შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა (მესამე ნაწილი) მეჩვიდმეტე თავი (29)


8-07-2018, 22:10
ავტორი fireending
ნანახია 1 683

სოფია და დათო ბედნიერებით სავსე თვალებით აკვირდებოდნენ დათოს მხრებზე მწოლიარე პატარა არსებას,რომელსაც მშვიდად ეძინა.თითქოს ყველაფერი ცუდი ერთბაშად უკან დარჩა და ახლა მათი გული მხოლოდ ბედნიერებით იყო სავსე.რა პატარა იყო და უკვე შეძლო მათთვის სიმშვიდის მოტანა.
-რა საყვარელია_თქვა დათომ და სოფიას შეხედა,რომელიც იღიმოდა.
-ჰო.იცი რა,მგონი შენი ცხვირი აქვს
-მართლა?_გაუხარდა დათოს და ბავშვს აკვირდებოდა
-ჰო_უპასუხა ქალმა
-კარგი ცხვირი მაქვს არა?_იკითხა დათომ და სოფიას პროფილი აჩვენე
-შესაშური_გაეცინა ქალს
-ნუ დამცინი
-არა,მართლა
-როგორ ხართ?_კარი შემოაღო სანდრომ და ოთახში მყოფთ ღიმილით გადახედა
-მშვენივრად_უპასუხა სოფიამ
სანდრო ბავშვისკენ წავიდა და პატარა ხელზე მოეფერა.
-რა საყვარელია_თბილად წარმოთქვა მამაკაცმა და ბავშვს ბედნიერი სახით აკვირდებოდა
-ჰო,საყვარელი და მძინარა_გაეცინა დათოს
-მამა ,სახელზე უკვე იფიქრეთ?_ჰკითხა სანდრომ და იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა
-დანიელი_წარმოთქვა დათომ
-მამაჩემის სახელი?_ცრემლები მოადგა სოფიას
დათო თავზე მოეფერა ცოლს და ცრემლები მოწმინდა.
-ლამაზი სახელია_თქვა სანდრომ-შეიძლება ხელში დავიკავო?
-რა თქმა უნდა_უპასუხა სოფიამ
დათომ ბავშვი მიაწოდა.პატარა ოდნავ შეიშმუშნა და თვალები გაახილა,შემდეგ სანდროს მიაშტერდა და ცოტა ხანს მშვიდად,თითქოს დიდი ინტერესით აკვირდებოდა.
-მე მიყურებს_გაეცინა სანდროს-გამარჯობა დანიელ მე სანდრო ვარ_ხელი "ჩამოართვა" ბავშვს.
მისი ხმის მოსმენისას უფრო ფართოდ გაახილა პატარამ თვალები,ტუჩებს კი სასაცილოდ აცმაცუნებდა
-მგონი მოვწონვარ_ამაყად თქვა სანდრომ-ნახეთ თვალს არ მაშორებს
-გამარჯობა_კარი შემოაღო ნიამ
-ნია,მოდი _გაუხარდა სოფიას მისი დანახვა
-მაინტერესებდა როგორ იყავით_სოფიას გვერდით ჩამოჯდა გოგონა
-ჩვენ კარგად ვართ_უპასუხა ქალმა-ამ საღამოს გაგვწერენ
-კარგია.მიხარია,რომ ყველაფერი კარგადაა.
ნია ფეხზე წამოდგა და სანდროსკენ წავიდა,რომელსაც ხელში ბავშვი ეჭირა.ბავშვს მოეფერა.ორივე ცდილობდა ერთმანეთისთვის თალი აერიდებინათ.იმ ღამის შემდეგ ერთმანეთთან თითქმის აღარც ულაპარაკიათ.ერთად მუშაობდნენ,მაგრამ ერთმანეთს ყოველთვის თავს არიდებდნენ.ახლაც,როდესაც ასე მიუახლოვდნენ ერთმანეთს საშინელ უხერხულობას განიცდიდნენ.
-გავალ_კარისკენ წავიდა ნია-პაციენტი უნდა ვნახო.საღამომდე კიდევ გნახავთ
-კარგი.საყვარელო_გაუღიმა სოფიამ
ნია პალატიდან გამოვიდა .
-მოიცა_გაიგონა სანდროს ხმა
-სანდრო მაგვიანდება
-მხოლოდ ერთი წუთით მომისმინე,უნდა ვილაპარაკოთ იმის შესახებ,რაც...
-არ გინდა,არ ღირს_სიტყვა გააწყვეტინა ნიამ
-ამაზე ლაპარაკი მაინც მოგვიწევს.
-ჰო,ალბათ,მაგრამ ახლა არა,მოგვიანებით
-სამსახურის შემდეგ გავიდეთ სადმე,თანახმა ხარ?_ჰკითხა სანდრომ
-მოვიფიქრებ,მაგრამ არა მგონია..._წინადადება შუაზე გაწყვიტა და კიბისკენ გაიხედა
კიბეზე სესილი ამოდიოდა.თავი უხერხულად იგრძნო,როდესაც ნია და სანდრო დაინახა.არ უნდოდა მათთან შეხვედრა,თუმცა უკვე გვიანი იყო.ნიამ ის შეამჩნია და მისკენ ღიმილით წავიდა.თავაზიანად მოიკითხა გოგონა.გულწრფელად უხაროდა მისი დანახვა.სესილი სანდროსგან მოშორებით დადგა.სანდროც ცდილობდა სახე აერიდებინა.ვერცერთი ივიწყებდა იმ ღამეს მომხდარ უხერხულ შემთხვევას და ახლა ერთმანეთის პირისპირ იდგნენ დაძაბულები.
-ბოდიშს გიხდით ,მაგრამ უნდა დაგტოვოთ_თქვა სანდრომ-პაციენტი მელოდება
-ჰო_მოკლედ უპასუხა სესილიმ-მე სოფიასთან შევალ.
-კარგი სესილი,დროებით_დაემშვიდობა ნია
-დროებით_უპასუხა და პალატაში შევიდა
...
სანდრო გასახდელში იჯდა.ჩაფიქრებული.ისევ იმ ღამეზე და სესილიზე ფიქრობდა.არ უნდოდა მისთვის გული ეტკინა,თუმცა ახლა მომხდარს ვეღარ შეცვლიდა.იმ ღამესაც ვნებას აყვა,ძველმა მოგონებებაც შეუწყო ხელი ყველაფერს.სესილისთანაც ლაპარაკი არ შეეძლო,ან რა უნდა ეთქვა?რა უნდა აეხსნა?გრძნობდა,რომ ამაზე საუბრით შეურაცხყოფას მიაყენებდა და გულს კიდევ უფრო მეტად ატკენდა.
საერთოდ სანდრო არასდროს იქცეოდა დაუფიქრებლად,მითუმეტეს რომ სესილისთან ურთიერთობა დაალაგა,მეგობრობდნენ კიდეც,მაგრამ ნიას გამოცენამ ყველაფერი შეცვალა,ახლა მასსა და სესილის შორის ისევ აღიმართა კედელი.
თავს საშინლად გრძნობდა იმის გამო რაც მოხდა,უფრო მეტად კი იმის გამო,რომ სესილის მიმართ გრძნობა კიდევ უფრო უძლიერდებოდა და ბოლო დროს მისგანაც იგივეს გრძნობდა.თითქმის სძულდა კიდეც საკუთარი თავი,რომ ყველაფერი გააფუჭა.ნიას მიმართ თვითონაც არ იცოდა რას გრძნობდა,ერთ დროს ძლიერ უყვარდა და მასთან ბედნიერი იყო,მაგრამ შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ,თუმცა ის მისი ცხოვრების სუსტ წერტილად დარჩა.ეს გაურკვევლობა აგიჟებდა.
ტელეფონის ზარმა ფიქრი შეაწყვეტინა.ჯიბიდან მობილური ამოიღო და სენსორს ხელი გადაუსვა
-ხო ლუკა
-სანდრო,როგორ ხარ?ხელს ხომ არ გიშლი?
-არა,არა.კარგად ვარ.შენ როგორ ხარ?_უპასუხა მან
-მეც კარგად.რა უნდა მეთქვა იცი.ხვალ საღამოს ხომ გცალია?
-კი,რა ხდება?
-ხვალ გიოს დაბადების დღეა და კარგი იქნეოდა თუ მოვიდოდით.სესის ველაპარაკე ცოტა ხნის წინ და ისიც წამოვა.შენც ხომ წამოხვალ?
-კი,კი აბა რა , ეგ როგორ დამავიწყდა.თანაც ბოლო დროს გიორგი ვეღარ ვნახე.
-ჰოდა ძალიან კარგი,გაუხარდება ძალიან.
-მართალია.
-კაიც სანდრო,დროებით აბა და ხვალ საღამოს გამოგივლით.ნიასაც უთხარი წამოვიდეს.
-კარგი ვეტყვი,აბა ხვალამდე.
-სანდრო,აქ ხარ?_კარი შემოაღო სალომემ
-კი,რამე მოხდა?
-შენთან საქმე მაქვს,ერთ პაციენტთან დაკავშირებით
-ახლავე წამოვალ_უპასუხა სანდრომ და ფეხზე წამოდგა.
-კარგად ხარ?_ჰკითხა სალომემ
-კი
-ჩაწითლებული გაქვს თვალები,მართლა კარგადაა ყველაფერი?
-კი სალო,წუხელ კარგად არ მეძინა და ალბათ მაგის ბრალია.კარგად ვარ.
-კარგი,მაშინ გავიდეთ_კარი შეაღო სალომემ და სანდროსთან ერთად გავიდა.
...
-ლუკას დავურეკე და უკვე გზაშია_თქვა ნიამ და დივანზე სესილის გვერდით ჩამოჯდა.
ოთახში სანდროც შემოვიდა.
-მზად ხართ?_იკითხა მან
-კი,ლუკაც მოვა და წავიდეთ_უპასუხა ნიამ.
მამაკაცი მათ მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა.
-სანდრო,ნახე რა ვიპოვე_ტელეფონი აიღო ხელში ნიამ და მის გვერდით ჩამოჯდა
-რა ?_ჰკითხა მან
-გახსოვს,რამდენიმე წლის წინ რომ ვიყავით ჩამოსული,მაშინ დაქორწინებულ ვიყავით.გიორგის დაბადების დღე დაემთხვა ჩვენ ჩამოსვლას და მაშინ გამაცანი სწორედ გიორგი.
-კი,რა დამავიწყებს.კარგი დრო გავატარეთ_ღიმილით გაიხსენა მამაკაცმა
-ჰო და მაგ დღის ფოტოები ვიპოვე,ლეპტოპში მქონია,წუხელ აღმოვაჩინე.
-მართლა?მაჩვენე_გაუხარდა სანდროს
ნიამ ტელეფონი მიაწოდა.მამაკაცი ფოტოების თვალიერებით გაერთო.გაახსენდა ყველა კარგი მოგონება.
-სესილი მოდი შენც ნახე_უთხრა ნიამ
გოგონა ფეხზე წამოდგა ,თავიდან ცოტათი ყოყმანობდა ,მაგრამ შემდეგ სანდროს გვერდით ჩამოჯდა და ფოტოების თვალიერება დაიწყო მასთან ერთად.ფოტოები ნახვამ ცოტათი გაამხიარულა,სანამ ერთ-ერთ ფოტოზე სხვებთან ერთად ლევანიც არ დაინახა.სანდრო შეჩერდა და სესილის გახედა.გოგონამ ჩუმად მოიწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი და გაღიმება სცადა.ისევ ფოტოს უყურებდა,ფოტოდან კი მომღიმარი ბიჭი უყურებდა,ბედნიერებით სავსე თვალებით.როგორ აკლდა მისი გამოხედვა,თბილი,მზრუნველი ტონი,ჩახუტება.
ეზოდან მანქანის ხმა გაიგეს.
-ლუკა მოვიდა_თქვა სანდრომ და ფეხზე წამოდგა.
-მაღაზიაში გავიაროთ ,ტორტი შევუკვეთე და წამოვიღოთ_თქვა ნიამ და სანდროსთან და სესილისთან ერთად ლუკას შესახვედრად გავიდნენ.
...
გიორგი არ ელოდა მათ ნახვას,სინამდვილეში მისი დაბადების დღეც აღარ ახსოვდა და ძალიან გაუხარდა,როდესაც მისი მეგობრები დაინახა.ყურადღება მათგან არც არასდროს აკლდა,მაგრამ ახლა სულ სხვა სიხარული იგრძნო.
მისთვის დიდი სიამოვნება იყო მათთან დროის გატარება.ნიას ნახვაც გაუხარდა,ის მხოლოდ ერთხელ ყავდა ნანახი ,მაგრამ ძალიან კარგად დაამახსოვრდა,რადგან ნიას ძალიან სასიამოვნო ხმა ჰქონდა და იმ საღამოსაც მასთან ერთად იმღერა.ამ საღამოსაც სწორედ ეს გაახსენა ნიას.
თავიდან ნიას ერიდებოდა,თუმცა მეგობრების დაჟინებული თხოვნით გიტარა ხელში აიღო და სიმღერა დაიწყო. Patience-ს მღეროდა,სესილის საყვარელ სიღერას.შეუძლეელი იყო ნიასთვის ადამიანს მოესმინდა და მოხიბლულიყო,თუმცა მისთვის რომ გეკითხათ საშინლად მღეროდა.
დო ისე მხიარულად გაატარეს,რომ ვერც კი შენიშნეს ,რომ თითქმის თენდებოდა.
-აუცილებლად გამოგივლი_დაპირდა ნია გიორგის წასვლის წინ
-გამახარებ_უპასუხა მამაკაცმა
-შენი ალბომების კოლექცია უნდა ვნახო
-ჰო და ვიდეო თამაშებიც მაქვს
-სერიოზულად?_გაუხარდა ნიას
-კი,თან დიდი კოლექცია
-რა მაგარია,აუცილებლად ვნახავ
...
-გიორგი ძალიან საყვარელია_თქვა ნიამ,როდესაც მანქანაში იყვნენ და სახლისკენ მიდიოდნენ
-ნამდვილად_უპასუხა სანდრომ
-კი,კარგი ადამიანია._თქვა ლუკამ
-ჰო,ძალიან მეგობრულია_თქვა ნიამ
-კი,ეგ მართალია_საუბარში ჩაერთო სესილიც.-ბენდში ახალი მისული ვიყავი,რომ უკვე კარგი მეგობრები ვიყავით.
-კარგი დრო იყო_მოგონებებში ჩაიძირა ლუკა
-ლუკა,მანქანა გააჩერე_წამოიძახა სესილიმ
-რა მოხდა?_შეშფოთებული ხმით იკითხა ნიამ
ლუკამ მანქანა გააჩერა.სესაილი გადმოვიდა და ქუჩის მეორე მხარეს ,ბარის შესასვლელისკენ წავიდა,იქ თავის დას,ირინკას მოკრა თვალი,რომელიც გამომწვევად ჩაცმული იდგა და რამდენიმე ბიჭთან ერთად ვულგარულად ცეკვავდა,შუა ქუჩაში,თანაც ძალიან მთვრალი იყო.
-ირინკა_დაუყვირა დას
ირინკა შეცბა თავისი უფროსი დის დანახვისას და ცეკვა შეწყვიტა
-ოჰ,სესილი.გამიხარდა შენი ნახვა_ირონიულად გაუღიმა დას და სასმელით სავსე ბოთლი მიიყუდა.
სესილიმ გოგოს ხელი მოკიდა და გვერდზე გაიყვანა.
-რას გავს შენი საქციელი,რა დღეში ხარ_უყვიროდა დას
-შენ ვინ გეკითხება.დედაჩემი ხარ?თავი დამანებე და აქედან დაახვიე
-წესიერად მელაპარაკე_ხმას აუწია სესილიმ
-სესილი დამშვიდდი_მიუახლოვდა სანდრო და მხარზე ნაზად მოკიდა ხელი
-სანდრო,ეს ჩემი დაა და ნახე რა დღეშია_ცრემლნარევი ხმით თქვა მან და ირინკას გახედა,რომელიც უტეხად უყურებდა და თან ცინიკურად იღიმოდა.
-მოდი რა შემეშვი,შენ დამპალ ცხოვრებას მიხედე_ხმამაღლა ლაპარაკობდა ირინკა-გამოდგა აქ დიდი ჭკვიანი,შენ რომ არა ლევანი ცოცხალი იქნებოდა,დაგავიწყდა რა მოხდა?გინდა შეგახსენო?გინდა გაგახსენო რატომ მოკვდა ლევანი?
-მოკეტე_დაიყვირა ლუკამ და სესილის ხელი მოკიდა-წამოდი,ნუ უსმენ ამ არაადამიანს
-წაიყვანეთ წაიყვანეთ_იცინოდა ირინკა
სესილი შუა გზაზე გაჩერდა,მისი დის სიტყვები თავიდან არ ამოდიოდა.მან ხომ ლევანის სიკვდილში დაადანაშაულა.ნაბიჯი ვეღარ გადადგა.მიწაზე ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო.ყველა მის გვერდით შემოიკრიბა.
-სესილი,გთხოვ არ იტირო_ეუბნებოდა ნია და მის ფეხზე წამოყენებას ცდილობდა.
ბიჭების დახმარებით სესილი მანქანამდე მიიყვანა.~
-არ მინდა სახლში წასვლა,არ მინდა სოფიამ და დათომ ასე მნახონ_თქვა სესილიმ-ლევანის ბინაში წავალ
-გაგიჟდი?მარტო არ დაგტოვებთ_თქვა სანდრომ და მისკენ მიბრუნდა
-სანდრო,ჩემთან წავიყვან.ცოტა დამშვიდდეს და სემდეგ მოვიყვან სახლში_თქვა ნიამ და სესილის ხელი მოხვია
-კარგი,კარგი_დაეთანხმა სანდრო-თუ რამე დაგჭირდეთ გამაგებინეთ
-ნუ გეშინია,კარგად გახდება.
სესილი ნიას მიეყრდნო და ცოტა ხნით ფიქრი შეწყვიტა.ძალაგამოცლილი იჯდა და გონებაში ისევ ირინკას სიტყვები უტრიალებდა.



№1 სტუმარი nini

agarc .megona tu gaagrdzelebdi.nu agvianeb da koveldge dade

 


№2  offline წევრი fireending

nini
agarc .megona tu gaagrdzelebdi.nu agvianeb da koveldge dade

მადლობთ,რომ კითხულობთ.ზეგ საღამოს იქნება შემდეგი თავი.

 


№3  offline წევრი tamuna.s

რამდენ თავში დაამთავრებ? დაწყება მინდა და ველოდები დასრულენას.

 


№4  offline წევრი fireending

tamuna.s
რამდენ თავში დაამთავრებ? დაწყება მინდა და ველოდები დასრულენას.

გამარჯობა,მაქსიმუმ 4 ან 5 თავი დარჩა მეტი არა მგონია და დავამთავრებ,მადლობთ რომ დაინტერესდით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent