შიში პატივისცემა და სიყვარუილი {1}
შიში, პატივისცემა და სიყვარული თბილისის ერთ-ერთ უბანში, შანხაის ქუჩაზე რამდენიმე ძვირად ღირებული მანქანა იდგა სადაც, ბევრ ახალგაზრდა მამაკაცს მოეყარა თავი და ვიღაცას ელოდნენ, ისე ცქმუტავდა ყველა, რომ აშკარა იყო ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი უნდა მოსულიყო, თუმცა ყველას ყურადღება წამიერად გაიფანტა ქუჩაზე მიმავალ ლამაზმანს უყურებდნენ.. 16-17 წლის გოგონას რომელსაც ძალიან უბრალოდ და შეიძლება ითქვას სიძველისგან გაცვეთილი ჯინსის შავი შარვალი ეცვა, ასეთივე წითელი ფერის ქურთუკი, მაინც იქცევდა ქუჩაში ხალხის ყურადღებას, რადგან მისი გარეგნობა შესაშური და სანატრელი იყო ყველა ახალგაზრდისათვის, გრძელი წაბლისფერი თმით, დიდი მუქი ლურჯი და ზოგჯერ შავი ფერიც კი დაკრავდა მის თვალებს, ლამაზი თეთრი სახითა და პატარა ცხვირით, ტუჩები ატმის ყვავილივით მიმზიდველი და ნაზი ჰქონდა.. ზამთრის სუსხით გაყინული სხეული მაინც მოხდენილად მიჰქონდა ნაცრიფერ ქუჩაში და თითქოს იმედის სხივი იყო გაზაფხულის დაწყებისა.. ხელში ძალიან ბევრი ქსეროქსის ფურცელი და ორი მოზრდილი წიგნი ეჭირა, ბიჭებს მიუახლოვდა თუ არა მოპირდაპირე მხარეს გადავიდა, რადგან მანქანებისათვის გვერდი თავისუფლად აევლო, უცებ ტელეფონმა დაურეკა, გაჩერდა და გაყინული ხელებით ცდილობდა ჩანთიდან „ქუჩის სიჩუმის“ დამრღვევი ნივთი ამოეღო, ბიჭები კი უკლებლივ ყველა მას უყურებდა, ყურების დრო კი ტელეფონის ძებნამ გაახანგრძლივა: -გისმენ. -სად ხარ ან.. -ერთ სულიერს ველოდები, რომელიც ეჭვი მაქვს მტოვებს გამოცდის გარეშე. -ნუ მიბრაზდები გთხოვ, ხომ იცი ვერ შევძელი, ამ სი*მა არ გამომიშვა სამსახურიდან.. -არ მინდა მივედი უკვე და ჩავაბარებ მე თვითონ. -ჩემი პრინცესა ხარ ხომ იცი? -არა, არ ვიცი! -რომ მოხვალ გეტყვი. ბიჭმა ღიმილით უთხრა, მასაც გაეღიმა და ბიჭები უფრო მეტად მოხიბლა მისი ღიმილის ხილვამ: -ეს ნამდვილია? წაიჩურჩულა ერთმა. -ღმერთი გვცდის აშკარად. -საოცრებაა.. ბიჭებო თორნიკე მოდის! გვერდზე გაიხედა ერთე-ერთმა და შენიშნა სწრაფად მომავალი შავი მაქანა, ბიჭებიც მოწესრიდგნენ და ყურადღება იქით მიაპყრეს. გოგონა კი ტელეფონზე საუბრით მოშორდა მათ, მაგრამ შემხვედრ მანქანაში მყოფმა მისი მომღიმარი სახის დანახვა მოასწრო და სარკით განაგრძო მისი თვალიერება.. -რომელ სართულზე ცხოვრობს? -მეხუთეზე, ანასტასია როცა გამოხვალ დამირეკე დაგხვდები. -კარგი, მაგრამ ვერ გამოისყიდი! -ვნახოთ.. -არ მინდა დახვედრა, ვერ მომისწრებ მალე უნდა დავბრუნდე ღამდება. -ანასტასია.. -არა მეთქი, მაშოს ნუღარ გააბრაზებ რა.. მის შესარიგელად სერენადების მოწყობა აღარ მინდა! -კარგი რა ან ერთი სიმღერა ვერ უნდა მოინელო ხომ?.. -ბატონო აკაკი მაცდენ! -კარგი ლამაზო, გკოცნი. გზა გადაჭრა და მაღალ კორპუსს ახედა, შემდეგ სადარბაზოში შევიდა.. ახლად მისული გაჩერებულ მანქანაში იჯდა, მანამ სანამ თვალს არ მიეფარა გოგონა, წამიერად ღიმილმა გადაურბინა სახეზე, უცებ ძრავა გამორთო, სახე ისევ ისეთი ცივი გაუხდა და გადავიდა მანქანიდან. ყველანი ისე იდგნენ, რომ აშკარა იყო ახლად მოსულს იცავდნენ, მაგრამ რატომ იყო მარტო მისული და იქ რატომ ელოდნენ, გაუგებარი იყო.. -ყველანი წადით საბა და თომა დარჩება! -დიახ ბატონო თორნიკე. -ივანე გააფრთხილეთ და ნატალიასთან ფრთხილად იყავით არაფერს მიხვდეს! გასცა ბრძანება და მეორე მანქანაში მოთავსდა, რომელიდანაც იმ კორპუსს უყურებდა, სადაც ლამაზმანი გაუჩინარდა.. თომაც მოთავსდა მანქანაში მძღოლის გვერდზე სავარძელზე, საჭესთან კი საბა, ბატონი თორნიკე უკანა სავარძელზე, სადაც ერთი უცნობი კიდევ იჯდა, რომელმაც აფერისტული ღიმილით ხელი გაუწოდა მამაკაცს ის კი ცივად და უცერემონიოდ პირდაპირ საქმეზე გადავიდა: -თქვი ყველაფერი რაც იცი! მეხის გავარდნას ჰგავდა მისი ხმა, ისე იყო გაბრაზებული, რომ მასთან ზედმეტად ემოციური გამოხატვა გრძნობების შეუძლებელი იყო, რადგან ყველამ კარგად იცოდა თორნიკე დადიანის სიტყვაძუნწი და ცივი ხასიათი. ამიტომ იმედგაცრუებულმა დაიწყო საუბარი.. -როგორც საშამ თქვა ნოდარი დგას ამის უკან, ახალი ჩასულია მოსკოვში. -აქამდე სად იყო? -იტალიაში. იქ ცოტა ხნით ციხეში იყო, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მასთან ბევრი ძლიერი „ბიზნესმენი“ ვალში იყო და რამდენიმე პარტნიორიც გაიჩინია, რადგან არალეგალურ საქმეში ჩავარდნენ და ამან თავის თავზე აიღო.. -ნიკას როგორ შეხვდა? -თქვენი ძმა ბარში იყო როცა ნოდარმა ჩხუბი ატეხეა, ვიღაც გოგოს ეჩხუბებოდა და ნიკა ამ გოგოს იცნობს მიმტანია თან ქართველი და ბოდიშის მოხდა აიძულა, რამდენჯერმე დაარტყა კიდეც.. ღიმილი გაეპარა თორნიკეს კმაყოფილებისაგან, მაგრამ იმის წარმოდგენა რომ შესაძლოა ახლა ცუდად არის მისი ძმა სახე უცებ გაეყინა, ლურჯი ხაზები მკვეთრად გამოეკვეთა კისერზე დაძაბულმა ჰკითხა: -კიდევ რა იცი? -მამაშენის საქმე მისი მოწყობილი მგონია.. ცივი და ყინულივით გამჭვირვალე თვალები უცებ ჩაუწითლდა და ნაძალადევი სიმშვიდით ანიშნა საუბრის გაგრძელება.. -როცა ნიკამ ბარი დატოვაო გაბრაზებულმა ბრძანება გასცა: -„გაიგეთ ეს ნაბ*ი ვინ არის!?“როცა უთხრე ის ნიკოლოზ დადიანიაო, ალექსანდრე დადიანის უმცროსი შვილიო, რომ უთხრეს ისეთი სახე მიიღო თითქოს ცივი წყალი დაასხეს თავზეო, თვალები დააწვრილა სიბრაზისა და შიშისგან თავისთვის ჩაილაპარაკაო: -ძალიან ჰგავს ნაბ*რ მამისს! იპოვეთ სწრაფად! დაუყვირა იქ მყოფებს. -ახლა შენი დრო მოსულა. ჩაილაპარაკაო და მერე ყველაფერი იცით. -თავისუფალი ხარ! თავით ანიშნა რომ წასულიყო უცნობს და ისიც უხმოდ გადავიდა მანქანიდან, რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ თომამ დაარღვია სიჩუმე: -როდის მივდივართ? -ზეგ! -ძალიან კარგი, აბა ვიხსენებთ ძველ დროს მოსკოვში? (თომა) -მეც მინდა წამოსვლა. (საბა) -შენ აქ ხარ საჭირო! (თორნიკე) -კარგი „ბოს“ როგორც მიბრძანებთ.. გაეღიმათ სამივეს.. ანასტასიამ ნამუშევარი პროექტი ჩააბარა მასწავლებელს, რომელიც ამზადებდა, მხოლოდ იმიტომ რომ კარგი მოსწავლე იყო და ხელს უწყობდა, მომავალ ნიჭიერ ახალგაზრდას რომელზეც დიდ იმედს ამყარებდა: -თეკლა მასწავლებელო, როცა შეამოწმებთ დამირეკეთ და შენიშვნებისთვის მოვალ. -არა ჩემო კარგო, სკოლაში მოვალ და აკაკისთან ერთად აგიხსნი, თუ შენიშვნა მექნება. -კარგი მაშინ წავალ თორემ ღამდება. -ხაჭაპურის შემდეგ გაგიშვებ! -ამაზე უარს ვერ ვიტყვი, თან გავიყოლებ და სანამ კიბეს ჩავივლი გეახლებით. -კარგი გენაცვალე. -მადლობა, ნახვამდის. ღიმილით გამოემშვიდობა მასწავლებელს და კიბეზე ბედნიერი სახით დაიწყო სვლა, მაგრამ ერთი სართულის გავლის შემდეგ კარი ღია იყო, სადაც ძაღლის ყეფის ხმა მოესმა და შიშისგან კუთვნილი ხაჭაპური უკვე ხელიდან დაუვარდა, ძაღლებისადმი შიში ბავშობიდან აქვს და ისეთი სისწრაფით გაიქცა რომ ძაღლისა და მეპატრონის ხმა შორიდან მოესმა, მეპატრონე უშედეგოდ ცდილობდა ლაბრადორის გაჩერებას, ანასტასიას შიშისგან სურდა სადარბაზოდან გასვლა მოესწრო და თავი დაეღწია, სადარბაზოდან გამოვიდა და მუხლებს დაეყრდნო რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, რომ დამშვიდება შეძლებოდა, მაგრამ ძაღლის ყეფამ ამის საშუალება არ მისცა შეხდა შიშისგან და ხელიდან დაუცვივდა ნივთები, უფრო სწორად ძაღლს ესროლა და მათ შორის ტელფონიც, რომელიც სიძველისგან ისედაც ძლივს ასრულებდა მის მოვალეობას, მაგრამ ამან ძაღლი უფრო გააღიზიანა და წამიერი ნახტომით დაიჭირა გოგონას მოქნეული მკლავი, ანამ ურთუკი გაიხადა და ისე სურდა გზის გაგრძელება, ძაღლი რომ მიუხვდა მცდელობას, ქურთუკი პირიდან გააგდო და ისევ უნდა დაწეოდა, მაგრამ უცებ მამაკის ხმამ გადაფარა ძაღლისა და გოგონას ტირილის ხმა.. თორნიკე მანქანაში უსმენდა ბიჭების საუბარს, როცა შეშინებული ანასტასია დაინახა სადარბაზოდან გამოსული, სახე შეეცვალა და ისეთი სისწრაფით გადავიდა მანქანიდან ვერცერთმა გაიგო მიზეზი, სანამ სადარბაზოდან გამოქცეული ლამაზმანი და დიდი ყავიფერი ლაბრადორის ჯიშის ძაღლი არ დაინახეს.. გოგონას მხრებში ჩაავლო თორნიკემ ხელი და მკვეთრი მოძრაობით იქვე მეორე სადარბაში აღმოჩდნენ, კედელზე მიყრდნობილ გოგონას მთელი ტანით ფარავდა, რომ ძაღლი ისევ არ მივარდნოდა შეშინებულს, ძაღლმა დაიღრინა და დააპირა მამაკაცზე იერიში, მაგრამ თორნიკემ ძაღლების ყველა თვისება კარგად იცოდა, შესაბამისად იცოდა როგორ მართოს თითოეული.. -გაჩერდი! ....ძაღლმა დაიღრინა საპასუხოდ. დაჟინებული მზერით და კიდევ უფრო მკაცრად უბრძანა ისევ მამაკაცმა: -დაჯექი! -.... კუდის ქნევით შესარულა მითითება ძაღლმა. თუმცა ცდილობდა სიფრთხილე და მზადყოფნა არ დაეკარაგა ყავისფერ ლაბრადორს. -ყოჩაღ! არ ადგე! ბიჭებიც იქვე იდგნენ, მაგრამ იცოდნენ თორნიკეს ხასიათი, რომ ძაღლები ძალიან უყვარს და ამიტომ არ ჩარეულან.. მამაკაცი გოგონას მიუბრუნდა: -როგორ ხარ? მისი მზრუნველი და თბილი ხმა ბიჭებისთვისაც მოულოდნელი იყო, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ის ასე არავის მიმართავს! ერთმანეთს შეხედეს უნებლიედ.. გოგონამ ცრემლიანი თვალებით ახედა მასზე ბევრად მაღალ სილუეტს და შიშისგან დაბნეულმა, თავი დაუქნია, მაგრამ სხეული წამიერად მოუდუნდა და წაილუღლუღა: -მე.. მე.. ძაღლების მეშინია.. -ნუ გეშინია, შემომხედე!... გაითიშა ამის*.. საბა მივარდა და ხელი აჩვენა თორნიკეს, რომელსაც უკვე ხელში ჰყავდა სიფრიფანა სხეული.. -თორნიკე ნაკბენი აქვს.. -როგორც ჩანს ძალიან გააბრაზა. -მოდი სავარძელზე დასვი. უკვე თომა ეხმარებოდა თორნიკეს, საბა კი მიმოფანტულ ნივთებს კრეფდა, გაოცებულმა ტელეფონსა და ქურთუკს დაკვირვება დაუწყო.. შუახნის მამაკაცი მიუახლოვდა, ძაღლს ყელსაბამი გაუკეთა და შეშინებულმა გამოკითხა რა მოხდა: -თქვენმა ძაღლმა გოგონას უკბინა. -ღმერთო მიშველე.. სასეირნოდ გამომყავდა და... ხომ არ მიჩივლებთ? რასაც მეტყვით გავაკეთებ. მე.. ავანაზღაურებ ყველაფერს.. -არ არის საჭირო, საიმედო ხელშია უკვე. უბრალოდ ყურადღებით იყავით მასთან! ძაღლზე მიუთითა. -კარგი.. -საბა დროზე მოდი! -მოვდივარ თომა.. მიდიოდა მანქანისაკენ და სიძველისგან გაცრეცილ ნივთებს უყურებდა თან დანანებით ამოთქვა: -ნუთუ ასე ძალიან უჭირთ ანგელოზებს?.. ჩაილაპარაკა და ნივთებთან ერთად საჭესთან მოთავსდა, საავადმყოფოში მიიყვანეს, თორნიკეს დანახვისას ყველანი დაფაცურდნენ, ყველასთვის ცნობილი დადიანი კლინიკის მიმღებში დაინახეს და მთავარი ექიმიც იქვე გაჩნდა, მაგრამ გაოცება ბიჭების ისევ გრძელდებოდა ის არავის მიმართ არ არის ისეთი ყურადღებიანი, როგორიც იმ წუთას იყო და ეს აოცებდათ ბიჭებს, სხვა შემთხვევაში კლინიკაში მიიყვანდა ხარჯებს დაფარავდა და დატოვებდა ვინც არ უნდა ყოფილიყო, ასეც მოქცეულა, მაგრამ ბიჭები ღიმილ შეპაული ადევნებდნენ თვალს მის დაინტერესებას და ყველა პროცედრურის გავლის შემდეგ საბუთები რომ მოითხოვეს ანასტასიას ჩანთიდან ამოღებული პირადობის მოწმობას დახედა თორნიკემ, ჯერ თვალები გაუთბა, რომელიც მუდამ ღია ნაცრიფერია წამიერად გაულუჯდა, მაგრამ მართლაც წამიერად და უცებ იბრუნა ძველი ფერი, სახე გაეყინა, გოგონას დაბადების თარიღი იმდენად გამაოგნებელი იყო მისთვის... უცებ ბიჭებს მიუბრუნდა და პირადობა მიაწოდა: -მიხედეთ და სახლში მიიყვანეთ! -მოიცა, სად მიდიხარ? თომა გაოცებული სახით დააკვირდა მიმავალს, რადგან მისი წამიერი ცვლილების მიზეზის გარკვევას შეეცადა, უპასუხოდ დატოვებულმა პირადობას დახედა და პასუხიც მაშინვე მიიღო. იცნობდა თორნიკე დადიანს ბავშვობის მეგობარს, რომელმაც ყველაფერს საკუთარი მკაცრი, ცივი და უხეში ხასიათით მიაღწია ყველაფერს, რაც იმ დროისთვის მის ოჯახს ჰქონდა და ამაში თომა გასვიანს დიდი წვლილი მიუძღვის. ამიტომ იცოდა, რომ თორნიკე 17 წლის გოგონას როგორც ქალს არ შეხედავდა. -ოხ თორნიკე რა კაცი ხარ რა?.. გაიღიმა და დერეფანს გაუყვა. -არ მითხრა, რომ მიხვდი რაზე გაბრაზდა!.. -მივხვდი. -რას მიხვდი ტო?.. -იმას რომ ეს გოგო მოეწონა! თან საბუთების გასაფორმებლად მიდიოდნენ დერეფანში და ისე საუბრობდნენ, საბა გაოცებული კითხვების დასმას არ ეშვებოდა: -ამას მეც მივხვდი. მერე? -მერე ის რომ თორნიკე დადიანი არ გაეკარება გოგოს რომელიც მასზე 10 წლით პატარაა! -რაა?... საბამ რეგისტრატორის რეაქციაზე ხელი აიფარა და ბოდიში მოიხადა, ისეთი ხმით იკითხა ყველას ყურადღება მიიქცია, ჩუმად განაგრძო საბუთების გაფორმება და თან თომას თავს არ ანებებდა: -კარგი რა თომა, ხომ იცი რომ ეს აბსურდია! -ახლა არ დამიწყო სიყვარულზე და მის ჭეშმარიტებაზე საუბარი! -რატომ?.. -იმიტომ, რომ თორნიკე დადიანზე ვსაურობთ და აქ ყველაფერი გასაგები უნდა იყოს შენთვის! -დადიანები და გასვიანები არ იცის მაგ გრძნობამ და იმედია მალე მიხვდები შენც! -ვახ ჩე* იიი. იმ გოგომ მართლა შეგაბა და ვატყობ ქორწილიც მალე იქნება! მხოლოდ სიცილით უპასუხა საბამ და საბუთებს ხელი მოაწერა.. გონს მოსულ გოგონა თომა ედგა თავზე, ელოდებოდა როდის გაიღვიძებდა წამლებისგან გაბრუებული და თან აკვირდებოდა მის ნაკვთებს, სხეულს თითოეულ დეტალს სწავლობდა წამირად გონებაში გაიფიქრა კიდეც: -ასეთი გოგო წარმომედიგინა მის გვერდით. ღიმილ შეპარულმა თავი გააქნია ფიქრების გასაფანტად და ფოკუსის გასწორებაში გართულ გოგონას მიმართა: -როგორ ხარ? -კარგად, მადლობა. -არ ადგე ჯერ ექიმი შემოვა. საბა დაუძახე რა. კარში მდგომს მიმართა. -რა მმმოხდა? -ძაღლმა გიკბინა, მაგრამ ყველაფერი კარგად არის ჭილობა პატარაა და მალე გაგივლის. ძაღლის გახსნებაზე სხეულის კანკალი დაეწყო გოგონას, ეს თომას არ გამოჰპარვია და მისი დამშვიდება სცადა ღიმილით: -ნუ გეშინია აქ არ წამოგვიყვანია. -მე ძალიან მეშინია მათი. -მივხვდით.. -აბა როგორ ხარ ლამაზო? ექიმი შემოვიდა, შეამოწმა ჭრილობა თავიდან გადაუხვია, რადგან ბიჭებმა მოითხოვეს და გაამზადეს წასაყვანად. -აბა წავედით? -მე არ მინდა შეგაწუხოთ, დავრეკავ და მომაკითხავენ. თომამ წარბი ზემოთ აზიდა და ღიმილით შეხედა გოგონას. -შენი დატოვება რომ მდომოდა აქ არ ვიქნებოდი! -მადლობა. მორცხვად გაიღიმა და ლოყებ აწითლებულმა თავი დაბლა დახარა, მარამ შეშინებულმა შეხედა მამაკაცს.. -ჩემი ნივთები.. -აქ არის მაგრამ არცერთი არ გამოგადგება! ქურთუკის დანახვისას სიმწრის ცრემლები წამოსცვივდა გოგონას, რადგან იცოდა ზამთრის სუსხში თხელი ტყავის ურთუკით მოუწევდა სიარული, შემდეგ ტელეფონს დახედა და იმედგაცრუებულმა დაუშვა მხრები. -შეგიძლიათ ტელეფონი მათხოვოთ? მამა ინერვიულებს რომ დავიგვიანე.. გული შეეკუმშა ამ ყველფრის ყურებისას თომას, მაგრამ თავი უხერულად რომ არ ეგრძნო არ შეიმჩნია და ბოლო სიტყვებმა გააღიმა „მამა ინერვიულებს“ -როგორც წესი გოგონები დედას ამბობენ?.. ღიმილით გაუწოდა ტელეფონი გოგონას, რომლემაც ღიმილით უპასუხა: -ალბათ, მაგარამ ახლა მამასთან უფრო მინდა! -მამას გოგო! ჩაილაპარაკა და გვერდზე დადგა დაელოდა საუბარს როდის მორჩებოდა, მაგრამ მამასთან დარეკვა ვერ შეძლო.. -ვერ ვრეკავ. -არაუშავს, მე მიგიყვან სახლში! -არ მინდა შე.. -არ ვწუხდებით ანასტასია! ასე რომ არ მოვიქცე უფროსი სამსახურიდან გაგვიშვებს! -რაა? თომამ და ანამ ერთად იკითხეს და საბას შეხედეს, რომელმაც თვალით ანიშნა რაღაც თომას, თუმცა გოგონა ვერ მიხვდა რა ანიშნა, თომამ სიცილ შეკავებული სახით მიმართა: -მართალია საბა! -რა არის მართალი? -ის რომ ჩვენ მკაცრი უფროსი გვყავს და მან გვიბრძანა სახლში მიგიყვანოთ! -კარგი რა გაეწყობა, ჩემ ძმას დავურეკავ თუ შეიძლება? -დარეკე. -მე შენს ნივთებს პარკს ვუპოვი. საბამ ოთახი დატოვა. დარეკვისას ტეფონის სენსორზე მოუხერხებელი მარცხენა ხელი ისე მოუხვდა ანას რომ მიკროფონზე ჩაირთო: -გისმენ. -ნიკუშ ანა ვარ... ნიცა, შენ ხარ? -ვაიმე ანა სად ჯანდაბაში ხარ? გამისკდა გული! დეე, მაა აკაკის დაურეკთ! -........ -ანასტასია იმედია ცოცხალი ხარ, კარგად ხარ, რომ მე მოგკლა! მარტო მე მაქვს ამის უფლება რადგან გამისკდა ეს პატარა გული, მერე აკაკის მოგაყოლებ თუ თვითონ არ მოიკლა თავი მანამდე, ისე ნერვიულობს. -თუ მაცდი გეტყვი!.. ვერაფერი მოუხერხა ტელეფონს, არ იცოდა რა უნდა ექნა უახლესი მოდელისთვის, რომელიც მხოლოდ შორიდან აქვს ნანახი და ისევ მიკროფონით განაგრძო საუბარი: -კარგი. ჩუმად ვარ.. ნამტირელევი ხმით ამოიკრუტუნა გოგონამ ტელეფონში, თომას მის ხმაზე ჯერ გაეღიმა და შემდეგ ჟრუანტელმა დაუარა, ვერ გაიგო რა დაემართა, გონებაში თავი იმართლა „ვერ ვიტან ქალი რომ ტირის!“ სავარძელში მოკალათებული მხრებში გასწორდა. -მასწავლებლიდან რომ გამოვედი მეზობლის ძაღლი გამომეკიდა და მიკბინა.. -ვაიმე დედა, სად ხარ? როგორ ხარ? -კარგად ვარ და ვინც გადამარჩინა ის მომიყვანს არ ინერვიულოთ მალე მოვალ. -ვინ გადაგარჩინა? არის „თეთრ ბრაბუსსზე“ ამხედრებული პრინცი? ჯანდაბას შავსაც არაუშავს..გოგო მომწერე მისამართი სად გიკბინა ძაღლმა, მეც მივალ და იქნებ მეც ვიპოვო... თუ დაბალი ,ღიპიანი და მელოტი კაცია? უნებლიედ გაექცა ანას თომასკენ თვალი, რომელიც ინსტიქტით ისვამდა თავზე ხელს, თითქოს თმას ამოწმებდა და გოგონამ მის ტანს თვალი შეავლო, მართლაც რომ ძალიან „ლამაზი“ იყო, შერცხვა და სიწითლემ დაუარა სახეზე. -არც ბრაბუსი და არც პრინცი.... -აბა მელოტი? წამოდი გოგო სახლში არ გაჩერდე მანდ! მოჩვენებითი სიბრაზით დაიყვირა. -ქალია. -კიდვ კარგი თორემ შურით გავსკდებოდი. -ღმერო ცოტა დააჭკვიანე რაა.. ხელი მაღლა აღმართა, გოგონამ სიმწროთ. -ვთიშავ ნიცა. -მართლა კარგად ხარ? -კი ოდნავ მაქვს ნაკაწრი, აცრაც გამიკეთეს.. -რაა აცრა გოგო? მერე იცი რომ დალევას ვერ შეძლებ? კისკისი დაიწყო ნიცამ, რაზეც თომასაც გაეღიმა. ანასტასიამ სირცხვილისგან დაბნეულმა გახედა თომას, რომელიც ისე იღიმოდა, როგორც მხოლოდ ბენიერი ადამიანები იღიმიან, რითი იყო ბედნიერი? ხმით რომელიც იმ წუთას ესმოდა, ვიცი შეიძლება აბსურდია მაგრამ ნიცას ხმა და საუბარი აბედნიერებდა იმ წუთას, თან გულს სითბოთი უვსებდა.. -გოგო გაჩუმდი შენი ხმა ისმის.. -ჩემი ლოთი გოგო რომ ვერ დალევს სასმელს და ვერ დათვრება ბარებში რა გეშველება?.. აგრძელებდა საუბარს და არ უსმენდა ანას შენიშვნებს, ამით აბრაზებდა ხოლმე ნიცა, რადგან ანასთვის მიუღებელია ასეთი ცხოვრების წესი, სირცხვილისგან დაბნეულმა ტელეფონი გათიშა, ესეც ძლივს მოახერხა. -ჯობია წავიდეთ. სირცხვილისგან გაწითლებულმა თავი სად დაემალა არ იცოდა, თომა უცებ გამოერკვა ფიქრებიდან წამოდგა და ტელეფონი გამოართვა ტელეფონმა მაშინვე დარეკა როცა ჯიბეში ჩაიდო და მანვე უპასუხა, თუმცა ამჯერად ანასტასიას არ ესმოდა რას საუბრობდა მისი და, ისიც ვერ იფიქრა რომ ნიცა რეკავდა, ამიტომ თავისი ნივთების ჩალაგება დაიწყო, საბას დახმარებით: -ამათი სახლში წაღება მემგონი არ ღირს. -ვიცი! უხეშად უპასუხა და ჩატენა ნივთები პარკში ერთი ხელით ანასტასიამ, რადგან ზუსტად მის მწარე ფიქრებს შეეხო საბას კომენტარი. -ბოდიში, საწყენად არ მითქვამს. -არაუშავს, მიჩვეული ვარ ბატონო... -საბა, უბრალოდ საბა. გაუღიმა და უხერულობის გასაფანტად ყურზე ხელ მიდებულ თომას მიუბრუნდა, რომელიც ჩუმად უსმენდა ვიღაცის საუბარს: -ჰეი შენ რას დამდგარხარ? -..... -თომა! რა გჭირს? -ეს სულ ამდენს ლაპარაკობს? ანსატასია დაიბნა, ვერ მიხვდა მას რატომ ეკითხებოდა ვინემ თომა ამას: -მე.. მე მეკითხები? ტელეფონი გაუწოდა თომამ და ანასტასიამ ყურთან როგრც კი მიიდო ცივი ოფლით დაეცვარა ტანი, რადგან ნიცა არ ჩუმდებოდა.. -გოგო იქნებ იკითხო ვინ გიპასუხა უცხო ნომერზე!! ისეთი მკაცრი და ხმამაღალი ხმით იკითხა ანასტასიამ, რომ ბიჭებმა გაოცებულებმა შეხედეს და გაჩერდნენ იმის მოლოდინში, რომ უფრო მეტად იყვირებდა, ნიცაც დაიბნა და გაჩუმდა. -.... მე... შენ არ გელაპარაკები? -არა!... ბოდიში მოუხადე და ტელეფონი გათიშე! გაუწოდა ტელეფონი თომას და დაელოდა მოქმედებას: -..... -მალე მოვალთ, ნახვამდის. როგრც კი ყველფერი დაასრულა, გოგონამ განაგრძო: -ბოდიშს გიხდით, ცოტა განსხვავებულია.. -ცოტა? თუ გიჟია? ჩაფიქრებული თომა გაღიმებას ცდილობდა. -არა გიჟი არ არის! -ვიხუმრე. ნაწყენი თვალებით შეხედა გოგონამ და გარეთ გავიდა, საბამ მხარი გაკრა და თვალებით ჰკითხა თომას: -აუ რას უძლებს ეს გოგო იცი? (თომა) -რას? (საბა) -ყვითელი ბილეთის მფლობელს! (თომა) -შეგაბა? (საბა) -ნუ მწყევლი, კაცი ხარ!.. სადარბაზოსთან მდგომი ბრაბუსი არა, მაგრამ ძვირად ღირებული მანქანა, სამეზობლოს ყურადღების ცენტრში მოექცა.. ანასტასია მის ძმას ელოდებოდა მანქანაში, რადგან ვერ შეძლო დამოუკიდებლად გადასვლა მანქანიდან, ემოციური შოკის გამო თავბრუსხვევა ჰქონდა, თუმცა ეს მთელი დღის შიმშილის ბრალი იყო, მაგრამ ამას ხომ არ იტყოდა ბიჭებთან, რომლებსაც არცკი იცნობდა, მთელი გზა უხერხულად გრძნობდა თავს, ასეთი შეწუხების გამო.. სადარბაზოდან გამოსულ ნაზ და პარა ქერა გოგონას მიაშტერდა თომა, მაგრამ საბას კომენტარმა გაუფანტა სხეულში დავლილი ჟრუანტელი: -ანასტასია აქ ყველა ასეთი ანგელოზი ცხოვრობს? გოგონამ თავი მაღლა ასწია და ბედნიერმა გაიღიმა: -ეს არის ჩემი და. -არ ჰგავხართ საერთოდ! (საბა) -არაფრით! (თომა) -კი ეგ მართალია, ის დედას ჰგავს მე მამას, მაგრამ დედა ხასიათით ძალიან მშვიდია.. -აბა ეს ვის ჰგავს? (საბა) -ჩემს ძმას აქვს პასუხი მაგაზე, როცა გაიცნობთ ის გეტყვით. გოგონამ გაიცინა, ნიკუშაც და აკაკიც გამოვიდნენ სადარბაზოდან. -აი ისინიც. ერთმანეთი გაიცნეს და მადლობებით დაემშვიდობნენ. -მადლობა რომ დამეხმარეთ. -რას ამბობ მიხარია, რომ შენსავით სუფთას და ლამაზ გოგოს ვიცნობ. თომამ გადაკოცნა და ნიცასკენ თვალი უნებლიედ გაექცა, რომელიც ისეთი დაბნეული და გაჩუმებული იყო რომ ნიკამ შუბლზე ხელი მიადო, როცა სადარბაზოში შევიდნენ: -ხომ კარგად ხარ? -კი. -რამ დაგამუნჯა, რომელი მოგეწონა? ხელი გადახვია ნიკამ პატარა დას და თავზე აკოცა, რომელმაც მორიდებით ახედა, შემდეგ ანასტასიას შეხედა, რომელიც წინ მიდიოდა და აკაკის ეყრდნობოდა. -არცერთი. -ესეიგი თომა! -არა! -რატომ? -მას ანასტასია მოეწონა. -გასაგებია... სახლში მისული თომა და საბა პირდაპირ კაბინეტში შევიდნენ, რადგან თომამ იცოდა თორნიკე ელოდა, თუმცა არცერთი ხმას არ იღებდა, მის მოთმინებას ცდიდნენ თითქოს, რაც იმდენად დიდი ჰქონდა თორნიკეს რომ თომასაც კი აკვირვებდა ხშირად.. საბამ ვეღარ მოითმინა და მან დაიწყო მოყოლა, რომ ძალიან ლამაზი და-ძმა ჰყავს მათ ურთიერთობაზე ისაუბრა, შემდეგ თომამ რამდენიმე სიტყვით ნიცას ცელქობაზე ისაუბრა, რომელშიც იგრძნობოდა აღფრთოვანება და თორნიკემ თვალებით შეკრა შუბლი ისე დააკვირდა მეგობარს, საბასთან არაფერი უთქვამს, მხოლოდ უსმენდა მათ.. საბამ ისიც თქვა როგორ ეწყინა ანასტასიას, როცა მისი ნივთების გადაყრა შესთავაზა, თან თავი იმართლა, მართლა გამოუსადეგარი იყო ქურთუკი და ტელეფონი. შემდეგ მოსკოვის გეგმაზე ისაუბრეს, ბოლოს თომას დავალება მისცა, მაინც ვერ შეიკავა თავი: -ხვალ ყველაფერი გაიგე მასზე! -კარგი. უპასუხა ღიმილით, მეორე დღეს დოსიე მაგიდაზე ედო ფოტოთი და გაოცებული დაჰყურებდა, მისი ხასიათით კმაყოფილი იყო, მიზანდასახულობა ხიბლავდა და ყველფერი რაც კი გაიგო მხოლოდ კარგი. -სანამ მოგიხლოვდები უნდა წავიდე! ნატალიას აცნობა რომ უნდა წასულიყო, ნიკას სწავლის შესამოწმებლად და კომპანიის რამდენიმე შეხვედრისთვის მივლინება გააფორმა, შუათანა ძმაც იოანე დაეხმარა დედის დარწმუნებაში, მისი ნერვიულობის თავის არიდებაში.. საღამოს საძინებელის აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა თორნიკე დადიანი და ფიქრობდა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს პატარა ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეტად გოგონაზე ფიქრობდა, რომლის ცრემლიანი თვალები გონებაში დარჩა, საბას სიტყვებიც რამდენჯერმე ამოუტივტივდა, დოსიეშიც იყო მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მითითებული და ტელეფონზე აკრიფა ნომერი.. -გისმენთ ბატონო თორნიკე. -თამო დავალება მაქვს! -დიახ მითხარით. -ხვალისთვის წითელი ფერის ქურთუკი და ტელეფონი უნდა მიყიდო 17 წლის გოგოსთვის, არა 18 წლის ხდება, ზომა ,, S ”-ი. დანარჩენი შენ უკეთ იცი! სასწრაფოა! -კარგი ყველაფერს გავარკვევ. რამდენიმე წუთი აივანზე დაჰყო და დასაწოლად შესულს ტელეფონმა დაურეკა, ისევ თამუნა იყო და აცნობა რომ ყველაფერი მოაგვარა.. -კარგი თამო, მადლობა. -ბატონო თორნიკე თქვენთან გამოვაგზავნო? რაიმე ტექსტი დავწერო? -ჩემთან გამოგზავნე! -კარგი. მეორე დღეც მიილია აბაშიძეების ოჯახში ისე რომ ანასტასია გარეთ არ გასულა, ხელი ისევ შეხვეული ჰქონდა, დედამ მაქსიმუმი გაუკეთა ქურთუკს, მაგრამ ჩაცმა მაინც ეუხერხულებოდა, თუმცა არ დაუწუწუნია, ფიქრობდა რომ ძველი ტყავის ქურთუკით წავიდოდა რომელიც მას და ნიცას საზიარო ჰქონდათ. სამეცადინო მაგიდასთან მჯდომი ფიქრებში იყო როცა უცებ უცნობი მამაკაცის თვალები მოეჩვენა და მისი სახე ღიმილით გაუნათდა... -ეიიი რაზე იღიმი ლამაზმანო? -რა მითხარი ნიცა?.. -იმ ვიღაც თომაზე ფიქრობს შენი ხვეული ტვინი დავიჯერო? -თომაზე არა! -აბა? -აუ არ ვიცი ნიცა, ზოგჯერ მგონა მომეჩვენა.. -რა მოგეჩვენა? -იქ კიდევ იყო ერთი ბიჭი თან გონება დავკარგე და ვერ ვიგებ მომეჩვენა თუ... -ანა ყველაფერი ისე მომიყევი როგორც გახსოვს! რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ გახარებულმა ნიცამ მხოლოდ ერთი რამ ჰკითხა: -შენ ის მოგეწონა? -.... არ ვიცი. სახეზე წამოწითლდა და თავი დახარა. -მომისმინე თუ იქ ვიღაც იყო და როგორც გითხრეს, უფროსის ბრძანებას ასრულებდნენ ბიჭები გამოდის რომ მართლა იყო იქ ვიღაც, გამოდის თომას არ მოსწონხარ, უბრალოდ ყურადღება გამოიჩინა. ყველაფერს ისე სწრაფად ამბობდა ანასტასია დაიბნა: -ნიცა ცოტა ნელა იფიქრე, ვერ გაიგე რას ამბობ! -შენ თომა არ მოგწონს? -არა. -არც მას? -არა მგონია. საიდან მოიტანე? -მიყვრხარ! აკოცა და ოთახიდან გავიდა, უფრო გაფრენა ერქვა და ისევ ისეთი ნიცა დაბრუნდა როგორიც აქამდე იყო.. გაოგნებულმა ანასტასიამ გვიან შეძლო მომხდარის გააზრება და მიხვდა რომ მის დას ის სიმპატიური ბიჭი მოეწონა.. -ანა შენთან ამანათია, წამორა ვნახოთ რა არის? მალე რა თორემ მე გავხსნი! -რა ამანათი, მე ვინ?.. -ეს რას ნიშნავს თოფი უნდა გადავტენო უკვე გოგოებო? ნიკუშაც ჩაძვრა ყუთში ნიცათან ერთად სადაც ტელეფონის უახლესი მოდელი და Moncler-ის წითელი ფერის ქურტურთუკი იყო (ისეთი როგორიც დაეხა). მუხლები მოეკვეთა და პირველი რაც გაახსენდა მისი და საბას დიალოგი იყო. თითქოს გული დასწყდა რომ ის უცნობი არ იყო, არც ახსოვდა ვინ იყო, მაგრამ თვალებს ვერ ივიწყებდა.. -ღმერთო მიშველე Moncler-ის პასპორტით არის ეს ქურთუკი... ორიგინალია ანა!. -ან წერილია. მამა თოფი მოიტანე! დროზე! ნიკამ ოთხად დაკეცილი ფურცელი სიცილით მიაწოდა და ხელი გადახვია წერილის მოლოდინში: -„მითხრეს შენი ნივთები დაზიანდა, ამიტომ თავს უფლება მივეცი დაბადების დღე მომელოცა. იმედია არ მიწყენ და გამოიყენებ.“ ხმამაღლა წაიკითხა წერილი.. აღფრთოვანებული იყო და გაოგნებული ვერ გაიგო ვისგან იყო, ნიცა ბრაზობდა დაეწერა სახელი რა მოხდებოდაო, ალბათ იმიტომ რომ თომასგან ვარაუდობდა, მაგარამ ანას საბაზე ჰქონდა ეჭვი და ამით ამშვიდებდა გადარეულ დას რომელსაც სწავლისკენ მოუწოდებდა, თუმცა სიტყვა - „გავიგე“ აფიქრებდა და მალევე ფიქრების გაფანტვას ცდილობდა. რამდენიმე დღე ისე გავიდა არვინ გამოჩენილა, შემდეგ თვეც მიჰყვა დღეებს და აბიტურიენტობამ, გამოცდებით დატვირთულმა დღეებმა ყველაფერი დაავიწყა ორივეს.. ჯერ ანასტასიას ჩაბარების სიხარული არ ჰქონდათ ბოლომდე გააზრებული, მალევე ნიკას გამოცდები მიჰყვა, მანაც ჩააბარა უფასოზე მაგრამ სტიპენდიაზე არც უოცნებია, რადგან აწი უნდა დავისვენო და დრო ვატაროო, მეყო რაც ვისწავლეო, ანა კი ყოელთვის ცდილობდა სტიპენდიისათვის თავი არ დაეზოგა, ნიკა კი გართობით იყო გატაცებული.. ორი წლის შემდეგ... -დედა! მა... სად ხართ? ჩანთა შესასვლელშივე სარკესთან დააგდო გოგონამ. -სამზარეულოში დედი. -რა არის მამი? -ისევ მომცეს! ისევ მექნება სტიპენდია! თან ცოტა მეტი. -გილოცავ დედი. ჩაეხუტა ქალიშვილს დიანა და შემდეგ მეუღლეს დაუთმო საამაყო შვილი. -აქ რა ხდება? სახლში ახლად მისული, ნიკა და ნიცა შევიდნენ სამზარეულოში და ერთხმად იკითხეს. ნიკა უკვე პირველ კურსელი იყო, ნიცა კი 12 კლასელი. -რა და დღეს, ნიცას თავისი დაიკო იმ კაბას უყიდის, ძალიან რომ მოსწონს! -აააა, ისევ? გილოცავ! მიყვარხარ! საუკეთესო ხარ! ტყუპების „დაბიდუბზე“ ჩავიცვამ. მმმ ჩემი გემრიელი. კოცნიდა უმცროსი აბაშიძე დას და ბედნიერი ეხუტებოდა. -მეც მინდა მივულოცო მიმიშვი გოგო! ხელი კრა პატარა და მოუსვენარ დაიკოს, როგორც კი ანასტასიას თავისი მკლავები მოხვია, მერე გაბუტული ნიცასკენ წაიღო ხელი და ისიც ჩაიხუტა, სამეულს მშობლებიც მიემატნენ და მთელი იდილია იყო, როცა სახლში მეზობელი ლამარაც შევიდა: -მოვიდა ქალბატონი? ღიმილით შევიდა სამზარეულოში ქალი. -გამარჯობა ლამარა დეიდა. -გაგიმარჯოს ქალბატონო, როგორ ხარ? -მე კარგად, აკაკი სახლშია? -კი აბა სად იქნება? დაგინახა და მთხოვა მოვიდესო, ვიცი დაღლილი ხარ, მაგრამ არ მომასვენა.. -კარგი რა ლამარა დეიდა, ეგ რა სალაპარაკოა? მალე მოვალ დაიწყეთ!. -ჯერ გეჭამა შვილო.. სიტყვა დააწიეს მშობლებმა, უკან მობრუნდა მზრუნველობისთვის კოცნით დააჯილდოვა ორივე და გასვლამდე ჩაილაპარაკა: -დღეს ისეთი ბედნიერი ვარ, ალბათ ვერაფერს შევჭამ დე.. თქვენ კი გაემზადეთ გავიდეთ სადმე თან ის კაბა ვიყიდოთ! -კარგი ანნ. ჰაეროვანი კოცნით და სიხარულით გაიქცა ნიცა აბაზანისკენ, ნიკაც უკან მიჰყვა და ნიცას ებუზღუნებოდა: -შენ მეტად უყვარხარ, ყველაფერს შენ გისრულებს. -ხომ იცი, რომ შენც გამოკრავ ხელს რამეს და რატომ ბუზღუნებ? -მე უნდა გამოვკრა და შენ უნდა შეგისრულოს. დედა ეს გავათხოვოთ რა.. სამზარეულოში დაბრუნებულები აგრძელებდნენ. -რატომ შვილო ახლა რაღა მოხდა? რა გინდა ნიცასთან 17 წლისას რომ იშორებ? -ანასტასია მარტო მე მომცემს ფულს და იმიტომ. -აბა შენ ხარ ახლა ჭკვიანი? ფხუკუნით თქვა ნიცამ და მამას მოხვია ხელები კისერზე და ხმაურით აკოცა ლოყაზე. -დიახაც! აქ რომ არ იქნები, აღარ ეცოდინება რა სურს ქალბატონ ნიცას და არაფერს გიყიდის! დემონსტრაციულად აიქნია ხელი ნიკამ და მაგიდასთან მოთავსდა. -ნიკუშა მამი, ნიცა რომ გათხოვდეს და ამას შვილები ეყოლოს, როგორ ფიქრობ ანასტასია შენ რამეს გიყიდის? სიცილით უთხრა მამამ და ნიცას გამოწვდილ ხელს დაკრა ხელი. -მიყვარხარ მა! -ეს გოგო ხომ ყოველთვის ჩემი პრობლემა უნდა იყოს რა.. ვითომ გაბრაზებული საუბრობდა. -ჩემი პატარა ძამიკო? -ნიცა გაბრაზებული ვარ და ჩემს ლოყებს თავი დაანებე! -ვინ არისო პატარა ვინ? -ნიცა პატივი ეცი ჩემს ასაკს! ერთი წელი არც ისე ცოტაა! -ეგ ასაკი ჭკუაზე რომ აისახება მერე ვილაპარაკოთ მაგაზე! -ნიცაა! -ლაო ლა მინდაო? -ოხ მამა, კაიფი არ უნდა დაგეწყო მეთქი რომ ვამბობ არ გჯერა! -რა... შვილო რა სიტყვებს ამბობს ეს დავით? გაოცებულმა დიანამ თვალები გააფართოვა. -არფერი ყურადღებას ნუ აქცევ. -რა არაფერი დედა, მამა გიმალავს და ეს უნდა იცოდე! ჩემზე რომ „ჩალიჩობდით“ ახალი დაწყებული ჰქონდა „კაიფი“ შენს ქმარს და აი ნიცა კი „განგრეულ კაიფში“ შეჰქმნა! ნიცასგან მიღებული იდაყვმა გვერდი ატკინადა გაიზილა. -ღმერთო ეს რას ამბობს, ან რა სიტყვებია სად ისწავლე შვილო? დიანა გაფართოებული თვალებით საუბრობდა და დავითის მომღიმარ სახეზე სულ გადაირია.. -ან შენ რა გაცინებს ადამიანო? ასეთი საუბარი როგორ შეიძლება? -კარგი რა დიანა ხომ იცი და იცნობ ამათ? -იმედია ვიცი და ვიცნობ! -დედა რა გინდა ამით თქვა? ნიკამ ნაწყენი თვალებით შეხედა დედას, მანაც მალევე დაუყვავა. -არაფერი შვილო ჭამე! -ხომ იცი რომ მიყვარხართ? -ვიცი, ჩემო ბიჭო ვიცი. ნიკამ დედას ხელები მოხვია და თავზე აკოცა, შემდეგ სადილი დაიწყეს, მაგარამ ორი ერთნაირი კამათს არ წყვეტდნენ, სულ ასე „ჩხუბობდნენ“ ორივე და თუ რომელიმე ანასტასიაზე იყო ნაწყენი ერთმანეთს აბრალებდნენ, ანას კი ვერაფერს უბედავდნენ, განა იმიტომ რომ ეშინოდათ, არა ერიდებოდათ, რადგან ანასტასია მთელი თვე ფეხით ივლიდა და ფულს არ დახარჯავდა თავისთვის, სულ და-ძმას მისცემდა, ან დედას. ეს ორივეს კარგად ესმოდა და არასოდეს აგრძნობინებდა რომელიმე რაიმე ზედმეტს, ტელეფონი რომელიც საჩუქრად მიიღო ნიკას უცვლიდა, მაგრამ ნიკამ ამის უფლება არ მისცა და დიდი ომით მიაღწია იმას რომ ტელეფონი გაყიდა და სამივეს ახალი შედარებით ნორმალური იყიდა სამივესთვის, ნიკასთვის ცოტა განსხვავებული.. ვთქვი რომ სწყინდათ, ეშინოდათ კიდეც მისი გაბრაზების, რადგან ანასტასია კეთილი და მზრუნველი იყო, მაგრამ ძალიან მომთხოვნი, ის ყოველთვის სამართლიანად მოითხოვდა ორივესგან პატივისცემას მშობლების მიმართ და მათი შრომის დაფასებას, ერთადერთი საკითხი რაშიც ყოველთის კატეგორიული იყო სწავლა და მშობლების პატივისცემაა. ის ყველაზე ლამაზი იყო, იქ სადაც იზრდებოდა და არა მარტო იქ. ალბათ მთელს თბილისში რადგან ის, საოცარად ლამაზი თხელი ტანითა და ძალიან მაღალი, შავი გრძელი თმა და დიდი მუქი მწვანე თვალები ჰონდა, თუმცა ზოგჯერ შავი ფერისას ჰგავდა, რომელსაც ბიჭების უმრავლესობა ეტრფოდა, ბევრსაც უჩხუბია მის გამო, მაგრამ ბევრი თავს შორს იჭერდა მისგან. პატივს სცემდა ყველა და იცავდნენ კიდეც სხვა „უბნის“ ბიჭებისგან, ისე რომ ანასტასია ამას ვერ იგებდა, არ ინტერესდებოდა, ბიჭებმაც იცოდნენ რომ თავდაუზოგავი და მშრომელი ანასტასია კეთილშობილების მიუხედავად მათ ყურადღებას არ მიაქცევდა, რადგან ერთადერთი მიზანი სწავლა იყო და იმ გაჭირვებიდან თავის დაღწევა რაშიც ცხოვრება უწევდა მის ოჯახს. მამა რომელიც აფხაზეთის ომში დაიჭრა და ინვალიდი იყო, მოხოლოდ საწყობის დარაჯად მუშაობდა და ისიც მეგობრის დახმარებით. „აწყობილი“ ფეხის გამო, რომელზეც ერთი ოპერაციით შეიძლებოდა „იმპლანტის“ ჩადგმა და ყველაფერი მოგვარდებოდა, ამის საშუალებაზე მხოლოდ ოცნება შეეძლო ანასტასიას, ამიტომ „ინვალიდის პენსიითა“ და დარაჯად მუშაობაში აღებული ფულით თავს ძლივს ირჩენდნენ. დედა სახლში დიასახლისობდა და ფარდების კერვით ახერხებდა რამდენიმე ლარის მოგროვებას, სწორედ ეს იყო ანასტასიას მიზანი, რომ მამის კვალს გაჰყვებოდა და იურისტი გახდებოდა, იმდენს მეცადინეობდა, რომ კერძო მასწავლებლების გარეშე შეძლო ჩაბარება, გრანტით და სტიპენდიის აღება. მეორე კურსზე ფიქრობდა რომ აღარ მისცემდნენ, მაგრამ სტიპენდია დაუტოვეს და საყვარელი ლექტორის დამსახურებითა და რეკომენდაციით, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, რამდენიმე იურიდიულ ფირმაში რეზიუმე გააგზავნა და ელოდა გასაუბრებას... -აკაკი! სად ხარ? -აქ ვარ ანა. მისაღებში შეცქრიალდა გოგონა თავის მეგობართან, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მას შემდეგ რაც ანას ძაღლის კბენის ამბავმა ჩაიარა, სკოლის დამთავრებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სადარბაზოსთან დახვდნენ ბიჭები რომლებმაც ისე გამატებით სცემეს, რომ ტვინის ძლიერი ტრამვა მიიღო და სისხლჩაქცევა აქვს, რომლის გამოც მარჯენა ხელს და ფეხს შეზღუდულად ამოძრავებს, თუმცა ექიმები აიმედებენ, რომ ოპერაცია ყველაფერს გამოასწორებს, მაგრამ გარკვეული რეაბილიტაციის პერიოდი უნდა გაევლო, თუმცა ესეც თანხებთან იყო დაკავშირებული. ასეა ცხოვრება შექმნილი ან ჩვენ ვქმნით ადამიანები ასეთად, იმის გამო რომ ანასტასიას ვერავინ ეკარებოდა და ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო აკაკი, ეს ზოგიერთისთვის პრობლემას წარმოადგენდა და ეს პრობლემა ჩხუბით მოაგვარეს, თუმცა ანასთვის აკაკი შეუცვლელი ადამიანი იყო და დღემდე არ იცოდა მიზეზი რის გამო გაუსწორდნენ მას ასე უმოწყალოდ. აკაკიმ კატეგორიულად მოითხოვა სამეგობროსგან რომ ამ ამბავს ანასტასია ვერ გაიგებდა და ასეც იქცეოდნენ ყველანი.. მართალია გაიგეს ვინ ჩაიდინა და რატომ მაგრამ ეს ანასტასიასთვის საიდუმლოდ რჩებოდა, რომ მის გამო მოხდა ყველაფერი და ახლა ანასტასია იმ ბიჭს ხვდება, არა როგორც შეყვარებული თუმცა თაზო ძალიან ცდილობდა და მოთმინებით ელოდა ანას, როდის ეტყოდა თანხმობას სიყვარულზე.. აი რატომ უნდა სცოდნოდა თავიდანვე ანას ყველაფერი, ახლა კი ანასტასიას კლასელი და საუკეთესო მეგობარი სახლში ზის უნივერსიტეტიდან დაბრუნებულ მეგობარს ელოდება ხოლმე, მეგობრებიც და მაშოც არ ივიწყებნენ, მაგრამ მაშოსთან ურთიერთობა გაუფუჭდა, რადგან თვლიდა რომ მაშოსთვის უკეთესი იქნებოდა.. -აკაკიი ისევ მომცეს!... -გილოცავ. ხომ გგგითხარი?.. ჩაკოცნეს ერთმანეთი და ანა გვერდით მიუჯდა: -რეზიუმე გააგზავნე? -კი, მაგრამ არ მაქვს იმედი. -რადგან რეკომენდეის ბატონი ბექა გიწევს აუცილებლად გგგამოვა. -ღმერთმაც ქნას, მაგრამ ისეთი ფირმა როგორის შპს „დადიანია“ არა მგონია.. -იცოდე პირველ სურვილს მისრულებ! -თუ მიმიღეს? თავი დაუქნია აკაკიმ, ანამ აკოცა ლოყაზე და წამოდგა ფეხზე, ისიც წამოაგდო, რომ ეზოში ჩაეყვანა სავარჯიშოდ მეგობარი: -ადექი დროზე, ცოტა ვივარჯიშოთ! -რა იყო ხანძარია? -არა მაგრამ იქნება! ნიცას დავპირდი კაბას გიყიდითქო და ხომ იცი გადაწვავს კორპუსს, თუ დავიგვიანე.. -დიდი ნიცა თუ რამეს ელის დღეს კეთილი იქნება... -ნუ დამცინით თქვენ მე! შეაჭრა ოთახში და მოსაუბრეებს დოინჯით დაუდგა, შედეგ ორვე ისეთი სისწრაფით წამოაგდო რომ რამდენიმე წუთში ბაზრობაზე აღმოჩდნენ, ვარჯიშში ჩაგეთვლებაო უმტკიცებდა ნიცა, რომელსაც კაბა მართლა ძალიან უხდებოდა პრინცესას ჰგავდა, შემდეგ ნიკას მოწონებული საათი შეიძინეს და აკაკისთვისაც შეარჩიეს მაისური.. არ იფიქროთ რომ მაღაზიები და ბრენდები იყიდეს, მხოლოდ ის იყიდეს რისი ყიდვაც შეიძლებოდა 150 ლარით, თან გზის ფულიც დაიტოვა ცოტა, მაგრამ მაინც ბედნიერები იყვნენ, ლაღები და სიცოცხლით სავსენი. სახლში მისულს ტელეფონზე დაურეკეს.. -გისმენთ. -ანასტასია აბაშიძეს ვესაუბრები? -დიახ. -„დადიანი“-ს იურიდიული ფირმის წარმომადგენილი გიკავშირდებით- თათია სისაური, გაცნობებთ რომ გასაუბრებაზე ხართ დაბარებული სამშაბათს თერთმეტის ნახევარზე და მობრძანდით. -დიდი მადლობა, აუცილებლად მოვალ.. ყველას უთხრა ეს ამბავი, მაგრამ არავის გაკვირვებია, რადგან გასაუბრების შემდგომი ეტაპი უფრო მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ ზედმეტად დიდი იმედი არ ჰქონია არცერთს.. მალევე დადგა გასაუბრების დღე.. რეზიუმე -ანასტასია დავითის ასული აბაშიძე. -19 წლის. -დასაოჯახებელი. -II კურსის სტუდენტი. -ადმინისტრაციული სამართალი. -გამოცდილება 1 წლიანი- სასამართლოში სტაჟიორად და შეთავსებით თანაშემწე. -....... რეზიუმეს უყურებდა ორი ადამიანი, ახალგაზრდა ბიჭი და ერთი ქალი, რომლებიც არ ჩქარობდნენ გასაუბრების დაწყებას და თითქოს, მათ წინ მყოფი გოგონას მოთმინებას ასე სცდიდნენ, მაგრამ რა იცოდა ან ერთმა ან მეორემ, რომ ანასტასია ამ საქმეში უკვე კარგად გამოცდილი იყო და ოდნავ ღიმილ შეპარული ადევნებდა მათ ვითომ ინტერესიან სახეებს.. იცოდა სადაც იყო და რატომღაც დარწმუნებულიც, რომ არ აიყვანდნენ, ეს იურიდიული ფირმა იმაზე მეტად ცნობილი და წარმატებული იყო ვიდრე აქამდე ყოფილა გასაუბრებაზე, თუმცა ლექტორს უარი ვერ უთხრა, დაჟინებით სთხოვა წასულიყო დადიანების ოფისში. ისედაც სულ ეხმარება ბატონი სერგო, რომლის ერთ-ერთი საყვარელი სტუდენტია ანასტასია და ერთ წელში ამ კაცმა პრაქტიკებზეც კი ატარა, ცდილობს პატივისცემით დაუფასოს. რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ ცოტა შეუხედავმა ბიჭმა ხმა დაიწმინდა თითქოს ყურადღება მიიქცია გოგონასი და დაიწყო: -რატომ აირჩიეთ ადმინისტრაციული სამართალი?.. უცებ კარი გაიღო და ერთი მაღალი სილუეტი, მხიარული სახით შემოვიდა ოთახში, რომელიც ძალიან ლამაზი იყო, ბიჭისთვის ზედმეტად კარგი ნაკვთებით, თეთრი სახის, ნაცრისფერი თვალებით, მუქი ოდნავ მოზრდილი თმითა და სწორი ცხვირით, რომელიც სახის ნაკვთებს უფრო ლამაზს უჩენდა: -უკაცრავად დამაგვიანდა?.. ეე რა მაგარი გოგოა დე.. ამ ბიჭის მხიარული სახის დანახვაზე გულწრფელად გაეღიმა ანასტასიას. -ნიკა! წარბის აწევითა და მკაცრი ტონით დაუძახა ქალმა სახელი, ანასტასიას კი უფრო მეტად გაუთბა გული, ამ ბიჭის ყველაფერი მოეწონა უკვე, რადგან მისი ძმის სახელი ჰქვია. -კარგი, ჩუმად ვარ. -მალე! -აი ვჯდები რა გჭირს? მხოლოდ 5 წუთი დავიგვიანე. -საათს დახედე და ნახე მხოლოდ 5 წუთი, თუ 15. -თემო, შრომის კოდექსის თანახმად მაქვს ამის უფლება. -არ გაქვს!.. -ქალბატონო ლამაზმანო ხომ მაქვს? ანასტასიას მისმართით დასვა კითხვა ახლად მოსულმა, გოგონამ გაუღიმა და მშვიდად განუცხადა: -თუ უშუალო ხელმძღვანელი საქმის კურსშია გაქვთ! (ანასტასია) -ყოჩაღ! (ნიკა) -რომელმა ვიცით მერე? (თემო) -თორნიკემ! -მოსკოვში? -დიახ მოსკოვში!... -მორჩებით?! ქალმა ხმას აუწია და ორივე გაჩუმდა, გოგონას ღიმილი შეეპარა სახეზე, ნიკასგანაც იგივე მიიღო პასუხად, რასაც თემოზე ვერ ვიტყვი, ჩაახველა და კითხვა გაიმეორა ანასტასიას მისამართით: -რატომ აირჩიეთ ადმინისტრაციული სამართალი?.. -ჩემი სუბიექტური მოსზრების გამო. -რატომ სისხლის გეშინია? ღიმილით ჰკითხა ნიკამ, რომელიც ბევრად მხიარულია და მოსიარულე პოზიტივად შერაცხა გონებაში ანასტასიამ, ღიმილით განავრცო თავისი აზრი: -ადმინისტრაციულ სამართალში, მეტი საპირისპირო აზრის გამოტანა და დასაბუთებაა შესაძლებელი, შეგიძილია კონკრეტული კანონის რომელიმე მუხლი, ისე განავრცო როგორც კონკრეტულ საქმეს გამოადგება, იდაო და დაასაბუთო, ამაში დანარჩენი რეგულაციებიც მოიშველიო. სისხლის სამართალი კი ერთი კონკრეტული მუხლით განიხილება და მორჩა. -დანაშაულის გახსნასაც უნდა ფიქრი, დავა და დასაბუთება! ამჯერად ქალმა სცადა გოგონასთან საუბარი. -სისხლის სამართალის საქმე არ მხიბლავს, თუმცა გეთანხმებით იქ მუშაობაც იქნება საინტერესო, როგორც სხვა ნებისმიერი სფერო. -არასაკმარისად ასაბუთებთ! მკაცრად და ცინიკურად წარმოსთქვა პირველმა- თემომ. -მე არაფერს ვასაბუთებ! ვთქვი, რომ ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა. ჩემთვის წარმოუდგენელია ვიფიქრო ისე როგორც დამნაშავემ, მით უმეტეს როგორც „მკვლელმა“, თან ვიცოდე რომ ერთი ნაბიჯით უნდა მისწრებდეს და ვცადო მე დავასწრო! კმაყოფილმა გაიღიმა ქალბატონმა, სავარძლის საზურგეს მიეყურდნო და დაჟინებული მზერით ჰკითხა: -პირად ცხოვრებაზე რას იტყვი? -დასაოჯახებელი. -ახლო მომავალში რამდენად თავისუფალი იქნებით, რომ სრული დატვირთვით იმუშაოთ ჩვენთან? ამ კითხვის გაგება ესიამოვნა, იმედი მიეცა რომ ნორმალური ანაზღაურებით მშობლებს დაეხმარება, თუმცა არ გამოუხატავს სიხარული, ესეც გასაუბრების ერთ-ერთი გამოცდის ფორმად ჩათვალა. -ახლო მომავალში ჩემი მიზანი, მხოლოდ სრულყოფილი განათლების მიღება და სამსახურის დაწყებაა, შესაბამისი ანაზღაურებით. -გამოდის მხოლოდ კარიერაა, თქვენი ცხოვრების მიზანი?! როგორ ცდილობს ეს კაცი ფსიქოლოგიურ ზეწოლას მასზე, ამაშიც კარგი გამოცდილება აქვს უკვე და ღიმილით პასუხობს გონებაში უჟმურად შერცხულ თემოს: -თქვენ თუ „კარიერისტად“ გსურთ შემრაცხოთ დაე ასე იყოს, რადგან ამ ეტაპზე ასე გამოდის. -ასეა, თუ ასე გამოდის? (თემო) -ასეა! -რატომ? ამ კითხვაზე დაიბნა ანასტასია და პირველივე აზრი რაც გაუჩნდა ის პასუხი გასცა: -შესაბამისი კანდიდატის არ არსებობის გამო. -კანდიდატის გამოჩენის შემთხვევაში რას უნდა ველოდო? ისევ ქალბატონი ჩაერია და თავისი დიდი ცისფერი თვალები, რომლის სილამაზით უკვე მონუსხული იყო ანასტასია, ოდნავ დააწვრილა და პასუხს დაელოდა. -დარწმუნებული ვარ თქვენი გამოცდილების მქონე ქალბატონი მარტივად ხვდება მოსაუბრის შესაძლებლობებსა და ადეკვატურობას კონკრეტულ სიტუაციაში. -დედაჩემის.. უკაცრავად.. ქალბატონი ნატალიას შესაძლებლობები რა კავშირშია წინა კითხვასთან? მხიარული ტონით იკითხა დაგვიანებით შემოსულმა. პასუხმაც არ დააყოვნა, რომელიც უკვე კითხვითი ფორმის იყო: -და მე რატომ მგონია, რომ გასაუბრების კანდიდატი კი არა, არამედ გათხოვების კანდიდატი ვარ? -იქნებ ასეც არის?... ნიკამ სიტუაციით გართობა სცადა, მან არ იცოდა რომ მართლაც ასე იყო.. -.... გულიანად გაიცინა, იმდენად ლამაზად იცინოდა, რომ ყველანი მონუსხა მისმა სიცილმა. -რატომ იცინი? ქალბატონმა ჰკითხა, რომელიც სილამაზითა და გრაციოზულობით ნამდვილი ქალბატონი იყო „არისტოკრატი“. -სასაცილოა ის მამაკაცი, რომელიც ამ ფორმით არჩეულ ქალს მეუღლეს უწოდებს და ვგავარ მე ისეთ გოგოს, რომელსაც „გათხოვება“ სურს?! სახე დაეძაბა სიბრაზისგან და მკაცრი ხმით იკითხა. -ეს გოგო უკვე მომწონს! კმაყოფილი ხმით ჩაილაპარაკა ქალმა, რომელიც შედარებით დიდ სავარძელში იყო და მედიდურად უმზერდა გოგონას, თან აშკარად მისი აზრი იყო მხოლოდ მნიშვნელოვანი იქ მყოფთათვის, მაგრამ ანასტასიასთვის არა. -უკაცრავად?.. გაოცებულმა იკითხა გოგონამ. -საუკეთესო მანერები გაქვთ, თქვენი წარმომავლობა მხიბლავს, უმთავრესი კი განათლება და რეკომენდაციებია! ნამდვილად კარგი გოგო ხარ ყველაფრისთვის, საუკეთესო, როგორიც მე მჭირდება! -სად გჭირდებით და რად? გაგებულის დაზუსტება სცადა გოგონამ, რადგან დაუფიქრებელი პასუხი არ გაეცა მათთვის, ამჯერად თემომ გასაცა მოკლე ირონიული პასუხი, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა: -ოჯახში, რძლად. ყველამ გაკვირვებული თვალებით შეხედა თემოს, თუმცა არცერთს არ გაუპროტესტებია. უარყოფა ვერ მოასწრეს, მარტივი მიზეზის გამო, ანასტასიას ისეთი რეაქცია ჰქონდა.. -ქალბატონო ნატალია, ეს უკვე ხუმრობის ფარგლებს სცდება და ამაში ალბათ დამეთანხმებით! ...ხოლო მანერები კარგი მაქვს, როცა შეურაცყოფას არ მაყენებენ! წარმომავლობას რაც შეეხება „თავადი“ მხოლოდ მამის მხრიდან გახლავართ, დედა- დიანა ეგაძე მხოლოდ და მხოლოდ „აზნაურია“. ირონიულად ჩაილაპარაკა ფეხზე წამოდგა, ქალბატონს სამკერდე ბარათი დაუდო მაგიდაზე და განაგრძო: -ასე რომ ცისფერი სისხლის პირმშოს ვერ გაჩუქებთ არ გამოვდგები, როგორც ინკუბატორი! ნახვამდის. სიბრაზისგან ისე გაიხურა კარი, თითქოს სამივე სამუდამოდ იმ ოთახში ჩაკეტა და გაბრაზებული დაუყვა კიბეს, რომ გარეთ გასულიყო, რადგან იცოდა უკან არ დაბრუნდებოდა, რაც არ უნდა შესთავაზონ.. ოთახში დარჩენილები ჩუმად ისხდნენ, მხოლოდ ნიკამ ჩაილაპარაკა: -ანგელოზია, ასეთი არსად მინახავს. რამდენიმე წამში ნატალიამ კატეგორიული ხმით წარმოსთქვა, რაც აშკარად იმას ნიშნავდა, რომ ამას აუცილებლად გააკეთებდა: -ეს გოგო ჩემი ოჯახის წევრი უნდა გახდეს! -რაა? კარგი რა დედა მეც მეგონა ხუმრობდით. არ გეცოდები? ვერ ნახე რა მკაცრია? ალბათ არასოდეს იცინის არადა რა ლამაზი სიცილი აქვს. ხუმრობას არ ეშვებოდა ნიკა. -თემო მის ლექტორს დაურეკე შემხვდეს! -დედა, ერთი ნატალია მეყოფა სახლში და მეორესთვის ნუ გამიმეტებ რა.. -შენთვის არც მინდა ნიკა! -აბა? -...... -რაა? თორნიკესთვის? ხმით გადაიხარხარა ნიკამ და დედამისს ხმაურიანად აკოცა ლოყაზე. -წარმატებებს გისურვებ, მე ამ ომში არ ჩავერევი! -ნიკა მოიცადე! -არა!...! მეგონა ხუმრობდით! არც ის გოგო მემეტება მონსტრისთვის და არც ჩემი ძმა ასეთი სინაზისთვის, რასაც აწი ვეღარ ისწავლის. სიყვარულზე აღარაფერს ვამბობ და შენ იცი ამ საკითხზე ჩემი აზრი! -თუ გეტყვი, რომ ეს გოგო მისი რჩეულია?.. -რაა? გასასვლელად გამზადებული ნიკა უკან დაბრუნდა, ფეხზე მდგარ დედას ზემოდან დახედა და თვალებში დააკვირდა. -დარწმუნებული ხარ? -ეს მის მაგიდაზე იყო, შემთხვევით ვიპოვე დოსიე ფოტოებით და როგორ გგონია თორნიკე ვიღაც გოგოს მონაცემებს რისთვის შეაგროვებდა?.. თანაც ეს თითქმის ორიწლის წინ მოხდა, სანამ შენთან ჩამოვიდოდა.. -დედა მითუმეტეს არ უნდა ჩაერიო! თუ მისი არჩევანი ეს გოგოა მანვე მოაგვაროს! -ხომ იცნობ შენს ძმას ნიკა?.. ეს გოგო იმდენად სუფთაა, ის ანასტასიას ცხოვრებაში არ გამოჩნდება, თუ ამის აუცილებლობა ვერ დაიანახა, აქ კი თავისთავად შეხვდება ერთხელ მაინც. -ნატა შენ ასეთი მარტივიც არ ხარ! რა ჩაიფიქრე “monster high”? -არაფერი დრო გვიჩვენებს! და ასე ნუ მეძახი მეთქი! -ის გოგო აქ არ მოვა! არ გეთქვა მაინც გენიოსო! გაბრაზებულმა შეხედა თემოს ნიკამ.. -მოვიყანთ! -მე არ ჩავერევი დედა და როგორც გინდა! სასწრაფოდ დატოვა ოთახი, ნატალია კი გოგონაზე ფიქრობდა, რომელმაც მართლა ძალაიან მოხიბლა, მისი ოჯახითვის და განსაკუთრებით თორნიკესთვის სურდა რომ მსგავსი გარეგნობისა და ხასათი გოგო შეერჩია, თუმცა ამ სიხარულს გარეგნულად არ იმჩნევდა.. -თემო მისი ლექტორი შემახვედრე! -კარგი. ოთახი თემომაც დატოვა, ნატამ ფოტო ხელში აიღო და გაუღიმა. -იმედია მოვასწრებ.. ყველაფერს! ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და სევდიანად დააკვირდა ფოტოს.. ანასტასია ცოფებს ყრიდა ისე ბრაზობდა, რატომ წამოეგო ანკესს და ხუმრობით რატომ არ მიიღო, მაგრამ მერე იმაზე ბრაზობდა რატომ აკადრეს ასეთი ხუმრობა და სახლამდე მისვლაში იმდენი დრო გავიდა დამშვიდდა კიდეც, არაფერი უთქვამს სახლში პასუხისთვის დამირეკავენო და რამდენიმე დღეში უნივერსიტეტში, ლექტორმა დაიბარა ამ საკითხზე სასაუბროდ, დიდი პატივისცემის მიუხედავად არ დასთანხმდა შეთავაზებას, თავს დამცირებულად გრძნობდა, თუმცა მოსაფიქრებელი დრო მაინც დაუტოვა ლექტორმა, ამიტომ გადაწყვიტა მამასგან მიეღო რამდენიმე რჩევა და საღამოსთვის დაელაპარაკებოდა.. სამუშაო მაგიდასთან მყოფი ნატალია ფიქრობდა გოგონას უარზე, რომელიც არ გაჰკვირვებია, რადგან საკმაოდ კარგად გაიცნო იმ ერთი შეხვედრით. -რაიმე ახალი უნდა შევთავაზო ისე, რომ მასთან ახლოს ვიყო და არ დავაფრთხო.. კარზე კაკუნის ხმამ ფიქრი შეაწყვეტინა.. -ქალბატონო ნატალია შეიძლება? -მოდი რატი. ოთახში მძიმედ შეაბიჯა ბიჭმა და მის წინ მოთავსდა.. -ქალბატონო ანასტასიაზე უნდა დაგელაპარაკოთ.. -რა მოხდა? -მასთან ერთად ვნახე კაფეში რეზი ბრეგვაძე და ვფიქრობ უნდა იცოდეთ.. -მაგასთან რა ესაქმება!? ყველაფერი გაარკვიე დროზე და ეცადე ჩამოაშორო.. -გავარკვიე უკვე.. ხელოვნურად მოწყობილი ჩანთის გატაცება და რეზის დახმარება საკმარისი აღმოჩნდა გასაცნობად.. რამდენჯერმე ერთმანეთს შეხვდნენ თუმცა შეყვარებულები არ არიან. გოგონა ამდენის საშუალებას არ აძლევს ისეთი მკაცრია, რომ ბრეგვაძე ფრთხილობსო. მხოლოდ ფლირტი შეიძლება უწოდო თუმცა ესეც არ არისო.. არ ვიცი რას გულისხმიბდა ერთი რეზის მეგობარი, თქვა რომ სერიოზული გეგმები აქვსო ბიჭს.. -რატი თორნიკემ უნდა გაიგოს ეს ამბავი, ჩვენ კი რეზის გეგმები ცოტა დავაჩქაროთ და გავაგებინოთ, რომ ანასტასიას ცხოვრებაში არსებობს კაცი და სანამ იმას გაიგებს ეს კაცი ვინ არის თორნიკე აქ იქნება.. გაბადრულმა მიანათა ბიჭს ლამაზი თვალები ქალბატონმა. ისიც უხმოდ ადგა და გავიდა ოთახიდან.. ნატალია არ შემცდარა თორნიკემ რამდენიმე დღეში დარეკა რომ ჩამოდიოდა, რეზი კი ანასტასიას მოსვენებას არ აძლევდა ხშირად სთხოვდა შეხვედრას, თუმცა ანასგან იშვიათად იღებდა სასურველ პასუხს და ისიც ნიცას თანხლებით.. საადვოკატო ფირმის გარდა, რომელიც მხოლოდ ნატალიას ახირება იყო და ძალიან წარმატებულიც, მისგან სრულიად დამოუკიდებლად თორნიკეს ჰქონდა კომპანია სადაც მრავალი პროფილით გაერთიანებული პატარ-პატარა კომპანიები იყრიდა თავს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი ექპორტ-იმპორტით ცნობილი ფირმა ჰქონდა და საკმაოდ დიდი ადგილი ეჭირა არა მარტო თორნიკეს კომპანიაში, არამედ მთელი ქვეყნის ბაზარზე, ამიტომაც ხშირად იყო თავდასხმის მსხვერპლი ეს კომპანია და ხშირად ცდილობდნენ ისეთი ტვირთის გადატანას, რომელიც კანონს ეწინააღმდეგებოდა, ხშირად დაწერილა და მოხვედრილა მედიის ყურადღების ცენტრში, თუმცა სინამდვილე მხოლოდ კომპანიის მფლობელმა და მისმა რამდენიმე მეგობარმა იცოდა, რა ფორმით გვარდებოდა პრობლემები ესეც საიდუმლოდ რჩებოდა.. კომპანიაში ერთ-ერთი მსგავსი პრობლემა იყო და რადგან თორნიკე კომპანიას არავის ანდობდა თვითონ მოდიოდა საქართველოში და მალევე უკან დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ გამოფრენამდე ახალი ინფორმაციაც მიიღო, ანასტასია და რეზი ერთად. ეს იმაზე მეტი იყო ვიდრე არსებული პრობლემა კომპანიაში, რეზი ბრეგვაძის ვინაობა მხოლოდ ანასტასიამ და ნიცამ არ იცოდა, რადგან მათ წერში კარგად „გათქვეფილი“ უნდა ყოფილიყავი რამე გაგეგო მასზე ან მის საქმიანობაზე, ასეთი კი არცერთი იყო.. გარეუბნის კორპუსებს შორის მდგარ შავ და შუშებ ჩამუქებულ ავტომანქანაში ისხდენენ: თომა გასვიანი საჭესთან, უკან სავარძელზე თორნიკე დადიანი და ერთი ბიჭი, რომელიც დაახოებით მათივე ასაკის იქნებოდა, თორნიკე ისეთი სახით უყურებდა, ბიჭი ნატრობდა გაქცევას, მარამ ისიც კარგად იცოდა ვერსად დაიმალებოდა, ამის სურვილი მხოლოდ იმიტომ ჰქონდა, რომ პირადად არ იცნობდა არცერთს და ფიქრობდა შეიძლება მასზე გასჩენოდა რომელიმეს ეჭვი. -ილაპარაკე! თომას ხმაზე შეხტა, ნერვიულად დაიწყო ხელის თითების წვალება. -მე არაფერი ვიცი, მხოლოდ ის მითხრეს რომ ყველფერი შეთანხმებული იყო ხელმძღვანელობასთან და მე მითითებული ტვირთი სატვირთოში უნდა დამედო. -აბა რატომ დაეჭვდი? (თომა) -როცა ტვირთი მზად არის მას არაფერს ვუმატებთ! (დათა) კომპანიის წესი გაიმეორა ბიჭმა, რაზეც თომამ კმაყოფილმა დაუქნია თავი და ანიშნა განაგრძეო. -ვცადე მანამდე არაფერი შემემჩნია, სანამ წავიდოდნენ ზედნანდებს ხელი მოვაწერე და მარტო როცა დავრჩი მაშინ გავხსენი, ბოთლების ფერი ოდნავ იყო განსხვავებული დანარჩენი ყველაფერი წტიკეტიც კი იგივე. ერთი ამოვიღე და ბატონ ნიკას დავურეკე.. -შენ ვინ მოგიტანა იცნობ? (თომა) -კი ჩვენთან მუშაობს! (დათა) -ვინ! ცივი და უხეში ხმით იკითხა თორნიკემ. -შალვა, ახალი მიღებულია. -ვინ მიიღო? (თორნიკე) -არ ვიცი ჩვენ ბატონმა ნიკამ გაგვაცნო, თან მითხრა თვალი ადევნეო.. დათამ საუბრისას თორნიკეს შეხედა და მის მზერას გააყოლა თვალი, რადგან წამიერი ცვლილება მისი თვალების ფერის აშკარა იყო, დათამაც მალევე შენიშნა სამეული მათ წინ მდებარე სკვერში, ანასტასია და ნიცა ერეკლეს ვარჯიშს აიძულებდნენ, თან დათამ ბედნიერი ღიმილით გააყოლა გაქცეულ ნიცას თვალი, რომელსაც აკაკი მისდევდა გაბრაზებული. -ვინ არიან? თომამ სხვათაშორის იკითხა, ვითომ არ იცნობდა, დათას რეაქციამ ეჭვი გაუჩინა და გულმა ნიცასკენ გაახედა ისიც. -ანასტასია და ნიცა აბაშიძეები, ბიჭი მათი კარის მეზობელი და ანასტასიას მეგობარია- აკაკი, მხოლოდ მასთან მეგობრობს უბანში და ამის გამო ბიჭებმა სცემეს ერთ დღეს, თავში ჩაარტყეს რაღაც, ჩხუბით რომ ვერაფერს გახდნენ. იმის მერე ასეა, თუმცა გოგონამ არ იცის მიზეზი. ნიცა ცოტა უცნაურია, მაგრამ ძალიან მხიარული, იმდენად ენერგიული რომ მთელს უბანს აცოცხლებს.. -რატომ უმალავს? თორნიკემ წამიერად მოსწყვიტა თვალი ინტერესის ობიექტს და ისე ჰკითხა დათას. -ანასტასია ისეთია შურის ძიების ყველა ხერხს მიმართავს და პრობლემებს არ მოერიდება. რეზი ბრეგვაძესთან კი მხოლოდ პრობლემებია, ისეთ „სასტავშია“, ამიტომაც უმალავს აკაკი. -გამაცანი! თორნიკეს ორივემ გაოცებულმა შეხედა, თომაც კი გაოცდა.. დათომ რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ამილუღლუღა. -პატარაა. სიმწრით გადააგორა მომდგარი ბურთი დათამ, თვალები ისევ ისეთი ნაცრისფერი გაუხდა თორნიკეს და დათას უცვლელი ტონით ჰკითხა: -შენთვის არ არის პატარა?! -ჩემთვის?... მე?... ვინ? დაბნეულმა ჯერ გოგონებს, უფრო სწორად ნიცას გახედა და შემდეგ ბიჭებს, გაეღიმა სიმწრით მაგრამ მაინც არ ტყდებოდა ბიჭი. -ნიცა პატარა არ არის!? დასმულ კითხვაზე ისეთი სისწრაფით შემობრუნდა თომა, რომ თორნიკესაც კი გაეღიმა.. -ბატონო თორნიკე, მე.. ვიცი და არც ვცდილობ.. -ძალიან კარგი თუ არ ცდილობ! თომამ ნესტოებ დაბერილმა უთხრა და განაგრძო: -იცოდე თვალს არ მოგაშორებ! -არ მომაშორო ბატონო თომა, მაგრამ არა იმიტომ რომ თქვენ გსურთ უბრალოდ ვიცი ჩემი ადგილი! უხეშად გააღო მანქანის კარი და გადავიდა, ისე რომ არც დაემშვიდობა, მანქანიდან გადასულს სამეული მიესალმა და დათამაც ნაძალადევი სიმშვიდით გაუღიმა, სიბრაზე გამოუშვა დაჭიმული ორგანიზმიდან ფილტვების ხარჯზე და იქ მყოფებს გაეცალა. -მომწონს ეს ბიჭი! -რატომ ახალი გასართობი იპოვე ჩემი სახით? თომამ გაბრაზებულმა შეხედა მეგობარს ავტომანქანის სალონის სარკიდან, იცოდა რომ ამას თორნიკე უბრალოდ არ იტყოდა და რაიმე გეგმა ჰქონდა. -იცი რასაც ვგულისხმობ! -ვიცი! ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა და მანქანა დაძრა.. თორნიკემ ტელეფონით დარეკა და უმცროსი დადიანი ოფისში დაიბარა. იქ მისულებს ნიკა კომპანიაში დახვდა თორნიკეს და თომას, რომელიც ვითარებას აცნობდა. -შალვა რამდენიმე დღით გათავისუფლებულია და ტელეფონზე მიპასუხა, რომ ქალაქიდან არის გასული, მაგრამ ხვალ ან ზეგ წამოვალო და შემხვდება.. -ძალიან კარგი! თორნიკემ პიჯაკი გაიხადა და პერანგის სახელოების აკეცვით დაკავდა, თან სამუშაო მაგიდის სავარძელში მოთავსადა. -მაშინ რეზისთან შეხვედრის დროა! ხელები ერთმანეთს გაუსვა თომამ, გემრიელი ლუკმის მოლოდინში -დარეკე მიიყვანონ! -ვინ არის რეზი? ნიკაც დაინტერესდა და ბრძანების გაცემის შემდეგ ნიკას გასცა პასუხი: -ერთი ტიპია, რომელიც „სხვა ნავში“ ზის და ანგელოზებს იტაცებს სამოთხიდან! სერიოზული ტონით უთხრა თომამ, თორნიკეს ნიკას გაოცებულ სახეზე ღიმილი გაუკრთა და წამოდგა. -არ მითხრათ, რომ ბრეგვაძეზე ამბობთ! -რატომ იცნობ? მკვეთრი მოძრაობით მიუბრუნდა ძმას თორნიკე, რომელიც გასასვლელისკენ მიდიოდა. -სი*ბს უნდა იცნობდე კაცები რომ შეამჩნიო! გაოცებულმა შეხედა თორნიკემ ჯერ თომას, შემდეგ ნიკას და ისევ თომას, რომელიც კმაყოფილი სახით იდგა, შარვლის ჯიბებში ხელებ ჩაწყობილი. -იცოდეთ მოვდივარ! მასთან მეც საქმე მაქვს! -რა საქმე? წარბები შეკრა თორნიკემ. -გზაში გეტყვით! ვიცი სადაც აგდია და ახალი ინფორმაციაც დაგჭირდებათ, რომელიც მხოლოდ მე ვიცი! -ეეე.. კაცი ნახეთ რა დღეშია?.. ვატყობ შენ მეფეს ტახტიდან მალე მოისვრი! სიცილით თქვა თომამ და თორნიკეს გაბრაზებულ სახეს ყურადღება არ მიაქცია, ხელი ზურგზე დაკრა უმცროს ძმას, რომელიც მათი გაზრდილია. -ისე ნუ იზამ ჩემო თომა, მეფემ ყმაწვილკაცობაც არ მაცადოს, ჯერ ხომ მხოლოდ 19-ის ვარ? უი დედა როგორ გვიყურებს ვერ ხედავ? თვალებზე ხელი აიფარა ნიკამ სიცილით, თომაც აჰყვა სიცილში. -ეგ სულ ასე იყურება რა დაუნახე ახლა განსხვავებული? -მოდიხართ!? ისევ ცივი ხმით იკიხა თორნიკემ და გრძელ დერეფანს გაუყვა. -მაგრამ მე ვიცი ერთი ვისთანაც ეცვლება ეგ „სიფათი“!.. მაგრამ არ გეტყვი! -რატომ? -თვითონ მიხვდები. დანიშნულების ადგილას მისვლამდე, სადაც საჭირო ობიექტი უნდა მიეყვანათ, გზაში ნიკამ იმაზე მეტი თქვა ვიდრე მართლა მათ იცოდნენ.. -რევაზ ბრეგვაძე დიდი გაიძვერა „მასტია“ იმ დამპალთან რომ არის შოთა ნადირაძესთან იცით ალბათ, ნოდარის ძმასთან. როგორც გავიგე მაგ ნაძირლებმა ნარკოტიკები და გოგონები ერთად მოინდომეს. -რა ყ*ბა მოინდომეს? თომა საჭეს მართავდა თან ნიკას სარკეში უყურებდა საუბრისას. -ჯერ მხოლოდ ინფორმაცია მაქვს და ვერ დავამტკიცებ, გოგონებს იჭერენ კომპრებით და ვინც არ ემორჩილება საზღვარზე გაჰყავთო! -საიდან იცი ეგ ყველაფერი? თორნიკემ ნაძალადევი სიმშვიდით ჰკითხა ძმას. -ჩემი კლასელის დას გადაეკიდა ეს ნაბ*ი და ის გოგო გამოექცათ, ეძებენ.. -შენ გყავს? თორნიკემ ცივი ხმით იკითხა და შეაწყვეტინა საუბარი, იცოდა თავისი ძმის ხასიათი, რომ ბოლომდე მიიყვანდა საქმეს ან შეაკვდებოდა, ამიტომაც ჰქონდა მოსკოვში პრობლემები. -ბებოსთან. -მაგასთან რატომ ბიჭო? -ნუ გეშინია არავინ იცის და იცავენ! ხომ იცი კატო რა ტიპია არაფერი გამოეპარება. (ნიკა) -კატო კი მაგრამ იქ ვინ გყავს? (თომა) -საბა და მის ძმა იქ არიან. -მაგათი დე*ი რა ნაბიჭვრები არიან აზრზე ხარ? გამოდის ამ გეგმებზე ლაპარაკობდა ის ტიპი.. და მოიცა ესეიგი ანასტასიასაც იგივეს უპირებს.. თომამ საერთოდ დაკარგა კონტროლი საკუთარ თავზე და ქარხანაში მისულებმა სწრაფად გაიარეს გზა, რომ რეზი მალე ენახათ. რეზი მშვიდი და უდარდელი გამომეყველებით იჯდა სკამზე, არც დაბმული ჰყავდათ და არც ნაცემი უბრალოდ უნდა ესაუბრათ.. ნახევრად განათებულ დარბაზში შევიდნენ ბიჭები იქ ოთხნი დახვდათ ყველანი გაუშვა თორნიკემ მაგრამ სანამ ახლოს მივიდოდა რეზისთან ნიკა უკვე შეამჩნია და საუბარი დაიწყო: -ვააა რა პატივია თვით ნიკოლოზ დადიანი? დამცინავი ტონი ჰქონდა ბრეგვაძეს, მაგრამ ეს ტონი მალევე შეეცვალა, როცა სინათლის შუქზე გამოსული თორნიკე დაინახა, რომელიც პირდაპირ საქმეზე გადავიდა და წინ ჩამოუჯდა: -უნდა ვილაპარაკოთ! -თქვენ?.. გისმენთ.. შიშით გააპარა თვალი ნიკასკენ და აშკარა იყო რომ ვერ გაიგო რატომ იყო თორნიკე დადიანი მის წინ და თან საუბარს ითხოვდა. -ჯერ შენ გისმენ! -მე რატომ?.. არ ვიცი რატომ ვარ აქ... -ანასტასია აბაშიძე იცი!? თვალები გაუფართოვდა გაოცებულს და სულ დაიბნა, რადგან ვერ გაიგო რა უნდა ეთქვა მისთვის. ხმა არ ამოუღია ისე დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად. -დაივიწყებ! მასაც და ყველა გეგმას, რაც აბაშიძეს უკავშირდება! -არავითარი გეგმა მიყვარს! გაგებული ჰქონდა ბრეგვაძეს თუ თორნიკესთან იმას დაამტკიცებდა რომ მართლა უყვარდა აღარ ჩაერეოდა, მაგრამ „ერთია მცდელობა მეორეა გულწრფელობა!“ დადინს გაეღიმა მხრებში გაიმართა და სავარძელს მიეყრდნო, რამდენიმე წამი უყურა მის წინ მჯდომს და ჰკითხა: -მიდენად გიყვარს, რომ შენი ბინძური ცხოვრებისთვის და პრობლემებისთის იმეტებ? -პრობლემები მას არ შეეხება... -პრობლემა უკვე აქვს, რადგან შენ ხარ პრობლემა ბიჭო! ნიკამ არ დაასრულებინა საუბარი, წამოაყენა და სახეში გაარტყა, რეზის ხმა არ ამოუღია. -გამოდის ყველაფერი გაიგე! თორნიკე წამოდგა და ზურგი აქცია, მაგრამ რეზის ხმამ შეაჩერა. -ანა ჩემია უკვე და ვერაფერს შეცვლით! მე ის მიყვარს! სანამ თორნიკე მობრუნდა ნიკამ დაარტყა ისევ, შემდეგ საყელოში წაავლო ხელი ფეხზე წამოაყენა და დაუყვირა: -როგორც მარი გიყვარდა? როგორც მას მოექეცი ისე უნდა მოექცე? რეზის თვალები გაუფართოვდა იმის გააზრება მოასწრო, რომ ყველაფერი იცოდა ნიკამ.. -მარი ვინ არის? მე რა შუაში ვარ? არ ვიცნობ! -არც აკაკის იცნობ ხომ? ანასტასიას მეგობარს! -ეგ ჩემი პირადი საქმეა! შენ ვინ გკითხავს?.. თორნიკემ სწრაფი მოძრაობით გამოგლიჯა რეზი ნიკას, რომელსაც შეეშინდა მისი ცივი და გამყინავი მზერის, ხმამ კი საერთოდ დააკარგვინა სიმამაცე. -გაფრთხილებ და აღარ გავიმეორებ, ანასტასიას არ მიუახლოვდე, თორემ საკუთარი ხელით გათხრი საფლავს და მიწასაც შენვე დაიყრი! -.... -გაიგე რაც გითხარი? -გავიგე. -მაშინ წადი! თომამ გარეთ მყოფ დაცვის ბიჭებს თვალით ანიშნა წაეყვანათ, ისევ იმ ადგილას მიიყვანეს ბიჭებმა საიდანაც წამოიყვანეს, არაფერი ზედმეტი არ უთქვამთ მხოლოდ მიიყვანეს და დატოვეს. გაბრაზებულმა ბრეგვაძემ სასწრაფოდ დატოვა ადგილი და სახლში მისულმა თავი მოიწესრიგა.. -ერთ კაცზე დიდი გული გაქვთ ხომ? დე*ცი, მაგასაც ვნახავთ თუ არ მივეკარები! ჩემსას მაინც მივიღებ!.. ლექციების შემდეგ ანასტასიას უნივერსიტეტის ეზოში ნიკუშა დახვდა: -ანნ როგორ ხარ? მოეხვია დას, რომლითაც მუდამ ამაყობდა და ამ სიამაყეს სიგიჟემდე მიჰყავდა, ნიკოლოზ აბაშიძე. -ნიკუშ აქ რა გინდა? -გავიგე კარგი გოგონები არიან აქოო! -კარგი რა ნიკუშ.. -ვიხუმრე, ხომ იცი დღეს ტყუბების იუბილეა და ჩვენც მივდივართ! -უი დამავიწყდა. -კარგი არაუშავს პრინცესა, შენ მალე მოემზადები და არ დავიგვიანებთ, ბექამ მანქანა მათხოვა სწრაფად იარეთ ნიცა მალე მოიყვანოთო. მათი ნათესავი ჩამოვიდა და დიდი სუფრა იქნება ყველას ეპატიჟებიან სკოლის მოსწავლის სტატუსით ბოლო დაბადებისდღეაო უხარიათ ბიჭებს. -ნიცა მზად იქნება უკვე. -აბა შენ ვიცი რომ არ მალოდინებ. თავზე აკოცა და მანქანაში დასვა, თვითონაც მოთავსდა, ცოტაც ისაუბრეს სწავლაზე, ნიკა სამედიცინოზე მოეწყო და საკმაოდ კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა მთელს უნივერსიტეტში, პროფილი ჯერ არ ჰქონდა არჩეული, მაგრამ ბიჭები ხშირად ეხუმრებოდნენ გინეკოლოგობა მოგიხდებაო, ანასტასია კი მაინც ეკითხებოდა როგორ მიდიოდა საქმე, ისიც მოკლედ პასუხობდა, თუმცა არაფერს უმალავდნენ ერთმანეთს.. თუ რეზის ამბავს არ ჩავთვლით, მაგრამ ეს ანას ბრალი არ იყო არც არაფერი იყო სათქმელი ბიჭს სიყვარული არც უხსენებია უბრალო ფლირტს კი სერიოზულად არ უყურებდა გოგონა.. სახლშიც მალე მივიდნენ ნიცაც და აკაკიც მზად იყვნენ, ტყუპებთან კარგი ურთიერობა ჰქონდა ნიცას, კლასელები იყვნენ, გიგა და ბექა ნიკასთან მეგობრობდნენ, სკოლის დამთავრების შემდეგ მათ ჩააბარა ნიცა მიმიხედეთო და ესენიც ამ გადარეულს ორივე ანებივრებდა. ორივე სადად იყო გამოწყობილი, ანას შავი მაღალ წელიანი შავი შარვალი და ლურჯი გაშლილი პერანგი ეცვა, ნიცას ღია ცისფერი კაბა წელიდან გაშლილი და მუხლამდე სიგრძის, რომელიც ანასტასიამ უყიდა. არცერთს არ უყვარდა მაღლები და არც ჰქონდათ შესაძლებლობა შეეძინათ, მაგრამ ორივეს სიმაღლე და გარეგნობა იმდენად მიმზიდველი იყო, რომ თამამად შეიძლება ითქვას, უხდებოდათ დაბალი და სპორტული ფეხსაცმელი!.. ნიცა ისეთი ენერგიული და მხიარული იყო, რომ ყველა მას ელოდა მთელი სუფრა მოირგო აიყოლია სმაში, გართობა კი ბოლოსთვის შემოინახა. ანასტასია ბედნიერი იყო მისი და-ძმის აქტიურობით, იჯდა და ცქერით ტკბებოდა, თუმცა ვიღაცის მზერას გრძნობდა, ვერ იცნო რადგან სუფრა დიდი იყო, თან მოშორებით იჯდა, მის გვერდით კი აკაკი სევდიანი თვალებით უყურებდა მაშოს, რომელიც ამ ტყუპების ბიძაშვილი იყო, მათთან ერთად ცეკვავდა, მაგრამ თვალს სულ აკაკისკენ აპარებდა, ანამ ვერ მოითმინა და აკაკის ხელი დაავლო ისე წაიყვანა არაფრის თქმა არ აცალა, თან მოძარობა შეზღუდული რადგან ჰქონდა ცდილობდა აჰყოლოდა გოგონას ფეხს, რომ ორივე იატაკზე არ აღმოჩენილიყვნენ, მაგრამ ყველფერს ხომ ბედი უნდა და ის ბედიც იქვე იყო, აკაკიმ თავი ვერ შეიკავა როცა ანა გაჩერდა და ზედ მიეხუტა ინერციით, ანა მაშოს მაშო კი გიგას და ოთხივე იატაკზე აღმოჩდნენ, ყველაზე მეტად ანასტასია დაშავდა, რადგან გიგას იდაყვი მოხვდა ნიკაპს ქვემოდან და კბილებში მოყოლილი ენა ძალიან ეტკინა, გიგამ მიაცილა მაგიდასთან, მაშო და აკაკის მარტო დატოვეს, ანამ წყალი მოსვა და გიგას უბრძანა: -იცოდე არ მიეკარო მათ! -რატომ? -დააცადე იქნებ რამე გაარკვიონ. -ეე... მე არ მინდა რომ გაარკვიონ. სულ ასე აწვალებდა ადრეც, ვითომ წინააღმდეგი იყო მათი ურთიერთობის. -სალის ვეტყვი, რომ გიყვარს! -ენა რატომ არ მოგაჭერი შენივე კბილებით?! წარბებ შეკრულიმა დახედა გოგონას გიგამ. -ნახე ვიღაც ბიჭთან ცეკვავას და მიხედე! -კარგი წავედი. თავზე აკოცა და სიცილით წავიდა მითითებულ ობიექტთან, რამდენიმე წუთის შემდეგ გვერდით მიუჯდა მამაკაცი ანასტასიას, რომელიც თითქოს ეცნობოდა, მაგრამ ვერ იხსენებდა სად. -გამარჯობა ანა როგორ ხარ? -მადლობ კარგად, უკაცრავად ვერ გიცანით. -არც მიკვირს, ბევრი დროა თითქმის ორი წელი. თან ძალიან შეცვლილხარ. -თომა! თქვენ თომა ხართ?.. -ყოჩაღი გოგოხარ შენ! მაგრამ თქვენობით და ეგეთები არა რაა.. გულწრფელად გაუხარდა მისი ნახვა და გადაეხვია, ესიამოვნა თომას რომ ასე თბილად შეხვდა ზედმეტად თაშეკვებული გოგონა, რომელზეც ყველაფერი იცოდა რაც კი შეიძლებოდა გაეგო, იცოდა რომ ანა მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან იყო ასეთი თავისუფალი და ისინი თითქმის ოჯახის წევრები იყვნენ.. ანასტასიასაც უკვირდა თომასადმი ასეთი დამოკიდებულება, იმაზე მეტად გახსნილი და თავისუფლად გრძნობდა თავს ვიდრე საერთოდ, თუმცა რატომ თვითონაც ვერ იგებდა, თავიდანვე მოეწონა ეს ბიჭი, მაგრამ როგორც კარგი მეგობარი. -როგორ ხარ თომა? -კარგად ვარ, ახლა ჩამოვედი მოსკოვიდან.. -აა.. შენ ხარ ტყუპების ნათესავი? -ასე გითხრეს? სევდიანად გაიღიმა თომამ. -რამე არასწორად ვთქვი? -არა პირიქით, მიხარია რომ ასე ამბობენ. -ანუ?.. -შენ როგორ ხარ ის მითხარი! ყურადღება გადაატანინა სხვა თემაზე, არც ანა ჩაეძია და მოკლედ უამბო ის რაც ისედაც იცოდა, რომ უკვე სტუდენტები იყვნენ ის და ნიკა, შემდეგ ნიცა გამოჩნდა სცენაზე და თომას მელი სახე გაებადრა, იმის ნახვა რომ ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოსდიოდა გოგნას, უფრო მეტად სიამოვნებდა, თუმცა იმდენად ლაღი იყო რომ თომას ცხოვრებისთვის ზედმეტადაც კი, ამის გამო ისიც ისევე შეიკავებდა თავს როგორც ამას თორნიკე აკეთებდა. კმაყოფილმა სიგარეტის ბოლში განაგრძო ყურება პატარა ქალბატონის.. სანამ ნიკა, ტყუპები და ნიცა სცენას იპყრობდნენ, ანასტასიას რეზიმ დაურეკა ტელეფონზე, ეს თომას არ გამოჰპარვია, რადგან ეკრანზე ფოტო გამოჩნდა, მანაც შეუმჩნევლად ყურადღება მათ დიალოგს დაუთმო. -გისმენ რეზი. -,,,, -არ მესმის ცოტა ხანში დაგირეკავ.. ტელეფონი გათიშა და მაგიდაზე დადო, მისი დის ცქერით ბედნიერს სმს მოუვიდა: -„გარეთ გამოდი ეზოში ვარ!“ თავი უხერხულად იგრძნო, არ ესიამოვნა ასე შეუთანხმებლად მისი ნახვა რომ დაგეგმა და უკვე გაბრაზებული წამოდგა გარეთ გავიდა, გერმანელის სიზუსტით მცხოვრები ანასტასია არც რეზის და არც არავის პატიობდა დაუგეგმავ შეხვედრებს, წინსწარ გაუთვლელ ნაბიჯებს, მაგრამ მან ყველაზე მთავარი არ იცოდა, რომ რეზის ძალიან კარგად ჰქონდა გათვლილი ყველაფერი.. ანას გასვლამდე თომამ თავი დაუკრა მოშორებით მჯდომ მამაკაცს, რომლის სახე არ ჩანდა, თუმცა ნიცას არ გამოპარვია არაფერი, მამაკაცების სახეებს ვერ ხედავდა ჩაბნელებულ დარბაზში, მაგრამ მოქმედებები კარგად დაინახა და ნიკას სიმღერის დროს ანიშნა რომ ყურადღება მიექცია, ერთმანეთს თვალებით შეუთანხმდნენ ნომრის დასრულების შემდეგ გავიდოდნენ გარეთ.. ეზოში კედელზე მიყრდნობილი რეზი დაინახა ანამ და მივიდა, ბიჭმა გაუღიმა ერთმანეთი გადაკოცნეს: -ანასტასია როგორ ხარ? -რეზი აქ რატომ მოხვდი!? გაბრაზებული როცა იყო არასოდეს მალავდა გოგონა. -მომენატრე ან.. გაოცებულმა ანამ პირი დააღო და სასმლის სუნზე სულ გადაირია.. -ნასვამი ხარ? -ცოტა.. -მერე არ იცი სად უნდა წახვიდე? -შენთან.. -რაა? გაოცებამ და გაბრაზებამ ერთიან დაუარა სხეულში ანას, ამით რეზიმ ისარგებლა და განაგრძო: -არ ვიცი ანა რას უნდა ველოდებოდი აქამდე, მაგრამ ის ვიცი, რომ მიყვარხარ და ამის სათქმელად მოვედი! უკვე ბევრი დრო გავიდა ვფქირობ ეს უნდა იცოდე.. -რეზი გაჩუმდი! აღარ გააგრძელო! ასეთ მდგომარეობაში ამას არ უნდა მეუბნებოდე, თან შეხვედრაზე არ შევთანხმებულვართ ჩვენ! -ვიცი ანა, ბოდიშს გიხდი ასეთი არარომანტიკული და დაუგეგმავი შეხვედრისთვის, მაგრამ ვეღარ ვითმენ.. -მორჩი და წადი! -ანა.. -წადი და თუ სიბრაზე გადამივლის შეიძლება შეგხვდე კიდეც, რომ ვისაუბროთ! შებრუნდა რომ უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ ხელი მკლავზე მოუჭირა რეზიმ ანას თავისკენ შეაბრუნა: -ანა მომისმინე სალაპარაკო მაქვს და მნიშვნელოვანია რაც უნდა გითხრა.. -ახლა ამ მდგომარეობაში ჩემთან არ უნდა მოსულიყავი და ეს იცი რატომაც! -ვერ გადავდებდი ანა.. თავისკენ მიიზიდა გოგონა, ჩაწითლებული თვალებით დააშტერდა გოგონას, რომელიც ასეთ რეზის პირველად ხედავდა.. განათების შუქზე ანასტასიამ რეზის სახეზე სიწითლე შეამჩნია გოგონამ შეშინებული ხმით წაილუღლუღა: -რეზი, სახეზე რა გჭირს? -არაფერი ანა, შენი გულისთვის ყველაფერს ავიტან! გოგონას ყურს სასიამოვნოდ მისწვდა და გაეღიმა, მაგრამ არ შეიმჩნია, ამას რეზი მიუხვდა და განაგრძო, უნდა მოესწრო საუბარი ანასთან, რომ მართალი გონება მას რეზი.. რეზიმ იცოდა ანას ხასიათი და თუ დაარწმუნებდა, რომ მას უყარდა და „გულწრფელი“ იყო, მას ყველაფერი გაუმარტივდებოდა, ანას სიჯიუტე კი ამაში დაეხმარებოდა.. პირველი ვინც ჰყვება ამბავს ის უფრო მართალია, რადგან მეორეს მტკიცება უწევს და გაჩენილ ეჭვს არგუმენტების არ ქონა ამყარებს! ასე იყო მათ შემთხვევაშიც. -ვერ დაგკარგავ არ შემიძლია.. მიყვარხარ! შენს სიყვარულს ვერ ამიკრძალავენ!.. მკლავებზე ხელები უფრო მეტად მოუჭირა გოგონას და ანამ ტკივილი იგრძნო, გაოცებულმა ძლივს გასაგონად წარმოსთქვა: -რას ამბობ.. ვინ უნდა აკრძალოს? ან რა აკრძალონ? გარეთ გამოსულმა თომამ როგორგორც კი დაინახა წყვილი, მათკენ წავიდა, უხეშად ხელი გააშვებინა და ჰკითხა: -ანასტასია რა ხდება? შენ აქ რას აკეთებ?! მანაც თვალებ ამღვრეულმა ანას შეხედა: -ანა კარგად ხარ? -ან.. წამოდი გთხოვ, უნდა ვილაპარაკოთ.. გაბრაზებულმა შეხედა თომამ ისე რომ ანას მკალვებს ხელს არ უშვებდა. -წადი მეთქი! მაგრამ რეზიმ უხეშად გაწია თომა, უფრო სწორად რომ ვერ დაძრა მამაკაცი თვითონ გადგა გვერდზე და ანას ხელი გაუწოდა: -წამოხვალ? -ამასთან არ უნდა იყო ანა! ერთმანეთს არ აცდიდნენ საუბარს, რეზი თომას კარგად არ იცნობდა და მასთან უფრო გაბედულად იქცეოდა, ვიდრე დადიანებთან.. -რა? სად უნდა წამოვიდე რეზი? რატომ?... ანა დაბნეული საუბრობდა. -ამის**ი.. თავი გვერდზე მიაბრუნა და ისე თქვა რეზიმ, შემდეგ გოგონას მიუბრუნდა: -რეზი ბრეგვაძე, მე შენ რა გითხარი?! ნაძალადევი სიმშვიდით მდგომი თორნიკე დადიანის ხმამ გაიჟღერა და ისე შეაშინა ანასტასია, რომ თომას მიეკრა.. სხეულში უსიამოვნოდ დაუარა შიშმა. შეშინებული და დაბნეული გოგონა აზრებს თავს ვერ უყრიდა, მხოლოდ თომას მკლავებს მოუჭირა ხელი, რადგან რეზისკენ სცადა დაძრულიყო დასარტყამად და არ გაუშვა . -თომა არა გთხოვ.. რა ხდება? ვერაფერი გავიგე. როგორც კი მისკენ შებრუნდა თომა, მაშინვე უპასუხა: -ანა სახლში უნდა წახვიდე! რეზიმ უკანასკნელი გამბედაობა მოიკრიბა და დარტყმა სცადა, მაგრამ თორნიკემ დაასწრო, მანძილი მალე დაფარა და ხელიც დაარტყა. ეს ყვეკფერი ისე გამოჩნდა რომ რეზის ინიციატივა არ გამოჩენილია ანასტასიას თვალში და ძალიან გაბრაზდა, ვერ იტანდა ჩხუბს და ჩაგვრას. თომას ხელები უხეშად მოიშორა და თორნიკესთან მიირბინა, მიუხედავად შიშისა ხელი მხარს დაადო. -რას აკეთებ?.. რა გინდათ? რატომ ცემთ? მამაკაცი უცებ შემობრუნდა გოგონასკენ და მის თვალებს შეხედა, რომელიც ცრემლით იყო სავსე.. ხელი ცივად უშვა „მსხვერპლს“ იქვე მდგომებს თვალი მოავლო და ანიშნა რეზი წაეყვანათ, ამაზე ანასტასია უფრო გაბრაზდა: -ხელი გაუშვით! რას აკეთებთ? რას ერჩით? თომა გთხოვ.... უცებ ნიკა და ნიცა გამოჩდნენ და ნიკამ როგორც კი იცნო რეზი ისე გაბრაზდა კონტროლი საერთოდ დაკარგა.. -რა ჯანდაბა ხდება აქ? მივარდა რეზის და მუშტი დაარტყა. -ანასტასია როგორ ხარ? -არ ვიცი ნიცა.. აა ნიკა რას აკეთებ? ნიკა გაჩერდი! შენ რაღა გინდა მისგან? ნიკას უყვიროდა ანასტასია, რომელიც ზემოდან მოექცა წაქცეულ სხეულს და კიდევ რამდენჯერმე დაარტყა.. -ვინ მოგცა უფლება მასთან მიახლოვების? არ გეყო რაც მოგხვდა! შენი დე***ი კაცურად მაინც შეგეძლოს საქმის კეთება შე ს*ო, მაგრამ ბინძური კაცი ხარ და რადგან სული გაქვს დასვრილი სანამ სუნთქავ ჭუჭყი შიგნიდან დენას არ შეწყვეტს! -ნიკა გაჩერდი გთხოვ.. რას აკეთებ. თორნიკე არავი აძლევდა ჩარევის უფლებას და ნიკათი მოხიბლული ადევნებდა თვალს ყველაფერს, მაგრამ ანასტასიას ცრემლების ყურებას ვეღარ გაუძლო დადიანმა და გააშველეს. -ანა ამას საიდან იცნობ და მე რატომ არ ვიცი?! -შენ რატომ ეჩხუბები და ამ ჩხუბის მიზეზი მე რატომ არ ვიცი?.. -ანა ჩემი შეყვარებულია.. ჩაერია რეზი და რეაქციაც შესაბამისი იყო. -რა?.... ყველამ გაოცებულმა შეხედა რეზის, მათ შორის ანასტსიამაც, ნიკამ მანძილი უცებ დაფარა და ისევ დაარტყა: -არასოდეს შე ში*ო, სანამ ცოცხალი ვარ მას ვერ მიეკარები! -ნიკა არ გინდა გთხოვ.. ანასტასია ჩაიკეცა ამდენი ემოციისგან ნიცას მკლავებს მიეყრდნო. პირველი შემთხვევა იყო, რომ ნიცა ხმას ვერ იღებდა, შემდეგ ნიკას გამოაცალეს ხელიდან რეზი და წაიყვანეს, ნიკამ კი ანასტასიას ხელი უხეშად მოკიდა ფეხზე წამოაყენა და თავისკენ შეაბრუნა, ისეთი სახე ჰქონდა ნიკას, რომ ანასტასიას შეეშინდა კიდეც. -რაც თქვა მართალია? -რა? არა. მე.. არ ვარ.... მისი.. -რატომ მიყურებ ასეთი თვალებით ანა? ამას საიდან იცნობ? -ის მე დამეხმარა. ჩანთა წამარვეს და დამიბრუნა. -სახლში მივდივართ! სიბრაზისგან დაჭიმული სხეული ნიკამ მკვეთრად შეაბრუნდა და ისევ ბექას მანქანაში მოთავსდა, მხოლოდ მაშინ შეამჩნია ხალხი რომლებიც გარეთ იყვნენ და ამ ყველაფერს უყურებდნენ, თორნიკე და თომა ისე იდგნენ ზედმეტად ყურადღება არავის მიუქცევია მათთვის.. -ბექა წამოდი! სახლში მისულ ანასტასიას და ნიცას ნამდვილად არ ელოდათ „კარგი“ დღის მშვიდობიანი გააგრძელება. მშობლებიც კი შეშინდნენ ისეთი სახეები ჰქონდათ ბავშვებს, ანას დანახვისას დავითს გულმა მოუჭირა ისე რომ სუნთქვიას საშუალება არ მისცა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ქალიშვილს ჩაეხუტა და თვალებში ჩაედა: -რა მოხდა პრინცესა? ძლივს წარმოსთქვა შეშინებული ხმით მამაკაცმა, რომელიც უკვე ანას სხეულის კანაკალს იმდენად განიცდიდა, რამდენადაც უყვარდა ის. ნიკამ, ბექას მანქანა დაუბრუნა და სახლში ავიდა. მისაღებში დივანზე მოთავსდა და ანას თვალს არ აშორებდა. -როდის გაიცანი! კითხვას არ ჰგავდა მისი ტონი. -სამი თვის წინ. -მე რატომ არ მითხარი! -არც იმდენად მნიშვნელოვანი იყო და რა უნდა ეთქვა? ნიცა ჩაერია საუბარში.. -შენც იცოდი და არაფერი თქვი? იმიტომ იყავი ამდენიხანი ჩუმად ხომ? -რატომ ჩხუბობთ იქნებ აგვიხსნათ. დავითი ჩაერია საუბარში, რომელიც პირველად ხედავდა შვილებს ასეთ მდგომარეობაში. -ერთი სი*ი აეკიდა ამას და მე ახლა გავიგე შემთხვევით, თან ისეთი ნაბ*ია რომ მალავდა, თორემ გავიგებდი დარწმუნებული ვარ მალავდა, არ მითხრა არაფერი, იცი რატომ? ხვდები ანა? ანამ მხოლოდ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. -იმიტომ რომ იცის მე ვერ ვიტან.. -რატომ? ძლივს დასვა კითხვა რომელიც ძალიან ტანჯავდა გოგონას. არ იმსახურებდა ასეთ ჩხუბს, გაოცებული იყო მომხდარით და ბრალდებით, არ იყო მისი შეყვარებული რეზი, მაგრამ მოსწონდა და ესეც კი დამნაშავედ აგრძნობინებდა თაბს, ნიკასთვის კი არ იყო მარტივი იმის გაგება რომ მის დას თან ანას ხვდება ადამიანი ვინც აკაკი გაიმეტა.. -იმიტომ რომ ისეთ ხალხთან მუშაობს, რომლებიც პრობლემების მეტს არაფერს ქმნიან და მასთან მე სუფრაზე არ დავჯდები, მითუმეტეს ოჯახში არ მივიღებ ანა! მას არც ღირსება აქვს არც არც კაცობა. -ეს სიტყვები ზოგადია.. -ანა შედი ოთახში და ამ თემას აღარ შევეხოთ! ანაც ადგა და საძინებლისკენ წალასლასდა, ნიცაც მიჰყვებოდა, მაგრამ ნიკამ შეაჩერა. -შენ მოდი აქ უნდა გელაპარაკო! -მე რა დავაშავე? -არაფერი წადი, წადი. მარტო დარჩენილი ნიკა მშობლებთან დაჯდა და ყველაფერი უამბო, რამაც ანასტასიასადმი კონტროლი გახადა საჭირო.. მეორე დღეს აკაკიმ ეს ამბავი გაიგო თუ არა გაცოფდა ბიჭები დაიხვიეს მან და ნიკამ და ყველანი უთვალთვალებდნენ ანასტასიას და რეზის შეხვედრა არ უნდა დაეშვათ, სიბრაზისგან და ემოციებისგან დროებით დაცლა ბარში გადაწყვიტა აკაკაიმ, რომელიც მეგობართან ერთად იყო და ვერაფრით გადაფიქრებინა დალევა, მის წამოსაყვანად ნიცა და მაშო მივიდნენ ბარში, რადგან ნკია ქალაქიდან იყო გასული, ბარში მისულებს აკაკის წამოყვანა გაუჭირდათ: -ახლა გაქრნენ ეს იდიოტები ქალაქიდან როცა მე მინდა. -კარგი ნიცა ნუ ყვირი. -ვაი აკაკი ჩაიგდე ენა და გამოადგი ფეხი, დაგალევინებ სიკვდილს! -შენ სასმელზე ბრაზობ გოგო? გადაიხარხარა ბიჭმა, რომელსაც დაკვირვებული თვალისთვის ჰქონდა შესამჩნევი შეზღუდული მოძრაობები, იმდენად ძლიერი იყო, რომ იმ ცემის შემდეგ მაინც შეძლო რაებილიტაია. -აკაკი! -კარგი ჩუმად ვარ, მაშო შენ არ გამიბრაზდე რა.. -შენს მდგომარობას სასმელი არ უხდება და როგორ არ გავბრაზდე?.. -აუუუ ტელეფონი დამივარდა მემგონი.. ნიცამ შეიცხადა და გარეთ გამოსულები მიწაზე იყურებოდნენ. -თქვენ დაჯექით და მე მოვძებნი, მალე მოვალ.. ბარში დაბრუნებულმა ნიცამ ტელეფონი მალე იპოვა მაგიდაზე იდო, საპირფარეშოში გავიდა იფიქრა მაინც მელოდებიანო და მოვილევო, იქიდან გამოსულმა რეზი დაინახა თავის რამდენიმე მეგობართან ერთად და ბილწსიტყვაობდა, ბრაზობდა რომ ანასტასიას ვერაფერი უთხრა: -მაინც გავიტან ჩემსას, ან ეს გოგოც რა ნაგლია ტო ამდენი ხანია „ვკერავ“.. ნიცას სუნთქვა შეეკრა და უკან დაიხია სცადა მოესმინა მათი საუბარი და გამოუვიდა კიდეც: -მართლა გიყვარს? ჰკითხა ერთ-ერთმა, რომელიც ისეთი თვალებით უყურებდა მეგობარს თითქოს, სახეზე ნაკაწრიც არ ჰქონდა. -არა. გოგონამ კანკალი დაიწყო სიბრაზისგან, გასვლა და ჩხუბი დააპირა, მაგრამ ანასტასიას სიტყვები გაახსენდა „ბოლომდე მოისმინე სათქმელი და მერე იჩხუბე“. ასეც მოიქცა დაელოდა რას იტყოდნენ. -აბა რას იკლავ თავს შეეშვი. -ვის დავანებო თავი ბიჭო, სამი წელია ვჩალიჩობ ჯერ აკაკი, ახლა ნიკა და ვაფშე ისინიც.. -ვინ ისინი? -არავინ დაი*დე. -უნდა ვიცოდეთ! -დადიანი. -რაა? რომელი ნიკა? -არა უფროსი, მაგრამ მკ*ა! ყველას და ყველაფერს ჩავრევ და ანასტასია აბაშიძე ჩემი იქნება! -ხომ იცი მაგათი გადაკიდება შარია -მე მაქვს იდეა! მხრებში გაიშალა ერთ-ერთი და ისე მოსვა ლუდი. -რა იდეა? -თუ არ გიყვარს შენ საქმეს რომ მორჩები და მოგბეზრდება მე მივხედავ და იმათ მივუყვან. რეზიმ თვალები დააწვრილა და ისე დააკვირდა მის წინ მყოფს, იაზრებდა ნათქვამს, „მეგობარიც“ მიუხვდა და გადაწყვეტილების მიღებაში დახმერება სცადა: -მარის გაქცევის გამო ბრაზობენ, სანაცვლოდ ითხოვენ გოგოს! -მერე მიუყვანეთ ვინმე. -ორი მივიყვანეთ და არ მოეწონათ, ეგ გოგო კი მარისაც და მთელს იქ მყოფებს ჯობია! -მართლა მაგარი გოგოა ძმაო! -თან ისინიც დამეხმარებიან თუ დამჭირდა დამიცავენ კიდეც! ჩაფიქრებულმა რეზიმ ჩაილაპარაკა, ლუდის ბოთლები ერთმანეთს მიადეს და სმა განაგრძეს.. -მაშინ ანასტასიას უნდა ველაპარაკო, მოვლენები დავაჩქარო. ეს საქმ სამ დღეში მოგვარდება! განკარგულებას ჰგავდა რეზი ბრეგვაძის ნათქვამი, რაზეც ნიცამ წონასწორობა დაკარგა და კედელს მიეყრდნო, რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ მიხვდა რომ დროზე უნდა ემოქმედა. -ნიკა მართალი იყო! ამოილუღლუღა და სხეულის კანკალმა უმატა, ნიკა სჭირდებოდა სასწრაფოდ, მაგრამ არ იყო თბილისში.. -ტყუპები, ჩემი ტყუპები უნდა ვნახო! გარეთ გასულმა სახე ვითომ დაიმშვიდა და ისე მივიდა მაშოსთან.. -ნიცა რა გჭირს? -არაფერი მაშო, თქვენ წადით მე სასწრაფო საქმე მაქვს! -რა საქმე? ანას ეხება? უცებ ასწია ჩაქინდრული თავი აკაკიმ. -არა მე მეხება, მერე გეტყვით. მიაძახა და გაუჩინარდა მიმავალი. რადგან ნიცასგან ასეთი საციელი პირველი არ იყო არცერთს გაჰკვირვებია.. ქუჩას ჩაფიქრებული მიუყვებოდა და ტაქსის გამოჩენისთანავე მოთავსდა, ტყუპების მისამართი უთხრა სადაც კიდევ უფრო დაშლილი, შეშინებული მივიდა რადგან რაც დრო გადიოდა მეტად განიცდიდა თავისი დის ამბავს, რომელიც თუ ამ ამბავს გაიგებდა ძალიან ეტკინებოდა. ვეღარ გაუძლო მტანჯველ ფიქრებს და ხმით ატირდა, ტყუპეპბის სახლთან გაჩერებული მანქანები არ შეუმჩნევია ნიცას, ეზოშიც თავისუფლად შეუშვეს, სახლის კარი ღია იყო და შევიდა, შესასვლელთან გაგა იდგა ზურგით, რომელიც ხმაზე იცინოდა, ვიღაცას აწვალებდა.. -გაგა... ხმა გაუწყდა მტირალ ნიცას და კედლს მიეყრდნო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.