შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედთან თამაში (თავი 3)


15-06-2018, 12:31
ავტორი black angel555
ნანახია 1 702

აუ რა დამერხა-ვფიქრობ ჩემთვის,რადგან ალექსი არც მეტიდაარც ნაკლები ის ბიჭია ვისაც ელოს უაზრო სურვილის გამო წინა საღამოს ვაკოცე.
-გამარჯობათ ქალბატონო ნინა,დაბრძანდით-მეუბნევა და სავარძელზე მიმითითებს და თითონქც ჯდება-ესეიგი ახალი სტაჟიორი ბრძანდებით ხო?
-დიახ-ვპასუხობ და უცერხულობისგან აღარ ვიცი რა ვქნა
-კაით იმედია წარმატებით გაართმევთ საკუთარ მოვალეობას თავს,რაც შეეხება თქვენ მოვალეობებს,აქ რამდენიმე გუნდი ვართ ვმუშაობთ გუნდურად შეჯიბრის პრინციპით.თქვენი მოვალეობა იქნება რეკლამის მოძიეება,დიზაინის მოფიქრება და გუნდთან ერთად მუშაობა,თუ რა და როგორ ეტაპობრივად გაიგებთ.ჩემ გუნდში არიან 4 ადამიანი მეხუთე თქვენ ხართ ვმუშაობთ მთელი ძალებით სიზარმაცეს და სამსახურში დაგვიანებას ვერ ვიტან ქალბატონო ნინა ასევე უაზრო გაცდენებს გასაგებია?
-დიახ გასაგებია ბატონო ალექსანდრე შევეცდები ძალები არ დავზოგო.
-ძალიან კაი თუ ეგრე იქნება ქალბატონო ნინა,თორე ახალი კადრის შოვნა არ გაგვიჭირდება მერწმუნეთ-იძახის მკაცრად და ირონიული ტონით.
-გასაგებია-ვეუბნევი და მისი სიუხეშე ნერვებს მიშლის.
-ეხლა მიბრძანდით ნათიასთან გარეთ ვინც შეგხვდათ ჩემი ასისტენტია ეგ გოგონა,გიჩვენებთ თქვენ ადგილს და უთხარით ბეიჯიკი დაგიმზადოს.
-კაი-ვდგები,ერთის მხრივ გახარებული ვარ,რომ ვერ მიცნო და გახარებბული ჩემ ფიქრებში ფეირვერკს ვუშვებ,რომ უცბად მესმის:
-ისე კოცნას თუ დაამუღამებ კაი იქნება არაფრად ვარგიხარ მაგ საკითხში,იმედია საქმეშიც ანალოგიური არ ხარ.
ჩემი გაშვებული ფეირვერკები ისევ უკან ბრუნდება,საშინლად ვწითლდები, ვერაფერს ვეუბნევი და დენდარტყმულივით გავრბივარ კაბინეტიდან.
გარეთ გასული ვცდილობ დავწყნარდე და ნათიასთან მივდივარ,როგორც მან მიბრძანა.მისაღებში სასიამოვნო გარეგნობის,მოწითურო თმებით გოგონა ზის ,თაფლისფერი თვალები აქვს საშუალო სიმაღლის იქნება,რატომღაც დადებითად ვეწყობი
-გამარჯობათ კიდევ ერთხელ ნათია ხო?ბატონმა ალექსანდრემ გამომიშვა თქვენთან -ვეუბნევი და თბილად ვუღიმი.
-დიახ ნათია ვარ საყვარელო,არა საჭირო თქვენობით საუბარი თორე თავი 100 წლის მოხუცი მგონია-მეუბნევა მხიარულად.
-კაი ნათია,მე ნინა ვარ თქვენი ახალი სტაჟიორ თანამშრომელი.
-სასიამოვნოა ნია,კეთილი იყოს შენი მოსვლა აქ წამო დანარჩენებს გაგაცნობ...ერთერთ ოთახში შევდივართ და მაგიდასთან მსხდარ სამ ადამიანს ვხედავ 1 ბიჭს და 2გოგოს.
-სალამი ბავშვებო,გაიცანით ჩვენი გუნდის ახალი წევრი ნინა დალაქიშვილი.
მის ნათქვამზე ყველა თავს წევს და თბილად მიყურებენ.
-პრივეტები-მეუბნევა ჩალისფერ თმიანი ხუჭუჭა გოგო-მე თეკო ვარ
-სალამი მე ეკა ვარ-მეუბნევა ქერა ძალიან ლამაზი გოგო-მიხარია შენი გაცნობა ნინა.
-მოგესალმები მშვენიერო ლედი-მეუბნევა თავის დაკვრით საკმაოდ სიმპატიური ბიჭი ქერა,ლურჯი თვალებით და ნუ ჩვეულებრივი არცისე დაკუნთული ტანით,მაგრამ საკმაოდ მაღალი-მე გუგა ვარ თქვენ სამახურში მიგულეთ,მეგონა ბიჭი მოვიდოდა სამუშაოდ ახალი,ამდენ ქალებში მე ერთი ბიჭი ვარ კენტად-მეუბნევა სიცილით....მის ნათქვამზე ყველას გვეცინება....ძალიან მომწონს ყველა ასეთ თბილ მიღებას ნაღდად არ ველოდი.
-მეც მიხარია ჩემო კარგებო თქვენი გაცნობა და დიდი მადლობა ასეთი თბილი დახვედრისთვის....ჯერჯერობით ახალი ვარ და კარგად არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ამიხსენით თუ არ შეწუხდებით აბა დღეს რა გავაკეთო.
-ოო ეგ მე მევალება-მეუბნევა გუგა-ნინა ესაა სია იმ კომპაანიების ვისაც უნდა ჩვენთან თანამშრომლობა და რეკლამის შეკვეთა,დღეს არ გადაგტვირთავთ მხოლოდ ამათ დაურეკე და შეხვედრაზე შეუთანხმდი,რომ ჩამოვყალიბდეთ რა ტიპის რეკლა სურთ.
-კაი გუგა-ვუღიმი მე და სიას ვართმევ....ყველა თავის საქმეს უბრუნდება.
თავდაუზოგავად მუშაობენ რასაც ვუყურებ თან გუნდურად....მე რაც დამავალეს ვაკეთებ...შუადღით ალექსანდრე შემოდის რაღაც მითითებებს იძლევა და სადღაც შეხვედრაზე უშვებს გუგას და ეკას...მე ზედაც არ მიყურებს ისე გადის.....სამუშაო დღის დასრულებამდე თავდაუზოგავად ვმუშაობ და თეკოსგან შექებასაც ვიმსახურებ...პირველი დღის კვალობაზე ძალიან ბედნიერი ვარ და სახლში კმაყოფილებით სავსე მივდივარ.
სახლში მისულს დედჩემი მეუბნევა,რომ ერთი კვირით სოფელში მიდის თავის დასთან....ვრჩები მარტო როგორ ვერ ვიტან რა მარტო ყოფნას....რა გავაკეთო ვფიქრობ ჩემთვის ყავას ვიდუღებ,ლეპტოპს ვრთავ და კინოს ყურებას ვიწყებ....რატომღაც უცბად ალექსანდრე მახსენდება და მეღიმება.....ფილმის ყურებაში ჩამეძინა....
დილით მაღვიძარას ხმა მაღვიძებს ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი ვერ ავწევდი თავს დილით ადრე ლოგინიდან ამიტომ მაღვიძარა დავაყენე,მთელი სისწრაფით ვდგები წყალს ვივლებ,აუ რა ჩავივცა მ-ვიძახი ჩემთვის.გარდერობიდან შავ მთლიან მოკლე კაბას ვიღებ,და ამავე ფერის შემოსაცმელს გრძელ ჟაკეტს,თმას კოსად ვიკრავ....სახეზე როგორც ყოველთვის სადა მაკიაჟს ვიკეთებ,ფეზე პატარა ქუსლზე შუზებს ვიცმევ ჩანთაში ვაგდებ მობილურს და სამსახურში გავრბივარ.
ოფისში მისულს ჯერ მხოლოდ ნათია და გუგა მხვდება მოსული.
-დილამშვიდობისა-ვესალმები ღიმილით.
-ვაუ ჩვენი ოფისის ლამაზმანიც მოსულა-მეუბნევა გუგა და ყავას მთავაზობს.
-სალამი საყვარელო-მკითხულობს თბილად ნათია აუ საშინლად მომწონს ეს გოგო...
-გამარჯობათ,რას შეკრებილხართ აქ-ისმის უცბად მკაცრი ხმა და ადგილზე ვხტები.
-გამარჯობათ ბატონო ალექსანდრე-ესალმება ნათია,გუკაც ანალოგიურად.
-დილამშვიდობის-მეც ჩავილაპარაკე ჩემთვის,რატომღაც ეს ბიჭი საშინლად მაბნევს.
გუგას თავის კაბინეტში იბარებს და მიდიან.....ვრჩებით მე და ნათია.
-ღმერთო ჩემო რა საშინლად უხეში ადამიანია-ვიძახი მე.
-სვანია აბა რას ელოდი-მეუბნევა სიცილით ნათია-ყოველთვის ეგეთი არ ყოფილა 4წელია რაც ვიცნობ ალექს ადრე საკმაოდ მხიარული იყო რაც მამა დაეღუპა მას შემდეგ შეიცვალა.
-მართლა?-სამწუხაროა,თუმცა ღიმილიანი და მხიარული ეგ ტიპი ვერ წარმომიდგენია-ვეუბნევი მე.
ამასობაში თეკო და ეკაც მოდიან....მე თეკოს უნდა გავყვე დღეს შეხვედრაზე და ვემზადები.
მე და თეკო ერთერთ საკმაოდ პრესტიჟულ კომპანიაში მივდივართ,თეკო ეუბნევა რომ ქალბატონ ლელასთან არის რეკლამის თაობაზე და მასთან კაბინეტში შევდივართ.საკმაოდ სოლიდურად ჩაცმული მკაცრი გარეგნობის ქალი გვხვდება,გვესალმება და მიგვითითებს სავარძლებზე რომ დავსხდეთ.ვჯდებით და ვიწყებთ მოსმენას.როგორც საუბრიდან გავარკვიე ქალბატონ ლელას საამშენებლო მაღაზიების ქსელი აქვს და უნდა ბანერები,სავიზიტო ბარათები და ბუკლეტები დაგვამზადებინოს...უცბად მე ვერთვები საუბარში.
-ქალბატონო ლელა თუ ჩემ აზრს გაითვალისწინებთ რავი არ მგონია საამშენებლო მასალებისთვის ძაან გადატვირთული და აჭრელებული ბუკლეტები ან სავიზიტო ბარათები გამოგადგეთ-უცბად ვრჩერდები და თეკოს ვუყურებ ის მანიშნებს გავაგრძელო-ჩემი აზრით სავიზიტო ბარათი უნდა იყოს სადა,სავიზიტო ბარათი ეს არის კომპანიის ერთგვარი სახე.....სისადავე ყველაფერში კაია...
ქალბატონი ლელა ცოტახანი ჩუმადა მერე კი იძახის.
-მომწონს ამ გოგონნას აზრი,მინდა ეს შეკვეთა თქვენი გემოვნებით დავამზადოთ და სქემა მიჩვენოთ-ვადებს 4 დღრს გაძლევთ...კონტრაქტი ჩვენიააა.....
ერთის მხრივ მიხარია,მაგრამ მეორე მხრივ მეშინია 4 დღეში როგორ მოვასწრო....რა გატლიკინრბდა ნინა-ვეჩხუბები ჩემ თავს.
ოფისში მისულები პირდაპირ ალექსანდრეს კაბინეტში შევდივართ,თეკო უყვება რაც მოხდა.ალექსანდრე ირონიულად ეღიმება და თეკოს ეუბნევა დაგვტოვეო.მისი გასვლის მერე მე მიტრიალდება და მეუბნევა.
-ორი დღის კვალობაზე შედეგი კაია ქალბატონო ნინა,როგორც ჩანს ხალხის ლაპარაკით მონუსხვა ადვილად გეხერხებათ.
-ეგ რა შუაშია ბატონო ალექსანდრე-ვეუბნევი მისი ირონიით გაღიზიანებული-მე ჩემი აზრი ვთქვი და მოეწონა იმ ქალბატონს
-კაი გასაგებია ქალბატონო ნინა-შეგიძლიათ მიბრძანდეთ შეუდექით საქმეს.
მე ვდგები უცბად მეძახის და კარებთან ვჩერდები ის მიახლოვდება და მეუბნევა.
-ქალბბატონო ნინა ხალხის შებმაში მაგარი ხარ როგორც ჩანს მაგრამ არა მგონია საქმეში მაგარი იყო მითუმეტეს ამ სფეროში ახალი ხარ,გაითვალისწინე ეს კონტრაქტი შენია და შესაბამისად მარტო იმუშავებ ვნახოთ როგორ ჩაეტევი ვადებშ ახლა შეგიძლიათ მიბრძანდეთ-თვალს მიკრავს და თავის მაგიდასთან ბრუნდება.
საშინლად გაცოფებული გამოვდივარ და ვილანძღები.
-თავხედი ვირი სვანი,იდიოტი მე შენ გაჩვენებ რა შემიძლია მაგასაც განახებ თუ ვერ ჩავეტევი ვადებში...იდიოტი...



№1 სტუმარი სტუმარი ანუკიიი

აუ როგორ შემიყვარდა შენი ისტორიები რა.შავი ანგელოზი ხომ სუპერია.ესეც მაგარი ჩანს ველოდები სულმოუთქმენლად შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი black angel555

მადლობა ჩემო კარგო მიხარია რომ მოგწონთ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent