სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 9
სიყვარული იშვიათობას არ წარმოადგენს,სამყაროში ყოველდღიურად ვიღაცას ვიღაც უყვარდება,მაგრამ ნამდვილი სიყვარული დრომ უნდა გამოსცადოს,რადგან ნამდვილი სიყვარულს ადვილად ვერ იპოვნით.ის ზეციდან არ ჩამოვარდება და თავში არ დაგეცემათ,არც იყიდება მას ვერ იყიდით.ვერც ვინმეს სთხოვთ გაჩუქოთ ვერ გაჩუქებთ,რადგან ეს უბრალოდ შეუძლებელია.ნამდვილი სიყვარული თავად უნდა შექმნათ,თავად უნდა ააშენოთ ის აუჩქარებლად, ნელა, საფუძვლიანად და დიდი სიფრთხილით.დედამიწაზე არაფერია ნამდვილ სიყვარულზე ლამაზი,იგი გულწრფელი,უანგარო და ნამდვილი უნდა იყოს.არც სიყვარულის სისადავე არ უნდა დაგვავიწყდეს.მარიამი ანათებს მისი ნაზი და სათუთი,ამავე დროს ძლიერი სიყვარულით.მის გარშემო ყველაფერი ლამაზია,მზე უფრო თბილად ანათებს.საოცარი შეგრძნრებაა როცა გრძნობ რომ შენს გარშემო მთელი სამყარო შეიცვალა.მარიამის გულმა მის დაუკითხავად გაუღო გულის კარი გიორგის რადგან დარწმუნდა მის სიყვარულში და იცის სირთულეებს არ გაექცევა, თუ ბრძოლა დასჭირდა,იცის ბოლომდე იბრძოლებს და ბოლომდე მის გვერდით იქნება,ბოლომდე დაიცავს მის საყვარელ ადამიანს.სწორედ ესაა ნამდვილი სიყვარულის ფუნდამენტი,ის მარტო ემოციები არ არის ეს ცხოვრების წესია და ორივე ხვდება რომ ისინი ერთმანეთისთვის არის შექმნილი.იგივე გრძნობები იყო ბექას და ანას გულშიდაც როგორც გიორგის და მარიამის გულებში,უბრალოდ ანა ფარავდა მის გრძნობებს მისი სიგიჟეებით და ბექას არ შეეძლო უფრო მკვეთრად გრძნობების გამომჟღავნება. ბექამ გაიღვიძა დილით და იგრძნო როგორ შეირხა ანა და უფრო მჭიდროდ მიეკრა ბექას სხეულს.ბექამაც მოხვია ხელი და მშვიდად მძინარეს დააცქერდა,შემდეგ კი გაეცინა. -რა საყვარელი ხარ როცა წყნარად ხარ,მაგრამ მე ის გიჟიც რომ მიყვარხარ.არა,არ მოგცემ იმის ნებას რომ შეიცვალო.შენ მუდამ ჩემს გვერდით უნდა იყო,რადგან სულ მენატრები.ჩაეხუტა და ყურში უჩურჩულებდა ამ საოცრად ლამაზ სიტყვებს. -შენ ერთადერთი ქალი ხარ რომელიც არსებობს ჩემს ცხოვრებაში.ანას ღვიძავდა და უსმენდა.ბედნიერებისაგან გაბრწყინებულმა შეხედა ბექას და უთხრა. -მიხარია,რომ წარმატებას საქმეშიდაც მივაღწიე და ჩემს პირად ცხოვრებაშიც.ერთმანეთის ნდობა თუ არ გვექნა ბექ ჩვენი გრძნობები მაშინ ცარიელი და ყალბია.მე კი მინდა,რომ გენდობოდე,მთელი ჩემი არსებით და მთელი ჩემი გონებით. -ჩემი ნიჭიერი და დაკვირვებული,მაგრამ ჩემი ნერვების შემჭმელი.გაეცინა ბექას და ანა უფრო ძლიერად მიიკრა გულზე.ანას ეშმაკური ჭინკები აუთამაშდა თვალებში და ისე შეხედა ბექას და თან სიცილით შეეკითხა. -ბექუშ რომ მნახე პირველად რა იგრძენი ჩემს მიმართ?ან რა მოგეწონა ჩემში,ჩემი ჭკუაგონიერება თუ ჩემი სინაზე?ბექამ შეხედა და ასევე ღიმილით უთხრა. -გინდა გულწრფელად გიპასუხო? -აბა გინდა ტყუილი მითხრა?კითხა გაკვირვებულმა და ბოლოს მაინც გაეცინა. -გიჟი ხარ და სწორედ შენმა გიჟურმა საქციელმა მიიპყრო ჩემი ყურადღება.რაღაც კარგი სუნი მცემს,მარიამი რაღაც კარგის ამზადებს.ავდგეთ და ვნახოთ? -ყველიან ბლინებს უკეთებს გიორგუნას.უთხრა ანამ. -შენ როდის გამოაცხობ ჩემთვის?ან იცი საერთოდ კერძების კეთება? -არ მოგკლავ მშიერი ნუ გეშინია,ბექა შენი მშობლები?რატომ არასოდეს ახსენებ მათ. -ჩემი მშობლები დაიღუპნენ მაშინ,როცა მე ძალიან პატარა ვიყავი და მამის ძმამ გამზარდა,მაგრამ რომ გავიზარდე და ვიცოდი ის ჩემს გვერდით იქნებოდა ყოველთვის მანაც დამტოვა და დავრჩი მარტო. არ გინდა ანა წარსულზე საუბარი სევდიან ხასიათზე დავდგებით და ამიტომ უკეთესია მომავალზე ვიფიქროთ,ახლა კი ავდგეთ თორემ კუჭი ამტკივდა მარტო ამ სასიამოვნო სუნს რომ ვყლაპავ.წამოხტა ორივე საწოლიდან და კარებთან მისულმა ანა დაიჭირა თვალებში ჩახედა და უთხრა. -ანა მომეცი პირობა რომ ერთმანეთის ნდობა გვექნება,მე შენ სიგიჟემდე მთელი გულით მიყვარხარ და უშენოდ არ შემიძლია.დამპირდი,დამპირდი რომ ასე გაგიჟებით აღმაგზნებ 70 წლის ასაკშიც კი.მპირდები? -მე კი გაგაგიჟებ 70 წლის ასაკში,მაგრამ შენ გექნება რამის თავი?გულიანად გაეცინა ანას რომელმაც ბექაც კი აიყოლია. -მე რისი თავი მექნება მაგი მერე ვნახოთ,შენ მპირდები? -გპირდები საყვარელო,სიბერეშიც ისე გაგაგოჟო როგორც ახლა გაგიჟებ.უთხრა და ბექას ბაგეებს წაეტანა და გემოც კარგად ჩაატანა -სული რომ მოითქვა ორივემ ბექამ უთხრა. -მიყვარხარ. -რას ნიშნავს ოჯახში კარგი დიასახლისი რომ ტრიალებს.სამზარეულოში გიორგი შევიდა და გულმა ფრიალი დაუწყო,როცა მარიამი დაინახა იქ მოფუსფუსე. -თავადო გიორგი აბრძანდით? -მარიამ ნუ ცელქობ,თორემ დაისჯები.მარიამმა არ მიაქცია ყურადღება გიორგის სიტყვებს,ტაში შემოკრა და ყველას გასაგონად თქვა. -აბა ყველამ მოწესრიგდით და ნოყიერი საუზმე მივირთვათ.ხალისიანი დილა,ფორთოხლისა და გრეიფუტის ფრეშით,გემრიელი ყველიანი ბლინებით,აბა შეივსეთ და დაიმუხტეთ ენერგიით ბიჭებო. -ყველაზე ენერგიული და ხალისიანი დილა დაიწყო,დილა საყვარელ ადამიანთან ერთად,მაგრამ გარშემო იდიოტების ხროვა აფუჭებს განწყობას.თქვა გიორგიმ და მარიამს თვალი ჩაუკრა. -შენ თავად იდიოტო.შეუღრინა ლაშამ მაგრამ შემდეგ თვალებგაფართოვებული უცქერდა მარამის მიერ გაწყობილ მაგიდას. -ვაუუუ,მარიამ ეს შედევრები შენმა ხელებმა შექმნა?რა საოცარი დილაა ხალხო,აბა დროზე შემოვუსხდეთ სუფრას.გაოცებული დასჩერებოდა ლამაზად გაწყობილ სუფრას გელაც. -ასეთი მზრუნველი ცოლი რომ გეყოლება ესაა ცხოვრება.თქვა ლაშამ. -ცოლი მარტო იმისთვის გინდა გემრიელი კერძები გიკეთოს ლაშიკო? -აბა,ცოლი სხვა რაში უნდა გინდოდეს. -ლაშა სცდები,ცოლი ეს შენი მეორე ნახევარია,შენი მეორე მე არის და ის ჩვენი,მამაკაცების კუჭის მოსამსახურე არ უნდა იყოს.უნდა დავაფასოთ და მაშინ უხარია ამ გემრიელობების კეთება როცა ის უყვართ და როცა მასაც აფასებენ.თქვა გიორგიმ და ლაშას თვალები დაუბრიალა. -დაჯექით ხალხო,იწვალა ამ ადამიანმა და ხომ უნდა შევაფასოთ.მარიამ ამ ბლინების სასიამოვნო არომატმა ძილი დამიფრთხო და მოვიდა დრო დავაგემოვნო და ხელობა შეგიფასო.თქვა ბექამ და მაგიდას მიუჯდა.-რას მიყურებთ დაბრძანდით,თქვენ არ იცით კუჭ-ნაწლავი და ნერვიული სისტემა კავშირში რომ არის ერთმანეთთან?ხოდა მარტო ცქერა კი არა ამ შესანიშნავ ბლინებს ასე რომ გვიყურებს დაწითლებული გვერდებით დავაგემოვნოთ. -ჩანგალი სწორად დაიჭირე ხელში.სიცილით უთხრა ალექსიმ და გვერდით მიუჯდა. -დაბრძანდით და მიირთვით,თქვენ თუ არ გშიათ დააცადეთ ბექას საუზმე მიირთვას მშვიდ გარემოში.უთხრა მკაცრად ანამ ბიჭებს. -ოჰოოო,შენი დაცვა ჭირდება უკვე ამ ყმაწვილს?ირონიულად უთხრა რატიმ ანას. -ჩემი გულსაწყალი,სულ ჩემს დაცვას რომ ცდილობს.დამიცავი საყვარელო თორემ შემჭამენ მე ეს ვირები.უთხრა ბექამ ანას. -დაგიცავ აბა რას ვიზამ.უთხრა ბექას და სხვებს თვალები დაუბრიალა.მარიამმა გააწყო მაგიდა ყველაფერი მოიტანა რაც კი გაამზადა,ყველა მიიპატიჟა მაგიდასთან,გიორგი კი არსად არ ჩანდა.ფრთხილად მიუკაკუნა სააბაზანოს კარებზე და დაუძახა. -გიორგი აქ ხარ? -ხო,ახლა შემოვედი წყალს გადავივლებ უცებ და გამოვალ. -კარგი,ჩქარა შენ გელოდებით ყველა.ამ დროს მარიამის ტელეფონმა დარეკა და მარიამს გაეღიმა ნომერს რომ შეხედა. -გისმენთ,ქალბატონო რუსუდან. -მარიააააამ გცემ რომ დავბრუნდები.უთხრა რუსომ მარიას. -რატომ?გაეღიმა მარიამს. -მარიამ ძალიან გთხოვ,უბრალოდ რუსო. -კარგი,შევეცდები. -ასე,აბა მითხარი ახლა როგორ ხართ,რას შვრებით.გიორგი სად არის ვურეკავ და არ მპასუხობს. -წყალს ივლებს და სხვები ელოდებიან,უყურებენ გაწყობილ მაგიდას და ...............ვერ დაასრულა მარიამმა სიტყვა,რომ გიორგის ღრიალი მოესმათ. -ანააააააააა გველო, თვალით არ დამენახო რომ გამოვალ გარეთ.სად დასრიალებ,რა გინდოდა აქ.მოგკლავ სულერთია ახლა ვერ გადამირჩები,ჩემი ხელით გამოგასალმებ სიცოცხლეს. -რა მოხდა მარიამ.შეშინებულმა იკითხა რუსომ. -არც მე ვიცი რა ხდება,მაგრამ ის ვიცი ანამ ისევ რაღაც იეშმაკა რამაც გიორგი ძალიან გააბრაზა. -ოხ ანა,ოხ ანა როდისმე დაჭკვიანდები?თქვა რუსომ. -ახლა ამათ რა დააწყნარებს.შეწუხდა მარიამი. -მარიამ რამე არ დაამტვრიოს მაგ გიჟებმა,თორემ გიორგის რომ გადაურჩეს ანა მე მოვკლავ.გიორგი გარეთ გამოვიდა,თავზე შავი თმების ნაცვლად ლურჯი თმები ჰქონდა და პირდაპირ ანასკენ წავიდა. -ფეხი არ გაადგა,თორემ უარესი შენთვის.ანა ჯერ ბექას ამოეფარა,გიორგიმ ბექა გვერძე მოისროლა ანას ხელი დაავლო,მაგრამ გაუსხლტდა ხელიდან და უკან ხევით წავიდა ბაკლონზე შედგა და ძირს გადაეშვა.ვერავინ ვერ მოასწრო მისი შეჩერება და ყველა შეშინებული მივარდა ვერანდას და ძირს ჩაიხედეს,ანა კი იდგა და ღიმილით უცქერდა მაღლა ბიჭებს.გიორგის ბექას გადახედა გაბრაზებულმა და უთხრა. -მიხედე თორემ მოვკლავ,გეფიცები დავამახინჯებ. -დაწყნარდი და მოდი მოგაშორებ ამ ლურჯ ფერს,სად ჯანდაბაში ნახა ეს საღებავი. -ბედისწერას უბრალოდ მოსწონს ჩემი ცოცხალი ცხოვრების წესი და შენ არ გაქვს უფლება მომისპო ის.ეს წუხანდელის არის,ასე რომ მე წინ მივიწევ.მოესმათ ანას ხმა გარედან,მარიამმა მოაცილა შეძლებისდაგვარად გიორგის საღებავი,მხოლოდ აქა იქ ჰქონდა დარჩენილი და ანამ რომ შეხედა უთხრა. -ლურჯი თმები მოდაშია ისე,ხალხს ეგონება მოდას მიყვები და ლურჯი მელირება გაქვს გაკეთებული. -შენ გაბედე და სახლში შემოდი?წყნარად უთხრა გიორგიმ. -კი აქ ვარ და ვტკბები საკუთარი ნახელავით. -მე შენ წუხელ გითხარი,დღესაც გითხარი და ახლაც გიმეორებ მიხედე,თუ არ მიხედავ მე მივხედავ.წყნარად უთხრა გიორგიმ ბექას.ბექამ კი ანას შეხედა და ანიშნა დაწყნარებულიყო რადგან ამჯერად ზედმეტი მოუვიდა.დილა არავის არ გაუფუჭა გიორგიმ და ისევ ხალისიანად გაგრძელდა,თუმცა გულში გეგმებს აწყობდა.ანამაც იცოდა,რომ გიორგი დღევანდელ დღეს,ასე იოლად არ გაატარებდა. -ვიღაცის ტელეფონი კისერს იტეხს,მიაქციეთ ყურადღება ხალხო ვისია.ხმამაღლა თქვა მარიამმა. -რას გაიგონებ ამათ ხმაურში.უი ჩემი ტელეფონია უცხო ნომრით ვინ მირეკავს?გაკვირვებული იყო ლაშა მაგრამ უპასუხა. -გისმენთ. -უკაცრავად,ბატონი ლაშა გამყრელიძეს ვესაუბრები? -დიახ,დიახ მე გახლავართ. -უკაცრავად,მე ადვოკატი ქეთევან მშვილდაძე გახლავართ. -გისმენთ, მაგრამ ადვოკატი მე..... -ვიცი რომ გაგიკვირდათ,მაგრამ თქვენს სახელზე არის ანდერძი რომელიც უნდა გადმოგცეთ,გთხოვთ მობრძანდით. -ვინ დატოვა ანდერძი შეიძლება რომ მითხრათ? -მაპატიეთ,მაგრამ სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით.ადგილზე მობრძანდით და დაწვრილებით იმფორმაციას აქ გაიგებთ,სხვა მე არაფლის თქმა არ შემიძლია. -მითხარით მისამართი სად მოვიდე და მე ჩემს ადვოკატთან ერთად მოვალ.ლაშამ ხელით ანიშნა გიორგის ტელეფონი მომეციო და გიორგიმაც მისცა ტელეფონი,სადაც ლაშამ მისამართი ჩაიწერა.გაოცებულმა გათიშა ტელეფონი და ჯერ კიდევ გაურკვევლობაში იყო და ვერაფერს ვერ ამბობდა,შემდეგ კი გელას უთხრა. -გელა შენ მჭირდები დღეს და შენ უფრო გაარკვევ რა ხდება. -ლაშა ვინმე ხომ არ გიჩივის რამეზე. -არაფერი არ ვიცი.ვიღაცა ძველი ნათესავი იქნება და ალბად ვალი დამიტოვა,სხვას არაფერს არ ველოდები,მე იღბალი არ მაქვს ვინმემ რამე დამიტოვოს.თქვა ლაშამ. -ნუ მოიწყენ ლაშა და ხელს ნუ ჩაიქნევ,ჯერ ხომ არ იცი რა ხდება.ეს შენი ცხოვრების ფრონტის ხაზია და სულ მალე გაიგებ გადაკვეთავ თუ ვერა მას.უთხრა მარიამმა თბილად.-ცუდზე ნუ ფიქრობ,კარგზე იფიქრე.ვინ იცის შესაძლებელია რომ არ ელოდები ისეთი ამბით დატვირთული წამოხვიდე იქედან და შენი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალოს. -გამოვიდა დედა ტერეზა სიტყვით. -ანა რა აუტანელი ხარ ხანდახან,უნდა შეაშინო ადამიანი თუ უნდა დაამშვოდო.გაბრაზებულმა შეხედა მარიამმა ანას. -წადი ლაშიკო წადი და ან გამდიდრებული მოხვალ და ან დაქცეული,ამ ორიდან ერთ-ერთი აუცილებლად იქნება,გინდა ნიძლავი დაგიდო? -რა სადისტი ხარ,მართლა გველივით ასრიალებ ენას და სადაც გინდა,რომელ ხვრელშიც გინდა იქ ძვრები შენი შხამიანი ენით და რა დოზით გინდა იმ დოზით ანთხევ შხამს.გაუბრაზდა გიორგი. -წავიდეთ ლაშა და გავიგოთ რა ხდება,იქნებ მილიონერი დაბრუნდე იქედან ჰა?თვალი ჩაუკრა გელამ.გელა და ლაშა ერთად წავიდნენ,მარიამმა სახლი მიალაგა და დაღლილი ჩაესვენა სავარძელში და წიგნის კითხვას შეყვა,სულ გამოეთიშა სამყაროს როცა გიორგი სახლში დაბრუნდა და მარიამს კითხა ანა სად არისო,მაშინ დაუბრუნდა რეალობას. -მარიამ რა სიწყნარეა,ანა სად არის? -არ ვიცი აქ იყო,დაურეკე ტელეფონზე მართლა სად წავიდა.შეწუხდა მარიამი.გიორგიმ ტელეფონში ანას ნომერი მოძებნა და დაურეკა,მაგრამ უშედეგოდ გათიშული ჰქონდა. -მიუწვდომელი არისო,სად წაბოდიალდა აწი.მოვა სად წავა. -ბექას დაურეკე იქნებ ერთად არიან? -მაგიც მართალია,როგორ ვერ მოვიფიქრე.ამ დროს ბექაც დაბრუნდა,ცოტა ხანში ლაშა და გელაც მოვიდა მაგრამ ანა სად იყო არცერთმა არ იცოდა,უკვირდა ყველას ასე უხმოდ და ჩუმად ანას გაუჩინარება,რომ ანა ნამძინარები და თმა აბურძგნული გამოვიდა საძინებლიდან. -ანა სახლში ხარ?როგორ შემაშინე ტელეფონი გათიშული რომ გქონდა.უთხრა მარიამმა მაგრამ ანამ გიორგის შეხედა და სიცილით უთხრა. -რაო მაჩო თმები დაიდაბლე?არ მოგეწონა ლურჯი მელირება? -აუტანელი ხარ,ვერ გიტან.უთხრა გიორგიმ და მასაც გაეცინა,შემდეგ კი ორივე ლაშას და გელას მიუბრუნდა. -აბა რა ქენი ლაშუნკულა მდიდარი დაგვიბრუნდი თუ შევქმნათ საქველმოქმედო ფონდი,სხვისი ვალის გასასტუმრებლად.რაო,ანდერძმა რამდენში გადაგაგდო?ყველაზე მხიარული ლაშა ამჯერად უხმოდ იჯდა და არაფერს არ ამბობდა,გიორგის შეეშინდა და გელას შეხედა. -რა ხდება აღარ იტყვით?რამ დამუნჯა ასე ამოიღეთ ხმა. -გიორგიიი,ადვოკატი არის გეფიცები გული ლამის ამომივარდა. -რა ხდება მერე რისთვის დაგიბარა,რა წერია ამ ანდერძში ან ვისგან არის. -მოკლედ,არ ვიცი საიდან და როგორ ან ვინ არის აზრზე რომ არ ვარ და ამაში ალბად დედაჩემი დამეხმარება რომ გამარკვიოს,მაგრამ,კიდევ მაგრამ გიორგი რამდენიმე ათას ლარზე ან დოლარზე რომ იყოს საუბარი კიდე ხო,აქ საუბარია მილიონზე ან მილიონებზე გვარად კი გამყრელიძეა.კახა გამყრელიძე.ყველა დუმდა და ყველა ჩაფიქრებული იყო. -მოიცადე ანდერძი გაიხსნა უკვე?წაიკითხეთ?მე ვიცი ეს რა და როგორ ხდება,მეც ანდერძით გადმომეცა სახლი და მთელი მისი უძრავ-მოძრავი ქონება ჩემი მოხუცი დედობილისგან. -ეს დალუქული ანდერძი იყო გიორგი რომელიც ჩვენს წინაშე გაიხსნა და შიგნით წერილი და ერთი სიდი იყო.წერილი წავიკითხეთ რომელშიც მხოლოდ ეს წერია,იყურე ეს სიდი და თუ ისე გააკეთებ ყველაფერს როგორც აქ არის მოთხოვნა გადმოგეცემა ყველა ის ქონება რაც ჩემს საკუთრებაშია ჯერ კიდევ,და ეს უნდა მოხდეს ერთ თვეში,მხოლოდ ერთ თვეში. -მერე რა ვქნათ?არ ჩავრთოთ და არ მოვუსმინოთ რას ითხოვს? -ვნახოთ,მოვუსმინოთ რა არის ჩაწერილი სიდზე და მერე ვიმსჯელოთ.თქვა გელამ და სიდი ჩართო,ვიდეო გაიხსნა და ეკრანზე ჭაღარა,ძალიან ლამაზი და სანდომიანმა მოხუცი გამოჩნდა ღიმილიანი სახით.ის მოხუცი იყო,მაგრამ მაინც შერჩენოდა ახალგაზრდობის სილამაზე მის სახეს. -ამ წუთში შენ მე მიყურებ,ესე იგი მე აღარ ვარ ცოცხალი და ამ ჩანაწერმა შენამდე მოაღწია.პირველ რიგში მე შენს წინაშე მინდა დავხარო თავი და ბოდიში მოგიხადო,რადგან მე შენ დედის მუცლად მყოფი მიგატოვე.შვილო ლაშა მე არ ვიყავი კარგი მამა,შემეშინდა და გავექეცი მამა შვილურ პასუხისმგებლობას,ამ გრძნობას რომ კაცი გაექცევა ის კაცი მამად ვერასოდეს ვერ ივარგებს.ზუსტად 26 წლის წინ სიღარიბეს და პრობლემებს გავექეცი,ამ ორთან ერთად,მე ჩემს სიყვარულსაც რადგან ვერ გავამართლე ჩემი ნათქვამი დაპირებები,რაც საყვარელ ქალს დავპირდი,უფრო სწორად საყვარელ ბავშვს.ის ჩემს ასაკთან ძალიან,ძალიან პატარა იყო.გამიჭირდა მისი დატოვება,მაგრამ მეტი გზა არ იყო.ჯერ შორიდან ვადევნებდი თვალს,შემდეგ მუშაობა დავიწყე და ფულს ვაგროვებდი.ჩემი ფიქრები მხოლოდ და მხოლოდ იქ იყო საიდან მეშოვა ბევრი ფული.მე მინდოდა იმდენი მემუშავა რომ სახელი მქონებოდა საზოგადოებაში,ეს გავაკეთე მაგრამ დაგკარგეთ თქვენ,ყველაზე ძვირფასები.ეს ყველაფერი კი მე შენთვის გავაკეთე,შენს გამო ლაშა.ერთი წუთით არ იფიქრო,რომ ჩემს ხელებს ვინმეს სისხლის სუნი ასდის,არა შვილო მე მეთევზე ვარ და ჩემი ცხოვრება ზღვამ შთანთქა ისე ღრმად,რომ ვეღარ გამოვედი ზღვის ფსკერიდან.მე შენ მიყვარხარ მაგრამ მე დამნაშავე ვარ შენს წინაშე,დავაშავე მაგრამ მინდოდა შენ გქონოდა ყველაფერი და გაქვს კიდეც,ნუ გამიბრაზდები შვილო მაგრამ სრული უფლება გაქვს გაბრაზდე,არც მომისმინო და შესაძლებელია თქვა კიდეც თუ რატომ მოგძებნე ამდენი წლის შემდეგ უკვე ღრმად მოხუცებულმა.არ იფიქრო ალბად მოვლა ჭირდებაო,არა შვილო მე მომვლელიც მყავს და ჩემს თავს ჯერ კიდევ ვუვლი თავად,მაგრამ ბოლომდე მომისმინე.მე შენი ყველა ნაბიჯი ვიცი,შენი საქმიანობაც ვიცი,შენი სამეგობროც რომლებსაც ძალიან ვაფასებ ყველას და მიხარია ასეთი კარგი ხალხის წრეში რომ ტრიალებ.ლაშა მე დედაშენის სიყვარული ბოლომდე გულით ვატარე და მისთვის არასოდეს არ მიღალატია.მიხედე მას მოეფერე,გააძლებინე და სიბერის წლები დაუამე შენი კარგი ადამიანობით.ადამიანს ყველაზე მეტად სისუსტე კლავს,მე სისუსტემ დამაკარგინა თქვენი თავი,მაგრამ ისევ სისუსტემ გამაძლიერა და დღემდე მოვედი ამ სიძლიერით და თქვენი მონატრებით.დღეს მინდა შენ დაგიტოვო ყველაფერი.ამ ჭაღარას ახლა რომ ხედავ თქვენზე დარდითაა გათეთრებული,ეს ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრაა,ვერ გხედავ მაგრამ მაინც გეფერები შორიდან.თუ რა გერგო ჩემგან ამას ადვოკატი გეტყვის შეხვედრისას,ლაშა ამ ყველაფერს მიიღებ მაშინ და გახდები მდიდარი ადამიანი თუ ერთ თვეში დაქორწინდები.ერთი თვე, ლაშა მხოლოდ ერთი თვე გაქვს დრო.სიჩუმე მეფობდა სახლში,სრული სიჩუმე და რამოდენიმე ადამიანის ღრმა ამოსუნთქვა. -ერთ თვეში ვინ მოვიყვანო ტო, ასე ბრმად ვის მოვკიდო ხელი.თქვა ლაშამ. -მოიცადე ნუ მიცემ თავს გოდებას,რაღაც გზა გამოჩნდება.თქვა გიორგიმ. -ალიკა არ მოვა?თქვა გელამ -გუშინ რომ წავიდა მერე ტელეფონზედაც არ დაურეკია.თქვა გიორგიმ. -დააცადეთ, ახალი დაქორწინებულია ადამიანი.თქვა ანამ. -რაღაც არ მომწონს მე მაგის წრიალი და მეშინია,რამე არ მოიმოქმედოს მარტო მყოფმა.ამ დროს გელას ტელეფონმა დარეკა. -გელა ჩქარა განყოფილებაში მოდი. -რა ხდება.იკითხა გელამ შეშინებული ხმით. -ჩქარა მოდი.უყვირა მოსაუბრემ და გაუთიშა,მაგრამ ახლა ალიკას ზარი დაფიქსირდა გელას ტელეფონზე,მაგრამ ალიკა ხმას არ იღებდა და გელა მიხვდა,რომ არ უნდა დაელაპარაკა. -გამარჯობა ალიკა როგორ ხარ. -გამარჯობა მოღალატევ.პირდაპირ უთხრა ალიკამ. -შენ როდის დააყენებ შენს უკანა ნაწილს,ან შენ და ან შენი სამეგობრო. -შენ დააყენებ როდისმე?ყველა მიიღებს იმას რასაც იმსახურებს,მაგრამ მე უდანაშაულოდ მოვიხადე 10 წელი არ ჩადენილი დანაშაულისთვის,ახლა კი ვიბრძვი იმისთვის დავიბრუნო ის რაც ჩემია.გეგონათ შეგრჩებოდათ?თქვენი დროც მოდის ნელა ნელა და თქვენ გადაიხდით თქვენი ჩადენილი ცოდვებისთვის. -გინდა შენი მიიღო?ხვდები რომ რისკზე მიდიხარ? -ჩემთვის ღირს ამ რისკზე წასვლა. -დრო რომ აღარ გაქვს სიცოცხლის? -დრო მე მაქვს,შენ არ შეგიძლია ჩემი სიცოცხლე შეწყვიტო. -სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ უნდა შევძლო. -რისთვის უნდა მესროლო რომ გამაჩუმო?რომ კიდევ უფრო მეტი ხალხი გამწაროთ?რაო პარტნიორი ჩამოგაშორეს და ახლა მარტო გინდა ხალხის ქონება დაითრიო? -ნაბრძანები მაქვს გაგაჩუმო ან იარაღით ან ისე როგორც დედაშენი გააჩუმეს.ალიკას სიბრაზე და სისხლი ერთიანად მოაწვა თვალებში,მაგრამ თავი მოთოკა და მშვიდად უთხრა. -მესროლე,შენ თუ იმის გამო გინდა მესროლო რომ გამაჩუმო რაღას ელოდები,მესროლე და გამაჩუმე,მაგრამ ხომ იცი ადრე თუ გვიან სიმართლე მაინც დადგინდება და დიდხანს არ დაიმალება.წლებია უკვე ცოდვით სავსე ცხოვრობ,როგორ გზიდულობს დედამიწა ასეთ დამძიმებულს.არ გიმძიმს სიარული ამოდენა სიმძიმეს რომ დაატარებ?სუნთქვა?როგორ სუნთქავ ან საერთოდ როგორ ცხოვრობ.მე არ მეშინია სიკვდილის,რადგან მე ადამიანურად ვცხოვრობ.მესროლე,არ მეშინია.გინდა იარაღით შემაშინო,ვერა ვერ მოახერხევბ მაგას ანზორ შენ მე ვერასოდეს ვერ მნახავ აკანკალებულს და მოცახცახეს.ანზორი რომელიც ემზარ გეგენავას მარჯვენა ხელი იყო მასაც წვლილი მიუძღოდა ალიკას ოჯახის გაუბედურებაში,ახლა დგას და ალიკას იარაღს უმიზნებს,მაგრამ ვერ მოახერხა,რადგან მის უკან იარაღმომარჯვებული სამართალ დამცავები დადგნენ. -გამარჯობათ ბატონო ანზორ.ანზორი შებრუნდა და მის წინ უამრავი პატრულის თანამშრომელი იდგა და გაოცებული უცქერდა მათ. -რაო ანზორ არ გველოდი?აქ იტყვი სად გყავთ ალიკას დედა თუ განყოფილებაში დაკითხვის ოთახში დავსხდეთ კომფორტულად და იქ ვისაუბროთ დაწვრილებით დეტალებზე.ანზორიმ მიხვდა,რომ მართლმსაჯულებას ვერსად ვერ გაექცეოდა და ალიკას დედის ასგილსამყოფელი თქვა.ალიკამ ეცა ანზორს და რამოდენიმეჯერ ისე ძლიერ დაარტყა გელას ეგონა შემოაკვდა ხელში და უყვირა. -რა ქენი,გინდა ამ ნაბიჭ...ის გამო ციხეში ჩაჯდე? -მე მაგათ გამო,მაგათი ჩადენილი დანაშაულისთვის მოვიხადე სასჯელი,სასჯელი გელა რომელიც არ მეკუთნოდა.მაგათ სასამართლო არ სჭირდებათ,მე გადმომეცით და მე გავასამართლებ,მე მივუსჯი სასჯელს ჩემი ოჯახის გაუბედურებისთვის,მამაჩემის სიკვდილისთვის,დედაჩემის ცოცხლად დამარხვისთვის.ამას გასამართლება არ უნდა გელა ამას და მის დამქაშებს ტყვია უნდათ,მაგრამ არა,არც ტვიას არ დავხარჯავ ამათთვის,ესენი წამებით უნდა მოკვდნენ ისე რომ მეხვეწონ ვესროლო და დავასრულო მათი არსებობის წუთები.ღრიალებდა ალიკა და გელამ ხელი მოხვია. -დაწყნარდი,დასასრულიც დადგა.შემდეგ იქვე მდგარ ორგანოს მუშაკებს უბრძანა. -გადაიყვანეთ განყოფილებაში.უეცრად ალიკა ხელიდან დაუსხლტდა,იქვე პატრულის მანქანაში ჩახტა და წავიდა,გელამ მიხვდა სადაც მიდიოდა და დაუყვირა. -არ გაბედო მარტო წასვლა,ხაფანგი არ იყოს და არ მიგიტყუილოს იქამდე.მეც შენთან ერთად მოვდივარ.უთხრა გელამ და კიდევ ორ თანამშრომელთან ერთად წავიდნენ ალიკას ყოფილ სახლში.მიჰქროდა და ისე სწაფად მიდიოდა ვერც კი გაანალიზა რომ სიჩქარე უნდა დაეგდო,როგორც იქნა მიუახლოვდა იმ სახლს,სადაც მისი ბავშვობის წლები 15 წლის ასაკში დაიმსხვრა.შესასვლელ ჭიშკართან დაცვა იდგა და ალიკას წინ დაუდგა,ალიკამ კი ცალი ხელით მოიქნია და რამოდენიმე მეტრის მოშორებით გადააგდო,ეზოში შევიდა და შეჩერდა,თვალი მოავლო იქაურობას და წუთიერად გაიარა ყველა ბედნიერმა კადრმა მის გონებაში.დაინახა თითქოს მამა იდგა სახლის კარებთან და უღიმოდა.ცრემლი მოერია,მოიწმინდა ხელით და კარებთან მივიდა დააკაკუნა,მაგრამ არავინ გაუღო.სახლიდან ხმაური გამოდიოდა.ერთი ძლიერი გამოქანება და კარი შეამტვრია რაზედაც სახლიდან ქალების კივილის ხმა მოჰყვა.გაკვირვებული უცქერდა ალიკას სახლის დიასახლისი და მასთან ერთად რამოდენიმე სტუმარიც. -რომელი ხართ სახლის პატრონი. -მე ვარ.გამოვიდა ყველაზე წინ ქერა და მაღალი ქალბატონი რომელიც უამრავი სამკაულებით იყო შემოსილი. -დარწმუნებული ხარ რომ შენ ხარ ამ სახლის დიასახლისი? -ჩვენ ეს სახლი ვიყიდეთ ათი წლის წინ და რა თქმა უნდა დიასახლისიც მე ვარ.უპასუხა უტეხად ალიკას. -ვისგან იყიდეთ,მამაჩემისგან რომელიც შენმა ქმარმა მოკლა ჩემს თვალის წინ აი აქ ამ კიბეებთან,თუ დედაჩემისგან რომელიც 10 წელია ცოცხლად გყავთ დამარხული ამ სახლის ნესტიან სარდაფში.ხელი ჩაავლო მხრებში და აჯანჯღარებდა ქალს. -ალიკა ხელი გაუშვი,მიხედავს მათ სამართალდამცავები. -სად გყავთ. -ვინ.ამოიკნავლა შეშინებულმა ქალმა. -სად გყავთ დედაჩემი.უღრიალა ალიკამ კთხვა. -არ ვიცი,მე არაფერი არ ვიცი. -გელა ათქმევინე თორემ შემომაკვდება.უთხრა გელას.ყველა გაოცებული იყო და ხან ალიკას უცქერდნენ და ხან მათ მასპინძელს. -სარდაფიი საით არის შეგიძლიათ მიმითითოთ? -მოსამსახურე წაგიყვანთ იქ.უთხრა ხმის კანკალით. -რატომ მოსამსახურე,არ გაინტერესებს მთელი ეს წლები სად გყავთ ცოცხალი ადამიანი დამწყვდეული?არ გაინტერესებს საერთოდ ვინ იყო ეს ქალი ასე რომ დასაჯეთ?რა უფლებით,რა უფლებით წაართვით ცხოვრების წლები.ვინ ხარ,ღმერთი?ალიკამ წინ გაიგდო შეშინებული ქალი და სარდაფის კარს მიადგა,ქალი ალიკას უცქერდა და შიშისგან კანკალებდა. -რას მიყურებ ადამიანის მწამებელო.გააღე კარი.გააღო სარდაფის კარი და იქ გრძელი კიბე დახვდა რომელიც სარდაფის სიღრმეში ჩადიოდა,ვერ შეძლო,ვერ გაბედა და უკან დაიხია. -ალიკა გამოდი სხვას ჩავუშვებ და ნახავს რა სიტუაციაა.გელას ტელეფონმა დარეკა. -გისმენ გიორგი. -??? -მივაგენით,მაგრამ ჯერ ვერ ჩავდივართ არ ვიცით იქ რა როგორ დაგვხვდება. -??? -კარგი,მოდი თუ მოგვისწრებ.ტელეფონი გათიშა და ალიკას შეხედა. -გიორგი მოდის,მალე აქ იქნება. -თქვენი შვილები სახლშია?შეეკითხა ქალს ალიკამ და ქალმა თანხმობის ნიშნად დაუქნია თავი. -დაუძახე აქ მოვიდნენ.ქალმა უკან მიიხედა და შვილები მის გვერდით დადგნენ,ორი ალიკას ასაკის მამაკაცი და ერთი გოგოც რომელიც ზედმეტად გადაპრანჭული იყო.ალიკას ჩაეცინა და ოთხივეს ანიშნა. -ჩადით. -სად.გაუკვირდათ სამივეს. -სად და სარდაფში.უღრიალა ალიკამ.სახლში გიორგი და ბიჭები შემოცვივდნენ და ალიკას გვერდით დადგნენ. -რას ველოდებით,არ ჩავდივართ?იკითხა ალექსიმ. -გამიშვით მე ჩავალ.თქვა გიორგიმ და წინ წაიწია,მაგრამ ალიკამ ხელით შეაჩერა. -არა გიორგი ესენი უნდა ჩავიდნენ და თავიანთი ხელით უნდა ამოიყვანონ აქ დედაჩემი.ბიჭებს მეტი გზა არ ჰქონდათ და სარდაფის კიბეებს ჩაუყვნენ,უკან გაჰყვა მათ ორგანოს რამოდენიმე წარმომადგენელი და ალიკამაც ვეღარ გაძლო,სირბილით ჩაიარა კიბეები სიბნელეს ნელა ნელა თვალი შეაჩვია და ცოტა ხანში საგნებიც გაარჩია.კუთხეში ერთი საწოლი იდგა ძველი მატრასით,ზედ კი წლებისაგან გატანჯული ქალი იჯდა და ქანაობდა.გაბრაზდა ალიკა და იქვე მდგომ ბიჭებს ეცა იმდენი ურტყა ორივეს დაასისხლიანა,გოგოსაც მოუქნია ხელი რომელიც ერთ-ერთ კუთხეში მიაგდო.გელა გაოცებული იდგა და თვალებში ცრემლიც კი ჰქონდა.როგორი უგულო უნდა იყო ადამიანი,ასე რომ მოექცეს ქალს.ეტყობოდა ქალს რომ ფსიქიურად ვერ იყო კარგად,ალიკა მიუახლოვდა ხელით ააწევინა თავი და თან ტიროდა.ქალს სიცოცხლის აზრი დაკარგული ჰქონდა და მისი სული უპირქუბო მიწაზე ნაიბარად იყო.ხელებზე და ფეხებზე სილურჯეები ჰქონდა რომელიც ყველამ შეამჩნია.ალიკას დედა ახსოვდა ზედმეტად მოწესრიგებული და კოპწია,ლამაზი ქალბატონი,ახლა კი მის წინ იჯდა წლებისგან დაუბანელი და ბინძური სამოსით ქალი,რომელსაც მჭლე ხორცის სუნი ასდიოდა.სადღა არის მონარნარე ნებიერა სული,ეს ადამიანი უბრალოდ მატერიის უნებლიე ტყვე არის,დროისა და სივრცის პატიმარი,პატიმარი სასჯელის გარეშე მაგრამ მაინც დასჯილი,მხოლოდ ჩუმი პატიმარი.პატიმარი რომელიც ათი წელი ებღაუჭებოდა კედლებს,მაგრამ უშედეგოდ.მთელი ეს წლები სიკვდილს ნატრობდა და საუკუნო სიჩუმეს,უეცრად ყველას გასაკვირად ცრემლი გადმოუგორდა მისი სიცოცხლისაგან ჩამქვრალი თვალებიდან.ხელი წაიღო ალიკას სახისკენ, მაგრამ უკან წაიღო დამალა თითქოს შერცხვა ჭუჭყიანი ხელის გამოჩენა, ალიკამ კი ხელზე მოკიდა ხელი და სახეზე მიიდო დედის ხელი და გაიგონა მისი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები. -შენ მოხვედი,მიპოვნე და მაინც მოხვედი.მე არავარ მკვლელი,მე არ მომიკლავს მამა.ალიკა აღრიალდა ხმამაღლა და გულში ჩაიკრა ატირებული დედა.ზიზღით სავსე თვალებით შეხედა იქვე მდგარ დედას და შვილებს,რომლებსაც ცხვირზე ხელი აეფარებინათ და იმ ადგილიდან გაქცევაზე ფიქრობდნენ.ალიკამ ხელში აიყვანა ძალა გამოცლილი დედა და სასწრაფოს მანქანაში დააწვინა.სახლში შებრუნდა და თითქმის კიბეზე ამოსული დედა და შვილები ისევ სარდაფში დააბრუნა და ჩაკეტა. -ალიკა ეს არ შეიძლება,შენ ვერ გამოუტან მათ განაჩენს მათ კანონი,სასამართლო და მართლმსაჯულება მიხედავს. -რომელი მართლმსაჯულება,რომელი სასამართლო და რომელი კანონი გელა.იღრიალა ალიკამ. -გამოუშვი და წაიყვანებენ,ესენი ყველა სასჯელს მოიხდის.გპირდები,გეფიცები მე ვიზრუნებ ამათზე რომ დაისაჯონ სამართლიანად.ალიკამ გელას შეხედა და ჩახლეჩილი ხმით უთხრა. -ცოტა ხნით იყოს,გთხოვ თუნდაც ერთი კვირა,მინდა ვნახო ჩემი თვალით როგორ ამოვლენ იქედან და რას იტყვიან როგორ გაძლო 10 წელი დედაჩემმა იქ.მხოლოდ ერთი კვირა,გასაღები მე მექნება,წყალსაც არ მივაწოდებ მათ. -ალიკა საავადმყოფოში წავიყვანოთ?იკითხა ლაშამ. -არა,არა სახლში მოსაწესრიგებელია,დასაბანი და მერე რატის დავურეკავ მოვა ნახავს და თუ საჭიროება მოითხოვს და რა თქმა უნდა მოითხოვს ექიმის ყურადღებას გადავიყვანთ აუცილებლად საავადმყოფოში. ალიკა თავად გაყვა სასწრაფოს და სახლში მისვლამდე დედასთვის ხელი არ გაუშვია,ნანი ბებომ ისეთ მდგომარეობაში რომ შეხედა შვილს გული წაუვიდა,კარინა კი იდგა და ვერ გაეგო რა გაეკეთებინა.ალიკამ შეატყო დაბნეულობა და ცრემლიანი თვალებით უთხრა. -მოგვიანებით აგიხსნი ყველაფერს,ახლა კი უნდა მომეხმარო. -მაპატიე საყვარელო,მაგრამ მართლა დავიბენი.მითხარი რა გავაკეთო,რაში დაგეხმარო. -პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა დავბანოთ კარინა. -კარგი ახლავეს გავამზადებ აბანოს და შემაყვანინე შიგნით შენ და სხვას მე გავაკეთებ. -კარგი,მიდი ჩქარა.კარინამ სასწრაფოდ გაამზადა აბანო და ალიკამ ფრთხილად შეიყვანა სააბაზანოში დედა ვანაში ჩააწვინა.ნანი ბებომ აკანკალებული ხელებით შეეხო შვილის საოცრად დასუსტებულ სხეულს და ყველა ნაკვთი დაუკოცნა.კარინამ ასევე ნანი ბებოს გვერდით საწოლი გაამზადა და ალიკამ გაიყვანა ხელით, ჩააწვინა თბილ საწოლში დაბანილი,დასუფთავებული და შუბლზე აკოცა დედას.ლალი ხმას ვერ იღებდა,ჯერ კიდევ სიზმარში ეგონა თავი და შეშინებული კარებს უცქერდა,ეშინოდა კიდევ არ მოსულიყვნენ და კიდევ არ წაეყვანათ სახლიდან.ლალის გამოხედვამ შეაშინა და დააფიქრა ალიკა რადგან მის გამოხედვაში იყო სევდაც და შიშიც.მისი გულის კედლები გაცრეცილი და ჟანგმოკიდებული იყო,ნანი ბებოს ხელს ჩაებღაუჭა და ასე ჩაეძინა.ფრთხილად გამოართვა ჩაძინებულს ხელი და საძინებელი ფრთხილი ნაბიჯებით დატოვა,ცრემლიანი თვალებით შეხედა გელას და გულში ჩაიკრა მადლობის თქმაც ვერ მოახერხა იმდენად უკანკალებდა მთელი სხეული. -ეს ჩემთვის ძალიან დიდი საჩუქარია ამ სიბერის ჟამს,მადლობა შვილო. -მთავარია დასრულდა ტანჯვა და კაკონიერად დაისჯბა დამნაშავეები. -დაისჯებიან კი?დღევანდელ საქართველოში ხომ სამართალი არ არსებობს,არც კანონი არ კანონობს. -დაისჯებიან,გპირდებით რომ დაისჯებიან საკადრისად.ახლა კი ვფიქრობ კარგია ლალი დეიდა ექიმმა შეამოწმოს და ანალიზებიც ყველაფერი უნდა აუღოთ,ქალი ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე შესამოწმებელია. -კი დედა,კი შვილო ეს აუცილებელია.გახარებული,მაგრამ მაინც დაძაბული საუბრობდა მოხუცი.კარინამ ფორთოხლის წვენი დაუწურა და ოთახში შეუტანა,ეგონა ეძინა მაგრამ არა ის იწვა და ტიროდა,ჩუმად და შეუმჩნევლად სდიოდა ცრემლები.კარინამ გაუღიმა საწოლზე ჩამოუჯდა თავი წამოაწევინა და თავისივე ხელით დაალევინა ცოტა,მაგრამ ცოტა მოსვა მისი კუჭი თითქმის გადაჩვეული იყო სასმელს.ნერვიულობით,ტანჯვით და მონატრებით ადრიანად დაბერებულს და გათეთრებულს მაინც ემჩნეოდა მისი სილამაზე. -დასვენება გჭირდებათ,მალე ექიმი მოვა და ყველაფერი კარგად იქნება.ყველა ალიკას გვერდით იყო და ალიკას სიხარული გულით უხაროდათ,მაგრამ წინ ჯერ სერიოზული სირთულეები იყო გადასალახი.მალე მოვიდა რატი და ყურადღებით დაათვალიერა პაციენტი,სუნთქვას მოუსმინა და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი. -რატი რა ხდება.შეეკითხა შეშინებულმა ალიკამ. -ალიკა ლალი დეიდას ჯამრთელობა სერიოზულ ფორმაშია,სასწრაფოდ უნდა საავადმყოფო და უნდა გამოკვლევები,ანალიზები და ყურადღება.ვიცი აქ ყურადღებას არ მოაკლებთ,მაგრამ იქ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება 24 საათის განმავლობაში.მისი ორგანიზმი დასუსტებულია და უნდა გადასხმები,უნდა ვიტამინები და უნდა კარგი კვება. -მერე,რას ველოდებით გადავიყვანოთ ახლავეს.თქვა გიორგიმ. -ჩვენ არა,სასწრაფოს გამოვიძახებ და ისე გადავიყვანთ რადგან ის ძალიან დასუსტებული.გადაიყვანეს,ლალი კვალიფიციურმა ექიმებმა შეამოწმეს,მისი ყველა ანალიზი ყურადღებით შემოწმდა და რატიმ ერთი კვირის განმავლობაში კარგი დაკვირვების შემდეგ უთხრა ალიკას. -არ ინერვიულო,ალიკა კიდევ მადლობა უფალს რომ მისი მდგომარეობაში მყოფი როგორც ჩვენ ვნახეთ გასაკვირია რომ ცოვხალი არის.ორგანიზმი როგორც გითხარი ძალიან დასუსტებულია და დაავადებულია ფილტვები. -ეს რა გამოდის,რომ ფილტვების სისუსტე აქვს? -კი არ გამოდის,ასეა.ალიკა მას ტუბერკულიოზი აქვს,მაგრამ კარგი მკურნალობით და კარგი კვებით შეგვიძლია ის განვკურნოთ. -შეიძლება?ეს ავადმყოფობა ინკურნება? -თუ დროზე მივეშველებით ინკურნება და ლალი დეიდას როგორც ანალიზებმა აჩვენა ახალი შემდგარია და ამიტომ შეგვიძლია მისი განკურნება.ალიკა ის აქ უნდა დარჩეს და მკურნალობა დღესვე უნდა დავიწყოთ. -რამდენი დრო დაჭირდება ამ ყველაფერს,რომ შედეგი მივიღოთ. -ვფიქრობ სულ მცირე,სულ მცირეს გეუბნები 6 თვე.ეს ჩემი ვარაუდია,მაგრამ დაურეკე და მალე მოვა სპეციალისტი ამ ყველაფრის და ის გვეტყვის გარკვევით ყველაფერს. -რატი როგორც უკეთესია დედაჩემისთვის ისე უნდა გავაკეთოთ,მაგრამ მე რა გავაკეთო ის მითხარი,რა მევალება.მითხარი, რომ მეც რაღაც შემიძლია მისი კარგად ყოფნისთვის.უთხრა ალიკამ. -შენ ყველაზე მეტი შეგიძლია,უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე და არ იგრძნობს რომ ღელავ,რომ გეშინია მისი დაკარგვის. -არის მაგის საშიშროებაც და არ მეუბნები?სევდიანად შეხედა რატის. -ჯერ-ჯერობით ასეთს ვერაფერს ვხედავ,მაგრამ რთული და სერიოზული პაციენტი რომ არის ამას არც ვფარავ ალიკა. -კარგი,ყველაფერს გავაკეთებ და როგორც მისთვის აჯობებს ისე მოვიქცევი. -ალიკა მენდობი? -გენდობი და მჯერა შენი რატი. -ხოდა ეს ყველაზე კარგი სტიმულია,გპირდები მე ლალი დეიდას გადავარჩენ.იმათ რა უქენი,ისევ იქ არიან?კითხა რატიმ. -გუშინ გაუღე კარი და ყველა დაკავებულია,ყველამ იცოდა რომ სახლში ცოცხლად დატყვევებული ადამიანი იყო.უმაღლეს სასჯელს მოვითხოვ მათთვის და ამის გამო ვიბრძოლებ ბოლომდე. -იმსახურებენ,ნამდვილად მკაცრი სასჯელის ღირსები არიან.შენ საქმეებს მიხედე,აქ ყველაფერი კარგად იქნება.დადგება ფეხზე,ის ძლიერია ძალიან ძლიერი. -რატი შეიძლება?რატის კაბინეტში ექიმი შემოვიდა რაღაც ქაღალდებით ხელში. -მობრძანდი,მაიკო ეს ჩვენი ახალი პაციენტის შვილია და ჩემი უახლოესი მეგობარი. -გამარჯობათ.მიესალმა მაიკო ალიკას და შემდეგ რატის მიუბრუნდა. -აბა აქ რა გვაქვს,რამე სასიხარულოს მეტყვი? -სასიხარულო ის არის ექიმო,რომ ავადმყოფობა პაციენტს ახალი შეყრილი აქვს და არ არის რთული მისი განკურნება. -ამას ჩვენ თავშიც ვვარაუდობდით გადამოწმების გარეშეც. -კი ვვარაუდობდით,მხოლოდ არ ვიცი თქვენ როგორ მოიქცევით და მიიღებთ რომ პაციენტი აქ უნდა დარჩეს,აქ უნდა იყოს ექიმების ყურადღების ქვეშ,ეს კი თქვენი გადასაწყვეტია.არ იფიქროთ,რადგან განკურბებადია ეს იოლია,ეს რთული დაავადებაა და სანამ ბოლომდე არ გასუფთავდება ფილტვები თქვენი ერთად ცხოვრება საშიშია,რადგან ასეთ ავადმყოფს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება. -რა თქმა უნდა დავაწვენთ და ექიმების ყურადღების ქვეშ იქნება. -არა მარტო ეს,მას სიარულიც უჭირს და მას სჭირდება ფსიქოლოგიც,რადგან შევატყვე რომ შიშები აქვს ეს ლოგიკურიც არის რომ ეშინია.ალიკამ რატის შეხედა და რატიმაც უთხრა. -ეს საუკეთესო ვარიანტია და თქვენთვისაც უკეთესია.ალიკა საშიში არაფერია დამიჯერე,ეს ლოგიკურიც არის ამდენი წლის შემდეგ ასეთ ვითარებაში ეს ავადმყოფობა რომ დაემართა,მთავარია რომ განკურნებადია.მეც ეს არ გითხარი?მაიკო არა მარტო კოლეგა,ჩემი ახლო მეგობარიც არის და ასე რომ ჩვენ ორივე შენს გვერდით ვართ. -თქვენ უკეთ იცით რატი რა როგორ ჯობია,ამიტომ გავაკეთოთ ისე როგორც საჭირო და აუცილებელია.იყოს აქ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ თანახმა ვარ,მხოლოდ გამოჯამრთელდეს.უთხრა ორივეს ალიკამ. -მაიკო ეს შენი პაციენტია და მე უბრალოდ ვარ შენს გვერდით,მხოლოდ საუკეთესო პალატაში უნდა გადავიყვანოთ და არ არის საჭირო ბევრი ხალხი მასთან ერთად,ასე უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს. -კარგი,ყველაფერი ისე იქნება,როგორც თავად პაციენტისთვის და თქვენთვის იქნება უკეთესი.გაუღიმა მაიკომ ალიკას და შემდეგ რატის მიუბრუნდა. -მე გავალ და შემდეგ გნახავ. -კარგი მე დღეს აქ ვარ. -მორიგე ხარ?. -მორიგე ვარ,ლევანის შევუცვალე. -ააა,გასაგებია.მაიკო გავიდა და ალიკამ თვალმოჭუტულმა შეხედა რატის. -რატი რა ხდება? -არაფერიც არ ხდება ალიკა.შეუბღვირა რატიმ მაგრამ ალიკას გაეცინა და უთხრა. -ახლა თუ არ ხდება ამ წუთში,მალე მოხდებაააა. -ნუ მიშლი ნერვებს,მაიკოს შვილი ჰყავს.უთხრა მოწყენილად. -მერე რა, რომ შვილი ჰყავს.ჰყავდეს, ქმარი ხომ არ ჰყავს? -არა,ქმარი არ ჰყავს.ის მაშინ მიატოვა ქმარმა,როცა ჯერ კიდევ არ იცოდა მაიკო ფეხმძიმე რომ იყო.შემდეგ სულ მარტომ გაზარდა შვილი. -მდააა,მძიმე სურათია.თქვა ალიკამ და რატის შეხედა,რატიმაც შეხედა ალიკას და გაეცინა. -წადი,მომშორდი ყველაფერი კარგად იქნება. -მე მივდი...............ალიკას ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა საუბარი დახედა და გელა იყო. -გისმენ გელა. -სასწრაფოდ მოდი განყოფილებაში,ხელი უნდა მოაწერო მნიშვნელოვან საბუთებზე. -რა საბუთებზე.გაუკვირდა ალიკას და რომას შეხედა. -მოდი აქ და გაიგებ.გეგენავა დანებდა და თანახმაა ყველაფერი დაგიბრუნოს,ქონებას გიბრუნებს ალიკა ისე რომ არც ბრძოლობს. -ღადაობ?არ მჯერავს ასე უბრძოლველად დანებდეს.გაუკვირდა ალიკას. -იცის რომ ამჯერად გაება მაგრად ობობას ქსელში და წააგებს,ჰგონია სასჯელს შეუმსუბუქებენ ამით. -კარგი,კარგი მოვდივარ.ალიკა რატის მიუბრუნდა და უთხრა. -მე მივდივარ,მაგრამ ჩვენ საუბარი არ დაგვისრულებია. -ხომ მშვიდობაა. -კი,კი მშვიდობაა და ყველაფერი კარგადაა.უთხრა ალიკამ და თვალი ჩაუკრა. -იცი რას გეტყვი რატი?ყველას თანგადაყოლილს უფლება გაქვს შენს პირად ცხოვრებას მიხედო და ეს პირადი შენს ცხვირის წინ გიტრიალებს.ნუ დაბრმავდები,კარგად გაახილე მაგ თვალები.მივდივარ და მოგვიანებით მოვალ.არც დააცადა რატის სიტყვის თქმა ისე გავიდა კაბინეტიდან.რატიდან წამოსული დედასთან შევიდა და ლალი უფრო მოცოცხლებული მოეჩვენა,სახეზედაც უფრო კარგი ფერი ჰქონდა.ალიკას შეხედა და ნელი დასუსტებული ხმით უთხრა. -მაპატიე. -რა გაპატიო დედა,შენ არაფერი გაქვს საპატიებელი. -მაპატიე,რომ ბავშვობა დაგიმსხვრიე. -დედა,დედა გთხოვ ნუ იხსენებ იმ მწარე მოგონებებს.დავივიწყოთ მწარე და მტკივნეული წარსული და მომავლის იმედით ვიცხოვროთ.მხოლოდ ერთი პირობით. -რა პირობით შვილო. -არ დაგავიწყდეს,რომ მე შენ უზომოდ მიყვარხარ.შენ ჩემი გმირი დედა ხარ,ქალი რომელმაც წლები გაუძლო ძლიერ ტკივილს და ტანჯვას.მე გპირდები,რომ დაგავიწყებ ტკივილიან წარსულს და ვიცხოვრებთ ლამაზად ერთმანეთის გვერდით,ერთმანეთის სიყვარულში.ახლა გავრბივარ და მალე მოვალ,აუცილებელი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. -ალიკა იმ სახლში არ დამაბრუნო. -ის სახლი ჩვენია დედა,მხოლოდ ის დაგვრჩა მამასგან. -არა,არ მინდა იმ სახლში ყოფნა.შიში გამოესახა ლალის სახეზე. -კარგი,არასოდეს არ წაგიყვან იქ დედა. -არც შენ წახვიდე,იქ დაგიჭერენ და დაგამწყვდევენ.უთხრა ჩუმად ისე რომ თითქოს სხვას არ გაეგონა. -კარგი დედა დაწყნარდი,ყველაფერი კარგად იქნება.საავადმყოფოდან გამოსულს გიორგი,ბექა,ლაშა და ალექსი შეხვდა და ალიკამ მოუყვა მათ ლალის შიშების შესახებ. -დაშინებულია და დრო უნდა მდგომარეობიდან რომ გამოვიდეს.თქვა გიორგიმ. -ახლა სად მიდიხარ.კითხა ბექამ. -გელასთან მივდივარ,გეგენავას ნამუსმა შეაწუხა და ქონებას მიბრუნებს. -ეს სასიხარულო და უნდა ავღნიშნოთ.თქვა ლაშამ. -შენ შენს საქმეზე იზრუნე,სულ მალე დამთავრდება თვეც.უთხრა ღიმილით ლაშას გიორგიმ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.