შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების თამაში.თავი 6


15-06-2018, 03:37
ავტორი zia-maria
ნანახია 3 497

არავინ გაგაბრიყვოთ და არც არასდროს დაიჯეროთ,რომ ამბობენ ,,დროთა განმავლობაში ყველაფერი ნელდება და ქრებაო''.არა,ძლიერი სიყვარული არასდროს არ ნელდება,ის უფრო ღრმავდება და უფრო ძლიერად იდგამს ფესვებს.ერთ საღამოს ყველამ თაიასთან მოიყარა თავი და ჩვეული იუმორით მიმართავდნენ ერთმანეთს.თათა,ელენე და თაია ოთახში იყვნენ და ორივე გაფაციცებოით უსმენდა თათას.ელენემ ჯერ გაბრაზებულმა შეხედა თათას და უთხრა.
-შენ რა გგონია,ინტერნეტში გაცნობილი მამაკაცი სწორედ ის იქნება,რასაც მოგწერს თავის თავზე?ის ხომ დამალულია და არ იცი ვინ არის,იქნებ 50 წლისაა და აბრიყვებს ასე გოგოებს.
-მოიცადე ნუ ჩამამწარე,ვხუმრობ განა მართლა ინტერნეტით ვეძებ საქმროს?
-გიორგი რას ეძებ,რას ჩაჰკირკიტებ მაგ კომპიუტერს უკვე ერთი საათია და ჩვენთვის არ გცალია.უთხრა დევიმ.
-ჰოპ,დავიჭირე.მოდი,მოდი დევი ჩქარა.დევიმ გიორგის გვერდით დაჯდა და წაიკითხა.
-ვარ 20 წლის,მაღალი წაბლისფერი თმით.
-შენ გჯერავს რომ სიმართლეს გწერს?უთხრა დევიმ.
-მოიცადე,ნუ იცი ყველაფრის ჩაშხამება.შენ ის მითხარი რა მივწერო,მიდი რა გთხოვ.
-რას საქმიანობთ?
-რა მივწერო,რას საქმიანობო მეკითხება.დევიმ მხრები აიჩეჩა და ნიკამ კი უთხრა.
-მიწერე გიო ბორდელი მაქვს და იქ გამუშავებთქო.
-იდიოტო,შეუღრინა გიორგიმ და სიგარეტის კოლოფი ესროლა.
-მოვიფიქრე,მივწერ რომ ფეხბურთელი ვარ.ჰა,ჰა,ჰა,ჰაააა სიცილით გადახედა მის გვერდით მჯდარ დევის.
-ფეხბურთელია,ვაიმე როგორ მიყვარს ფეხბურთი.აღტაცებისგან ტაში შემოკრა თათამ.
-მიწერე რომელ გუნდში თამაშობს და სად.უთხრა თაიამ.
-ემ-ბი-ეი.ღმერთო,ეს ხომ საზღვარგარეთის,ევროპის გუნდია.მეკითხება მე სად ვმუშაობ,რა დავწერო?გიორგი,ვასო და ნიკა გაფაციცებით უცქერდნენ ეკრანს რას მოწერდა გიორგის ახალი გაცნობილი გოგონა.
-მოცეკვავე,ღმერთო ბალერინაა ბალეტს ცეკვავს.
-როგორც შენ ხარ ფეხბურთელი ისეა ის ბალერინა.უთხრა დევიმ.
-დევი ნუ ლაპარაკობ ზედმეტს და გააგრძელე რა კითხვა,ვეღარ ვკითხულობ.
-რატომ სიხარულისგან და ბედნიერებსგან თვალები აგიჭრელდა?
-დევი არ ფიქრობ, რომ ზედმეტს ლაპარაკობ?
-კიდევაც რომ მაჩუმებს,მიკვირს რატომ ვარ შენს გვერდით ეს წლებია,ან როგორ აგიტანე ასეთი დებილი.
-დებილი შენ ხარ,ღმერთივით ქალია.
-რა იცი ღმერთივით ქალია,ფოტო გაჩვენა?
-არა,ახლა მივწერ რომ მისი ფოტო გამომიგზავნოს.
-თაია ფოტო მომთხოვა,მოდი რა შენს ფოტოს გადავუგზავნი.
-არც კი გაბედო.უყვირა თაიამ.
-გადაუგზავნე შენი და ისიც გადმოგიგზავნის მისას.უთხრა ელენემ.თათამ ყველაზე კარგი და სექსუალური ფოტო ამოარჩია ფოტოებში და გადააგზავნა წუთიც არ გასულა რომ ბიჭების ხარხარმა ექოსავით გაისმა ღამის სიჩუმეში და მთელ სახლს მოედო მათი ხმა.
-თათაააააა.იყვირა გიორგიმ და კომპიუტერით შევარდა თაიას ოთახში.
-რა ხდება გიორგი.
-რა ხდება?რა ხდება და ახლა მთვარის სონატა ჩაირთვება, არ გიცეკვია ბალეტი და მაგ კომპიუტერს თავზე გადაგამტვრევ.
-იდიოტო შენ ხარ ფეხბურთელი მაჩო?ყველა გულიანად იცინოდა.
-აი ბედის ირონია თუ გინდათ,სწორედ ეს არის.თქვა დევიმ და მხარზე ხელი დაარტყა გიორგის შემდეგ კი თაიას დაუძახა.
-თაიააააა.
-აქ ვარ,გისმენ.სიცილით გამოეხმაურა თაია დევის.
-მშია,გამოვიძახოთ პიცა?
-კარგი,კარგი იდეააა,მაგრამ რომელი საათია.იკითხა თაიამ.
-საათს რას კითხულობ,კუჭმა საათი იცის?
-გოგოებო პიცა?
-იყოს პიცა.თქვა თათამ.
-შენ ამ გაბრაზებულ გულზე ალბად 6 ნაჭრიანი არ გეყოფა და 18 ნაჭრიანს შევუკვეთან შენთვის.
-დევი მოგხვდება შენც და შენს მეგობრებსაც.დევის გაეცინა და თათას თვალი ჩაუკრა,შემდეგ კი ბიჭებს მიუბრუნდა.
-ბიჭებო თუ ლომებო,პიცა?
-ვინ გადაიხდის?იკითხა ვასომ.
-გიორგი რა თქმა უნდა.თქვა ნიკამ.
-რატომ გიორგი?გიორგი ხომ სტუმრად არის,სტუმარი არ იხდის ვახშმის საფასურს.ასე რომ დევი გადაიხდის.დევიმ გამოიძახა პიცა და ყველა სამზარეულოში გავიდა და თაიას გაწყობილ მაგიდას შემოუსხდნენ.გიორგიმ ჩუმად ჯერ თათას ტელეფონზე გაუშვა ზარი უნომროდ და შემდეგ ელენეც არ დაინდო.ორივე წამოდგა და მათ წილ პიცას წითელი მწარე წიწაკა დააყარა,თავად მათგან მოშორებით დაჯდა და გემრიელად მიირთმევდა მის წილს.
-სადისტი ხარ.უთხრა დევიმ და პიცის ნაჭერი გემრიელად ჩაკბიჩა.გოგოები დაბრუნდნენ მაგიდასთან და თავიანთ ადგილებს მიუსხდნენ.ყველა ჩუმად იყო და თვალს ადევნებდნენ თათას და ელენეს რომლებიც ყოველ ლუკმაზე წყალს აყოლებდნენ.
-ეეეე,მე აღარ შემიძლია როგორ ჭამთ ასე მწარეს.
-სულაც არ არის მწარე.უთხრა თაიამ.
-როგორ არ არის.თქვა ელენემ და წყალი მოსვა.
-თქვენ ორს ენაც მწარე გაქვთ და ამიტომ პიცაც მწარე გეჩვენებათ.
-დევი შენ რას გერჩი,მაგრამ ძალიან მიკვირს ამ იდიოტთან როგორ მეგობრობ?ხელი გიორგისკენ გაიშვირა თათამ.
-ვიზე ამბობს ეს შხამიანი გიურზა იდიოტიო?შეეკითხა გიორგიმ დევის და მორიგე პიცის ნაჭერი ჩაკბიჩა.
-შენზე ამბობს,ჩემზე რომ არ ამბობს ეს ძალიან კარგად ვიცი.
-ჩემზე?
-ხო შენზე და ხმა არ ამოიღო,ხომ იცი რომ რასაც ამბობს ხარ.
-შენც მეგობარი გქვია,მიკვირს მართლა როგორ გავძელი მთელი ეს წლები შენს გვერდით.გიორგის უეცრად ხველა აუტყდა.
-ცოდვებმა იცის და იმიტომ იხრჩობი.თათამ ჯერ არ მიაქცია ყურადღება მაგრამ მერე შეეშინდა და წყალი მიაწოდა.ჩაწყნარდა,ყველას შეხედა ფეხზე რომ იდგა და სიცილით თქვა.
-არ მოვკვდები თქვენს ჯინაზე.
-მოდი და ნუ იტყვი ახლა ამაზე არ არის იდიოტიო.შე ჩემა...ა მთელი პიცა რომ ჩაიდე პირში მოგდევს ვინმე?მაგხელა პირი რომ არ გაქვს ვერ ხვდები?ფეხები ამიკანკალდა შიშისგან.უყვირა ნიკამ გიორგის და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-ნუ გეშინია,მე არ დაგტოვებ თუ წავალ თანვე წაგიყვან ჩემთან ერთად და იტყვიან მერე,აქაც ერთად იყვნენ და იქაც ერთად წავიდნენო.
-ცხოვრების გზაზე სვლის დროს ჩნდებიან ადამიანები,რომლებიც ცვლიან ჩვენს ცხოვრებას.
-როგორ?
-როგორ და არ გვინდა ავიტანოთ,მაგრამ იძულებულები ვართ ავიტანოთ,ისე როგორვ შენ.
-ახლა შენ ხარ იდიოტი და არა მე.დევი ფეხზე წამოდგა და ხმამაღლა თქვა.
-მე მეძინება,მიდიხართ სახლში თუ რჩებით აქ.
-რა სტუმართ-მოყვარე გახდი ამ ბოლო დროს,ამ დროს რომელი მასპინძელი გაუძახებს სტუმარს გარეთ.მე აქ ვრჩები,არსადაც არ მივდივარ.თქვა ნიკამ.
-მეც ვრჩები.ნიკას დაეთანხმა ვასო.
-ჩვენც ვრჩებით.თქვა გოგოებმა.
-მაშინ მეც თეთრკანიანებში ვწერივარ და მეც ვრჩები.
-ყველა ვრჩევბით?მაშინ დავლიოთ.იმ ღამით ყველამ დალია და ვინ სად დაწვა,არ იცოდნენ.დილით თათა მძაფრი ოფლის სუნმა გააღვიძა.
-ღმერთო მე ვყარვარ ასე?ჩუმად თქვა და შეამჩნია,რომ ვიღაცის მკლავზე იწვა.თვალი გააყოლა მკლავს და მისი პატრონი გიორგი იყო.
-ეეეეეეეეე.წამოიკივლა,მაგრამ გიორგიმ პირზე ააფარა ხელი და უთხრა.
-ჩუუუუ,ყველა გაიგებს ეს გინდა?
-არა.თავი გააქნია თათამ.
-მაშინ ნუ ყვირიხარ, ადექი და ჩუმად გადი.
-შენ გადი.
-ეს თომას საძინებელია და შენ შემოდი აქ და არა მე.
-მოიცადე,ძირს რატომ ვწევართ?
-ალბად საწოლის ხმა რომ არ გაეგონა ვინმეს.გაეცინა გიორგის.
-იდიოტო.წამოდგა თათა და კარებში გასვლისას გიორგის მიუბრუნდა.
-საცვალი გაცვია?გიორგიმ საბანი ასწია და თათას გაოცებულმა შეხედა.
-არა,შენ გამაძვრე?და სად წაიღე გოგო.
-სულაც არ მაინტერესებს.თათა გავიდა სულ ცოტა ხანში დევიმ შეაღვიძა.
-ეეე,გაიღვიძე.
-რა გინდა.
-თათა არ ჩანს იცი რამე?
-მძინავს მე, რა ვიცი სად არის თათა.შეუღრინა დევის გიორგიმ.
-შენ,შენ შიშველი რატომ გძინავს.გაუკვირდა დევის.
-ასე ვიძინებ ღამით,სხეული თავისუფკად სუნთქავს.
-აქ მოგინდა ამდენ ხალხში სხეულის თავისუფლად სუნთქვა?დევიმ თავი გააქნია და ახლა თაია დაადგა თავზე.
-გიორგი.
-ერთი წავიდა,მეორე გიურზა მოვიდა. რა გჭირთ, თაია რა არ გასვენებთ.
-წუხელ მარტო იწექი?
-არა,ადამს ევა მოვპარე და მასთან ერთად დავიძინე.
-ხოოო?
-ხო.
-მართალია,არ იტყუილები რადგან ევას საცვალი აქ დარჩენია.
-რააა?
-ეს ვისია გიორგი.თაიას ქალის საცვალი ეჭირა და გიორგის ცხვირის წინ უფრიალებდა.
-დროშა რომ არ არის ხუთჯვრიანი დანამდვილებით ვიცი,მაგრამ ამ ერთ ზორტს როგორ იცმევენ რა გასაკვირია,არა?
-გიორგი მეღადავები?უეცრად გავარდა ოთახიდან და თათას შეუვარდა.
-სად გეძინა წუხელ.
-დედას გეფიცები,არ მახსოვს იქ როგორ მოვხვდი.
-ასე ტოვებ შენ შენს ბიკინებს გზაში?
-შენს გარდა იცის ვინმემ?
-არა,მე შენ და გიორგიმ მხოლოდ.
-ძალიან მრცხვენია,ასე როგორ გამოვთვერი რომ არავინის აქ ყოფნა არ გავითვალისწინე.
-სასმელმა გაგაკეთებინა,მოხდა რამე წუხელ თქვენს შორის?
-საცვალი არ მაცვია და მე არ მახსოვს.
-კარგი არა უშავს,მე არ დაგძრახავ განა დევი ასე არ გავიცანი?გაეცინა თაიას და თათას შეხედა.
-ღმერთო როგორ შევხედო იმ იდიოტს.
-ის იდიოტია მგონი შენს გულში რომ შემოიჭრა,არ უარყო მაინც არ დაგიჯერებ.
-შეიძლება?ფრთხილად დააკაკუნა კარებზე გიორგიმ და არ დაელოდა გოგონების თანხმობას,შევიდა და თათას გვერდით დაჯდა.თაიას თვალი უქნია და ადგილიდან გაქრა ისიც.
-თათა.
-გიორგი წუხელ..........
-ნუ ნერვიულობ,განა ისეთი იდიოტი ვარ მართლა აქ ამდენ ხალხში რამე მეკადრებინა შენთვის?
-ესე იგი.........
-დაწყნარდი არაფერი არ მომხდარა,თუმცა არც წინააღმდეგი არ ყოფილხარ.
-როგორ მრცხვენია.
-თათა წუხანდელ ღამემდე ჩემი ცხოვრება ერთფეროვანი იყო,დღეს კი დილით მივხვდი რომ აღარაფერი არ იქნება ადრინდელივით.რა მნიშვნელობა აქვს,საიდან და როგორ შემოდი ჩემს ცხოვრებაში ან რა ადგილი დაიკავე.მთავარი ისაა,რომ შენ ჩემი სხეულის მთავარი ნაწილი დაიკავე.ჩემი სავალი გზები შეიცვალა,რადგან გამოჩნდა ახალი მიზანი.მინდა ჩემთან ერთად შენც ამ გზაზე იარო და ჩემი მიზანი შენი მიზანიც იყოს.
-არ ვიცი თავი როგორ დავკარგე წუხელ და როგორ აღმოვჩნდი შენს გვერდით,მართლა ვერ ვაცნობიერებ ბოლომდე ეს როგორ გავაკეთე,მაგრამ დღევანდელი დილა ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი გაკვეთილია,რადგან წუხანდელმა გიჟურმა ღამემ მე ცხოვრების საჩუქარი მაჩუქა და ამით ძალიან გამაბედნიერა.
-თათა შენზე მე მხოლოდ წუხელ და ამ დილით არ მიფიქრია,შენზე მე ძალიან დიდი ხანია რომ ვფიქრობ.ჩვენ ორივეს გვქონდა ერთმანეთის მიმართ ჩუმი გრძნობები და ალბად ასე უნდა მომხდარიყო ჩვენი შეერთება.იმედია ერთმანეთის მიმართ აღარ გადმოვანთხევთ იმ შხამს როგორადაც ვწამლავდით ერთმანეთს.
-მდაააა,საინტერესოდ დაიწყო დღევანდელი დილა.თქვა დევიმ და ყველას გადახედა სათითაოდ.
-რას ლაპარაკობენ ამდენს.თქვა ვასომ.
-რა ხდება?იკითხა ნიკამ და პირი გამოიტენა წინა ღამის ნარჩენი პიცით.
-ამას ისევ ძინავს.თქვა ვასომ და ყველას გაეცინა.კარი გაიღო და გიორგი და თათა ხელი-ხელ ჩაკიდებული გამოვიდნენ.ყველას ღიმილი მოეფინა სახეზე და თაიამ ტაში შემოკრა.
-მიყვარხართ,მიყვარს თქვენი უანგარი და შხამით,გესლით სავსე სიყვარული.აი ამაზე მეტი რა უნდა გავცეთ,მადლობა რომ არსებობთ,მადლობა რომ ერთმანეთი ვიპოვეთ და ერთმანეთში ჩვენ გვაქვს ცხოვრების სტიმული და მოტივაცია.მიყვარხართ,თქვენ მე მაბედნიერებთ,მავსებთ და მაძლიერებთ თქვენი არსებობით.მინდა,ძალიან მინდა რომ ყველა ერთად გატარებული დღე იყოს სიყვარულის,სიხარულის და გვჯეროდეს ერთმანეთის,გვქონდეს ერთმანეთს ნდობა.თქვა თათიამ აღტაცებულად და ორივეს ჩაეხუტა.
-ისევ ვსვამთ დღეს?იკითხა ნიკამ.
-ნიკა რა გინდა,გინდა ელენე აღმოჩნდეს დილით შენს საწოლში,შენს გვერდით?თქვა დევიმ და ელენესგან გვერდებში მუჭიც კი მიიღო,მაგრამ დევის არ გაუგა ელენეს დარტმა.სიცილით ხელი მოხვია და თავზე აკოცა,ვითომ გაბრაზებულ მეგობარს და ისევ ნიკას მიუბრუნდა.
-თუ რანე გაქვს გულში,ახლავეს აქვე დაფქვი.
-არა,არაფერი.თქვა ნიკამ და მორიგი პიცის ნაჭერი დააგემოვნა.ასე ტკბილად და ერთმანეთის სიხარულში გადიოდა დრო,რომ არა ერთი მოწყენილი საღამო.დევიმ შეხედა ჩაძინებულ თაიას და ფრთხილად ადგა,ვერანდის კარი გააღო და გავიდა.პირველად დაინახა თაიამ იმ ღამით დევის ხელში სიგარეტი,პირველად უმტყუნა დევის ნერვებმა რადგან არ იცოდა რა ექნა და როგორ მოქცეულიყო,ის არჩევანის წინაშე იდგა.თაიამ გამოიღვიძა და დევი მის გვერდით ვერ ნახა ეუცნაურა.ადგა,ხალათი მოიმცვა და ვერანდაზე დალანდა ღამის სიბნელეში სიგარეტის წითელი შუქი.გაუკვირდა და დევის შეახო თავისი ხელი,მიხვდა რომ დევის რაღაც აწუხებდა.
-დევი რა მოხდა,რატომ ეწევი შენ ხომ არ ეწეოდი.
-თაია პირველად ვარ დაბნეული ჩემი ცხოვრების 25 წლის მანძილზე.
-რა მოხდა,მითხარი.
-არჩევანის წინაშე ვარ და ვერ გავრკვეულვარ რა გავაკეთო.
-მითხარი,თქვი ნუ ეჭიდები ტკივილს მარტოს გაგიჭირდება გადაწყვეტილების მიღება.
-ვიცი და ამიტომ ვარ ეს დღეები ასე,არ მინდა უშენოდ არც ერთი დღე გავატარო.
-ჩემსა და კარიერას შორის გიწევს არჩევანის გაკეთება?დევიმ მძიმედ გადაყლაპა ყელში მოწოლილი ცრემლის გორგალი და თაიას შეხედა,თავი კი მსუბუქად დაუქნია.
-დევი მე სანამ გამიცნობდი,შენ გქონდა კარიერა და ბრძოლობდი დიდ სიმაღლეზე ასასვლელად.გქონდა შენი ცხოვრება,მართალია გამიჭირდება მაგრამ არჩევანი უნდა გააკეთო და თუ გინდა შენს ცხოვრებაში არა რამე,არამედ ვინმე იყო კარიერა აირჩიე.მე დაგელოდები,6 თვე?ერთი წელი?დაგელოდები და როცა ფეხს მყარად მოიკიდებ მერე სულ ერთად ვიქნებით.დევის თვალებში იმედის სხივი გაუჩნდა და გულმა ბედნიერებისაგან ხმაურიანად იწყო ფეთქვა.თაიამ დაინახა როგორ გაუბრწყინა თვალები დევის მისმა სიტყვებმა.
-3 თვე,მხოლოდ 3 თვე თაია.ამ წასვლით,ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდება ჩემთვის,ჩემთვის ყველა ევროპის ქვეყანაში გაიხსნება თავისუფლად კარი.
-მე ვიცი როგორ გიყვარს შენი საქმე,დაურეკე უფროსს და უთხარი რომ მიდიხარ.ვიცი, და დარწმუნებული ვარ,ყველა შენს პასუხს ელოდება.დევიმ ტელეფონი აიღო,თაიას ხელი მოხვია და მწვრთნელს დაურეკა.
-დევი?ასეთ დრის რომ მირეკავ ორი მნიშვნელოვანი რამე უნდა მითხრა,ან ძალიან კარგი და ან ძალიან ცუდი და მიმანიშნე რომელია ამ ორიდან ამ ზარის მიზეზი.
-პირველი ბატონო ირაკლი.
-დევი არ მეხუმრები?
-არა,ჩემმა თაიამ დამარწმუნა,რომ დავთანხმდე ამ შემოთავაზებას.
-ხვალ მომიყვანე შენი თაია პირადად უნდა ვუთხრა მადლობა.დევი გაემგზავრა ლონდონში რამოდენიმე დღეში და ის ყველამ გააცილა,მართალია ძალიან გაუჭირდა თაიას მაგრამ უძლებდა.ყოველ საღამოს საუბრობდნენ და ასე აგორებდა მონატრების დღეებს.3-მა თვემაც გაიარა,მეორე 3 თვეც გავიდა მაგრამ დევი არ დაბრუნდა.იკლო ინტერნეტში საუბარმა,ეს კი უკვე ძალიან ტკიოდა თაიას მაგრამ გულში იხვევდა და არაფერს არ ამბობდა.დევის გარეშე გაიარა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანმა დღემ 21-მა თებერვალმა.დევის ძალიან უყვარს მისი დაბადების დღე,ამ დღეს მას ძალიან უნდა ჩაეხუტოს დედას,დედას რომელიც წლებია უკვე ემიგრანტია.ემიგრანტი ხომ ხელებზე ბორკილებ დადებული დედები და ბებიებია.ემიგრანტი ხომ უვადო პატიმარია,პატიმარი გისოსების გარეშე.ემიგრანტის უვადო პატიმრობა დიდი ხნის წინ გასაჩივრდა და ამ სასჯელს ვერდიქტიც დაედო,ეს კი არასოდეს არ შეიცვლება.მიუხედავად იმისა,რომ ქალბატონი ნატალიას ცხოვრება საბერძნეთში წლებს ითვლის ის იქედან ადევნებს თვალს შვილის წარმატებებს.დევი ტელეფონით ეფრება დედას და წელიწადში მხოლოდ სამჯერ,მის დაბადების დღეზე,დედის დღეზე და დედის დაბადების დღეზე აფრქვევს მის უზარმაზარ მონატებით გამოწვეიულ სევდას.მას ეს სამი დღესასწაული უყვარს განსაკუთრებით.ხო ის დევი რომელსაც არ უყვარს თავის გრძნობების გამომზიურება საქვეყნოდ,მაგრამ ის ამ დღესასწაულებზე სულ სხვანაირია.თბილი,კეთილი,მოსიყვარულე და დაუფიქრებლად საუბრობს იმ სიყვარულზე,რომელსაც დედა-შვილობის მონატრებული სიყვარული ჰქვია.სწორედ ამ დღეს იღვიძებს ეს მონატრებული გრძნობა მასში და ემოციებით გადმოსცემს ყველას მიმართ დიდ სიხარულს და სიყვარულს.მაგრამ დღეს დევის გარეშე ჩაიარა ამ საოცრად ლამაზმა დღემ,ყველამ შეამჩნია თაიას სახეზე ნაძალადევად გაცვლილი ღიმილი მეგობრების მიმართ.თითქოს გაქრა ერთმანეთის მიმართ ის განცდა რაც ჰქონდათ,დაავიწყდა როდის იყო ის დღეები,როცა ერთმანეთს სიხარულს და წარმატებებს უზიარებდნენ და მათ შორის იყო სიყვარული.დიდი სიყვარული, მაგრამ უკვე ეს გრძნობაც ნელა-ნელა ქრებოდა.ჩაიარა 21-მა თებერვალმა დევის გარეშე,იჯდა სანთლებ ანთებულ ტორტის წინ და ფიქრობდა,უეცრად ერთმა აზრმა გაურბინა გონებაში,გაეღიმა მეორე დღესვე მოამზადა ყველა საჭირო საბუთი და ორ დღეში ყველას გაუფრთხილებლად დაადგა ლონდონისკენ გზას.განა ცოტაა თითქმის 7 თვე საყვარელი ადამიანის გარეშე?მისამართი იცოდა,დევის ჰქონდა ნათქვამი და აეროპორტიდან ტაქსით მივიდა,მის წინ არც თუ ისე პატარა სახლი აღიმართა,ხელის კანკალით დარეკა კარებზე ზარი და წელს ზემოთ შიშველმა დევიმ გააღო,ხელში ტელეფონი ეჭირა და საუბრობდა,მაგრამ სიტყვები დაებნა და აზრიც დაეკარგა.
-დიდი გზა გამოვიარე,არ შემომიშვებ?
-თაია?როგორც იქნა ხმა ამოიღო.
-მიხარია სახელი რომ გახსოვს,მტკივნეული კი ისაა რომ ჩემი არც სკაიპი გახსოვს უკვე და აღარც სოციალური ქსელი.მე არ დამიხევია უკან როცა შენ კარიერისთვის გჭირდებოდა გვერდში დგომა,თუმცა კარგად ვხვდებოდი ეს წასვლა ჩვენში შეცვლიდა ჩვენს გრძნობებს.მხოლოდ ერთი კითხვაზე მინდა მიპასუხო.დევიმ იმ თვალებით შეხედა,სადაც თაია ყოველთვის გიჟურ ვნებას და დიდ სიყვარულს ხედავდა.ახლაც დაინახა იგივე და იმედის სხივი გაუჩნდა გულში.
-უბრალოდ დავიბენი, აქ არ გელოდი თაია. ბილეთი აღებული მაქვს რამდენიმე დღეში მეც ვბრუნდებოდი.ეს კი სიურპრიზად მინდოდა გამეკეთებინა,მაგრამ სიურპრიზი შენ გამიკეთე.მკითხე რა გინდა,თორემ დიდი ხანი ვერ დაგელოდები.
-მიდიხარ სადმე?
-არა,ერთი პატარა კურდღელი უნდა შევჭამო.
-დევი.მკაცრად შეხედა თაიამ.
-ხო კარგი,კარგი მკითხე რაც გინდა.
-7 თვე,მთელი ეს დრო არც თუ ისე ცოტა დროა მამაკაცისათვის და ამ თვეების მანძილზე არის ვინმე სხვა შენს ცხოვრებაში ვინც ძალიან მნიშვნელოვანია და შენს კარიერაზე მაღლა დგას?დევი ჩაფირდა,შემდეგ თავი ასწია თაიას შეხედა ხელი წაავლო,მის მკლავებში მოიმწყვდია და უთხრა.
-ასეთი მხოლოდ შენ ერთი ხარ თაია.რადგან აქ ხარ უკვე გავაუქმებ ბილეთს და გავაგრძელებ კიდევ სამი თვით კონტრაქტს.აღარ გაგიშვებ და თავად შეხედავ რა დროს გავდივარ და რა დროს შემოვდივარ,თაია ხანდახან ისეთი დაღლილი ვარ არც ჭამის თავი მაქვს და არც წყალის გადავლების.
-ვიმედოვნებ რომ მართალს ამბობ.
-მოიცადე,შენ რა ჩემში ეჭვი გეპარება?გაკვირვებულმა და წარბაწეულმა უშეეკითხა დევიმ.
-ეს შენი დამსახურებაა,შენ გამიჩინე ეს ეჭვები.
-იმედი არ გაგიცრუვდება,გპირდები.ის ღამე იყო დაუვიწყარი ღამე მათთვის.დილით დევიმ ყავის სურნელთან ერთდ მონატრებული სურნელიც შეიგრძნო,თვალი გაახილა და საწოლთან თაია დაინახა მშვენიერი საუზმით.
-ოჰ,რამეს ვზეიმობთ?იკითხა გაკვირვებულმა დაბოხებული ხმით.
-ვფიქრობ მონატრებული საუზმე რომ მიირთვა,ამისათვის არაა საჭირო დღესასწაულები რომ ვიზეიმოთ,თუმცა მინდა დაბადების დღე მოგილოცო.დევი სიყვარულით სავსე თვალებით უცქერდა თაიას და უღიმოდა.
-რატომ მიღიმი?
-ეს ბედნიერი ღიმილია,მიყვარხარ თაია.ხელი წაავლო და საწოლში შეითრია.-თაია შენ ხარ ის ვინც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის,ის ვინც ალამაზებს ჩემს ცხოვრებას და ძალას მაძლევს.ბედნიერი ვარ,შენ რომ მყავხარ.ბიჭებს ნახულობდი,მოდიოდნენ როცა იქით იყვნენ?
-რომ წამოდი პირველ ხანებში ხშირად და მერე მოუკლეს თითქოს მერიდებოდნენ თუ გამირბოდნენ,ამიტომ მეც აღარ ვაწუხებდი მათ შეკითხვებით,რადგან მივხვდი მაინც არაფერს არ იტყოდნენ,თავს მარიდებდენ.
-არ გარიდებდნენ,თაია ისინი ვერ უძლებდნენ შენს თვალებს,რომლებიც დიდ სევდას გადმოსცემდნენ.შენ არ გინდოდა შეემჩნია სხვას იქ დაგროვილი დარდი,მაგრამ ვერ შეძელი დაგემალა ისინი კარგად მათმა შეამჩნიეს შენს თვალებში თუ რამხელა სევდას და მოლოდინს ინახავდი.
-ახლა?
-რა ახლა.
-ახლა რას ხედავ ჩემს თვალებში.
-ახლა ბრწყინავს ისინი ბედნიერებისაგან.ლონდონში ჩასვლიდან ერთითვე გასტანა თაიას ბედნიერებამ,აუცილებელი გახდა მისი საქართველოში დაბრუნება,რადგან კომპანიას მის გარეშე პრობლემები შეექმნა.თაია იძულებული იყო წასულიყო.
-დევი მივდივარ და ჩემს გულს შენს გულში ვდებ,აქ გიტოვებ და დაიმახსოვრე,შენ ჩემთვის იმ ნაფიქრალზე და განცდებზე მეტი ხარ,რომლებითაც ჩემი გული არის სავსე.
-მოთმინება ქალბატონო,დაალაგე შენი საქმეები და დაბრუნდი.შესაძლებელია მეც მალე დავბრუნდე და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება,ღრუბლები გადაიყრება და მზე გამოანათებს ასე კი ჩვენს მორიგ განსაცდელსაც ჩაიბარებს ჩვენი ცხოვრების მემატიანე.თაია წავიდა გულის ტკივილით,მაგრამ ამაყი ნაბიჯებით ავიდა თვითმფრინავის ტრამპზე და კიდევ ერთხელ შემოუბრუნდა დევის რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობდა და თან თაიას ხელს უქნევდა.ერთი კვირა მოუნდა თაია კომპანიაში არეული სიტუაციის დალაგებას და ერთი კვირის შემდეგ ისევ დაუბრუნდა ლონდონს დიდი სიხარულით.დევისაც გაუკვრდა მისი ასე მალე დაბრუნება, რამდენიმე დღე დევის დასვენების დღეები ჰქონდა და თაიას შემოატარა ლონდონის ულამაზესი ხედები.თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო,მაგრამ ამ ერთ კვირაში თითქოს დევი სულ სხვანაირი ეჩვება თაიას შეცვლილი და გულჩათხრობილი.ერთ საღამოს საერთოდ არ დაბრუნდა ვარჯიშდან,დილით თაია ჩვეულებრივად შეხვდა თითქოს არაფერი მომხდარიყოს.რამდენჯერმე მის ტელეფონში სასიყვარულო მესიჯები ნახა,ესეც ჩაყლაპა თაიამ.ერთ დღეს კი როცა სახლში მარტო ყოფნა მოწყინდა და გარეთ გავიდა,უკვე საღამო იყო და ნელა მიუყვებდა ქვაფენილ გზას,რომ დევი დაინახა როგორ ეხვეოდა და ეალერსებდა ვიღაც ქალი.იმ დღეს დაუსვა თაიამ წერტილი დევისთან ერთად ცხოვრებას.უკან გამობრუნდა აცრემლიანებული თვალებით და ასევე უთქმელად გამოკეტა იმ სახლის კარი სადაც მისი ცხოვრების დიდ სიყვარულს ტოვებდა.თაია დევის გაუფრთხილებლად დაბრუნდა საქართველოში.



№1 სტუმარი ninii

vaime es ra iyo.gaagrdzele

 


№2  offline წევრი მია15

ძალიან კარგი იყო.მომეწონა ველი შემდეგ თავს.

 


№3  offline წევრი ქეთათო4

ძალიან მომწონხარ❤ იმიტომ, რომ ბანალური არ ხარ!❤
მოთხრიბა ძალიან კარგია ვგიჟდები უბრალოდ ისე მომწონს.

 


№4  offline წევრი naniko mindia

Ox mewyina ese rom moiqca, kargi iyo veli shemdegs tavs zvirfaso, ❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№5  offline მოდერი zia-maria

ყველას დიდი მადლობა,12-ის მერე დაიდება ახალი თავი. kissing_heart kissing_heart

 


№6  offline წევრი მია15

ველი ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent