მივიწყებული გრძნობა (მეხუთე თავი)
მას შემდეგ რაც ყველაფერი გავიაზრე და ჩემი სასოწარკვეთის მიზეზიც დავადგინე,ვცდილიბდი გიორგის აღარ გავკარებოდი.არ მინდოდა თავი უსაფუძვლოდ დამეიმედებინა თუმცა ეს არც ისე ადვილი იყო.მინდოდა ეს თუ არა,მისი ნახვა მაინც ხშირად მიწევდა.გეგმა ისევ განვაახლეთ.ნიკას თათულის შიშებზე ვუამბე და ამ საკითხს ისიც უფრო გაგებით მოეკიდა .ამის მიუხედავად, მათი კინკლაობა არ მთავრდებოდა და ეს პირიქით წყვილის დაახლოებას უწყობდა ხელს.რაც შეეხება ჩვენი მივიწყებული თეკლეს და დათოს ამბავი უფრო მარტივად,ნელი ტემპით მიედინებოდა.გოგონა ხომ ურთიერთობებში ყოველთვის გახსნილი იყო თუმცა ზედმეტი არასდროს მოსდიოდა.ასეთივე იყო დათოც და ერთმანეთს ზედმეტად კარგად და მარტივად რომ ვთქვათ ,,ჯიგრულად”გაუგეს.ერთხელ მათ კაფეში წავაწყდი,შორიდან ისე საყვარლად ჟღურტულებდნენ, ხელის შეშლა არ მინდოდა მაგრამ თეკლემ დამინახა და დამიძახა. -ჰეიი ბავშვებო აქ არ გელოდით-გაბადრული ჩამოვჯექი სკამზე.მათ მოსმენას არაფერი ჯობდა.ვგიჟდებოდი როგორ შეიძლებოდა ყველაფერი ასე მარტივად აწყობოდათ, თან სიხარულისგან გული მიფართხალებდა.ჩემ მეგობარს მოწყენილს თითქმის არასდროს ვხედავდი, თუმცა ასეთი ბედნიერი არადროს მინახავს.თითქოს ერთიანად განათდა და გაბრწყინდა.შინაგანად სავსე,ლაღი და სრულყოფილი იყო. მალევე დავტოვე წყვილი და თეკლეს დავუბარე მოგვიანებით ჩემთან ამოსულიყო.მარტო ვიქნებოდი და მინდოდა ჩემი გოგოები ჩემთან დარჩენილიყვნენ. -გოგოების საღამო-წარბები ავათამაშე და ტაში შემოვკარი -ეიი, მეც წამიყვანეთ,მინდა გოგოების საღამო-ვითომ გული დასწყდა დათოს -არა ვაჟბატონო,იქ შენ არაფერი გესაქმება-ენა გამოვუყავი და თმა ავუჩეჩე -ქალბატონებო,მაინც რა ხდება გოგოების საღამოზე,განმანათლეთ -რა ხდება და გოგოები პიჟამებში,ბევრი სასუსნაოებით საყვარელ ფილმებს ვუყურებთ,ვცეკვავთ,ვმღერით ვთამაშობთ,ვჭორაობთ ყველაზე და ყველაფერზე და კიდევ ათასი რამ რაც თავში მოგვივა-აუხსნა თეკლემ,მე კი დათო გადავკოცნე და სასწრაფოდ გამოვედი გარეთ.ქუჩას გავუყევი,ვიგრძენი როგორ დამეცა სახეზე წყლის წვეთი და ნაზად ჩამოცურდა. -წვიმს-ბედნიერმა ამოვიჩურჩულე და ქუჩაში მორბენალ ხალხს თვალი გავაყოლე.მე ხომ ვგიჟდებოდი წვიმაზე,ამიტომ არ ვჩქარობდი.უფრო ნელა ვმოძრაობდი და თამამად ვუშვერდი ნაცრისფერ ცას სახეს.ჯერ თითქოს შეპარვით ჩამოცვივდნენ წვეთები მიწაზე შემდეგ კი უფრო გათამამებულნი სწრაფად იწყეს დენა.უეცრად ჩემი სახელი გავიგონე.ვიცანი,გიორგი იყო ამიტომ ნაბიჯს ავუჩქარე.მეგონა შემეშვებოდა მაგრამ შევცდი.მალევე, გაბადრული სახით,წინ ამესვეტა, -გეძახდი,ალბათ ვერ გაიგე,წამო გაგიყვან,წვიმს და გაცივდები -მადლობა გიო მაგრამ ფეხით მირჩევნია-დარწმუნებულმა მივუგე და თამამად ავუარე გვერდი.უკან მაინც მესმოდა ნაბიჯების ხმა,შევჩერდი და გავხედე -რატომ არ მიდიხარ? -და შენ რატომ არ მომყვები? -მე ესე მირჩევნია -ხოდა მეც ესე მირჩევნია-აღარაფერი მითქვამს და გზა გავაგრძელე,მალევე საუბარი მანვე წამოიწყო და გვერდით ამომიდგა -მარიამ, რა გემართება,შეგიძლია მითხრა,რაც არ უნდა იყოს ყველანაირად დაგეხმარები -გიორგი ხომ გეუბნები არაფერი მჭირს უბრალოდ ესეთი ხასიათი მაქვს -ესეთი ხასიათი მაშინ გაქვს როცა რაღაც გაწუხებს,არავის ეუბნები და შენში მალავ.ამიტომ ჯობს გამიზიარო,ერთად გავუმკლავდებით ყველაფერს-ისევ არაფერი მითქვამს,უბრალოდ გზა გავაგრძელე. -იციი,წვიმა ძალიან მიყვარს-ბოლოს ხმის ამოღება გადავწყვიტე -მართლა?მე იცი რა მიყვარს? -აბა რა გიყვარს-ხასიათი გამომიკეთდა და ეშმაკურად გადავხედე -რა და…წვიმაში სირბილი და ცეკვა-ხელი სწრაფად ჩემავლო და მთელი ძალით გამაქანა.მოულოდნელობისგან ერთხანს უაზროდ მივრბოდი,მერე კი კისკისი დავიწყე. -აიი,ასეთ მარიამს ვიცნობ მე-გადმომძახა გიორგიმ -ცუდად იცნობ-პასუხი არ დავაყოვნე და თან ჰაერში ავხტი-უჰუუუ -აბა ახლა უნდა იმღერო და ვიცეკვოთ -დაყრუება თუ გინდოდა აქამდე გეთქვა.მოდი ეგ სხვა დროისთვის გადავდოთ ახლა მგონი მართლა ვცივდები.-ამის თქმა დასრულებული არ მქონდა რომ დავაცემინე -აი ხომ გითხარი-შეწუხებული სახით გადმომხედა და ტაქსი გააჩერა -კაიი რა აქვეა ჩემი სახლი -ჩუუ ნუ მეწინააღმდეგები მალევე ჩემს ბინასთან აღმოვჩნდი და შევამჩნიე ნიკამ თათული როგორ მოიყვანა. -აი ესენი თუ კიდევ არ ჩხუბობდნებ ნახე-მითხრა გიორგიმ და ორივე გაფავიცებით დავაკვირდით გაცხარებით მოლაპარაკე წყვილს -აი ისევ იწყებ-ეუბნებიდა ნიკა -არაფერსაც არ ვიწყებ.უბრალოდ სიმართლეს გეუბნები და არ მოგწონს -ნუ მაგიჟებ თათული,გოგომ უბრალოდ ხელი დამიქნია.ჩემი ნაცნობია და რა მექნა თვალი ამერიდბეინა? -დიახაც უნდა აგერიდებინა.მე მეუბნები რომ გიყვარვარ და მერე ვიღაცებს უქნევ ხელს და კოცნი -შენ რომ მეგობარ ბიჭს მიესალმები მეც ეგრე უნდა ვიჩხუბო? -იჩხუბე,ბატონო!დაგიშალე? -თათული თავი აკონტროლე.შენ თუ ჩხუბის ხასიათზე ხარ ეგ იმას არ ნიშნავს რომ თავს დაგიხრი და უაზროდ უნდა შემჭამო -აჰა ესეიგი მე გჭამ? - ისევ ისე აკეთებ.სიტყვებზე მიჭერ და უაზრო ახსნებს უძებნი -ანუ მე უაზრო ვარ? -თათული საკმარიასია,გეყოფა-ნიკამ იმხელაზე იღრიალა, მე გიორგი და ტაქსისტი ერთდროულად შევხტით -რა უფლებით მიყვირი-არც თათულიმ დააკლო კივილი -იმ უფლებით რა უფლებითაც შენ ნერვებს მიშლი! -ბატონოოოო???მე გიშლიი ნერვებს?მე ხომ არ შეგეხვეწე შემთხვევით ჩემთან მოდითქო -რომ შემეხვეწო აღარ მოვალ-მტკიცედ უთხრა ნიკამ და მანქანა დაქოქა -ხოდა ძალიან კარგი-მანქანიდან თათული თავდაჯერებულად გადმოვიდა.მეც დავემშვიდობე გიორგის და მეგობრისკენ გავექანე.თათული ისე იცოფებოდა, ვერც კი შემამჩნია გვერდით როგორ დავუდექი. -არა როგორ მაკადრა.ნერვებს მიშლიო.მე ვუშლი ნერვებს თუ პირიქით ის.დამპალი მოღალატე!! -კაი რა თათ,შენც ყველაფერზე როგორ ეჭვიანობ ნუ გამაგიჟე -მე ვეჭვიანობ ყველაფერზე?შენი დაქალი მე ვარ თუ ნიკა ვერ გავიგე!იმის ნაცვლად რომ გაამტყუნო მე მადანაშაულებ -არ გადანაშაულებ ეხა გაბრაზებული ხარ და ცხელ გულზე ვერაფერს იაზრებ -არ ვარ გაბრაზებული და გულიც საკმაოდ ცივი მაქვს.ჩავსვამ ნიკას და გავყინავ.მერე ხო ვეღარ მაეჭვიანებს-ვერ ცხრებოდა თათო და ხელებს იშველიებდა -მგონი უკვე მანდ არის და მაგიტომაც გეეჭვიანება-ნაღვლიანად ვუთხარი და მისი სახის დანახვის შემდეგ ვინანე -არ უნდა იყოს,არ მინდა რომ იყოს-ტირილი დაიწყო და მომეხვია. -ეგ არაფერი.თუ საჭირო გახდა,როგორც ჩავიდა ისევე ლამაზად ამოვა,ახლა კიდე წამო და ისეთ ჩაის დაგალევინებ გულს კი არა აისბერგსაც გაალღობს-იმის მიუხედავად რომ სულაც არ მეცინებოდა მაინც გავუღიმე და სადარბაზოში შევიყვანე. ორივე ერთმანეთზე უფრო სევდიანები,საყვარელ ჩაის უხმოდ მივირთმევდით.მალე თეკლეც შემოგვიერთდა.რა თქმა უნდა ჩვენი გამხიარულება ადვილად შეძლო. -თათო მგონი ტელეფონი გირეკავს-დავუძახე სამზარეულოში გასულ მეგობარს -ვიცი,ნიკაა და არ ავიღებ -რას ქვია არ აიღებ.უპასუხე და მოუსმინე ბიჭს,რა იცი ეს გადარევა და აფეთქება ისიც დაფიქრდა და ბოლოს გადაწყვიტა ეპასუხა.ხმას აუწია და ნიკას სიტყვები ჩვენც გვესმოდა. -კიდე მიბრაზდები? -დიახ და აღარ შეგირიგდები -აღარასდროს? -აღარასდროს! -აბა კარები გააღე-თათულიც კარებისკენ მორჩილად გაემართა და წარბშეკრულმა გააღო.ფეხის საწმენდზე შოკოლადით სავსე კალათი იდგა.ჩემმა პინგვინმა კი სიხარულისგან ლამის კივილი დაიწყო.ი ხომ შოკოლადისთვის ყველაფერს დათმობდა -არც ახლა თათ? -არ ვიციი-თავი დაიფასა და სიტყვა გაწელა -მე შენ გარდა არასდროს არავის შევხედავ.უამრავი გოგო ნაცნობი მყავს მაგრამ გპირდები ვისთანაც ურთიერთობა მექნება ისინი მხოლოდ მეგობრები იქნებიან.ჩხუბში რა სისულელებიც გითხარი,არაფერი არ არის სიმართლე!ყველას და ყველაფერს მირჩევნიხარ-ამით დაასრულა და გაჩუმდა -მადლობა-ათასი ვარიანტი შეიძლებოდა ეთქვა ასეთ მომენტში მაგრამ ყველაზე აბსურდული სიშტერე აარჩია.ნიკას გაეცინა -კარგი მაშინ ხვალ დამირეკე და მოგაკითხავ,წაგიყვან -კარგი-მორჩილად უპასუხა და სანამ გათიშავდა სწრაფად მიაძახა-მეც მიყვარხარ-და ტელეფონი გათიშა.მე და თეკლა ხარხარისგან იატაკზე გავიშხლართეთ. ამდენი ხნის განმავლობაში თათულის მისთვის სიყვარული არ აეხსნა და მაინც და მაინც ასეთი არაორდინალური მომენტი აარჩია.ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა.კიდევ უნდოდა ნიკას ნანატრი სიტყვების მოსმენა თუმცა აღარ გაუმართლა… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.