შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუსრულებელი ცხოვრება (თავი მე-3)


14-06-2018, 20:21
ავტორი M.R
ნანახია 1 339

-ურო
- თურო-~
-წითურო!
- რა ჯანდაბაა!- როუზმა ხელი ყურზე იტაცა და თავს ზემოთ აიხედა - აუცილებელი იყო ყურში ჩაგეყვირა კარენ! -შეუბღვირა როუზმა
კარენმა ცალყბად გაიღიმა - იქიდან გამომდინარე, რომ უკვე 10 წუთია შენს სახელს ვიძახი, მაშინ დიახ აუცილებელი იყო. ახლა კი მომყევი სალაპარაკო გვაქვს.
- მოვდივარ თქვენო უმაღლესობავ! - სარკასტულად უპასუხა როუზმა
კარენმა თვალები გადაატრიალა. კაბინეტიდან გავიდნენ.
- სად მივდივართ? - იკითხა როუზმა, როცა ლიფტში შევიდნენ.
-კითხვების დასმას მოეშვი - მოკლედ მოუჭრა ქერამ
‘კითხვების დასმას მოეშვი’ გამოაჯავრა როუზმა გონებაში და სასაცილო სიფათი მიიღო
- ჩემს გამოჯავრებასაც! - კარენმა როუზს შეხედა მე-ვერაფერს-გამომაპარებ გამომეტყველებით
თვალები გაუფართოვდა - რა ჯანდაბაა! როგორ?! შენ რა ჯადოქარი ხარ ,რომელსაც აზრების კითხვა შეუძლია?! - განცვიფრებულმა ჰკითხა და თითი გაიშვირა კარენისკენ. კარენმა ცალყბად გაიღიმა
- ისეთ სიფათებს, რომ არ კერავდე, რომელიც ზუსტად ასახავს შენს ფიქრებს, მაშინ არ მეცოდებინებოდა რას ფიქრობ.
- არაფერიც! - ხელები გადააჯვარედინა და ლოყები დაბერა.
კარენმა თავი ვეღარ შეიკავა და სიცილი წასკდა. როუზმა გაკივირვებულმა შეხედა - რა გაცინებს? -
- …ბოდიში..ბოდიში უბრალოდ ახლა იმ ბავშვს გავხარ, რომლესაც მშობლებმა თავისი სასურველი სათამაშო არ უყიდეს. - ვეღარ ჩერდებოდა კარენი, სულს ძლივს ითქვამდა.
-ჰმმფ!- გაჭარხლდა როუზი. რამოდენიმე წუთი იცინოდა კარენი, შემდეგ დაწყნარდა. ლიფტიც გაჩერდა და კარები გაიღო.
- მომყევი. - კარენს დაუბრუნდა ისევ თავისი სერიოზულობა. როუზი გავიდა ლიფტიდან. აქეთ-იქით მიმოიხედა. სახურავი?
- ამმმ.. კარენ სახურავზე რა გვინდა ? - ცოტა ანერვიულდა როუზი
- სალაპარაკო მაქვს შენთან, აქ კი ხელს არავინ შეგვიშლის - სერიოზული ტონით მიუგო კარენმა.
- ..კარგი… რაზე გინდა საუბარი?- ყოყმანით კითხა როუზმა.
-..შენს რეზიუმეს გადავხედე . როუზმა წარბები შეკრა.
- მერე? - მის ხმაში სრული სერიოზულობა იგრძნობოდა. კარენი წამით შეყოვნდა,
- იქ წერია, რომ შენ მხოლოდ ცხრა კლასის განათლება გაქვს, საშვალო სასწავლებელიც კი არ გაქვს დამთავრებული. მართალია?
- სრული სიმართლეა - უყოყმანოდ მიუგო როუზმა.
- რა არის ამის მიზეზი? სკოლიდან გამოგაგდეს თუ.. - ცალი თვალით აათვალიერა კარენმა.
- მე თვითონ გამოვედი. - მოკლედ მოუჭრა როუზმა.
-რატომ? - ჩააცივდა კარენი და ერთი თვალი მოჭუტა
- ჩემი მიზეზები მქონდა, რომელიც შენ არ გეხება.- კარენის მზერა უკვე მის ნერვებზე თამაშობდა.
კარენს არ მოეწონა როუზის მკვახე პასუხი, - იქ ისიც ეწერა, რომ კომპანიაში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ გაგაჩნია, უცხო ენები არ იცი. ახლა კი აქ მოდიხარ და ჩვენი უფროსის ასისტენტობის თანამდედობას იკავებ - დამცინავად შეხედა წითელთმიანს - ცოტა არალოგიკურად არ გეჩვენება ის ფაქტი, რომ იმ მოხუცმა ამ ყველაფერის მიუხედევად მაინც აგიყვანა?
როუზს თვალებში ცეცხლი აენთო. წინ გადადგა ნაბიჯი და ქერას პირისპირ დადგა. თვალში თვალში გაუყარა - ამით რისი თქმა გინდა?- კბილებში გამოსცა წითურმა. ქერა ცოტათი გაოცებული იყო როუზის ასეთი საქციელით, რამოდენიმე წუთი ერთმანეთს უბღვერდნენ. მერე ქერამ დამცინავად გაიღიმა - იქნებ შენ და იმ მოხუცს რამე გაკავშირებთ? იქნებ რამე შესთავაზე სანაცვლოდ. - და როუზის სხეულს თვალი აყოლა მინიშნებისთვის.
როუზი წამოენთო - რა სისულელებს როშავ! თავი ვინ გგონია! მხოლოდ იმიტომ, რომ სკოლა არ დამითვარებია და კომპანიაში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ მაქვს, ბრალს მეძავობაში მდებ?! შენი აზრით ჩემნაირ ადამიანებს არავინ აიყვანს სამსახურში, თუ საკუთარ სხეულს არ შევთავაზებ! - როუზს გული გამალებით უცემდა. სუნთქვა გაუხშრდა. ქერა კი განცვიფრებული შესცქეროდა წითურს. ხმა ჩაუწყდა. მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა. როუზს ასე უსაფუძვლოდ, რომ დასდო ბრალი.
- .. მე.. - დაიწყო ლაპარაკი, მაგრამ სიტყვები ყელში ეჩხირებოდა.
- გაეთრიე, მარტო ყოფნა მინდა - ცივად მიუგო როუზმა და ზურგი აქცია ქერას. კარენი რამოდენიმე წუთი არ იძვროდა ადგილიდან, შემდეგ ამოიოხრა და წავიდა.
- ჯანდაბა! - დაიყვირა როუზმა და ხელებით თვალები დაიფირა. - როგორი ამაზრზენია აქავრობა. - კბილებში გამოსცა.


წითურმა ცოტა ხანი დაჰყო სახურავზე, შემდეგ დაბრუნდა შენობაში. ლიფტით მეშვიდე სართულზე ჩავიდა. ფეხებს ძლივს მიათრევდა, გონება ისევ მოწამლული ქონდა კარენის შხამიანი სიტყვებით. უცებ ვიღაცას დაეჯახა.
- აუუ!- როუზმა მის წინ არსებულ ადამიანს ახედა. გოგო იყო, შავთმიანი. მდიდრულად ჩაცმული. - იყურე,ხოლმე სად მიდიხარ - უთხრა უცნობმა გაღიზიანებული ხმით.
- სჯობს სარკეში ყურებას და მაკიაჟის შესწორებას, თავად იყუროთ წინ - შეუბღვირა როუზმა, ახლა ნამდვილად არ ჰქონდა ამ პლასტიკური თოჯინის თავი
- უკაცრავად!? შენ რაღაც ხომ არ გეშლება? იცი საერთოდ ვის ელაპარაკები? მე კომპანიის უფროსის შეყვრებული ვარ.- და ცალყბად გაიღიმა, თითქოს რამე საამაყო ეთქვას.
- მერე? - უინტერესოდ შეხედა როუზმა. შავთმიანი დაიბნა - მერე? მეტი რაღა გინდა, მე შენი უფროსის შეყვრებული ვარ და პატივისცემას მოვითხოვ
- პატივისცემას? ნუ მაცინებ, შენ ჩემთვის არავინ ხარ, ამ კომპანიაში არანაირი თანამდებობა არ გიკავია, ახლა კი ჩამომეცალე გზიდან, დღეს ისედაც ცუდი დღე მაქვს. -კბილებში გამოსცა როუზმა. მხარი გაკრა შავთმიანს და გაიარა.
-შ-შენ რ-როგორ ბედავ! დაბრუნდი ! - ყვიროდა შეყვრებული, მაგრამ როუზმა ყურიც არ ათხოვა ისე განაგრძო გზა. თავის კაბინეტში შევიდა. სკამზე დაჯდა და თავის საქმეს შეუდგა.

-როუზ წამო ვჭამოთ! - ჯენი შემოვარდა კაბინეტში ორი საათის შემდეგ.
- შენ წადი, მეც მალე მოვალ. - როუზმა ცალი თვალით ახედა და შემდეგ ისევ კომპიუტერს დაუბრუნდა.
- კარგი, ოღონდ მალე მოდი. - და გავიდა კაპინეტიდან. წითურმა კიდევ თხუთმეტი წუთი იმუშავა, შემდეგ შიმშილისგან კუჭი აეწვა. - როგორ ჩანს ლანჩის დროა . გამორთა კომპიუტერი და გავიდა კაბინეტიდან. დაცარიელებული დერეფანი გაიარა. ლიფტან მივიდა და დანარჩენებივით დაელოდა ლიფტს. რამოდენი წუთში ლიფტი მოვიდა. ყველანი შეცვიდნენ. როუზმა როცა დააპირა შესვლა, ვიღაც გადაეფარა და არ შეუშვა.
- უფს. ადგილი აღარ არი - რაუზმა ცალი თვალით ახედა უცნობს. მასზე ერთი თავით მაღალი, დიდმკერდა, ქერა ქალი იყო. სათვალეებით. სახეზე ამპარტავნული ღიმილი დასთამაშებდა.
- გასწიე შენი მკერდი ჩემი სახიდან და გზიდან ჩამომეცალე.- შეუბღვირა როუზმა. ‘დღეს მარცხენა ფეხზე ავდექი თუ რა ჯანდაბა! ყველა მე რატო მემტერება! ‘ გაიფიქრა წითურმა.
სათვალეებიანს სახედან ღიმილი ჩამოერეცხა და წარბები შეკრა - რა მიწოდე? - იკითხა დაბალი საშიში ხმით, თუმცა მის ხმას წითური სულაც არ შეუშინებია. - მეორედ აღარ გავიმეორებ - უინტერესო გამომტყველება მიიღო როუზმა. სათვალიანს სიფათი წაეშალა. მის უკან მყოფმა ხალხმა სიცილი დაიწყო. ქერამ წითური თავისკენ ქურთუკის საყელოთი მოქაჩა - ჩემთან ასეთ ლაპარაკს არ გირჩევ, ცეცხლეს ეთამაშები და დაიწვები. როუზმა თავის საყელოს შეხედა მერე ქერას. - არც შენ გირჩევ ჩემთან ასე მოქცევას. მოაშორე შენი ბინძური ხელები ჩემს ქურთუკს. -თორე რას მიზავ?- გამომწვევად შეხედა ქალმა. როუზმა ცალყბად გაიღიმა - შენს თავს დააბრალე - თავისი ხელის იდაყვი ქერას იმ ხელში ჩაარტყა, რომლითაც როუზის საყელო ეჭირა -აგხხ ჩემი ხელი- დაიკვნესა ქერამ, მაგრამ სანამ გონზე მოვიდოდა რა ხდებოდა როუზმა სიფათში მუშტი უთავაზა.
-აგგხ!- დაიყვირა ქერამ და დაბლა დაეცა. ხელი ნატკენ ლოყაზე მიიდო. როუზს სიძულვილით აღსავსე თვალებით შეხედა. -შენ! - დაიყვირა. წითური მის წინ ჩაიკუნტა და ყურში ჩასჩურჩულა მშვიდი ხმით - მე გაგაბრთხილე. შენი ბრალია რაც დაგემართა. ჩემთან ხუმრობას არ გირჩევ ქერავ. თავი ჩემგან შორს დაიჭირე და პრობლემები არავის ექნება.- როუზი ადგა და ლიფტს მოსცილდა. კაფეტერიაში კიბეებით ჩავიდა.


-როუზ აქეთ!- როუზმა თავი ასწია და ჯენი დაინახა, რომელიც იქვე მდგარ მაგიდიდან ხელს უქნევდა. წითური მისკენ გაემართა.
-ამდენი ხანი სად იყავი - აბუზღუნდა ჯენი. როუზმა გაუღიმა - ბოდიში ლიფტში შევყოვნდი. ჯენიმ წარბები ასწია -რატო? რამე მოხდა?. წითურმა თავი გაიქნია - ისეთი არაფერი. ჯენი გაიბადრა. - გაიცანი ესენი ჩემი მეგობრები არიან. ლალო და ალექსი. როუზმა ჯენის მეგობრებს ახედა. ლალო გრძელთმიანი გოგონა იყო, სახეზე ჭორფლებით, ალექსი ხუჭუჭთმიანი მწვანე თვალება ბიჭი იყო. - გამარჯობა! სასიამოვნოა თქვნი გაცნობა. მე როუზი ვარ- ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. ორივემ მეგობრულად გაუღიმა და ხელი ჩამოართვა -როუზ! როგორც იქნა შეგხვდით! ჯენი შენზე იმდენს ლაპარაკობს! - თავისი ხრიწიანი ხმით თქვა ლალომ. - მართლა- წარბი ასწია როუზმა და ჯენის გახედა.- რა თქმა უნდა! შენ ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ როუზ! - გაიბადრა ჯენი. როუზმაც გაუღიმა - მადლობა - და ჭამას შეუდგა. შიგადაშიგ ლალო სასცილო ამბებს ყვებოდა, რაც თავს გადახდმოიათ. როუზი გულიანად იცინოდა, მართლა სასაცილოდ ყვებოდა ლალო.

-შეიძლება აქ დავჯდე? - იკითხა ახალმა ხმამ. როუზმა ახედა ახალ მოსულს და ღიმილი გაუქრა სახედან.
-აქ რა აკეთებ ? - ცივად კითხა. კარენმა ამოიოხრა
-მისმინე, მინდა ბოდიში მოგიხადო, იმისთვის რაც დილით გითხარი, შევცდი. მეგონა შენც სხვებს გავდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. შენ მართლაც კარგი ადამიანი ხარ და გთხოვ მაპატიე ჩემი უხეში სიტყვების გამო. - კარენს ხმაში ეტყობოდა, რომ მართლა ნანობდა. როუზმა თვალებში შეხედა, რამოდენიმე წამი უყურა. შემდეგ ისევ თავის ლაჩს მიუბრუნდა. კარენმა დამარცხებულმა ამოიოხრა და გაცლა გადაწყვიტა. შებრუნდა და
- არ დაჯდები? - იკითხა როუზმა ისე, რომ თავიც არ აუწევია. კარენს თვალები გაუფართოვდა. სწრაფად შემობრუნდა. გაკვირვებული მიაჩერდა წითურს. როუზმა ახედა და ცალყბად გაიღიმა.
- პირი დახურე, თორე რამე შეგიფრინდება - კარენი გაწითლდა, მერე კი ჩაიცინა და დაჯდა.
-მადლობა, მეორე შანსისთვის - როუზი გაიბადრა - ჭამე თორე გაცივდება საჭმელი. ქერამ თავი დაუქნია მართალიაო. ჯენიმ ჯერ წითურს შეხედა, მერე ქერას და გაიცინა ჩუმად.

-ხვალამდე
-ხვალამდე.- დაემშვიდობა როუზი ჯენის. ის და კარენი მარტო დარჩნენ შენობის წინ.უკვე ღამის თერთმეტი საათი იყო.
- თუ გინდა გაგიყვან - შესთავაზა კარენმა. როუზმა თავი გაიქნია - არ მინდა მადლობა ავტობუსს გავყვები.
-გასაგებია. წითური თავის გზას გაუყვა.
-როუზ!- როუზი შემობრუნდა. კარენი გაიბადრა - დღეს კარგად იმუშავე! როუზს თვალები გაუფათობდა და ერთ ადგილზე გაიყინა. კარენი შეტრიალდა და წავიდა.

დღეს კარგად იმუშავე

ხელი თვალებზე აიფარა, ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე და გაიღიმა, ამდენი ხნის შემდეგ პირველად მთელი გულით.
- მადლობა კარენ..- ქარმა დაუბერა და როუზის სიტყვები ჰაერში მიმოფანტა.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian momcons es istoriaaa, iqneb ufro malmale dado gtxovv

 


№2  offline წევრი M.R

Qeti qimucadze
Zalian momcons es istoriaaa, iqneb ufro malmale dado gtxovv

heyyy madloba rom mogewona, xvalidan ukve shevzleb titqmis yoveldge axal axali tavebis dadebas. ????✌????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent