატავ. -მადლობა. -წავიდეთ?-შევთავაზე მე. -წავიდეთ. -ვისაუზმოთ. ორ საათში ფინისგან მივიღე შეტყობინება,მწერდა,რომ იმფორმაცია იმეილით გამომიგზავნა, ელექღრონულ ფოსტაზე შევედი და სათაური წავიკითხე.„მერი მარშალი" ჯერ ტელეფონს შევხედე,შემდეგ მერის,რომელიც ჩუმად იჯდა და წვენს მიირთმევდა. არა, მას ასე ვერ მოვექცეოდი,ყველაფერს გავაკეთებდი მისთვის და როცა დრო მოვიდოდა თვითონ მეტყოდა არც კი დავფიქრებულვარ ისე წავშალე წერილი და ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე. თავი 22 -წავიდეთ?-ვკითხე,ანგარიში გადავიხადე და კაფიდან გამოვედით. -სად გინდა წასვლა?-მკითხა უეცრად. -ადგილები გამოგელია?-გამეცინა. -არა...უბრალოდ...არჩევის უფლებას გაძლევ. -რასა და რას შორის? -რბოლა თუ ბრძოლა წესების გარეშე? -მერი...ახლახანს არ მოხვედი ჩალურჯებული! -აირჩიე. -რბოლა.-არც დავფიქრებულვარ ისე ვუთხარი. -კარგი. მოტოციკლი დაძრა და მალე ჩემთვის უკვე ნაცნობ ადგილას გააჩერა. -ჯონათან.—თავის დაკვრით მიესალმა ქერა ახალგაზრდა ბიჭს. -მერი!-ბიჭი აშკარად გახალისებული ჩანდა.-არ ვიცოდი თუ მოდიოდი. -აბა...როდის იწყება?-მერიმ ყურადღება არ მიაქცია ბიჭის აღბრთოვანებას. -ათ წუთში. -კარგი.-უთხრა და სხვა მანქანაზე ჩამოჯდა,მეც გვერდით მივუჯექი. -მერი!-თავზე მაღალი,ოცდაათ წელს გადაცილებული დაკუნთული მამაკაცი დაგვადგა. -ჯონ.-მერის ხმაში აშკარა ზიზღი იგრძნობოდა. -გაიცილე ანდრე და ახალი სათამაშო იპოვე?-გამიკვირდა,კაცმა ანდრეზე,რომ იცოდა. -შენ ამაზე ლაპარაკის უფლება არ გაქვს....შემეშვი.-ხმაში სიბრაზე გაერია. -არა...არჩევანს არ გიწუნებ.-ამათვალიერა.-არაა ცუდი ბიჭი. -წადი...-გაბრაზებულმა გამოვცერი კბილებში. -ოჰ,ლაპარაკობს კიდეც.-კაცი აშკარად გახალისებული ჩანდა. -რა გინდა?-მერი სიმშვიდეს ინარჩუნებდა. -დიდი ხანია ანდრე არ გამოჩენილა,მომენატრა მასთან ერთად რბოლა. -ოთხი წელი გავიდა ჯონ...კიდევ ვერ დაივიწყე? -რადგან მარტო ხარ...თან ანდრეც წლებია შენს გვერდით არ გამოჩენილა,ხომ არ გვეცადა პატარა? -მორჩა!-გაცეცხლებული ფეხზე წამოვხტი და ჯონს ხელი ძლიერად დავარტყი. -ალექს!-მერი წამში წამოდგა და ჯონი რამდენიმე სწრაფი მოძრაობით მიწაზე გააგორა,რომელმაც ხველება დაიწყო,რადგან მერიმ ფეხი კისერზე დააჭირა. -რას გეძახდაა?—კაცი არ წყვეტდა მერის გაღიზიანებას.-ააა... გამახსენდა...მარიკუნა...ჩემი მარიკუნა...ასეა?!-მერის კისერზე ძარღვები დაეჭიმა და კაცს ფეხი ცხვირში ისე ჩაარტყა,რომ სისხლი წამოუვიდა. -წავედით.-სწრაფად მოშორდა,მოტოციკლს მოაჯდა,ჯონათანის უკმაყოფილო ძახილს ყურადღება არ მიაქცია და მთელი სიჩქარით გაუყვა გზას. -მომეჭიდე.-მომაძახა და კიდევ უფრო დიდი სისწრაფით დაიეყო სვლა.ბოლოს სადღაც პარკში გააჩერა და გაბრაზებული გადახტა. -ჯანდაბა!...ჯანდაბა! -მარამ... -უნდა წაგიყვანო...-თითქოს გამოერკვა,მოტოციკლი ისევ დაძრა და ჩემი სახლისკენ აიღო გეზი. -გააჩერე...-თითქოს არ გაუგია.-გააჩერე!-დავუყვირე,ის შეცბა და მოტოციკლი წამში გააჩერა. -ალექს?-მერიმ ცრემლიანი თვალები შემომანათა.-სახლში უნდა წაგიყვანო....ჩემთან საშიშია... -მერი!შემომხედე.-სახეზე ხელები მოვხვიე და ჩემსკენ შემოვაბრუნე.-ყველაფერი კარგადაა...დამშვიდდი. -არა ალექს,მე...შეიძლება...-თვალები დახუჭა და სახეზე ტკივილი აღებეჭდა.-შენ არ გესმის...აღარ შემიძლია. -რა მერი? -თავს ვეღარ ვიკავებ... -რისგან? -არ შემიძლია აქ ვიდგე და შენც გაუბედურებდე...-თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა.-მინდა,შენგან შორს ვიყი,მაგრამ არ გამომდის.... -არა...არსად გაგიშვებ.-ვუთხარი და ხელები ძლიერად მოვხვიე,ისიც მომეხუტა. აი ასე ვიდექით და ორივე ვწუხდით,რადგან ჩვენს შორის მერის ოთხი წლის ნაშენები ბარიერი იყო,ჩვენ კი ერთად გვინდოდა... -გიპოვი...-ჩავჩურჩულე ყურში. -გთხოვ... დიდ ხანს ვიდექით ასე.შუბლზე თავისი შუბლი დამადო და ცხვირით ლოყაზე მომეფერა. -მინდა,რომ ყველაფერი იცოდე...-ჩაილაპარაკა ტკივილ შეპარული ხმით. -მომიყევი.-ვთხოვე ჩუმად. -არა. -რატომ? -მინდა,რომ დარჩე. -არ წავალ მერი. -არა. -კარგი...შენ როცა გინდა.-გააკანკალა.-გცივა?-მან თავი დამიქნია.- ეს აიღე.-ვუთხარი და ჩემი ქურთუკი მოვახურე მხრებზე. -წავიდეთ?-მიმოვიხედე,უკვე ბნელდებოდა დრო ისე სწრაფად გავიდა,ვერც კი შევამჩნიე. -მოდი.-ვუთხარი და მოტოციკლზე უკან მოვისვი. -ტარება იცი?-მკითხა და ხელები ძლიერად მომხვია.მე ჩამეცინდა და მოტოციკლი დავძარი.მალე მის სახლს მივუახლოვდით. -შემოხვალ?-მკითხა სევდიანი ხმით. -ჩამეხუტები? -ჩაგეხუტები...-გაეცინა და სახლში შევიდა. -მიდი,დაჯექი მე კი წვენს დაგისხამ. -არა.-ვუთხარი,ხელით მოვქაჩე და პირდაპირ კალთაში ჩავისვი. -რა მჭირს?-მკითხა და ხელები კისერზე მომხვია. -იგივე რაც მე.-ვუთხარი და უფრო მივეკარი. დიდ ხანს ვისხედით ასე,სახეზე ვეფერებოდი ის კი ყოველ ჩემს შეხებაზე თვალებს ხუჭავდა.მალე მარამის მობილურმა დარეკა. -გისმენ მიკა.-უხალისოდ წამოიწია.-ჯანდაბა,ხვაალ?...დამავიწყდა ...კი...არ ვიცი...კარგი რაა!...კარგი.—ტელეფონი გათიშა. -რა მოხდა? -მიკა იყო,ხვალ 14 თებერვალია? -კი.-არ ვიცოდი რატომ მეკითხებოდა. -ჯანდაბა...-თქვა და ისევ მომეხუტა. -ყველაფერი კარგადაა? -ხვალ ვალენტინობის წვეულებაა. -ააა....გამახსენდა...მიდიხარ? -კი,დევიდიც იქ იქნება.-მის სახელის გაგონებაზე,ერთიანად მომაწვა ანერვიულება. -ერთად წავიდეთ?-ვკითხე მე. -მჰ...მინდა.-ჩაიბუტბუტა და კისერში მაკოცა,მის შეხებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. -პაემანი იქნება? -არა.-გაეცინა. -კარგი...ვარდები მოგწონს თუ გვირილები?-არ დავნებდი. -მწვანილები. -მერი!-ვუთხარი ვითომ გაბრაზებულმა,მაგრამ ვერ მოვითმინე და იმის წარმოდგენაზე,თუ როგორ ვუწვდი მწვანილების თაიგულს გამეცინა.-კარგი.-ვთქვი და თავში ერთი აზრი მომივიდა. -რა? -შენ თვითონ დამპატიჟებ პაემაზე. -იოცნებე.-თქვა და უნებურად დაამთქნარა. -გეძინება?-მან თავი დამიქნია,მე ხელში ავიყვანე, საწოლში ჩავაწვინე,ფეხსაცმელები გავხადე და პლედი დავაფარე. -მიდიხარ?-მკითხა ნახევრად მძინარემ. -კი.-ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე. -მადლობა.-მითხრა და ცალი ხელი მომხვია.-ჩემი მოტოციკლით წადი. გარეთ გამოვედი და სახლში მარიამის მოტოციკლით წავედი. *********** მერი *********** დილით ჩემმა „მაღვიძარამ" გამაღვიძა. -შუა დღის ოთხი საათის უკვე!-წამოიყვირა და ზედ დამახტა. -მიკა...არა...-წავიბუზღუნე და საბანი თავზე გადავიფარე. -ადექი!რას გავხარ ერთი შეგახედა!მაკიაჟი უნდა გაგიკეთო, კაბა უნდა ჩაგაცვა!ნუ ზარმაცობ. ბუზღუნით ავდექი და სააბაზანოში გავედი,იქიდან გამოსულს მიკა ჩემს ოთახში დამხვდა. -ეს თუ ეს?-მკითხა და ორი საღამოს კაბა ამიფრიალა ცხვირწინ. -ეს.-ვუთხარი და მწვანეზე მივანიშნე. -კარგი არჩევანია.-ჩაიცინა და მეორე კაბა ისევ შეკიდა.-ახლა მაკიაჟი. მიკა მოდელების თმასა და მაკიაჟზე ზრუნავდა,ამიტომაც აზრადაც არ მომსვლია სალონში წასვლა. ორი საათის შემდეგ სარკის წინ ვიდექი და ჩემს გამოსახულებას შევყურებდი. -ოჰ...-ამოიოხრა მიკამ და თავის ნახელავს დააკვირდა. -მხოლოდ შენ შეგიძლია სტეიკი პრინცესად აქციო.-ვუთხარი და კიდევ ერთხელ დავაკვირდი ჩემს სახეს,რიმელსაც ჩხუბის კვალი აღარც კი ეტყობოდა. -მალე ალექსი მოვა...-საათს დახედა და კაბა გამისწორა.- შესანიშნავად გამოიყურები. -შენც.-ვუთხარი და ხელი მოვხვიე. მალე ალექსმა დააკაკუნდა და მიკა კარის გასაღებად გაიქცა. -ალექს!-ხმამაღლა ამოიოხრა. -შესნიშნავად გამოიყურები მიკა.-ნაბიჯების ხმა გავიგე და ოთახში ალექსი დავინახე. თითქოს გაშედა,შემდეგ გაიღიმა და უფრო ახლოს მოვიდა.ისე კარგად გამოიყურებოდა წამით სუნთქვა შემეკრა. -შენ...-თავი დახარა და ყურში ჩამჩურჩულა.-წარმოუდგენლად ლამაზი ხარ... -თქვენც არა ჩიშავთ.-ვუთხარი და გავუღიმე. -ოჰ,თქვენი არ ვიცი,მაგრამ ახლა ამ სილამაზისგან გული წამივა.- მიკამ თავი გვერძე გადახარა. -წავედით? -წავედით. -მე...-დაიწყო მიკამ.-სიმართლე გითხრათ მეგობართან ერთად მივდივარ.-მთლიანად გაწითლდა.-შეგიძლია ალექს სახლში მიმიყვანო? -კი,რა თქმა უნდა.-ალექსი წინ წავიდა. -მეგობარი?-მიკას ლოყები კიდევ უფრო გაუწითლდა. -ერთი ბიჭია... -კარგი,ქალბატონო მიკა...ვხედავ ბევრი გაქვთ მოსაყოლი. მანქანასთან მივედი და უკანა სავარძელში ჩავჯექი,მიკამ გაკვირვებულმა შემომხედა ჯერ მე და შემდეგ ალექს რომელსაც მისთვის კარები ეჭირა. -წინ არ დაჯდები?- მკითხა მე.ალექსს ჩაეცინა. -არა.-დაბნეული მოთავსდა წინ.ალექსმა კი კარები დახურა. მიაკა სახლში მივიყვანეთ,ჩვენ კი წვეულებაზე წავედით. -ჯანდაბა...-ვთქვი და ენის შეტყობინებას კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი. -რა ხდება? -ისევ ის სულელური თამაში...მეც ჩამრთეს... -რა თამაში?-დაინტერესდა ალექსი. -ვალენტინობასთან დაკავშირებით,წვეულებაზე მყოფი ყველა კაცის სახელი ცალკე ყუთში იყრება,ქალების ცალკე,შემდეგ კი იღებენ და ვისაც ვინ ამოუვა ის მიჰყავს პაემანზე.-ავუხსენი მოკლედ. -აჰა-ჩაიცინა ალექსმა.-ანუ შეიძლება მე ამომივიდე? -კი.-მოვუჭერი სწრაფად.-ვერ ვიტან ამ თამაშს... მანქანა დიდ დარბაზთან გააჩერა,რომლის წინაც უამრავი ფოტოგრაფი და ჟურნალისტი ირეოდა. მანქანიდან გადავედით, მათაც შანსი არ გაუშვეს ხელიდან და სანამ დარვბაზში შევიდოდით კითხვებითა და კომპლიმენტებით აგვავსეს...როგორც იქნა შევედით. -ქალბატონო მერი.-ენი გამოიქცა ჩემსკენ.მე დარბაზს მოვავლე თვალი,ძირითადად წითელ ფერში იყო მორთული და ვარდებით იყო გაფორმებული,სასიამოვნო მუსიკა ისმოდა და სასიყვარულო განწყობას ქმნიდა. -ბატონო ალექს.-მიესალმა ალექსსაც -რა ხდება?დევიდი მოვიდა?-ვკითხე და დარბაზს მოვავლე თვალი. -არა?ჯერ არ გამოჩენილა. -მერი...გეყო...წამოდი ვიცეკვოთ,მოდუნდი და გაერთე.-ალექსი როგორც ყოველთვის,ქართულად მელაპარაკებოდა,ენიმ კი ამაზე თვალები ჭყიტა და ახლოს მოიწია,რომ სიტყვები გაეგო. -კარგი,ვიცეკვოთ- ვუთხარი და საცეკვაო მოედნის შუაში გავჩერდი. ერთი ხელი მხარზე დავადე,მეორეზე კი თვითონ მომკიდა ხელი და ნაზად ამაწევინა...თვალებში ჩავხედე და იმ წამს თითქოს მთელი სამყრო გაქრა,ვიყავით მე,ალექსი და მუსიკა,სხვა არაფერი.სიმღერა დაიწყო და ჩვენც დავიწყეთ მოძრაობა,ნაზად და ჰაეროვნად,ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და მხოლოდ ამას ვხედავდით...სიმღერა დამთავრადა,თითქოს გამოვფხიზლდი და თვალი მოვავლე აღბრთოვანებულ სტუმრებს.ალექსს გავუღიმე,საცეკვაო მოედნიდან გავედი და შამპანური მოვსვი. -ოჰ,ქალბატონო მერი.-გავიგე დევიდის ხმა და წამში შემეცვალა განწყობა. -ბატონო დევიდ.-დავუკარი თავი. -მშვენივრად იცეკვეთ. -მადლობა.-ვცადე მოჩვენებითი თავაზიანობა. -კარგად გამოიყურებით,იმის გათვალისწინებით,რომ თქვენი კომპანია მალე ჩაიძირება. -თქვენს ადგილაზე,გამარჯვებას ჯერ არ ვიზეიმებდი. -სულაც არა...იმიტომ,რომ უკვე გავიმარჯვე. -შე...-გავბრაზდი,მაგრამ ალექსი დავინახე,რომელიც თავჩაღუნული მოდიოდა ჩვენსკენ და თვალებში უცნაურად მიყურებდა.მოგვიახლოვდა და იმის მაგივრად,რომ ჩემთან დამდგარიყი დევიდს ამოუდგა გვერდით. -ოჰ,ალექს!-წამოიძახა დევიდმა.-თქვენ უკვე იცნობთ ერთმანეთს,მაგრამ მაინც წარმოგიდგენთ.ალექს,გაიცანი ჩემი კომპანიის მთავარი კონკურენტიკომპანიის მფლობელი,მერი მარშალი.-უეცრად თავლებში ცეცხლი აენთო.-მერი,გაიცანი ჩემი შვილი... ალექსი. 23 თავი -ვიწყებთ ჩვენს ყოველწლიურ თამაშს!„პაემანი უცხოსთან".-მიკროფონში ენის ხმა გაისმა,მაგრამ მე შოკისგან ყურადღებაც არ მიმიქცევია. -მერი...მე...-დაიწყო ალექსმა. -ახლა კი სცენაზე ვთხოვთ ჩვენი კომპანიის მმართველებს და დღევანდელი წვეულების ორგანიზატორებს,ქალბატონ მერი მარშალს და ბატონ ალექსანდრეს.-დარბაზში ტაშის დაკვრის ხმა გაისმა,ალექსმა ხელი მომკიდა და სცენაზე ამიყვანა. -აგიხსნი...-მითხრა გზაში. -საღამო მშვიდობისა.-ალექსი დამსწრე საზოგადოებსას მიესალმა. -ქალბატონო მერი,ბატონო ალექს,პატივს დაგვდებთ და გახსნით ჩვენს თამაშს? -სიამოვნებით. ალექსმა ხელი ყუთში ჩაყო,ერთი ფურცელი თავისთვის,მეორე კი ჩემთვის ამოიღო.მე ისევ დაბნეული ვიყავი და მომხდარს გააზრებას ვცდილობდი„არა...ალექსი...ის ხომ...ჩემი ალექსია...არა...რაღაც შეცდომაა..." ვუმეორებდი საკუთარ თავს. -გახსენი.-მითხრა ხმადაბლა. გავხსენი და სახელი წავიკითხე. „ჯეიკობ სეიდი" ჩემმა ტვინმა სრაფად დაიწყო მუშაობა და გამახსენდა ვინ იყო ჯეიკობი,ბიჭი ბუღალტერიის განყოფილებიდან. -სამწუხაროა.-მითხრა და თავისი ფურცელი მაჩვენა. „კელი კლეინი". ერთ-ერთი გრძელფეხება მოდელი.მაყურებელს თვალი შევავლე და გასასვლელისაკენ წავედი. -მერი!-შუა გზაში ალექსი წამომეწია. -იქ რა მოხდა?!-დავუღრიალე. -აგიხსნი... -არ მჭირდება....!ჯანდაბა!ჯანდაბა!...მე...-ცრემლები წამომივიდა.-მე შენ გენდე... -მარიამ გეფიცები... -ნუ!ნუ მეფიცები!შეწყვიტე!მე სულელი გენდე და გული გადაგიშალე,შენ კი ჯაშუში აღმოჩნდი,რომელმაც ჩემი ესკიზები მტერს ჩაუგდო ხელში! -არა,არა!გეფიცები! -ნუ იფიცები-მეთქი!როგორ დაგიჯერო?!მითხარი,როგორ?! -მე შენთვის არ მიღალატია.-ხმაში სასოწარკვეთა შეეპარა და ხელი მომკიდა. -არა!-ხელი გამოვტაცე,მანქანაში ჩავჯექი და წამოვედი. ********** ალექსი ********** მერიამ არაფრის თქმა არ მაცადა და გაიქცა,მე შენობაში შევედი და დევიდი მოვძებნე. -რატომ გააკეთე?!-დავუღრიალე. -შვილო... -მე შენი შვილი არ ვარ!შენ მაშინ ამოგშალე ჩემი ცხოვრებიდან, როდესაც 19 ვიყავი!შენ მამაჩემი არ ხარ! -იმ ქალის გამო მეჩხუბები?! -აღარ მომეკარო,ჩემს ცხოვრებაში შენ არავინ ხარ!-ვუღრიალე და მიკასთან მივედი. -ალექს?!რა მოხდა?!მერი სადაა?!-მკითხა შეშინებულმა. -რაღაც უნდა გითხრა...დევიდი...ის მამაჩემია. -რაა?! -მინდოდა მეთქვა,უბრალოდ დიდი ხნის წინ ამოვშალე ჩემი ცოვრებიდან,მე მან ისეთი რამ გამიკეთა,რაც...გთხოვ,უნდა დამიჯერო!მერიამ არ მაცადა ამეხსნა. -მჯერა...მაგრამ თუ მერი ახლა შარში გაეხვევა...იცოდე შენი ბრალი იქნება! -ვიცი,მაპატიე....უბრალოდ...მისი პოვნა მინდა,არ იცი სად შეიძლება წასულიყო? -არ ვიცი...აქვს ისეთი ადგილები,რომელთა შესახებაც არ მიყვება. -იქნებ?-უეცრად თავში მერის სამხატვრო ამომიტივტივდა- ვფირობ ვიცი სადაცაა. -ახლა ჩემი ნახვა არ ენდომება...-თქვა დამწუხრებულმა.-წადი და უფლება არ მისცე რამე სისულელე ჩაიდინოს. გარეთ გამოვედი,მანქანაში ჩავჯექი და მალე დიდ შენობასაც მივაგენი.დავაკაკუნე,მაგრამ არვინ მიპასუხა,მივხვდი,რომ იქ არ იქნებოდა და იმედგაცრუებული ჩავჯექი მანქანაში და სახლში წავედი.მიკას დავურეკე ისიც მოვიდა და ერთდ დავიწყეთ ფიქრი სად შეიძლებოდა წასულიყო,ტელეფონს არ პასუხობდა და ეს კიდევ უფრო მაშინებდა. -არა...აღარ შემიძლია,ასე უაზროდ ჯდომა. უნდა წავიდე!-ვთქვი და ავდექი. -ნუ სულელობ!ახლა უნდა მოვიფიქორთ სად შეიძლებოდა წასულიყო.-მიკა ნერვიულობისგან საშინლად გამოიყურებოდა. -არ ვიცი!ჯანდაბა არ ვიცი! -დაწყნარდი...გთხოვ...დაბრუნდება...არ ვიცი...დაბრუნდება...- მიკამ შუბლზე ნერვიულად მოისვა ხელი. -კარგი...დაღლილი ხარ,სახლში წაგიყვან,ხვალ იმედია კომპანიაში მოვა. მიკა სახლში წავიყვანე.მთელი ღამე არ მძინებია,საწოლში ვწრიალებდი,მერის გამო საშინლად ვნერვიულობდი. ღამის სამი საათი იქნებოდა,როდესაც კაკუნის ხმა გავიგე. სასწრაფოდ გამოვაღე, გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე შემოვარდა მერი და შუბლი შუბლზე მომადო,თვალები დახუჭული ჰქონდა. -რატომ?-ჩაიღმუვლა-რატომ?! -მინდა აგიხსნა...-ხელები ძლიერად მოვხვიე. -მე გული გადაგიშალე,გენდე... -მიყვარხარ.-ეს სიტყვა უნებურად მოსწყდა ჩემს ბაგეებს,შემდეგ გავიაზრე რა ვთქვი და მართალია ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო,მაგრამ წამითაც არ მინანია. -რა?!-დენდარტყმულივით მომშორდა.-ჯანდაბა!რატომ?!რატომ?! მე ხომ გითხარი,რომ არ მიცნობ,შემომხედე!შემომხედე!მე არ უნდა გიყვარდე!-ახლაღა დავაკვირდი,მთლიანად სისხლით იყო მოსვრილი. -მერი! -მე არ უნდა გიყვარდე!არ შეიძლება!მე გიჟი ვარ!გიჟი ალექს!ხომ გითხარი! არღარ მომისმენია,ხელი ჩავალე, სამზარეულოში შევიყვანე, დოლბანდები და სპირტი გამოვიღე და ჭრილობების დამუშავებას შევუდექი. -მე გიჟიც მიყვარხარ.-ვუთხარი ჩუმად. -უნდა წავიდე!-ადგომა სცადა,მაგრამ არ გავუშვი. -მიყვარხარ და ამას მანამდე გეტყვი,სანამ არ გაიაზრებ რომ მრთალია და ყველანაირი მიყვარხარ. -არ მიცნობ!არ იცი რა გადამხდა...რად ვიქეცი...-ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა. -19 წლის ვიყავი,გახსოვს რომ მოგიყევი ჩემი კურსელი მიყვარდა-თქო?-ვეცადე თემა შემეცვალა,აღრ მინდოდა მომესმინა როგორ ლაპარაკობდა საკუთარ თავზე ამხელა ზიზღით. -კი...კოლეჯში.-შედარებით დაწყნარებულმა მიმანიშნა,რომ ახსოვდა. -დაქაორწინებას ვაპირებდით...მამაჩემი,მან იმდენი ქნა,რომ ჩემი თავი შეაზიზღა...მერი შენ არც კი იცი დევიდი ვინაა და რისი გაკეთება შეუძლია... -ანუ... -გეფიცები არფერი მიმიცია მისთვის.მის დახმარებას სიკვდილი მირჩევია...შენ ვერ მიხვდები... -მაპატიე...-თვა და ხელები მომხვია. -არაუშავს.-მეც მაგრად მოვეხვიე. -მაფრამ,ალექს...უნდა დამივიწყო...მე შენ არ შეგეფერები... -არასდროს.... -გთხოვ...-ამოიკნავლა.-თუ ასე გააგრძელებ,ვეღარ შევძლებ... -რას? -...ვეღარ შევძლებ,რომ გრძნობები დავმალო. -აღარ დამალო... -უბრალოდ...მოდი...ორი თვე ვიყოთ ერთდ,არანაირი წინ გადადგმული ნაბიჯი,ისე ვიყოთ როგორც ადრე,ნელ-ნელა ყველაფერს მოგიყვები და არა მგონია შემდეგ დარჩენა მოგინდეს,მაგრამ იმით მაინც დავიმშვიდებ თავს,რომ ორი თვე მექნება... -დავრჩები.-გამებრაზა,რადგან ყოველთვის ეგონა,რომ მივატოვებდი. -არა,არ დარჩები. -გეყო,მერი!მაგას მე გადავწყვეტ!-ბოლო ჭრილობაც დავუმუშავე და ხელში ავიყვანე. -რას აკეთებ?! -უნდა დაგაძინო.-საძინებელში შევიყვანე,დავაწვინე მეც გვერდით მივუწექი და მაგრად მოვხვიე ხელები. -ბოდიში... -იჩხუბე? -ხო,გაბრაზებული ვიყავი... -იცი მიკამ როგორ ინერვიულა?! -დამშვიდდი, მივწერე,რომ კარგად ვარ. ტელეფონს დავხედე და მიკას შეტყობინება წავიკითხე. „მერიმ მომწერა,კარგადაა,ხვალ სამსახურში მოვა" -სამსახურში?-ასე აპირებდა წასვლას? -ჰო.ბევრი საქმე გვაქვს.-დაამთქნარა.-მორჩა...დაიძინე,თორემ წავალ... უფრო მაგრად მომეხუტა და თვალები დახუჭა. თავი 24 -არა!არა გთხოვ...არა!-მერის ყვირილმა გამაღვიძა,თვალები დახუჭული ჰქონდა,მაგრამ სახეზე ტკივილი ეწერა,ფართხალებდა და ცრემლები სცვიოდა. -მერი...მერი,გაიღვიძე... -ალექს!-უეცრად თვალები გაახილა,ჯერ დაბნეულმა შემომხედა,შემდეგ კი ძალიან მაგრად მომეხუტა და ტირილი დაიწყო. -დამშვიდდი,აქ ვარ...შენთან ვარ... -არ წახვიდე,გთხოვ!არ წახვიდე...არ მიმატოვო.-მეხუტებოდა და ჩურჩულით მოთქვამდა. -არ მივდივარ,შენთან ვარ,გპირდები...-გულში ვიკრავდი და ვეფერებოდი.-შენთან ვარ...დაიძინე. ცოტა ხანში კანკალმა გაუარა და სუნთქვაც თანაბარი გაუხდა,ჩაეძინა. დიდლით მზის სხივებმა გამომაღვიძეს,მერის თავი ჩემს გულზე ედო და მშვიდად ეძინა.ვუყურებდი და ვტკბებოდი,იმ წამს ის იმდენად ლამაზი იყო,რომ შემეძლო მთელი ცხოვრება ასე ვყოფილიყავი და მეყურებინა. -დილა მშვიდობის.-თვალები ნელ-ნელა გაახილა. -გამარჯობა. -რომელი საათია? -რვა ხდება.-ტელეფონს დავხედე. -სამსახურში გვაგვიანდება.-წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. -მე საუზმეს მოვამზადებ!-შევძახე და სამზარეულოში გავედი. ოცი წუთის შემდეგ პირსახოცით გამოვიდა და ფრთხილად ჩაეშვა დივანში. -ააააჰ...-წამოიკვნესა და ხელები უღონოდ დაუშვა. -რა მოხდა? -კუნთები მტკივა...-თქვა და უღონოდ ჩამოყრილ ხელებს დააცქერდა. -მოგეხმარები.-გვერდით ჩამოვუჯექი პირსახოცი ავიღე,თმა გავუმშრალე,კისერზე შემოვახვიე და ნაზად ვაკოცე ლოყაზე. -აი ასე...ახლა მშრალი ხარ.საუზმე გინდა? -არა,არ მშია.შეგიძლია სახლში წამიყვანო,რომ გამოვიცვალო? -კი, რა თქმა უნდა. გარეთ გამოვედით, მანქანაში ჩავსხედით და ოც წუთში მის სახლთან გავაჩერე მანქანა. —დაგელოდები,გამოიცვალე და მე წაგიყვან.-ვუთხარი და სარკეში ჩავიხედე,რათა უკანა სავარძელზე მჯდომი კარგად დამენახა -მადლობა. ცოტა ხნის შემდეგ უკვე მანქანაში იჯდა. -მაპატიე დავაგვიანე,ცოტა გამიჭირდა.-თქვა დარცხვენილმა. -არაუშავს.წავედით? თავი დამიქნია, მანქანა დავძარი და მალე კომპანიაშიც მივედით. -იმუშავე და თუ რამე დაგჭირდება დამიძახე.-ვუთხარი და ჩემს კაბინეტში შევედი. ********* მერი ********* კაბინეტში შევედი,კარი არც იყო დახურული მიკა რომ შემოვარდა. -რას გიზამ!-მაგრად მომეხვია.-არ ხარ შენ ნორმალური....როგორ მანერვიულე...ხომ კარგად ხარ?! -მიკა...მიკა არ გამგუდო.... -გაგგუდო კი არა...სად იყავი გუშინ? -ალექსთან მივედი.-ჩავილაპარაკე მორცხვად. -მოიცა...ღამეც მასთან გაატარე? -კი. -რა?!-ისე წამოიყვირა მთელი კომპანია გაიგებდა. -არაფერი,უბრალოდ მივედი, ჭრილობები დამიმუშავა და შემდეგ დავიძინე. -არა რაა...მაგ ბიჭს აშკარად მოსწონხარ,უნდა გენახა გუშინ რა დღეში იყო. -ხო,რა ვიცი... -რა?!შენც მოგწონს!-მიკა აშკარად გამხიარულდა. -ოჰ...მიკა! -მერის ალექსი მოსწონს!მერის ალექსი მოსწონს!-სიმღერა დაიწყო. -მიკა!ნუ ბავშვობ! -აუ გოგო რა მაგარია!ქალაქში საუკეთესო წყვილი იქნებით! -გეყო!არაფერს ვაპირებ. -რა?! -აუუუ დაჯექი რაა.... -დაიწყე. -მოკლედ,გუშინ რომ მივედი,ჩამეხუტა და მითხრა მიყვარხარო. -რა?! -აუ რას გაიძახი...რა?!რა?!... -არა,არა,არა.რა აჭამე ასეთი?! -არ გინდა შენც გაჭამო და ჩვენს დამლაგებელსაც?! -არა ღმერთმა დამიფაროს რეებს ბოდავ! -მაშინ მოეშვი სისულელეებს და მითხარი რა გავაკეთო. -გიყვარს? -არა...არ ვიცი. -კარგი.სახეზე გეტყობა. -შენ როდიდან გახდი სახის წაკითხვის ოსტატი? -რაც შენ გაგიცანი. -ნუ მა-ი-მუ-ნობ! -კარგი...არ ვიცი იქნებ გეცადა? -არა. -მაშინ დარჩი შინაბერა! -დიახაც დავრჩები! -ქორეილი არ გინდა?! -არა, მქონდა უკვე. -მეორე ქორწილი...ლამაზი ყვავილებით... -აი ახლა შენ გექნება ქორწილი და მურმანის ეკალივით ჩაგიხტებით შუაში შენ და შენს საქმროს! -აუუ წარმოვიდგინე...მოგკლავ! -ოჰჰჰ...საერთოდ არ უნდა მეთქვა. -მე გითხარი...კარგი ბიჭია,მთელი ქვეყნის გოგოები მაგაზე არიან გადარეულები,შენ კიდე გაიძახი „არა!არ მინდაო!“. -მორჩა წადი,უნდა ვიმუშაო. -ოჰჰჰ კარგი,მაგრამ თემას მივუბრუნდებით.-გადამკოცნა და წავიდა. მე მუშაობას შევუდექი და ახლი ესკიზების ხატვა დავიწყე. მეორე დღეს ჯეიკობმა პაემანზე წამიყვანა,სისულელეებს მიყვებოდა წყლის კუებზე,ამიტომაც მთელი საღამო მაინც ყურადღება მქონდა გაფანტული,ბოლოს რესტორანში ალექსი და კელი შემოვიდნენ, ამან უფრო გამიფანტა ყურადღება.ის გოგო მთელი საღამო ალექსის მხრებზე დააცურებდა ხელებს. -...კუნთები კარგად აქვთ განვითარებული, ტანისა კი თითქმის გამქრალია. ზურგის ტვინი უკეთესად არის განვითარებული, ვიდრე თავისა. გრძნობის ორგანოებიდან ყველაზე კარგადაა განვითარებული ყნოსვის, გემოვნებისა და შეხების ორგანო...-ჯეიკობი მონოლოგს განაგრძობდა.ალექსს ვანიშნე გარეთ გასულიყო. -მაპატიე,ორი წუთით გავალ.კარგი?!-ჯეიკობმა თავი დამიქნია. ბართან მივედი და ორივე მაგიდის ანგარიში გადავიხადე. ჯერ ალექსი გავიდა,შემდე კი მე გავყევი. -გამარჯობა.-მითხრა და ლოყაზე ნაზად მომეფერა. -წამიყვან აქედან?-ხელები მოვხვიე კისერზე. -პაემნებიდან გაპარვას მთავაზობ?-გაეცინა. -კი... -მოიცა...ანგარიშს გადავიხდი და წავიდეთ. -არა,არა უკვე გადავიხადე და ოფიციანტსაც ვუთხარი,ორივეს ეტყვის,რომ კომპანიაში გადაუდებელი საქმე გამოგვიჩნდა. -ნწ,ნწ,ნწ ეს თქვენ ხართ ქალბატონო მერი?-თავი გააქნია. -აბა შენ მოგესმინა ამბავი წყლის კუებზე... -მე უარსს ვისმენდი...ერთი წუთით,ანუ მთხოვ რომ პაემანზე წაგიყვანო? -არა. -მაშინ დავბრუნდეთ.-მიბრუნდა და რესტორნისაკენ სვლა დაიწყო. -გთხოვ! -რას?!-სწრაფად შემობრუნდა. -ოჰ ალექს...გთხოვ პაემანზე წამიყვანე. -კარგი.-ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამიყვანა. -სად მივდივართ? -სიურპრიზია. თავი 25 ************ ალექსი ************ ერთი კვირა სწრაფად გავიდა. სახლი,სამსახური. სახლი, მერი, სამსახური, სახლი.რამდენიმე დღე რჩებოდა ელენესა და დემეტრეს ქორწილამდე,ცოტა ვნერვიულობდი რადგან მერის ყოფილ ქმართან მომიწევდა შეხვედრა,მერის კი აღელვება მხოლოდ სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებში ეტყობოდა, კომპანიის საქმე უკეთესობისაკენ წავიდა,ამიტომაც ახლა მთლიანი შემადგენლობით ვემზადებიდით ახალი კოლექციის წარმოდგენისათვის. -დილა მშვიდობისა.-მიკა შემოვიდა ჩემს კაბინეტში და ყავა შემომიტანა. -გამარჯობა.მერი მოვიდა? -კი,კაბინეტშია და გელოდება. მერისთან გავედი. -გამარჯობა. -გამარჯობა. -მზად ხარ?! -კი.-საბუთებს თავი დაანება და მე შემომხედა.-აეროპორტში უნდა ვიყოთ ნახევარ საათში.აქ ყველაფერი მოვაწესრიგე,შენ მზად ხარ? -კი,წავიდეთ. აეროპორტში წასვლამდე მიკას გამოვემშვიდობეთ. -მალე დაბრუნდით. -მომენატრები.-მერი გადაეხვია. -თუ გინდა დარჩი.-შესთავაზა მიკამ.-შოკოლადის ნამცხვარს გამოგიცხობ! -ვერა...შენ წამოდი. -ვერც მე წამოვალ...ოჰ,მერი!ასე ვეღარ გაგიშვებ.-სწრაფად მოსცილდა, მე გადამეხვია და ისევ კაბინეტში შევიდა.-მიყვარხართ,მალე დაბრუნდით! აეროპორტში ზუსტად ორ საათზე მივედით,გვაგვიანდებიდა და რეგისტრაციის შემდეგ პირდაპირ თვითმფრინავში ჩავსხედით. -ნერვიულობ?-მერი ვერ ისვენებდა. -ცოტა.დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ. -მე მეგონა... -რა? -არაფერი. -მითხარი... -მე მეგონა ანდრესთან შეხვედრის გამო ნერვიულობდი. -არა.-თავი ჩახარა.-იქ არ იქნება. -არ იქნება?!-გამიკვირდა. -არ იქნება. -დის ქორწილს გამოტოვებს? -ასე გამოდის.-მწარედ ჩაიცინა. -კარგად არ ვიცნობდი,მაგრამ ერთი კი ვიცი...არა მგონია ელენეს ქორწილი გამოტოვოს. -არ გვინდა რაა... -ისევ გენატრება? -სიკვდილამდე.-ცრემლები წამოუვიდა. -მაპატიე.-ვუთხარი და ხელი მოვკიდე,მან კი თავი მხარზე დამადო.-სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. -კარგი. -და ან ძმა გყავს?-სწრაფად შევცვალე თემა. -კი,ორივე. -გამაცნობ? -კი.-ჩაიკისკისა.-შეიძლება გაგაგიჟონ...ტყუპები არიან...ახლა ხუთი წლის იქნებიან. -მშობლები? -მათაც გაგაცნობ.-მათ ხსენებაზე გაეღიმა,როგორც ჩანს ძალიან უყვარდა მშობლები. -უთხარი რომ მიდიხარ? -ნწ. -თავი გააქნია. -მეგობრებს? -არც მათთვის მითქვამს. -ანუ სიურპრიზია? -კი.-გულწრფელად გაეღიმა მეგობრების ხსენებაზე.- გაგიჟდებიან. -პირველად სად მიხვალ? -სახლში. -დედ-მამასთან? -არა,ჩემს სახლში.ყველა იქ იქნება...ნუ,ადრე ყოველთვის ასე იყო.-დააყოლა ბოლოს. -გიხარია დაბრუნება? -არ ვიცი.-ისევ დარდი შემოერია.-ვფიქრობ ელენე რომ არა არც დავბრუნდებოდი. -გეძინება? მან თავი დამიქნია და თვალები დახუჭა.თვითმფრინავში რამდენიმე საათი გავატარეთ,ძირითადად გვეძინა ან მერიზე ვლაპარაკობდით,მიყვებოდა როგორი ბავშვი იყო,შემდეგ მის მეგობრებზე მომიყვა. -მე,ელენე,ანდრე,რატი,თაზო და ცოტნე განუყრელი მეგობრები ვიყავით.ყველგან ერთად დავდიოდით,ნინი და ლიზა კი ჩემი მეგობრები იყვნენ,თავიდან ერთმანეთზე ცოტა ეჭვიანეობდნენ, მაგრამ ბოლოს შეეჩვივნენ... არავის დავემშვიდობე,ყველას წერილი დავუტოვე,რომ მივდიოდი და არ ვიცოდი როდის დავბრუნდებოდი.ლონდონში ზუსტად ოთხი წელი არ მიცხოვრია დაახლოებით სამ -ნახევარი...დიდი დროა,იმდენი რამე მოხდა... -გენატრება ისინი? -კი,ძალიან. ბოლოს თვითმფრინავი მიწაზე დაეშვა. -მზად ხარ? -კი. როგორც კი ფეხი დადგა მიწაზე,მაშინვე სახეზე რამდენიმე გრძნობამ გადაურბინა,ბოლოს გაიღიმა და ღრმად ჩაისუნთქა საქართველოს ჰაერი.აეროპორტიდან გამოვედით,ტაქსში ჩავსხედით.მერიმ სწრაფად უკარნახა მისამართი და ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო.დახედა და მძიმედ ამოიოხრა. -ეს ჩემი ძველი ტელეფონია...საქართველოდან რომ წავედი მაშინ გამოვრთე და აღარც ჩამირთავს...ისინი ნერვიულობდნენ.- ამიხსნა ჩუმად,შემდეგ კი ეშმაკურად ჩაიღიმა და სწრაფად დარეკა.-გამარჯობა დავით...არ გეჩვენება,მე ვარ მარიამი...ხო ამ წამს ჩამოვედი...მაპატიე,ვიცი უნდა დამერეკა...რაღაც უნდა გთხოვო...არა...ერთი სატვირთო მინდა...სავსე...არა მხოლოდ ჩემთვის არ მინდა.-გაეცინა.-კარგი,რამდენ ხანში იქნება?...კარგი,მადლობა...კარგი,კარგად...მეც მომენატრე... აუცილებლად...ნახვამდის.-დამაინტერესა რა სატვირთოზე ლაპარაკობდა. -ყველაფერი კარგადაა? -კი.-ფანჯარაში გაიხედა.-არა..მანქანა გააჩერეთ...-სთხოვა ტაქსის მძღოლს. მანქანიდან გადახტა და მეც მაშინვე უკან მივყევი. -ჯანდაბა!-ხიდის მოაჯირებს დაეყრდნო.-არ შემიძლია...მეგონა შევძლებდი...არ შემიძლია. -კარგად ხარ?-ვკითხე რამდენიმე წუთის შემდეგ. -არა.-თავი გააქნია და ცრემლები წამოუვიდა.-გამახსენდა... აქედან რომ მივდიოდი... -მოდი ჩემთან.-შემოვაბრუნე და ხელები მაგრად მოვხვიე.- მაშინ მარტო იყავი,ახლა კი აღარ ხარ,გესმის?!მარტო აღარ ხარ...მითხარი რომ ყველაფერს შეძლებ.-გაიწია და თვალებში შემომხედა.-გაიმეორე. -მე ყველაფერს შევძლებ. -უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო. -ვიცი. -ახლა შენ შენს მეგობრებს შეხვდები და ყველა უბედურებას სადმე ჩაკეტავ..კარგი?! -კარგი.-გაეღიმა. -წავიდეთ? -კი...ბედნიერების დროა. ერთ საათში ტაქსი დიდ სამსართულიან სახლთან გაჩერდა. -ლამაზი სახლია.-ვუთხარი,როდესაც ტაქსი წავიდა. -მმმ....-სახლს ცოტა ხანი დაბნეული უყურებდა.- მადლობა...ერთი წუთით.-სახლთან სატვირთო მანქანა გაჩერდა.მერიმ მძღოლთან მიირბინა და რაღაც სთხოვა.მუშებმა კარი გააღეს და ლუდის ქილების გადმოტვირთვას შეუდგნენ. -ეს რა არის? -ბოლოს,როდესაც მეგობრებთან ერთად ვიყავი, მითხრეს რომ ლუდი ჩემზე იყო.-ჩაიცინა. სახლში შევედით,შორიდანვე გვესმოდა ხმები. -არა...-ბიჭი ბოლო ხმაზე იცინოდა.-სულაც არა!კარგი რაა... -რატი!-ახლა გოგოს ხმა იყო. მერი დერეფანში გაჩერდა და თვალებდახუჭული უსმენდა მათ ლაპარაკს. -მისმინეთ!მოდი ვითამაშოთ! -რა?-ელენეს ხმა იყო. -რამე. -ოჰჰ...თქვი რა გინდა! -წაგებული ლუდს ყიდულობს!-წამოიძახა ბიჭმა.მერის გაეცინა და ოთახში შევიდა. -სხვა რამის მოფიქრება მოგიწევთ,ლუდი უკვე ვიყიდე. თავი 26 მარამის მეგობრების სახე არასდროს დამავიწყდება,ჯერ გამწვანდნენ, გალურჯდნენ,ბოლოს ერთად წამოდგნენ და უხმოდ გადაეხვივნენ მერის. -არ მჯერა...-ტირილით თქვა ქერა გოგომ.-მარიამ... -მართლა შენ ხარ!-ბიჭს სახეზე ერთდროულად გაკვირვება და სიხარული ეწერა. -მგონია,რომ მეჩვენები....-თქვა ხუჭუჭთმიანმა გოგომ. -არ გეჩვენები.-მერი ბედნიერებისგან ტიროდა.-აქ ვარ. დანარჩენები ხმას არ იღებდნენ,დიდ ხანს იდგნენ ჩახუტებულები,ბოლოს ისევ მერი გამოერკვა. -მმმ...გაიცანით ეს ალექსია. -ალექს ძმაო!-ცოტნე იყო ჩემი ძველი ნაცნობი.-შენ აქ რა გინდა?! -ქორწილში ჩამოვედი. -სასიამოვნოა,მე ნინი ვარ.-ქერა გოგო გადმოხტა და ენერგიულად ჩამომართვა ხელი,თან უცნაური სახით გადახედა მერის, რომელმაც წამში დაუბრიალა თვალები. -ანუ ცოტნეს იცნობ.-მერიმ სწრაფად ამიხსნა ვინ —ვინ იყო.- ეს ლიზაა.-ხუჭუჭთმიანზე მიმანიშნა.-ეს რატი.-ბიჭზე მიმანიშნა,რომელიც ნინის გვერდით იდგა.-ეს თაზო.-თაზო ქერათმიანი ბიჭი იყო.-ეს კი ცოტნე.-ცოტნე ყოველთვის განათლებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა,შავი მოკლედ შეჭრილი თმითა და სერიოზული გამომეტყველებით. -როდის ჩამოხვედი?-ჰკითხა ცოტნემ. -ახლახანს, პირდაპირ აქ წამოვედი. -მიხარია თქვენი ნახვა.-კიდევ ერთხელ მოეხვია ელენე და მე გადმომხედა. - დაღლილები იქნებით,მოდით დასხედით. კომფორტულ სავარძლებში ჩავსხედით. -მაინც არ მჯერა რომ ჩამოხვედი!-ნინიმ კიდევ ერთხელ მოიწმინდა ურჩი ცრემლები და მერის მიეხუტა. -არც მე მჯერა...-თქვა მან და თავალებამღვრეულმა გადახედა ყველას. -სამუდამოდ ჩამოხვედი?-ჰკითხა თაზომ. -არა,ცოტა ხნით...ელენეს ქორწილს ვერ გამოვტოვებდი. -ალექს როგორ ხარ?-მკითხა დემეტრემ. -ერთი წუთით...ეს შენი მეჯვარე ალექსია?-ჰკითხა ნინიმ დემეტრეს. -სწორედ ის ალექსია. -თქვენ ერთად საიდან?-ახლა მე და მერის გვკითხა. -გრძელი ამბავია.-მერის გაეცინა.-კომპანიაში პარტნიორები ვართ და ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ,რომ საერთო სანაცნობო წრე გვქონია. -მხოლოდ შენ თუ იპოვიდი ლონდონში ადამიანს,რომელიც შენს მეგობრებს იცნობს.-გაეცინა რატის, ნინის ჩაეხუტა და თავზე აკოცა. -ერთი წუთით...-მერი დაბნეული ჩანდა. -ააა-ნინი გახალისდა.-ამან არ იცის...მოემზადე შოკისთვის! -ააა, მეც დამავიწყდა მეთქვა.-ელენეც გახალისდა. -გავთხოვდი!-წამოიკივლა ნინიმ.-მე და რატი დავქორწინდით. -რა?!-მერი სიცილისგან გადაბჟირდა.-არ არსებობს,ხომ ვამბობდი!ვუმტკიცებდი ანდრეს! ანდრეს ხსენებაზე გაიყინა,ყველას სახეზე უცნაურმა გრძნობებმა გადაურბინა. -გილოცავთ...ოჰ მართლა!-ბოლოს,მერი ფეხზე წამოდგა.-ლუდი ვის უნდა?! -ოჰ,ოჰ,ოჰ ქალბატონო,წეღან ლუდი ახსენე?-რატიმ სასაცილოდ აათამაშა წარბები. -აბა! ნახე...-დერეფანში გავედით,რომლის ერთი ნაწილი სავსე იყო ლუდის ქილებით. -მოვრჩით ქალბატონო მარიამ.-უთხრა სატვირთოს მძღოლმა. -აი ინებეთ.-მერიმ დაუდევრად გაუწოდა ფული. -არა,არა...ეს ბატონი დავითის საჩუქარია. -ოჰ დავით...მაშ კარგი,დიდი მადლობა.-მერიმ სახლის კარი დახურა. -გახსოვდა?-ცოტნემ დადარდიანებულმა შეხედა მერის. -ლუდი ჩემზე იყო.-თქვა და ხელები ასწია. -ანუ ამდენი ლუდის მოტანას ოთხი წელი მოანდომე?-გახალისდა რატი. -ასე გამოდის.-გადაიკისკისა მერიმ და მივხვდი,რომ წინანდელი დაძაბულობა წამში გაქრა. -არ მჯერა აქ ხარ!-ისინი კიდევ ერთხელ გადაეხვივნენ ერთმანეთს. მხიარული საღამო იყო,მიხაროდა რადგან მერი ძალიან ბედნიერი ჩანდა,პირველად ვნახე ასეთი ხალისიანი, იცინოდა და ძველ ამბებს იხსენებდა,მეგობრებს ყველაფერი გამოკითხათ, მაგრამ ანდრე არცერთ მათგანს არ უხსენებია. -მოდი,დასასვენებლად წავიდეთ...ქორწილამდე.-თქვა ელენემ და უნებურად დაამთქნარა. -კარგი აზრია,მაგრამ ჯერ ჩემმა საცოლემ უნდა დაიძინოს.-თქვა დემეტრემ და ელენეს ხელი მოხვია.-წამოდი,დღეს ჩემთან დარჩი. -კარგი.-გაუცინა ელენემ. -აუუ კიი!ხვალ მოვიფიქროთ სად წავიდეთ!-გამხიარულდა ნინიც. მერიმ მეგობრები გააცილა. -კარგი,ხვალ შევხვდებით.-ლიზა ენერგიულად გადაეხვია მერის. -ააუუუ,არ მჯერა აქ ხარ!-ნინიც შეუერთდა გოგოებს. ყველა რომ გააცილა,ისევ მე დამიბრუნდა და მხარზე დამადო თავი. -რა კარგია. -მეც უნდა წავიდე...რამე ხომ არ გინდა? -სად მიდიხარ? -სასტუმროში. -ააჰ,კარგი. -ხვალ დილით მოვალ.-ვუთხარი და თავზე ვაკოცე. -კარგია...დასასვენებლად ხომ შენც წამოხვალ? -კი,კარგი იქნება. -გავერთობით. -თავს როგორ გრძნობ?-ვიცოდი რომ ყველაფრის მიუხედავად, მაინც რაღაც აწუხებდა. -არ ვიცი...სანამ აქ იყვნენ მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობდი თავს,ახლაც შენს გვერდით ძალიან კარგად ვარ,მაგრამ თუ მარტო დავრჩები...ხომ გესმის...ჯერ კიდევ მიჭირს.-შევეჩვიე რომ ყველაფერს უკვე თავისუფლად მიყვებოდა,იმასაც მივეჩვიე,რომ წამში ეცვლებოდა ხასიათი,ორი წუთის წინ მასზე ბედნიერი არავინ იყო,ახლა კი თითქოს რამდენიმე წელი მოემატა, ნატანჯი სახით მიყურებდა.-აქ ყველაფერი მასთანაა კავშირში... მაგალითად ის პიანინო,მან მაჩუქა...არ ვიცი როგორ ვარ. -წამოდი.-ფეხზე ავდექი და ისიც ავაყენე. -სად? -სასტუმროში...ჩემთან იყავი. -არ შემიძლია...იცი,ჯობია ერთი დღე მაინც გავატარო აქ. -კარგი,როგორც შენ გინდა,სასტუმროს მისამართს მოგწერ...ნებისმიერ დროს მოდი. -კარგი.-მითხრა და მომეხვია.-გთხოვ,ცოტა ხანი მაინც დარჩი... ფილმს ვუყუროთ. -მმმ...კარგი.რას ვუყუროთ? ბოლოს რაღაც მელოდრამა ჩავრთეთ. -კარგი,ახლა რას ვუყუროთ?-როგორც კი წყვილმა ერთმანეთს აკოცა,მერიმ ფილმი გამორთო. -რატომ გამორთე? -ოჰჰ...მათ ხომ ერთმანეთს აკოცეს,ახლა აღარაა საინტერესო. -საინტერესო ყოველთვის კოცნის შემდეგ იწყება! -არაფერიც,ვერ ვიტან ფილმის გაგრძელებას,კოცნის შემდეგ ყველაფერი უაზროდ მიდის. -რა სასაცილო ხარ.-მის თეორიაზე გამეცინა. -მართალი ვარ!კოცნის შემდეგ ისინი სახლებში მიდიან,შემდეგ გამოჩნდება ბოროტი ბიძია ან დეიდა და დააშორებთ,შემდეგ შერიგდებიან, ისევ კოცნა და ფილმი სრულდება. -კარგი,ქალბატონო მერი...-ხელები დანებების ნიშნად ავწიე-უნდა წავიდე. -უკვე? -კი,ხვალ მოვალ. სასტუმროში წავედი,ნომრის ფანჯრიდან თბილისს გადავხედე, ლონდონი ძალიან ლამაზი იყო,მაგრამ ამ ქალაქს ვერაფერი შეედრებოდა.ვფიქრობდი მერიზე და მის ცვალებად ხასიათზე, ვიცოდი რომ წარსულის დავიწყება უჭირდა და იტანჯებოდა,ის კი არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩვენს შორის ,თითქოს ბარიერი ნელ-ნელა ინგრეოდა მაგრამ კედელს მერიში ღრმად ჰქონდა გადგმული საძირკველი.მეორე დღეს გაღვიძების თანავე წავედი მერის სახლში. კარი ღია აყო,ამიტომაც დაუკაკუნებლად შევედი. -...არა,არავითარ შემთხვევაში!ახლახან ჩამოვედი.-მერის ხმა იყო. -აუუ,გთხოვ.-ნინი რაღაცს ეხვეწებოდა,ყველა სამზარეულოში იყო. -აი ალექსი მოვიდა.-მე შემომხედა იმედიანი თვალებით-ის ჩემ მხარეს იქნება. -რა ხდება? -ნინის ეგვიპტეში უნდა წასვლა,მე ვეუბნები რომ ახლახანს ჩამოვედით და საქართველოდან წასვლა არ გვინდა. -მერის ვეთანხმები.-თქვა რატიმ-საქართველოში დავისვენოთ. -შენც მის მხარეს ხარ?-ნინიმ გაბუტულმა გადაიჯვარედინა ხელები. -აუუ კი,მეც ასე მგონა.-თქვა ელენემ- საქართველოში ვიყოთ რაა...ქორწილის საქმეებს ასე უფრო მარტივად მოვაგვარებ. -კარგი ხოო...-მოლბა ნინი-სად წავიდეთ? -ჯერ ვჭამოთ და შემდეგ გადავწყვიტოთ.-თქვა თაზომ. -მიდი დასხედით და მე მოვამზადებ.-ჩაიცინა მერიმ. -ოჰ,მენატრებოდი.-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა თაზომ და ყველა ოთახიდან გავიდა. -როგორ გეძინა?-ვუთხარი და ნაზად ვაკოცე ლოყაზე. -კარგად...ნორმალურად.-წელზე მომხვია ხელები.-შენ? -კარგად...მომენატრე.-ვუთხარი და ზევიდან დავხედე. -მეც.-წამოსცდა და გაწითლდა,შემდეგ კი მორცხვად ჩახარა თავი. -აი ამ ტუჩზე მინდა გაკოცო.-ვუთხარი მე. -მმ...კვერცხი დაიწვება.-სწრაფად მომშორდა და ტაფას დააცქერდა,რომელშიც კვერცხი არც კი იყო.-მე...მინდოდა... მინდოდა მეთქვა,რომ...ის...კვერცხი უნდა გავტეხო. -კარგი მე გავალ.-ჩავიცინე და სხვებს შევუერთდი. -მზადაა.-ორ წუთში ბლინებით გამოვიდა,სხვა რაღაცეებიც გამოიტანა შემდეგ კი თვითონაც დაჯდა.-აბა, მოიფიქრეთ სად გინდათ წასვლა? -მოვიფიქრეთ. თავი 27 -მითხარით. -არა.-ნინიმ სიცილით გააქნია თავი. -ნინი...რატომ არა?! -სიურპრიზია. -კარგი რაა...ალექს!შენ მაინც მითხარი.-ახლა მე შემომხედა დაიმედებულმა. -არა.-მეც თავი გავაქნიე. -კარგი ხო...-ბოლოს დანებდა. ნახევარი საათის შემდეგ მე და ბიჭები აივანზე ვისხედით, გოგოები კი რაღაცას ამზადებდნენ,ვუთხარით მოგეხმარებით- თქო ,მაგრამ აიკვიატეს გოგოების კრებაო და აივანზე გამოგვყარეს. -ალექს...მოგვიყევი როგორ გაიცანით შენ და მერიმ ერთმანეთი...-მთხოვა თაზომ. -ამმ...ცოტა ხნის წინ დავიწყე მერის კომპანიაში მუშაობა, გრძელი ამბავია რატომ, დემეტრეს ბავშვობიდან ვიცნობ და შემდეგ მე და მერიმ აღმოვაჩინეთ,რომ საერთო სანაცნობო წრე გვქონდა...ისე ორი წუთით სახლში რომ შევიდე... -ნუ...თუ კივილისგან არ დაყრუვდები შეგიძლია. -კარგი.-გამეცინა და სახლში შევედი. წყლის დალევს ვაპირებდი,როდესაც შემთხვევით გოგოების ხმა გავიგე. -ანუ არ გითქვამს? -არა.-მერის ხმა იყო. -როდის აპირებ? -არ ვიცი. -რატომ არ ეუბნები? -ვერ ხვდები?! -რას მარიამ?! რას?! -წავა... -ღმერთო!შენ რა იცი რას გააკეთებს! -შეეშინდება და წავა... გავბრაზდი ამ სიტყებზე,სულ რატომ ეგონა რომ წავიდოდი?! -არ წავალ.-შემთხვევით ხმამაღლა ვთქვი და ყველამ მე შწმომხედა.-მითხარი მერი რა მოხდა...რატომ დაშორდი? -მისამართი მომწერე?-თავი ჩახარა და ჩაიჩურჩულა. -დარწმუნებული ხარ?-ჰკითხა ელენემ. -გთხოვ...-ამოიკნავლა და მივხვიდი,რომ ტიროდა. -მერი...-ახლოს მივედი. -წამოხვალ ჩემთან ერთად?-ხელი ჩამკიდა. -ყოველთვის.-ფეხზე ავაყენე და მივიხუტე. მანქანაში ჩავსხედით,მერიმ ტელეფონი გამომიწოდა და მეც მითითებულ მისამართზე მივიყვანე მანქანა. -აქ?-ვკითხე მე. -ვფიქრობ კი...-თქვა და გადავიდა,მეც უკან მივყევი. ვერ ვხვდებოდი სად მივდიოდით,უცნაური ადგილი იყო, ბოლოს დიდ კლდეზე აღმოვჩნდით მერიმ ღრმად ჩაისუნთქა და ტირილით ჩაიკეცა. -მერი.-მეც დავდექი მუხლებზე და ხელები მოვხვიე. -მინდა,რომ რაც არ უნდა მოხდეს არ გამაჩერო...-მთხოვა მან. -მერი...მაშინებ. -არაფერია,უბრალოდ მინდა იცოდე.-მითხრა და ნაზად დამისვა ხელი ლოყაზე,ადგა და გზა გააგრძელა. -მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ვიყავი,საყვარელი მეუღლე მყავდა,საუკეთესო მეგობრები.-თხრობა დაიწყო.-იდეალურად იყო ყველაფერი...ჩვენი ქორწინების ორი თვის აღსანიშნავად ანდრემ ტბის სახლში წამიყვანა,თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა...-გაჩერდა,მე მის იქით გავუხედე და იმის დანახვაზე რაც იქ იყო, თითქოს გონება გამინათდა და მისი ყველა საუბარი გამახსენდა ანდრესთან დაკავშირებით: "ისე არაფერი გამოვიდა,როგორც გვინდოდა" "-ახლა,რომ შეგეძლოს დროის უკან დაბრუნება,რას შეცვლიდი? -ამინდს..." შემდეგ ჩემი და მიკას საუბარი: "-ხო...ყოველთვის ვიცოდი,რომ ბევრი გადაიტანა...შეიძლება ამაზე შენთან არ უნდა ვსაუბრობდე,მაგრამ ვხვდები,რომ შენც ისევე განაღვლებს მისი ბედი,როგორც მე. -წარსული? -წარსული...რომელზეც არადროს ყვება...მხოლოდ ერთხელ მითხრა რაღაც...ღამე მასთან დავრჩი,როდესაც მისმა ყვირილმა გამომაღვიძა,ძალიან შემეშინდა და ვკიხე თუ რა სჭირდა...მან კი იცი რა მიპასუხა?! „თოვლი მოდისო". -რა?ეს რატომ გითხრა?! -თოვლს არ ეხება,როდესაც თოვს სამსახურში არ მოდის და თუ მაინც გადაუდებელი საქმე აქვს,ისე იქცევა,რომ ერთი ფიფქიც კი არ შეეხოს.... -ეშინია? -არა...არ ვიცი...არაფერს ვეკითხები,ასე ურჩევნია. -შენი აზრით ესეც მის წარსულს ეხება? -კი..." “-იქ არ იქნება. -დის ქორწილს გამოტოვებს? -ასე გამოდის..." "-მას უყვარდი? -კი. -რატომ გამოგიშვა? -სხვა გზა არ ჰქონდა." "-თქვენი დაშორება ვისი ბრალი იყო? -ჩემი. -მის გამო იტანჯები ასე?" საავადმყოფოში ელენეს,დემეტრესა და მისი ლაპარაკი... "-უნდა იცოდეს...მარიამ,უნდა უთხრა. -ვეტყვი... -როდის? -მალე. -კარგი,სჯობს შენ უთხრა მე და ელენე კი,არაფერს ვიტყვით. -მადლობა. -მარამ... -ბატონო... -მე შენ გაფასებ,მართალია არ გიცნობ,მაგრამ ბევრი მსმენია და ალექსაც ვიცნობ...ნუ გეშინია,ის არ წავა... -მადლობა... -მართლა...შენ ძლიერი ქალი ხარ..." მერის არასდროს უხსენებია დაშორება ან განქორწინება... ჯანდაბა! -საშინელი წვიმა იყო...-თხრობას უკვე ძლივს აგრძელებდა,მთელი სხეული უკანკალებდა.-მე ანდრეს ვეხუტებოდი,ჭექა-ქუხილი ატყდა და ელექტრო ენერგია გამოირთო,ანდრე შესამოწმებლად ადგა...მე ოთახში ვიყავი და ველოდი მის დაბრუნებას...- უკვე ლაპარაკის მაგივრად ბღაოდა.-რაც მახსოვს იყო ცეცხლი, ყველაფერს მოედო, ვკოდი და შველას ვითხოვდი,ძალიან მეშინოდა,ამ დროს ოთახში ანდრე შემოვარდა,მე კვამლისგან მახველებდა და ძლივსღა ვახელდი თვალებს, ხელში ამიყვანა და გარეთ გასვლა დაიწყო,მე მის მაისურში ჩავრგე თავი და უბრალოდ მისი სურნელი მახსოვს...ჩვენ წინ დიდი ხის ბოძი დაეცა,ის ძალიან ძლიერი იყო და ცეცხლმოკიდებული ხე ხელით გადააგდო გვერძე, კვამლმა გონება დამიბინდა და ნაწყვეტებად მახსოვს როგორ გამოვედით გარეთ და როგორ დამაწვინა ცივ მიწაზე...აღარ წვიმდა,ანდრე მიწაზე დაეცა და ხველება აუტყდა, დავხედე...მე...ის სურათი არასდროს დამავიწყდება...სიბნელის ფონზე მანც ჩანდა რომ დამწვარი ხელიდან სისხლი სდიოდა, გულთან ქონდა დამწვრობები,ფეხზე, ხელზე...ყველგან სისხლი იყო...ის მე მთხოვდა,რომ სასწრაფოში დამერეკა,აღარ მახსოვს როგორ მოვიკრიბე ძალა,მაგრამ დავრეკე და მთხოვეს სასწრაფო დახმარების მანქანას დავლოდებოდი...ამ დროს ფიფქები წამოვიდა,საშინლად თოვდა,მე ანდრეს ვეხუტებოდი და ვთხოვდი,რომ დარჩენილიყო...ისე ვეხუტებოდი,თითქოს ჩემს სიცოცხლეს ვუნაწილებდი...არ ვიცი რა დრო იყო გასული,როდესაც ვიგრძენი როგორ შეწყვიტა სუნთქვა.......გული გაუჩერდა....... -მერი... -მოკვდა....-მთელი ტკივილი ამ სიტყვაში ჩადო.-მოკვდა და ჩემი სულიც თან გაიყოლა...მე გადამარჩინა და მოკვდა... ამბობენ რომ მთელი ღამე ჩახუტებული ვიყავი მასთან და ვჩურჩულებდი მე წამიყვანე-თქო...მახსოვს იმ წამს უბრალოდ მინდოდა მე ვყოფილიყავი მის ადგილას...შემდეგ კი არემარე სიბნელემ მოიცვა...-თხრობა დაასრულა და ჩაიკეცა.-ყველას დავამახსოვრდი გოგოდ,რომელმაც მთელი ღამე გაატარა მკვდარ ქმართან ჩახუტებულმა და ხმამაღლა მოთქვამდა მე...მე წამიყვანეო.... ჩვენს წინ ანდრეს საფლავი იყო,მერის თავი მიწაზე ედო და ტკივილისგან ბღაოდა. თავი 28 რამდენიმე საათის შემდეგ უკვე სასტუმროში ვიყავი და ყველა სურათი ერთდროულად ტრიალებდა ჩემს გონებაში,მისი ისტორია, ტკივილისგან მოკეცილი მერი,მის სახე...წავედი.... მისგან კი არა მასთან წავედი...გახსნილ ფარნჯარაზე იდგა, ნებისმიერი სხვის დანახვისას სიტყვა „სუიციდი" მომივიდოდა თავში,მაგრამ ის ხომ მერი იყო...ჩემი მერი...თითქოს იგრძნო, ლაპარაკი დაიწყო. -დავიკარგე...ტკივილი...სხივები ჩაქრა...ტკივილმა მომიცვა, სიყვარული წამართვა...იმ დღიდან...წლების განმავლობაში,ჩემი მზე ჩაქრა....-თვალები დახუჭულ ჰქონდა.-შავ უფსკრულში ჩავიძირე...ძალიან ღრამდ ჩავიძირე...დავიკარგე...სამყარო გაიყინა...ვეღარ ვიგებდი მის ფეთქვას და ვეღარც მე მგრძნობდა... სიბნელეში დავიკარგე...ჩემი ნაწილი მომწყდა,ყველა შავი ჩრდილი მე შემომეხვია...დედამიწაზე ჩემი ადგილი აღარ იყო... ეს მწუხარება, სასოწარკვეთა...ჩემში გავრცელდა...მთლიანად მომიცვა...ვიცოდი,რომ მკლავდა,მაგრამ მჭირდებოდა... ეგოისტურად მჭირდებოდა...მჭირდებოდა,რომ რამე მეგრძნო... თუნდაც ტკივილი...დავიკარგე...შავ უფსკრულში დავიკარგე... იმ დღეს უნდა მომკვდარიყავი...მან...ანდრემ გადამარჩინა და ამით ბუნებას შეეწინააღმდეგა...ბუნებამ კი ჩემი უარყოფა დაიწყო... ჩემში სიბნელეა...ჩემში ტკივილა...არ გჭირდები...არ გიმსახურებ... დღეიდან ყოველ დღე...გეფიცები,არ დაგივიწყებ...ცოტა ხნის წინ მივხვდი,რომ არ წახვიდოდი...მე...მე ჩემ თავს ვარწმუნებდი,რომ წახვიდოდი...მინდოდა,რომ წასულიყავი...არ გიმსახურებ...სულის შეძვრამდე დაკარგული ვარ...ვეღარ მიპოვი...ტკივილამდე დაკარგული ვარ...ეს სიბნელეა...ამდენი წლის შემდეგ,ჩემში ისევ გრძნობებია და მე ვიცვლები...ვმოძრაობ...სწრაფად ვმოძრაობ... ეგოისტი ვარ...მაგრამ მინდა გითხრა...მიყვარხარ...დღეიდან... სამუშამოდ...იმ ღრმულშიც ჩამოაღწიე...მაგრამ ძალიან ღრმად ვარ...ვერ შეგეხები....დავიკარგე...გესმის?!დავიკარგე... -არ მაინტერესებს.-ვუთხარი და ფანჯრიდან ჩამოვიყვანე, მთელი სხეულით მივიკარი.-შემიძლია...შენთვის ყველაფერი შემიძლია... ჩემში ხარ...იმ ღრმულს არ დავანებებ...ჩემი ხარ...დღეიდან ჩემი ხარ...მე შენში ვარ დაკარგული...ვეღარ მომიშორებ...მიყვარხარ... ძვლამდე მიყვარხარ... შუბლი შუბლზე მომადო,სახეზე ხელები მომიჭირა...ძალიან ძლიერად მომიჭირა,ვიცოდი,რომ იმ წამს თავის თავს ეწინააღმდეგებოდა, ებრძოდა... -არ გამიშვა...-დაიჩურჩულა, თითქოს მანამდე სხვა ლაპარაკობდა და ახლა მერიმ აჯობა და ორი სიტყვა ამოთქვაო. -წამოდი.-ინ წამს ზუსტად ვიცოდი სად მიმყავდა,ზუსტად ვიცოდი რის გაკეთებასც ვაპირებდი. უკანა სავარძელზე დავსვი. გზას არც უყურებდა,ღრამად იყო ფიქრებში წასული.მანქანა თოვლით დაფარულ მინდორზე გავაჩერე და ვუთხარი: -გადმოდი.-მიმოიხედა და სახეზე საშინელი ტკივილი გამოესახა. -ალექს... -ჩემ გამო გადმოდი. -მეშინია... -აქ ვარ...-ვუთხარი,უკან გადავიხარე და ლოყაზე მთელი გრძნობით ვაკოცე. კარი გავუხსენი,ხელი მაგრად ჩავჭიდე და ისე ავიყვანე,რომ თოვლს არ ეხებოდა,შემდეგ ნელა დავსვი მიწაზე,ისე დაიკვნესა, თითქოს დანა გაუყარესო. -შემომხედე.-ვუთხარი და თავი ავაწევინე.-ძალინ ღრმად ვარ...აღარ გაგიშვებ. ამდენი ხნის მოწყურებულ ტუჩებზე დავეწაფე, მხოლოდ ის იყო ჩემთვის...მხოლოდ ის...სიტყვები,ფერები,სამყაროც კი გაქრა... მხოლოდ ის დარჩა...ჩემი მერი... -მინდა იცოდე,რომ შეიძლება თოვლში დაკარგე სიყვარული, მაგრამ თოვლშივე იპოვე ის.-ვუთხარი როდესაც მის ტუჩებს მოვშორდი.-ჩემი ხარ...თუ გინდ თან ტკივილი და ის შავი ღრმული მოგყვეს...ჩემი ხარ...იცოდე...ამ წამიდან მეც შენთან ერთად ვარ მაგ ღრუმლში. -სად იყავი ამდენ ხანს?-მკითხა და კიდევ ერთხელ იპვა ჩემი ტუჩები...ვკოცნიდი და ვიცოდი,რომ ვეღარ გამექცეოდა,იმიტომ რომ მე უკვე მასში ვიყავი,ის კი ჩემში იყო. -გეძებდი...მიყვარხარ...მაგ ღრმულშიც მიყვარხარ.-ხელები მაგრად მოვხვიე და ვიგრძენი,როგორ გააკანკალა.-შეგცივდა?გაკანკალებს. -არა მგონია მთლად მაგის ბრალი იყოს.-ჩემს კისერში ჩაიცინა. -მაინც უნდა წაგიყვანო.-ხელები ძლიერად მოვხვე და წინა სავარძლისაკენ წავიყვანე. -არა.-მითხრა და ისევ უკანა სავარძელზე დაჯდა.მე გამეცინა, რაღაცეები მაინც არ იცვლებოდა. -ახლა მინდა,რომ შენი ხელი მეჭიროს,მაგრამ მანდ ხარ.-ვუთხარი შუა გზაში. -მაგაზე დარდობ?-ხელი გადმოყო და ჩემს თითებში შეაცურა.-სად მივდივართ? -სიურპრიზია. -ოჰ არა...ელენე ინერვიულებს. -ისიც იქაა. -რა?! -აბა თუ გამოიცნობ სად ხარ... -ისე...მართლა სად ვართ?-მკითხა დაეჭვებულმა.-ნუ...როცა წამომიყვანე დაახლოებით ექვსი საათი იყო...ახლა კი ღამეა... ბაკურიანში ვართ? -კი გენიოსო.-გავიცინე და ხელზე ვაკოცე. -ანუ...აქ ვაპირებთ დასვენებას? -მოგწონს? -თუ შენც ხარ....-თქვა და სარკეში დავინახე როგორ გაწითლდა. -ქორწილი ოთხ დღეშია,ამიტომაც მხოლოდ სამი დღით დავრჩებით. მანქანა ლამაზ სახლთან გავაჩერე, რომელიც გოგოებმა საგანგებოდ შეარჩიეს. -ძალიან ლამაზაია.-თქვა მერიმ და ხელი მაგრად ჩამკიდა. -ნინი...-ერთი სიტყვით ავუხსენი ყველაფერი. -სხვას არც ველოდი.-გაეცინა. სახლში შესულები არ ვიყავით,რატი რომ გამოექანა პატარა ბავშვით. -აი მარამი ნათლიაც მოსულა.-თქვა და მარამს ცალი ხელი მოხვია,უკან ნინი მოჰყვებოდა. -ნათლია?-მერის გაუკვირდა. -ვიფირე,რომ კარგი ქნებოდა თუ...-დაიწყო ნინიმ დაბნეულმა. -კი...რა თქმა უნდა,გამიხარდება.-თქვა მარიამმა და ნინის მოეხვია.-რატომ არ მითხარი თუ შვილი გყავდათ? -უბრალოდ,ისე გამიხარდა შენი ჩამოსვლა,რომ დამავიწყდა მეთქვა -რა ლამაზი ხარ.-მერიმ რატის ბავშვი გამოართვა.-რა ჰქვია ჩემს ანგელოზსო...-იმ წამს იმდენად ლამაზი იყო,რომ მომინდა ფოტო გადამეღო,მის თვალებში უამრავი ემოცია იკითხებოდა. -ანდრე.-მორცხვად თქვა ნინიმ. -ანდრე...-გაიმეორა მერიმ თვალცრემლიანმა.-ვიცი...მეც მენატრება - ნინის მოეხვია თავისუფალი ხელით. -არ გვინდა...-ნინიმ ცრემლები მოიწმინდა.-გვეყო...ახლა უნდა გავერთოთ...ასეა არაა დედიკოს ბიჭო?-თქვა და მერის ბავშვი გამოართვა.-ახლა უნდა დაიძინოს ჩვენმა ანგელოზმა. -ნინი...-თქვა მერიმ დაბნეულმა.-შეიძლება მე დავაძინო? -კი,რა თქმა უნდა...აი იქ.-უთხრა და ბავშვის ოთახზე მიანიშნა. მერიმ ბავშვი შეიყვნა და საწოლში ჩააწვინა,თვითონ იქვე ჩამოჯდა ბავშვის საწოლის რწევა დაიწყოდა თან რაღაცას ღიღინებდა. -შეიძლება შემოვიდე?-ვკითხე ჩუმად. მან თავი დამიქნია,მე ოთახში შევედი, გვერდით მივუჯექი და სახეზე მოვეფერე. -რა ლამაზია.-დაიჩურჩულა და სიმღერა დაასრულა,ბავშვს უკვე ტკბილად ეძინა. -გარეთ გავიდეთ? -გავიდეთ... მისაღებში გავედით და დივანზე დავსხედით,ამ დროს ოთახში ელენე შემოვარდა. -საშინელება მოხდა... თავი 29 ******** მერი ********* ალექსმა შეშინებული სახით შემომხედა,ელენეს სახეზე ეტყობოდა, რომ საშინელება მოხდა,ყველა დაიბნა. -ღმერთო... -კარგი რაა...-უეცრად სიცილი ამიტყდა. -რა გაცინებს?-მკითხა ალექსმა. -აუ თქვენ არ იცით ამის რეაქციები?!ერთხელ ჭიქა გაუტუდა და მთელი დღე ტიროდა არ მინდოდაო.-სიცილს ვერ ვწყვეტდი.- რა მოხდა? -საპატარძლო გვირგვინი არ მაქვს! -აჰა!-ნიშნის მოგებით გადავხედე ყველას.-მე მაქვს! იმ წამს ყველა დაიბნა. -შენი და ანდრეს...-ელენე ვერ მოეგო გონს. -არა!მიკას დავურეკავ,ჩემს დიზაინერებს კოლექციები აქვთ...იცი რაა?!სპეციალურად შენთვის დავამზადებინებ! -მადლობა.-ელენე მადამეხვია. -ერთი წუთით...-მიკას დავურეკე და მაშინვე ინგლისურად დავიწყე ლაპარაკი,ყველაფერი მოვაგვარე და ელენეს მივუბრუნდი. -აჰა...ესეც ასე.რამდენიმე დღე დასჭირდება...ქორწილისთვის აქ იქნება. -არ მჯერა!-ელენე ისე ჩამეხუტა,თითქოს იმ წამს ყველაზე ძვირფასი რამ ვაჩუქე დედამიწის ზურგზე. -აბა რა გეოგონა ისე დაგტოვებდი? -შეიძლება კიდევ გთხოვო რაღაც?-საყვარლად ააფახურა თვალები. -მთხოვე...-გამეცინა. -აუუ...სადმე ბარში წავიდეთ რაა... -აუ კი!-გაუხარდა ნინის.-თუმცა...ანდრე... ამ სახელის ხსენებამ ისევ დამაბნია,მაგრამ შემდეგ გავიაზრე რომ პატარაზე ლაპარაკობდა. -მე დავრჩები!-გამოაცხადა ლიზამ. -ისა ხო...მეც.-თქვა ცოტნემ. ძალინ ვეცადე არ გამცინებოდა,რადგან იქ მყოფთაგან არც ერთმა იცოდა რა ხდებოდა სინამდვილეში.მე ადრეც ვამჩნევდი,ყოველთვის ვგრძნობდი ქიმიას ადამიანებს შორის და არც ეს წყვილი იყო გამონაკლისი. -კი მაგრამ...-დაიწყო რატიმ. -ძალიან დავიღალე...მირჩევია დავრჩე.-თქვა და თან დაამთქნარა. -ხო მეც.-თქვა ცოტნემ,ახლა უკვე ცოტაღა მაკლდა ახარხარებამდე. -ძალიანაც კარგი.-თქვა ელენემ.-წავედით! ოთახში შემიყვანა და მომზადება დაიწყო. -აუუუ...ახლა გამახსენდა არაფერი მაქვს,რომ ჩავიცვა.- ამოვიოხრე-ტანსაცმელი არ წამომიღია. -უი ხო...აი ეს ნახე.-ელენემ მოკლე, ლურჯი კაბა მომაწოდა,ღრმა დეკოლტითა და ღრმად ამოჭრილი ზურგით. -არა...არა...-თავი გავაქნიე. -აუუუ,კარგი რა!-ნინი წამოენთო.-გთხოვ! ბოლოს თავისი გაიტანეს და ოცი წუთის შემდეგ მისაღებში ვიდექი ამავე კაბით,ნინის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით და მათ მიერ გაკეთებული მაკიაჟით. -აუ გეფიცებით,ამათი რომ არ მეშინოდეს მოგიტაცებდოთ, ტო.- თქვა თაზომ. -მე მომიტაცებდი?-ვკითხე და გამეცინა -არა...შენზე თავს ვერ დავდებ...გახსოვს ერთხელ ვიღაც ბიჭს ცხვირი რომ გაუტეხე?-თვალები დავუბრიალე. -რა?!-ალექსმა და რატიმ სიცილი მორთეს. -ხო...კლუბში ვიყავით,ის ბიჭი ელენეს აწუხებდა, ამან ჩემ მულს ვინ მიწუხებსო და წამოადგა თავზე.- სიცილისგან იგუდებოდნენ.-იმ ბიჭის სახე უნდა გენახათ ამან რომ მოსცხო. -მასე არ მითქვამს!-გავიბუტე და ხელები გადავაჯვარედინე. -კაი რაა..არ გაიბუტო-რატი მომიცუცქდა და ხელები მომხვია.-ხო იცი როგორ მიყვარხარ... -კარგი მორჩა...არ მივდივართ? მანქანებში ჩავსხედით,მე ალექსთან.ნინი,რატი და თაზო კი რატის მანქანით წამოვიდნენ. -ალექს...სახლში შევიაროთ რა...ტანსაცმელს წამოვიღებ.- უკანა სავარძლიდან გავხედე. -შევიაროთ.-მითხრა და სარკეში გამიღიმა. მე ხელი წინ წავიღე და ჩემი თითები, მის თითებში ავხლართე,მან ნაზად მაკოცა და კიდევ ერთხელ გამიღიმა.მისი შეხებისგან ყოველ წამს ჟრუანტელი მივლიდა და თავს უცნაურად ვგრძნობდი. მალე ალექსის ტელეფონმა დარეკა და რატის ხმა გაისმა. -ჯერ სადმე ბარში დავსხდეთ და შემდეგ წავიდეთ კლუბში...თან დემეტრეც თბილისშია და უნდა,რომ მოვიდეს. -კარგი... ნაცნობ ბარში მივედით და სასმელი შევუკვეთეთ,არ მახსოვს რამდენი ჭიქა დავლიე,მაგრამ უკვე ვგრძნობდი როგორ მაბრუებდა ალკოჰოლი. -მარ.-თაზომ კნუტის თვალებით შემომხედა და უკვე მივხვდი რასაც მთხოვდა. -არ არსებობს. -აუ გთხოვ.-რატიც მიუხვდა. -რას სთხოვთ?-დაინტერესდა ალექსი. -არ გრცხვენია?!-რატიმ თავი გააქნია. -კარგით რაა...-უარყოფის ნიშნად გავაქნიე თავი. ბოლოს ვეღარაფერი მოვახერხე და ხუთ წუთში სცენაზე ვიდექი მიკროფონით ხელში,დავინახე როგორ შეუერთდათ დემეტრე, ხელი დამიქნია და ელენეს გვერდით დაიკავა ადგილი,ბარი სასიამოვნო მელოდიის ჰანგებით აივსო, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სიმღერა იყო „Too Good at Goodbyes" და მეც უნებურად დავიწყე სიმღერა,ბოლოს ხმამაღალი შეძახილები და მქუხარე აპლოდისმენტებიც დავიმსახურე. მაგიდასთან დაბრუნებულს ალექსმა მომხვია ხელი. -მართლა უნდა გრცხვენოდეს...ეს როგორ დამიმალე.-მითხრა და ნაზად მაკოცა ლოყაზე. ბოლოს ყველამ კლუბში გადავინაცვლეთ,აქ ხშირად მოვდიოდით ხოლმე,ამიტომაც ამ ადგილმა სასიამოვნო მოგონებები გამიღვიძა,ჯერ სმა განვაგრძეთ,თაზო ვიღაც ქერა გოგოსთან მივიდა და სასმელზე დაპატიჟა,შემდეგ გადაიხარა და ყურში უთხრა რაღაც, იმ გოგომაც არ დააყოვნა და სილა გააწნა,უკან დაბრუნებული თაზო გაწითლებულ ლოყას იზელდა ხელი. -რა გაცინებთ?-გვკითხა გაბრაზებულმა. -თაზუუ...სად გაქრა შენი მომხიბვლელობა? -აუ შენ სცადე და მიხვდები.-თქვა და კიდევ ერთი ჭიქა დალია. -შენი აზრით არ გამომივა?-წარბები ავზიდე. -მიდი აბა... კაბა გავისწორე,ალექს ლოყაზე ვაკოცე როემლიც გაკვირვებული მიყურებდა და იმ გოგოსთან მივედი...ორი წუთის შემდეგ ქერა გოგოს ნომრით მივდიოდი მათთან -აჰა.-ვუთხარი და ტელეფონის ნომერი მივაწოდე,რომელიც გოგომ დამიწერა. -არ არსებოსბს!მე კიდე მეგონა რამე გამომრჩა...-გადაიხარხარა.- ანუ მის გემოვნებაში არ ვჯდებოდი. -არ თაზუ...მე არ ვჯდებოდი,მაგრამ მომხიბვლელობა... -გამაგიჟებ რაა...ამის შემდეგ გოგოების დასაკერად შენ უნდა წაგიყავნო ხოლმე. -აბა შენ დამიბერდი და მოგიწევს ხოლმე. ცოტა ხანში აღარც თაზო მახსოვა და აღარც ქერა,მე და ალექსი სასიამოვნო მუსიკაზე ვცეკვავდით,ის ჩემს თეძოებზე დააცურებდა ხელებს და მეც მაგრად ვეკვროდი. დაახლოებით ღამის სამი ან ოთხი საათი იქნებოდა უკან რომ დავბრუნდით,ლიზას და ცოტნეს ეძინათ,მე, ნინიმ ჩემი ოთახი მაჩვენა და სწრაფად გავიდა.ალექსმა ჩემი ბარგი შემომიტანა, გასვლას აპირებდა ხელი რომ ჩავავლე, ჩემს გვერდით დავაწვინე,თავი გულზე დავადე და ხელები შემოვხვიე. -მომეფერები? ის ერთი ხელით ჩემს თმას ეფერებოდა,მეორეთი კი მჭიდროდ მეკვროდა.შემდეგ ერთი ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა, ჩემს ხერხემალს ჩამოაყოლა თითები,მე თავი ავწიე და ყელში ვაკოცე. -ახლა უნდა წავიდე.-ჩემს ტუჩებს დასწვდა,შემდეგ კი გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე წავიდა. სახლი იწვოდა...ყველაგან ცეცხლი იყო,თეთრი ფიფქები ფერფლს ეკვროდა და ცივ მიწაზე ეცემოდა.მეშინოდა...ანდრეს ვთხოვდი,რომ ჩემ გამო ესუნთქა... -აქ ვარ ყველადერი კარგადაა.-ალექსი მეხვეოდა და ჩემს გამოღვიძებას ცდილობდა.-შენთან ვარ. -ალექს...-ფეხები მოვხვიე და რაც შემეძლო მჭიდოროდ მივეკარი. -აქ ვარ მერი...შენთან ვარ.... მეხვეოდა და თავზე მკოცნიდა. -შენამდე არაფერი ვიყავი.-ვუთხარი და შიშველ მუცელზე ვაკოცე.-შენ კი ყველადერი აღმოჩნდი. დილით ერთმანეთზე მიხუტებულებს გაგვეღვიძა,ალექსმა კისერზე მაკოცა და გამიღიმა. -ავდგეთ? -ავდგეთ. მკსაღებში გავედით,ყველას ეღვიძა,მათ შორის პატარა ანდრესაც. -ნათლიას ბიჭი!-შევძახე და ნინის გამოვართვი ბავშვი. გადავწყვიტე ცოტა ხნით დედასთან და მამასთან შემევლო, ალექსიც გამომყვა.როგორც ყოველთვის მანქნაში უკანა სავარძელზე მოვთავსდი. -ისევ არ ვიმსახურებ?-მკითხა ალექსმა სიცილით. -არა...-მეც გამეცინა.-ქორწილამდე წინ დაჯდომის წინააღმდეგი ვარ. -არ დაგავიწყდეს,რომ მე ყოველთვის ვასრულებ სიტყვას. მანქნა გაჩერდა, ნაცნობი სახლის დანახვაზე ჟრუანტელმა დამიარა,ეზოს კარი გავაღე და შევედი. ეზოში მამა იდგა, ჩემს დანახვაზე სახე შეეცვალა,შემდეგ გონს მოეგო და ხლები მომხვია. -მარიამ...ეს შენ ხარ?ჩემო გოგო...მართლა შენ ხარ.-ხმაურზე დედა გამოვიდა, რომ დამინახა ცრემლები წამოუვიდა და მაგრად მომხვია ხელი. ცოტა ხნის შემდეგ მისაღებში ვისხედით, დედა მეხუტებოდა და ისევ ცრემლები მოსდიოდა. -კაი დე...ნუ ტირი.-მონატრებულ დედიკოს ვაკოცე. -როგორ მომენატრე... -მეც...ტყუპები სად არიან?-მაშინვე გამახსნდა ჩემი და-ძმა. -თაკომ გაიყვანათ. -ვაიმე ჩემი თაკო...-თაკოს ხსენვაზე გავიბადრე.-ისიც როგორ მომენატრა გავალ რაა...-პატარა ბავშვივით შევეხვეწე. -მალე მოდი კარგი? მე და ალექსი ჩემს ბავშვობის მეგობართან გავედით,რომელიც მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა.თაკომ რომ დამინახა ოცი წუთი მეხუტებოდა და კოდა,შემდეგ ოდნავ დამშვიდდა და ალექსიც შენიშნა. -გამარჯობა მე თაკო ვარ. -ალექსი. -ბავშვები სად არან?-ვკითხე მოუთმენლად. -ახლახანს დავაძინე...სანამ გაიღვიძებენ,წამო წვენი დავლიოთ და ვიჭორავოთ. ცოტა ხანში თაკო ისეთ აზარტში შევიდა,რომ ვეღარ ვაჩუმებდი. -ერთხელ ხიდან ჩამოვარდა.-სიცილით უყვებოდა ალექსს-ალუჩის ხე ეგონა და ბალი ყოფილა,ხლები აიქნია აქ ალუჩა არ იდგაო?! და ჩამოვარდა...-ორივე იცინოდა. -რა ჩემი ბრალია?!ჩამიდეს. -ხო,ხო იმხელა ბლის ხე ჩაგიდეს...ორი საათი გიხსნიდი ბალია-თქო და ატყდი ალუჩაა და მინდაო. საღამომდე ვიცინოდით,ბოლოს ტყუპებმაც გაიღვიძეს. თავი 30 ბაკურიანში ბოლო დღეს ვატარებდით.გარეთ ისევ თოვდა,მე ფანჯარაზე ვიჯექი და ცხელი ჩაით ხელში გავყურებდი,როგორ ეკვროდნენ ფიფქები ქათქათა თოვლს,მახსენდებოდა როგორ ტიროდა დედა ბედნიერებისგან, რა სახე ჰქონდათ ჩემს ტყუპებს,რომ გამოუცხადეს ეს ის მარიამიაო, გამოიქცნენ და პატარა ხელები მომხვიეს. მამამ სტუმარს ისე ხომ ვერ გავუშვებო და ალექსი რასაც ჰქვია ჩაახრჩო ღვინოში, დედამ ჩემი საყვარელი კერძები მოამზადა,ბოლოს აღარც გვიშვებდნენ,მაგრამ დავარწმუნეთ,რომ მალე შევხვდებოდით ელენეს ქორწილში და ბოლოს ისევ ბაკურიანის სახლში აღმოვჩნდით... -შეიძლება?-კარში ალექსი იდგა. -მოდი.-ფანჯარასთან მოვიდა და წინ ჩამომიჯდა. -ელენემ მითხრა,რომ ანდრე შენი ლექტორი იყო. -კი...-გამეცინა.-ჯერ მწრთვნელი...შეგდეგ ლექტორი. -ბევრი რაღაც მომიყვა... -კარგია მე...ხომ იცი ისევ მიჭირს. ახლოს მოვიდა,ხელები ჟაკეტის შიგნიდან მომხვია და მაგრად მიმიხუტა.შემდეგ გადმოიხარა და კისერზე მაკოცა.მე მის სურნელში გავეხვიე და სხეულში სითბო ვიგრძენი...ისევ ფანჯარაში გავუხედე და ახლა სხვა მოგონეებმა გამიელვეს თავში: -ვგიჟდები.-ვუთხარი ალექსს და კიდევ ერთი ნაჭერი პიცა ავიღე. პატარა პიცერიაში ვისხედით,პირველ პაემანზე ვიყავით და იმის მაგივრად რომ წყლის კუებზე მომესმინა უაზრო მონოლოგები, ალექსს ვუსმენდი,რომელიც ძალიან სასაცილო ისტორიას მიყვებოდა და თან ქალაქში საუკეთესო პიცას მივირთმევდი. -ხო და, მე და დემეტრე წავედით სოფელში ბებიამისთან... მსოფლიოში ყველაზე ტკბილი ბებიაა,დემეტრეს ერთი გოგო მოეწონა, ნინო და დასდევდა...ელენემდე,რა თქმა უნდა...იმ გოგოს ძმამ რომ გაიგო მთელი სოფელი დააყენა თავზე ჩემი და ცოლად უნდა მოიყვანოო...თურმე იმ გოგოს სხვა ჰყვარებია და ერთ საღამოს ერთად გაიქცნენ თბილისში...დემეტრე მთვრალი მივიდა გოგოს ძმასთან და უთხრა შენმა დამ გული გამიტეხაო...იმ ბიჭმა სერიოზულად მიიღო და დემეტრე კიდევ უფრო დაათრო.ხეზე ავიდნენ და მღეროდნენ...მოიცადე...„ნინიკო,ნინიკო ეჰ ნინიკო..." იცი? -ვიცი. -სიცილით ვკვდებოდი. -ძლივს ჩამოვიყვანე იმ ხიდან.-თვითონაც გაეცინა. -შენ? -რა მე? -შენ რეები გადაგხდენია გოგოს გამო? -მე...-ცოტა ჩაფიქრდა და გაეცინა.-მე სერენადა ვუმღერე და რომ დავინახე ტექსტი დამავიწყდა...შემდეგ ვიღაც ქალმა მეორე სართულიდან წყალი გადმომასხა „ნუ ყროყინებო" და იმის შემდეგ სერენადა არავისვთვის მიმღერია. რამდენიმე საათში ჩემს სახლთან ვიდექით და ხმას არ ვიღებდით. -მომენატრები...-მითხრა და ნაზად მაკოცა ლოყაზე. -არ გიმსახურებ.-ვუთხარი და თითები ჩამოვუსვი კისერზე.-მე არაფერი ვარ... -ცდები მერი...შენ ყველაფერი ხარ. ....... -მერ.-ალექსის ხმაზე გამოვფხიზლდი. -ხო... -ჩაგეძინა.მოდი დაგაწვენ კარგი? ხელში ამიყვანა,მე უფრო მეტად მივეკარი თბილ სხეულზე. საწოლში ჩამაწვინა და პლედი დამაფარა. -არ წახვიდე.-ვუთხარი და მძინარემ მოვხვიე ხელები. ხელები გამაშვებინა და წავიდა...მე თითქოს სიცარიელე ვიგრძენი თვალზე ცრემლი ჩამომივიდა და საწოლში ჩავიმალე. წამში ძლიერი ხელი მომეხვია და სხეულზე მიმიკრო,ალექსს პიჟამა შარვალი ეცვა და შიშველ მკერდზე მიხუტებდა. -არასდროს დამტოვო.-ვუთხარი ნახევრად მძინარემ და სახე დავუკოცნე. -ნუ ცელქობ და დაიძინე.-მისი ტუჩები ნაზად შეეხო ჩემსას და ტკბილი ემოციებით აღსავსეს ჩამეძინა. ხშირად მესიზმრებოდა ანდრეს სიკვდილის დღე,მიჩვეულიც კი ვიყავი რომ კივილით მეღვიძებოდა,მაგრამ არსებობდა ისეთი სიზმარიც,რომელის ნახვის შემდეგაც რამდენიმე დღე ვეღარ ვიძინებდი...ის დღე ასეთი იყო. -მერი გაიღვიძე...ყველაფერი კარგადაა...ყველაფერი რიგზეა...აქ ვარ.-ალექსი მეფერებოდა და ჩემს გაღვიძებას ცდილობდა. -მაპატიე.-ამოვიჩურჩულე და ცრემლები წამომივიდა. -ყველაფერი კარგადაა...ნუ ნერვიულობ...მიყვარხარ...ყველაფერი კარგადაა.-ალექსი კოცნით მიშრობდა ცრემლებს. -მე...დამელოდე.-ანდრესთან წავედი და ჩუმად შევიხედე ოთახში, თავლები დახუჭული ჰქონდა და მშვიდად სუნთქავდა...ეძინა. საძინებელში დავბრუნდი და ალექსს მივეხუტე. -სად იყავი? -ანდრე შევამოწმე.-მინდოდა,რომ ბოლომდე მომეყოლა ყველაფერი.-ალექს...რაღაც უნდა მოგიყვე...ეს არავინ იცის.- ღრმად ჩავისუნთქე და დავიწყე.-ანდრეს სიკვდილის შემდეგ განადგურებული ვიყავი,სიცოცხლის აზრს ვეღარ ვხედავდი...მხოლოდ ერთი რამ მაკავებდა...ორსულად ვიყავი... შენ გაგიკვირდება და ანდრემ მითხრა სიკვდილის წინ,რომ თავის ნაწილს მიტოვებდა და მისთვის უნდა ვყოფილიყავი ძლიერი, ორსულობის ტესტი გავიკეთე და ექიმთანაც ვიყავი...შვიდი კვირის ფეხმძიმე აღმოვჩნდი...ანდრე...ალბათ სიმპტომების მიხედვით გაიგო...ცხოვრებას აზრი შეემატა,მე ჩვენს შვილზე უნდა მეზრუნა, არავისთვის მითქვამს რომ ორსულად ვიყავი, ყველას გაუკვირდა როდესაც ჩემი ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა.აღარ ვაცდენდი უნივერსიტეტს, მეგობრებთანაც მივდიოდი,კარგად ვჭამდი, კარგად მეძინა და არც ნარკოტიკებს ვიღებდი,არც ვსვამდი ყველას უკვირდა,მაგრამ არაფერს ამბობდნენ...ნელ-ნელა მუცელი მეტყობოდა და გადავწყვიტე,რომ ყველასთვის მეთქვა ახლი ამბავი...მშვიდი საღამო იყო,მეორე დღეს მეგობრებისთვის ვაპირებდი ყველაფრის მოყოლას და უკვე წარმომედგინა როგორი ბედნიერები იქნებოდნენ ახალი ამბით. დაღლილს ადრე ჩამეძინა და რომ გამოვფხიზლდი...-ხმა გამებზარა- ყველგან სისხლი იყო...სასწრაფოში დავრეკე და ვტიროდი,რომ ბავშვი გადაერჩინათ...ის...ის ჩემს მუცელში მოკვდა...ჩემი პატარა ჩემში მოკვდა.-ცრემლები მდიოდა სახეზე.-მეც მინდოდა ჩემს ოჯახს უკან გავყოლოდ,მაგრამ ვიცოდი,რომ თუ თავს მოვკილავდი,ამას ვერასდროს შევძლებდი...ამიტომ,უბრალოდ ბარგი ავიღე და გავეცალე იმ ადგილს რომელთანაც მტკივნეული მოგონებები მაკავშირებდა... მინდოდა გცოდნოდა...ვიცი რომ ჩემთან ყოფნა რთული იქნება,მაგრამ ვეცდები გამოვსწორდე გეფიცები... -შენ იდიალური ხარ.-მითხრა და ნაზად მაკოცა.-სამუდამოდ ასეთად დარჩი...შენში არაფერია გამოსასწორებელი... მიყვარხარ და ყველანაირი მეყვარები. სახეზე მეფერებოდა და ნაზად მიკოცნიდა ბაგეებს,მალე ჩამეძინა და საოცარი სიზმარი ვნახე. ************ ალექსი ************ ჩემს მერის ვუყურებდი...ჩემ დატანჯულ მერის...ჯერ მხოლოდ 27 წლის იყო და ცხოვრებაში უამრავი დარდი და ტკივილი ჰქონდა ნანახი...ისევ თვითონ იდანაშაულებდა თავს...მისი ტკივილი მეც მტკიოდა და იმ წამს ჩემს თავს შევპირდი,რომ დღეიდან მისი ცხოვრების თითოეული წამი ბედნიერი იქნებოდა...მის სახეზე ახლა ბედნიერებისა და სიცილის დრო იყო. ორი დღის შემდეგ ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილში ვიყავი და გული სითბოთი მევსებოდა,მერი ულამაზესი იყო წითელ კაბაში,რომელიც მის თმებს უფრო ამშვენებდა.ელენე ბრწყინავდა და ყოველ წამს იღიმოდა... -ჩემი გვირგვინი!-წამოიძახა უცებ შეშფოთებულმა. -წუთი-წუთზე აქ იქნება.-თქვა მერიმ და საათს დახედა. -სიურპრიზი.-ოთახში მიკა შემოხტა საქორწინო გვირგვინით ხელში. -მადლობა ღმერთს მოი...-ელენეს სიტყვა გაუწყდა რადგსნ მერი და მიკა ერთმანეთს ყვირილით ჩაეხუტნენ. -მიკა!მიკა!არ მჯერა!-მერი მეგობარს ეხუტებოდა.-აქ ხარ!საქართველოში ხარ...-მერიმ მე გამომხედა და ტუჩების მოძრაობით მომიხადა მადლბა. გახარებული ვიდექი რადგან უკვე დაწყებული მქონდა ჩემი გეგმის ასრულება.მერი უბედნიერესი ქალი უნდა გამეხადა. რამდენიმე საათში ყველა ფეხზე იდგა და ენერგიულად ცეკვავდა.მერი აქეთ-იქით დადიოდა და ყველას ესალმებოდა,ბოლოს ერთ მოხოც ქალთან გაჩერდა და მაგრად მოხვია ხელები. -ელენე ბებო!-წამოიძახა გახარებულმა.-როგორ მომენატრეთ...- ალბათ ანდრეს და ელენეს ბებო იყო. -მარამ შვილო შენ ხარ?-მოხუცმა დანაოჭებული ხელი ჩამოუსვა ლოყაზე და ცისფერი თვალები მიაბყრო.-რამდენი ხანია შენ და ანდრე არ მოსულხართ...არ მოგენატრათ ბებო? -კი როგორ არა...როგორ ხართ?-მერიმ მაშინვე გადაიტანა სხვა თემაზე საუბარი. მოხუცი უყვებოდა თავისი ჯანმრთელობის ამბავს, ძალან თბილი ქალი იყო.ბოლოს მარიამმა ხელი მომკიდა და საცეკვაოდ წამიყვანა. როგორც წინაზე ახლაც ყველა ჩვენ გვიყურებდა და თითოეულ დეტალს სწავლობდა.მერი გრაციოზულად მოძრაობდა და მომნუსხველად იღიმოდა. ცეკვის დასასრულს აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. დაახლოებით ღამის ორი საათი იყო მერის სახლში რომ შევედით მე და მიკა.მერი კი ხელში მყავდა აყვანილი,რადგან მანქანაში ჩასძინებოდა. -ძილინებისა.-ვუჩურჩულე მიკას და მერი საძინებელში შევიყვანე, ფეხსაცმელი გავხადე და პლედი დავაფარე. მანქნაში ჩავჯექი და სასტუმროში წავედი...შუა გზაში ძლიერი ბიძგი ვიგრძენი და ყველაფერი ბნელმა მოიცვა... ******** მერი ******** ღამის ოთხი საათი იქნებოდა,ტელეფონის ხმამ რომ გამაღვიძა, დაუდევრად მოვძებნე და ვუპასუხე. -გისმენთ... -ქალბატონი მერი ბრძანდებით?- ქალის ხმა გაისმა. -დიახ... -საავადმყოფოდან გირეკავთ...აქ ცოტა ხნის წინ შემოიყვანეს ბატონი ალექს ჰარდი...თქვენ მისი ახლობელი ბრძანდებით?- ქალის სიტყვებმა თითქოს ჩემში რაღაც გაყინა,ძლივს მოვიკრიბე ძალა,რომ ორი სიტყვა მეთქვა. -სად არის? ქალმა საავადმყოფოს მისამართი ჩამაწერინა, მიკას დავუძახე და აცრემლებულმა ვუთხარი ამ მისამართზე წამიყვანე-თქო. ზედმეტი კითხვებით არ შევუწუხებივარ,მალე საავადმყოფოსთან გაჩერდა მანქნა,მიმღებში მიმასწავლეს ალექსის პალატა და მეც სასწრაფოდ გავიქეცი მასთან. ალექსი რაღაცაზე იყო შეერთებული,მაგრამ თვალები მაინც გახელილი ჰქონდა. -ალექს...-ამოვიკნავლე და ტირილით ვაკოცე შუბლზე. -მერი...ნუ ტირი...კარგად ვარ...უბრალოდ დასვენება მჭირდება და გამოვჯამრთელდები. პალატის კარი გაიღო და ექიმი შემოვიდა. -გამარჯობა.-მოგვესალამა-პაციენტი მართალია,საშიში არაფერია რამდენიმე დღეში გავწერთ...მადლობა ღმერთს არ იყო მძიმე ავარია.-გულზე მომეშვა,მაგრამ ვიცოდი,რომ ალექსს მაინც სტკიოდა. -დიდი მადლობა. -ერთი წუთით...თქვენ ის გოგინა ხართ...სამი ან ოთხი წლის წინ რომ იყო აქ.-ექიმის სიტყვებმა ცოტა არ იყოს გამაკვირვა. -გეშლებათ... -არა,არა...ძალიან კარგი მახსოვრობა მაქვს...-გამიღიმა მან. მივხვდი რაზეც ლაპარაკობდა. -ზაფხული იყო...თუ არ ვცდები... -12 ივნისი.-დავასრულე მე. -დიახ...ჩემი ქორწინების წლის თავი...კარგად დამამახსოვრდა... თან ეს ბიჭი რომ დავინახე...-ამ სიტყვებმა კი მართლა გამაკვირვა.- თქვენს პალატაში იყო და ხელზე გეფერებიდათ. -რაა? -დიახ...დიახ ზუსტად მახსოვს...კარგი, მაპატიეთ უნდა დაგტოვოთ. ექიმი პალატიდან გავიდა და გაკვირვებული დაგვტოვა ორივე. -12 ივნისს რა მოხდა?-მკითხა ალექსმა. -ჩემი პატარა...-ვეღარ დავაბოლოვე და ალექსმა იმის ნიშნად,რომ მიხვდა ყველაფერს ხელზე ხელი მომიჭირა. -მერ...მგონი ექიმი მართალია...მე...12 ივნისს ვიყავი საავადმყოფოში...აქ...-ხმა ჩაუწყდა.-გახსოვს,რომ მოგიყევი როგორ დამაშორა საცოლეს დევიდმა?...მან...მან ჩემს საყვარელ მშობლები დაუხოცა...იმ დღეს აქ ვიყავი...ის ტიროდა და მიყვიროდა მძულხარ...წადი და აღარ მომეკაროო...მივხვდი,რომ უფრო დიდ ტკივილს ვაყენებდი იქ ყოფნით და წამოვედი...გასასვლელისაკენ მივდიოდი,როდესაც ოთახში წითელთმიანი გოგონა დავინახე...ანგელოზს გავდა...არ ვიცი რატომ,მაგრამ შევედი და იქვე დავუჯექი,ხელზე ხელი მოვკიდე და ვუთხარი,რომ უნდა გაეძლო და გამოჯანმრთელებულიყო. ალექსს თვალებში ვუყურებდი და იმ ისტორიას ვუსმენდი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი,ვუსმენდი და ვხვდებოდი,რომ ის ჩემს გვერდით იყო...მაშინაც, როცა არც კი ვიცნობდი. *********** ალექსი *********** გამოჯანმრთელებიდან მეორე დღეს, დილა ადრიან მივაკითხე მათ და საქართველოს დასათვალიერებლად წავიყვანეთ მიკა,რომელიც იმდენად აღბრთოვანებული დარჩა მწვადით,რომ რესტორნიდან ვეღარ გამოგვყავდა.უამრავი ლამაზი ადგილი ვნახეთ და ბოლოს დაღლილ-დაქანცულები შევედით სახლში. საღამო იყო,მეორე დღეს ლონდონში მივფრინავდით, მიკას მხოლოდ რამდენიმე დღით მოუწია დარჩენა, მაგრამ არ წუწუნებდა,რადგან ყველაფრის დათვალიერება მოასწრო...ნუ, მწვადზე სწყდებოდა გული...ფიქრები კაკუნმა შემაწყვეტინა,რომელიც სასტუმროს ოთახის კედლებში ექოდ გავრცელდა.კარში მერი იდგა,თვალები ჩასწითლებოდა და ხელში რაღაც ყუთი ეჭირა. -დღეს 29 თებერვალია.-მითხრა ჩამწყდარი ხმით. -მერი...შემოდი. -არა...შენ გამომყევი. საჭესთან ის იჯდა, უკვე ბნელოდა,ამიტომაც კარგად ვერ ვარჩევდი სად მივყავდი...მანქნიდან რომ გადავედი,მაშინღა მივხვდი,რომ ანდრეს საფლავთან ვიდექით. -ოთხი წლის წინ ამ დღეს დავკარგე ის...ოთხი წლის შემდეგ კი ზუსტად ამ დღეს ვდგავარ მის წინაშე.-თქვა და საფლავზე წითელი ვარდი დადო.-ერთ დღეს ისევ შევხვდებით...-დაიჩურჩულა მან-წამი დაგვაკავშირებს ერთმანეთს. ფეხზე წამოდგა და კლდის პირას მივიდა. -მარიკუნა ანდრესი იყო,არის და იქნება...მე მხოლოდ მერი მჭირდება.- კოლოფიდან ის მაისური ამოიღო,რომელიც რამდენიმე კვირის წინ ვნახე მის სახლში.კლდეზე ჩამოჯდა, მაისურს აკოცა,მისი სურნელი უკანასკნელად შეიგრძნო და ქარს გაატანა ნაცრისფერი ნაჭერი. მე წამით გამექცა თვალი საფლავისაკენ,სადაც ლექსი ეწერა: "წამი თითქოს სიყვარულს რომელიც მათრობს ხელს უეცრად მხვევს, სიზმრებში მახრჩობს ნუთუ სიცოცხლე მე რითაც ვხარობ წამში ქრება და მე მტოვებს მარტოს, ნუთუ დღეები რომლეთა წამებს ისე ვითვლი რომ არ ვუკრავ წარბებს, ნუთუ დღეები რომელთა წამებს ქარის მოტანილს ქარი წამართმევს. სიცოცხლე ქრება მე ვრჩები მარტო ზამთარი მიდის და მტოვებს მარტოს მარტო ცოდო ვარ და იცით რატომ? რადგან იმ დღეებს წამებში აქრობს თითქოს სიყვარულს რომელიც მათრობს ხელიდან მგლეჯს და ისევ მახრჩობს კვამლი ქრება და მე ვრჩები მარტო თითქოს ზამთარი ჩემ გამო მას მტრობს თითქოს გაზაფხულს, უნდა მეც მოვკვდე უკან მივყვე და უბრალოდ ვყავდე თვალებზე თითქოს ცრემლი აჩნია იწმენს, თითქოს ეს სულ მისი ბრალია ის იყო რომელმაც მომტაცა წამი მარტო დამტოვა,არ მომცხა ხანი თითქოს ცრემლები წამალი იყო თითქოს ზამთარი სულ აღარ იყო თითქოს გაზაფხულს უნდა ვეახლო ვუთხრა ცრემლებით "ჩემო საბრალო იმ დღეს მკლავდი და მართმევდი წამებს ჯერ მე მაქრობდი, მართმევდი დღეებს" ნეტა იცოდეთ მაშინ რა იყო თითქოს სიცოცხლე ორად გაიყო ჩემი ნაწილი მანაც წაიღო ცრემლიც კი მაშინ ორად გაიპო ვგლოვობდი წამებს,წუთებს და დღეებს ვუმზერდი ელვას წვიმას და ფიფქებს კვამლს რომელიც ჩუმად მიმზერდა ფერფლს,რომელიც ფიფქებს ეკვროდა ვითვლიდი წამებს წარბშეუხრელად ველოდი ღამეს სახეუცვლელად მხოლოდ ცრემლები მახსოვდა მაშინ თითქოს სიკვდილად მტოვებშა წამში. მე და წამი კი ვრჩებოდით მარტში." *ანდრეს უსაყვარლესი ცოლისაგან.* საფლავს მზერა მოვაშორე და ლექსის ავტორს მივაშტერდი რომელიც ჩემს წინ იდგა და მოთმინებით ელოდა როდის მოვრჩებოდი კითხვას. -ის რომ წავიდა...კომაში ვიყავი...შემდეგ გამოვფხიზლდი,ელენე დამამშვიდებლებს მიკეთებდა და სულ მეძინა...ერთხელ თურმე გამეღვიძა და ფურცელი და კალამი ვითხოვე, ეს ლექსი დავწერე და ისევ გავითიშე...ელენეს იმდენად მოეწონა,რომ მის საფლავზე დააწერა. .......................................... ********* მერი ********* ორი კვირა იყო გასული,რაც ლონდონში ჩამოვედით,სარკის წინ ვიდექი და ვემზადებოდი ალექსთან შესახვედრად. -მორჩი?-მკითხა მიკამ და კიდევ ერთხელ ამათვალიერა.- ულამაზესი ხარ. -მადლობა. გასასვლელისაკენ გავემართე და ტელეფონი შევამოწმე. "გელოდები" ვნახე ალექსის შეტყობინება. -წავედი!-გავძახე მიკას. -დიდი ხნით მიყვები?! -სამუდამოდ...-დავიჩურჩულე და ბედნიერი გავედი გარეთ,სადაც ალექსი მელოდა და თვალებგაბრწყინებული მიყურებდა, მივაბიჯებდი ამდენი ხნის ნანატრ ბედნიერებასთან, კაცთან რომელთანაც მთელი სიცოცხლე მელოდა.ალექსმა როგორც ყოველთვის უკანა კარი გამიღო.მე ჩავიცინე და წინა სავარძელზე მოვთავსდი. -აბა არაო? -შენთვის გამონაკლისს დავუშვებ. მაშინ მივხვდი,რომ ბედნიერება არაა შენს გარშემო ნაშენი კედლები...ბედნიერება ის დანგრეული კედლებია,საიდანაც იმედის მზის სხივი იჭრება და შენს ცხოვრებას ანათებს. ********************************************************* რას იტყვით,რომ შემდეგი ისტორია მერისა და ანდრეზე იყოს? ♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.