დაუსრულებელი ცხოვრება (თავი მე-6)
- როგორც ჩანს, უფროსი რაღაცამ ძალიან გააბრაზა - ჯენიმ კედელში გაკეთებულ ხვრელს შეხედა - ასეთი გამწარებული არასდროს მინახავს - თავი გააქნია ლალომ. - რაღაცამ არა ვიღაცამ- ორივე მაქსისკენ შეტრიალდა - რას გულიხმობ? რამე იცი? მაქსმა წარბები შეკრა - როუზის გამოა ასეთი გაბრაზებული, მთელმა კომპანიამ დაინახა, როგორ მიათრევდა საბრალო გოგოს მკლავით. შემდეგ კაბინეტში მოუვიდათ კამათი ვინი რაღაცაზე უყვიროდა. იქიდან ძალიან გაბრაზებული გამოვიდა, შემდეგ რაც მოხდა თქვენც ხედავთ. ჯენი დაფიქრდა - როუზს რა უნდა ჩაედინა ისეთი, რომ ვინი ასე გაებრაზებინა მაქსმა მხრები აიჩეჩა - ვინ იცის, ფაქტი ერთია, ორივე თავიანთ კაბინეტში არიან შეკეტილნი და არც ერთი გამოდის იქიდან. - როუზზე ვნერვიულობ. - შეწუხებული ხმით თქვა ჯენიმ და თვალი მისი კაბინეტისკენ გააპარა. - კიდევ კარგი ეს სენდვიჩები ვიყიდე, სანამ ჰენრის შევხვდებოდი - ერთი დიდი ლუკმა კიდე მოკბინჩა და სკამზე გადაწვა. მზე თვალებში უჭყიტინებდა და ძილს ჰგვრიდა. თვალი იმ ფურცლისკენ გააპარა, რომელიც რამოდენიმე საათის წინ ვინმა დაუდო ცხივრწინ და რომელიც ახლა ძირს ეგდო. შენს საქციელს ინანებ გასანოვ! - ვნახოთ, რაზე ხარ წამსვლელი ვინ - სენდვიჩი მოკბიჩა და თვალები დახუჭა. უცებ სატელეფონო ხმა ჩაირთო.- გასანოვ, ჩემს კაბინეტში ახლავე ! - როუზი შეხტა და სენდვიჩი ხელიდან გაუვარდა. - ამის დედაც ჩემი სენდვიჩი! - დაიბუზღუნა და ტელეფონს შეუბღვირა - შენი ბრალია ნაძირალა! - მორჩი ორი წლის ბავშვივით წუწუნს და შემოდი დროზე ჩემს კაბინეტში - ვინს ესიამოვნა ის ფაქტი, რომ როუზს სენდვიჩი დაუდავრდა. წითურმა ტუჩები მობრიცა და ვინს დააჯავრა - ჩემს კაბინეტში შემოდი- . თუმცა მაინც ადგა და შევიდა. კარების ხმა, რომ გაიგო ვინმა, მაშინვე აიხედა თავისი ფურცლებიდან. - გისმენთ - ოთახის შუაგულში გაჩერდა როუზი. დანტე წითურს მიაჩერდა, თითქოს რამე განსაკუთრებულის პოვნას ცდილობდა მასში. შემდეგ მიხვდა, რომ საჭიროზე დიდხანს უყურებდა და თვალები მოაშორა - ამ დოკუმენტების კოპები მჭირდება - გაუწოდა ფურცლები, როუზმა გამოართვა და გადაათვალიერა. - თვითოულის ოცი კოპი მჭირდება - როუზს თვალები გაუფართოვდა - კი მაგრამ აქ ორმოცდაათი ფურცელი მაინც იქნება. ვინმა უსიამოვნოდ ახედა - რასაც გეუბნები ის გააკეთე. წითურმა თავი დაუქნია გასაგებიაო და გავიდა. ვინი სკამის საზურგეს მიეყრდნო - ვნახოთ, სადამდე გასტან წითურო. - აგხხ როგორ, მუშაობს ეს რაღაცა - უკვე რამოდენიმე წუთია ქსეროქსიის მანქანასთან იდგა და ვერაფერი გაუგო, თუ როგორ მუშაობდა ეს ნივთი. - დახმარება, ხომ არ გჭირდება - როუზმა თავი მიაბრუნა - ჯენი! დიდად დამავალებ თუ დამეხმარები.- ჯენიმ გაუღიმა - მოდი გასწავლო. ერთი დოკუმენტი მომეცი - წითურმა გაუწოდა. - რამდენი ცალი გინდა? - -ოცი ლურჯთმიანი ყბდა დაღებული მიუბრუნდა - ოცი? ამდენი რათ გინდა? როუზმა მხრები აიჩეჩა - ეგ ჩემს უფროსს კითხე. ჯენი მოიღუშა - მას არ მოსწონხარ, ასეა? წითური თვალს ადევნებდა მანქანას. - მოწონებაზე არ არის. მან ჩემს შესახებ არაფერი არ იცის, რომ გადაწყვიტოს მოვწონვარ თუ არა. იგი მხოლოდ იმ როუზს სცნობს, რომელიც რეზიუმეს ფურცელზე ამოიკითხა. ადამიანს, რომელსაც არასდროს დაუმთავრებია სკოლა, ადამიანს, რომელსაც არასდროს ქონია სტაბილური სამსახური. თუმცა ეს ყოველივე მთლიან სურათს არ შეადგენს, ისინი მხოლოდ მისი ნაწილები არიან. მე კი მინდა, მას მთლიანი შედევრი ვუჩვენო. დავანახო ნამდვილი როუზი, რომელსაც გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე რაღაც ნაგლეჯზე წერია. ჯენი სულგანაბული უსმენდა. სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ მანქანის ხმა ისმოდა. სიჩუმე როუზმა დაარღვია - მადლობა დახმრებისთვის. ჯენიმ პატარათი გაუღიმა - შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს. საათს დახედა - ჯანდაბა.. მაპატიე როუზ საქმე მაქვს უნდა გავიდე, იმედია დანარჩენს თვითონ გაართმევ თავს. - წადი, წადი. ჩემზე ნუ იდარდებ. - ჯენი სწრაფად გავიდა ოთახიდან.ისევ სიჩუმემ დაისადგურა. როუზი ისევ მანქანას მიუბრუნდა. ახლა სხვა დოკუმენტი ჩადო - ...მისი საათი არ მუშაობდა - წაიდუდუნა თავისთვის. - აი თქვენი დოკუმენტები - მაგიდაზე დაუწყო. ვინმა თვალი შეავლო ფურცლებს. - თვითოეულს ოცი კოპი გადაუღე? - დიახ, როგორც მითხარით. - ვინმა თავი დაუქნია. როუზი შეტრიალდა - ჯერ არ მითქვია თავისუფალი ხარ თქო.- როუზი მოტრიალდა - ყავა მომიტანე. - რომელს ინებებთ? - შავი, უშაქრო - გასაგებია - გაიხურა კარი. დერეფანი გაიარა და ლიფტით კაფეტერიაში ჩავიდა. სასმელებთან მივიდა - ..შავი ყავა..შავი ყავა..- ბუტბუტებდა თავისთვის. - ძალიან გაბრაზებული ვარ! - ვიღაცის ხმა მოესმი კედლის იქიდან. - ჩვენ იმდენი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ აქ მოვხვედრილიყავით. წელებზე ფეხებს ვიდგავდით. ასე არაა ჯენი? - წითურმა ჯენის სახელის ხსენებაზე ყურები დაძაბა, რო უფრო კარგად მოესმინა. - გეთანხმები - ჯენი დაეთანხმა. - ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ჩვენი რეზიუმე რაც შეიძლება მაღალ დონეზე ყოფილიყო, რათა მათ ავეყვანეთ სამსახურში. ასე არ არის? - მართალი ხარ - დაეთანხმნენ სხვები. - ახლა კი ვიგებთ, რომ გოგომ, რომელსაც სკოლაც კი არ დაუმთავრებია, ჩვენზე მაღალი თანამდებობა დაიკავა და მიზეზი? არავინ იცის. - თავს მოტყუებულად ვგრძნობ - დაიწყო ჯენიმ - რატომ აიყვანა ჩვენმა კომპანიამ, ვინმე მისნაირი, როდიდან ეწევიან კომპანიები ქველმოქმედებას ღარიბებისთვის. - ალბათ მისმა ტვინმა იმდენი ვერ გაქაჩა, რომ სკოლა დაემთავრებინა - თქვა ერთ-ერთმა დამცინავად, რომლის ხმა იცნო როუზმა - ..ალექსი..- - მართალი ხარ. აქ მისი ადგილი არაა - თქვა ვიღაცამ ხრიწიანი ხმით. -..ლალო…- წაილუღლუღა წითურმა. - ასეთი ქედმაღლებიც ნუ ვიქნებით, კარგად მოვექცეთ, აქ დიდხანს მაინც ვერ გაძლებს - სიცილით წარმოთქვა ჯენიმ. როუზმა მუშტები მოკუჭა. - აუ! მე ვიცი! რას იტყვით სანაძლეო დავდოთ! ჩემი აზრით აქედან ერთ კვირაზე ნაკლებში დაახვევს. - წამოიძახა ლალომ სხვებმა გადაიხარხარეს - მე შევიცოდებ და ორ კვირას მივცემ - სიცილი წასკდა ჯენის. - კარგი წაგებულ- როუზი გაეცალა იქავრობას. მეტის მოსმენა აღარ უნდოდა.კიდევ ერთხელ შეათვალიერა სასმელები და შავიყავა იქ არ იყო. - მშვენიერია - ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა შენობის კარი გააღო და გარეთ გავიდა. სახეზე მაშინვე მოხვდა თბილი ნიავი. ღამის ათი საათი იყო, ქუჩაში უკვე ბნელოდა. თავისი საყვარელი კაფისკენ გასწია. კარი შეაღო - გამარჯობათ - მივიდა დახლთან - გამარჯობათ, რით შემიძლია დაგეხმაროთ - ჰკითხე იქ მომუშავე გოგონამ - შავი ყავა მინდა - უთხრა დაღლილი ხმით - ერთი გნებავთ? -დიახ და თუ შეიძლება უშაქრო. -ახლავე იქნება, - მის გასაკეთებლად წავიდა გოგონა. როუზმა აქეთ-იქით მიმოიხედა. მზერა მეგობრების ჯგუფზე შეაჩერა, რომლებიც გულიანად იცინოდნენ ერთ- ერთი მათგანის ხუმრობაზე. წითურს პატარა ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. ‘მეგობრები..ადამიანები, რომლებთანაც შეგიძლია ის იყო ვინც სინამდვილეში ხარ, რომელებიც ყოველთის გიმაგრებენ ზურგს რაც არ უნდა რთულ სიტვაციაში იყო...მეგობრები ..რომლებიც მე არ მყავს..’ - აი თქვნი ყავა - ფიქრებიდან იქ მომუშავე გოგონას ხმამ გამოაღვიძა - მადლობა - სწრაფად მისცა ფული და დატოვა კაფე. - ამდენი ხანი სად იყავი - გაბრაზებული იყო ვინი - კაფეტერიაში არ იყო ის რაც თქვენ მთხოვეთ, ამიტომ გარეთ გასვლა მომიწია - აუხსნა როუზმა მშვიდი ხმით - ყავის გულისთვის გარეთ გახვედი? - გაკვირვება დაეტყო ვინს - დიახ . - - კარგი, დამტოვე - როუზი წავიდა დანტემ ყავა მოსვა -..გემრიელია.. იმაზე გემრიელიც კი ვიდრე სასადილოშია - ჭიქა მაგიდაზე დადგა და დააცქერდა.- ..უცნაური ადამიანი ხარ წითურო …- როუზს გახედა თავისი კაბინეტიდან, ამ ორის კაბინეტს ერთმანეთისგან მინის კედელი ყოფდა. წითური თავის სკამზე იჯდა,თავი საზურგეს მიეყრდნო და ფანჯარაში იყურებოდა. ეყტობოდა ღრმა ფიქრებში იყო. დანტე როუზს მიაჩერდა - როუზ გასანოვ, უბრალოდ ვინ ჯანდაბა ხარ…- |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.