შიში პატივისცემა და სიყვარუილი {4}
4. დილით მამასთან და ნიკასთან შეთანხმებით, ნიცა აბაშიძე სკოლაში წავიდა, გიგა გაჰყვა სკოლაში მასაც ჩასაბარებელი ჰქონდა, ხოლო ბექა ისევ სახლში იწვა მსუბუქი ტვინის შერყევით, მათი მანქანა ავარიის გამო გაფუჭებული იყო, ამიტომ ნიცას და გიგას მძღოლი ემსახურებოდა, თომას დაჟინებული მოთხონით ორი ბიჭი თან ახლდათ.. ანასტასია კი დავითმა და ზაზამ მიიყვანა უნივერსიტეტში, ლექტორს სიტუაცია აუხსნენ ზოგადად და სანამ მანქანა არ მოაკითხავდა არ უნდა გამოსულიყო უნივერსიტეტის კორპუსიდან, თორნიკეს ყველასგან დამოუკიდებლად ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ორი სტუდენტი ბიჭი უშუალოდ ანასთან ახლოს იყვნენ და გადაადგილების დროს ყველაფერს ამოწმებდნენ, თუმცა ეს ანას არ გაუგიგა, სანამ მათი გამოჩენ საჭირო არ გახდა.. აუდიტორიიდან გამოდიოდა გოგონა, როცა ბიჭები ანას მადლობას უხდიდნენ დახმარებისათვის, ლექტორმა დაუძახა: -ანასტასია, -დიახ ბატონო ბექა. -აქ დაელოდე შენებს კარგი? -დიახ სულ დამავიწყდა.. უცებ გაიაზრა საფრთხეში რომ იყო და აუდიტორიაში დაბრუნდა, ბიჭები სიტუაციაში გრკვევას შეეცადნენ და დახმაება შესთავაზეს, მაგრამ უარი უთხრა, იმდენად ეშინოდა ყველაფრის, რომ ნდობა დაკარგული ჰქონდა.. ის დრო გაახსენდა თავისუფლად როცა შეეძლო უნივერსიტეტიდან გასვლა, სურვილისამებრ მეგობრებთან შეხვედრა და ცრემლიტ აევსო თვალები, ფიქრები აუდიტორიაში შემოსულმა ნიცამ გაუფანტა.. -მაპატიე დავაგვიანეთ, მამას არ უთხრა რა გთხოვ.. -კარგი არაუშავს.. ნიცა ასე რატომ გაცვია? -რა არის? -არ გცივა ამ წვიმაში მაისურით, თან მოკლე?! -აუ არ დაიწყო გთხოვ.. -გიგა აქ ხარ? -აქ არის და ისეთი „ჯენტმენია“ მისი „ჟაკეტი“ მე მაცვია! გაბრაზეულმა ჩაილაპარაკა ნიცამ აშკარა იყო, რომ სციოდა, ოდნავ სველ და მოკლე მაისურში.. -შემდეგზე ჩაიცვამ და მე აღარ მომიწვს, სი*ბისთვი დორბლების წმენდა. არც გიგა იყო კმაყოფილი იმით, რომ ყოველთვის თავისუფლად იცვამდა ნიცა, მერე რა რომ იცოდა არავის ზედმეტის უფლებას არ მისცემდა, მას მაინც აწუხებდა „აზიატური კოდი“ ნიცა ასე ამბობდა.. -დღესაც მოხდა რამე? ანამ ორივეს თვალი მოავლო ღიმილით და ტყავის ქურთუკი გაიხადა, რომ ნიცას ჩაეცვა, მას შედარებით თბილი მაისური ეცვა, სულ მცირე გრძელი სახელოთი და გრძელი ბოლოთი მაინც.. ნიცამ გახარებულმა გამოართვა დას ქურთუკი და ხმაურით აკოცა: -ხომ იცი, რომ ანგელოზი ხარ! -დროზე წავიდეთ რა.. უსიამოვნო შეგრძნებით გააკანკალა ანასტასიას და წინ წავიდა, რომელსაც გვერდით მიჰყვებოდა ახალგაზრდა ბიჭი, თომას მითითებით, ეს ანას არ სიამოვნებდა, მაგრამ არ შეუმჩნევია, უფრო სწორად ცუდის მოლოდინში უსიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. შენობა დატოვეს და კიბეზე ჩადიოდნენ ნიცა მიუბრუნდა ანას: -აუ ან ძალიან მიჭირს, თუ არ გავიარე სახლამდე ვერ მივაღწევ.. -იქ რომ ვიყავით, მაშინ გეთქვა. -მერე მე ვინ მომიშლიდა ნერვებს? ეგ რომ ეთქვა! -ვაი გიგა, როგორ მინდა გცემო... -წამოდი დროზე რა, მამა ინერვიულებს! -შენ მანქანაში იყავი რა ამათთან, მე გავყვები! გიგამ შეაჩერა და მანქანასთან მყოფებს ანიშნა, რომ დალოდებოდნენ, ორივე შენობაში დაბრუნდა.. -მეორე სართულზე კიბიდან მარცხნივ. ანამ აუხსნა სადაც იყო საპირფარეშო და მიუხედავად იმისა, რომ ანას არ სურდა იქ გაჩერება, უსიამოვნო შეგრძნებები ემატებოდა და გული სახლში მისვლას ჩქარობდა, მანქანაში ლოდინი არჩია.. ორივე ერთმანეთზე გაბუტული მიდიოდნენ და ჯერ კიდევ არ ჰქონდათ კიბის საფეხურები ავლილი ნიცამ წაკბინა, გაბრაზებულ მეგობარს: -უჟმური და უხეში!! აღარ უნდა მეთქვა სალოსთვის სიმართლე... უცებ შემობრუნდა გიგა და თვალების ბრიალით ჰკითხა: -რა უთხარი? -არაფერი. -ნიცა იცოდე, სალოსთან თუ რაიმე ისეთი თქვი, რაც გულს ატკენს, გეფიცები ცხოვრებაში არ დაგელაპარაკები! -არ დაგელაპარაკები.... გაიმეორა დამახინჯებული ინტონაციით და განაგრძო: -ხეპრეც ხარ, მებრალება შენს ხელში და რა გავაკეთო?.. -არაფერი არ გააკეთო! საპირფარეშოს კარს მიაწვა მთელი ტანით ნიცა. შესვლისთანავე შეჰყვა გიგა და იქ მყოფი გოგონების გაოცებაც გამოიწვია, გიგამ ყველაფრის იგნორით მოიარა თავისუფალი საპირფარეშოები, როგორც კი დრწმუნდა საეჭვო არაფერი იყო და გავიდა: -დროზე მოილიე, იქნებ ტვინი გაგეწმინდოს! -გიგაური შენი ბედი ძალიან მიჭირს, თორემ სისხლისგან გაგიწმინდავ სხეულს და კოქტეილს გავაკეთებ! გოგნებმა სიცილი დაიწყეს და დატოვეს ნიცა მარტო, ყველაფერს მორჩა თუ არა უმცროსი აბაშიძე, ხელებს იბანდა, როცა ონკანი დაკეტა სარკეში თმის გასწორება სცადა და სარკეში მამაკაცი დაინახა მის სურგზს უკან მდგომი და შიშისგან შეჰკივლა.. სანამ მამკაცი დაიჭერდა გოგონას, ნიცამ იდაყვი დაარტყა მუცლის არეში, შებრუნდა და გაქცევა სცადა, იქვე დამაგრებულ ხელსახოცების ყუთს ხელი აკრა ქვემოდან, რაც მალევე მოძვრა და ხმაური გამოიწვია, გიგა ხმაურზე შევარდა საპირფარეშოში, მაგრამ ზურგიდნ ერთმა ბიჭმა შეაჩერა, გიგაური მიუბრუნდა ხელის დასარტყამად და შეძლო კიდეც, წაბარბაცდა თავდამსხმელი, რომელმაც მალევ ჯიბის დანა გახცნა, ინერციით წავიდა გიგასკენ, რომელიც ყვიროდა და ნიცას გათავისუფლებას ცდილობდა, უცებ გვერდის არეში ძლიერად მოქნეული ხელი მოხვდა გიგაურს და წონასწორობა დაერღვა, ნიცას კივილმა მთელი შენობა მოიცვა, მაგრამ იქ არავინ გამოჩენილა, გიგიას შემყურე ნიცა გაშეშდა, რამაც საშუალება მისცა თავდამსხმელს, რომ ხელი პირზე აეფარებინა გოგონასთვის.. ხელის აფარებას, უსიამოვნო სუნის შეგრძნება მოჰყვა, შემდეგ გრძნობდა გონება როგორ ებინდებოდა, სხეული მოუდუნდა და მალევე წყვდიადში ჩაიძირა.. მოთმინება დაკარგულმა ანასტასიამ მანქანაში მყოფს მიმართა: -თუ შეგიძლია გიგას დაურეკე სად არიან? -ახლავე ქალბატონო.. -....... -არ მპასუხობს.. -რაღაც მოხდა, გული მიგრძნობს! თქვა და მანქანიდან გადავიდა, თავსხმა წვიმას არ მორიდებია გოგონა ისე არბოდა კიბეზე, მას ბიჭები უკან აედევნენ, იქვე მყოფმა ორმა ბიჭმაც შეამჩნია ანას აჩქარებული ნაბიჯი და ისინიც აყვნენ.. ანა საპირფარეშოს კარს მიუახლოვდა და იატაკზე წითელი ლაქა შენიშნა, კარის გაღებას აპირებდა, წინ გადაუდგა ერთ-ერთი ბიჭი და ეს მან გააკეთა... -ამის დე* ანა გაიყვანეთ! -რა მოხდა? ნიცა! გიგა! მაჩვენე! -არ შეიძლება, სასწრაფოდ უნდა წავიდეთ აქედან! უშედეგოდ ცდილობდა ერთი მის გაკავებას, მეორე სასწრაფოს იძახებდა და დანარჩენები გიგას უგონდ მყოფ სხეულს თავს დასტრიალებდნენ. ანასტასიამ როგორც კი თავი გაითავისუფლა ძლიერი მკლავებისგან გიგასთან მიირბინა და მუხლებზე მოწყვეტით დაეცა.. -გიგა... ღმერთო არ მოკვდეს გთხოვ... ამდენი ემოციითა და სისხლისადმი შიშით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნება გონებას უბინდავს და აგონიაში მყოფი, ვერაფერს არჩევს, თუ რა ხდებოდა მის ირგვლივ, მხოლოდ იმას ახერხებდა, რომ გიგას სხეულს არ შორდებოდა და ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია ბიჭებისთვის, რომლებიც მის იმ საშინელი ადგილიდან გაყვანას ცდილობდნენ.. უცებ მხარზე ძლიერი ხელის შეხება იგრძნო და შეხტომით მიიხედა უკან, თორნიკე დადიანი მის გვერდით იყო და მარჯვენა ფეხს ეყრდნობოდა, როცა ანასტასიამ მისი სახე და თვალები დაინახა, ცრემლებით დაენამა სახე.. იმ წუთას ყველაზე ნაცნობი და ამავე დროს ყველაზე უცხო მისი სახე იყო, სხვას ვერავის ცნობდა, ან კიდევ ემოციების გამო ვერ ამჩნევდა ვერავის.. -ნიცა წაიყვანეს... ხმა გატეხილმა ამოილაპარაკა და შეშინებულმა -ვიპოვი. -გთხოვ მალე იპოვე... ხმა სულ წაერთვა, იმის გახსენება და წარმოდგენა რა შეიძლება დამართონ, მის პატარა დაიკოს სულს უმძიმებდა... -აქედან გავიდეთ, ვაცადოთ ექიმებს. თორნიკემ აკანკალდბულ მხრებზე, ხელი მოხვია და გოგონაც უხმოდ გაჰყვა.. საავადმყიფოში სანამ გიგას ოპერაციას უკეთებდნენ დადიანი და გასვიანი ბიჭების დახმარებით ნიცას ადგილ სამყოფელს არკვევდნენ. იმდენად ბევრი ეძებდს რომ მალევე მიაგნეს, მაგრამ რეალური მიზეზი მიგნების თვით ნიცა იყო, რადგან ტყუპებისგან ნასწავლი ილეთები და მისი ეშმაკობა გამოადგა.. ოთახში საწოლზე მყოფი, გონს კარის ხმაზე მოვიდა და წამოდგომას აპირებდა, როცა საუბარმა გააჩერა.. -მელე ლევანი მოვა და რატომ არ ირვიძებს, ზედმეტი დოზა ხომ არ „აყნოსე“? -არა რა ზედმეტი, პირვალად ვაკეთებ ამას? -მოვა ბოსი და რა ვუთხრათ? -როგორც არის ისე. -ისე მართლა ლამზია არა? ახლოს მივიდა ერთ-ერთი და დააკვირდა გოგონას. -აბა ბიჭო რა ლამაზია... ისე ბარში რომ გადაიყვანენ მერე ჩვენც ხომ შევძლებთ ამასთსნ გართობას? -რას ბოდავ ბიჭო? ეგ გოგო რძლად უნდა ჩვენს უფროსს. ნიცამ თვალები ჭყიტა. ყველასთვის ცნობილი მოუთმენელი ნიცა ამდენი ხანი ისმენდა ორი სულელის საუბარს და არ ინძრეოდა.. -შენ რა იცი? -გავიგონე, ლევანი თავის შვილს ეუბნებოდა მიხარია რომ მოგეწონა ფოტოზე, რომ გოგოა და ჩამოდი ეგ გოგო თუ მოგწონსო, იმან როგორც ჩანს სახელი ჰკითხა და ანასტასია აბაშიძეო!. ნიცამ გაგონილის გააზრება მალევე შეძლო, ის ანაში აერიათ რადგან მისი ქურთუკი ეცვა.. -იდიოტებო მე ანა კი არა ნიცა ვარ. წამოხტა საწოლიდან და რამდენიმე აკრძალული ილეთით ორივე დაბლა გორავდა ერთ-ერთს ტელეფონი ჯიბიდან ამოუღო და ნიკასთან დარეკვა სცადა.. სახე წაშლილი და ვენებ დაბერილი დადიოდა საავადმყოფოს დერეფანში ნიკა, ფეხის ტკივილის მიუხედავად ვერ ჯდებოდა. მეზობელი დათა, რომელიც დადიანის კომპანიაში მუშაობდა მიუახლოვდა და ტელეფონის გამაყრუებელ ხმაზე მიუთითა.. -ნიკა გირეკავენ. -ნიკა, არ ვიცი სად ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ანასტასია ვგონივარ ამ იდიოტებს და რასაც მე ვხედავ, სახლია იტალიურ ეზოს ჰგავს და ნახდვრად სარდსფში ვარ, ხმაური მოდის გარედან მემგონი ვაგზლის მოედანთან ახლოს ვარ, არა მეტროს ხმაა გამოდის „ელექტრო დეპოსთან...“ -აქ რა ხდდბა?.. რა გჭირთ სი*ო.. ყვირილი ისმის ვიღაცის და ნიცამ ტრლეფონი ტყავის ქურთუკში ისე ჩაიდო არ გაუთიშავს. ნიკაც სწრაფი ნაბიჯით დაიძრა გასასვლელისკენ დათაც უკან მიჰყვა.. თომა რეზის ოთახში შევიდა და მის წინ დაჯდა, გარეგნულად მშვიდად გამოიყურებიდა, მაგრამ ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, ერთი სული ჰქონდა გაეგლიჯა მის წინ მჯდომი და ნიცა მალევე ეპოვნა.. -რით დავიმსახურე ბატონო თომა, თქვენი სტუმრობა? -ნიცას სად წაიყვანდა ლევანი! კითხვას არ ჰგავდა, ისეთი ტონით იკითხა გასვიანმა. -არ ვიცი, გამიშვი და ვიპოვი. -გაგიშვებ თუ მეტყვი! გადაიხარხარა რეზიმ, თომას გამომეტყველებაზე. -ასეთი სი*ი გგონივარ? -არ მგონიხარ, ხარ! -ხო და სი*თან როდის მერე ბაზრობ ტო?.. დასცინა ბრეგვაძემ და ამისთვის მუშტი მიიღო სახეში. -ხოდა სანამ არ მეტყვი იქამმდე მიიღებ! გიგას სისხლის ყველა წვეთს აზღვევ წამებით შენი!.... გამეტებით ურტყამდა ბრეგვაძეს, თან ყოველ ჯერზე გიგას უსიცოცხლო სხეული ეჩვენებოდა. ჯერ კიდევ დარტყმას აპირებდა ზაზამ, რომ დაურეკა და სასწრაფოდ უპასუხა: -თომა სად ხარ იპოვნეს! -სად არის? გამოვდივარ! -სერგი წამოათრიე უნდა გავცვალოთ! -რაა? არა მაგასის სისხლი უნდა დავლიო გიგას გამო და ლევან ვაყურებინო! -არა თომა ახლა ნიცას სიცოხლეზე ვსაუბრობთ!.... მთელს სხეულში სიცივე ჩაუდგა იმის წარმოდგენაზე, რომ ნიცას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა... -კარგი ზაზა, აქ ვარ და წამოვიყვან!.. მიტოვებული, თუ კერძო საკუთრებად ქცეული იტალიური ეზო დადაინებისა და ჩიჩუების ხალხით იყო სავსე, თითქოს მითითებას ელოდნენ და ომიც დაიწყებაო.. დათას დამსახურებით ნაპოვნ სამალავს თორნიკე და თომაც შეუერთდნენ. ალყაში იყო დადიანების ხალხით ჩიჩუა, მაგრამ ლევანი არ ნებდებოდა, რადგან საკამოდ ბევრი ხალხი ჰყავდა და თუ სისხლი დაიღვრებოდა, მოგებული არცერთი არ დარჩებოდა.. -ლევან სერგი მოიყვანეს და გავცვალოთ! ზაზამ მიმართა, როგორც კი ახლად მისული მეგობრები დაინახა, მის გვერდით დავითი იდგა და ჩიჩუას პირდაპირ თვალებში უყურებდა, ყველაფერი ფრაგმენტებად გაახსენდა, რაც მათ გამოიარეს, როგორ გადარჩნენ და ბოლოს, როგორ უღალატა სუყველას ლევანმა, როგორ გაიმეტა მეგობრები.. სიმწრით სავსე ბურთი მოაწვა ყელში დავითს და ძლივს გადააგორა: -არ მეგონა თუ ოდესმე შენი ნახვა მომიწევდა ჩიჩუა! მეხის გავარდნას გავდა ცივი და ბრაზით სავსე ხმა. ლევანს არ ესიამოვნა დავითს, მახსოვრობა ისვე ჰქონდა. თორნიკემ ინტერესით შეხედა დავითს.. -არ ველოდი თუ გამიხსენებდი. ნაძალადევი სიმშვიდით უპასუხა. -მოღალატეებს ვერ დაივიწყებ, თუ სხეულის ნაწილს გტკენს მისი საქციელი ლევან! -არ შეცვლილხარ! -არც შენ! -ახლა ჩემი და გამოიყვანე, დანარენი მერე დავასრულოთ! -დასრულება მე სხვანაირი ვიცი! ნიშნის მოგებით შეხედა დავითს, მანაც ირონიული პასუხი დაუბრუნა: -ახლა ისეთ სიტუაციაში ხარ, ამას ვერ შეძლებ! -მოიყვანეთ.. პასუხი არ გაუცია, ბრძანება გასცა, რომ გოგონა გამოეყვანათ და რამდენიმე წუთში გამოდის მამაკაცი, რომელსაც სახეზე სისიხლის ბილიკები აქვს და გოგონა მოჰყავს, მაგრამ თავს ის, უფრო იცავს ვიდრე ნიცა.. -გამიშვი ხელი, თორემ კიდევ მოგდებ! -მოკეტე ძუ*ა! -ამისთვის მოგხვდა და იგივეს ამბობ? მკლავი გადაიბრუნა ნიცამ, როთაც იჭერდა მამაკაცი და ფეხის ტერფი, ჯერ მუხლში ჩაარტყა და ტკივილისგან მოხრილს, მუხლი ამოარტყა სახეში... წამიერად გადატენეს იარაღი ჩიჩუების ხალხმა, არც დადიანების ხალხი ჩამორჩა და დათამ არ დააყოვნა, სწრაფად მოიქცია სერგი მკლავებში, საფეთქელთან იარაღის ლულა მიაჭირა ისე დაიყვირა: -ხელი გაუშვით და არ ისროლოთ! -ნიცა იქეთ გადი! თომამ კი ლევანი ამოიღო მიზანში და მიუახლოვდა, გოგონას თავით მისცა მიმართულება და ისიც დაჰყვა გასვიანის ნებას.. უმცროსი აბაშიძე, ძმამ და მამამ მკლავებში მოიქციეს და ფრთხილი ნაბიჯებით ტოვებდნენ ეზოს, როცა თომამ მანქანასთან მისული ნიცა დაინახა და სამშვიდობოს დაიგულა, ლევანს ხელი გაუშვა, დათას ანიშნა სერგისთვის ხელი გაეშვა და დანარჩენებს გამოყვნენ.. ნიცამ მადლიერი თვალებით შეხედა თომას, სანამ მანქანაში მოთავსდებოდა, უცებ დაინახა ზურგს უკან სერგის დაუფიქრებელი საქციელი, ერთ-ერთ მათიანს იარაღი გამოართვა.. სანამ უმცროსმა ჩიჩუამ გამართა იარაღი და თომას დაუმიზნა, ნიცამ სწრაფი ნაბიჯით მიირბინა თომასთან, შეძლებისდაგვარად ჩაავლო მკლავებში ხელი ბიჭს, გასვიანი გაოცებული დარჩა, მის ამ ქმედებით და ამ გაოცებით ნიცამ იოლად დაიყოლია ბიჭის სხეული შემოაბრუნა, თვითონ ამოეფარა სხეულს.. ამ ყოველაფერს დათას რეაქციაც მოჰყვა და ორი იარაღის ხმამ ერთდროულად გაჰკვეთა, როგორც ჰაერი, ისე სხეულებიც.. ბიჭები მალევე შემობრუნდნენ, რომ ისევ კონტროლზე აიყვანეს სიტუაცია, მაგრამ ვერ შეძლეს.. თორნიკეს მითითებას ელოდნენ, რომელიც მიწაზე მყოფ ნიცას და დათას სხეულებს გაოგნებული უყურებდა.. -აიყვანეთ ყველა და დახოცეთ! გასცა ბრძანება, მის სიცოცხლეში 29 წლის მანძილზე, ბევრჯერ მოუწია ბრძოლა გადარჩენისთვის და ბევრჯერ მკაცრი სასჯელითაც დაუსჯია მტერი, მაგრამ არასოდეს მოუკლავს... ეს პირველად ხდებოდა და ახლაც ლევან ჩიჩუას დამსახურებით იღებდა ამ გადაწყვეტილებას.. ლევანმა და სერგიმ გაქცევა შეძლეს, მაგრამ ეს დიდი ხნით არ მოხდებოდა, თუ დადიანი მოისურვებდა მათ იპოვნიდა და მით უფრო, რომ უკვე სერიოზული მიზეზი ჰქონდა!. არეულობაში არავის შეუმჩნევია შოკში მყოფი თომა როგორ უყურებდა, უსიცოცხლო სხეულს, რომელიც მუდამ სიცოცხლეს ასხივებდა.. თმა სახიდან მოაშორა და პირველად იგრძნო უგულო გასვიანმა, რომ მარცხენა მხარეს მფეთქავი ორგანო ჰქონდა და ბევრი ძალისხმევის მიუხედავად, ნიცასთვის ძგერდა აჩქარებული.. -შენ არ უნდა მოკვდე! ბრძანებას ჰგავდა მისი სიტყვები და ისეთი სისწრაფით აიტაცა სხეული, მანქანაში ჩასვა, რომ გონს მხოლოდ საავადმყოფოში მოვიდა, როცა ექიმმა თქვა ჭრილობა მსუბუქია და მალე ნახვას შეძლებთო, პირველად ჩაისუნთქა ჰაერი მისმა ფილტვებმა.. -მეორე ოგორ არის? -ბიჭი ცოტა მძიმედ არის, მაგრამ სტაბილურად. თუ კრიზისულ პერიოდს გადალახავს, სანერვიულოც არაფერი იქნება!.. ყველაფერი საავადმყოფოს დერეფანში წყდებოდა და სიტუაციაც იქიდან იმართებოდა, მაგრამ ახვლედიანის ჩარევა საჭირო გახდა, ეს უკვე თორნიკემ გადაწყვიტა.. იცოდა, რომ თუ კიდევ მსგავსი, რამ მოხდებოდა ეს უკვე ცუდად დასრულდებოდა და კონტროლს უფრო დაკარგავდა, ამიტომ ახვლედიანი იქვე დაიბარა დავითს გააცნო და მოლაპარაკების გეგმაზე დაიწყეს საუბარი, რაც რამდენიმე ვარიანტს მოიცავდა, მეორე მძევალს დაბრუნებდნენ და ისინი შეთანხმების საფუძველზე აბაშიძეებს თავს დაანებებდნენ, მაგრამ ნიცას ნათქვამმა დააფიქრა თორნიკე, რომელიც მხოლოდ მას უთხრა, როცა გონს მოვიდა: -თორნიკე ლევანს ანასთან სხვა გეგმა აქვს! ჭრილობისგან ყრუ ტკივილს გრძნობდა და სვენებ-სვენებით საუბრობდა.. -რა გეგმა. -მის შვილს უნდა ცოლად შერთოს, უნდა რომ აიძულოს.. სახე გაეყინა დადიანს და სუნთქვა გაუხშირდა. -მიზეზი თქვა? -მოვისმინე როგორ ამბობდა:“ ახლა ნატალიას ვაჟმა გამოსცადოს იგივე, რაც მე წლების წინო!“ არაფერი უთქვამს თორნიკეს, მივიდა ნიცას შუბლზე აკოცა და პალატა დატოვა.. დერეფანში მხოლოდ ირა, დიანა, აკაკის მიხუტებული მაშო და დაცვის რამდენიმე წევრი იყო, ბიჭები მოლაპარაკების გეგმაზე მუშაობდნენ.. იქვე დაღლილი და გამოფიტული იჯდა ანასტასიაც დერეფანში, დედის მხარზე ედო თავი და გიგას კომიდან გამოსვლას ყველა მოთმინებით ელოდა, როცა სწრაფი ნაბიჯებით მომავალი სალომე შენიშნეს, სხეულის კანკალით მივიდა ირასთან და მოეხვია ქალს, უხმოდ იხუტებდა ქალი მტირალს, უცებ გაინთავისუფლა ქალის ხელებისგან თავი და ანასტასიას მიუბრუნდა: -შენი ბრალია! ანა შეხტა ხმაზე და დაბნეულმა შეხედა, პირველად საყვედურობდნენ და თან საქვეყნოდა დერეფანში სადაც ხალხი იდგა.. -დამშვიდდი სალო... -არა ირა დეიდა! უნდა ვუთხრა რასაც ვფიქრობ და განვიცდი! თქვენ ხართ ყველაფრის თავი, ყველა პრობლემა რაც გიგას და ბექას ექმნებათ დები აბაშიძეების ბრალია! -სალო რას ამბობ? მაშო წამოენთო და შუაში ჩადგა. -არ გაქვს უფლება ასე საუბრის, მითუმეტეს ანასთან! -რატომ მაშო? იმიტომ რომ ანასტასია აბაშიძეა? მას ხომ არაფერი ეშლება? ხოდა მიიღე გადაწყვეტილება გამოსავალი იპოვნე! შენ ხომ ანასტასია ხარ?! მაშო შენ ბევრი რამ არ იცი! ის, რომ შენი შეყვარებულიც ანას გამოა ამ მდგომარეობაში! -რაა?..... რას ამბობ სალო? ხმა გაებზარა ანასტასიას, ვერ გაიგო რას გულისხმობდა, ეს იქ არცერთმა იცოდა მხოლოდ აკაკიმ და იქვე მდგომმა ნიკამ რომელიც მამასთან ერთად ისმენდა ყველაფერს.. აკაკიმ აიძულა სალომე თავისკენ შებრუნებულიყო და დიდი ძალისხმევით დაუწყო საუბარი, რომელიც რეალურად ყვირილი იყო: -სალომე გაფრთხილებ გაჩუმდე და თუ ნერვიულობ, ეს არ გაძლევს უფლებას იყვირო, რადგან გიგას დედა აქ არის და მას მეტი უფლება აქვს ვიდრე შენ! ამიტომ ნუ გადაწყვეტ ვინ არის დამნაშავე, როცა არფერი იცი! -რა ხდება და რას გულისხმობთ? დავითი იდგა ნიკას გვერდით და გაგონილის გაგებას ცდილობდა გონებაში, მიხვდა რასაც მალავდა აკაკი ამ ხნის მანძილზე და იმის გაგება, რომ ეს ყველაფერი ანაზე ცუდად იმოქმედებდა, გულში უსიამოვნოდ გაკრულმა ტკივილმა, იქვე ჩაკეცა კაცი და მალევე რეანიმაციაში მოათავსეს გულის ინფარქტის დიაგნოზით... ეს იყო ბოლო წერტილი იმისა, რომ ანა საბოლოოდ გატეხილიყო, მამისა და ნიცას მდგომარეობას ემატებოდა ტყუპები და ყველაზე მთავარი სალომეს სიტყვები.. -„ხოდა მიიღე გადაწყვეტილება გამოსავალი იპოვნე!“ რამდენიმე დღე ბიჭები აგვარებდნენ ყველაფერს და საავადმყოფოშიც ყველაფერი კარგად იყო, დათასი და გიგას კომიდან გამოსვლაც ერთგვარი სიცოცხლის განახლებას გავდა, მაგრამ ანასტასია ისევ დაფიქრებული და გაოგნებული იყურებოდა, ვერ ეგუებოდა აზრს, რომ მას შეემთხვა ყველაფერი და მის გამო მოხვდა ყველა საავადმყოფოში.. ერთ დღეს ტყუპების სახლში მივიდა და შერყევით მწოლიარე ბექასთან საუბარი ისურვა: -გამარჯობა ირა დეიდა. -ანა შვილო როგორ ხარ? მოდი ჩემო ლამაზო.. - ბექა სად არის? -ოთახშია, რა მოხდა დედი? -არაფერი, მისი ნახვა მინდა. -ადი შვილო, მაღლაა. -კარგი ირა დეიდა. კიბეს დამძიმებული ნაბიჯებით აუყვა გოგონა და საძინებლის კარზე დააკაკუნა.. -მოდი ირა, რას მიკაკუნებ, ეგ მერე გააკეთე, ცოლს როცა მოვიყვან...ანნ? ანასტასიას დანახვამ ბექა ძალიან გააკვირვა და საწოლიდან წამოდგა. -ანნ რა მოხდა? ნიცა როგორ არის? - კარგადაა ჯერ-ჯერობით. -აბა რა მოხდა? -თორნიკეს ნახვა მინდა. ნაძალადევი სიმტკიცით თქვა გოგონამ.. -რაა... დარწმუნებული ხარ? -დარწმუნებული ვარ! ბექამ ხელი მოხვია გოგინას და გულში ჩაიკრა. უკვე ხვდებოდა, რატომაც ითხოვდა მასთან შეხვედრას.. -წამიყვან? -წავიდეთ. დადიანების კომპანიის ეზოში იდგა ანასტასია და შენობას თვალი ააყოლა სიმაღლეზე, ამოიოხრა და მთავარი შესასვლელისკენ წავიდა. ბექამ ხელი გადახვია და ერთად შევიდნენ მისაღებში... რამდენიმე სართული უხმოდ აიარეს, ლიფტიდან გასულები გაჩერდნენ, უფრო სწორად ბექა მიუბრუნდა გოგონას.. -აუ ანნ დარწმუნებული ხარ? მოწოლილ ემოციებყან მებრძოლმა გოგონამ მხოლოდ თავი დააქნია.. -კარგი მაშინ მივიდეთ. დერეფანი გაიარეს და ოთახში დაუკაკუნებლად შევიდა ბექა. ანას მუხლები აუკანკალდა, ეგონა პირდაპირ დადიანის კაბინეტში შევიდნენ, მაგრამ მოზრდილი ოთახი იყო სადაც ერთი გოგონა იჯდა და ფეხზე წამოდგა.. -გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? -თორნიკესტან ვართ. გოგონას სხეულის ტვალიერებაში გართული ბექა ამეტყველდა, გოგონაც უხერხულად შეიშმუშნა, მაგრამ მტკიცე უარი გამოუცხადა. -ვერ შეგიშვებთ მიღების საათები დასრულდა. -უთხარი რომ ბექა და ანასტასია არიან აქ თქო... -ვერ შევაწუხებ გამაფრთხილა. -გოგო რომ ვამბობ უთხარი მეთქი ადექი და უთხარი რას მენაზები აქ ტოო.. -ბატონო დაცვას დავუძახებ!.. -ბექა წავიდეთ რაა.. არ არის საჭირო. ხელი მოკიდა მკლავზე ანამ და გასასვლელისკენ დაქაჩა. გოგონას ნაძალადევად გაუღიმა. გასვლამდე კი ბექამ მუქარა დატოვა. -ამას განანებ ქალბატონო! გარეთ გასულებს, ოთახში შემსვლელი თომა დაეჯახათ მსუბუქად.. ანა ისე დაიბნა და შერცხვა, რომ სიწითლე მთელს სახეზე მოედო. -ბექა, ანა? აქ რა გინდათ? მშვიდობაა? ნიცა როგორ არის? კითხვები დააყარა, დაუპატიჟებელ სტუმრებს და მოუთმენალად დაელოდა პასუხს. -კარგად არის, ჩვენ თორნიკესთან მოვედით, ანას საქმე აქვს, მაგრამ ისეთივე უჟმური უზის მისაღებში, როგორიც თვითონ არის და არ გვიშვებს. -ვინ თამო? არ გიცნობთ და იმიტომ. წამოდით! ოთახში შევიდნენ თუ, არა გოგონა ისევ წამოდგა. -ბატონო თომა.. -თამო ვინემ ჰყავს? -არავინ. ტელეფონზე საუბრობდა, ადვოკატთან შეხვედრის შედეგს ეცნობოდა. -ძალიან კარგი და იცოდე, რომ ესენი ჩემები არიან, არა მარტო ჩემები! -დიახ ბატონო თომა.. ბოდიშს გიხდით.. თავდახრილმა ჩაილაპა და დააწია მიმავალ ბექას საბოდიშო სიტყვა. ბექამ გამარჯვებული ღიმილით შეხედა გოგონას და მედიდური ნაბიჯებით მოეფარა ყავისფერ კარს.. პ.ს. მაპატიეთ პატარა თავისთვის, გუშინ ვერ შევძელი ატვირთვა და ამიტომ რაც მოვასწარი ეს არის.. ველი შეფასებებს ნუ დაიზარებთ... მიყვარხართ ლილე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.