თბილისი ცის ქვეშ თავი 4
სამსახურში მორიგ ღამეს ვათენებდი და ჯერ კიდევ საყვარელი ადამიანისგან მოყენებულ იარებს ვიშუშებდი.დიახ,ვებრძოდი საკუთარ თავს რომ გამეღიმა და ყველაფერი დამევიწყებინა,მაგრამ ამაოდ.იმდენად გავერთე ფიქრებში და მასთან გატარებული ბედნიერი დღეების გახსენებით,რომ როგორ წამომივიდა ცრემლები ვერ გავიგე. გარეთ იანვრის ცივი ღამე იდგა.ისეთი საშინელი ქარი ქროდა რომ ჩემს არეულ ფიქრებს კიდევ უფრო უარესად ბურდავდა ერთმანეთში. ვერ შევნისშე როგორ გაჩერდა მანქანა და როგორ შემოვიდა მაღაზიაში მორიგი კლიენტი,თითები ერთმანეთში მქონდა ახლართული. ისე ვაწვალებდი რომ მალე ალბათ მოვიმტვრევდი. -გამარჯობათ.მომესმა მოსალმების ხმა. ცრემლების წმენდით წამოვდექი ფეხზე,ნაძალადევი ღიმილი ავიკარი სახეზე და მეც მივესალმე. უგულოდ მივუგდე ორი სიტყვა რა გნებავთო და თვალები კომპიუტერისკენ გავაპარე. ის კი აშკარად დაბნეული იდგა ვერ მოეხერხებინა რა გაეკეთებინა. -უკაცავად ცუდად ხართ?შემიძლიათ რამით დაგეხმაროთ? -არა მადლობთ კარგად ვარ.რა გნებავთ? -საერთოდ სიგარეტი მინდოდა,მაგრამ აქ ისეთი სიტუაცია დამხვდა.... -რომელი სიგარეტი გნებავთ?გავაწყვეტინე და საქმეზე გადავედი..ისედაც ზედმეტი იყო ის რაც დაინახა,მასთან ჩემი პრობლემების განხილვას ნამდვილად არ ვაპირებდი -პარლამენტი..მიპასუხა და მსხვილი კუპიურა დამიდო წინ.სიგარეტი და ხურდა სწრაფად დავუბრუნე და დამევმშვიდობე.ერთი სული მქონდა აბეზარი კლიენტი მომეშორებინა,ის კი კარისკენ წასული უკან მობრუნდა,სალაროს დაეყრდნო და შინაურულად მომმართა -მე მაინც ვფიქრობ რომ შემიძლია თქვენი დახმარება.. -ვერ დამეხმარებით.... -რამეზე დაგპატიჟებთ..მაგალითად ყავაზე. -არ არის საჭირო,არ შეწუხდეთ,მადლობა -ან აი მაგალითად ორი სნიკერსი ერთი შენთვის,ერთი ჩემთვის.დააიგნორა ჩემი ნათქვამი და თავისი დაასრულა,წინ ორი სნიკერსი დამიდო, ჩემი წინააღმდეგობისთვის სულ არ მიუქცევია ყურადღება. -ორივე მე მინდა...თვალით მანიშნა დააფიქსირე პროგრამაშიო და სხვა გზა არ დამრჩა მეც.ერთი მერე წინ დამიდო,მეორე გახსნა დ მადიანად მოკბიჩა. -არ მიირთმევ? -რატომ აკეთებ ამას? -რას? -ასე რატომ იქცევი? -იმიტომ რომ კარგ ადამიანებს მარტივად ვცნობ -სულაც არ ვარ კარგი და არც კარგი ადამიანები უნდა არავის,გამოიყენებენ და მერე სანაგვეში მოისვრიან...წამოვროშე უცებ,ისე ომ რომ მივხვდი უკვე გვიანი იყო -გახსოვდეს ცხოვრებაში უმიზეზოდ არაფერი ხდება,ყველაფერს აქვს თავის ახსნა,დაფიქრდი იქნებ ასე ჯობდა ან ასე იყო საჭირო. -მე მაინც ვფიქრობ რომ ჩემთან უნდა ყოფილიყო,,რატომ წავიდა?რატომ თქვა ჩემზე უარი?რატომ გამცვალა სხვაში?იქნებ ჩემი ბრალია ყველაფერი?ამოვხეთქე ისე თითქოს ჩემი ახლო ნათესავი ან კარგი ნაცნობი ყოფილიყო... -დამშვიდდი კარგი?გთხოვ რომ არ ინერვიულო.არავინ არ ღირს ცრემლების ფასად. დამიჯერე გავა დრო.ყველაფერი დაგავიწყდება,ახალი სიყვარულს შეხვდები და კარგად იქნები.მეც მქონია ცხოვრებაში ცუდი პერიოდი და მძიმე დღეები,მაგრამ გადავლახე,იმიტომ რომ ფეხზე მყარად ვიდექი და არავის მივეცი უფლება რომ დავცემულიყავი და დაცემული ვენახე.შენც ასე უნდა მოიქცე. არავის მისცე უფლება ცუდად გაგრძნობინოს თავი.ახლა კი ღამე მშვიდობის.მითხრა და ისე გაუჩინარდა თითქოს მოჩვენება ყოფილიყო,გაოცებული ვუყურებდი კარებს და მგონი მართლა მოჩვენება მეგონა,თან მისი ვიზუალის აღდგენა რომ ვცადე ვერანაირად ვერ გავიხსენე და ამან უფრო გამაბრაზა.... ღამით ისევ ხმაურმა გამაღვიძა.ისევ იგივე,არადა ხომ დამპირდა?თავზე ბალიში წავიფარე,მაგრამ არ მიშველა და საერთოდაც უფრო ცუდად ვიგრძენი თავი. ძილი გამიტყდა. არა ამას მოვკლავ ნამდვილად მოვკლავ.დავიმუქრე და სამზარეულოში გავედი,ჭიქაში ცივი წყალი დავიხსი და იქიდან აივანზე მოვკალათდი ჩემს სავარძელში,ფეხები აივნის მოაჯირზე შემოვაწყე და ის იყო პირველი ყლუპი უნდა მომესვა,რომ ბოხი ხმა მომესმა და შიშისგან შევხტი. -მშვენიერი ხედია. -ჯანდაბა იდიოტო შემაშინე.შევუღრინე და ფეხები ქვემოთ ჩამოვწიე.პირველად ვინანე რომ ჩვენ აივნებს შორის მხოლოდ გისოსები იყო აღმართული და არა კედელი. -ეე რატომ ჩამოუშვი მშვენიერი ხედი იყო,-ჩაეღიმა ეშმაკურად.ახლა გავიაზრე რომ უმოკლესი პენუარი მეცვა და თხელი ზედა ძლივს მიფარავდა ინტიმურ ადგილებს. -უსინდისო.ის არ გყოფნის რომ არ მაძინებ და ახლა ასე ურცხვად მომჩერებიხარ. -დაიძინე მერე ვინ გიშლის?ან ჩაცმას გიშლის ვინმე? -შეენ -რა მე? მე გიშლი ხელს ჩაცმაში? -ძილში მიშლი ხელს შენც და შენი საყვარელიც..ხო მართლა სად არის ახლა?იქნებ აივანზე სექ..ით გინდათ დაკავდეთ და მე გიშლით ხელს?კარგი შევალ ახლავე,თუ შესვენება გაქვთ?-არ დავაკელი ირონია -ხომ არ გინდა შენთან გადმოვინაცვლო და დაგატკბო?თორემ ამ ბოლო დროს ძალიან ხარ გაკაპასებული და მეშინია შენმა შხამმა არ მოგწამლოს... -არც იფიქრო... -გპირდები კარგად ისიამოვნებ... -იდიოტი ხააარ.შენს საყვარელს მიხედე.მე თავი დამანებე.,მივაძახე გაბრაზებულმა და სახლში შევბრუნდი.საძინებელში გასვლას აზრი არ ჰქონდა და პირდაპირ მისაღებში მოვთავსდი დივანზე დასაძინებლად...რამდენიმე დღე იყო გასული ჩვენი შეხვედრიდან,მე ისევ სმენაში ვიყავი და მორიგ ღამეს ვათენებდი.როცა კარი გაიღო და ისევ შუაღამისას შემოვიდა.უცებ ვერ ვიცანი და როგორც რიგით კლიენტს ისე მივესალმე -მიცანი?გამიღიმა და წინ ამესვეტა სალაროსთან ყურადღებით შევათვალიერე და ამჯერად კარგად შევაფასე.შავი ფერის ტანსაცმელი ეცვა. ასევე თხელი შავი კაპიშონიანი მოსასხამი და შავი ფერის შარფი ჰქონდა ყელზე შემოხვეული რამაც ყველაზე მეტად მიიქცია ჩემი ყურადღება.ოდნავ წამოზრდილ წვერს ატარებდა და არც სიგამხდრეს უჩიოდა.ცოტა ჩაპუტკუნებული ოდნავ ღიპიანი მამაკაცი იყო.გულში გამეღიმა.ყოველთვის მომწონდა მამაკაცს რომ ოდნავ მოზრდილი ღიპი ჰქონდა და ყოველთვის დამცინოდნენ ამაზე დაქალები. -როგორ ხარ? -უკეთესად. -ხომ გითხარი გავა დრო დამშვიდდები და ყველაფერი კარგად იქნება თქო- ნია... მოიცა ჩემი სახელი საიდან იცის?აჰ ახლა გამახსენდა.ბეიჯზე მაწერია... -უკეთესად არაფერი არაა.არც მე ვარ კარგად.უბრალოდ ახლა აღარ ვტირი/ -რაღაც მაინც შეცვლილა -შენ რა გქვია?დავუსვი ალბათ იმ მომენტისთვის ყველაზე შეუფერებელი კითხვა -მათე..მოკლედ სიგარეტი და ორი სნიკერსი,ერთი შენთვის ერთი ჩემთვის და ახლა არ გამაგონო უარი. ისევ თავისი გაიტანა და რამდენიმე წამში დიდი ხნის ნაცნობებივით ვსაუბრობდით.სულ არ გვადარდებდა რომ შუაღამე იყო. -ამ დროს აქ რას აკეთებ? -აქეთ მოვხვდი და ვიფიქრე ვნახავ თქო.დამაინტერესა შენმა ამბავმა. -უკვე შენობითზე გადავედით? -რატომაც არა?მე წინააღმდეგი არ ვარ.თან შენ ისეთი საყვარელკი ხარ,ისეთი სხვანაირი.შენში ისეთი რამე აღმოვაჩინე როც აქამდე არავისში არც ერთ ქალში არ მინახავს.შენ ისეთი ტკივილით თქვი კარგები არავის უნდაო რომ ჩემს სულსაც კი ჩასწვდა.მე მეე მინდა შენნაირი კარგი ადამიანი -შენ რამდენი ლაპარაკი გყვარებია,გამეცინა.- -წესით აქ არ უნდა ვლაპარაკოდეთ ამაზე და არცაა აქ სალაპარაკო ადგილი.შენი ნომერი მითხარი,დაგირეკავ,სადმე შევხვდეთ და კარგად უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი. -გული უნდა დაგწყვიტო და უარი გითხრა. -რატომ? -იმიტომ -ჯიუტი ხარ...პატარა ჯიუტი ბავშვი.მიდი მაშინ ფეისბუქზე მაინც დამამატე.დაგინახე წეღან რომ იყავი შესული.ახლა მაგასაც ნუ მომატყუებ. ისე მითხრა და მეც ისე ვემორჩილებოდი,ისე ავკრიფე ასოები და ისე გავგზავნე მეგობრობა რომ თვითონაც მიკვირდა როგორ ვემორჩილეოდი ასე და მარიონეტივით როგორ მიმორჩილებდა... იმავე საღამოს დავიწყეთ ერთმანეთთან მიმოწერა და უფრო ახლოს გაცნობა.ჯერ უაზრო და სულელური,მერე უფრო სერიოზული სრულიად უცნობ,ასე არსაიდან მოსულ ადამიანთან... საღამოს ძალიან მომინდა ნაყინი,ვინაიდან მაცივარში არ მეგულებოდა იძულებული გავხდი მაღაზიაში ჩავსულიყავი.სახლის ფორმით წავედი,ცუდად სულაც არ მქონდა მოკლე შორტი და ტოპი მაიკა. ყველაფერი სწრაფად ვიყიდე და უკან გამოვბრუნდი.ლიფტში რომ შევედი მაშინ შემოვარდა ისიც და კარიც დაიკეტა. -ძალიან ცხელა ხო? მკითხა რომ შეაფასა ჩემი ბარგი -კი ძალიან -არ აპირებ დასვენებას?ცოდო ხარ თბილისში მთელი ზაფხული. -აგვისტოში შვებულება მაქვს და წავალ სადმე.შენ? -მეც წავალ სადმე,რა ვიცი მოვიფიქრებ რამეს. -ისე რატომ არ გამოგვივიდა არაფერი ნია? -არ ვიცი,არ გვიჩხუბია,არ არაფერი,წესით ერთმანეთს კარგად ვუგებდით მაგრამ მაინც ასე დასრულდა ყველაფერი. -გახსოვს როორ გავიცანით ერთმანეთი? -კი რა დამავიწყებს.-გამეღიმა და ლიფტიდან პირველი გამოვედი.სადარბაზოში შევჩერდით და იქ გავაგრძელეთ საუბარი. -შენ ტიროდი.. -შენ კი ასე არსაიდან გამოჩნდი და ამრიე -არაფერიც.ასე რომ ყოფილიყო არ დაასრულებდი ყველაფერს ისე გაურკვევლად -იქნებ შემეშინდა? -კარგი რაა..რისი შეგეშინდა.-ჩაეცინა -შენი.შენი მეშინოდა.არაფერი არ ვიცოდი შენზე და მაგის.ისევ ვეღარ გენდე -ახლაც არ იცი არაფერი -ახლა აღარ მეშინია -რატომ გაიზარდე და დიდი გოგო ხარ უკვე? -კი დიდი გოგო ვარ უკვე,მივუხვდი სარკაზმს. -არავინ გამოჩნდა აქამდე? -არა,ვერავინ გაუძლო ეტყობა ჩემს მძიმე ხასიათს და მოთხოვნებს. -ისევ ისეთი მკაცრი ხარ? -ალბათ.იცი არც შენ არ ხარ მიამიტი და ადვილად მიმნდობი.პირიქით საკმარისად ძლიერიც ხარ რომ ჩემისთანა თავნება ქალი დაგემორჩილებინა.რატომ არ სცადე შენ?რატომ გამიშვი ისე მარტივად? -არ ვიცი -ბევრი"არ ვიცია"ჩვენს ურთიერთობაში.იმასაც მივხვდი რომ შენც არავის გყავს,მხოლოდ ერთჯერადი ურთიერთობით კმაყოფილდებ.. -ნუ ეს ბუნებრივი მოთხოვნილებაა. -ყოველდღე ადამიანო?თან ასე გიჟურად.ორივეს გაგვეცინა.ორივეს სიცილი გულწრფელი იყო. ვიგრძენი.მე ეს ვიგრძენი...მის თაფლისფერ თვალებში ვხედავდი -ნაყინი დაგიდნა. -არა უშავს -არც ჩემს დაპატიჟებას აპირებ ხო? -დარწმუნებული ხარ რომ ჩემი დამდნარი ნაყინის დაგემოვნება გინდა ახლა? -მე შენი უკეთ გაცნობა მინდა. -კარგი რაა -ისევ იგივე.სულ ასეა.ყოველთვის გარბიხარ.გგონია რომ თუ შენს გრძნობებს ვინმეს ანახებ დასუსტდები,მაგრამ ასე არაა. პასუხის გაცემა არ დამცალდა,ლიფტის კარი გაიღო და მისი მორიგი ლამაზმანი გამოჩნდა.მისკენ წავიდა და არც კი გაითვალისწინა იქ რომ ვიყავი ყელზე ჩამოეკიდა.გაბრაზებულმა დაუმშვიდობებლად მივუხურე ცხვირწინ კარი,აფეთქებას არაფერი მიკლდა,ჯავრი ნაყინზე ვიყარე და პირდაპირ სანაგვში მოვისროლე.იმ ღამით საძინებელს არ გავკარებივარ რომ ისევ უძილო არ დავრჩენილიყავი.ამისთვის აუცილებლად მოგთხოვდი პასუხს მათე აბაშიძეს -ჩემს ბოლო ერთი თვის ღამეულ კოშმარს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.