შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლქვაძის ქალო მიყვარხარ! (თავი 4)


29-06-2018, 10:34
ავტორი Crazy dreamer
ნანახია 1 812

ჩემი ცხოვრება ამოტრიალდა. მალე ჩამეძინა.
--ლუკა--
ანა ისეთი არასდროს მინახავს, როგორიც იმ დღეს იყო. მაშინ ჩემს წინ იდგა უცხო გოგონა, რომელიც სულ კანკალებდა. რას არ გავიღებდი ოღონდ კი შემეძლოს იმ დროის დაბრუნება, როდესაც უდარდელი ლაღი სიყვარული გვაკავშირებდა. ელენე დახმარებას დამპირდა, მაგრამ ვერც მხოლოდ მას მივენდობოდი. არ მადარდებდა რა დრო იყო ისე ავდექი და სანდროსთან წავედი.
- აუ შენი დახმარება მჭირდება. თავზე ხელს ვისვავ და მეგობარს მშვიდი ტონით ვესაუბრები.
- ხო მშვიდობაა? აღელდა ის.
- არა. ანას ეხება რა.
- აუ წესიერად მოყევი ტო.
- ანუ ერთი ტიპი აწუხებს, ანა კიდე არ მეუბნება ვინაობას. იქნებ გამარკვევინო. მუდარა ჩამდგარი ხმით ვეუბნები.
- რო ვამბობ სიყვარული ხალხს აგიჟებსთქო ვინ მიჯერებს? სიცილით მეუბნება სანდრო.
- ოო, ახლა გაგახსენო? ძველი გრძნობები.
- კაი რაა მაშინ ბავშვები ვიყავით და რა გვესმოდა.
- ესეიგი დამეხმარები.
- ხო აბა რას ვიზავ.
- კაი წავედი რა. ძმა ხარ სანდრექს.
სანდროგან, რომ წამოვედი პირდაპირ სახლში მივედი. ანასთვის სურპრიზის გაკეთება და იმის დამტკიცება მინდოდა, რომ ჩემთან ერთად საფრთხე არ ემუქრებოდა.
--ანა--
დილით მაღვიძარამ გამაღვიძა. ზლაზვნით წამოვდექი საწოლიდან და სააბაზანოსკენ გავეშურე. ყველაფერი როგორც კი დავსარულე კარადასთან მივედი და სასურველი ტანსაცმლის შერჩევა დავიწყე. ჩემი თავის თავადაც მიკვირდა ადრე სულ ერთი იყო კაბას ჩავიცვამდი თუ შარვალს, მაგრამ თითქოს ქვეცნობიერი მკარნახობდა, რომ განსაკუთრებულად უნდა ჩამეცვა მეც ასე მოვიქეცი. შავი მუხლებს ოდნავ აცდენილი კაბა და შავი მაღალები შევარჩიე, ამ ყველაფერს კი შავი ქურთუკი მივუსადაგე. ყველას დავემშვიდობე და სახლი დავტოვე. გარეთ ლუკა დამხვდა.
- როგორ ხარ? მომიკითხა მან.
- უკეთესად. პასუხი დავუბრუნე.
- დღეს მე მიგიყვან.
- საჭირო არაა.
- ანა! მე მიგიყვან და მორჩა.
- ჩემი მანქანა როდისთვის იქნება მზად?
- ერთ კვირაში. ანა მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ და შეგიძლია ყველაფერში მენდო.
- ლუკა გთხოვ. ლუკას სიტყვებზე საოცარი სითბო ვიგრძენი,მან სიყვარული ამიხსნა, თუმცა მე ისევ ვერ გადავლახე ჩემი შიშები.
სანამ ოფისამდე მივიდოდით ხმა არცერთს ამოგვიღია, მანქანიდან გადავედი და ოფისში ავედი. უკვე კაბინეტთან ვიყავი ტელეფონი, რომ გამახსენდა ლუკას მანქანაში დამრჩა. უკან მიბრუნებას ვაპირებდი, მაგრამ ასისტენტმა მითხრა, რომ კაბინეტში სტუმარი მელოდა. ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი სტუმარი მიმეტოვებინა, ამიტომაც კაბინეტში შევედი. შესვლისთანავე კი ადგილზე გავშეშდი ისევ ის თავხედი, რომ დავინახე.
--ლუკა--
ანას ტელეფონი ჩემს მანქანაში დარჩა და გადაწყვიტე მე მიმეტანა. მის სართულზე ავედი ხოლო კაბინეტს, რომ მიუახლოვდი ანას ყვირილი მომესმა მეც არ დავაყოვნე და მთელიი სისწრაფით შევედი. წინ ამაზრზენი სურათი გადამეშალა ვიღაც ს****ი მას ყველგან ეხებოდა და ძალით ჰყავდა გულზე აკრული. არც დავფიქრებულვარ ანა ისე გამოვაცალე იმ კაცს. მთელი ძალით ვურტყავდი ბოლოს კი ანას კივილმა და დაცვამ გამაჩერა.
- რატომ არ მითხარი?
- არ შემეძლო. ატირდა ის.
- ამის შემდეგ არაფერი დამიმალო. ჩემსკენ მოვიზიდე და მაგრად მოვხვიე ხელები.
- არაფერს აღარ დაგიმალავ გპირდები. პირობა მომცა და მანაც ძლიერ მომხვია ხელები.
--ანა--
ლუკასთან ყველაფერი დალაგდა, გადავწყვიტე ელენესთვის დამერეკა და მეთხოვა მოსულიყო. დდი ხვეწნის შემდეგ დავითანხმე საუკეთესო მეგობარი ჩემთან მოსვლაზე.
--ელენე--
ანამ დიდი ხვეწნის შემდეგ მაინც დამიყოლია მასთან მისვლაზე. მოვემზადე და სახლი დავტოვე. სანამ ანასთან მივიდოდი ლუკას სახლი იყო. არც მიფიქრია, რომ იქ ბავშობის ერთ-ერთ მეგობარს ვნახავდი. სანდრო დევდარიანი ერთი ცელქი ბიჭი იყო. მუდამ ექცეოდა გოგოების ყურადღების ქვეს და ეს მასაც ძალიან მოსწონდა.
- როგორ ხარ ელენე? რამდენი ხანია არ შევხვედრილვართ? მომესალმა დევდარიანი.
- კარგად. შენ? სად დაიკარგე? მეც მივესალმე ძველ მეგობარს, რომელიც მაშინ ძალიან მომწონდა.
- რავიცი, ვმუშაობ და დრო არ მაქვს ხოლმე.
- კარგია, რომ სამსახური და კარიერა გაქვს..
- ხოო, შენზე რას მეტყვი გათხოვდი? უეცრად დამისვა კითხვა, რომელიც ძალიან მძულდა.
- არა, რას ამბობ?! ჯერ ოჯახზე ფიქრი ადრეა. კითხვამ რატომღაც ამაღელვა.
- ჰოო, კარგია თუ თავისუფალი ხარ. ჩაიდუდღუნა თავისთვის.
- რა? რამე მითხარი?
- არა, არაფერი უბრალოდ თუ თავისუფალი დრო გაქვს იქნებ ყავა დაგველიათქო?
- არა, ამჯერად არ მცალია. ანასტან მოვედი.
- კარგი მაშინ სხვა დროს იყო. შენი ნომერი მომეცი.
სანდროს ჩემი ნომერი მივეცი და სვლა ანას სახლისაკენ განვაგრძე. გზაში აფრთხიალებული გულის დამშვიდებას ვცდილობდი, თუმცა ამაოდ. ანასთან, რომ მივედი ყველა მოვიკითხე და პირდაპირ დაქალის საძიებელში შევვარდი. ძალიან გავოცდი, როდესაც ანას ოთახი განათებული დავინახე, ანა კი კარადასთან ტრიალებდა და ხან კაბას ირგებდა ხან ფეხსაცმელს. გამიხარდა თან გამიკვირდა ანას ასეთი ცვლილება.
- ანუსი კარგად ხარ?
- კი, კი ძალიან კარგად ვარ. მე და ლუკა დღეიდან ერთთად ვართ ისევ..
- მართლა? აარ მჯერა. მეგობარს მთელი ძალით ვეხვევი.
- სიმართლე გითხრა ვერც მე ვიჯერებ. სიხარულით მეუბნება ის.
- რისთვის ემზადები?
- ლუკასთან ერთად სავახშმოდ მივდივარ. გახარებულმა მითხრა.
_________________________________
მოგესალმებით ყველას <3 დიდი ბოდიში პატარა თავისთვის : იმედი მაქვს მოგეწონებათ <3 ველი შეფასებას ♥♥




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent