შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედთან თამაში (თავი 4)


21-06-2018, 23:40
ავტორი black angel555
ნანახია 1 514

მთელი ოთხი დღე თავდაუზოგავად ვმუშაობდი მინდოდა იმ იდიოტისთვის დამემტკიცებინა,რომ საქმესაც მშვენივრად ვაკეთებ და შემიძლია რასაც ვიძახი ის შევასრულო.
ამ ოთხი დღის მანძილზე ყველა გავიცანი თანამშრომლები,ძალიან დავუხლოვდი ნათიას და თეკოს ორივე ძალიან საყვარლები არიან.ალექსანდრე ისე დადიოდა და გადმომხედავდა ხილმე გეგონება არც ვარსებობდი ნეტა რას. მერჩის ეს ბიჭი ვიცოდე.
მეოთხე დღეს უკვე სამუშაო დასრულებული მქონდა სქემა,მონახაზი,ტექსტები,სურათები.ჩავაწყე ფაილში კოხტად და ველოდები ბატონ ალექს,რომ ნახოს მისმა უდიდებულესობამ.....
მისაღებში მაიკოს ველაპარაკებოდი,რომ მობრძანდა შემოგვხედა,მოგვესალმა და მე მითხრა 5 წუთში მის კაბინეტში შევსულიყავი ჩემ ნამუშევართან ერთად,არაფერი მითქვია ზედმეტად თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე.
მე ჩემი სამუშაო მაგიდისკენ წავედი,ნათია კი ყავის მოსადუღებლად გავარდა.
ავიღე ყველა მასალა და მისი კაბინეტისკენ დავიძარი,კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე და თანხმობის მერე შევედი.
-დაბრძანდით ქალბატონო ნინა აბა რა ხდება დაასრულეთ?
-დიახ დავამთავრე,შეგიძლიათ გადახედოთ-ვუთხარი ეს და გამოვედი.
გადავეცი.
ალექსმა ირონიული ღიმილით გამომართვა ფაილები და დაიწყო შიგ ჩალაგებული ნამუშევრების წაკითხვა და დათვალიერება,ვატყობდი ყველაფერს ინტერესით ათვალიერებდა ცდილობდა ერთი დეტალიც კი არ გამორჩენოდა,ეტყობა უნდოდა რამე უარყოფითი დაენახა,რომ მერე ჩემ წინაღმდეგ გამოეყენებინა.
-ძალიან კარგია ქალბატონო ნინა ახალბედის კვალობაზე,მაგრამ მეტიც შესაძლებელი იყო-მითხრა მან.
სიბრაზისგან საშინლად გავწითლდი რას ქვია არაუშავს მთელი ოთხი დღეა ამას გადავყევი,დღედაღამე ამ საქმეზე ვმუშაობდი ამან არაუშავსო,ჰმ იდიოტი.... არაფერი შევიმჩნიე თავი ხელში ავიყვანე და მშრალად ვუპასუხე:
-გმადლობთ ბატონო ალექსანდრე მომავლისთვის გავითვალისწინებ,ახლა კი დაგტოვებთ უნდა ვიმუშაო.
-ქალბატონო ნინა ნუ ბრაზობთ როცა ვინმე თქვენ სასარგებლო რჩევას გაძლევთ-მითხრა სიცილით.
ხმა არ ამომიღია დავავლე ჩემ ფაილრბს ხელი და კაბინეტიდან გამოვედი
ახალ კომპანიების ძებნაში ვიყავი გუგლში ვათვალიერებდი,რომ უცბად მობილურზე სმს მომივიდა:"ნინა ჩემო პაწუკ როგორ ხარ?არ გინდა დღეს სადმე გავერთოთ?"-მწერდა ნიკა....მის სმს ადრე თუ სიხარული მიპყრობდა და სულ ფრენაფრენით გავრბოდი შესახვედრად ახლა საშინლად გამაღიზიანა,უპასუხოდ დავტოვე სმს და მობეზრებულად დავმანჭე სახე.
-ეგეთი სახეთ თუ კლიენტებს შეხვდები ჩვენი კომპანია ორ წამში გაკოტრდება-მომესმა ალექსანდრეს ხმა.
-ბატონო ალექსანდრე-მისი მოულოდნელი გამოჩენით შეშინებული უცბად ერთ ადგილზე შევხტი-როგორ შემაშინეთ.
-ნუთუ ასეთ საშიშს ვგავარ?-მკითხა სიცილით.
-არა უბრალოდ ჩაფიქრებული ვიყავი ისე მოულოდნელად შემოხვედით და შემეშინდა-დაბნეულად ვიპასუხე.
-კაი დამშვიდდი,მისმინე ეხლა მოემზადე და ქალბატონ ლელასთან მივდივართ შეხვედრაზე-მეუბნევა საქმიანი კილოთი.
-მე უნდა გამოგყვეთ?-ვეკითხები გაკვირვებული-მეგონა ანუკის ან თეკოს წაიყვანდით.
-კონტრაქტზე თქვენ დაიყოლიეთ,თქვენ იმუშავეთ და თქვენი აზრით მათ წავიყვან?მე ადამიანის შრომას ვაფსაებ ქალბატონო ნინა,ასე რომ მოემზადეთ დაბლა გელოდებით-მეუბნევა მკაცრად და გაკვირვებულს მტოვებს.
მის ნათქვამს ვიაზრებ,რაც თქვა რომ ადამიანის ნამუშევარს აფასებს ესეიგი ჩემი ნამუშევარი მოეწონა სიამოვნებისგან მეღიმება..სასწრაფოდ ვაწყობ დოკუმენტებს პაპკაში და ჩავდივარ დაბლა.მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია არც მე და არც ალექსანდრეს....კომპანიაში მივედით და ქალბატონ ლელას მის კომპანიის რეკლამის ნიმუში ვაჩვენეთ ძირითადათ მე ვლაპარაკობდი,ალექსი ხმას არ იღებდა და მხოლოდ გვისმენდა.როგორც იქნა მოვრჩი ახსნას და დაელოდეთ რას იტყოდა ქალბატონ ი ლელა.
-აღფრთოვანებული ვარ ჩემო კარგო ამ ნამუშევრით გილოცავ მართლა შესანიშნავი...ბატონო ალექსანდრე მომავალში თუ ასე გააგრძელებთ კარგად ხანი ვითანამშრომლებ თქვენთან.
ალექსმა მადლობა გადაუხადა და წამოვედით.
-ქალბატონო ნინა სადმე გეჩქარებათ?-მკითხა ალექსმა.
-არა ბატონო ალექსანდრე არსად მეჩქარება-ვუპასუხე და თან გავუღიმე.
-მოდი საჭმელად წავიდეთ რა სადმე,რას იტყვი?
ჯერ გაკვირვებული ვუყურებდი,მერე დავეთანხმე.გამიკვირდა პირდაპირ როცა მანქანა მაგდონალდთან გააჩერა.
-შევიდეთ?-მკითხა ალექსმა
-დიახ რათქმაუნდა.
მანქანა სადგომზე გავაჩერეთ და შევედით.ორმაგი ჩიზბერგერი და ფრიი შევუკვეთეთ.ჭამა დავიწყეთ,ორმაგი ჩიზბურგერი შევჭამეთ,პატარა ბავშვივით ავტყდი ნაყინი ვჭამოთ თქო
-აუუ ბატობო ალექსანდრე ნაყინი ვჭამოთ რა-საწყლად ვუთხარი და ტუჩები დავპრუწე.
-ქალბატონო ნინა პატარა ბავშვი ხომ არ ხართ რაღა დროს თქვენი ნაყინია-სიცილით მეუბნევა ალექსი.
-მოიცათ მოიცათ ბატონო ალექს თქვენ სიცილი შეგიძლიათ აუ რომ იცინით იცით რა საყვარელი ხართ,ლოყა რა საყვარლად გეჩუტებათ და....-უცბად თვალები ვჭყიტე ფუ შენი ეს რა ვთქვი,ალექსი თბილი ღიმილით მიყურებდა მე კიდევ ჩემი ენის გამო სად დავმალულიყავი აღარ ვიცოდი....
იმედია მოგეწონთ ეს ისტორია,ბოდიდი დაგვიანებისთვის.რას მირჩევთ გავაგრძელო?



№1 სტუმარი Lana

კი გააგრძელე საინტერესო ა

 


№2 სტუმარი ლია

კარგი ისტორიაა არ შეწყვიტო მომწონს ძალიან.

 


№3  offline წევრი black angel555

მადლობა რომ მოგეწინათ ძალიან მიხარია :* :*

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

არ შეწყვიტოოო მძალიან საინტერესოაააა მაგრად მიყვარს შენი ისტორიები :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent