შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუსრულებელი ცხოვრება (თავი მე-8)


7-07-2018, 15:06
ავტორი M.R
ნანახია 1 278

...რომ გავჩერებულიყავი და უკან მომეხედა, შევიცვლებოდი?.....

- შეგიძლია კომპანიაში მიმიყვანო? - წარმოთქვა დაბალი ხმით, ოღონდ ისე რომ მის გვერდზე მჯდომ პარტნიორს გაეგო.
დანტემ წარბების აწევით გადახედა - ასეთ დროს და ასეთ მდგომარეობაში იქ რა გინდა.
როუზმა მხრები აიჩეჩა - ერთი საქმე მაქვს დასამთვრებელი.
- იმისთვის მიდიხარ? - წითურმა თავი დაუქნია - არ არის აუცილებელი ახლავე წახვიდე, შეგიძლია ხვალე გააგრძელო - უთხრა მშვიდი ხმით, წითურმა ჩაიცინა.
-ნაჰჰ, დღესვე მინდა დავამთავრო - დანტემ გადახედა.
- მართლა უცნაური ადამიანი ხარ გასანოვ...ყველაზე უცნაური ვისაც კი შევხვედრივარ -
როუზმა ცალყბად გაიცინა - უცნაურობაშიც არის რაღაც მომღიბლავი - დანტემაც გაიცინა
- მაგაში მართალი ხარ.. მოვედით - წითურმა თავი დაუქნია - მადლობა მოყვანისთვის, ხვალე შევხდებით ნაძირალა - მამაკცმა გაიცინა როუზის ნიკნეიმზე - ხვალამდე წითურო-
როუზი კომპანიაში შევიდა. სწრაფად აირბინა კიბეები. თავის კაბინეტში შევარდა, სკამი გამოსწია და კომპიუტერს მიუჯდა.
-იოშშშშ! აბა გავაკეთოთ ეს - მთელ დეპარტამენტში მხოლოდ მაუსის წკაპუნი ისმოდა.

- ვაუ..- აღმოხდა კარენს. ის და დანტე როუზის კომპიუტერის წინ ისხდნენ. - ..ამ ნამშევარს მხოლოდ ერთი სიტყვა ეკუთვნის: უნაკლო - კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ეკრანს.
- ცუდი არაა - წაილაპარაკა დანტემ. კარენმა გადახედა სასაცილოდ - უფროსო განა მოკვდებით, რომ ერთხელ მაინც გაიმეტოთ როუზისთვის კომპლიმენტი, როცა დავალებას კარგად შეასრულებს ხოლმე.
დანტემ თვალები გადაატრიალა - ჯერ კიდევ ადრეა მისი შექება, კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი.
კარენმა დაამთქნარა - yeah, yeah, როგორც იტყვით..-
დანტემ კიდევ ერთხელ დაათვალიერა ფაილები. კარენი სერიოზული სიფათით მიუბრუნდა
- უფროსო თავიდანვე რატომ არ უთხარით რაში იყო პრობლემა -
- რისთვის , აქ დიდხანს მაინც არ იქნება - მიუგო უინტერესო ხმით. კარენმა წარბები ასწია - ანუ ჯერ კიდევ მაგ აზრზე ხართ?
მამაკცმა გაკვირვებულმა შეხედა - და რატომ უნდა შემეცვალა აზრი?
ქერამ მხრები აიჩეჩა - გუშინდელი თქვენი საქციელიდან გამომდინარე, ვიფიქრე თქვენსა და როუზს შორის ყინული გალღვა და თქვენ ის მიიღეთ.
დანტე ერთი წუთით გაჩუმდა - სამსახურს პირადში ნუ ურევ. გუშინ წავედი რადგან, ის ჩვენი კომპანიის თანამშრომელია და მას, რომ რამ რამე მოსვლოდა პასუხისმგებელი მე ვიყავი.
- ესეიგი, რუიზის მაგივრად სხვა, რომ ყოფილიყო იქ, მაინც წახვიდოდით? -
დანტე გაჩუმდა.
ქერას გაეღიმა - ..თქვენ ეს ჯერ საკუთარ თავშიც არ გიღიარებიათ, მაგრამ თქვენ მასზე ზრუნავთ … -

როუზმა თვალებზე მოისვა ხელი და ლიფტის წინ გაჩერდა. ნახევრად ეძინა, თავი კედელს მიადო და თვალები დახუჭა. ამასობაში ლიფტის კარიც გაიღო.
- აგხხ...ჯანდაბა, ბალიში მომეცით..- ფეხის თრევით შევიდა ლიფტში, კარი უნდა დაეხურა, როცა ვიღაც შემოვარდა
- ..უჰ… კიდე კაი მოვასწარი - შუბლიდან ოფლი მოიწმინდა, ლურჯი თმა გაისწორა და მის გვერდზე მდგომ ადამიანს შეხედა. თვალები გაუფართოვდა - ..როუზ..-
წითურს ისევ ეხუჭა თვალები, მისთვის ხმაც არ გაუცია, თითქოს ლიფტში მხოლოდ თვითონ იყო და სხვა არავინ.
ჯენი ხელებს ნერვიულად ათამაშებდა - ..არაფერი გაქვს ჩემთვის სათქმელი?...-
როუზმა დაამთქნარა და ცალი თვალი ოდნავ გაახილა - რომ მქონდეს აქამდე გეტყოდი -
ლურჯთმიანი გაშტერებული მიაჩერდა, თუმცა ხმა აღარ ამოუღია. ლიფტი გაიღო, როუზი პირველი გავიდა, თავისი კაბინეტისკენ გაემართა. კარები შეაღო და თავის კომპიუტერთან დანტე დაინახა. წითურმა დაამთქნარა
- ესეიგი ნახე.. -
დანტემ მზერა მისკენ გადაიტანა - ვაღიარებ იმაზე მეტი შეგიძლია, ვიდრე მეგონა, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს..
წითურმა წარბები ასწია - რა არის
ვინი კომპიუტერის ეკრანს მიუბრუნდა - ეს ფაილები რატო დააიგნორე? -
როუზი კომიუტერთან მივიდა - აბა რომელი? - დანტემ მაუსით უჩვენო
- ა, ხო ეგ ფაილები ძალიან საიჭვო იყო, არც ერთ სექციას არ ერგებოდა, რომელიც შევქენი და ამიტომ ასე დავტოვე.
- .გასანოვ.. ეს კომპანიის სახელმძღვანელოა, აქ წერია ყველა ის წესი, რომელიც აქ მომუშავემ უნდა დაიცვას - როუზს მიუბრუნდა - იცი ეს რას ნიშნავს? -
წითურმა გაურკვევლობისგან, თავი ოდნავ გვერდზე გადახარა. დანტემ ამოიოხრა
- ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მიიღო და ეთანხმება ამ წესებს. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა შეექმენება და ამ სახელმძღვანელოში ჩახედვა დასჭირდება, ამის შესახებ შენ უნდა შენ უნდა გკითხონ? - სკამიდან წამოდგა და წითურის წინ დადგა - შენ აქ მარტო არ მუშაობ - როუზს სუნთქვა შეეკვრა და გაკვირვებულმა ახედა - არ ვიცი აქ რამდენი ხანი იმუშავებ, მაგრამ ეს კარგად დაიმახსოვრე - გვერდზე ჩაუარა და გავიდა.
წითური ერთ ადგილზე იდგა გაშეშებული
..შენ აქ მარტო არ მუშაობ ….
სკამზე დაჯდა და თვალები დახუჭა.

- თქვენი წყალობით კარგი შედეგი მივიღეთ … დიახ..ნახმავდის
- როგორ ყოველთვის დაკავებული ხართ მენეჯერო კიმ - მის გვერდით, ლიფტის წინ დადგა დანტე. კიმი თავიდან გაკვერვებული იყო, უფროსის ასეთი მოულოდნელი გამოჩენით, თუმცა მერე თავის ძველებურ დგომარეობას დაუბრუნდა.
- როგორ მიგდის საქმეები? - კითხა დანტემ
მენეჯერს სიფათი დაემანჭა - ცუდად, ჩემი ასისტენტი ნერვებს მიშლის, ბევრ შეცდომას უშვებს - დანტემ ჩაიცინა - შენ რამდენი ასისტენტიც გყოლია ყველა ახდენს შენზე ზეგავლენას.
მენეჯერმა დაიღრინა - მნიშვნელოვანი საქმეები არ უნდა მიგენდო ჯერ. -
კიმი ცოტა ხანი გაჩუმდა, მერე ჩაიცინა - მართალი ხარ, თუმცა შენ ჩემზე უარეს დღეში ხარ.
- მადლობა თანათგომისთვის - მხრები აიჩეჩა დანტემ.
- მართლა არ დაუმთავრებია არაფერი, როგორც ამბობენ?
- ეგრეა, იშვიათი ქმნილებაა - მენეგერს სიცილი წასკდა. დანტემ კი ცალყბად გაიღიმა.

- კარენ ჩემს კაბინეტში შემოდი
- მოვდივარ სერ - სწრაფად შეაღო კარი და შევიდა. დანტემ ფურცლებიდან აიხედა
- ბერძნებთან ხელშეკრულების დასადები საბუთები მოამზადე?
- დიახ სერ. ერთი წუთით. როუზ!
როუზი შემოვარდა კაბინეტში - დიახ? - კარენმა გაუღიმა - მზადაა? - წითურმა თავი დაუქნია. - ახლავე მოვიტან - ისევ გავარდა კაბინეტიდან და ცოტა ხანში შემოვიდა დოკუმტებით ხელში. - აი, რაც მთხოვეთ. - კარენმა გამოართვა ღიმილით და დანტეს დაუწყო მაგიდაზე - აი თქვენი დოკუმენტები. დანტემ დაღვრემილმა ახედა.
- გასანოვს რატომ ქონდა ეს საბუთები? -
- ოჰ. ხელშეკრულების მუხლები გუშინ, სახლში შევადგინე ფურცელზე, რადგან ჩემი ლეპტოპი აქ დამრჩა და რადგანაც დღეს შეხვედრა შეხვედრაზე მქონდა, ამიტომ როუზს ვთხოვე ეცადა და ეს ყოველივე კომპიუტერში გადაეტანა და ამოებეჭდა.
- მას თხოვე რომ ეცადა!? - ხმას აუწია დანტემ . კარენს მის ხმაზე ჯრუანტელმა დაუარა. როუზი კარებთან იდგა და ამ სცენას იქიდან უყურებდა. - შენ რა აქ საპრაქტიკო დარბაზი გგონია?! გადაამოწმე?! იქნებ რამე შეეშალა?! თავში ტვინი არ გაქვს, ვის ანდობ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს!? - ხელები მაგიდაზე დაარტყა, კარენი შეხტა.
-..მ- მე …ბ-ბოდიშით ეს აღარ განმეორდება.. - ძლივს ამოილუღლუღა, ცრემლებს ძლისვღა იკავებდა.
-...მე გავალ - ხელით მოიწმინდა ცრემლი და სწრაფად გავიდა კაბინეტიდან. როუზიც ხმა ამოუღებლად გაჰყვა.
კარენი თავის კაბინეტში შეიყვანა. - აქ დაჯექი - თავის სკამზე დასვა, თვითონ კი მის წინ ჩაიკუნტა.
- არ გინდა ნუ ტირიხარ. აი აიღე - სალფეტკი გაუწოდა. კარენმა გამოართვა და ცრემლები მოიწმინდა.
-...წ-წესით მ-მე უნდა გწმენდდე ც-ცრემლებს - სლოკინით უთხრა - მ-მან ხომ ამ სიტყვებით შ-შენ მოგაყენა შ-შეურაწყობა, ბ-ბოდიში, რომ უფრო კარგად ვერ დაგიცავი.ა-აღარ მინდა გამცირებდნენ . შ-შენ შ-შეგიძლია რატომ ვერ ხედავენ ამას - ძლივს დაამთავრა სათქმელი და უფრო ძალიან ატირდა. როუზმა თბილად გაუღიმა
- ..ესე იგი ჩემს გამო ტირი? - ქერამ თავი დაუქნია. წითურმა მუხლზე ხელი დაადო და ნაღვლიანად ახედა.
- ნუ ტირი, მე მაგად არ ვღირვარ -

როუზმა კარი გააღო და სახურავზე გავიდა. ცალ ხელში სანდვიში ეჭირა, მეორეში კი წვენი. უყვარდა ეს ადგილი, ეს მისი გასაქცევი გახლდათ. აქ არც ჯენი და თავისი ბრბო იყო, არც ვინი და კარენი, მხოლოდ ის და სიჩუმე . აქ იგი თავისუფალი იყო. ცხელ იატაკზე დაჯდა, თავი კედელს მიაყრდნო და სენდვიჩი ჩაკბინჩა
-..ჯანდაბა, ეს რაღაც ძალიან მაგარია.. - თვალები დახუჭა და მზეს მიეფიცხა. უყვარდა თვალების დახუჭვა მზის გულზე, რადგან როცა მათ ხუჭავდა სიბნელის მაგივრად სინათლეს ხედავდა.
….შენ მეგობრები არ გყავს ხო? ….. ეს ფაილები შენს ცხოვრებას მაგონებს მასავით არეულია…
…..ისინი ამბობენ, რომ მარტო არ ვმუშაობ..
….. სთხოვე, რომ ეცადა!?....ტვინი სულ აღარ შეგრჩა!?
……..მაგრამ ...ისინი მაიძულებენ, რომ მარტო ვიყო….
…….შენ რა აქ საპრაქტიკო დარბაზი გგონია!?....
- მას არც კი უნდა, რომ მასწავლოს, რას გულისხმობ “მარტო არ მუშაობაში” - მწარედ ჩაიცინა
…..ნაცნობ ადგილებს, რომლებსაც ვსტუმრობდი…. დროებითი ღამეგათეული სამუშაოების შემდეგ. ...მათი ტანსაცმელი, მათი სახეები, მათი მიმართულებები….ყოველთვის ჩემგან საპირისპირო იყო…...მე არასდროს ვითვლებოდი სტუდენტებში….ან კომპანიის მომუშავეებში,........... ისე მინდოდა მათი ნაწილი გავხდარიყავი, რომ მწარე სიმართლე დამავიწყდა…... მე ყოველთვის ვაგრძელებდი მათ საწინააღმდეგო მიმართულებით წასვლას……. აქაც მარტო ვარ…..მხოლოდ მე ვერ ვხედავდი მახინჯ სიმართლეს, როცა ყველამ იცოდა იგი………
……...ეს ის დაუსრულებელი წრეა, რომლიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელია….

დაუსრულებელი წრე, ჩემი დაუსრულებელი ცხოვრების…..

კარები გამოხურა და გასაღები ჩაიდო. არავინ იცოდა, რომ გასაღები დამლაგებელ ქალს გამოართვა, დასუფთავებაში დახმარების სანაცვლოდ.
ლიფტის წინ გააჩერდა. ერთი დიდი დაამთქნარა
- მართლა მაგრად მეძინება რა - თვალებზე მოისვა ხელი. კარი გაიღო და ისე შევიდა, არც კი შეუხედავს, ცარიელი იყო თუ არა. ერთ მხარეს გაჩერდა და თავი კედელს მიადო.
- სამუშაო საათებში სად დადიხარ? - ბოხი ხმის გაგონებაზე როუზი შეხტა. სწრაფად მიაბრუნა თავი, საიდანც ხმა მოვიდა და დანტე შერჩა ხელში.
- რა ჯანდაბა… - ერთი აათვალიერა და მერე ისევ კედელზე მიდო თავი და თვალები დახუჭა
- კითხვა დაგისვი და მიპასუხე - გაღიზიანდა მამაკაცი.
- მარტო ვარ . - ისე უთხრა, მისთვის არც კი შეუხედავს.
- რა? - დაიბნა დანტე.
- მარტო ვარ - გაიმეორა - და ამის გამოსასწორებლად არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
- რას ამბობ - უფრო ძლიერ დაიბნა.
- შენ თქვი, რომ მარტო არ ვმუშაობ - თავი ისევ კედელზე ედო - გახსოვს მკითხე მეგობრები თუ მყავდა, რომ ის ფაილები ჩემს ცხოვრებისავით არეულია.
დანტე სულგანაბული უსმენდა.
- შენ მართალი ხარ - მამაკაცი გაკვირვებული მიაჩერდა - ..რა.
- დიახ მე მარტო ვარ, არავინ მყავს. ამიტომ მარტომ უნდა ვიმუშავო, მარტომ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა .
ვინის მზერა წითურის ფიგურას არ სცილდებოდა
როუზი მისკენ შეტრიალდა და თვალებში ჩახედა - არაფერი არ ვიცი გარდა სიტყვა მარტო.- დანტემ მის თვალებში მართლაც დაინახა ის რაც თვითონაც კარგად იცოდა -სიმარტოვე.
წითურმა ნაბიჯი წინ გადადგა -..ამიტომ..მომეცი შანსი, მასწავლე…მასწავლე რას ნიშნავს “ერთად” - დანტეს მზერაში ისევ სიცივე შეიპარა - ამისთვის ცოდნა გჭირდება -
- რას გულისხმობ?
-იცი რასაც- როუზმა წარბები შეკრა
- არა არ ვიცი, თუ ეს ჩემს სკოლის დაუმთავრებლობას ეხე- სიტყვის დამთავრება ვეღარ მოასწრო, რომ დანტემ საყელოთი მოქაჩა
- ..იცი როგორ გაისარჯა ეს ხალხი, რომ აქ მოხვედრილიყვნენ - თვალებიდან ცეცხლს ყრიდა - რამდენი ოფლი, ცრემლი დაღვარეს, რომ უბრალოდ აქ დარჩენიყვნენ. რამდენეჯერ იგემეს იმედგაცრუება. რამდენჯერ დაუხარეს თავი იმ ძაღლისშვილებს, რომლებიც ამას საერთოდ არ იმსახურებდნენ.. ჩვენ დამახინჯებულ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელიც ასეთ ადამიანებს არაფრად აგდებს და ფეხით თელავს, ხოლო შენნაირებს კი ყოველთვის ბედი სწყალობთ. - მაგრად მოუჭირა მის საყელოს - მე კი ასეთ სამყაროს ჯერ მხარს არ ვუბავ - როუზს მის სიტყვებზე წარბიც არ შეჰხრია, უბრალოდ უყურებდა მშვიდად.
- ცრემლი.. ოფლი.. იმედგაცურება … - ნელ- ნელ გაიმეორა, თან დანტეს თვალს არ აშორებდა.
ლიფტის კარი გაიღო, მამაკცმა ხელი გაუშვა და გავიდა.
როუზმა ღრმად ჩაისუნთქა და ცრემლნარევი თვალებით ზევით აიხედა
-...კიდევ რამდენი უნდა ვღვარო .

ფეხის თრევით შევიდა თავის კაბინეტში და სკამზე დაჯდა.
- როუზ!
- რა იყო კარენ.. - დაღლილი ხმით უპასუხა.
ქერა მის კაბინეტში შემოვიდა - რა გაფითრებული ხარ, ცუდად ხომ არ ხარ?
როუზმა თავი გააქნია - არა, უბრალოდ დავიღალე, რისთვის მეძახდი.
- ა, ხო ეს ფულადი შემოსავლების ჩეკებია - დაუწყო მაგიდაზე - მინდა ფურცელზე დააწებო და გენერალურ საცავში წაიღო.
- გასაგებია.. და ფურცლები სად ვნახო? -უფროსის კაბინეტიდან აიღე-
- კარგი - ვინის კაბინეტში შევიდა, იქავრობა მოათვალიერა, ორი ყუთი იყო მაგიდასთან, ერთ-ერთიდან რამოდენიმე ფურცელი ამოიღო და წამოვიდა.
- როუზ რას აკეთებ? - შეიცხადა ქერამ
- რას ვაკეთებ? - გაუკვირდა წითურს.
- ეს ფურცლები, კომპანიისთვის საჭირო ინფომაციას შეიცავს, თუ ერთი მაინც მოხვდება არასასურველი ადამიანის ხელში მაშინ მთელ კომპანიას დაერხევა. - წითურმა წარბები ასწია და მაგიდაზე დაწყობილ ქაღალდებს დახედა.
- მაშინ ასე - ფურცლები გვერდზე გასწია და ახლის მოსატანად წავიდა.
- ესენი გამოდგება? - მეორე ყუთიდან ამოღებული ფურცლები უჩვენა.
- სავსებით, ასეთ გამოყენებულ ფურცლებს სწორედ ამისთვის ვინახავთ.
როუზმა თავი დაქუნია გავიგეო, დაჯდა სკამზე და თავის სამუშაოს შეუდგა.

- ჯენი! - მენეჯერმა გასძახა კაბინეტიდან. ლურჯთმიანი სწრაფად ადგა და შევარდა კიმის კაბინეტში
- გისმენთ უფროსო. - მაგიდის წინ გაჩერდა.
- მზად გაქვს დოკუმენტები ინვესტორებთან ხელშეკრულების გასაფორმებლად?
- თითქმის სერ. - წაილუღლუღა ჩუმად
- თითქმის!? ფულს იმაში გიხდი, რომ დოკუმენტები როცა მჭირდება თითქმის მზად გქონდეს!? - დაუყვირა კიმმა, ჯენი შეხტა
-ბოდიშით, ახლავე დავამთავრებ - და გავარდა კაბინეტიდან. სწრაფად შევიდა თავის კაბინეტში. დოკუმენტებს დაავლო ხელი.
- წებო..წებო… - აქეთ-იქით დაიწყო ხელების ფათური მაგიდაზე, მაგრამ ვერ იპოვა.
- ამის დედაც.. - აკრიფა დოკუმტები და დერეფანში გაიქცა. თუმცა წებო არავის არ ქონდა
- რა ყველას ეხლა გაუქრა..- ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა, მხოლოდ ერთი ადამიანიღა დარჩა, რომლისთისაც არ უკითხია.

როუზი მორჩა თავის საქმეს, აკრიფა ფურცლები და გასასვლელად მოემზადა, თუმცა კარებში ჯენი შეეჩეხა, რომელიც ამდენი სირბილისგან სულს ძლივს ითქვამდა
- რამე მოხდა? - კითხა წითურმა
-..როუზ..შეგიძლია წებო მათხოვო...რაღაცა უნდა დავაწებო დოკუმენტებზე და მჭირდება, დრო აღარ ითმენს, სხვებს ვკითხე, მაგრამ არ ქონ-
- ვოუჰ, ვოუჰ, სის დამშვიდდი. მაგიდაზეა და აიღე - მხრები აიჩეჩა როუზმა და კაბინეტიდან გავიდა.
- მადლობა! - დაადევნა სიტყვა ჯენიმ და სწრაფად დადო დოკუმენტები მაგიდაზე. აიღო წებო და დააწება რაც უნდოდა. შემდეგ უმალ მოკრიფა დოკუმენტები და სისწრაფეში ვერც კი შეამჩნია სხვა დოკუმენტი, რომ შეჰყვა, რომელიც მაგიდაზე განცალკევებით იდო. დერეფანში გაიქცა, ჩქარობდა ბევრი დრო არ ქონდა, სიჩქარეში, ვერ მიხვდა როგორ დაუვარდა ერთი ფურცელი. ეს უკანასკნელი კი დანტეს ბიძამ აიღო და დახედა.
თვალბში ცეცხლი აენთო.

- დანტე!
- რა ხმაურია - ფურცლებიდან აიხედა კარენმა.
-ბიძიას ხმაა - ჩაილაპარაკა დანტემ. - გასანოვ გაიხედე რა უნდა. -
წითური ადგა და გავიდა.
- სად არის დანტე! - იყვირა ბიძამ. როუზი შეხტა, მის ასეთ ყვირილზე - …..თავის კაბინეტშია -
- ჩამომეცალე!- წითური სასწრაფოდ მოშორდა გზიდან. ბიძა კაბინეტში შევარდა, როუზიც შეყვა.
- ბიძია? აქ რამ მოგიყვანა? - გაკვირვებულმა შეხედა . შუა ხნის კაცი ახლოს მივიდა მაგიდასთან და ფურცელი სახეში აუფრიალა.
- ასე მართავ კომპანიას!? - იყვრია გამწარებულმა - გრცხვენოდეს! -
დაბნეულმა დახედა ფურცელს და თვალები გაუფართოვდა, შემდეგ ბიძას ახედა.
- მე უფრო მეტს მოველოდი შენგან დანტე! - როუზმა ფურცელს შეხედა და გაშრა.
-..ეს ხომ- ამოილუღლუღა, თუმცა დანტემ ცივი მზერა ესროლა - გაჩუმდი-
- ბიძია, ბოდიში ეს აღარ განმეორდება - წამოდგა მაგიდიდან.
გულნატკენად შეხედა ბიძამ - იმედები გამიცრუე დანტე.. - ახალგაზრდა მამაკაცს ამ სიტყვებზე გული ჩასწყდა. როუზმა თვალები დახუჭა, მთელი სხეულით კანკალებდა
- ბიძია.. - სცადა მისი შეჩერება, მაგრამ იგი უკვე გავიდა კარებიდან.
- მე- დაიწყო როუზმა, მაგრამ კარენმა სილა გააწნა.
- შენ...შენ რა დებილი ხარ!? ხომ გითხარი ბრთხილად იყავი , ეგ დოკუმენტები კომპანიისთვსი მნიშვნელოვანია მეთქი! - იყვირა მთელი ხმით. წითური არც კი შეკამათებია
- ნუთუ ისეთი ჩლუნგი ხარ, რომ ასეთი მარტივი დავალების შესრულებაც კი არ შეგიძლია . რატომ არ იღებ ხმას, მიდი გაიმართლე რამით თავი, თქვი რამე! - შეაჯანჯღარა ძლიერად წითური. როუზმა თვალებში ჩახედა და სუნთქვა შეეკრა.
რაც მის თვალებში დაინახა, არ უნდოდა რომელიმეს თვალებში თვალებში დაენახა.
...იმედგაცრუება….
- თქვი რამე! - კიდევ ერთხელ შეაჯანჯღარა - ..ბოდიში..- ძლივს აღმოხდა ხრიწიანი ხმით,
-ბოდიში!? გგონია ამას ბოდიში უშველი?! - როუზმა თავი დახარა
-..გაეთრიე - გაისმა ბოხი ხმა. წითური დანტესკენ შეტრიალდა. ვინი პირდაპირ თვალებში უყურებდა და მის სულს ნაწილებად შლიდა თავისი ყინულივით ცივი მზერით.
- ვერ გაიგონე რა გითხარი! ახლავე გაეთრიე აქედან და თვალით აღარ დამენახო! შენი პათეთიკური არსებობა აქ აღარ მჭირდება!
როუზს თვალებში ტკვილი ჩაეღვარა - ახლა გესმის რატომ არასდროს არ გაქვს შანსი?! რატომ ვერასდროს პოულობ ადგილს ცხოვრებაში ?! რატომ გიშორებს ყველა თავიდან?!
რატომ ხარ ყოველთვის გარიყული!?
ცრემლნარევი თვალები დაბლა დახარა - ბოდიში..- ესღა თქვა, შეტრიალდა. კარენს გვერდზე ჩაუარა. ქერას მისთვის არც კი შეუხედავს. ტუჩები აუკანკალდა.დიდი ბურთი გაეჩხირა ყელში. კარი გაიხურა.
სუნთქვა უჭირდა. გული ხელზე დაიდო, კანკალი აუვარდა.
- ..სული..სული მეხუთება - რაც შეეძლო სწრაფად გადაჭრა დერეფანი, ფეხებში ძალა ერთმეოდა, კიბეები ჩაირბინა და გარეთ გავარდა.
...ახლავე გაეთრიე აქედან…
გულს ბაგა ბუგი გაჰქონდა.
წამში მოსწყდა ადგილს და გაიქცა…
გაიქცა რაც ძალი და ღონე ჰქონდა…
გაიქიცა, რომ უკან მოეტოვებინა მათი იმედგაცრუებული სახეები.
………..შენ რა დებილი ხარ!?
გაიქეცი
……...ნუთუ ისეთი ჩლუნგი ხარ, რომ ასეთი მარტივი დავალების შესრულებაც კი არ შეგიძლია ………
გაიქეცი
..გაეთრიე
გაიქეცი
….ახლავე გაეთრიე აქედან და თვალით აღარ დამენახო! …
გაიქეცი
....ახლა გესმის რატომ არასდროს არ გაქვს შანსი?! რატომ ვერასდროს პოულობ ადგილს ?! რატომ გიშორებს ყველა თავიდან?! რატომ ხარ ყოველთის გარიყული!?
გაიქეცი, გაიქეცი, რაც ძალი და ღონე გაქვს გაიქეცი, რადგან თუ გაჩერდები ის რაც ახლა ყველაზე ძაან გაშინებს დაგეწევა ….ეს კი აუტანელია.
გარბოდა და ცრემლებს უკან იტოვებდა. ცრემლებს, რომელიც ასე ძალიან სძულდა.
ფეხები სტკიოდა, მაგრამ არ ჩერდებოდა, სუნთქვა ეკვროდა, მაგრამ არ ჩერდებოდა. გული გასკდომაზე ქონდა, მაგრამ არ ჩერდებოდა.
ბოლოს ცარიელ გზაზე ჩაიკეცა. ხელები თვალებზე აიფარა. კბილები ერთმანეთს დააჭირა.
-..მძულხარ...მძულხარ...რატომ არასდროს არ შეგიძლია, რაიმე სწორად გააკეთო..- ცრემლები ჩამოუგორდა სახეზე.
- ..მძულხარ როუზ გასანოვ…-
მუხლები ტანთან მიიზიდა და თავი ჩარგო. ცივმა ნიავმა დაუბერა, ტანში ჟრუანტელმა დაუარა. უფრო მაგრად მიიკრა მუხლები.
...ყოველთვის მეგონა, რომ ყველაზე ძლიერი ვიყავი….ყველაზე და ყველაფერზე ძლიერი ვიყავი, მაგრამ ეს უბრალოდ ილუზიების ფარი გამოდგა, რომლის მიღმა ჩემს სუსტ მხარეს ვმალავდი, რომლის მიღმა ჩემს ძველ თავს ვმალავდი, რომელიც ცარიელ, ბნელ ოთახში მარტო იჯდა და ტიროდა, რადგან მშობლებმა მიატოვეს.
…..“კარგად ვარ” , “ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება” “მე ამას გადავიტან” “ცოტაც გაუძელი” ამ სიტყვებში ჩავმალე ჩემი ნაწილებად დაშლილი გული, რომელსაც ყოველ დღე ახალ- ახალი ჭრილობა ემატებოდა.
…….როდიდან ჩავიძირე ასე ღრმად?... როდიდან დავიწყე ნიღბების ტარება და ჩემი ნადმვილი სახის დამალვა….

როდიდან….
როდიდან…..
როდიდან….



№1  offline წევრი M.R

damn baepsae thanks sis✌da ukve vmushaob????

georgia rosyiashvili ???? madloba shefasebistvis????✌

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent