ერთხელ და სამუდამოდ (სრულად)
-კარგი რა... დე... ნუ ტირი რა! სასწავლებლად მივდივარ, საფლავში კი არა! -ჩემთვის ეს ოთხი წელი, სიკვდილია შვილო! უკვე ოთხი საათია გულამომჯდარი ტირის და ვერ მელევა.ვციდლობ გავამხნევო და გავაცინო, მაგრამ არ გამომდის. -კარგი რა ლია, ღმერთმა დაიფაროს რამე ცუდისგან. მამა ერთვება საუბრაში და დედას გულშ იხუტებს. -ხოდა, რომ ჩამოვალ გეყოლები მკვდრეით აღმდგარი შვილი! დავეჭყანე და ცხვირზე თითი ჩამოვკარი. -ნუ ცანცარებ! არ შემარცხვინო იცოდე! მოწესრიგებული, დინჯი, დამყოლი და წესიერი იყავი. ჩემთან რომ ხარ, უხეში და ჯიუტი ისეთი კი არა! -აუცილებლად! ჩასხდომა რეისზე თბილისი-მოსკოვი... ცხადდება მერვე ბაქანზე... რამდენჯერმე გაიმეორა ქერა გოგონამ და მეც დასამშვიდობებლად გავემზადე. -ჭკუით იყავი დე! -კარგი რა, დე... მერამდენედ მეუბნები? განა შენს შვილს არ იცნობ? თავს არავის დააჩაგვრინებს! მამა უთხარი რა შენც! გელა კი ხელებ აწეული ,,მე არაფერ შუაში ვარო“ იმეორებდა. -კარგი, წავედი! კიდევ ერთხელ გადავკოცნე მშობლები და ბაქანისკენ წავედი. რეგისტრაციისა და საფრთხოების კონტროლის გავლის შემდეგ, ბოლოჯერ მოვხედე აცრემლებულ დედას, რომელიც მამას მაგრად ჩეკრა გულში და გავუღიმე. ალბათ, ვერ შეამჩნიეს, ძალიან შორს ვიყავი. ბაორტგამცილებელი ნაზი ღიმილით ხვდებოდა, ყველა მგზავრს და მშვიდობიან მგზავრობას უსურვებდა. მე კი ეს ნამდვილად მჭირდება. ჩემი ადგილი დავიკავე და მშვიდად დაველოდე აფრენას. თუმცა, გვერდით კაცი მომიჯდა. უფრო სწორედ, ახალგაზრდა მამაკაცი. ურცხვად ვთხოვე ადგილი გაეცვალა ჩემვის, რადგან ხედს მიფარავდა. -დამიჯერეთ, სულ ცოტა ხანში დაგეძინებათ. დგება და ადგილს მიცვლის. -თქვენ რა იცით, ხშირად მგზავრობთ? -შეძლებისდაგვარად. ალბათ თვეში სამჯერ, ან ოთხჯერ. -თუ საიდუმლო არაა, რატომ მოგზაურობთ ასე ხშირად? -კომპანიიდან მიწევს. -ნუ თუ? -უკაცრავად? -არა არაფერი... ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. ხან რა მკითხა ხან რა. გვარი რომ გაიგო, გამეხუმრა, თავად დადიანს ვახლავართო. ეკონომისტობას ვაპირებ-მეთქი, რომ ვუთხარი. იქნებ ერთხელ ერთად ვიმუშაოთო, ამიტომ შენს სახეს ღრმად დავილექავ მეხსიერებაში, რომ არ დამავიწყდეო. საინტერესო მოსაუბრე გამოდგა. არ მომიწეყენია, ამიტომ კარგ ხასიათზე ჩავედი მოსკოვში. თვითმფრინავის პროპელერის ხმა შეწყდა. მიწაზე დავეშვით. ჩვენც ჩამოვედით თვითმფრინავიდან და ბარგს ხელი დავავლეთ. ხარბად შევისრუტე მოსკოვის ჰაერი, მაგრამ ჩემს სამშობლოს მაინც არ შეედრება. ექსკალატორი ჩავედით, ახლადგაცნობილ გიორგის დავემშვიდობე და მოთმინებით დაველოდე საშას. შტერივით ნახევარ საათზე მეტი ვიდექი მოსაცდელთან, სრულიად უცხო ქალაქში, უცხო ხალხთან. გავხევ შუაზე-თქო ვიფიქრე მაგრამ, თავს ვამშვიდებდი. ბოლოს როგორც იქნა მოვიდა. შორიდან მიღმოდა, მომეჩვენა რომსაყვარელი იყო. მომეჩვენა კი არა, საყვარელი იყო. -ანნაბელლ და?(ანაბელი ხო?) -და.(კი) ა ტი პა მოემუ საშა(ჩემი აზრით საშა, ხო?) -ნე სამნევაიუს.(არ მეეჭვება.) -კი მაგრა, რატო დაიგვიანე? ჩემს ბარგს დავავლე ხელი, მაგრამ გამომართვა, იჯელტმენა და მანქანაშ ჩადო. -უკმაყოფილო ნუ ხარ. მე კი არ დამიგვიანია, შენ ჩამოხვედი ადრე. -ეგეც მართალი. -წამო ახლა, გეშიება და ვჭამოთ. გზად მომიყევი შენზე. -სახლში რომ ვჭამოთ? დეიდას ნახვა მინდა. 10 წელია არ მინახავს. -დამიჯერე, საკმაო ხანი გეყოლება, მოგბეზრდება კიდეც. იმდენ რაღაცეებს გეტყვის და გკითხავს დაიღლები. თვალები აატრიალა და ჩაიღიმა. -მე, სადაც დედაჩემს ვუძლებ, დეიდა ადვილი ასატანი მეყოლება. მანქანაში ჩავსხედით და სახლისკენ ავიღეთ გეზი. გზად MC-ში შევიარეთ და წავიხემსეთ. -აბა, რას მეტყვი შენზე? მანქანის კარი მივხურე თუ არა, დაიწყო. -რა გაინტერესებს? -ყველაფერი! -ეგ, ზოგადი პასუხია! -ასეთი ხარ სინამდვილეშ? -როგორი, ასეთი? -ჯიუტი. -საკმაოდ. -მაშინ დაიწყე, რას საქმიანობდი, საქარველოში? რატომ ჩამოხვედი? და ასე შემდეგ... -ჩვიდმეტი წლის ვარ. სკოლა დავამთავრე თუ არა, თანდათანობი ცვლილებები დაიწყო. გამოცდები ვერ ჩავაბარე. მხოლოდ, იმიტომ რომ, ქიმია არ იყო ჩემი. ჩავიჭერი კიდეც. ცურვაში დისკვალიფიკაცია მივიღე. -რატომ? საუბარს არ მაცდის და უატქტოდ ეჭრება. -პირველი, როცა ვსაუბრობ ნუ მაწყვეტინებ. -ბოდიში. -აი, კიდევ. ჩაიცინა და შემომხედა. -გავაგრძელო? თანხმობის ნიშნად თავს აქნევს და პირდაპირ იყურება.- მწვრთნელმა მიითხრა, ორნახევარი სალტო გააკეთეო. ვეჩხუბებოდი, სამნახევარს გავაკეებ-მეთქი. შემიძლია და დაგიმტკიცებთ-თქო. რომ გამოვედი, სამნახევარი გავაკეთე, მოხდენილად და უშეცდომოდ .მაღალი შეფასებაც ავიღე. ყველაზე მაღალი. აუზიდან რომ ამოვედი, თავზე დამადგა. როგორ ბედავ და არ მემორჩილებიო. მერე მივხვდი ავისი შვილი რო გამოვიდა და სამბრუნიანი სალტო გააკეთა, რატომ ცოფდებოდა. ის შეჯიბრი მოვიგე მაგრამ, მომავალი დავკარგე.მშობლები არ იმჩნევდნენ, თორემ გული გასკდომაზე ჰქონდათ. შემდეგ, გაუფრტხილებლად ბექამ მიმატოვა. მასაც თურმე ჩემი წარმატება ჰყვარებია, მე კი არა. მერე,კალათბურთს დავუბრუნდი, ცურვის შემდეგ მოდუნებულმა ვერ ვითამაშე კარგად. არ გამომივიდა.ასე რომ, მთლიანი დრო მეცადინეობას დავუთმე. ვსწავლობ ყველგან და ყველაფერს. -არ გინდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი აკონტროლო.უბრალოდ, რაღაცეები შეცვალე. შეცვალე ის რისი დარეგულირებაც და კონტორლიც შეგიძლია. ავიდან ნურაფერს აიცილებ. ჩაიღიმა და ცრემლებ მომდგარმა ჩაიღიმა. -მოიცა, შენ ? -ჰო, მეც. კალაბურთს ვთამაშობდი, საკმაოდ წარმატებულად. მაგრამ, ბოლოს მწვრთნელმა, მომავალი დამინგრია. აი, მოვედით. მანქანა სახლის წინ გააჩერა და დაასიგნალა. -გადადი და ბარგს მე გადმოვიტან. ნაზად გავუღიმე და ჭისკარი შევაღე. დეიდა სიხარულით გამოიქცა. მაგრად ჩამეხუტა და სახე დამიკოცნა. შიგნით შემიძღვა. საბედნიეროდ ძია ოლეგიც სახლში დამხვდა. შესვლისანავე დიდი სითბო ვიგრძენი. -საღამომდე ეს გოგო თქვენია, მერე მე მიმყავს. ბარგი შენს ოთახში იქნება. ალბათ მერე იკადრებს ნინო და დაგათვალიერებინებს. -შენ გაჩუმდი! შენი თავი არ მაქვს. საშას შეუბღვირა და მე გამომხედა. -აბა, დეიდულ, მომიყევი რა ხდება თქვენკენ? დაჯექი და მანამდე ყავას მოვხარშავ. ოლეგ დალევ? ძიას გახედა და საპასუხოდ თავის დაქნევა რომ მიიღო საქმე განაგრძო. -არაფერი ისეთი დეიდა. რაც წახვედი იმის შემდეგ ქვეყანა მხოლოდ გარეგნულად შეიცვალა, ისიც ოდნავ. დედა და მამა კარგად არიან. მუშაობენ და მარჩენენ. -ავთო როგორაა? ძია ოლეგი ჩაერთო საუბარში და მაგიდასან ჩამოჯდა. -რა უჭირს. უბრალოდ, როცა სოფელში ჩადის, ძალიან იღლება. მეტი არაფერი უჭირს. -სოფელში ვინ არ იღლება ძია. აბა ერთი შენზე მომიყევი. დეიდამ ყავის ჭიქები მაგიდაზე დადგა, ტკბილეულობაც მოაყოლა და მოგვიჯდა. -მე რავიცი, რა მოგიყვეთ. ცხოვრება თავდაყირა დამიდგა და ამიტომ სწავლისთვის და ახალი თავგადასავლებისთვის ჩამოვედი. მინდა ჩემი ცხოვრების საუკეთესო მომენტები კარგად გამეტარებინა. მგონი, ასეც იქნება. ვერცერთი ადამიანი შეძლებს ჩემი გეგმების ჩაშლას. -ნუ, ჩემო ლამაზო გოგონა. ძლიან კარგი რომ ჩამოხვედი. დიდი ხანია არ მინახავხარ. როგორ გაზრდილხარ და გალამაზებულხარ. -კარგი რა დეიდა. თავი მორცხვად ჩავხარე და ხელები სკამს მოვუჭირე. -ნუ მორცხვობ. ძალიან ლამაზი ხარ. საუბრაში ძია ჩაერთო და თავზე ხელი გადამისვა. -ოპა, ოპა... ახალმოსულს უკვე ჩემზე დიდ პატივს სცემენ. კიბებიდან მომღიმარი საშა ჩამოდის და ჩემკენ მოემართება. -რა სულელი ხარ საშა. დეიდამ უკმაყოფილო სახით გახედა და ემა გამოუყო. -აბა რა ხდება? -ჩემზე ვუყვებოდი. მეტი არაფერი. თავი ვიმართლე და გავხედე. -ჰო მართლა. ქალბატონო და ბატონო კუზნეცოვებო, თქვენს წინაშე ზის, ცურვის ლეგენდა, ანნაბელლ დადიანი. ხელი ჩემსკენ გამოიშვირა და რევერანსი გააკეთა. გამეცინა მის საქციელზე და მოყოლა დავიწყე. როგორ შემიყვანეს და როგორ გამომაგდეს ცურვიდან. მერე დაიწყო, ,,ბედნინკა მაია“ ,, ნე გრუსტი“ და ა,შ. -ახლა, ბავშვი ოთახში აუშვით. თორემ დაიღლებოდა. წყალს გადაივლებს და მერე, საღამოთი მე მიმყავს. საშა ონკანიდან წყალს უშვებს და სვამს. -სად? გაკვირვებულმა გავხედე. -ეგ მე ვიცი. დამიჯერე მოგეწონება. -ოღონდ, წვეულებაზე, დისკოტეკაზე და ბარში არა, რა! -რატომ? -არ ჯდება ჩემს სტილში. -კარგი ადი და სპორტულად გამოეწყვე. დავემორჩილე მის ბრძანებას და ოთახისკენ გავყევი დეიდას. თუმცა, ოთახში დატოვებულების საუბარი მაინც მოვსმინე. როგორ ეუბნებოდა ძია, რომ ნორმალური გოგო არ დადის ბარებში და მხარს მიაჭერდა,მერე სასას თავის მართლება. მეგობრებს გავაცნობ და კალათბურთს ვითამაშებთ, ნუ გეშინიაო. მეც ოთახში შევედი და დეიდას გადავეხვიე. -შენც აზრზე არ ხარ, როგორ მომენატრე, დეიდა. -მეც ცემო პატრა! თვალებიდან ცრემლი მოსდის და ვწმენდ. -ეგ მეორედ არ გაბედო. ვაფრხილებ და ვეკრიჭები. -კარგი, კარგი. შედი ახლა მოემზადე. მერე მომიყევი, ჩვენი მეზობლები როგორ არიან. ვინ გათხოვდა ვინ ცოლი მოიყვანა, ყველაფერი მაინტერესებს. თვალს მიკრავს და ოთახიდან გადის. კარს ხურავს თუ არა მეცინება, ოთახს ვავლებ თვალს და სიყვარულით ვივსები. აქ ყველაფერი ჩემტვის მოაწყვეს. კრემისფერი ფარდები, თეთრი სავარძელი, კედელთან საშუალო ზომის, ყავისფერი საწოლი, მარცხნივ სამუშაო მაგიდა, დახვეწილი და ელეგანტური, მარჯვნივ სააბაზანო და საწოლის წინ სარკე. მადლობელი ვარ მათი. მეც შეძლებისდაგვარად, მალე ვემზადები და ჩავდივარ. საშა არ მხვდება და დეიდასთან სამზარეულოში ვინაცვლებ. -აბა, ჩემო ლამაზო. მომიყევი, რა ხდება სოფელში. გულდასმით მისმენს და ვახშმის კეთებას აგრძელებს. -დაგეხმარები და თან მოგიყვები. -აბა, ეგ როგორ შეიძლება. სენ სტუმარი ხარ. -არაფერიც, სტუმარი ერთ ან მაქსიმუმ ორდღიანია, მე კი, დიდი ხანი უნდა დავრჩე. მიხვდა რომ შეწინაახმდეგებას აზრი არ ჰქონდა და ნება დამრთო. -მოკლედ, ის ხომ გახსოვს, ნათია წინ რო ცხოვრობდა, ჩემზე ორი წლით დიდი. -კი დეიდა. მერე? -ის გათხოვდა. ვერ ჩააბარა და ასე უშველა ტავს. თან მეცინება და ვუხსნი მისი გათხოვების დეტალებს. გაპარვას, რომ იმ ბიჭს არაფერი აქვს, არაფერი აბადია, ორი ოთახის მეტი და გაგიჟებული მშობლები როგორ ცდილობდნენ მის დაბრუნებას. -ნუ დურა კაკაია ტა! დეიდას შეძახილები, კიდევ უფრო მაცინებს და ჭორაობას ვაგრძელებთ. თითქმის მთელი სოფელი გავჭორეთ. დაწვრილებით ვუყვბოდი ყველაფერს, ვინ როდის, რანირად და როგორ გათხოვდა. ვინ ვინ მოიყვანა ცოლაად, ვინ რა წარმატებაას მიაღწია, ვინ კიდევ როგორ ზის სოფელში აყლაყუდასავით და ასე შემდეგ. სანამ საშა შემოვიდოდა მანადე ვსუბრობდით თან ვახსამს ვამზადებდით და ვმხიარულობდით. -როგორც ვხედავ, საერთო ენა გიპოვიათ. სიცილით გვიახლოვდება და დეიდას შუბლზე კოცნის. -ადვილად! ჩვენ ხომ ერთი სისხლი გვიჩქეფს. გაეკრიჭე და მწვანილის დაჭრა დავამთვრე. -ახლა მიდი, ხელები დაიბანე და წავიდეთ. წინ დიდი თავგადასავლი გელოდება. მიღიმის და დანას მართმევს. ხელები გადავიბანე, სევიმშრალე, ტელეფონი ავიღე და საშას გავძახე. -მე მზად ვარ! ისიც დაუყოვნებლივ გამოდის სამზარეულოდან დაკარისკენ მიძღვება. -ჭკუით იყავით. საშა, ანას მიხედე. დეიდა უკნიდან გვეძახის დასაშაც ტავს უქნევს თანხმობის ნისნად. -სად მივდივართ? ვიკითხე როცა ბაიკზე შემოსკუპდა. -ნუ გეშინია, ჩაფხუტი გამომართვი და ადგილი დაიკავე. მეგობრები გჭირდება, აქ და ჩემი მეგობრები, შენი მეგობრებიც იქნებიან. დამერწმუნე, როცა გაიცნობ ძალიან დაახლოვდებით. მეც დავყევი მის ბრძანებას და შემოვუჯექი ბაიკზე. დანიშნულების ადგილზე მალევემივედით. ხუთნი იყვნენ. ბაიკიდან ჩამოვედი, ჩაფხუტი მოვიხსენი, სასას მივაწოდე, თმა გავისწორე და გავხედე. -მოიცადე! წინ მიდგება და თმას ყურსუკან მიწევს. ასე ჯობია! შემდეგ ხელს მკიდებს და მეგობრებისკენ მივექანებით, მომღიმარი სახეებით. თუმცა მათ სახეზე გაკვირვება აწერიათ. -გამარჯობატ. ხმამაღლა ვთქვი, რომ გაეგოთ და მათაც ეპასუხათ. -გაგიმარჯოს. ერთ-ერთი დაბნეული აცეცებს თვალებს და ფეხზე დგება, ხელს მართმევს და მეცნობა, მე იგორი. პასუხად ვუღიმი და სახელს ვეუბნები. -რა ლამაზი სახელია, ანნაბელი. -მადლობა, მორცხვად ვხრი თავს და ერთ-ერთი გოგო საშას მკვახედ ეუბნება. -იქნებ გაგვაცნო! -ჰო, კი, რა თქმა უნდა. გაიცანით ჩემი დეიდაშვილი, საქართველოდან. ანაბელ დადიანი. -დადიანების სასახლე! რა ლამაზია. ერთხელ ვარ ნამყოფი. ხმას ახლა სრულიად უცხო ბიჭი იღებს და ნაზად ვუღიმი. -გეთანხმებით! -ოღონდ, თქვენობით არა. ყველას ეცინება და საშას ვუყურებ. -ხო მართლა, გაიცანი. იგორი, დანიელი,ჟენია,მაშა და ვიკტორია. -სასიამოვნოა.ყველამ ერთხმად თქვა და ახალმოსულებიც ჩამოვსხედით. -აბა, რას ვაკეთებთ? ვიკითხე და საშას გავხედე. -კალათბურთს ვითამაშებთ. ყველამ გაკვირვებლად შეხედა საშას და ერთერთმა გაბედა თქმა. -შენ რა, ახლა კალათბურთი თქვი? -ხო! _მოიცა, ეგ როგორ? -კარგი რა, იგორ! რა გაგიკვირდა? ერთმა გოგონამ მითხრა. ახალი თავგადასავლები უნდა ვიპოვო თორემ გავგიჟდებიო. დანებება ჩემში არ არისო, ამიტომ არც მე ვნებდები. არ ვიცი რა მოხდა, ასეთი რეაქცია მეგობრებისგან რატომ, მაგრამ აუცილებლად მეტყვის. ბიჭებმა ხელი დაკრეს, ვიკტორიამ ხელი ჩამოართვა და მაშომ კოცნით დაასაჩუქრა. -მიყვარხარ. გადაუჩურჩულა და ბავშვებს მიჰყვა. -ახლა მივხვდი, ხელიხელ ჩაკიდებული რომ გვნახა,რატომ მიყურებდა ასე. წარბები შევკარი და გაბრაზებული სახე მივიღე. საშას გაეცინა და თვითონაც წამოდგა. მეც მივყევი. დარბაზში შევედით და გავიყავით. ვიკა მსაჯი იყო,ვერ ვითამაშებ ფეხი მტკივაო. მე, ჟენია და იგორი ერთ ჯგუფში მოვხვდით. დანიელი, მაშო და საშა ერთად. თავიდან ალმაცერად მიყურებდნენ. ,, ვაიდა თამაში არ იცოდესო“ ფიქრობდნენ, ალბათ. თუმცა ყოველი ტაიმის მერე პირდაღებული მიყურებდნენ. საერთო ჯამში 6 ტაიმი ვითამაშეთ. უფრო სწორედ მოვასწარით. ჩემმა გუნდმა მოიგო კიდეც, 78-56. და დავიშალეთ. მომეწონა ბავშვებთან, კარგები იყვნენ, მეგობრულები. იცით რა? სწორედ ეს მჭირდებოდა. თავგადასავლები, გართობა და როგორც იქნა, ახალი მეგობრები. სახლში გაოფლილები მივედით. დეიდა კიოდა, რას გავხართ დროზე სააბაზანოშიო. მერე ჩამოდით და ვახშამი მივირთვათო. ოახში ავედი, წყალი გადავივლე, გამოვიცვალე, კიბეებზე ჩავედი და უკვე მზა სუფრას მივუსხედით. -აბა, როგორ მოგეწონა ბავშვები? ძია ოლეგი კითხვას მისვამს და მორიგ ლუკმას იდებს პირში. -ძალიან კარები არიან. მეგობრულები და მხიარულები. გავუღიმე და პომიდორს ჩანგალი ჩავარჭვე. -გამიხარდა, საშას სამეგობროში კარგი ბავშვები არიან. თავს ნაზად ვუქნევ თანხმობის ნიშნად და უხმოდ ვაგრძელებთ ვახშმობას. ჭამას რომ მოვრჩით, ალაგებაში დავეხმარე დეიდას. თეფშები დავრეცხე და დავემშვიდობე. ოთხაში ავედი, ლეპტოპი ჩავრთე, საშას ვაი-ფაის კოდი ვკითხე და ფეისბუქზე გადავინაცვლე. მამასგან 12 წერილი მხვდება. რა ცუდი შვილი ვარ. დამავიწყდა მიმეწერა, რომ მშვიდობიანად ჩამოვედი. ისინი კი ნერვიულობენ. ასე როგორ შეიძლება. წერილის წერა დავიწყე. ვწერდი რომ კარგად ვიყავი, ადვილად შევეგუე და დღის სიახლეებს ვიხილავდი. კარზე კაკუნი შემომესმა და იქიდან საშას ხმა. -გძინავს? -არა, შემოდი! კარს ფრთხილად აღებს და საწოლისკენ მოემრთებს ფეხებზე დადებულ ლეპტოპს გვერდით ვწევ და ხელით ვანიშნებ რომ საწოლზე ჩამოჯდეს. საშა ჯდება და აგრძელებს. -უნდა გითხრა, და არასდროს მყოლია, შენც ხედავ, რომ ერთადერთი შვილი ვარ. არც ისეთი ადამიანი მყოლია რომ დის მაგივრობას გამიწევდეს. არადა ძალიან მინდოდა. მინდოდა, მასთან ერთად სიგიჟეები ჩამედინა და ოლეგი და ლიკა ჭკუიდან გადამეყვანა. -მეც მინდოდა ძმა, ჩემზე უფროსი, რომ დავეცავი. თუმცა ყველაფრის გაკეთება თავად მომიწია. ბიჭიც მიცემია და თავდახრილი დამიყენებია ჩემ წინ. -თუ რამე შემეშლება, შენდა მიმართებაში, იმედია მაპატიებ. -რას გულისხმობ? გაკვირვებული შევხედე და პასუხს სულმოუთმენლად დაველოდე. -ანუ,იმას რომ, კარგი დაივიწყე. -მოიცადე, ახლა არ მითხრა, მოწონების პონტშიო. -არა, არა. გაგვეცინა და აგრძელებს. კიდევ კარგი, ვიცი როგორ უნდა მოვიქცე. ცრემლები წამოუვიდა და თავი დახარა. უბრალოდ, მას შემდეგ რაც, დასავით გოგო დავკარგე, ყველაფერი ძნელია. მისკენ მივიწიე და მივეხუტე. -რამე კინოს ვუყუროთ! სიცილით თავს წევს და ლოყაზე მჩქმეტს. -მოდი! ოღონდ, მე ავარჩევ. -ძალიან გთხოვ, საშინელება არა, რა! -ჟანრი შენ მითხარიდა მერე ჩემზე იყოს. -რამე მელოდრამა. დიდიხანი ძებნა არ დასჭირვებია. ,,ადნაჟდი ი ნავსეგდა“ ჩართო . ლეპტოპი საწოლზე დავდეთ. დაბლიდან ჩიფსები ამოიტანა და ყურება დავიწყეთ. არ მახსოვს როდის ჩამეძინა, ან როგორ. მაგრამ ფაქტია, კინოს დამთავრება ვერ მოვახერხე. ალბათ, ფრენამ თავისი ქნა. წუხანდელი დღის მიუხედავად, დილით ადვილად გავიღვიძე. საათს დავხედე და ჯერ კიდევ შვიდი საათია. მსუბუქად ჩავიცვი და სახლის დათვალიერებას შევუდექი. უკანა ეზოში აუზი ჰქონიათ. ოთახში ავედი, გამოვიცვალე, პირსახოცს ხელი დავავლე და უხმოდ ჩავედი. გარეთ გავედი და აუზში ჩავედი. წყლის წვეთებს შეუერთდა ჩემი სხული და თავისუფლება ვიგრძენი. ცურვამ გულისცემის რიტმი შემიცვალა.ზოგადად,ცურვას ამის ნიჭი აქვს. როცა აფორიაქებული ხარ, ან თუნდაც ცუდ ხასიათზე, ვინმესგან გაბრაზებული. ჩახვალ და უარყოფით ენერგიას ,,გაფერთხავ“ შენი ნებაა ამას როგორ გააკეთებ. ჩახვალ და გაცურავ, ჩაყვინთავ და იყვირებ თუ უბრალოდ სუნთქვას შეიკავებ. მთვარი ისაა, რომ ჩიტივით თვისუფალი ხარ. აუზიდან არ ამოვიდოდი, რომ არა საშა. -ადრე ამდგარხარ. ცენტრიდან ამოვყავი თავი და მოაჯირამდე მივცურე, მკლავი ჩამოვადე და შევხედე. -წუხელ ადრე დამეძინა. ამიტომ დილითაც ადრე გამეღვიძა. -ხო წუხელ ისე საყვარლად გეძინა. ჩაიცინა და თავი გააქნია. -მოიცა, შენ მე მძინარეს მიყურებდი? გავიკვირვებულმა შევხედე. -ხო, ისე უდარდელად გეძინა. -ამომიყვანე რა. ხელი გავუწოდე და თვითონაც გულუბრყვილოდ მომკიდა. ამოყვანა სცადა, მაგრამ დავასწარი და აუზში ჩავაგდე. -შენ... შენ... რა ქენი? ყვირილზე ნახევრადმძინარე ლიკა დეიდა გამოვიდა. -რა ხდება ბავშვებო? შეიცხადა, ორივე აუზში რომ გვნახა. -შენს დეიდასშვილის შვილს ჰკითხე! გაბრაზებულმა ამომხედა და მეც მხრები ავიჩეჩე. -თვითონ გამომიწვია, მე არაფერ შუაში ვარ. ჩემთვის ვცურავდი და თავზე დამადგა აქ! -ოხ, შე პატარა პარაზიტო! მოდი აქ! საშა ჩემკენ მოიწევდა. თავს ვუშველე და აუზიდან ამოვედი. მაგრამ სირბილში ისეთივე მაგარი არ ვარ, როგორც ცურვაში. დამიჭირა დაისევ აუზში ჩამაგდო. -ნელა, ფრთხილად, საშა არაფერი ატკინო... იმეორებდა ერთიდაიმავეს დეიდა, მაგრამ ვინ უსმენდა. იმდენი წყალი დავლიე თავად არ ვიცი, გავიჭყიპე. -კარგით, კარგით ბავშვებო! ნელა ფრთხილად! საშა დაუთმე!გამწარებული ყვიროდა დეიდა. მაგრამ ვინ მოუსმინა? ბოლოს შემეშვა და ხველებ-ხველებით ამოვედი აუზიდან. -დღეს ვიღაცას საჭმელი არ მოუნდება! გამარჯვებული ბიჭი სიცილით გაემართა ოთახისკენ. თუმცა, ჰოი საოცრებავ, სახლის შესასვლელთან ფეხი აუცდა და დაენარცხა. -დღეს ვიღაცას ტრამვატოლოგიურში წოლა მოუწევს. მეც არ ჩამოვრჩი და გამოვაჯავრე. თავის ქნევით წამოდგა და ოთახში შევიდა. მეც სული მოვითქვი პირსახოცი შემოვიხვიე და საშას კვალს გავყევი. სახლში ფრთხილად შევედი და ჩემს ოთახში გადავინაცვლე. შემდეგი კვირა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. (სწავლის დაწყებამდე, რა თქმა უნდა.)თუმცა შემიძლია გამცნოთ, რა ხდებოდა შემდეგი კვირის განმავლობაში. აი მოკლე, შემაჯამებელი გეგმა: 1.უფრო გახსნილი გავხდი. უფრო ახლოს მოვუშვი საშას მეგობრები. 2.ხშირად ვეკონტაქტებოდი ჩემებს. დეიდა, ძია და საშაც ელაპარაკნენ. 3.მონატრებას გულში ვიკლავ და ვცდილობ არ ვიტირო. 4.საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომ აუცილებლად, უნდა ვიმუშავო. 5.ფული მჭირდება, ახალი რაღაცეებისთვის და საშა დამპირდა, რამდენიმე ადგილას მიმიყვანდა. მორჩა... სხვა არაფერი შეცვლილა. ან მე რა შემცვლის? ისევ ისეთი ,,ქალბიჭავარ“ ! თუმცა, მათ ასეთი ვუყვარვარ. სწავლის დაწყებამდე, 2 კვირა რჩებ. ვცდილობ ახლა ვიხალისო და გავრეთო, თორემ მერე დრო აღარ მექნება. -აბა, მზად ხარ? კარში საშა შემოდის და მიღიმის. -ახლავე. თვალზე ბოლო შტრიხი და მე მზად ვარ. მორჩა! საშასკენ ვბრუნდები და ვეუბნები შემაფასოს. ხმა არ ამოაქვს და ვეჩხუბები. -დამაცადე რა, შოკში ვარ! ხმამაღლა გადავიხარხარე და კარებისკენ წავედით. ლიკა დეიდამ პირჯვარი გადამსახა, წარმატებები მისურვა და საშას ჩააბარა ჩემი თავი. მკაცრად უთხრა, თუ რამე მოიუვა შენ აგებ პასუხსო! მანქანაში ჩავსხედით, ნერვიულობისგან ვცქმუტავდი. -რომ არ მოვეწონოთ? რომ არ მოუნდეთ ჩემი აყვანა? -გაჩუმდი რა! ლამაზი ხარ, ჭკვიანი. თან ბანკშ კი არ იწყებ მოუშაობას. კონსულტანტად. მანდ უარს არ გეტყვიან. ხმმა ვერ ამოვიღე. დანიშნულების ადგილამდე მივედით და მანქანიდან გადმოვედით. -წარმატებები მისურვე! -ანნა, არ ინერვიულო! წარმატებები. მე აქ გელოდები. ნახევარი საათი მაყურყყუტეს, თუმცა ღირდა. გახარებული ჩამოვირბინე კიბეები და საშასთან მივირბინე. -შენ წინ გოგონა დგას, რომელსაც უკვე სამსახური აქვს! შევკივლე და დავტრიალდი. -არ გეუბნებოდი? წამო ახლა და აღვნიშნოთ. გზად მეგობრებს დაურეკა დაპატარა რესტორანში შევიკრიბეთ. დავლიეთ, ვიქეიფეთ და სახლში დავბრუნდით. -დეიდა, რაო აბა? იშოვე სამუშაო? -აბა რას იზამდა? პასუხის გაცემა არ დამცალდა. -კი დეიდულ! თან სწავლაში არ შეგეშლება ხელიო. ასე მითხრეს გამომუშავებითო. საათი 300 რუბლიო. -გილოცავ ჩემო პატარა. მოდი ახლა ვჭამოთ რამე. -არ გვინდა. ნუ, მე ყოველშემთხვევაში არ მინდა. რესტორანიდან მოვდივართ. თქვენის ნებართვით, ავალ და დავისვენებ. -როგორ გეკადრება? წადი, მიდი. დავემშვიდობე და ოთახში ავედი. დაღლილს მხოლოდ საწოლში შეძრომა, საბნის თავზე დაფარება და დილამდე ძილი მინდოდა. მანამდე, წყალი უნდა გადამევლო. ზუსტად ნახევარ საათში საწოლში ვიყავი. დაღლილს ადვილად მიმეძინა. მაღვიძარა დილის 7 საათზე აყენია. უნდა გავიღვიძო და მოვწესრიგდე. დილას თალებს ვახელ, მაღვიძარა არ რეკავს.ესეიგი ჯერ შვიდიც არაა. მაინც წამოვდექი და ფარდები გადავწიე. რადგანაც დრო მქონდა აუზში ჩავედი და ცოტა გავცურე. ოთახში შემოვედი და სავარძელზე ბორდოსფერი კაბა ვნახე, გადაკიდებული. ზედ ბარათი იდო. ,,გილოცავ. მეტი ვერაფერი მომაფიქრდა. კაბის არჩევაში ლიკა დამეხმარა. იმედია მოგიხდება. არა, არა, რა სისულელეა. შენ მოგიხდება. იმედია მოგეწონება.“ ჩამეცინა და მზადება დავიწყე. თმა შევიმშრალე. კაბა მოვირგე, მსუბუქი კაბა იყო,წელს ქვემოთ დაყრილი, მუხლებამდე. მსუბუქი მაკიაჟიც. ფეხზე კედები მოვირგე, ჩანთაში ტელეფონი ჩავაგდე და კიბეებზე ჩავირბინე. -დილამშვიდობისა ყველას. სფრასთან მჯდომ ოჯახს შევუერთდი და ღვეზელი ავიღე. ცივი წვენიც დავისხი და მადიანად შევექცეი. -კაბა გიხდება. მომღიმარი საშა ცდილობს შემაქოს. -რა ლამაზი ჰყავხარ დეიდას! -მადლობა. თავი მორცხვად ჩავხარე და უხერხულობის განსამუხტად საათს დავხედე.-ჰჰჰჰ, რა დრო გასულა. შევიცხადე. უნდა წავიდე, საღამოს გნახავთ. დროებით. -მოიცადე, მე გაგიყვან. -მადლობა საშა. მაგრამ, არ მინდა. ჭამა დაამთავრე, ცოდო ხარ. -მოიცადე კაცო. ახლავე მოვდივარ. -ვაიმე, რა ჯიუტი ხარ. დეიდა, ასეთი შვილი რატომ გაზარდე? გაკვირვებული გავხედე ლიკას და გამიღიმა. -არ ვიცი შვილო. ჩემთვის თუ მინდოდა უკეტესი ვერ გავაჩინე? -რატო დე? მე ცუდი ვარ? დიალოგში საშა ჩაერთო. -არა, ჯიუტი! -არაუშავს, ეგ ყველას ახასიათებს. ამ პატარა ქალბატონსაც, სხვათა შორის. დამეჭყანა და კარისკენ მიბიძგა. დროებით! კიდევ ერთხელ დავიყვირე და მანქანაშ ჩავსხედით. -აბა შენ იცი, არ შემარცხვინო! მამხნევებდა და ჭკუას მარიგებდა საშა. ჩემგან ,,ჰო“, ,,ასე მოვიქცევი“, ,,არ დაგაღალატებ“ ესმოდა მხოლოდ. ძლივს გადმოვედი მანქანიდან. ვაიმეე, შეჭამა ტვინი! -დილამშვიდობისა! მარკეტში მომღიმარი შევედი და გამოსაცვლელისკენ ავიღე გეზი. უნიფრომა მოვირგე და სამუშაოს შევუდექი. ძალიან მაგარი გოგონები იყვნენ. კლიენტებს ვუღიმოდით და მენეჯერიც კმაყოფილი სახით დადიოდა. საქმე კარგად მიდიოდა. შესანიშნავადაც კი. მე შემიყვარდა მოსკოვი. სრულებით მოხიბლული ვარ. მოსიყვარულე ადამიანები და თბილი გარემო. შემიყვარდა ხმაური, ინდივიდუალიზმი, არქიტექტურა,ზღვარგადასული თავაზიანობა, წესრიგი და ეს ყველაფერი არმწყინდება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ისევ სახლში ვიყო. -მობრძანდით, რით შემიძლია დაგეხმაროთ? ვიმეორებდი უკვე დაზეპირებულ სიტყვას და ჩემს განყოფილებას თვალს ვაყოლებდი. -რას მირჩევთ? -უკაცრავად? -ანუ, ცოლი არ მყავს. გამეცინა, მივხვდი რატომაც დააკონკრეტა. დედა ჩემთან არ ცხოვრობს. გამომიცხადა, მაგხელა სახლში ვერ ვიცხოვრებო და დაჩა ვუყიდე. სხვა გზა არ მქონდა. -მე რით შემიძლია დაგეხმაროთ? -რამე მალე მომზადებადი კერძი მინდა. -კი ბატონო. აქეთ მობრძანდით. ისევ ვუღიმი და თავაზიანად ხორცეულოობისკენ მიმყავს. მზა კატლეტები გვაქვს, რომელსაც გალღვობა და შეწვის მეტი არაფერი უნდა. -კარგა ბლომად, ამიწონეთ. -ახლავე,სერ. -უკაცრავად! -დიახ, გისმენთ. -შენობით მომმართეთ. დემეტრე მქვია. შენ კი... გულსაბნევზე სახელს აკვირდება და მიღიმის, ანნაბელი. სასიამოვნოა. -ჩემთვისაც. კიდევ გნებავთ? უხერხულობის განსამუხტად ვეკითხები და პარკში ჩაყრილ კატლეტებს აკვირდება. -არა, მადლობა. -კიდევ რას ინებებთ? -მირჩიეთ. თვალები ავატრიალე და ბოსტნეულისკენ გავუძეხი. -კიტრი-პომიდვრის სალათაც შესანიშნავია, სალათის ფურცლებთან და ოდნავ ვაშლის ძმართან ერთად. -ჩამილაგეთ! -კვერცხის შეწვასაც არაფერი უნდა და დესერტად მარწყვი გაიყოლეთ იოგურტთან ერთად. -დიდი სიამოვნებით. ყველაფერი ჩავულაგე და სალაროსკენ ვანიშნე. გადახდა იქით. ისიც მიემართება სალაროსკენ და გზად მენეჯერს რაღაცას ეჩურჩულება. თავიდან ოდნავ იღიმის და შემდეგ მკაცრი მზერით მიახლოვდება. -სასწრაფოდ კაბინეტში! -დიახ,სერ. ხმის კანკალით გავყევი უკან. შემეშინდა, ნუ თუ რამე არასწორად გავაკეთე. კაბინეტში შევიდა და კუთვნილ ადგილს მიუჯდა. ხელით სკამისკენ მიმითითა და მეც დავჯექი. -რა ხარ ასეთი? ვერ მივუხვდუ კითხვის შინაარს და დაბნეულმა ვუპასუხე. -ბატონო? -რა ვერ გაიგე? ვინ ხარ აესთი, ოქრო? გამიკვირდა, გამიხადრა, დავიბენი არვიცოდი რა მეთქვა და ენის ბლუყუნით გავაგრძელე. -გენადი ნიკოლაევიჩ, მე... -არავითარი მე! რამდენი ხანია გაკვირდები. შენგან უკმაყოფილო კლიენტი არ გასულა. დიმიტრი ვასილოვიც კი მოხიბლე. ასე გააგრძელე! მიდი დაუბრუნდი საქმეს. აღარ მოგაცდენ. დღემ შესანიშნავად ჩიარა. სახლში დაბრუნებისთანავე პირდაპირ საძინებლისკენ გავეშურე. სააბაზანოში შევვარდი და წყალი გადავივლე. ჩამოსვლისას მომღიმას ოლეგს წავაწყდი. დეიდას ყავა გამოჰქონდა.დივანზე ჩამოვჯექი და ვიკითხე საშა სადარის-თქო. პასუხად, მეზობლადო მივიღე. -აბა მოყევი, შენი პირველი სამუშაო დღე როგორი იყო? -აღფრთოვანებული ვარ!!! დავიწყე და გაუჩერებლივ ვლაპარაკობდი. დაწვრილებით მოვყევი ყველაფერი. დიმიტრი ვასილოვი რომ ვახსენე, ოლეგმა ჩემი ბოსიაო. გაეცინა მის საქციელზე და თავი დანებებით გააქნია. არ ვწყვეტდი საუბარს. -ვატყობ საერთოდ არ დაღლილა. უკნიდან საშას ცინიკური ხმა გავიგე. -საერთოდაც არა! -გეტყობა. ბავშვები პიცის საჭმელად მივდივართ, არ წამოხვალ? -რატომაც არა! ახლავე მოვალ. წამოვხტი და ოთახში ავედი. შარვლები ჩავიცვი, ნაცრისფერი მაისური და თეთრი კეტები ამოვიცვი. ზუგჩანთა მოვიკიდე, დღვანდელი გამომუშავებულ ფულის ნაწილი ავიღე ტელეფონს ხელი დავავლე და დაბლა ჩავედი. -სად ხარ გოგო ამდენი ხანი? -მზად ვარ. -წავედით! -ბავშვებო, არ დაიგვიანოთ რა! გამოსვლისას დეიდამ პირჯვარი გადაგვსახა და გამოგვიშვა. -აბა, სად არიან ბავშვები? -მოვიტყუე! -რაში დაგჭირდა? -ლიკა ისე არ გაომგვიშვებდა.მე კიდევ სალაპარაკო მაქვს.იმედია გვერდით დამიდგები. -საშა,მაშინებ! -არა პატარავ. ეგრე არასდროს მოვიქცევი. -მაშინ, სადმე წყნარ ადგილას წავიდეთ! -მე მომყევი. უხმოდ მივყვებოდი საშას. 20 წუთი ვიარეთ. ამ ხნის განმავლობაში ხმა არცერთს ამოგქონდა. ბოლოს, პარკის ბოლოში ამოვყავით თავი. ფანტანთან ახლოს, იქვე მდელოზე ჩამოვჯექი და ხეს მივეყრდენი. -მოდი! ხელით ვანიშნე ჩემ გვერდით დამჯდარიყო. ხმა არ ამომიღია. ვაცდიდი როდის დაიწყებდა. -მაშა! -რა მოხდა? -დავშორდი! -რა? რატომ?... კარგი... არ აჩქარდე... კარგად აწონ-დაწონე ყველაფერი და მომიყევი რა მოხდა! -ის დღე ხომ გახსოვს?... საპასუხოდ თავი დავუქნიე და გააგრძელა... სახლში არ მივაცილე. ვიღაც ბიჭი გაუცვნია... დღეს ვნახე, მაშო კედელზე ჰყავდა აკრული, მასაც ისე კოცნიდა როგორც მე... ააკანკალა, მაგრამ გააგრძელა.ზუსტად ისე ეხებოდა... ბოლოს, ვეღარ მოვითმინე და მაშო გამოვიყვანე... ხელიც არ გაუნძრევია, იმ პიდარასტს...გვერდით გადგა და ნაგლურად იღიმოდა... ვკითხე, მაშო რას აკეთებ-მეთქი... პასუხად შენ შენს დეიდაშვილს მიხედეო მითხრა. -რააა??? თვალები გამიფართოვდა,მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნე. მერე შენ რა უპასუხე. -ვუთხარი რომ, შენ ჩემი და ხარ. ბილწი აზრები შენ მიმართ არასდროს გამიელვებდა,მაგრამ არ დამიჯერა. ევროპაში ვცხოვრობთ, მკვიდრ დეიდაშვილებს მოჰყავთ ერთმანეთი დათქვენ დედების დეიდაშვილებს რა გაკავებთო. ვეღარ მოვითმინე და გავარტყი. ის ვირთხა, შორიდან უყურებდა. ხელიც არ გაუნძრევია... ყველაფერს ინანებ მეთქი დავუყვირე. ეს როგორ გაიფიქრეთქო და წამოვედი.ახლა რა ვქნა? მე ხომ მიყვარს!!! -მაგრამ ის შენი ღირსი არ არის, საშ! -იმდენი შეკითხვა დამიგროვდა, წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ ვუპასუხო. -დაგეხმარები! პასუხის მოძებნაში დაგეხმარები. ოღონდ ყურები არ შამოუშვა. ცრემლი არ გიხდება. -შეიძლება? ხელით კალთაზე მანიშნა, გავღიმე და დავთანხმდი. თავი კალთაზე ჩამოდო და არც კი მორიდებია ისე ატირდა. ლამის გული გაუსკდა. გეგონებოდათ მალე ამოხეთქავს და დატოვებს ამ ბიჭს უგულოდო. სლუკუნებდა და ვერ ჩერდებოდა. სანუგეშებლად ვერაფერი მოვიფიქრე. ნება მივეცი ეტირა თან თავზე ვეფერებოდი და ვუმეორებდი. ,,მე აქ ვარ“ ,,არ მიგატოვებ“ ,,დამშვიდდი“ ,,ჩშშ“ და ა.შ. -რატომ არ შეიძლება, როგორც თქვენ ხართ, ქართველები, ისეთივე იყოს ყველა? -მაშინ უნიკალურები არ ვიქნებოდით, საშ! გახუმრება ვცადე მგარამ არ გამომივიდა. -რატომ არ შეიძლება, როგორც თქვენ გიყვართ მამაკაცები, ისე უყვარდეთ, პატივს სცემდნენ და არ ღალატობდნენ. -ყველა ერთნაირი ვერ იქნება, საშ! ოდითგანვე ასეთები ვარ. წინაპრების ბრალია, ასეთი ერთგულები რომ ვართ. ღალატი არ შეგვიძლია. თავს გავწირავთ იმ ერთისთვის ვინ ცხოვრების ბოლომდე ჩვენთან იქნება. მაგრამ არიან არაკაცები და კულტურულად რომ ვთქვათ ,,არაქალები“...მათ ვერ შეცვლი. გულს ნუ გაიტეხ! არ ღირს ამად. ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევს. დიდი დიდი გათხოვდეს და შვილები ზარდოს. მაგრამ მაინც უღალატებს ქმარს. ჩვევა ჯიშზე უფრო უმტკიცესია... მე ვიცი რაც გიშველის. წამოდი! ნელა ვდგებით და მენაყინესკენ მიმყავს. -ორი ნაყინი, თუ შეიძლება. -50 რუბლი. -მადლობა. უნდა მელოდო? გამომართვი ახლა! საშას ვუბრუნდები და სიცილით ხელებში ვაჩეჩებ! მართმევს და პირისკენ მიაქვს, თუმცა არ ვაცლი და ხელს ვარტყამ, ცხვვირი და ლოყები მოეთხუპპნა. შედეგზე პასუხის გება არ მინდოდა ამიტომ რაც ძალი და ღონე მქონდა გავიქეცი. თუმცა დამეწია. დამიჭირა და ახლა მე მომსვარა ნაყინით. ცოტა ვიცელქეთ, ბოლოს ტაქსი გავაჩერეთ და ქალაქის ცენტრისკენ წავედით. რაც უფრო ვუახლოვდებოდით ადგილს, შენობები მაღლდებოდა, ლამპიონები კაშკაშებდა, შენობები ნეონის სხვადასხვაფრად ელავს. ყველაზე ხმაურიანი ადგილია, ალბათ! ტაქსიდან ჩამოვდივართ მოთხუპნულები. საშა მძღოლს ხურდას აწვდის და ჩემკენ ბრუნდება. -მზად ხარ დაუვიწყარი გართობისთვის? -რა თქმა უნდა! ხმამაღლა შევყვირე და პირზე ხელი ამაფარა. -სირცხვილია! დამიჩურჩულა და ხელი მიშვა. -რა არის სირცხვილი? სიგიჟე? არაფერიც! ხელი დავავლე და ახლა უფრო ხმამაღლა დავიყვირე! შემოგვხედეთ, ჩვენ გიჟები ვართ! ყველა ჩვენ გვიყურებდა. საშა სიცილით მომყვებოდა უკან. ხელი ჩავკიდე და დავბზრიალდით. ნახეთ, ნახეთ! აღარ სევდიანობს! ხასიათზე მოვიდა! ვყვიროდი და მიხაროდა. უდარდელი საშა კი სათამაშო აპარატებისკენ მიმათრევდა. -მოდი, ახლა ვითამაშოთ! -ახლავე,სერ! სიცილით მივყვები და წყლის პისტოლეტი დამაკავა ხელში. თან მიხსნის,- ამით იმ იხვებს უნდა დაუმიზნო, შიგნით წყალი გაუთავებლად ასხია. რამდენიმე მცდელობა გაქვს და არ დამარალატო. თქვენთვის არ მითქვამს ხო? ბავშვობაში ლაზერული საათი მქონდა. მაღვიძარას დავაყენებდი და დილით სანამ ლაზერს მიზანში არ მოვარტყამდი წრიპინებდა. მაგას შეეწირა კიდეც! მიზანი არ მივარგა.რაც დავუმიზნე ყველა ავაცილე! მაგრამ ახალმა იდეამ გამიელვა თავში. თოფი საშას დავუმიზნე და გავწუწე. პასუხად მეც შემასხა. სანამ კარგად არ დავსველდით მანამდე არ მივატოვეთ. სიცილით გადავუხადეთ 300 რუბლი აპარატთან მდგომ კაცს და გავეცალეთ იქაურობას. ქალაქის ცენტრში ვიდექით და ბოლო ხმაზე ვიცნიოდით. -ასე კარგად აღარ მახსოვს როდის ვიხალისე. -მუდო ხარ და, რა იქნება აბა? ენა გამოვუყავი და გავიქეცი. მდელოზე წავბორძიკდი და ძირს დავენარცხე. გავჭუჭყიანდი. ამაყენე! დავიყვირე და საშას ხელი გავუწოდე. -აუზის დღე არ დამვიწყებია! -კარგი, აღარ მინდა! ჩემით წამოვდექი და ხელში ტალახი მოვიქციე. ზურგიდან მივუახლოვდი ერთი ხელი სახეზე, მეორე ხელი მაისურის ქვეშ ამოვუსვი და თვითნაც გავატალახიანე. შადრევანთან მივედი,ჩანთა მოვიხსენი, თავის დაზღვევის მიზნით, ტელეფონები და ფული მედო. წყალში ჩავხტი და სიცილისგან გაგუდულ საშას გავძახე რომ ჩამოსულიყო. -არა რა, ნამდვილი გიჟი ხარ! -ამ ცხოვრებაში თუ არ გაკლია, ნაკლია! თვითონაც ჩამოხტა, ტალახი მოვიშორეთ და წყლიდან ამოვედით. -ახლა, დროა სახლში წავიდეთ! თორემ, ხვალ სამუშაოდ უნდა წავიდე! გავეკრიჭე და წამოვდექი. -მადლობა! -რისთვის? -რომ ჩამოხვედი. არ ვიცი უშენოდ რა მეშველებოდა. -ჰეი, ბრატ! ნუ ნერვიულობ! მე შენს გვერდით ვიქნები! ყოველთვის. -პატარა და მყავს! ხალხნო, უმცროსი და მყავს! ახლა უკვე თვითონ ყვიროდა და არ აქცევდა ყურადღებას როგორ უყურებდა ხალხი. მეც სიცილით მივსდევდი და გაჩერებამდე ასე მივედით. ტაქსით ვერ ვიმგზავრეთ სველები ვიყავით და არავინ ჩაგვისვა. 40 ნომერი ძლივს მობობღდა. ნახევარი საათი მოანდომა მისვლას. სახლში შევირბინეთ და გაცოფებული დეიდას დანახვამ გაგვაკვირვა. -სად ხართ ამდენი ხანი? გასკდა ტელეფონი რეკვით! ანდა რას გავხართ? რა დაგმართნიათ? -კარგი რა დეე... შენი შვილი ამდენი ხანია ასეთი ბედნიერი არ ყოფილა! შეგვარგე. თან ბავშვები ხომ არ ვართ? რა განერვიულებდა? -გეყოლება შვილი და მიხვდები! კარგით, ადით ახლა საძინებლებში! ჩვენც დავყევით ბრძანებას და ოთახებში შევედით. მოვწესრიგდი და საწოლში შევწექი. ტელეფონმა დაიბზრიალა და დავხედე. ,,მადლობა ამ დღისთვის. არ დაგივიწყებ! ტკბილი ძილი. Xსაშა“ ტელეფონი დავბლოკე და ძილბურანში გადავეშვი. უნივერსიტეტი გეწყება და გაიღვიძეო მაღვიძებდა დედა. წამოვხტი და თვალები გავახილე. რა იყო ახლა ეს?იდიოტობა სიზმარი. ტელეფონს დავხედე, საათი მაინტერესებდა. უნებლიედ თვალები თარიღისკენ გამექცა. რა სულელი ვარ! თავიდან როგორ ამომივარდა! ხვალ ხომ 1-ლი სექტემბერია! კი არადა, უკვე დღეს! ანნაბელლ, რა იდიოტი ხარ! კარგი, კარგი დამშვიდდი.ნერვებს არ აყვე! მამშვიდებდა ჩემი მეორე მე. ძილის შებრუნება ვცადე,მაგრამ არ გამომივიდა. ოთახში შუქი ავანთე და ტანსაცმლის არჩევას შევუდექი.არჩევას დიდი ხანი არ მოუნდა, ამიტომ გამოვიცვალე და აუზში ჩავედი. ვცურავდი, როცა ვიღაც დამადგა თავზე და შეშინებული ამოვყავი თავი აუზიდან. მაგრამ შიშმა უცებ გაიარა, როცა საშა ვნახე. -რატომ არ გძინავს?ვკითხე და პასუხის მოლოდინში წყლიდან ამოვედი. -ვერ ვიძინებ! შენ? -უნებლიედ გამახსენდა, ხვალ უნივერსიტეტი იწყება და ვეღარ ვიძინებ. უმნიშვნელოდ ჩაეცინა და მეორე შეზლონგზე მოკალათდა. ღიმილს ვერ იკავებს და ხანდახან უაზროდ გააქქნევს თავს! -შეყვარებული ხარ? ვკითხე და გავუღიმე. -საიდან ასკვნი? -10 წუთია აქ ზიხარ და ღიმილს ვერ იკავებ. დანებებით გააქნევ თავს დაისევ იღიმი. გგონია ვერ ვამჩნევ? -ჩაგისწორებ. ბედნიერი ვარ! -ანუ? -ბედნიერი ვარ, რადგან გაგიცანი. რადგან ჩამოხვედი! მოდი ჩემთან. პატარა სულელო. ინსტიქტურად ვდგები და გვერდით ვუჯდები. ტანზე ვეკრობი, წურბელასავით და თავს მშვიდად ვგრძნობ. ცხოვრებაში პირველად არ მინდა რამე შევცვალო. უბრალოდ მინდა, ვიწვე ასე, მასთან ერთად და თავს დაცულად ვგრძნობდე! ცხოვრება ზუსტად ისეთია, როგორიც მინდა, რომ იყოს. ყველაფერი იდეალურადაა. ანაბელ, რაზე ფიქრობ! შენი ძმაა! ვიცი, ეს პატარა თავი ახლა ჰორმონებით გაქვს გაჭედილი, მაგრამ ის ძმაა შენი! გამეღვიძა. შეზლონგზე ვიწექი და პლედი მეფარა. საშას ნახელავია. ვდგები და პლედმოხვეული სამზარეულოში შევდივარ. თავს მსუბუქად ვგრძნობ. თითქოს ვიღაცამ, შუაღამისას ტვინიდან ჰორმონები გამომიფერთხა. - დილა მშვიდობისა. ხმამაღლა ვამობ და სამზარეულოს მაგიდასთან ადგილს ვიკავებ. -დილა მშვიდობისა. მიღიმის და უკვე მზა ომლეტს თეფშზე მიდებს. -რომელი საათია? -ჯერ ადრეა. შვიდიც არაა. -მშვენიერი, მაშინ მოვასწრებ მომზადებასაც. -დღეს მე გაგიყვან. პირველი დღეა მაინც. -კარგი, როგორც გინდა. უხმოდ შევექეცით ომლეტს და წვენს. ბოლოს ამოვიხვნეშე და ოთახში ავედი. -გამოვიცვლი და წავიდეთ. -კარგი. გელოდები. დღეს რაღაც უჩვეულო წყნარია. ასეთი საშა არასდროს მინახავს. თითქმის ერთი თვეა აქ ვარ. ვფიქრობ, მაგრამ ვერ ამომიხსნია. სააბაზანოში შევდივარ, წყალს ვუშვებ და ნებას ვაძლევ წყლის ჭვალმა ჩემი გონებიდან აზრები გაფანტოს. ონკანი გადავკეტე. პირსახოცი შემოვიხვიე და ოთახში შემოვედი. საშას დანახვისას შევკივლე და მანაც ინსტიქტურად, ყურებზე ხელები აიფარა. -გაჩუმდი! რა გაკივლებს? აღშფოთებული მიყურე3ბს და პასუხს ელოდება. -შენს ოთახში ვინმე რომ შემოდის, დაუკითხავად თან პირსახოცში ხარ გახვეული ცოტა არ იყოს, უხერხულია. თან შემეშინდა, არ გელოდი. -ეს მოგიტანე. ხელით საწოლზე დადებულ ყუთზე მანიშნა. მგონი მოგიხდება. -თუ სხვა არაფერი გინდა, იქნებ გახვიდე. უხერხულად შევიშმუშნე და ბრძანებას დაჰყვა. მეც მზადებას შევუდექი. კრემისფერი ბიუსჰალტერი შევიკარი, შავი ტოპი მივაყოლე. მაღალწელიანი შლაქსებიც მოვირგე და ფეხზე ქუსლებიანი ჩავიცვი. გავიფიქრე, ერთხელ მაინც ჩავიცვამ. იქნებ ცოტა სერიოზული გამოვჩნდე-მეთქი. თმა გავიშრე. არც უაზრო გასწორება დამჭირვებია და არც დახვევა. ისედაც ბუნებრივად ლოკონები მაქვს. მხრებზე ჩამოვიყარე. საშას ნაჩუქარი სამაჯური გავიკეთე და დავხედე. ღმერთო, რა ლამაზია! არა, ამ ბიჭს გემოვნება აქვს! ჩანთა მოვიკიდე დაქვევით ჩავედი. როგორც ყოველთვის, ტრადიცია არ დარღვეულა, ძია ოლეგი დივანზე იჯდა, ყავას მიირთმევდა და საინფორმაციოს უყურებდა. დეიდა სამზარეულოში ფუსფუსებდა და საშა ნერვებს უშლიდა. ჩავედი თუ არა, ძია ფეხზე წამოდგა, ჩემკენ დაიძრა და გამიღიმა. -ღმერთო, რა ლამაზი ხარ! ანგელოზი ხარ, უბრალოდ! ძიას ხმაზე დედა-შვილმაც ჩემკენ გამოიხედეს და არაერთი ლამაზი სიტყვით შემამკეს. -მადლობა, მაგრამ მთლად ასეთი, ლამაზი არ ვარ! დარცხვენილი თავს ვხრი და თითებს ვაწვალებ. ადგილზე ვცქმუტავ, წასვლა მინდა, ამ უხერხული მომენტიდან თავის დაღწევა მსურს. საშაც ხვდება ჩემს სურვილს და წინ მიდგება. -მილედი, თქვენის ნებართვით, უნივერსიტეტამდე მიგაცილებთ! რევერანს აკეთებს, ხელს მიწვდის და მეკრიჭება. -ნუ ცანცარებ, ამხელა კაცი რა! მეც მეცინება და ოჯახის წევრებს ვემსვიდობები. დეიდა თავის წესს არ არღვევს და პირკვარს მსახვას. კიდევ ერთხელ აბარებს ჩემს თავს საშას და მანქანისკენ მივდივართ. -დღეს, საშინელი დღე მელის. -გინდა, უნივერსიტეტის მერე სადმე გავიდეთ? -ხომ არ დაგავიწყდა, ვმუშაობ. -მაშინ სამუშაოდან რომ გამოხვალ, მერე წავიდეთ სადმე. -დაღლილი ვიქნები! უაზროდ ვპასუხობ და ჰორიზონტს გავცქერი. -კარგი რა, თავს რატომ მარიდებ? ამას წუხელმაგ პატარა თავში, ტვინი გადაუნერგეს, თუ რატომ მეჩვენება, რომ ყველაფერი ეჩვენება? თუ, მართლა ვარიდებ თავს? -არა, რა სისულელეა, არ გარიდებ თავს! ვნახოთ, თუ არ ვიქნები დაღლილი წავიდეთ სადმე. კმაყოფილად ჩაიღიმა და მარცხენა ხელზე მაკოცა. გამაჟრჟოლა... -ეს...ეს... რა იყო? -მადლობის ნიშნად. შვებით ამოვისუნთქე და მინას თავი მივადე. მანქანა მალევე ჩერდება და გადმოვდივართ. კარებამდე მაცილებს, თან აყოლებს, რომ ჭკვიანად მოვიქცე და მიღიმის. -შენ რა, არ აპირებ პირველ დღეს დარჩენას? -მაშო! -კარგი რა, მე შენთან ვარ! წამო რა, არ გამიტეხო. თან აქ შენს მეტს არავის ვიცნობ. მიდი რა! ხელი ჩამკიდა და უნივერსიტეტის კარებში შემიძღვა. მაშოს დანახვისთანავე ხელზე მექაჩება და უხერხულად იშმუშნება. -არც კი გაბედო, მისკენ გახედვა. გაიღიმე და ამაყად იარე! იღიმის მაგრამ, ყველა იტყვის ნაძალადევი ღიმილიაო. მაშ ასე! მიკროფონში სასიამოვნოდ გამოწყობილი მამაკაცის ხმა ისმის და გაუთავებლად საუბრობს. -დავიღალე. დავიწუწუნე და მკლავე საშას ჩამოვდე. ისიც არ აყოვნებს და რაფაზე მასკპებს. -ასე ჯობს! მიღიმის და იმ კაცს უსმენს. წელს სამი საზღვარგარეთიდან ჩამოსული ახალგაზრდა გვეყოლება. გაცვლით პროგრამაში, ორი გოგო და ერთი ბიჭი მოხვდა. გთხოვთ, მიეგებოთ მათ.ლუდა ნიკულენკო, დავიდ ნადიბაიძე და ანნაბელ დადიანი. საშამ ჩამომასკუპა და მიკროფონისკენ მიბიძგა. ტაშის თანხლებით მივედით, უნივერსიტეტის რექტორთან და გვთხოვს ორიოდე სიტყვა ვთქვათ. ოთახს თალს ვავლებ და დაძაბულობა მეხსნება, როცა მომღიმარ საშას ვაწყდები. -გამარჯობათ. მე, ანნნაბელ დადიანი, მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამაში მოვხვდი. იმედებს არ გაგიცრუებთ და სწავლის მხრივ, თავს არ დავზოგავ. რათა გასახელოთ და ჩემი სამშობლოს საამაყომოხელე გავხდე. ვიღიმი და ადგილს სხვას ვუთმობ. დღმ მხიარულად ჩაიარა. თუ ერთ ინციდენტს არ ჩავთვლით. საერთო ჯამში კმაყოფილი ვიყავი. უნივერსიტეტიდან გამოვედი და სამსახურისკენ ავიღე გეზი. დღმ ისე ჩვეულებრივად ჩაიარა, რავიცი მოვიწყინ. მარკეტიდან გამოსულს საშა არ დამხვდა, გარეთ. მეც 40 ნომერ მანქანას დაველოდე და სახლში წავედი. შიგნით არავინ დამხვდა. მეც ჩემს ოთახს მივაშურე,საწოლზე მოწყვეტით დავეშვი და გადავწყვიტე ყველაფერი ამეწონ-დამეწონა. ზუსტად ამ დროს, კაკუნი გაისმა. კარი გავაღე. -საღამო მშვიდობისა.-გაშეშებული იდგა, თითქოს არ იცოდა, რა ეთქვა. -საღამო მშვიდობისა... არ შემოხვალ? შევტავაზე და გამიღიმა. -ააა... წო, შემოვალ.-განზე გავდექი და ოთახში შემოვუშვი. -მოხდა რამე?-დამარცვლით ვკითხე. -დღეს მაშო ნახე ხო? -კი! დამალვას აზრი აღარ ჰქონდა. -მერე, რაო? -მოიცა, შენ რისთვის მოხვედი? -ახსნა-განმარტებისთვის. რატომ ნახე და რა უთხარით ერთმანეთს. -ახსნა-განმარებას ჩემგან ელი? რა გეგონა? გეგონა შევარჩენდი რაც იფიქრა? გეგონა ასე მშვიდად დაველოდებოდი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები? შენი მაშო ძუკნაა! მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ვინც შენს ირგვლივაა ყველა მისნაირია! სიმწრისგან კარს იჯახუნებს და ნება მეძლევა მშვიდად დავიძინო. დილით ვცდილობ თავი ავარიდო. ყოველდღე ასე გრძელდება... გეგმა:1)ვიღვიძებ, თავს ვარიდებ საშას... 2)მივდივარ უნივერსიტეტში...თავს ვარიდებ საშას... 3)მივდივარ მარკეტში, სამუშაოდ...თავს ვარიდებ საშას... 4)ვბრუნდები სახლში..თავს ვარიდებ საშას... 5)ვვახშმობ ოჯახთან..თავს ვარიდებ საშას... 6)ვმეცადინეობ... თავს ვარიდებ საშას... 7)ვიძინებ! ასე მეორდება ორი თვეა. ასეა თუ ისე, ხვდება თავს რატომაც ვარიდებ და თვითონაც ასე იქცევა. ცდილობს არ შემაწუხოს. მუშაობის შემდეგ მთელ დროს სწავლას ვუთმობდი. სიცარიელეს მაინც ვგრძნობდი. მეგონა ყოველწუთს დააკაკუნებდა კარზე და შემოვიდოდა. მარამ არ ჩანდა. სახლშიც იშვიათად ადდიოდა. ერთი კვირა საერთოდ არ ჩანდა. მერე გათხლეშილი მთვრალი მოიყვანეს სახლში... დეიდას გაფითრებულ სახეზე შიში აღებეჭდა... საშა თავის თავს აღარ გავდა... ვცადე დავლაპარაკებოდი, მაგრამ ყოველ ჯერზე მისხლტებოდა... ცივი ზამთარი უცებ დადგა. ლიკამ და ოლეგმა ოც დეკემბერ გამოგვიცხადეს, სოფელში მივდივართო. ოცდასამი იწურებოდა დივანზე ცხელი შოკოლადით ხელში რომ ვიჯექი. კარზე დააკაკუნეს... საშა მეგონა და წამოვხტი, თუმცა ხელთ იგორი შემრჩა, გაფიტრებული... -ანნა, სწრაფად დამეხმარე! -რა მოხდა? საშა? რამე მოუვიდა? ვერ გავიაზრე, ისე გავედი გარეთ, სახლის ჩუსტებში და თხელ ტანსაცმელში. სიცივე ძვალ-რბილში ატანდა, მაგრამ მაინც მივიწევდი წინ. ქუჩაში გავედით და სადრაც, ორმოციოდე მეტრში... მიწაზე დაგდებული სასა შევნიშე... სულ კანკალებდა და აციებდა... -კაიფშია! -რა? აღშფოთებულმა შევხედე იგორს. -ხო, ისევ მეცამეტე რაიონს შეეკრა... მეგონა გამოსწორდა. -დროზე, სახლში შემაყვანინე. სამჯერ ჩემზე მძიმე სახლში შევათრიეთ. იგორს ვთხოვე მარტო არ დაეტოვებინა, სანამ აფთიაქში გავირბენდი. ფიზიოლოგიური ხსნარი, ვიტამინები და გამხსნელები ვიყიდე. უკან დავბრუნდი, წვეთოვანი ხელებაკანკალებლმა დავუყენე, მაცივრიდან ყინულები გამოვიტანე, ნაჭრებში გავახვიე და გულ-მკერდზე დავადე. შედეგი რომელმა ანტიბიოტიკმა გამოიღო არ ვიცი, მაგრამ ბოდვა მიატოვა და მეც მოვშორდი. -დალევ რამეს? იგორს შევთავაზე. -რასაც შენ! ცხელი შოკოლადი მოვუმზადე და წინ დავუდგი. -მადლობა. -არაფრის! -სანამ მოხვიდოდი, სასა ნარკომანი იყო. მერე შეეშვა. მარტო ეწეოდა, მაშოსთან ერთად. მერე საერთოდ ყველაფერს სეეშვა. ახლა რა მოხდა არ ვიცი. -მომიყევი მასზე! -რა მოგიყვე? -ყველაფერი! -ცუდი ადამიანი ნამდვილად არაა, უბრალოდ გაიგო რომ აყვანილია და ამის საფუძველზე დაიწყო ყველაფერი რაც მისთვის მავნებელი იყო. სპორტს შეეშვა და იჩხირავდა. -ხო მაგრამ, ჯერ 19 წლისაა. -მწარეა ცხოვრება! მადლობა შოკოლადსისთვის. უნდა წავიდე. -ნახვამდის. გასასვლელამდე მივაცილე და კარები გადავკეტე. საშას მივუწექი ვაითუ რამე დასჭირდეს-თქო. დილით მისმა კრუსუნმა გამაღვიძა. გამიკვირდა, მისი სახე ჩემგან მილიმეტრებში იყო. წვეტოვანი მოეხსნა დამთელი ძალით მეხუტებოდა. -ხელი გასწიე!-გავცოფდი, როცა მისი ხელი ჩემს უკანალს შეეხო. -რა მოხდა?-თვალები გაახილა და უდანაშაულოს გამომეტყველებით შემომხედა. -არავინ შეხებია და მირჩევნია ასე დარჩეს! -ხო კარგი! იმედია მომხდარის შესახებ არავის ეტყვი! -მხოლოდ მასინ, თუ მომიყვები რა ხდება! -შევთანხმდით. -შაბათია, სამუშაოდ მივდივარ. -მე გაგიყვან! -არავითარ შემთხვევაში1დღეს სახლიდან არ გახვალ, თორემ არასდროს დაგელაპარაკები! რარაცეებს მოგიმზადებ და ჭამე. ჯანსაღი კვება გჭირდება. ციოდა, ამიტომ გაჩერებაზე პირველივე ტაქსში ჩავჯექი. მარკეტში შევედი, ყველას მივესალმე და გამოსაცვლელისკენ ავიღე გეზი. კარადა გამოვაღე და მეორე კარადიდან გოგო ,,ვარდება“. შემეშინდა და წამოვიკივლე. -ჩშშ, რა იყო?მე ახალი ვარ! -მერე და, კარადაში უნდა დაიმალო? -არა, ბოდიში. არ მინდოდა შემეშინებინე. მაგრამ როცა რამის მეშინია, ასე ვიქცევი. -რისი გეშინია? -რომ ჩავფლავდე! -აბა კარგად მომისმინე! შიში არ გაბედო! მე დაგეხმარები, მთავარია გაიცინო. -ჩემი წარმატების თილისმა ხარ! გამიღიმა და გულში ჩამიკრა. გამიკვირდა, რუსი და ასეთი თბილი? -ისე ხო, რა გქვია? ვკითხე როცა გულსაბნევი ვერ ვნახე წინსაფარზე. -ანანო მეტრეველი! -რაა?? ქართველი ხარ/ ახლა უკვე ქართულად ვკითხე დაჩემს გულსაბნევს დახედა. -ანნაბელ დადიანი? ორივემ სიხარულისგან შევკივლეთ და გასახდელიდან გავედით. დღმ შესანიშნავად ჩაიარა! ნომრები გავცვალეთ და სახლებში წავედით. ოთახში შესულს დივანზე მჯდომი საშა ვნახე. -გაწუხებს რამე? ვკითხე -სინდისის ქენჯნა! ხაზი გაუსვა. -სინდისის ქენჯნა? -ხო. -საერთოდა გაქვს? -ანნა! -მომიყევი! -ორი წლის წინ გავიგე... აყვანილი ვიყავი! -კი მაგრამ, ამას კაიფი შველოდა? -არ მაგრამ მამშვიდებდა! -ესე იგი გიშველა! -ნაწილობრივ. -უნდა გითხრა! დიდი არაკაცი ხარ! ქალმა გაგზარდა საკუთარი შვილივით და მადლობა როგორ გადაუხადე? დიდი ხარ შენ აწი და პასუხს უნდა აგებდე შენს საქციელზე! -ვაგებ! -არ აგებ! ქალს გულს უხეთქავ! მეტი არაფერი შეგიძლია! ცრემლები ვერ შეიკავა და ჩემს თვალწინ მოურიდებლად ატირდა. -ლაჩარი ვარ! მთელი საღამო საშას დამშვიდებაში გავლიე. დრო გადიოდა, საშა შეიცვალა, რაც ანანო გავაცანი იმის მერე, ჩემთვის ვეღარ იცვლიდნენ. *** სამი წელი გავიდა... 12 სეზონი... 36 თვე... მომენატრა ყველა... სამუშაო დავიწყე.. ბანკირი ვარ. ტრანსმაშ ბანკში ვმუშაობ. აღრიცხვები მევალება და კიდევ ბევრი რაღაც..ძალიან ვიღლები. ყველა მე მაძლევს საქმეს, გასაკეთებლად. გვიან ღამემდე ვმუშაობ, ხოლმე. -მის, ძალიან გვიანია, ასეთ დროს ბანკში არ უნდა იმყოფებოდეთ. -ხო მაგრამ, მე ჯერ საქმე არ დამისრულებია. -მოგიწევთ დილით გააგრძელოთ! -და თქვენ ვინ ბრძანდებით? -დაცვა! აქ ახალი ვარ. პროტოკოლს ვიცავ. რამე ცუდი არ იფიქროთ. -კარგი, გასაგებია. სხვა გზა არ მაქვს. ქურთუკს ვიცვამ და სახლში მივდივარ. ყველას ძინავს, რაც ნაწილობრივ მიხარია. ოთახში ავდივარ და დასაძინებლად ვწვები. დილით ისევ იგივე მეორდება. გიჟივით გავრბივარ სახლიდან და სამსახურისკენ მივიჩქარი. ახლა უკვე, ლედივით უნდა გამოვიყურებოდე! ბანკის კარები შევაღე და მიმღებშ მივედი. რათა დამედასტურებინა ჩემი მისვლა. -დილა მშვიდობისა! მცველისთვის არ შემიხედავს ისე ვუთხარი. -დილა მშვიდობისა! მპასუხობს და მხოლოდ ახლა ვკადრულობ თავის აწევას. უხმოდ ვეცლები და ჩემი ადგილისკენ მივდივარ. -დადიანი! ბოსი გიხმობს! -ახლა? კი მაგრამ, ჯერ არ დამიმთავვრებია. -სხვა საქმე აქვს! -რა საქმე? -დაიანი! ბევრ კითხვას სვამ! ფეხები აამოძრავე და სიირბილით! ორ წუთშ უფროსის კაბინეტთან ვიყავი. ფრთხილად დავაკაკუნე და შევედი. -მეძახდით, ივან პეტროვიჩ? -მოდი, დაჯექი. ეს რა არის? დაჯდომისთანავე, მაგიდაზე დოკუმენტებს მიგდებს. ჩემ მიერ შერულებლ წლიურ გამოთვლებს და თვალებში მიყურებს. - კი, მაგრამ... -არავითარი მაგრამ! -მე, ხომ ვთქვი, ჯერ ამისთვის მზად არ ვიყავი!თქვენ კიდევ დამაძალეთ! მითარით რომ შევძლებდი! რაღაც უზუსტობა მოდა ციფრებში, მაგრამ გადავამოწმებ და ისევ თავიდან მოგიტანთ. -არავითარი თავიდან! არაფერი შეგიძლია! ამას ჩემი მდივანი მიხედავს. მე აქ სხვა რამეზე დაგიბარე. -გისმენთ! -სამუშაოდ სხვა ადგილას გადავყავართ! მითხრეს ერთის გადაყვანის უფლებას გაძლევთო! არ გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე? ცენტრალურ ბანკში. -ხო მაგრამ, ახლახან მითხარით რომ საერთოდ არაფერი შემიძლია! -სამაგიეროდ, საკმაოდ კარგი მკერდი და ტანი გაქვს! -უკაცრავად? საყვარლობას მთავაზობთ? საპასუხოდ თავს მიქნევს და უხმოდ სკამიდან ვდგები. -დადაინი! ვბრუნდები და სახეში ვუყურებ. კარგად დაფიქრდი, თორემ ბანკში ბიულეტენების დამრიგებლად გაგიშვებ! ჩქარი ნაბიჯებით გავეცალე კაბინეტს და ყავის აპარატთან მივედი. უნებლიედ, ცრემლები წამსკდა. -რამე მოგივიდათ? -არა! -იქნებ რამით შევძლო თქვენი დახმარება! -თქვენ? მისკენ ვბრუნდები და ისევ იმ დაცვას ვხედავ. ისევ თქვენ? მადლობა,ვერა! ვერ დამეხმარებით! ჩემს ნივთებს ხელს ვკიდებ და პირველ სართულზე ჩავდივარ. ბუკლეტებს ვიღებ და ხალხს მოვუწოდებ სიახლეებისკენ. -აპარატთან ყავა დაგრჩათ. -საშიში არაფერია. -ხო მაგრამ... -კარგით, თუ ასე გინდათ! მომიტანეთ... მიღიმის და მიისის შესასრულებლად გადის. ორი წუთია გასული და ბანკში მძარცველები იჭრებიან. ორი კაცია ნიღბით. ყველაფერმა თვალწინ ჩმიარა, განვლილმა ცხოვრებამ და მშობლებმა. ,,ძირს“ << ყველანი ძირს“ იმეორებდნენ და მე გაშეშებულად ვიდექი. ერთ-ერთი მათგანი ჩემთან მოვიდა, კეფაში ხელი ჩამავლო, არ ვიცი როგორ მოვახერხე, მაგრამ სახიდან ნიღაბი ჩამოვხსენი. თვალები დახუჭე! თვალები დახუჭე-მეთქი! მიმეორებდა და მეც მაგრად დავხუჭე. -ესროლე, მაგის დედაც! დაგინახა! -მაშინ ყველას დახოცვა მოგვიწევს. -ჰეი! ზურგს უკან ჩვენი დაცვის ოფიცერი იდგა, ცეცხმქრობით ხელში. გასაკვირია, მაგრამ ერთს სახეში შეასხურა. მეორეს სანამ გაარტყამდა დაასწრო და ესროლეს! თვალები დავხუჭე. როცა გავახილე, დამნაშავეები გაჰყავდათ. დაჭრილი მცველი იატაკზე ეგდო, წამოიწია და მკითხა. -როგორ ხარ? ხომ არ დაშავდი? პასუხის ნიშნად თავი გავაქნიე. -ღმერთო სისხლი მოგდის! -მე, ვლადიმირი. გამეღიმა და პასუხად სახელი ვუთხარი. *** დილით, საავადმყოფოს მივაშურე. მიმღებში ვლადიმირ ნიკულენკო ვიკითხე და 17 პალატისკენ გამგზავნეს. კარებზე დავაკაკუნე და შევედი. -გამარჯობათ! მივესალმე შიგნით მყოფებს და ლადოსკენ დავიძარი. წამოდგომა სცადა დამხარი უშნოდ გაამოზრავა. ტკივილისგან აკვნესდა. -წყნარად, წყნარად. ძალიან გტკივა? -არა, უბრალოდ, არ მეგონა მოხვიდოდი. -რაღაცეები მოგიტანე... არ ვიცოდი რა გიღვარდა და ჩემი გემოვნებით ავარჩიე. აქ ბანანია, ფორთოხალი, წვენი, ორცხობილები და იოგურტები. -რატომ შეწუხდი? ისიც კმაროდა, რომ კოლექტივმა ბუკეტი მომართვა. ჩაიცინა. გვერდითა საწოლიდან ძია შეეწინააღმდეგა. -სწორი ქნა რომ მოვიდა! უკვე დიდიხანია აქ წევხარ და არავინ მოსულა შენთან. -კარგით რა ძია , მისა... -ეგ როგორ? გაკვირვებულმა ვკითხე. მშობლებმა არ იციან? ნატესავებმა არ მოგაკითხეს? -არავინ მყავს! -ეგ როგორ? -ბავშვთა სახლიდან ვარ. -იქნებ კიდევ რამე გინდა? დაძაბულობის განსამუხტად ვკითხე და მხიარულად მიპასუხა. -შეგიძლია წიგნები მომიტანო? თორემ აქ გაგიჟდები კაცი! -კარგი!მაშინ წავალ და მალე მოგაკითხავ. დღეები გადიოდა. ორ კვირაში გამოწერეს. მთელ დღეებს ეერთად ვატარებდით. სამოშაოდან წამოვედი. ვერ გავჩერდებოდი იმ კაცთან ვისაც ჩემი საყვარლად გამოცხადება უნდოდა. გადიოდა თვეები და თავს ყველაზე ბედნიერ არსებად ვგრძნობდი. თუმცა არის მომენტები, როცა ყველაფერი თავდაღმა დგება და მე და ლადომაც ვიჩხუბეთ, ძალიან. სახლიდან არ გამოვდიოდი. დეპრესიები დამეწყო. საშა ცდილობდა ხასიათზე მოვეყვანე. ცხენით გასეირნება შემომთავაზა. მაგაზე უარი ვერ ვუთხარი და პარკში გავყევი. თვითონ ცხენზე შეცდა მე ფაიტონზე რადგან ტარება არ ვიცოდი. ბიჭმა გააჭენა მაგრამ მე ვერ ვეტყოდი მეფაიტონეს, დაუჩარეთ-მეთქი. ლადო! ლადო დდავინახე! გეფიცებით ლადო იყო. ზურგს უკნიდან ,,ახრანა“ წავიკითხე დაუნებლიედ ჩამეღიმა. როგორ მომნატრებია! არ ვიცი რა მოხდა. ცხენს რაღაცის შეეშინდა, მეეტლე გადმოაგდოდა გაიქცა... დახმარებას ვითხოვდი, შველას ვითხოვდი და ისევ, თვალები დავხუჭე... ცხენი გაჩერდა... იქვე კი, მწოლიარე ლადო ვნახე... მივუვარდი... -ისევ, გადამარჩინე! -რა თქმა უნდა, მე ხომ შენი პირადი დაცვა ვარ! -არა, შენ ჩემი პირადი დაცვა არ ხარ! შენ ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ! -ანნა,მაშინ ოთახში, ლუდასთან არაფერი მქონია! ყველაფერი არასწორად გაიგე! მე მხოლოდ შენ მჭირდები, ძალიან მიყვარხარ! გჯერა ჩემი? -მჯერა ვლად, მჯერა! გაჩერდი, გაჩერდი! წყნარად იწექი! რამე არ გქონდეს მოტეხილი! -რატომ მიცინი? -გახსოვს?... ერთხელ და სამუდამოდ? საპასუხოდ თავი დამიქნია და პირველი კოცნა მომპარა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.