შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"სხვისი ცოლი"(სრულად)


30-06-2018, 01:11
ავტორი ტერიკო74
ნანახია 18 779

მთის კალთაზე შეფენილ ცხვრის ფარას ჯიშიანი ნაგაზები დასდგომოდნენ დარაჯად.გარშემო უვლიდნენ და მახვილი თვალით მიდამოს ზვერავდნენ.წვრილფეხი მშვიდად წიწკნიდა ხასხასა ბალახს.იქვე,ხეების ჩრდილში მწყემსებს მწვანე მოლზე გაეშალათ სუფრა და მსუბუქად ნაყრდებოდნენ.მაღლობიდან წამოსულ ნიავს ბუნების მძაფრი სურნელი მოჰქონდა.
-ნასყიდ,ბექამ დაიგვიანა ამოსვლა,ბატკნებს ხომ არაფერი სჭირთ ნეტა?-ბერდომ საჭმლით პირგამოტენილ კაცს გახედა.
-სუსტად კი იყვნენ წუხელ,ჩადი აბა, დახედე,-ლუკმას სირჩა არაყი მიაყოლა.
-კარგი ბიჭი კი გამოდგა,ტყუილად ვუარობდით,-მიწაზე ხელის დაყრდნობით წამოდგა მამაკაცი.
-ეგ რომ არა,სულ დაგვეხოცებოდა ცხვარი,-დაეთანხმა ნასყიდა და ქორფა კიტრი მარილში ამოავლო.
-ქალაქელის კვალობაზე კარგი ამტანი კი ჩანს,შარშან ბერიკას რომ გაუგზავნეს ერთი ვეტექიმი,ხომ გახსოვს?-მინდორზე გაწოლილმა გოგიამ მეჩხერი კბილები გამოაჩინა.
-როგორ არ მახსოვს,იქით გაუხდათ მისახედი,-ახორხოცდა კაცი.
-აბა კაცო,-აჰყვა სიცილში.-მოხალისეო და სულ დაკარგა ყველაფრის ხალისი,უკანმოუხედვად გარბოდა.
-ჩვენი ბექა მაგარია ,ის კი არა,იმ დღეს ამბობდა თქვენს სოფელში უნდა დავსახლდეო,-კმაყოფილმა ჩაიღიმა და არყის ბოთლს თავსახური მოუჭირა.
-კარგს იზამს,სოფელს ერთი ვეტექიმი ხომ უნდა გვყავდეს,დავაქორწინებთ კიდეც,მშვენიერი ვაჟკაცია,წაეხვევიან ჩვენი გოგოები,ვინ გაუშვებს მაგას ხელიდან,-დასტურის ნიშნად თავიც დააქნია.-ეჰ,წავედი,წავედი მალე ამოვალ,მერე ჩავრეკოთ და დავაბინავოთ,-ბერდო ფერდობისკენ დაიძრა.

საძოვრებისგან შორიახლოს წვრილფეხისთვის სადგომები გაემართათ ,მეცხვარეებს პატარა ფიცრული თავისთვისაც მოეწყოთ და შიგნით ხისგან შეკრული ოთხი საწოლი დაედგათ,რომლებზეც უხეიროდ ეყარა ცხოველის ტყავისგან შეკერილი უმკლავო მოსაცმელები.კუთხეში, მორყეულ მაგიდაზე გაფენილ გაზეთზე პურის და ყველის ნარჩენები ეყარა.გამჭვირვალე ჭიქებს,რომლებსაც ნათითურები კარგად დატყობოდა,ზედ ბურნა ეხვეოდა.
საშუალოზე ოდნავ მაღალი მამაკაცი,რომლის სახესაც მზე კარგად ჩაჯდომოდა ,დინჯი ნაბიჯით ფიცრულში შევიდა და დახვედრილ სიბინძურეს ზიზღით გადახედა. მაგიდიდან ნაგავი მოხვეტა და ჭიქებთან ერთად გარეთ გაიტანა.
-ბექა,როგორ არიან წუხანდელები?-ბერდო წამოადგა თავს.
-გადავრჩით,-დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა და ჭუჭყიანი ჭიქები ჯამში ჩააწყო.
-ოქრო ხარ,ოქრო,-ღიმილით დაუტყაპუნა მხარზე ხელი.-შენ რომ არა,სულ გაგვიწყდებოდა.
-წამალი მითავდება,უმაგისოდ ვერაფერს შევძლებ,გოგია გავგზავნოთ სოფელში,-უძილობისგან ჩაწითლებული თვალები დააწვრილა.
-მარტო გოგიას გაშვება არ იქნება,შენც გაყევი,თან უკეთესად იცი რაც გჭირდება,სამ დღეში ამობრუნდებით,ცხენები კარგი გვყავს,-საძოვრად გაშვებულ ბედაურებს გადაავლო თვალი.
-მერე აქ ვინ მიხედავს?-გაკვირვებულმა შეხედა.
-შენა კაცო,მართლა უნდილები ხომ არა გგონივართ?სულ მარტო არ ვეწევით ამ ჭაპანს?-იწყინა.
-ბერდო,ჭირია მოდებული,იმიტომ გამომგზავნეს,ცხვარი გაწყვეტის პირასაა,ცუდად არ მითქვამს,-გაუღიმა.
-ჰო,ვიცი,ვიცი,ამ თუშურის იმედი მაქვს,იქნება გაუძლონ როგორმე,-უკან დაიხია.
-ყველაფერს გავაკეთებ,წამალს ამოვიტან და მივხედავ,არ იდარდო,-ამოიოხრა და ფიცრულში შებრუნდა.

***
აგვისტოს სიცხეს ტევრში ვერ შეეღწია და გარშემო უვლიდა, თუ კი რამეს სწვდებოდა ირგვლივ,ხვათქს ადენდა.
-ჭალას გვერდი უნდა ავუქციოთ და მუხრანზე გადავიდეთ,იქიდან ახლოსაა სოფელი,-გოგიამ ულვაშზე ხელი გადაისვა და ხის ძირში ჩამომჯდარ ბექას გახედა.
-გვარიანად კი დავიღალე,-ოფლი გასდიოდა ვეტერინარს.
-ეე,მიუჩვეველი ხარ,აი,თუ დასახლდი ჩვენსა,მერე კი გაგიმაგრდება მუხლი,-სიცილი დააყარა.
-გადაწყვეტილი მაქვს,ძალიან მომწონს აქაურობა,-მზერა მოატარა ირგვლივ.
-აბა,თქვენი გახრიოკებული ქალაქი ვის რად უნდა,რასა სჭამთ კაცმა არ იცის,აქ ყველაფერი ნატურალურია,ჯერ მარტო ჰაერი რად ღირს,-ნეტარი სახით ღრმად ჩაისუნთქა.
ბექას ეღიმებოდა.რაც უნივერსიტეტი დაამთავრა მას შემდეგ ეძებდა სადმე რაიონში სამუშაოს,ქალაქს ვერ ეგუებოდა,გული ბუნებისკენ მიუწევდა.მშობლებს მისი გადაწყვეტილება მაინც და მაინც არ მოეწონათ,მაგრამ შვილის ნებას წინ ვერ აღუდგნენ.როდესაც შესთავაზეს მოხალისედ წასვლა მწყემსებთან ერთად,არც კი დაფიქრებულა,ისე განაცხადა თანხმობა.
-გოგი,ახლა რომ ჩავალთ,გაიკითხე აბა,ერთი ოთახიც რომ იდგას მაწყობს,ოღონდ ეზო იყოს დიდი.
-იქნება,შენ მაგაზე არ იდარდო,სახლიც იქნება და კარიც,კარგი გოგოც ჩვენზე იყოს,-ახორხოცდა.
-ჯერ მაგისთვის არ მცხელა,-ხელით დაცვარული შუბლი ჩამოიწმინდა.
-იმისთანა გოგოები არიან,მალე დაგცხება,-საგზლის ფუთას პირი მოხსნა და ბალახზე გაშალა.
ბექამ სიცილით გააქნია თავი და გოგიასთან ახლოს გადაჯდა.
---
ცას უკვე ბინდი ეკვრებოდა როდესაც სოფელს მიუახლოვდნენ.მგზავრობისგან დაღლილებს საუბრის ხალისიც დაკარგვოდათ და უხმოდ გალიეს დარჩენილი გზა.ეზოს ჭიშკართან ცხენები შეაყენეს და ჩამოხტნენ.კარში გამოჩენილმა ტანმორჩილმა ქალმა შეცბუნებულმა გადახედა ორივეს.
-ხომ მშვიდობაა ,გოგიავ?
-არის და არც არის,-ბედაურს ხურჯინი ჩამოხსნა და ქალს მიუახლოვდა.-კარგი ნანა,ნუ იცი ეგრე დაფეთება,წამლისთვის ჩამოვედით,-გაუღიმა და ხელი მოხვია.
-მოდი ბექა,შემოდი,-სტუმარს მოუბრუნდა და ეზოსკენ ხელით ანიშნა.
სახლიდან ახალგაზრდა გოგო გამოვიდა და გოგიას კისერზე ჩამოეკიდა.
-მამა!
-ვაჰ,როდის ჩამოხვედი შე ჭინკა?-გაუხარდა მამაკაცს და ქალიშვილი ჰაერში დაატრიალა.
-დღეს დილით,-აკისკისდა და უცხო კაცის დანახვაზე დაიმორცხვა.
-ბექა,გაიცანი ეს ჩემი გოგოა,-სიყვარულით სავსე თვალებს არ აშორებდა.
-ბექა,-ხელი გაუწოდა ღაწვებშეფარკლულს და გაუღიმა.
-დალი,-მხიარულად გაეცნო.
-მოდით,სანამ მოწესრიგდებით,გავამზადებ სუფრას,მშივრები იქნებით,- დაფაცურდა ნანა.
სავახშმოდ მომზადებულ მაგიდას მასპინძლები სტუმრიანად მიუსხდნენ და მადიანად მიირთვეს ცივად მოხარშული დედალი.დალიმ რამდენჯერაც თვალი გააპარა ბექასკენ,იმდენჯერ გამოიჭირა კაცმა,მაგრამ არ შეიმჩნია.
-ხვალ დილით,ვალოდასთან გავიდეთ,იმას თუ არ ექნება,რაიონში მოგვიწევს წასვლა,-გოგიამ საქმიანი იერით გახედა ბექას.
-ხო,დროზე უნდა ვიყიდოთ და მივბრუნდეთ,თორემ სასწორზე დევს ეგ საქმე,-იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო.
-ნანა,ბექა აქ აპირებს ცხოვრებას,სახლი უნდა რომ იყიდოს,ჩვენს წინ ესმას დაელაპარაკე აბა,ეგ აპირებდა რაღაცას.
-ვკითხავ გოგი,-თავი დაუქნია.-თან კარგი ეზო-ყურეა,ხელიდან არ გაიშვება.
-გადამრევენ კაცო,სოფელსა ჰყიდიან და ქალაქში მიიბარგებიან,აბა ეხლა მაგათ ჭკუა აქვთ?-გოგიამ ხელი აატრიალა.
-შვილები იქ წავიდნენ და გამოყრუვდა მარტო ქალი,არ გაემტყუნება,ისინი აქეთ აღარ მოდიან და..-გამართლება მოუძებნა ნანამ.
-ეჰ,დრო მოვა და ქალაქიდან ყველა აქეთ გამოიქცევა,დაიხსომე,-თავის კანტურს მოჰყვა.
-რომელი სახლია?-დაინტერესდა ბექა.
-აი,გზის გადაღმა,კაკლები რომ უდგათ ბევრი.რას აფასებდა?-ისევ ცოლს მიუბრუნდა.
-არ ვიცი,ცხრაჯერ შეცვალეს ფასი,მყიდველი არ უჩანთ.
დალი ჩუმად იჯდა და ლაპარაკში გართულ ბექას ზვერავდა.“რა ლამაზი თვალები აქვს,ცხვირიც“-გონებაში უქებდა სახის მოყვანილობას.
გარედან ჩხუბის ხმა მოისმა,რომელსაც ქალის ტირილი და მუდარა შეუერთდა.სუფრასთან ოთხივე გაშეშდა და ერთმანეთს გადახედეს.
-ის უვარგისია,ქრისტინეს სცემს ისევ,მოკლა საცოდავი გოგო,ჯერ ერთი თვეა რაც მოიყვანა და ერთი დღეც არ აჩვენა მშვიდი,-ნანა ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა.ხმაური და ჩოჩქოლი უფრო გაძლიერდა,მეზობლებს თავი მოეყარათ და ვიშვიშებდნენ.გოგია მძიმედ წამოდგა და გასასვლელისკენ გაემართა,ბექაც უკან მიჰყვა.
-რას დაგიღიათ პირი?!-შეკრებილ ხალხს დაუყვირა კაცმა და ხმაურის მხარეს გაემართა.
ძირს ეგდო ქრისტინე.ზემოდან ჩაწითლებული თვალებით დასდგომოდა სოსო და უმოწყალოდ ურტყამდა.ქალს ცხვირ-პირიდან ერთიანად გასდიოდა სისხლი და ტირილით იხვეწებოდა,თავი დაენებებინა მისთვის.კაცი სასმლის სუნად ყარდა,ისე იყო გავეშებული არაფერი ეყურებოდა,მუშტებთან ერთად წიხლებსაც იშველიებდა.
გოგია შიგნით შევარდა და სოსოს ქეჩოში სტაცა ხელი.
-რას აკეთებ?!-უღრიალა და მთელი ძალით დააჯანჯღარა.ზღურბლზე შემდგარი ბექა გაოგნებული უყურებდა.
-შენ ვინ გეკითხება,შენი დედაც..!-შეიგინა სოსომ და მოულოდნელად კაცს მთელი ძალით შემოსცხო.გოგია განზე გადავარდა,მაგიდის კიდეს თავი ჩამოჰკრა და იატაკზე გაიშხლართა.
გალეშილმა მხეცივით მოატარა თვალები და კარში გახიდული უცხო კაცი რომ დაინახა,უარესად გაცოფდა და მისკენ გაიწია.ბექამ კბილები გააჭრიალა და წარბებქვეშ თვალების ტრიალით თითები მომუშტა.მოახლოვებულ კაცს ყბაში ძლიერად ამოჰკრა მუშტი და ძირს გადავარდნილს მუცელშიც უთავაზა ფეხი.
-! -ზედ გადააბოტა და გოგიასკენ წავიდა.
-გოგი!-ბექამ კაცი შეარხია.გოგიამ ოდნავ გაახილა თვალები და ამოიზმუვლა.ნანა კივილით შევარდა ოთახში და ქმარს ზემოდან დაემხო.
-ნუ გეშინია,ცოცხალია!-ბექა ეცადა ქალის ფეხზე წამოყენებას.
-რატომ არ გაშორდები შვილო,რატომ აკვლევინებ თავს?! ჩვენც უნდა შევეწიროთ ამ ამბავს?-ტირილნარევი ხმით დაუყვირა ქრისტინეს და ქმარს მიუბრუნდა.
ქალი მოკუნტული ეგდო და ტირილისგან დაოსებულ თვალებს ძლივს ახელდა,სახე შეჭმუხვნოდა ტკივილისგან.ბექამ მორიდებით წააავლო ხელი.
-მოგეხმარები,ადექი.
ქრისტინემ ძლივს აითრია წელი და მამაკაცს დაეყრდნო.გახეთქილ ტუჩიდან მდორედ მოუჟონავდა სისხლი.შეშინებულმა ძირს გაწოლილ სოსოს გახედა და ყბა აუკანკალდა.
-მომკლავს!-სასოწარკვეთილმა დაიჩურჩულა.
-დაწყნარდი,მარტო არ დაგტოვებ,-სკამზე დასვა და გოგიას მიუბრუნდა.
-როგორ ხარ,გოგი?
-რეტდასხმულივით,ტრიალებს ყველაფერი,-თვალის გახელა უჭირდა.
მოსეირე მეზობლებმა ნელ-ნელა შერგეს ცნობისმოყვარე თვალები და ნანახისგან გაოცებულებმა ლოყაზე ხელის ჩამოსმით დაიწყეს ვიშვიში.
-გოგიას მიეხმარეთ და გაიყვანეთ!-მკაცრად თქვა და ქრისტინესკენ დაიხარა.
-გაქვთ სახლში ბამბა,სპირტი,იოდი,რამე?-მიაყარა კითხვები.
-იქ,-აკანკალებული ხელი კარადისკენ გაიშვირა ქალმა.
სოსო გონზე მოსულიყო,გინებით წამოსწია თავი და ასადგომად მოემზადა.
-არ გაცოცხლებ!-დაიმუქრა ცოლის მისამართით და ბარბაცით წავიდა მისკენ.ბექა წინ გადაუდგა და თვალი გაუსწორა.
-თითსაც ვერ დააკარებ!-კბილებში გამოსცრა.
-შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ?!-ხელი დასარტყმელად წაიღო.
ბექამ კიდევ უთავაზა მუშტი ყბაში,სოსომ მოცელილივით აიქნია მკლავები და ძირს ჩაიკეცა.
-არ გაბედო მეორედ შეეხო!-ზიზღით დახედა.
ქრისტინე შეშლილივით ატრიალებდა თვალებს.მეზობლები მხარში ამოსდგომოდნენ გოგიას და მძიმე-მძიმედ გაყავდათ.
-მოდი,შენს სახეს მივხედოთ,კარგი?-ქალის გადამსკდარ ცხვირ-პირზე გული შეეკუმშა ბექას და კარადისკენ წავიდა.
-მეშინია,-საცოდავად ამოიკნავლა ქრისტინემ და ცრემლები ღაპა-ღუპით გადმოსცვივდა.
-მშობლები არ გყავს?-ყუთი მაგიდაზე დადგა.
-მყავს,მაგრამ არ მიმიღებენ,-უარესად უმატა ტირილს.
-რას ჰქვია არ მიგიღებენ,რატომ?!-გაუკვირდა კაცს.
-ამის გადაკიდება არ უნდათ,თქვენ ამას არ იცნობთ,ყველაფერს ვერ ვიტყვი,-უიმედო თვალები მიაპყრო.
-არსებობს კანონი,თუ მასეა!
-ეჰ,-ხელი უმწეოდ ჩაიქნია. მუცელში დავლილმა ტკივილმა თავი შეახსენა და წელში მოიხარა.
-და რას აპირებ,სანამ წამებით არ მოგკლავს,ასე უნდა ელოდო?-ბრაზი მოერია.
ქრისტინეს აღარაფერი უთქვამს,ჩუმად განაგრძო ქვითინი.ბექა მიუახლოვდა,ხელი ნიკაპზე მოკიდა და თავი ააწევინა.კოპებშეკრული ჩააშტერდა ზღვისფერ თვალებში.წამიერად გაშეშდა,სხეულში უცნაურად დაუარა ცხელებამ,თავი დანანებით გაიქნია და სპირტიანი ბამბა ფრთხილად მოუსვა ცხვირზე.ქალს სახე შეეცვალა,სითხემ ჭრილობა აუწვა.
-მოითმინე,-საქმე მშვიდად განაგრძო.
-ეს არ იძვრის,რამე ხომ არ დაემართა?-თითი სოსოკენ გაიშვირა.
-არაფერი მოუვა,ცოტა ხნით გაითიშა,ნერვიულობ?-გამომცდელად დააკვირდა.
-მაგაზე არა,თქვენ არ შეგექმნათ პრობლემა,-ამოიოხრა.
-ჰმ,-თავი გაიქნია ბექამ და იოდიანი ბამბა ტუჩის კუთხეში,ნახეთქზე მიადო.
გულწასულმა მოსულიერება დაიწყო,თვალი მძიმედ გაახილა და ისევ უცხო რომ დაინახა ,თან მის ცოლთან ახლოს, ცოფიანივით დაიღრინა.
-ორივეს ამოგხოცავთ!-ფეხზე წამოდგომა სცადა.
-სანამ მართლა გაგიყენე საიქიოს გზას,ჩუმად იყავი!-დაუბღვირა ბექამ.
-ეს არის შენი კურო?! სიცოცხლეს ჯოჯოხეთად გიქცევთ!-ემუქრებოდა ქრისტინეს ოთხზე დამდგარი და ამაოდ ცდილობდა ფეხზე დადგომას.
-ავადმყოფი კაცი ხარ,გონზე არ ხარ რას ბოდავ!-ბექას შეეცოდა კიდეც ძირს უსუსურად მფორთხავი.
ქრისტინე შიშისგან უარესად დაპატარავდა,ვედრებით მიაპყრო მზერა კაცს.
-წადით,გეხვეწებით,ნუ ჩაერევით.
-ჩემი მამაკაცური მოვალეობაა დაგიცვა,ვერ დაგტოვებ.რამე რომ მოხდეს,თავს ვერ ვაპატიებ!-გაბრაზდა.
-მამაკაცური მოვალეობა,-გამოაჯავრა სოსომ და საზარლად ახარხარდა.-დედას მოგ...ვ!-უცებ დაიგრგვინა და წამოდგა.
-მართლა მომაკვლევინებს ეს თავს!-იფეთქა ბექამ და მამაკაცს მხრებში ჩაავლო ხელი,კედელზე მიაწყვიტა და ყელში წაუჭირა თითები.სოსო აფართხალდა,სახეზე გაწითლდა და თვალები გადმოკარკლა.
-გაუშვით! გაუშვით და წადით აქედან,ნუ ერევით ჩვენს ოჯახში!-ქალი ტირილით ეცა ბექას და ზურგზე მუშტები დაუშინა.
-გაგიჟდი!-მოუტრილდა სახეშეშლილი.
-წადით! არ არის თქვენი საქმე!
ბექამ ორი ნაბიჯით უკან დაიხია და თითები მომუშტა,ქალს უცნაური მზერა მიაპყრო,თითქოს სურდა მის თვალებში გულწრფელობა ამოეკითხა.
-წადით!-უფრო მკაცრად დაიძახა ქრისტინემ.
-სუსტი ხარ,ყოველთვის დაგჩაგრავენ,დაიმახსოვრე!-სწრაფად შეტრიალდა და კარში ტყვიასავით გავარდა.

სახლში შესულს გოგია ტახტზე მძინარე, შუბლზე ცივი ტილოებით დახვდა.თავს ცოლი დასდგომოდა ,დალი მაგიდას ალაგებდა.
-რა ხდება?-ნანამ ბექას გამოხედა.
-არაფერი,გამომაგდო იმ გოგომ,ნუ ერევიო,-სიმწრით ჩაიცინა.
-ცოდოა ეგ უბედური,ცოდო!პირველი შემთხვევა კი არ არის? სულ ამ დღეში არიან,ეჰ..ლამის ეს კაციც მომიკლეს,-ცივი ტილო გამთბარიყო,ააცალა და წყალში ამოავლო.
-მერე,რატომ არ შორდება?
-სად წავიდეს? დედამისი ჭკუიდან შემცდარია,არაფერი მოეკითხება იმას,მამამისმა კიდევ თხასავით გაყიდა ქრისტინე.დიდი ფული წაუგია სოსოსთან,ხოდა რისი გადამხდელი იყო,ეს საცოდავი გამოატანა იმ თანხაში.
-რას ამბობთ?-გაგონილმა ისე დაზაფრა ბექა,რომ ყელზე ძარღვები ამოაჯდა.
-ჰო,შვილო,იძულებით ზის და თავს აკვლევინებს იმ საზიზღარს.ყველა ერიდება სოსოს ,უბედურის ერთია და ძმაკაცებიც თავისნაირი ჰყავს,კაცს ისე დაკლავენ,თვალს არ დაახამხამებენ,-საკუთარმა ნათქვამმა ისე შეაშინა,მოიბუზა.
ამასობაში დალის მოემთავრებინა საქმე და სტუმრისთვის საწოლიც გაემზადებინა.
-მაღლა,თქვენი ოთახი მზად არის,-ბექას გაუღიმა და ხელით მეორე სართულისკენ ანიშნა.
-მადლობა,წავალ დავისვენებ,ღამე მშვიდობისა,-დაემშვიდობა და ბეტონის კიბეს აუყვა.
ოთახში სიხალვათე იყო,ერთი საწოლი,კარადა და სკამი იდგა.ღია ფანჯარა,საიდანაც სიგრილე შემოდიოდა ,ქრისტინეს სახლისკენ იხედებოდა.
ბექამ ტანისამოსი გაიძრო, წამოწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო.თვალები დახუჭა და გონებიდან მომხდარის გაძევება სცადა.
გინების და მტვრევის ხმამ ინსტიქტურად წამოაგდო ფეხზე და ფანჯარაში გადაეკიდა.სიბნელის მიუხედავად კარგად გაარჩია ქალის სილუეტი,რომელიც ეზოში მოხრილი გამოვარდა და პირქვე გაიშოტა.უკან დანით ხელში კაცი მოჰყვა.
-ამის დედაც!-დაიძახა ბექამ,სამხედროს შესაშური სისწრაფით ჩაიცვა ტანზე და კიბეზე შურდულივით დაეშვა.ნანა შეშინებული გამოვარდა და სტუმარს წინ გადაეღობა.
-ბექა,არ გახვიდე,სამუდამოდ გადაიკიდებ იცოდე,შენ აქ უცხო ხარ და არ გაპატიებს,-მუდარა გაურია ხმაში.
-არ შემიძლია,ვერ ვუყურებ მშვიდად,ეს ჩემს თავმოყვარეობაზე ძალიან იმოქმედებს,- უთხრა და ქალს გვერდი აუარა.
მეზობელ ეზოში გიჟივით შევარდა, დანამოღერებულ სოსოს წინ დაუდგა კუშტი გამომეტყველებით.
-ეზოდან გადი ,დროზე!-დაუყვირა ძირს გართხმულ ქრისტინეს და თვითონ კაცისკენ წავიდა.
-ვინ ჩემი ს..ი ხარ ბიჭო?!-მხეცივით ააელვა თვალები სოსომ და დანა მოუქნია.ბექამ ოსტატურად აიცილა და მაჯაზე სწვდა.ბასრი იარაღი აართვა და სახეში გაშლილი ხელი შემოსცხო.სოსო წაბარბაცდა და ბექასკენ გაიწია.ისევ მოხვდა მეორეც და აღარც გაჩერებულა,ძირს დაგდებულს წიხლებით შესდგა.ქრისტინეს კივილმა ჩაძინებული სოფელი შეაფხიზლა.
მეზობლებმა ძლივს გამოსტაცეს ხელიდან სასიკვდილოდ განწირული,ბექა წყობიდან გამოსულიყო და მისი შეკავება გაუჭირდათ.სოსოს სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ ეტყობოდა,მისი სახე სისხლს დაეფარა.
-რას აკეთებ შვილო?! ამას შენ ვერ გამოასწორებ და საციხედ იხდი თავს?!-ეძახოდნენ აქეთ-იქიდან და გასასვლელისკენ მიათრევდნენ.ბექა სახეშეშლილი მძიმედ სუნთქავდა და მის მკლავებზე ჩაბღაუჭებულ ხალხის თავიდან მოშორებას ცდილობდა.ქრისტინე მუხლებზე დაცემული კანკალებდა.არ ახსოვს ვინ წამოაყენა და გაიყვანა კარში.


ირიჟრაჟა.ქათმებს საკენკის მოლოდინში კრიახი აეტეხათ და გოჭებიც აჰყოლოდნენ ჭყვიტინით.მხოლოდ მსხვილ ჩლიქოსნები მიემართებოდნენ უხმოდ საძოვარზე.
ბექა თავის ტკივილმა გამოაღვიძა.მთელი ღამის უძილოს,დილისკენ ჩათვლიმა და მაინც ვერ მოისვენა.ხასიათ წამხდარი წამოჯდა და მუხლებზე ხელებით დაეყრდნო.
გვერდით ოთახიდან ფაჩუნი გაისმა და კარის ჭრიალიც მოჰყვა.დალი მთქნარებით და აბურდული თმის სწორებით გამოვიდა.სტუმრის ოთახის კარს არ ელოდა ღია თუ დახვდებოდა და ბექას დანახვაზე შეხტა.
-დილა მშვიდობის,მეგონა გეძინა,-გაუღიმა.
-არც მძინებია,-ხელის აწევით მიესალმა.
-წუხელ ქრისტინე ესმამ წაიყვანა,შენ რომ აპირებ ყიდვას,იმ სახლის პატრონმა,-ჩაურაკრაკა ახალი ამბები.
-ის გადარჩა?
-გადარჩა,მაგას რა მოკლავს,ცხრა კატის სული აქვს,კარგად კი არის მიბეგვილი,-ჩაიფხუკუნა.
-გადამირჩა,-თავზე ხელი გადაისვა.
-ეგ თავს არ დაგანებებს იცოდე,უნდა გაერიდო,-გაფრთხილებასავით გაისმა გოგოს ხმა.
- ძალიან შეუშინებიხართ,-გაეცინა ბექას.
-შარს ერიდება ყველა,მაგასთან ლაპარაკი არ ჭრის,ეგრევე შეტევაზე გადადის,-თქვა და პირი მოკუმა.
ბექა ღიმილით წამოდგა და უხმოდ დატოვა ოთახი.დალიმ თვალი გააყოლა დინჯი ნაბიჯით მიმავალს.მხრებს ისე ვაჟკაცურად მიარხევდა,გოგომ ჩხვლეტა იგრძნო გულში.“რა სიმპათიურია“-გაიფიქრა და შიშველ მკლავებზე ხელები დაისვა.
გოგიას ცოტა ფერი მოსვლოდა,ლოგინზე წამომჯდარი თავის გაშლილ თითებს უყურებდა და ჩუმად ბუტბუტებდა.
-გოგი,როგორ ხარ?-ბექა მიუახლოვდა და იქვე ,სკამზე ჩამოჯდა.
-ცოტა კიდევ მეხვევა თავბრუ,წუხელ ათის მაგივრად ოც თითს ვითვლიდი,ეხლა ნაკლებსა,-თავის ნათქვამზე გაეცინა.
-შეიძლება შერყევა იყოს,ექიმი უნდა მოვიყვანოთ,-კაცის სახეს დააკვირდა.
-ექიმი არა ხარ?-ულვაშები ააცმაცუნა.
-მე ცხოველების ექიმი ვარ.
- ადამიანი და ცხოველი რამ გაყო? ერთი ლაპარაკი არ შეუძლიათ,თორემ ერთნი ვართ,-თითი ჰაერში აღმართა .-ორგანოებიც ერთი გვაქვს,მაიტა გამსინჯე კაცო,გენდობი,-ხვნეშით გადაწვა ბალიშზე.
-ხელსაწყოები არ მაქვს აქ,სანთლით ხომ არ ჩაგანათებ თვალებში?-აჰყვა ანგლობაში.
-ისე ვერ გაიგებ?-ცალი წარბი ასწია.
-ვერა.
-ეე,რაღაცას იგონებ ეხლა.
-სოფელში ხომ გყავთ ექიმი,დავუძახოთ.მე წამალზე უნდა წავიდე და ხვალ დილით მთაში ავალ,შენ ვერ წამოხვალ,-ფეხზე წამოდგა და ოთახში შემოსულ დალის გახედა.
-მედპუნქტში იქნება ვინმე,რომ გამოვიძახოთ?
-გავალ ესმასთან,იქიდან დავრეკავ,ტელეფონი აქვს,-გატრიალდა.
-ბექა,უჩემოდ ვერ წახვალ,არ იცი გზა,დაიკარგები,თან ნადირით სავსეა ჩვენი ტყე,-ოდნავ წამოწია გოგია.
-წავალ,ნუ გეშინია,მახსოვს საიდანაც მოვედით,თოფი გამატანე.
-სროლა იცი?-დაეჭვდა გოგია.
-ვიცი,ვიცი..ჯარი მოვლილი მაქვს,-გაეცინა.
-ხვალამდე დროა,იქნება ავდგე ფეხზე,-ამოიოხრა.
ის იყო ეზოს ზღურბლს გადააბიჯა,მოპირდაპირე სახლიდან ქალის კივილი გაისმა,რასაც თოფის გასროლის ხმაც შეუერთდა.ბექა გიჟივით მოსწყდა ადგილიდან,მეზობლის გალავანს ზედ გადაევლო და კაკლის ხეებში ჩახტა.შორიდანვე დაინახა დალი და ხნიერი ქალი,ერთმანეთზე შიშისგან აკრულები.მუხლებზე დაცემულ ქრისტინეს, თავზე სოსო ედგა თოფით ხელში.არც დაფიქრებულა ისე გაიჭრა წინ და იარაღიანს წინ აესვეტა.
-ჰო,დევგმირიც მოსულა,-სოსომ საზარლად დამანჭა დასიებულ-დალურჯებული სახე და ლულა კაცს მიუშვირა.
-დაუშვი იარაღი!-კბილებში გამოსცრა.
სოსომ ღვარძლიანად გაიცინა,ფეხებთან დაუმიზნა და გაისროლა.ტყვიამ ბალახიანი მიწა მოგლიჯა.ქალებმა შეჰკივლეს,ბექა არ განძრეულა.
-სულ ეს ხარ?!-ყბები გააჭრიალა.
-სიკვდილთან გეჩქარება?-შხამი გადმოანთხია.
-არაკაცი ხარ! დააგდე იარაღი და ისე მოდი,მაგრამ მაგის ტრა..კი ვინ მოგცა!-ნამუსზე დააბიჯა.
-რაინდის როლი მოგწონს?გითხარი ნუ ერევი ჩემს ოჯახში,მაინც და მაინც ჩემი ხელით უნდა გაუდგე საიქიოს გზას?!-დაიყვირა და ჰაერში გაისროლა.
-დალი,გაიყვანე ქრისტინე და გადით!-ბრძანებასავით გაისმა ბექას ხმა.
-ვის ქალზე ლაპარაკობ?!-უარესად გაცოფდა და იარაღი ცოლს მიუშვირა.
-დალი! გააკეთე რაც გითხარი!-ხმას აუწია და ორი ნაბიჯით სოსოკენ დაწინაურდა.
-შენ,რომ ამას ესროლო,ცოცხალი ვერ გახვალ აქედან!-დროს იგებდა ,თან წინ მიიწევდა.
-ვინ მომკლავს,შენ?-სასაცილოდ არ ეყო,იარაღი ისევ ბექასკენ გადმომართა.
-სწორად მიხვდი!-მანძილს ზომავდა გონებაში.
გარედან ჩოჩქოლი მოისმა, სოფელმა მოიყარა თავი და ეზოში შესვლას ვერავინ ბედავდა.გოგია წამომდგარიყო და მთელი ძალით იწევდა შიგნით,ნანა წინ გადამდგარი ცდილობდა მის დაჭერას.
სოსომ წამიერად მოადუნა ყურადღება და კარისკენ გაიხედა.ბექამ დრო იხელთა,ერთი ნახტომით აუკრა თოფზე ხელი და მუცელში მუშტი დაარტყა.ორად მოკეცილი კაცი ძირს ჩაიხვეტა.ქალები გამოერკვნენ,ქრისტინეს ეცნენ და სწრაფად გაიყვანეს გარეთ.
-შენი დედაც...!-ტკივილისგან იკრუნჩხებოდა სოსო.-უნდა მესროლა!-სინანული გაისმა ხმაში.
-ქალებთან გაქვს დიდი გული,საცოდავი ხარ შენ!-იარაღი ხელში შეათამაშა.
ვიღაცას რაიონში დაერეკა და ფორმიანებით სავსე ორი ავტომობილი მიადგა უბანს.სწრაფად გადმოვიდნენ და ეზოში შეცვივდნენ.თოფიანი კაცის დანახვაზე,თავადაც შემართეს იარაღები.ბექამ იმ წუთში ძირს დააგდო თოფი და ხელები მაღლა ასწია.ორივე განყოფილებაში წაიყვანეს,ქრისტინე,დალი და ესმაც მიაყოლეს.

საღამო ხანს გაავდრდა,ღრუბლემა პირქუშად შეკრეს პირი და კოკისპირულად დასცხო წვიმამ.
-იგვიანებენ,მეც უნდა წავსულიყავი!-მწოლიარე გოგია მუშტს ურტყამდა კედელს.
-მოვლენ სადაცაა,დაკითხვას დრო უნდა,-ნანა მის დამშვიდებას ცდილობდა.
-ეს ბიჭიც შარში გაეხვია,-ბორგავდა ნერვულად.
-ნეტა არ წამოგეყვანა.
-რა ვიცოდი,თორემ სულ რომ გაწყვეტილიყო ცხვარი,მაინც არ წამოვიყვანდი,-ხელი ჩაიქნია.
-მოვიდნენ,-ნანამ ეზოში შემოსული ბექა და დალი,რომ დაინახა,ფეხზე წამოვარდა და კარს ეცა.
გვარიანად დასველებულიყვნენ.წყლისგან გაჟღენთილი ფეხსაცმელები იქვე დაიძრეს და ოთახში შევიდნენ.
-რა მოხდა?-აღელვებულმა ნანამ იკითხა.
-არც არაფერი,ყველა გამოგვიშვეს,-დალიმ მხრები აიჩეჩა.
-როგორ,არ დაიჭირეს სოსო?-გაოცდა.
-არა,ქრისტინემ არ იჩივლა,თოფი გაფორმებულია და ასე,-საუბარში ბექა ჩაერთო.
-ტფუი! ღირსია,რომ მოკლას!-გოგიამ თავი წამოყო.
-ხელწერილი დააწერინეს,განმეორების შემთხვევაში,დაიჭერენ,-დალიმ სველი თმა დაგრიხა და გაწურა.
-და..მართლა რომ მოკლას?-შეშფოთებული სახე ჰქონდა ნანას.
-არ ვიცი,ეგ გოგო რატომ იხევს უკან,-ჩაიბუტყუნა ბექამ და მაღლა სართულისკენ გაემართა.
-დედა,ჩაიდანი დაადგი,გამოვიცლი და ჩამოვალ,-დალიც უკან მიჰყვა.
კაცმა სველი მაისური გაიძრო და პირსახოცით ტანის მშრალებას შეუდგა.ფიქრებით ქრისტინესთან იყო.მისი სახე არ ამოსდიოდა გონებიდან,დაფეთებული კრავივით,რომ იყურებოდა.იმდენად შეებრალა ეს ქალი,მზად იყო ყველა ღონე ეხმარა და არაკაცის კლანჭებიდან დაეხსნა.კარადისკენ შეტრიალდა და უცებ შედგა.კართან დალი იდგა და კაცის შიშველ სხეულზე თვალი გაშტერებოდა.
-ჩაი არ გინდა?-დაიბნა გოგო და გაწითლდა.
-პიტნის არის?-არ შეიმჩნია მისი უხერხულობა.
-კი,არის,გავამზადებ,-სწრაფად შეტრიალდა და სირბილით წავიდა.
ბექა წამიერად ჩააფიქრა გოგონას საქციელმა,კაცს არ გამოპარვია მისი გამოხედვა,თავი გაქნია და კარადას მიუბრუნდა.
მაგიდასთან,ჩაის სმით გართულ ბექას უცნაურად ანთებული თვალებით უმზერდა დალი.კაცის ყველა მოძრაობას აკვირდებოდა და წამიერად სიწითლეც უვლიდა ღაწვებზე.“ოღონდ ეს არა“-გაიფიქრა კაცმა და სახე ჩაუღამდა.
-იყო ექიმი?-გაახსენდა ბექას.
-იყო და ათი დღე უნდა იწვესო,წამლებიც გამოუწერა,მსუბუქი შერყევა აქვსო,-ნანამ ჩუმად დაიტრიალა საფეთქელთან თითი,ქმარს რომ არ დაენახა.
ბექამ სიცილი შეიკავა,დალი აფხუკუნდა.
-იმ ბნედიანს არგო ხელწერილმა მგონი,სიწყნარეა,-გოგიამ ხმაურით მოხვრიპა ჩაი და პირი გააწკლაპუნა.
-ეგ ისეთი ამოსაგდებია,ესე ადვილად რა ჩააწყნარებს?-ტუჩები ამრიზა ნანამ.
-ქრისტინეს გარდა სხვა სასაუბრო არ გვაქვს?-დალის ნათქვამმა საუბარი შეაწყვეტინა.
ბექას ეჭვები უფრო გაღრმავდა.ბოდიშის მოხდით წამოდგა და თავის ოთახს მიაშურა.
ღრუბელი უფრო გაავდა და სეტყვა დაუშინა სოფელს.ისე გამეტებით ისროდა ყინულის ნატეხებს ,რომ შემოსილ ხეებს ტოტებს და ფოთლებს აგლეჯდა.
ბექას სული შეეხუთა ფანჯრებ დახურულ ოთახში,კარი გამოაღო და სიგრილე,რომ იგრძნო,საწოლისკენ წავიდა.
მეორე ღამეა ძილი არ ეკარებოდა,მოუსვენრობას შეეპყრო.ისევ ქრისტინე ეწვია ფიქრებში.ტვინი არეოდა,ვეღარ იგებდა,მხოლოდ სიბრალული ამოძრავებდა მის მიმართ,თუ მოწონებაც ერია.მხარი იცვალა და თავს ძალა დაატანა,ჩასძინებოდა.
იატაკის ჭრაჭუნის ხმაზე გაირინდა და სმენა დაძაბა.დალი ფეხაკრეფით შევიდა და საწოლთან ბოთლით წყალი და ჭიქა დაუდგა,თან კაცისკენ აპარებდა მზერას.ბექა უცებ გადმოტრიალდა.
-წყალი ამოგიტანე,ღამე რომ მოგწყურდეს,- შემცბარმა უთხრა.
-მადლობა,-სიბნელეში კარგად ვერ ხედავდა ქალის სახეს.
-სეტყვაა,სულ გააფუჭებს მოსავალს,-საუბრის გაგრძელება სცადა.
-ჰო,ეგ ცუდია,-მოკლედ პასუხობდა.
-რამდენი წლის ხარ?-ცნობისმოყვარეობამ სძლია.
-ოცდაექვსის ვხდები ზეგ,-გაახსენდა მივიწყებული დაბადების დღე.
-მე ჩვიდმეტის ვარ.
-ბავშვი ყოფილხარ,-სხვაობა აგრძნობინა.
-სულაც არ ვარ ბავშვი!-იწყინა და ოთახიდან ალეწილი გავარდა.
ბექამ თავზე შემოიჭდო ხელები,თან ეცინებოდა.“გავაბრაზე“-გაიფიქრა და კედლისკენ გადაბრუნდა.
უთენია სოფლის მამლებს კონცერტი გაემართათ და ხმებში ყიოდნენ.ბუნება დამშვიდებულიყო.გრილი ნიავი საქმით გართული მიდამოს აშრობდა.
-როგორ ხარ,გოგი?-ბექა ქუთუთოების სრესვით წამოადგა თავს,კიდევ არ დაეძინა,თვალები ეწვოდა.
-რა ვიცი აბა,როგორა ვარ? ვწევარ და რამდენიც გვერდზე გავიხედები,იმდენჯერ მაქანავებს,-მობეზრებულად ჩაილაპარაკა.
-არაუშავს,გაგივლის..მე წამალაზე მივდივარ,მერე გავემზადები და მთაში უნდა წავიდე,თორემ ცოცხლებს ვერ ჩავუსწრებ,-კარში შემოსულ დალის გვერდი აუქცია და გავიდა.

შუადღეს ,მზემ გამეტებით დააჭირა დედამიწას თავისი მწველი სხივები.სველი მიწა გაახურა და ნესტი დაატრიალა.ჰაერი ისე ჩაიხუთა,სუნთქვა ჭირდა.
ბექა ჩამოქვეითებულიყო და ცხენს ისე მიყვებოდა.ნაცნობ ბილიკებს დაკვირვებით უყურებდა.ჭალამდე გადაუხვია და მუხების გზას დაადგა.სანამ წამოვიდოდა,ოთახის ფანჯრიდან დაზვერა ქრისტინეს ადგილსამყოფელი.ქალი,სახეჩამოღვენთილი გვიდა ეზოს,მის დანახვაზე კაცმა ტკივილი იგრძნო გულში.თავადაც ვერ აეხსნა,რამ მიაჯაჭვა ორ დღეში ამ ქალზე.“სხვისი ცოლია“-ტვინს უკვე მერამდენედ შეახსენა,მაგრამ ამაოდ.ფიქრში გართული მიუახლოვდა ხშირ ტყეს,სადაც მზეს უჭირდა შეღწევა.ხის ძირში დაბინავდა და ნანას გამოტანებულ საგზალს პირი მოხსნა.
უღიმღამოდ ჩაღეჭა პური,მადაც დაკარგვოდა.მათარა მოიყუდა და ლუკმას წყალი მიაშველა.
---
-ნანა! გოგია!-ეზოს კარი ყვირილით შეგლიჯა ქრისტინემ და ოთახში გულამოვარდნილი შევარდა.
-რა დაგემრთა,გოგო?-ნანა წამოხტა და ჭიშკრისკენ გაიხედა,იფიქრა სოსო თუ მოსდევსო.
-ჩქარა,უშველეთ,მოკლავს!-ძლივს ამოთქვა ნიკაპის კანკალით.
-ვის მოკლავს,რა მოხდა,წესიერად თქვი ,გოგო?!-მხრებში ეცა ქალს ნანა.
-სოსო მოკლავს თქვენს სტუმარს,უკან დაედევნენ,სამნი არიან,ჩქარა!-ისტერიულად იქნევდა ხელებს.
-ოხ,მე მაგათი!-გიჟივით წამოვარდა ფეხზე გოგია და თავბრუდახვეული უკან გადავარდა.
-ვაიმე!-კივილი მორთო ნანამ.მეორე სართულიდან შურდულივით დაეშვა დალი,ვერ გაეგო რა ხდებოდა.ქრისტინეს დანახვაზე მიხვდა,რომ კარგი არაფერი ხდებოდა.
-დალი ჩქარა,დაუძახე ვინმეს,მოკლავენ იმ კაცს!-ახლა გოგოს მიუტრიალდა.
-ვინ კაცს? ვერაფერი გავიგე?!-გაოგნებული იყურებოდა.
ქრისტინემ ხელი ჩაიქნია და ტვიასავით გავარდა გარეთ.ესმას სახლში არც უკითხავს,ისე შეიჭრა ცუნამივით და ტელეფონს ეცა.
***
ბექას ხის ძირში დამჯდარი თვლემდა.ორი დღე-ღამის დაძაბულობამ თავისი გაიტანა და კაცს კისერიც მოსწყვიტა.ცხენის ფრუტუნზე თვალი გაახილა და ირგვლივ მოატარა მზერა.საეჭვო ვერაფერი შენიშნა.ცხენმა კიდევ დაიფრუტუნა და წინა ფეხები მიწას დაუშინა.კაცს გაუკვირდა,თოფი აიღო და წამოდგა.უკნიდან,კეფაზე ,სიმაგრე რომ იგრძნო,ტანში გააცია.
-დააგდე!-ნაცნობმა ხმამ ჩასძახა.
-გამცილებლად არ დამიბარებიხარ!-კბილებში გამოსცრა და იარაღი გვერდზე დააგდო.
წინიდან ორი უცხო კაცი აესვეტა დანებით ხელში,მოუვლელი სახეები ჰქონდათ და ამღვრეულ თვალებს ნადირივით ატრიალებდნენ.ნასვამები ჩანდნენ.
-კარგად მიხვდი,უნდა გაგაცილო ჯოჯოხეთში!-წინ გადმოდგა სოსოც და ლულა ყელზე მიადო.
-აი,შენმა არამკითხე მოამბეობამ რა გიქნა!- რკინა მიაჭირა.
-ამფსონების გარეშე შეგეშინდა მოსვლა?!-ცივად გაიღიმა.
-ბევრს ყბედობ! თუ გინდა,რომ აქედან ცოცხალი გახვიდე,დამიჩოქე და ბოდიში მომიხადე,მერე საერთოდ გაქრი ჩვენი სოფლიდან!
-ისროლე!-წარბი არ შეუხრია,ისე უთხრა.
-შენ თავი სცენაზე ხომ არ გგონია,რომ ტაში დაგიკრან?-კაცის შეუვალობით ცოტა არ იყოს და განცვიფრდა.
-რამდენს ლაპარაკობ,ისროლე!-არ ეპუებოდა.
სოსომ უკან დაიხია,კაცი მოჭუტული თვალით, აათვალ-ჩაათვალიერა.
-ჯერ ბოდიშს მომიხდი,მიწაზე გაერთხმები და ისე!
-კაცმაცუნა ხარ,ერთი საცოდავი კაცმაცუნა,მესროლე!-იარაღზე ხელი უტაცა და ლულა ყელზე მიიბჯინა.
-მიდი!-აგულიანებდა.
სოსომ დაჭრილი მხეცივით დაიღმუვლა,ორი ნაბიჯით უკან დაიწია და გულში დაუმიზნა.
-რას ელოდები?!-ბექამ თვალი გაუსწორა.
სოსოს დამქაშები დაძარღვულები იდგნენ და ბასრ დანებს ხელში ატრიალებდნენ.
სოსომ ჩახმახი შეაყენა.ბექას სუნთქვა გაუხშირდა და თვალწინ მონაცვლეობით გაურბინა დედ-მამის სახემ.
სროლის ხმაზე ხეები აშრიალდნენ და ჩიტების გუნდი ჰაერში აიჭრა.ცხენმა ჭიხვინით დაიწყო ადგილზე ფლოქვების ცემა.
-ასეც ვიცოდი,შენ მხოლოდ სუსტის ჩაგვრა შეგიძლია!-დამცინავად შეხედა სოსოს,რომელსაც გვერდით ,ხისთვის ესროლა.
-შენი დედაც,ნაბი..ვარო!-ბექას სახეში მოუქნია ხელი.კაცმა აიცილა და საპასუხოდ ისე მოსდო ყბაში,რომ სოსო იარაღიანად გადავარდა და გულაღმა დაეცა.დანებით შეიარაღებულნი სვავებივით წაესივნენ ბექას და უმოწყალოდ ურტყამდნენ სადაც მოუხვდებოდათ.სისხლით შეიღება კაცის სხეული,პირქვე დავარდა და ნოტიო მიწაში სახე ჩარგო.
***
სექტემბრი იწურებოდა.საქართველო, დედაქალაქის ზეიმისთვის ემზადებოდა.რიყეზე, სიმღერის ხმას მემწვადეების ღიღინი უერთდებოდა.სოფლის ნობათით დატვირთული ურმები მასპინძლობისთვის მზადყოფნაში იდგნენ.
თეთრად შეღებილ დერეფანში, ხანში შესული მამაკაცი კედელს მიყრდნობილი იდგა და იატაკისთვის გაეშტერებინა მზერა. იქვე სკამზე შედარებით ახალგაზრდა ქალი იჯდა დასიებულ-დაწითლებული თვალებით და ცხვირსახოცს ნერვულად ატრიალებდა ხელში.
-უკვე თვენახევარი გავიდა და ისევ უგონოდ წევს..ვაიმე,შვილო,მოგიკვდეს დედა!-ამოიქვითინა ქალმა და ხელები მუხლებზე დაირტყა.
-დაწყნარდი ლია, თქვა ექიმმა,სტაბილურად არის,ძლიერი ჩანს,გამოძვრებაო,-იმედისმომცემად უთხრა ქალს.
-როგორ უმოწყალოდ დამიჩეხეს შვილი,რის გამო,ბეგი?
-არ იცნობ შენს შვილს?პატარაობიდან მასეთია,ვერ იტანს როცა ვინმეს ჩაგრავენ,-კაცს შვილის გამბედაობაზე სიამაყით აევსო გული და ცრემლები მოაწვა.
-ამ ქვეყანას ეს ვერ გამოასწორებს..ეჰ..-ოხვრა ამოაყოლა და თავი ჩაქინდრა.
-ისე კი,შემეცოდა ის გოგოც,რა მისი ბრალია,მხეცი თუ შეხვდა ქმარი,-ბეგი ლიას მიუახლოვდა.
-გაჩუმდი! აბა,ვისი ბრალია?სანამ უბედურება არ დაატრიალა,მანამდე ვერ გაშორდა?-თვალები დააკვესა ქალმა.
-ცოდოა,ცოდო,ერთი საწყალი გოგოა,ყველასგან გარიყული,საკუთარი მამა რომ გაყიდის,უბედურია ის ადამიანი,-მხარზე ოდნავ შეეხო.
-საცოდავი ახლა ჩემი შვილია,სიკვდილს, რომ ებრძვის!-მხრები ჩამოყარა და ტირილი აუტყდა.
კიბეზე ფრთხილი ნაბიჯით ავიდა გამხდარი,ქერათმიანი ქალი, მორიდებით გაიარა დერეფანი,იქ მყოფებთან დამნაშავესავით დადგა.ორივემ იცნო ქრისტინე.კაცი დაიძაბა და მეუღლეს დახედა.
-მაპატიეთ,მაგრამ ბექა უნდა ვნახო,-ხელები უკანკალებდა.დიდ,ცისფერ თვალებში სევდა ჩასდგომოდა.
-რატომ უნდა ნახო?! კიდევ ვინმე გაწუხებს?!-ვერ მოითმინა ლიამ.
-ლია!-ხმას აუწია ბეგიმ.
-რა ლია?! ამის გამო არ ვიცი,როდის მომიკვდება შვილი და კიდევ მე მაჩუმებ?!-ფეხზე წამოდგა.
-ვიცი,დამნაშავე ვარ,მართლა არ მინდოდა ასე გამოსულიყო,გთხოვთ მაპატიოთ,-ტუჩებგაცრეცილი კანკალებდა.
-ასე არ უნდოდა! ამაზე თავიდანვე უნდა გეფიქრა,რომ ვერ გადაიტანოს ჩემმა შვილმა,ბოდიშები მიშველის?!
-ლია,გეყოფა!-ბეგის სიბრაზე მოერია.
-მაპატიეთ,თუ გინდათ მომკალით,ასეთ სიცოცხლეს აზრიც არ აქვს,-საცოდავად ჩაილაპარაკა.
-კარგი,შვილო,წამოდი,-ხელი მოკიდა ბეგიმ და კარისკენ წაიყვანა.
ლიამ თვალი გააყოლა,სიბრაზეს ვერაფერს უხერხებდა,გულში კი მაინც შეეცოდა.
ოთახში გამეფებულ სიჩუმეს აპარატის წრიპინი არღვევდა.ბექას სანთლის ფერი დასდებოდა და პირში ჩაჩრილი მილით უძრავად იწვა.
ქრისტინეს ტანჯვა გამოესახა სახეზე,მწოლიარეს მიუახლოვდა და თითები მის ხელს ნაზად გადაუსვა.
მთელ დღეებს ლოცვაში ატარებდა და უფალს მის გადარჩენას სთხოვდა.ვერ ბედავდა მისვლას,მისი მშობლების რისხვის ეშინოდა.დღეს კი როგორღაც გადაწყვიტა,სულ რომ მომკლან ,მაინც უნდა ვნახოვო და მივიდა კიდეც.კითხვა-კითხვით მიაგნო საავადმყოფოს.ხალხმრავალ ქალაქში დაბნეული და შეშინებული იყურებოდა აქეთ-იქით.პირველად იყო თბილისში.
-ბოდიში, ბექა,-ჩუმად თქვა და ცრემლები წასკდა.გაუთავებლად ბუტბუტებდა და პატიებას სთხოვდა.სინანულს შეეპყრო.
დამწუხრებული გამოვიდა პალატიდან და ლიას წინ აიწურა.
-შეიძლება ხვალ მოვიდე?-პასუხის მოლოდინში თითები დაიმტვრია.
-დღევანდელზე ხომ აიღე ნებართვა?!-მკვახედ უთხრა ქალმა და თვალი აარიდა.
უხმოდ შეტრიალდა და ლასლასით გაუყვა დერეფანს,ის იყო კიბის საფეხურზე ფეხი უნდა ჩაედგა,რომ ლიას სიტყვა დაეწია.
-მოდი!
გულზე თითქოს ლოდი გადავარდნოდა,ისე დაეშვა ქვევით.გარეთ გასულმა ირგვლივ მიმოიხედა და იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა.ღამის გასათევი არსად ჰქონდა.
დღეს ბინდი შეეპარა.ლამპიონებმა ითავეს ქალაქის განათება.ქრისტინე მოწყენილი და სიცივისგან მობუზული იჯდა.ტყავაქერცლილი ჩანთა გულზე მიეხუტებინა და ნიკაპი ზედ ჩამოედო. გამვლელმა იკლო,კანტი-კუნტად თუ გამოჩნდებოდა ვინმე.
-აქ რას აკეთებ?-თავს ლია და ბეგი წამოადგნენ და ქალს გაკვირვებულები დააცქერდნენ.
-მე..-დაიბნა და ფეხზე წამოდგა.
-დილამდე აღარ შეგიშვებენ შიგნით,ტყუილად ელოდები,წადი სახლში,-ლია მოტეხილი ჩანდა.
-არ მაქვს წასასვლელი,-თვალს ვერ უსწორებდა.
-აბა,აქ აპირებ ამაღამ ჯდომას?-წარბი შეკრა ქალმა.
-არაუშავს,მალე გათენდება,-ჩაიბუტბუტა.
-ჭკუაზე ხარ შვილო, შენ?!- პასუხმა აღაშფოთა.
-წამომყევი!-მკაცრად უთხრა და მკლავში ჩაავლო ხელი.ქრისტინეც გაჰყვა.
გემოვნებით მოწყობილ ,სამოთახიან ბინას კარგი დიასახლისის ხელი ეტყობოდა,იატაკი ისე პრიალებდა,ქრისტინეს ფეხსაცმლით შესვლა შერცხვა კიდეც.
-შემოდი,-მიუხვდა ლია.
გაუბედავად შევიდა და სარგადაყლაპულივით დადგა.
-წამოდი,მშიერი იქნები,-სამზარეულოსკენ გაუძღვა.
ბეგის ესიამოვნა მეუღლის მხრიდან ადამიანური საქციელი და კმაყოფილი ღიმილით უკან მიჰყვა ქალებს.
-ნუ გერიდება..საავადმყოფოში კი მაპატიე,დედა ვარ და გამიგე,-მოუბოდიშა და მაცივრიდან საჭმელი გადმოიღო.
-მე უნდა მაპატიოთ,ყველაფერი ჩემი ბრალია,ვიცი..მაშინვე რომ მეჩივლა,ასე არ მოხდებოდა,-სკამი ფრთხილად გამოსწია და დაჯდა.
-წარსულს ვერ დავაბრუნებთ,ღმერთმა ქნას,ბექა გონზე მოვიდეს,სხვას არაფერს დავეძებ,-გულმოკლულმა ჩაილაპარაკა და ქვაბი გაზზე შემოდგა.
-ექიმი რას ამბობს?
-დიდ იმედს გვაძლევს,ძლიერი ორგანიზმი აქვს,გადარჩებაო,-პირჯვარი გადაიწერა.
ქრისტინეს სიხარული სახეზე შეეტყო,თვალებიც გაუნათდა.
-ისევ იმ სახლში ცხოვრობ?-ბეგი მიუჯდა მაგიდას.
-ჯერჯერობით..ციხიდან დამემუქრა,წადი მაგ სახლიდან,თორემ აქედანაც მოგწვდებიო,-გაახსენდა სოსოს წერილი და ამოიოხრა.
-მერე,რა უნდა ქნა?-კაცი სიბრალულით აღივსო.
-არ ვიცი,ჩემებთან ვერ დავბრუნდები,მამაჩემმა შემომითვალა,აქ არ დაგინახო მოსულიო.
-დედა?
-დედა ფსიქიატრიულში ჩააბარა..მასწავლით როგორ მივიდე?-ბეგის იმედიანად შეხედა.
-მე წაგიყვან,ხვალ,-თავის დაკვრით დაუდასტურა.
-მადლობა.
ურთიერთობა შედარებით დამთბარიყო და წვნიანიც წყნარად მიირთვეს.
-ბექას საძინებელში გაგიმზადე საწოლი,მიდი,დაისვენე,-გაუღიმა ლიამ.
-დიდი მადლობა,-წამოდგა და ოთახს მიაშურა.
შესვლისას თვალში მოხვდა კედელზე დაკიდული ბექას ფოტოები,ზოგან მეგობრებთან ერთად ბედნიერი ღიმილით,ზოგან მარტო ,სერიოზული სახით.ახლოდან დააკვირდა და იქ,სოფელში განრისხებულ ბექასთან საერთო ვერ იპოვნა. ირგვლივ მოატარა მზერა,საწოლის გარდა კარადა,ტუმბოები და საწერი მაგიდაც იდგა.ემოციებისგან დაღლილმა გამოიცვალა ტანზე , ქათქათა თეთრეულში შეძვრომა შეაყოვნა.ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს საწოლის პატრონიც იქ იყო.აფორიაქდა და კიდეზე მორიდებით დაწვა.აჩქარებულ გულისცემას ვერაფერი მოუხერხა.დაძინება გაუჭირდა.განვლილმა პერიოდმა თვალწინ ჩაურბინა,გაახსენდა როგორ შევარდა მამაკაცი მის საშველად,როგორ ფრთხილად უსუფთავებდა ჭრილობებს,ამ ხნის მანძილზე ასე არ ჩაფიქრებულა,დღეს კი მოსვენება დაეკარგა.ნელა გადატრიალდა კედლისკენ,სიბნელეში მისი სახეც კი დალანდა და შემცბარი წამოხტა ფეხზე.შუქი აანთო და ოთახი დაათვალიერა.ეგონა,ყველა კუთხიდან ბექას თვალები იმზირებოდნენ.როდის დაეძინა არ ახსოვს.
მზიანი დილა გაუთენდა ქალაქს.სადღესასწაულო განწყობას სასიამოვნო სითბოც თან დაერთო.
ქრისტინესთვის ღრმად წაერთვა ძილს თავი.ბალიშისთვის ორივე მკლავი მოეხვია,ოქროსფრად მოელვარე თმა სახეზე ჩამოყროდა და მშვიდად სუთქავდა.ტელეფონის მჭახე ხმა სადღაც შორიდან ჩაესმა და ოდნავ შეირხა.საძინებლის კარზე მომთხოვნი კაკუნი,რომ გაისმა შეხტა და თავი წამოსწია.
-ქრისტინე!-ლიას ხმა იცნო და წამოხტა.
-ბატონო?-კარი გამოხსნა და ქალის აღელვებული სახის დანახვაზე ტანში ცხელმა ტალღამ დაუარა.
-ქრისტინე,საავადმყოფოდან დარეკეს,ბექა გონს მოსულა!-გულზე ხელდადებულმა აჩქარებით მიაყარა და ცრემლები გადმოსცვივდა.
-ღმერთო!-ხმადაბლა აღმოხდა და ქალს ტირილით გადაეხვია.
-დროზე გაემზადეთ,წავიდეთ,-ბეგი სიხარულისგან ცქმუტავდა.
გიჟივით იცვამდა ტანზე,სიცილ-ტირილი ერთმანეთში არეოდა,უფალს მადლობას სწირავდა,მისი მუდარა,რომ შეისმინა და მთელი ცხოვრება ლოდივით არ დააწვა ცოდვა.
რეანიმაციის კართან ბეგი მოუსვენრად სცემდა ბოლთას,ქრისტინეს გული ამოვარდას ჰქონდა,თეთრად შეღებილ შუშაზე შუბლი მიედო და ამაოდ ცდილობდა შიგნით რამის დანახვას.ყველა ერთად არ შეუშვეს.
-სუსტად არის პაციენტი და სათითაოდ შეგეძლებათ ნახვა,-მკაცრად გამოუცხადათ მკურნალმა ექიმმა.სხვა რა გზა ჰქონდათ,მოუთმენლად ელოდნენ თავიანთ რიგს.
თვალცრემლიან ლიას დანახვაზე ორივე შედგა.
-ბეგი,შედი,-გზა დაუთმო,სკამისკენ წავიდა და მოწყვეტით დაჯდა.
-როგორ არის?-ქრისტინე დაძაბული მიუახლოვდა.
-ძალიან დასუსტებულია,საუბარი უჭირს..მთავარია გადარჩა,-თავი დახარა და ცრემლები მოიწმინდა.
ქრისტინეს შესვლას არ ელოდა ბექა,ვერც წარმოიდგენდა აქ თუ მოვიდოდა.დამძიმებულ ქუთუთოებს ზანტად ამოძრავებდა.ნაცნობი სახის დანახვაზე ოდნავ გაახილა თვალი და გაიღიმა.
-გამარჯობა,ბექა,- საწოლს მიუახლოვდა.
-გამარჯობა,-წყვეტილად თქვა და თითები ოდნავ ასწია მაღლა.
-მიხარია,რომ გადარჩი..მაპატიე,ჩემს გამო ამხელა ტკივილის ატანა გიწევს,-ხმა უკანკალებდა.
-ჩშშ,-ხელი ქალისკენ გასწია.-ეგ მეორედ არ გაიმეორო,შენ დამნაშავე არაფერში ხარ,-თავს ძალა დაატანა.
-კარგი..არ შეიძლება შენთვის დაძაბვა,როცა გამოკეთდები ,შემდეგ ვისაუბროთ,მადლობა ყველაფრისთვის,-თითები ოდნავ შეახო კაცის ხელს და სევდიანად გაუღიმა.
-შენ როგორ ხარ?-სუსტად მოუჭირა ქალს ხელი.
-უკეთესად,-სხეული უცნაურად შეუტოკდა.
-ის სად არის?-თითებს უცაცუნებდა.
-ყველა დაიჭირეს,-ის დღე გაახსენდა ქალს და სახეზე ტანჯვა გამოესახა.
-შენ სად ცხოვრობ?-თავზე მეტად ქრისტინეს დარდი ჰქონდა.
-ისევ იქ,ჯერჯერობით,-თავი დახარა.
-გასაგებია,-თვალები დახუჭა და გამშრალი ტუჩები ერთმანეთს გაუსვა.
-გინდა წყალი?-მიხვდა და პირზე დასველებული ბამბა ფაქიზად მოუსვა.
-ქრისტინე,მამაჩემს დაუძახე,-დაბუჟებული სხეულის გამოძრავება სცადა.
ქალი უხმოდ გატრიალდა.დერეფანში, ლიასთან ერთად გოგია და დალი დაინახა.
-აქაც არ ასვენებ?-მკვახედ მიახალა დალიმ და ამრეზით შეათვალიერა ქრისტინე.
-სანახავად მოვედი,-ხმადაბლა თქვა და თვალებით ბეგის დაუწყო ძებნა.
-შენი ნახვა ძვირად კი დაუჯდა,-ენას არ აჩერებდა.
-დალი!-გოგიას არ ესიამოვნა ქალიშვილის გამოხტომა.
-ბექას მამამისის ნახვა უნდა,-უთხრა ლიას და თავჩახრილი ჩასასვლელისკენ წავიდა.
კიბეზე ბეგი შეხვდა,ექიმს ესაუბრებოდა.სახეზე ღიმილი დასთამაშებდა,როგორც ეტყობოდა,კარგი ამბავი ეხარებინა მკურნალს.ქრისტინემ აცადა საუბრის დასრულება.
-რა თქვა ექიმმა?
-ყველაფერი კარგად იქნება,თუ ასე გაგრძელდა,ერთ კვირაში ფეხზე ადგომასაც შეძლებსო,-თქვა გაბრწყინებულმა და შვებით ამოისუნთქა.
-ძლივს!-სიხარულისგან თვალები აუწყლიანდა.-ბექა გეძახით შემოვიდესო.
-ჰო? ახლავეს..შენ დამელოდე,დედასთან არ გინდა წაგიყვანო?-არ დავიწყებია დანაპირები.
-კი,კი..გარეთ დაგელოდებით,-ფრენით ჩაიარა საფეხურები და ჰაერზე გასულმა ღრმად ჩაისუნთქა.
ექიმმა ბეგის გარდა აღარავინ შეუშვა პაციენტთან.უკმაყოფილო სახით გამობრუნდა დალი და გარეთ მდგარ ქრისტინეს,რომ მოკრა თვალი,კატასავით ეცა.
-კიდევ აქ ხარ?! შენს გამო ლამის მოკვდა ადამიანი! გყოფნის თავხედობა და აქ ატუზულხარ!-გაავებულიყო.
-დალი,შენ იმდენად პატარა ხარ,რომც აგიხსნა ვერ გამიგებ..შემეშვი,-განზე გადგა.
-შენ თუ ხარ ჩემზე უფროსი,იმიტომ გაქვს დიდი ჭკუა!-ვერ ისვენებდა.
ქრისტინე უხმოდ გაეცალა და კარში გამოსულ ბეგისკენ წავიდა.
ავტომობილში ჩასხდომისთანავე ბეგი ქალს მიუბრუნდა.
-ქრისტინე,ბექამ შენს გამო დამიძახა,-შეფიქრიანებული ჩანდა კაცი.
-ჩემს გამო?-გაუკვირდა.
-კი.. ძალიან მთხოვა,როგორმე დაგიყოლიო და ჩვენთან გადმოხვიდე საცხოვრებლად.
-შეუძლებელია,ეს არ შეიძლება,-დაიბნა ქალი.
-რატომ?
-ჩემს გამო ლამის დაიღუპა,ეს წარმოუდგენელია,მე თქვენს სახლში,არა,არა..-მოულოდნელი შეთავაზებისგან აირ-დაირია.
-ლია თანახმაა,ბექას სურვილი უპირველესია,-გაუღიმა.
-არა,ვერ შევძლებ..-თავს იქნევდა.
-მოიფიქრე..იმ სახლში დიდხანს ვერ გაჩერდები ,სად აპირებ ცხოვრებას?-ქალის გადაბირებას ეცადა.
-არ ვიცი,რამეს მოვიფიქრებ,-უიმედოდ თქვა.
-მოდი,ასე მოვიქცეთ,დღეს ჩვენთან დარჩი და ლიასთან ერთად გადაწყვიტე,კარგი?-ავტომობილი დაქოქა და ნელი სვლით წავიდა.
***
გისოსებიან ფანჯრებს რამდენიმე წყვილი თვალი მოსდგომოდა და გარე სამყაროსთვის უაზროდ გაეშტერებინათ მზერა.გამხდარი ქალი,რომელსაც ჭაღარა თმა უდიერად ჩამოჰყროდა სახეზე,ხის სავარძელზე იჯდა და გაურკვევლად ლუღლუღებდა.ხელებს ბრაზიანად იქნევდა ,თითქოს ვიღაცას ეჩხუბებაო.
-დედა,-ქრისტინემ ქალის წინ ჩაიმუხლა და ხელი ფრთხილად მოკიდა.
ქალმა წარბშეკრულმა გადახედა,ერთხანს დააკვირდა,შუბლი ოდნავ გახსნა და გაურკვეველი სიტყვები ამოუშვა პირიდან.
-დედა,ქრისტინე ვარ,-შეეცადა მეხსიერება გაეღვიძებინა მისთვის.
-ქრისტინე,-გაუაზრებლად გაიმეორა.
-ხო,დედა მე ვარ,-იმედს ებღაუჭებოდა.
-მაკრატელი რატომ დამიმალე,ნახე რამხელა ფრჩხილები მაქვს!- თქვა და თითების თვალიერებას მოჰყვა.
-დედა,-უმწეოდ დაიძახა და ქალს ჩაეხუტა.
-კრიზისული პერიოდი აქვს,მკურნალობა ახალი დაწყებულია,ორი კვირის შემდეგ მოდი,დამშვიდებული იქნება,-თეთრხალათიანი წამოადგათ თავს.
ქრისტინე მძიმედ წამოდგა,დედას თავზე მიეფერა და აქვითინებულმა დატოვა ოთახი.
საღამოს ძლიერი ქარი ამოვარდა,ხეებს გამხმარ ფოთლებისგან ძარცვავდა და ქუჩიდან-ქუჩაში დააფრიალებდა.
სამზარეულოში ისხდნენ ლია და ბეგი,ჩაის მიირთმევდნენ და გაცხარებით საუბრობდნენ.
-როგორ გაუშვი,რა ვუთხრა ბექას?-ბრაზობდა ქმარზე.
-რა მექნა,ლია?! ვერაფრით დავიყოლიე,-შეწუხებული ჩანდა კაცი.
-არა,მაინც ვერ ვიგებ,რატომ გადაეკიდა ამ გოგოს ასე,რაღაცაშია საქმე,-კი ხვდებოდა,მაგრამ ხმამაღლა თქმა ვერ გაბედა.
-ვფიქრობ,რომ მოსწონს!-ბეგის ოდნავ ჩაეღიმა.
-სხვისი ცოლია!-მკაცრად გადახედა მეუღლეს.
-სადღაა ცოლი? ის კაცი მოსაკლავად იმეტებდა,ახლა საერთოდ ოცი წელი იჯდება..ცოლი!-ბოლო სიტყვა გამოკვეთილად თქვა.
-ასე ,თუ ისეა ჯერ მის ცოლად ითვლება და მის სახლში ცხოვრობს!-თავი გადააქნია.
-არ ვიცი,არ ვიცი,კი იკლავდა თავს მაგ ქალის გამო შენი შვილი და..-ბეგიმ დანებების ნიშნად ხელები ასწია.
---
ორმა კვირამ ისე ჩაიარა ქრისტინე არ გამოჩენილა.ბექას მოსვენება დაეკარგა,უგუნებოდ იყო და მშობლების შეკითხვებს მოკლედ სცემდა პასუხებს.
-ბექა,შვილო..-რაღაცის სათქმელად მოემზადა ლია.-რაღაც გაწუხებს და არ ამბობ,გვითხარი,იქნებ დაგეხმაროთ,-იცოდა,მაგრამ შვილის პირიდან უნდოდა გაეგო.
-ექიმს დაუძახე!-ჭერისთვის გაეშტერებინა თვალი.
-შემოვლაზეა და მოვა,-აფორიაქდა ქალი.
-დღესვე უნდა გამწეროს!-ნერვულად ათამაშებდა ყბებს.
-რას ამბობ,ბექა?!-თვალებში შიში ჩაუდგა.
-რას ვამბობ და..მშვენივრად ვგრძნობ თავს,სიარული შემიძლია,რისთვის უნდა ვიწვე აქ?!-გაბრაზებით დაარტყა ხელი ლოგინს.
ლიამ ბეგის თვალით ანიშნა გარეთ გასვლა და კარისკენ წავიდა.
-ბეგი,იმ გოგოს გამო უნდა წასვლა,გადაირია ჩვენი შვილი..რა ვქნათ?- ხმადაბლა უთხრა აღელვებულმა.
-მგონი, უფრო სერიოზულად არის საქმე,ვიდრე გვგონია,-ჩურჩულებდა კაციც.
-რამ გააგიჟა ასე უცებ,ეს ჩემს შვილს არ ჰგავს..ბეგი,უნდა წახვიდე იმ სოფელში და ჩამოიყვანო,თორემ ეს არ გაჩერდება,-თქმა გაუჭირდა,მაგრამ სხვა გამოსავალიც არ ჩანდა.ორი კვირაა შვილის დაღვრემილ და გაღიზიანებულ სახეს უყურებს,ამხელა ტრავმის შემდეგ,არ ემეტებოდა შვილი სანერვიულოდ.
-ლია,მგონი შენც გაგიჟდი!-ისე შეხედა,იფიქრა მომესმაო.
-თუ არ გააკეთებ,რასაც გეუბნები,მართლა გავგიჟდები! წადი და წამოიყვანე!-გადაწყვეტილად უთხრა.
-ორივემ გააფრინეთ!-ხელი ჩაიქნია და შეტრიალდა.
ლია კმაყოფილი შებრუნდა პალატაში,ბექას საწოლთან ჩამოუჯდა და საუბრის დასაწყებად მოემზადა.
-ბექა,მამაშენი ჩამოიყვანს ქრისტინეს!
ბექას არაფერი უთქვამს,თვალები დახუჭა და გულის აკორდებს ყური დაუგდო.

სოფელში ჩასულ ბეგის ცუდი ამბავი დახვდა.სოსოს და ჩამოსულიყო რუსეთიდან და ქრისტინე თავის ბარგიანად გარეთ გაეგდო,სახლს კი ყიდდა.არავინ იცოდა ქალის ასავალ-დასავალი.მხოლოდ ის,რომ სამი დღის წინ, თბილისისკენ მიმავალ ავტობუსთან დაუნახავთ.მხრებჩამოყრილი ჩაჯდა მანქანაში და მთელი გზა იმაზე იფიქრა,რა ეთქვა ბექასთვის.
ლიამ კართან მხოლოდ მეუღლე ,რომ დაინახა,გულს შემოეყარა.სად უნდა ეძებნათ ამხელა ქალაქში უპატრონოდ დარჩენილი ქალი.
---
ბექა წელში მოხრილი საწოლზე წამომჯდარიყო და ბეგის ლაპარაკზე ძარღვები დასჭიმვოდა.წარბშეკრული უხმოდ უსმენდა.
-ხვალ გამწერენ,ექიმმა ნება დამრთა,-ძლივს ამოთქვა.
-მადლობა უფალს,-ბეგიმ მხარზე მოუთათუნდა ხელი.
მთელი ღამე თეთრად გაათენა ბექამ.ამდენი ხნის შემდეგ,თავისუფლად ამოისუნთქებდა და ქრისტინეს მოძებნაც გაუადვილდებოდა.იმედს არ კარგავდა,გრძნობდა,სადღაც ახლოს იყო და აუცილებლად იპოვნიდა.
ქარს ღრუბლები მოჰყვნენ და ისეთი უჟმური ამინდი დადგა,ხასიათშიც რომ გაუჯდებოდა ადამიანს.
ოთახში კოჭლობით შევიდა ბექა,ირგვლივ თვალი მოატარა და საწერ მაგიდას მიუჯდა.ზედ მდგარ ცხოველის ჩონჩხს თითი რამდენჯერმე მიჰკრა.ფიქრებით ქრისტინესთან იყო.ქალი ,ისე ძლიერად შეუძვრა სულში და გულში,რომ მის გარდა სხვა აღარაფერი ახსოვდა.ეს იმ დროს დაემართა,უძირო თვალებში, რომ ჩახედა და მისი ცხოვრების ტანჯვა და ტკივილი ამოიკითხა.წამიერად მოხდა ყველაფერი,მაშინ იგრძნო სხეულში განგაშის ზარი,მიეკრა და მიეჯაჭვა სხვის ცოლს.
უღიმღამოდ ჩაიარა შვიდმა დღემ.ცალკე ლია დარდობდა და ცალკე ბეგი.ბექას აღარც ჭამა ახსოვდა და აღარც სმა.ვერც მეგობრების სტუმრობამ უშველა,ყოველ დღე აკითხავდნენ და ამაოდ ცდილობდნენ მის გამხიარულებას.ფიზიოთერაპიულ კურსს თავად გადიოდა,ვარჯიშობდა მთელი მონდომებით და ფეხზე მყარად დადგომას ცდილობდა.
-აქამდე როგორ არ გამახსენდა,ჭკუა გამომეცალა სიბერეში!-აღტაცებით იძახდა ბეგი და შვილის ოთახისკენ მიიწევდა.
-რა მოხდა?-ბექამ განტელიანი ხელი ძირს დაუშვა.
-ავტობუსის მძღოლი ვნახე,ვისთანაც ქრისტინემ იმგზავრა,მითხრა ფსიქიატრიულის მისამართს კითხულობდაო,იქ მივიდოდა,სხვაგან არ ჰქონდა წასასვლელი,-სულმოუთქმელად მიაყარა.
ბექას სახე გაუნათდა,ამ ხნის მანძილზე ყველაფერზე იფიქრა,მაგრამ ტვინში არასდროს მოსვლია ეს აზრად.
საავადმყოფოს დარაჯმა ეზოს კართან ხელები გაასავსავა,შემოსვლა აკრძალულია და თქვენს გამო სამსახურს ვერ დავკარგავო.ბექამ ჯიბეში ბარაქიანი „საშვი“ჩაუცურა და გზაც გაიხსნა.შესასვლელთან თავით-ფეხამდის შეფუთნული ქალი იჯდა და რაღაცას შეექცეოდა.ბექამ იცნო, გულში წამიერად დაუარა ტკივილმა.
-ქრისტინე,-ხმადაბლა დაუძახა.
ქალმა თავი ასწია, მის წინ მდგომი,რომ დაინახა შეცბა.
-ბექა?-გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა,წამოდგა და თავშალი ერთი ხელის ჩამოკვრით მოიხსნა.
-გეძებდი,-ღელავდა.
-მიხარია,რომ გამოჯანმრთელდი,-გაუღიმა.
-ქრისტინე,რატომ აღარ მოხვედი?-საყვედური გაურია ხმაში.
-მთავარია კარგად ხარ,-დაიჩურჩულა.
-წამოდი ჩვენთან,სალაპარაკო მაქვს,-მკლავზე შეეხო.
-აქვე მითხარი,-გვერდზე გაიწია.
-ეს არ არის სალაპარაკო ადგილი,წამომყევი,აქ ვერ დაგტოვებ,-ისევ წაეტანა მკლავზე.
-ბექა,ჩემგან მხოლოდ უბედურება გხვდება,მადლობა ღმერთს,გადარჩი! დაივიწყე ჩემი არსებობა,არაფერი მიჭირს,დედასთან ვარ,-ფანჯრებს ახედა.
-უშენოდ აქედან არ გავალ!-შეუვალი იყო,ქალს ხელი ჩაავლო და ლამის სირბილით წაიყვანა კარისკენ.
ლიამ შვილის ბედნიერი სახე,რომ დაინახა სიხარულისგან სახე გაუნათდა.ქრისტინეს გადაეხვია და შინ შეიპატიჟა.
-ეს შენი ოთახი იქნება!-თავის საძინებელში შეიყვანა ბექამ.-არავინ შეგაწუხებს,მოგეხმარები და მუშაობას დაგაწყებინებ.სანამ მყარად არ დადგები ფეხზე,აქედან ვერ წახვალ.შემდეგ,უკვე შენი ნებაა,რას იზამ.
-არ ხარ ვალდებული,-სამი დღე-ღამის გარეთ წანწალს ქალი მოეტეხა.
-ვალდებულება არაფერ შუაშია,არაფერზე ინერვიულო,მოწესრიგდი და გამოდი,ვახშამს ამზადებს ლია,-თბილად გაუღიმა და გავიდა.
ქრისტინე გახევებული იდგა და განძრევა ვერ მოეხერხებინა.ეზოში ბექა,რომ დაინახა ,გულმა ისე ხმაურით დაუწყო ცემა,შეეშინდა კიდეც,კაცს არ გაეგო და თავი არ გაეყიდა.ამდენ უბედურება-ტანჯვაში კაცზე იყო გამობმული ფიქრებით,თითქოს ერთადერთი იმედი იყო ბექა,რომელიც მხსნელად მოუვლინა უფალმა.
დილას ისევ ჟინჟლავდა,მოჟამული ამინდი მხოლოდ ძილისთვის თუ გამოდგებოდა.ქრისტინეს მოუსვენრად ეძინა,საწოლში თითქოს ეკლები დაეწყოთ,შამფურივით ტრიალებდა.კაცის ლოგინი აფორიაქებდა.წამოდგა და კარი ფრთხილად გამოხსნა.სახლში ჩამი-ჩუმი არ ისმოდა.ფეხაკრეფით გავიდა აბაზანაში.კბილის ჯაგრისი დახვდა წერილთან ერთად,“ქრისტინე,ეს შენი ჯაგრისია“გაკრული ხელით ეწერა.სრულიად უცხო ადამიანების ზრუნვაზე სხეულში სითბო ჩაეღვარა.თავი მოიწესრიგა და სამზარეულოში გავიდა,ეგონა ლია იქ დახვდებოდა.არავინ ჩანდა,გაუკვირდა.ოთახებს დაუყვა და მძინარე ბექას,რომ წააწყდა,შეჩერდა.მამაკაცი გულაღმა იწვა,შიშველი მკლავები თავქვეშ ამოედო და მშვიდად სუნთქავდა.
-მძინარე ადამიანიც კი გრძნობს მზერას,-თვალი არ გაუხელია ისე თქვა.
ქალს თითქოს ცივი წყალი გადაასხესო,დაფეთებული გაიქცა უკან.ბექას გაეცინა,საწოლზე წამოჯდა და შარვალი სწრაფად ამოიცვა.
ქრისტინე სამზარეულოში შევარდა,წყალი დაისხა და სულმოუთქმელად დაცალა.
-შენ ყველაფერზე ასეთი რეაქცია,თუ გექნება,ინფარქტი გარანტირებული გაქვს,-კარში ჩამდგარი ბექა სიცილის ძლივს იკავებდა.
-მეგონა მარტო ვიყავი,ბოდიში გაგაღვიძე,-არ შეიმჩნია.
-ყოველ დილით,თუ მასე გამაღვიძებ,არ ვარ წინააღმდეგი,-ხმა შეცვლოდა.
ქალი აილეწა,სახე გაუცხელდა.
-კარგი,ვხუმრობ,-უკან დაიხია კაცმა.-კვერცხს შემიწვავ?
-როგორი გიყვარს?-ზედ არ უყურებდა,ისე იყო დაბნეული.
-როგორიც უფრო მოსახერხებელია შენთვის,-მაგიდას მიუჯდა.
-სად არიან ლია და ბეგი?-მაცივარი გამოხსნა.
-მამიდაჩემთან,რუსთავში.. ცუდად არის და ერთი სამი დღე დარჩებიან,-სამარილე დაატრიალა.
-რა?-ლამის კვერცხები დაუცვივდა.
-კარგი,ნუ შეიცხადე,მთლად მასე ცუდადაც არ არის,-ეშმაკურად გაეცინა.
-მე უნდა წავიდე,-გადაწყვეტილად თქვა.
-ჩემთან თუ გეშინია,მეც წავალ..შენ კი აქედან ვერსად გაადგამ ფეხს,-სულაც არ ხუმრობდა.-ვისაუზმოთ,კარგი?-თბილად დააყოლა.
ქრისტინე არეული გონებით თქვეფდა კვერცხს,სიჩქარეში ლამის ცხელი ტაფა გადმოუვარდა.“ამასთან ერთად მარტო?“ტვინში მხოლოდ ეს უტრიალებდა.ბექა თვალმოჭუტული ღიმილით აყოლებდა თვალს.
-საღამოს ჩემს მეგობართან გავიდეთ,მისი მეუღლე საბავშვო ბაღის გამგეა,რამეს მოგიძებნის,-უხერხულობა გაფანტა.
-მადლობა,-ტაფამწვარი თეფშზე გადმოიღო და წინ დაუდგა.
-შენ არ გინდა?
-დილით არ ვჭამ,-სახე დალაგებოდა.
-მასე არ გამოვა,ნახევარს შენ შეჭამ,თუ არა და,მეც არ მინდა,-გაჯიუტდა და თეფში განზე გასწია.ქრისტინეს გაეცინა და მაგიდას მიუჯდა.
-არ მინდა დაძაბული იყო,მინდა თავისუფლად გრძნობდე თავს,-ხელზე ოდნავ შეეხო.
ქალი შეიშმუშნა.
-კარგად იცი,არაფერს დაგიშავებ,-თქვა და ჭამა განაგრძო.
ქრისტინე დამშვიდდა და საუზმე გაბედულად მიირთვა.
-მთელი დღე რა უნდა ვაკეთოთ,გინდა გავისეირნოთ? ქალაქს დაგათვალიერებინებ.
-კი,-ბავშვივით გაუხარდა.
-მაშინ გავემზადოთ,-კმაყოფილმა გაიღიმა.
---
თბილისის ძველ უბანში,ქვაფენილს მიუყვებოდნენ და ბექა აღტაცებით უხსნიდა სიონის ტაძრის ისტორიას.
-როგორც მემატიანე გადმოგვცემს,ეს ტაძარი ვახტანგ გორგასლის დროს აიგო.მშენებლობაში მთელი ქალაქის მოსახლეობა მონაწილეობდა თურმე.აქ მოვინათლე მეც და ჩემი პირველი სალოცავია ეს ადგილი,-გუმბათს ახედა და გაიღიმა.
-რა სიმშვიდეა,-ქალმა თავი ზემოთ ასწია და მზერა ირგვლივ მოატარა.
-მოდი,შევიდეთ..აქ ყოველთვის სულიერ სიმშვიდეს ვპოვებ,-ხელი მოკიდა.
ხატის წინ,სანთლის შუქის ანარეკლზე ისეთი ლამაზი იყო ქრისტინე,ბექამ თვალი ვერ მოსწყვიტა.დადუმებული უყურებდა და სურვილი ქალის მისაკუთრების,უფრო გაუძლიერდა.
-დღეს ჩემი დაბადების დღეა,-გარეთ გასვლისას ჩუმად უთხრა.
-აქამდე რატომ არ მითხარი?-გაუღიმა.-გილოცავ,ქრისტინე,-ლოყაზე ოდნავ შეახო ტუჩები და იგრძნო როგორ აიწეწა ქალის სხეული.
-მადლობა,-გაწითლდა.
-ეს უნდა აღვნიშნოთ!-გამხიარულდა ბექა და სანამ ქალი აზრზე მოვიდოდა,ხელი დაავლო და გზის მოპირდაპირედ რესტორანში ამოაყოფინა თავი.
-ბექა,არ არის საჭირო,-ეუხერხულა.
-რას ამბობ,ასე მშრალად გავუშვათ ხელიდან შენი დაბადება?-გული საგულედან ამოხტომოდა.
-აქ დაჯექი,ახლავეს მოვალ,-ქალს სკამი გამოუწია, მოწიწებით დასვა და თვითონ მიმტანებისკენ წავიდა.
უკან მობრუნებულს თვალები უბრწყინავდა.ქალის წინ დაჯდა და მაგიდიდან მენიუ აიღო.
-რომელი ღვინო გესიამოვნება?-გამომცდელად დააკვირდა.
-მე საერთოდ არ ვსვამ,-თვალები დაჭყიტა.
-არც მე,მაგრამ დღეს გვეპატიება..წითელი თუ თეთრი?
-დიდად ვერ ვერკვევი,მაგრამ წითელი ფერი მომწონს,-გაეცინა.
-იყოს წითელი,მეც მომწონს..ჩემი მეგობრებიც მოვლენ,რომ იცოდე.
-არ ვიცნობ,მეუხერხულება,-აიწურა.
-ხოდა გაიცნობ,კარგი „ბავშვები“ არიან,-თავი დაიქნია დამოწმების ნიშნად.
-როგორც შენ გინდა,-გაუღიმა.
-მართალია,ქალს ასაკს არ ეკითხებიან,მოძველებულ ფრაზას გამოვიყენებ და რამდენის გახდი?-მენიუ დაკეცა.
-ოცდაერთის,-მაგიდაზე თითით მოხაზა ციფრები.
-უჰ,დიდი გოგო ყოფილხარ,-ანთებული თვალებით უყურებდა.
ქრისტინეს უკვე მერამდენედ შეუხტა გული,ვინ მოსთვლის.მიმტანის მოსვლამ დიალოგი შეაწყვეტინათ.
დარბაზში როხროხით შემოსულ ორ მამაკაცს,გვერდით მანდილოსნები მოყვებოდნენ.ბექა ღიმილით წამოდგა და სათითაოდ გადაეხვია ყველას.
-რადგან შენ იცინი,რაღა მოგვკლავს,-მხარზე ხელი დაუტყაპუნა გიამ და ქრისტინე შეათვალიერა.
-გაიცანით,ეს ქრისტინეა,დღეს იუბილარია!-საზეიმოდ განაცხადა ბექამ.
-ოო,გილოცავთ ქალბატონო,-ხელზე ეამბორა ვაჟა.
ქალებმა პირზე კოცნით და საუკეთესო სურვილებით მიულოცეს.
სუფრა ნაირ-ნაირი კერძებით გაივსო.იუბილარის დღეგრძელობის შემდეგ,სამადლობელი ძალით დაალევინეს ქრისტინეს.შემდეგ მიაყოლეს ტრადიციულად და ქალებს ჭიქა არ გამოატოვებინეს.ახმაურდნენ და ხუმრობის ხასიათზეც დადგნენ.
-ისეთი ლამაზია,ამის გამო მართლა მოიკლავდა კაცი თავს,არ გამტყუნებ ,ბექა,-მირანდას სასმელი მოკიდებოდა,დაუფარავად თქვა რასაც ფიქრობდა.
ქრისტინე გაშეშდა,სუფრაც გაირინდა.ბექამ თვალები დაუბრიალა მირანდას.
-ხოდა ამ ჭიქით,ბექას გადარჩენისა იყოს!-გიამ ხელში აიტაცა სასმისი.სუფრა ისევ ახმაურდა.ისევ ძალით დააცლევინეს ქრისტინეს ღვინით სავსე ჭიქა.ტუჩები გაუწითლდა და გაბრუებული,ამღვრეული თვალებით შეხედა ბექას.კაცს კარგად ენიშნა ქალის გამოხედვა,მის მზერაში ის დაიჭირა,რასაც აქამდე ნატრობდა.ტანში ელვასავით დაუარა და რომ არა იქ მყოფი საზოგადოება,შეიძლება თავხედურადაც სცემოდა და კოცნითაც დაეხრჩო.
გვაინობამდე გაუგრძელდათ მხიარულება.ქრისტინე ისე გათამამდა,იმღერა კიდეც.ბოლოს როდის იყოს ასეთი ბედნიერი,არც ახსოვს.ღვინომ თავისი გაიტანა და ქალს მიძინებული გრძნობები გაუღვიძა.
ვაჟამ და მირანდამ მიიყვანეს სახლამდე.ავტომობილში სულაც არ შეწუხებულა კაცის სიახლოვით.ბექას უკვირდა,ცდილობდა ზედმეტად არ შეხებოდა,არ დავაფრთხოვო,ფიქრობდა.
სახლის კარი შეაღეს თუ არა,ქრისტინე ბექას წინ აისვეტა და თვალი გაუსწორა.
-მადლობა ყველაფრისთვის,-ჩუმად უთხრა და ათრთოლებული მის ტუჩებს შეეხო.კაცს თითქოს ურო ჩაარტყეს თავში,მოულოდნელობისგან ადგილზე გაქვავდა.
-მომეფერე,-ყურთან უჩურჩულა ქალმა.
ბექამ ფრთხილად მოხვია მკლავები წელზე,ახლოს მიიზიდა და გულში ჩაიკრა.
-ქრისტინე,-ხმა წართმეოდა.-ფხიზლები არ ვართ,-ქალის გონზე მობრუნებას ეცადა.
-ვიცი,მომეფერე..მინდა შენ იყო ჩემი საჩუქარი,-მომთხოვნი ხმა ჰქონდა.
ბექას გაუჭირდა თავის შეკავება,აცახცახებული ქალი ხელში აიტაცა და საძინებლისკენ წაიყვანა.საწოლზე ფრთხილად დასვა.კაბა ერთი ხელის მოსმით გადააძრო თავზე.გადააწვინა და საცვლებისგან გაძარცვა.ქალი არ შეწინააღმდეგებია,თვალები მილულა და მთლიანად მიენდო კაცს.ბექამ მის ათქვირულ მკერდს რომ დახედა,სხეული დაეჭიმა და ნაზად გადაატარა ხელი.თითებით მსუბუქად მოუსრისა მკერდის თავი. ქალის ვნებიან კვნესაზე მთელ ტანში სასიამოვნო ჩხვლეტა იგრძნო.სწრაფად გაიძრო ტანისამოსი და დედიშობილა საბნის ქვეშ შეითრია.ზურგიდან აეკრო,მუცელზე მკლავები მოხვია და კისერთან უჩურჩულა.
-ქრისტინე,ხვალ დილით,თუ იგივე ჭკუაზე იქნები,ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნება.ახლა კი დავიძინოთ,თუ გინდა გავალ იქით,მაგრამ შენთან მირჩევნია ძილი,-ყურის ძირში აკოცა.
-იყავი,-გაეღიმა და ბალიშზე კარგად მოერგო.მალევე ჩაეძინა.ბექას ქალის შიშველი სხეული ტანს უწვავდა,მთელი ღამე მასზე აკრული არ განძრეულა.
დილით ზეცა ისევ ჩამობნელდა და მოიღუშა,სატირლად მომზადებული ღრუბლები მთელ სიგრძეზე ჩამომსხდარიყვნენ.გრუხუნის ხმა ექოსავით გადაეცა მთელ ქალაქს.
ქრისტინე შეიშმუშნა და მძიმედ,რომ იგრძნო თავი,თვალი გაახილა.კაცის დანახვაზე ისე აფართხალდა,ბექას შეშინებულს გამოეღვიძა.
-რა დაგემართა?-ისე ჰკითხა,თითქოს ყოველ დილას ერთად იღვიძებდნენ.
-რას აკეთებ ჩემს საწოლში?!-სახეზე ხელები აიფარა.
-სახეზე ნუ იფარებ,სხვაგან უფრო საჭიროა,-გაეცინა და ქალი უფრო ძლიერად მიიზიდა თავისკენ.
-რა გინდა ჩემს საწოლში?!-მკლავებში ჩაავლო,ძვრაც ვერ უყო.
-შენ თვითონ დამპატიჟე,მე რას მეჩხუბები?-ერთი ხელი ფეხზე აუსვა.ქალს გააკანკალა.
-რასაც ვფიქრობ ის მოხდა?-ტირილამდე ცოტა აკლდა.
-მე არ ვიცი შენ რას ფიქრობ,მაგრამ მთელი ღამე არ მომასვენე,სანამ ბოლომდე არ დამცალე,-სიცილს ძლივს იკავებდა.
-არ არსებობს!-ლამის თვალები გადმოსცვივდა.
-ახლა არ არსებობს,ტანზე რომ შემომახიე ტანსაცმელი?!-ერთი გადახარხარება ყველაფერს ერჩივნა.
-მატყუებ!-ისევ გაიბრძოლა.
-არ გატყუებ,მეხვეწებოდი მომეფერო,რა მექნა?-კისერზე დააკრო ტუჩები.
ქრისტინე უარესად აკანკალდა,მთელი სხეული დაეხორკლა.ბექამ ტანზე აუცურა თითები,მისი მკერდი მუჭში მოიქცია და ოდნავ მოუჭირა ხელი.ქალი მოეშვა და მოგუდული ხმა ამოუშვა.
-მითხარი,რომ გინდივარ,-ხმა დაეხშო, ქალის დაუფლების სურვილი გაუძლიერდა.ქრისტინე მთლიანად მიეყრდნო კაცს,შველივით კრთოდა.ბექა მიუხვდა,ხელი ფეხებშუა ჩაუცურა და მოუჭირა.ქალს გააძაგძაგა და დაიკლაკნა.
ძარღვებდაბერილი დაასრიალებდა ხელებს ქრისტინეს სხეულზე ,ყველა მგზნებარე წერტილი მოუსრისა და ფრთხილი მოძრაობით შეუერთდა მის თბილ შიგნეულს.ქალს ასეთი ნეტარება ჯერ არ განეცადა,ეგონა სიამოვნებისგან გული წაუვიდოდა.მის მოძრაობას ტანის რხევით ყვებოდა და უარესად აგიჟებდა ბექას.
იმდენად ჩაიძირნენ სიამოვნების მორევში,რომ ერთმანეთზე გადაბმულებს ჩაეძინათ.არცერთს გაუგია ლია შესვლა და არც მისი გაოგნებული თვალები დაუნახვთ,როდესაც საწოლში წააწყდათ ჩახლართულებს. ქალი უხმოდ გატრიალდა და ბეგის ხელი ჩაავლო.
-წავედით!
-სად,ქალო?-გაუკვირდა კაცს,ის იყო ფეხი შედგეს სახლში.
-ჩუ,წამოდი გზაში გეტყვი,-ლამის ძალით გაათრია გარეთ და კარი დიდი სიფრთხილით დაკეტა.

***
კაკლების ჩრდილში გრძელი მაგიდა გაეშალათ და მის გარშემო მსხდომ ხალხს ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდათ სახეზე.
-ნასყიდ,ხომ გითხარი ბექა დაბრუნდება-მეთქი?!-ნიშნისმოგებით გაიცინა ბერდომ და სუფრის თავში მჯდომ წყვილს სიამაყით გახედა.
ესმას ყოფილ სახლში ახალ ოჯახს დაედო ბინა.

დასასრული



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

უყურე შენ! ხომ გეუბნები ჩემი გოგო ხართქო, ნელ ნელა ვუახლოვდებით ოცდამეერთეს... კარგი იყო ნინ! ❤️❤️❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნანა
უყურე შენ! ხომ გეუბნები ჩემი გოგო ხართქო, ნელ ნელა ვუახლოვდებით ოცდამეერთეს... კარგი იყო ნინ! ❤️❤️❤️

ნანიკო <3
ისე არა ვქნა,გავასწრო კიდეც :D

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ჰაიკო
კარგია, ძალიან კარგია! ყველაფერი მომწონს. ალბათ ერთადერთი მწერალი ხარ ვინც ასე გამართულად წერს, როგორც გრამატიკულად, ასევე შინაარსობრივად.

დიდი მადლობა,ჩემო კარგო <3

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სამსახურში ვარ, გაწამაწია მაქ..
წავიკითხავ ერთ სიტყვას, შემომივარდება ვიღაცა,
წავიკითხავ მეორე სიტყვას და, უფროსი მადგება თავზე.
რამ გაამწარათ ამ შაბათ დღეს, რა წესია უფ..
ჯანდაბას, მოვითმენ სულ ცოტას, მივალ სახლში და დაწყნარებულ გულზე წავიკითხავვვ

 


№5  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

tasusuna
სამსახურში ვარ, გაწამაწია მაქ..
წავიკითხავ ერთ სიტყვას, შემომივარდება ვიღაცა,
წავიკითხავ მეორე სიტყვას და, უფროსი მადგება თავზე.
რამ გაამწარათ ამ შაბათ დღეს, რა წესია უფ..
ჯანდაბას, მოვითმენ სულ ცოტას, მივალ სახლში და დაწყნარებულ გულზე წავიკითხავვვ

ტასო)))) მასეთ გაწამაწიაში ვწერე ეს ისტორიაც))))))

 


№6 სტუმარი Kusa13

დიდიხანია სხვა ავტორის იატორია არ წამიკითხავს და ეს ნამდვილად ღირდა წასაკითხად❤ ძალიან მომწონს ის როგორც გადმოსცემ და შინაარსიც ძალიან კარგი ოყოო❤❤ პერსონაჟებიც მომეწონა ძაან❤წარმატებები

 


№7  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Kusa13
დიდიხანია სხვა ავტორის იატორია არ წამიკითხავს და ეს ნამდვილად ღირდა წასაკითხად❤ ძალიან მომწონს ის როგორც გადმოსცემ და შინაარსიც ძალიან კარგი ოყოო❤❤ პერსონაჟებიც მომეწონა ძაან❤წარმატებები

კუსა,მადლობაა <3 შენც ასევე,წარმატებები <3

 


№8  offline წევრი ჟიზელი

შანსი არ არის,მე შენი ისტორია წავიკითხო და დასასრულს პირი ერთი ყურიდან მეორე ყურამდე არ გამექაჩოს :დდდდ
კიდევ ბევრჯერ და დაუღალავად გეტყვი,რომ ვგიჟდები შენს კეთილ მოთხრობებზე ^^
შენს პერსონაჟებზე ხომ საერთოდ :დ

 


№9 სტუმარი სტუმარი მარია

რა კარგი ხარ ..სრული ნეტარება შენი ნაწარმოების კითხვაა????????????ყველაფერიაა ერთად აი მთელი ემოციების ზღვა მოაქვს.დავჯდებოდი და შენ დაწერილ წიგნებს ვიკითხავდი ჩემს საყვარელ ფუმფულა სავარძელში ყავასთან ერთად.საუკეთესოთა შორის საუკეთესო ხარ..ძალიან მიხარია რო ხარ.იმდენად დადებითი ემოცია მოგაქვს რო ვგიჟდებიი..ამდენი პრობლემების მერე სრული რელაქსია შენი ნაშრომებიი. დიდი სიამოვნებით შევიძენ შენს მოთხრობებს თუ კი წიგნად დაიბეჭდება

 


№10  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ჟიზელი
შანსი არ არის,მე შენი ისტორია წავიკითხო და დასასრულს პირი ერთი ყურიდან მეორე ყურამდე არ გამექაჩოს :დდდდ
კიდევ ბევრჯერ და დაუღალავად გეტყვი,რომ ვგიჟდები შენს კეთილ მოთხრობებზე ^^
შენს პერსონაჟებზე ხომ საერთოდ :დ

მადლობა ჩემო დახატულო <3

ლუნი.
სრულყოფილებას ქმნი ❤️????????

ლუნი,მადლობა <3

mirandaa31
ვგიჟდები. ასე სასწაული როგორ ხარ❤️ ასეთ სასწაულს როგორ ქმნი. ძალიან მაგარი იყო ძალიან ვისიამოვნე ამ ისტორიით, როგორც შენი დანაჩენით. ასე ხშირ-ზშირად რომ გვანებივრებ საუკეთესო ხარ. ბექაზე გავგიჟდი :დ თან ჩემს შვილს ქვია ბექა და ორმაგად მომეწონა ეგ კაცი :დ ❤️ წარმატებები სულ მუდამ ყველგან და ყოველთვის ❤️

დიდი მადლობა ჩემო თბილო <3 „კანიკულები“ მეწყება და ცოტა ხნით ტაიმ-აუტს ავიღებ)))) მერე მოვალ ისევ <3 ასევე,მუდამ წარმატებები შენც და შენს ბექასაც <3

სტუმარი მარია
რა კარგი ხარ ..სრული ნეტარება შენი ნაწარმოების კითხვაა????????????ყველაფერიაა ერთად აი მთელი ემოციების ზღვა მოაქვს.დავჯდებოდი და შენ დაწერილ წიგნებს ვიკითხავდი ჩემს საყვარელ ფუმფულა სავარძელში ყავასთან ერთად.საუკეთესოთა შორის საუკეთესო ხარ..ძალიან მიხარია რო ხარ.იმდენად დადებითი ემოცია მოგაქვს რო ვგიჟდებიი..ამდენი პრობლემების მერე სრული რელაქსია შენი ნაშრომებიი. დიდი სიამოვნებით შევიძენ შენს მოთხრობებს თუ კი წიგნად დაიბეჭდება

მარია <3 დიდი მადლობა <3
ძალიან სასიამოვნოა,რომ მოგწონთ.
წიგნამდე კი ჯერ შორია)))

 


№11 სტუმარი სტუმარი ნატალი

ძალიან კარგად წერ, ყოჩაღ, შენი ისტორიები ძალიან მომწონს, წარმატებები, ნამდვილად იმსახურებ ახალბედა მწერლის სტატუსს

 


№12  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ძალიან ძალიან კარგი იყო. შენ კი ნამდვილი სასწაული ხარ. პერსონაჟები გყავს მუდამ ვაჟკაცობის ეტალონები. როცა შენს ისტორიას ვნახულობ, შინაგან აღმაფრენას ვგრძნობ. ვგიჟდები მათ ემოციებს, მიმიკებს ისე ზუსტად გადმოსცემ.

 


№13  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი ნატალი
ძალიან კარგად წერ, ყოჩაღ, შენი ისტორიები ძალიან მომწონს, წარმატებები, ნამდვილად იმსახურებ ახალბედა მწერლის სტატუსს

მადლობა ნატალი <3 წარმატებებიი <3

Chikochiko
ძალიან ძალიან კარგი იყო. შენ კი ნამდვილი სასწაული ხარ. პერსონაჟები გყავს მუდამ ვაჟკაცობის ეტალონები. როცა შენს ისტორიას ვნახულობ, შინაგან აღმაფრენას ვგრძნობ. ვგიჟდები მათ ემოციებს, მიმიკებს ისე ზუსტად გადმოსცემ.

უჰ,სასიამოვნოა,როდესაც მკითხველი ასე გაფასებს.მადლობა ჩემო კარგო <3

 


№14 სტუმარი Nini

Dzalian momwons tqveni weris stili.saswauli txrobt gadmoscemt emociebs.erti sityvit chemtvis relasaqiaa tqveni istoriebi.warmatebebs gisurvebt.

 


№15  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Nini
Dzalian momwons tqveni weris stili.saswauli txrobt gadmoscemt emociebs.erti sityvit chemtvis relasaqiaa tqveni istoriebi.warmatebebs gisurvebt.

ნინი,დიდი მადლობა <3 თქვენც ასევე,მუდამ წარმატებით გევლოთ <3

 


№16 სტუმარი ეკა

სასიყვარულო ისტორიების დიდოსტატი ხარ ???? იმედია კიდევ ბევრჯერ გვასიამოვნებ ასეთი საინტერესო ნაწერების კითხვით ????

 


№17  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

ეკა
სასიყვარულო ისტორიების დიდოსტატი ხარ ???? იმედია კიდევ ბევრჯერ გვასიამოვნებ ასეთი საინტერესო ნაწერების კითხვით ????

ეკა,მიყვარხარ ჩემო თბილო <3 მადლობა <3

 


№18  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Yochag dzaan kargi iyoo warmatebebiii

 


№19  offline წევრი ნინ იი

ზუსტად ვიცი ძალიან მომეწონება! ჩემი საყვარელი მწერალი ხარ აქ
:*

 


№20  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

uchveulo
Yochag dzaan kargi iyoo warmatebebiii

გაიხარე,მადლობა <3

ნინ იი
ზუსტად ვიცი ძალიან მომეწონება! ჩემი საყვარელი მწერალი ხარ აქ
:*

დიდი მადლობა,ნინი <3

 


№21  offline მოდერი Marry Amm

Jer komentarebi vnaxe, ase vici xolme :D exla wavikitxav da mere getyvi aba ras vfiqrob :D

ძალიან კარგი იყო ნინი, რაღაცნაირი, თან ძველი, თან ახალი, გამართული, დაწყობილილი. უბრალოდ ის დეგენერატი სოსო როდესღაც ხო გამოვა ციხიდან და არ ველოდები კაი ამბავს :დ ან დალი როგორ შეეგუა ამ ყველაფერს. მოკლედ შენგან დატოვებულ კითხვის ნიშნებს ჩვენი ფანტაზიებით ჩავანაცვლებთ მკითხველები :დ ჩემი ვარიანტი ასეთია, - სოსო მოკვდა დალი გათხოვდა სხვა სოფელში. :დ

 


№22  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

Marry Amm
Jer komentarebi vnaxe, ase vici xolme :D exla wavikitxav da mere getyvi aba ras vfiqrob :D

ძალიან კარგი იყო ნინი, რაღაცნაირი, თან ძველი, თან ახალი, გამართული, დაწყობილილი. უბრალოდ ის დეგენერატი სოსო როდესღაც ხო გამოვა ციხიდან და არ ველოდები კაი ამბავს :დ ან დალი როგორ შეეგუა ამ ყველაფერს. მოკლედ შენგან დატოვებულ კითხვის ნიშნებს ჩვენი ფანტაზიებით ჩავანაცვლებთ მკითხველები :დ ჩემი ვარიანტი ასეთია, - სოსო მოკვდა დალი გათხოვდა სხვა სოფელში. :დ

მეორე სერია ხომ არ გავუშვა? :D ავურიო უცებ დაწყობილი ცხოვრება)))
მადლობა ჩემო კარგო <3

 


№23  offline წევრი nathali lifhonava

ნინაჩკაა;დდ
როგორ მიხარია შენი
სახელის ნახვა
შენ რომ იცოდე<3
როგორ გვანებივრებ
შენი გასაოცარი ისტორიებით
<3
(არავის ეწყინოს მაგრამ,ახალბედა მწერლებში
საუკეთესო ხარ ნინნ<3)
ჩემო ერთადერთო<3
შენს ისტორიებს არცერთი მმირჩევნია<3
ჩემი ფავორიტი ხარ შენ kissing_heart
ჩემო საყვარელო heart_eyes
ყველაზე თბილი
ტკბილი
განსხვავებული
საოცარი
საუკეთესო
!
ყველას მირჩევნიხარ
!
ყველაზე კარგი
მწერალი ხარ ტერიკო
!
ყველაზე განსხვავებული
ნიჭიერი
უშეცდომოდ წერ ჩემს თვალში
არ ვარ მწერალი
და არც გამეგება ბევრი
მაგრამ
დანამდვილები\თ ვიცი რომ
შენ ხარ საუკეთესო!
არ შემცდარან
ფორლოველები შენ რომ გიჭერდნნენ მხარს!
აარასდროს შეწყვიტო წერა!
ჩემი მერვე საოცრება ხარ;დდ
<3
ყველაზე მეტად მიყვარხარ
ნინა!
თავი შემაყვარე
ყველაზე კარგი ადამიანი ხარ
შენ!
kissing_heart
წარმატებები შემო
საყვარელო heart_eyes
ახალ ისტორიას ველი
სულმოუთქმენლად kissing_heart
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№24  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

nathali lifhonava
ნინაჩკაა;დდ
როგორ მიხარია შენი
სახელის ნახვა
შენ რომ იცოდე<3
როგორ გვანებივრებ
შენი გასაოცარი ისტორიებით
<3
(არავის ეწყინოს მაგრამ,ახალბედა მწერლებში
საუკეთესო ხარ ნინნ<3)
ჩემო ერთადერთო<3
შენს ისტორიებს არცერთი მმირჩევნია<3
ჩემი ფავორიტი ხარ შენ kissing_heart
ჩემო საყვარელო heart_eyes
ყველაზე თბილი
ტკბილი
განსხვავებული
საოცარი
საუკეთესო
!
ყველას მირჩევნიხარ
!
ყველაზე კარგი
მწერალი ხარ ტერიკო
!
ყველაზე განსხვავებული
ნიჭიერი
უშეცდომოდ წერ ჩემს თვალში
არ ვარ მწერალი
და არც გამეგება ბევრი
მაგრამ
დანამდვილები\თ ვიცი რომ
შენ ხარ საუკეთესო!
არ შემცდარან
ფორლოველები შენ რომ გიჭერდნნენ მხარს!
აარასდროს შეწყვიტო წერა!
ჩემი მერვე საოცრება ხარ;დდ
<3
ყველაზე მეტად მიყვარხარ
ნინა!
თავი შემაყვარე
ყველაზე კარგი ადამიანი ხარ
შენ!
kissing_heart
წარმატებები შემო
საყვარელო heart_eyes
ახალ ისტორიას ველი
სულმოუთქმენლად kissing_heart

ნატალი <3 ჩემო გოგო,რა გულიან-გემრიელად მომეფერე)) <3 დიდი მადლობა ჩემო საყვარელო <3 ძალიან თბილი და ტკბილი მკითხველი მყავხარ <3 წარმატებები მუდამ <3

 


№25 სტუმარი სტუმარი Ninaia

იმდენად მომწონს თქვენი წერის სტილი და ისტორიები არ ვიცი როგორ ვაქო.სიტყვები არ მყოფნის.ბერო რომ წავიკითხე ხომ საერთოდ გავედი ამ სამყაროდან.ახლა კიდევ ეს.ამ ორის გარდა დევს კიდევ რამე?სიამოვნებით წავიკითხავ . იმდენად ნიჭიერი მწერალი ხარ სულ უნდა წერო გაუჩერებლად.წარმატებებს გისურვებ❤❤❤❤❤❤

 


№26  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

სტუმარი Ninaia
იმდენად მომწონს თქვენი წერის სტილი და ისტორიები არ ვიცი როგორ ვაქო.სიტყვები არ მყოფნის.ბერო რომ წავიკითხე ხომ საერთოდ გავედი ამ სამყაროდან.ახლა კიდევ ეს.ამ ორის გარდა დევს კიდევ რამე?სიამოვნებით წავიკითხავ . იმდენად ნიჭიერი მწერალი ხარ სულ უნდა წერო გაუჩერებლად.წარმატებებს გისურვებ❤❤❤❤❤❤

ნინა,დიდი მადლობა ჩემო კარგო <3 თქვენც სულ წარმატებით გევლოთ <3
კი,დევს.ჩემს პროფილში ნახეთ სიახლეები <3

 


№27  offline მოდერი Marry Amm

ტერიკო74
Marry Amm
Jer komentarebi vnaxe, ase vici xolme :D exla wavikitxav da mere getyvi aba ras vfiqrob :D

ძალიან კარგი იყო ნინი, რაღაცნაირი, თან ძველი, თან ახალი, გამართული, დაწყობილილი. უბრალოდ ის დეგენერატი სოსო როდესღაც ხო გამოვა ციხიდან და არ ველოდები კაი ამბავს :დ ან დალი როგორ შეეგუა ამ ყველაფერს. მოკლედ შენგან დატოვებულ კითხვის ნიშნებს ჩვენი ფანტაზიებით ჩავანაცვლებთ მკითხველები :დ ჩემი ვარიანტი ასეთია, - სოსო მოკვდა დალი გათხოვდა სხვა სოფელში. :დ

მეორე სერია ხომ არ გავუშვა? :D ავურიო უცებ დაწყობილი ცხოვრება)))
მადლობა ჩემო კარგო <3

მეორე სერია რეალურად რომ აღვიქვათ ძალიან ცუდად დასრულდება ამიტომ იყოს ისევ სუ კაები სუ ვეტერინარები <3

 


№28 სტუმარი კრუასანი

ნუ როგორც ყოვეთვის ახლაც გმირები დასამახსოვრებლებია და სურვილი მიჩდება ასეთი ადამიანი ვიპოვო, მაგრამ არსებობენ კიი....???? ასე გააგრძელე ????

 


№29  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

კრუასანი
ნუ როგორც ყოვეთვის ახლაც გმირები დასამახსოვრებლებია და სურვილი მიჩდება ასეთი ადამიანი ვიპოვო, მაგრამ არსებობენ კიი....???? ასე გააგრძელე ????

მადლობა ჩემო კრუასან <3 წარმატებებიი <3

 


№30  offline წევრი Barbare ❤

mshvenialuri iyo<3 bolos vicine lias saqcielze ra sayvareli dedamtilia :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent