ბოლქვაძის ქალო მიყვარხარ! (თავი 2)
სახლში აცრემლებული გამოვვარდი. ელენეს დავურეკე და მოსვლა ვთხოვე რათქმაუნდა ისიც უყოუმანოდ დაიძრა ჩემი სახლისაკენ. საძინებელი ჩავაბნელე და კარი შიგნიდან ჩავკეტე. ყოველთვის, როდესაც ცუდად ვარ სიბნელეში ჯდომა მშველის, თითქოს ყველაფერს სიბნელე აქრობს და მხოლოდ მე ვრჩები. კარზე გაუჩერებელმა კაკუნმა იძულებული გამხადა შუქი ამენთო და კარიც გამეღო. კარის გაღება და გაცეცხლებული ელენეს შემოვარდნა ერთი იყო. - გოგო ნორმალური ხარ?. საშინლად უჭირდა ტონი ეკონტროლებინა. - მე... უბრალოდ საუბარი მინდა. ავლუღლუღდი მე. - კიდევ ტირიხარ ხომ? კიდევ მოახერხა საჯაიამ შენი ატირება ანა? - ძალიან გთხოვ, ახლა მხოლოდ მშვიდი საუბარი მინდა. - 12 წელი შესტირიხარ, ვის? ან რატომ? არ ღირს შენს ერთ ცრემლადაც კი. დაივიწყე... დაივიწყე საერთოდ, რომ არსებობს. - არ შემიძლია, თავს წინააღმდეგობას ვერ ვუწევ. - სუსტი ხარ, ანა შენ შეგიძლია იყო ძლიერი ქალი, მაგრამ შენ უბრალოდ გინდა ისევ დეპრესიულ მოზარდად ყოფნა. - ვიცი, რომ სუსტი ვარ. მტკივა ელი გესმის? მტკივა! რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს მაინც მეტკინება. - არავითარ შემთხვევაში. არ მოგცემ უფლებას თავი შეაკლა. შენს ცრემლებად არ ღირს. თავი მოიწესრიგე და ადამიანს დაემსგავსე. მკაცრად მითხრა ბოლო წინადადება და ფეხზე წამომაყენა. - ამაღამ აქ დარჩი რა. ვთხოვე მეგობარს. - წასვლას დღეს აღარ ვაპირებ. მითხრა მოკლედ და სააბაზანოში გამიშვა. თითქმის დაგავათენდა იმდენი ვისაუბრეთ. ბოლოს კი ორივემ გადავწყვიტეთ დარჩენილი დრო ძილისთვის დაგვეთმო. ელენეს გვერდით მშვიდად მეძინა, დილით კი ორივე მოვემზადეთ. გუშინდელთან შედარებით ბევრად კარგად ვიყავი და ახალი ანას დაბადებისათვისაც მზად ვიყავი. ოფისში როგორც კი მივედი ასისტენტი მომესალმა და დღის ანგარიშის წარდგენა დაიწყო. - ქალბატონო ანა, დღეს ორი საქმის მოსმენაა. სასამართლოში ჩანიშნული. საღამოს ბანკეტზე ხართ მიწვეული. - ძალიან კარგი. შეგიძლია წახვიდე. მშვიდად ვუთხარი ასისტენტს და კაბინეტიდან გავუშვი. ბანკეტიც ერთ-ერთი ნაწილი იყო ახალი ანას ჩამოყალიბებისათვის. არასდროს მყვარებია ხალხმრავალი ადგილები, სადაც ადამიანები უზომოდ სვავდნენ და ხმაურობდნენ. ოფისიდან პირდაპირ სასამართლოში წავედი იქიდან გამოსულმა კი მაღაზიაში შევლა და ბანკეტისთვის კაბის არჩევა გადავწყვიტე. ბევრი არ მიფიქრია თუ როგორი კაბა უნდა მეყიდა, ამიტომაც პირდაპირ ავარჩიე ის რაც ერთი შეხედვით მომეწონა. გრძელი ცისფერი კაბა, რომელიც არ ყოფილა ზედმეტად ამოღებული და გადაპრანჭული. ფეხსაცმელიც არ ყოფილა ძალიან მაღალ ქუსლზე, რადგან სიმაღლე ხელს მიწყობდა. საღამოსთვის მზად ვიყავი ოჯახის ყველა წევრს ძალიან უკვირდა, რომ მე ბანკეტზე მივდიოდი. სიტყვა არავის უთქვამს და მეც მშვიდად დავტოვე სახლი. 10 საათი სრულ დებოდა რესტორანში, რომ მივედი. - გამარჯობა.. ქალბატონო ანა სიმართლე გითხრათ ძალიან გამაკვირვა თქვენმა აქ ხილვამ. უცნობი მამაკაცი მოვიდა და ხელზე მეამბორა. - გამარჯობა.. ჩემი სახელი საიდან იცით? ინტერესიანი თვალები შევანთე მამაკაცს. - მე ყველაზე ყველაფერი ვიცი. მშვიდად მომიგო მან და წითელი ღვინო მოსვა. - საინტერესო ადამიანი ხართ. ასევე მშვიდი ხმით ვეუბნები მამაკაცს და თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებ იმ იმედით, რომ ჩემს თანამშრომლებს სადმე მოვკრავ თვალს. - ერთ ცეკვას მაჩუქებთ? ისევ უცნობი მამაკაცი იწყებს საუბარს. - რატომაც არა?! მეც დავთანხმდი. ნელი ვალსის მელოდია გაისმა თუ არა ყველამ პარტნიორთან ერთად დაიწყო მუსიკისათვის ტანის აყოლება. მეც იძულებული ვიყავი მეცეკვა. ჩემს პარტნიორს წელზე მჭიდროდ ჰქონდა მოხვეული ხელი და ეს დისკომფორტს მიქმნიდა. ვცდილობდი ცეკვის დასრულებამდე შემენარჩუნებინა სიმშვიდე, მაგრამ ჩემმა უცნობმა პარტნიორმა საჯდომისკენ, რომ წაიღო ხელი აქ უკვე ნამდვილად ავფეთქდი. - რამდენს ბედავთ? შევეცადე ტონი მეკონტროლებინა. - რატომ? არ მოგწონთ? ირონიული ღიმილით მესაუბრებოდა ის. - თქვენ მე ვინ გგონივართ? ჩემი უჩვეულოდ ცივი ხმა მეც მაშინებდა. - იქნებ ეს ღამე მაჩუქოთ? უტეხად საუბარს აგრძელებდა ის. - მორჩა! გამეცალეთ და ახლოს აღარ მომეკაროთ. აღარ მაღელვებდა არავინ ისე ვუთავაზე სილა უცნობს და ადგილს გავეცალე. მთელი საღამო ვცდილობდი ნერვებს არ ავყოლოდი. ფორთოხლის წვენით ხელში ხან ერთ კოლეგას ვესალმებოდი ხანაც მეორეს. უცნობი, რომელსაც სილა ვუთავაზე თვალში აღარ მომხვედრია და მეც ცოტა დავმვიდდი. ბოლოს კიდევ მოვიდა მთვრალი სტუმარი რომელსაც ჩემთან ცეკვა სურდა, მაგრამ სანამ სიტყვას ვეტყოდი მანამდე ვიღაცამ მკლავში ძლიერად ჩამავლო ხელი და ადგილიდან გამიყვანა. ვერ მოვედი აზრზე ვინ იყო, მაგრამ როგორც კი გაჩერდა მაშინვე ნაცნობი ადამიანი შემრჩა ხელში. - თავი ვინ გგონია? ავყვირდი მე. - ადრე ასეთ ადგილებს ვერ იტანდი, დაბადების დღეზეც კი არ მიდიოდი ხშირად რათა ხმაური თავიდან აგეცილებინა. ახლა რა შეიცვალა ანა? - მე გავიზარდე. დრო გავიდა, აღარ ვარ 12 წლის გოგო რომელიც „შეყვარებულის“ ახირებებს ემორჩილებოდა. - გაიზარდე, მაგრამ გულში მაინც მე გყავარ. - ძალიან გთხოვ გეყოფა. რაც წახვედი მას შემდეგ წლები გავიდა როგორ გგონია ისევ მეყვარები? თანაც ისეთი უპასუხისმგებლო ადამიანი როგორიც შენ ხარ. - შენ ჩემზე არაფერი არ იცი! - ყველაფერი კარგად ვიცი ლუკა. რა გინდა იქნებ ამიხსნა? ჩამოხვედი შეყვარებულთან ერთად გამომეცხადე, შემდეგ სახლში მომაკითხე და ძველი მოგონებების გახსენება დაიწყე. იქნებ სერიოზულად ამიხსნა რა გინდა ჩემგან? - ანა შენ მართლა არაფერი არ იცი. ძალიან გთხოვ მშვიდად ვისაუბროთ. - სალაპარაკო არაფერი გვაქვს. ისედაც შენ მთელი ჩემი ბავშობა დაგითმე ახლა კი უფლება მომეცი მეც ვიცხოვრო ისე როგორც მე მსურს. - ანა აღარ გიყვარვარ? - არა ლუკა აღარ მიყვარხარ. ჩემდაუნებურად ყველაზე დიდი ტყუილი დავახაეთქე. - მაპატიე. დღეიდან ჩათვალე არც კი მიცნობ, ნუ გამიწევ ანგარიშს ჩათვალე არ ვარსებობ. ცივად მესროლა ბოლო წინადადება და წავიდა. სახლში ჩუმად შევედი და პირდაპირ საძინებლისკენ ავიღე გეზი. სააბაზანოში ვიყავი კარგა ხანს. ვფიქრობდი და მალე ალბათ თავი გამისკდებოდა ამდენი ფიქრისგან. ლუკას ის ვუთხარი რაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული სათქმელი იყო. ლუკას რაც არ უნდა ექნა მე ის მაინც მიყვარდა, თორმეტი წელიც ზუსტად ამიტომ დავუთმე მას. მთელი დღე ვცდილობდი ძლიერი ანა შემექმნა თუმცა თავადაც კარგად ვიცოდი, რომ ამით მხოლოდ სხვებს ვატყუებდი. საჯაიას დავუთმე ბავშობის საუკეთესო წელბი, წამით არ მიფიქრია იმაზე, რომ ერთ დღესაც შეიძლება დავშორებოდით ერთმანეთს. ყოველთვის ლუკა იყო ჩემი ღიმილის და ტკივილის მიზეზი... საწოლში შევწექი, მაგრამ ძილი არ მეკარებოდა ამიტომაც ფეხზე ავდექი და მობილურთან ერთად სახლი დავტოვე. მივდიოდი ქუჩაში, რომელსაც ლამპიონების მკრთალი შუქი ანათებდა. ყურადღებას არავის და არაფერ ვაქცევდი. ღამით, ყურსასმენებთან ერთად სეირნობაც ერთ-ერთი რამ იყო რაც მამშვიდებდა. ლუკა, რომ ჩამოვიდა იმ დღეს საკუთარი თავის კიდევ ერთხელ შემეშინდა, შემეშინდა ძველი ანას დაბრუნების, რომელთანაც უძლური ვიყავი. ყველაფერი წლების წინ დაიწყო. მე მაშინ ლუკაზე საშინლად ვიყავი შეყვარებული ისეთი სიყვარულით მიყვარდა ალბათ ბევრი ზრდასრული ადამიანი, რომ ვერ შეიყვარებს. ლუკა, რომ წავიდა იმ საღამოს ძალიან ცუდად გავხდი. სიცხემ ამიწია სულ მაკანკალებდა და სახლში ელენეს წყალობით მივაღწიე. პირველი ერთი კვირა ძალია მიჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ ლუკა საქართველოში აღარ იყო. მერე უბრალოდ ბნელ ოთახში ჩავიკეტე არც სკოლაში მინდოდა და არც გარეთ გასვლა, ელენე მოდიოდა ხოლმე და ახალ ამბებს მიყვებოდა ყველაზე მეტად მას უჭირდა ჩემი დანახვა და მოსმენა, მაგრამ ის მაინც გვერდით მედგა. ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა უცხო ნომერი იყო. - გისმენთ.. უკაცრავად ვის ვესაუბრები? - არ გეგონოს დღევანდელს შეგარჩენ. ტელეფონიდან ბოხი ხმა მოიმა და სანამ რამეს ვეტყოდი გათიშა. _____________ მოგესალმებით ყველას <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.