ცხოვრების თამაში.თავი 5
ყველამ კარგად ვიცით,რომ ქალი სუსტი,ნაზი და ძალიან მგრძნობიარე არსებაა.მას ზრუნვა,ყურადღება და მოფერება სჭირდება,თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი გამბედავი და ძლიერია ქალი,რომ ნებისმიერ მამაკაცს შეშურდება მისი.ექვსი თვე გავიდა,რაც თაიამ მამის კომპანიას ჩაუდგა სათავეში.ბევრი გაანთავისუფლა სამსახურიდან,ბევრი ახალი კადრი დაამატა და თავის შერჩევით აიყვანა ახალი,ნიჭიერი და გამოცდილი კადრები.სწავლობდა და თან კომპანია მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილი გახდა,ის დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა მამის წინაშე და პატივს სცემდა მშობლების ხსოვნას.ბევრს ფიქრობდა რა როგორ გაეკეთებინა,როგორ უფრო უკეთესი იყო და ბოლოს თომას დაუკითხავად არაფერს არ წყვიტავდა.თომას ნდობა უკვე დიდი ხანია მოპოვებული ჰქონდა თან უხაროდა,რომ გვერდით ძლიერი გუნდი ჰყავდა.თაიამ ისე შეისისხლხორცა კომპანიის სახეები,რომ სამუშაო რეჟიმი არა თუ დამქანცველი,არამედ მისთვის სასიამოვნო პროცედურაა.ის ახალ-ახალ საქმეებს აზარტულ გამომწვევაში გადაჰყავს და ყველაზე მთავარი,თაია ძალიან აფასებს კომპანიის ყველა თანამშრომელს.ის ყველას უყვარს და მისი მოსვლით იმ კედლებში გარემომ გაიღვიძა და ყოველ დღიურად მოტივაცია უფრო და უფრო ძლიერია.რომ არა სუსტი ქალის დანახვით მტრების შემოსევა მის ირგვლივ და დევის და თომას ძლიერი მხარდაჭერა,შეასაძლოა ასეთი რისკიანიც არ ყოფილიყო 20 წლის ასაკში.მათი გვერდით დგომა პირველ ხანებში თაიასათვის ეს დიდი სტიმული იყო.პარასკევი საღამო იყო და სახლში მისულმა ძალიან დაღლილმა თომას უთხრა. -წყალს გადავივლებ და დავწვები. -არ შეჭამ არაფერს? -ძალა არ მაქვს რამე მოვამზადო. -კარგი რა მე მოვამზადე ვახშამი,ტყუილად ვიწვალე?გაეცინა თომას. -რა?როდის იყო რამეს ამზადებდი,რა მოამზადე.გაეცინა თაიას. -ქათამი სოკოში და მაიონეზში. -აუუუფ,აუცილებლად დავაგემოვნებ.წავიდა წყალი გადაივლო,წყალმა დაღლილობა მოუხსნა და მიხვდა,რომ წყალზეა დამოკიდებული პლანეტის კლიმატი. წყალი რომ არა,ალბად გადაიქცეოდა უსიცოცხლო ქვების გროვად.წყალი ხომ იდუმალ ნივთიერებაა დედამიწაზე,ადამიანის ცხოვრებაში კი აუცილებელი და ყოველდღიური სიცოცხლის ელექ.ცოტა ხანი კიდევ გაჩერდა ძლიერი ჭავლის ქვეშ,უკვე ტანს იმშრალებდა და თან ეცინებოდა ერთი სული ჰქონდა როდის დააგემოვნებდა თომას გაკეთბულ ვახშამს,რომ მოულოდნელად თომას ყვირილი შემოესმა.შეშინებულმა ნახევრად სველ ტამზე ხალათი შემოიმცვა და თომას წინ დადგა გაოცებული. -რა მოხდა,თომა რა გაყვირებს რა გჭირს. -მიმიღეს,მიმიღეს თაია თანხმობა მომივიდა.თაია გაშტერებული იდგა,ვერაფერი გაეგო და თომას გაოცებული უცქერდა. -გამაგებინებ და ამიხსნი რა მოხდა,სად მიგიღეს? -ნიუ-ორკში სამხატრო აკადემიაში ჩემი ნახატები გავაგზავნე და მიმიღეს,თანხმობა მომივდა. -ღმერთო, რა კარგია.ეს ხომ შენი ოცნებაა, ბავშვობიდან ამას ოცნებობ თომა. -როგორც იქნა ახდა ჩემი ოცნება,ვერ წარმოიდგენ რა ბედნიერი ვარ თაია. -მე?მე,რომ მარტო ვრჩები?ცრემლით აევსო თვალები და არც უნდოდა თომასთვის გული ეტკინა. -რატომ მარტო,დევი ხომ გყავს? -მერე რა რომ მყავს. -ერთად იცხოვრებთ,თქვენს ურთიერთობას სახელს დაარქმევთ და დიშვილებსაც დამახვედრებთ.თვალი ჩაუკრა თაიას და თაიადან იქვე მდივანზე დადებული პატარა ბალიშიც კი მიიღო თავში. -მოიცადე,შენ სერიოზულად ეკიდები უკვე შენს საქმიანობას და ვიცი რომ დიდი შემოქმედი და ხელოვანი ადამიანი იქნები,ხომ ასეა. -ასეა,ეს ხომ ჩემი ოცნებაა.მართალია მამას არ აინტერესებდა და არ უნდოდა მე ამ გზას გავყოლოდი,მაგრამ უარს ვერ ვიტყვი იმაზე რაც ძალიან მიყვარს და მიზიდავს. -მართალი ხარ,გეთანხმები.რამდენი ხანი უნდა იყო იქ? -ეს ვნახოთ,შესაძლებელია 6 თვე.შესაძლებელია 1 წელი ან 3 წელი.ვნახოთ,როგორ ავეწყობი იქაურ ცხოვრებას. -ცხოვრება შენს წინ არის თომა.არ ნიშნავს ეს ბევრს მე მომწონს თუ არა შენი არჩევანი,მთავარია აკეთებ იმას, რაც შენს გულს უნდა და უხარია.მართალია ძნელია მარტო ყოფნა,ძნელია როცა სახლში შემოვალ და აქ აღარ დამხვდები. -შენი თუნდაც შორიდან ჩემს გვერდით ყოფნა,ეს დიდი შვებაა თაია.არ დაგავიწყდეს ჩვენ ორნი ერთი სხეულის ნაწილები ვართ და ასე ვიქნებით ბოლომდე.წამოდი ახლა არ დააგემოვნებ ჩემს ნახელავს?თაიას გაეცინა და ხელი-ხელ გადახვეულები შევიდნენ სამზარეულოში. -თეფშზე კარგად ჩანს შენი შექმნილი შედევრი,მაგრამ გემო? -არ მოგეწონა? -კი კარგია,მაგრამ.......... -რა მაგრამ თქვი თაია.მთელი გული ჩავდე ამ სალათის მომზადებაში,იცი როგორ გაფაციცებით ვამზადებდი არ მომისწროსთქო,რადგან შეგეშინდებოდა აქ შემოსვლა.თაიას გაეცინა და სიცილით უთხრა თომას. -უმარილოა,მარილი დაგავიწყდა? -მარილი?თომამ გასინჯა და თავადაც დაიჭყანა.-უი,დამვიწყებია. ორივეს გულიანად გაეცინა, მარილი დაამატა თაიამ ხელახლად გადაკმაზა და ორივემ ერთად მიირთვა. დღეები გავიდა და დევი დაიკარგა,არ ჩანდა.ტელეფონზე ხან არ პასუხობდა,ხან გათიშული ჰქონდა ნომერი.თაიას უკვე ნერვები პიკზე ჰქონდა და ყველას ეჩხუბებოდა,ზოგს უმიზეზოდაც კი.ერთ დღესაც მანქანთ მიდიოდა,რომ დევი დაინახა ვიღაც მაღალ ფეხებიან ქალთან ერთად,რომელზედაც ხელი გადაეხვია და ორივე გულიანად იცინოდნენ.გაბრაზდა,უკვე გვიანი ღამე იყო სახლში მისულმა წყალი გადაივლო,დევის ნომერზე ისევ დარეკა და ისევ გათიშული ჰქონდა.ჯერ დაიბნა,ადგა გაბრაზებულმა და ღამის სამ საათზე ვაშლის პეროგოს კეთება დაიწყო.თომას ხმაური შემოესმა და თმა აბურძგნული გამოვიდა მისი ოთახიდან.სამზარეულოში შევიდა და შეხედა თაია ვაშლს აწიწილაქებდა,წარმოიდგინა,რომ თაია გაბრაზებულ გულზე იმ დანას ვაშლზე კი არა ვიზედაც იყო გაბრაზებული მას ურტყამდა.ჯერ უყურა და შემდეგ წყნარად შეეკითხა. -რას აკეთებ თაია. -ვაშლის პეროგს. -ღამის 3 საათზე? -გინდა თუ არა. -კარგი,გააკეთე და შევჭამ.მხრები აიჩეჩა თომამ და იქვე ჩამოუჯდა თაიას. -ისე თუ დამიჯერებ,არ გინდა ვაშლის პეროგი და უბრალო ხილის სალათა გააკეთე,მსუბუქია და კუჭს არ დაამძიმებს. -კარგი.დათანხმდა თაია და თუ რამ ხილი მოიძებნებოდა მაცივარში ყველაფერი გამოალაგა. -რატომ ხარ ასეთ მდგომარეობაში. -ყოფილხარ როდისმე ისე,რომ გინდა შენს გარშემო ყველაფერი დაანგრიო და დაამსხვრიო? -არა,ასეთ მდგომარეობაში არასდროს არ ვყოფილვარ და არც მინდა რომ ვიყო.ვცდილობ,რომ არ აღმოვჩნდე. -მშვიდი ნერვების პატრონი ხარ და მოუფრთხილდი,დედას გავხარ ის იყო ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული. -შენ კი მამას გავხარ შეუპოვარი,ჯიუტი,მებრძოლი,მტკიცე,უხეშიც კი შემიძლია გიწოდო მაგრამ ხანდახან. -მართალი ხარ,სწორედ ეს თვისებები მახასიათებს მეც,როგორც მამას. -დაურეკე ტელეფონზე,დაკავეულია.ხომ იცი რომ ვარჯიშები აქვს,მნიშვნელოვანი გამოსვლისთვის ემზადებოდა თურქეთში.და კიდევ,ისეთ ცნობილ პიროვნებას,როგორც დევი დევიძეა ბევრი დრო არ აქვს სრული თავისუფლებისთვის. -გაჩუმდი,სხვისთვის აქვს დრო და ჩემთვის არა. -როგორ? -დავნახე,სხვასთან ერთად იყო. -ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვისთანაც დაინახე ის მისი საყვარელია.იქნებ ახლობელია,იქნებ მეგობარია ან სულაც ნათესავი.შენ უნდა დაამსხვრიო ის კედელი,რომელიც შენს წინ ააშენე და მოიშორე ეს ეჭვიანი ქალის წიკები,ვერ ვიტან როცა ქალი ეჭვიანობს.გაბრაზებულმა უთხრა თაიას თომამ და მარტო დატოვა თავის ხილის სალათასთან ერთად.შვიდი თვე გავიდა, არ ენახა დევი.სხვებისთვის ეს დრო არ იყო ბევრი,მაგრამ მისთვის ეს დრო მთელი შვიდი საუკუნე იყო და სადაც იყო დეპრესია დაემართებოდა მონატრებისაგან,მაგრამ ისეთი ქედმაღალი იყო ტელეფონზეც აღარ ურეკავდა.გულში იხვევდა იმედგაცრუებას და ცდილობდა კარგზე ეფიქრა,რადგან ადამიანის ცარიელი ტვინი ხომ ვაკუუმია და ამიტომ უნდოდა სულ დატვირთული ყოფილიყო ფიქრის დრო რომ არ ჰქონოდა.უნდოდა და ცდილობდა შემოეტანა მეტი სინათლე მის გარშემო მყოფებისთვის,არ უნდოდა მიჩვეულიყო ყოველდღიურ მოწყენილ ცხოვრებას.არ ამბობდა,მაგრამ უკვე დარწმუნებული იყო,რომ დევისთან ორ წლიანი ყოფნა,ეს იყო მისი არც თუ ისე მოკლე საზაფხულო რომანი.მიეჩვია ნელა-ნელა და ცდილობდა მისი სული და შინაგანი სამყარო მაინც ყოფილიყო გაბრწყინებული გავლილი ლამაზი მოგონებებით.იმდენი საქმე დაუგროვდა,აღარ ფიქრობდა დევიზე ის ფიქრობდა ახალ-ახალ პოზიტივზე რადგან გაეგრძელებინა მოწყენილი ცხოვრება,მისივე შექმნილი ნათელი ფერებით.უკვე ზამთარი იდგა,თომა წავიდა ნიუორკში აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად თაია კი მარტო დარჩა, ჯერ ვერ შეეგუა თომას არ ყოფნას,უხალისოდ მიდიოდა ყოველ საღამოს სახლისაკენ,ახლაც დაკეტა კაბინეტი და სახლის გზას მოწყენილი გაუდგა,მაგრამ თათამ დაურეკა. -თაია სად ხარ. -სახლში მივდივარ. -ისევ უხასიათოდ ხარ? -თქვი რა გინდა თათა. -ჩვენს ბარში ვართ ყველა ერთად,მოხვალ? -მოვალ,სახლში ვინ მელოდება რომ მივიჩქარი.მომბეზრდა მარტო ცხოვრება,უკვე მარტო ჭამასაც არ აქვს გემო თათა. -გელოდებით. -მელოდები-თ?ვინ არის მანდ კიდევ? -მოდი,ნუ კარგავ დროს საუბარში.თაიამ მხრები აიჩეჩა და ნაცნობ ბარისკენ აიღო გეზი.დიდი დრო იყო გასული რაც აქ არ ყოფილა და კარი შეაღო თუ არა ალკოგოლის და სიგარეტის სუნმა გააბრუა და სუნთქვა შეეკრა.გულზე მიიდო ხელი და თან თვალი მოავლო გარემოს და თათა აწეული ხელიც დაინახა.ნელა ნელა დაიძრა მეგობრისკენ და თან გაკვირვება ესახებოდა მის სახეს.მეგობრების მაგიდას მიუახლოვდა და იქ გიორგი,ვასო და ნიკა რომ დაინახა გაოცებულმა შეავლო სათითაოდ სამივეს თვალი და დაბნეულმა ყველას საერთო მისალმებით მიესალმა. -გამარჯობათ. -ვასომ ფეხზე წამოდგა და თაია გადაკოცნა. -როგორ ხარ თაია. -მადლობა,კარგად ვარ. თქვენ?საუბრობდა,მაგრამ ვერ ახსნა ამ სამი ადამიანის ყოფნა მის სამეგობროში რას მოასწავებდა ან სად იყო დევი?მოულოდნელად ნაცნობი სურნელი შეერია სიგარეტის სუნს და ყურთან ნაცნობი ჩურჩულიც გაიგონა. -ფიქრი დადებითად მოქმედებს ტვინზე,თუ კარგ იდეებზე ფიქრობს.მაგრამ ვიცი რაზედაც ან ვისზედაც ფიქრობ ამ წუთში,,სად არის დევი''?დევი კი აქ არის,შენს ახლოს დგას და ერთი სული აქვს გითხრას თუ როგორ ძალიან მოენატრე.თაიას აღთქმის და მოძრაობის უნარი დაეკარგა,7 თვე არ გსეგონა ეს ხმა,7 თვე არ უნ ახავს.ნელა-ნელა მიაბრუნა თავი გვერძე და მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა,დევიმ იმ წუთში დაინახა მის საყვარელ თვალებში დამალული სევდა,მაგრამ უფრო მეტი გაბრაზება და თავი ახლა უფრო დამნაშავედ იგრძნო.გამხდარი ეჩვენა თაიას დევი,მაგრამ უფრო სიმპატიური.მის გვერდით სკამი გამოსწია და უკითხავად დაჯდა და თაიამ გაოცებულმა შეხედა მარჯვენა ფეხი გიფში ჩასმულს და ხელში ყავარჯენს. -რა გჭირს,რა დაგემართა.რა შეგემთხვა,სად იყავი.მიაყარა კითხვები. -ომში იყო,თურქებს ბათუმის წაღება უნდათ და დევი შეებრძოლა,ამიტომ ფეხი მიამტვრიეს. -თქვენ ხუმრობთ?როგორ ფიქრობთ,მე ვარ ხუმრობის ხასიათზე?აბა მკითხეთ მაინც როგორ ვიყავი მთელი ეს დრო.თქვა თაიამ გაბრაზებულმა და დევის შეხედა. -მაპატიე,არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში გენახე. -არა,არ გაპატიებ,რადგან შეგეძლო ერთი ზარი,ერთი შეტყობინება გამოგეგზავნა. -თაია ცუდად ვიყავი,ახლაც ცუდად ვარ მაგრამ მოვედი. -უნდა გეფიქრა აქ მოსვლამდე,მე მიგიღებდი თუ არა. -ჩიტებიც კი ჩხუბობენ ხანდახან,მაგრამ მალე რიგდებიან.თაიამ გაბრაზებულმა შეხედა და ფეხზე ფეხი მიარტყა რაზედაც დევის ტკივილისაგან სახე დაეშალა და მკაცრად უთხრა. -მე არა ვარ ჩიტი,მე ადამიანი ვარ,ქალი რომელსაც შენგან განსხვავებით გული აქვს და გრძნობები.შემდეგ კი თათას შეხედა და უთხრა. -შენ კი ამ ტყუილისთვის დაისჯები. -თაია მე................. -არ არის საჭირო თავის მოსაწ....ბა,შენ იცოდი მე როგორ ვიყავი და როგორ განვიცდიდი.ადგა და უნდა გასცლოდა მაგიდას,რომ დევიმ მკლავში ჩაავლო ხელი და მკაცრად უთხრა. -შენ,შენ თუ ახლა აქედან წახვალ თაია,მე სამუდამოდ დამივიწყე. -დასაფიქრებელი არაფერია, დევი მე მივეჩვიე უკვე უშენობას და თითქმის დავიწყებულიც კი მყავდი,რომ არა დღეს ეს შეხვედრა. -კარგად დაფიქრდი თაია. -ყველაფერს გპატიობ,მაგრამ არა იმას რომ შენ გტკიოდა და მე ეს არ ვიცოდი.ერთხელ მაინც,თუნდაც ერთხელ მაინც დაგაინტერესდა მე როგორ ვიქნებოდი როცა შენ ზარებზე არ მპასუხობდი?არა,არ დაინტერესებულხარ.ხელი გამოგლიჯა ხელიდან და უკან მოუხედავად წავიდა.მიდიოდა და მის სახეზე ცხელი ცრემლები მიიკვლევდნენ გზას.სულის ტკივილი?აი კიდევ ერთხელ განიცადა სულის ტკივილი,როცა გააცნობიერა რომ სიცოცხლეზე მეტად უყვარდა დევი და მთელი ეს 7 თვე მას არც კი გახსენებია თაია.ნუთუ მისთვის ნათქვამი ის სიტყვები, მხოლოდ უბრალო სიტყვები იყო?არ არსებობს ფიზიკური ტკივილი, ფიზიკური ტრავმა,აღემატებოდეს სულიერ ტკივილს.სულის ტკივილი ხომ იგივე სულის ტრავმაა. სულის ტანჯვას, გულის ტკივილს, სისუსტეს, უძლურებას აი რას განიცდიდა ამ წუთში თაია. -რამდენჯერ გითხარი,თაიას დაურეკე ეწყინება რომ გაიგებსთქო.უთხრა დევის გიორგიმ. -მე მივხედავ მას,არ მჭირდება თქვენი არც ჭკუის დარიგება და არც ადვოკატობა. -დევი ნუ გწყინს,თუ ვინმე სიმართლეს პირდაპირ გეტყვის.ზოგი ადამიანი რთულად იღებს იმას რაც საყვარელ ადამიან შეეხება.უთხრა ვასომ. -შენ რა გგონია,თაია წავიდა მივა სახლში წყალს გადაივლებს და მშვიდად დაიძინებს ისე თითქოს არც არაფერი მომხდარა?არა,ის თავის გულს შემოასკდება,არც წყალს გადაივლებს რადგან ისე გაუხდელი მიეგდება და ტირილში გაათენებს ღამეს.დიდი ბოროტება ჩავიდინე,შენ რომ დაგიჯერე და თაიას არ ვუთხარი რაც გჭირდა და რატომ არ პასუხობდი მის ზარებს.უთხრა თათამ გაბრაზებულმა. -წამიყვანეთ,მასთან უნდა მივიდე.დევი ნიკას დახმარებით წამოდგა და ცალ მხარეზე ნიკა ცალ მხარეს ყავარჯენზე დაყრდნობილმა გაიკვლია გზა გასასვლელისკენ. -როგორ შეხვალ სახლში,კარები ხომ დაკეტილი ექნება. -იმედია საკეტი არ ექნება გამოცვლილი,ნახევარ საათში თუ არ ჩამოვედი, წადი. -წამოგყვები,ვერ შეძლებ მარტო მეშვიდეზე ასვლას.ნიკამ ამოუდგა გვერდით და დიდი გაჭირვებით აიყვანა მეშვიდე სართულზე,დევიმ გასაღები მოარგო კარს და ფრთხილად გააღო. -წადი,სამშვიდობოს ვარ. -ჯერ კი და თუ გამოგაგდო გარეთ,დამირეკე კიბეზე რომ დაგაგოროს მე ქვემოთ დაგხვდები.უჩურჩულა ნიკამ და გაეცინა. -იუმორის გრძნობა გაქვს დასახვეწი,იდიოტო.ნიკამ ენა გამოუყო დევის და ლივტით ჩარიხინდა ქვემოთ.დევიმ კი სახლში შევიდა და შეხედა თაიას ფეხსაცმელები იქვე ეყარა,ცოტა მოშორებით ჩანთა ძირს ეგდო.პირდაპირ საძინებელში შევიდა,მართალი უთხრა თათამ მართლაც ტირილში ჩასძინებოდა თაიას.გვერდიდან აუკეცა საბანი და გადააფარა,თავზე ხელი გადაუსვა და ყურთან უჩურჩულა. -გთხოვ იყო მშვიდი.რეალისტი,გამგები სანამ ცხოვრობ და ცოცხლბ.გასწორდა,იქვე სავარძერლში ჩაჯდა და თაიაზე ფიქრებში ვერ გაიგო როდის ჩაეძინა.ძილში სახეზე ხელის შეხება იგრძნო და თვალები ნელა-ნელა გაახილა.თაია იდგა მის წინ,ფანჯარაში გაიხედა და ჯერ კიდევ ღამე იდგა. -რომელი საათია.იკითხა ნამძინარევი ხმით. -ოთხი,აქ ასე ჯდომით ფეხი გეტკინება. -რას მთავაზობ,შენთან დავწვე? -არც კი იოცნებო,გაბრძანდი და თომას საძინებელში დაიძინე.უბრალოდ სინდისი შემაწუხებს ამ დროს გარეთ რომ გაგიძახო,თუმცა კი ხარ ღირსი. -რატომ არ გინდა მომისმინო. -მე მომისმინე,იმ დღეს ბოლოჯერ დავრეკე შენს ნომერზე როცა ვიღაც მაღალფეხებიან ქერასთან ერთად გულიანად იცინოდი და ისე მიუყვებოდით ორივე ლაღად ქუჩას ხელი-ხელ გადახვეული.ჯერ არ იკადრე რომ გაგეხსნა და გეპასუხა,მერე კი მას შემდეგ გათიშულია შენი ნომერი.ახლა ერთ კითხვას დაგისვამ და გთხოვ გულახდილი იყო. -გისმენ,თუმცა უკვე ვიცი რასაც შემეკითხები. -დევი შენ რომ მე ვინმეს გვერდით დაგენახე ისეთი ლაღი,მხიარული,ბედნიერი და არ მეპასუხა შენს ზარებზე,შენს თუნდაც არც ერთ შეტყობინებაზე და შემდეგ კი საერთოდ გამეთიშა ნომერი,შენ რას იზამდი?დევიმ ღრმად ამოისუნთქა,თაიას შეხედა და უთხრა. -შენ 1000%-ით მართალი ხარ,არ გედავები თაია სიმართლეზე,მაგრამ მეც ხომ უნდა მომისმინო.ვიცი დავაშავე,ვიცი რომ შეცდომა დავუშვი,უნდა დამერეკა,უნდა მეთქვა რომ მთელი ეს დრო თურქეთში საავადმყოფოში ვიწექი.თაია შეცბა და თითქოს შერცხვა კიდეც თავისი სიტყვების და წყნარად შეეკითხა. -რა მოხდა,რთული იყო მასთან ბრძოლა,დაგამარცხა? -არა,პირიქით დავამარცხე მაგრამ მეც დამამსხვრია ძვლებში.ხელიც თაბაშირში მქონდა და ის მალე მომირჩა რადგან ნაღრძობი იყო მხოლოდ.ყბის ძვალი გამიტეხა და ოპერაცია დამჭირდა.ამის გამო საავადმყოფოში ოთხი თვე გავატარე და ორი თვე სახლში ვიყავი და ისე ვაგრძელებდი მკურნალობას.როცა ყველაფერი მორჩა და უკვე მოვდიოდით ვიღაც გიჟი დაგვეტაკა და ქლაქ გარეთ გაგვიტყუა.ვასოს ვუყვირე გადასულიყო მანქანიდან,მაგრამ არ გადავიდა არ უნდოდა მარტო დავეტოვებინე,ამიტომ მომიწია ხელი მეკრა მისთვის და ძალით გადმომეგდო.ვასო გადმოვაგდე,მაგრამ მე ხევში ჩავყევი ბოლომდე მანქანას და მადლობა ღმერთს აზრი არ დამიკარგავს,შევეცადე როგორადაც შევძლებდი მანქანიდან გადმოვსულიყავი და გადმოვედი ცოტა მოვშორდი ფორთხვით და მანქანაც აფეთქდდა,ფეხზე ვერ დავდექი წავიქეცი მერე კი გავითიშე,გონს რომ მოვედი ისევ საავადმყოფოში ვიწექი და სახე შეშლილი ვასო მადგა თავზე.გაირკვა,რომ მხოლოდ ფეხი მქონდა მოტეხილი.ეს ყველაფერი და ამდენი დავიდარაბა ვინც დავამარცხე მისი მოწყობილი იყო,მისი ბოღმის შედეგი რომ მე ის სტუმარმა ოჯახში დავამარცხე,ეს ვერ აიტანა. -დაიჭირეს?ეს ხომ განზრახ მკვლელობა იყო მისი მხრიდან. -კი ასე იყო,მაგრამ შემეცოდა.არ ვუჩივლე თუმცა ყველამ გაიგო რომ მან გააკეთა და მკაცრი გაფრთხილება მიიღო.განმეორების შემთხვევაში ჩასვამენ და ჭკუასაც ასწავლიან. -კარგი,ეს ყველაფერი გასაგებია და მართლა მადლობა უფალს,რომ ცოვხალს გხედავ.მაგრამ იმ დღეს რომ გირეკავდი რატომ არ მპასუხობდი ზარებზე. -იმ დღეს?იმ დღეს სიურპრიზის მოწყობა მინდოდა,რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მეთქვა შენთვის,მაგრამ ისე მოულოდნელად წამიყვანეს თურქეთში იმ დროზე ადრე რომ უნდა წავსულიყავი გეფიცები თაია არც მე ველოდი.ეს ჩემთვისაც მოულოდნელი და შოკი იყო.რაც შეეხება იმ გოგონას მაღალ ფეხებიან და ქერას რომელიც ჩემს გვერდით დაინახე,ნუ ეჭვიანობ ის ჩემი მამიდაშვილია რომელიც წლებია წასულია და ესპანეთში ცხოვრობს.ის ჩემი წასვლის წინა საღამოს ჩამოვიდა საქართველოში,აი ყველაფერი ასე იყო,არაფერს მეტყვი? -რა უნდა გითხრა. -თაია შენ ძალიან დაკვირვებული ადამიანი ხარ,ამდენი ხანი,ამდენი დრო მე არცერთ ქალისათვის არ დამითმია და უფრო მეტიც,არ მიცხოვრია არცერთ ქალზე ფიქრით.არცერთი ქლისათვის არ დამითმია ჩემი ცხოვრება და გონიერებაა საჭირო ამოიცნო ადამიანი,რომელსაც შეუძლია მოგიტანოს ბედნიერება ან უბედურება.კარგად დაფიქრდი და არჩევანი ისე გააკეთე თავად არ ინანო, არ აქვს მნიშვნელობა ეს გრძნობას ეხება,მეგობარს თუ საყვარელ ადამიანს.შენი სიმკაცრით შენ თავად დასჯი შენს თავს.მე ახლა რას ან ვის წარმოვადგენ შენთვის,ვის ხედავ შენს წინ,რას გრძნობს შენი გული.თაია დაფიქრდდა და რამოდენიმე წუთის შემდეგ უთხრა. -დავრწმუნდი. -რაში. -იმაში,რომ ჩემს წინ ახლა ერთი იდიოტი ზის და არ შემიძლია მისი იდიოტური საქციელის გამო ხელი ვკრა,რადგან გრძნობა რომელიც ჩემშია ის ყველა გრძნობაზე დიდი და ძლიერია.დევის გაეცინა და ხელზე მოკიდა ხელი და მისკენ დაქაჩა. -ეს რა გამოდის,ამ იდიოტს აპატიე? -ვაპატიე ამ იდიოტს.უთხრა თაიამ და მონატრებული სუნი შეისუნთქა შემდეგ კი დევის ბაგეებს თავისი შეუერთა და ვნებიანი კოცნაც აჩუქა. -როგორ მომენატრე.უთხრა დევიმ და თავადაც კოცნითვე უპასუხა,მაგრამ უეცრად მოშორდა და უთხრა. -ცხოვრება რისკია და ვიცი,რომ შენც ბევრ რამეებს რისკავ,რისკზე მიდიხარ თუნდაც შენი სამსახურისთვის.ხედავ ჩემს ხელებს?აქ ამ ხელებში ერთ-ერთში არის ის,რაც ჩვენი ცხოვრების გზას ერთმანეთთან სამუდამოდ გააერთიანებს,მეორე კი ცარიელია და სამუდამოდ დავშორდებით ერთმანეთს.აირჩიე,რისკზე წადი ან ერთად ვიცხოვროთ,ან სამუდამოდ ცალ-ცალკე. -რას მთავაზობ,დავქორწინდეთ? -დავქორწინდეთ. -დარწმუნებული ხარ? -თაია როდემდე უნდა ვმალოთ,მე დარწმუნებული ვარ.შენ რა, არ ხარ თანახმა? -თანახმა ვარ. -ჰოდა,გახსენი ჩემი ხელები და ვნახოთ ვიქნებით ერთად თუ დღესვე დავშორდებით.თაია დევის მომუჭულ ხელებს დააცქერდა და ვერ გაეგო რომელი ხელი აერჩია.დევის კი თვალები დაეხუჭა და ისე ელოდა საბოლოო განაჩენს. -დაიმახსოვრე,ყოველთვის არ ამართლებს ჩანაფიქრი და მზად იყავი ამისათვის. -გაჩუმდი,მოდი მარცხენა ხელი ავარჩიოთ ის ხომ გულთან არის ახლოს.დევიმ ხელი გახსნა და ულამაზესი ბეჭედი თაიას თითზე წამოამცვა,მეორე ხელი გახსნა და თავად გაიკეთა ბეჭედი რაზედაც თაიას თვალები გაუფართოვდა. -შენ,შენ ორივე ხელში ბეჭედი გქონდა. -რა გეგონა აბა,ასე უბრალოდ ავდგებოდი და გაგშორდებოდი,ასეთი გულუბრყვილო რატომ ხარ.უთხრა სიცილით დევიმ. -შენ მომატყუე. -შენ უკვე თანხმობა მომეცი. -ეს არ ითვლება. -თაია ნუ მაბრაზებ,თორემ დაისჯები. -ხოოო? -ხოოო.რატომ ვერ ხვდები,რომ შენ ხარ ადამიანი რომელიც ნებიესმიერ პრობლემის,სიხარული,ტკივილის დროს ჩემს გვერდით იქნები. -გპირდები,ჩვენ ყველა სიხარულს,ყველა ტკივილს და ბედნიერებას ერთად გავიზიარებთ. -სიკვდილამდე ერთად? -სიკვდილამდე ერთად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.