შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი სიცოცხლე (თავი 2)


27-05-2018, 17:20
ავტორი naattii
ნანახია 1 584

სახლის კარი დაღლილმა შეაღო, უკვე შუადღის 2 საათი იყო, იმდენად მადისაღმძვრელი სურნელი გამოდიოდა სამზარეულოდან დაბანას ვიღა დაეძებდა კუჭი ამოხტომაზე გაუხდა.
-ლიზაა, გამახსენე დღეში ათასჯერ რომ ვთქვა მადლობა ჩემთან რომ ცხოვრობ_უცებ ხელებ დაბანილი გაჩნდა მაგიდასთან და ისეთი მომლოდინე სახით ახედა გოგოს, პატარა ბავშვი რომ კამფეტს ელოდება. მხიარულად შემოკრა ტაში და ჩანგლის ტარის დარტყმა დაიწყო მაგიდაზე
-სა-ჭმე-ლი, სა-ჭმე-ლი.
-ღმერთო ნათ, აქციას მიწყობ?
-დიახ, გვშია, სა-ჭმე-ლი.
-რა გეტყობა 30 წლის ექიმი ქალი რომ ხარ მითხარი ა? მიტო შევრჩით ერთმანეთს ასე ბავშვურები რომ ვართ.
-მერედა რატომაა ერთად ცუდი? ყველა კაცს მირჩევნიხარ დაოოო, სა-ჭმე-ლი._ბრახუნი განაგრძო და სიცილით ახედა ლიზას.
-აუ ნათ, აი ამ წუთას ისე გავხარ შრეკის კატას ვგიჟდები _სიცილით დააწყო მაგიდაზე საჭმელი და თითონაც მიუჯდა-ამხელა ექიმი ქალი ხარ, გაიზარდეე.
-კარგი რა ლიზა, შენ მაინც არიცოდე ჩემი სამსახური, სერიოზულობა და ცრემლები იქაც მეყოფა, საავადმყოფოს კარს რომ მოვიხურავ იმ ყველაფერს ვტოვებ და სახლში მხოლოდ მხიარულება და სიცილი მინდა. მითუმეტეს მძიმე მორიგეობის შემდეგ ხოიცი.
-რამდენად მძიმე?
-სამი ათ წლამდე და ორი ოც წლამდე, აქედან ერთის გადარჩენაზე ეჭვი მეპარება, ღამით ისეთი საყვარელი ქალი მოიყვანეს და კიდევ რამდენიმე.მძულს როცა ადამიანს იმედს ვუწურავ.
-სამაგიეროდ, ნათი მაგ დროს იმათზე იფიქრე, ოპერაციიდან გამოსული რამდენად სასიხარულო ამბავს ეუბნები გადარჩენილების ოჯახს. ეცადე დადებითზე იფიქრო, მერამდენე წელია დამოუკიდებლად მუშაობ და ამდენი წლის მანძილზე რამდენი გადაგირჩენია, ზოგი დღემდე შენი მადლობელია ახალი სიცოცხლე რომ აჩუქე. ყველას ერთ ქვაბში ვერ ჩაყრი ნათ.
-ვიცი ლიზა ვიცი, უბრალოდ დაღლილს სევდა მაწვება ხომ იცი.
-კარგი, მაშინ ახლა შენ ჭამას მორჩი, დაიძინე და საღამოსკენ ნინის გამოვიძახებ.
მთელი დღე ეძინა, რომ გაიღვიძა უკვე ათი სრულდებოდა. მაშინვე დაახტა ნინი თავზე.
-გოგო, 32 წლის ხარ უკვე, რავერ დაიზარდე?
-ვაიმე ლიზა, ეს ფხუკიანი მე მეუბნება ამას? კარგი რა, მხოლოდ 2 წლით ვარ უფროსი რა გადამაყოლე_ცხვირი აიბზუა ნინიმ და ბალიში გაუქანა ნათიას.
-არ ინერვიულოთ, მე ყველაზე ბოლოს ვკვდებიი_ზემოდან დაახტათ ლიზა და ორივე დაიჟეჟა.
ერთ საათში უკვე კლუბის გზას ადგნენ. ეს ნათიას საყვარელი ადგილი იყო, მთელ საღამოს ყოველთვის დინამიკებთან ახლოს ატარებდა, იცოდა როგორც ექიმმა ეს როგორი საზიანო იყო, მაგრამ ეს იყო ერთადერთი ადგილი, რომელიც ფიქრის საშუალებას არ აძლევდა, ამას დამატებული ორი მარტინი და მორჩა, მძიმე სამუშაო დავიწყებული იყო. ნინი სწორედ აქ გაიცვნეს რამდენიმე წლის წინ და ისე დამეგობრდნენ მესამე დად მიიღეს. არასდროს მიუციათ თავისთვის ზედმეტის უფლება, აქ მხოლოდ განსატვირთად მოდიოდნენ და როცა თავისას მიაღწევდნენ, მშვიდად ბრუნდებოდნენ სახლში. ამჯერადაც ღამის ორი იქნებოდა სახლის გზას რომ დაადგნენ, ნინისაც იტოვებდნენ და ანუ გულახდილობის საღამო ელოდათ.
-ხვალ მუშაობ ნათი?
-არა ნინი, მორიგეობის მეორე დღე თავისუფალი მაქვს, ზეგიდან ისევ ჩვეულებრივი მიღების საათები მექნება, მორიგე კვირაში ორჯერ ვარ, დანარჩენი გამოძახების მიხედვით.
-ისე ნათი, არასდროს მიკითხავს, რატომ ექიმობა და რატომ ნეიროქირურგობა, ყველაზე რთული პროფესია?
-მოდი ასე ვთქვათ, პატარაობიდან ისეთი რთული ბავშვი ვიყავი და განსხვავებული, ყოველთვის მაინტერესებდა რა ხდებოდა ადამიანის ორგანიზმში, მახსოვს 8 წლის ვიყავი დედას ვთხოვე საბავშვო ანატომიის წიგნები ეყიდა. ერთ დღეს, კლასელმა თქვა მამას ტვინში სისხლი ქონდა და ვერ გადაარჩინესო, ვერაფრით მივხვდი ტვინში სისხლის გამო რატო მოკვდა ადამიანი, როცა ისედაც უნდა ყოფილიყო, ამის შემდეგ გადავერთე ტვინზე, ვისწავლე მის შესახებ ყველაფერი რასაც ვგებულობდი, აღმოვაჩინე რომ ხერხემლის ტვინი სითხე ყოფილა და არა თავის ტვინის მსგავსი ნუ ორგანო ვთქვათ, ასე მივყევი და ბოლოს სამედიცინო ფაკულტეტზე განხრის არჩევის დროს უყოყმანოდ მივუთითე ნეიროქირურგია. დღეს ლიზას ვეუბნებოდი როგორ მიჭირს მუშაობათქო, მაგრამ ეს მხოლოს რთულ შემთხვევებში. არაფერი ჯობია იმ შეგრძნებას, როდესაც პირბადეს მოიხსნი, საოპერაციოდან გამოსული პაციენტის ახლობლებს მიუახლოვდები და ატირებულ დედას ბედნიერი ღიმილით ეტყვი, რომ მისი წვალებით გაჩენილი და განაზრდელი შვილი გამოჯანმრთელდება, დედაც ემახსოვრება, მამაც ცხოვრებას ჩვეული ტემპით მალე განაგრძობს. აი ამ წამებისთვის მიღირს ცხოვრება, ამ დროს ყველაფერი მავიწყდება და უზღვავ ბედნიერებას ვგრძნობ.
-მაგრამ....
-ხო ნინი, დიდი მაგრამ არსებობს, ეს ის დროა, როცა იგივე სიტუაციაში მშობლებს საპირისპიროს ვეუბნები, მათი სასოწარკვეთილი ყვირილის და გოდების ხმა მთელი დღე არ მშორდება და ამ დროს ჩემი სამსახური კიარა, მთელი სამყარო მძულს. ამ დროს თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ბედნიერება უბედურების გარეშე არ არსებობს, მე კი ორივე საკმარისად მერგო.
-მემგონი ახლა დალევა ყველაფერს აჯობებს_გულდამძიმებული წამოდგა ლიზა და უკან არაყითა და პატარა ჭიქებით დაბრუნდა.

მომდევნო მეორე დილით ისევ 6 საათზე წამოხტომა, უცებ მოწესრიგება და სამსახურისკენ წასვლა. გაუკვირდა როდესაც კაბინეტთან მომლოდინე გიორგი დალანდა და საათს დახედა.
-ხო მშვიდობაა გიორგი ჯერ 7 საათია.
-მაპატიეთ ნათია ექიმო, დღეს პასუხების დღეა და ვერ მოვითმინე, არ შეგაწუხებთ, სადმე გარეთ დავჯდები, უბრალოდ სახლში უმოქმედოდ ვერ გავჩერდებოდი.
-გასაგებია, პაციენტებს ცხრიდან ვიღებ, შეგიძლიათ მანამდე ჩემი კაბინეტის სკამი დაიკავოთ_ღიმილით მივუთითე კარებისკენ და გავუძეხი.
-რომელისთვის მოდის ხოლმე პასუხები?
-იცით ინდივიდუალურია, დამირეკავენ როცა მოვა, ჩემ სახელზეა და პირველ რიგში მე შემატყობინებენ. _დიდი ხანი არც მოუცდიათ ნახევარი საათი იქნებოდა გასული შიდა ტელეფონმა რომ დარეკა და პასუხების მოსვლა ამცნო.
-აბა ვნახოთ_ანერვიულებულმა გადახედა წელში უმალ გასწორებულ გიორგის და კომპიუტერი ჩართო. სათითაოდ, თითის გაყოლებით წაიკითხა ყველა ციფრი რომარაფერი არეოდა და გული შეეკუმშა. ელოდა, მაგრამ მაინც ეგონა ამ ქალბატონს გაუმართლებდა.
-მაპატიე გიორგი, ავთვისებიანია, სიმსივნის სიდიდით თუ ვიმსჯელებთ, უკვე მესამე სტადია ეწყება, ყველაზე კარგი ისაა, რომ ორგანიზმში მეტასტაზები ჯერ არ გავრცელებულა, ცუდი კი ის რომ, ამოსაჭრელად სიმსივნე სახიფათო ადგილზეა.
-კარგი, რა ვარიანტები გვაქვს?
-რმდენიმე, შეგიძლიათ ასეთი ხიფათის გათვალისწინებით ოპერაციაზე უარი თქვათ და დღესვე დავიწყოთ აგრესიული ქიმიოთერაპია, მაგრამ სიმსივნის მოცულობა არ დაპატარავდება, მეორე ვარიანტი, ოპერაცია და შემდგომ ქიმიოთერაპიის დანიშვნაა, უფრო ნაკლებ აგრესიულის, მესამე კი მისი სახლში წაყვანა და მშვიდად ყოფნაა._ბოლო სიტყვებზე თავი ჩახარა და კაცს ვერ გაუსწორა. მისი მოვალეობა იყო ვარიანტები შეეთავაზებინა, მაგრამ შერცხვა თქმა დედა სახლში წაიყვანე და მშვიდად დაელოდე მის სიკვდილსო.
-ბოლო ვარიანტი გამორიცხულია, თქვენ რას მირჩევთ?
-ყველაზე ეფექტური ამ შემთხვევაში ოპერაცია და შემდგომი ქიმიოთერაპიაა, ამას თუ გადაწყვეტთ, კიდევ ერთხელ მომიწევს თავზე გადაღება სიზუსტისთვის და ასევე უნდა გადავწყვიტო საიდან იქნება უფრო ხელსაყრელი და ნაკლებ სახიფათო მისი ამოკვეთა.
-მაშინ გადაწყვეტილებაც მიღებულია, ასე იოლად ვერ გავუშვებ. გააკეთეთ ყველაფერი რაც საჭიროა და გადაარჩინეთ, გთხოვთ_მუდარით ამომხედა და ჩუმად გაიკეტა ოთახის კარი.



№1  offline წევრი დარინა

შემეცოდა გიორგიი ღმერთმა ასეთი რამ გვაშოროს, მომწონს ისტორია სევდიანია მაგრამ კარგი, გიორგის და ლიზას წყვილიცმომწონს თვალი დავადი უკვეე.

 


№2  offline წევრი naniko mindia

❤️❤️❤️Dzalian kargai xar, umagresi istoria, kargi personajebi gyavs natia eqimi gansakutrebit, warmatebebi,
--------------------
lomidze

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

მომწონს გიორგი...
ხომ ხედავ შენი ერთგული მკითხველი გავხდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent