მე დედა ვარ (თავი 5)
ოთახიდან გავედი, ჩემი მშობელები და ალექსი კი მარტო დავტოვე. ძალიან ბევრი ვიფიქრე ღირდა კი ჩემი მშობლების უკან, შეურიგებლად გაშვება?! ცოტახანში ისევ მისაღებში დავბრუნდი. - შვილო, ჩვენ წავალთ. იფიქრე როცა მოგესურვება ჩვენს შვილიშვილთან ერთად მოდი, იცოდე რომ შენი მშობლების სახლის კარი შენთვის მუდამ ღიაა. მეუბნება მამა და თვალიდან გადმოგორებულ ცრემლს იწმენდს. - სად წახვალთ? ან რატომ? დარჩით ისედაც დიდი ხანი გავატარე უთქვენოდ, მინდა უთქვენოდ გატარებული 17 წელი ავინაზღაურო. - ჩემო გოგო, უშენოდ ჩვენც ძალიან ცუდად ვიყავით კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ გვაპატიო. მითხრა ატირებულმა დედამ და მაგრად მომეხვია. საღამოს სამივემ ერთად ვივახშმეთ, შემდეგ კი ვიაუბრეთ ალექსსმა და მამაჩემმა ერთმანეთს კარგად გაუგეს და მთელი საღამო ფეხბურთზე და ზოგადა სპორტზე საუბრობდნენ. დედაჩემი კი ტიპიური ბებია გახდა, რომელიც შვილიშვილს მავნე საკვების მიღებას უკრძალავს. - დედა მამა დღეს არ დარჩებით? - შვილო, შენ დარჩი ხვალ ჩვენთან დღეს კი სახლში წავალთ. მპასუხობს მამა და გასასვლელისკენ მიდის. - ბებია იცოდე, ჩიფსები და ეგეთი რაღაცეები არ დამანახო, ნატურალური მიიღე ყველაფერი. - კარგი, კარგი ბებო ყველაფერი გავიგე. მობეზრებული პასუხობს ალექსი. ჩემი მშობლები გავაცილეთ მე და ალექსმა შემდეგ კი ისევ მისაღებში დავბრუნდით, კომედიური ფილმის ყურება დავიწყეთ და ასე გავერთეთ. - დედა, ცოლი მოიყვანა. უცებ მეუბნება ალექსი მე კი აზრზე ვერ მოვედი. - რა? ვინ მოიყვანა ცოლი? დაბნეული შვილს კითხვაზე კითხვითვე ვპასუხობ. - მამამ, სულ რაღაც ექვსი თვეა რაც ჩვენგან წავიდა და უკვე ახალი ოჯახი ჰყავს, ასეთი მამა არ მჭირდება, ერთხელაც არ მომიკითხა. არც მე და არც შენ არ გავხსენებივართ. კატეგორიული და ნაწყენი ხმით მეუბნება ალექსი. - შვილო, მომისმინე ვიცი არ გსიამოვნებს ეს სიტუაცია მაგრამ მასაც აქვს უფლება იყოს ბედნიერი. თითქოს უდარდელად მაგრამ მაინც გულნატკენი ვპასუხობ ჩემს შვილს. - ერთხელ მაინც რომ გაეწია მამობა ჩემთვის რა იქნებოდა? ამიტომ არ მინდა სადმე და მითუმეტეს ამ სახლში დავინახო, ძალიან გთხოვ თუ გავახსენდები და მიკითხავს უთხარი, რომ მისი ნახვა არ მსურს. - ალექს ნუ ხარ ასეთი პრინციპული. და კიდევ მაიასთან და ანზორისთან უნდა წავიდეთ სვანეთში თან შენც საზაფხულო არდადეგები გაქ. - კარგი დედა, წავიდეთ მიყვარს იქაურობა. - მაშინ ბარგი მოაწესრიგე, რასაც ვერ იპოვი დამიძახე. მისაღებს ვალაგებ მაგრამ უგულოდ, სულ ალექსის სიტყვებზე ვფიქრობ და გული მწყდება იმ წლებზე რაც მიშიკოსთან გავატარე მაგრამ ვერ გამოვიყენე. ძალიან მინდა ჩემი ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ დალაგდეს, აღარ მინდა ერთი პრობლემის დასრულებისას მეორე წარმოიშვას. დილით მაღვიძარას ხმა ჩამესმის ყურში და ზლაზვნით ვდგები რათა გამოვრთო. შემდეგ სააბაზანოში შევდივარ და თავს ვიწესრიგებ. - დედაა ჩემი მაისური სადაა? მესმის ალექსის ხმა. - უჯრაში ნახე ალექს გუშინ დავკეცე შენი ტანსაცმელი. აბაზანიდან ვყვირი მე. ნელ-ნელა საუზმესაც ვამზადებ, ალექსთან ერთად გემრიელად შევექცევი. საუზმის დასრულების შემდეგ ყველაფერს ვაწესრიგებ და ოთახში გავდივარ ბარგის გამოსატანად. ალექსი ორივე ჩემოდანს იღებს მე კი მხოლოდ მანქანის და სახლის გასაღებს მაწვდის და ასე ვტოვებთ სახლს. სვანეთამდე მშვიდად ვმგზავრობთ საღამოს კი მონატრებულ ანზორის და მაიას ვეხუტები. - ბაბუ უფრო ხშირად ჩამოდი, თავი მოგვანატრე. - რა ვქნა ბაბუ, სკოლა კალათბურთი მერე მასწავლებლები. - ხო და ამ ზაფხულს აქ რჩები ბებია, არც შენი მასწავლებლები ვიცი მე და არაფერი. - დავრჩები აბა რას ვიზავ. - ლალი შენ როგორ ხარ? საქმეები ხომ გაქვს კარგად შვილო?! - კი, კი ყველაფერი რიგზეა ახალ-ახალ საქმეებს ვიღებ თითქმის ყოველთვე. - ძალიან კარგი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.