შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე დედა ვარ (თავი 8)


4-06-2018, 23:09
ავტორი Crazy dreamer
ნანახია 1 732

ლიზი თმაში ისე მწვდა აზრზე ვერც მოვედი. ყველა გაოგნებული მიყურებდა რათქმაუნდა შეხვედრა ჩაიშალა ინვესტორები უკან მოუხედავად წავიდნენ, რაც შეეხება ლიზის ის დაცვამ მომაშორა.
- იქნებ ამიხსნათ აქ რა ჯანდაბა ხდება? გაცეცხლებული იყო ლაშა.
- ბატონო ლაშა დიდი ბოდიში მერწმუნეთ თავადაც არაფერი ვიცი, რაც შეეხება ამ ქალბატონს აქედან საწრაფოდ წავა.
- არსადაც არ წავალ. ნუ გგონია, რომ ჩემს ქმარს დაგითმობ შენნაირ ქალებს კარგად ვიცნობ ოჯახის კაცების გამოჭერაზე, რომ აქვთ თვალი სულ.
- გეყოფა! რაც აქამდე მოგითმინე მხოლოდ იმ იმედით, რომ გაჩერდებოდი საკმარისია ლიზი! მიშიკოსთან ბედნიერი, რომ ვყოფილიყავი მას არც გავეყრებოდი. რა გგონია ქმარს გავეყარე და ახლა კიდევ მასთან დაბრუნებას ვცდილობ?
- ლალი აბა რას ცდილობ? მიშიკო მუდმივად შენთან წამოსვლაზე ფიქრობს მიზეზად კი ბავშვს იყენებს.
- აღარ ვაპირებ რამე აგიხსნა ვხვდები სიტყვებს და დროს ტუილად ვხარჯავ. თუ შენ და მიშიკოს პირადი ცხოვრება არეული გაქვთ ჩემი ბრალი ნამდვილად არაა.
ლიზი ძირს დაგდებულ ჩანთას დასწვდა და საკონფერენციო დარბაზი დატოვა. მე კი დავრჩი საშინლად შერცხვენილი და განადგურებული უფროსის წინაშე. ლაშა უბრალოდ იჯდა და ხმას არ იღებდა არ ვიცოდი რა მეთქვა ან მეთქვა თუ არა რამე.
- ლალი შენც გული გატკინა ხომ ჩემმა ძმამ? უეცრად მკითხა აქამდე ჩუმად მყოფმა.
- რა? თავიდან ვერ გავიგე რა მკითხა შემდეგ კი გავაანალიზე. თქვენ და მიშიკო ძმები ხართ? გაოცებას ვერ ვმალავდი მე.
- ნახევარ ძმები. ანზორის პირველი ცოლისგან ვყავარ ცოტა, რომ წამოვიზარდე საზღვარგარეთ გამიშვეს სასწავლებლად, ასე, რომ არ მიკვირს თუ ჩემს შესახებ არაფერი იცოდი.
- მე და მიშიკო 17 წელი ვიყავით ცოლ-ქმარი მაგრამ, თქვენზე ერთი სიტყვაც არ უთქვამს.
- მისგან არცაა საკვირველი, ვიცი თქვენი ოჯახი მისი მიზეზით, რომ დაინგრა.
- ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ თუ შეიძლება, კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში დღევანდელი კონფლიქტის გამო.
- ლალი არაჩვეულებრივი ქალი ხარ, სუფთა სულის პატრონი არ ვიცი საიდან გაქვს ამხელა ძალა სიმშვიდე შეინარჩუნო მაშინაც კი როდესაც სიტუაცია უმართავია, ჩემს თვალში საკმაოდ დიდი ადგილი გიკავია, მიშიკო სულელია შენნაირი ქალი, რომ მიატოვა.
- ლაშა გთხოვ არაა საჭირო ამდენი ქება, უნაკლო არავინაა იმედია მიშიკო ლიზისთან მაინც ჰპოვებს.
ლაშასთან საუბრის შემდეგ კაბინეტში გავატარე მთელი საღამო, ვფიქრობდი რა და როგორ იქნებოდა ან მიშიკომ ისეთი რა ჩაიდინა ლიზი ასე გამწარებული, რომ მოვარდა?! სანერვიულო და საფიქრალი მოკლების მაგივრად მატულობდა და ყველაფერს უფრო მირთულებოდა. 12 საათი სრულდებოდა სახლში, რომ წავედი ალექსი მისაღებში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.
- როგორ ხარ ჩემო სიცოცხლე?
- მე კარგად მაგრამ, შენ გეტყობა ცუდად, რომ ხარ.
- არა უბრალოდ დავიღალე. შენ ჭამე რამე?
- დედა კარგად ვიცი არ ხარ კარგად, ერთი შემოხედვით ვხვდები როდი როგორ ხასიათზე და რა მდგომარეობაში ხარ.
- ჩემო სიცოცხლევ, შენ ხარ ის ადამიანი ვისაც ჩემი უსიტყვოდ ესმის. არის რაღაცეები რასაც აუცილებლად მოგიყვები ოღონდ ახლა არა.
- დედა ხომ იცი, რომ შენს წყენინებას არავის შევარჩენ?
- ვიცი, ვიცი ახლა კი მოდი და ვჭამოტ ვიცი არაფერს შეჭამდი.
ვივახშმეთ შემდეგ ცოტა ვისაუბრეთ და ბოლოს ისევ საძინებლებისაკენ გავამართეთ. რათქმაუნდა მთელი ღამე არეულ ცხოვრებაზე ფიქრში გავატარე, რომლის გამოსწორების შანსი ნულს ქვემოთ იყო. მეორე დღეს ვისვენებდი ამიტომაც ჩემს მშობლებთან წავედიტ მე და ჩემი ბიჭი. გზად საკონდიტროში გავიარეთ და დედას საყვარელი ნამცხვრები ვიყიდეთ.
- ბებო როგორ ხარ? როგორ მომენატრე ნეტა იცოდე.
- კარგად ბებო, შენ როგორ ხარ?
- რა გვიჭირს ბებო, ბაბუაშენი მაბრაზებს ცოტა. წამლებს არ სვამს.
- მე ვთხოვ და დალევს.
- ლალი დედიკო შენ როგორ ხარ?
- კარგად დედა, ცოტა დატვირთული ვარ სამსახურში.
- შვილო ამდენსაც ნუ მუშაობ, ჯანმრთელობას გაუფრთხილდი.
მშობლებთან ერთად საღამოს მშვიდად ვატარებდით მე და ალექსი. მანამ სანამ თორნიკე და სალომე მოვიდოდნენ. სალომე მხიარულად შემხვდა რაც შეეხება თორნიკეს კი კარგა ხანს ჩუმად მყოფმა მიყურა შემდეგ კი საუბარი დაიწყო.
- აქ რა გინდა?
- ჩემი მშობლების სახლში ვარ.
- რა პირით მოხვედი? შენს გამო ამ ხალხმა საკმაოდ ბევრი რამ გამოიარა.
- გეყოფა თორნიკე ყველაფერს საზღვარი აქ.
- რა? რატომ მეყოფა? ერთხელ თუ მაინც მოიკითხე დედ-მამა?! რათქმაუნდა არა შენ ხომ კაზინოზე და ბ***-ზე გადარეული ქმრის დევნით იყავი დაკავებული.
თორნიკეს ბოლო სიტყვებმა სუნთქვა შემიკრა, სასწრაფოდ წამოვვარდი ფეხზე და სახლიდან ალექსსის გარეშე გამოვვარდი გზაზე მივრბოდი როდესაც საშინელი მუხრუჭის ხმა გავიგონე შემდეგ კი ყველაფერი სიბნელემ მოიცვა.
______________________
მოგესალმებიით ყველას დიდ ბოდიშს გიხდით პატარა ტავისთვის უბრალოდ ძალიან მინდოდა დღესაც დამედო



№1  offline წევრი მია15

ძალიან კარგი თავი იყო .მომეწონა.ველი შემდეგ თავს და დიდი თავი იქნება

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

თავები გაზარდე რაა. ვერ ვიტან ლიზასნაირ კახპებს. როგორ გაბედა ასე მოქცევა. თორნიკემ კიდევ რითი ვერ მოინელა, ნამდვილი ხისთავიანია, დროა უკვე რომ გამოფხიზლდეს. ძალიან მეცოდება ლალი, არ გაუმართლა ცხოვრებაში. მიშიკო კი ყველაფრის ღირსია, ნამდვილო არაკაცი

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

მია15
ძალიან კარგი თავი იყო .მომეწონა.ველი შემდეგ თავს და დიდი თავი იქნება

მადლობა რომ კითხულობ რათქმაუნდა დიდი თავი იქნება გრამატიკულადაც ვცდილობ ძალიან ბევრი შეცდომა არ მაქვს ვიმედოვნებ შემდეგ თავზეც ვიხილავ შენს კომენტარს

Chikochiko
თავები გაზარდე რაა. ვერ ვიტან ლიზასნაირ კახპებს. როგორ გაბედა ასე მოქცევა. თორნიკემ კიდევ რითი ვერ მოინელა, ნამდვილი ხისთავიანია, დროა უკვე რომ გამოფხიზლდეს. ძალიან მეცოდება ლალი, არ გაუმართლა ცხოვრებაში. მიშიკო კი ყველაფრის ღირსია, ნამდვილო არაკაცი

მადლობა რომ კითხულობ და საკუთარ აზრს მიზიარებ ძალიან მიხარია შემდგ თავზეც ველოდები შენს კომენტარს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent