შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ანგელოზი 25


8-06-2018, 23:02
ავტორი black angel555
ნანახია 2 054

.....გვიან დავიშალეთ მე პირდაპირ სახლში წავედი.....მეორე დღეს საშინელი თავის ტკივილით გამეღვიძა,გარეთაც საშინელი ამინდია საშინლად ქუხს და წვიმს.სამზარეულოში გავდივარ და დედაჩემი მხვდება
-ვა დედა სალამი როგორ ხარ?
-არამიშავს შვილო,რა გჭირს რა სახე გაქვს?
-აუ დედიიი საშინლად მისკდება თავი საშინელ პახმელიაზე ვარ-თავზე ხელს ვუმირტყავ თან ვეუბნევი.
-შვილო სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო,შენ პირად ცხოვრებას უნდა გაზეთებით ვგებულობდე?
-რაზე მეუბნევი ვერ ვხვდები?
-აი ამაზე-პასუხად დედა რაღაც ჟურნალს დევს სადაც პირველივე გვერზე ჩემი და რატის ფოტოს ვხედავ დიდი წარწერით"იდუმალი გოგონა,ვინა ცნობილი ბიზნესმენის ბატონი რატი ტაბიძეს ახალი გოგო?მორიგი გასართობი?"და ასეთი უაზრო სტატია ეწერა.
-დედა ეს საზიზღრობა რაც წერია ტყუილია,რატი მიყვარს და მასაც ვუყვარვარ,ერთერთი მფლობელია იმ კომპანიის სადაც ვთანამშრომლობ
-გასაგებია შვილო მაგრამ უნდა გეთქვა ასე არ უნდა ვგებულობდე,პატარა არ ხარ მე ვერ დაგიშლი პირადი ცხოვრების ქონას,უბრალოდ ფრთხილად იყავი-შუბლზე მკოცნის გამაყუჩებელს მალევინებს და სამსახურში მიდის.
....ნია და რატი....
კვლავ დაძინებას ვცდილობ ჩემი მობილური,რომ იწყებს რეკვას,არც ვუყურებ ნომერს ისე ვპასუხობ
-აუ ვინც არ უნდა იყო ეხლა ისე ცუდ დროს დარეკეთ მიგბრიდავთ-ვეუბნევი გაბრაზებული
-რაო პატარა პახმელიაზე ხარ?-მესმის რატის ხმა-გინდა მოვიდე და გიშველო.
-აუ აორთქლდი რა-ვეუბნევი მისი სითავხედით გაბრაზებული.
-პატარავ.....
-რა?
-საღამოთი ერთ ადგილას მინდა დაგპატიჟო,სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით წამოხვალ?
-აუ რატი ეხლა არაფრის თავი მაქ უნდა დავიძინო,წამოვალ რომელ საათზე?
-რვისთვის შენ სახლთან დაგრლოდები ლამაზად ჩაიცვი,გაკოცე ნია-მეუბნევა და მითიშავს.მე ეგრევე მორფეოსის სამყაროში გადავდივარ.
....გერმანია...გაგა და ელენე...
გერმანიაში ჩასულს ნიკო მხვდება აეროპორტში,ვესალმებით ერთმანეთს და მანქანაში ვჯდებით
-ნიკო ელე როგორა?
-არ ვიცი ძმა მე რომ წამოვედი ეძინა ისევ,ექიმმა თქვა უნდა დაველოდოთ მის გაღვიძებასო,რომ შევამოწმოთ მისი რეფლექსები აღდგა თუ არა ოპერაციის შემდგომო.
-ნეტა შეძლოს ისევ გავლა,როგორ მიყვარს იცი ნიკო,მისი ნახვა მინდა წავიდეთ მასთან კაი?
-კაი ძმა...ბიჭები რას შვებიან?რა ხდება ახალი?
-რავიცი ნია და რატი ხოცავენ ისევ ერთმანეთს....ხო მართლა აკოს შეყვარებული ყავს თაკო ნიას დაქალი
-ოჰო უყურე ერთი აკოს ეგ აღარ ხუმრობს,დავრჩი მხოლოდ მე ეული-მასხარაობს ნიკო.
ლაპარალაპარაკში საავანდმყოფოსთან მივედით...გული საშინლად მიწყებს ცემას,პატარა ბიჭივით ვიწყებ ნერვიულობას....ნიკოს ელეს პალატასთან მივყევარ,ფანჯრიდან მძინარეს ვხედავ ვერ ვითმენ და მასთან შევდივარ.ვუყურებ საწოლზე მწოლიარეს თან სავანდმყოფოში ასე მგონია დრო უკან დაბრუნდა და გული მტკივა.
-ელე აქ ვარ ხედავ ჩვენმა სიყვარულს ხუთმა წელმაც კი ვერაფერი დააკლო,შენი გულიზე ჩემ პრინციპებზეც კი უარი ვთქვი და ჩამოვედი,იბრძოლე და დამიბრუნდი,ჩემი სიცოცხლით სავსე ელე მჭირდება,მიყვარხარ ჩემო ფერიავ ძალიან მიყვარხარ...თავს მის საწოლზე ვდებ და თვალებიდან ცრემლი მომდის,მთელი ამ წლების ნაგროვები ტკივილი ეხლა მახსენდება.
-გაგა,მართლა აქ ხარ თუ მორიგი ჰალუცინაცია და მეჩვენები.
-ელე,გაიღვიძე ჩემო ფერიავ,როგორ ხარ თავს როგორ გრძნობ?ექიმოოო
-გაგა ნუ ყვირი,აუ ყველაფერი მტკივა.
-რა გტკივა ელე?
-არ ვიცი რატი სხეული სულ დაბუჟებული მაქ.
-წავალ ექიმს დავუძახებ
-გაგაააა
-მოვალ ელე მალე მოიცა
-გაგა მიყვარხარრ
მისი სიტყვები ერთ ადგილზე მაშეშებს რამდენი ხანია ეს სიტყვები აღარ გამიგია,უკან ვტრიალდები,მის საწოლთან მივდივარ,ვიხრები და ნაზად ვკოცნი ტუჩებზე.
-მეც მიყვარხარ ჩემო ელე,მეც......
...ნია და რატი...
უკვე საღამოა,რომ მეღვიძება მობილურზე საათს ვამოწმებ და უკვე შვიდი ხდება.საწოლიდან ვხტები მახსენდება რატის რომ უნდა შევხვდე რვა საათზე,აბაზანაში შევდივარ წყალს ვივლებ და უცბად გამოვდივარ.
-აუუუუ რა ჩსვიცვა-ვიძახი ჩემთვის.
შავ კაბაზე ვაკეთებ არჩევანს.ერთიანი გრძელი კაბა წინ დახურული უკან კი ზურგზე სულ ამოღებული,მუხლამდე შეხსნილი,შავ კლასიკურ საზაფხულო ფეხსაცმელს ვიცმევ,თმას კოსად ვიწევ წინ კი ცალ მხარეს გვერდულად რამდენიმე ღერ თმას ვუშვებ და ვახვევ.თვალებზე ლაინერს ვისმევ,მუქ ჩრდილებს ვიკეთებ,ტუჩებზე წითელ პომადას ვისმევ და ჩემ საყვარელ სუნამის ვისხავ მზად ვარ,სარკეში ვიყურები და ჩემი გარეგნობის თავად მიკვირს .....ამ დროს სმს მომდის რატისგან და დაბლა მივდივარ.....სადარბაზოსთან ჩემ დანახვაზე რატი შეშდება
-რა მოხდა რამე ცუდად მაქ?
-არა ნია შესანიშნავად გამოიყურები....ამ კაბაში საშინლად სექსუალური ხარ-მეუბნევა თვალებ ანთებული და მკოცნის.
მანქანაში ვჯდებით და რატის სახლში მივდივართ.ეზოში შესულებს,წინ საოცარი სილამაზე მხვდება ორ რიგად გაყოლებას სანთლები ანთია,ირგვლივ კი სულ მუქი შვინდისფერი ვარდის ფურცლები ყრია,აუზთან მაგიდა დგას ორ კაცზე გაწობილი
-ვაუუუ რატი რა სილამაზეა-ვეუბნევი რატის დაბნეული.
-გთხოვთ დაბრძანდით ჩემო უმშვენიერესო ლედივ.
-მადლობთ ბატონო რატივ-ვყვები მეც.
-ნია ამ რომანტიკისთვის არც მე გამოვდგები არც შენ,კარგად იცი სულაც არ ვარ რომანტიკული,აკოს იდეა იყო ეს ყველაფერი,მოდი პირდაპირ გეტყვი მინდა ჩემ გვერდით იყო,მინდა სადაც მომინდება როცა მოგვინდება იქ გვქონდეს სექსი,მინდა როცა მომინდება მაშინ გაკოცო,ლამაზი სიტყვები არ მეხერხება მხოლოდ ერთს გეტყვი მიყვარხარ ჩემო ველუროვ,მინდა ეხლავე აქვე ჩემი გახდე....
მე ჯერ გაკვირვებული ვუსმენ,მერე სილას ვარტყავ
-ეს რისთვის-მეკითხება გაბრაზებული და კალთაში მისვამს და თან ყელში მკოცნის.
-იმიტომ რომ საზიზღარი უხეში ხეპრე ხარ და ნორმალურად არც მიხსნი სიყვარულს.
რატის ეცინება და მეუბნევა
-ნუ გავიწყდება სწორედ ასეთი შეგიყვარდი როგორიც ვარ პატარავ ასე რომ ამიტანე ცხოვრების ბოლომდე-ტუჩებზე მკბენს და თან მკოცნის და სიამოვნების სამყაროში ვეშვებით.



№1 სტუმარი ეკა

მოკლედ რა უხეშია რა რატი ????მაგარი თავიააა:)როგირც იქნა შერიგდნენ რა ელენე და გაგა

 


№2  offline წევრი black angel555

მიხარია რომ მოგწონთ და დადებით კომენტარებს ვნახულობ ::-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent