შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (ოცდამეთერთმეტე თავი)


13-05-2018, 16:34
ავტორი murachashvili
ნანახია 3 479

გიგას თვალები დაეხუჭა, ნესტოები უთრთოდა მღელვარებისგან, გაფითრებული ნერვიული ცახცახის შესაჩერებლად სულ ტყუილად ეჭიდებოდა მაგიდის ზედაპირს.
- გგონია ცოცხალი ძალით გვიტევდნენ? როგორ გეკადრება, რუსებმა თავი ამდენადაც კი არ შეიწუხეს, ვერტმფრენებით ზემოდან გვბომბავდნენ და გაგრას კიდევ ერთხელ ასწორებდნენ მიწასთან. იწვოდა ქალაქი და მასთან ერთად ვიწვოდით ჩვენც.
დისლოკაციის ადგილს წარა-მარა ვიცვლიდით, მიუხედავად მრავლობითი ჭრილობებისა შენობიდან-შენობაში მაინც გადავდიოდით. როგორც იქნა რადიოგრამით კავშირზე გასვლა მოვახერხეთ. ხაზის ბოლოდან ჩახინწული ხმით დაგვარიგეს:
- არ დანებდეთ, როგორმე გამაგრდით, თეთრი ზეწრები დააფინეთ შენობის სახურავზე, რომ შეგნიშნოთ და შეძლებისდაგვარად მალე მოვალთო.
- ვერ მივხვდი, თეთრი ზეწარი რა შუაშია?
- არ ვიცი, ალბათ სიბნელეში კარგად რომ გავერჩიეთ.
- და, ამ ზეწარს რუსები ვერ შენიშნავდნენ?
- მაგაზე არ უფიქრიათ. ფაქტიურად, ჩვენი ბატალიონი გაწირეს... - ირონიულად გაეცინა გიგას - ზოგჯერ ფიქრობ, რომ ვიღაცისთვის ხელსაყრელიც კი იყო, ჩვენი ბატალიონის სრულად განადგურება, თუმცა არ გაუმართლათ.
შენობა იწვოდა. დიდი ალბათობით მტრის ტყვია თუ არა ცეცხლის მსხვერპლად ნამდვილად ვიქცეოდით. საბედნიეროდ მე, ალექსანდრე, ზურა და ძმები ხარებავები მოვხვდით სახლის იმ მხარეს, საიდანაც ტყე იწყებოდა. მიუხედავად ჭრილობებისა მოძრაობას მეტ-ნაკლებად ვახერხებდით. ფარად აღმართულმა კედლებმა ნელ-ნელა ნგრევა დაიწყო, ის-ის იყო შენობიდან უსაფრთხოდ გამოსვლით უნდა გაგვეხარა, რომ პაპუნამ დაიჩოქა. წელის არეში დაჭრილი ხარებავა მოწყვეტით დავარდა.
- რას მიყურებთ, გაიქეცით!... - ღრენით ახედა თავზე წამომდგარ ცალს.
მისი მოთხოვნის შესრულება აზრადაც არ მოგვსვლია. პოზიციები ისე გადავინაწილეთ, რომ მე და ალექსანდრეს მათი დაცვა შეგვძლებოდა. გიორგი და ზურა ორივე მხარში ამოუდგნენ, და დაჭრილი ციმ-ციმ წამოიყვანეს. სროლა - სროლით ჩვენც ფეხდა-ფეხ მივყევით, როგორც იქნა ტყეში შესვლა მოვახერხეთ და სულ რამდენიმე წუთით შვებით ამოვისუნთქეთ. ჩვენსდა სამწუხაროდ პაპუნა დიდი რაოდენობის სისხლს კარგავდა.
- ახლა რა ვქნათ? - სასოწარკვეთილი ისეთი თვალებით გვიმზერდა გიორგი, თითქოს ხსნას ჩვენგან ელოდა.
ამაზე რთული რა უნდა იყოს, როცა ერთად-ერთ ძმას, შენივე ნაწილს ტკივილისგან მოკრუნჩხულს ხედავ და ვერაფრით ეხმარები.
- წავიდეთ ეკლესიაში. - დუმილი დაარღვია ალექსანდრემ.
- ეკლესიაში რა მინდა, ზიარებას კი არ ვითხოვ. ექიმი მჭირდება! - ღრენით შემოგვიბღვირა გიორგიმ.
- მამა ანდრეა ერისკაცობაში ექიმი იყო და საკმაოდ ძლიერ ქირურგადაც ითვლებოდა. თუ შეძლებს სამედიცინო დახმარებასაც აღმოგვიჩენს და ქალაქიდან გასვლაშიც დაგვეხმარება.
სხვა გზა აშკარად არ გვქონდა. ალექსანდრეს ერთხმად დავეთანხმეთ. იმის აღწერას არ დავიწყებ, რა წვალებით მივედით ტაძრამდე. ეკლესიის ეზოც და ტაძარიც ხალხით სავსე დაგვხდა. ალყაში მოქცეული კამანის სოფლის ინვალიდთა სახლის მოხუცებს თავი მამაოსთან შეეფარებინათ. შედარებით ყოჩაღებს იარაღი აესხათ. იარაღი აესხა მამა ანდრეასაც. თმა გაჩეჩილ, მძვინვარე ლომს არაფერი ჰქონდა საერთო მიმტევებელსა და მუდამ სათნო მოძღვართან.
გამოცდილი დასტაქარივით ერთი კი შეგვავლო თვალი და როგორც კი დარწმუნდა, რომ პაპუნას გარდა სერიოზული ჭრილობა არც ერთს არ გვქონდა, რამდენიმე დღის წინ იარაღის საცავისთვის გამოყოფილ სარდაფში გაგვიძღვა. სარდაფი ახლა სხვადასხვა ფორმისა და ზომის ლეიბებითა და საბნებით გაევსო. ერთ-ერთი ლეიბი ხის მოზრდილ მაგიდაზე მოვათავსეთ და პაპუნა პირქვე დავაწვინეთ.
- აღარც წამლები მაქვს, აღარც პირველადი დახმარების საშუალებები! ტკივილ გამაყუჩებელი მაინც რომ დამრჩენოდა... - ყოველგვარი სადეზინფექციო საშუალებებისა და სამედიცინო ხელთათმანების გარეშე, ღია ხელებით სინჯავდა ჭრილობას მამაო.
ნახევრად აგონიაში მყოფმა ხარებავამ ტკივილისგან ერთი კი ამოიგმინა და გონებაც დაკარგა.
- მამაო, როგორ იქნება?! - დაძაბული შესცქეროდა გიორგი საკუთარ ცალს.
- ალექსანდრე დამეხმარე! - პასუხს თავი აარიდა, აცახცახებული ხელებით უშედეგოდ ცდილობდა თეთრი ზეწრის არტახებად გადაქცევას.
- მამაო?! - პირველად შევნიშნე გიორგის ხმაში შიში და სასოწარკვეთა.
თითქოს ჯიბრით მოძღვარი ზედაც არ გვიყურებდა, ზეწრის ნახევებისგან გაკეთებულ არტახებს ექთნად ქცეული ალექსანდრე აწვდიდა.
- ცოტა სწრაფად! - საკუთარი მღელვარების დასაფარად ღრენით ახედა აშბას - ეკლესიაა დასაცავი. - სახვევის დადება დაასრულა თუ არა, ზევით ისე ავიდა ჩვენთვის აღარც შემოუხედავს.
ძნელი მისახვედრი არ იყო, მამაოს დუმილის მნიშვნელობა. გიორგიმ ჯიბიდან მორფის ამპულა ამოიღო. თავიდან ვიფიქრე, რომ თავად აპირებდა გაკეთებას, თუმცა მომზადებული ბაიანი ხელის კანკალით მომაკვდავ ძმასთან რომ დადო, სხეულში გამაცია.
იქნებ უნდა გამოგვეგლიჯა, იქნებ უნდა შეგვეჩერებინა?! მაგრამ ვერ გავბედეთ. გიორგი მუხლებზე იდგა ჯერ კიდევ ცოცხალ ძმასთან. რაღაცას ბუტბუტებდა, იქნებ ლოცულობდა, იქნებ ემშვიდობებოდა. ვხედავდით როგორ უთრთოდა მხრები, მაგრამ ვერაფრით ვეხმარებოდით. უსიტყვოდ შემოვბრუნდით და საკუთარ ტკივილთან, მისივე სულის ნაწილთან მარტო დავტოვეთ.
ტყვიების წვიმით თუ ვიმსჯელებდით, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ქართველები უკანასკნელ პოზიციებსაც ვთმობდით. ჩვენსდა სამწუხაროდ, სროლის ხმა სულ უფრო და უფრო ახლოვდებოდა. მამაოს ხალხი ეკლესიაში შეეყვანა. ქადაგებას ასრულებდა მოძღვარი. უკანასკნელი ზიარების მოლოდინში მუხლებზე იდგა მრევლი.
- პაპუნასთანაც ჩავალ. სიკვდილი ძალიან ახლოსაა... - ღვინოში ამოვლებული სეფისკვერი სათითაოდ გამოგვიწოდა - თქვენი აქ ყოფნა სახიფათოა. ადრე თუ გვიან ტაძარსაც დაარტყამენ! - ისე მშვიდად საუბრობდა გარდაუვალ დასასრულზე, რომ მისი შემშურდა.
- ღმერთმა ქნას, ღირსებითა და მორჩილებით მივიღოთ ღვთის მიერ მოვლენილი მძიმე განსაცდელი. - ექოდ გაისმა მამაშენის ხმა.
უკან დაბრუნებულ მოძღვარს ამოჰყვა თვალებ დაწითებული გიორგიც.
- დროა საქმეს მივხედოთ! - მისთვის სამძიმრის თქმაც კი ვერ მოვახერხეთ გაკერპებულს ტკივილი მრისხანებაში გადასვლოდა.
რა თქმა უნდა არც გაქცევაზე გვიფიქრია, არც ეკლესიის მიტოვებაზე. ან რა აზრი ჰქონდა სად მოვკვდებოდით? პოზიციები გადავინაწილეთ. ეკლესიის რკინის კარიბჭე შეძლებისდაგვარად საგულდაგულოდ ჩავრაზეთ და გალავანზე გადავინაწილეთ.
დილის ხუთის ნახევარზე ალყაში მოგვაქციეს. მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობას ვუწევდით, კარგად ვხვდებოდით, რომ ჩვენი მცირედი იარაღის მარაგით თავს ვერ გავიტანდით. სულ მალე ბრძოლა ეკლესიის ეზოშიც გაჩაღდებოდა.
- დავნებდეთ! - დანებების ნიშნად თეთრი ზეწარი თავად მამა ანდრეამ ააფრიალა.
ისევ მისივე კურთხევით ალექსანდრემ მტერს კარი გაუღო. შევცდით, მერედა როგორ შევცდით. სულ რამდენიმე წუთში აფხაზებითა და რუსებით გაივსო ტაძარი. მუჯლუგუნებითა და კონდახების რტყმით გვიბრძანეს თავზე ხელების დაფარება და მიწაზე დაწოლა.
- თავის აწევა და შუბლში ტყვია ერთი იქნება! - ირონიულად გამოგვიცხადა ერთ-ერთმა აფხაზმა.
- ამ ხალხს არაფერი დაუშავებია. მშვიდობიანი მოსახლეობაა, მოხუცები მაინც გაუშვით! - აფხაზურად გამოსარჩლება სცადა ალექსანდრემ.
- იმ წვერებიან თხასთან ერთად რომ დაგკიდებთ, შემდეგ ისწავლი ვის მხარეს უნდა დადგე! - ფეხზე წამოაგდო ერთ-ერთმა აფხაზმა.
- ალექს! - წამოვიწიე თუ არა, საფეთქელთან იარაღის კოდახიც მითავაზეს.
გავითიშე. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი უგონოდ. როცა გონს მოვედი, ეკლესიაში ვიყავით გამოკეტილნი. ჩვენთან აღარ იყვნენ მამა ანდრია და ალექსანდრე. როგორც შემდეგ გავიგე, ორივე ტაძრის ეზოში გაიყვანეს. სასიკვდილოდ განწირულნი მუხლებზე იდგნენ და ლოცულობდნენ. თუმცა დასრულება არ დასცალდათ, მხდალებმა კისერში, უკნიდან ესროლეს.
იმის ნაცვლად, რომ წინ დაცემულიყო, როგორც ჩვეულებრივ ხდება, მამა ანდრია ზურგით დაეცა. ეკლესიაში გამოკეტილებმა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოვახერხეთ ტაძრიდან გამოსვლა. ტერიტორაზე აღარ იყვნენ რუსები, სულ მხოლოდ რამდენიმე აფხაზიღა დარჩენილიყო, რომელნიც აშკარად დაბნეულნი რაღაცაზე გამალებით მსჯელობდნენ. იქვე ეგდო მამა ანდრიას გარდაცვლილი სხეული, სახეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილით და თავმოკვეთილი ალექსანდრე აშბა, ჩეჩნური ჰალსტუხით.
- ოხ. მე თქვენი.... - შიშველი ხელებით მათკენ გავიწიეთ, თუმცა დაზაფრულ აფხაზებს ჩვენთვის ნამდვილად არ ეცალათ.
ჩვენც გავჩერდით და მათ მზერად გავაყოლეთ თვალი. ახლაღა შევნიშნეთ, რამდენიმე საათის გვამს ჭრილობიდან სისხლი ისევ სდიოდა და მკვლელობის ადგილას დაღვრილიც არ დედდებოდა.
- სასწაულია!... - დუდუნებდნენ აფხაზები.
არ ვიცი რამდენად გულწრფელინი იყვნენ, მაგრამ შენდობას ითხოვდნენ, წუხდნენ და თვალზე მომდგარ ცრემლს ვერ მალავდნენ. მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ თავად აფხაზებმა აცნობეს მრევლს, რომ მამა ანდრიას მკვლელი ნაღმზე აფეთქებულიყო.
მიცვალებულები ეკლესიის ეზოში დავმარხეთ. საფლავზე სახელდახელოდ გაკეთებული ხის ჯვრები აღვმართეთ და ტაძარი დავტოვეთ.
სამში ჩამოფრინდნენ შევარდნაძე, გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი, პარლამენტარი ნოდარ ნათაძე. დელეგაცია განთიადში ჩამოვიდა, შევარდნაძემ პირობა დაუდო ხალხს რომ აუცილებლად დაიბრუნებდა გაგრას და წავიდა.
როგორც შემდეგ გავიგეთ იმ ღამით გაგრაში 42 დაიღუპა და 47 ტყვედ ჩავარდა. როგორც უკვე გითხარი ხუთი კაცი ცოცხალი გამოვედით, ისიც იმიტომ, რომ დაბომბვის დროს ის კუთხე მოწყდა. ამ ხუთიდან კი მხოლოდ სამნიღა დავრჩით: მე, მამაშენი და ცალად დარჩენილი გიორგი ხარებავა. თუმცა კაცმა არ იცოდა, დავრჩებოდით კი ბოლომდე ცოცხალნი?!
ისევ ტყე-ტყე, ბრძოლა - ბრძოლით ამჯერად სოხუმისკენ მივემგზავრებოდით.
მონათხრობით შოკირებული ნინო ცრემლებს ვეღარ იკავებდა, აღარც მეუღლის ერიდებოდა ღაპაღუპით მოდენილ სითხეს ხელსახოცების ნაცვლად ხელითვე იწმენდდა.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ღმერთო რა სისასტიკეა sob ალექსანდრე და მამა ანდრია ეს ძალიან საშინელი წასაკითხია. cry მეც გამიგია ჩეჩნები როგორ საშინლად ექცეოდნენ ტყვეებს,მათთვის თავის მოჭრა,წამება არაფერი იყო pensive მგონი უფრო მძიმდება თავები,მითუმეტეს გიგას პირით ჩვენს მწარე წარსულს ვიხსენებთ
--------------------
ლანა

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
ღმერთო რა სისასტიკეა sob ალექსანდრე და მამა ანდრია ეს ძალიან საშინელი წასაკითხია. cry მეც გამიგია ჩეჩნები როგორ საშინლად ექცეოდნენ ტყვეებს,მათთვის თავის მოჭრა,წამება არაფერი იყო pensive მგონი უფრო მძიმდება თავები,მითუმეტეს გიგას პირით ჩვენს მწარე წარსულს ვიხსენებთ

აფხაზეთის ომის ყველა ცნობილ ეპიზოდს რა თქმა უნდა ვერ შევეხებით, თუმცა მაინც მინდა ყველაზე ცნობილი ეპიზოდები მაინც არ დამრჩეს უყურადღებოდ. მართალია ცოტა მხატვრულად გავაფორმე, მაგრამ მაინც დავძენ, აფხაზეთში მამაოს მკვლელობის ფაქტი ნამდვილად მოხდა. აქამდე თუ ეჭვი მეპარეოდა ამ ისტორიის წერის სისწორეში, ამ დღეებში განვითარებული ოვლენების ფონზე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მცდელობად ღირდა.

 


№3 სტუმარი სტუმარი მარინა

უცრემლოდ ვერ ვკითხულობ.შესანიშნავად გადმოსცემ სათქმელს,პრობლემატური თემა წამოწიე.თქვენი შემოქმედებით და ნიჭიერებით აღფრთოვანებული ვარ,ანა.აფხაზეთის ომზე ჟურნალებში ბევრი რამ მაქვს წაკითხული.ყოველთვის მტკივნეულად განვიცდიდი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent