შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოველი ოცდამეერთე (თავი მეხუთე/პირველი ნაწილის დასასრული)


19-05-2018, 21:07
ავტორი Tatia Vardzelashvili
ნანახია 1 273

*** (სანდრო)
კულისებიდან გამოვდივარ და ბართან დაკიდებულ საათს, არ ვუჯერებ, უკვე თერთმეტი დაწყებულა და სესილი ისე გაქრა აქედან, ვერც კი შევამჩნიე. ვხვდები, რომ რაღაც არ უნდა იყოს რიგზე. ლიზას გავხედე და გალეწლი მთვრალია, ნოესთან ერთად, ცოტა არ იყოს, ასეთ რაღაცეზე, ვბრზდები. ლიზასგან ამას არ მოველოდი. ასე რომ სესილის მოძებნა მარტომ გავაგრძელე. მთელი ბარი დავიარე და არსად იყო შემდეგ, ერთ, პანკ ბიჭს მივადექი.-უკაცრავად, გოგონა ხომ არ დაგინახავს, რიჟა, მხრებამდე თმით და მწვანე თვალებით? - ვეკითხები ბიჭს და აღფრთოვანებული მპასუხობს:-ვაიმე, სანდრო შენ ბენდის სოლისტი ხარ არაა? - ჯიბეებში ხელებს იყოფს და რაღაცას გამალებით ეძებს - აჰ, აი სად ყოფილა - ჯიბიდან ტელეფონს იღებს და მაიძულებს სელფი გადავიღო. კმაყოფილი აკვირდება სურათს და მე კითხვას ვუმეორებ.-გოგონა ხომ არ გინახავს, რიჟა, მხრებამდე, ხვეული თმით? მწვანე თვალები აქვს.-მმმ. მგონი კი, გავიცანი და რომ მიყურებდა, თვალები აუცრემლიანდა და გაიქცა ცოტა არ იყოს, უცნაური გოგოა -მხრებს იჩეჩავს და ამატებს - თანაც ხომ იცი ლევან ჯაში, მაგის შვილი ვარო მითხრა - და აი აქ, სადაცაა, ნერვიულობისგან გონებას დავკარგავ. ქუჩაში გავდივარ და გამვლელებს, სესილიზე ვეკითხები. ზოგმა ისე ჩამიარა, რომ ზედაც არ შემოუხედავს, ზოგს ძალიან შევეცოდე, მანუგეშეს, ზოგმა დახმარება შემომთავაზა, ერთი ორმა გადაწყვიტა, პოლიციაში დაერეკა. როგორ ადამიანს აღარ შევხვდი, მაგრამ სესილიზე, არავინ, არაფერი იცოდა. სახლშიც მივედი, სათადარიგო გასაღები სულ თან მაქვს. შინ არ იყო და ტელეფონიც სახლში დაეტოვებინა. ისღა დამრჩენია, რომ მთელი მსოფლიო მოვიარო და სესილი ვიპოვო. ყველა სადღეღამისო ბარი, თუ კვების ობიეტი, მოვიარე, ყველა მარკეტში ვიყავი, ყველა სასტუმროს ნომერი დავათვალიერე, ნებისმიერს ვეკითხებოდი, მაგრამ ყველამ უარით გამისტუმრა. სადაცაა, ღამის სამი საათი შესრულდება, ნეტავ სად მივდივარ? ქუჩებს ვაკვირდები და გზები ათასნაირად იყოფა. ახლა ვხვდები რომ, თითოეული ჩიხიც ძალიან დიდი და ღრმაა. მგონია რომ სამყაროს უკვე ათასჯერ შემოვუარე. ვერაფერს ვგრძნობ, არც ვიღლები, არც მყურია, არც მშია, არც მეცინება ან მეტირება, არც ის ვიცი, სად უნდა წავიდე ან სად ვარ ახლა, თითქოს რობოტი ვარ და ვიღაც მმართავს. ყველგან ყველაფერს ვედები მაგრამ სულ სიცარიელე მხვდება. იმედსაც ვკარგავ თითქოს მაგრამ ამყველაფრის შემდეგ, ერთხელაც არ გამიფიქრებია, რომ ძებნა შემეწყვიტა. ვერა და ვერ ვჩერდები, ერთხელაც არ დავმჯდარვარ. ახლა ვხვდები ყველაფრის ფასს და ახლა ვაკვირდები სამყაროს უსასრულობას, ახლა ვნანობ ჩემს საქციელებს, სწორედ მაშინ როდესაც მე გამიჭირდა. ჩემი ბრალია, სულ ჩემი ბრალია, სესილის ამბავი დავიკიდე და გართობისკენ ვუბიძგე და აი შედეგიც. უკვე 5 საათი ხდება. სინათლეა, მაგრამ მზე არსად ჩანს, ისეთი სიმშვიდეა მაყრუებს, უგზო უკლოდ დავდივარ. თითქოს დედამიწა გაჩერდა და მე სადღაც სიცარიელეში გავიჭედე, უეცრად მიყრუებულში აღმოვჩნდი. მივიხედ-მოვიხედე, მხოლოდ მშრალ და ხრიოკ მიწას ვხედავდი. იმდენად უსიცოცხლო იყო იქაურობა, რომ თავი სხვა პლანეტაზე მეგონა. არც მცენარეები, არც ფრინველები, მხოლოდ ნოემბრის ცივ ქარს ვგრძნობდი და მას ვეძებდი... ვეძებდი, მაგრამ არვიცოდი რა ძალა მამოძრავებდა, არც ის სად ვიყავი ან სად მივდიოდი. თითქოს სამყარო ამოტრიალდა და ყველაფერი ჩემს საწინააღმდეგოდ ხდებოდა. უძოლობისგან, ქუთუთოები სულ გამშავებოდა და თვალები გამწითლებოდა, თითქოს ყელში ბურთი გამეჩხირა და სუნთქვაში ხელს მიშლიდა, სისხლი ძარღვებში როგორც ელვა ისე მოძრაობდა და გარეთ სურდა გამოსვლა, გული გამალებით მიცემდა რაღაცას მანიშნებდა, რაღაცის მოლოდინში იყო, არაფერი მესმოდა. არ ვიცოდი რა მექნა, იქნებ სულაც უშედეგოდ ვმოქედებდი. უკვე აღარაფრის იმედი დამრჩენოდა, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრიდი. მივდიოდი და ხელ-ფეხი მიშეშდებოდა და ძვლები მეშლებოდა...ჰოდა არ ვიცი ეს რა იყო მაგრამ გზად ახლად ამოსული ყლორტი შემომხვდა! ღმერთო ნუთუ ამ უსიცოცხლო მიწაზე?! დავიხარე და ნაზად შევეხე... თითქოს ქარს ვეღარ ვგრძნობდი, გულის ცემა შემინელდა, ღმერთო ნუთუ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება. იმედი მომეცა და გზა გავაგრძელე. თითქოს ტვინი მიხურდებოდა ფიქრისგან და აზრები ერთმანეთში მერეოდა. მივრბოდი და გავყვიროდი -სესილი დაბრუნდიიი!- მაგრამ ხმის გამცემი არავინ იყო, საკუთარ ხმას ვერ ვცნობდი, თითქოს ჩემი თავი მე არ მეკუთვნისო. სულ ცივმა ოფლმა დამასხა. სრულიად განადგურებული ვიყავი, მაგრამ რაღაც მაინც მსიამოვნებდა ამ სიტუაციაში. უეცრად ხმა მომესმა, თვალები დავხუჭე და წყლის სუნი ვიგრძენი, წყლის სუნი, ხვდებით?! გავიხედე და ზუსტად ერთ წამში მდინარე ვიპოვე. ღმერთო ნუთუ ამ უსიცოცხლო მიწაზე? ეს ყველაფერი მეხმარება და მახვედრებს, რომ სესილის დაწყებული ამბის დასრულება უნდა, იმტომ რომ, დღეს, 21 ნოემბერია. და თუ ასეა, მაშინ ესს ადგილი რაღას წარმოადგენს, უსიცოცხლო ადგილი, სადაც, უეცრად, მდინარეს ვპოულობ, მაშინ ეს რაღას ნიშნავს? და მკითხველო შენ რას ფიქრობ სესილიზე?



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

au dzaankaia da male dade raaa♥♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent