შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიში პატივისცემა და სიყვარუილი {11}


29-06-2018, 17:35
ავტორი lile-eli
ნანახია 6 137

11.

ანასტასიას არ ელოდა, უცებ წამოდგა ფეხზე.
-ტასო... რამე მოხდა?
-არა, შენთან მოვედი.
გაოცებული თორნიკე თვალებში ჩააშტერდა, ერთი თავით დაბალ გოგონას და დაელოდა რას ეტყოდა. ანას ძალიან უჭირდა სიტყვების წარმოთქმა, რადგან უკვე გამოცდილი ჰქონდა, თუ როგორი გაუსაძლისია სხეულის ტკივილზე მეტად, სული რომ გტკივა..
-თორნიკე, ვიცი რთულია ეს სიტუაცია, მაგრამ ყველაფერი მოგვარდება და მინდა იცოდე, მე შენს გვერდით ვიქნები.
თორნიკესთვის იმდენად მოულოდნელი იყო ანასტასიასგან ასეთი სიტყვები, რომ გოგონას სახეს თვალს არ აშორებდა და ნელ-ნელა გამჭვირვალე, ნაცრისფერი თვალი, ლურჯი ფერით შეეცვალა. გაეღიმა მამაკაცს, ანასგანაც ღიმილი მიიღო პასუხად და მთელი ძალით მოხვია ძლიერი მკლავები, ნერვიულობისაგან აკანკალებულ სხეულს.
-ტასო... ჩემი ტასო!
ჩაილაპარაკა და თავზე აკოცა. ანამაც მოჰხვია ხელები და თითქოს მთელი სხეული მოეშვა, როგორც კი თორნიკეს ტუჩები იგრძნო თავზე და სიტყვები გაიგო. თვალები დახუჭა, სულიერადაც მოეშვა და მოჭერილი ბორკილებისგან გაანთავისუფლდა ფილტვები, ისე ღრმად სუნთაქვდა. დიდი ხანი იდგნენ ორი ერთმანეთთან ახლოს მყოფი და ამავე დროს ჯერ კიდევ უცხო სხეულები, თუმცა მაინც ერთნი იყვნენ, მათთვის იმ წუთას ყველაფერი იმ ოთახს მიღმა ხდებოდა, იქ კი მხოლოდ თვითონ ანასტასია და თორნიკე იყვნენ, ერთმანეთის სუნთქვას უსმენდნენ სიჩუმით, თან ეს სიჩუმე ამბობდა ყველაფერს გრძნობების შესახებ, რასაც სხეული გამოხატავდა და გონება მცირედით მაინც ახერხებდა ამ გრძნობების გაჩერებას..
რამდენიმე დღე, მხოლოდ სტაბილური მდგომარეობა ჰქონდათ იოანეს და მაკას, სხვა იმედებზე არ საუბრობდნენ, მაგრამ ექიმები ამითაც კმაყოფილები იყვნენ რადგან უარეს შედეგსაც ელოდნენ.
პატარები კი, კარგად იყვნენ და სახლში უნდა გაეშვათ, მაგრამ ორივეს მძიმე ემოციური ფონი და სტრესი ჰქონდა. ამიტომ რამდენიმე დღე ფსიქოლოგი ესაუბრებოდა ხოლმე. პატარა კესოს განსაკუთრებით უჭირდა იმის გაგაება თუ სად იყო დედა და მამა? დაცვისა და მარტივად კონტროლისათვის თორნიკესთან ცხოვრობდა ყველა, მათ შორის ეკატერინეც..
ერდ დღეს, გადადებული გამოცდის გამო, ადრე დაბრუნდა ანასტასია სახლში და პატარა დადიანის ტირილი სახლს აყრუებდა..
-მარი რა ხდება?
სამზარეულოში შესულს აფორიაქებული გოგონა, რომ დახვდა ჩამოუჯდა და პასუხს დაელოდა, თან კესოს ტირილი, რამდენიმე ქალის ხმას ერეოდა..
-დედას ეძებს და მეცოდება. არაფერი უჭამია, დედამ მაჭამოსო, თან ბარძაყზე რომ აქვს ნაიარევი სტკივა, არავის არ ახვევინებს სახვევს. მეც ვცადე და არ მიკარებს... მინდა რამით დავეხმარო მათ, მაგრამ ხელს ვუშლი ფეხებში ვედები ყველას..
-მარი ხელს არავის უშლი და ახლა შენი დახმარება, რომ ყველაზე მეტად გვინდა უნდა ხვდებოდე!
-მე? რაში...
სიმწრით გაიღიმა, დაიბნეულმა გოგომ.
-რასაც თინას მაგივრად შენ აკეთებ იმაში!. ორი გამოცდა გადავდე და ისიც ვერ ჩავაბარე, დღეს მთელი დღე დავკარგე, ორი ლექტორის ლოდინში და არცერთი მოვიდა. სახლში კი სადილები მხვდება, რომელიც მე უნდა გავამზადო და დალაგებაზე აღარაფერს ვამბობ, მტვერი მენატრება როგორია.
გაეღუმა მტირალ გოგონას ანას ნათქვამზე, რომელიც წამოდგა.
-ავალ, იქნებ მე ვცადო რამე.. იმედია არ მესვრის რომელიმე ქალს?
-რა კარგად ხუმრობ ?
-ვცდილობ ხოლმე, მაგრამ ნიცა ისე საუბრობს, ყოველთვის მგონია, რომ მე უნდა გავჩუმდე.
-სულაც არა!...
ანამ გაუღიმა და გასვლისას მადლობა დააწია მარიმ. აბაშიძემ ხელები დაიბანა მოწესრიგდა და იმ ოთახის კარი გააღო სადაც ნატალია და თინა უშედეგოდ ეფერებოდნენ და სთხოვდნენ კესოს რამე ეჭამა და გაჩუმებულიყო..
-შეიძლება?
იკითხა ღიმილით ანამ, რომლის ხმაზეც გაჩუმდა პატარა.
-მოდი შვილო.
ტირილითა და დარდით დაღლილი იყო ნატალია, რიმელსაც თითქოს სიბერე შეატყო შიშმა სიკვდილისა..
-კესო როგორ ხარ?
....
ხმა არ ამოუღია, ჩუმად გამოხედა ბებოს კალთიდან.
-შენთან თამაში მინდა და შეიძლება?
-ალა.
-რატომ? მე რომ მინდა?..
-ალ მინდა, დედასთან მინდა!
-დედა მალე უნდა მოვიდეს, როცა ექიმი ეტყვის რომ კესარიას ნახვა შეიძლებაო და ჩვენ ბლინები გამოვუცხოთ კარგი?
-ბლინები? ტიდე ლააგაცაც?
შიმშილის შეგრძნებამ თვალები გაუბრწყინა.
-შენ რა გინდა? მე ტორტის გაკეთება მინდოდა და თუ ვინმე არ დამეხმარა არ ვიცი.
-მე დაგექმალები.
-ძალან გამახარებ თუ დამეხმარები.
ბებოს კალთას თავი დააღწია და ანასტასიას მიუახლოვდა.
-მოდი ჯერ დავიბანოთ.
-აჰჰა.

ბანაობის შემდეგ სახვევის გამოცვლაზე უარი თქვა და ანაც მის ნებას დაჰყვა, თუმცა სადილზე დაიყოლია, მართალია ცოტა მაგრამ მაინც მოახერხა წვნიანი ეჭამა, ტორტის ცხობა უშედეგოდ დასრულდა, რადგან ბევრი რაღაცეების ჩაყრა მოისურვა ქალბატონმა, ანა არაფერს უშლიდა და პატარა ქალბატონმა მისი დასვრა მოისურავა:
-ცემი ძიკო აცე ატეტეფს!
სახეზე მოუსვა მასა დასვრილი ჯამიდან აღებული, რასაც ანასგანაც მოჰყვა სასპასუხო ქმედება:
-აი ეს შენ და შენს ძიკოსაც მოგაყოლებ! ნეტა სად არის?
-ალ ალის, მალამ მალი ალის და ის გაპანტოთ!
-კარგი გავპრანჭოთ! მარიიიიი სად ხარ?
-მოვდივარ. რა ხდე...
კართან დამალულებმა, ორივემ ერთად გაიმეტეს გოგო, ერთმა ფქვილი მიაყარა, მეორემ სახეზე მოუსვა დასვრილი ხელები, შემდეგ ორთაბრძოლა ეზოში გააგრძელეს და სიცივეში ნატკენი ფეხი მეტად ასტკივდა პატარას და ტირილი დაიწყო..
-მტივა, სულ მტივა..
-მოდი პატარა ჩემთან და ამას მალე მოგირჩენ კარგი?
მარიმ ხელში აიყვანა და ატირებული სახლში შეიყვანა, სამივემ იწუწავეს აბაზანაში და მარის დახმარებით სახვევიც შეუცვალა ანასტასიამ, ცოტა დამშვიდებულმა საჭმელიც მიირთვა, მთელი დღის დაღლილმა ბებო მოითხოვა და მასთან ერთად ოთახში შევიდა.. ანსტასიამ სახლის დალაგება დააპირა მაგრამ თინას უკვე ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა და მეცადინეობდა დაიწყო თავის ოთახში.. უცებ ტირილის და ნატალიას განერვიულებული ხმა, რომ მოესმა სასწრაფოდ გავიდა ოთახში:
-რა მოხდა?
-ძილში ატირდა და ვეღარ გავაჩერე.
უმცროსი ნატალიაც მოსულიყო სკოლიდან, მთელი მონდომებით ეფერებოდა თავის პატარა დას და თვითონაც ტიროდა, ძალიან განიცდიდა მის ემოციურ მდგომარეობას.
-კესო, ჩემთან მოხვალ?
-....
ნატაშკას მეტად მიეხუტა.
-კესო წამო ანასთან ოთახში დავხატოთ რა..
-ალა.
-კესო მე შენთვის ლამაზი წიგნი მაქვს და წაგიკითხავ არ გინდა?
-ტიი, მალა დედაც მინდა!...
-ვიცი ჩემო პატარა, დედასთან მალე მივალთ და ძალიან მაგრად ჩავეხუტოთ კარგი?
-ტამიკვან?
-წაგიყვან, ცოტა მერე. ახლა ჩემთან მოდი.

ოთახში შევიდნენ ანასტასია და კესო, ტელეფონში ნიცას სიმღერები მოასმენინა და შემდეგ ზღაპრის მოყოლაში ორივეს ჩაეძინა.. ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღე და ერთმანეთს ისე შეეჩვივნენ, რომ ანასტასიასაც უჭირდა მისი დატოვება, როცა უნივერსიტეტში უნდა წასულიყო, რადგან კესო განიცდიდა და ბევრჯერ ეკითხებოდა როდის დაბრუნდებოდა..
ერთ საღამოს ისევ იგივე სურათი რომ დახვდა თორნიკეს, დაღლილებს ისე ეძინათ საწოლზე, რომ ტანსაცმელიც კი არ ჰქონდათ გახდილი, გაბრაზებული დადიანი, მეტად გაბრაზდა და ნატალიას ცივი ხმით დაუძახა:
-ნატა! თინა!
-რა ხდება შვილო.
თინა გამოეგება თორნიკეს, ჩვეული თბილი და მზრუნველი მზერით.
-რატომ არის ბავშვი სულ ტასოსთან?
ტონშივე იგრძნობოდა, რომ ბრაზობდა.
-რა მოხდა თორნიკე?
გაოცდა ნატალია. თინა დაბნეული უყურებდა, ჯერ მამაკაცს შემდეგ ნატალიას.
-ძიძა რითვის გვყავს და თქვენ რატომ არ აქცევთ ყურადღებას, რომ ბავშვს ძიძამ მიხედოს?
-ბავშვმა თვითონ მოისურვა და ერთმანეთს უგებენ.
ჯერ კიდევ ვერ იგებდა ნატალია მისი გაბრაზების მიზეზს.
-ისე ტიროდა ხოლმე გული მისკდებოდა, მისი საცოდაობით, ახლა ყველას გვიღიმის და ანასტასიათან ერთობა ხოლმე.
-თინა, ტასომ ოთხი გამოცდა გადადო და შეიძლება მომავალ წელს მოუწიოს თავიდან გავლა, მთელი კურსის!
-მე არ ვიცოდი შვილო, არაფერი უთქვამს..
-უი რას ამბობ.. უნივერსიტეტში დადის ხოლმე და ვერ გავიგე.
-ვიცი რომ დადის, მაგრამ იქ ყველას თავის წესები აქვს!..
ამ ხმამაღლმა საუბარმა, ანას ოთახამდეც მიაღწია და ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი ჩავიდა მისაღებ ოთახში, სადაც ყველა შეგროვილი დახვდა:
-მოვაგვარებ ამ საკითხს და ანას ხელს აღარ შევუშლით!
ნაწყენი ხმით უპასუხა ნატალიამ, მაგრამ ანასტასია მალევე მიხვდა, რომ უნდა ჩარეულიყო.
-მე ხელს არავინ მიშლის!
-ტასო აქ ხარ შვილო?
გაუკვირდა თინას, ეკატერინემ გაიღიმა, სიამაყით უმზერდა გოგონას, რომელიც ხელით ცდილობდა არეული თმის გასწორებას.
-თორნიკე, მე კესოსთან თუ კარგი ურთიერთობა მაქვს ეს ძალიან მახარებს და ამ საკითხზე საუბარი, მითუმეტეს შენიშვნები არ არის საჭირო.
-უნივერსიტეტში პრობლემები გაცდენების გამო გაქვს!
-გაცდენა მხოლოდ კესოს გამო არ მომიწია და ნუ დავწვრილმანდებით, მასთან მინდა ყოფნა ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მადლობელი ვიქნები ამას თუ გაითვალისწინებ.
-ტასო არ მინდა სწავლაში ხელი შეგეშალოს.
-სწავლაში ხელი არ მეშლება, ერთადერთი სტიპენდია შეიძლება მომიხსნან, მაგრამ შენი ნაჩუქარი ბარათი ვისარგებლებ!
გაეცინა თავის ნათქვამზე და თორნიკეს გამოხედვაზე, რომელიც ნასიამოვნები იდგა ანას სიტყვებით და მანაც ღიმილით უთხრა
-კარგი, როგორც გინდა!
-მინდა! იქ ბევრად მეტია როგორც ვიცი.
-აი ჭკვიანი ქალი ყველაფერში ჭკვიანია, მათ შორის ფინანსებშიც!
ხელი გადახვია ანას ნიკამ და თვალი ჩაუკრა.
-აუ ვივახშმოთ რა.. ძალიან მშია!
მარიმა წაიწუწუნა და პატარა ნატალიაც აჰყვა. ნიკამ ცოლ-ქმარს ხელი გადახვია და სასადილო ოთახში შევიდნენ. ვახშამი არ იყო დასრულებული ერეკლე, რომ გარეთ გავიდა, დაცვის ბიჭმა სმს მისწერა. მალევე დაბრუნდა და თორნიკეს ჩუმად უთხრა:
-დაჩი ნადირაძეა მოსული!
-რა ჯანდაბა უნდა?!
ნიკა გაბრაზეული ადგა მაგიდიდან და უხეშად დააგდო პირსაწმენდი ჩვარი თეფშზე.
-აქ არ მივიღებ!
თორნიკესაც შეეტყო გაბრაზება, ან უფრო საფრთხის მოლოდინი.
-ვუთხარი, კომპანიაში მოვალთ მეთქი.
-წავიდეთ!
-ხო მშვიდობაა?
ანერვიულდნენ ქალები, ანას გვარი ეცნო მაგრამ მაინც ვერ გაიგო ვინ იყო.. თორნიკე ნატალიასთან მივიდა თავზე აკოცა და გავიდა:
-ყველანი სალში დარჩით, ნიკა, საბა გააფრთხილე სახლში იყოს, თომა, ბიჭები შეამოწმე და გავდივართ!
კარში გასვლამდე, საუბრისას ანასტასიას შეშინებული თვალები, რომ დაინახა თორნიკემ, თბილი ხმით შეეცადა ეთქვა:
-მალე მოვალთ!
-რა მოხდა ნეტა?
მარის ფერი საერთოდ დაეკარგა.
-ნადირაძის შვილი ჩამოვიდა ალბათ!
ეკატერინემ ჩაფიქრებულმა თქვა და მართალიც იყო, კარგად იცნობდა ნადირაძეებს და ვარაუდობდა რომ უმცროსიც ისეთივე იქნებოდა, როგორიც მისი შვილის მეგობარი, უფროსი დაჩი ნადირაძე იყო..
-დიახ დაჩი ნადირაძე მოვიდაო, ასე თქვა ერეკლემ.
შეშინებულმა ანასტასიამ თქვა და მარის შიშისგან, ჯერ ტუჩები გაულურჯდა, შემდეგ გონება დაკარგა, იმ წუთას შემოსულმა საბამ ხელში აიყვანა და საძინებელში დააწვინა, გონს მალევე მოვიდა და უხმოდ ტირილით ცდილობდა ემოციებისგან დაცლას..
ანასტასიას საწოლზე დაწოლის გვერდით ეჯდა და ფიქრობდა, თუმცა ბევრი ფიქრი არ დასჭირდა, თუ რატომ განიცდიდა მარი, დაჩის სახელის ხსენებას:
-ის იყო?
-კი.
-ნუ ფიქრობ მაგაზე ეგ უკვე წარსულია.
-თუ წარსულია, რატომ მოვიდა, ახლა ამათ უნდა შეუქმნან პრობლემი?
-მარი შენ არაფერ შუაში ხარ! ისინი სხვა საქმეზე არიან ახლა!
ოთახში შესული ეკატერინე სავარძელში მოთავსდა და თბილი ხმით ესაუბრებოდა.
-რა საქმეზე?
-ძველი ამბავია, რომელიც ჩემი შვილის და დაჩის ბიძის დროიდან მოდის. წლების წინ აფხაზეთის ომში ისინი ერთად იბრძოდნენ, კარგი მეგობრობა ჰქონდათ, ასაკით ალექსანდრეზე ბევრად პარა იყო უროსი დაჩი, მაგრამ ერთმანეთის ესმოდათ.. ომში ერთ-ერთ ბატალიონს ხელმძღვანელობდა ალექსანდრე და დაჩი გვერდით ჰყავდა, მათთან ერთად იყო ლევან ჩიჩუაც, რომელმაც როგორც გვითხრა ჩემმა შვილმა დაუშვა შეცდომა და ტყვედ ჩავარდნენ, მაშინ დაიღუპა დაჩი ნადირაძე და ომი რომ დამთავრდა, ალექსანდრე შეიარაღებულ ძალებში აღარ მსახურობდა, ერთ დღეს ის მანქანით დაჩაზე მოდიოდა, მის მანქანას სატვირთოთი გზა ჩაუხერგეს და რომ გაჩერდა სიტუაციის გასარკვევად ის ცემეს, თავისივე მანქანით ხევში გადააგდეს...
ხმა საეთოდ გაუქრა ქალს და ცრემლები, რომ არ დაენახათ ფეხზე წამოდგა, აივნის კართან დადგა. სიჩუმე მარიმ დაარღვია:
-ახლა დაჩის ჰგონია, მამამისი და ის ლევანი თორნიკემ და ნიკამ მოკლეს?
-ასეა!
-ეს ხომ შეუძლებელია!
წამოენთო ემოციებში მყოფი, ოთახში მიდი-მოდიოდა, თან ანასტასიას გახედა, რომლისგანაც ელოდა მხარდაჭერას.
-თორნიკე არკვევს ყველაფერს და იმედია დაარწმუნებენ დაჩის.
ჩაფირებულმა თქვა აბაშიძემ, რომელიც გაოგნებული იდგა გაგონილით..

კომპანიაში მისულებს დაჩი უკევ მისული დახვდათ, რომელსაც რამდენიმე მანქანა და რამდენიმე ბიჭი ახლდა, თორნიკე მანქანიდან გადმოვიდა, მიესალმა და კაბინეტში საუბარი შესთავაზა, ოთახში მყოფები რამდენიმე წამი ჩუმად ისხდნენ, ერთი შეხედვით ყველა მშვიდად იყო, ნიკა დადიანის გარდა, რომელსაც მეგობრის გამო სურდა დაჩის გასწორებოდა, თუმცა თორნიკეს გამო იკავებდა თავს:
-რა მიზეზით გინდოდა შეხვედრა?
თომამ დაწყო საუბარი.
-მე ომისთვის და დამნაშავის საძებნელად არ მოვსულვარ აქ!
-აბა, რა გინდა?
ვეღარ მოითმინა ნიკამ. დაჩის გაეღიმა და განაგრძო:
-დამნაშავე ვიცივინც არის.
-ვინ?
-ეს საქმე თქვენთან კავშირში ირიბად არის.. ეს ვიცი და ამის სათქმელად მოვედი და უნდა გაგაფრთხილოთ.
-რას გულისხმობ!
თორნიკემ წარბები შეკრა..
-მიზეზი თქვენთან შექმინილი პრობლემაა, მაგრამ ეს მკვლელობა რეზიმ ჩაიდინა. საფრთხე კი ნინო ჩიჩუა და მისი შვილიშვილი სერგია, რომელიც ჩემი ბიზნესიდან მოტეხვას და თქვენან ომს გეგმავენ.
-უკვე დაიწყო!
თომამ თქვა და სიგარეტის მეორე ღერს მოუკიდა.
-მოხდა რამე?
დაინტერესდა დაჩი და თვალი მოავლო იქ მყოფებს, თორნიკემ უპასუხა.
-იოანეს სახლი აფეთქდა გაზით.
-როგორ არიან?
ფეხზე წამოდგა დაჩი, რომელიც არასოდეს იყო მომხრე იმ დაძაბული ურთიერთობის, რაც მათ შორის იყო.
-ბავშვები კარგად, იოანე და მაკა კომაში.
-ოხ ნინო შენი****
სიბრაზისგან კბილიები დააჭირა ერთმანეთს და განაგრძო.
-მოკლედ, ჩემი აქ მოსვლის ამბავს, ბიძაჩემი გაიგებს, ნინოს და სერგის ლეკვები უკვე მიიტანდნენ ენას და შეიძლება ერთდროულად დაიწყონ შეტევები, მე პირადად თქვენთან გასაყოფი არაფერი მაქვს და თქვენთან ვარ, თუ რამით შემიძლია დახმარება.
-მადლობა დაჩი.
-არაფერს თორნიკე, რომ იცოდე რეზი ბრეგვაძე ცოცხალია, თურქეთში ჰყავთ ბიჭებს და თუ გინდა ვეტყვი ჩამოიყვანონ!
გაეღიმა თონიკეს, გაუხარდა კიდეც მისთვის საძულველი კაცის სიცოცხლე გაუხარდა..
-არა, იქ იყოს და მე ვნახავ!
-როგორც გინდა და როცა გინდა.
გაეღიმა დაჩის.
-დაგირეკავ.
გასვლისას ვერ მოითმინა დაჩიმ და ნიკას მიუბრუნდა კარში მგდომი:
-მარი ისევ თვენთან არის ხომ?
-არა!
ცივად უპასუხა და ზურგი აქცია..
-გასაგებია.
სევდიანად გაიღიმა და კარს მოეფარა..

ყოველთვის მოსწონდა ეს ბიჭი თორნიკე დადიანს, იქამდე სანამ მარისთან შეცდომას დაუშვებდა, თუმცა ეს ამბავიც არასწორად იყო ცნობილი, მათთვის.. მაშინ როცა მარი რეზი ბრეგვაძის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო და როგორც კარგი „ნადავლი“ ბარში მიიყვანა, სწორედ მაშინ დაემთხვა დაჩის ჩამოსვლა საქართველოში და აღნიშნავდნენ მის დაბრუნებას, თან საჩუქრი ერთ-ერთ გოგოსთან გართობა იყო, ეს გოგო კი მარი!..
სასმელით და წამალით გაბრუებული დაჩი, დილით მიხვდა რომ მარისთვის პირველი მამაკაცი იყო და თან იძულებით. იმ დღეს ბრეგვაძესთან იჩხუბა და რადგან ბერგვაძისთვის, დაჩი პრობლემად იქცა, ის მარისთან არავის უშვებდა და მის გაშვებას გეგმავდა, ყველაფერი ისე მოაწყო რომ, როცა წამალის „კაიფში“ იყო მამისი მიიყვანა ბარში და შალვამ აიძულა რეაბილიტაცია გაევლო კლინიკაში, საღვარგარეთ გაუშვა ისევ.. წასვლამდე მეგობრების დახმარებით მოახერხა, მარის გაქცევაში დახმარებოდა, თუმცა ეს მხოლოდ მარიმ და მისმა ძმამ იცოდნენ, ძმამ რომელიც აღანეთში წავიდა მალევე და ვერ ახერხებდა ჩამოსვლას საქრთველოში, სანამ კონტრაქტის ვადა არ შესრულდებოდა..

დილით ოთახში შესული კესო საწოლზე ადის და ანასტასიას კოცნით აღვიძებს:
-მოხვედი ცქნაფა?..
დაბოხებული ხმით ჰკითხა პატარას და საწოლზე წამოჯდა, პატარამ ხელები მოხვია და ხმით აკოცა ლოყაზე, ანასტასიას ეკლებმა დააყარა და სიამოვნებით გაეღიმა, შემდე პატარა თვითონ ჩაკოცნა. აბაზანიდან გამოსულ თორნიკეს თვალები გაუთბა და ისე უმზერდა ორივეს.
-ძიკოო მოცულა
-ძიკო აქ იყო! ცქნაფა მოსულა.
სიცილით უთხრა საწოლზე მოხტუნავე პატარას და ხელში აიყვანა.
-მე ტაციტოს მივკვები.
-სად?
-სკოლაცი.
-უნივერსიტეტში კესო.
ტასო გვერდით დაუდგა თორნიკეს და ლამაზად დავარცხნილ თმაზე ხელი დაუსვა.
-უნინე... უნი... კოლაცი თქვა!
გაბრაზებულმა პატარა დადიანმა, თავი გაითავისუფლა თორნიკეს მკლავებიდან, რადგან მეტად ბრაზობდა მათ სიცილზე.
-რატომ მიგყავს?
ჯერ კიდევ სიცილით ჰკითხა თორნიკემ აბაშიძეს.
-თვითონ მთხოვა, მაგრამ უნდა მეკითხა შენთვის, მხოლოდ პროექტი მაქვს დასატოვებელი და მალე დავბრუნდებით.
-მე გაგიყვანთ!
-თუ გცალია, მინდა ნატაშკას მივაკითხოთ სკოლაში.
-მცალია!
-გაგებუტეთ მე!..
-რატომ ცქნაფა?
ჩაიმუხლა აბაშიძემ და კესოს მოეფერა.
-ლომ ალ მელაპალაებით.
-შენს ძიკოს ვთხოვე, რომ წაგვიყვანოს.
-მაგალია.

რამდენიმე დღე თორნიკეს დაჰყავდა ანასტასია და უმცროსი დადიანები, რომლებიც ახერხებდნენ სიტუაციას შეგუებოდნენ, ერთ დილას თორნიკე დივნიდან ადგა, უკვე შეჩვეული იყო იქ წოლას, ემზადებოდა ლაშამ, რომ დაურეკა:
-გისმენ.
-.....
-გამოვდივარ.
მხიარული ხმით უპასუხა და ანასტასიას კითხვებით სავსე მზერას, გალურჯებული თვალებით უმზერდა.
-მაკა გონს მოვიდა და ბავშვების ნახვა უნდა.
სარკესთან მდგომი ანასტასია, სიხარულისგან მთელი ძალით მოეხვია დადიანის განიერ მხრებს და ბუტბუტებდა.
-რა კარგია, მადლობა უფალს! ძალიან მიხარია.. ყველას ვუთხრათ.. ბავშვები წავიყვანოთ.. ცქნაფას გაუხარდება... ხომ არ შეეშინდება?..
ანასტასიას საქციელით გაოცებული თორნიკე, ჯერ ახალი ამბით კმაყოფილი იღიმოდა და შემდეგ კი ტასოს მოხვეული მკლავებით, რამდენიმე წუთი ისგნენ ერთმანეთს მოხვეულნი, თან აბაშიძე არ ჩუმდებოდა..
-ტასო დამშვიდდი, ტასო..
სიცილით დახედა გოგონას, რომელიც დადიანის სიცილით მიხვდა, რომ ბევრს საუბრობდა და სახეზე წამოწითლდა. მამაკს ზურგი აქცია დაბნეულმა და თმის შეკვრით სცადა სირცხვილის დაფარვა..

პატარები მაკას ბედნიერი სახეებით ეხვეოდნენ და ბევრიც იტირეს, მაგრამ მისი კარგად ყოფნით დამშვიდდა დადიანების „სასახლე“, სიტუაციას თორნიკე აკონტროლებდა და დაჩის ინფორმაციით, ფრთხილად მოქმედებდა. ცოტა ხნით ნინოც მშვიდად იყო, ელოდებოდა იოანე დადიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის თუ გადარჩებოდა, მაშინ იმოქმედებდა სხვა სახის თავდასხმით..

მაკას მალევე მისცეს სახლში ყოფნის უფლება, სიმშვიდეში და სუფთა ჰაერზე, ამიტომ დაჩაზე გადავიდნენ დადიანები საცხოვრებლად, სიცივის მიუხედავად იქ ყოფნა უკეთესი იყო მაკას ჯანმრთელობისთვის. თორნიკემ სიტუაციის სიმშვიდით ისარგებლა და იოანეს საბუთები წაიღო გერმანიაში მეგობართან, თან თურქეთში რეზი ბრეგვაძის მონახულება ჰქონდა გეგმაში..
ანასტასია დარჩენილი გამოცდებისთვის თბილისში დარჩა და ნათაშკაც სკოლას აღარ აცდენდა, მათთან ცხოვრობდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ძალიან დაითრგუნა, რამდენჯერმე აგრესიული ტონით მიმართა თინას, რომელიც ძალიან უყვარდა..
მარის უხეშად ესაუბრებოდა და ამ საუბარს სასწავლებლიდან დაბრუნებული ანასტასია შემთხვევით შეესწრო:
-ნატაშკა, თუ გინდა მოგეხმარები მათემათიკაში.
-შენი დახმარება არაფერში მჭირდება, შენს თავს მიხედე და შენი პრობლემები მოაგვარე!
-ბოდიში, შენი წყენინება არ მინდოდა..
ხმა დაკარგულმა ამოილაპარაკა და მისაღებიდან გადიოდა, გული რომ წაუვიდა, შეშინებული ანასტასია, უშედეგოდ ცდილობდა მის გონზე მოსვლას:
-ნატაშკა საბას დაუძახე! ჩქარა!
-რა მოხდა? ღმერთო...
შეშინებული ნატაშკა გარეთ გავარდა და ბიჭებით გაივსო მისაღები, რომლებმაც მარი საავადმყოფოში წაიყვანეს. რამდენიმე წუთში ექიმმა მარის ორსულობის ამბავი ახარა და გაოგნებული გოგო, საწოში გაშეშებული იჯდა, ანასტასია გვერდით ეჯდა და ეფერებოდა..
-გილოცავ მარი...
-უნდა მოვიშორო!
მეხის გავარდნასავით ცივი ხმა ჰქონდა გოგონას, რომელიც ცრემლებს ვეღარაფერს უხერხებდა.
-მარი არ შეიძლება ოთხი თვის ხარ უკვე..
ხმის კანკალი შეეპარა ანასტასიას, მაგრამ საუბარი აღარ გაუგრძელებიათ, რადგან სახლში წასვლის ნება იმ დღესვე მისცეს, ნაყოფი კარგად ვითარდებოდა, ანალიზების პასუხებისთვის მეორე დღეს დაიბარეს.


პ.ს. ხვალაც ვეცდები.



№1 სტუმარი სტუმარი Lile-eli

Daldoni Daldoni
ძალიან კარგი გოგო ხარ

დიდი მადლობა. როგორ მახარებ :) :*

 


№2 სტუმარი სტუმარი ნატა

ეცდები კი არს დადებ აუცილებლად :D ძალიან მაგარია და ვერ ვიტან ლოდინს :D

 


№3  offline წევრი დარინა

ძლივს მგონი ცოტა ჭკუაზე მოვიდა ანასტასიააა, რატომღაც დაჩი ძალიან მომეწონააა, მომწონს დაჩის და მარის წყვილიიი, აუ თორნიკეს და ანასტასიას ბავშვიც მინდაა, წარმომიდგენია თორნიკეს როგორ გაუხარდებააა.

 


№4 სტუმარი ლიკ ლიკ

დათბა ცოტა :) ნიცას და თომასთანაც დაათბე ცოტა:) ველოდებით მალე შემდეგს

 


№5 სტუმარი სტუმარი ნარჩიტა

რატომღაც დათას და ნიცას წყვილი უფრო მხიბლავს :დ

 


№6 სტუმარი სტუმარი Mkitxveli

Jer tornikes da tasos shvili araaa gtxoov.. jer sikvauli ????????????da agaranairi rezi

 


№7 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან კარგია ამის შემდეგ მარიამის და Დაჩის ცხოვრწბასაც თუ დაგვიწერ სუუუპერი იქნები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent