ბოლქვაძის ქალო მიყვარხარ! (თავი 4)
ისტორია მოგვითხრობს ბავშობის სიყვარულზე რომლის გადარჩენაც თითქმის შეუძლებელია. მარტო დარჩენილი ანა ბავშობის სიყვარულს ელოდებ. ერთ დღესაც კი მისი ბავშობის სიყვარული დაბრუნდება... დავწექი და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი. --ელენე-- ყოველთვის, როცა ანას რაიმე აწუხებდა მასზე მეტად მე მტკიოდა. მართალია გვიანი იყო, მაგრამ ლუკასთან საუბარი მტკიცედ გადავწყვიტე და უკან დახევას არ ვაპირებდი. ლუკას დავურეკე და შეხვედრა ვთხოვე. სახლი ისე დავტოვე მშობლებმა ვერაფერი გაიგეს. სადარბაზოსთან საჯაია დამხვდა. - როგორ ხარ? ჩემთან მოვიდა და გადამკოცნა. - არც ისე კარგად. შენთან საუბარი მინდა. - კარგი, სადაც ადრე უბანი ვიკრიბებოდით იქ გაწყობს? - კი. მოკლედ მოვუჭერი სათქმელი და მანქანაში ჩავჯექი. - ელენე ანას ეხება ხომ? გზას თვალს არ აშორებდა ისე მესაუბრებოდა. - რა მიხვედრილი ხარ საჯაია. სიმკაცრეს არ ვიშორებდი. მალე საჯაიამ მანქანაც გააჩერა და ორივე გადავედით. შემაღლებული და სუსტად დასახლებული ადგილი იყო. ბავშობის ტკბილი და მწარე მოგონებები ამ ადგილთან მქონდა. ზემოდან გადავყურებდით მტკვარს და ხმაურიან თბილისს, საუბრის დაწყებას კი არ ვჩქრობდით. - ანა გიყვარს? დავიწყე საუბარი. - მე..მე ის ბავშობიდან მიყვარს იმ დღიდან როცა მას დავუახლოვდი. თავდახრილმა მითხრა. - მაშინ რას ნიშნავს შენი ქცევები? - უბრალოდ წლები გავიდა, არ ვიცოდი ანა ისევ მარტო იყო თუ ჰყავდა ვინმე. გამბედაობაც ვერ მოვიკრიბე პირდაპირ მივსულიყავი. - რატომ წახვედი? - ფეხბურთის სკოლაში გადავედი. - ხუმრობ ხო? შენ და ფეხბურთი? არასდროს ყოფილხარ ფეხბურთზე შეყვარებული. - მოკლედ შენ ვერაფერს დაგიმალავს კაცი. გაიცინა და სახე მალევე დაასერიოზულა. - სერიოზული მიზეზი მაინტერესებს. - ავად ვიყავი. ისე ვიყავი იმ წლებში ჩემი საქართველოში მკურნალობა შეუძლებელი იყო.. ისე წავედი მხოლოდ სანდრომ და თორნიკემ იცოდნენ ნამდვილი მიზეზი. - შენ, რომ წახვედი ანა ჩაიკეტა აღარ გამოდიოდა. უეცრად დასუსტდა არ საუბრობდა ჩუმად იჯდა ბნელ ოთახში და შენ შემოგტიროდა. გგონია ეს მხოლოდ ერთი წელი გაგრძელდა?! არა ის შენ თორმეტი წელია შემოგტირის. - დამნაშავე ვარ მის წინაშე. გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი. - მას მაინც უყვარხარ. - მეც მიყვარს, სიგიჟემდე მიყვარს ეს არ იყო გატაცება. დღემდე საშინლად მიყვარს. - ხო და იბრძოლე. იბრძოლე სანამ გაქვს ანასთან შანსი. - დამეხმარები? იმედით სავსე თვალები შემომანათა. - ყველაფერს გავაკეთებ. ხელზე ხელი დავადე და ბავშობის მეგობარს მაგრად მოვეხვიე. - შენ და სანდროც უხდებოდით ადრე ერთმანეთს. შეფარვით წამოიწყო საუბარი მეგობარზე. - კარგი ახლა. ჩვენ ერთად არც ვყოფილვართ. ის ყოველთვის სხვა სტილის გოგონებთან იყო. - რაიცი რა ხდება. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. გამიღიმა და ლოყაზე მომითათუნა ხელი. - ხო და დადექი და თავად მოიფიქრე ანასთან რას იზავ. ცხვირრი ავიბზუე მე. - კარგი რა ელენე. ხო იცი ჩემი პატარა და ხარ. - კარგი, კარგი. ახლა წავედით თორემ ხვალ სამსახურში ვარ წასასვლელი. - როგორც თქვენ ბრძანებთ. გამიცინა და მანქანის კარი გამიღო. --ანა-- დილით ჩემი დის ყვირილმა გამაღვიძა. ჩემს ოთახში დარბოდა და რაღაც უაზრობებს ყვიროდა. - მშვიდობა გვაქვს? ნამძინარევი ხმით ვიკითხე. - არა. მშვიდობა შორსაა. დუდღუნით მიპასუხა მან. - გოგო რა ხდება? ვეღარ მოვითმინე მე. - ის კაბა, რომელიც მე მინდოდა გაიყიდა. საწოლზე დაჯდა და ცხვრი ჩამოუშვა. - მერე ამის გამო აწიე პანიკა? - შენთვის არასდროს აქვს მნიშვნელობა რას ჩაიცვამ. - მე რა გიშველო? - მაღაზიებში წამიყვანე იქნებ უკეთესი კაბა ვიპოვო. - დღეს გამორიცხულია. სამსახურში ათასი საქმე მაქვს. - კარგი რა, გთხოვ. არ მეშვებოდა ჩემი და. - არა არ მცალია. საწოლიდან ავდექი. თავი მოვიწესრიგე და ოთახიც მოვაწესრიგე. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემი და მევედრებოდა მაღაზიებში წამეყვანა. მშობლებს დავემშვიდობე და კარისკენ წავედი. ნინი ისევ უტეხად მომსდევდა. გარეთ, რომ გავედი ლუკა დავინახე, რომელიც მანქანაზე იყო მიყუდებული და გასაღებს ათამაშებდა ხელში. - ანა გთხოვ წამიყვანე რა. ისევ არ მეშვებოდა ნინი. - არა. - მე წაგიყვან. აქამდე ჩუმად მყოფი ლუკა ჩაერთო ჩვენს საუბარში. - მართლა? ჩემს დას თვალები აუციმციმდა. - ხო აბა რა. - საუკეთესო სიძე ხარ! ნინის რაც ენაზე მოადგა ის წამოიძახა. - ნინი! შევუღრინე მე. ლუკა კი ღიმილიანი სახით იდგა. მანქანაში ჩავჯექი და სამსახურისაკენ ავიღე გეზი. იქ მისულს მთელი ოფისი თავდაყირა დამხვდა ვინ სად გარბოდა ვეღარ ვარჩევდი. ჩემს კაბინეტში, რომ შევედი გავოცდი. მთელი ოთახი წითელი და თეთრი ვარდებით იყო სავსე. წარმოუდგენლად გავბრაზდი იმის წარმოდგენაზე, რომ ისევ იმ თავხედისგან შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ყვავილები. ასისტენტს დავუძახე და ამ ყველაფრის გატანა ვთხოვე, შემდეგ მშვიდად მივჯუექი საკუთარ მაგიდას და მუშაობას შევუდექი. რამდენიმე საათი თავაუღებლად ვმუშაობდი. კარზე კაკუნის ხმა გაისმა და მეც შემოსვლის ნებართვა დავრთე. - ლამაზო, რა ჯიუტი ხარ! კაბინეტში იევ ის თავხედი შემოვიდა და კარიც დაკეტა. - აქედან გაეთრიე! როგორ ბედავ? ფეხზე წამოვვარდი მე და კარის გასაღებად წავედი. - არა, არა ვერ გაგიშვებ. მითხრა მან და გულზე ძალით მიმიხუტა. - გამიშვი, არ გაებედო მოკარება თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ! ვემუქრებოდი მე და ყველანაირად ვცდილობდი თავი დამეხსნა. - არ გაგიშვებ ჩემი უნდა იყო! საზიზღარ საუბარს არ წყვეტდა. - გამიშვი. ბოლო ხმაზე ვიკივლე. - დღეს გიშვებ! მაგრამ იცოდე, რომ სულ ასე ვერ დაიხსნი თავს. დამემუქრა უცნობი და კაბინეტი დატოვა. როგორც კი გავიდა აქამდე ძლივს შეკავებულმა ცრემლებმა ჩემს სახეზე უტიფრად იწყეს გზის გაკვლევა. ჩანთას ხელი დავავლე და გამოვვარდი. არავის და არაფერს ვაქცევდი ყურადღებას. სულ არ მადარდებდა ვინ მიყურებდა. მანქანაში გამწარებული ჩავჯექი და მაღალი სიჩქარით სვლა დავიწყე სახლისკენ. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწრაფად მაშინ ვმართავდი მანქანას. ვცდილობდი მთელი ბოღმა, დარდი და სიმწარე ამომეღო. ორჯერ ძლივს გადავურჩი ავარიას ბოლოს კი წინ მიმავალ მანქანას შევეჯახე. შეჯახება ძლიერი არ ყოფილა, მაგრამ მანქანიდან მაშინვე გადავედი და ყველაფრის გარკვევა ვცადე. ყველაზე დიდი შოკი ლუკას დანახვა იყო. - ანა კარგად ხარ? შეშინდა ის. - მაპატიე რა. ზარალს აგინაზღაურებ. სიტყვებს თავს ვეღარ ვუყრიდი ნერვიულობისგან. - დაწყნარდი. მითხარი რა გჭირს. მშვიდად საუბრობდა ის. - ძალიან გთხოვ ახლა საუბრის დრო არ არის. - მაქანაში დაჯექი. მხოლოდ ეს მითხრა და საკუთარი მანქანის კარი გამიღო. - მაგრამ... საუბარი დავიწყე თუმცა, როგორც კი მის მზერას წავაწყდი მანქანაში უთქმელად დავჯექი. მან სადღაც გადარეკა და ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. - მანქანაზე არ ინერვიულო, ჩემი ძმაკაცები მიხედავენ. - კარგი. - რა დაგემართა? რა დღეში ხარ? - ცუდად ვარ, მეტი აღარ შემიძლია მეც ადამიანი ვარ მეც მაქვს გრძნობები. ტირილი ყვირილში გადამეზარდა და ლუკამაც წყნარ ადგილას გააჩერა მანქანა. - აქ ვისუბროთ. - სალაპარაკო რა დაგვრჩა? - ანა ნუ ხარ ასეთი ჯიუტი. - შენ წახვედი. შენ დაუსვი ყველაფერს წერტილი. ისევ ვტიროდი. - არ იტირო. ჩემს გამო არ იტირო გთხოვ. - წლებია შენს გამო ვტირი. - ვიცი, ვიცი ანა და ამის გამო თავს საშინლად ვგრძნობ. გულზე მიმიხუტა და ხელს აღარ მიშვებდა. - ყველაფერი ასე მარტივად არ არის როგორც ფიქრობ. - მე მოვაგვარებ ყველაფერს. შენ ოღონდ მითხარი. ისევ მიხუტებული ვყავდი. - უნდა წავიდე. ეს ვუთხარი და წამოვედი. სულელივით მოვიქეცი, მაგრამ ლუკას ვერც იმის უფლებას, მივცემდი კიდევ ეტკინა გული ჩემთვის. მაშინ მისმა წასვლამ დაანგრია ყველაფერი. ის არის დამნაშავე, რომ არ წასულიყო იქნებ დღეს ერთადაც ვყოფილიყავით. ფიქრებით მოვაღწიე სახლში სადაც უამრავი კითხვა მომაყარეს. სააბაზანოში შევედი საიდანაც კარგახანს არ გამოვსულვარ. ყველაზე რთულია, როდესაც საკუთარ გრძნობებთან გიწევს ბრძოლა, გულს ვერ კარნახობ როგორ მოიქცეს. ლუკა მიყვარდა, მაგრამ ვერ ვბედავდი მასთან ყოფნას. შიში... ყველაფერი ხომ ამ წყეული გრძნობის ბრალია. არავისთან მისაუბრია მთელი საღამო საბანში გახვეული ვიწექი არც შუქს ვანთებდი და მხოლოდ ვფიქრობდი. უცნობი ზღვარს გასცდა ლუკასთან კი ყველაფერი ორმაგად დაიძაბა. ჩემი ცხოვრება ამოტრიალდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.