შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების თამაში.თავი 4


13-06-2018, 03:24
ავტორი zia-maria
ნანახია 3 628

-დევი,დევი სახლში ხარ?მოესმა დევის მეზობლის ხმა.
-სახლში ვარ,ახლავეს გამოვალ ირინი.დევიმ სასწრაფოდ ჩაიცვა,კარი გააღო და ირინი ორ ბავშვთან ერთად იყო რომელიც საცოდავად უცქერდა დევის.
-რა მოხდა.კითხა გაკვირვებულმა.
-დევი გთხოვ,გთხოვ მხოლოდ ორი საათით დაგიტოვებ ბავშვებს,წყნარები არიან,ვერც კი გაიგებ ბავშვების არსებობას სახლში.
-კარგი არ არის პრობლემა,მაგრამ 8 საათამდე უნდა მოხვიდე ვარჯიში მაქვს და ვერ გავაცდენ.
-კარგი,დიდი მადლობა.გახარებულმა ჩააბარა დევის ბავშვები და წავიდა.დევიმ კარი მიხურა თუ არა,ბავშვებმა თითქოს შეთქმულები იყვნენ ყიჟინა ატეხეს და მთელი სახლი თავზე დაიმხვეს.
-ღმერთო,ბავშვები ხართ თუ ველურები.გაცეცხლდა დევი.როგორც იქნა პატარა გოგონას ჩაეძინა და რადგან სიწყნარე იგრძნო სახლში არ გააღვიძა,ბიჭუნა კი იქვე ჩაჯდა და კუბიკებზე დაიწყო თამაში.სახლში როგორც იქნა დაწყნარდა,მაგრამ არცერთი ნივთი მის ადგილზე არ იყო,სახლი არეულ-დარეულია და დევი საწყალი თვალებით უცქერდა მთელ სახლში მიყრილ-მოყრილ ნივთებს.6 საათზე ნანატრი ზარიც გაისმა კარზე და სიხარულით აღფრთოვანებული მივარდა კარს.
-ირინი ჩემი ხელით მოგკლა თუ შენით გაქრები.ირინის გაეცინა და დევის საწყალი თვალებით შეხედა.
-გაგაწვალეს?სახლში წყნარი ბავშვები არიან.
-შემოდი,შემოდი სახლში და თავად შეაფასე ამათი სიწყნარე.ირინი სახლში შეატარა და ისიც თვალებ გაფართოვებული შესცქეროდა არეულ სახლს.
-ფეხს ვერ გაადგამ აქედან,სანამ ამ სახლს პირვანდელ სახეს არ დაუბრუნებ.ირინი იქვე ჩამოჯდა და ღიმილით შეხედა ჩაძინებულ პატარას.დევიმ კი სერიოზულად შეეკითხა.
-როგორ უძლებ ამათ ირინი.
-ვაღიარებ დამღლელები არიან,მაგრამ საღამოს მათი ტკბილი კოცნა ყველა პრობლემას მავიწყებს და დაღლას მიხსნის.საოცარია მათი სურნელი დევი რომელიც მავიწყებს წყენას,ტკივილს და ყველაფერ უარყოფითს რაც კი ჩემშია.ძალიან გამიჭირდა,მაგრამ ამათ რომ ვუყურებ სიცოცხლის ხალისი მემატება და ძალას მაძლევს ამათი არსებობა.ამას სხვისი გადმოცემით ვერ გაიგებ დევი ეს ყველაფერი თავად უნდა შეიგრძნო და მიხვდები რა ბედნიერებაა ბავშვების არსებობა შენს ცხოვრებაში.
-მამა?არ ნახულობს შვილებს და ან არ გეხმარება?
-მე არ დამიშლია ბავშვებთან ურთიერთობა,მაგრამ როგორც ხედავ არ სურს თავად.არა,არც ნახულობს და არც გვეხმარება.
-მერე?როგორ უმკლავდები.
-ახლა ზაფხული რომ არის მიტომ მიჭირს ამათი დატოვება,ისე გეგი სექტემბრიდან სკოლაში წავა,ნინია ბაღში და მეც სამსახური მაქვს.ასე რომ გავიტანთ როგორმე თავს.
-ძლიერი ქალი ხარ,თუ რამეში დაგჭირდე ირინი არ მოგერიდს,რაც არ უნდა იყოს.
-მადლობა დევი.
-ხანდახან დაგიტოვებ.
-არა,მაგის გარდა რაც გინდა მთხოვე.ორივეს გაეცინა,მათ სიცილზე პატარას გაეღვიძა და დედას მოეხვია.
-დედა ძია დევიმ ძალიან ბევრი ბუშტები მომცა,აი ნახე.პატარამ ბალიში ასწია და დედას იქ გადანახული უამრავი პრეზერ...ი აჩვენა.ირინის შერცხვა და დევის ვერ შეხედა,ასევე დევიმაც ვერ გაუსწორა თვალი და არ შეუხედავს ისე უთხრა.
-არ მიმიცია,ალბად უჯრიდან ამოიღო.წყნარად რომ იყო არ შეუშალე ხელი,ეს თურმე ამათ აგროვებდა.
-არა უშავს,აბა მივალაგოთ სახლი?ძია დევის ასე არეულ სახლს ხომ არ დაუტოვებთ.
-სიცვილია?
-ხო,სიცვილია.დევის გაეცინა ნინიას მოჩლექილ ენაზე და თავზე გადაუსვა ხელი.10-საათამდე ალაგებდნენ არეულ სახლს და ბოლოს დაღლილი და დაქანცული მიესვენა მდივანზე.
-სავარჯიშოდ აღარ მიდიხარ?შეეკითხა დევის ირინიმ.
-გგონია ამაზე უკეთესად ვვარჯიშობ იქ?ახლა მხოლოდ დაძინება მინდა და მეტი არაფერი.ირინის გაეცინა,ბავშვებმა დევის დაემშვიდობნენ და წაყალი გადაივლო თუ არა მკვდარივით დაეძინა დაღლილს.
სადღაც აგვიანებს, არ ყოფნით დრო და ყოველ ორ წუთში საათს დასჩერებია. გარბის, რომ რაღაც მოასწროს,ვიღაცას უნდა შეხვდეს. გარბის ქალაქში, გარბის და ოფლისგან სულ სველია.იჩქარე,იჩქარე შენ ხომ ცხოვრებაში დიდი შესაძლებლობები გეძლევა.მიუახლოვდა დანიშნულ ადგილს,რომელიც ეცნობა აქ ხომ მისი ცხოვრებაა გატარებული,მისი ბავშვობა,მისი ლამაზი სამყარო ლამაზი მოგონებებით.კარს მიუახლოვდა,გააღო და იქ ცარიელი სივრცეა.ანერვიულდა,გამოდის ბინიდან იქ მანქანა ხვდება გარემოებები შეიცვალა,მიდის და სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება,მაგრამ ნერვიულობა უფრო გაართულებს მდგომარეობას, უნდა მოძებნოთ მიზეზი რატომ მოვიდა აქ და ვის ეძებს.ტელეფონის ხმა აბრუნებს რეალურ სამყაროში და ძილბურანში მყოფი პასუხობს ტელეფონს.
-გისმენ.
-გაგაღვიძე?
-ღამის კოშმარი ხარ თუ მთვარეული,რა არ გაძინებს.რა დროა,ახლა ყველა ნორმალურ და ჩამოყალიბებულ ადამიანს ძინავს.
-რა გინდა რომ თქვა,მე არ ვარ ნორმალური?
-თავად მიხვდი უკვე პასუხს,ჩემი შეხსენება აღრაა საჭირო.რა გინდა,რისთვის მოდი ამ დროს.
-მაგარი სტუმართ-მოყვარე ხარ დევი.
-მეძინება,თქვი რა გინდა.ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეგიძლია იყო სერიოზული?ვთიშავ და აღარ დამირეკო,ხვალ ვარჯიში მაქვს და ადრე უნდა ავდგე.
-არ გათიშო,თორემ ამოვალ და კარებზე ავტეხავ ბრახუნს.
-რა გინდა,ვასო რა ჯანდაბა არ გაძინებს.გაბრაზდა დევი.
-შენ რომ ასეთ დროს გაგეღვიძებინე,მე მოგისმენდი.
-კი როგორ არა,დატოვებდი ჩართულს ტელეფონს გადადებდი გვერძე და თავად დაიძინებდი,ერთხელ გაქვს გაკეთებული ასე თუ ორჯერ.
-დევიკო შეყვარებული ყოფილხარ როდისმე?
-შემეშვი ვასიკო.ცივი წყალი გადაივლე,დამშვიდდები და დაგეძინება.
-ვერ ვმშვიდდები.
-აბა მე რა გიყო,არ გამოგადგები დასამშვიდებლად.
-უჟმური,უხეში და უხასიათო ხარ,აეთრიე ამ წუთში და დაბლა ჩამოდი,სანამ ამოვედი და შენი საწოლიანად გამოგიტანე გარეთ.ცოტა ხანში დევი თმა აბურძგნული,პერანგ გახსნილი გამოვიდა გარეთ და ვასიკოს წინ დადგა.
-მარტო ხარ?ის ორი ღამის კოშმარი სად არიან.
-აქ ვართ და შენ გელოდებით,წავედით.მოესმა დევის გიორგის ხმა და შეხედა სიგარეთი როგორ გასრისა ფეხით.
-სად მიდიხართ,რა ჩაიფიქრეთ.
-წამოდი გავისეირნოთ.
-ამ დროს?შენ გააფრინე?
-ჯერ არ გასულხარ გარეთ ღამის 4 საათზე?წამოდი.
-ღმერთო შენ მიშველე.დევიმ იქვე მდგარ მანქანასთან მივიდა და ბიჭებს დაუსტვინა.
-რა გინდა,წამოდი.
-ფეხით ხართ?
-ხო.
-მერე ფეხით ვიაროთ?მოდი გავაგოროთ გზამდე და სანამ ინათებს მოვიყვანთ და მის ადგილზე დავაყენებთ.
-არ გინდა,წამოდი რამე შარს არ გადავეკიდოთ.უთხრა ნიკამ.
-ვისია,იცნობ?ფეხი შეიჩერა ვასომ.
-კი,პირველზე ცხოვრობს.ციმციმ გაიყვანეს ეზოდან ლურჯი მესედესი და გზაზე გასულებმა სიცილით გააღეს კარებები და ღამის სიწყნარეში ყიჟინით გაუყვნენ გზას.
-ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი,ღამის ოთხ საათზე სახლიდან გამოვიდოდი და პირველ სართულზე მცხოვრებ თამაზოს მანქანას უთქმელად წამოვიყვანდი და ვირბენდი ღამე თბილისის ქუჩებში.სიცილით თქვა დევიმ.
-ხანდახან საჭიროა სიგიჟეების ჩადენა.
-საკმარისია ისიც თქვენს გვერდით რომ ვარ,ესეც დიდი ასატანია.
-იდიოტო.შეუღრინა დევის ვასომ და ოთხივემ გულიანად გაიცინა.
-ბევრს ნუ ლაპარაკობთ და სადმე გააჩერე ლუდი ვიყიდოთ.უთხრა გიორგიმ.
-მე ისე წამოვედი არც ტელეფონი და არც ფული წამომიღია,არ ვიცოდი თქვენს გიჟურობას
მეც თუ ავყობოდი.
-ეს რა ტვინით სავსე ბიჭი გვესაუბრება.ირონია არ დააკლო დევის ვასომ და ისევ ერთხმაში იცინოდნენ,რომ სიცილი სახეზე შეაცივდათ,როცა პატრულმა მივიდა მათთან და მანქანის საბუთები მოითხოვა.ოთხივემ გაჩერდა და ერთმანეთს უცქერდნენ და შემდეგ ოთხივე გიჟებივით იცინოდა.
-აი შენი გიჟური გასეირნება.უთხრა ვასოს დევიმ და ისევ გადაიხარხარა.
-თავიდანვე ჩაგვამწარე და შენი ბრალია.სიცილით უთხრა ვასომ.პატრულმა ერთმანეთს გადახედეს და თვალებით უთხრეს ერთმანეთს რომ ეს ოთხი ვერ იყვნენ ნორმალურები.ოთხივე წინასწარი დაკავების საკანში მოათავსეს და მეზობელი თაზო გაოცებული და გაკვირვებული უცქერდა მის წინ მომღიმარ დევის.
-დევი?ეს შენ იყავი?რატომ არ მითხარი შვილო,მე თავად მოგცემდი გასაღებს.
-ძია თაზო ისე უცებ მოვიფიქრეთ,სიმართლე გითხრა არც კი დავფიქრებულვარ იმაზე,რომ შეგეშინდებოდა.
-შევხედე, მანქანა ეზოდან რომ გაიყვანეს და იმ წუთში პატრულში დავრეკე.
-არა უშავს,ზარალი ჩემზე იყოს მე გადავიხდი.
-გამოუშვით,ესენი ჩემი ბიჭები არიან.უთხრა სიცილით იქვე მდგარ პატრულის თანამშრომლებს თაზომ და ბიჭებთან ერთად დატოვა საპატრულო განყოფილება.დევი დიდი ენთუზიაზმით უყვებოდა თაზოს წუხანდელი ბიჭების მოულოდნელ სტუმრობას,რომ უეცრად თვალი გაუშტერდა და ცივად,გაბრაზებული ხმით უთხრა თაზოს.
-აქ გამიჩერე.თაზომ გააჩერა და უნდა გადასულიყო,რომ ვასომ შეაჩერა.
-ასე გადახვალ ამ ფორმაში დაენახვები და თან ეტყვი წუხელ სიგიჟე ჩავიდინე და დამაკავესო?დევი ჯერ სირცხვილია და მერე რას იფიქრებს ის გოგო.
-მართალი ხარ.თქვა დევიმ და კარები დაკეტა,ვასოს ტელეფონი გამოართვა და შეტყობინება გააგზავნა.
-,,თაია დევი ვარ,სად ხარ''.
-,,მეგობრებთან ერთად ვარ,შენ? ეს რაა, ნომერი გამოცვალე''?
-,,არა,ჩემი მეგობრის არის,კონკრეტულად სად ხარ მითხარი,იქ მოვალ''.
-,,კაფეში ჩვენს სასწავლებელთან ახლოში''.ტყუილი არ უთქვამს,მეგობრებთან ვარო მაგრამ ვინ არის ის ბიჭი?უბრალოდ მეგობარი?თუ.......გიჟივით გადავიდა ჯერ კიდევ გაუჩერებელი მანქანიდან,სახლში შევარდა წყალი გადაივლო,მოწესრიგდა და საჩქაროდ გავიდა სახლიდან.კაფეტერიას რომ მიუახლოვდა,მანქანა დააყენა ღრმად ამოისუნთქა და მაგიდებს შორის გაიარა,არავის არ აქცევდა ყურადღებას შეხედა თაია ტუალეტისკენ მიდიოდა და ყველას შეუმჩნევლად უკან გაყვა,უეცრად შემოაბრუნა და მის მონატრებულ ბაგეებს მოწყურებული დააკვდა.
-დევი?დაიბნა თაია და შეშინებულმა გულზე მიიდო ხელი.
-შეგეშინდა?
-შენ,შენ ნორმალური ხარ?
-მე ახლა ამ წუთში არა,ვინ არის ის პიჟ...ი შენს გვერდით რომ ზის,მე ხომ გითხარი ჩემს გარდა ვერავინ ვერ უნდა შეგეხოს და ახლოსაც არ უნდა დაგიდგესთქო.
-რა გჭირს,ეჭვიანობ?
-ვეჭვიანობ,ლამის ჭკუიდან გადავედი ვიღაც შენს გვერდით რომ დავინახე.
-ოოოო,ეს მომწონს.
-თაია ნუ მიწვევ,ვინ არის და რა უნდა.
-დამშვიდდი,მასზე არ უნდა იეჭვიანო და არც უნდა გაჭედო.
-ვითომ რატო,რა ის მამაკაცი არ არის?არა,ნუთუ?
-დიახ,დიახ სწორად მიხვდი ის გეი არის და ჩემს მეტმა არავინ არ იცის.
-გასაგებია,მაგრამ ახლა აქ რომ მყავხარ რა გიყო.მე რომ ვინერვიულე ეს ხომ უნდა გააბათილო?
-გაგიჟდი?დევი არ გაბედი ვიღაც შემოვა,სირცხვილია.დევის აღარაფერი აღარ ესმოდა,თაიას კაბა წამოუწია,ყელში აკოცა და სულ მალე თვით თაიაც ვეღარ თმობდა მას.ცეცხლი მოედო ორივეს მთელ სხეულზე,ვნება უფრო და უფრო გაძლიერდა.რა ემართებოდა დევის,თაიას შეხედავდა თუ არა მასში ვნება ფეთქდებოდა და მასთან უნდოდა გარკვეული დროის გატარება.ხანდახან ფიქრობდა უყვარდა თაია თუ მასთან მხოლოდ ვნება აკავშირებდა.ერთ დღესაც დარწმუნდა,რომ თაია მას არა მარტო ვნების გამო უნდოდა ჰყოლოდა,არამედ მიხვდა რომ ის მისი თანატოლებისაგან გამოირჩეოდა სხვა ღირებულებებით.დარწმუნებული იყო ქალთან სექსი სიყვარულის გარეშე,ეს ხომ იგივეა რაც რძე უშაქროდ.დევის თაია უყვარდა მისი სხეულის ყველა ნაკვთით.დაოკდა ვნება და ორივემ აჩქარებული სუნთქვის დარეგულირებას შეეცადა.
-მოწესრიგდი და გამოდი გარეთ დაგელოდები.უთხრა ჩურჩულით.
-არა ნორმალური ხარ,შენ ჩამოყალიბებული გიჟი ხარ.გადი ახლავეს და ფრთხილად არავინ დაგინახოს.უთხრა თაიამ და კაბა გაისწორა.დევიმ კი წყალი შეისხა სახეზე და კიდევ ერთი ვნებიანი კოცნა დაუტოვა თაიას და გარეთ გასვლამდე გარემო მოათვალიერა,შემდეგ თაიას თვალი ჩაუკრა და ისე დადგა,რომ თაიას გასვლის შემდეგ მივიდოდა მათ მაგიდასთან.
-სად ხარ ამდენი ხანი.უთხრა თათამ და ელენემ.
-ნაცნობი ვნახე შემთხვევით და ვსაუბრიბდით.უცებ შეთხზული ტყუილით მოიცილა მეგობრები და შეუერთდა ისევ სხვებს.
-აუუუუ,შეხედეთ რა მაგარი ტიპი დგას შემოსასვლელში.თქვა ერთმა და ყველამ იქით გაიხედა,დევი კი ტელეფონზე საუბრობდა შემდეგ გაბრაზებულმა გათიშა ტელეფონი და პირდაპირ თაიასკენ აიღო გეზი.
-აქეთ მოდის?იკითხა იგივე გოგონამ.მიახლოვდა შეკრებილთ და გაოცებულ სახეებს თვალი აარიდა,დაიხარა და თაიას ყურში უჩურჩულა.
-მოვედი ჩემო პრინცესავ.შემდეგ კი ყველას მიესალმა.
-დევი?გამარჯობა.ისე გაიკვირვა თაიამ დევის იქ ყოფნა,თითქოს თვეებია არ ენახოს.დევიმ ორივე ხელები მოხვია და გულზე მიიკრა.თაიამ თავი დაიხსნა თუ არა დევის მკლავებიდან მეგობრებს მიუბრუნდა.
-გაიცანი,ჩემი კურსელებია.
-სასიამოვნოა.თქვა დევიმ და ყველას მიესალმა კიდევ ერთხელ.
-თქვენ კი გაიცანით,დევი დევიძე..............
-თაიას შეყვარებული.თქვა დევიმ და თაიას წელზე მოხვია ხელი.გოგონები ხან თაიას უცქერდნენ და ხან დევის.თათა და ელენი ისე უცქერდა თაიას მიხვდა,რომ უკვე დრო იყო მათთვის ყველაფერი უნდა ეთქვა.
-დავსხდეთ ცოტა ხნით თუ გინდა წავიდეთ.
-არ გეჩქარება,ვარჯიში არ გაქვს დღეს?
-ვიყავი ვარჯიშზე.
-მაშინ დავსხდეთ ცოტა ხნით.დაბნეული იყო თაია.დევიმ ადვილად გამონახა საერთო ენა თაიას კურესელ ბიჭებთან და რამოდენიმემ კიც იცნო დევი.
-დევი დევიძე?ვაუუუ,რა სიურპრიზია,თქვენს ყველა გამოსვლას ვყურობ,მე თქვენი ფანი ვარ.
-მადლობა,ძალიან გიყვარს ძიუდო?
-კი,ერთი პერიოდი მინდოდა რომ მევლო მაგრამ არ მქონდა საკმარისი მონაცემები.
-მონაცემები ყოველთვის გვაქვს,მონდომება არ გქონდა საკმარისად.
-ალბად ასეცააა.
-თვის ბოლოს სერიოზული შეხვედრა გვაქვს თურქეთში,თუ სურვილი გექნებათ შემიძლია ბილეთები გისაჩუქროთ და სასტუმროც ჩემზე იყოს სამი დღით.ბიჭები აღფრთოვანებულები შეხვდნენ დევის შემოთავაზებას და სიხარულით დათანხმდნენ.
-შენ?არაფერს არ იტყვი,არ წამოხვალ?შეეკითხა მის გვერდით ჩუმად მჯდარ თაიას და მხრებზე ხელი მოხვია,ტუჩები საფეთქელზე მიაკრო და უჩურჩულა.
-გინდა მოვიდე შენებთან და დაველაპარაკო?
-არა,მე თავად მოვაგვარებ.
-კარგი,ერთ კვირაში მითხარი რამდენი იქნებით და ბილეთებს გადავდებ,სასტუმროსაც დავჯავშნი.
-თაი წამოდი რა ერთი წუთით.ფეხზე წამოდგა თათა და კნუტის თვალებით შეხედა თაიას.დევის გაეცინა და თაიას უთხრა ჩუმად.
-დაკითხვაზე გაყავხართ,არ შეგეშინდეს ძლიერი უნდა იყო.
-მასხარა.უთხრა თაიამ და ცოტა ხმამაღლა მოუვიდა თქმა რაზედაც ორივეს გაეცინა.თათა და თაია ტუალეტისაკენ წავიდნენ,რომ სადღაც ორ წუთში თაიას ტელეფონმა დარეკა და არ ჩერდებოდა ზარი,დევიმ აიღო ტელეფონი და უცხო ნომერი რომ დაინახა თავად უპასუხა.
-გისმენთ.
-თაია ჟორჟოლიანი მინდოდა.
-რა ხდება,მე მითხარით გასულია ამ წუთში.
-ნათესავი ხართ?
-უფრო მნიშვნელოვანი ნათესავზე,მისი საქმრო ვარ.თქვა დევიმ სერიოზული ხმით.
-ვწუხვარ,რომ ცუდი ამბავი უნდა შეგატყობინოთ.ბატონი კონსტანტინეს და მისი მეუღლე ქალბატონი მარის ავტო საგზაო შემთხვევა მოუვიდათ და დაიღუპნენ.
-რა?როდის,როგორ,სად უნდა მოვიდეთ.დევიმ ხმა ვეღარ გააკონტროლა და მის გაუკონტროლებელ ხმაზე ყველა მას უცქერდა.დევიმ თავი ასწია და უკვე ჩაწითლებული თვალებით უცქერდა მისკენ მომავალ მომღიმარ თაიას და თან ტელეფონს მაგრად უჭერდა ხელს.
-ღმერთო რა საშინელებაა,როგორ უნდა ვუთხრა თაიას.იქვე წყლით სავსე ჭიქა იდგა არც უკითხია ვის ეკუთნოდა და სულმოუთქმელად დალია.
-დევი რა გჭირს,ცუდად ხარ.
-თაია.
-რა მოხდა ასე უცებ.
-თაია უნდა წავიდეთ.
-ნუ მაშინებ,მშვიდობაა.
-შენს ტელეფონზე დარეკეს,ზარი არ წყდებოდა და მე ვუპასუხე.
-მერე?ვინ იყო ან რა უნდოდა.
-უცხო ნომერი იყო და მან..........
-რა მან დევი.
-მან ცუდი ამბავი მითხრა.
-რა,რა გითხრა.
-მოდი ჩემთან.ორივე ხელებით მისკენ მისწია თაია და გულში ჩაიკრა,თან წყნარად და გაწონასწორებულად ესაუბრებოდა,ყველა დევის უცქერდა.
-მითხარი რა ხდება დევი.
-შენი მშობლები ავტო საგზაო შემთხვევის მსხვერპლნი გახდნენ.თაია ჯერ გაშეშდა,გაშტრერდა და თავი მაღლა ასწია დევის თვალებში შეხედა და ნელა ნელა მისი შავ თვალებში ცრემლის გუბეები გაჩნდა.ინსტიქრად ტელეფონისაკენ გასწია ხელი თომას ნომერი აკრიბა და ელენეს მისცა.
-გისმენ თაია.
-თომა ელენი ვარ,სად ხარ.
-მეგობართან ვარ,რა ხდება.
-სასწრაფოდ ჩვენს ბარში მოდი,თომა სასწრაფოდ.
-რა ხდება,თაია ხომ კარგად არის.
-გელოდებით,სასწრაფოდ მოდი.ელენემ წესიერად ვერც კი გაიაზრა რა მოხდა,რომ თომა უკვე იქ იყო.რას გრძნობდა თაია?ტკიოდა სული რომლის მოთმენაც არ შეეძლო,ეს ტკივილი ხომ პირდაპირ მის სულს და გულს შეეხო.მკერდის არეში გაიარა ტკივილმა და გულის ირგვლივ დაიწყო ნელა ნელა ტრიალი.მისი ლამაზი ცხოვრება,ხომ დღემდე ლამაზი ფერებით ელვარებდა,დღეს კი,ცხოვრების რთულ ლაბირინთებში გაიჭედა.
-რა ხდება,თაია როგორ ხარ.თაიამ დევის მკლავებიდან თავი ასწია და ჩამქარალი,ტკივილით სავსე თვალები შეანათა თომას და ორივე ხელებით მისკენ წავიდა.თომამ მისი ხელებიც შეაგება უკვე აღრიალებულ დას და ორივე ერთმანეთს ჩაეხუტა.
-თომა მამას სულ ვეჩხუბებოდი,სულ მინდოდა სადღაც შორს გავქცეულიყავი.
-ჩუუუ,დაწყნარდი მითხარი რა მოხდა.ტირილით უთხრა თომას რაც მოხდა და თავადაც დაიბნა,პორველად იგრძნო თავი უმწეოდ და უსუსურად.
-თაია უნდა წავიდეთ,გველოდებიან.უთხრა დევიმ,თომამ დევის შეხედა და მისი იქ ყოფნა გაუკვირდა,მაგრამ ახლა არ ჰქონდა იმის ძალა გაერკვია თუ რას აკეთებდა დევი დევიძე თაიას გვერდით.ერთად წავიდნენ საავადმყოფოში და დევიმ მოაგვარა ყველაფერი,ექიმიც ნახა თომასთან ერთად.
-ვწუხვარ,ვეცადეთ მაგრამ ვერ შევძელით ვერცერთის გადარჩენა.თომას ფერი დაეკარგა და თაიას შეხედა,მიხვდა და გაანალიზა,რომ მხოლოდ ის იყო იმ დღიდან თაიას საყრდენი,იმედი და ძალა.დევიმ თაიას შემოხვია ხელები და უთხრა.
-იტირე,ნუ ეცდები მეტისმეტად ძლიერი იყო.გულში მოწოლილ ტკივილს გარეთ გამოსვლის საშუალება მიეცი.თაია დაცლილი იყო ემოციებისაგან და დევის მკლავებში სუსტ და უსუსურ მფრინველს ჰგავდა.
-იტირე,თაია საკუთარი თავის დათრგუნვამ შეიძლება სერიოზული ზიანი დაგიტოვოს.იტირე საყვარელო და გული უფრო მშვიდად გექნება ემოციებისაგან რომ დაიცლება.ეჩურჩულებოდა დევი და მისი ჩურჩული,მისი სიახლოვე თაიას უდიდეს ძალას და ენერგიას აძლევდა.
სულის ტკივილი და მოლოდინში წუთების თვლა,ტკივილი რომელსაც ვერ აჩუმებ,ვერ აყუჩებ და ვერც უმკლავდები.დაკარგულ დროს უკან ვერ იბრუნებ,გენატრება და ვერ ეხები.თვალებში ცრემლი არ შრება,გენატრება და ვერ ხედავ,ეძახი და ვერ აგონებ შენი ხმა სადღაც ექოში იკარგება.საშინელი განცდაა ეს ყველაფერი,როცა სულის ამოსვლას ჰგავს ტკივილი და როცა არავის არ ესმის.ტკივისგან ყვირილი გინდა,გინდა ტირილი,მაგრამ ჩუმდები და ტკივილს გულში იკლავ.გავიდა დღეები,თაია ჩაიკეტა მისთვის აღარც სასწავლებელი იყო და აღარც მეგობრები.
-თაია რამდენი ხანი გინდა იყო ასე სიბნელეში დამჯდარი.უთხრა თომამ ერთ დღეს.
-რამდენ ხანსაც გავძლებ.
-არ გინდა რა,ასე ნუ დასჯი შენს თავს,ხომ იცი მეც მიჭირს და როგორც შენ მეც ისე დამაკლდა ორივე,მაგრამ განა შეიძლება დროის უკან დაბრუნება?
-სიცოცხლე აღარ მინდა თომა.
-ადე,დევი არის მოსული. ყოველ დღე აქ არის და არ ელაპარაკები,შენი ნახვა უნდა ამჯერად ვერ იტყვი უარს.რატომ არ მითხარი დევი დევიძეს თუ იცნობდი და უფრო მეტი,სერიოზულიად ფიქრობს შენზე.
-მეგონა შენ და მამა მიყვირებდით.
-ახლა ნუ გეშინია,მამა აღარ არის და მე მომწონს დევი,მისი ფანი ვიყავი ყოველთვის.მე გავალ და მას შემოვუშვებ.ცოტა ხანში ფეხის ხმა გაიგონა,შემდეგ ფარდები გადაწიეს და ოთახში სინათლე შემოვიდა.
-როდემდე გინდა ჩაკეტო შენი თავი,გგონია ასე უკეთესად იგრძნობ შენს თავს?
-შენ ჩემს ადგილზე რას გააკეთებდი.
-მეც იგივეს გავაკეთებდი,მაგრამ საკმარისია თაია სასწავლებელში უნდა იარო,გარეთ უნდა გახვიდე.
-გარეთ გასვლით არ ვიცი თუ უკეთესად ვიგრძნობ თავს,მეც არ ვიცი რა მინდა.
-ვიცი,რომ უეცრად შეიცვალა შენი ცხოვრება,მაგრამ ძალა უნდა ჰპოვო და უნდა მიეჩვიო ამ ტკივილთან ერთად ცხოვრებას.
-მეშინია.
-რისი,შენ ხომ თომა გყავს გვერდით,მე გყავარ.უნდა გესმოდეს უკვე რომ თავად მოგიწევს ყველა პრობლემებს გაუმკლავდე.
-არ მიდის და არ მტოვებს ჩემი გონებიდან უსიამოვნო ფიქრები,ისინი ვერ გავდევნე.
-წავლენ,ისინიც დაგტოვებენ როცა შენში სუსტ წერილს ვეღარ ნახავენ.ახლა ახალია სულის ჭრილობა,მას ხომ ჯერ ისევ სისხლი სდის.გაივლის,ყველაფერი გაივლის თაია.
-შენს ადგილზე რომ ვიყო ახლა,მეც იგივეს ვიტყოდი რადგან დამემშვიდებინა ჩემი მეგობარი,ან ახლობელი ვინც კი იქნებოდა ჩემს ადგილზე,მაგრამ აქ მე ვარ და მე მტკივა სული,მაგ სისხლი მე მდის ჭრილობებიდან რომელიც ჯერ კიდევ დიდხანს არ შეხორცდება.იცი,ჩემს თავზე ვბრაზდები და ძალიან ვბრაზდები.
-რას ამბობ,რატომ უნდა უბრაზდებოდე შენს თავს,შენ რა შუაში ხარ.
-მამა მკაცრი იყო,მე კი არ მომწონდა მისი გადამეტებული სიმკაცრე,ყოველ ფეხის ნაბიჯზე კონტროლი და ამის გამო სულ ვკამათობდით.რომ შემეძლოს ყველა იმ სიტყვას უკან დავიბრუნებ, რაც კი მისთვის მითქვამს გაბრაზებულზე.ბოდიშის მოხდაც ვერ მოვასწარი,ვერც ის ვუთხარი მისი სიმკაცრის მიუხედავად თუ როგორ ძალიან მიყვარდა.
-ეს უბედური და გაუთვალისწინებელი შემთხვევა იყო,შენ ისინი ახლა გისმენენ და ეღიმებათ შენს გულუბრყვილო სიტყვებზე,რადგან ხვდებიან როგორ ძალიან განიცდი მათ დაკარგვას.შენ კარგი შვილი ხარ თაია და ისინი მუდამ იამაყებენ შენით.
-ნეტა შემეძლოს ახლა მათი დანახვა.
-თაია უნდა გამოვფხიზლდე,მამაშენმა დიდი საქმე დაგიტოვათ,იმ ყველაფერს გაძღოლა ჭირდება თორემ დასუსტებულს და დაუძლურებულს რომ გნახავს მტერი შიგნიდან შემოგესევა და ვერ შეძლებ გამკლავებას თუ ძლიერი არ იქნები.
-დევი საერთოდ არ მაინტერესებს ახლა არც კომპანია და არც ფული,თუმცა ის რომ კომპანიას მიხედვა ჭირდება ეს სიმართლეა და გეთანხმები.ჩვენ არ ვიცით ვის ვენდოთ,ვის მივეკედლოთ.
-ამას გული გეტყვის თავად იქ რომ მიხვალ.
-შევძლებთ?
-შევძლებთ არა,თაია შენ შეძლებ რადგან მე კომპანიაში არ ვაპირებ მუშაობას,მე ჩემი ოცნებები მაქვს,ამიტომ კომპანია მთლიანად შენს განკარგულებაშია.თუმცა,რომ არ იფიქროს ვინმემ მარტო უძღვები ამ ყველაფერს,დასაწყისში,გარკვეული ვადით მეც და თომაც შენს გვერდით ვიქნებით.
-შემდეგ კი აუღებ ალღოს მუშაობას და შესაძლებელია ჩვენ იქ აღარ გაგვაჩერო.დევის სათქმელი თომამ დაასრულა და სამივეს გაეცინა.
-მაშ ასე,ხვალ დილით სამივე კომპანიაში მივდივართ.ახლა წავალ და დილით გამოგივლით,შენ ახლავეს ადგები და თავს მიხედავ,კარგი?
-კარგი.უთხრა თაიამ და ფეხზე წამოდგა,მაგრამ ამდენი წოლისგან თავბრუ დაესხა და დევის ხელი რომ არა ძირს მოადენდა ზღართანს.
-დასუსტებული ხარ თაია და აუცილებლად ვიტამინები უნდა მიიღო რომ მოძლიერდე.ნუ ცახცახებ,ცხოვრება მკაცრია და ხანდახან გგონია ვერ შეძლებ,ვერ გაიტან თავს მაგრამ შენს ბედს როგორც გაკვალავ ისე წახვალ წინ.მყარად დადექი ფეხზე,თაია წინ ძალიან საპასუხისმგებლო საქმე გელოდება და ეს შენი კომპანიაა.



№1  offline წევრი მია15

შეუდარებელი და სუპერ თავი იყო.ყოჩაღ.მომეწონა.ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

შემეცოდა თაია და თომა.საინტერესო და კარგი თავი იყო.მაგრამ ახლა იცით რა მაინტერესებს?დევის სიზმარს ასე კარგად არ აღწერდით რამე რომ არ გქონდეთ ჩაფიქრებული და იმედია ცუდი არაფერი მოხდება.ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№3  offline მოდერი zia-maria

მია15
შეუდარებელი და სუპერ თავი იყო.ყოჩაღ.მომეწონა.ველოდები შემდეგ თავს

როგორ მახარებ შენ მე. kissing_heart

La-Na
შემეცოდა თაია და თომა.საინტერესო და კარგი თავი იყო.მაგრამ ახლა იცით რა მაინტერესებს?დევის სიზმარს ასე კარგად არ აღწერდით რამე რომ არ გქონდეთ ჩაფიქრებული და იმედია ცუდი არაფერი მოხდება.ველი ახალ თავს

heart_eyes ლანა როგორ მავსებ შენი სითბოთი სავსე სიტყვებით,მადლობა ჩემო საყვარელო და ერთგულო ადამიანო. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent