შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"განსაცდელი"(სრულად)


4-06-2018, 23:41
ავტორი ტერიკო74
ნანახია 10 012

თავი |
მარტს თებერვლისგან ნათხოვარი კაბა გადაეცვა და ღამის აჩრდილივით დაქროდა.სუსხიანი ქარი ყველა კუთხე-კუნჭულს აწიოკებდა.
თოვლ-ჭყაპიან გზაზე თმაგაწეწილი და ფეხშიშველი ქალი მირბოდა,სახე ერთიანად გაფითრებოდა და დახეთქილ ტუჩებზე მელნისფერი დასდებოდა.დრო და დრო შეშინებული იყურებოდა უკან და სისხლიან ხელებს ტანზე ისვამდა.ქვემოდან მომავალ ანთებული ფარების დანახვაზე ადგილზე გახევდა.მიდამოს შეშლილივით მოატარა თვალები, გზის პირზე თხილიანში გადახტა და ხეს ამოეფარა.

მაღალი სიჩქარით მომავალმა ავტომობილმა გუბეში არეკლილი მთვარის შუქი გადასერა და ქალის მიმართულებით წავიდა.მძღოლი ორივე ხელით ჩაფრენოდა საჭეს და გზის პირს შუბლშეკრული ზვერავდა.
-რა დაემრთა?-ჩაილაპარაკა და მანქანა ადგილზე შეაყენა.ფრთხილად გადმოვიდა და ხეებისკენ დაიძრა.ქალმა დაინახა თუ არა,ადგილს მოსწყდა და სიბნელეს სირბილით შეუერთდა.
-გაჩერდი,ნუ გეშინია!-დაუყვირა კაცმა და უკან დაედევნა.

ქალი სიბნელეში აწყვეტილი ასკდებოდა ტოტებს,სახე და ხელები დაეკაწრა,გული ყელში მიებჯინა,ძალა ეცლებოდა. შეჩერდა და შემოტრიალდა.მამაკაციც შედგა,დოინჯ შემოყრილი წელში მოიხარა და ხველა აუტყდა.
-არაფერს დაგიშავებ!-ძლივს ამოთქვა და ქალისკენ წავიდა.
-არ მომეკარო!-დაიყვირა ტირილნარევი ხმით.
-ნუ გეშინია,მეთქი!-უახლოვდებოდა მამაკაცი.
ქალმა უკან-უკან დაიხია,მდევარს თვალი გაუსწორა და ადგილიდან მოსწყდა.კაცმა კბილები გააჭრიალა ,მთელი სისწრაფით დაედევნა და მკლავში ძლიერად დაქაჩა.ორივე ძირს გაგორდნენ,კაცი ზემოდან მოექცა ,ხელები გაუკავა და მთელი ძალით დააწვა.
-ნუ გარბიხარ,არაფერს დაგიშავებ!- აქოშინებულმა გამოსცრა კბილებში.
-გამიშვი!-იგრიხებოდა ქალი და თავს იქნევდა ,სუნთქვა უჭირდა და სიმძიმეც ხელს უშლიდა თავის დაღწევაში.
-დაწყნარდი!-დაუღრიალა კაცმა და სახე ახლოს მიუტანა.
მიწაზე გართხმული ერთიანად ძაგძაგებდა.კაცი ოდნავ წამოიწია ,მიხვდა ქალი დანებებოდა და ფეხზე წამოდგა.
-ადექი და წამომყევი,მანქანაში ვისაუბროთ!-მკაცრად უთხრა და ქალს ხელი შეაშველა.
***

ორი თვით ადრე>

ახალი წლის ღამეს ,ქალაქის ქუჩები ციდან უხვად ჩამოცვენილმა ფანტელებმა გადაფარეს,ლამპიონების შუქზე მდიდრულად ბრწყინავდა შეულახავი თოვლი.
საზეიმო განწყობას ყველა ოჯახში შეევლო და ხალხი მხიარულებას მისცემოდა.გზებზე კანტი-კუნტად თუ ჩამოივლიდა ტრანსპორტი,ყველა თავის სახლში სუფრას მისხდომოდა და წლის მომატებას აღნიშნავდა.
ოთხსართულიანი შენობის კედელზე,მხოლოდ დაკვირვებული თვალი თუ შეამჩნევდა ადამიანის ლანდს,რომელიც სახურავიდან თოკით იყო ჩამოკიდებული და ერთ-ერთ ფანჯარას ზედ აკვროდა.
---
რესტორნის ფოიეში ძვირფას ქურქში გახვეული,მაღალი,ჟღალთმიანი ქალი ტანის რწევით მიდოდა.მწვანე თვალები ავაზასავით უელავდა და გაცრეცილ ტუჩებს კბილებს აჭერდა.
-ოო,ქალბატონო სოფიო!-შეეგება კოსტიუმში გამოწყობილი საშუალო სიმაღლის მამაკაცი და ქალს ხელზე ემთხვია.
-გამარჯობა,ანზორ!-ქურქიანმა ზიზღით დახედა, ხელი უმალ გამოაცალა და დარბაზისკენ წავიდა.კაცს გესლიანად გაეღიმა და უკან მიჰყვა.
მაგიდას ორი მამაკაცი და ორი ქალბატონი უსხდა.სოფიოს დანახვაზე კაცები ფეხზე წამოდგნენ და მიესალმნენ,ქალები თავის დაკვრით და ღიმილით შემოიფარგლნენ.
-დაბრძანდით ქალბატონო სოფიო,-ანზორმა ქურქი ჩამოართვა და სავარძელი გამოუწია.
სუფრას მხოლოდ მაღალფეხიანი ნახევრად სავსე ღვინის ბოკლები და დაჭრილი ხილით სავსე ლანგარი ამშვენებდა.რაც საქმიანი შეხვედრის იერს ტოვებდა.
ქალი გრაციოზული მიმოხვრით ჩამოჯდა და სახეზე ჩამოშლილი თმა ერთი ხელის მოსმით გადაიყარა ზურგზე.
-იმედია,კარგი ამბით მობრძანდით,-გაუღიმა გვერდით მჯდომმა მამაკაცმა და ქალს წითელი ღვინით შეუვსო ბოკალი.
-არც თუ ისე,ბატონო ნოდარ!- ფოლადი ემჩნეოდა ხმაში.
მამაკაცმა შუბლი შეჭმუხნა და მაგიდის წევრებს გადახედა.
-ბატონი შალვა მუდამ კარგი ამბით მოდიოდა და მისი სიკვდილის შემდეგ რაიმე შეიცვალა?-შუბლი უარესად შეკრა მამაკაცმა.
-ბევრი რამ,ბევრი !-დამცინავი ღიმილი აიკრა.
-მდა,გისმენთ!- ღვინის ბოთლი ფრთხილად დადგა.
-ამჟამად ქარხნის კანონიერი მფლობელი მე ვარ და არ დავუშვებ გაგრძელდეს ის ბინძური საქმე,რომლის გაკეთებასაც აიძულებდით მამაჩემს.იარაღის უკანონო ჩამოსხმა და მისი შავ ბაზარზე გატანა ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება!-მკაცრად თქვა და ნატიფი თითები ბოკალს შემოაჭდო.
-უფრო ჭკვიანი მეგონეთ, ქალბატონო სოფიო,-მაგიდას ხელი დაჰკრა.
-მე კი უფრო მშვიდი ნერვების!-არ დარჩა ვალში.
-ვაიძულებდით?! ვერ გცნობიათ შალვა კარგად!იცით,რამდენი ჩაიჯიბა მამათქვენმა და საქმე ჯერ არ გაკეთებულა ?!-სახე ახლოს მისწია კბილების ღრაჭუნით.
-არ ვიცი და არც მაინტერესებს,მამაჩემი აღარ არის!შეეწირა თქვენს ბნელ საქმიანობას, ქარხანა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას,ყოველგვარი არაკანონიერი საქმის გარეშე!-მკაცრი იყო ქალი.
-მასე ვერ მოვრიგდებით,ამ საქმეში მარტო მე და თქვენ არ ვართ,აქ მთელი ჯაჭვია და არავინ გაპატიებთ,ცუდი დასასრული იქნება!-მუქარანარევი ტონით ცრიდა კბილებში.
-ეს უკვე მუქარაა და შესაბამის ზომებს მივიღებ!-არ ესიამოვნა ქალს და წამოდგა.
-დაჯექი!-მამაკაცმა უხეშად მოკიდა მკლავში და სავარძელზე დაახეთქა.
-როგორ ბედავთ!-აიფოფრა ქალი.
-ერთი თვე გაცადე და კმარა!ხვალ დილიდანვე დაიწყებ შეკვეთის შესრულებას,ანდრო მოვა და გაგარკვევს ყველაფერში!-მაგიდის წევრ მამაკაცს გადახედა და ისევ მოუტრიალდა.
-ერთ კვირაში მზად უნდა იყოს,წინააღმდეგ შემთხვევაში შენი სიცოცხლით აგებ პასუხს!-ქალს ხელი შეუშვა და დარიჩინიანი ვაშლის ნაჭერი პირში გაიქანა.
ქალი უხმოდ წამოხტა,გასასვლელში მდგარ ლაქიას ქურქი გამოგლიჯა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა შენობა.გარეთ გასული მსუბუქ ავტომობილში უკან სავარძელში ჩაჯდა და მძღოლს აღელვებული ხმით მიმართა.
-ზურაბ,წავედით!
მთელი გზა თითებს იმტვრევდა,ყელში მოწოლილ სიბრაზისგან თვალებიდან ნაპერკლებს ყრიდა.
-არ გაგივათ ჩემთან !-ჩაილაპარაკა და ხელები მომუშტა.
-ზურაბ,მარჯვნივ აუხვიე!-მძღოლმა მოედანს წრე დაარტყა და აღმართს აუყვა.

ზარის ღილაკს თითი იქამდე არ აუშვა,ვიდრე კარში ხანშიშესული მამაკაცი არ გამოჩნდა.
-სოფიო?- გაკვირვებულმა შეხედა ქალს.
-სალაპარაკო გვაქვს ბატონო დავით!-ოთახისკენ წავიდა.
-რა ხდება სოფიო?-შეშინებული ჩანდა.
-როგორც შალვას მარჯვენა ხელი,ბევრი გეცოდინებათ ბატონო დავით! რა თანხა აიღო მამაჩემმა და რატომ გადაიფიქრა შეკვეთის შესრულება?!- მზერა გაუსწორა და წარბები ასწია.
კაცმა მძიმედ ამოიოხრა,შევერცხლილ თმაზე ხელი გადაისვა და სკამზე მხრებჩამოყრილი ჩამოჯდა.
-მამაშენს არ გადაუფიქრებია,უბრალოდ ფულიც გაქრა და საბუთებიც,ვიღაცამ მოიპარა სეიფიდან.
-როგორ თუ გაქრა? ვინ იცოდა თანხის შესახებ?-გაოგნდა.
-არავინ,მხოლოდ მე და მამაშენმა,-თავი ჩაქინდრა.
სოფიოს სახე მოეღუშა და მამაკაცს ეჭვიანი თვალებით დააკვირდა.კაცმა თავი ასწია და ქალის გამოხედვაზე შეცბა.
-არა სოფიო,არა!ჩემზე ნუ ფიქრობ,მე და შალვას გასაყოფი არაფერი გვქონია,პირიქით ვფიქრობდით როგორ მოგვეშორებინა თავიდან ნოდარი და მისი ხალხი.გადაწყვეტილება მივიღეთ,რომ ფული უკან დაგვებრუნებინა და უარი გვეთქვა საქმის გაგრძელებაზე,უკიდურეს შემთხვევაში კი ქარხანა მისთვის გადაეცა,სხვაგვარად არც მას და არც შენ გაცოცხლებდნენ,საბუთები მზად ჰქონდა,ხელმოწერილი იდო სეიფში,მეორე დღეს უნდა მიეცა,მაგრამ ყველაფერი გაქრა!
-ესე იგი ახალ წლის ღამეს ვიღაცამ მოიპარა.მამა მეორე დილით გავიდა,ქარხანაში უნდა წავიდე,საბუთები მაქვს წამოსაღებიო და აღარც მოსულა,იქვე დაარტყა ინფარქტმა,-ქალი მოწყვეტით დაჯდა სკამზე.
-ნოდარმა არ იცის, ფული რომ აღარ არსებობს,არც საბუთებზე იცის,-კაცი ჩურჩულზე გადავიდა.
-კი მაგრამ,ანდერძი რომ ჩემს სახელზეა?-თმაზე ნერვულად ისვამდა ხელს.
-ანდერძი ბათილად ჩაითვლებოდა,ნოდარს რომ ჩავარდნოდა ხელში ეგ საბუთები,ჯერ-ჯერობით შენ ხარ,სანამ გამოჩნდება მამაშენის ხელწერილი.
სოფიოს ყველაფერი აერია თავში,ფული გასაგებია,მაგრამ საბუთების წაღებას ვერ ხვდება.ნოდარს რომ სცოდნოდა,დღეს აღარ დაუწყებდა შეკვეთაზე ლაპარაკს,ნოდარი გამოირიცხა,მაგრამ ვინ არის ის,ვინც სრული ქაოსი შექმნა?!
-რომ ვუჩუვლო?-გამოსავალს ეძებდა ქალი.
-რა უნდა თქვა,მამაჩემი იარაღით ვაჭრობდა ჩუმად და დიდძალი თანხა მოპარეს,ახლა მთხოვენ შეკვეთის შესრულებას,თუ არა და მომკლავენო?სოფიო,შენც დაგიჭრენ!თანამონაწილე გამოდიხარ,პირველი მოადგილის თანამდებობაზე შენ ირიცხებოდი,არავინ დაგიჯერებს,რომ არაფერი იცოდი!
-ეჭვი არავისზე გაქვთ,ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა?-დაბნეული უყურებდა მამაკაცს.
-არავისზე,შალვას კაბინეტში მხოლოდ სეიფი იყო ღია,დანარჩენი ყველაფერი ადგილზე,დარაჯს არაფერი დაუნახავს,არაფერი გაუგონია,-ამოიოხრა .
-რა უნდა ვქნა ახლა?-უიმედოდ ჩამოყარა მკლავები.
-არ ვიცი,არ ვიცი,-ხელებს შლიდა მამაკაცი,-ნოდარი საშიში ადამიანია,არ გაპატიებს,დიდ თანხაზეა საუბარი.ქარხანას ვერ გაყიდი,იმიტომ ,რომ არსებობს ხელწერილი.ფაქტობრივად სხვისია ქონება,ჩიხში ხარ!
-ქარხანა,რომ მივცე?-ხავსს ებღაუჭებოდა.
-ქარხანა ისედაც მისია ,რომ გამოჩნდეს ის საბუთი ,ფულს რას უზამ,საიდან მოუტან?-თავი გაიქნია და წამოდგა.
-გამოსავალი არ არსებობს?-ლამის ტირილამდე მივიდა ქალი.
-დრო უნდა გაწელო,შენ არანაირ შეკვეთას არ შეასრულებ,დაგიჭერენ სოფიო!
-რისთვის გავწელო დრო,მაგ რაოდენობის თანხას ვერასდროს მოვაგროვებ!-ნიკაპი აუკანკალდა.
-ქურდი უნდა ვეძებოთ,როგორმე საბუთები ჩავიგდოთ ხელში და გავანადგუროთ! ჯერ ხელს არ გახლებენ,სანამ იმედი აქვთ რომ თანხა შენ გაქვს,ამიტომ უნდა გაწელო!-ყურთან უჩურჩულა.
ქალი წამოდგა და გაყინული მზერით გასასვლელისკენ გაემართა.

მეორე დილით სოფიოს კაბინეტში იჯდა ანდრო და ქალს თვალებით ბურღავდა.
-დრო მჭირდება,-გაპარული ხმით თქვა ქალმა.
-ისედაც ბევრი დრო გავიდა! -გაჩაჩხულ ფეხებს ათამაშებდა.
-თანხა არ არის,მოიპარეს,-თვალებს დაბნეული აცეცებდა.
-ეგ ზღაპრები სხვას მოუყევი! -გესლიანი სახე ჰქონდა,ხმაც.
-ნოდარს შევხვდები და დაველაპარაკები,-კალამს დაუწყო წვალება.
-ზუსტად ორ კვირას გაძლევ ვადას,მერე თუ არ დაიწყებ,ნოდარი თავად გესტუმრება!-ფეხზე წამოდგა ,შარვლის ტოტები დაიფერთხა და კარისკენ წავიდა.

---
მინებ დაბურულმა მსუბუქმა ავტომობილმა ტრასიდან მოსახვევში სისწრაფით გადაუხვია და ქვა-ღორღიან გზას დაადგა.მძღოლი ნერვულად ურტყამდა საჭეს ხელს და უკან სკამზე მწოლიარე გაკოჭილ ქალს უყვიროდა.
-ისე გაწამებ,სიკვდილს განატრებ! კახპა! ჩემი გაცურება მოინდომე?!
ქალი ზმუოდა და შეკრულ ხელ-ფეხს უმწეოდ იქნევდა.
-ნოდარ,ყურადღებას მივიპყრობთ,დაწყნარდი,-უთხრა გვერდით მჯდომმა ანდრომ და იღლიაში ამოჩრილი იარაღი შეისწორა.
--
თავი ||
მამაკაცს მანქანამდე არ გაუშვია ქალისთვის ხელი.ერთიანად გათოშილს მთელი სხეული სტკიოდა და სიარულიც უჭირდა.
-ჩქარა წავიდეთ აქედან,-ძლივს ამოღერღმა ქალმა.
მამაკაცი დააკვირდა და ადგილზე გაშრა.ნერწყვი ძლივს გადაყლაპარა,სახეზე ხელი ჩამოისვა და საჭეს შემცბარი მიუბრუნდა.ავტომობილი ადგილიდან ვერ დაძრა,ისევ ქალს მიუტრიალდა და გაოგნებისგან თვალები გაუფართოვდა.
-რა ხდება?-კაცის გამოხედვამ უარესად ააკანკალა.
-არაფერი,წავედით,-დახშული ხმით ჩაილაპარაკა და გასაღები გადააატრიალა.
უხმოდ მიდიოდნენ,ქალი დაეჭვებული უყურებდა,თან გაყინულ ხელებს ისრესდა.
კაცმა სვლა შეანელა,უკან სავარძლიდან ქურთუკი აიღო.
-ჩაიცვი,-ცივი ხმა ჰქონდა.
მკვეთრად გადაუხვია და უსწორ-მასწორო გზას დაადგა.
-რა შეგემთხვა?- სისხლ შემხმარ თითებზე დახედა.
ქალმა ხელები მომუშტა და სახე შეეცვალა.
-კარგი დამშვიდდი.რა გქვია? მე ლუკა ვარ,-ცერად უყურებდა.
-სოფიო,-ამოიკნავლა და აძაგძაგებულ მუხლებზე ქურთუკი შემოიხვია.
მამაკაცი დაიძაბა,ყელამდე შეკრული ელვა ჩაიხსნა და ღრმად ჩაისუნთქა.
-ჩემთან წაგიყვან,მოწესრიგდები,დაისვენებ და შემდეგ თუ სურვილი გექნება მომიყვები,შევთანხმდით?-შუბლი ოფლით დაეცვარა.
-შევთანხმდით,-გადაღლილი ხმა ჰქონდა ქალს,თვალები დახუჭა და საზურგეზე თავი გადააგდო.
„შეუძლებელია,ბედი დამცინის,თუ რა ხდება?!“-ფიქრობდა ლუკა და სოფიოს მალულად ზვერავდა.
ავტომობილი ქვით ნაშენ გალავანთან შეჩერდა,რომლის სიღრმეშიც პატარა სახლი მოჩანდა.მამაკაცმა მხარზე დაადო ხელი და ოდნავ შეარხია.
-მოვედით,-ყრუდ ჩაილაპარაკა.
სოფიო არ განძრეულა,ღრმად ჩასძინებოდა.
ფრთხილად აიყვანა ხელში და ეზოს კარი ფეხის კვრით შეხსნა.
სახლი ორი პატარა ოთახისგან შედგებოდა,ერთში განიერი საწოლი,ძველებური ხის კარადა,შეშის ღუმელი,მაგიდა და ოთხი სკამი იდგა,მეორე უფრო მომცრო ოთახი კი სამზარეულოს მოვალეობას ასრულებდა.
მძინარე დააწვინა და დააკვირდა,ქალს ფეხის კოჭები გადატყავებული და ჩალურჯებული ჰქონდა.მკლავები და ხელები ერთიანად დასერილი. ყელზე მელნისფრად ძალადობის კვალი ეტყობოდა.სახეზე აწითლებულიყო და სუნთქვა გახშირებოდა.
„ნაწამებია!“-გაიფიქრა და კბილები გააჭრიალა.მატყლის საბანი მიაფარა და ღუმელს მიუბრუნდა.სითბომ მალევე დაისადგურა ოთახში.
ქალის კვნესა სამზარეულოში მოესმა ლუკას,საწოლთან მივიდა.სოფიოს სახეზე დიდი ტანჯვა ასახულიყო,კანკალებდა და გაურკვევლად ბოდავდა.ლუკამ შუბლი მოუსინჯა.
-მაღალი სიცხე აქვს,-ჩაილაპარაკა და ქალის გამოფხიზლება სცადა.
-მომისმინე სოფიო,უნდა გავიდე და წამლები მოგიტანო,ფეხზე არ ადგე,-ქალმა ცახცახით დაუქნია თავი და საბანი თავზე წაიფარა.
სწრაფი ნაბიჯებით გავიდა მამაკაცი სახლიდან და მანქანა სისწრაფით მოწყვიტა ადგილიდან.

***
ფარდულის ჩამსხვრეული მინების დანახვაზე ორი მამაკაცი გიჟივით გაიქცა შესასვლელისკენ.კარი შეამტვრიეს და ძირს მწოლიარეს თავზე დაადგნენ,რომელსაც თვალში შუშის ნატეხი ჰქონდა ჩარჭმული და სისხლის გუბეში ედო თავი.
-ამის დედაც!-გამწარებულმა დაარტყა მუშტი კედელს ერთმა.
-გაიქცა ის კახპა?!- მეორე შეშლილივით შევარდა ოთახის სიღრმეში.
-უნდა მომეკლა !-ღრიალებდა და მუშტებთან ერთად წიხლებიც დაუშინა კედელს.
-ნოდარ! შორს ვერ წავიდოდა,დროზე გამოდი!-ანდრომ მკლავზე წაავლო ხელი.
-მმმ!-ღმუოდა ნოდარი და იარაღის ტყავის ბუდიდან იარაღი ამოიძრო.
-სადაც წავაწყდები,იქვე უნდა დავაჭედო შუბლში!-დაიმუქრა და მანქანისკენ გამგელებული წავიდა.
---
უკუნეთ ღამეს გზაზე სისწრაფით მიმავალი მანქანის შუქი ანათებდა.ლუკა მომხდარით გაოგნებული,ნერვულად ისრესდა სახეს.
-არა,ეს ცხადი არ არის!შეუძლებელია ასეთი დამთხვევა! იმის მაგივრად რომ მამამისთან ვისტუმრებდე, მის გადარჩენაზე ვფიქრობ! უუხ!-სიბრაზისგან ცოფებს ყრიდა.
სწორი გზის გადასახვევთან შეანელა სვლა და წინ სისწრაფით ჩავლილ დაბურულ მინებიან მანქანას თვალი გააყოლა,რომელმაც დაამუხრუჭა და უკან სვლით წამოვიდა და ლუკას ავტომობილის წინ გაჩერდა.ჩაწეული მინიდან ორი მამაკაცი მხეცივით უყურებდა.
-აქაური ხარ?!-დაუძახა მძღოლის გვერდით მჯდომმა.
-არა!- უპასუხა ლუკამ და მამაკაცები თვალებმოჭუტულმა შეათვალიერა.გული აუჩქარდა და ძარღვები დაებერა,ორივე იცნო.
-ქალი ხომ არ შეგინიშნავს გზაზე?ნასვამი იყო და სად წავიდა,ვერ ვპოულობთ,-თვალებს უშნოდ აბრიალებდა ანდრო.
-არა!-მოკლედ მოუჭრა და მანქანა დაძრა.მთელი სხეულით აკანკალდა,სიბრაზისგან საჭეს ურტყამდა ხელებს,-თქვენი დროც მოვა,ნაბიჭვ..ბო!- თვალები ჩაუსისხლიანდა.
სოფელშიც და რაიონშიც ყველაფერი დაკეტილი დახვდა.მოატრიალა მანქანა და უკან წამოვიდა,გზაზე ისევ დაინახა დაბურულ მინებიანი ავტომობილი,რომელსაც სოფლისკენ აეღო გეზი.
-უხ,თქვენი დედა..!-მწარედ შეიგინია და შემოვლითი გზით წავიდა.
სახლში მისულს აგონიაში მყოფი დაუხვდა ქალი.მაღალი სიცხისგან გავარვარებული იკრუნჩხებოდა.გიჟივით შევარდა სამზარეულოში და ძმარი ჯამზე წამოაპირქვავა.
ქალს ეცა, ტანზე შემოაძრო ყველაფერი და სუნთქვა შეეკრა,უნაკლო სხეულს წამიერად დააჩერდა ,თავი სიმწრით გაიქნია და ძმრიანი ტილო მოიმარჯვა.მთელი ტანი დაუზილა ,ცდილობდა ქალის მკერდს ზედმეტად არ შეხებოდა.
„საოცარი სხეული აქვს“-გაიფიქრა და კიდევ ერთხელ აათვალიერ-ჩაათვალიერა დედიშობილა,მერე შუბლზე და საზარდულზე ცივი ტილო დაადო და იქვე ჩამოუჯდა.ქალი ოდნავ მიწყნარდა,პირღია მძიმედ სუნთქავდა და დრო და დრო კვნესოდა.ლუკა წამოდგა,ღუმელთან პატარა ხის ტაბურეტზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა.თვალებ გაშტერებული არტყამდა ნაფაზებს.მთელი ღამის მანძილზე ოთხჯერ მოუწია ქალის სხეულის ძმრით დაზელვა და ცივი ტილოების ცვლა.გამთენიისას დაღლილობამ თავისი გაიტანა და გულზე ხელებ გადაჯვარედინებულს სკამის საზურგეზე მიყუდებულს ჩაეძინა.

დილით ქარი ჩაწყნარებულიყო და მზეს ეთავებინა მიდამოს გათბობა.იებს ლამაზად ამოეყოთ თავები და მწველ სხივებს ეფიცხებოდნენ.
სოფიომ მძიმედ დააშორა ერთმანეთს ქუთუთოები და მძინარე მამაკაცის დანახვაზე შეჰკივლა.ლუკა ოდნავ შეირხაა და თვალები გაახილა.
-როგორ ხარ?-მზერა გაუსწორა.
-შიშველი რატომ ვარ?!- კითხვა შეუბრუნა,გაოცებას და სიბრაზეს ერთად მოეყარა თავი.
-მაღალი სიცხე გქონდა და შინაურული მეთოდით გავუმკლავდით,-ოდნავ გახსნა ბაგე.
-ჩემი ტანისამოსი სად არის?-წარბი შეკრა.
-გადავყარე! სისხლიანი და სველი იყო,-არ ინძრეოდა კაცი.
-რა?! შენ რა გაგიჟდი?! რა უნდა ჩავიცვა?!-თვალები დააკვესა.
-საწოლში არაფერი გჭირდება!
-რამდენს ბედავ?! რადგან დამეხმარე ყველაფრის თქმის უფლება არ გაქვს! საჭირო ოთახში უნდა გავიდე!-საბნიდან დასერილი მკლავი ამოყო.
ლუკა წამოდგა და კარადასთან მივიდა,შარვალი და ნაქსოვი სვიტრი გადმოიღო და სოფიოს საწოლზე დაუდო.
-ჩაიცვი!-უხეშად უთხრა.
ქალმა ტანისამოსს ხელი მოკიდა,მაღლა ასწია და სახე დაებრიცა.
-ეს რა არის? ვისია? კაცის სამოსი უნდა ჩავიცვა?-ზიზღით მიაყარა უკან.
-მაშინ შიშველს მოგიწევს გასვლა,თან გარეთაა,სახლის უკან,-მხრები აიჩეჩა, სკამზე დაჯდა და ისევ უკან გადაუყარა ტანსაცმელი.
-შეტრიალდი!-საწოლიდან წამოიწია.
-მთელი ღამე ჩემს ხელში იყავი,ისე კარგი ტანი გაქვს,საოცარი მკერდი,ყველა ნაწილი შევისწავლე,ასე რომ დასამალი აღარაფერია!-უტიფრად იღიმოდა.
-უზრდელი ხარ!-აკანკალდა სოფიო,საბანი სიბრაზით გადაიძრო და წამოიწია.

ლუკას დღის შუქზე დანახულმა შიშველმა სხეულმა გული გაუჩერა, ქალის მკერდზე შეეყინა მზერა,მძიმედ წამოდგა და სახლიდან გავიდა.ძლივს იცვამდა ტანზე სოფიო,აცახცახებულ ხელებს ვერ იმორჩილებდა და გაავებული თვალებს ატრიალებდა.
კიბის საფეხურზე მჯდომ ლუკას გვერდი უხმოდ ჩაუარა და სახლის უკან წავიდა.მამაკაცი სიგარეტს ეწეოდა და კვამლით რგოლებს უშვებდა,ქალის ჩავლაზე ღვარძლიანად ჩაეღიმა.
სოფიო,რომ მობრუნდა ,მამაკაცი სამზრეულოში რაღაცას აკეტებდა.საწოლამდე კანკალით მივიდა, ტანსაცმლიანად შეძვრა ადა საბანი წაიფარა.ხელები გაუბუჟდა,ყელში წვას გრძნობდა.
ლუკამ ჩაით სავსე ჭიქა ოთახში შეიტანა,მაგიდაზე დადგა და ქალს მიუბრუნდა.
-ცოტა შეგრილდება და დალევ!
-არ მინდა,-კბილების კაწაკაწით ძლივს ამოთქვა.
მამაკაცი ახლოს მივიდა და ზემოდან დააჩერდა.
-ისევ სიცხე აგიწევს,წავალ და მალე მოვბრუნდები,არსად გახვიდე.ჰო,მართლა წუხელ გეძებდნენ!-ქალის რეაქციას დააკვირდა.
-მეძებდნენ?! ვინ მეძებდა?!-აფორიაქდა სოფიო.
-არ ვიცი,ალბათ ვისაც გაექეცი!-აგდებულად უთხრა და სახლიდან გავიდა.
„მეძებენ,რა თქმა უნდა მეძებენ,ანზორს ნახავდნენ.“-შეშინებული ატრიალებდა თვალებს ,საწოლში მოიკუნტა და ცრემლები წამოსცვივდა.
შორიდანვე შენიშნა აფთიაქთან ნაცნობი ავტომობილი.შეჩერდა და ღობეს ამოეფარა.ნაცნობი სახეები შენობიდან გამოვიდნენ და ხელების მკვეთრი მოძრაობით ბილწსიტყვაობდნენ.მანქანაში ჩასხდნენ და ლუკას მხარეს წამოვიდნენ.არ დაუნახავთ ჩასაფრებული,ისე აუარეს გვერდი.
-თქვენი დედაც..!-დაიღრინა კაცმა და გზაზე გადავიდა.
ეზოში შესვლისთანავე ავტომობილს ბრეზენტის ნაჭერი გადააფარა ,გარემოს თვალი მოატარა და სახლისკენ გაემართა.
სოფიო ერთიანად გაოფლილი მძიმედ სუნთქვდა,მამაკაცის დანახვაზე ხელი ასწია და თითები რამდენჯერმე მოხარა.

-გინდა რამე?-ახლოს მიიწია ლუკა.
-ძალიან ცუდად ვარ,-წყვეტილად ამოთქვა.
-ვიცი,მოგიტანე წამლები,ჭრილობებიც დასამუშავებელია,-ხმა შერბილებოდა.
ქალს ხმა აღარ ამოუღია,თავი მოწყვეტით გადააგდო ბალიშზე.
ლუკამ ამპულას თავი წაატეხა და შპრიცი მოამზადა.ქალი ფრთხილად გადაატრიალა და კუნთში ჩაარჭო.კარადიდან თავისი მაისური და საცვალი გამოიღო და სოფიოს ტანისამოსის გახდას შეუდგა.ქალი არ გაძალიანებია,თვალები ოდნავ გაახილა და კაცის მოქმედებას დააკვირდა.
-უნდა მითხრა რა შეგემთხვა,ვინ არიან ისინი?სხვანაირად ვერ დაგეხმარები!ისევ აქ ტრიალებენ და როგორც ჩანს გეძებენ!-მკაცრად უთხრა, ნაქსოვი სვიტრი თავზე გადააძრო და შარვალს დასწვდა.
ქალი უხერხულად შეიშმუშნა,მკერდზე აიფარა ხელები.
-კარგი,ნუ გრცხვენია,-ოდნავ გაეღიმა კაცს,მაისური გადააცვა და საცვალიც ამოაცვა.
-მომკლავენ!-ტუჩების ცმაცუნით ძლივს ამოთქვა.
-რა უნდათ?!-შუბლი შეკრა.
-ფული!
-რა ფული?! ნორმალურად ამიხსენი!-საბანი გადააფარა და საწოლზე ჩამოუჯდა.
სოფიომ ამოიოხრა,ვერ გაებედა ეთქვა სიმართლე,არ იცოდა ვინ იყო ეს კაცი.
-უნდა მითხრა! ჩემი ნუ გეშინია!-შეუვალი იყო კაცი.
-მამაჩემს ჰქონდა მისაცემი,მაგრამ ფული ვიღაცამ მოიპარა და დიდი საქმე ჩავარდა.მამა კი გარდაიცვალა და ახლა მე მთხოვენ,-ბოლომდე არ ენდო,ზედაპირულად მოუყვა.
-დეტალურად ამიხსენი! -მომთხოვნი იყო ხმა,ქალს გამომცდელად უყურებდა.ლუკამ ყველაფერი იცოდა,იმაზე მეტიც კი ,ვიდრე სოფიო ოდესმე წარმოიდგენდა.რა იცოდა,რომ მამამისის მკვლელი ცხვირწინ ეჯდა.
სოფიო ოდნავ წამოიწია,სახეზე ჩამოყრილი თმა ყურსუკან გადაიწია და სვენებ-სვენებით მოუყვა ყველაფერი.
„რა გამოდის,ეს სუფთაა ამ საქმეში,თუ მატყუებს?!’-ეჭვებმა ტვინი აურიეს ლუკას. სოფიოც მამისნაირი ეგონა,დარწმუნებულიც კი იყო,რომ მკვლელის შვილმა ყველაფერი იცოდა.
ლუკა ფეხზე წამოდგა,ოთახში დოინჯ შემოყრილმა გაიარა-გამოიარა და შედგა.
- შენი აქედან გაყვანა ჯერ საშიშია,აქვე ტრიალებენ,მეორედ რომ დაინახონ ჩემი მანქანა რაღაცას იეჭვებენ,ცოტა ხანს აქ მოგვიწევს დარჩენა,მერე ვნახოთ.
-ფეხზე ადგომას რომ შევძლებ,მე თვითონ წავალ,შენ ტყუილად ნუ გაერევი შარში,ისედაც მადლობელი ვარ,-ცრემლები მოაწვა სოფიოს.
-სად წახვალ?!-ცინიკური იყო.
-არ ვიცი,-თავი ჩაქინდრა ქალმა.
ლუკამ თავი გააქნია და სამზარეულოში გავიდა.
საღამოსთვის სოფიომ უკეთ იგრძნო თავი.გარეთ ამინდი ისევ არეულიყო,ფანჯრების ღრიჭოებიდან ქარი ზუზუნებდა.ლუკას ღუმელი გაეხურებინა და ზედ ჩაიდანიც შემოედგა.
ყვითელი ხსნარი ჯამში ჩაასხა და მარლის ნაჭრები ჩაალბო.
-ფეხები გამოყავი,კოჭები გაღიზიანებული გაქვს,უნდა დავამუშავოთ!-თავზე დაადგა ქალს.
სოფიომ საბანი ასწია და მამაკაცს შეხედა.
-ვინ ხარ,ლუკა?!
მამაკაცმა ყურადღება არ მიაქცია,ფეხები გადაუხვია და ქალის მკლავებს მიადგა.
-ლუკა! ვინ ხარ? საიდან იცი ამდენი?
-დრო მოვა და გაიგებ! მომეცი ხელი!-ხსნარით ჩამოუწმინდა ჭრილობები და იოდი გადაუსვა.
-ნუ მაშინებ!-შეცბა სოფიო.
-ნუ გეშინია!-გაეღიმა კაცს.
მეორე შპრიცი მოამზადა და ქალს თვალებით საჯდომზე ანიშნა.სოფიო გადაბრუნდა და საცვალი ოდნავ ჩაიწია.

ღამე ქარი გაძლიერდა,გამხმარ ხის ტოტებს ლაწა-ლუწი აუტეხა და სახლის კარ-ფანჯარას გაავებული მხეცივით მოაწყდა.ღუმელიც ჩაქვრა და ოთახში სიცივე ნელ-ნელა დაისადგურა.სკამის საზურგეს მიყრდნობილ ლუკას ქურთუკი მჭიდროდ შემოეხვია და თავი საყელურში ჩაეყო.სოფიომ ერთხანს უყურა მამაკაცს და ჩუმად დაუძახა.
-ლუკა!
-რა მოხდა?-თავი ასწია.
-აქ დაწექი,ორივე დავეტევით,-კედლისკენ მიიწია.
-მერე,არ გეშინია?-გაეღიმა.
-შენი? აღარ მეშინია,-თვითონაც გაუღიმა.
კაცმა თითქოს იყოყმანა,ცოტა ხანს უყურა ქალს,შემდეგ წამოდგა და საწოლზე ჩამოუჯდა.
-ძილინებისა,-თქვა სოფიომ და გადაბრუნდა.
მამაკაცმა თავი გააქნია ,ტანისამოსი უცებ გაიძრო და ქალის სხეულს აეკრა.
-მასე არა!-მკაცრი სახით გადმოხედა.
-სხვანაირად ვერ გავთბები,დაწყნარდი და დაიძინე,-ცხვირი სოფიოს კისერში ჩარგო.
ქალს თითქოს დენმა დაარტყა,ერთიანად გაუბუჟდა სხეული,კედლისკენ წაიწია,მაგრამ მუცელზე მოხვეულმა კაცის ხელმა არ გაუშვა.
-ნუ ფართხალებ,დაიძინე!-კისერზე მიადო ტუჩები.
უარესად აერია ორგანიზმში ყველაფერი,გული აუჩქარდა და გადატრიალება სცადა.
-უშნოდ მოძრაობ და იცოდე პასუხს არ ვაგებ ჩემს თავზე,თუ არ გაჩერდები,-ყურთან უჩურჩულა და ბიბილოზე ცხვირი გაუსვა.
ქალმა გაიბრძოლა და გულაღმა გადმობრუნდა,ყელში მარწუხებივით უჭერდა რაღაც.
-რატომ ვერ ისვენებ?-ვითომც არაფერი ისე უთხრა და მაისურის ქვეშ მუცელზე შეუცურა ხელი.
- ისევ იქ დაჯდე სჯობია,-ხმა უკანკალებდა.
-დარწმუნებული ხარ?-ყელზე ოდნავ შეახო ტუჩები.
-ძალადობ?-ნამუსზე დააჭირა.
-არა,თავად დამიძახე,-მუცლიდან ზემოთ ააცოცა ხელი და მკერდის თავზე ცერა თითი გადაუსვა.
-რამდენს ბედავ?-ხელი დაუჭირა ქალმა და კაცისკენ გადმობრუნდა თვალებ დაკვესებული.
-შენი სხეული უარზე არაა,-ჩურჩულით უთხრა და ენის წვერი ქვედა ბაგეზე გაუსვა.
სოფიოს გააკანკალა,ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და მამაკაცს ხელი მიჰკრა.
-ახლავეს ადექი,ან მე ავდგები!
ლუკას სიმშვიდის შენარჩუნება ლამის სიცოცხლის ფასად უჯდებოდა,ძარღვები დაჭიმვოდა და ამღვრეულ გულ-მუცელს ძალას ატანდა.
-სოფიო,დავიძინოთ!-წელზე შეუცურა ხელი და ახლოს მოსწია ქალი.
-დაყრუვდი?!-აფართხალდა ისევ.
-ჩემი ბრალი არ არის,- უჩურჩულა და ქალის ტუჩებს მხურვალედ დაეწაფა.

სოფიოს სუნთქვა შეუჩერდა,თვალები დაჭყიტა და ადგილზე გაიყინა.კაცი არ ეშვებოდა,ყელზე ჩაუცურა ტუჩები და ხელი ძლიერად დაუსვა ფეხზე.ქალს თავშეკავებული კვნესა აღმოხდა,თითქოს ამას ელოდა კაცი,ქალის მკერდი მუჭში მოიქცია და ხელი ოდნავ მოუჭირა.
-მენდე,-დახშული ხმით უთხრა და ქალს ზემოდან მოექცა.სოფიოს სხეულზე ბუსუსების ჯარი დამდგარიყო.

***
გამთენიისას საწოლში სიცარიელე იგრძნო ქალმა,ხელი კაცის მხარეს გააცოცა და თვალები გაახილა.“სად წავიდა?“-გაიფიქრა,წამოდგა და ტანზე გადაიცვა.
-ლუკა!
კარი გაიღო და ლუკა შემოვარდა გაფითრებული,ხელში საქაღალდე ეჭირა.
-დაჯექი!-მკაცრად უთხრა და სკამზე ანიშნა.
სოფიო აწურული დაჯდა,ვერ მიმხვდარიყო ასე უცებ რა დაემართა კაცს.
-წაიკითხე!-საქაღალდე დაუდო წინ.
ხელის კანკალით გახსნა და პირველივე გვერდზე მამამისის სახელი და გვარი რომ დაინახა,თვალთ დაუბნელდა.
-ეს რა არის?-კბილს კბილზე აცემინებდა.
-უნდა მომისმინო!-შუბლზე ნერვულად ისვამდა ლუკა ხელს.
-შენ რა,მამაჩემს იცნობდი?-თავზარი დაეცა.
-მომისმინე მეთქი!- ხმას აუწია.
-ჩემი უმცროსი ძმა, გოგა ჩქარეული მუშაობდა თქვენს ქარხანაში .უშუალოდ მას ევალებოდა ნაწარმის აღრიცხვა საწყობში.ერთხელ შეესწრო,როგორ გაიტანეს ჩუმად ყუთები ვიღაც უცხო ხალხმა.მაშინ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ვმუშაობდი.დამირეკა გოგამ ,რომ რაღაც შავ საქმეშია დირექტორი და რამე რომ იყოს,მეც შარში ვარო. გავაფრთხილე საერთოდ წამოსულიყო.მეორე დღეს ისევ დამირეკა,ყუთებით იარაღი გააქვთო.დაუყოვნებლივ წამოხვალ მაქედან მეთქი,დამთანხმდა.მამაშენთან ავიდა,რომ განთავისუფლების თაობაზე დალაპარაკებოდა,თან უთქვამს მიზეზიც. მამაშენი დამუქრებია,თუ სიტყვას დაძრავ ვინმესთან ,შენს გვამს რომელიმე მდინარე გამორიყავსო.მესამე დღეს დაიკარგა ჩემი ძმა. ერთ კვირიანი ძებნის შემდეგ ტყეში იპოვნეს,ნახევრად დაგლეჯილი.ტყვია გულში ჰქონდა მოხვედრილი,-შეჩერდა და კბილები გააჭრიალა.
სოფიო სასოწარკვეთილი თავს აქნევდა და შეშინებულ თვალებს გიჟივით ატრიალებდა.
-არ არსებობს! არ არსებობს!-ხმა წართმეული ხაოდა.
-არ დამიმთავრებია!-ფეხზე წამოდგა .
-ვიცოდი მამაშენის გაკეთებული იყო,არ მიჩივლია,მე თვითონ უნდა მომეღო მისთვის ბოლო! მის ჩრდილად ვიქეცი,მაგიდის ქვეშ მოსასმენი დავუმონტაჟე და მის ბნელ საქმეებს ვისმენდი.ყველაფერზე იყო წამსვლელი ფულის გამო! გაჟონა მაგის ამბავმა, შსს-ს ყურამდეც მივიდა და კუდზე დაასხდნენ.მაშინ მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე ,სხვაზე გადაეფორმებინა ქარხანა,მაგრამ კულუარული მმართველი თვითონ დარჩებოდა.ეს ახალ წლამდე რამდენიმე საათით მოილაპარაკეს მამაშენმა და იმ ვიღაც დავითმა.მეორე დილით კი გამზადებული საბუთები უნდა გადაეცა იმ ნოდარისთვის,ვინც შენ გაგიტაცა.რომელიც ცხვირწინ გიდევს! ახალი წლის ღამეს კაბინეტში შევაღწიე და დაველოდე,როდის მოვიდოდა.ჩემს დანახვაზე ყვირილი დააპირა,რომც ეყვირა არავინ იყო ტერიტორიაზე,მთვრალი დარაჯის გარდა.იარაღი დავადე და სეიფი გავახსნევინე.შემდეგ ყველაზე მძიმეს მოსმენა მოგიწევს,-ამოიოხრა და ქალს წარბშეკრული დაადგა თავზე.
-პროფესიით ექიმ-ანესთეზეოლოგი ვარ,არ გამჭირვებია ერთი ნესმის ჩხვლეტით ინფარქტის გამოწვევა,-დაასრულა,საქაღალდეს ხელი მოკიდა და ანთებულ ღუმელში შეუკეთა.
-ჰო,ფულისთვის ხელი არ მიხლია,სახლის უკან არის დამარხული.

სოფიო აღარაფერი ესმოდა,მთელი ცხოვრება თავზე ჩამოენგრა.მამამისი მსხვერპლი რომ ეგონა,თურმე მონსტრი აღმოჩნდა.გულის შეტევა კი მკვლელობა,და მთლად უარესი,მისი გადამრჩენელი მამამისის მკვლელი ყოფილა,რომელსაც თავისი უბიწოებაც კი მიართვა.
-არა! არა!-შეშლილივით იტაცა თავში ხელები და წამოხტა.ლუკას ეცა და მუშტები დაუშინა.
-მკვლელო! მკვლელო!-კიოდა და მთელი ძალით უტყამდა.
კაცმა მკლავებში სტაცა ხელი და მთელი ძალით შეაჯანჯღარა.
-ძმა მომიკლა,გესმის?! ჩემი უდანაშაულო ძმა მომიკლა!-ყვირილზე გადავიდა.
-იცოდი ვინც ვიყავი,რატომ გადამარჩინე,რატომ?!-ისტერიულად გაჰკიოდა ქალი.
-გზაზე რომ დაგინახე,არ ვიცოდი,მერე გიცანი,მანქანში!-ხმას დაუწია.
-მერე,რომ მიცანი,რატომ წამომიყვანე,რატომ დაუშვი ჩვენს შორის რაც მოხდა წუხელ,რატომ?!-ტირილი აუტყდა და კაცს ისევ დაუშინა მუშტები.
ლუკა აღარ განძრეულა,აცადა ქალს როდის დაიღლებოდა.სოფიო ნელ-ნელა ჩაიმუხლა და იატაკზე ჩაჯდა,ფეხები მუხლებში მოხარა,თავი ზედ დაადო და ღმუილი ამოუშვა.
-მისმინე,-ჩაიმუხლა ლუკა,-სრული უფლება გაქვს გძულდე,მიჩივლო და ციხეშიც ჩამსვა,ყველაფრისთვის მზად ვარ.სპეცნაზია მობილიზებული მთელ დაბაში,დიდი ალბათობით შენ გეძებენ.თუ გინდა ახლავეს გავალთ და ყველაფერი დასრულდება.ოღონდ ერთი რამ დაიმახსოვრე,წუხელ შენთან არანაირი ანგარიშსწორება არ მქონია,-თმაზე ფრთხილად აკოცა.
-ის ვიღაც ანზორაც არ მოგიკლავს შენ,დაიმახსოვრე! მე მოვედი შენს ყვირილზე და მე შემომაკვდა! გესმის?!-მხრებში მოკიდა ხელი და წამოაყენა.სოფიოს სააქაოსი აღარაფერი ეტყობოდა,გახევებული იდგა გაყინული თვალებით.
-გესმის რა გითხარი?! ანზორი მე მოვკალი! შენ არაფერი იცი,გულწასულმა გამოიღვიძე ამ სახლში!-დააჯანჯღარა და გულზე მიიკრა.
სოფიო არეული ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ,უცებ შედგა და მოტრიალდა.ლუკას წამიერად გაუსწორა ცრემლიანი თვალები.
- არასდროს გაპატიებ!- უთხრა და კარში გავიდა.

***
მარტის დრო იწურებოდა, დათბა და ჰაერში აპრილის სუნი ტრიალებდა.
ხალხით სავსე დარბაზში ჩოჩქოლი ამტყდარიყო.დაზარალებული მხარე უკმაყოფილო იყო მოსამართლის მიერ გამოტანილი განაჩენით.
-მხოლოდ ხუთი წელი? ეს უსამართლობაა!-ყვიროდა შავებში ჩაცმული ხანშიშესული ქალბატონი.აქეთ-იქიდან ქალის დამშვიდებას ცდილობდნენ.
ბადრაგს ხელებზე ბორკილ დადებული გაჰყავდა მამაკაცი,რომელიც დარბაზისკენ მოტრიალდა და ბოლოში მჯდარ ქალს ოდნავ გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
სოფიო ადგილიდან არ განძრეულა,თითქოს შიგნეული გამოეცალათო მისთვის,გამოფიტული იჯდა გულისრევის შეგრძნებით.

მობრძანდა აპრილიც და კვირტებ გამოსხმულ ხეებს ჯადოსნური ჯოხით დაერია.მაისისთვის სადღესასწაულო კაბა უნდა შეეკერა.
სოფიოს კაბინეტში კრება გაემართა და ახალ თანამშრომლებს დირექტივებს აძლევდა.სახე გაცრეცვოდა და ყელში ამოსულ ნაღვლის წვენს უკან აბრუნებდა.
„რა მემართება?“-გაიფიქრა და პირზე ხელაფარებული გავარდა გარეთ.
სამი დღე იწრიალა და ექიმთან მისვლა ძლივს გაბედა.გული უგრძნობდა ,რომ პასუხი ისედაც უკუღმა დატრიალებულ ცხოვრებას,უარესად აურევდა.
-ხუთი კვირის ორსული ხართ,გილოცავთ!-ამცნო თვალებ გაბრწყინებულმა ექიმმა.
აღარ ახსოვს როგორ გამოვიდა შენობიდან და როგორ მილასლასდა უახლოეს სკამამდე.გაოგნებული და გაფითრებული იჯდა.უცებ წამოხტა და უკან შევარდა,კიბის საფეხურები გიჟივით აირბინა და ექიმის კაბინეტის კართან შედგა.
-კიდევ გნებავთ რამე?-თავი გამოყო ექიმმა და ქალს მიაჩერდა.
-არა,არაფერი,-დაბნეულმა ჩაილაპარაკა და გასასვლელისკენ ფეხათრევით წავიდა.
***
ზამთრის დადგომას ახალი წლისთვის მზადება მოჰყვა.დეკემბერს წინსაფარი აეფარებინა და იანვარის შესახვედრად საზეიმო სუფრას აწყობდა.
სოფიო მძიმედ ტრიალებდა სამზარეულოში,გაბერილი მუცელი საკმაოდ დაწეოდა და წარა-მარა ხელს იკიდებდა.წელიც ასტკივდა,ტანში ტკივილმა წამიერად დაუარა.
„დროა?!“-გაიფიქრა და ტელეფონის ყურმილს დასწვდა.
--
მაშხალების გასროლას ბავშვის ტირილი შეუერთდა.
-ბიჭია! გილოცავთ!-აცრემლებულ და ნიკაპ აკანკალებულ სოფიოს ჩვილი გულზე დააწვინეს.პატარამ იგრძნო, თუ არა თავი საიმედოდ, დედის მკლავებში გაიტრუნა და ტუჩები ააცმაცუნა.
-მარტო შენთვის მიღირდა ყველაფრის გადატანა,-უჩურჩულა და ლოყით მიეხუტა.
---
ხუთი წლის შემდეგ>
გორგოლაჭებზე მდგარი რკინის დიდი ჭიშკარი ხმაურით გაიღო.ზღურბლზე მაღალმა მხარ-ბეჭიანმა კაცმა გადმოაბიჯა,წვერმოშვებულ სახეზე დაღლილობის კვალი აჩნდა.ღრმად ჩამჯდარი თაფლისფერი თვალები აქეთ-იქით გააცეცა,ზურგჩანთა მხარზე მოიგდო და გზას გაუყვა.მომავლ ტაქსს ხელი აუწია.
მსუბუქმა ავტომობილმა ტრასიდან გადაუხვია და ქვა-ღორღიან გზას დაადგა.მძღოლის უკმაყოფილო სახის დანახვაზე მგზავრს გაეცინა.
ქვით ნაშენებ გალავანთან შეაჩერებინა,გადმოვიდა და ეზოს კართან ჩაფიქრებული შედგა.თვალწინ გაურბინა მომხდარმა,გულში ჩხვლეტა იგრძნო.ამდენი წლის მანძილზე არ უნახავს სოფიო,რომელმაც დაინდო და მამის მკვლელი არ ამხილა.წარმოუდგენლად მოეჩვენა იმ დროს ლუკას,მთელი ხუთი წელი ამაზე ფიქრობდა,როგორ შეძლო და აპატია,ან აპატია კი?! იქნებ თავად გადაწყვიტოს შურისძიება და ერთ დღეს გამოასალმოს კიდეც სიცოცხლეს?!“
მძიმედ შეხსნა კარი და სახლისკენ წავიდა.ოთახში შესულმა მოათვალიერა ირგვლივ და მაგიდისკენ დაიძრა. ნანახმა ადგილზე გააშეშა.ბავშვის ფოტოები იდო,დაბადებიდან სამ-ოთხ წლამდე.ჟღალთმიანი მწვანეთვალება ბიჭუნა უღიმოდა სურათიდან.
ლუკას ფეხებში ძალა წაერთვა,სკამზე ჩამოჯდა და ფოტოებს დააკვირდა.გადმოატრიალა და წარწერების წაკითხვა გაუჭირდა,თვალთ დაუბნელდა.ყველა სურათს გოგა ჩქარეული ეწერა.კაცის ღრიალი დახურულ ფანჯრებს მიაწყდა.სიმწრისგან ცრემლები წამოსცვივდა,მუშტ’ებს კრავდა და ერთმანეთს ურტყამდა.
-შვილი მყავს,ჩემი და სოფიოს შვილი?-გიჟივით წამოხტა და ტყვიასავით გაიჭრა კარში.
--
კარზე ბრახუნი რომ გაისმა,სოფიო შეხტა,მძინარე ბავშვს გადახედა და ფეხაკრეფით წავიდა კარისკენ.
-ვინ არის?-სათვალთვალოში ვერ იცნო დაუპატიჟებელი სტუმარი.
-მე ვარ!-ნაცნობმა ხმამ ადგილზე გააშეშა.
კარი გამოხსნა და წვერიანს ცრემლიანი თვალებით შეხედა.
-შემომიშვებ?-შეცვლილი ხმით ჰკითხა.
ქალი უხმოდ გაიწია და სტუმარი შემოუშვა.ლუკა ახლოს დადგა სოფიოსთან და აკანკალებული ხელი თმაზე დაუსვა.
-მადლობა,-ყრუდ ჩაილაპარაკა და უფრო მიიწია ქალისკენ.
სოფიოს ცრემლები გადმოეკიდა წამწამებზე.
-ტკბილი შურისძიება გცოდნია,-დამთბარი ხმით ყურთან უჩურჩულა და ქალი გულზე აიკრა.

დასასრული

ეს ისტორია 16 წლის ასაკში დავწერე,ნუ მერე აღარ მომეწონა და დავხიე.
სიუჟეტი აღვიდგინე და ცოტა მივალამაზე)))
შთაბეჭდილება გამიზიარეთ.



№1  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

mirandaa31
საოცრება ❤️ ღმერთო რა ნიჭიერი ხარ! ძალიან მაგარი იყო. გთხოვ, თუ კიდევ რამმე გაქვს მსგავსი დაწერილი და არ მოგწონს დადე, ჩვენ მოგვეწონება. ))

დიდი მადლობა,მირანდა :*
ეჰ,იმდენი წელი გავიდა მის მერე,აღარც მახსოვს რეებს ვჯღაბნიდი))))

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

მირანდა :*
ახალი მუზა მოსულია)))
მადლობა ჩემო კარგო <3

 


№3 სტუმარი Nini

Momwons dzalian tqveni istoriebi.gamixardeba tu kidev dadebt.aravis gavxart da es gamogarchevt.warmatebebs gisurvebt

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Nini
Momwons dzalian tqveni istoriebi.gamixardeba tu kidev dadebt.aravis gavxart da es gamogarchevt.warmatebebs gisurvebt

დიდი მადლობა,ნინი :*
ვეცდები კიდევ შემოვამატო რამე))

 


№5 სტუმარი ლია

ძალიან ნიჭიერი ხარ,სად იყავი აქამდე.

ველოდები ახალ ისტორიას.

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ლია
ძალიან ნიჭიერი ხარ,სად იყავი აქამდე.

ველოდები ახალ ისტორიას.


მადლობა ჩემო კარგო :*

 


№7  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიმე რა კარგი იყო. ამას ნაჯღაბნი არ დაუძახო არასოდეს. მე კი გავსკდი ტირილით. კიდევ ბევრი გექნება ამის მსგავსები და ხშირად დაგვიდე. უნიჭიერესი და უკარგესი ხარ❤

 


№8  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Chikochiko
ვაიმე რა კარგი იყო. ამას ნაჯღაბნი არ დაუძახო არასოდეს. მე კი გავსკდი ტირილით. კიდევ ბევრი გექნება ამის მსგავსები და ხშირად დაგვიდე. უნიჭიერესი და უკარგესი ხარ❤


მადლობა ჩიკო :*
ახლო მომავალში დავდებ კიდევ.
კარგები ხართ,რომ მანებივრებთ ლამაზი სიტყვებით))))

 


№9 სტუმარი ივერი

ჩემო ნიჭიერო

 


№10  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ივერი
ჩემო ნიჭიერო

heart_eyes heart_eyes

 


№11 სტუმარი Нана

ძალიან მომეწონა. კარგად წერთ. გააგრძელეთ.

 


№12  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Нана
ძალიან მომეწონა. კარგად წერთ. გააგრძელეთ.

მადლობა ნანა :*

 


№13 სტუმარი ეკა

რომანტიკაც, მძაფრი სიუჟეტიც და სასიამოვნო თხრობა. ყველაფერი გაქვს იმისთვის რომ წერო ????

 


№14  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ეკა
რომანტიკაც, მძაფრი სიუჟეტიც და სასიამოვნო თხრობა. ყველაფერი გაქვს იმისთვის რომ წერო ????

მადლობა მეგობარო :*
რამანწიკის გარეშე არ გამოდის ცხოვრება)))))

 


№15 სტუმარი qetevan javaxishvili1

Nino, yochag.ra niwieri yofilxar da ar vicodi.erti amosuntqvit vkitxulob, tan bolos yvela kargat mtavrdeba .????????????????

 


№16  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

qetevan javaxishvili1
Nino, yochag.ra niwieri yofilxar da ar vicodi.erti amosuntqvit vkitxulob, tan bolos yvela kargat mtavrdeba .????????????????

ქეთ,ჩემო ტკბილო :* მადლობა
ცუდი დასასრულისთვის მენანებიან ჩემი გმირები)))

 


№17  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

საოცრად თავისებური იყო.. უზომოდ სასიამოვნო <3
"-ტკბილი შურისძიება გცოდნია" ♡♡♡

 


№18  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ანი ანი
საოცრად თავისებური იყო.. უზომოდ სასიამოვნო <3
"-ტკბილი შურისძიება გცოდნია" ♡♡♡

მადლობა :*

 


№19  offline წევრი ჟიზელი

ტერიკო, არ ვიცი რა. ჩემს გულთან ხარ ახლოს და სულ მატირებ და მატირებ. მართლა ძალიან შემიყვარდი. როგორ შეგიძლია იყო ასეთი კარგი ^^ დაგამატებ ფბ-ზე ,თუ იმატებ უცხოებს ^^

 


№20  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ჟიზელი
ტერიკო, არ ვიცი რა. ჩემს გულთან ხარ ახლოს და სულ მატირებ და მატირებ. მართლა ძალიან შემიყვარდი. როგორ შეგიძლია იყო ასეთი კარგი ^^ დაგამატებ ფბ-ზე ,თუ იმატებ უცხოებს ^^


ჩემო თბილო,მადლობაა :* მეც ძალიან შემიყვარდით <3
დამამატე :*

 


№21 სტუმარი სტუმარი ნონა

როგორც სხვები, ესეც ძალიან ლამაზი ისტორიაა

 


№22  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნონა
როგორც სხვები, ესეც ძალიან ლამაზი ისტორიაა

მადლობა კრუასან <3

 


№23 სტუმარი კრუასანი

ლუკა მაგარი კაცია, ტუმცა ჩემს ფავორიტად ბერო და ჩელენტანო რჩებიან ???? ველოდები შემცვლელებს

 


№24  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

კრუასანი
ლუკა მაგარი კაცია, ტუმცა ჩემს ფავორიტად ბერო და ჩელენტანო რჩებიან ???? ველოდები შემცვლელებს

ოო,ეგენი შეუცვლელები არიან)))
<3

 


№25 სტუმარი სტუმარი ნინო

ცოტა სხვანაირ დასასრულს ველოდი

 


№26 სტუმარი სტუმარი ტერიკო74

სტუმარი ნინო
ცოტა სხვანაირ დასასრულს ველოდი

მადლობა,რომ კითხულობთ :*

 


№27  offline მოდერი zia-maria

უნიჭიერესი ხარ,საოცრად ლამაზად მოთხრობილი ისტორია მოიტანე მკითხველამდე.გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ,დასასრულიც ძალიან ემოციური იყო,მადლობა ამ სიამოვნებისათვის. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№28  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

zia-maria
უნიჭიერესი ხარ,საოცრად ლამაზად მოთხრობილი ისტორია მოიტანე მკითხველამდე.გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ,დასასრულიც ძალიან ემოციური იყო,მადლობა ამ სიამოვნებისათვის. kissing_heart kissing_heart kissing_heart


დიდი მადლობა :*
heart_eyes heart_eyes kissing_heart

 


№29  offline წევრი Barbare ❤

mshvenialuria ❤️

 


№30  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Barbare ❤
mshvenialuria ❤️

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent