შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე დედა ვარ (დასასრული)


17-06-2018, 19:44
ავტორი Crazy dreamer
ნანახია 2 005

ლალი 35 წლის ადვოკატია, რომლის ცხოვრებაც თავდაყირა დგას.
მისი ერთადეერთი იმედი მისი ვაჟია რომელიც ერთ დღესაც ავარიაში მოყვება ეს კი ლალისთვის ორმაგი დარტყმა იქნება....

ლიზი მთლიანად წითელ საღებავში, რომ დავინახე გული შეწუხებამდე ვიცინოდი. ლიზიმ მალე გამოიცვალა და ჩვენთან აღარ დაბრუნებულა. მესამე დღეს ყველანი თბილისს დავუბრუნდით. სახლში მისულმა ყველაფერი მოვაწესრიგე და უსაქმოდ დივანზე ჩამოვჯექი ცოტახანს ვიყავი ასე შემდეგ კი კარზე ზარი გაისმა და მეც გასაღებად წამოვდექი. იქ კი გაბრიელი დამხვდა.
- გაბრიელ? სიმართლე გითხრა არ გელოდი.
- ხო ლალი, იცი ჩემს მანქანაში რაჭიდან რომ მოვდიოდით ლეპოპი დაგრჩა და ვიფიქრე აუცილებლად დაგჭირდებოდა.
- დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შემოდი ყავა დავლიოთ და ცოტა ვისაუბროთ. შინ შემოვიპატიჟე გაბრიელი და კარი დავხურე.
- ლალი ძალიან კარგი ადამიანი ხარ, ძალიან მცირე დრო დამჭირდა ამას რომ მივმხვდარიყავი.
- მადლობა, გაბრიელ შენც კარგი ადამიანი ხარ.
- გამიხარდება თუ დავმეგობრდებით და სამსახურის გარეთაც ვინახულებთ ხოლმე ერთმანეთს.
- მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
გაბრიელთან საღამომდე ვისაუბრე შემდეგ კი წავიდა. ლაშა და მარიამიც მოვიკითხე არაჩვეულებრივად იყვნენ და ამასთან ერთად უამრავ მადლობას მიხდიდნენ. რამდენიმე კვირა ძალიან მძიმე სამუშაო გრაფიკი მქონდა, ვერაფერს ვასწრებდი საქმე დასრულების და კლების მაგივრად მატულობდა და თითქოს ხელახლა იწყებოდა. 3 თვის შემდეგ ლიზი უკვე საკმაოდ მომატებული იყო მიხაროდა მათი ბედნიერებაც რადგან ვთვლიდი, რომ ყველა იმსაურებს მეორე შანსს. ერთ საღამოს გაბრიელმა სავახშმოდ დამპატიჟა და მეც არ მითქვამს უარი. ლამაზად გამოვეწყვე და მის ზარს დაველოდე რათა დაბლა ჩავსულიყავი მანაც არ დააყოვნა და მალე მოვიდა.
- ლალი დღეს განსაკუთრებულად გამოიყურები.
- მადლობა, შენც.
- დღეს საღამოს მნიშვნელოვანი სალაპარაკო მაქვს შენთან.
- რამე ხდება? ცუდი ხომ არაფერია?
- არა, არავითარი ცუდი.
- მაშინ კარგი.
რესტორანში, რომ მივედით მომსახურე პერსონალი ღიმილით შემოგვხვდა და მაგიდისაკენ გაგვიძღვა. არაჩვეულებრივ ადგილას იყო ჩვენი მაგიდა ღამის თბილისს გადავყურებდით უზარმაზარი ფაჯრიდან, საკმაოდ ლამაზი ადგილი იყო.
- ლალი არ ვიცი როგორ დავიწყო საუბარი. გაბრიელს სიტყვა ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა ისიც ზრდილობიანად წამოდგა და გარეთ გავიდა.
სანამ მარტო ვიჯექი ხედით ტკბობას განვაგრძობდი, ჩემი სიმყუდროვე კი მიშიკოს უდროო ზარმა დაარღვია.
- გისმენ მიშიკო.
- ლალი მინდა, რომ ვისაუბროთ.
- მითხარი რისი თქმაც გინდა.
- ლალი მე ძალიან ცუდი ქმარი ვიყავი, ვიცი ჩემი გამოსწორება შეუძლებელია მაგრამ მინდა ერთი შანსი მომცე ლიზი დავშორდები ოღონდ შემირიგდი.
- გადაირიე? თუ მთვრალი ხარ?! სრულ ჭკუაზე არამგონია იყო დადეშელიანო, არავითარი შანსი თუ რამის გაკეთება გინდოდა 17 წელი ვიყავით ცოლ-ქმარი და მაშინ გაგაეკეთებინა. რა გგონია, რომ დამშორდი ადვილად გადავიტანე? ზუსტად იმ დღეს როცა გამომიცხადე გშორდებიო ალექსი საოპერაციო მაგიდაზე სიკვდილის ებრძოდა. თანაც ასე რომც არ იყოს შენ უკვე გყავს ცოლი რომელიც შენგა ბავშვს ელოდება. მე არ ვაპირებ ვინმეს ოჯახის დანგრევას.
- ლალი მე შენ ძალიან მიყვარხარ.
- მიშიკო გთხოვ, თავი დამანებე სამუდამოდ მიხედე შენს ოჯახს.
- ლალი გეხვეწები ერთი შანსი.
- შენნაირი უტავმოყვარეო კაცი დედამიწაზე არ მეგულება, არავითარი შერიგება და საერთოდ არ დამირეკო, დაივიწყე რომ მიცნობ. კატეგორიული და საკმაოდ მკაცრი ტონით ვუთხარი სათქმელი მიშიკოს და ტელეფონი გავთიშე.
მალე გაბრიელიც დაბრუდა, ბოდიში მომიხადა და შეეცადა დაწყებული საუბარი გაეგრძელებინა.
- ლალი იცი, უკვე 3 თვე გავიდა რაც ერთმანეთი გავიცანით ეს არც თუ ისე პატარა დროა მითუმეტეს ორივე ზრდასრული ადამიანები ვართ, ლალი ცოლად გამომყვები?
მოულოდნელი აღმოჩნდა გაბრიელის კიტხვა და საკმაოდ დამაბნეველიც.
- გაბრიელ, შენ იცი რომ მე შვილი მყავს რომელიც ამ ქვეყნად ყველაფერს მირჩევნია, არ ვიცი ის ამას როგორ მიიღებს მინდა რომ მასაც ვესაუბრო. ჩემთვის მისი აზრი ყველაზე ძვირფასია.
- კარგი ლალი. იცოდე ნებისმიერ დროს დამირეკე და მეც დაველაპარაკები ალექსს დიდი ბიჭია და აუცილებლად გაგვიგებს.
რესტორნიდან არც თუ ისე გვიან გამოვედით. გაბრიელმა სახლამდე მიმიყვანა და დამემშვიდობა. სახლში, რომ შევედი მისაღებში იჯდა ალექსი და თავის საყვარელ კალათბურთს ინტერესით უყურებდა ჩემს დანახვაზე კი ტელევიზორი გამორთო და ფეხზე წამოდგა.
- დე სად იყავი? გაგეფრთხილებინე რა თუ გადიოდი ბებომ დარეკა.
- გაბრიელთან ერთად ვიყავი. ალექსს მინდა, რომ ვისაუბროთ.
- კარგი.
- შვილო შენ იცი როგორ მიყვარხარ, ჩემი ყველაზე ძვირფასი ადამიანი ხარ, ალექსს მამაშენთან დაშორების შემდეგ მხოლოდ საქმეზე გადავერთე და სხვა ყველაფერი უკან მოვტოვე ახლა კი გამოჩნდა ადამიანი ვისთანაც მინდა, რომ ჩემი ცხოვრება გავატარო.
- დე.. მე რა უნდა გითხრა? ეს ხომ შენი ცხოვრებაა.
- არა ალექს მე შენი აზრი მაინტერესებს.
- ვინაა? გაბრიელია?
- ხო ის არის.
- გაბრიელი არაჩვეულებრივი ადამიანია დედა, ერთად დროს მშვენივრად ვატარებთ. თანაც მგონია რომ შენც ძალიან ეყვარები.
- მადლობა ალექს, მადლობა რომ ასე გესმის ჩემი.
- მაგრამ დე იცოდე გაბრიელი კი არა ვინც არ უნდა იყოს შენს თვალზე ერთი ცრემლიც, რომ ვნახო არ დავინდობ.
- ჩემი ერთადერთი ბიჭი ხარ დე. ჩემზე ორი თავით მაღალ ალექსს გადავეხვიე და მივხვდი რომ ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დედა ვიყავი.
გაბრიელს ეს ამაბავი რომ გავაგებინე ძალიან გაუხარდა, მან და ალექსმა ერთად მრავალჯერ ისაუბრეს და ყოველ ჯერზე უკეთესად უგებდნენ ერთმანეთს. ჩემებს რომ ვუამბე ეს ყველაფერი ყველა ძალიან გახარებული იყო. რამდენიმე თვეში ისიც გავიგე, რომ მიშიკო და ლიზი საზღვარგარეთ გადავიდნენ საცხოვრებლად. ცოტახაში მარიამმა და ლაშამაც იქორწინეს. ლაასთან ისევ ძველებური თბილი ურთიერთობა მქონდა.
ზუსტად ერთი წლის თავზე რაც მე და გაბრიელმა ერთმანეთი გავიცანით ვიქორწინეთ. ორწილი ოჯახურ წრეში გავაკეთეთ და საუკეთესო მომენტები სამუდამოდ აღვბეჭდეთ გონებაში. მთავარი ეს არ იყო რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა მთავარი კიდევ მელოდა წინ როდესაც გავიგე, რომ 36 წლის ასაკში მეორედ გავხდებოდი დედა.
არაჩვეულებრივი ოჯახი მყავს და ამითი სავსებით კმაყოფილი ვარ ამაზე მეტი არაფერი მინდა, მყავს ორი შვილი ალექსი და ანა ისინი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქრები არიან. რაც მთავარია მე დედა ვარ, დედა რომელსაც ყველას და ყველაფერს მხოლოდ საკუთარი შვილები ურჩევნია.
--დასასრული--
იმედი მაქვს მოგეწონებათ ძალიან ბბევრი ვიშრომე, ეს ჩემი პირველი ისტორია ამიტომაც ნამდვილად ვარ ღირსი კრიტიკის და შენიშვნების რათა მომავალში ძველი შეცდომები აღარ გავიმეორო. მადლობა ყველას ვინც წაიკითხეთ და მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდით მედქით.



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან ვისიამოვნე საინტერესო და განსხვავებული იყო. პირველი რომ ასეთი იყო მჯერა უფრო უკეთესებს დაწერ.

 


№2  offline წევრი Crazy dreamer

სტუმარი მაკო
ძალიან ვისიამოვნე საინტერესო და განსხვავებული იყო. პირველი რომ ასეთი იყო მჯერა უფრო უკეთესებს დაწერ.

დიდი მადლობა <3 შემდეგზე ყველა იმ შეცდომას გამოვასწორებ რაც აქ დავუშვი <3 heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი მია15

ძალიან ვისიამოვნე.ყოჩაღ.ველი შენს ისტორიებს .

 


№4  offline წევრი Crazy dreamer

მია15
ძალიან ვისიამოვნე.ყოჩაღ.ველი შენს ისტორიებს .

მადლობა <3 შენი კომენტარები ჩემთვის სტიმული იყო <3

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian kargi istoriiaaa, visiamovneee, debiutantistvis shesanishnavad cer, ogond, sasven nishnebs miaqcie yuradgebaaaaa, torem cinandadebas azrs sheucvlis, yochag, imedia maleve gixilavt axali istoriit

 


№6 სტუმარი manana

ძალიან დიდი ინტერესით წავიკითხე, საოცრად კარგია, გელოდებით...

 


№7  offline წევრი Crazy dreamer

Qeti qimucadze
Zalian kargi istoriiaaa, visiamovneee, debiutantistvis shesanishnavad cer, ogond, sasven nishnebs miaqcie yuradgebaaaaa, torem cinandadebas azrs sheucvlis, yochag, imedia maleve gixilavt axali istoriit

მადლობა რომ წიკითხე აუცილებლად გავითვალისწინებ შენიშვნას, რჩევას და რათქმაუნდა გამოვასწორებ

manana
ძალიან დიდი ინტერესით წავიკითხე, საოცრად კარგია, გელოდებით...

მადლობა რომ წაიკითხე აუცილებლად დავბრუნდები მალეე

 


№8 სტუმარი ლია

სულის შემძვრელი ტკბილი წასაკითხი ისტორიაა.

არ გაჩერდე კიდევ გაგვახარე ასეთი გემრიელი მოთხრობებით.

 


№9  offline წევრი Crazy dreamer

ლია
სულის შემძვრელი ტკბილი წასაკითხი ისტორიაა.

არ გაჩერდე კიდევ გაგვახარე ასეთი გემრიელი მოთხრობებით.

Vaime dzalian didi madloba <3 aucileblad gavagrdzeleb weras

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent