შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"შეჩერდი მტკვარო"(სრულად)


25-05-2018, 00:47
ავტორი ტერიკო74
ნანახია 7 142

-გულიზარა ,გულიზარა ,- ყიჟინით დარბოდნენ უბნის ბავშვები და ასფალტის მთელ სიგრძეზე ,ცარცით ჯვრებს ხატავდნენ. გულამოვარდნილები შეცვივდნენ იტალიურ ეზოში ,რკინის ორნამენტებიან კარიდან თვალები ამოყვეს და დაელოდნენ როდის ჩაივლიდა იეზიდი გულიზარა.ხნიერი ქალი წელში ისე იყო მოხრილი,გეგონება ძირიდან კენჭის აღებას აპირებსო.გრძელი თალხი ეცვა მუდამ, გაცრეცილი და დაკემსილი,თავზე სამფენად შემოხვეული საბურავი,შუბლთან სამნსაკვად ჰქონდა დაკოსებული. სიბერისგან დაღარული სახე ჯვრების დანახვისას , უარესად ებრიცებოდა და იეზიდურ ენაზე ქოთქოთით , იღლიაში ამოდებული ცოცხით დაერეოდა ონავრებს.არავინ იცის,გულიზარას რატომ აფორიაქებდა ჯვრების დანახვა.

ვერცხლის ქუჩაზე,ერთ-ერთ იტალიურ ეზოს ორ სართულიანი სახლის ქვედა სართული, ორ ოჯახს და უფროს გამომძიებელ,მილიციის კაპიტან მიშო გიგაურს ეკავა.ზედა სართული ებრაულ ოჯახს, შინაბერა მერის და მსუბუქი ყოფაქცევის ნაირას დაეკავებინათ.ეზოს გულში ონკანი იდგა,გარშემო უხეიროდ გალესილი,რომელშიც მუდმივად იდგა თუნუქის ტაშტით სარეცხი.

-რა დღეში ხართ,თქვე ჭინკებო,ისევ გულიზარას აბრაზებთ?!-ხის რიკულებიან აივანზე გადმომდგარი მერი,მარაოს ფრიალით უცაცხანებდა ბავშვებს.
-„როცა შინაბერა თხოვდება,ის მაშინვე ახალგაზრდა ცოლად გადაიქცევა“,-პათოსით წარმოთქვა კარში თავგამოყოფილმა მიშომ და ბოლომდე გამოაჩინა კბილები.

-მერე? შენ მომიყვან ცოლად?- მარაოს ფრიალს კეკლუცად უმატა.

-მოგიყვან!- საფეხურზე ფეხი ადგა მიშომ და შუშაბანდის კარს საკეტი გამოსდო.

-როდის?-აკისკისდა მერი,გადაავიწყდა ონავრები.

-როცა გაიზრდები,- თვალი ჩაუკრა და ეზოს სტვენით გაუყვა ,კარს უკან დამალულ „ახტაჯანა“ კატოს თმა მოუჩეჩა.

-ჰმ,“მერზავეც“,-გაკაპასდა მერი,მარაო ერთი ხელის დაკვით დაკეცა და გავის ქნევით კარში გაუჩინარდა.
***
ზაფხულის მზე ქალაქში ჩასულიყო და ყველაფრის ნახვა ერთიანად განეზრახა.
გვარიანად ცხელოდა. ძია სერგოს სადალაქოს მოპირდაპირედ,სასადილოს წინ მრგვალ მაგიდაზე, რომელზეც გაზეთი გაეშალათ,სამი მამაკაცი უსხდა.შებოლილი თევზი, ცივი ლუდი მოედგათ და გახურებულ გულებს იგრილებდნენ.

-მიშო,მოდი ,-დაიძახა ერთმა ,კათხა მაღლა ასწია და მეორე ხელზე თევზიანი თითები გაილოკა.

-მეჩქარება გურამ,სხვა დროს იყოს,შეგერგოთ,- თქვა და ძია სერგოს ცხვირწინ აესვეტა.

-გაუმარჯოს მიშოსა,-გაუღიმა დალაქმა.
-გამარჯობა,ძია სერგო,სწრაფად უნდა შემჭრა-გამპარსო,მაგვიანდება,-მიშო ტყავის ,მსხვილფეხა სავარძელში მოკალათდა და დატრიალდა.
-საითა ჩქარობ,ცოლი ხომ არ მოგყავს?- გაეცინა სერგოს და გულსაფარი კისერზე გაუბანტა.
-ცოლი მინდა ამ სიცხეში?- გაეცინა და სარკეში თავი შეათვალიერა.ლამაზი ბიჭი იყო მიშო,მაღალი,მხარ-ბეჭიანი,შავი გრუზა თმით და შავ თვალ-წარბით.ქალების გულთამპყრობელი.
-ცოლი სიცხეშიც კარგია და სიცივეშიც,ჩემო მიშო,-თქვა და ბაკებთან სამართებელი დაუსვა.
-კარგი რა,ძია სერგო,ვინ მოვიყვანო ,აბა ?-იცინოდა მიშო.
-მერის რას უწუნებ?ქალი დნება შენს დანახვაზე,-ეშმაკურად ჩაიცინა დალაქმა და ხელზე დასხმული ადეკოლონი მიუტყაპუნა პირზე.
-მერი არა?- დაიმანჭა,აეწვა სახე,-რომ არ მიყვარს?-გამომცდელი თვალით შეხედა სერგოს.
-ეგრე ჩემი ლუიზაც არ მიყვარდა თავიდან,რომ გამირიგეს.ეხლა ყველაფერს მირჩევნია მისი თავი.
-ეგ ადრე იყო,ძია სერგო,რაღა დროს გარიგებაა,-წამოდგა ფეხზე,ჯიბიდან მანეთიანი ამოიღო და სარკის წინ დაუდო.

-„ნაირა,ნაირა,ერთი კოცნა გაიმეტე,მომეც შენი „დაირა“..-წაუღიღინა გურამამ და გზაზე მომავალ მკერდსავსე ქალზე თანამოსუფრეებს თვალით ანიშნა.
-„ნაგლი ფრაერ,ხუჟე ტანკა“-აიმრიზა ქალი ,წითელპომადიანი ტუჩები ნესტოებთან შეკეცა.
-მიშო,ამ თავხედს ჭკუის სწავლება არ აწყენდა,-სულზე მოუსწრო სადალაქოდან გამოსულმა გიგაურმა.
-კარგი რა ,ნაირა,კოცნის გამო კაცს ხომ არ დავიჭერ?-გაეცინა, გურამას თითი დაუქნია და ორთაჭალისკენ ფეხით გაუყვა.
***
ხვათქი გადასდიოდა თბილისს,აბანოთუბანში ხალხი ირეოდა,სიცხისგან გახვითქულები გოგირდის წყ.ლებს ეშურებოდნენ.
-ვა,ვინც მოვიდა,გაუმარჯოს!-წელზე პირსახოცშემოხვეული,წელზემოთ შიშველი მექისე „ძიაძ“გარიკა ღიმილით შეეგება მიშოს.

-გაუმარჯოს „ძიაძ“გარიკ,ერთი შენებურად გამხეხე,ოღონდ სწრაფად,მეჩქარება,-მიშომ გახდა დაიწყო.
-მოდი,აქ დაწექი „ცავატანემ“,ისე გაგხეხოს გარიკამ,შენმა უფროსმა ვეღარ გიცნოს,-ახითხითდა მექისე .
გულმოდგინედ აუწითლა მთელი ტანი გიგაურს.
-ჰა,მიშოჯან,შენი ქორწილითვის როდის უნდა გაგხეხო?-ფეხებზე გადავიდა მექისე.
-შენ ,თუ ეგრე გამაძრე ტყავი „ძიაძ“გარიკ,ქორწილამდე ვერ მივალ,-იცინოდა მიშო.
***
სხეულს,თითქოს მძიმე ტვირთი მოეხსნა.მჩატედ მიაბიჯებდა გამომძიებელი განყოფილებისკენ.
-მიშო ბატონო,პროკურორი გიბარებთ,დარეკა,ანგრევდა ტელეფონს,გაბრაზებულია,-განყოფილებაში შესვლისთანავე ამცნო დამხმარემ და თითები საბეჭდ მანქანაზე აათამაშა.
-მანანა,კარგი ამბით მაინც დაგეწყო დილა,უჰ,რა გაუძლებს,-მობეზრებულად გადაიქნია თავი , კაბინეტის კარი ბოლომდე გამოაღო,-თუ ვინმემ მიკითხა,არ მცალია,-გაუღიმა მბეჭდავს და თავი ოთახში შერგო.
საქაღალდეებით სავსე მაგიდას მიუჯდა,საჩვენებელი და შუა თითი საფეთქელზე მიიბჯინა ,ცერა თითი ლოყას ამოსდო და თავი ზედ დააყრდნო.
მკვლელობას იძიებდა,ჩიხში იყო შესული საქმე.მოქალაქე ,სედა მირიანის ასული ზამბახიძე,რომელიც მარტოხელა გახლდათ,თავის სამოთახიან ბინაში,თავისსავე საწოლში, გარდაცვლილი იპოვნეს.ექპერტიზამ დაამტკიცა,რომ ქალი გაგუდული იყო ბალიშით.ერთადერთი ნათესავი,ვინც გააჩნდა ასაკოვან ქალს,იყო მისი ძმისშვილი ვინმე ელენე ზამბახიძე,მუსიკის პედაგოგი,რომელსაც თითქმის ხუთი თვეა მამიდასთან სტუმრობა არ ჰქონია.მტრები არ ჰყოლია გარდაცვლილს,როგორც მეზობლები ადასტურებენ.არც ხმაური გაუგონიათ მკვლელობის ღამეს.სახლშიც ყველაფერი ხელუხლებელი იყო თითქოს.არანაირი კვალი არ ჩანდა.დაიკითხა ყველა,ვისზეც შეიძლებოდა ეჭვი გაჩენილიყო,ყველას ალიბი აღმოაჩნდა.დარჩა მხოლოდ ძმისშვილი,რომელიც დღეს ჩამოდიოდა რაიონიდან.
ტელეფონის გაბმულმა ზარმა,ფიქრებიდან გამოიყვანა გამომძიებელი,ყურმილში პროკურორის ხმა მეხივით გაისმა,-სასწრაფოდ ჩემთან!
-რა გაუძლებს ამას,-გაიფიქრა მიშომ და ცივი ბორჯომის ბოთლი ნახევრამდე ჩაიყვანა.
-მანანა,მე „იქ“ მივდივარ,-თითი ზევით აიშვირა,-მერე სადგურზე უნდა გავიდე,დღეს იმ მოკლულის ნათესავი ჩამოდის,ბექა თუ მოვიდა,დამელოდოს.
-კარგი,მიშო ბატონო,-ააფახუნა წამწამები.

***
„მატარებელი ნომერი... თელავი-თბილისი,თორმეტ საათსა და ოც წუთზე,ჩამოდგება პირველ ლიანდაგზე.გასვლის დრო თხუთმეტი საათი და ოცი წუთი,მგზავრებს გთხოვთ,სალაროში შეიძინოთ ბილეთები“-აცხადებდა ოპერატორი ცხვირში ყიყინით.

გამომძიებელმა მაჯის საათზე დაიხედა,-„ჯერ ადრეა“-გაიფიქრა და რკინიგზის სადგურის შენობაში მდგარ ხის სკამზე ჩამოჯდა.გაზეთი გადაშალა და ინტერესით მოავლო თვალი ახალ ამბებს.“ამერიკის შეერთებულს შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის,ომი გარდაუვალია“-დიდი შავი ასოებით ეწერა.ყველა გვერდზე ომის საშიშროებაზე იყო საუბარი.გაზეთი დაახვია და იქვე ნაგვის ურნაში ჩაუძახა.
პერონზე ,კივილით შემოვარდა მატარებელი,ახმაურდნენ დამხვდურები,ვაგონებს თვალს კისრის წაწევით ათვალიერებდნენ და ნაცნობ სახეების დანახვისას ხელებს ჰაერში იქნევდნენ.
მიშომ ნაბიჯს აუჩქარა,მხოლოდ ფოტოებში ჰყავდა ნანახი ზამბახიძე.
-რა იპოვნის ამდენ ხალხში,-ჩაილაპარაკა და ბარგის ურიკას გვერდი ძლივს აუქცია,ისე მოარბენინებდა პატარა ბიჭი.
წელში გამოყვანილი შავი კაბა ეცვა ელენეს,გულზე მუქი ლურჯი ნაქარგით.ქერა თმა გაეშალა და ზურმუხტისფერ თვალებს აქეთ-იქით დაბნეული დააცეცებდა.
-გამარჯობა,ელენე! უფროსი გამომძიებელი მიშო გიგაური,მე დაგირეკეთ!-ცხვირწინ შეეჯახა და ხელი გაუწოდა.
ქალი მოულოდნელობისგან შეკრთა,ხელი შემცბარმა შეაგება.
-ელენე ზამბახიძე,-თქვა და ყავისფერი ჩემოდანი ძირს დადგა.
-„ღმერთო,რა ლამაზია“-გაიფიქრა გამომძიებელმა და უარესად დასცხა.
-ქალბატონო ელენე,ვინაიდან თქვენი ნათესავის სახლი დალუქულია,ჯერ ჩემთან უნდა წამობრძანდეთ განყოფილებაში დაკითხვაზე.შემდეგ წავალთ სახლის დასათვალიერებლად,უნდა ნახოთ,რამე ხომ არ არის მოპარული.-თქვა და გოგონას ჩემოდანს დასწვდა.
-კარგით,-უხერხულად გაეღიმა ელენეს და წინ წასულს აედევნა.
***
მზე ,თითქოს ძალას კარგავდა,მწველი სხვივები ცოტა შეგრილებულიყვნენ.
გიგაურის სამუშაო მაგიდის გვერდით თანაშემწე მოკალათებულიყო და საქაღალდეში თავი ჩაერგო.
კარის გაღების ხმაზე,ფეხზე წამოდგა და გიგაურთან ერთად შემოსული , თავით-ფეხამდის შეათვალიერა.
-სად იპოვნე ეს ანგელოზი?-უჩურჩულა მიშოს და მხარი წაჰკრა ეშმაკური ღიმილით.
-ბექა!-ხმადაბლა შეუღრინა გიგაურმა და დაზარალებულს,თუ ეჭვმიტანილს, სკამზე დაჯდომა ანიშნა.
-აბა,ქალბატონო ელენე,-დაიწყო მიშომ და თაბახის ფურცელი ,კალამთან ერთად მოიმარჯვა.
-სრული სახელი,გვარი,დაბ.თარიღი,სად ცხოვრობთ,რა საქმიანობას ეწევით?-ქალს გამჭოლი მზერა მიაპყრო.
-ელენე ვიქტორის ასული ზამბახიძე,დავიბადე თბილისში 1951 წლის 3 აპრილს,ვარ 26 წლის.ამჟამად ვმუშაობ თელავის, ნომერ პირველ საჯარო სკოლაში,მუსიკის პედაგოგად,-თქვა და გრძელი თითები ერთმანეთში ახლართა.
-დაოჯახებული,დასაოჯახებელი?-ინტერესით მიაჩერდა ქალს და გული აუჩქარდა.
-დასაოჯახებელი,-ყოყმანი შეეტყო ხმაში.
-შეყვარებული,საქმრო ?-გიგაურმა ცალი თვალი ოდნავ მოჭუტა.
-არ მყავს,-ჩუმად ჩაილაპარაკა ელენემ.
-სახლის გასაღები,თქვენს გარდა,კიდევ ვინმეს ჰქონდა?-ხმა გამკაცრებოდა მიშოს.
-არა,არა,-თავი გაიქნია ქალმა.
-ბოლოს როდის ნახეთ,აწ გარდაცვლილი სედა მირიანის ასული ზამბახიძე?-თვალებში მიაშტერდა ქალს,-„ღმერთო რა სასწაულია,“-გიგაურის გონება დაუკითხავად აკეთებდა გადახვევებს.
-მამიდა ბოლოს,-ცრემლები მოაწვა ელენეს,აბრეშუმის ცხვირსახოცი ჩანთიდან ამოიღო და თვალებზე აიფარა.მიშო არ განძრეულა,მშვიდად განაგრძობდა ლოდინს.
-მამიდა ბოლოს,ხუთი თვის წინ ვნახე,კარგად იყო.საერთოდ არ ავადმყოფობდა,ისიც მუსიკოსია,ოღონდ აღარ მუშაობდა.
-მდაა..თითები ფურცელზე ააკაკუნა მიშომ და ქალს გამომწვევად დააკვირდა.
-ვინ დაადასტურებს,რომ თქვენ ამ დროის განმავლობაში,არ დაგიტოვებიათ სამუშაო ადგილი?
-ჩემი თანამშრომლები და მეზობლები დაადასტურებენ.ყოველ დღე სამსახურში ვარ,-ადგილზე აწრიალდა ქალი.
-კარგი,დღეისთვის საკმარისია.წავიდეთ გარდაცვლილის სახლში,-მიშო ფეხზე წამოდგა ,ჩემოდანი აიღო და ელენეს გასასვლელისკენ გზა დაუთმო.
***
-ქალბატონო,ნუ დაუჭყლიტეთ გვერდები,მაგ პომიდორს,-ცხარობდა გამყიდველი.
-რათა,დაულურჯდება?-ენაკვიმატი შეხვდა მყიდველი.
-აბა,ქორფა კიტრი,პომიდორი,აქეთ,აქეთ..ახალი ხორცი,მთლად ხბო დავკალი ქალბატონო,ბებერი არ გეგონოთ,- აყალ-მაყალში ისმოდა ვაჭართა შეძახილები.
თელავის ბაზარს ,როგორც სკას ფუტკარი,ისე შესეოდა ხალხი.სანოვაგით მძიმე ჩანთებს,ძლივს მიათრევდნენ.მავანთ ღვინის კასრზე, პურ-მარილი გაეშალათ და არყისგან ჩამწვარ ყელს, კიტრის მწნილით იგრილებდნენ.
კუთხეში,კაცების გინება და ჩხუბი ისმოდა.ყომარბაზებს რაღაც ვერ გაეყოთ.
-კობა,ერთი კვირა დაგრჩა,მოსატანი უნდა მოიტანო,თორემ ჯიმშერას ვერ გადაურჩები.ადგილზე დავკლავ და მაგის ნაწლავებს ღორებს გადავუყრიო,ხომ იცი,შემსრულებელია,-დაძარღვული ,კბილებში სცრიდა კაცი და წინ მდგომს თვალებით ხვრეტდა.
-უნდა გადამიწიოს ვადა,ერთი თვე მინდა,საქმე ნახევრად გაკეთებული მაქვს,თბილისში უნდა წავიდე ამ დღეებში,-მუდარა ისმოდა მეორის ხმაში.
***
კოლმეურნეობის მოედანზე ,სამსართულიანი სახლის სადარბაზოში,მძიმედ მიათრევდა მიშო ჩემოდანს.-„ნეტა რა უდევს“-გაიფიქრა და ოფლისგან დაცვარული შუბლი ხელისგულით ჩამოიწმინდა.
კარზე დამაგრებული ლუქი მოხსნა.შესვლისას კიდევ ერთხელ იგრძნო სიკვდილის სუნი.თითქოს იქ დაებუდებინა და წასვლას არ აპირებდა.
ელენეს გაუჭირდა ნაბიჯის გადადგმა,ყბები აუკანკალდა და იქვე ჩაჯდა ქვითინით.
-ეს მსახიობობს,თუ მართლა განიცდის?-გაიფიქრა მიშომ,ეჭვები გულს უღრღნიდა,არ იყო დარწმუნებული ელენეს უდანაშაულობაში.
მაცივრიდან ცივი წყალი გადმოიღო ,ჭიქაში დაასხა და ქალს გაუტანა.
-დალიე,-ხელში მიაჩეჩა.
***
იტალიურ ეზოში დიდი ფუსფუსი იყო.ონკანთან ახლოს,სიგრძეზე ორი გაშლილი მაგიდა ერთმანეთისთვის მიედგათ.ზედ თეთრი,სახამებლიანი სუფრები გადაეფარებინათ და ტყემლის თეფშები ოთხ ადგილას ჩაედგათ,მარილთან და პურთან ერთად.დიდი სამზადისი იყო.მიშოს გვერდით მეზობლები“მაღარიჩს“კისრულობდნენ.ერთადერთი ვაჟი,“წოწკოლა’ (როგორც გიგაურმა შეარქვა) თემური უმაღლესში,იურიდიულ ფაკულტეტზე მოეწყოთ,გავლენიანი ნათესავის დახმარებით.რასაც ხმამაღლა არ აღიარებდნენ.აბა წოწკოლა რისი ჩამბარებელი იყო,დღე და ღამ ლოთობდა.
-ნაირა,თექვსმეტ კაცზე გააწყვე ,-გასძახა ციურიმ და გვერდით მდგომ მერის დანა-ჩანგალი მიაჩეჩა.,ლამარას ჭიქები. წოწკოლას მამას დოლი გამოეტანა და სანამ ქალები ტრიალ-ბზრიალებდნენ,თითებს ავარჯიშებდა.
**
ოთახიდან ოთახში, მოჩვენებასავით დადიოდა ელენე,ფერი დაკარგვოდა და ხელები უკანკალებდა.
-მგონი ყველაფერი ადგილზეა,დაკარგული არაფერი ჩანს,-სავარძელში ჩაესვენა და გიგაურს გვერდულად გახედა.
-მამიდას როდის მოიყვანენ,-დაზაფრული ხმა ჰქონდა.
-ხვალ!ახლა კი წავალ,ეს ჩემი ტელეფონის ნომრებია,სახლის და სამსახურის,თუ რამე საეჭვოს ნახავ,დამიკავშირდი,-პატარა,მრგვალ მაგიდაზე,სანათის გვერდით დადო ფურცელი.ზანტად წამოდგა და ფეხისთრევით წავიდა კარისკენ.-„რა გემართება,მიშო?!“-შეუძახა თავს და კიბეზე დაეშვა.
&&&

ქუჩის დასაწყისშივე მოესმა შეხმატკბილებული სიმღერა.კარგად იყვნენ შეზარხოშებულნი მეზობლები.მიშოს დანახვაზე,სუფრა უფრო ახმაურდა.მერიმ და ნაირამ შუაში მოიქციეს გიგაური და ერთმანეთის ჯიბრზე, რიგ-რიგობით ულაგებდნენ თეფშზე შემწვარ-მოხრაკულს.
-დაგვიანებულს ჯარიმა!-დაიძახა წოწკოლას მამამ და ფიალა,რომელშიც სამი ღვინის ჭიქა ჩავიდოდა,ზარ-ზეიმით გადასცა მიშოს.
-მეზობლებო,მეგობრებო,-წამოდგა და რიხიანად დაიწყო გიგაურმა,სუფრის წევრებს თვალი მოავლო,რამდენიმე უცნობ სახესაც წააწყდა,-ვუერთდები თქვენს სიხარულს და გილოცავთ,წარმატებები მინდა გისურვო თემურ,-გადახედა წოწკოლას,რომელიც პირგამოტენილი იღრიჯებოდა,-აბა,შენ იცი,უნდა გვასახელო,-თქვა და სასმისს ძირი გამოუჩინა.
-პროკურორი გახდება ჩემი თემუკა და ამოგიდგება მხარში ,მიშო,-ამაყად განაცხადა ციურიმ და შვილს ქათმის ბარკალი მიაშველა.
-„ღმერთო, მაგ დღეს არ მომასწრო“-ჩაილაპარაკა გიგაურმა და სამკუთხედად დაჭრილ ხაჭაპურის ნაჭერს,თავი წააცალა.აქეთ-იქიდან აფხუკუნდნენ ნაირა და მერი.
ერთ სადღეგრძელოს,მეორე მოჰყვა,მეორეს მესამე და გვარიანადაც მოეკიდათ.
სიმღერა წამოიწყო მერიმ და მიშოს ანთებული თვალებით შეხედა.
„შავთვალა ხუჭუჭთმიანი,ჩემს გულში შემოპარულა,
იგი ოცნების ზღვა არის,მე მასზე ვფიქრობ მალულად,
შევხვდები და ვეტყვი,როგორ მიყვარხარ,
შენთვის ძგერს ეს გული,
შენ ჩემი ოცნების ხმატკბილი ჰანგი ხარ,
ჩემი სიყვარული“-გიგაურს ჩაეღიმა,მათრობელას მთელ ტანში დაევლო,ტვინში შემძვრალიყო და ყველაფერი აერია,ახალბედა ქურდივით.გიტარა გამოიტანა სახლიდან,სიმებზე თითები ,როგორც ქალის სხეულზე ისე გადაასრიალა,მერის ეკალმა დააყარა.
მერე? მერე აღარ ახსოვს,როგორ შევიდა სახლში,ან როგორ დაწვა საწოლში.დილით ,თვალი რომ გაახილა და მის მკლავზე შიშველი, მძინარე ქალი ,რომ დაინახა,შუბლზე იმხელაზე შემოიკრა ხელი,ქალს გაეღვიძა.

-მერი?!- თვალები გადიდებოდა მიშოს.
-ჰო,-ამოიკრუსუნა ქალმა და გიგაურის ტანს, დედიშობილა აეკრა.
ფრთხილად ასწია ზეწარი მიშომ და ტანზე შარვალი რომ დაინახა,შვებით ამოისუნთქა.
-მერი,რა მოხდა,აქ რა გინდა?-შუბლშეკრულმა დახედა ქალს და მის სახეს დააკვირდა.
-არაფერი,ნუ ღელავ,-გაეცინა ქალს,-უბრალოდ გვეძინა.
-რა უბრალოდ?გადაირე?რას აკეთებ ჩემს საწოლში?-წამოხტა ფეხზე და ოთახში წინ და უკან სიარული დაიწყო.
-ადექი,უნდა წახვიდე,-სახეზე ხელებს ისვამდა გაფითრებული,წუხანდელის გახსენებას ამაოდ ცდილობდა.
-შეტრიალდი!-მკვახედ გაისმა ქალის ხმა.
მიშომ დანანებით გაიქნია თავი,შუშაბანდში გავიდა და მოშვებულ ონკანს თავი შეუშვირა.
-ჯანდაბა,ჯანდაბა,-იმეორებდა გულში და ცივ ნაკადს ხარბად ეწაფებოდა.
***
ღრუბლიანი დილა გათენდა,ამდენი სიცხეების შემდეგ,ნამდვილი შვება იყო დედაქალაქისთვის. დაღმართს მიუყვებოდა მიშო,ბექასთან ერთად. დღეს სედა ზამბახიძე უნდა დაეკრძალათ.
-ბექა,ათი ყური და ათი თვალი გამოიბი,რაიმე საეჭვო თუ შენიშნე,ეგრევე შემატყობინებ,-ხმადაბლა მოძღვრავდა მიშო.
-მერამდენედ უნდა გამაფრთხილო?-ეწყინა ბექას და კენჭს ფეხი წაჰკრა.
სადარბაზოსთან სასწრაფო დახმარების მანქანა იდგა,გარეთ მდგარ ხალხში ჩოჩქოლი ატყდა,გზა გაუნთავისუფლეს ექიმებს და საკაცეზე დასვენებულ ქალს თანაგრძნობით უყურებდნენ.
-რა დაემართა?-იკითხა მიშომ და ბექას ანიშნა,მაღლა ადიო.
-გული წაუვიდა,ვერ მოიყვანეს გონზე,ინერვიულა ეტყობა,-ხნიერმა ქალმა გასცა პასუხი.
კიბეზე ,გამხდარმა,მაღალმა ბიჭმა ჩამოირბინა და სასწრაფოს მანქანში შეხტა.კარი მიიხურეს და სირენით გავიდა მთავარ გზაზე.
-„ეს ვინ იყო?!“-დაეჭვდა გამომძიებელი და სადარბაზოში შევიდა.
სედა ზამბახიძე ოთახის შუაგულში,შავ სასახლეში ჩაესვენებინათ,თეთრ არშიებით შემოვლებული სუდარა გადაეფარებინათ და ზედ მიხაკების თაიგულები დაეწყოთ.
მიშომ დინჯად შემოუარა მიცვალებულს და იქვე,კართან გაჩერდა,ყურთასმენა დაძაბა,“სასახლის“ წინ ჩამწკრივებული ქალებისკენ.
-საცოდავი ელენე,მარტო დარჩა,ერთი ეს მამიდა ჰყავდა და ისიც ასე საცოდავად მოუკლეს,-ამოიტირა ვარდისფერპომადიანმა და არტისტულად მოიწმინდა ცრემლი.
-ის ბიჭი ,ისე დასტრიალებდა თავზე,იქნებ უპატრონოს კიდეც,-თქვა გვერდით მჯდომმა და მიცვალებულის სახეზე მჯდომ ბუზს ცხვირსახოცი აუქნია.

-„ის ბიჭი,ის ბიჭი“-მიშოს ტვინმა ცხრა ბრუნი გააკეთა,ბექასთან მიიჭრა,მკლავში გამოსდო ხელი,-ჩქარა წავედით,საავადმყოფოში!-გამოსცრა კბილებში და კიბეზე დაეშვა.

**
ღრუბლები, დაუპატიჟებელი სტუმრებივით გამოეცხადნენ ქალაქს. ერთიანი ძალებით უტევდნენ დედამიწას..ცაზე ელვა, ეშმაკშემძვრალი ქალივით იკლაკნებოდა.
ერთიანად დასველებულიყვნენ მიშო და ბექა.საავადმყოფოს შესასვლელში კისრისტეხვით შეცვივდნენ.
დერეფნის კედლები,ლურჯ-თეთრში ფერში შეეღებათ.რკინის საწოლები ავადმყოფებს შეევსოთ.წამლების მძაფრი სუნი,დათარეშობდა შენობაში..
ელენე გაფითრებული იწვა,თავი გვერდზე გადაეგდო,ერთ მკლავზე ,წვეთ-წვეთ ევსებოდა ვენები გამჭვირვალე სითხით.
გიგაურმა ფრთხილად შეაღო კარი,ქალს შორიდან დააკვირდა.ახლოს მივიდა და საწოლის გვერდით მდგარ სკამზე ჩამოჯდა.ელენემ ქუთუთოების თამაშით,მძიმედ გაახილა თვალი,გამომძიებლის დანახვაზე შეკრთა.
-გამარჯობა,ქალბატონო ელენე,- გაუღიმა.ქალი, თავის ოდნავი დაკვრით მიესალმა,პირი გაშრობოდა.
-თქვენ ვინ ბრძანდებით?აქ შემოსვლა აკრძალულია!-ქარბორბალასავით შემოიჭრა საკმაოდ სრული,დიდმკერდიანი,თეთრ ხალათში გამოწყობილი ქალბატონი ნემსით ხელში და გიგაურთან მიიჭრა.
-უფროსი გამომძიებელი,მიშო გიგაური!-მოწმობა ექთანს ცხვირთან ახლოს გაუჩერა.
-იცით?მის მდგომარეობაში,არ შეიძლება ნერვიულობა,-ხმა მოულბა ნემსიანს და ავადმყოფს ბალიში შეუსწორა.
-კი,მესმის,რომ დიდი უბედურება დაატყდა თავს,მაგრამ ორი სიტყვით შემოვიფარგლები ქალბატონო და წავალ,-მიშომ სველ თმაზე ხელი გადაისვა.
-რა უბედურება?-გაკვირვებულმა გახედა გამომძიებელს,-ბედნიერება ეწვია,ფეხმძიმედაა,დედა გახდება,-ელენეს თავზე ღიმილით მიეფერა.
მიშო წამიერად გაშეშდა,ყურებში საშინელი შუილი იგრძნო,თავში ნაკადით აწვებოდა სისხლი. სახე უცებ გაუმკაცრდა,თვალებში მხეცებმა დაისადგურეს,ხელები მომუშტა და კბილებში გამოსცრა,
-მითუმეტეს,ბევრი სალაპარაკო გვქონია ქალბატონო ელენე!თქვენ კი დაგვტოვეთ,სასწრაფოდ!-ბოლო წინადადებას ,ექთნის პალატიდან გაძურწვა მოჰყვა.
სიბრაზე და ზიზღი ერთიანად დაეტყო გიგაურს,თავის მოთოკვა გაუჭირდა.ძალიან უნდოდა ეს ზურმუხტისფერი თვალები,უდანაშაულო ყოფილიყო,შეცდა.თავის გაქნევით გაფანტა პატარა ოცნება და ქალს ჯიქურ დააცქერდა.
-ვინ იყო ის ბიჭი,შენთან ერთად ,რომ წამოვიდა,რა საერთო გაქვს მასთან და ვინ არის ბავშვის მამა?!ვატყობ გამოცდილ თაღლითთან მაქვს საქმე,ვერ შეგაფასე თავიდანვე სწორად!-კბილებს აჭრიალებდა მიშო.ელენე უარესად გაფითრდა და აკანკალდა.
-მე,მე ფეხმძიმედ ვარ?-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვა,ერთი ხელი სახეზე აიფარა.
-ნუ არტისტობ!-დაიღრიალა და ქალს სახე ახლოს მიუტანა,-„რა საოცრებაა“-მიშოს გონების ნახევარი ელენეს მხარეზე იყო.
-ის ბიჭი,ამას რომ მოჰყვა,გაიქცა!-ბექა შემოვარდა ახალი ამბით.
-უუხ..-გაცოფდა და გადაირია გიგაური,კედელს მუშტი გვერდულად მიარტყა,ისევ ქალისკენ დაიხარა,
-ვინ არის ის ბიჭი?!სასწრაფოდ,სახელი,გვარი,საცხოვრებელი!-გრგვინავდა გამომძიებელი,თავის შეკავება უჭირდა.ასე,არასდროს გამოსულა წყობიდან.
-ბექა,ექიმს დაუძახე!-გასცა ბრძანება და ბრაზიანი სახე,გესლიანმა ღიმილმა შეუცვალა.
-განყოფილებაში მოგივლი!-მუქარა გაისმა მიშოს ხმაში.ელენე საწოლის თავს აეკრა,ცახცახით.

წვიმას გადაეღო,ღრუბლებს „ჩხუბი“ მოსვლოდათ და ერთმანეთს ეყრებოდნენ.
მზემ დრო იხელთა და “გაბუტულებს“ შორის, გამომწვევად დაიწყო ცელქობა.
გიგაური,მის წინ მჯდომს თვალებით ბურღავდა,ქალს ფერი არ ედო სახეზე,მზერა,მაგიდაზე მდგარ საკალმეზე შეყინვოდა.
-აბა,ქალბატონო ელენე,მგონი ბევრი გაქვთ მოსაყოლი,გისმენთ!-მღელვარება მოეთოკა გამომძიებელს.
ქალი,მისი სახელის გაგონებაზე,ოდნავ შეტოკდა,მზერა გიგაურზე გადაიტანა,თვალებში მრისხანება ჩაუდგა.
-კობამ მოკლა მგონი,მამიდაჩემი!-თქვა და ოდნავ მოეშვა.
-კობა ვინ არის,?-არ ელოდა მიშო.
-კობა თამაზის ძე ბადაგაშვილი,ჩემი შვილის მამა!-ელენეს ნიკაპი აუკანკალდა.
-მდაა..რატომ დაუმალეთ დაკითხვის დროს გამოძიებას,დაწვრილებით მოყევით?!-მკაცრი იყო გიგაური.
-კობა თელავში ,ჩემს ქუჩაზე ცხოვრობს.შემთხვევით გავიცანი მეგობრის ქორწილში.იქიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა,რომელიც უკვე ორი წელია გრძელდება.მამიდასაც გავაცანი.არ მოეწონა კობა,მითხრა ცბიერი ჩანსო.არ დავუჯერე,ოცნების კოშკებს ვაგებდი, ხელის მოწერა გვინდოდა,-ამოიოხრა და ჭიქიდან წყალი მოსვა,-თავიდან კარგად ვიყავით,ბედნიერებისგან დავფრინავდი.ბოლო ერთი თვე ძალიან შეიცვალა,აგრესიული გახდა.თანამშრომელს დაუნახავს ბაზარში,ავარდნილ ბიჭებთან ერთად ,ბანქოს თამაშობდნენო.არ დავიჯერე.შემდეგ,დავკარგე ოქროს სამაჯური.მივხვდი,კობას აღებული იქნებოდა.გამომიტყდა კიდეც.დროთა განმავლობაში,ხშირი შეკითხვები დამიწყო სედა მამიდაზე,როდის უნდა გადმოგიფორმოს სახლიო,-კიდევ მოსვა ხელისკანკალით წყალი,პირი უშრებოდა,-მამიდას ანდერძი აქვს დაწერილი,მისი გარდაცვალების შემდეგ მე ვიქნებოდი ბინის კანონიერი მფლობელი,-თქვა და თავი ჩაქინდრა,ცრემლებს გზა მისცა.
-ესე იგი იცოდა, ანდერძზე?-ბექა ჩაეჭრა.
-კი,მე ვუთხარი,უკვე შემაწუხებელი იყო,ყოველ დღე ერთი და იგივე შეკითხვა,-საჩვენებელი თითით მოიწმინდა კურცხალი და ბექას გახედა.
მიშო უხმოდ უსმენდა,ქალს ათვალიერებდა და ამოუცნობი გრძნობა ეუფლებოდა,ზედმეტად უფეთქავდა კუჭის თავი.
-მერე მაჩქარებდა ხელი მოგვეწერა,მე დროს ვწელავდი,თითქოს რაღაც მაბრკოლებდა,-განაგრძო გაპარული ხმით,-შემდეგ მამიდას უბედურებაც მოხდა,ვერ დავიჯერებდი,რომ მას შეეძლო ამის ჩადენა,მაგრამ ცოტა ეჭვი გამიჩნდა და შეპარვით ვკითხე.გამარტყა და დალეწა ყველაფერი,ეგ როგორ იფიქრე ჩემზე,ხმა არ ამოიღო,რომ საერთოდ მიცნობ,თორემ არ გაცოცხლებ,შარი არ მჭირდებაო.შემეშინდა.დღეს,სახლში რომ მოვიდა,გამიკვირდა.სიგარეტის ჯიბიდან ამოღებისას გასაღები ამოუვარდა,ზუსტად ისეთი,როგორიც მე მაქვს,ეს გასაღები მამიდას სახლისაა.
-რა იცით,რომ ზუსტად იმ გასაღების ასლი იყო?-ბექა ინიციატივას იჩენდა,მიშოს შემხედვარე.
-მამიდამ ეს საკეტი სპეციალური შეკვეთით გააკეთებინა,მილიონ გასაღებში გამოვარჩევ.შემდეგ აღარ მახსოვს,გზაში მოვედი გონს.აქ,თქვენს მოსვლამდე,დამემუქრა,რომ თუ რამეს ვიტყოდი მის შესახებ,აუცილებლად გამიყენებდა მამიდას გზას,-ტირილი აუტყდა.ნელ-ნელა ,უკეთესად აცნობიერებდა მომხდარს.
-ბექა,სახლამდე მიაცილე და დროზე გამობრუნდი უკან,მჭირდები!-თქვა და ყურმილს დასწვდა მიშო,-თავისუფალი ბრძანდებით,ჯერჯერობით,ქალაქიდან არ გახვალთ,კონტაქტიც შეზღუდული ყველასთან,კარებს არავის გაუღებთ ჩვენი თანამშრომლის მოსვლამდე!-მიუბრუნდა ელენეს.
-„ზახარიჩ“,თელავში უნდა წავიდე დილით,სასწრაფოდ,გადარეკე სამმართველოში!-კიბეზე ჩასვლისას მოესმა ელენეს, გიგაურის ხმა.

***
საღამომ სიგრილით შემოაბიჯა თბილისში,სუსტი ქარი ახალად ფეხადგმული ბავშვით ედებოდა ყველაფერს.
მიშომ ეზოს რკინის კარი შეაღო,ონკანს მიუახლოვდა ,თუ არა,ციური დაეტაკა,
-რა დაგიშავა იმ გოგომ,რატომ კლავ,რატომ?-ზეწარი მკლავზე დაეხვია და მთელი ძალით წურავდა.
-ვინ გოგომ,ქალბატონო ციური?- გაკვირვებულს ხელში გაუშეშდა მომზადებული გასაღები.
-ვითომ არ იცის!ვინ და მერი!მოკვდა გოგო,მოკვდა!თავი მოიწამლა!-ზეწარი გველივით დაიკლაკნა ციურის მკლავზე.
-რა დაემართა მერის?!-გაოგნდა მიშო და ონკანი გადაუკეტა.
-დილით,შენი სახლიდან გიჟივით გამოვარდა,ტირილით! მერე ნაირა კიოდა,თავი მოიწამლაო,საავადმყოფოშია ახლა,ძლივს გადაარჩინეს!რა დამართე იმ გოგოს?!-მკლავები მეჯებზე შემოიწყო და გაკაპასებულმა შეხედა გიგაურს.
მაღლა სართულიდან ნაირა გადმოსდგომოდა მოაჯირს თავის ქნევით.
-„დურაკ ტი, მიშო! ა,ანა ხუჟე,დვაჟდი დურაჩკა!“-ცეცხლზე ნავთი მიასხა.
მიშო სწრაფი ნაბიჯით შეტრიალდა,ისევ უკან მოტრიალდა და ნაირას ახედა.
-აი,ეგ ხართ ქალები!-დაუღრინა და ეზოდან შურდულივით გავარდა.
**

ღამეს თავისი გაეტანა და ნელ-ნელა აბნელებდა ქალაქს.ლამპიონების შუქი მტკვარზე ლიცლიცებდა.
ბარათაშვილის ხიდზე აჩრდილივით იდგა ქალი.მხრებში მოხრილიყო და თავი წყლისკენ ჩაეკიდა.

*

გიგაური ტაქსიდან გიჟივით გადმოხტა.საავადმყოფოს კართან დარაჯი წინ გადაუდგა,ნახვის საათები დამთავრებულია და ხვალ მობრძანდითო.კიდევ ერთხელ დასჭირდა მოწმობის ჩვენება.მერე შეშლილივით აირბინა მეორე სართულზე,პალატასთან შეჩერდა,ხელები მომუშტა და ღრმად ჩაისუნთქა.
გაყვითლებული იწვა მერი,მკლავები გულზე დაეკრიფა და სახეზე ტკივილი ასახვოდა.მიშომ სიმწრით გააქნია თავი,ქალს მიუახლოვდა და ზემოდან დააჩერდა.
-წადი!-თვალი არ გაუხელია მერის,ისე დაიჩურჩულა.
-მერი,-ახლოს მიიწია გიგაური და ქალს მხარზე, ფრთხილად შეახო ხელი.
-მიშო,წადი!-ხმა გაუმკაცრდა ქალს.
ძარღვები დაეჭიმა მამაკაცს,მუშტებს მთელი ძალით კრავდა,უცებ გატრიალდა და ისევ შეშლილივით ჩაირბინა საფეხურები.პერანგის ღილები გაიხსნა და გული გადაიღეღა,სუნთქვა უჭირდა,თითქოს ყელში ვიღაცას წაეჭირა ხელი და ახრჩობდა.

მტკვრის სანაპიროს ფეხით აუყვა,მთელი სხეული დამძიმებოდა,მთვარეულივით მიაბიჯებდა,დრო და დრო კეფაზე ისვამდა ხელს და თავს ბრაზიანად იქნევდა.
ხიდზე ადამიანის სილუეტი შენიშნა ,საეჭვოდ მოეჩვენა და ნაბიჯს აუჩქარა.ხიდის მოაჯირზე გადაკიდებულს მკლავში ხელი სტაცა და თავისკენ შემოატრიალა.
-ელენე?!-გაოგნებული დააშტერდა.ქალი არ იძვროდა,თვალები აწყლიანებოდა.
-ელენე!აქ რას აკეთებ?-ოდნავ შეარხია ქალი.
-მეშინია,-დაიჩურჩულა ქალმა და მამაკაცს მიეყრდნო.
საგულედან ამოუხტა გული მიშოს,ყირამალა გადავიდა კუჭი,სახეზე სისხლი მოაწვა,დაიბნა და დაიშალა ადგილზე.ქალის თმა ცხვირთან უცაცუნებდა ,სუნთქვა გაუხშირდა,მორიდებით მოხვია ხელი და აკანკალებული ქალი ზედ აიკრა.
-დამშვიდდი,წამომყევი,-დახშული ხმით უთხრა და ხელზე ჩაეჭიდა.
***
ეზოში,დილა ხმაურით შემოიჭრა.წოწკოლა ქანაობდა ონკანზე ხელჩაჭიდებული და მთელი ღამის ნამთვრალევი „მღეროდა“.
-„შენ დაუკარ, ლურჯი ჩიტი ამოფრინდება,
რომ ვიცოდე, ჩემი თავი ვინმეს სჭირდება,
მაშინ არღნის თრევა აღარ გამიჭირდება“-სლოკინით დაასრულა.
მიშომ დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს დააშორა,ტახტზე წოლისგან სხეული გაბუჟებოდა,წამოიწია და საწოლზე მძინარე ქალის დანახვისას,გული უცნაურად შეუხტა. არ გაძალიანებია ელენე მამაკაცს,როცა სახლში წაყვანა და დარჩენა შესთავაზა.თავის საწოლზე მიუჩინა ადგილი,თავად ტახტზე მოთავსდა.მთელი ღამე არ თვალი არ მოუხუჭავს ,ფანჯრიდან შემოპარულ მთვარის შუქზე უთვალთვალებდა მძინარეს .ისეთი ლამაზი იყო ელენე, გონება არეოდა მიშოს.
ქალმა, ან მზერა იგრძნო,ან „ვოკალისტმა“ გამოაფხიზლა,შეიშმუშნა და გიგაურის დანახვაზე,მოქარგული ზეწარი მკერდზე ორივე ხელით აიფარა.
-დილა მშვიდობისა ,ელენე,-გაუღიმა მიშომ,-მე უნდა წავიდე,აქ დარჩი ,საღამოს მოვალ და უნდა ვისაუბროთ,-კარადისკენ წავიდა,ახალი პერანგი გამოიღო.აღარ შეუხედავს ქალისთვის,ისე გაეცალა სახლს.

მსუბუქი ავტომობილი აწყვეტით მიჰქროდა გომბორის გზაზე.მკვლელი თავისუფლად გადაადგილდებოდა,რაც საფრთხეს უქმნიდა ელენეს სიცოცხლეს.
მთელი გზა ვერ მოისვენა მიშომ,ქალზე ფიქრებმა დატანჯეს.ბექას არ გამოპარვია კაცის აფორიაქება,დაეჭვებული უყურებდა გიგაურს.
-მიშო,-მშვიდად მიმართა და მოსახვევში სვლა შეანელა.გიგაური არ განძრეულა,გაშტერებული იყურებოდა წინ.
-მიშო!-ხმას აუწია ბექამ,-რა გჭირს?
-რა მჭირს?-გამოერკვა გიგაური.
-რაღა რა გჭირს,მთელი გზა მონუმენტივით ზიხარ,პირველად მიდიხარ საქმეზე,თუ რამე მოხდა და ვერ ამბობ?-სიჩქარეს მოუმატა ვაკეზე.
-ელენეს წუხელ ჩემთან ეძინა,-თქვა და ამოიოხრა.
ბექას ენა დაება,მანქანა სისწრაფით გადაიყვანა გზის განაპირას და დაამუხრუჭა.
-ვინ ელენეს,ზამბახიძეს? რა უნდოდა შენთან?-მიაყარა კითხვები და მიაჩერდა პირდაღებულ-თვალებ გაფართოვებული.
-ჰო,ჰო,ზამბახიძეს,-და მოუყვა ღამის თავგადასავალი.
-მიშო,შენს გულში ხომ არ შემოპარულა ეგ ქალი?-თვალმოჭუტულმა ,ღიმილით ჰკითხა ბექამ.
-ბევრს ნუ ლაპარაკობ,წავედით!-დაიბნა და გზისკენ თავით ანიშნა.
-შენ,ძმაო,ყურებამდე კი არა,თმის ძირამდე ხარ შეყვარებული,-ხმამაღლა გაეცინა ბექას,თავი გააქნია და ხელის მუხრუჭი ჩასწია.

თელავში ჩასვლისას,სამმართველოში კოლეგებს გააცნეს საქმის ვითარება.მკვლელობაში ეჭვმიტანილი,რა თქმა უნდა სახლში არ დახვდათ,დაიკითხნენ მეზობლები,ოჯახის წევრები.დიდი ვერაფერი გაარკვიეს,მხოლოდ ის რომ ,კობა ბადაგაშვილი,მეტსახელად „ასპიტა“, ბოლოს თელავის რკინიგზის სადგურზე ნახეს.ძებნაში გადაიცა აღნიშნული პირი.
საქმე ნაწილობრივ მოამთავრეს და თბილისის გზა დაადგნენ.
-მიშო,ხომ არ წაგვეხემსა?-ბექამ სასადილოსთან გააჩერა.გიგაურს არც ჭამა გახსენებია,მთელი ფიქრებით ელენესთან იყო,ერთი სული ჰქონდა,სახლში როდის მივიდოდა.
-წავიხემსოთ,-ხათრი ვერ გაუტეხა ბექას.

**
კატოს ღრიალის ხმა,მთელ უბანს ესმოდა.დიდ თუნუქის ტაშტში ჩაესვათ და მეზობლები ერთიანი ძალებით ბანდნენ.ციურის და ნაირას გაეკავებინათ პატარა გოგო,ლამარა გულმოდგინედ ხეხავდა ბავშვს.იყო წიოკი და გნიასი.ყველა გაისაპნა და დასველდა ბავშვთან ერთად.კატო იგრიხებოდა და ხელიდან დასხლტომას ცდილობდა.განა ბანაობა არ უყვარდა „ახტაჯანას“,წყალს თავზე რომ ავლებდნენ,პირზე რომ ჩამოსდიოდა,ეგ აგიჟებდა.ზუსტად,კარგად გასაპნულ-გაქაფული გაექცათ,რომ არა მიშოს მოხერხებულობა,ალბათ ვეღარც იპოვნიდნენ.
ორივე მკლავში ჩაავლო ბავშვს ხელი,მაღლა ასწია და სიცილით, გაბოტილმა მიჰგვარა „ჯალათებს“.კარგადაც მოხვდა „ახტაჯანას“,ბედს დამორჩილებული სლუკუნებდა.
გიგაურმა კარის სახელური იდაყვით ჩასწია,შევიდა თუ არა,ონკანს შეუშვირა ხელები,თან ოთახის სიღმეში იყურებოდა,საიადანაც ჩამი-ჩუმი არ ისმოდა.სწრაფად შეიმშრალა და სიღმეში შევიდა.ელენე წასულიყო. სხეულში რაღაც ჩასწყდა.ადგილი ვეღარ იპოვნა,აქეთ-იქით მიაწყდა კედლებს და შეშლილივით გავარდა გარეთ.
***

სარწეველა სავარძელში იჯდა ელენე,თვალი გაშტერებოდა ფიქრებში ჩაძირულს.გამომძიებლის სახე ედგა წინ.თავადაც ვერ გაეგო,რატომ აეკვიატა იმ კაცზე ფიქრი.იქნებ,ამ უბედურებაში, იმედი ჰქონდა მისი და იმიტომ? სულ სხვანაირი ეჩვენა გიგაური იმ ღამეს,თბილი და შეცვლილი. ათასი კითხვა უტრიალებდა თავში.
კარზე კაკუნს ,მამაკაცის ხმა მოჰყვა.
-ელენე!მიშო ვარ,გააღე!-შეცბა ქალი,წამოხტა,კართან ფეხაკრეფით მივიდა და სუნთქვა შეკრა.
-ელენე! ნუ გეშინია,გააღე!-მომთხოვნი იყო კაცის ხმა.
საკეტი გადაატრიალა და ჯაჭვზე გამოდებული კარი ოდნავ გაიღო.გიგაურს ჩაეცინა.
-არ შემომიშვებ?-გაუღიმა მამაკაცმა.
-შემოდი,-გვერდზე გადგა ქალი თავჩარუნული.გაურბოდა თვალებში რომ შეეხედა მამაკაცისთვის.ხვდებოდა, როგორ ითრევდა გიგაური თავისკენ.
-ჩაიზე დამპატიჟებ? თან ვისაუბროთ,დღეს თელავში ვიყავი,-მიზეზი მოიმარჯვა.
ქალმა უხმოდ დაუკრა თავი და ოთახში შეუძღვა.
-ჩაიდანს დავდგამ,-ჩაიჩურჩულა და სამზარეულოში გავიდა.
მიშომ კედელზე ,გადიდებულ სურათს შეხედა,სედა ზამბახიძის შედარებით ახალგაზრდობის ფოტო ჩაესვათ ჩარჩოში.
-„მამიდას ჰგავს“-გაიფიქრა გიგაურმა და სავარძელში ჩაჯდა.გული აჩქარებოდა,წრიალებდა.ჯიბეები მოიქექა,ამ ძებნაში ხურდები გადმოუცვივდა,სადღაც გაგორდნენ,თავი მიანება.ნიკაპიდან მკერდამდე ხელს იტარებდა,ამხელა კაცი დაბნეულიყო და თავი ხელში ვერ აეყვანა.
გაზქურასთან მდგომი ელენეც არ იყო კარგ დღეში,ჩაიდანი დუღილს განაგრძობდა.ქალი ხელებს იმტვრევდა,თითებს ერთმანეთში ხლართავდა,შინაგანი კანკალი ვერ გაიჩერა.-„რა მომდის?“-ეკითხებოდა თავს.
მრგვალ ლანგარზე,ორი ჩაით სავსე თხელი ჭიქა დაედგა,რომლებიც ვერცხლის სახელურიან სადგამებში იყო ჩასმული.ფაიფურის საშაქრე და პატარა თეფშით ორცხობილის ნაჭრები მიეწყო.
ორი შაქრის ნატეხი ჩაიგდო მიშომ,კოვზით ფრთხილად ურევდა ,თან ქალს თვალს არ აშორებდა.უხერხულობისგან აიწურა ქალი.
-მადლობის თქმა ვერ მოვასწარი,-დამნაშავესავთ ჩაილაპარაკა ელენემ და მიშოს შეხედა.
-სამადლობელი არაფერია,-გაეღიმა,-რატომ არ დამელოდე?-ჩაი ჩუმად მოსვა.
-არ ჩავთვალე საჭიროდ,-უაზროდ ატრიალებდა ჭიქაში კოვზს.
-არ ჩათვალა საჭიროდ!-გაიმეორა ქალის ნათქვამი და შუბლი შეჭმუხნა,-საშიშია შენი მარტო ყოფნა,მითუმეტეს ამ სახლში!-გაუმკაცრდა ხმა.
-აბა,სად წავიდე,რას მთავაზობ?- სითამამე შეეპარა.
-თუ წინააღმდეგი არ იქნები,ან ჩემთან წამოდი,-ანკესი ისროლა,-ან სხვა ბინას იქირავებ,ხარჯებს ჩვენ გავიღებთ,ვალდებულებაა.რადგან დამნაშავე გარეთაა და შენი სიცოცხლე საფრთხეშია.
-ამ სახლში ვრჩები!-კატეგორიული იყო ქალის ტონი.
-რა გაეწყობა,-ხელები გაშალა მიშომ,-დარჩი,მეთვალყურეს მოგიჩენთ.
-არ არის საჭირო.შიშში ვერ ვიცხოვრებ,რაც იქნება,იქნება,-ბედს შეგუებულივით ჩაილაპარაკა ქალმა.
-მარტო,რომ არ ხარ?-გამომცდელი თვალით შეხედა გიგაურმა.
ელენეს თითქოს ახლა გაახსენდაო,მუცელზე ხელი მიიდო და გაწითლდა.
-ხოდა,ჩემო ელენე,საქმე სერიოზულადაა,ჯიუტობის დრო არ არის,-ფეხზე წამოდგა მიშო,-მარტო ვერ დაგტოვებ, დღეს ჩემთან წამოხვალ,ხვალ კი გადავწყვეტთ სად იცხოვრებ.
-არსად ვაპირებ წასვლას,აქ ვრჩები!-გაჯიუტდა ელენე და წამოდგა.
გიგაური მიუახლოვდა,ქალს წინ დაუდგა,ერთხანს უყურა,-„ღმერთო ახლა სისულელე არ ჩამადენინო“-გაიფიქრა და ნაბიჯი უკან გადადგა,-მაშინ მე დავრჩები,სხვა გზა არ არის!
-ბატონო მიშო,-„მანძილი“გაზარდა ელენემ,-არ ვაპირებ უცხო მამაკაცს, ღამე გავათენებინო ჩემს სახლში!
-აა,უცხოს?! წუხელ, იმ „უცხოს“ სახლში ხომ არ გეძინათ,ქალბატონო ელენე?!-გაამხიარულა ქალის ნათქვამმა.
-თქვენი წასვლის დროა,ბატონო მიშო!-ქალს ხელები აუცახცახდა.
-დროა,დრო!-თავის ქნევით წავიდა გასასვლელისკენ,კართან მისული შეყოვნდა,-„არა,სულ რომ მომკლას,მაინც უნდა გავაკეთო“-გაიფიქრა და სწრაფად მოტრიალდა,ქალს მოულოდნელად ჩაავლო მკლავებში,ზედ აიკრა და მოწყურებულივით დააცხრა ტუჩებზე.შემდეგ მთვრალივით შეტრიალდა და კარში გავარდა.
-„ლაწირაკივით ვიქცევი ამხელა კაცი“,-კიბეზე,ბედნიერი სახით ტუქსავდა თავს .
ელენე ტუჩზე ხელმიდებული ადგილზე გაქვავებულიყო.
**
-შვილო,ვისთანა ხარ?-ძილ-ბურანში ჩაესმა მიშოს.თვალები გაახილა და მის წინ მდგომ ხნიერ ქალს გაკვირვებულმა შეხედა,რომელსაც სახელურებიანი ბადე,საიდანაც მაწვნის და რძის ქილები მოჩანდა,კიბეზე დაედგა და მამაკაცს თავზე დასჩერებოდა.
-უი,მოიცა შვილო, საცოდავი სედას გასვენებაში ხომ იყავი?მეცნო შენი სახე.ელენე შინ არ არის?-არ მოეშვა დედაკაცი.
-არა ქალბატონო,გეშლებათ,-დანაშაულზე წასწრებულივით წამოხტა და სადარბაზოდან გაუჩინარდა.
-არაფერიც არ მეშლება,-ეშმაკურად ჩაიცინა და კიბეს ძახილით აუყვა.
-ელენე!ელენე!
-რა მოხდა, დეიდა თამარ?-დაწითლებული თვალები ,აბურდულ თმასთან ერთად გამოყო კარში.
-სედას გასვენებაში,მაღალი, შავთვალ-წარბა ლამაზი ბიჭი რომ იყო,ხომ გახსოვს?-გამომცდელად დააკვირდა ქალს.
ელენეს გული შეუქანდა,ეცნო.
-არ მახსოვს,დეიდა თამარ,-ღაწვები აეფარკლა.
-გაიხსენე კარგადა.ჩემი თინიკოსგან მოვდიოდი და რასა ვხედავ,სადარბაზოში არ სძინავს,კიბეზე?მეგონა , არ გაუღე,-ჩააჯინდა ქალი.
-აქ, არავინ მოსულა,არ ვიცი,-სწრაფად შეტრიალდა და მუხის კარს ზურგით აეკრა.-„აქ იყო მთელი ღამე,აქ გაათენა“?-მთელ სხეულზე ტაომ დააყარა.
**
-მაწონი,მაწონი!-ეზოს შესასვლელშივე მოესმა მიშოს.
მთელი უბნის ბავშვები,თედო პაპას რძე-მაწონზე იყვნენ დაზრდილები.წავკისიდან მოჰქონდა ორი დიდ,ტილოს ჩანთით.
-კარგი,ყვითელ ნაღებიანი მომეცი თედო ძია,-ლამარა და ციური ,ცარიელი ქილებით დასდგომოდნენ ბერიკაცს თავზე.
-ყველა ყვითელია,შვილო,-ჩანთიდან ამოამწკრივა და თავზე მოხადა ქილას.
-უჰ,ცივი მაწონი კიტრით,-ზმორვით გამოიწელა წოწკოლა და ეზოში შემოსულ მიშოს „ჩესტი“ აუღო.
მიშოს გაეღიმა,ყველას მიესალმა და სახლში შერგო თავი.
აციებდა და ტანში ტეხდა გიგაურს,მთელი ღამის უძილოს,კისერი სწყდებოდა.
ლოგინზე პირქვე დაემხო და ბალიში სახეზე მიიხუტა, ღრმად შეისუნთქა.ელენეს სურნელი იგრძნო,ტანში შეაჟრჟოლა,-მგონი გავგიჟდი,-ჩაილაპარაკა და მიხვდა,უგონოდ შეყვარებოდა ქალი.
ტელეფონის გაბმული ზარი ამაოდ ცდილობდა,მიშოს გამოფხიზლებას.ვიღაც კი,ჯიუტად არ ეშვებოდა.ხელი ზანტად გადაყო და ყურმილს დასწვდა.
-გისმენთ!-ხმა ჩახლეჩოდა.
-რას მისმენ ,ბიჭო,სად ხარ ამდენს ხანს,“ზახარიჩი“კედლებიდან უკვე ჭერზეა ასული,-ბობოქრობდა ბექა ყურმილს იქიდან.
-რა იყო,ნათურა გადაიწვა?-წახუმრება სცადა.
-მე გადამწვავს ,თუ არ მოხვალ,-შეაშინა.
-დღეს ვერ მოვალ,უთხარი კვდება-თქო.საღამოს ,რვაზე ჩვენს დუქანში გელოდები!-ისე დაკიდა,პასუხს არ დალოდებია.
**
-„პატარა გოგო,დამეკარგა წითელ პერანგა,
ან ავლილი,ან ჩავლილი,ხომ არ გინახავთ“?
მთელი გრძნობით მღეროდა და დოლზე თითებს ატკაცუნებდა,აივანზე , წოწკოლას მამა.
ესღა უნდოდა მიშოს?! საათს გახედა,შვიდი სრულდებოდა.

მტკვრის პირზე,ვასო ძიას დუქანში ,ორი მამაკაცი ხის მაგიდას მისხდომოდა,რომელზეც მიმტანს სასმელ-სანოვაგე დაეხვავებინა.
-ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს ,ბექა!-მიუჭახუნა მიშომ და ღვინით სავსე ჭიქა,ბოლომდე გამოცალა და უმალ შეავსო სასმისი ისევ.სიმთვრალე კარგად მოკიდებოდა.
-გაუმარჯოს!-გაეღიმა ბექას,მიხვდა რაღაც ხდებოდა მეგობრის თავს.
-მოდი,ბექა,ამ ჭიქით ღმერთს გაუმარჯოს!-სასმისი ხელში შეატრიალა და თვალი გაუშტერა,-იცი,რატომ გაუმარჯოს?! ჩვენი ნეკნიდან ანგელოზი,რომ შექმნა და ჩვენვე რომ გამოგვიგზავნა.გულში ,რომ შემოგვისახლა და სული აგვიფორიაქა !-გამოცალა და მაგიდას,თავჩაქინდრული, იდაყვებით დაეყრდნო.
-ფიიიუ,-დაუსტვინა ბექამ,პირის ნაპირები ძირს დასწია და თავის ქნევას მოჰყვა,
-მიშო,ან ძალიან ცუდადაა შენი საქმე,ან ძალიან კარგად!-გაეცინა და საზურგეზე გადაწვა.
წარბებქვეშიდან გამხედა მიშომ,თვალები ჩაწითლებოდა.
-შემიყვარდა!ცხოვრებაში პირველად,შემიყვარდა!-ბოლო სიტყვა დამარცვლა.
-ელენე!-დასკვნა დადო ბექამ.
თავის კანტურით დაეთანხმა გიგაური.
არაფერი უჭამია მიშოს,მარტო სასმლით ცდილობდა დარდის გაქარვებას.
ბოლოს,ბექას გადახვია ხელი და ბანცალით გაუყვა მტკვრის ნაპირს.წამიერად შეჩერდა,წყალს თვალი გააყოლა,“საყრდენს“მოშორდა,ხელები განზე გაშალა და..

შეჩერდი მტკვარო,ყური დამიგდე,უმწეოს,გლახაკს,
იქნებ,მაბოდებს,ან იქნებ უნდა გიამბო რაღაც?!
მტკვარი ამაყად,მედიდურად მიცურავს სადღაც,
თავის ფიქრი აქვს,სხვისი დარდი არცა აქვს,ალბათ.
ხმამაღლა ამოხეთქა გულიდან და ხელი ჩაიქნია. გზა დახმარების გარეშე განაგრძო.
ბექას აღარ ეღიმებოდა.
**
კარზე,ფრთხილი კაკუნი,ძილში ჩაესმა ელენეს.გული აუჩქარდა,სწრაფად წამოხტა და ღამის პერანგზე აბრეშუმის ხალათი გადაიცვა.კაკუნი გაძლიერდა.
-ვინ არის?-აკანკალებულმა იკითხა.
-მე ვარ!-მიშო შუბლით მიყრდნობოდა კარს.
ელენე გაირინდა,დაიბნა.
-ელენე,გამიღე!-ხმას აუწია სტუმარმა.
-„მეზობლებს გააღვიძებს“-გაიფიქრა და სახელური ჩამოსწია.
სასმლის სუნი იგრძნო ელენემ და უარესად აკანკალდა.
-რა გნებავთ,ბატონო მიშო?!-მკაცრად უთხრა და აღელვების დასაფარად ხალათი გადაიჭირა.
-ბატონო მიშო!-საჩვენებელი თითის მაღლა აწევით გაიმეორა, ქალის ნათქვამი,-ვიფიქრე ჩაიზე დამპატიჟებს მეთქი,-გაუღიმა.
-იცით,რომელი საათია?!-სხეული დაეჭიმა ქალს.
-რომელი საათია, ქალბატონო ელენე და..-მაჯაზე დაიხედა,-ღამეა-განაგრძო ქალის ნერვებზე თამაში.
-უნდა წახვიდეთ,ბატონო მიშო,გვიანია და დასვენება მჭირდება!-კატასავით აიფხორა.
-მდა..მეც მჭირდება დასვენება,ნუ გეშინიათ,დაწექით თქვენ,მე აქ მოვთავსდები!-სავარძლისკენ აიღო გეზი და მოწყვეტით ჩაეშვა.
-თავხედი ხართ,ბატონო მიშო!ახლავეს მიბრძანდით აქედან!-გაკაპასდა ელენე და მამაკაცს მკლავზე დაეჯაჯგურა.
მიშოს ჩაეცინა,ფეხზე წამოდგა,ქალს წინ დაუდგა და საჩვენებელი თითი გულზე მიადო,
-არაფერს გრძნობს?!-თვალებში ჩახედა და დანანებით დაიქნია თავი. შეტრიალდა და მძიმედ დაიძრა გასასვლელისკენ.კარი ღია დარჩა.
გახევებული დარჩა ელენე,ნელი ნაბიჯით მივიდა კართან და ასევე ნელა დახურა.იქვე ჩაჯდა და დილამდე არც განძრეულა.

მთელი თვე არ გამოჩენილა მიშო ელენეს სიახლოვეს.მეთვალყურე მიუჩინა და მისგან იგებდა ამბებს.თვითონ სამჯერ იყო ჩასული თელავში,ამაოდ ეძებდა დამნაშავეს.თითქოს ცამ ჩაყლაპა ,პატარა კვალიც არსად ჩანდა.დადიოდა გავეშებული,ხასიათი შეეცვალა,პატარა რამეზე ფეთქდებოდა.ყოველ საღამოს დუქანში იჯდა და დათრობამდე სვამდა.
სამუშაო მაგიდა,თაბახის ფურცლებს დაეფარა,გიგაური გაყინული მზერით იჯდა,კალამს ხელში ატრიალებდა და მძიმედ სუნთქავდა.ცხვირის ნესტოები დაბერვოდა.
-მიშო,არ აყვირდე ახლა და,რაღაც უნდა მოუხერხო შენს თავს!-შეაპარა ბექამ და რისხვის მოლოდინში სახე დაეჯღანა.
გიგაურს ხმა არ ამოუღია,დინჯად წამოდგა,თვალი ოთახს მოატარა და გავიდა.
**
ეზოში მეზობლები ხმაურობდნენ.მერი გამოეწერათ საავადმყოფოდან და გამოჯანმრთელებას ულოცავდნენ.მიშოს დანახვაზე ყველა გაშეშდა.მერის შეხედეს.ქალი ამაყად იდგა და გიგაურს დამცინავ ღიმილს არ აშორებდა.
ვერავინ მოაწრო გააზრება,თუ როგორ დაეტაკა მიშო მერის და როგორ შეათრია თავის სახლში,კარი ხმაურით მიიხურა.
-მეორედ არ გაბედო ჩემი დაშანტაჟება!-ქალისთვის მკლავში ჩაეკიდა ხელი და აჯანჯღარებდა,-გესმის?! არ გაბედო! თორემ ჩემი ხელით მოგკლავ!-ცოფიანს ჰგავდა გიგაური,ბოლო ხმაზე ღრიალებდა.
გარედან ქალები მოაწყდნენ,სახლში ცდილობდნენ შესვლას.
-„ბალვან“,დაანებე თავი! უშველეთ ხალხნო,მოკლავს!-აწიოკდა ნაირა და მინაზე დააბრახუნა.
-რამ გადარია ეს კაცი?!-ციურიმ მხარი აუბა.
-რამ გადარია და მართალია ეგ კაცი!-ნიფხვისამარა გამოვიდა წოწკოლას მამა და ქალებს შეუტია.უცებ იყუჩეს და გაკვირვებული თვალებით მიაჩერდნენ მამაკაცს.
-ჰო,რას მიყურებთ,მართალია ეგ კაცი და „ტოჩკა!“-ნიფხვის რეზინზე ხელი შემოიტარა და მუცელზე ასწია.
შუშაბანდის კარი ჭრიალით გაიღო,გაფითრებული და გაშეშებული მერი უხმოდ დაიძრა კიბისკენ.მეზობლებმა თვალი გააყოლეს.
***

სექტემბრის მერვე ღამეს ქარმა ფოთლებით შემოსა დედამიწა.ხეებს თავს დასტრიალებდა და ურცხვად აცლიდა სამოსს.
შემოდგომის დასაწყისისთვის ზედმეტად ციოდა.ელენეს წელზე შალი შემოეხვია,დივანზე მიწოლილიყო და წიგნს კითხულობდა.რამდენჯერმე კარებს დაუყურადა,თითქოს ვიღაცის მოსვლას ელოდა.
„თვენახევარია არ გამოჩენილა,ალბათ ნაწყენია.აბა,რა ეგონა,რომ გამომეცხადა მთვრალი ,თან რომელ საათზე? რადგან იმ ღამეს მასთან დავრჩი,ეგონა ყველაფრის უფლება ჰქონდა.არა,მაინც სად დაიკარგა?“-მიშოზე ფიქრებს შეეპყრო ქალი.მის ქცევებზე ეღიმებოდა.კოცნა გაახსენდა და ბუსუსებმა დააყარა.ზუსტად,იმ დღის შემდეგ ჩაფიქრდა გიგაურზე და აღარც ამოუგდია გონებიდან. მეთვალყურეც ხომ მიუჩინა,ყოველ დღე აბარებდა ანგარიშს ვრცლად.იცოდა,გიგაურს ზედმიწევნით რომ გადასცემდა.
რაღაც ფხაჭუნი მოესმა,გულის ფანცქალით წამოჯდა,დაუყურადა.საკეტის გადატრიალების ხმას მიხვდა,-„მიშოს არ აქვს გასაღები“-გაიფიქრა და ფეხზე წამოხტა.
***
ქალაქის ტელეფონი გაბმულად აკივლდა,გიგაურმა დაიზმუვლა და ყურმილს დასწვდა,
-გისმენთ!
-მიშო,დროზე გამოდი განყოფილებაში!-ბექას ხმა ზარივით ჩაესმა.
-რა მოხდა?!-უცებ გამოფხიზლდა.
-ელენე დაჭრეს!-მეხივით გავარდა.
ყურმილი ხელიდან გაუვარდა,გაოგნებისგან ადგილზე გაიყინა,-„ელენე დაჭრეს,ელენე დაჭრეს“-ტვინი მხოლოდ ორ სიტყვას ატრიალებდა.
არ ახსოვს როგორ ჩაიცვა და როგორ მივიდა განყოფილებამდე,რას ელაპარაკებოდა ბექა,იმასაც ვერ ხვდებოდა.სახე შეშლოდა,თვალები ჩასისხლიანებოდა.
-მიშო!-დაუყვირა ბექამ და თავზე ხელები მოკიდა,-დაწყნარდი და მისმინე!-ხმას უფრო აუწია.
-რა მოხდა,როგორ მოხდა,ვინ დაჭრა?!-გამოერკვა გიგაური, ყბების ჭრიალს განაგრძობდა.
-ვინ და იმ ნაბიჭ..მა! ნაცემია ელენე ძალიან და მუცელში აქვს დანა დარტყმული,ოპერაცია უკეთდება ახლა!-ნაკლებ დღეში არ იყო ბექაც.
-რამაზი სად იყო?!-მეთვალყურე შეახსენა.
-ისიც დაჭრილია..მაგრამ ის ნაბიჭ..ი დაჭერილია!მეზობლებმა იყოჩაღეს და ჩვენთან დარეკეს,ოპერასთან აიყვანეს,ახლა მოჰყავთ,გზაში არიან!-ოდნავ მშვიდი ხმა ჰქონდა ბექას.
-უუხ!-დაჭრილი დათვივით დაიღმუვლა მიშომ. მუშტებს კრავდა და შლიდა,ვენები დაებერა ყელზე.გიჟივით გავარდა გარეთ.
პერანგი გადაღეღვოდა და ქარი მთელ ტანში უძვრებოდა,სიცივეს ვერ გრძნობდა,ბრაზი ახრჩობდა,თავს იდანაშაულებდა.

ღამის თეთრხალათიანი მორიგეები დერეფანში გადი-გამოდიოდნენ.მიშო ნერვულად სცემდა ბოლთას.ყოველი კარის ჭრიალზე,გული უჩქარდებოდა.მინებს მიღმა სამი ადამიანის სიცოცხლე წყდებოდა.
ინათა,დღის შუქმა თითქოს იმედი მოიყოლა.გიგაური თვალდახუჭული იჯდა,თავი უკან კედელისთვის მიეყრდნო.დრო იწელებოდა.
კარის ხმაზე ფეხზე წამოხტა და ნიღაბაფარებულ ექიმის დანახვაზე ყელში რაღაც მოაწვა.
-გამარჯობა,უფროსი გამომძიებელი,მილიციის კაპიტანი მიშო გიგაური,-წარუდგა.
-ქირურგი,თამაზ რეხვიაშვილი,-გაეცნო ექიმიც.
-ელენე ზამბახიძეს საქმეზე ვარ,როგორ არის?-თქვა და პასუხის მოლოდინში სიცოცხლე გაათავა.
-მდა..პაციენტი მძიმე ტრავმით შემოვიდა,აღენიშნებოდა მუცლის ღრუს ღია ჭრილობა,რამაც გამოიწვია სისხლის დიდი დოზით დაკარგვა.თან ორსულად ყოფილა ქალბატონი,სამწუხაროდ ნაყოფის გადარჩენა ვერ შევძელით.პაციენტის მდგომარეობა კი მძიმეა,მაგრამ სტაბილური.აქვს მიყენებული ტრავმები სახის არესა და კისრის მიდამოებში,-დაასრულა ექიმმა.
-ნახვა შეიძლება?-ძალა წაერთვა მიშოს,ეგონა სხვა ლაპარაკობდა მის მაგივრად.
-რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება პაციენტი,დრო გვიჩვენებს ,როდის შევძლებთ მის პალატაში გადაყვანას,შემდეგ შესაძლებელია,-ოდნავ გაიღიმა ექიმმა და თავის დაკვრით გაეცალა მიშოს.
**
ბორკილებ დადებული იჯდა „ასპიტა“ ბექას წინ , დასიებული თვალებიდან და გატეხილი ცხვირიდან ერთიანად უწვეთავდა სისხლი.დახეთქილი ტუჩები ამობრუნებოდა.
დერეფანში ჩოჩქოლი ატყდა,ვიღაცის დაჭერას ცდილობდნენ.კარი შემოგლიჯა გიგაურმა,მხეცივით ეცა მსხვერპლს და მთელი ძალით შემოჰკრა სახეში მუშტი.ბრალდებული სკამიანად დაეცა ძირს,ზედ წიხლებით შესდგა,რომ არ გაეკავებინათ,შემოაკვდებოდა.
-გაიყვანეთ!-დაიყვირა ბექამ და მიშოს წინ აეფარა.
„ასპიტას“ ჩაავლეს ხელი და გაათრიეს საკნამდე.
-გაგიჟდი?! მთელი ცხოვრება უნდა დაინგრიო,ამ ნაბიჭ..ის გამო?!-ძალით დასვა სკამზე მიშო.
-არ ვაცოცხლებ! ელენე რომ მოკვდეს,ამას არ ვაცოცხლებ!-თვალებს შეშლილივით ატრიალებდა.
**
დღეში სამჯერ მიდიოდა საავადმყოფოში და ელენეს ამბავს კითხულობდა.ადგილს ვერ პოულობდა,დაზაფრული დადიოდა,გონება აღარ უმუშავებდა.შვებულება ითხოვა ორი კვირით.მისცეს კიდეც და საყვედურთან ერთად.
ერთ-ერთ მისვლაზე,ექიმმა რომ ახარა,დღეს პალატაში გადაგვყავს პაციენტიო,სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა.სულმოუთქმელად ელოდა დერეფანში,როდის „გამოაგორებდნენ“ მის ანგელოზს.
ელენეს დანახვაზე,ცრემლები მოაწვა,გამხდარიყო, ლამაზი თვალები ჩაცვენოდა ქალს .სახეზე სილურჯეები გაყვითლებულიყვნენ.გული შეეკუმშა გიგაურს,მისვლა გაუჭირდა.
მძიმედ დაიძრა პალატისკენ,კარიდან დაზვერა ქალი.ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და გაუღიმა.
-ელენე,-ჩუმად დაუძახა.
ქალმა თვალები გაახილა,მიშოს დანახვაზე სახე ოდნავ გაუნათდა.
-კარგად ვარ,-ჩაილაპარაკა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი,სახე შეეცვალა,ჭრილობამ თავი შეახსენა.
-ბოდიში,ელენე,ჩემი ბრალია,-თითებზე მოკიდა ხელი.
-შენი კი არა,ჩემი ბრალია,-ქალმა ოდნავ მოუჭირა ხელზე.მიშოს უარესად მოეწურა გული.ჩამოჯდა და თავი ჩაღუნა.
-„ის“ დაიჭირეს,აღარაფერი გემუქრება,-ხმაში რიხი დაკარგვოდა.
-შვილიც მომიკლა!-ელენეს ცრემლებმა საფეთქლებზე იპოვნეს გზა.
-ჩშშ,-ახლოს მიიწია მიშო და ქალს შუბლზე, ტუჩები დააწება.
ელენე შეიშმუშნა,კაცის სიახლოვემ ააფორიაქა.
-დაწყნარდი,-გაუღიმა გიგაურმა, სიყვარულით ანთებული თვალებით.
ექთანის შემოსვლამ,უხერხულობა გაფანტა. დამამშვიდებელი ვენაში გაუკეთა პაციენტს და მიშოს განუცხადა,თქვენი დრო ამოიწურა,უნდა წაბრძანდეთო.
-მთავარი ექიმი აქ არის?-მიუბრუნდა ექთანს.
-დიახ,თავის კაბინეტშია.

იმ დღის შემდეგ ელენეს პალატაში დაიდო ბინა,დღე და ღამე თავზე ედგა ქალს.
„ელენე ჭამე“ და „ელენე იმოძრავე“-ზედ ევლებოდა.მასთან ერთად სტკიოდა და მასთან ერთად იცინოდა.ელენეც მიეჩვია ყურადღებას,ნელ-ნელა მომჯობინდა,სახეზე ლაქები თითქმის გაუქრა,თვალებსაც უწინდებურად,აელვებდა.
გამოწერის დღეს , მიშომ განუცხადა,ჩემთან უნდა წამოხვიდე,ან მე წამოვალ შენთან,მარტო გაგიჭირდებაო.უარი განაცხადა ელენემ.მარტო მინდა ყოფნა,ბევრი რამ მაქვს საფიქრალიო.
-ესე იგი ,მე ხელს გიშლი?!-ეწყინა ქალის გადაწვეტილება.
-არ მიშლი,მიშო,მარტო მინდა ყოფნა.ყველაფერი ერთად დამატყდა თავს,ფიქრი მჭირდება,-ჩაილაპარაკა და კაცს თვალი აარიდა.
-ჩემში არ ხარ დარწმუნებული,არ მენდობი!-გული ჩასწყდა,ქალს დანანებით გახედა და უკანმოუხედავად გავიდა.
აღარც მისულა,აღარც ახსენებდა.ბექასაც აუკრძალა ელენეზე საუბარი.არც ქალის მხრიდან ისმოდა რამე.
ორიი თვე გავიდა.ზამთარს, ღამე ჩუმად შემოეღო კარი და ქალაქში ფიფქები შემოეყარა.მთელი რუდუნებით მოსავდა გარემოს თეთრად.დილით,“მოხატული“ უნდა დაეხვედრებინა ონავრებისთვის.
ვერ დაიძინა მიშომ,წრიალებდა საწოლში,საბანი გადაიძრო,მკერდზე ხელს ისვამდა,ჰაერი არ ჰყოფნიდა.წამოჯდა,სანათი აანთო.საათს დახედა,ორი სრულდებოდა. ფრთხილი კაკუნი გაისმა.გაუკვირდა,“ვინ უნდა იყოს ამ დროს?“-გაიფიქრა და კარი გამოხსნა.
-პირველ თოვლს გილოცავ,მიშო,-ელენე უღიმოდა.თავზე ფიფქები გვირგვინივით ედგა,მართლა ანგელოზს ჰგავდა.
-ელენე?!-გაკვირვება,სიხარული,ამდენი ხნის მოლოდინი, ერთმანეთში აერია.
-ჩაიზე დამპატიჟებ?-ეშმაკურად იღიმოდა ქალი.
-იცით,რომელი საათია ქალბატონო ელენე?!-მიშო თავს ძლივს იკავებდა,რომ არ გასცინებოდა.
-რომელი საათია ბატონო მიშო და,-მაჯაზე დაიხედა ქალმა,-ღამეა!-თვალები უბრწყინავდა.
-უნდა წახვიდეთ ქალბატონო ელენე,გვიანია და დასვენება მჭირდება,-აჰყვა თამაშში,ტუჩებს ძლივს უყრიდა თავს.
--მდა..მეც მჭირდება დასვენება,ნუ გეშინიათ,დაწექით თქვენ,მე აქ მოვთავსდები,-თქვა ელენემ და ოთახისკენ დაიძრა.
მიშო თავი გააქნია,ქალს მკლავში სტაცა ხელი და ზედ აიკრა,
-ჯიუტო ელენე,მიყვარხარ!-უჩურჩულა ბაგესთან,ნაზად აკოცა,სახის ყველა ნაკვთი ნელ-ნელა დაუკოცნა.ყელთან ჩააცურა ტუჩები.
-მეც,მეც მიყვარხარ!-აკვნესდა ქალი და ფეხებში მოიკეცა.
გიჟივით აიტაცა ხელში და ოთახისკენ გააქანა.დილამდე იკლაკნებოდა ორი სხეული საბნის ქვეშ.

***
ზამთარი გაზაფხულმა მიაბრძანა გარეთ,ზაფხულმა კი გაზაფხული.
-გულიზარა,გულიზარა,-უბნის ბავშვების ყიჟინა იქაურობას იკლებდა,ჯვრები დაეხატათ და იტალიური ეზოს კარს უკან იმალებოდნენ.მიშო ზურგიდან მოხვეოდა ელენეს და ქალის წამობზეკილი მუცლისთვის,ხელები შემოეჭდო.ორივე ღიმილით შესქეროდა ონავრებს.

დასასრული
____________

პატარა ისტორიით მოვედი)))



№1  offline წევრი შამხათი

არაჩვეულებრივი ისტორია იყო, ძალიან მომეწონა. შენეული სტილი გაქვს, განსხვავებული, რაც ძალიან მომწონს. წარმატებებს გისურვებ და ველი ახალ ისტორიებს.

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

შამხათი
არაჩვეულებრივი ისტორია იყო, ძალიან მომეწონა. შენეული სტილი გაქვს, განსხვავებული, რაც ძალიან მომწონს. წარმატებებს გისურვებ და ველი ახალ ისტორიებს.

მადლობა.
ეს ისტორია ეკუთვნის უბანს,სადაც დავიბადე დს გავიზარდე..

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ნამდვილად ძალიან კარგი ისტორია იყო, უზომოდ მომეწონა, წარმატებები შენ და იმედია ხშირად გაგვახარებ ახალ-ახალი თავებით

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ablabudaa
ნამდვილად ძალიან კარგი ისტორია იყო, უზომოდ მომეწონა, წარმატებები შენ და იმედია ხშირად გაგვახარებ ახალ-ახალი თავებით

დიდი მადლობა.
გაიხარე.

 


№5 სტუმარი სტუმარი Elle

dzalian taviseburi weris stili gakvs, sainteresod vitardeba xolme movlenebi❤ es istoriac dzalian momewona

 


№6  offline წევრი tamuna.s

დილა პოზიტივით დავიწყე.შენი ნიკი რომ დავინახე ისე გამიხარდა, უკვე ვიცოდი რომ დიდი სიამოვნება მელოდა წინ. გზაში ვკითხულობდი და სამსახურში ისე მივედი, ვერც გავიგე. ძალიან მიხარია რომ ასეთი კარგი მწერალი შეემატა საიტს. მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით, მე პირადად მოუთმენლად გელოდები.

 


№7  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი Elle
dzalian taviseburi weris stili gakvs, sainteresod vitardeba xolme movlenebi❤ es istoriac dzalian momewona

მადლობა ელლე.
ნამდვილი პერსონაჟია ბევრი))
ჩემი ბავშვობის მოგონებები გადავიტანე ფურცელზე)))

tamuna.s
დილა პოზიტივით დავიწყე.შენი ნიკი რომ დავინახე ისე გამიხარდა, უკვე ვიცოდი რომ დიდი სიამოვნება მელოდა წინ. გზაში ვკითხულობდი და სამსახურში ისე მივედი, ვერც გავიგე. ძალიან მიხარია რომ ასეთი კარგი მწერალი შეემატა საიტს. მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიით, მე პირადად მოუთმენლად გელოდები.

ოო,დიდი მადლობა.
ყოველი დილა პოზიტივით დაგეწყოს :*

 


№8  offline წევრი ჟიზელი

პატარა კი არა დიდი ისტორიაა ეს ^^ ძალიან ჩემიყვარდა იტალიური ეზოს ყველა მაცხოვრებელი. იმ დროის თბილისი ისეა გადმოცემული,ქართველობის სიყვარული ჩამეღვარა გულში. არ ვიცი, მე მცხელოდა მიშოსთან ერთად, მეც გალეწილი მთვრალი ვიყავი მიშოსთან ერთად, მეც შემოვულაწუნე ერთი მაგარი "ასპიტას" , მეც ვიცინოდი ქაჯანა კატოს დაბანისას,მერის მწარე გულისტკივილიც ვიგრძენი...მერე გომბორის გზა, ჩემი თელავი და ბაზარი )))) არ ვიცი,მიყვარს ეს ისტორია და შენ ხომ საერთოდ.

 


№9  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

mirandaa31
დილით რომ ამას წაიკითხავ ❤️ ძალიან მაგარია მეგონა რომ ფილმს ვუყურებდი და დიდი მადლობა ამისთვის. უნიჭიერესი მწერალი ხარ. მალე დაგვიბრუნდი ისევ ახალი ისტორიით.

მადლობა მირანდა))
მიხარია,რომ ცოტათი მაინც გაგიხალისეთ დღე)))

ჟიზელი
პატარა კი არა დიდი ისტორიაა ეს ^^ ძალიან ჩემიყვარდა იტალიური ეზოს ყველა მაცხოვრებელი. იმ დროის თბილისი ისეა გადმოცემული,ქართველობის სიყვარული ჩამეღვარა გულში. არ ვიცი, მე მცხელოდა მიშოსთან ერთად, მეც გალეწილი მთვრალი ვიყავი მიშოსთან ერთად, მეც შემოვულაწუნე ერთი მაგარი "ასპიტას" , მეც ვიცინოდი ქაჯანა კატოს დაბანისას,მერის მწარე გულისტკივილიც ვიგრძენი...მერე გომბორის გზა, ჩემი თელავი და ბაზარი )))) არ ვიცი,მიყვარს ეს ისტორია და შენ ხომ საერთოდ.

ჟიზელ :* მადლობა.მიხარია,რომ ეს ისტორიაც ჩაიხუტეთ.
კატო ნამდვილი პერსონაჟია და მე ვარ.ჩემს დაბანას მეზობლები სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ))) რამდენჯერ დამიჭირეს გაქცეული))))
თელავი ,თუ შენია,ბეროში სიუჟეტი ფიქალებზეა,თუ ხარ ნამყოფი არ ვიცი,ყვარელში.

 


№10  offline წევრი ჟიზელი

ბერო74
mirandaa31
დილით რომ ამას წაიკითხავ ❤️ ძალიან მაგარია მეგონა რომ ფილმს ვუყურებდი და დიდი მადლობა ამისთვის. უნიჭიერესი მწერალი ხარ. მალე დაგვიბრუნდი ისევ ახალი ისტორიით.

მადლობა მირანდა))
მიხარია,რომ ცოტათი მაინც გაგიხალისეთ დღე)))

ჟიზელი
პატარა კი არა დიდი ისტორიაა ეს ^^ ძალიან ჩემიყვარდა იტალიური ეზოს ყველა მაცხოვრებელი. იმ დროის თბილისი ისეა გადმოცემული,ქართველობის სიყვარული ჩამეღვარა გულში. არ ვიცი, მე მცხელოდა მიშოსთან ერთად, მეც გალეწილი მთვრალი ვიყავი მიშოსთან ერთად, მეც შემოვულაწუნე ერთი მაგარი "ასპიტას" , მეც ვიცინოდი ქაჯანა კატოს დაბანისას,მერის მწარე გულისტკივილიც ვიგრძენი...მერე გომბორის გზა, ჩემი თელავი და ბაზარი )))) არ ვიცი,მიყვარს ეს ისტორია და შენ ხომ საერთოდ.

ჟიზელ :* მადლობა.მიხარია,რომ ეს ისტორიაც ჩაიხუტეთ.
კატო ნამდვილი პერსონაჟია და მე ვარ.ჩემს დაბანას მეზობლები სრული შემადგენლობით ესწრებოდნენ))) რამდენჯერ დამიჭირეს გაქცეული))))
თელავი ,თუ შენია,ბეროში სიუჟეტი ფიქალებზეა,თუ ხარ ნამყოფი არ ვიცი,ყვარელში.

მართლა? რა მაგარია. აი,შენი ორივე ისტორია ჩემთან ძალიან ახლოს მოვიდა და ახლა რომ დავფიქრდი,ალბათ იმიტომ,რომ რეალურია, ჩამოყალიბებული ადამიანის ნააზრევი,არაფერი აქვს ყალბი და ზედმეტი. კარგად ვხედავ შენს შინაგან სამყაროს და მომწონს რასაც ვხედავ. დაუსრულებლად მინდა გიკითხო, გამახარე ისევ მალე. დღეს თვალებს არ ვუჯერებდი. თან ცხოვრების რთული პერიოდი მაქვს ახლა და ჩემს ნანერვიულებ, ღამეგანათევ გონებას,მართლა მალამოდ მოედო ძველი თბილისი.

 


№11  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

კი,ბანაკი,რომელიც ბეროშია,ძალიან ადრე საბავშვო ბაღი იყო,ხალხი ცხოვრობდა გარშემო.მერე სოფელად წავიდნენ და გადააკეთეს ბანაკად.ნათლისმცემელიც ახლოშია იქ.ბუნებაა არნახული.თუ მოხვდებით იმ მხარეს,უნდა ინახულოთ,არ ინანებთ.მდინარეც ჩამოედინება.მონადირე დათა,ნამდვილია და პაპაჩემია)))
ამ ისტორიაშიც ,ბევრი რეალობაა.იეზიდი გულიზარაც ნამდვილია)) ჩემმა ძმამ მიუხატა ფეხებთან და კი არბენინა მაგიდის გარშემო მერე.სახლამდე მოჰყვა)))
მადლობა ჟიზელ :*

 


№12  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ ვისიამოვნე, სასწაული იყო. ადამიანური ბუნება, ხასიათი, ქცევა რა სწორად გაქვს გადმოცემული. დიდხანს წასაკითხი ისტორიები უნდა წერო, რომ მკითხველს გაუხანგრძლივო კითხვის სიამოვნება. გელი ახალი ისტორიით

 


№13  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Chikochiko
როგორ ვისიამოვნე, სასწაული იყო. ადამიანური ბუნება, ხასიათი, ქცევა რა სწორად გაქვს გადმოცემული. დიდხანს წასაკითხი ისტორიები უნდა წერო, რომ მკითხველს გაუხანგრძლივო კითხვის სიამოვნება. გელი ახალი ისტორიით

დიდი მადლობა,ჩემო კარგო :*

 


№14 სტუმარი ეკა

ასე მეგონა ნამდვილ ამბავს ყვებოდი. კატო მგონია შენ იყავი ???? აუცილებლად უნდა გააგრძელო წერა

 


№15  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ეკა
ასე მეგონა ნამდვილ ამბავს ყვებოდი. კატო მგონია შენ იყავი ???? აუცილებლად უნდა გააგრძელო წერა

კი,კატო მე ვარ)))აქ კიდევ ლაითად აღვწერე)))

მადლობა,გაიხარე :*

 


№16 სტუმარი სტუმარი ნანა

ბრავო! მე არ შევმცდარვარ. თქვენ ჩამოყალიბებული მწერალი ხართ და ძალიან სასიამოვნოა აქ რომ აქვეყნებთ თქვენს ნაწარმოებებს. კარგი იქნება ხშირად თუ შეგვახსენებთ თავს. წარმატებებს გისურვებთ!

 


№17  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნანა
ბრავო! მე არ შევმცდარვარ. თქვენ ჩამოყალიბებული მწერალი ხართ და ძალიან სასიამოვნოა აქ რომ აქვეყნებთ თქვენს ნაწარმოებებს. კარგი იქნება ხშირად თუ შეგვახსენებთ თავს. წარმატებებს გისურვებთ!


დიდი მადლობა ,ნანა))
სასიამოვნოა ასეთი შეფასება,გაიხარეთ.

ვეცდები,დრო და დრო,შემოვამატო რამე საინტერესო)))

 


№18 სტუმარი სტუმარი თამარი

ძალიან მომეწონა ეს ისტორია^^ ამ დილით მესიამოვნა ამის წაკითხვა^^ ცოტა დეტექტივიცააა და ვგიჟდები ასეთებზე. დეექტივი მიზიდავს ზოგადად ძალიან^^ მიყვარს. საინტერესო იყო ნამდვილად. თან ეს იტალიური ეზო, ძველებური სიტუაცია.. დენად საინტერესო და მომნუსხველია რომ^^ აღარაფერს ვამბობ მიშოზე რომელიც ამ ისტორიის მთავარი გმირია. და მის ანგელოზზე^^ წარმატებები შენ❤❤

 


№19  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი თამარი
ძალიან მომეწონა ეს ისტორია^^ ამ დილით მესიამოვნა ამის წაკითხვა^^ ცოტა დეტექტივიცააა და ვგიჟდები ასეთებზე. დეექტივი მიზიდავს ზოგადად ძალიან^^ მიყვარს. საინტერესო იყო ნამდვილად. თან ეს იტალიური ეზო, ძველებური სიტუაცია.. დენად საინტერესო და მომნუსხველია რომ^^ აღარაფერს ვამბობ მიშოზე რომელიც ამ ისტორიის მთავარი გმირია. და მის ანგელოზზე^^ წარმატებები შენ❤❤


თამარ,დიდი მადლობა))

მთელი ჩემი ლამაზი ბავშვობაა ეს ეზო,დროც სხვა იყო,ხალხიც.
მიხარია,რომ სიამოვნებით წაიკითხეთ))

 


№20 სტუმარი სტუმარი ნანა

გააგრძელეთ წერა. ერთ-ერთი გამორჩეული ხართ. ძალიან მომწონს თქვენი წერუს სტილი.

 


№21  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნანა
გააგრძელეთ წერა. ერთ-ერთი გამორჩეული ხართ. ძალიან მომწონს თქვენი წერუს სტილი.

დიდი მადლობა :*

 


№22 სტუმარი სტუმარი ნონა

რა კარგი ყმაწვილია მიშო :დდ მომეწონა ძალიან, ლამაზი ისტორიაა

 


№23  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნონა
რა კარგი ყმაწვილია მიშო :დდ მომეწონა ძალიან, ლამაზი ისტორიაა


მადლობა ჩემო კარგო))))

 


№24 სტუმარი სტუმარი მარი

ისეთი რეალურადაა ასახული ამბები, იქ ვარ და იმ სიძველის სუნს ვგრძნობ, მე დამჭრეს, მეტკინა, მე გავათენე ღამე საფეხურზე, მე დავიპატიჟე ჩაიზე თავი )))) მაგარია <3

 


№25  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი მარი
ისეთი რეალურადაა ასახული ამბები, იქ ვარ და იმ სიძველის სუნს ვგრძნობ, მე დამჭრეს, მეტკინა, მე გავათენე ღამე საფეხურზე, მე დავიპატიჟე ჩაიზე თავი )))) მაგარია <3


მარო,მადლობა :*
heart_eyes
heart_eyes

 


№26 სტუმარი სტუმარი მე-ოცნებე

აწ უკვე ჩემს ინტერნეტ დედიკოს მინდა ვუთხრა,უმაგრესი გოგო ხარ..ამ წუთას წავიკითხე,ერთი ამოსუნთქვით რომ უნდა წაიკითხო ისეთია.სადღაც შორიდან,წარსულიდან,ნამდვილი გრძნობების დროიდან არის გადმოსული შენი მოთხრობები და პერსონაჟები.ტკბილი,სიძველის სუნი აქ და მეამაყები...

სტუმარი მე-ოცნებე
აწ უკვე ჩემს ინტერნეტ დედიკოს მინდა ვუთხრა,უმაგრესი გოგო ხარ..ამ წუთას წავიკითხე,ერთი ამოსუნთქვით რომ უნდა წაიკითხო ისეთია.სადღაც შორიდან,წარსულიდან,ნამდვილი გრძნობების დროიდან არის გადმოსული შენი მოთხრობები და პერსონაჟები.ტკბილი,სიძველის სუნი აქვს და მეამაყები...

 


№27  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი მე-ოცნებე
აწ უკვე ჩემს ინტერნეტ დედიკოს მინდა ვუთხრა,უმაგრესი გოგო ხარ..ამ წუთას წავიკითხე,ერთი ამოსუნთქვით რომ უნდა წაიკითხო ისეთია.სადღაც შორიდან,წარსულიდან,ნამდვილი გრძნობების დროიდან არის გადმოსული შენი მოთხრობები და პერსონაჟები.ტკბილი,სიძველის სუნი აქ და მეამაყები...

სტუმარი მე-ოცნებე
აწ უკვე ჩემს ინტერნეტ დედიკოს მინდა ვუთხრა,უმაგრესი გოგო ხარ..ამ წუთას წავიკითხე,ერთი ამოსუნთქვით რომ უნდა წაიკითხო ისეთია.სადღაც შორიდან,წარსულიდან,ნამდვილი გრძნობების დროიდან არის გადმოსული შენი მოთხრობები და პერსონაჟები.ტკბილი,სიძველის სუნი აქვს და მეამაყები...

ჩემო საყვარელო,დიდი მადლობა :*
კარგი შვილი ხარ)))))

 


№28 სტუმარი Maria

Iseti kargia tqveni motxrobebi patara margalitebia.suntqva gamicherda sanam wavikitxe da ro damtavra mere amovisuntqe.iseti pozitivii mogaqvt da imedi rom cremlebs ver verevi.madloba rom wert.madloba rom xart ..

 


№29  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Maria
Iseti kargia tqveni motxrobebi patara margalitebia.suntqva gamicherda sanam wavikitxe da ro damtavra mere amovisuntqe.iseti pozitivii mogaqvt da imedi rom cremlebs ver verevi.madloba rom wert.madloba rom xart ..

დიდი მადლობა ჩემო კარგო ასეთი შეფასებისთვის და თბილი სიტყვებისთვის :*

 


№30  offline წევრი Barbare ❤

gasaocrad wer ❤️ iseti gemrieloba iyo didi sitbo da siyvaruli chamegvara gulshi ❤️????❤️ ar shewyvito wera. warmatebebi ❤️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent