შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (ოცდამეჩვიდმეტე თავი)


4-07-2018, 19:27
ავტორი murachashvili
ნანახია 2 927

როგორც უკვე აღვნიშნე ზურას დაბრუნებას მოჰყვა ბოჭორიშვილებთან მოსიარულე სტუმრების მომატებაც, ხალხმრავლობა არასოდეს აწუხებდა და არც ამჯერად გაუპროტესტებია ნინოს, თუმცა ერთი ადამიანის სტუმრობამ ნამდვილად გააოცა. ერთ დღეს რეპეტიტორისგან დაბრუნებულს სამზარეულოში მაგიდასთან მჯდომი მამა და გაზქურასთან დიასახლისივით მოტრიალე გია შალიკაშვილი დახვდა. მამაკაცებს ზედმეტი ფამილარობის გარეშე მაგიდაზე გაეშალათ გაზეთი, ზედვე ედოთ ლუდით სავსე ბოთლები, ერთი ბოთლი თითქმის ჩაცლილი ჭაჭა და გამომშრალი, გაფხიკინებული, მლაშე თევზი.
- უკაცრავად?! - გაოგნებული უმზერდა გოგონა შარვალ-კოსტუმის ნაცვლად სპორტულად გამოწყობილ მამაკაცს, რომელსაც ქურთუკის მკლავები კარგი დიასახლისივით დაეკაპიწებინა, წინსაფარი აეფარებინა და გაზქურასთან ტრიალებდა.
- ნუ გეშინია, სამზარეულოს არ დავწვავთ, უბრალოდ კარტოფილს ვწვავთ! - აშკარად ნაბახუსევმა ისე შესცინა ზურამ თითქოს შალიკაშვილის მათთან სტუმრობა ყოველდღიური მოვლენა გახლდათ.
- იმედია! - ყრუდ ჩაილაპარაკა ნინომ და იქვე მდგომ ტაბურეტზე მოთავსდა - ერთმანეთს იცნობთ, დიდი ხანია, საიდან?
- რამდენი კითხვაა? ასეთი ცნობისმოყვარეობაც არ შეიძლება! - სიცილი დატუქსა შვილი ზურამ.
- ძნელია ერთ უბანში ცხოვრობდე და ერთმანეთს არ იცნობდე. - ნინოსდა გასაკვირად, ზედმეტად მეგობრული ტონით ისევ შალიკაშვილმა უპასუხა - გახსოვს, ბავშვობაში თქვენს ეზოში კარტოფილები რომ შევწვით?
- ეგ შეწვა კი არა, დაწვა უფრო იყო... - - წარსულის გახსენებაზე ჭინკები უხტოდა ზურას - არც კი იცი, ფიცრებისა და სხვადასხვა ძველმანებისგან ქოხი გვქონდა აშენებული.
- ქოხი კი არა, „შტაბი“... - სიცილით შეუსწორა გიამ, გაზქურიდან კარტოფილი ტაფიანად გადმოგდა და შუაში ჩადგა - მამაშენი რამდენიმე წლით დიდი იყო და უბნის ყოჩად ითვლებოდა.
- შენ ყოჩი?! - ორმაგად გაოცდა ნინო.
- არასოდეს გაგიმხელია ხომ, ჩვენი ვაჟკაცობები? - ზურას გახედა გიამ.
- ეტყობა მოსაყოლად არ ღირდა. - ირონიული რეპლიკა არ დაიშურა გოგონამ.
თუმცა მისი სიტყვები ან ვერ გაიგეს ან ყურადღება არ მიაქციეს. ერთი კი გამოხედა გიამ და ისევ გააგრძელა თხრობა:
- მოკლედ სახლიდან კარტოფილი მივიტანეთ და ვითომ ინდიელები ვიყავით კოცონი შიგ ქოხში დავანთეთ.
- და?
- მგონი უთქმელადაც მიხვდი. ცეცხლი მოედო ფიცრებს, გადავიდა ძველმანებზე და დაგვეწვა. ძლივს მოვასწარით გარეთ გამოღწევა... - სიცილს ვერ იკავებდა ზურა.
- ანუ მშიერი დარჩით?! - როგორც იქნა შუბლიგახსნა გოგონამ და გულიანად აკისკისდა.
- როგორ გეკადრებათ, პატარა ქალბატონო. მთელი მონდომებით ვეძებდით ნახშირში დარჩენილ კარტოფილებს.
- არადა, იმ დანახშირებულ კარტოფილზე გემრიელი თუ რამე მეჭამოს ბოზ... უსინდისო ვიყო... - მყისვე შეცვალა შალიკაშვილმა.
- რომ დაუკვირდე, სულაც არ გვქონია ცუდი ბავშვობა. - სინანული ვერ დამალა ზურამ.
- თურმე არ გვქონია. - ღიმილით დაეთანხმა გია.
- თუ ასეთი ახლო მეგობრები იყავით, ერთმანეთს რატომ დაშორდით? - ინტერესით ჩაეკითხა გოგონა.
- რავიცი, ცხოვრებაა რა, ხან ასეა, ხან ისე. - პასუხს აშკარად თავი აარიდა შალიკაშვილმა.
- ანუ ცხოვრება, - ირონიულად გაეღიმა უმცროს ბოჭორიშვილს - ეს სიტყვა ყველაფერს ამართლებს?
- არა, შენ ასეთი პირდაპირი ნამდვილად არ ყოფილხარ, ვის გავს ასეთი ფიცხი?! - მხიარულად ახარხარდა გია.
- ეტყობა დედას. - კბილებში ღრენით გამოსცრა ნინომ.
- არა მგონია, ნატა იმდენად გულისხმიერი და თბილი იყო, - თავი დანანებით გააქნია მამაკაცმა - დედაშენი რომ არა, ახლა ცოცხალიც არ ვიქნებოდი.
- ერთი შეცდომა ყველას მოსდის. - ჩვეულებისამებრ ისევ წინ გაუსწრო ენამ.
- ნინო! - შვილის სიუხეშით გაღიზიანებულმა ზურამ ხმას აუწია.
- რა ნინო?! - საბოლოოდ გაცხარდა გოგონა - ამიხსნი, რას აკეთებს ეს კაცი ჩვენთან?
- მამაშენს სამსახური შევთავაზე. - ზურას ნაცვლად უპასუხა შალიკაშვილმა.
- მერე, რა უპასუხე? - მამას მიაჩერდა დაძაბული.
- მშვენიერი წინადადებაა, მხოლოდ სულელი თუ იტყვის უარს. - აშკარად გულწრფელი იყო კაცი.
- ხუმრობ?! - ბოლო იმედს ებღაუჭებოდა გოგონა - შენ? როდის აქეთ გვსტუმრობენ კრიმინალები, მის ბანდაში რა უნდა აკეთო?
- ასე არ გამიზრდიხარ, შინ მოსულ სტუმარს აყენებ შეურაცყოფას? - იფეთქა უფროსმა ბოჭორიშვილმა.
- ცოტაც და მართლა დავიჯერებ, რომ ის ლეგენდები რასაც ჩემზე თხზავენ მართალია. ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვთ ჩემზე, პატარა ქალბატონო! - დამცინავად უღიმოდა მამაკაცი.
- ვერაფერი გავიგე, რატომ მაინცდამაინც მასთან?! - ცრემლებით სავსე თვალებით უმზერდა მამას.
- ჩემთან არა. - მყისვე უარყო გიამ - ლარსზე საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი ჩემი, ჩემი რა, ჩვენი საერთო მეგობარია. გამოცდილი კადრები სჭირდებათ. ზურას მიღებაზე უარს ნამდვილად არ იტყვის. - ისევ შალიკაშვილმა იკისრა სიტუაციაში გარკვევა - კარგად იცით, რომ რუსეთში ჩემი ბიზნესი მაქვს, ზოგჯერ მეც თუ დამეხმარება ამით რა დაშავდება?
- ბატონო გია, თქვენ თუ ასე ჩემს გაჩუმებას ცდილობთ, დედას გეფიცებით, ისედაც არ ვაპირებ რამის თქმას. - მუდარით უმზერდა ხმა აკანკალებული ნინო.
- რატომ შემიძულე შეგიძლია ამიხსნა?! რას მსაყვედურობ, ცოცხალი რომ ვარ, თუ იმას რომ დაგიჯერე? - ასე სახელდახელოდ ნაკოწიწებ მოთმინებას საბოლოოდ კარგავდა გია. აღაც მეგობარს ერიდებოდა, ჯიქურ უმზერდა აწურულ გოგონას.
- რაზე საუბრობთ? - გულწრფელად გაოცებული უმზერდა წყვილს ზურა.
- მე უბრალოდ თქვენი გადარჩენა მინდოდა. - ყელში მოაწვა ბოღმა ნინოს.
- მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ბუღა მე არ მომიკლავს!... - კბილების ღრჭიალით გამოუცხადა გიამ - რაც შეეხება ლარსზე მუშაობას. არ ვიცოდი, მეგობრის დახმარება დანაშაულად თუ ითვლებოდა?
- ბუღა რა შუაშია? შენ რა გაკავშირებს ამ ამბავთან? ბოლოსდაბოლოს ამიხსნით რა ხდება?! - თავდახრილ შვილს ერთი კი შეხედა, მაგრამ რადგან პასუხი ვერ მიიღო ისევ მეგობარს მიაჩერდა ზურა.
- ვერა! - ცივად გამოსცრა მამაკაცმა.
- რას ქვია ვერა, სად გაყავი თავი? - ისევ გოგონას მიუბრუნდა.
- არსად მამა, არსად, - გაღიზიანებული ნინო სამზარეულოდან გავარდა.
თითქოს ისევ სახლიდან წასვლის მიზეზს ეძებდაო ზურა, შალიკაშვილს სიხარულითაც კი დაეთანხმა.
შეეჩვია, შეეგუა. აღარც მამის იშვიათ სტუმრობას აპროტესტებდა, აღარც მის სამუშაოს. თითქოს ყველაფერი ქონდა ბედნიერებისთვის. ცხოვრება ისევ დაუბრუნდა ჩვეულ კალაპოტს. გაუჩნდა ახალი ოცნებები, ახალი მიზნები. რომელთათვისაც ბრძოლაც ღირდა და წვალებაც. აქამდე თუ მეგობრები ეჩიჩინებოდნენ უნდა ისწავლოო, ახლა გაორმაგებული ძალებით თავადვე უტევდა წიგნებს. ყველაზე მეტად უნდოდა ბავშვობის ოცნების ასრულება, სტუდენტობა. წარმატებული კარიერა და ამ ყველაფრის საყვარელი ადამიანისთვის გაზიარება. მთელი გულით უნდოდა გიგას მისით ეამაყა. თვალებში ის აღტაცება და აღფრთოვანება შეენიშნა თავად ასე ულევად რომ აფრქვევდა. მაგრამ გიგინეიშვილი თითქოს განზრახ იკავებდა თავს. ოდნავ შესამჩნევი ღიმილით უმზერდა პატარა ბავშვივით აჟიტირებულ ნინოს და მხოლოდ შუბლზე კოცნით შემოიფარგლებოდა. უყვარდა, რათქმა უნდა უყვარდა, მაგრამ რაღაც დაეკარგა გიგინეიშვილს. ცხოვრება გადიოდა ბანალურად, არაფრით გამორჩეული, უკვე წინასწარ დაგეგმილი დღეებით, ბირჟაზე მდგომი ბიჭები, საღაამოობით თუ ნარკოტიკი არა, გონების დაკარგვამდე სმა, რომ ლომკა მოხსნოდა და ცდა.
სჯეროდა, რომ როგორც კი ნინო მასთან გადავიდოდა ცხოვრებას აზრი მიეცემოდა, ყველა პრობლემა თავისთავად დალაგდებოდა, მისი სიყვარულის გამო წამალზეც უარს იტყოდა და სასმლისკენაც აღარ გაიხედავდა. გგონიათ იტყუებოდა?! არა, ამას უმტკიცებდა მკლავებში მოქცეულ ქალიშვილს და თავადაც გულწრფელად სჯეროდა, რომ ნებისმიერ დროს უარს იტყოდა წამალზე. იმდენად თვითდაჯერებული იყო, რომ წამითაც არ დაუშვია საპირისპირო.
თუმცა მაინც იყო მათი ერთად ყოფნის შემაფერხებელი გარემოებები:
პირველი: გოგონას სკოლა უნდა დაემთავრებინა - სხვა თუ არაფერი ბიჭებში „უჩენიკი“ ცოლის ყოლა ტეხავდა, თორემ მასზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, როგორც კი ზურა ყაზბეგში გადავიდა, იმ დღესვე მასთან წაიყვანდა.
მეორე: ვაჟისდა გასაკვირად, გამოჩნდა ახალი მოთხოვნა, მომავალ დედამთილს, უწიგნური რძალი არ სჭირდებოდა და დღის წესრიგში ქალიშვილის უპირობოდ უნივერსიტეტში მოწყობაც შევიდა.
- რა სისულელეა? ცოლად რომ მოვიყვან, შემდეგ ვერ ჩააბარებს? - ხმამაღლა გააპროტესტა დედის მოთხოვნა.
თუმცა დედის გაკაპასებული თვალები რომ შეამჩნია მაშინვე გაჩუმდა.

დიდხანს ცდა ნამდვილად არ დასჭირდათ. გიგასდა გასახარად, ნინომ წარმატებით დაასრულა სკოლაც და მისაღები გამოცდებიც ჩააბარა, საქართველოს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში“ იურიდიულ ფაკულტეტზე მართალია, მისი მეგობრების მსგავსად დასწრებულზე ვერ მოხვდა, მაგრამ მისი ქულები დაუსწრებლისთვის ნამდვილად საკმარისი აღმოჩნდა. აზრადაც არ მოსვლია მიღებული ქულებიდან გამომდინარე სხვა ფაკულტეტზე საბუთების გადატანა, ნაწილობრივ აწყობდა კიდეც თუ ყოველ დღე უნივერსიტეტში არ მოუწევდა სიარული, სხვა თუ არაფერი მალე დაოჯახებული ქალის სტატუსით მოუწევდა ცხოვრება.
მეუღლესთან ერთად ყაზბეგისკენ მიმავალმა ნინომ გვერდულად გახედა დაძარღვულ ხელებზე მამაკაცს და წარსულის მოგონებებმა სახე გაუნათა. ვინ მოსთვლის რამდენი ოცნება ჰქონდა თექვსმეტი წლის გოგონას?! ერთ-ერთი ხომ ქორწინება იყო?! როგორც იქნა დაიგეგმა, როგორც იქნა გადაწყდა მარიამობას ქორწინდებოდნენ. სამეგობროსა და ოჯახისწევრების ამ პატარა შეკრებას ალბათ ასეთი პომპეზური სახელი არც შეეფერებოდა, თუმცა რადგან პატარძალს თეთრი სადედოფლო კაბა ეცვა მოდით მეც ქორწილად მოვიხსენიებ.
- ბედნიერი იყო?!
- ალბათ!
- შეყვარებული?!
- ალბათ!
- უცნაურია საკუთარი ქორწილის დღეს პატარძალი ასეთ გაურკვეველი სიტყვებით გპასუხობდეს?!
- ალბათ!
თუმცა ის მაინც ის იყო. ერთი ჩვეულებრივი გოგო, 16 წლის, გრძელი, წაბლისფერი თმით.
- ლამაზი?!
- ალბათ, თუმცა ის ეუბნებოდა, რომ ულამაზესი! იქნებ მართალი იყო, იქნებ?!... არ უკითხავს, ამ საკითხზე არ დაფიქრებულა! ისიც ყოფნიდა, მას რომ „ელამაზებოდა“!
მიუხედავად იმისა, რომ მათ ქორწინებას ვიწრო წრეში აღნიშნავდნენ, თეთრი, ბანტის საქორწილო კაბის ჩაცმა მაინც დაიჟინა. ათრთოლებული თითებით ეფერებოდა. გგონიათ ჭირვეულობდა? არა, მკერავს დედამისის ძველი კაბა გადააკეთებინა, უნდოდა ამ დღეს მასთან ყოფილიყო. დედის გახსენებაზე გული ეტკინა, როგორ უნდოდა მისი ბედნიერება მასაც გაეზიარებინა. თეთრი მარგალიტებით გაფორმებული კორსეტის მორგებაშიც ხომ ისევ დედამისის უახლოესი მეგობარი ეხმარებოდა. აკეცილ თმაზე გრძელი ბანტის ფატაც დაიმაგრა და მომზადებაც დაასრულა. სარკეში საკუთარ გამოსახულებას აკვირდებოდა. თავადაც კი აღიარა, რომ ლამაზი იყო. ბედნიერების სხივი სახეს უნათებდა. საკუთარ გრძნობებში არეული, ეიფორიაში მყოფი, უზომოდ შეყვარებული ელოდა მას.
ავტომობილების სიგნალების ხმა შორიდანვე ესმოდა. გული გამალებით უცემდა, პულსაცია მატულობდა, თითქოს შორიდანვე გრძნობდა როგორ უახლოვდებოდა, არც ცდებოდა, რამოდენიმე წამში ზურას თანხლებით მის ოთახში კლასიკურად გამოწყობილი გიგა შევიდა.
- აბა, მზად ხართ?! - ხალისიანად კითხულობდა ვაჟი.
ზურა გაფითრდა, ხედავდა როგორ უთრთოდა ტუჩები, თუმცა ემოციების მოთოკვა მაინც მოაახერხა, უჭირდა? ალბათ! ერთად-ერთი ქალიშვილის გათხოვება მარტივი არ უნდა ყოფილიყო, მიუხედავად ყველაფრისა, ვერ შეეგუა.
- შენით იამაყებდა! - სახელს ვერ ახსენა - ბედნიერებას გისურვებთ!
ისედაც გულჩვილს, თვალები ცრემლებით აევსო, ბოღმა ყელში მოაწვა და მამას მოეხვია.
- მიყვარხარ, თავს მოუფრთხილდი!
ათრთოლებული ხელებით ძლიერად მიიკრა. მის მკერდში დამალული, თავს ისევ პატარა გოგოდ გრძნობდა. ეშინოდა, დიახ, ეშინოდა იმ მომავლის, სადაც ისიც უფროსი იქნებოდა, მეუღლე, ცოლი და იქნებ დედაც კი?! რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, უნდოდა ეთხოვა, ქორწინებაზე უარი ეთქვა, ერთხელ კიდევ ეკითხა, ერთხელ კიდევ ეთხოვა, დაფიქრება. საკუთარ თავზე ცოფდებოდა. რამოდენიმე თვის წინანდელი მათი საუბარი გაახსენდა, თითქმის ემუდარებოდა:
- კიდევ ერთხელ დაფიქრდი, იქნებ სულაც არ არის ისეთი იდეალური, შენ რომ გეჩვენება?
ის კი, ჯიუტად იმეორებდა, რომ უყვარდა, რომ უმისოდ ვერ იცოცხლებდა!
მიუხედავად იმისა, რომ გიგას მიმართ სიმპატიით იყო განწყობილი, მამამ რამოდენიმე დღე მაინც ახვეწნინა. შვებით ამოისუნთქა, როცა მისი თანხმობა მიიღო. ახლა კი ეშინოდა, საკუთარი თავის, გრძნობის და იმ დღეების საკუთარი ოჯახისგან შორს რომ უნდა გაეტარებინა, თუმცა მამა მიუხლოვდა, თითქოს მისი განცდები იგრძნო, შვილის მარჯვენა გულში ჩაიკრა, აცახცახებულ თითებზე აკოცა.
- ჩემი ანგელოზი ხარ, ჩემი დედოფალი!
შვილის მარჯვენას თავადვე ჩაუდო ხელში საყვარელ მამაკაცს. გიგას უმზერდა ასე ძვირფას თვალებში და შიშიც უქრებოდა. მის მზერაში არეკლილ საკუთარ დამფრთხალ გამოსახულებას ხედავდა და საკუთარი ეჭვების თავადვე შერცხვა. თავი დამნაშავე ბავშვივით დახარა და მზერას აარიდა.
- ულამაზესი ხარ! - სულ ოდნავ შეეხო ტუჩებით და ცეცხლი მოეკიდა, გული ამოხტომას ლამობდა. ოთახიდან მისაღებში ერთად გავიდნენ. მის მხარს ამოფარებული ცალი თვალით იჭყიტებოდა.
- ასეთი ეგოისტი როგორ ხარ?! პატარძალი დაგვანახე! - იცინოდნენ მეგობრები.
- ამ სილამაზეს თქვენთვის ვერ გავიმეტებ! - მხარზე ხელს ხვევდა და ჩვეულებისამებრ შუბლზე ოდნავ ეხებოდა.
ზურა თვალს არიდებდა. მეგობრები, ნათესავები იხუტებდნენ, ეფერებოდნენ, ულოცავდნენ. ის კი წითლდებოდა, იღიმოდა და ცეკვავდა.
თეთრი ბანტის კაბა ფრიალებდა და ფარფატებდა ნინოც. მისი ხელები შიშველ მხრებზე ეხებოდა, მკერდზე იკრავდა. დაიღალა, მაგრამ მის ძლიერ მხრებზე დაყრდნობილს, ეგონა ჰაერში დაფრინავდა, ცოტა არ იყოს, ეუხერხულება ხალხის დასანახად მასთან ასე ახლო დგომა, ასე ჩახუტება, თუმცა დღეიდან ხომ მისი იყო?!
- დაიღალე?! - ყურთან ესმოდა გიგას ხმა, თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა - იცოდე, დაძინება არც კი გაბედო, ამ დღეს იმდენ ხანს ველოდი! - დაბნეული უმზერდა ვნებაჩამდგარ თვალებში.
დაბნეული თვალებს აფახუნებდა, გაუბედავად ცდილობდა კოცნაზე ეპასუხა. ვნების ალი წვავდა, ისედაც დაღლილი, სისუსტეს გრძნობდა და ალბათ, ის რომ არა ადგილზე დავარდებოდა, ზედმეტად ართობდა გიგას მისი დაბნეულობა, კმაყოფილი, ზემოდან დაჰყურებდა.
- იმაზე გემრიელი ხარ, ვიდრე წარმოვიდგენდი! - თითქოს ადრეც უთქვამს მსგავსი სიტყვები, არ იცოდა რატომ, მაგრამ ახლა განსაკუთრებით შერცხვა, გაწითლდა და თვალებით მამას დაუწყო ძებნა. დარბაზში არ ჩანდა.
- ნეტა სად წავიდა?! - წამიერად გაუელვა თავში და ცეკვის რიტმს აყოლილს, გრძნობებით მთვრალს სწრაფადვე მიავიწყდა.
- წასვლის დროა! - ვნებიანად ეუბნებოდა ის.
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, ღიმილით მოავლო თვალი საკმაოდ შეზარხოშებულ სტუმრებს, ერთობოდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ. მათი წასვლა დიდად არავის შეაწუხებდა, იქნებ ვერც კი შეენიშნათ, წვეულების მიზეზთა გაქრობა, თვალებით ისევ მამას ეძებდა, ერთ-ერთ მაგიდასთან იდგას, ვიღაც, ნინოსთვის უცნობი მამაკაცი ვინ იცის მერამდენედ უხსნის სიყვარულს.
- მამაჩემთან ცეკვა მინდა! - მუდარით უმზერდა გიგას.
- რა თქმა უნდა, სიმამრი უნდა გადავარჩინოთ!
მოცეკვავე წყვილებს შორის გზას მიივიკვლევნენ და მამას უახლოვდებოდნენ. შორიდანვე შენიშნა, აბეზარი ნათესავისგან თავი დააღწია და გზაშივე მიეგება.
- ჩემმა მეუღლემ, თუ მამაჩემთან არ მაცეკვებ, გადავიფიქრებ და აღარ გამოგყვებიო! - მხიარულად შესცინა გიგამ.
- პირველივე დღეს სიმამრის გამო უთანხმოება არ გვაწყობს! - თვალი ჩაუკრა მამამ - ჩემი პრინცესა! - რევერანსი ისე გააკეთა, თითქოს მართლაც დედოფალი იყო.
სახე აწითლებული, სიცილით ჩაეხუტა მამას და ისევ გაუჩნდა ის, ბავშვობის დროინდელი განცდა, ბედნიერი იყო, თითქოს ისევ ათი წლის, თითქოს ისევ მხოლოდ ისინი იყვნენ, ის და მამა. უმეტესად თავშეკავებული ზურა გრძნობებისა და ემოციების გამოხატვისგან თავს იკავებდა. მხოლოდ ნაბახუსევი, მხოლოდ ნასვამი თუ მოეფერებოდა. ახსოვდა როგორ უყვარდა მისი მოფერება, მისი ოდნავ შესამჩვევი ღიმილი და კმაყოფილი, აციმციმებული თვალები. ამჯერადაც ოდნავ შემთვრალს, გრძნობები ისევ მოერია.
- ჩემი სიცოცხლე ხარ, რაც არ უნდა მოხდეს, იცოდე, ჩემი იმედი გქონდეს, ყოველთვის, ყველაფერში. - გულში იკრავდა და შუბლზე კოცნიდა.
- ვიცი, - ხმა გაებზარა - ბედნიერი ვიქნები, გპირდები, ჩვენ ყველანი, ერთად, ბედნიერები ვიქნებით! - მტკიცედ პასუხობდა.
- ეჭვიც არ მეპარება. მაგრამ იცოდე, მე შენს მეტი არავინ მყავს, მხოლოდ შენ! - ტუჩებით ნაზად კოცნიდა ათრთოლებულ თითებზე და ცდილობდა გაეღიმა.
-მომენატრები! - არ უნდოდა ეტირა, მაგრამ ჯიუტი ცრემლები მაინც იკვლევენ გზას.
- სულ რაღაც ერთ კვირაში აქ იქნებით. - სიცილს ვერ იკავებს ის.
- სულ რაღაც ერთ კვირაში, - მის სიტყვებს იმეორებდა და იღიმოდა - მადლობ, მამ...
- მადლობას რისთვის მიხდი?! - გაოცებული დაჰყურდა ზემოდან მამა.
- იმისთვის, რომ ხარ... - ისევ გული აუჩუყდა.
ღიმილს ვერ იკავებდა: - ჩემი სულელი, არადა როგორ გაიზარდე, უკვე ქალი ხარ! უკვე გათხოვილი ქალი ხარ!
- აბა, წავიდეთ?! - დედის თანხლებით ღიმილით მიუახლოვდა გიგა.
თანხმობის ნიშნად თავს დაუქნია, კიდევ ერთხელ მოეხვია მამას, კიდევ ერთხელ აკოცა დედამთილს.
- ფრთხილად იარეთ, რომ ჩახვალთ დარეკეთ!- ვინ იცის მერამდენედ გააფრთხილეს.
- თუ გაგვახსენდებით, დავრეკავთ! - ეშმაკურად იცინოდა გიგა, თუმცა დედის ნაწყენი თვალების დანახვისთანავე, დასერიოზულა - დავრეკავთ, დე... დავრეკავთ! მე თუ არა, რძალი მაინც დაგირეკავს! - სიცილით ჩაუკრა თვალი.
- არ, ინერვიულოთ, ვეცდებით გზიდანაც შეგეხმიანოთ! - აღელვებული მშობლები კიდევ ერთხელ დამშვიდეს, კიდევ ერთხელ აკოცა ორივეს და წავიდნენ.

შემდეგ?!
გგონიათ შორს წავიდნენ, გიგას მეგობრის აგარაკზე. რომელიც ახალ მეფე-პატარძალს სულ რამდენიმე დღით დაუთმეს. ავტომობილში გვერდი-გვერდ მსხდომნი ღამის განათებულ თბილისს უმზერდნენ, მხარზე ფრთხილად შეეხო გიგა. მისკენ არც კი გაუხედავს, ორივე ხელით ჩაებღაუჭა საყვარელ მამაკაცს, თითქოს მისი დაკარგვის ეშინოდა, ტუჩებით შეეხო ჩამოქნილ თითებზე, ალბათ გრძნობდა ქალიშვილის ფიქრებს.
- ჩემი ცხოვრება ხარ! - ყურთან სასიამოვნოდ უღიტინებდა ოდნავ მოზრდილი წვერი.
მისკენ შებრუნდა, თითქოს პირველად ესმოდა ისე ჩააშტერდა, თვალები დაუწვრილდა გიგას და გვერდულად გაუღიმა.
- მიყვარხარ! - ჩვეულებისამებრ ღიმილი შეეპარა ხმაში.
- მე უფრო... - სავარძელი უკან გადაწია და ნახევრად გადაწოლილი ძლიერად მიეხუტა.
სხეულში ჟრუანტელი უვლიდა, ისევ წითლდებოდა, საკუთარი გულისცემა თავადვე ესმოდა, თუმცა ნელ-ნელა მშვიდდებოდა, მის ძლიერ მკლავებში კომფორტულად ეხვეოდა, უნდოდა მისი ცქერით დამტკბარიყო, მაგრამ არ გამოუვიდა. თავი მოხერხებულად დადო, თვალები მისით დაუმძიმდა, არ უნდოდა დაეხუჭა, არ უნდოდა დაეძინა, მაგრამ საფეთქელთან ტუჩების შეხება იგძნო, მის ხინწიან „ძილინებისას“ მშვიდი სუნთქვა მოჰყვა და ჩაეძინა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

საოცრებაა.
სხვათშორის რაღაცნაირად დაემთხვა ბიძაშვილმა მოიყვანა ცოლი. სულ ქორწილობია არის და გამიხარდა ეს თავიც ქორწილზე რომ იყო...

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nawkas12345
საოცრებაა.
სხვათშორის რაღაცნაირად დაემთხვა ბიძაშვილმა მოიყვანა ცოლი. სულ ქორწილობია არის და გამიხარდა ეს თავიც ქორწილზე რომ იყო...

გამაცინე smile ზედმეტად რომანტიულ განწყობაზე ვიყავი და ვეღარ ვიომე smile kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent