შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე დედა ვარ (თავი 2)


24-05-2018, 18:57
ავტორი Crazy dreamer
ნანახია 1 870

დედ-მამასთან დაძაბული ურთიერთობის გამო ყოველთვის რაღაც მაკლდა, ალბათ გაინტერესებთ ისიც თუ რატომ მაქვს უთანხმოება პირად ცხოვრებაში?! არასდროს მეგონა, რომ ცხოვრების სიყვარული მიღალატებდა ან ჩემს ზურგსუკან ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან საქმეს დაატრიალებდა. მიშიკო ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გავიცანი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა სკოლის დასრულების შემდეგ გაწყდა. ერთ დღესაც სასწავლებლის შესასვლელთან სრულიად შემთხვევით შევხვდი, მიშიკო მუდამ პრობლემური ადამიანი იყო შეეძლო მცირედზეც კი ეკამათა, იმ დღესაც როდესაც სასწავლებელთან დავინახე რამდენიმე ბიჭთან კამათობდა. პირველი შეხვედრის შემდეგ მიშიკოს კიდევ მრავალჯერ შევხვდი ერთ დღესაც სასწავლებელის მახლობელ კაფეში დამპატიჟა და მითხრა:
- ლალი შენ ძალიან კარგი გოგო ხარ. სკოლის შემდეგ, სულ მინდოდა შეგხვედროდი და აი ასეც მოხდა.
- მიშიკო მეც ძალიან გამიხარდა შენი ნახვა, ძველი მეგობრობის გახენება და დღეების უფრო ხალისიანად გატარება.
- ლალი მინდა იცოდე, რომ შენს მიმართ გულგრილი არ ვარ. ვერ ავხსნი იმ გრძნობას რასაც შენამდე მოვყავარ, ყოველ დილით მხოლოდ იმიტომ მეღვიძება, რომ ვიცი გნახავ. მე შენ ძალიან მიყვარხარ.
- არ ვიცი რა უნდა გითხრა, მხოლოდ ერთს გეტყვი, რომ მეც იგივეს განვიცდი შენს მიმართ.
ჩემი და მიშიკოს ამ საუბრის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ვერ გეტყვით, რომ სხვა გოგოებისავით ცაში დავფრინავდი რადგან შეყვარებული მყავდა, პირიქით პრობლემები გაორმაგდა ჩემს ცხოვრებაში. ჩემი მშობლების ყურამდეც მივიდა ის ამბავი, რომ მე და მიშიკო შეყვარებულები ვიყავით. მიშიკოზე კი ვისაც რა გაუგია ცუდი ყველამ ჩემს მშობლებთან მიიტანა ამბავი და ამით კიდევ უფრო დაიძაბა ყველაფერი. სახლიდან გარეთ არ მიშვებდნენ, თუ გავიდოდი ვაი იმ გასვლას. დედა და მე გამუდმებით ვჩხუბობდით და ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კამათი დღემდე ჩამრჩა გონებაში.
- ლალი რამდენჯერ გითხრა, იმ ბიჭთან ახლოს არ გნახოთქო.
- დედა მე ის მიყვარს, ცუდია თუ კარგი მაინც მიყვარს და არ გაქვთ უფლება ასე ჩაერიოთ ჩემს ცხოვრებაში.
- ლალი ამას ინანებ შვილო და გვიან იქნება. სწავლა დაამთავრე ცხოვრება აიწყვე და გაყევი ვინმე ნორმალურ ადამიანს ცოლად.
- დედა მე მხოლოდ მიშიკოს ცოლი გავხდები. ძალიან გთხოვ ჩემს გადაწყვეტილებას პატივი ეცი.
დედაჩემი დუმდა ხმას არ იღებდა მაგრამ კარგად ვიცოდი, რომ მისი სიჩუმე უფრო ცუდი იყო ვიდრე მისი ყვირილი. მეგონა დედა გავიდოდა ოთახიდან, მაგრამ უარესი მოხდა დედას გასვლის ნაცვლად მამაჩემი შემოვარდა გაცეცხლებული და სახეში მძიმედ მოქნეული ხელი გამარტყა, სული მატკინა მისმა ამ ჟესტმა ერთხელაც კი არ დაუკარებია ხელი პირიქით მისი შიშით ხელს ვერავინ მადებდა, ჩემი მშობლები ჩემი ოთახიდან გავიდნენ თუ არა მაშინვე მიშიკოს დავურეკე და მოსვლა ვთხოვე. ისიც რათქმაუნდა მალევე მოვიდა იმ საღამოს კი ჩვენ ერთად გავიპარეთ მიშიკოს მშობლებთან სვანეთში.
_________________
მეგობრებო ეს ჩემი პირველი ისტორიაა ძალიან მინდა თქვენი შეფასებები მოვისმინო რათქმაუნდა ძირითადად შენიშვნები რადგან მინდა ამ საქმეში დავიხვეწო. მადლობა ყველას ვინც წაიკითხა.



№1  offline მოდერი Mathew

შინაარსი მართლა კარგია,მაგრამ ახლა რაღაც უნდა გითხრა.აი მიშიკოს და ლალის დიალოგში თითქოს იჩქარე,რაღაც დამაკლდა.ასე არ უნდა ყოფილიყო,მაგრამ არაუშავს.
მშობლებთა საუბარი კარგი იყო,მაგრამ თავების გაზრდა ცადე.უფრო დიდი ინტრიგა ჩააგდე და დამიჯერე,მალე ყველაფერი გამოგიავა.არ მინდა,რომ გეწყინოს.პირიქით მინდა მალე გაგიცნოს ყველას და დაიხვეწო,შენც ძალიან კარგად იცი რა შეგიძლია.ასე,რომ წარმატებები ^^

 


№2  offline წევრი Crazy dreamer

Girl with pretty smile
შინაარსი მართლა კარგია,მაგრამ ახლა რაღაც უნდა გითხრა.აი მიშიკოს და ლალის დიალოგში თითქოს იჩქარე,რაღაც დამაკლდა.ასე არ უნდა ყოფილიყო,მაგრამ არაუშავს.
მშობლებთა საუბარი კარგი იყო,მაგრამ თავების გაზრდა ცადე.უფრო დიდი ინტრიგა ჩააგდე და დამიჯერე,მალე ყველაფერი გამოგიავა.არ მინდა,რომ გეწყინოს.პირიქით მინდა მალე გაგიცნოს ყველას და დაიხვეწო,შენც ძალიან კარგად იცი რა შეგიძლია.ასე,რომ წარმატებები ^^

მართლა დიდი მადლობა მიხარია რომ შენიშვნებსაც მაძლევ არ მეწყინება აქ საწყენი არაფერია პირიქით მადლობა ძალიან დიდი შენიშვნა მიღებულია აუცილებლად გამოვასწორებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent