შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუსრულებელი ცხოვრება (თავი მე-7)


5-07-2018, 15:07
ავტორი M.R
ნანახია 1 312

- რა ჯანდაბაა - ისედაც აწეწილი თმები უფრო აიწეწა. კომპიუტერის ეკრანს მიაშტერდა.
- ამის დალაგების შანსიც არაა, ისეთი აურზაურია - უკვე ორი საათია ცდილობდა ვინის მიერ მოცემული დავალების შესრულებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. საარქივო ფაილები იმდენი იყო, რომ მათი დალაგება ალბათ საუკუნეს წაიღებდა.
- მაგ ნაძირალას გონია დილის ექვს საათზე დაბარებით და ასეთი დავალებების მოცემით შემაშინებს ან მაიძულებს იმ წერილის დაწერას? იოცნებოს.
- რას აკეთებ?
როუზმა აიხედა - ოჰ. კარენ! არაფერ ისეთს, ვინის მიერ მოცემულ დავალებას ვასრულებ.
კარენმა წარბები ასწია - დავალებას? რა დავალებას?
როუზმა ტუჩები დაბერა - ყველა საარქიო დოკუმენტების დახარისხება მიბრძანა.. - კარენს თვალები გაუფართოვდა
- შენ რა დამცინი? მანდ იმდენი დოკუმენტია, ალბათ ერთი სიცოცხლეც კი არ გეყოფა მათ დასახარისხებლად.
როუზმა ცალყბად გაუღიმა - მეც სწორედ მაგას ვამბობდი.
კარენი სკამზე დაჯდა და სერიოზულად შეხედა
- ჰეი..შენ და ჯენის შორის რამე მოხდა? ერთად ვეღარ გხედავთ სასადილოში, არც აქ აღარ შემოდის.
წითურმა ცალი თვალით ახედა და მხრები აიჩეჩა - არაფერი განსაკუთრებული
კარენმა გამომცდელად შეხედა - დარწმუნებული ხარ? თუ რამე პრობლემა გექნება ხომ იცი შეგიძლია მითხრა.
როუზმა პატარათი გაუღიმა - ვიცი და მადლობა ამისთვის.
ქერამ საათს დახედა - ჩემი წასვლის დროა წითურო ათ წუთში შეხვედრა მაქვს - წამოდგა
- მიდი, მიდი მიხედე შენს საქმეს. - კარენმა კარები გაიხურა. როუზი ისევ კომპიუტერს მიაშტერდა, უცებ მისმა ტელეფონმა დარეკა.
- გისმენ წრიპა - სახეზე ღიმილი მოეფინა
- რომ გავიღვიძე არ დამხვდი. რამე მოხდა?.
- ა.ხო...იმ ნაძირალამ დამირეკა ექვსის ნახევარზე და მითხრა სასწრაფოდ ოფისში მოდიო, ამიტომ წამოვედი ადრევე. შენ აღარ გაგაღვიძე. რა ქენი ისაუზმე?
ელის გაეცინა - მაგაზე ნუ დარდობ, ვისაუზმე. შენ მხოლოდ შენს სამსახურზე იფიქრე, ჩემზე ნუ იღელვებ.
ახლა როუზის ჯერი იყო გაცინების - გასაგებია დედიკო -
- ჰეი! - დაიბუზღუნა ელიმ. - ვთიშავ
- არა მოიც- გათიშა - გაიცინა წითურმა. - ეგ მართლა წრიპა




- ესეიგი ჯენი იყო ის ვინც, ჩემს აქ არ ყოფნის დროს პასუხობდა უცხოელების ზარებს, წითურის მაგივრად.- ჩაილაპარა თავისთვის დანტემ. შემდეგ წამოდგა და დერეფანში გავიდა. მენეჯერის დამხმარის კაბინეტში შევიდა
- ეს თქვენ ხართ ვინც დამეხმარა ჰაჰ? - ჯენი შეხტა, მოულოდნელად ბოხი ხმა, რომ გაიგონა. როცა გააცნობიერა, რომ უფროსი შემოვიდა მის კაბინეტში, მაშინვე ფეხზე წამოხტა
- უკაცრავად? - ვერ გაიგონა რა კითხა ვინმა. დანტემ ამოიოხრა და დაჯდა
- დაჯექი - ჯენი ჩამოჯდა - უბრალოდ მინდოდა მადლობა მეთქვა დახმარებისთვის. სანამ აქ არ ვიყავი, უცხოელების ზარებს, რომ პასუხობდი.
- ოჰ.. არ არის მადლობის თქმა საჭირო. - ლოყები გაუწითლდა და თავი დაბლა დახარა. შერცხვა ასეთი სიმპატიური კაცი, რომ ელაპარაკებოდა
‘..როგორც ყოველთვის..’ გაღიზიანდა ვინი ლურჯთმიანის ქცევაზე. სწრაფად წამოდგა -სულ ეს იყო, გააგრძელეთ თქვნი საქმე -
- შეგიძლია შენობით მომართო - გამომწვევად უთხრა. დანტეს სახეზე გაღიზიანება გამოეხატა
- შეგიძლია ამდენი სუნამო აღარ დაისხა, მისი სუნი გულს მირევს - მიახალა ცივად.


- აბა როგორ მიდის საქმეები - როუზმა ვინის დანახვაზე აიხედა
- რაც შემიძლია ვაკეთებ - დანტემ წარბები ასწია
- ეგ სკოლისთვისაა, აქ მხოლოდ შედეგი გვჭირდება.
როუზს ტუჩები დაებრიცა თუმცა არ შეწინააღმდეგებია - გასაგებია
ამ დროს ვინის ტელეფონმა დარეკა - გისნმენ კარენ… რა!? - უცბად წამოიყვირა. როუზი შეხტა და გაკვირვებულმა შეხედა.
- თევზები ისევ აურიეს ერთმანეთში!?
- დაიხ შანსი დიდია, რომ აერიათ - უპასუხა კარენმა
დანტემ შუბლზე გადაისვა ხელი - ასე არ გამოივა. ჩვენ ამერიკულ კომპანიას სათალით სავსე კასრებს დავპირდით და არა კალმახ შერეულებს. ჯანდაბა ჩინელების კომპანია რას ამბობს
- არ აღიარებენ თავიანთ დანაშაულს. ჩემი აზრით კი ჩვენი ბიზნესის ჩაძირვა სწადიათ
- მაგათი დედაც.. დღესვე უნდა შევამოწმოთ კასრები
- გასაგებია
- უთხარი, რომ დღესვე შევამოწმებთ ხელით და თუ ერთ ორაგულს მაინც ვიპოვით, მაშინ მათთან დადებულ ხელშეკრულებას ვაუქმებთ
- ხელით? კი მაგრამ საკმარისი ხალხი არ გვყავს.
- დამშვიდდი კომპანიიდან ავკრეფ ხალხს.
- გასაგებია სერ - და გაუთიშა
დანტემ ახლა სხვა ნომერი აკრიფა და დარეკა
- ახლავე კრება მოიწვიე, ხალხი მჭირდება, ყველა მომუშავე შეკრიბე..კარგი მეც მალე მოვალ.
- წითურო - მიუბრუნდა როუზს - 5 წუთში შეხვედრაზე იყავი გასაგებია?
- დიახ



დანტე კრებაზე შევიდა. იქავრობას თვალი მოავლო, მზერა წითურზე შეაჩერა, რომელიც ყველასაგან განცალკევებით იჯდა.
- აქ იმისთვის შეგკრიბეთ, რომ თქვენი დახმარება მჭირდება. როგორც უკვე იცით ჩვენ კომპანიას ხელშეკრულება აქვს დადებული ამერიკულ კომპანიასთან, რომლის მიხედვითაც მათ ჩვენ ვაწვდით მაღალი ხარისხის თევზს, თალეს. ახლა ხანს კი შემატყობინეს, რომ შანსი დიდია ამ პროდუქტთან ერთად კალმახიც იყოს შერეული კასრებში. ჩვენი გაგზავნილი პროდუქტი ჩვენი კომპანიის სახეა, თუ ცუდ პროდუქტს გავაგზავნით, გამოდის არ ვართ კარგი კომპანია და ჩვენი პარტნიორები ჩვენდამი ნდობას დაკარგავენ, რაც ხელშეკრულების გაუგქმებამდე მიგვიყვანს.-
აუდიტორია გაფაციცებული უსმენდა - ამიტომ, თქვენი დავალებაა შეამოწმოთ ყველა კასრი და იპოვოთ კალმახები - ამის გაგონებაზე, როუზის გარდა ყველას სახე დაუვარდა.
- რა გჭირთ? მე ხომ არ მითქვია მარსზე გაფრინდით თქო. - იკითხა გაღიზიანებულმა. ყველამ სირცხვილისგან თავი დახარა.შემდეგ ჯენის მიუბრუნდა
- ჯენი - ლურჯთმიანმა მისის სახელის გაგონებაზე აიხედა - მე ქარხანაში დავრეკავ, შენ კი ყველა შეკრიბე და გაემზადეთ გამგზავრებისთვის.
- გასაგებია - დანტეს უხეში სიტყვების შემდეგ, აღარ უცდია მასთან გაფლირტავება.
- სულ ეს იყო - ვინმა დატოვა კაბინეტი. ყველამ ამოიოხრა
- ძალიან დავიბენი -შუბლზე მოისვა ხელიმ ჯენიმ - ეს არის ჩვენი სამუშაო? - იკითხა გაღიზიანებულმა
როუზმა თვალები გადაატრიალა - მორჩი წუწუნს. ჩვენ სამუშაოში შედის, წავიკითხე, თუ არ ყავთ საკმარისი ხალხი, მაშინ ჩვენი მოვალეობაა დავეხმაროთ
ჯენიმ ტუჩები მოკუმა.
- ჩვენ ამდენი, ასეთი სამუშაოს შესასრულებლად, არ გვისწავლია, ამისთვის სხვა ხალხი არსებობს - ჩაილაპარაკა მელურად ალექსმა და თვალი როუზისკენ გააპარა. წითურმა წარბები ასწია და ბიჭს მიუბრუნდა
- ამით რისი თქმა გინდა?
მხრები აიჩეჩა მაქსმა და ეშმაკურად ჩაიღიმა - არაფრის - როუზი წამოდგა და ყურში ჩასჩურჩულა
- მორჩი ლაჩარავით მოქცევას და პირდაპირ მითხარი თუ რამე გაქ სათქმელი - ბიჭმა ნერწყვი გადაყლაპა. წითური მოშორდა, გავიდა გარეთ. ისე დააბინძურეს ჰაერი ამ ვითომ მაგარმა ხალხმა, რომ სული შეეხუთა.



თავის კაბინეტში შევიდა
- აქ რას აკეთებ? - კითხა დანტეს, რომელიც მის კომპიუტერთან იჯდა
ვინმა ცალი თვალით ახედა - ეს რა არის..- დაბალი ხმით კითხა. როუზმა წარბები ასწია
- რაზე ამბობ? - დანტემ მზერა კომპიტერზე გადაიტანა - სად არის ჩემი დაწყობილი საარქიო ფაილები. წითურმა მხრები აიჩეჩა
- გადავაწყე . შენ მითხარი დააწყეო და მეც ვაწყობ. - დანტემ გაღიზიანებული მზერა ესრულა - შენ..მეგობრები არ გყავს ხომ ასეა ?
როუზმა წარბები შეკრა - ეგ რა შუაშია ჩვენს საუბართან? - ვინმა ცალყბად გადახედა
- ეს ფაილები შენს ცხოვრებას გავს, ისევე არის არეული, როგორც შენი ცხოვრება
წითურმა მუშტები შეკრა - გირჩევ სიტყვებს დაუკვირდე - დანტემ ამოიოხრა
- დიდი იმედები მაინც არ მქონდა, რომ ამ დავალებას შეასრუელბდი - წამოდგა, როუზს მხარი გაკრა და გავიდა. წითურმა ეკრანს შეხედა

დიდი იმედები მაინც არ მქონდა…

მუშტები ისე ძლიერ მოკუჭა, რომ ბრჩხილები კანში ჩაესო და სისხლი წამოუვიდა.



-ოუზ
-როუზ- დაბნეულმა აიხედა - რა იყო კარენ.
ქერას შეწუხებული სახე ქონდა - კარგად ხარ? რამდენი ხანია გეძახი, შენ კი აქ დგახარ, ხმას არ მცემ და კომპიუტერს მიშტერებიხარ.
- კარგად ვარ. რა გინდოდა
- წასვლის დროა - როუზმა თავი დაუქნია და გავიდა ოთახიდან.



- ბოდიში ბევრი უნიფორმები არ გვაქ - როუზმა თავი გააქნია - არაუშავს. ამითაც შემიძლია მუშაობდა, თქვენ უბრალოდ ხელთათმანები მომეცით.
- აი აიღე - წითურმა გამოართვა და ჩაიცვა. - მადლობა მოხუცო - თავის ადგილს დაუბრუნდა.
უნიფორმები ყველას ეცვა როუზის გარდა
- ასე მუშაობა არ შემიძლია - დაუწუწუნა ჯენიმ. ბერიკაცმა ტუჩები დაბრიცა
- მაშ რაღას მოდიოდი. - ლურჯთმიანმა პირი დაკუმა. მოხუცმა განაგრძო - ბევრი დრო არ გვაქვს. წყვილებად დაიყავით აირჩიეთ ვაგონი და შედით.- ყველა დაწყვილდა, მხოლოდ როუზი დარჩა მარტო. თუმცა ეს მას ახლა ყველაზე ნაკლებად ადარდებდა. ერჩივნა მარტო ემოუშავა, ვიდრე ამ პლასტკური თოჯინების წუწუნი ესმინა მთელი დღე.
- მარტო გაუმკლავდები? - კითხა ბერიკაცმა დარდიანი ხმით. როუზმა გაუღიმა - ეჭვი არ შეგეპაროს. - კაცმა თავი დაუქნია ღიმილით, შემდეგ სხვებს მიუბრუნდა - აბა დაიწყეთ.
ყველა სხვადასხვა ვაგონთან განაწილდა. წითურმა ყველაზე ბოლოში მდგომი ამოირჩია.
კარები გახსნა და შევიდა. სახეზე მაშინვე მოხვდა ყინულივით ცივი ჰაერი.
- რა თქმა უნდა ეს საქონელი ხომ მაცივრებში ინახება - ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა, ხელები მკლავებზე გაიხახუნა, სითბო რომ შეენარჩუნებინა. ერთდაერთი მაიკის მეტი არაფერი ეცვა. ის ფორმები კი, რომლებიც სხვებს ეცვათ სწორედ ასეთ საყინულეში სამუშაოდ იყო გათვლილი.
- ამის დედაც.. სხვა რა გზაა დავიწყოთ წვეულება - თვალები აუთამაშდა და პირველი კასრი გახსნა.



- ააა! რა ჯანდაბაა როგორ ცივა - კივილით გამოვარდა ჯენი ვაგონიდან. სხვებიც მალევე გამოვიდნენ. ყველა სიცივეზე წუწუნებდა
- მძულს ეს კომპანია - აღმოხდა ალექსს. ლალომ თავი დაუქნია - გეთნახმები, რატო უნდა ვაკეთოთ ასეთი საქმე. რატო!
ჯენიმ ამოიოხრა - ჯერ არ შევიდეთ, დრო გავიყვანოთ.



როუზი ისევ შიგნით გახლდათ. ისე იყო სამუშაოში გართული, სულ დაავიწყდა, რომ სციოდა, კანკალებდა და მკლავები გალურჯებოდა. ერთი მეორეს მიყულებით უკვე რამოდენიმე კალმახი იპოვა.
- ..კიდევ ერთი..კიდევ ერთი.. - ჩურჩულებდა თავისთის.
ამ დროს მისმა ტელეფონმა დარეკა. - ამის დედაც.. - ხელები ამოყო კასრიდან და ჯიბიდან ძლივს ამოიღო ტელეფონი. ხელში უკუღმა დაეჭირა, მობრუნება სცადა, მაგრამ რადგან სლიპინა ხელები ქონდა, თევზთან ამდენი შეხებისგან, ტელეფონი გაუსხლტა და კასრი ჩაუვარდო.
- .ფუი შენი! - მაშინვე ჩაჰყო ხელები მის ამოსაღებად. ხუთი წუთი აფათურებდა აქეთ იქით ხელებს, ბოლოს როგორც იქნა დაავლო ხელი. სასწრაფოდ ამოიღო, მაგრამ აღარ მუშაობდა
- ამის დედაც!




- სად ჯანდაბაში აქვს ტელეფონი - დაიღრინა დანტემ, შემდეგ სხვა ნომერი აკრიფა
- გისმენთ
- ჯენი
- დიახ სერ
- ჩინურმა კომპანიამ აღიარა თავისი დანაშაული. შემოწმებას აზრი აღარ აქვს. შეგიძლიათ წამოხვდეთ. ყველას უთხარი და ათ საათზე რესტორანში შემხვდით , მე გაგიმასპინძლდებით გაწეული სამსახურის გამო
- გასაგებია სერ. - გახარებულმა უპასუხა.
დანტემ ტელეფონი დაუკიდა.



- სერიოზულად!? - სახეები აენთოთ. ჯენიმ ამაყად თავი დაუქნია - დიახ. ახალვე გავიხადოთ ეს ფორმები და რესტორანში წავიდეთ. - ყველამ თავი დაუქნია და გამოსაცვლელად წავიდნენ.
- წავალ როუზს შევატყობინებ. - თქვა ლალომ, თუმცა ჯენიმ შეაჩერა
- იდეა მაქვს - ლალომ წარბები ასწია - იდეა?
ჯენიმ გველურად ჩაიცინა - მოდი დაუვიწყარი სამახსოვრო საჩუქარი გავუკეთოთ - და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.
ლალოც სულელურად გაიკრიჭა და თავი დაუქნია.




საათები, საათებს მიყვებოდა, თუმცა როუზისთვის არავის დაუძახია. იგი განაგრძობდა მუშაობას,იმის მიხედავად, რომ საშინლად კანკალებდა. კანი მთლიანად გაყინული ქონდა, ამას ისიც ერთვოდა თან, რომ ტანსაცმელიც და თმებიც დასველებოდა. სიცივე პირდაპირ ძვლებში ატანდა. ტუჩები გაულურჯებოდა და თვალები ჩაშავებოდა.




მანქანა რესტორნის წინ გაჩერდა. კარენი მათ შენობის წინ დახვდათ და ყველა მოათვალიერა, თუმცა წითელ თმიანი ახალგაზრდა ვერსად იპოვა. მაშინვე აფორიაქდა
- სად არის როუზი?. - პასუხისთვის ყველას თვალებით ათვალიერებდა, .
ჯენიმ ცალყბად გაიღიმა - ჯერ კიდევ მუშაობს - კარენი გაშრა
- რა თქვი?
ჯენიმ მხრები აიჩეჩა - ვთქვი, რომ ის პათეთიკური ვირთხა იქ მუშაობს სადაც მისი ადგილი- სიტყვის დამთავრება ვეღარ მოასწრო, რომ კარენმა გაარტყა.
- კიდევ ერთი სიტყვა და სიფათი აღარ შეგრჩება - დაილაპარაკა დაბალი საშიში ხმით.
ჯენი ერთ ადგილზე გაიყინა. ხელი ნატკენ ლოყაზე მიიდო და შიშნარევი თვალებით ახედა კარენს. ქერამ საყელოთი მოქაჩა
- მოდი ერთ რამეში გაგარკვევ ძუკნა. როუზზე ცუდად ლაპარაკი არ გამოგივა, ენას ამოგაცლი. თავიდან კარგი ადამიანი მეგონე , რამ გამოიწვია შენი ასეთი ხასიათის შეცვლა. იმ საბრალო გოგომ რა დაგიშავა?
ჯენის სიფათი წაეშალა - რამ გამოიწვია!? რამ გამოიწვია!? - ყვირილი დაიწყო - იმან, რომ თავს დამცირებულად ვგრძნობ! წელებს ფეხებს ვიდგამდი, ამ დამპალი სწავლისთის ბავშვობა გავწირე, რობოტად ვიქეცი, რომ ამ ახვარი კომპანიების ჩარჩოებში ჩავმჯდარიყავი და შედეგად რა მივიღე, ადამიანმა, რომელსაც ჩემი შრომიდან ერთი მესამედიც არ გაუკეთებია ჩემზე მაღალი თანამდებობა უკავია.! და თუ იკითხავ რატო? პასუხი არავინ იცის, კომპანიას ასე მოეპრიანა.! - ამ ყვირილისგან სუნთქვა გაუხშირდა.
კარენი სულგანაბული უსმენდა, შემდეგ მხარზე ხელი დაადო - მესმის შენი ტკვილი. მესმის, რომ ეს ყოველივე უსმართლობაა, მაგრამ შეცდომას უშვებ ამ ყოველივეში როუზის დადანაშაულებით. რა მისი ბრალია, თუ კომპანიამ ასე უსამართლოდ მოინდომა თამაში. მერწმუნე როუზიც ისეთივე მსხვერპლია, როგორც შენ. არც მას ქონია ადვილი ბავშვება. ამიერიდან შენს სიტყვებს და საქციელს დაუკვირდი. - ხელი გაუშვა და ტელეფონზე ნომერი აკრიფა.
ჯენი ასე გაშეშებული იდგა, ადამიანური სახე ჯერ ისევ არ დაბრუნებოდა, თუმცა თვალებს გიჟივით აღარ აცეცბდა.
- ჯანდაბა არ იღებს. - შუბლზე მოისვა ხელი კარენმა.
- რა ხდება? - ბოხმა ხმამ იკითხა. კარენი დანტესკენ შეტრიალდა, რომელიც ახლახანს გადმოვიდა მანქანიდან.
- უფროსო.. როუზი..


- ერთ შემოვლას გავაკეთებ და მერე დავიძინებ - თავისთვის ჩაილაპარაკა მოხუცმა.
ყველა ვაგონი დაკეტა. ბოლოს ვაგონს მიახლოვდა, რომ უცნაური ხმები მოესმა შიგნიდან.
- არ მითხრა აქ კიდევ არის ვიღაც - სწრაფად გაიქცა . შიგნით შევიდა და შეანათა ფანარი.
- ღმერთო ჩემო… შვილო შენ რაღას აკეთებ აქ!? - გასძახა ვაგონის მეორე ბოლოში. როუზმა ყვირილზე მოიხედა და თვალებზე ხელები აიფარა, სინათლეს რომ არ დაებრმავებინა.
- ოჰ მოხუცო! შეხედე რამდენი კალმახი ვიპოვე - ხელით ანიშნა დაბლა დახვავებულ თევზებზე და გაიცინა.
მოხუცს გული შეეკუმშა. სწრაფად გადაჭრა ვაგონი, როუზთან მივიდა. წითური ისე კანკალებდა როგორც ფოთოლი
- რა მოხდა მოხუცო, რატო არ გიხარია ამდენი, რომ ვიპოვე. - კბილების კანკალით უთხრა, თან გარეთ გააპარა თვალი - სხვებმა რა ქნეს, იპოვეს? - მოხუცი ხმას, რომ არ იღებდა მზერა, ისევ მისკენ გადაიტანა - რა მოხდა?
მოხუცი შეიშმუშნა - შენი ამხანაგები.. ისინი უკვე კარგა ხანია წავიდნენ. - როუზი გაშრა
- წავიდნენ? რას ნიშნავს წავიდნენ? სად?
მოხუცმა ამოიოხრა - უფრუსმა დარეკა, ჩინურმა კომპანიამ საკუთარი დანაშაული აღიარა, ამიტომ შემოწმება აღარ იყო საჭირო. რაც ეს გაიგეს, ყველანი წავიდნენ.
როუზმა მწარედ ჩაიცინა - ..ესეიგი მე აქ დამტოვეს..-
- ..დარწმუნებული ვარ საქმე ამაში არაა - ბერიკაცმა სცადა მისი გამხენვება, მაგრამ როუზი მას უკვე აღარ უსმენდა.
-...ყველაზე ახლო ავტობუსების გაჩერება სად არის..-



დავიღალე…თავი მტკივა…. სახლში მინდა…მშია..

იქვე გზაზე ჩაიკეცა. - აუჰ! რა კარგია… - ფეხები გადააჯვარედინა, უკან გადაიხარა და ხელებს დაეყრდნო. გრილმა, სასამოვნო ნიავმა დაუბერა, თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა.

...ისინი წავიდნენ შვილო…

ტანში ჟრუანტელმა დაურბინა. თვალები გაახილა და ზეცას ახედა. ცაზე ერთი ვარსკვლავიც კი არ იყო. თვალები ნაღვლიანად აუციმციმდა, ხელი გულზე დაიდო



...სიცარიელე...თავს ასე მარტო რატომ ვგრძნობ… თითქოს ჩემში რაღაც ჩაკვდა…


..შენ.. მეგობრები არ გყავს ხომ მართალია?.....


...მეგობრები…. მე ისინი არც არადროს მყოლია…


….მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არაფერი არ ვიცი გარდა სიმარტოვისა… ის ჩემი ერთგული მეგობარია….


….მაგრამ რომ გითხრა სიმარტოვე ისე მძულს, როგორც სხვა არაფერი დედამიწაზე.. გამომიწვდი ხელს და მიხსნი მისგან?….


...რომ გითხრა დავიღალე სიბნელეში ყოფნით...გახდები ჩემი სინათლე?..


...რომ გითხრა, სინამდვილეში მე..

..სინამდვილეში …..მარტო ვიყავი…

- შენთან დავრჩებოდი..

როუზმა მის წინ ფეხსაცმელები შეამჩნია..თვალი ნელ- ნელა აყოლაა...მისი ზღავასავით ლურჯი თვალები ღამეზე უფრო შავ თვალებს შეხვდა.

დრო გაჩერდა...არც ერთი იძვროდა ადგილიდან…
შემდეგ დანტე დაიხარა, ისე რომ თვალი არ მოუშორებია როუზისთვის. პიჯაკი გაიხადა და წითურს ზურგზე მოასხა.

-..წავიდეთ სახლში.. - დაიჩურჩულა, მაგრამ როუზმა მაინც გაიგონა.

პირველად მათი შეხვედრიდან მთელი გულით გაუღიმა….



..მადლობა...



№1  offline წევრი M.R

M.R
heart_eyes თამო ლელუაშვილი ძალიან მიხარია, რომ მოგეწონა bowtie


bowtie bowtie დამნ ბეფსე, მადლობა ასეთი კარგი შეფასებისთვის: bowtie:

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგი თავი იყო, მომეწონა. რა ბოროტი გამოდგა ჯენი. იქნებ მომდევნო თავი შედარებით მალე ატვირთო?

 


№3  offline წევრი M.R

Chikochiko
კარგი თავი იყო, მომეწონა. რა ბოროტი გამოდგა ჯენი. იქნებ მომდევნო თავი შედარებით მალე ატვირთო?

bowtie აუცილებლივ, უკვე ვმუშაობ შემდეგ თავზე bowtie

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

Vitiree, zalian kargiaa, imedia ardaagvianebbb

 


№5  offline წევრი M.R

Qeti qimucadze
Vitiree, zalian kargiaa, imedia ardaagvianebbb

aww mec aseve vitire sis bolo nawils rom vwerdi.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent