შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამომყევ ქალავ(თავი პირველი)


30-05-2018, 03:04
ავტორი ჟიზელი
ნანახია 1 306

მომაღლებულ გორაკზე ჩამდგარი ნიავი ნახევარი მეტრის სიგრძეზე წამოზრდილ იონჯას ცხვირში უღიტინებდა ნახირიდან გამოქცეულ პირუტყვს. ნახშირივით შავი ცხოველი გულმოსული დასცხრომოდა ახლად აბიბინებულ, ნოყიერ ბალახს. ნაკვეთის თავზე შემომდგარმა შავთავშლიანმა დედაკაცმა ერთი ღონიერად ამოიგმინა მისი დანახვისას, ჭარხლის ფოთლებში გამოხარშული ძაფისაგან მოქსოვილი წინდა ბირკებისაგან წამში გაინთავისუფლა გამხმარი,გაუხეშებული ხელებით და თხილის ხისაგან გამოჭრილი ნედლი წკეპლით ფერდებმოსუქებულ ლამაზოს ფეხდაფეხ გამოეკიდა მუქარით.
- შე სამგლე ! _ წაჰკივლა ქალმა, _ ეგღა მინდა თოთიამ ამ იონჯას გამო სოფლის ბირჟა აახორხოცოს. გადაადგი ეს ძირში მოსაჭრელი ფეხი. როდემდე უნდა იპარებოდე ნახირიდან? გაგიყიდე ის ხბო,გაგიყიდე. არ დაგხვდება სახლში და რაღა მოგარბენიენებს. შეუშვებ თუ არა მაგ უტვინო თავში?!_ ქოთქოთებდა გულზე ალმოდებული ქალი . როგორც იქნა მწვანე გორებს შორის გამოჭრილ გზაზე დააყენა პატრონის ბრაზისაგან თავგზააბნეული ძროხა და ის იყო ამჯერად საკუთარი ხელით შეკერილ წინსაფარს დასწვდა მჩხვლეკავი ბირკების დასაძრობად,რომ მთავარი გზიდან სოფლის მიმართულებით დამდგარ,მტვრის ქარბუქში გახვეულ რამდენიმე ავტომობილს ჰკიდა ხნიერი თვალი.
- ის ბალღები არიან ვითომ? რას იტყვი ლამაზო,ჰა ? _ წასჩურჩულა ათიოდე მეტრით წინ წასულ ძროხას მოხუცმა და ბედნიერი ღიმილისაგან გალაღებული სახით გამოეცალა მოახლოებულ კოლხოზნიკებს სავალი გზიდან .
ახალგაზრდობიდანვე ამაყი,გულზვიადი ქალი იყო ტასო ბებო. თხუთმეტი წლისა თუ იქნებოდა ქვრივად დარჩენილმა დედამისმა თანასოფლელ გივიას რომ მიათხოვა და აგერ უკვე სამოცდაათ წელზე მეტიც კია ფეხიც არ მიუდგამს მამისეულ სახლში იმის მერე. მეტიც, იმ უბანს,სადაც თავისი ხანგრძლივი ცხოვრების პირველი თხუთმეტი წელი გაატარა, ვინმეს პანაშვიზე მისული თუ გაეკარებოდა მხოლოდ,ისიც იმიტომ,რომ არ-მისვლა გარდაცვლილის უპატივცემულობაში არ ჩასთვლოდა . პატარა სოფელი იყო უჯარმა და არ უნდოდა ამ სიბერეში ვინმე მოემდურებინა სამეზობლოდან. იმ სოფლად ყველას უყვარდა ტასოცა და მისი უხეირო,ცხვირგაჭეჭყილი ნაბოლარა,ორმოცდაათ წელს მიღწეული გოგიაც, დღე და ღამ რომ ცოლის შერთვაზე ოცნებობდა,მაგრამ ისეთი ქალი ვერსად ეპოვნა მის ცუნდრუკა,ღვინის მოყვარულ ხასიათსა და ულამაზო ცხვირს რომ აიტანდა როგორმე.
- ეგ გამურული ვირთხა ისევ თუ ჩემს იონჯას მისდგა, ჩემი ხელით გამოვასალმებ სიცოცხლეს და მერე არ იყოს წივილ-კივილი! _ ზურგსუკან მოესმა სოფლის ბირჟაზე შემოსწრებული თოთიას გამყინავი ხმა უბნის წყაროსთან შემდგარ ტასოს, დახავსებულ,ბაყაყებით გატენილ ბასეინში ჩამდგარ წყალზე დაწაფებულ ძროხას რომ უცდიდა,როდის მოიკლავდა პირუტყვი წყურვილს. თავის ცხოვრების მანძილზე ერთადერთი თავმოტვლეპილ თოთიას თუ წასჩხუბებია სამეზობლოდან,ოღონდ ყოველ კვირაში ერთხელ. გეგონება გამგეობისგან სოფლისთვის გამოყოფილი ექიმის გამოწერილი რეცეპტი ყოფილიყოს ორივესათვის ეს ყოველკვირეული კინკლაობები, ისიც იმიტომ,რომ ტასოს აზრით, უჟმური,კიტრის მწნილივით დამჟავებული კაცი თავად გამოიწვევდა ხოლმე საჩხუბრად. საანჩხლო არ ელეოდა თოთიას. ხან შენმა წუკლაკმა ძაღლმა წიწილები დამიჭამაო შეუყეფდა ხოლმე ტასოს,ხან შენმა ნადირმა ძროხამ ღობე შემომინგრიაო და ხანაც შენმა კაკალის ხემ ეზო ისე დამიჩრდილა,ბუსნო ვეღარ წამოზრდილა ამ ხეირიან მიწაზეო. ერთი სიტყვით,თოთიასთვის რომ გეკითხათ, შეიძლება მეორე მსოფლიო ომიც ტასოსათვის დაებრალებინა რამენაირად. ყველაფერზე შეეძლო ჩხუბი მუდამ შავთავშალწაკრულ დედაკაცთან და მისი თავხედობისაგან გაგულისებული, არც ქალი დაუხრიდა ხოლმე თავს მდუმარედ.
- შენ გირჩევნია ეგ ენა მუცელში ჩაიგდო. იმ ბალღებს დააშინებ, წეღან რომ ჩამოვიდნენ ქალაქიდან . რას იტყვიან მერე ჩემს სოფელზე? მანდ ჩამსველელები აღარა ვართ, კაციჭამია თოთიამ გული გაგვიწყალა ნამეტანი სიანჩხლისაგანო ?
- ეს ანჩხლი იქნება,ძროხას რომ გამოგიფატრავს და ჭიშკართან მოგიდებს შე ბებრუცანა, _ გააგრძელა თავისი თოთიამ მშვიდად. ბირჟაზე ჩამომსხდარ სამიოდე ხნიერ კაცს სიცილის ტალღამ გადაურბინა წამიერად. კარგა ხსნის შეჩვეულები იყვნენ ამგვარ სეირებს და ხეირიანად მოილხენდნენ ხოლმე კარისმეზობლების ჩხუბზე. მეტი რა გასართობი ჰქონდათ? დომინო,არაყი და ტასო-თოთიას სპექტაკლები გულის გამახარებელი რამე იყო უსაქმურებისთვის.
- ბებრუცანა?!_ შეიცხადა ტასომ, _ ერთი ასაკისანი მაინც არ ვიყოთ შე სიბერისაგან გამოჩერჩეტებულო ბერიკაცო.
- არ იცოდე მაინც რამ გამაანჩხლა და დამაბერა,_ წამოსცდა წყენაგარეული სიტყვები თავჩაქინდრულ თოთიას. ქალის გულს რაღაცამ მწარედ წაჰკბინა. აღარაფერი უთქვამს ტასოს იმ დღეს თოთიასთვის , უხმოდ გატრიალდა,ლამაზოს ფერდში უხეიროდ წასცხო გაშლილი ხელისგული და ზანტად,მდუმარედ გაუყვა შარას.
აღარ ეცინებოდათ ბირჟის გამმაგრებლებსაც.
***
სოფლის თავზე აღმართულ ნაძვნარში დაშენებული კოტეჯებიანი დასახლების შესასვლელთან,ღია მწვანეში შეღებილი უზარმაზარი ჭიშკრის წინ ერთმანეთის მიყოლებით შეჩერდა ხუთი,მტვერში ამოგანგლული კოლხოზნიკი. ხანგრძლივი მგზავრობისაგან გაბეზრებულმა სტუდენტება უთქმელად დაცალეს მოძულებული ავტომობილები და ერთ მჭიდრო ჯგუფად შეგროვდნენ ჭიშკრის წინ გამოჭიმული ხელმძღვანელის პარალელურად.
- მეგობრებო,_სიტყვით გამოსვლა დაიწყო სტუდენტებზე ათიოდე წლით უფროსმა ქალმა და აზრზე მოსასვლელად, ატკიებული საფეთქლები ხელებით დაიზილა რამდენჯერმე,_პირველ რიგში,მოგესალმებით ხელოვანთა საზაფხულო სკოლაში. მიხარია,რომ წლევანდელი ნაკადი ასეთი ნიჭიერი ადამიანებით დაკომპლექტდა და მე,ისევე როგორც დანარჩენი ოთხი ხელმძღვანელი,მოხარული ვარ,რომ თქვენთან ერთად სრული ერთი თვის გატარება მომიწევს.მე გპირდებით,რომ ეს იქნება თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მხიარული,ამაღელვებელი,შემეცნებითი და დაუვიწყარი საზაფხულო გამოცდილება. როგორც იცით, ავტომობილის,სადაც ჩემი ოთხი კოლეგა და ასევე თქვენი ნივთები იმყოფება,საბურავი დაუზიანდა. როგორც შემატყობინეს, დაახლოებით ერთ საათში პრობლემა მოგვარდება და აქ იქნებიან,ამიტომ შეგნებულად არ გაგეცნობით,სანამ დანარჩენებიც არ ჩამოაღწევენ. დაველოდოთ მათ და შემდეგ ერთად გადაგანაწილებთ ათ კაციან ჯგუფებად. ბოლოს კი ოდნავ სამწუხარო ამბავი მაქვს თქვენთვის. ვიცი,რომ მგზავრობა ხანგრძლივი და ძალიან დამღლელი გამოდგა ,მაგრამ ჭიშკრის გასაღები მე არ მაქვს,ამიტომ მოგვიწევს დავიცადოთ ერთი საათი .
უკმაყოფილო შეძახილებმა გადაუარა მთელსჯგუფს. ზოგს ავარვარებული მზის გულზე არ უნდოდა გაჩერებე, ზოგი მგზავრობისას მოდებული მტვრის ტანიდან ჩამობანაზე ოცნებობდა,ზოგს შიოდა და ზოგსაც ეძინებოდა. ხელმძღვანელმა გახალისებისაკენ მოუწოდა კრიჭაშეკრულ, დაღლილობისაგან ერთმანეთზე მიწყობილ ტუდენტებს და როცა მიხვდა,რომ ვერავინ აიყოლია უფრო შეეჭმუხნა სახე,უკმაყოფილოდ ამოიოხრა და საფეთქლები ხელახლა დაიზილა.
- ეს ქალი რამდენჯერაც შემოგვხედავს ,იმდენჯერ თუ ასეთი ქარიფანტია გამომეტყველებით თავის ტვინს დაიმასაჟებს, წამომიდგენია რა ჯოჯოხეთური ზაფხული გვექნება ამის ხელში ,_ ამოიბურტყუნა ცისფერპერანგა გოგონამ და მარცხნივ მდგომ შავთმიანს ხელი უხეშად წაჰკრა,ხომ მეთანხმებიო.
-ეს ვინაა? _ შავთმიანმა ინტერესჩამდგარი თვალებითა და ღიმილშეპარული ტუჩებით ჰაერში გამოკიდებული ცხვირი პირდაპირი მიმართულებით გაიქნია და ცისფერპერანგაც იმ მიმართულებით შებრუნდა.
ვეებერთელა ჭიშკარზე ოსტატურად მიბობღავდა შავბერეტიანი ბიჭი. სათავეს რომ მიაღწია,წამით შეჩერდა, დიდი ბოდიშის მოხდით,მაგრამ მეძინებაო წაუბურდღუნა ხელმძღვანელს და ისეთივე ოსტატობით გადაევლო ჭიშკარს მეორე მხარეს.
- ეს ? ეს პეტრეა,პეტრე ტატიშვილი,_გაეცინა ცისფერპერანგას,_ შარშანდელ ნაკადში ვიყავით ორივე. თავიდან თავკერძას შთაბეჭდილებას ტოვებს,ყოველთვის იმას აკეთებს,რაც უნდა,მაგრამ სინამდვილეში ძალიან კარგი ბიჭია,თუ ტასო ბებოს დავუჯერებთ.
- ტასო ბებო ვინღაა? _ შავთმიანმა ახლაღა შეხედა პირველად თანამოსაუბრეს.
- ტასო ბებო ქვემოთ რომ სოფელი შეგვხვდა,აი, იქ ცხოვრობს,_ძალიან კარგი ქალია. აი,გაიცნობ და მიხვდები. შავთმიანი ვერ მიხვდა,რატომ უნდა გაეცნო სოფლის მაცხოვრებელი ,როცა ბანაკიდან გასვლა წესდების მიხედვით ეკრძალებოდა,თუმცა არაფერი აღარ უკითხავს.


__________________________
საკმაოდ პატარა,საცდელი თავია.
თუ დაგაინტერესებთ,გამიხარდება თქვენი დატოვებული კომენტარები.
უარყოფითიც რომ იყოს,მაინც.



№1  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ჟიზელ,ძალიან კარგია.
აუცილებლად უნდა გააგრძელო.

 


№2  offline წევრი ჟიზელი

ტერიკო74
ჟიზელ,ძალიან კარგია.
აუცილებლად უნდა გააგრძელო.

შენი ნათქვამი დიდი კომპლიმენტია ჩემთვის ^^
"მწერლობაზე" არასდროს მქონია პრეტენზია,მაგრამ ახლა შიგნიდან მთხოვს რაღაც რომ ვწერო. ვნახოთ რა იქნება ^^

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ჟიზელი
ტერიკო74
ჟიზელ,ძალიან კარგია.
აუცილებლად უნდა გააგრძელო.

შენი ნათქვამი დიდი კომპლიმენტია ჩემთვის ^^
"მწერლობაზე" არასდროს მქონია პრეტენზია,მაგრამ ახლა შიგნიდან მთხოვს რაღაც რომ ვწერო. ვნახოთ რა იქნება ^^


ეგ კარგი ჭია შეგძრომია,უნდა წერო და წერო)))

მწერლობაზე არც მე მაქვს პრეტენზია,მოყვარული ვარ და მსიამოვნებს,სულ ეს არის)))

 


№4  offline წევრი Kalina

ჟიზელ,
ძალიან სხვა ხარ.
აი სულ სხვა ;)
ვხვდები ხოლმე რაღაცებს და
ამასაც მივხვდი.
რაღაც კარგს წერ და დაწერე რა.
:)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№5  offline წევრი ჟიზელი

მარიკუნაა♥️
ჟიზელ,
ძალიან სხვა ხარ.
აი სულ სხვა ;)
ვხვდები ხოლმე რაღაცებს და
ამასაც მივხვდი.
რაღაც კარგს წერ და დაწერე რა.
:)

მარიკუნა დიდი მადლობა. გადამებადრა სახე შენს კომენტარზე. ახალ თავს ახლა ვწერ და ვნახოთ აბა რა გამოვა ^^

 


№6 სტუმარი როზა

მეორე თავს ველოდები,როდის დადებ?
ძალიან მომწონს. ბიჭის სახელზე გადავირიე..ჩემს შვილს უნდა დავარქვა :დ

 


№7  offline წევრი ჟიზელი

როზა
მეორე თავს ველოდები,როდის დადებ?
ძალიან მომწონს. ბიჭის სახელზე გადავირიე..ჩემს შვილს უნდა დავარქვა :დ

როზა, ცოტა ხანში დავდებ უკვე. მიხარია,რომ ელოდები ^^ მე ძველი სახელები მომწონს ძალიან... და ეს სახელიც ძალიან მელამაზება ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent