შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე დედა ვარ (თავი 3)


25-05-2018, 15:34
ავტორი Crazy dreamer
ნანახია 1 657

იმ საღამოს მე და მიშიკო სვანეთში გავიპარეთ მის მშობლებთან. როცა ჩავედით ჩემი დედამთილ-მამამთილი ძალიან კარგად შეგვხვდნენ, მთელი მათი სანათესაო ძალიან ბედნიერი იყო, როგორ მინდოდა მაშინ ჩემი მშსობლებიც იქ ყოფილიყვნენ და ჩემი ბედნიერება მათაც გადასდებოდათ. საკუთარი ფიქრების გამო ძალიან დავითრგუნე და ეს მიშიკოსთვისაც შესამჩნევი გახდა.
- ლალი, კარგად ხარ? რაღაც ფერი არ მომწონს შენი
- კარგად ვარ, კარგად უბრალოდ ჩემი მშობლების გამო გული მწყდება.
- თუ ამის გამო ხარ ცუდად როგორცკი ქალაქში ჩავალთ შენს მშობლებთან მივიდეთ და დაველაპარაკოთ.
- არ ვიცი , მეშინია ყველაფერი ასე მარტივად რომ არ აეწყოს? მიმიღებენ კი ისინი ისევ ?
- მიგიღებენ დამიჯერე, შენ მათი შვილი ხარ და შენზე დიდი ხანი ვერ გაბრაზდებიან ეს ძალიანაც, რომ მოინდომონ.
მიშიკო ყოველთვის უთქმელად ხვდებოდა როდის? რა? და როგორ? მინდოდა ამის გამო უბედნიერესი ვიყავი, რადგან გვერდში ისეთი ადამიანი მყავდა ვისაც დავეყრდნობოდი წაქცევის პირას მისული. სვანეთში ორი კვირა გავატარე და შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ის შეგრძნებები რაც მე იქ განვიცადე არასდროს დამავიწყდება. მიშიკოსთან ერთად მრავალი ადგილი მოვიარე და ყველაფრით მეტად აღფრთოვანებული დავრჩი. რამოდენიმე სვანური კერძის მომზადებაც ვისწავლე და თბილისს ძალიან კმაყოფილი დავუბრუნდი, მაგრამ მთავარი სადარდებელი გულს უფრო და უფრო მიღღრნიდა, ვღელავდი არ ვიცოდი როგორი იქნებოდა ჩემი მშობლების რეაქცია და წინ რა მელოდა?! მაგრამ ჩემი გადაწყვეტილებით მაინც კმაყოფილი ვიყავი. დადგა ჩემთვის და მიშიკოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი საღამო. მოვემზადეთ და ჩემი მშობლების სახლისკენ ავიღეთ გეზი. როდესაც მივედით კარზე ზარი დავრეკე და მოთმინებით დაველოდე კარის გაღებას, კარი დედაჩემმა გააღო და მისი რეაქცია მძაფრი და საშინელი იყო, მისი მწარე სიტყვებით გული გამიტყდა.
- შენ? აქ რა პირით მობრძანდი? ოჯახის და გვარის შემარცხვენელო.
- დედა მომისმინე, მე ის მართლა მიყვარს გეფიცები ბედნიერი ვარ, ჩვენ ვიქორწინეთ.
- ახლა მე მომისმინე ქალბატონო ლალი შენ შენი გზა აირჩიე და კეთილი ინებე და ჩვენ თავი დაგავანებე. აქ მეორედ აღარ მოხვიდე.
- ქალბატონო მაია არასწორად ფიქრობთ, ჩვენ ერთად ბედნიერები ვართ მიშიკო შეეცადა სიტუაციის განმუხტვას მაგრამ ამაოდ არაფერი გამოუვიდა.
- ლალი შენი ბარგი წაიღე და წადი, დაგვივიწყე შენ ჩვენთვის მკვდარი ხარ! მშობლების სიტყვა არად ჩააგდე მაგრამ მოვა დრო და ამ ყველაფერს ინანებ და დაიმახსოვრე მე მამაშენი აღარ ვარ.
მამაჩემმა ჩემი ჩემოდანი გარეთ გამოაგდო, და კარი ცხვირწინ მომიჯახუნა გული მატკინა მათმა ამ საქციელმა და იმ დღეს მიშიკოს წინ დავიფიცე, რომ სიკვდილამდე მისულიც კი მათთან არაფრის და არავის გამო აღარ მოვიდოდი. მე და მიშიკოს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა რაც შვილი ალექს დადესქელიანი შეგვეძინა, მიშიკო აღარ იყო თბილი მოსიყვარულე ქმარი, ღამეები არ მოდიოდა თუ მოვიდოდა კი მთვრალი, ისიც გავიგე, რომ კაზინოში დაიწყო თამაში, ერთი პერიოდი ამაზე ძალიან მძიმედ ვკამათობდით, ბოლოს კი მეც მომბეზრდა და თავი დავანებე მეგონა გამოსწორდებოდა მაგრამ ასე არ მოხდა უარესები დაიწყო, ადრე თუ მხოლოდ თამაშობდა ახლა სხვადასხვა ქალთან ატარებდა ღამეს და ამის დაფარვას სრულებით არ ცდილობდა. მე მუშაობა დავიწყე და ვცდიილობდი ყველანაირი მატერიალური ხარჯი ჩემს თავზე ამეღო, მაგრამ მიშიკოს ბოლო საციელმა მასზე ყველანაირი წარმოდგენა დამიკარგა. ერთ საღამოს თურმე ძალიან დიდი ფსონი წაუგია და სანაცვლოდ ჩვენი სახლით განაგრძო თამაში, რათქმაუნდა სახლიც დაკარგა და არც იმაზე უფიქრია თუ რა გვეშველებოდა მე და ალექსს.
________________________
მადლობა ყველას ვინც წაიკითხეთ გთხოვთ თქვენი აზრი გამიზიარეთ <3



№1 სტუმარი manana

კარგია, მაგრამ კითხვას დავიწყებ და უკვე აღარ არის , რატომაა ასეთი პატარა თავი.

 


№2  offline მოდერი Mathew

დიდი თავები ანა :დდ მომეწონა.
შეგიძლია რამდენიმე დღე არ დადო,დაწერო უფრო დიდი თავი და მეტი ინტრიგაც ჩააგდო ))) წარმატებები

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

manana
კარგია, მაგრამ კითხვას დავიწყებ და უკვე აღარ არის , რატომაა ასეთი პატარა თავი.

Patara tavistvis bodishi aucileblad davdeb ufro dids

Girl with pretty smile
დიდი თავები ანა :დდ მომეწონა.
შეგიძლია რამდენიმე დღე არ დადო,დაწერო უფრო დიდი თავი და მეტი ინტრიგაც ჩააგდო ))) წარმატებები

Gamovasworeb aucileblad madloba rom shenishvnebsac madzlev minda bolomde vicode tu
Rashi var dasaxvewi da rashi uketesi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent