ზღვარი (თავი მეხუთე)
თორნიკე და საბა თავიანთი მთელი ძალებით ცდილობენ დამარწმუნონ,რომ დაჩის დაბადების დღეზე წასვლა ღირს.სიმართლე,რომ გითხრათ უზომოდ მიკვირს ,,იუბულარმა’’ საბა,ირინკა და თორნიკე ჩემთან ერთად,რომ დაპატიჟა,რადგან რატომღაც დარწმუნებული ვიყავი გელოვანი და ჟურული დიდად ვერ იტანდნენ ერთმანეთს.ეს ეჭვი იმის შემდეგ უფრო გამძაფრდა რაც ჩემი ძმისა და საბას ლაპარაკს მოვკარი ყური : - ესეიგი იმ ნაბიჭვართან ერთად მიდიოდა?- დარწმუნებული ვიყავი ჩემზე და დაჩიზე იყო ლაპარაკი,ამიტომაც ყურები უმალ ვცქვიტე. ისე,რა უაზრო საქციელი იყო საბას მხრიდან ჩემდე და ჟურულზე მოყოლა ჩემი ძმისთვის ... - ხო,მასთან ერთად. - გელოვანი ჩაფიქრებული უკრავს თავს თორნიკეს და უკვე აღარ ვიცი მერამდენე ღერ მარლბოროს იღებს მოსაწევად. ისეთი წინათგრძნობა მქონდა,რომ ამ სიძლვილის უკან რაღაც დიდი იმალებოდა.იმდენად დიდი და ზემოთხსენებული ორისთვის არასასიამოვნო,რომ ორივე საკუთარ ბნელ კუთხეში ინახავდა ამ ამბავს. საბოლოოდ,თორნიკეს საფირმო ‘’ჩექმებიანი კატის თვალების’’ დახმარებით დამითანხმეს წავსულიყავი იქ,სადაც ზუსტად ვიცოდი არავინ მელოდა და თუ მელოდა ჩემი გამოჩენიდან ორ წუთში რაღაც სხვაზე გადაიტანდა ყურადღებას... მოკლე,ატმისფერ კაბას ვიცვამ.ზოგადად,დიდად კაბები არ მხიბლავს,მაგრამ არის ხოლმე მომენტები,როცა უბრალოდ საჭიროება მოითხოვს.ამავე ფერის ტუჩსახს მკრთალად ვიტარებ ბაგეებზე.ჩემს საყვარელ თეთრ კეტებს ვირგებ და ოთახიდან აუღელვებლად გავდივარ.ჩემს გარეგნობას არც დაღებული პირით და არც გამაოგნებელი შეძახილებით არ ხვდებიან. ცხოვრების ირონია.ისე არასდროს არაფერი ხდება,როგორც ფილმებში და წიგნებშია ჩემო ძვირფასებო. სინამდვილეში,საბას წამით წამონთებულ თვალებს ვამჩნევ,მაგრამ თავს უკმაყოფილოდ ვაქნევ,რადგან მგონია მეჩვენება.ჩემი ოთახის გვერდითა კარი იღება და ირინკაც იკავებს ადგილს საბას გვერდით. საერთოდ არ მაფორიაქებს მათი ერთად დანახვა,მიუხედავად იმისა,რომ თუ საბა ოდნავ მაინც მომწონს უნდა მეხამუშებოდეს მათი წყვილი. დედაჩემს ლოყაზე კოცნით ვემშვიდობები და გულში უსიამოვნოდ მკრავს ის ფაქტი,რომ მამა არ მეუბნება ‘’შვილო,ჭკვიანად იყავიო’’ ან ‘’თორნიკე,შენს დას მოუარეო’’. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ახლა ტირილის დრო არ მაქვს,ამიტომაც მაინც ვიღიმი და მანქანაში ადგილს ვიკავებ.ჩემს გვერდით ირინკა ჯდება.წინ თორნიკე და საბა იკავებენ ადგილებს და (არა)სასურველი სახლისკენ მივიწევთ. სახლში შესვლისთანავე ცხვირს მიწვავს ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი.ასევე თავს მატკიებს ხმამაღალი მუსიკა და კიდევ ერთხელ გულში ვწყევლი ჩემს ძმასა და მის ძმაკაცს ჩემი აქ ‘’წამოთრევისთვის’’. დაჩი მომენტალურად გვამჩნევს და ჩვენკენ მოემართება.უფროსი არდოთელი და გელოვანი ცივი ღიმილით ართმევენ ბიჭს ხელს და მალევე შორდებიან. - რა ლამაზი ხარ ! - დაუფარავ სიყალბეზს და ოდნავ ცინიზმს ვგრძნობ მის ხმაში - მადლობა,გილოცავ. - ლოყაზე ვკოცნი ჟურულს და საჩუქარს ვუწვდი.ისიც ზრდილობის გულისთვის მეუბნება,რომ არ იყო საჭირო,მაგრამ ვგრძნობ ძალიან უხარია,რომ მასთან მივედი,თანაც ძვირფასი საჩუქრით და თანაც ასეთ ‘’მხლებლებთან ერთად’’. ხალხისგან შორიახლოს ვიკავებ ადგილს,რადგან არ მინდა ამ უსიამოვნო ბრბოში გავერიო.ხალხი ცეკვავს,მღერის,ვსამს,ერთობა მე კიდევ ვზივარ და ვუყურებ როგორ ერთობიან საბა,ირინკა და თორნიკე ერთად. ამ ფიქრებში გართული ვეღარც ვარჩევ,როგორ მიახლოვდება ჩემთვის უცნობი მამაკაცი და ჩემთან ზედმეტად ახლოს ჯდება. - გამარჯობა - თავმომწონედ მიღიმის და თმას მარჯვნივ ხელით იწევს.ეჰ,რა ბანალური დასაწყისია. - გამარჯობა - ზრდილობისთვის მობეზრებულად ვპასუხობ და ჩემი კოქტეილის წრუპვას ვაგრძელებ - რა გქვია? - არ მომწონს მისი ხმის ტემბრი.ზედმეტად ცივი და მშრალია დიდხნიანი პაუზის შემდეგ ვპასუხობ - ნეინა. - მე - ლადო. - არ მიკითხავს.-თვალებს სასაცილოდ ვატრიალებ და ვხედავ,რომ საბა და თორნიკე სუნთქვაშეკრულნი იცქირებიან ჩემკენ ე.წ. ლადო ჩემკენ უფრო ახლოს იწევს და კიდევ უფრო მოახლოებულ ჩემს ძმას,რომ ვხედავ შვებით ვსუნთავ. - გამარჯობა,ლადო - გამყინავი ხმით პასუხობს ჩემი ძმა. მის თვალებს ასეთ ცივს პირველად ვხედავ და სიმართლე,რომ გითხრათ ოდნავ მეშინია კიდეც ჩემი გვერდითმჯდომი უხმოდ მშორდება და ბებიც უხმოდ იკავებენ ჩემს გვერდით ადგილს. საბა თავით ანიშნებს თორნიკეს და ისიც ჩვენგან შორს,მაგრამ ამავდროულად ძალიან ახლოს დგება. გელოვანის თითებს ჩემს მუხლზე,რომ ვგრძნობ მგონია,რომ სამყარო ჩერდება. - ნეი,ჭკვიანად. - მხოლოდ ორ სიტყვას მეუბნება,მაგრამ ისეთი ხმთ,მგონია,რომ უზომოდ მცხელა,მაგრამ ამავდროულად ვიცი,რომ წყალი კი არა,ყინულიც ვერ გამაგრილებს. ის დგება და ირინკასთან მიდის,მაგრამ ამავდროულად ძალიან შეუმჩნევლად მიკრავს თვალს. არ მესმის,როგორ შეუძლია ასე მეფლირტაოს მე და შემდეგ თავის გოგოსთან იდეალური შეყვარებულის როლი ითამაშოს. ვგრძნობ,რომ ჰაერი მჭირდება,თანაც სასწრაფოდ ! ამიტომაც სახლს შეუმჩნევლად ვტოვებ და უკანა ეზოში გავდივარ. არ ვიცი რამდენი ხანი ვჩერდები გარეთ,მაგრამ ფაქტია სახლში ატეხილი აურზაური მაფხიზლებს . სასწრაფოდ შევრბივარ სახლში და თვალწინ გადაშლილი სანახაობა მაგიჟებს ! საბა და დაჩი,თორნიკე და ლადო ერთმანეთს დატაკებიან და გამეტებით ურტყამენ ერთმანეთს. საბოლოოდ მხოლოდ იმას ვამჩნევ,რომ ლადო უჩუმრად იღებს დანას და ჩემს ძმას მხარში ძლიერად ურტყამს. თორნიკე ტკივილისგან იმანჭება.ამასობაში დაჩი მომენტს იყენებს და საბას სახეში მუშტს ურტყამს.გელოვანი ხმამაღლა იგინება და სისხლს იწმენდს როგორც ჩანს გატეხილი ცხვირიდან. წვეულების ეპიცენტრიდან ცხვირგატეხილი საბა და დაჭრილი თორნიკე ძლივს გამომყავს და მხოლოდ დაჩის ერთი წინადადება მიტრიალებს თავში : ,,გაგანადგურებ,ზუსტად ისე,როგორც შენ გამანადგურე ოთხი წლის წინ.’’ არ ვიცი,რაც გინდათ ის უწოდეთ ამას,ქალური წინათგრძნობა თუ ჩემი წინასწარმეტყველური ნიჭი,მაგრამ ფაქტია ამის თქმის დრო დადგა : ხომ ვამბობდი?! საავადმყოფოში წასვლაზე ბიჭები უარს ამბობენ,ამიტომაც იძულებული ვარ ანინესთან მივიყვანო ორივე და დარწუნებული ვარ ის კარგად მოუვლის და ერთ-ორს გემრიელადაც მიაწყევლის ! ამის წარმოდგენაზე სიცილი მინდება,მაგრამ რატომღაც სიცილის ტავი არ მაქვს,რადგან ვცდილობ რაც შეიძლება სწრაფად ვატარო მანქანა. - დედა ! - საჩქაროდ ბოლოხმაზე ვკივი სახლში შესული და თორნიკეს პირველივე დივანზე ვახეთქებ,ხოლო საბას ცხვირისთვის ყუნულებზე გავრბივარ. - დედა ! რა არის შვილო ეს ! - ტრადიციული ქუთაისური აქცენტით კივის დედაჩემი,თან ტირის და გაუთავებლად ამბობს ‘’ შვილო,შენ მოგიკვდა დედაო’’. - კარგად ვიქნები,ანინე - ძლივსმოკრებილი ძალებით,ღიმილით პასუხობს თორნიკე. ბიჭები ისეთი დაღლილები არიან,რომ ჭრილობების დამუშავების შემდეგ ტახტზევე ეძინებათ. მე კიდევ მხოლოდ მაშინ ვხვდები როგორ ძლიერად დავღლილვარ და როგორ საშინლად მტკივა ზურგი,ამიტომაც ძალაგამოცლილი ვეხეთქები საწოლზე და მაშინვე მეძინება. ________________________________________________ ხალხო! მოკლედ,ძალიან მიხარია,რომ მოგწონთ ^^~ ბევრ კომენტარს ველოდები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.