შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლქვაძის ქალო მიყვარხარ! (თავი 3)


27-06-2018, 02:25
ავტორი Crazy dreamer
ნანახია 1 991

- გისმენთ... უკაცრავად ვის ვესაუბრები?
- არ გეგონოს დღევანდელს შეგარჩენ! ბოხი ხმა მოისმა ტელეფონიდან და სანამ რამეს ვეტყოდი გამითიშა.
სახლში სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდი. უცნობის ზარის გამო ცოტა ავფორიაქდი და სიმართლე გითხრათ ვერც ვხვდებოდი ვინ იყო. სახლში ჩუმად შევედი და დაძინება გადავწყვტე მთელი დღის დაღლილს ძილი მალევე მომეკიდა და მეც გადავიკარგე სიზმრების სამყაროში. მეორე დღეს ვისვენებდი ამიტომაც გადავწყვიტე ჩემს დასთან ერთად საყიდლებზე წავსულიყავი. დასვეების დღეები იმდენად იშვიათად მქონდა, რომ ჩემთვის ერთი დასვეების დრე უკვე დღეასწაულის ტოლფასი იყო. ჩემი და როგორც კი მოემზადა მაშინვე მოლისკენ ავიღეთ გეზი. რამდენიმე საათი გაუჩერებლად მატარა ნინიმ, რომელსაც ხან კაბა არ მოსწონდა ხან შარვალი. ბოლოს, როგორც იქნა იპოვა სასურველი ტანისსამოსი და გამარჯვებულის ღიმილით განაგრძო ჩემთან ერთად სიარული. არასდროს ვუთმობ ტანსაცმლის არჩევას დიდ დროს რადგან საყვარელი ფერი, ბრენდი და სტილი უკვე წინასწარ მაქვს ხოლმე გათვლილი. უკვე მოლიდანაც გამოვდიოდით, როდეაც ჩემს ტელეფონზე ისევ უცნობი ნომრისგან შემოვიდა ზარი.
- ანა.. იცით თქვენი ხელის გემო გუშინდელიდან მომყვება.
- თქვენ? როგორ ბედავთ და მირეკავთ? უკვეე მივხვდი ვინც მირეკავდა.
- დამიჯერე მალე მხოლოდ ჩემი იქნები და მხოლოდ მე დამემორჩილები.
- შიტავხედესაც აქვს საზღვარი. მეორედ თუ კიდევ გაბედავთ და დამირეკავთ ან შეტყობინებას გამომიგზავნით პოლიციაში გიჩვილებთ. მკაცრად ვუთხარი ბოლო წინადადება და ტელეფონი ამჯერად მე გავუთიშე.
ყველაფერი რაც ვიყიდეთ მანქანაში ჩავაწყვე და ახლისაკენ ავიღე გეზი. ნინი მთელი გზა ეძებდა სიტყვებს, რომ რამენაირად გაერკვია ვინ მაწუხებდა და მირეკავდა ბოლოს უკვე იმდენად შეწუხდა, რომ მე გადავწყვიტე საუბრის წამოწყება.
- საყვარელო, მომისმინე და რასაც მე გრტყვი მშობლებთან არ თქვა არ მინდა ტყუილად იღელვონ.
- კარგი. არავის ვეტყვიი.
- ბანკეტზე ერთ უზრდელს თავისი ადგილი მივუჩინე, გუშინ საღამოდან კი ტელეფონზე მირეკავს და ათას სისულელეს მეუბნება.
- ანა.. იქნებ სისულელე სულაც არაა რასაც ის ამბობს?
- ნუ გეშინია. ნინი დავამშვიდე თუმცა თავადაც კარგად ვხვდებოდი, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ დამთავრდებოდა.
ნინი სახლში, რომ მივიყვანე ელენესთან წავედი და ყველაფრის მოყოლა გადავწყვიტე.
- ჩემი ლამაზი გოგო მოვიდა. სიხარულით კისერზე ჩამომეკიდა, თითქოს წლები არ ვენახე.
- თუ არ დამახრჩობ კარგს იზამ.
- ხო კარგი, აბა რა ხდება? ხომ ყველაფერი რიგზეა?
- ნაწილობრივ.
- რას ნიშნავს ნაწილობრივ? არ გამაგიჟო ანა.
- მაცადე მოგიყვე. ელენეს ყველაფერი ისე მოვუყევი როგორც იყო ის კი ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.
- ანა ახლა რას იზავ? აფორიაქებულმა მკითხა.
- დამშვიდდი ყველაფერს მოვაგვარებ.
- ლუკა ასე მარტივად დაგნებდა და გაგეცალა? არ მესმის მაგ ბიჭის, ერთ დღეს შეყვარებულს გაცნობს მეორე დღეს კი მისდამი რას გრძნობ იმით ინტერესდება.
- ყოველშემთხვევაში მგონია, რომ აღარ ექნება სურვილი ჩემთან კონტაკტის.
- მე ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი თქვენი ისტორია სხვანაირად, რომ გაგრძელებულიყო.
- ამაზე აღარ იფიქრო.
ელენესთან საუბრის შემდეგ სახლში წავედი. დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა და საღამოსთვის ვახშამს ამზადებდა. მამა კი საუკეთესო ღვინოს არჩევდა.
- დე.. ხომ მშვიდობაა?
- კი.. დედიკო მშვიდობაა უბრალოდ დღეს საღამოს სტუმრებს ველოდებით.
- კარგი, გასაგებია ჩემი დახმარება გინდა?
- დედი.. რამდენიხანია ნამცხვარი არ გაგიკეთებია? შენ, რომ იცი ისე გემრიელად გააკეთე.
- კარგი. დედას უარი აღარ ვუთხარი და გამოსაცვლელად გავედი..
ჩვენს ოჯახში წლებია ასეთი მზადება არ ყოფილა, ეც გამკვირვა ყოველივე ამან და ძალიან დამაინტერესა ჩვენი სტუმრების ვინაობამაც. დედამ დაიჟინა შენ და შენი და განსაკუთრებულად უნდა გამოიყურებოდეთო ჩვენც არაფერი გვითქვამს ისე შევუდექით მზადებას.
საღამოს 8 საათი სრულდებოდა, დედამ სუფრას კიდევ ერთხელ მოავლო თვალი რამე ხომ არ აკლიაო და თავისი თავიტ კმაყოფილი დარჩა. მამამ თავისი განთქმული ღვინო გამოიტანა და სუფრაზე დოქით დადო. ყველაფერი მზად იყო მხოლოდ სტუმრების მოსვლას ველოდებოდით და აი კარზეც გაისმა ზარი, მე გავაღე და საინლად გაოცებული დავრჩი როდესაც ლუკა დასთან და მშობლებთან ერთად დავინახე.
- შენ? გაოცებას ვერ ვმალავდი.
- იქნებ შემოგვიშვა.
- უი, მაპატიე დავიბენი. კარიდან გამოვიწიე და სტუმრები შემოვატარე.
მშობლებმა ყველა მოიკითხეს და სუფრასთან მიიპატიჟეს. მაგიდასთან ლუკას გვერდით მომიწია დაჯდომა. როგორც გავარკვიე ლუკას მამა და მამაჩემი ღვინის ბიზნესის წამოწყებას აპირებდნენ და პარტნიორები ხდებოდნენ. ცოტახანში კარზე ზარი ისევ გაისმა და გააღებად ისევ მე წამოვდექი. ამჯერად კარს უკან კურიერი იდგა, რომელსაც ხელში დიდი ვარდების თაიგული ეჭირა.
- ანა ბოლქვაძე აქ ცხოვრობს?
- დიახ, მე ვარ.
- ეს თაიგული თქვენთვისაა. მეუბნება კურიერი და თაიგულს მაწვდის.
- ჩემთვის? გამიკვირდა.
- თუ შეიძლება ხელი მოაწერეთ.
ფურცელს ხელი მოვაწერე და კურიერიც გავუშვი. ძალიან გამიკვირდა და აზრადაც არავინ მომდიოდა ისეთი ვისაც შეეძლო თაიგული ეჩუქებინა. ისე ტელეფონის ზარმა გამომარკვია ფიქრებიდან.
- ლამაზო, მოგეოწნა ჩემი გამოგზვნილი ყვავილები.
- უკვე ძალიან შემაწუხე. შენზე თავხედი ადამიანი არ მეგულება. აღარ დამირეკო. ბოლო წინადადება დავუმარცვლე და ტელეფონი გავთიშე. მეგონა ამოვისუნთქე, რომ ლუკას ხმა მომესმა ზურგ უკან.
- ვინ გაწუხებს? მკაცრად მესაუბრებოდა ის.
- შენი საქმე არარის საჯაია. მეც არ დავაკელი ტონს სიმკაცრე.
- გეკითხები და პასუხი გამეცი. ახლოს მოვიდა და მკლავზე დამეჯაჯგურა.
- შენ რაში გაინტერესებს? ისევ იგივე პოზიცია მქონდა მე.
- კარგი. ახლა გაჩვენებ რა შემიძლია. ეს მითხრა თუ არა ჩემს ტუჩებს დაეწაფა.
შევეცადე მომეშორებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა და იმდენი გააკეთა მეც ამიყოლია კოცნაში. უჰაერობამ ძალიან, რომ შეაწუხა იძულებული გახდა კოცნა შეეწყვიტა და მომშორებოდა. როგორც კი მომშორდა გაშლილი ხელი ვუთავაზე სახეში და მაგიდისაკენ გავმართე. მთელი საღამო ვცდილობდი მისი მწველი მზერა დამეიგნორებინა თუმცა არ გამომდიოდა. მალე სტუმრებიც გავაცილე და დაღლილი პირდაპირ საძინებლისაკენ გავეშურე. სანამ დავწვებოდი წყალი გადავივლე შემდეგ კი ისევ ფიქრების მორევში ჩავიძირე. ვინ იცის რამდენჯერ მიოცნებია იმაზე, რომ ლუკა იქნებოდა ის ადამიანი ვისაც პირველ კოცნას ვაჩუქებდი თუმცა ჩემი სურვილით და სულ სხვა სიტუაციაში. საჯაიას ამ ქმედებამ საბოლოოდ დამაბნია და აზროვნებბის უნარი წამართვა. ვეღარ გამეგო მისი გრძნობები, ვერც მის ქმედებებს ვხვდებოდი. ყოველთვის ასე ხდება მისი ქცევა ჩემში დიდ დაბნეულობა იწვევს ხოლმე. გადავწყვიტე ელენესთვის დამერეკა და ასეც მოვიქეცი თუმცა ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მეც აღარ ვაწვალე საკუთარი თავი და დაძინება გადავწყვიტე.
___________________
მოგესალმებით ყველას :* დიდი ბოდიში პატარა თავისთვის ♥ უბრალოდ არ მინდა დიდი ხანი გალოდინოთ და მირჩევნია ყოველდღე ასეთი თავები მაინც დავდო <3



№1  offline მოდერი Mathew

გადახედე თორემ ზოგჯერ შეცდომა ცუდად მხვდება თვალში.
დანარჩენს რაც შეეხება.
მომეწონა როგორც განვითარდა მოვლენები,ის მაინტერესებს ლუკა რას მალავს და ეს კაცი ანას რომ აეკიდა როდის მოშორდება.
მაგრამ მადლობაც უნდა ვუთხრა,მისი წყალობით პირველი კოცნაც შედგა. yum innocent

 


№2  offline წევრი Crazy dreamer

Girl with pretty smile
გადახედე თორემ ზოგჯერ შეცდომა ცუდად მხვდება თვალში.
დანარჩენს რაც შეეხება.
მომეწონა როგორც განვითარდა მოვლენები,ის მაინტერესებს ლუკა რას მალავს და ეს კაცი ანას რომ აეკიდა როდის მოშორდება.
მაგრამ მადლობაც უნდა ვუთხრა,მისი წყალობით პირველი კოცნაც შედგა. yum innocent

ვაიმე ძალიან ვჩქარობდი და მაგისი ბარლია ამდენი შეცდომაა disappointed შემდეგზე ყველაფერს გამოვასწორებ <3

mirandaa31
ცოტა რომ ჩამოყალიბდეს ეს ბიჭი სჯობს მგონი. კარგია მაგრამ როგორც აღნიშნე პატარა. ველოდები ახალს.

მადლობა რომ წაიკითხე ყველაფერს გამოვსწორებ <3 შემდეგიც მალე იქნება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent