შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების თამაში.თავი 7


16-06-2018, 00:16
ავტორი zia-maria
ნანახია 3 395

თაია ჟორჟოლიანი შეიცვალა,ის ძალიან ცივი და მიუკარებელი გახდა.ნდობა დაკარგული ქალისთვის,რთულია საუბარი გრძნობებზე.დევი ურეკავდა,არ პასუხობდა მის ზარებს,შემდეგ საერთოდ გამოცვალა ნომერი.ტელეფონზე რადგან არ პასუხობდა,დევი უგზავნიდა წერილებს თათას ხელით,მაგრამ ყველა წერილს თაია არც კითხულობდა ისე აწყობდა ერთ ლამაზ ყუთში და დებდა გვერძე.ყოველი წერილის მოსვლაზე,მდუმარედ დასცქეროდა ფურცელს,ერთ დღესაც ძალა მოიკრიბა და გადაწყვიტა საბოლოოდ დალაპარაკებოდა.ერთ საღამოს, როცა დევი გადაღლილი იყო და თაიაზე ფიქრობდა მის ტელეფონზე საქართველოს ზარი დაფიქსირდა,გული აუფრიალდა და მისი ჩვეული მტკიცე ხმით უპასუხა ზარს.
-გისმენთ.
-მომისმინე და არ შემაწყვეტინო.
-თაია?თაია მე მომისმინე.......
-მომისმინე,თორემ გავთიშავ.იცოდა დევიმ თაიას მტკიცე ხასიათი და აღარ შეეწინააღმდეგა.
-ჩვენს შორის არის ყველაფერი და არის არაფერი, ამ ჩემს გაყინულ ცხოვრებაში დასეირნობს თავისუფლად პატარა ფიქრი.ჩვენს შორს არის დრო და მანძილი,დრო რომელიც დიდ დუმილს იტევს და ამ დუმილში არის ყველაფერი რომელიც არაფლად იქცა. დროსა და სივრცეში აცდენილი ჩვენი ნაფეხურები ჯიუტად და უგზო-უკვლოდ დადიან.დევი ჩვენ შორის არის ყველაფერი და ის ყველაფერი უკვე იქცა არაფლად.
-თაია არ გამითიშო,გთხოვ მომისმინე.
-აღარაფერია ჩვენს შორის საერთო,მაგრამ გპირდები ერთ დღეს მწარედ ინანებ.შენ დაუმარცხებელი ხარ მაგრამ მე დაგამარცხებ,მე დაგაუძლურებ იცი რატომ?მე გაგაფრთხილე,თუ მაწყენინებ ძალიან რთული ქალი გავხდებითქო და შენ ეს არ გაითვალისწინე.უთხრა და არც დააცადა სიტყვის თქმა დევის ისე გაუთიშა.რამოდენიმე დღეში თაიამ გაიგო,რომ ის ფეხმძიმედ იყო.ბევრი იფიქრა,ბევრჯერ განიხილა მარტომ ეთქვა თუ არა დევისთვის ბავშვის არსებობის შესახებ,მაგრამ ბოლოს თომას დაურეკა და ყველაფერი უთხრა.თომამ არც დაფიქრებულა ისე უსიტყვოდ დაბრუნდა საქართველოში და თაიას ადგილი დაიკავა კომპანიაში.თაიამ საქართველოდან წასვლის წინ,კონვერტი გაუწოდა თომას და უთხრა.
-თუ ოდესმე მოვა შენამდე,ვიცი რომ მოვა აი ეს კონვერტი გადაეცი და წაიკითხავს თუ არა მიხვდება,რომ ჩვენში ნათქვამი სიტყვა ,,ჩვენ'' დასრულდა.არავის არ უთხრა არც ბავშვს შესახებ და არც წასვლის,ასე დაუმშვიდობებლად ადგა და წავიდა ნიუ-ორკში.თომამ მისთვის სანდო ადამიანს ჩაანდო ხელში თაიას და ბავშვის სიცოცხლე და თავადაც მშვიდად იყო,რომ ის მარტო არ იყო.დევიმ ვეღარ აიტანა თაიასგან დუმილი და საქართველოში დაბრუნდა,მაგრამ თაიას კვალს ვერსად ვერ მიაგნო,არც არავინ არ იცოდა მასზე არაფერი.ბოლოს გადაწყვიტა თომა მოენახულებინა,რომელმაც ისე შეხვდა დევის აგრძნობინა,რომ მასზე ძალიან ნაწყენი იყო.
-თომა მითხარი სად არის თაია უნდა ვნახო,უნდა ავუხსნა.
-მოგისმენს?დევი მე ძალიან გაფასებ როგორც ადამიანს,როგორც პიროვნებას.გეფიცები ძალიან მიჭირს ამ სიტყვების თქმა, მაგრამ ვფიქრობ უკვე ზედმეტი ხარ თაიას ცხოვრებაში.
-არც შენ მომისმენ?
-მე მოგისმენ,მაგრამ აზრი?მე თაიას მაგივრად ვერც ვერაფერს დაგპირდები და ვერც ვერაფერს გავაკეთებ.მხოლოდ ერთი რაც შემიძლია გავაკეთო გადმოგცე ის,რაც დამიტოვა წასვლისას.დევიმ გამოართვა თეთრი კონვერტი და იქვე გახსნა,გული მოეწურა თაიას ტკივილით სავსე სიტყვებზე.
,,თაიას წერილი დევის''.
-უამრავი ღამე დაღამდება,მაგრამ ამ უამრავ ღამეებს შორის კიდევ უამრავი ღამე თეთრად დაგათენდება თავზე შენც,ისე როგორც მე.სულ რაღაც ორი თვის წინ ჩემს გულში იყავი და ჩემი გულით დაგატარებდი ყველგან,დღეს კი უშეობით დადარდიანებულს მხოლოდ ჩამქვრალი გრძნონები მაწვიმს და ცრემლების ზღვა მახრჩობს.ვერა,ვერ ვხედავ ეს გრძნობა ისევ გაღვივდეს,მე შენს გულსაც შეველიე ისე როგორც შენ შეელიე ჩემს გულს და ვცდილობ ნელა-ნელა ყველა მოგონება გადავშალო დროის სვლასთან ერთად.მშვიდობით დევი ჩვენი გზები აქ გაიყარა.დევიმ აკანკალებული გულით შეხედა თომას და ჩამწყდარი ხმით უთხრა.
-არც უცდია უკანასკნელად დავლაპარაკებოდი, შანსის მოცემაზე ხომ ზედმეტია საუბარი.
-დევი შენ შანსი გქონდა,მაგრამ ვერ გაიგე.შანსი შენ მაშინ მოგცა თაიამ როცა იქ ჩამოგაკითხა და შენთან ცხოვრობდა,შენ თაიას მართლა მთელი გულით უყვარდი,მთელი გრძნობით და დარწმუნებული ვარ ბოლომდე შენი სიყვარულით იცოცხლებს,მაგრამ ვერ აიტანა მის ზურგს უკან რასაც აკეთებდი დაფარულად,ვითომ დაფარულად.თაიამ იცოდა შენი ყოველ ღამით შენი დაგვიანებების მიზეზები,იცოდა ასევე და რამდენჯერმე წაიკითხა შენს ტელეფონში შემოსული შეტყობინებები.შენ კი გეგონა ის ვერაფერს ვერ ხვდებოდა,მაგრამ თაიამ ყველაფერი იცოდა.ის სიყვარულმა გააჩერა,რადგან ცდილობდა არ დაეკარგე.ერთ დღეს კი ყველაფერს დაუსვა წერტილი,როცა თაიასთვის დრო არ გქონდა და სხვებისთვის კი იცლიდი.ბოლომდე წაიკითხე წერილი?წაიკითხე და მიხვდები თუ როგორ ტკიოდა შენთან სიშორეც და ახლოს ყოფნაც.ისევ დახედა გულის ტკივილით მის აკანკალებულ ხელში თეთრ ქაღალდს და კითხვა გააგრძელა.
,,წერილის გაგრძელება''.
-დღეს და არა მარტო დღეს,ყოველ დღე მახსენებს შენს თავს უშენობა და ტირილამდე მივყავარ ტკივილს,უშენობის ტკივილს.იმ დღეს,რომ დაგირეკე თავი ისე დავიჭირე თითქოს გაცივდა ჩემი გრძნობები შენს მიმართ,მაგრამ გავთიშე ტელეფონი და შენი ხმა გაწყდა თუ არა ისე მომინდი,ისე ძლიერ მომინდა შენს მკლავებში ისევ ბედნიერს მეგრძნო თავი,ისევ მომინდა შენს მკერდზე დამედო თავი თვალდახუჭულს მივცემოდი ბედნიერ ძილს შენს სურნელთან ერთად,ხელი ისევ გავწიე ტელეფონისკენ,მინდოდა,მართლა მინდოდა დამერეკა და მეთქვა ,,გაპატიე,ყველაფერი გაპატიეთქო'' მაგრამ მოვთოკე ბოლო წუთებში ჩემი თავი,ჩემივე გულში ჩავიკალი ჩემი ტკივილი და ჩემს თავს არ გადავაბიჯე.დევი მივდივარ,რადგან არ მინდა ის ადგილი შენს თავს მახსენებდეს,სადაც ყოველი კუთხე შენი სუნითაა გაჟღენთილი.მპირდებოდი არ გატკენო,მაგრამ გამოგივიდა ჩემთვის ტკივილის მოყენება.მე რომელსაც მამასავით მტკცე ხასიათი მაქვს,მხოლოდ შენ შეძელი გაგეტეხე და ყოფილიყავი ჩემი ცრემლების მიზეზი.მხოლოდ შენ იზრუნე სულ მტკიოდეს სხეულის ის ნაწილი,რომელიც ჩემი სხეულის მარცხენა მხარეს დამარცხების გამო დასუსტებულად ფეთქავს.არაუშავს,მე გავუძლებ ამ ყველაფერს,მაგრამ გპირდები,რომ ერთ დღეს შენც იგრძნობ ძლიერ ტკივილს.რომ ერთ დღეს შენც მიხვდები,თუ რა ძნელია სულისა და გულის ატკივება ართდროულად.გპირდები,შენ იმაზე მეტად მოგენატრები,ვიდრე ახლა მენატრები მე.გპირდები,რომ ერთ დღეს შენც ძლიან დაგტანჯავს მონატრების ძლიერი ტკივილი.წლები გაივლის და მიხვდები,რომ თურმე ბედნიერი ყოფილა ის დღეები,მაგრამ დრო უკან არ დაბრუნდება და აღარასოდეს აღარ გამეორდება ჩემი ბედნიერება.რა საოცარია არა?თურმე გულს რამდენის ატანა შეუძლია,რამდენი ცრემლი და რამდენი დარდი დაუტევია,მაგრამ ყველაფერს ერთ წვიმიან საღამოს დაესვა წერტილი,რადგან უკვე რწმენა დაკარგა.უსამართლოდ დაიჩაგრა,მაგრამ ნუ იჯავრებ არ მივცემ უფლებას რომ დაეცეს,პირიქით ძალას მოიკრებს და გააგრძელებს სიცოცხლეს.ისევ გაიღვიძებს და ისევ დაიტევს მთელი სამყაროს სიყვარულს.მხოლოდ შენი გამოკლებით,შენთვის დაცარელებული და გაყინული გულით.ბედნიერებამ ისე მაღლა ამიყვანა ღრუბლებამდეც კი ავფრინდი,მაგრამ იქედან დაბრუნებულმა სიყვარულით მორთული ბილიკი ეკლებით დამხვდა სავსე.გავიარე ამ ეკლებზეც არ შევუშინდი,მაგრამ ისეთი დაცლილი და დაცარიელებული ვიყავი ყველაფრისგან,ემოციებისგან სისხლიც კი აღარ მქონდა ჩემი ნაკვალებიც რომ დამეტოვა შენს ნაკვალევთან ერთად.გიყურებდი თვალებში და ვხედავდი,როგორი ყალბი გახდა ჩემთვის საყვარელი თვალები რომლებიც მხოლოდ მე მიმზერდნენ და შიგ ჩემს სახეს ვხედავდი.არ მინდა გულის თქმას ავყვე,გავბოროტდე და მეც დავიბინძურო სული ისე როგორც ეს შენ გააკეთე,ამიტომ ავდექი და გაგეცალე,რადგან მივხვდი,ჩვენ ამოვწურეთ ერთმანეთი და დავსრულდით ერთმანეთისთვის.ვერ შევძლებდი შენთან ყალბი ღიმილით ყოფნას,მე ბრძოლა დავასრულე რადგან არ ღირს იმ გრძნობისთვის ბრძოლა რომელიც ვგრძნობ ჩემი აღარ არის.არა,არ ვიბრძოლებ,რადგან ამ ბრძოლაზე უფრო ძლიერი ჩემი ღირსებაა,ამიტომ გადავწყვიტე უხმოდ გაგეცალო და გაგეცალე კიდეც.გააგრძელე შენი ცხოვრება,მაგრამ უჩემოდ.იყავი ძლიერი რომ დაგაფასონ,გაღიარონ და აისრულო ის ოცნებები რომლისთვისაც იბრძვი წლებია.მშვიდობით,ერთ დროს შენი ,,თაია''.დევიმ უხმოდ დატოვა თომას კაბინეტი და იმ საღამოსვე დაბრუნდა ლონდონში.იმ დღიდან დევისთვის ყველა ქალი ერთი ღამის ქალად იქცა.ეძებდა,ყველა ქალში ეძებდა თაიას სურნელს,თაიას თვალებს მაგრამ ვერცერთ ქალში ვერ იპოვა ის განსხვავებული სურნელი როგორიც თაიას ჰქონდა.თაია?თაიამ კი ამ მცირე დროში თავისი გამოცდილებით ძალიან ბევრს მიაღწია.მას ჰქონდა გამომუშავებული შინაგანი ბირთვი ანუ მტკიცე ხასიათი,ის არის პრინციპებზე და საკუთარ შეხედულებებზე დაყრდნობილი ადამიანი.არის ძლიერი ნებისყოფის ქალი, მისმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ისე გამოზარდა,რომ ყველანაირ სირთულეს შეუძლია გაუძლოს და გაუმკლავდეს.თაიას ხელი კრეს და წაიქცა,მაგრამ შეძლო და წამოდგა.გაუძლო მის შინაგან ომს და ჩამოაყალიბა მასში ზოგადი ადამიანური თვისებები.თაიას ორსულობა მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა,ეჩურჩულებოდა პატარას და მისგან საპასუხოდ მიღებულ დარტყმას ღიმილით ხვდებოდა.თომამ ისე გაასაიდუმლა თაიას ადგილ-მდებარეობა,რომ თაიას შესახებ არც თათამ და არც ელენემ არაფერი არ იცოდა და ვერც ათქმევინეს.მხოლოდ რამოდენიმე თვის შემდეგ ელენე თომას შეხვდა შემთხვევით და ძველ ფოტოებს გადახედეს,უეცრად თვალი მოკრა თაიას ფოტოს პატარა გოგონასთან ერთად.ჯერ გვერდი აუარა,მაგრამ შემდეგ დააკვირდა ფოტოს და იმდენად ნაცნობი ნაკვთები ჰქონდა პატარას რომ ერთი შეჰკივლა და თომაც შეაშინა.
-რა გაკივლებს გოგო,გამისკდა გული.უთხრა გაბრაზებულმა,მაგრამ მიხვდა ელენე რამაც გააოცა.
-ეს,ეს,ეს თაია არის,მაგრამ ეს პატარა?თომას გაეცინა და სურათს მოეფერა.
-ეს თინანოა,ჩემი თინანო.
-შენი შვილია?თომა შვილი გყავს?
-ელენე კარგად მომისმინე.ეს თაია და მისი შვილია,მისი პატარა.
-ის,ის აქედან.............
-დიახ,ის აქედან იმიტომ წავიდა რომ გაიგო მალე დედა გახდებოდა.თინანოც იქ დაიბადა უკვე ორი წლის არის,ეს კი არავინ არ უნდა გაიგოს.გასაგებია?
-არც თათამ არ უნდა გაიგოს?
-არა,ის გიორგის ეტყვის და ასე დევიც გაიგებს.ეს კი ვიცი,რომ თაიას არ მოეწონება.
-როდემდე,თომა როდემდე გინდათ ბავშვი დამალოთ.
-ამას თავად თაია გადაწყვიტავს,მე მის წინააღმდეგ არასოდეს არ წავალ.
-კარგი,უთხრა ელენემ და ფოტოს დააცქერდა,გაუღიმა დედა-შვილს და თითით მოეფერა მონატრებულ მეგობარს.
-იცი რა საყვარელია?მაგიჟებს ეს ბავშვი,მაგიჟებს მაგის ენის ტიკტიკი.თაიამ ბავშვი წამოზარდა თუ არა ძიძა აიყვანა და თავად სამსახურს დაუბრუნდა.მუშაობდა თავდაუზოგავად,დაუღალავმა შრომამ გამოზარდა და უფრო დახვეწა მისი ცოდნა.ადრე თუ შრომობდა და ბრძოლობდა მხოლოდ გადარჩენისათვის სიცოცხლეში დასაბრუნებლად,ახლა თავდაუზოგავად შრომობს შვილისთვის.მას ხომ მხოლოდ თინანო და თომას ჰყავდა და უნდა იბრძოლოს,რომ მათთვის იცოცხლოს.გაუჭირდა პირველ ხანებში,რადგან ყველა მის ნივთში მის ლამაზ მოგონენეს ხედავდა,მაგრამ თინანოს დაბადებამ მასში გულის სიმების ჩირაღდნები აანთო და ასე განათდა მისი ცხოვრება ერთი პატარა ციცინათელას ციმციმით.ციცინათელები ყოველთვის ცხელ ზაფხულში ჩნდებიან,მაგრამ თაიასთვის ის თებერვლის ერთ სუსხიან საღამოს გაჩნდა,სწორედ იმ დღეს როცა დევი ლონდონში მის დაბადების დღეს მისივე რესტორანში აღნიშნავდა,ნიუ ორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში მისი ახალშობილი შვილი დედის მკერდზე იწვა მამის გარეშე რომელიც უკვე პატარა ტუჩების ცმაცუნით ეძებდა საკვებს მისი პატარა კუჭის გამოსაკვებად.დარწმუნებული ვარ,ეს რომ დევის ეჭვადაც სცოდნოდა,მთელ დედამიწას გამოიწვევდა დუელში და იმ ღამით ისიც იმ ქალის გვერდით იქნებოდა,რომელიც ვერა და ვერ დაივიწყა.დევის ტკივილით სავსე გულში ისევ იყო თაია მასზე მოგონებები კი გულს თეთრ ზმანებად ედება და მთელ სხეულს სითბოდ ეფინება.დრომ ისე სწაფად გაიარა,რომ არავინ არ ელოდა.თინანო გაიზარდა,დაიხვეწა და მის გულს მხოლოდ ერთი რამ აწუხებდა,ვერ გაეგო 8 წლის გოგონას თუ რატომ ტიროდა დედა ღამ-ღამობით,რატომ ერთხელ მაინც არ გამოჩნდა მის სიახლოვეს და არ მოიკითხა ის მამამ,ან ვინ იყო ის ადამიანი ვისთვისაც უნდა დაეძახებინა ეს სიტყვა.დევიმ 30 წლის ასაკში სერიოზული ტრავმა მიიღო ფეხზე და ის ვეღარ ჭიდაობდა,მაგრამ ის იყო მწვრთნელი და ჰყავდა თავისივე მოსწავლეები.ასევე ჰქოდა თავისივე ბიზნესი სასტუმროს რამოდენიმე ქსელი.ხშირად ნახულობდა ბიჭებს და ხშირად იკრიბებოდნენ ერთად,ერთად ყოფნისას მათ ავიწყდებოდათ თავიანთი ასაკი და ისინი თავისდა უნებურად ბრუნდებოდნენ ბავშვობის ასაკში.მათი სიხარული ხანგრძლივია და ისინი ერთმანეთს თავიანთი ლამაზი ფერებით ავსებენ.მათი ერთად შეხვედრას იმდენად დიდი სიხარული მოაქვს,უცხო თვალი ადვილად შეამჩნევს თუ როგორი უანგარო და უზომოა მათი სიყვარული,სიხარული კი იმდენად დიდი რომ გულშიდაც ვერ ეტევა.მიდის და მიედინება ყოფიერებოს მდინარე,ბედნიერებას კი უსაშველო მწუხარება ცვლის,სიხარულს კი გაუქარვებელი გულისტკივილი.მათი სიხარული ყოველ ჯერზე სევდით ივსება,როცა თემა თაიაზე საუბრით სრულდება.ყველას ენატრებოდა ეს ნაზი,სიყვარულით და სითბოთი სავსე ადამიანი.არცერთმა არ იცოდა,რომ თაიას უკვე 8 წლის თინანო ჰყავდა.მაგრამ ცხოვრება ხომ ხან ნელა მიედინება და ხანაც მძვინვარე ხდება ის არ უყურებს შენ გულჩათხრობილი ხარ,დანაღვლიანებული თუ სიხარულით სავსე.ერთ საღამოს როცა თინანო უკვე 10 წლის იყო თაიას მოულოდნელად დაუსვა შეკითხვა.
-დედიკო,მამა სად არის და რატომ არ მოდის ჩვენთან?
-მამა შორს არის,ალბად დაბრუნდება ოდესმე და ნახავ.უთხრა თაიამ და ამ სიტყვებით დახურა თემა.თინანომაც მიხვდა,რომ მამაზე მეტს ვერაფერს ვერ ათქმევინებდა დედას და შეეშვა მისთვის კთხვების დასმას,რადგან ხვდებოდა თუ როგორ ძალიან ტკენდა მისი გაუთავებელი შეკითხვებით და ამოუწურავი ცნობისმოყვარეობით დედას გულს.
დევიმ სახელი გაითქვა,ის უძლიერესი ადამიანია და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ევროპის ყველა ქვეყანაში,განა ამას არ ოცნებობდა?მართალია თავად ტრავმის გამო ვეღარ ჭიდაობს,მაგრამ ის პატარა მეოცნებე ბიჭებს ეხმარება ოცნებების ახდენაში.ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა შეეცადა მასთან ინტერვიუს ჩაწერას,მაგრამ ის ყოველთვის უარზეა და მის წარსულ ცხოვრების მოგონენებთან არავის არ უშვებს.არ უნდა არავის გაანდოს მისი ტკივილიანი წარსული,წარსული რომელიც სათუთად ინახავს ჯერ კიდევ ულამაზეს მოგინებებს.თინანო არაფერს ამბობდა,მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა მით უფრო უნდოდა გაერკვია სიმართლე,ამიტომ გულში თავის თავს პირობა მისცა,რომ რადაც არ უნდა დაჯდომოდა ის აუცილებლად იპოვნიდა მის მამას და სიმართლეს გაიგებდა,თუ რატომ გაიზარდა ის მამის გარეშე.თინანო 15 წლის რომ გახდა,თაიას ისევ დაუსვა შეკითხვა,მაგრამ ეს შეკითხვა იყო ამჯერად მომთხოვნი რადგან მას სრული ინფორმაცია სჭირდებოდა გაეგო მამაზე
-დედა, მე უკვე გავიზარდე.ყოველ დღე გხედავ რომ რაღაც გაწუხებს, რაღაც გტანჯავს.როდისმე მეტყვი ვინ იყო ჩემი მამა?თაია შეაკრთო თინანოს კატეგორიულმა მოთხოვნამ და ჩუმად უთხრა.
-მამაშენი იყო ის ადამიანი ვინც მე სიყვარული მასწავლა,მაგრამ სამი წლის თანაცხოვრების შემდეგ,სანამ შენ დაიბადებოდი ჩვენი გზები გაიყარა.
-არ იცის ჩემს შეშესახებ?
-არა,არ იცის.
-რომ სცოდნოდა,როგორ ფიქრობ გვნახავდა?
-დარწმუნებული ვარ,დღეს ერთად ვიქნებოდით.
-დედა,სამი წლის შემდეგ რატომ დაშორდით, მიხვდი რომ აღარ გიყვარდა?
-არა,მიყვარდა და ახლაც მიყვარს.ის ადამიანი იყო და არის ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ნამდვილი და ძლიერი სიყვარულით შემოსული,რომელიც დღემდე შემორჩა გულს და სულს.საუკეთესო წლები გავატარე მასთან,მაგრამ ძალიან ცოტა იყო ეს დრო ბედნიერებისთვის.
-მიზეზი დაშორების?
-წყვილის ცხოვრებაში არის რაღაც,რაც გრძნობებს წამიერად აცივებს.
-მამას აღარ უყვარდი და ეს არ აპატიე?
-თინანო,ჯერ კიდევ პატარა ხარ.გპირდები მოვა დრო და ყველაფერს ახდი ფარდას.მამას ნახავ აუცილებლად და შეხედავ თუ არა ის მაშინვე შეგიყვარდება.გთხოვ,მხოლოდ ახლა მეტს ნუ შემეკითხები.
-კარგი,მაინც მადლობა რომ მამაზე ასეთი კარგი სიტყვები მითხარი.დედა შვილს საუბარი კარებზე ზარის ხმამ შეაწყვეტინა.თინანომ წავიდა კარის გასაღებად და სულ ცოტა ხანში კარების გაღებისთანავე კივილით დაბრუნდა დედასთან,შემდეგ ისევ კარებთან მივარდა.თაია გაოცებული უცქერდა თინანოს და თავადაც ფეხზე წამოდგა,კარებისკენ წავიდა და თავადაც გაოცებისაგან,მოულოდნელი სიხარულისგან გაურკვეველი ხმები გამოსცა,შემდეგ კი ტირილი აუვარდა და სიხარულისაგან თომას მკლავებში გულიც კი წაუვიდა.თომამ ხელში აყვანილი შეიყვანა თაია მისაღებში და თავად მოასულიერა,დიდხანს ეფერებოდა 16 წლის მონატრებული და-ძმა ერთმანეთს და შემდეგ იქვე აცრემლებულ ელენეს შეხედა რომელსაც მხოლოდ ტუჩების მოძრაობით უთხრა.
-მაპატიე.
-რა გაპატიო, თაი ის 16 წელი რომელიც უშენოდ გავატარე?ნუთუ ასე ამოგვირეცხე გულიდან ერთხელ მაინც არ მოგესურვა დაგერეკა და დაგვლაპარაკებოდი?ვიცი,ვიცი რომ ძალიან გეტკინა,მაგრამ მე და თათა რაში ვართ დამნაშავე შენთან,ნუთუ იმაში ხომ არა ძალიან რომ გვიყვარდი?
-თქვენ არ ხართ დამნაშავე,მე წავშალე ყველა ჩემი წარსულის ცხოვრებიდან.
-გრცხვენოდეს,უნდა გრცხვენოდეს თაია.ტირილით უთხრა ელენემ და თაიასაც ცრემლები მოერია.ერთმანეთს ეხუტებოდა ა ეფერებოდა ორი განუყრელი მეგობარი,რომლების მეგობრობასაც წლები ვერც კი დაითვლიდა,ისინი ხომ ერთად გაიზარდნენ და მათი ცხოვრება ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელი იყო და ახლა 16 წლის შემდეგ იდგა ერთმანეთის წინ და ვერცერთი ვერ ამბობდა ვერაფერს,თითქოს გუშინ დაშორდნენ და სალაპარაკოც არაფერი არ ჰქონდათ.ბოლოს დამშვიდნენ,ცრემლებიც შეიმშრალეს და თაიამ თათა მოიკითხა.
-თათა როგორ არის.
-კარგად არის,გიორგი ძალიან კარგი ქმარი და მამა გამოდგა.გაიგებდი შვილი ჰყავთ 15 წლის არის ბათო.
-ბათო?რა სახელია ბათო.იკითხა თინანომ.
-ბაჩუკი ჰქვია და ჩვენ ბათოს ვეძახით.თინანო გვერდით დაიჯინა ელენემ თავზე აკოცა და გულზე მიიკრა.თაიას შეხედა და უთხრა.
-წინ დამიდგა ის დრო შენ რომ იყავი 15 წლის.თომამ გამოიცვალა და თაიას უთხრა.
-მე გავდივარ და არ დამელოდოთ, ივახშმეთ.
-ჯერ არ შემიხედია შენთვის წესიერად და უკვე გადიხარ?
-თაია ნუ გამიჭედავ ახლა,16 წელია მეგობრებს კომპიუტერით ვესალმები და როგრც იქნა დრო მოვიდა ახლოს ვნახო ისინი.მელოდებიან, იციან რომ აქ ვარ.
-კარგი,ხვალ ხომ იქნები სახლში.
-კი,ხვალ ერთად უნდა გადავწყვიტოთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი.
-რა,კომპანიას ეხება?
-არა,ხვალ გაიგებ.
-კარგი.უთხრა თაიამ და უკვე კარებისკენ მიმავალ თომას თვალი გააყოლა,რომელსაც თმაში ჭაღარაც კი გასჩენოდა.გავიდა თუ არა თომა ელენეს მიუბრუნდა.
-რა ხდება თქვენს შორის?
-არაფერი,რა უნდა ხდებოდეს.
-ელენე დიდი დრო გავიდა ერთმანეთისგან შორი-შორს ვცხოვრობთ,მაგრამ ნუ მეტყვი რომ დამავიწყდით.ორივეს კარგად გიცნობთ,თქვი რა ხდება თქვენს შორის.ხმას აუწია თაიამ,ელენემ კი შეხედა და წყნარად უთხრა.
-თაია მართლა არაფერი არ ხდება,გეფიცები.
-ბოდიში,მაგრამ თქვენ ერთიც და მეორეც დებილები ხართ თუ თავს იდებილებთ.ის არ ქორწინდება,შენ არ თხოვდები,რას ან ვის ელოდებით ან ერთი და ან მეორე?ვხედავ როგორ დნები როცა უცქერ და დავიჯერო ვერ ხვდება ჩემი ძმა?
-ყველაფერს თავისი დრო აქვს,შენზე მითხარი როგორ ხარ?
-მე?გამოფიტული,გამომშრალი და დაცარიელებული.
-როგორ ფიქრობ,დიდხანს გაძლებ ასე?რას ფიქრობ თაია მამას შვილი კიდევ როდემდე უნდა დაუმალო,ვფიქრობ საკმარისია სასჯელია 15 წელი დევისთვის.
-ჩუმად ბავშვი გაიგონებს.
-როგორც ხედავ აქ არ არის.უთხრა ელენემ,მაგრამ თინანომ ყველაფერი გაიგონა. ,,დევი''გთხოვ გვარიც წამოგცდეს.გაიფიქრა გულში და იმ ღამით კმაყოფილმა დაიძინა,რაღაც ხომ მაინც გაიგო.დარწმუნდა,რომ დედამ დასაჯა მამა,მაგრამ რატომ ახლა ამის გარკვევა უნდა.ელენი და თაია ერთად დაწვა და არცერთს არ ეძინებოდა.
-თაია ძალიან გაუცხოვებული ხარ,იცი?
-ვიცი ელენ.გული შიგნიდან მტკივა.არა, კი არ მტკივა მახრჩობს რაღაც.მტოკავს ისე როგორც დაწყნარებულ ზღვაში თევზები რომ ტოკავენ და ყურყუმალაობენ დელფინები,ერთი მხრიდან კი მსუბუქი ნიავი უბერავს,მეორე მხრივ კი უფრსკულიდან ამოსვლას რომ ცდილობ მაგრამ ვერ იკიდებ ფეხს სველ ნიადაგზე,გიცდება,გისრიალებს და ისევ სიღრმეში ვარდები.მადლობა უფალს მარტო არა ვარ,თინანო მყავს.
-მაგრამ მაინც მარტო ხარ თაია.თაიამ აქამდე შეკავებულ ცრემლს თავისუფლება მისცა,ელენეს შეხედა და უთხრა.
-მენატრება,სიგიჟემდე მენატრება.
-თინანო არ ჰგავს მამას,შენი ბავშვობაა.
-ვიცი,მამის თითები აქვს გრძელი და სუსტი,ნატიფი,მოქნილი.მასავით იცის ორი თითით ჭამა და იცი კიდეც რა მანერა აქვს მამის?გაეცინა თაიას.
-რა?
-როცა ჭამს ხოლმე და რამის თქმა უნდა,წარბს აწევს მაღლა და თითით მაჩვეებს,რომ ვხედავ ხოლმე მეცინება.
-თაია თმების სტილი შეგიცვლია,უფრო დამა ქალის სტილი გაქვს მორგებული.
-რომელიც ჩემს მდგომარეობას შეეფერება.
-ცხოვრების თამაში რთულია,მაგრამსაკმარისია უკვე გლოვა,გადი გარეთ გაიცანი ვინმე და შენს ცხოვრებას ხალისი მიეცი.
-ელენი კარგად ხარ?
-მე კარგად ვარ,მაგრამ შენი სხეული მამაკაცის სითბოს ითხოვს,ნუთუ ვერ გრძნობ ამას?როგორ შეგიძლია გვერდი აუარო,როგორ ძლებ აეთი ახალგაზრდა და ასეთი ვნებიანი ქალი.დარწმუნებული ვარ უამრავი თაყვანისმცემელი გეყოლება.
-მე დავასრულე ცხოვრება ელენი და ახლა მხოლოდ თინანოს გამო ვცოცხლობ,სხვა არავინი არ ასებობს ჩემთვის.
-თაია შენ სცდები,შენ კარგად ვერ შეიგრძენი რას ნიშნავს ვნება და ამ ყველაფეს თინანოს სიყვარულში ანაცვლებ,ამიტომ ვერ ხვდები მის უკმარისობას.
-შენ და თომა.........
-ხო, მე და თომა ერთად ვართ და როცა ახლოს დგას ჩემთან რომ არ შემეხოს ალბად ის დღე ვერ წარმომიდგენია.თომას გარეშე ჩემს ცხოვრებას ვერ მივცემ აზრს.
-არაფერი არ ხდება ჩვენს შორისო?
-ხდება,მაგრამ არა მნიშვნელოვანი.
-გასაგებია.გაეცინა თაიას.
-ნუ იცინი თაია.უთხრა ელენემ და ორივეს გულიანად გაეცინა.გვიანი ღამე იყო თომას მოსვლა რომ გაიგო,ელენეს უკვე ჩასძინებოდა და ადგა,გაუკვირდა თომას დაწითლებულ თვალებს რომ შეხედა.
-შენ რა, იტირე?
-იცოდი,იცოდი და მე არაფერი არ მითხარი.
-რა ვიცოდი,მითხარი რატომ იტირე.გაუკვირდა თაიას.
-მაკი,მაკი ვნახე,ჩემი მაკი.
-დაბრუნდა?წასული იყო,უკვე წლებია აქეთ არ ყოფილა.
-ვინ გითხრა რომ წასული იყო,თაია მაკი ბრმა არის.
-რა არის?ჩვენი მაკი?მე,მე,მე არაფერი არ ვიცოდი,გეფიცები ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვამს.ვიცოდი,რომ სამსახურიდან მივლინებაში იყო წასული.ჩვეულებრივად მწერდა და ხშირად მირეკავდა.
-ღმერთო მაკი,ჩვენი მაკი.წინ გამიარა თეთრი ჯოხი ეჭირა ხელში,შავი სათვალე ეკეთა გვერდი ჩამიარა და ვერ დამინახა,გული ჩამწყდა თაია ვერ მივედი ახლოს ძალა არ მეყო.თითქოს იგრძნო და მომიბრუნდა,ვინმეს ეძებთო?შემეკითხა.
-მე რატომ არავინ არაფერი არ მითხრა,ან თინანოს როგორ ვუთხრა.
-არ ვიცი, რამეს მოვიფიქრბთ.
-როგორ დაბმავდა,რა გითხრეს.
-სამსახურში დაცემისას ძლიერ დაურტყამს თავი და დარტყმამ მხედველობას მიაყენა ზიანი.
-არანაირი შანსი არ არის?
-ორი ოპერაცია გაუკეთეს და უშედეგო იყო.რამდენიმე თვეში კიდევ უნდა გაუკეთდეს ერთი და თუ ისიც უშედეგო იქნა,შემდეგ არ ვიცი.
-ვიცი როგორ იმოქმედებდა შენზე მაკის მდგომარეობა,მაგრამ რაღაც უნდა გითხრა.
-რა,რა უნდა მითხრა ან ვის ეხება.
-შენ.
-მე?
-ხო შენ,რატომ არ ეტყვი ელენეს რომ გიყვარს.თომას ჩაეცინა და თაიას ხელი მოხვია.
-როგორ ძალიან მომენატრე თაი იცი?
-მეც ძალიან მომენატრე,მაგრამ ახლა მონატრებაზე არ ვსაუბრობდით ჩვენ.გთხოვ თავს მიხედე,თმაში ჭაღარაც შემოგპარვია ძამიკო და ხომ არ ფიქრობ უკვე დროა შენი კუთხე და შენი ბუდეც რომ ააშენო?
-მეც სწორედ მაგის გამო ჩამოვედი,შენ იქით ჩამოსვლა დაგაგვიანდება კიდევ როგორც გატყობ.დროა,მეც ვხვდები თაი რომ უკვე დროა.თათას იცი რამხელა ბიჭი ყავს?
-მითხრა ელენემ რომ თათა ბედნიერია,იცი როგორ ძალიან მენატრება?სულ დავიშალეთ და დავიკარგეთ,სხვა და სხვა გზებით წავედით ყველამ.ორივეს ლაპარაკში ჩაეძინათ მდივანძე ჩახუტებულებს და დილით თინანოს კისკისმა გააღვიძა ორივე,რომელიც დედას და ბიძას ფოტოებს უღებდა და თან კისკისებდა.თომამ კალთაში ჩაისვა თინანო აყვირა,აკისკისა და შემდეგ ფეხზე წამოდგა,თავი მოიწესრიგა გალამაზებული და მოწესრიგებული დადგა თაიას წინ და უღიმოდა.
-რა მოხდა,რამე გინდა მითხრა?
-თაია რადგან ჩვენმა მშობლებმა ადრიანად დაგვტოვეს,მინდა დალოცვა შენგან მივიღო.
-ჩემგან?მოიცა რას გულისხმობ თომა.გაოცებულმა შეხედა ძმას თაიამ.თომამ კი ელენეს მოხვია ხელი რომელიც თავადაც გაოცებული უცქერდა თომას.
-იმედია უარს არ მეტყვი ელენე.
-თომა.................
-სიყვარული,ურთიერთ გაგება,ნდობა და პატივისცემა ამ ოთხ გრძნობას ვცემ პატივს ყოველთვის,რადგან ვიცი ეს ოთხი გრძნობაა ოჯახური ბედნიერების საძირკველი.ადამიანები იცვლებიან,გრძნობებსაც დრო ცვლის,მაგრამ მათში არსებული ნამდვილი გრძნობა არც იცვლება და არც ქრება.თუ ამ ოთხ თვისებას დავიცავთ,ჩვენ ყოველთვის გამარჯვებული ვიქნებით.სიყვარული ბევრი ტკივილის მომტანია,მაგრამ ის მაინც უძლებს დროსაც და სირთულეებსაც,მთავარია ჩვენც გაგებით მოვეკიდოთ ჩვენს გრძნობებს.ელენემ ხელი გაუწოდა თომას ბეჭედის გასაკეთებლად,რაც თომამაც არ დააყოვნა და დედისეული ბეჭედი ხელზე წამოამცვა ელენეს.
-ელენე ეს დედაჩემის ბეჭედია და უნდა გითხრა დიდი სიამაყით,რომ ის ღირსეული ადამიანი იყო.
-სათუთად მოვეპყრობი მის ღირსებას და ეს დიდი პატივია რაც მე მერგო დღეს,ვეცდები,რომ მეც ღირსეულად ვატარო ბოლომდე საყვარელი ადამიანის ღირსება.
-ღმერთო რა ბედნიერი ვარ.თქვა თაიამ და ორივეს მხურვალე კოცნა აჩუქა.შემდეგ იქვე ჩამოჯდა და ღიმილით უცქერდა ორი საყვარელი ადამიანის ბედნიერ სახეებს.თომამ შეხედა და სიცილით უთხრა.
-მოიშორებ ამ დებილურ ღიმილს სახიდან და გვაჭმევ რამეს სტუმრებს თუ გავიდეთ გარეთ და იქ გამოვკვებოთ ჩვენი კუჭები?ამ ყველაფერს თინანო კამერით აფიქსირებდა და გულიანად კისკისედა თავადაც.თაიამ გემრიელი სადილი მოამზადა და გულით დალოცა ახლად გამომცხვარი წყვილის ბედნიერი მომავალი.თინანო მეცადინეობდა,მოულოდნელად მისივე მაგიდის უჯრაში სადაც არასოდეს არაფერი არ შეუნახია,წერილების დასტა ნახა.გაუხსნელი და წაუკითხავი.ყველას ერთი ხელწერა ჰქონდა ,,თაიას''.ერთად იყო შეკრული,საიდანაც ერთ-ერთი ამოაძვრინა და კითხვა დაიწყო.
,,წერილი''.
მჭირდება დაგელაპარაკო,მჭირდება გნახო,შეგხედო და შეგეხო.ვიცი რომ შეცდომა დავუშვი,მაგრამ ნუ დამსჯი ყველაზე სასტიკი სასჯელით,რომ წლები დამჭირდეს ამ შეცდომის გამოსწორებისათვის.არცერთ წერილზე პასუხი არ მიმიღია,არც ამაზე ველოდები რადგან დარწმუნებული ვარ არც ამას არ წაიკითხავ,მაგრამ მაინც გწერ,გწერ რომ ძალიან მომენატრე ვერ გწვდები მხოლოდ.ვერ გწვდები რადგან სუსტი ვარ შენს წინაშე,შიში მაქვს და ვიცი რომ შენ მართალი ხარ.ვიცი რომ მარტო ხარ,ისიც ვიცი რომ ნდობა დაგიკარგე და ძალიან მტკივა ეს ყველაფერი,რადგან მე ვარ მიზეზი ამ ყველაფრისა და შენი გულის ტკენისა.დავბრმავდი,არ ვიცი რამ გამომაშტერა,მაგრამ სიმართლე ისაა ჩვენ აღარ ვართ ერთად.მხოლოდ ის მინდა ვიცოდე,რომ კარგად ხარ,შენ რომ კარგად იქნები მეც კარგად ვიქნები,მიყვარხარ თაია და უსაშველოდ მენატრები.წახვედი და ჩემს გარშემო ყველაფერი შეიცვალა,უშენობის ფერია ყველგან,დაიკარგა და გაქრა ჩემს გარშემო ფერები,გაუფერულდა ჩემი სამყარო.მენატრები,მაგრამ არ შემიძლია შენამდე მოვიდე,რადგან ვერ ჩაგხედავ თვალებში იქ ხომ ჩემს მიერ ჩადენილი დანაშაულის სასჯელს ამოვიკითხავ.არ ვიცი რა იქნება სასჯელი,მაგრამ ვიცი ადამიანების წინაშე ცხოვრება მკაცრია,ასევე მკაცრია ,,ცხოვრების თამაში'' მაგრამ გავუძლებ, ყველა სასჯელს გავუძლებ.გახსოვს რომ მითხარი მოვა დრო და შენ წააგებო?მართალია არასოდეს წამიგია მაგრამ მე მთავარი წავაგე,ცხოვრება წავაგე,სიყვარული წავაგე,ბედნიერება დავკარგე და მთავარი,სიმშვიდე წავაგე.მე თავად სიმშვიდე ვერ მიპოვია და შენ როგორ გითხრა მშვიდად იყავითქო,ამიტომ გადავწყვიტე აღარ მოგწერო და აღარ შეგაწუხო.ასე შევეცდები დროთა განმავლობაში დაგივიწყო,მაგრამ ისე დაგივიწყებ თაია როგორც შენ დამივიწყებ.,,მშვიდობით,დევი''.
-მამა, რა დააშავე ასეთი დედამ რომ არ გაპატია და ისე წავიდა შენგან,უკან აღარ მოგიხედა.გიპოვი,გპირდები რომ გიპოვი.



№1  offline წევრი მია15

მართლაც ძალიან კარგი ისტორია.მომწონს და ველი შემდეგ თავს.ერთი სული მაქვს როდის დადებ ახალ თავს

 


№2  offline მოდერი zia-maria

მია15
მართლაც ძალიან კარგი ისტორია.მომწონს და ველი შემდეგ თავს.ერთი სული მაქვს როდის დადებ ახალ თავს

ხვალ 12-ის მერე საყვარელო. kissing_heart kissing_heart

 


№3  offline წევრი მია15

დაველოდები გენაცვალე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent