მე დედა ვარ (თავი 12)
-- ლიზი-- ლალისთვის უნდა მეჩვენებინა თუ რა ძლიერ მიყვარდა მიშიკო, ამისთვის კი უკან არაფერზე დავიხევდი კარგად ვიცნობდი ლალისნაირ ქალებს. --ლალი-- მშვენივრად წარიმართა ზაფხულის პირველი თვე რაჭაში, ლაშა ყოველ უქმეებზე ჩამოდიოდა. ალექსთან კალათბურთს თამაშობდა და მთელი დღეები ბიძა და ძმიშვილი მშვენივარდ ისვენებდენ. რაც შეეხება მარიამს ძალიან ბედნიერი იყო ლაშას დანახვით ხოლმე ლაშაც ასევე, ვგრძნობდი რომ ერთმანეთის მიმართ გულგრილები ნამდვილად არ იყვნენ. ყველაფერი მწყობრში ჩადგა თითქოს თბილისის ქაოსიდან გამოსაქცევად და მისგან დასამალად საუკეთესო ადგილი რაჭაა. ორშაბათი გათენდა ლაშა კი სამსახურს დაუბრუნდა და თბილისში წავიდა. მარიამი იმ დღეს საგრძნობლად დასევდიანდა მეც ვეღარ მოვითმინე და მასთან საუბარი გადავწყვიტე. - მარიამ შეიძლება ვისაუბროთ? მშვიდი ხმით ვკითხე მეგობარს. - კი ლალი ვისაუბროთ, მეც მინდა შენთან საუბარი. - მარიამ მერამდენე ორაბათია რაც აქ ვართ და შენი თვალები ორშაბათობით განსაკუთრებულად ნაღვლიანია, ეს ლაშას უკავშირდება? მორიდებით ვკითხე გოგონას. - ლალი იცი მე უბრალოდ, კი ლალი ეს ლაშას ბრალია, ძალიან მიყვარს დიდი ხანია, მაგრამ მასთან არანაირი შანსი არ მაქვს. - მარიამ ასე რატომ ფიქრობ? იქნებ ლაშასაც უყვარხარ და არც ისაა შენს მიმართ გულგრილი, ნუ გამოიტან ნაადრევ დასკვნებს. - არამგონია ლალი, გუშინ საღამოს ვიღაც ქალს ესაუბრებოდა და ყური შემთხვევით მოვკარი უთხრა მომენატრე და მალე ჩამოვალო. - მარიამ დამიჯერე არც ისაა შენს მიმართ გულგრილი, ეს თავად მითხრა დამიჯერე მოვა ერთ დღესაც და გეტყვის. აუცილებლად გაგიმხელს გრძნობებს. შეძლებისდაგვარად დავამშვიდე მარიამი და მაგრად მოვეხვიე. საღამოც მოვიდა ტერასაზე გავედი და რბილ დივანზე ჩამოვჯექი. მშვიდად გავყურებდი შაორს როდესაც ჩემმა ტელეფონმა დარეკა მეც აღარ დავაყოვნე და უმალ ვუპასუხე. - ლალი როგორ ხარ? ტელეფონიდან მოისმა ლაშას ხმა. - კარგად ლაშა, შენ როგორ ხარ? ხომ მშვიდობაა? - კარგად ვარ ლალი, მშვიდობის რა გითხრა. - ნუ მაშინებ! - ლიზიმ რაჭაში დასვენება მოინდომა და ჩვენს მეზობლად გადმოვლენ. - არაა, ისედაც ძლივს დავამშვიდე ალექსი. ჩვენ წამოვალთ არ მინდა მაგ ქალის დანახვა. - ლალი ძალიან გთხოვ არ მინდა დაგაძალო, მაგრამ ლიზის გამო ზაფხულს ნუ გაიფუჭებ დარჩი და იმ ქალბატონს აჩვენე ვინ არის ლალი ხარაიშვილი. - არ ვიცი ლაშა, მართლა არ ვიცი ძალიან დაბნეული ვარ. - ლალი მარიამი რას შვება როგორაა? - ნაღვლიანია, ყოველ ორშაბათს ასეა მერე თითქოს უკეთ. მასაც უყვარხარ და იქნებ ერთმანეთს გრძნობებში მალე გამოუტყდეთ. - შემდეგი ჩამოსვლისთვის აუცილებლად გავუმხელ გრძნობებს. - ძალიან გამიხარდება თქვენი ბედნიერი სახეების ხილვა. კარგი ლაშა ახლა წავალ და საქმეებს მივხედავ. ლიზის და მიშიკოს ხილვით კი ნამდვილად არ ვიქნები კმაყოფილი მაგრამ არაუშავს. - კარგი ლალი. ლაშა დამემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. საღამოს იძულებული გავხდი ალექსისთვისაც მეთქვა, რომ მიშიკო და ლალი მეზობელ სახლში ჩამოდიოდნენ დასასვენებლად. ალბათ ყველა მიხვდებით თუ რა რეაქცია ექნებოდა ჩემს შვილს მაგრამ, მან არა წასვლა არამედ დარჩენა გადაწყვიტა, სულ რამდენიმე დღეში წყვილმაც არ დააყოვნა და ჩვენს მეზობლად მდგარ ორ სართულიან სახლში გადმოვიდა. ეზოებს მხოლოდ კედელი ჰყოფდა ამიტომაც მინდოდა თუ არა მათ მაინც ვხედავდი. ლაშაც ჩამოვიდა მაგრამ ამ ჯერად მარტო არ თავის მეგობართან ერთად. ლაშას მეგობარი ასე 35-39 წლამდე იქნებოდა. - ლალი როგორ ხარ? მომესმა ზურგსუკან ლაშას ხმა. - კარგად ლაშა, შენ როგორ ხარ? - მეც კარგად. გაიცანი ეს ჩემი უფროსი მეგობარი გაბრიელია. ლაშამ მის გვერდზე მდგარი მამაკაცი გამაცნო. - სასიამოვნოა ამ ლამაზი ქალბატონის გაცნობა. კაცმა ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და მეამბორა. - ჩემთვისაც. ამოვილაპარაკე ჩემთვის არადამახასიათებელი ხმით. - ლალი დღეს მარიამს გრძნობებში უნდა გამოვუტყდე. - მართლა?! რა კარგია, ვიმედოვნებ ყველაფერი მოფირებული გაქვს. - კი, კი ყველაფერი მოვიფიქრე. მითხრა ლაშამ და თავისი სამოქმედო გეგმა წარმიდგინა. - მშვენიერია ლაშა. მისით აღფრთოვანებულმა წამოვიძახე. დრო მალე გავიდა ამიტომაც მე და მარიამი მაგიდას სავახშმოდ ვშლიდით, ალექსი გაბრიელთან და ლაშასთან ერთად კალათბურთით იყო დაკავებული. მარიამს თვალები სიხარულისგან უბრწყინავდა, ვგრძნობდი როგორ უგონოდ უყვარდებოდა ამ ორ ადამიანს ერთმანეთი. ვახშამი მოვამზადეთ მაგიდაც გავშალეთ მის ირგვლივ კი მალევე მოვთავსდით. მალე ლაშამ რაღაც მოიმიზეზა და დაგვტოვა მივხვდი, რომ გეგმის განხორციელებას იწყებდა ამიტომაც მას მალე მარიამი გავაყოლე უკან. ვახშამი, რომ დავასრულეთ მაგიდის ალაგება დავიწყე და მალევე დავასრულე. ალექსი ისეთი დაღლილი იყო პირდაპირ საძინებელში წავიდა მე კი ჩემი ოთახის აივანზე პლედმოხვეული გავედი და დივანზე დავჯექი ასე მშვიდად გავყურებდი შაორის ხედს. მარტო დარჩენა საძულველ საქმიანობად მექცა რადგან მარტო დავრჩები თუ არა მაშინვე ვიწყებ ჩემს დანგრეულ და ვერ აწყობილ ცხოვრებაზე. მარტო ყოფნისას იძულებული ვარ საკუთარ პრობლემას თვალი გავუსწორო. ჩემი ოთახის აივნიდან კარგად ჩანდა ლიზს და მიშიკოს ეზო, შაორის ხედს თვალი მოვაცილე და მაშინვე თვალში მათი ეზო მომხვდა ერთი შეხედვით უზარმაზარი ცარიელი ეზო იყო, მაგრამ კარგად, რომ დავაკვირდი ჰამაკში მშვიდად მწოლი მიშიკო დაავინახე რომელიც ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გაჰყურებდა ნეტავ იცოდეთ როგორ კარგად მახსოვს ჩემი და მიშიკოს შეყვარებულობის პერიოდი, ღამით ერთად რომ ვუყურებდით ცას და ვარსკვლავის მოწყვეტას ველოდით რათა პატარა სანუკვარი ურვილი ჩაგვეთქვა მისთვის. ფიქრები მალე ლიზის გამოჩენამ გამიფანტა, დავინახე როგორ მივიდა მწოლიარე მიშიკოსთან და მიეხუტა. იმ წამს გულში ეკლები მერჭობოდა, რას არ გავიღებდი ოღონდ მაშინ ლიზის ადგილას მე ვყოფილიყავი მაგრამ ალბათ კარგიც იყო მე რომ არ ვიყავი. რას ვგრძნობდი მიშიკოს მიმართ? სიმართლე გითხრათ ეს თავადაც ვერ გავიგე. აივნიდან მალე ჩავედი სახლის პირველ სართულზე სადაც ფიქრებში წასული გაბრიელი დავინახე. - გაბრიელ არ გძინავს? - ვერ დავიძინე, ამ ბოლო დროს ჩვევად მეცა ღამით სეირნობა მაგრამ ამჟამად პარტნიორიც ვერ ვნახე ვისთან ერთადაც შევძლებ გავისეირნო. - იცი? არც მე მეძინება ამიტომაც თუ გინდა ერთად გავისეირნოთ. შევთავაზე მე. - კარგი ლალი. ისიც დამთანხმდა. ქუჩაში მშვიდად მივდიოდით სახლიდან არც თუ ისე შორს ვიყავით. მე სულელივით მოვიეცი რაჭაში შუა ღამეს რომ მოკლე მკალვიანი მაისურით გადავწყვიტე სიარული შედეგიც მალევე მივიღე როდესაც ერთი კარგად გამაჟრჟოლა. - ლალი მოდი ჩემი ჟაკეტი მოიცვი, არ გაცივდე. - კარგი. მარტივად დავთანხმდი რადგან მართლა ძალიან მციოდა. გაბრიელი ჟაკეტს მაწვდიდა როცა უეცრად მიშიკო და ლიზი მოვიდნენ ჩვენთან. - როგორ ხარ ლალი? მომესალმა ლიზი. - კარგად ლიზი თავად? ორსულობა როგორ მიდის? - ყველაფერი რიგზეა, თან მიშიკოც მოსიყვარულე ქმარია ყურადღებას არ გვაკლებს მე და ჩვენს ჯერ არ დაბადებულ ბავშვს. - მიხარია ლიზი. ჩვენ წავალთ უკვე გვიანია და თანაც აცივდა. - კარგი, როგორც გინდათ. დაგვემშვიდობა ლიზი. მიშიკოს ხმა არ ამოუღია მხოლოდ მოგვესალმა. მთელი საუბრისას მხოლოდ გაბრიელს ათვალიერებდა, ეს არ იყო ეჭვიანობა არც რაიმე განსაკუთრებული გრძნობა, მხოლოდ ინტერესი. სიმართლე გითხრათ არ მესმის წყვილების რომლებიც სანამ ერთად არიან მანამ არ ეჭვიანობენ ერთმანეთზე, დაშორების შემდეგ კი იწყებენ ამ ყველაფერს. ჩემი და მიშიკოს შემთხვევა სრულიად სხვა იყო. ლიზის გამოხტომები და საუბარი უკვე აღარც ნერვებს აღარ მიშლიდა. ეზოს მთავარი კარი გაბრიელმა გააღო და პირველი შემატარა შემდეგ თავადაც შემომყვა. ეზოში შესულებს ჰამაკში ერთმანეთზე აკრული მარიამი და ლაშა შემოგვხვდნენ, მათ წინ კი ჩემი შვილი იწვა რომელსაც თეთრი მაისური ბალახძე გორაობით გაემწვანებინა. - უჩვენოდ ისვენებთ ხომ? დაიწყო გაბრიელმა. - ვცდილობთ. პასუხი დაუბრუნა ლაშამ. - გილოცავთ, ქორწილი როდისაა? პირადპირ ვიითხე ის რაც მინდოდა. - მადლობა ლალი, მაგრამ ქორწილზე ფიქრი ჯერ საკმაოდ ადრეა. ძალიან ცხელა რაღაც, ეშმაკური მზერა ესროლა გოგონამ ლაშას. - არა რა ცხელა, მე შემცივდა თანაც საკმაოდ, - არა ლალი, მეც დამცხა წამოდით აუზთან შეზლონგზე დავწვეთ ცოტა გავგრილდებით. შემოგვთავაზა ლაშამ მართალია მე მციოდა მაგრამ რაღას ვიზავდი?! სანამ აუზთან მივიდოდით ეზოში ლიზი და მიშიკო შემოვიდნენ, არავის გაგვხარებია მაგრამ არც არაფერი ვაგრძნობინეთ, აუზთან ლიზიც წამოვიდა. ცოტახანს ასე ვისხედით შემდეგ კი საუბარი დავიწყეთ. ლიზი აუზის გარშემო დადიოდა როდესაც ხელზე ობობა შენიშნა და აუზში უკან მოუხედავად გადახტა. ყველას სიცილი აგვიტყდა იმის დანახვაზე თუ როგორ წიკვინებდა ლიზი და მიშიკოს ამოყვანს კი არ თხოვდა არამედ უბრძანებდა. ალექსმა სახლიდან პირსაწმენდი გამოუტანა გაშალა და ტანზე შემოაფარა, ჩემმა შვილმა ძალიან გამაკვირვა ამ საქციელით, მაგრამ წითელ საღებავში ამოსვრილი ლიზის დანახვისას ათმაგად გავმხიარულდი. ________________ მოგესალმებით ყველას <3 დიდი ბოდიში ასეთი დაგვიანებისათვის ყველანაირად შევეცდები უახლოეს დღეებში ახალი თავი დავდო. თვენი აზრი მაინტერესებს ამ თავზე, მოგწონთ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.