შავი ანგელოზი 16
ნია და რატი.... კიდევ დიდხანს ვინებივრეთ ლოგინში,მაგრამ ზედმეტი არც კი უკადრებია რატის ჩემთვის უბრალოდ ერთმანეჸს ჩახუტებულები ვიყავით,ასეთი სითბო თუ იყო ამ ადამიანში არც ვიცოდი,ისეთი ცივის და უხეშის შთაბეჭდილებას ტოვებს. -ნია,ჩემო ლამაზო მადლობა ამ ბედნიერებისთვის რაც ჩემ გვერზე ყოფნით მომნიჭე,მადლობელი ვარ . ორშ. 21:49 -მეც ბედნიერი ვარ რატი მაგრამ შენი წარსულის მეშინია,მეშინია ისეთი რამე არ მოხდეს რაც ერთმანეთს დაგვაშორებს,მე შენზე არაფერი არ ვიცი.თუმცა ისეთი მიგიღე როგორიც ხარ. -შევეცდები ჩემო ლამაზო რომ ჩემა წარსულმა ჩვენი მომავალი არ დააზიანოს.ჩემი ცხოვრების სინათლე ხარ-მეუბნევა ამას და მკოცნის-დროა ავდგეთ და დავბრუნდეთ. ყველანი თბილისსში ვბრუნდებით მე სახლში მტოვებს რატი და მიდიან.როგორ მომენატრა ჩემი სახლი რა,კაი იყო ბათუმში მაგრამ საკუთარ სახლს არაფერი შეედრება.დედაჩემი სამსახურიდან ერთი კვირით მივლინებითა წასული მარტო რა გაძლებს რა.თაკოს ვურეკავ და ვეუბნევი გადმოვიდეს ჩემთან.მანამდე აბაზანაში შევდივარ და წყალს ვივლებ.მახსენდება რატის კოცნა,მოფერება მისი სურნელი,ტუჩებზე თითს ვიტარებ და გიჟივით მეცინება.....ამასობაში თაკოც მოდის და ვიწყებთ ჭორაობას.რატიზე ვუყვები ის კი გიჟივით გახარებული დახტის. -არ მჯერა,არ მჯერა ჩემი დაქალი შეყვარებულია-კივის ბოლო ხმაზე. -რა გაყვირებს გოგო დავყრუვდი-ვეუბნევი სიცილით-შენ რას შვები შენ რატუნიასთან. -აუ ერთი მაგისიც რა გავაცნომიერეთ,რომ ეს უბრალოდ ბავშური გატაცება იყო და დავშორდით.ახლა ბიღაცას ხვდება. -აუ არ ვიცოდი თაკ.ვწუხვარ -დაიკიდე რა,მაგაზე უკეთესი გამოჩნდება-მეუბნევა თავისი ოპტიმიზმით. კიდევ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ.თაკოს წასვლის მერე მობილური შევამოწმე არც ერთი ზარი არც სმს არ იყო რატისგან,გული მეტკინა რაღაცნაირად მაგრამ გავატარე ხვალ ვნახავ.ამ იმედით ვწვები და ვიძინებ. დილით მაღვიძარის ხმა მაღვიძებს ვდგები მინდა დღეს ძალიან ლამაზი ვიყო.წყალს ვივლებ,კარადას ვაღებ და ვათვალიერებ რა ჩავიცვა ბოლოს ლურჯ კაბაზე ვჩერდები.შავი მუქი ლურჯი კაბა მოკლეკლავებით მუხლზე აცდენილი,თმას ბოლოებში ვიხვევ სახეზე მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ.თხელ შემოსაცმელს ვიცმევ კლასიკურ ქუსლიან ფეხსაცმელს,მიშელ კორსის ლურჯ ჩანთას ვიჭერ და მივდივარ სამსახურში. სამსახურში მისულს ანა მეუბნევა,რომ გაგას აქვს ჩემთან საქმე და კაბინეტში მელოდება.მასთან მივდივარ კარზე ვაკაკუნებ და ნებართვის მერე შევდივარ. -გამარჯობა გაგა მეძახდით? -გამარჯობა ნია როგორ ხარ?შესანიშნავად გამოიყურები,ნია ბათუმის სასტუმროს თაობაზე გეძახდით,ჩვენ კომპანიონებს ძალიან მოეწონათ შენი დიზაინი და ერთერთ სასტუმროს მშენებლობას ასრულებენ და უნდათ მათ დიზაინზე ჩვენმა კომპანიამ უფრო მეტი თქვენ იმუშაოთ მაინტერესებს რას იტყვით,ქალბატონ ლიას ველაპარაკე და მან მითხრა როგორც ნია გადაწყვეტს ისე ვქნათო.-მეუბნევა გაგა -შესანიშნავი წინადადება გაგა უარს ნამდვილად არ გეტყვი,ვადები რამდენია მოცემული რამდენ ხანში უნდა ჩავეტიოთ?-ვეკითხები მე. -2კვირა ნია. -საკმაოდ ცოტა დროა მაგრამ არა პრობლემა ჩავეტევი-ვიძახი თავდაჯარებულად. -კაი ნია წარმატებებს გისურვებ.ხო მართლა რატი წუხელ ნიორკში გაფრინდა რაღაც სასწრაფო საქმეებზე.მთხოვა მეთქვა. -შეეძლო თავად ეთქვა გაგა-ვეუბნევი ირონიულად-კაი წავედი უნდა ვიმუშაო. ჩემ კაბინეტში შევდივარ,თვალები მიცრემლიანდება,გული მეტკინა გაუფრთხილებლად,რომ წავიდა,თავი ხელში ამყავს იმედი მაქ რომ დამირეკავს.......... 10დღე ისე გადის რატი ერთხელაც არ მეხმიანება,ვცდილობ მასზე არ ვიფიქრო,გული საშინლად მტკივა რადგან ეს იდიოტი იმაზე ძვირაფასია ჩემთვის ვიდრე მეგონა,შემიყვარდა,ისე ძლიერ რომ ახლა საშინლად მტკივა გული მის გარეშე სუნთქვაც კი მიჭირს უკვე.ვცდილობდი ეს დღეები საქმეზე გადამეტანა ყურადღება და არ მეფიქრა რატიზე მაგრამ გულს რა ვუყო. ამ დილით კომპანიაში დიზაინის წარდგენა გვაქ,როგორც ყოველთვის აბაზანაში წყალს ვივლებ,რაც ხელში მხვდება იმეებს ვიცმევ,შავ ტყავის ელასტიკს,ზევიდან გრძელ ვარდისფერ თხელ საროჩკას,ფეხზე საზაფხულო ქუსლიან ფეხსაცმელს,თმას კოსოდ ვიკეთებ და მივდივარ სამსახურში.კომპანიაში მისულს გული რაღაცნაირად მიჩქარდება,მაგრამ არ ვიმჩნევ ჩემ კაბინეტში შევდივარ,საბუთებს ვიღებ და საკოფერეციო დარბაზში შევდივარ.უჩვეულო არაფერია კომპანიონები სხედან,მეც იქვე ვჯდები და გაგას ველოდებით.... კარები იღება და გაგასთან ერთად ვიღაც შემოდის გული საშინლად მიჩქარდება,თავს საბუთებიდან ვწევ და ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება,ისა ისევ ისეთი ცივი თვალებით ,რატი ყვირის ჩემი გული,მინდა წამოვხტე ვეჩხუბო,ვუყვირო რომ მარტო დამტოვა და მთელი 10დღე ტანჯვისთვის გამიმეტა,თვალები მიცრემლიანდება მის დანახვაზე თითონაც ამჩნევს და თავს ღუნავს,მაგრამ რის ნია ვარ ეს წამიერია ეს სისუსტე თავი ხელში ამყავს და ვიწყებთ პრეზენტაციას.გაგა ხსნის მერე სიტყვას მე მითმობს. -პირველ რიგში ყველას მოგესალმებით მეგობრებო ბევრი ლაპარაკით თავს არ მოგაწყენთ,მე გიჩვენებთ ეხლა დიზაინის თქვენ სასტუმროსას თუ როგორი იქნება როცა დასრულდება თქვენი სასტუმროს მოწყობა და ვრთავლეპტოპს და დიდ ეკრანზე იწყება ჩვენება თუ როგორი იქნება ოთახები,მათი მოწყობა და რა გასართობებით შემოიფარგლებიან დამსვენებლები... ყველანი აღფრთოვანებულები რჩებიან ტაშს მიკრავენ და მადლობას მიხდიან,რატი სიამაყით მიყურებს,მაგრამ ოდნავადაც არ ვაქცევ ყურადღებას ყველას მადლობას ვუხდი და კაბინეტიდან გავდივარ.ვგრძნობ ისიც მომყვება მაგრამ არ მინდა უკან მიხედვა. -ნია გაჩერდი მომიცადე-იძახის რატი. -თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქ ბატონო რატი,უკაცრავად ვეუბნევი და ჩემი კაბინეტის კარს ცხვირწინ ვუჯახუნებ. კარებს გიჟივით აღებს და შემოდის. -ნია მომისმინე ამის დ...შ....უნდა აგიხსნა ყველაფერი და მომისმინე . -არ ვაპირებ რატი შენ მოსმენას გადი ჩემი კაბინეტიდან-ვეუბნევი საშინლად გააჩხლებული. -მოგიწევს მოსმენა,მკავში ხელს მკიდებს მიზიდავს და ტუჩებზე მკოცნის ველურივით,ვუძალიანდები მაგრამ არ იშვებს ხელს უფრო მთელი ძალით მიკრავს სხეულზე.მეც ვყვები და მთელი მონატრებით და გრძნობით ვყვები,ჯანდაბა ჩემი სიამაყე ეს კაცი მაგიჟებს. -მძულხარ რატი მძულხარ მეზიზღები ასეთი საზიზღარი რომ. ხარ,რომ დამტოვე და წახვედი-თან ვკოცნი მთელი ვნებით თან შიგდაშიგ ვეუბნევი. -ნია მომისმინე რომ აგიხსნა ყველაფერი-მეუბევა რატი. -ხელ გამიშვი არ ვაპირებ შენ მოსმენას,ხელს ვინთავისუფლებ და სილას ვაწნავ მთელი ძა ლით.რატი სიბრაზისგან თვალებიდან ცეცხლს ყრის -ე გითხარი წყნარად მომისმინე თქო,ხელს როგორ მარტყავ-ეს შენ მაიძულე სანამ არ მომისმინე არსად გაგიშვებ.ხელში ავყავარ ტომარასავით მიგდებს გვერზე და ასე გავყავარ კაბინეტიდან. -რატი დამსვი,სულ გააფრინე,სირცხვილია ყველა ჩვენ გვიყურებს,მეზიზღები მაინც არ მოგისმენ დამსვი-ვუყვირი თან ზურგზე მუშტებს ვურტყავ.მაგრამ არაფერი ესმის.მანქანაში მტენის კარებს კეტავს,თითონ საჭესთან ჯდება და სადღაც მივყავარ მთრლი სიჩქარით. -იდიოტო სიძქარე მაინც შეანელე,აუ როგორ მეზიზღები ნეტა იცოდე ვუკივი მე. მანქანას ატორმუზებს.მანქანიდან გადადის კარებს აღებს და მანქანიდან გადავყავარ მკლავზე ხელს საშინლად მიჭერს. -არ მოკეტავ ნია,თუ მომისმმენ და ყვირილს მორჩები გაიგებ ეს 10დღე სად ვიყავი,შეხედე ამას,რატი მაიკას იწევს და ჭრილობას მაჩვენებს ზედგულთან გვერზე ჭრილობას მიჩვენებს. -შეხედე ნია,შეხედე მთელი ეს 10დღე დაჭრილი სავანდმყოფოში ვიწექი,მთელი 3 დღე უგუნოდ ვიყავი.რომ არ გენერვიულა ამიტომ გითხრა გაგამ ნიორკში წავიდაო.გესმის ეხლა-მეუბნევა და ხელს მიშვებს. -რატი,საყვარელო-თითებს ჭრილობაზე ვუსმევ და თვალებიდან ცრემლები ჩამომდის.-მაპატიე მეგონა მიმატოვე და უბრალოდ გაერთე ჩემით რა მოხდა რატომ არ მითხარით,რატი რატო?-ვეუბნევი ტირილით. -ჩუ ჩემო ლაპაზო,შენ თვალებზე ცრემლს ვერ ავიტან მოდი ჩემთან წავიდეთ და ყველაფერს მოგიყვები ჩემ ცხოვრებაში.შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მომენატრე მოდი ჩემთან და ნორმალურად ჩამეხუტე ველურო სულ დამკაწრე მეუბნევა სიცილით. -რა გაცინებს იდიოტო-ვეუბნევი ტირილ სიცილით და გულში ვეკრობი.ღმერთო როგორ მიყვარს. ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.